შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

75-ე სპექტაკლი


4-01-2024, 03:05
ავტორი Verriko
ნანახია 847

პირველი ნაწილი

2023წელი. 3 ნოემბერი.
ჩემი კაბინეტი.
ადამიანის ექოსკოპიის პასუხებს დავცქერი და კომპიუტერში დასკვნას ვუწერ. მარჯვენა პარკუჭის სარქველი დაზიანებულია, სისხლის მიწოდება შეფერხებული, პლუს ამას პაციენტი მწეველი და საერთოდ უიმედო მდგომარეობაში. როგორც ყოველთვის ჩემი მოვალეობა შევასრულე,იმედიანი სახით ავუხსენი ყველაფერი, აპრობირებული მეთოდები შევთავაზე სარქველის ტრანსპლანტაციის, ვისაუბრეთ და დაიმედებული გავუშვი სახლში.
ჩემი კაბინეტი.
ნახევრად თეთრი, ცისფერი და ნაცრისფერი. დიდი ოთახი მარჯვნივ ცისფერი მდივანი. ხელ მარცხნივ კედელზე ნახატი, “the great wave off Kanagawa” , რომელიც ჩემმა ძველმა ნაცნობმა მაჩუქა. დიდი ნაცრისფერი მაგიდა, თეთრი დიდი კომპიუტერი, ნაცრისფერი პრინტერი კედელთან და დივნის ფერი სკამი. ჩემს წინ 2 სკამი , მაგრამ ორივე ნაცრისფერი. ვცდილობდი პატარ-პატარა დეკორაციებით სიცოცხლე შემემატებინა ოთახისთვის. მაგიდაზე პატარა ლარნაკში ყვავილები, ლამაზი ქანდაკება გულის ფორმის, რომელიც ერთადერთი წითელი ნივითი იყო ოთახში. ერთხელ პაციენტს ხელი მოუხვდა და ძირს გადაუვარდა, ოდნავ ჩამოტეხილი, მაგრამ მაინც წითელი, კაშკაშა გული იყო.
ჩემი კაბინეტი.
ვზივარ ჩემს ცისფერ სკამზე, ხელში ყავა მიჭირავს და კომპიუტერში საბუთებს ვალაგებ. ქერა, ოქროსფერი თმა, რომელშიც აქა-იქ ჭაღარაა შერეული, ზემოთ აკრული. სწორ, მაღალ ცხვირზე სათვალე ჩამოდებული და ისედაც დიდი ცისფერი თვალები კიდევ გადიდებული. ტანზე - შავი კლასიკური შარვალი, შავი ფეხსაცმელი დაბალ ქუსლზე, რომელიც ყველაზე მეტად მეზიზღება, ზემოდან კი თეთრიი ხალათი ბეიჯით: ჯონა ჰარისი.
ჩემთვის ნაცნობი ადამიანი აღებს კარს.
- ექიმო ჯონა, შეიძლეობა?
თითქოს ხმაც მეცნობა, მაგრამ ვერ ვიხსენებ. იქნებ ჩემი ძველი პაციენტია მეთქი ვიფიქრე და შემოსვლაზე დავთანხმდი. ჩემი ასაკის ან ოდნავ დიდი მამაკაცი. მაღალი, სადღაც ორ მეტრამდე, შავ შარვალსა და მუქ ლურჯ ბლუზში გამოწყობილი.როგორ დამავიწყდა, როგორ ამომივარდა თავიდან. ჩემმა რუტინულმა ცხოვრებამ სულ მთლად გამიქრო ყველაფერი თავიდან. სახეზე წვერი, დაბალი წვერი, და ღიმილი დასთამაშებდა. ღიმილის დროს კი კუთხეში ლოყა ეკეცებოდა. მრგალი ყავისფერი თვალები და უგრძესი წამწამები. მუქი ფერის თმა დაბალზე, როგორც ყოველთვის. მიცნო? თუ ვერ მიცნო? როგორც პაციენტს ისე შევხვდე?
- გამარჯობა, დაბრძანდით. - ხელი გავუწოდე და ფურცლები გამოვართვი.
- იმედი მქონდა მიცნობდით, მაგრამ არაუშავს. - ნახევრად გაიღიმა.
- ჟანი ხომ? - ვერ გამეგო შემემჩნია თუ არა, რომ მაშინვე ვიცანი.
- აჰ, ანუ მიცანით. - იღიმის მთლიანი სახით და მიყურებს.
- ფურცელზე წერია, მაგრამ კი გიცანით. - გავუღიმე, გულწრფელად და ლაღად, როგორც ადრე 15 წლის წინ ვიღიმოდი. სრულიად სიუცხოვე, მორიდება. ყველაფერი გამქრალიყო, რაც ოდესღაც იყო. ის ფეიერვერკი,რაც ოდესღაც ჩვენს თავს ხდებოდა. გასაკვირი რატომ იყო? ამდენი წლის შემდეგ რა უნდა შეგვრჩენოდა?
- დიდიხანია შენი სახელი მესმის, მოსვლა ვერადა ვერ გავბედე, მხოლოდ მაშინ როცა დამჭირდა. - იღიმის, ხუმრობს, როგორც ჩვევია, რათა უხერხულად არ ვიგრძნო თავი და თან მთლიანად მათვალიერებს. მიყურებს და თითქოს ჩემში წარსულის გადმონაშთს ეძებს.
- სამწუხაროა, რომ მხოლოდ გულის პრობლემის გამო გაგახსენდით. - მე თვითონაც არ ვიცი რატომ ვთქვი ეს. ძალიან დავიბენი. 34 წლის ასაკში 17 წლის გოგოდ ვგრძნობდი თავს, თითქოს ექიმი კი არა ისევ ის პატარა მსახიობი გოგო ვყოფილიყავი.
- იმედია არაფერია სერიოზული.
- რამ შეგაწუხათ?
- ვირუსი გადავიტანე, გულის აჩქარება და ჩხვლეტა დამჩემდა. ბოდიში არ ვიცი რა ქვია სამედიცინო ენაზე. - ნეტავ არც მე ვიცოდე, გავიფიქრე.
- არაუშავს. - გადავხედე ფურცხლებს. ისე ვნერვიულობდი ფურცლებს ვერც აღვიქვამდი. - არაფერი სერიოზული. კარგია, რომ გადაამოწმეთ, მაგრამ პოსტვირუსული სიპტომებია.
- ამოვისუნთე, ვიფიქრე ხომარ ვკვდები მეთქი. - გულიანად გაიღიმა და გამომხედა. ფურცელზე ერთი წამალი დავუწერე და მივაწოდე.
- ვერასოდეს ვიფიქრებდი თუ აქ გნახავდი. - უკვე უხერხული თქვენობითი ფორმა მოაშორა და სწრაფად მკითხა.
- რას გულისხმობ?
- ადრე, მაშინ, ვინმეს, რომ ეთქვა ექიმიაო, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ სხვაგან გნახავდი.
- მეც ვერასოდეს წარმოვიდგენდი. სიმართლე, რომ გითხრა ალბათ ხშირად არ ვფიქრობ მაგაზე, თორემ გავიქცეოდი აქედან. - მასაც და მეც გაგვეცინა ჩემს ხუმრობაზე, მაგრამ ორივემ ვიცოდით, რომ ეს ხუმრობა არ იყო.
ერთმანეთს ვუყურებდით და თითქოს საერთოდ არ ვისხედით საავადმყოფოში, ჩემს კაბინეტში. თითქოს თეატრში ვიყავით და მორიგ სპექტაკლზე ვსაუბრობდით.
- შეიძლება შენი სავიზიტო ბარათი. - მითხრა ბოხი, უცვლელ ხმით.
- რა თქმა უნდა.
- კარგად, ჯონა. - ვხედავდი როგორ მტოვებდა და ოთახიდან გადიოდა. ზუსტად ასე მოვექეცი მეც 15 წლის წინ.
- კარგად, ჟან. - კართან მისული შემობრუნდა, გამომხედა. პატარა ბავშივით ავფორიაქდი.
- იქნებ ცოტა ვილაპარაკოთ, ძველი დრო გავიხსენოთ. - ისე გავშეშდი თითქოს ლაპარაკის უნარი ვიღაცამ მთლიანად მომპარა. მხოლოდ თავის დაქნევა მოვასწარი. მეორე პაციენტი შემოვიდა, ჟანმა კი დაგირეკავო მანიშნა.


2006 წელი. 10 თებერვალი.
პირველი დღეა თეატრში. ძალიან ვღელავ, მაგრამ ბედნიერებისგან მთლიანად ვცახცახებ. თეთრი ტოპი, რომელსაც პატარა მზე ახატია, ცისფერი, ჯინსის კომბინიზონი ფერადი ძაფებით მთლიანად გაფორმებული და ფეხზე თეთრი ბოტები. ახალშეღებლი შავი თმა გაშლილი და აბურდული. შავი ფანქარი მესვა ცისფერი თვალების ქვეშ და ვარდისფერი პომადა მრგვალ ტუჩებზე.
შევაღე დიდი დამტვერილი კარი. დიდი დარბაზი, მაგრამ არც ძალიან დიდი. წითელი, მუქი წითელი სკამები და დიდი წითელი ფარდა. პატარა მაგიდა პირველი რიგის შუა სკამდე, რა თქმა უნდა, რეჟისორისთის. მაღალი ჭერი, მაგრამ არც ძალიან მაღალი. ძველებული, ულამაზესი ჭაღი, რომლის ყველა ნათურა კაშკაშებდა. მაგრამ ყველაზე მეტად იცით რა მიყვარს თეატრში? სუნი. ფილმებისგან განსხვავებით სპექტაკლები ხომ მხოლოდ ხალხის გონებაში ინახება. მე კი მგონია, რომ ისინი ბინას ჰაერშიც იდებენ. მათი სიძველისა და ნოსტალგიის სუნს იგრძნობთ როგორცკი თეატრის კარგს შეაღებთ. თითქოს უსასრულობაში გადავარდი და აღარ იცი რომელი სპექტაკლი მოძებნო ამ სურნელში.
პირველად სპექტაკლი 5 წლისამ ვნახე. ბაბუმ წამიყვანა თოჯინების თეატრში და კარლსონი მაჩვენა. ისეთი გაოცებული ვიყავი, რომ ყოველ კვირა დღეს თეატრში წასვლა წესად გვექცა. დავიწყე მეტი მულტფილმის ყურება. მაინტერესებდა ვინ ახმოვანებდა მათ, როგორ აკეთებდნენ და რამდენ დროს ითხოვდა ეს ყველაფერი. პატრა თოჯინებს ვაკეთებდი წინდებისგან თუ ძველი კოლგოტებისგან, ხელზე ჩამოვიცვამდი და პატარა სპექტაკლებს მეც ვდგამდი.
9 წლის ვიყავი, როცა მტკიცედ გამოვაცხადე, რომ მსახიობი უნდა გავხდე მეთქი. დავიწყე წიგნების კითხვა, ვუმატე სპექტაკლებზე სიარულს, დავიწყე ფილმების ყურება. ერთ მსახიობს ამოვიჩემებდი და მის რამდენიმე ფილმს ვუყურებდი, შემდეგ კი პერსონაჟებს ვადარებდი. დავიწყე სიარული მხატრულ კითხვაზე, თეატრის მოყვარულთა ჯგუფში, ყველგან დავდიოდი. ყველა ლექსი თუ პიესა ზეპირად ვიცოდი. ღამეც სიზმრად თეატრს ვნახულობდი. შეპყრობილი ვიყავი. ყველაზე დიდი სიყვრულით მიყვარდა მაშინ და ახლა უფრო მეტითაც.
ვიზრდებოდი და მშობლებს იმედი ჰქონდათ ეს ახირება გადამივლიდა მე კი უფრო მიყვარდებოდა. სიტყვებით შეუძლებელია აღწერო რამხელა ბედნიერებას მანიჭებდა თეატრში ყოფნა, როგორ მსიამოვნებდა საათობით მომესმინა სხვების მონოლოგები, ტექსტების განხილვა. არ მომბეზრდებოდა მუშაობა თუნდაც საათები დასჭირვებოდა ამას. უკვე მოწამლული ვიყავი თეატრის მტვერით და უკვე გვიანი იყო.
ხო, დიდი იმედი ჰქონდათ, რომ ეს ყველაფერი დროებითი იყო. მამას თქმით ‘’ ნამდვილი’’ პროფესია იყო საჭირო, იმისთვის რომ წარმატებული და მდიდარი ყოფილიყავი. ეს პროფესიაც არ იყო, მისი თქმით, და უბრალო ჯამბაზსაც კი შეეძლო ამის გაკეთება. მამაჩემი, ბენჟამინ ჰარისი, გულის ექიმი და ჩვენს ქალაქში ცნობილი კაცი გახლდათ. დედაჩემი, მარგარეტ ჰარისი( ალენი), ექთანი, ყოფილი ექთანი, რაც გათხოვდა სამსახურს თავი დაანება და ჩემს ზრდა-განვითარებას დაუთმო დრო. მათი ერთადერთი შვილი კი, რა თქმა უნდა, ექიმი უნდა ყოფილიყო. ყველაზე ბანალური, მაგრამ ტრაგიკული ისტორიაა, მე თუ მკითხავთ. მეზიზღებოდა მისი პროფესია, მეზიზღებოდა იმდენად აფეტიშებდა და თან ჩემთვის შეყვარებას ცდილობდა. დედაც ეთანხმებოდა, უფრო ჩემს მხარეს იჭრდა ხოლმე, მაგრამ მაინც არასოდეს იხიბლებოდა ჩემი ინტერესის სფეროთი.
როცა უკვე პროტესტის ნიშნად სკოლაშიც აღარ ვსწავლობდი, თან ბიოლოგის წიგნებს ვმალავდი და მამას დაწერილ დავალებებს სახლში ვტოვებდი, გადაწყვიტეს, რომ 11 წლის ასაკში სამოყვარულო ჯგუფში შევეყვანე და ჩემი ოცნება იქ ჩამეკლა. ჩემთვის მათ ფიქრებს არანაირი აზრი არ ქონია, მთავარი იყო, რომ მე იქ ვიყავი, სადაც მინდოდა. 16 წლის უკვე მეტი მინდოდა მეკეთებინა, ამიტომ ჩემს მასწვალებელს რეკომენდაცია დავაწერინე და თეატრში ჩუმად მივიტანე. ერთხელ ვიყავი ქასთინგზე და მეორე დღეს აყვანილი ხარო მახარეს.
დღეს კი ამ თეატრის შენობაში ვარ, ამიყვანეს, პირველი დღეა და ბაბუს გარდა არავინ იცის ამის შესახებ. თან ჩემი დაბადების დღეა და ვამაყობ, რომ ჩემს თავს ყველაზე კარგი საჩუქარი გავუკეთე.

2006 წელი. 17 თებერვალი.
უკვე რამდენიმე ადამიანს ვიცნობ. ახლებს ერთად გვაკეთებინებენ გახურებას, ენის გასატეხებს, ეწიუდებსა და პატარ-პატარა ნაწყვეტებს. ემოციებზე მუშაობას გვასწავლიან. სრულიად განსხვავებულია ეს ყველაფერი წინა ადგილისგან. ეს ხომ ნამდვილი თეატრია. მისი უდიდებულესობა სურნელით, რაც წინა ადგილს არ ჰქონდა. ჩემს წვლილ როლს, როცა ვითამაშებ სულ გამახსენდება, რომ კიდევ ერთ სპექტაკლს იტევს ამ თეატრის ჰაერი.

2006 წელი. 24 თებერვალი.
2 კვირის შემდეგ უკვე რამდენიმე დასის წევრს შევხვდი. რეპეტიცია ჰქონდათ და დავესწარი. საოცრად მსიამოვნებდა მათი ყურება,როცა მეც მათი ნაწილი ვიყავი და არა მხოლოდ მაყურებელი. მთლიან პრაგონს ვუყურე იმ დღეს. ისე მომიჯდა გვერდით ვიღაც ბიჭი, რომ ვერ შევამჩნიე. ბოლოს მხურვალე ტაში დავუკარით მე, რეჟისორმა და უცნობმა ბიჭმა. სწორედ მაშინ შევნიშნე, რომ გვერით მეჯდა.
- პირველად ვნახე ადამიანი, რომელიც ასე ინტერესით და სიყავრულით უყურებს სპექტაკლს. - გამიღიმა და ლოყა შეეკუმშა - მე ჟანი ვარ, დასის ახალი წევრი.
- ჯონა. - და ხელი ჩამოვართვი. ისეთი ღიმილით მიყრებდა თითქოს გააბედნიერა ჩემმა იქ ყოფნამ.
- პირველად უყურე ამ სპექტაკლს?
- არა, დაახლოებით 2 თვის წინ ვნახე.- ვუპასუხე.
- მეორეჯერაც ასეთი ინტერესით?
- ძალიან მიყვარს ეს სპექტაკლი.
ვხვდებოდი, რომ იქ ვიყავი სადაც უნდა ვყოფილიყავი. ადამიანები, რომელბსაც ჩემნაირად უყვარდათ აქაურობა.


2006 წელი. 25 თებერვალი.
ამ დღეს ყველაზე უფრო ვღელავდი. მშობლებს მოვატყუე, რომ ბაბუსთან მივდიოდი სკოლის შემდეგ დროის გასატარებლად, მე კი დილიდან თეატრში წავედი. დღეს ახალი სპექტაკლის დადგმა იწყებოდა. როლების განაწილება, ტექსტების კითხვა, მოკლედ ერთი დიდი სიამოვნება გველოდა წინ. შევედით რეჟისორის დიდ კაბინეტში, სადაც ოთახის ბოლოს მაგიდა და სკამი იდგა, რეჟისორისთის, შემდეგ დიდი მაგიდა მსახიობებისთის. ოთახი ნათელი იყო. კუთხეებში ბევრი სკამი, აქა-იქ კედელზე ნახატები, ზოგ ადგილას ხელით მიწერილი ტექსტები. სინათლეს, რომ ასხივევბდა ეგ ოთახი იყო. კამიუს ‘’გაუგებრობა’’ ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი პიესაა, რომელიც რამდენჯერმე მაქვს წაკითხული. სულ ვოცნებობდი, რომ მარტას როლი მეთამაშა. ყოველთის წარმოვიდგენდი რა ისტორია იმალებოდა მარტას უკან ისეთი, რაც პიესაში არ ეწერა და ეს უფრო მეხმარებოდა როლის შექმნაში. არც თუ ისე მდიდარი იყო პიესა პერსონაჟებით ამიტომ ვიფიქრე საერთოდ არ მხვდებოდა როლი წილად. ჟანს ჟანის როლი ერგო,მთელი ეს პერიოდი თვალი არ მოუშორებია ჩემთის, მსახური, ჟანის ცოლი, დედა და სხვა როლები დაასახელა რეჟისორმა. ბოლოს თქვა რომ ჯონას მარტას როლი ერგოო. მთელი სხეული დამიბუჟდა თითქოს რეალობა არ იყო, მეძინა და ვიღაც ჩემს გამოღვიძებას ცდილობდა. ძალიან გამიხარდა. სიხარული ვერ დავმალე და წამოვიკივლე, ჟანმა მთლიანი სახით გაიცინა, მადლობა მოვიხადე და მაგიდას მივუსხედით.
თომას ლევისი, ჩემი რეჟისორი, 34 წლის იყო. ეს მისთვის მეორე თეატრი იყო. ძალიან ნიჭიერი, მკაცრი, მომთხოვნი, მაგრამ თავისი საქმის პროფესიონალი იყო. ბევრი პიესა დაუდგამს და რამდენიმეზე ნამყოფიც ვიყავი. ახლა ვერც ვიჯერებდი, რომ მასთან ერთად მუშაობის ბედნიერება მქონდა.
პიესა დაარიგა და მე და ჟანს გვთხოვა კითხვა დაგვეწყო.
- დღეს მინდა თქვენი ნაწყვეტით დავიწყოთ, მინდა ვნახო როგორ ერგებით ერთმანეთს, ხვალ კი თავიდან ბოლომდე თავების მიხედვით მივყევბით.
ვლოცულობდი ხმა არ ამკანკალებოდა, ენა არ დამბმოდა და ნორმალურად წამეკითხა ტექსტი. ხელებით კაბას ვექაჩებოდი და ფეხს ვერ ვაჩერებდი. ჟანი მიყრებდა და თავით მანიშნა დამშვიდდიო. წაკითხვის დროს კი პირველივე წინადადებაში სპეციალურად შეცდომა დაუშვა და გამიღიმა. ბევრჯერ მიფიქრია მეთქი მარტას როლზე, ვახსენე, ამიტომ საერთოდ არ გამიჭირდა არც გააზრება და არც წაკითხვა. ზოგიერთი მონაკვეთი ზეპირადაც კი ვიცოდი.
დღის ბოლოს მხოლოს ჩვენ სამნი, მე, ჟანი და თომასი, დავრჩით. წასვლისას დავემშვიდობე ორივეს და ოთახიდან გამოვედი. ჟანი კიბეებზე დამეწია.
- კარგი იყავი, ჯონა. - ბოხი ხმითა და ღიმილიანი სახით მეუბნება.
- მადლობა, ძალიან მიყვარს ეს პიესა და ბევრჯერაც მაქვს წაკითხული.
- მეც ძალიან მიყვარს, თითქმის ჟანის ყველა ტექსტი ზეპირად ვიცი, შეგატყვე შენც. - ისევ იცინის, კომფორტულად და გახსნიილადაა ჩემთან, რასაც ჩემზე ვერ ვიტყვი.
- ძალიან ვინერვიულე, მაინც ვცდილობდი ტექსტზე თვალი არ მომეშორებინა. ძალიან მეშინია თომასმა სხვა არ დანიშნოს როლზე. - ახარხარდა
- ამ თეატრში ვარ ახალი თორემ წინა თეატრშიც ერთად გვიმუშავია მე და თომასს. დამერწმუნე არც აგიყვანდა და არც დაგნიშნავდა დარწმუნებული, რომ არ იყოს შენში.
გავიღიმე და ოდნავ დავმშვიდდი. არ ვიცი სრულიად უცხო ადამიანის სიტყვები რატომ იყო ასეთი დამაიმედებელი. ცოტა გავისეირნეთ და ბევრი ვისაუბრეთ. მიყვარდა ადამიანთან ლაპარაკი, როცა ამდენი საერთო მქონდა. ზოგჯერ ვფიქრობდი კიდეც, რომ ადამიანი, რომელიც ნამდვილი ხელოვანია, შეუძლებელია იყოს მოსაწყენი მეთქი. პირველად ვიგრძენი ადამიანთან ასეთი მჭიდრო კავშირი და ამის შემდეგ არც დამიკარგავს, არ განელებულა, არც ერთი წამით.



№1 სტუმარი Nini

საკმაოდ საინტერესო ჩანს.
წარმატებები❤️

 


№2  offline წევრი Verriko

Nini
საკმაოდ საინტერესო ჩანს.
წარმატებები❤️


ძალიან დიდი მადლობაა heart_eyes heart_eyes

 


დიდი ინტერესით ველოდები გაგრძლებას ????

 


№4  offline წევრი Verriko

ლილე ყრუაშვილი
დიდი ინტერესით ველოდები გაგრძლებას ????


დიდი მადლობა heart_eyes ხვალ დაიდება მეორე ნაწილი. heart_eyes

 


№5  offline წევრი ApologyGirl

წავიკითხე და შტაბეჭდილების ქვეშ ვარ. არვიცი როგორ დასრულდება და რა გველის მკითხველებს წინ, თუმცა დაწყება უდაოდ საინტერესოა. წარმატებები, ველოდები გაგრძელებას ❤️!

 


№6  offline წევრი Verriko

ApologyGirl
წავიკითხე და შტაბეჭდილების ქვეშ ვარ. არვიცი როგორ დასრულდება და რა გველის მკითხველებს წინ, თუმცა დაწყება უდაოდ საინტერესოა. წარმატებები, ველოდები გაგრძელებას ❤️!


ძალიან დიდი მადლობაააა heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№7  offline წევრი pepela

იგრძნობა, რომ მთელი გრძნობებით არის დაწერილი.

 


№8  offline წევრი Verriko

pepela
იგრძნობა, რომ მთელი გრძნობებით არის დაწერილი.


დიდი მადლობა, ვეცადე heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent