02:20
თავი 2 -გამარჯობაა მითხრა ბოხი და ამავდროულად სასიამოვნო ხმით,მე გამომეტყველება არ შემცვლია. -გამარჯობა ვუთხარი ისე თითქოს არაფერს ვგრძნობდი და აქეთ-იქით ვიყურებოდი. -დაჩი მითხრა და ხელის გული გამომიწოდა.ვიცოდი არ უნდა დამედო ჩემი ხელის გული მისსაზე,მაგრამ ვეღარ შევიკავე.მისი ხელი გაყინული იყო ჩემი კი თბილი. -ლეკა ვუთხარი და ხელი მალევე გავუშვი. მას ჩაეღიმა და მაინც არ წყვეტდა ჩემს ყურებას,მისი ლამაზი თვალები კი მე მაბნევდა. -რა განსხვავებული სახელია. მითხრა და საყვარლად გამიღიმა,მეც სწერვულად გავუღიმე.არვიცოდი რა მემართებოდა,ეს ბიჭი მომწონონდა მაგრამ მე ვესწერვებოდი. -სწერვობაც გვცოდნია თქვა და ჩაიცინა. -აქ პირველად გხედავ. ვუთხარი და გავიხედ-გამოვიხედე გიგის მოლოდინში. -რაღაც საქმე მქონდა აქეთ,მერე შენ დაგინახე როგორ გადმოდიოდი ვიღაც ტიპის მანქანიდან და დამაინტერესე. მე გაღიმება მინდოდა მაგრამ თავი შევიკავე. -გასაგებია ვუთხარი და გიგის მანქანაც გამოჩნდა. -მოვიდა გიგი,უნდა წავიდე. -მე წაგიყვანდი,მაგრამ ისეთი გოგო ხარ არ გამომყვები. თქვა,ისევ ძალიან საყვარლად ჩაიცინა და ხელი გამომიწოდა.მეც ოდნავ გავიღიმე და ხელი მის ხელის გულს დავადე. -სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ლეკა. მითხრა და გამიღიმა. -ჩემთვისაც. ვუთხარი და ხელი გავუშვი,სანამ დაჩი წავიდოდა ბოლოჯერ შემომხედა და მიმზიდველად თვალი ჩამიკრა.ეს ბიჭი ძალიან სხვანაირად მაგრძმობინებდა თავს.ისევ გავაგრძელებდი დაჩის ყურებას გიგის მანქანა რომ არ ჩამომფარებოდა.ფანჯარა ჩაწია. -ჩაჯექი,მალე! მითხრა და დაჩის მიაშტერდა.მეც არ დავაყოვნე და ჩავჯექი მანქანაში,გიგიმ კი დაძრა მანქანა. -დაჩის საიდან იცნობ,ან რატო ელაპარაკებოდი?! მკითხა ისეთი ტონით რომ ყვირილში გადასდიოდა. -გიგი რატო მიყვირიხარ?! ვუთხარი და მივაშტერდი. -ლეკა პასუხი გამეცი. მითხრა და ტონს დაუწია. -გუშინ რო მომაცილე აქ იყვნენ მანქანით საქმე ჰქონდათ,დაგინახე და დამაინტერესეო. ვუთხარი,ფანჯარაში გავიხედე და დაჩიზე ფიქრში ჩამეღიმა. -ლეკა კიდევ ერთხელ დაგინახავ დაჩისთან და არვიცი რამოგივა შენც და იმასაც. მითხრა და მანიაკივით ატარებდა ნაქანას. -გიგი,მოდი მე გადავწყვეტ ვის დაველაპარაკები და ვის არა! ვუთხარი მაღალი ტონით. -ლეკა ნუ მაგიჟებ!არ იცნობ დაჩის და გითხარი არც უნდა გაიცნო. -რატო გიგი მშვენიერი ბიჭი ჩანს. -ლეკა,დაჩი ყველაზე საშიში ბიჭია ამ ეტაპზე საქართველოში.თუ თვალი დაგადგა არგექნება კარგად საქმე,მერე ან ეგ უნდა მოვკლა რამე რო შეეშალოს ან შენ! მითხრა და ტარების დროს მიყურებდა. -შენს ადგილას გზას შევხედავდი. ვუთხარი და ჩავიცინე. -არ მეცინება ლეკა გაფრთხილებ, მეორეჯერ დაჩის აღარ დაელაპარაკო. მითხრა და დანარჩენი გზა ხმა არ ამოუღია.არც მე შემიწუხებია თავი ლაპარაკით.მანქანა მალევე გააჩერა და შემომხედა. -მადლობა ჩემოსიყვარულო ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.გიგის ჩაეღიმა იმის მიუხედავად რომ ძალიან გაბრაზებული იყო. -მომწერე რო გამოხვალ და წაგიყვან სადმე რამეს გავჩითავ. თქვა და სანამ მანქანიდან გადავიდოდი თვალი ჩამიკრა,ნუთუ დაჩიში და გიგიში განსხვავება იყო რამე?გარდა გარეგნობისა.გიგი დაჩის საპირისპირო იყო,შავი დიდი თვალები ჰქონდა და გადაპარსული მუქი ყავისფერი თმა,მაღალი და ტანადი იყო,კარგი სტილით.გიგი კარგი ოჯახიდან მოდიოდა,ძალიან განათლებული და ცნობილი ბიჭი იყო თბილისში.ამ ფიქრებში გაჟღენთილი შევედი ქართულის გაკვეთილზე და იქაც იგივეზე ვფიქრობდი.გავიდა საათი და დაჩის ლაპარაკის მანერა,სტილი ღიმილი, უბრალოდ დაჩის ვეღარ ვიგდებდი თავიდან. -ლეკა მისმენ საერთოდ? მკითხა ლალი მასწავლებელმა,მე კი თავი დავუქნი და გავუღიმე. -რაღაცაზე ან ვიღაცაზე ფიქრობ მთელი გაკვეთილია. მითხრა და წიგნი დახურა.ლალი მასწავლებელი ჩემთვის მეორე დედასავით იყო,მისთვის ყველაფრის მოყოლა შემეძლო.ის არამარტო მასწავლებელი არედ ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. -არვიცი ლალი მართლა,ერთი ბიჭი გამეცნო დღეს,მაღალი ძალიან სიმპატიური,მუქი ლურჯი თვალებით და ქერა გადაპარსული თმით.ძალიან მომხიბლავი ქცევები და ლაპარაკის მანერა ჰქონდა. ვუთხარი და დაჩიზე დავფიქრდი როდესაც ჩამეღიმა.ლალიმ სათვალე მოიხსნა და ღიმილით გამომხედა. -აჰა,ესეიგი ბიჭია იმის მიზეზი რომ ვეღარ ახერხებ კონცენტრაციას. -კი ვუთხარი და მოვიწყინე გიგის სიტყვები რომ გამახსენა. -რა ჰქვია? მკითხა და ხელის გულებზე ყბა ჩამოდო. -დაჩი ვუთხარი ნაზად და მივაშტერდი როდესაც ლალიმ შეშფოთებული სახე მიიღო. -რა მითხარი მაღალი,ქერა ლურჯ თვალებაო?შავი მანქანა ხომ არ ყავს? თქვა და წელში გასწორდა.პირი დაგაღე. -კი! -დაჩი ჩემი მოსწავლე იყო,ძალიან კარგი ოჯახის შვილია,ზრდილობიანი და საკმაოდ განათლებულიც,მაგრამ იმის შემდეგ რაც ამ გზას დაადგა,სულ დაივიწყა განათლებაც და ყველაფერი. თქვა ლალიმ და ღრმად ამოისუნთქა და ჩაისუნთქა. -რა გზას? ვკითხე ლალის ინტერესით. -ეჰ,”ძველ ბიჭებს” რა ვუთხარი მე სულ გააფუჭეს დაჩი.იმის მიუხედავად რომ ფული თავზე საყრელად აქვს არ მუშაობს,და სწავლაზეც ხელი აიღო.ვისაც რა დახმარება სჭირდება ყველაფერში დაჩის რევენ,დაჩი აგვარებს თბილისში ყველაფერს. მითხრა,ყავა მოსვადა გააგრძელა. -დაჩი უკარგესი ბიჭია,შემომირბენს ხოლმე და მეჭორავება.მოკლედ თუ დაჩის შეუყვარდი ვეღარ გაექცევი ლეკა ამიტომ დაფიქრდი. მითხრა და წამოდგა იმის ნიშნად,რომ გაკვეთილი მორჩენილი იყო.მეც წამოვდექი,ჩამთა მოვიკიდე ტელეფონი ავიღე და ლალის გადავეხვია,ისიც ჩამეხუტა. -გეხვეწები დაჩის გამო ნუ გამოილაყებ ტვინს. მითხრა და ორივემ გავიცინეთ.ლალის დავემშვიდობე და სახლიდან გავედი,ტელეფონი ჩავრთე და გიგის დავურეკე. -გიგი სად ხარ? 2 წუთში შენთან ვიქნები ლეკ. -კაი და სად მივდივართ? ვკითხე და გავიხედ-გამოვიხედე. -მაგას როგნახავ გეტყვი. მითხრა და გამითიშა როდესაც გიგის მანქანა ჩამოჩნდა და წინ მომიჩერა.მანქანის უკანა სავარძელზე დავჯექი რადგან წინა დაკავებული იყო,გიგის შეყვარებული იჯდა. -გამარჯობაა მივესალმე გიგის შეყვარებულს,მან კი ძალით გამიღიმა. -ჩემი ანგელოზი მითხრა გიგიმ ღიმილით და სარკიდან გამომხედა. -გამარჯობას თქმა ვერ ვისწავლეთ? ვკითხე გიგის შეყვარებულს წყნარად. -აუცილებელია? მკითხა თათულიმ. -რავიცი ზრდილობიანი ხალხი ერთმანეთს რო ვხედავთ ვესალმებით ხოლმე,ნუ უზრდელებთან როგორ ხდება არვიცი. ვთქვი თათულის კი პასუხი არ გაუცია. -სად მივდივადთ გიგი? ვკითხე და შევხედე. -დათუნა პატარა private წვეულებას აკეთებს მაგასთან აგარაკზე. მითხრა ისე თითქოს ვიცოდი დათუნა ვინ იყო. -არვიცნობ დათუნას და არ მინდა უცნობებთან. ვუთხარი და ფანჯარაში გავიხედე. -შენ ჩემთან ხარ ლეკა,და დათუნასაც გაგაცნობ. მე პასუხი არ გამიცია.ხუთ წუთში სამ სართულიან აგარაკთან გავჩერდით რომლიდანაც მუსიკების ხმა გზამდე ისმოდა,გარშემო არიყო სახლები,მოშორებით კი მხოლოდ რამოდენიმე.მანქანა გააჩერა,გამორთო და გადავედით ყველა.როგორც კი გადავედით თათული გიგისთან მივიდა,გიგიმ ხელი გადახვია და ტუჩებში აკოცა.ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ჩემს საკუთრებას მართმევნდნენ.გიგი და თათული მიდიოდნენ და მეც უკან მივყვებოდი.შევედით ეზოში სადაც ხალხი იდგა და უმეტესობა აღებინებდა.გიგიმ ჩემსკენ გამოტრიალდა და თათულის ხელი გაუშვა. -გიგი აქ სასმელში რამე არ იყოს გარეული მეშინია. ვუთხარი როდესაც გიგიმ ხელი გადამხვია. -ჩემო სიცოცხლე,რეებს იძახი. მითხრა და შუბლზე მაკოცა,თათული გამწარებული გვიყურებდა.ამასობაში სახლშიც შევედით სადაც არც ისე ბევრი ხალხი იყო,მაგრამ ცოტაც არ ითქმოდა.ხიხიმ ხელი მომაშორა რადგან ხალხს მისალმებოდა. -დათი ეს ლეკა ჩემი სიყვარული,და ეს თათული ჩემი შეყვარებული. -გამარჯობა შემომხედა მაღალმა საყვარელმა ბიჭმა და გამიღიმა,მეც გავუღიმე. -წამოდით იქით სიმართლე და მოქმედებას ვთამაშობთ ცალკე და ვითამაშოთ. თქვა და წინ გაგვიხღვა,ჩვენც გავყევით და შეგვიყვანა პატარა შავ გაწითლებულ ოთახში სადაც საშუალო მაგიდა იდგა და ზედ ბოთლი იდო.მაგიდის გარედან დივნები იყო ზედ ხალხით.ჩემი ყურადღება არავის მიუქცევია გარდა ერთი ბიჭისა რომელიც ძალიან მეცნობოდა.გაოცებას,სიხარულს და შფოთვას ერთად განვიციდიდი. ისე შევედი და დავჯექი დივანზე თითქოს დაჩი იმ ოთახში არ მჯარიყო.გიგის გავხედე რომელიც დამჯდარიყო,კალთაში თათული ეჯდა და გაბრაზებული უყურებდა დაჩის.დაჩიმ შემომხედა და თვალი ჩამიკრა. თავს ვერ ვუშველე და გავწითლდი. -ესენი ლეკა და თათული არიან,დავიწყოთ. თქვა დათუნამ და ბოთლი დაატრიალა.ბოთლი ერთ ქერა სათვალეებიან გოგოზე და საშუალო თმის სიგრძით არც ისე სიმპატიურ ბიჭზე გაჩერდა. -სიმართლე თუ მოქმედება? ჰკითხა დათუნამ მე კი დავიბენი. -ბოდიში,წესები რო ახსნათ… ვთქვი,დათუნამ ღიმილით შემომხედა. -მოკლედ,რომელ ორზეც გაჩერდება ჩვენ ვწყვეტთ,სიმართლე იქნება თუ მოქმედება.მოქმედებას თუ ავირჩევთ ჩვენ ვეუბნებით იმ ორს რა უნდა გააკეთონ,თუ სიმართლე ავირჩიეთ ერთმანეთს თითო კითხვას უსვამენ. -კარგი. ვუთხარი და გავაგრძელე ყურება. -მოქმედება თქვეს ყველამ ერთად. -კარგი კარგი,ნუცას დაასხამს ალექსანდრე ლიმონს ზედა გახდილზე და ალოკავს ყველა წვეთს,ვეთანხმებით? -კი ყველამ წამოიყვირა სიცილით,გავვოცდი.მე ამის გაკეთების უფლებას არასდროს მივცემდი.ნუცამ მართლაც მაიკა გაიხადა,ალექსანდრე კი ლიმონით ხელში მივიდა ნუცასთან და მკერდს შორის ჩააწვეთა.ყველამ ხითხითი დაიწყო ჩემს გარდა,როდესაც ალექსანდრემ ნუცას ტანიდან ლიმნის წვეთები ალოკა.ნუცამ მაიკა ჩაიცვა,ალექსანდრე კი თავის ადგილს დაუბრუნდა.დათუნამ ისევ დაატრიალა ბოთლი ამჯერად კი ჩემზე და,არ არსებობს ჩემზე და დაჩიზე ამოვიდა.ეგრევე გავწითდლი და დათუნას გავხედე. -სიმართლე თუ მოქმედება? დაუსვა ბავშვებს კითხვა. -მოქმედება ყველამ წამოიყვირა,გიგი კი გაცოფებული იჯდა. -ლეკა და დაჩი შევუშვათ გარდერობის ოთახში 10წუთით. თქვა და ჩაეღიმა. -ლეკა არსად არ შევა. თქვა გიგიმ და დათუნას გამწარებული უყურებდა,როდესაც დაჩი წამოდგა და ხელი გამომიწოდა. -წყნარად გიგი,ლეკას ცოტას ვეჭორავები. უთხრა და თვალი ჩაუკრა გამწარებულ გიგის.მეც ხელი ჩავკიდე დაჩის რომელიც გარდერობისკენ მიმიძღვოდა.შევედით გარდერობში და კარები დავხურეთ,დიდი სივრცე არ იყო ამიტომ სახით პირისპირ ვიდექით საკმაოდ ახლოს ერთმანეთთან. -არ მეგონა შენნაირი გოგო ესეთ ადგილებში თუ დადიოდა. მითხრა დაჩიმა და მისი საყვარელი ღიმილით მომაშტერდა. -გიგის გამოვყევი. მოკლედ მოვუჭერი. -გიგი შენი ვინ არი? მკითხა. -ბავშვობის მეგობარია. ვუთხარი და თმა გავისწორე. -ძალიან კარგი,ლეკა რამდენი წლის ხარ? მკითხა და ჩემს ყელსაბამს აკვირდებიდა რომელიც გიგის ნაჩუქარი იყო. -ჩვიდმეტის შენ? ვკითხე და მის ლამაზ თვალებში ვიკარგებოდი. -მაგას მნიშცნელობა არააქვს. მოკლედ მომიჭრა. -რატო ძალიან მოხუციხარ? ვკითხე და გავუღიმე. -ოცის ვარ ლეკა. მითხრა და ჩემი თმით დაიწყო თამაში. -მგონი გავიდა ათი წუთი. ვთქვი და გარდერობიდან გასასვლელად მოვემზადე. -ხვალ ექვსზე გამოგივლი,ჩემთან ავიდეთ. ირონიულად გავიცინე. -ანუ ეგეთი გოგო გგონივარ? ვკითხე და ისიყო უნდა მეყვირა რო პასუხი გამცა. -ლეკა ეგეთი გოგო რო მეგონო აქ ლაპარაკის მაგივრად სხვა რაღაცას გავაკეთებდი,ისე რო წინააღმდეგობას არ გამიწევდი. მითხრა და ისევ თავისი შტერი,საყვარელი ღიმილით გამიღიმა. -აბა რა გვინდა შენთან დაჩი? -იცი რა საყვარლად ამბობ ჩემ სახელს?უფრო ხშირად თქვი ხოლმე. -კითხვა დაგისვი დაჩი. -ჩვენ ორნი მარტო არ ვიქნებით,ჩემი ძმაკაცები,დაქალები და ნაშებიც იქნებიან. -და მე ვინ გამოვდივარ? -შენ ჩემთან იქნები ლეკა,არა როგორც დაქალი ან ნაშა,უბრალოდ ჩემთან იქნები. პასუხი არ გამიცია და გარდერობის კარები გავაღე,როგორც კი გავედით გიგი წამოდგა. -ლეკა წავედით! მითხრა ამას აღარ ერქვა,უფრო მიბრძანა.გიგის ტონი საშინლად არ მესიამოვნა,მაგრამ სანამ რამეს ვიტყოფი დაჩიმ დამასწრო და თქვა. -ჩემი ძმა არიდარდო,დაჯექი შენ შეყვარებულთან ერთად,მივიყვან ლეკას სახლში. უთხრა და ნაგლად გაუღიმა.გიგი ცოტაც და ყურებიდან ბოლს გამოუშვებდა. -დაჩი ძმა,მოდი შენ დაჯექი და მე როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან ლეკას. უთხრა გიგიმ და მთელი ოთახი გასუსული უსმენდა მათ ლაპარაკს. -დაჩი მადლობა,მაგრამ მართლა გიგიმ მომიყვანა და თან სალაპარაკო გვაქავს. ვუთხარი რო სიტუაცია ჩამეწყნარებინა.დაჩიმ ღიმილოთ შემომხედა და ხელი გამომიწოდა,მეც ჩამოვართვი და გავუღიმე.გიგი გავიდა ოთახიდან და მე და თათულიც მივყევით.გარეთ როგორც კი გავედით გიგის უკვე დაქოქილი ჰქონდა მანქანა და გვეკოდებოდა.ჩვენც ჩავჯექით მანქანაში და ამოვისუნთქე. -ლეკა რანაირად იქცევი?! მითხრა და წინა სარკიდან მიყურებდა. -გიგი რანაირად ვიქცევი? ვუთხარი და მეც მივაშტერდი. -რაიყო შეგიყვარდა ეგ დაჩი თუ რახდება? -გიგი შენ რა გაწუხებს?გყავს თათული და დაწყნარდი,მეც მაქვს ჩემი ცხოვრება. ვუთხარი და თათულის გავხედე რომელიც ჩუმად იჯდა. -ლეკა თათული არ მაინტერესებს ამ მომემტში! თქვა მკაცრად და თათულიც ატირდა. -ყველაზე დიდი პრობლემა რა არის იცით? თქვა თათულიმ სლუკუნით. -ის რომ გიგის იმ წამიდან უყვარდი როდესაც გაგიცნო,მე კი მხოლოდ იმიტომ ვყავარ რომ მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს. გაოგნებული ვიჯექი მანქანაში და არ ვიცოდი რა მეთქვა. -სექსის დროსაც კი შენ გახსენებს ლეკა,აღარ შემიძლია შენი ატანა აღარ მაქვს! მომიტრიალდა და ყვირილით მითხრა.გავჩუმდი,თავში ათასი რამ მოტრიალებდა,ვერ ვიჯერებდი ამ ყველაფერს.გიგის გავხედე რომელიც გამწარებული უყურებდა თათულის.აღარ შემეძლო მანქანიდან გადავედი და სახლში შევედი დაჩის მოსაძებნად.სახლში თათულისთან და გიგისთან ერთად ვერ წავიდოდი,ვერ გავუძლებდი.შევედ ისევ იმ ოთახში და დაჩი დავინახე რომელსაც ვიღაც გოგო კალთაში ეჯდა და ხელებს უფათურებდა.გამიკვირდა იმ ოთახში სადაც ხუთი წუთის წინ ათზე მეტი ადამიანი იყო,ეხლა მხოლოდ დაჩი და ერთი გოგო იყვნენ.თვალებზე ხელი ავიფარე მათ დანახვაზე. -ბოდიში,უბრალოდ გიგის ვეღარ გავყვები,მის და მისი შეყვარებულის ჩხუბს ვერ ავიტან. ვუთხარი და თვალებზე ხელაფარებული ვიდექი. -ლეკა გადი გრეთ და გამოვალ. მითხრა ბრაზშეპარული ხმით.არც გამიკვირდა,ჩემს გამო დაჩის ერთით ნაკლები გოგო ეყოლებოდა “ნახმარი”.გავედი გარეთ და ველოდებოდი სანამ ყველა ჯერ ისევ ცეკვავდა მუსიკებზე.დაჩი დაახლოებით სამ წუთში გამოვიდა ოთახიდან და შემათვალიერა. -რატო ხარ ესეთ ხასიათზე?აქ ვინმემ ზედმეტი ხოარქნა?რამე ხოარ გითხრეს ან ხოარ შეგეხნენ?! კითხვები მომაყარა. -არა დაჩი უბრალოდ გადავიღალე. თვალს ვაცილებდი,დაჩიმ ხელი ჩამკიდა და გარეთ გამიყვანა,მანქანაში ჩამაჯინა და შემდეგ თვითონაც ჩაჯდა.მანქანა დაქოქა და შემომხედა. -ოთახში რო შედიხარ უნდა დააკაკუნო მითხრა და ჩაიცინა. -მე რავიცოდი შენთუ მანდ გოგო გყავდა. ვუთხარი და გავიცინე. -ხოდა მაგიტო უნდა დაგეკაკუნებინა. -მაინც არაფერი არდამინახია დაჩი. ვუთხარი და ფანჯარაში გავიხედე. -შენ ოდესმე ზედმეტად ვინმე შეგეხება და მე მეუბნები,გაიგე?! მითხრა და სერიოზული სახე მიიღო. -დაჩი,მე ვერავინ ვერ შემეხება დაუკითხავად,და ჯერ უფლებას არავის არმივცემ. -ვერ მისცემ. მითხრა და მანქანა დაძრა. -შენ არ შეგეკითხები. ვუთხარი და სწერვა სახით გავხედე. -მე კითხვა არ მჭირდება ლეკა,შენი ყოველი ნაბიჯი ვიცი,ისიც ვიცი ვის უყვარხარ,ვინ რას გეუბნება,სად დადიხარ,როგორ სწავლობ,როგორი გოგო ხარ და კიდევ ბევრი. მითხრა,მანქანას ცალი ხელით ატარებდა და მიღიმოდა. -დაჩი შენ ვერაფერს ვერ ამიკრძალავ. -ყველას მოვკლავ ვინც შეგეხება ლეკა. მითხრა სერიოზული გამომეტყველებით. მე არაფერი მითქვამს. -უი ისე,ლალი როგორ არის? მითხრა და გამიღიმა ეშმაკური ღიმილით. -კარგად,და შენ საიდან იცნობ? ისე ვკითხე თითქოს არ ვიცოდი არაფეერი. -მეორეჯერ არ გეზარება მე და ლალის გაცნოვის ისტორიის მოსმენა? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.