შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩაკეტილი სივრცე 6 თავი


3-01-2024, 10:59
ავტორი ნეაკო
ნანახია 1 437

-ახლა არა-ვუთხარი ჩავარდნილი ხმით და მისი შეჩერება ვცადე-თავს ცუდად ვგრძნობ
-ისევ გული გერევა?-აგრესიული ტონით მკითხა და ზემოდან დამაცქერდა წაშლილი სახით . დიდხანს ძალიან დიდხანს მიყურებდა თვალებში.
-არა-მაქსიმალურად მშვიდი ტონით ვუთხარი და მისი მოშორება ვცადე-უბრალოდ თავს ცუდად ვგრძნობ! რატომ არ შეგიძლია რომ გამიგო?
-ამის დედაც-უეცრად ფეხზე წამოვარდა და უმისამართო გინებით ოთახიდან გავიდა. კარი ისეთი ძალით გაიჯახუნა რომ მოულოდნელობისგან ადგილზე შევხტი. ,,ავადმყოფი" გამიელვა გონებაში და აკანკალებული ხელებით ექიმისმიერ დანიშნული დამამშვიდებლის მაქსიმალური დოზა დავლიე. დაძინება ვცადე, მაგრამ აუტანელმა თავის ტკივილმა ძილი გამიკრთო ამიტომ დაბლა ჩავედი და ტკივილ გამაყუჩებლის ძებნა დავიწყე ,,სწენკის" უჯრებში.
-ნინი-ვაჩეს ხმამ შემაკრთო -კარგად ხარ?
-როდის მოხვედი?-მისკენ არ მივტრიალებულვარ ისე ვკითხე და წამლის ძებნა გავაგრძელე
-ახლახანს...გეგა შემეფეთა კარებში უხასიათოდ მომეჩვენა... ისევ იჩხუბეთ?
-ხომ არ იცი დედაშენი სად ინახავს წამლებს?-მის კითხვას თავი ავარიდე
-სამზარეულოში
-მართლა?-შევიცხადე და იქვე სკამზე მოწყვეტით დავეშვი
-რა დაგემართა?-დაიბნა ვაჩე და სწრაფად მომიახლოვდა
-ისეთი არაფერი უბრალოდ თავი მტკივა... საშინლად-ვუთხარი ჩავარდნილი ხმით და დასევდიანად გავუღიმე. გაოცება ვერ დავმალე, როცა წამიას მიასედში წამოამდგა თავზე, გამაყუჩებლით და წყლის ჭიქით ხელში-მადლობა- ვუთხარი გულწრფელი ემოციით და ზედიზედ ორი დავლიე. -იმ დღევანდელის გამო მინდა რომ ბოდიში
-არ ღირს!-წინადადების დამთავრების უფლება არ მომცა-ჩვენ ორივემ კარგად ვიცით რომ რაც თქვი სიმართლეა
-რეალურად შენზე და დედაშენზე ასე არ ვფიქრობ
-მოდი ეს თემა დავხუროთ.
-კარგი.
-საღამოს...სოფელში მივდივარ, სოფოს და ნიცას ჩამოსაყვანად გეგას მანქანით... თუ გინდა შენც წამოდი
-არა მირჩევნია სახლში დავრჩე
-დარწმუნებული ხარ?-მკითხა დაძაბული ტონით, თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ფეხზე წამოვდექი. დამძიმებული ნაბიჯებით ავიარე კიბეები და ოთახში შევედი. საწოლზე ჩამოვჯექი და ზიზღით გავხედე იმ უსუსურ, საცოდავ გოგონას რომელიც ცრემლიანი თვალებით მიმზერდა სარკიდან.
თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი ამიტომ საწოლზე წამოვწექი და პლედი დავიფარე. ცოტა ხანში გეგა შემოვიდა ოთხაში ჩაწითლებული თვალებით, თავზე წამოამდგა და უემოციო ტონით მკითხა
-რა გჭირს?
-არაფერი-ცივად ვუპასუხე და თვალები დავხუჭე მისი საზიზღარი სახე რომ აღარ დამენახა.
-ხოდა თუ არაფერი გჭირს და კარგად ხარ ადექი! მომშივდა და რამე მაჭამე!-მითხრა მბრძანებლური ტონით და ოთახიდან გავიდა. უსიტყვოდ შევასრულე მისი სურვილი და სუფრა გავშალე. -შენ?არ შეჭამ?- მკითხა როცა კიბეზე ასვლა დავაპირე
-არ მშია- ძლივს შეკავებული აგრესიით ვუთხარი და ზურგი ვაქციე
-მოდი რა, ხო იცი მარტო ჭამა არ მიყვარს- მითხრა შერბილებული ტონით და გამიღიმა. მითითებულ ადგილას დავჯექი მაგრამ მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ტელეფონი ამოვიღე ჟაკეტის ჯიბიდან და სოც. ქსელების თვალიერება დავიწყე.
-შეგიძლია რომ ცოტა ხნით დადო ეგ ტელეფონი და ყურადღება მომაქციო?- მკითხა ნაწყენი ტონით და მისი სურვილი რომ არ შევასრულე ხელიდან უხეშად წამგლიჯა.
-რა გინდა?-ბრაზნარევი ტონით ვკითხე და ტელეფონი გამოვართვი
-მაინტერესებს კიდევ რამდენი ხანი აპირებ სიარულს იმ გამო**ევებულ ფსიქოლოგთან?
-ჯერ არ ვიცი
-ატყობ, რომ მაგ ს*რმა უფრო აგირია ტვინი?!
-თუ ფულია შენთვის პრობლემა დედაჩემს გამოვართმევ- გამაღიზიანებელი ტონით ვუთხრი და გამომწვევი მზერით მივაჩერდი სახეში
-მე ეგ ვთქვი?- გაბრაზდა- როგორც ვიცი არც დედაშენს მოსწონს ეგ ტიპი
-დედაჩემს არც მე მოვწონვარ
-ვინმე ნორმალურ ფსიქოლოგს გიპოვი და იმასთან იარე!
-სანდრო რატომ არ მოგწონს? იმიტომ რომ ვაჩეს მეგობარია?
-სიტყვებს დაუკვირდი-წამოენთო გეგა
-მაგიდას ავალაგებ თუ აღარ ჭამ-ვუთხარი ყურადღების გადასატანად და ფეხზე წამოვდექი. სწორედ ამ დროს კარზე კაკუნის ხმა გაისმა და მისაღებში დედაჩემი და მია შემოვიდნენ.
როგორც ყოველთვის ახლაც, დედაჩემი გულგრილად გადავკოცნე, მიას კი ჩავეხუტე.
-როგორ მომენატრე ჩემო პატარა.
-მეც ძალიან მომენატრე.
-რატომ არ მითხარით თბილისში ჩამოსვლას თუ აპირებდით სადგულზე დაგვხვდებოდით -ვითხარი დედაჩემს როცა გეგა გადაკოცნა და დაღლილი დაჯდა დივანზე.
-მე ვთხოვე არ ეთქვა-მორიდებით მითხრა მიამ და გამიღიმა, მაგრამ უმალ შეეცვლა სახის გამომეტყველება, როგორც კი გეგა მოგვიახლოვდა.
-როგორ ხარ გაწეწილო?- სიცილით ჰკითხა გეგამ და ლოყაზე ხმაურით აკოცა
-კარგად შენ?-ძალდატანებული ზრდილობით უპასუხა მიამ და ცივად გადაკოცნა. როგორც კი გეგა მოსაწევად გავიდა აივანზე მაშინვე ჩემსკენ მოტრიალდა და ბრაზნარევი ტონით მკითხა- მთვრალია? თუ რა ჭირს ამას?
-დაიკ*დე-ვუთხარი მომღიმარი სახით და დივანზე ჩემს გვერდით დავსვი
-ნიცა სადაა?
-სოფელში წაიყვანა ქალბატონმა სოფიკომ
-ჩვენ ხვალ დილით მივდივართ ანუ ვერ ვნახავთ?-შეწუხდა დედაჩემი
-არა, ვაჩეა წასული მათ ჩამოსაყვანად,
1-2 საათში მოვლენ ალბათ-დავამშვიდე.
-ნინი ბიჭებმა დამირეკეს მწვადი უნდა შევწვათო- სახლში შემოსვლისთანავე ნაჩქარევად მითხრა გეგამ და კიბეები აირბინა.
-მიდი მიხედე ქმარს გოგო-აგრესიული ტონით მითხრა დედაჩემა როცა მიასთან ხელჩაკიდულმა მშვიდად გავაგრძელე საუბარი.
-გამოიცვლის და წავა, მე არაფერში ვჭირდები.
-იმის მიუხედავად რომ მამაშენი მე უპატივცემულოდ მექცეოდა მაინც სულ თვალებში შევყურებდი, მითუმეტეს მაშინ როცა სადმე მიდიოდა. შენ კიდე ისიც გეზარება რომ ადგე და ყურადღება მიაქციო
-ნინი-ზემოდან გადმომძახა გეგამ
-რა გინდა?
-ცოტა ხნით ამოდი რა
-კარგი მოვდივარ!- დაღლილი ხმით გავძახე და ფეხზე წამოვდექი. ოთახში შესვლისთანავე გეგა ზედმეტად მომიახლოვდა და ხმა დაბალი ტონით მკითხა
-ფული არ გაქვს? ერთი 20 ლარი
-მააქვს-ბრაზნარევი ტონით ვუპასუხე და წიგნში შენახული ბოლო ასლარიანი გავუწოდე
-ესე იგი ფული გაქვს?-მკითხა დაეჭვებით
-მეტი აღარ მაქვს!
-გვიან მოვალ-ნაჩქარევად მითხრა და ოთახიდან გავიდა. გეგას წასვლისთანავე ნიცას დაპატარავებული ტანსაცმელი ამოვალაგე და იქ შენახულ სასაჩუქრე პარკს ხელი დავტაცე, კიბეები სწრაფად ჩავირბინე და მიას გავუწოდე მომღიმარი სახით-გახსენი
-რა არის?-დაიბნა მია
-დაბადების დღის საჩუქარი
-ვერცხლის ჯვარი და ყელსაბამი უკვე ხომ აჩუქე?!- უსიამოვნოდ ჩამესმა დედაჩემის ხმა სადღაც შორიდან
-მერე რა რომ ვაჩუქე?-გავღიზიანდი
-შენ არასად არ მუშაობ, გეგას ხელფასი კიდევ ძლივს გყოფნით თვიდან თვემდე...
-ამის გამო რა უფლება არ მაქვს რომ ჩემ დას კიდევ ერთი საჩუქარი ვუყიდო?
-რაც გინდა ის გიქნია-აგრესიული ტონით მითხრა დედამ და უემოცი მზერა მომაგება.
-ჩემს გამო არ იჩხუბოთ რაა-მოკრძალებით გვთხოვა მიამ და გაუხსნელი პარკი უკან დამიბრუნა. საშინლად გავბრაზდი დედაჩემზე, მაგრამ სახეზე არფერი შევიმჩნიე. თავი ისე დავიჭირე თითქოს მისი სიტყვები ჩემთვის არაფერს ნიშნავდა და მიას მივუბრუნდი
-რადგან შენ არ ხსნი მე გავხსნი-ვუთხარი მომღიმარი სახით და პარკიდნ ყუთი ამოვიღე მიას თვალები გაუბრწყინდა ტელეფონის დანახვისას, მაგრამ იმდენად დაძაბული და დათრგულნული იყო დედას სიტყვების გამო რომ ჩემთან ახლოს მოსვლა და გამორთმევა ვერ გაბედა-აიღე შენია- მივუხლოვდი და ხელებში შევაჩეჩე
-რა საჭირო იყო?-არ შეარგო ბედნიერება დედაჩემმა- ამას წინათ ხომ აჩუქე შენი ძველი ტელეფონი?!
-ახალგაზრდა გოგოა ჩემი ძველი ტელეფონი რატომ უნდა ეჭიროს ხელში?-შევიცხადე და მიას ჩავეხუტე რომელიც ისეთ უხერხულ მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი ჩემი და დედაჩემის დაძაბული დიალოგის გამო რომ მადლიერების და აღფრთოვანების გამოხატვას ვერ ბედავდა, იმის მიუხედავად რომ თვალები უბრწყინავდა სიხრულისგან.
-მადლობა-კარგა ხნის სიჩუმის მერე ძლივს გასაგონად მითხრა თავდახრილმა და ლოყებაწითლებულმა.
-არაფერს ჩემო ლამაზო, ნეტა უფრო მეტის გაკეთება შემეძლოს შენთვის-ვუთხარი მომღიმარი სახით და გავუღიმე.
-მთელი დღე შენ ტელეფონი გეჭიროს ხელში, სერიალებს უყურე და...-ჩემს გასაგონად ჩაილაპარაკა დედაჩემმა და ხმაურით დაიწყო ჭურჭლის ალაგება მაგიდიდან
-თავი დაანებე მე მივხედავ
-მიმხედავი რომ ყოფილიყავი აქამდე მიხედავდი!
-დედა რატომ ხარ გაღიზიანებული მოხდა რამე?- მივუახლოვდი და მშვიდად ვკითხე
-ასეთ კომფორტში ცხოვრობ და კიდევ უკმაყოფილო ხარ გეგასი
-რა შუაშია გეგა?-ვერ მივუხვდი სათქმელს
-იცი რამდენი დღეა სახლში წყალი არ გვაქვს? ონკანი გაგვიფუჭდა... სამადლოდ მეზობელმა მოხსნა და დალუქა. ბიძაშენს ვთხოვე იქნება ამოხვიდე და გაგვიკეთო-მეთქი... მაგრამ ფეხი არ მოადგა...
-დაგერეკა და გეგას ვთხოვდი... ჩამოვიდოდა და გაგიკეთებდათ-ვუთხარი თანაგრძნობით
-გეგა...-ჩაილაპარაკა დედაჩემმა-გეგა ვიცი რომ გაგვიკეთებდა მაგრამ...
-მაგრამ რა?!
-შენ ხომ გეზიზღება ის?-უეცრად ჩემსკენ მობრუნდა დედაჩემი და თვალებში ჩამაცქერდა
-რა შუაშია?-დავიბენი
-განქორწინება ხომ გინდა?
-მინდა მერე?
-ესე იგი მზად ხარ იმ ცხოვრებისთვის რაც სიღნაღში გელოდება?!
-ვარ-გაუბედავად ვუთხარი
-არა არ ხარ! მზად რომ იყო დღესვე ჩაალაგებდი შენს ბარგს და ჩვენთან ერთად წამოხვიდოდი სოფელში ნიცასთან ერთად, მაგრამ... არ შეგიძლია! იმიტომ კი არა რომ ჩემი იმედია არ გაქვს იმიტომ, რომ საკუთარი თავის იმედი არ გაქვს! გეგა არ გიყვარს, მასთან ყოფნა არ გინდა მეტიც გეზიზღება...მაგრამ დღემდე მასთან ერთად ცხოვრობ, რატომ?
-დედა-ცრემლები მომერია
-არ გაქვს ამ კითხვაზე პასუხი?
-არა!-ვუთხარი აგრესიული ტონით
-კარგი მაშინ მე გეტყვი პასუხეს! შენ, დღემდე იმიტომ ხარ გეგას ცოლი რომ მის მის შემოთავაზებულ ცხოვრებაზე უარს ვერ ამბობ და არა იმიტომ რომ ჩემი იმედი არ გაქვს! იმის მიუხედავად რომ ხელისგულზე არასდროს უტარებიხარ!
-მე შენნაირი დედა არასდროს ვიქნები-საპასუხოდ მხოლოდ ეს ვუთხარი და სამზარეულოში პური შევიტანე, დედაჩემიც შემომყვა სამარილით ხელში
-ჩემმნაირი? მაინც როგორი? მე, შენ და მიას თავი შემოგწირეთ, თქვენსგამო მუშაობას თავი დავანებე, ქვეყანას ჩამოვრჩი, 20 წელი ჯოჯოხეთში ვიცხოვრე, მამათქვენის სახლ-კარი შეგინარჩუნეთ
-მადლობა მაგრამ მე შენთვის დაბადება არ მითხოვია, არც სამსახურისთვის თავის დანებება და მითუმეტეს სახლ-კარის შენარჩუნების მიზნით 20 წლიანი ჯოჯოხეთური თანაცხოვრება მამაჩემთან! ძალიან გთხოვ მე ნუ მადანაშაულებ იმ ყველაფერში რისი გადატანაც მოგიწია მთელი ამ წლებოს განმავლობაში
-დაუნახავო!-მითხრა აგრესიული ტონით და ზიზღით სავსე მზერით ჩამაცქერდა თვალებში. ამ დროს თავი ყველაზე საშინლე ადამიანად ვიგრძენი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent