შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩაკეტილო სივრცე 7 თავი


4-01-2024, 18:06
ავტორი ნეაკო
ნანახია 1 389

-მე რომ ამდენი წელი იმ ჯოჯოხეთში მამათქვენის გვერდით არ მეცხოვრა, ახლა არც სახლი გექნებოდათ და არც კარი! დაგავიწყდათ რისი გადატანა მაიძულეს მამათქვენის სიკვდილის შემდეგ ბებიათქვენმა და ბიძათქვენმა?! ლამის ქუჩაში დაგვტოვეს!
-დედა-დაიჩურჩულა ატირებულმა მიამ-გთხოვ დამშვიდდი
-წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა მამათქვენისგან თავიდანვე რომ წავსულიყავი? ახლა არც სახლი გექნებოდათ და არც კარი! ბიძათქვენი იქაურობას არ გაგავაკარებდა! ან რომ მეუბნებით ხოლმე შენ და მია თავიდანვე წასულიყავიო- ამ დროს დედას ხმა ჩაუწყდა და ცრემლები მოეძალა- სად უნდა წავსულიყავი ორი ბავშვით ხელში? ვინ გამიღებდა საკუთარი სახლის კარს? რა არიცით რომ ჩემს მშობლებს სახლი დაეწვათ? არიცით რომ მამაჩემის სიკვდილის მერე მისმა ძმა სამადლოდ შეგვიკედლა? რადგან დედა ქირას ვეღარ იხდიდა და ქუჩაში გამოგვყარეს შუა ზამთარში! მთელი ცხოვრება იტანჯებოდა დედაჩემი! იმ სახლში ყოველთვის ზედმეტ და არასასურველ ადამიანებად ვგრძნობდით თავს მეც, დედაჩემიც და ჩემი დაც... მაგრამ წასასვლელი არსად გვქონდა ამიტომ სამადლოდ ბიძაჩემის სახლში 1 ოთახში ვცხოვრობდით წლების განმავლობაში! გავთხოვდი და უარეს დღეში აღმოვჩნდი, მაგრამ რა უნდა მექნა? ვერ წავიდოდი ბიძაჩემის სახლში ორი შვილით ხელში ვერ მივადგებოდი დედაჩემს... მოკვდა მამათქვენი და დედაჩემი მაშინვე ჩემთან წამოვიყვანე... ვერც კი წარმოიდგენთ როგორ უხაროდა ბიცოლაჩემს ჩვენი სამუდამოდ თავიდან მოშორება. ამ ყველაფერის მიუხედავად დედა ყოველთვის მადლიერი იყო მაზლის და რძლის, რადგან შევეცოდეთ მათ და ქუჩაში არ დაგვტოვეს!
-გასაგებია ეს ყველაფერი მაგრამ ახლა ამას რატომ მეუბნები?
-ჩემგან განსვავავებით შენ გააქვს წასასვლელი! ნებისმიერ დროს შეგიძლია დაბრუნდე შენს მშობლიურ სახლში, რომელიც დიდი ძალისხმევის შედეგად მე შეგინარჩუნეთ შენ და მიას, მაგრამ ამას არ აკეთებ! რატომ?
-იმიტომ რომ მეშინია
-რისი გეშინია? ჩემი? გგონია რომ შენ და ნიცას ზურგს შეგაქცევთ?
-არა ასე არ ვფიქრობ-დაუფიქრებლად ვუპასუხე თუმცა გულის სიღრმეში სწორედ ამის მეშინოდა
-მაშინ დღემდე ამ სახლში რატომ ცხოვრობ?
-ხომ ვიყავი წამოსული?-ვკითხე აგრესიული ტონით და კარგა ხნის სიჩუმის მერე მშვიდად დავამატე- ერთხელ ხომ გავბედე სახლში დაბრუნება?
-მაგრამ შენ მეორე დღესვე გეგას უკან გამოყევი!
-კი ასე იყო და არ ვნანობ ამ გადაწყვეტილებას, იმის მიუხედავად რომ არაფერი არ შეცვლილა ჩემი და გეგას ურთიერთობაში
-მაშინ რატომ ხარ ჩემზე ნაწყენი და გაბრაზებული? რატომ იქცევი ისე თითქოს შჩემს გამო გახდი იძულებული რომ უკან დაბრუნებულიყავი?
-შენ არაფერი გესმის-ხმა დამეძაბა
-ნინი ჩემგან რას ითხოვ? გინდა რომ ოჯახის დანგრევაში ხელი შეგიწყო?
-არა უბრალოდ მინდა, რომ ჩემთვის ყველაზე რთულ და მძიმე დროს გვერდით დამიდგე, ჩამეხუტო, გამამახნევო, ისე როგორც ამას სოფიკო აკეთებს
-გგონია სწორად იქცევა სოფო როცა გეგას უსაქციელობაზე თვალს ხუჭავს? და უარესი, ამართლებს?
-კარგი მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს
-რაც გათხოვდი იმ დღიდან შეიცვალე, ჩემს მიმართ ცივი და აგრესიული გახდი! ვიცი ასე რატომაც იქცევი, გინდა რომ ხელი შეგიწყო ოჯახის დანგრევაში, მაგრამ ამას არ გავაკეთებ! იცოდე! არასდროს დაგიჭერ მხარს ოჯახის დანგრევის მცდელობის დროს! რადგან არ მინდა რომ მარტო დარჩე! რადგან არ მინდა რომ ხალხმა შენზე ილაპარაკოს! რადგან არ მინდა რომ ნიცა მამის გარეშე გაიზარდოს! რადგან არ მინდა რომ მთელი ცხოვრება ჩემსავით იტანჯებოდე ლუკმა პურის საშოვნელად, რადგან არმინდა შენსავით ენატრებოდეს ნიცას ყველაფერი, რადგან არ მინდა რომ შენს სახელს ჩრდილი მიადგეს! რადგან არ მინდა რომ სხვა კაცი გამოჩნდეს შენს ცხოვრებაში და ნიცა დაიტანჯოს! გესმის?- მკითხა უემოციო ტონით- გგონია მარტივია ბავშვის მარტო გაზრდა? -უეცრად ხმა გაიმკაცრა-იცი რამდენი რამ დასჭირდება ბავშვს?
-ვიცი დედა ვიცი-ხმა გამებზარა
-გეგა კაცია სულ სახლში ხომ არ იქნება?- უეცრად სხვა თემაზე გადავიდა-ხანდახან დალევს კიდეც! მოწევაზეც რატომ იშლი ნერვებს? თითქმის ყოველი მეორე ეწევა- დამამშვიდა- მთავარია რომ შენ არაფერს გიშავებს! თამაშობს? ითამაშოს! შენ რა?! დედამისი იხდის მის ვალებს! უბრალოდ დამშვიდდი და ეცადე გაუგო...
-კარგი ვეცდები-მაქსიმალურად მშვიდი ტონით ვუთხარი და მწარედ გამეცინა
-კაცია! უნდა დაუთმო!
-გასაგებია- ისევ გამეცინა და ამ დროს თავი ძლივს შევიკავე რომ არ მეტირა
-ნიცაზეც უნდა იფიქრო! წარმოიდგინე როგორ გაუჭირდება ბავშვს სოფელში ცხოვრება... რა რთული იქნება მისთვის მეგობრებთან და კლასელებთან განშორება! განსაკუთრებით კი მამასთან! ცეკვაზე და ცურვაზეც ვეღარ ატარებ...
-ვიმუშავებ-ჩამწყდარი ხმით ვუთხარი
-სად? მაღაზიაში? რესტორანში? 800 ლარზე? და გგონია მაგ ფულით შეძლებ ნიცას შენახვას? და მისთვის უკეთესი მომავლის შექმნას? მიწაზე დაეშვი!- ზიზღით მითხრა- შენ არ ხარ ისეთი აქტიური და კომუნიკაბელური რომ შეძლო უკეთესი სამსახურის შოვნა, მითუმეტეს არ გაქვს იმის შნო რომ იშოვო ფული...
-ვიცი დედა ვიცი რომ არარაობა ვარ
-არ ხარ!- აგრესიული ტონით მითხრა და ჭურჭლის სარეცხმანქანაში ჭიქების ჩალაგებას შეუდგა- დედოფალივით ცხოვრობ ამ სახლში, არ მუშაობ, არაფერი! შენი მოვალეობა მხოლოდ ერთი შვილის და ქმრის მოვლააა, ეგეც გეზარება, მთელი დღე ტელეფონი გიჭირავს ხელში და კიდევ უკმაყოფილო ხარ გეგასი. ასეთ სახლში და კომფორტში რომ მეცხოვრა ბედნიერი ვიქნებოდი მითუმეტეს გეგასნაირი მოსიყვარულე ქმრის გვერდით... რითი ხარ უკმაყოფილო ვერ ვხვდები... სოფელში ცხოვრებას აქ არ გირჩევნია?
-მირჩევნია დედა როგორ არ მირჩევნია- ცივად გავუღიმე და ატირებული მისაღებ ოთახში გავედი
-ნინი დამშვიდდი გთხოვ-შემეხვეწა მია და ჩამეხუტა
-რა გატირებს?-მოგვიახლოვდა დედაჩემი- ვინმემ დაგაძალა გეგას გაყევიო? შენი სურვილით არ გამოყევი?- მკითხა აგრესიული ტონით და სამზარეულოში დაბრუნდა. იმის მიუხედავად რომ ახლა ბოლო ხმაზე ტირილი, ნივთების მხვრევა და გადაჭარბებული დოზით დამამშვიდებლების მიღება მინდოდა, მაინც მოვერიე თავს და დავმშვიდდი, როგორც კი ვაჩემ დამირეკა და მითხრა წუთი წუთზე სახლში ვიქნებით და სტუმრად ჩემი მეგობარები ანდრია და იოანე მომყავსო, მაშინვე ხელში შევაჩეჩე მიას ცოცხი და აქანდაზი, მე იატაკის ტილო ავიღე და ოთახის დალაგებას შევუდექით
-რა გეშველება-ცინიმური ტონით მითხრა დედაჩემმა და მაგიდა გადაწმინდა, როგორც კი მანქანის ხმა გავიგეთ მაშინვე შევწყვიტეთ სამივემ დალაგება და ყალბი ღიმილით მივესალმეთ მოსულებს. გამეცინა როცა სოფიკომ დიდი სიყვარულით და პატივისცემით გადაკოცნა ჯერ დედაჩემი შემდეგ კი მია. თავს ისე იჭერდა თითქოს ძალიან გაახარა მათმა მოულოდნელმა სტუმრობამ. იმის მიუხედავად რომ ხელში ნიცა მეჭირა, რომელიც დედაჩემის ხვეწნის მიუხედავად არ მშორდებოდა, მაინც შევამჩნიე ის ქორული მზერა, რომელი სახლში შემოსვლისთანავე მიაპყრო ანდრიამ დაბნეულ და თვალებაციმციმებულ მიას, რომელიც ყველასგან მოშორებით იდგა მოკრძალებით.
-გაიცანით ნიჭებო გეგას ცოლის და მია- ყველას ყურადღების მისაქცევად ხმამაღლა წარმოსთვქვა ვაჩემ როცას მიას მიუახლოვდა და გადაკოცნა. მიამ გაბრაზებული სახით შეხედა და თვალები დაუბრიალა, მაგრამ მაშინვე შეეცვალა სახის გამომეტყველება როგორც კი იოანე მიუახლოვდა მომღიმარი სახით და ხელი ჩამოართვა
-იოანე
-მია
-სასიამოვნოა
-ჩემთვისაც
-ძალიან ლამაზი ხარ იცი?-სიცილით უთხრა იოანემ და კიდევ უფრო მეტად დაააბნია ჩემი დაბნეული დაიკო
-მადლობა-კარგა ხნის სიჩუმის მერე ცივად უთხრა მიამ და ხელი გაუშვა, აშკარად ნაწყენი მასზე, რადგან ვერ გაიაზრა იონეს ეს დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვები, მართლა გულწრფელი ემოციის ფონზე გამოხატული აღფრთოვანება იყო თუ ხასიათის თვისებიდან გამომდინარე შეფარული იუმორი ცინიზმი და დაცინვა. იმის მიუხედავადა რომ იოანემ თავისი უაზრო გამოხტომით ჩემი დაიკო საშინლად გააბრაზა, ვაჩემ მაინც შეძლო მისი ხასიათზე მოყვანა
-არ გაბედო-უთხრა მიამ როცა ვაჩე თავზე წამოადგა და თმები აუჩეჩა-აუ-დაიწყო მიამ ბუზღუნი-ხომ იცი რომ ვერ ვიტან ასეთ რაღაცეებს და თმების სწორება დაიწყო,თან ეცინებოდა ვაჩეს უაზრო სიცილზე. გამეღიმა როცა მიას მხიარულება ,ანდრიას მიახლოებისთანავე უკვალოდ გაქრა და მის სახეზე დაბნეულობასთან ერთად მღევარებაც აღიბეჭდა. რატომღაც ყველა გავჩუმდით და მათ მივაჩერდით. ანდრია მშვიდი, უემოციო სახით მიუახლოვდა მიას და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია მის ალეწილი სახისთვის
-ანდრია
-მია-ძლივს გასაგონად დაიჩურჩულა ჩემმა თვალებაციმციმებულმა დაიკომ და წამიერად მზერა გაუსწორა, თუმცა მის დაჟინებულ მზერას ვერ გაუძლო და მაშინვე თავი დახარა. მხოლოდ ერთხელ თვალებში შეხედვა და თითების ნაზი შეხება საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რომ მათ ერთმანეთი ეგრძნოთ.
...........
-დედაჩემი და მია იყვნენ ჩვენთან... მოულოდნელად ჩამოვიდნენ სოფლიდან. გამიხარდა მაგრამ თან გული მეტკინა, ვიცოდი კიდევ ერთ ჭრილობას მომაყენებდა დედა წასვლამდე და ასეც მოხდა.
-ისევ გატკინა-უფრო თავისთვის ვიდრე ჩემს გასაგონად ჩაილაპარაკა სანდრომ და ტუჩებთან მიტანიკი კალამით ბლოკნოტში რაღაც მოინიშნა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent