შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთად ყოფნა შეუძლებელია.ნაწილი 3 სრულად


7-01-2024, 01:04
ავტორი katiusha
ნანახია 8 031

ადამიანებს დაბადებიდან თან გვდევს ბედისწერა.ზოგჯერ ისეთი რომ რამდენსაც არ უნდა ვეცადოთ, რამდენიც არ უნდა ვიბრძოლებთ მას თავს ვერ ვაღწევთ.ის აუცილებლად შემოგხვევს თავის კლანჭებს და ნელ-ნელა წაგიღებს თავისკენ.
…და მაშინ,როცა გგონია რომ საბოლოოდ გაიმარჯვე განგებასთან ბრძოლაში,ისეთი რამ გატყდება თავს,რომ მისგან თავის დაღწევა შეუძლებელი ხდება.ისე ღრმად შეგიყვანს ცხოვრების მდინარეში რომ უკან გამოსვლა შეუძლებელი ხდება..
რამდენჯერ დაცემულა ცხოვრებაში, რამდენჯერ უტირია სიმწრის ცრემლებით. რამდენჯერ გაუვლია ბეწვის ხიდზე,მაგრამ ყოველთვის წამომდგარა ფეხზე,მყარად დამდგარა და ცხოვრება ისევ გაუგრძელებია.
არ იყო მარტივი და ადვილად ამოსაცნობი ანასტასია ჭინჭარაულის ხასიათი. ფიცხელაურების სისხლიც დუღდა მის სისხლძარღვებში და რა გასაკვირი იყო რომ ადვილი ცხოვრება არც მას ელოდა.
ამდენი ადამიანის გარემოცვაში იზრდებოდა.არასდროს ყოფილა მარტო,ხალხთან ადვილად პოულობდა საერთო ენას,თუმცა სინამდვილეში მარტოსული იყო. არავინ ჰყავდა გვერდით,ვისაც თავის გულისტკივილს, გულის ნადებს გაუზიარებდა.გაბრიელის დაბრუნების მერე თითქოს რაღაც შეიცვალა და თითქოს იმედი გაუჩნდა რომ ვიღაც გაუგებდა,ვიღაცასთან საერთოს გამონახავდა.ვისთანაც მის ცალმხრივ სიყვარულზე ისაუბრებდა.მაგრამ არც ამან გაუმართლა.ბიჭი იმდენად ჩაითრიეს დაპირისპირებაში,რომ დრო არავისთვის აღარ რჩებოდა. როცა ყველაფერი მოგვარდა,მერე ოჯახურმა იდილიამ გადასძალა და ისევ მარტო აღმოჩნდა.
სხვა გზა აღარ დარჩა.დროის გასაყვანად მიტოვებული სწავლა განაახლა და უნივერსიტეტს მიაშურა.
დღეები ერთფეროვანი გახდა, მაგრამ ის რაც წინ ელოდა,ბევრად უარესი იყო…
გვიანი შემოდგომა იდგა.ნოემბერი ახალი დაწყებული იყო.ნელ-ნელა სიცივე ძალას იკრებდა.გახუნებული და დამჭკნარი ფოთლები ამაოდ ებრძოდნენ ცივსისხლიან ქარს, რომელიც დროდადრო ისე წამოუქროლებდა,ხეებს გამოსტაცებდა და უმისამართოდ გაიტაცებდა.თითქოს შველას ითხოვდნენ,მაგრამ მათი მშველელი არავინ ჩანდა.ისედაც დაცარიელებულ ქუჩებში სიცივის გამო ხალხი ნაკლებად მოძრაობა.
სადიპლომო ნაშრომისთვის ემზადებოდა და გვიანობამდე შემორჩა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.დაცვამ შეახსენა წასვლის დროაო და ისიც მაშინვე წამოდგა.ახლაღა იგრძნო შიმშილი. გაახსენდა რომ მთელი დღე კუჭში არაფერი ჩასვლოდა და სახლში წასვლამდე,იქვე მდებარე პატარა კაფეში შეიარა.ბევრი არაფერი შეუკვეთავს. მხოლოდ ერთი ნაჭერი შოკოლადის ტორტი და მუქი ჩაი. თავი ისევ წიგნში ჩარგო.იქნებ ამიტომაც ვერ შენიშნა როგორ დაჰყვებოდა მთელი დღის განმავლობაში ორი წყვილი თვალი.მერე ერთმა მეორეს რაღაც ანიშნა და ისიც მაშინვე გაუჩინარდა.იერზე ეტყობოდა რომ ქართველები არ იყვნენ.მეორემ ისევ თვალთვალი განაგრძო.ანასტასია ჭამას მორჩა,ანგარიში გაასწორა და კაფიდან გავიდა. მანქანის კარს გასაღებს არგებდა, როცა მოულოდნელად ზურგიდან ვიღაცის მიახლოება იგრძნო,პირზე ხელი ააფარეს,მერე კი საშინელი სუნი,რომელიც სულს უხუთავდა და გონებას ნელ-ნელა აკარგვინებდა. წინააღმდეგობის უნარი მალევე წაერთვა და თავდამსხმელის ხელებში მიესვენა გულ-წასული.
რამდენიმე წამი დასჭირდა მეორე თავდამსხმელის ადგილზე გაჩენას და მანქანაში გოგოს ჩასმას.საბარგულში ხელ-ფეხშეკრული ჩატენეს და მისთვის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს….
თვალები მძიმედ გაახილა.თუმცა სიბნელეში ვერაფერი გაარჩია.ოდნავ გამოძრავდა,ხელები არ დაემორჩილა. ვერც სხეულს გრძნობდა ისე გაბუჟებოდა. ყველაფერს ისიც ართულებდა, რომ არ შეეძლო გაემოძრავებინა სხეული და ეყვირა. პირიც აკრული ჰქონდა.
გონებაში სწრაფად აღიდგინა ყველაფერი.იმასაც მიხვდა რომ სისულელე იყო ზედმეტი ენერგიის ხარჯვა და ყვირილი.ვერავინ ვერ გაიგებდა და ვერავინ დაეხმარებოდა. მისი ბედი ჯერჯერობით ამ უცნობების ხელში იყო. თუმცა ღრმად სწამდა რომ უფალი არ გასწირავდა.
ძალის დაზოგვა გადაწყვიტა და გულში იმაზე ლოცულობდა,რომ მისი გატაცების შესახებ უკვე გაიგებდნენ და გაბრიელი აუცილებლად დაუწყებდა ძებნას…
მისი ვარაუდით მანქანა ცენტრალურ მაგისტრალზე მიჰქროდა.რადგან ზედმეტად არ ირხეოდა და არ მოძრაობდა.დაახლოებით ერთი საათის შემდეგ აშკარად გადაუხვია და გზა ქვა-ღორღიანი გახდა.თუმცა სიჩქარე არ დაუგდიათ.ამის ფონზე, საბარგულის კედლებს ეხეთქებოდა და სხეულზე ნაკვალევს ამჩნევდა. მისი ფაქიზი კანი დარტყმებს ვერ უძლებდა.
ეს გზა დიდხანს გაგრძელდა. მერე მანქანა გაჩერდა და ლაპარაკის ხმა მოესმა.აშკარად უცხო ენაზე საუბრობდნენ.ვერ გაარჩია კარგად დიალექტი.ნაბიჯების ხმა მოესმა და საკეტიც გაჩხაკუნდა…საღამო იყო,მაგრამ მაინც გაარჩია სახეები.შავი, გრძელი წვერი ჰქონდათ ორივეს,თავზე რაღაც ქუდის მაგვარი ეხურა და შავი გრძლად გადაჭიმული წარბებიდან პირქუშად უყურებდნენ.ერთმა,უფრო მაღალმა იარაღი მიუშვირა და გატეხილი ინგლისურით უთხრა:-გადმოდი.თუ გაქცევას შეეცდები ან იყვირებ, მოკვდები.
თავი დაუქნია დასტურის ნიშნად და ფეხები მიუშვირა,რომ გაეხსნათ. ხელები ისევ შეკრული დაუტოვეს. ერთი წინ წავიდა,იარაღიანმა მკლავში ჩაჰკიდა ხელი და გვერდით ამოუდგა.
ანასტასია გარემოს ათვალიერებდა. ტყეში იყვნენ,მაგრამ ირგვლივ მაინც ჩანდა რამდენიმე,ძველი აშენებული სახლი.ფეხებქვეშ ხმელი ფოთლები შრიალებდნენ,სიცივე კი ძვალსა და რბილი ატანდა.
-ჩემს მოკვლას აპირებთ?-კითხვა დაუსვა.
-შენი მოკვლა ჩვენს გეგმებში არ შედის.-უპასუხა მეორემ,შედარებით მაღალმა.ეტყობოდა მას უფრო მეტად ესმოდა უცხო ენა.
-ესეგი ეს უბრალო გატაცებაა?
-ამას უფროსი და შენი ძმა გადაწყვეტს. უბრალო გატაცება იქნება და სახლში მშვიდობით დაბრუნდები,თუ არა და ამ ტყეში დაიმარხები.- ჩაიცინა იარაღიანმა და ეზოში გამოსულ კაცს მიესალმა. ამჯერად ისევ ვერ გაიგო რა ენაზე საუბრობდნენ და ვერც დასკვნა გამოიტანა რა ისაუბრეს.თუმცა მასპინძელი გვერდით გაიწია და მოსულებს გზა დაუთმო სახლში შესასვლელად.
სითბომ მაშინვე სხეულში დაუარა ანასტასიას და იგრძნო როგორ დაიწყო სისხლმა მოძრაობა.სახლში ასე ორმოც წელს მიღწეული, ჩასუქებული დიასახლისი და სამი ბიჭუნა იყო, რომელიც დედას იყვნენ ამოფარებულები ერთმანეთის მიყოლებით.ძველებურ რკინის ღუმელთან კი დაახლოებით ოცი წლის ულამაზესი გოგონა ტრიალებდა და ალუმინის ქვაბს ხის კოვზით ურევდა.
გოგო ძალიან ლამაზი იყო.ანას ეჭვი გაუჩნდა რომ ის მათი შვილი არ იყო, მაგრამ ხმას როგორ ამოიღებდა. ან საერთოდ რამეს როგორ იტყოდა, როცა ამაზე უკვე გააფრთხილეს?!
ლიტერატურაში წაკითხული ჰქონდა, რომ ასეთ დროს უცხო მამაკაცები როცა მოდიოდნენ სტუმრად,ქალები თავსაბურავს იხურავდნენ და თმას არ აჩენდნენ,მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არ მომხდარა.პირიქით,მხიარულად შეხვდნენ სტუმრებს.
დიასახლისმა მხოლოდ მოკითხვის შემდეგ აათვალ-ჩაათვალიერა ანასტასია და მერე შვილს ანიშნა მისთვის მიეხედა. მანაც მაშინვე შეწყვიტა საქმიანობა, გოგოს ხელი მოჰკიდა და ოთახის სიღრმეში მდებარე პატარა ტახტისკენ წაიყვანა.ჩამოაჯინა მასზე და გვერდით მიუჯდა.პატარები მათ წინ იატაკზე მოთავსდნენ და ძველ,ნახევრად დაშლილ სათამაშოებში ჩაეფლნენ.
ანას რაღაცნაირად შეებრალა ისინი. მითუმეტეს რომ უკეთ დააკვირდა მათ ჩაცმულობას და სოციალურ მდგომარეობას. ტანსაცმელი ძველი და გახუნებული იყო.ზოგგან გამოხეული და ხელახლა დაკერებული.
მამაკაცები საპირისპირო მხარეს მდებარე კარში გაუჩინარდნენ. დიასახლისმა კი სუფრის გაშლა დაიწყო.
ანასტასიამ ცოტახანს ითმინა,მერე კი გოგოს ჩუმად ჰკითხა სად ვართო. იმედი არ ჰქონდა რომ გაიგებდა ან უპასუხებდა,მაგრამ მისდა გასაკვირად პასუხი მანაც ჩუმად დაუბრუნა გამართული ინგლისურით.
-აზერბაიჯანის მთიან ნაწილში ვართ, საზღვართან ახლოს.
-ჯანდაბა,-გაიფიქრა გულში.-იმაზე ცუდადაა საქმე,ვიდრე მე მეგონა. აქ როგორ მიპოვნიან.
-რა გქვია?-გაუღიმა გოგომ.
-მეე?-გამოერკვა ფიქრებიდან?- ანასტასია.შეგიძლია ანა დამიძახო.
-კარგი ანა.
-შენ რა გქვია?
-მე საქინე.დედამ დამარქვა..
-ესეგი ის ქალბატონი დედაშენია?
-არა,დედა არ არის,დეიდაა.დედა და მამა უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა, ხანძარმა შეიწირა,მე მაშინ ექვსი წლისაც არ ვიქნებოდი და დეიდამ გამზარდა. დედასავითაა.
-კარგი ქალია დეიდაშენი,ძალიან კარგი.დედასავით კი არა დედა ყოფილა.
-კი,დედას ვეძახი.
-ასე კარგად უცხო ენა სად ისწავლე?
-ჩვენ რუსეთში ვცხოვრობდით.მამა მცირე ბიზნესს აწარმოებდა და რადგან სხვა შვილი არ ჰყავდათ, რეპეტიტორებთან მამზადებდა.მაგრამ მათი გარდაცვალების შემდეგ დეიდამ აქ წამოიყვანა.მაშინ ახალი გათხოვილი იყო.მას შემდეგ აქ ვარ.შვილებიც არ ჰყავდათ.მერე შეეძინათ.-სიყვარულით სავსე თვალებით გახედა ბავშვებს.
-ძალიან გიყვარს ისინი?
-კი,ძალიან.ჩემი ძმები არიან.შენ გყავს ძმა?
-არა,მე არ მყავს არც და,არც ძმა. მაგრამ საუკეთესო ბიძაშვილი მყავს, ძმასავით არის ჩემთვის.
-ცუდია,რომ შეიძლება ვეღარ ნახო.
-რაა?-ელდა ეცა ანასტასიას.
-არა,არაფერი,-უცებ შეცვალა საუბარი გოგომ.
-გთხოვ მითხარი.-მხრებში ხელები მოჰკიდა გოგოს და თვალცრემლიანი შეევედრა.
-კარგი,კარგი,ჩუმად,ხელი გამიშვი.- მოიშორა გოგომ.ანასტასიამ ხელი გაუშვა.
-შენ ამ მხარის ყველაზე გავლენიან პიროვნებასთან მიჰყავხართ.იქიდან როგორც წესი უკან აღარავინ ბრუნდება. მართალია მე არ მინახავს ის,მაგრამ ამის მიუხედავად ამბობენ რომ ძალიან კარგი კაცია. მკაცრიც არის,უამრავი დაცვა ჰყავს. თუმცა ვინც თვალში არ მოუვა კლავსო.-გოგოს არ დასცალდა ბევრის მოყოლა,მეორე ოთახიდან მამაკაცები გამოვიდნენდა ისიც მაშინვე გაჩუმდა. ანასტასიაც მოხვდა რომ ახლა აღარ იყო იმის დრო,გოგოსთვის რამე ეკითხა. ამიტომ გადაწყვიტა შესაბამის დროს დალოდებოდა.იქნებ საერთოდ ისეც წასულიყო საქმე,რომ აქედან გაქცევა ამაღამ მოეხერხებინა.
ამასობაში დიასახლისმა სუფრის გაშლა დაამთავრა და მამაკაცებს უხმო.ისინიც განთავსდნენ მითითებულ ადგილებზე.იმასაც მიხვდა რომ ისინი ერთმანეთის დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ და აქ პირველად არ იყვნენ…
საქინე დედობილს მიუახლოვდა და ქალმაც მაშინვე მიაწოდა ანასტასიასთვის და მისთვის განკუთვნილი საჭმელი.მერე კი ბავშვებს მიუბრუნდა და სახელდახელოდ მოწყობილ პატარა მაგიდასთან უხმო.ამგვარად მომდევნო ნახევარი საათი ოთახში სიჩუმემ დაისადგურა.ყველა ვახშმით იყო დაკავებული.მხოლოდ გარედან ისმოდა ქარის გაავებული ხმა…
ანასტასია უგემურად ილუკმებოდა. სულაც არ ეჩვენა გემრიელი ის რაღაც საშინელი ხორცის წვნიანი,რომელსაც დანარჩენები მადიანად შეექცეოდნენ.
საქინე მიუხვდა და მისთვის განკუთვნილი პურიც მიაწოდა გოგოს ყველის ნაჭერთან ერთად. თვითონ კი წვნიანი უპუროდ შეჭამა,ისე რომ დედობილს არ შეემჩნია.გოგომ მადლობის ნიშნად გაუღიმა,მერე ოქროს წვრილი სამაჯური ხელიდან მოიხსნა,ხელზე ხელი მოჰკიდა ჩუმად ჩაუდო ხელში.ზემოდან ხელის თითებით დაუჭირა და გაღიმებულმა დაუქნია თავი,შენიაო,ანიშნა.
საქინემ სწრაფად გადამალა ჯიბეში და ოთახში მიმოიხედა.არავის შეუმჩნევია.
ვახშამის შემდეგ,მამაკაცებმა ტელევიზორთან გადაინაცვლეს და იქ განაგრძეს საუბარი მისთვის გაუგებარ თემებზე და უცხო ენაზე.დიასახლისმა კი საქინესთან ერთად გაშალა საწოლი. მორყეულ ორსაწოლიანში ერთად ჩააწვინა გოგოები.თვითონ ბავშვებთან ერთად,იქვე იატაკზე მოთავსდა.ორი ლეიბი მოათავსა ერთმანეთის გვერდი-გვერდ დათბილი საბანი გადააფარა. ყველა მალევე წაიღო ძილმა. ანასტასიას კი არადა არ მიეკარა. მოსმენილმა თავზარი კი დასცა,მაგრამ რატომღაც არ ეშინოდა იმ საშინელ კაცთან შეხვედრის.იმედი ჰქონდა რომ თუ მასთან გულწრფელი იქნებოდა და დალაპარაკებას შესძლებდა,ის ამას გაიგებდა და იქნებ უკან,სახლშიც კი დაებრუნებინა.
გამთენიისას ჩასთვლიმა და მალე ღრმა ძილმა წაიღო.მერე კი შეჯანჯღარებამ გამოაღვიძა.
-ადექი,წასვლის დროა.-თავზე საქინე ადგა და მის გაღვიძებას ცდილობდა.
-უკვე?რომელი საათია?ჯერ ხომ ადრეა?
-აქ ადრე იწყება ცხოვრება.წინ მძიმე გზა გაქვთ.ფრთხილად იყავი.
-გუშინდელი საუბარი გავაგრძელოთ?
-ჩუუ,-პირზე ხელი ააფარა გოგომ.-არ უნდა გაიგონ,თორემ ჩემი საქმე ცუდად იქნება.
-კარგი,-თავი დაუქნია ანასტასიამ.-ის მაინც მითხარი,მართლა ასეთი საშიშია ის კაცი?
-ხომ გითხარი,ასე ამბობენ.ამბობენ რომ უამრავი ქალი ჰყავს.ვინც მოეწონება, აუცილებლად მისი ხდება. ადრე ცოლი ჰყოლია,რომელიც ძალიან უყვარდა, მაგრამ თავი მოიკლა.ორსულად ყოფილა და ბავშვიც დაღუპულა.მას მერე გამხდარა ასეთი ცივსისხლიანი.
-ანუ გადარჩენის და უკან დაბრუნების შანსი არ მაქვს?-ჩაილაპარაკა სევდიანად გოგომ.
-არ ვიცი.იქნებ შეძლო და გაგიმართლოს.ალაჰი მოწყალეა, დაგიფარავს.-გაამხნევა საქინემ.
მერე მინის ჭურჭელში ავსებული წყლით ხელ-პირი დააბანინა. მსუბუქი საუზმე საწოლშივე მიართვა.წასვლამდე თბილი თავსაბურავი თავზე ოსტატურად მოახვია.მხოლოდ თვალები უჩანდა.
-დაგჭირდება.
ყველაფერს რომ მორჩა დიდ ოთახში გამოიყვანა. სტუმრები მასპინძლებს დაემშვიდობნენ და ეზოში გავიდნენ. ქარი ჩამდგარიყო,მაგრამ მაინც ძალიან ციოდა.დამშვიდობება მოკლე გამოდგა.არც აცადეს მასპინძლებისთვის რამე ეთქვა, მაშინვე გზას გაუყენეს.
გაუკვირდა, როცა მანქანისკენ არ წავიდნენ.მანქანით არ მივდივართ?
-არა,აქ დავტოვებთ,აქედან ფეხით წავალთ.იმედია ძალა და ენერგია გაქვს,სამი დღე დაგვჭირდება ადგილზე მისასვლელად.-უპასუხა მაღალმა.
-სხვა რა გზა მაქვს?ვერ ეღირებით ჩემს გატეხვას.მე აუცილებლად გადავრჩები.
-გადარჩები,თუ გაქცევას არ შეეცდები. ჩვენ თუ გაგვექეცი,ან ნადირი შეგჭამს, ან ჯარისკაცების ტყვე გახდები,მათ კი კარგად იციან რა უნდა უქნან აქ უპატრონო გოგოს.
შიშმა აიტანა და მათ შუაში ჩადგა. შეეცადა არ ჩამორჩენოდა.
-ყველაფერს ისე გავაკეთებ,როგორც მეტყვით.-ჯერ ერთს შეხედა,მერე
მეორეს.პასუხი არ გაუციათ,მხოლოდ სერიოზული სახით გადახედეს.
ანასტასიამ ქურთუკი კარგად შეიკრა,საყელო წამოიწია და გარემოს თვალიერება დაიწყო,იქნებ რამე ისეთს წააწყდა ან დავინახო,რაც გაქცევაში დამეხმარებაო,მაგრამ საიმედო არაფერი იყო.მხოლოდ დაბურული ტყე ირგვლივ. თავში ათასი აზრი უტრიალებდა.ათასი ფიქრი აირია ერთმანეთში.ახლა საკუთარ თავზე მეტად,ოჯახის წევრებზე და დედაზე დარდობდა.
იმედი..,იმედი ერთადერთი რამ იყო, რაც ამ მიყრუებულ ტყეში სიარულის დროს გზას უნათებდა.წარმოდგენა არ ჰქონდა ბედი რას უმზადებდა იმ კაცთან შეხვედრის დროს,მაგრამ თავს იმხნევებდა და გულს არწმუნებდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა…
******
ძლიერ ქალად ყოფნა არ ნიშნავს იმას რომ ვერასდროს გატყდები.რომ ყველაფერს გაუძლებ და გადაიტან.
პირიქით,გატყდები და უამრავჯერ დაეცემი,მაგრამ ყოველთვის იპოვი საკუთარ თავში ძალას რომ განსაცდელი უკან მოიტოვო.
დიახ,ყოველთვის შეიძლება დადგე ფეხზე და გზა გააგრძელო.
უკვე მეორე დღე მიიწურა რაც ფეხით მიდიოდნენ.დროდადრო ჩერდებოდნენ, მიწას დააკვირდებოდნენ და მერე სხვა მხარეს წავიდოდნენ.ერთი-ორჯერ შეისვენეს,ეს იყო და ეს.რამდენჯერმე გაუვალ ბუჩქებში ჩაიმალნენ. ანასტასიამ ნათლად შეამჩნია როგორ ჩაუარეს რამდენიმე მეტრში შეიარაღებულმა ჯარისკაცებმა.
ღამით გამოქვაბულში გაატარეს. მართალია ციოდა,მაგრამ სამაგიეროდ ცოცხლები გადარჩებოდნენ.საუბრის დაწყება სცადა მათთან,მაგრამ ორივე დუმდა.
დილით ისევ განაგრძეს გზა. ამჯერად ქარი ამოვარდა და სიარული გაუჭირდათ.
-ცოტაც და მივალთ.-თქვა მაღალმა და შეჩერდა.ტყის სიღრმეს მიაპყრო მზერა.ისინიც შეჩერდნენ.ხელით ანიშნა უკან დაიხიეთო და უკუსვლა დაიწყო.
-სწრაფად დავიმალოთ.ჯარისკაცები არიან.
ორიოდე წუთში ბილიკს გადავიდნენ და გაუვალ ბუჩქებში ჩასხდნენ. ხმელი ტოტები ხელით მოიფარეს სახეზე. თითქოს სუნთქვაც შეწყვიტეს.რამდენიმე მეტრში ჩაუარეს ხუთმა კარგად შეიარაღებულმა ჯარისკაცმა, თან ერთმანეთში რაღაცაზე გაცხარებული საუბრობდნენ. იქნებ ამიტომ ვერ შენიშნეს როგორ მიჰყვებოდა უკან მუქი ნაცრისფერი მტაცებელი ცხოველი.
ვერც ბუჩქებში დამალული შენიშნავდნენ საფრთხეს,რომ არა მაღალი გამტაცებელის სულსწრაფობა.ეგონა საფრთხემ გადაიარა და მაშინვე გამოვიდა სამალავიდან.ასე აღმოჩნდა ჯარისკაცებს და მგელს შორის. ნადირი შედგა და დაწვრილებული თვალები მიაპყრო საკბილოს.უკვე ხვდებოდა რომ მისი საქმე წასული იყო.ვერც იარაღს ისროდა.ორ ცეცხლს შორის მოქცეული ნელ-ნელა უკან იხევდა,მგელი კი ფეხდაფეხ მიჰყვებოდა და წარმატებული ნახტომისთვის ემზადებოდა. გამტაცებელმა თვალები დახუჭა და ბედს მიენდო.დაინახა როგორ ისკუპა ნადირმა.მაგრამ გასროლის ხმამ შეაფხიზლა ირგვლივ ყველაფერი.
ანასტასიამ უცებ შეაფასა მდგომარეობა. მის წინ მჯდომის საქამრედან იარაღი ამოაცალა და მტაცებელს დაუმიზნა.მიზანს პირველივე ტყვია მოხვდა და შეშინებული კაცის ფეხებთან დავარდა დაჭრილი.მეორე ტყვიაც მიაყოლა და საცოდავმა ცხოველმა თვალები დახუჭა. მისი სხეული რამდენჯერმე დაიკლაკნა და სიკვდილმა საბოლოოდ გაიტაცა მისი სული…
-რა გააკეთე?-ჰკითხა თვალებგაფართოებულმა და იქით გაიხედა,საითაც ჯარისკაცები გაუჩინარდნენ.
-სიკვდილს გადაგარჩინე,-იარაღი უკან მიაწოდა გოგომ.
-მაგაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ. ახლა გავიქცეთ,სწრაფად.-გარბოდნენ,მთელი ძალით გარბოდნენ.ცდილობდა არ ჩამორჩენოდა მათ.ცდილობდა უკან არ მოეხედა.რადგან ესმოდა დროდადრო როგორ ეწეოდნენ მდევრები.რამდენჯერმე წაბორძიკდა, ფეხი წამოჰკრა და დაეცა.ხელის გულში წვეტიანმა ხის ნაგლეჯმა გაუარა და ტკივილისგან იყვირა.მერე უცებ წაივლო პირზე ხელი რომ ჩაეხშო ტკივილი.მაღალმა სწრაფად ამოაცალა და ფეხზე წამოაყენა.
-იმ გორაკზე რომ ჩავივლით გადავრჩებით.
-წავიდეთ,გაჩერება არ შეიძლება.- ფეხზე წამოდგა,წელში გაიმართა და გასაქცევად მოემზადა.
მალე წამოეწივნენ დაწინაურებულ თავდამსხმელს და მასთან ერთად დაეშვნენ დაღმართზე.ფეხი ცურავდა და ძლივს იკავებდნენ თავს რომ არ დაგორებულიყვნენ.უკვე ბოლოში იყვნენ ჩასულები,როცა ანასტასიამ გზას მოჰკრა თვალი,გზის პირზე კი შავი ჯიპი იდგა.
-იქ..იქ მანქანაა.-გაშეშდა ადგილზე.
-ჩვენები არიან.წამოდი.
-მეშინია.
-ჯანდაბა,დაიხარე,-თავი დააწევინა მაღალმა.ასე რომ არ ექნა, აუცილებლად მისწვდებოდა რომელიმე ტყვია გოგოს.ასე თავდახრილები გაიქცნენ გზისკენ.
რამდენიმე წამში მანქანის უკანა სავარძელზე ისხდნენ და დიდი სიჩქარით მიჰქროდნენ არასწორ გზაზე.უკან კი მტვრის კორიანტელი იდგა და მდევარი აღარ ჩანდა.
ანასტასიამ ამოისუნთქა და სუნთქვა დაირეგულირა.მხოლოდ ამის შემდეგ დაიხედა ხელზე.სისხლი შემხმარიყო და სისხლდენა შეეჩერებინა.
-მალე მივალთ და ჭრილობას დაგიმუშავებენ.-დაამშვიდა მაღალმა.
-ხო,თუ მანამდე არ მომკლეს.
-შენი სიკვდილი არავის უნდა.
-აბა შენს უფროსს რისთვის ვჭირდები?
-შენ უბრალოდ მიზეზი ხარ.
-უბრალოდ მიზეზი?ეს როგორ გავიგო?
-მისი ბიზნესის გარანტი ხარ საქართველოში.
-რომელი ბიზნესის?იარაღით ვაჭრობის გულისხმობ?
-ამას თვითონ გეტყვის.ისედაც ბევრი გაიგე ჩემგან.ახლა გაჩუმდი და წყალი დალიე,მოღონიერდი.-ახალი ბოთლი მიაწოდა მან და მეორე თვითონ დალია.
ანასტასიამ გახსნა და ერთი მოყუდებით ნახევრამდე გამოცალა. ენერგია მოიკრიბა,ეს ძალიან დასჭირდებოდა ის საშინელ კაცთან შეხვედრისას.მერე ფანჯარაში გაიხედა და გარემოს დაუწყო დათვალიერება.ირგვლივ ჯერ კიდევ ტყე იყო,მაგრამ მაინც ლამაზი იყო ყველაფერი.რაღაცნაირად საქართველოს აგონებდა.ჰგავდა კიდეც.მერე ნელ-ნელა შეწყდა ტყის მასივი და დასახლებული პუნქტი გამოჩნდა.პატარა სოფლები იყო ერთმანეთის მიყოლებით გზის ორივე მხარეს ჩამწკრივებული.მერე უფრო მოიმატა მათ რაოდენობამ და საბოლოოდ დიდ ქალაქში შევიდნენ.
მოსაღამოებული იყო და ლამპიონების ფონზე ძალიან ლამაზი ეჩვენა მრავალსართულიანი შენობები.ფერადი ნათურებით განათებული კაფე-ბარების და რესტორნების შესასვლელები. საოცარი სისუფთავე ქუჩებში და ერთმანეთის მიყოლებით მოძრავი მანქანები,არც ერთი რომ არ არღვევდა წესებს.
ქალაქში დაახლოებით ნახევარ საათს იარეს,მერე კი უზარმაზარ კერძო სახლს მიადგნენ,რომელსაც მაღალი გალავანი ჰქონდა გარს შემორტყმული.
რკინის ჭიშკარი გაიღო და მანქანა ეზოში შევიდა.გრძელი ქვაფენილი გაიარა და პირდაპირ სახლის წინ გაჩერდა .ნორმალურად დათვალიერება ვერ მოასწრო,რომ მანქანის კარი გააღეს, მკლავებში უხეშად ჩააფრინდნენ დაცვის წევრები და მანქანიდან გადაათრიეს. მისმა თანმხლებმა პირებმა ვერც მოასწრეს პასუხის გაცემა.სახლის კიბეებზე ისე აიყვანეს,ალბათ ფეხიც არ დააკარებინეს.იმედები,რომ იმ კაცს ვისთანაც მიჰყავდათ,გულს მოულბობდა დალაპარაკებით,მაშინვე გაუცრუვდა…
უზარმაზარ ოთახში ისე შეაგდეს, თითქოს ადამიანი და სიფრიფანა გოგო კი არა, რაღაც ნივთი ყოფილიყო. თავი ვერ შეიმაგრა და პირდაპირ იატაკზე დაეცა. ხელები მოიშველია, რომ სახე არ დაერტყა.ნატკენმა ხელმა თავი შეახსენა და სისხლმა ისევ იფეთქა,მაგრამ ტუჩები ერთმანეთს მაგრად დააჭირა,რომ ტკივილი ჩაეხშო და არ ეყვირა.
-ესეგი ესაა ის ვისაც ველოდით. -მოესმა ბოხი ხმა და მის წინ აჩრდილი დაეცა .ნელა ააყოლა გაპრიალებულ ფეხსაცმელებს თვალი და ღიპიანი და ულვაშიანი,მაგრამ ახალგაზრდა ორმოც წლამდეე ასაკის კაცი შერჩა.საზარელი თვალებით უყურებდა.შიშმა აიტანა იმდენად ბოროტული მზერა დაიჭირა მის გამომეტყველებაში და იატაკზე მოიკუნტა.ირონიულად ჩაიცინა.მერე მკლავში ჩაჰკიდა ხელი და ფეხზე წამოაგდო.თავსაბურავი უხეშად ჩამოგლიჯა,სახე ახლოს მიუტანა სახესთან და თვალებში ჩახედა.მერე ყელისკენ წაიღო ცხვირი და მისი სურნელი შეისუნთქა.გოგოს შეეზიზღა მისი სურნელი და კინაღამ გული აერია მისი სუნამოს სუნზე.ხელი გამოსტაცა და უკან გახტა, მანამდე კი სახეში შეაფურთხა.
-ძუკ..ა,-გამოსცრა კბილებში,ხელი მოიქნია და სახეში გაარტყა.ანას ცხვირიდან წასკდა სისხლი და ორივე ხელი იტაცა. ძლივს შეიკავა თავი არ წაქცეულიყო.
-სარდაფში ჩააგდეთ და სანამ არ გეტყვით საჭმელი არ აჭამოთ.-გასცა ბრძანება და სავარძელში კმაყოფილი ჩაჯდა.
ისევ ისე ეცნენ ანასტასიას დაცვის წევრები და ამჯერად სახლისგან მოშორებით მდგარი პატარა,ნახევრად დანგრეული ფარდულისკენ წაიყვანეს. ისევ ისე შეაგდეს,როგორც რამდენიმე წუთის უკან კაბინეტში და კარი გადაუკეტეს გარედან…
******
იმ გამტაცებლები,რომლებმაც ანასტასია იქ ჩაიყვანეს, გაოგნებულებმა გადახედეს ერთმანეთს და მხრები აიჩეჩეს.ვერ გაეგოთ რა მომხდარიყო და რატო მოექცნენ ასე გოგოს.
-ბატონს ხომ არ ვუთხრათ?- გადაულაპარაკა მაღალმა მეორეს.
-ესეც რომ ბატონია.
-ხო მაგრამ დროებით.ალბათ მალე ჩამოვა,თორემ ახმედმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
-ამდენი ვიწვალეთ მის აქ ჩამოყვანაზე და ასე ხომ მოკლავენ მის დაბრუნებამდე? თან რაც არ უნდა იყოს სიკვდილს გადაგვარჩინა.
-შენ გაართე ესენი,ყურადღება მიიქციე და მე დავურეკავ.-უთხრა და სახლის უკან გაუჩინარდა.
ზარი დიდხანს გადიოდა.ბოლოს როგორც იქნა უპასუხეს.
-ბატონო ალი ვარ..ჩამოვედით და გოგოც ჩამოვიყვანეთ,მაგრამ ცუდად დახვდნენ. სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეთ…. კარგი, ყველაფერს გაგაგებინებთ…
ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და ეზოში დაბრუნდა.მეწყვილეს ანიშნა ყველაფერი კარგადააო და დაცვის წევრებში გაერივნენ…
დიდი დრო არ იყო გასული,რომ სახლის მეპატრონე გამოჩნდა აივანზე და მათ უხმო.-თქვენ დაურეკეთ?
ორივე გაჩუმდა.
-დრო მოვა და თქვენ ორს მაინც მოგიშორებთ თავიდან.-ამჯერად ღიად დაემუქრა და ტელეფონი მიაწოდა.
-ალი,გოგოს მიხედეთ,დღე და ღამე იქ იყავით მორიგეობით თქვენ ორნი. იცოდეთ ჩემს ჩამოსვლამდე თმის ღერიც კი არ უნდა ჩამოუვარდეს.
-დიახ ბატონო.როგორც გვიბრძანებთ.- უთხრა და ტელეფონი გაუთიშა.
-ჯამალ,იარაღი აიღე,წამოდი გოგო ჩვენ ჩაგვაბარეს.-ჯამალი უკან აედევნა ალის და თან ბატონის და მცველების ბოროტი მზერა გაიყოლეს…
3
ღამე ყოველთვის ჩვენი საუკეთესო მეგობარია.მხოლოდ ღამით ვრჩებით
მარტო საკუთარ თავთან.მხოლოდ ღამით ვაჯამებთ განვლილ დღეს, ვუტყდებით საკუთარ თავს ნამდვილ გრძნობებში, მხოლოდ მასთან ვაღიარებთ ჩვენს შეცდომებს ან წარმატებულ ნაბიჯებს. მხოლოდ ღამით წარმოიშობა გონებაში ყველაზე ბოროტი ან ყველაზე კეთილი ზრახვები.ღამით იბადება ყველაზე დიდი გეგმები.
ანასტასიაც მთელი ღამე იმ საშინელ ოთახში იყო გამოკეტილი და უამრავი აზრი და ფიქრი აწუხებდა.
მხოლოდ ერთი ძველი ლეიბი ეგდო იატაკზე და ისიც ნახევრად გაფუჭებული. მასზე წამოწოლილს ცალკე მტკივანი ხელი და ცხვირი აწუხებდა,ცალკე მისგან ამოშვერილი რკინები,რომელიც ყოველ გადაბრუნებაზე გვერდებში ეკლებივით ესობოდა.ამდენი დღის დაღლილობამ და უძილობამ თავისი გაიტანა და მაინც ჩაეძინა.სიცივისგან მოკუნტულიყო.
მხოლოდ გათენებისას შეძლო ალიმ მისთვის თხელი პლედის და საჭმლის შეტანა.ფრთხილად მიაფარა გოგოს რომ არ გაეღვიძა და ისევ გარედან გადაკეტა კარი.მერე მისი შეცვლის დრო მოვიდა და მისი ადგილი უკვე დასვენებულმა ჯამალმა დაიკავა.
ქარი ჩამდგარიყო.მზემ გამოანათა და პატარა სარკმელიდან პირდაპირ ანასტასიას სახეზე დაეცა.გოგო შეფხიზლდა და წამოჯდა.პლედის და საჭმლის დანახვაზე მიხვდა რომ ეს ალის ან ჯამალის ნამოქმედარი იყო და გაეღიმა. მაინც არსებობდნენ სამყაროში ადამიანები,რომლებიც იმედის დაკარგვის უფლებას არ გაძლევდნენ…
გადარჩენა თუ უნდოდა უნდა ეჭამა, ძალა მოეკრიბა რომ გაქცეულიყო და აქაურობისთვის თავი დააღწია.
რაღაც უცნაური წვნიანისთვის არ შეუხედავს,მხოლოდ პური აიღო და წყალი დააყოლა.
ცოტა რომ მოიხედა და გონს მოვიდა, ოთახი დაათვალიერა.აქედან გაქცევა შეუძლებელი იყო.მხოლოდ კარიდან თუ გახვიდოდი.არც გარედან ისმოდა დამაიმედებელი რამე…
დრო უსაშველოდ გაიწელა.ასე ეგონა რომ აქ სამუდამოდ მოუწევდა დარჩენა.შეაწუხა ცალკე კუჭმა,ცალკე ჭრილობებმა და ცალკე დაუბანლობამ და მოუწესრიგებლობამ.რამდენი დღე იყო არც შხაპი მიეღო.იმდენად საშინელი სანახავი იყო,საკუთარი თავი ეზიზღებოდა.
საღამოს უკვე ბუნებრივმა მოთხოვნილებამ იმდენად შეაწუხა,
რომ ვეღარ მოითმინა და კარზე ბრახუნი ატეხა.
-მანდ არის ვინმე?კარი გამიღეთ.
-რა გნებავთ?-უპასუხეს მეორე მხრიდან.გოგომ ხმა იცნო.
-ჯამალ,შენ ხარ?ვიცი შენ ხარ.გიცანი. გეხვეწები გამომიშვი,ტუალეტი მინდა.
-მანდ უნდა მოისაქმო.
-აქ?რა სისულელეა.აქ ხომ მძინავს, საჭმელს ვჭამ.გთხოვ,ერთხელ მაინც მომექეცით ადამიანურად,-უღონოდ ურტყავდა ხელებს კარს და უკვე ცრემლიც ერეოდა.მის გატეხვას უკვე ბევრი აღარ აკლდა
საკეტი გაჩხაკუნდა და ჯამალი გამოჩნდა.
-დამპირდი რომ არაფერს იზავ.
თავი დაუქნია დასტურის ნიშნად.
ოთახიდან გამოვიდნენ და სახლისკენ წავიდნენ.ანასტასია ხვდებოდა როგორი დამშეული თვალებით უყურებდნენ მცველები და შიში იპყრობდა.ჯამალს ეფარებოდა და ხელს არ უშვებდა.
-ნუ გეშინია,-მეგობრულად მოუსვა ხელზე ხელი ბიჭმა.-სანამ დიდი ბატონი ცოცხალია არაფერი დაგიშავდება.
-იმ შენი ბატონის უფრო მეშინია.ვერ დაინახე გუშინ როგორ მომექცა.
-მართალია ბატონი აჰმედი უხეში და მკაცრია.მაგრამ მთავარი ის არ არის. მთავარი ბატონი ახლა საქმეებზეა წასული.რომ ჩამოვა მას შეხვდები და ის გადაწყვეტს შენს ბედს.
-იმედი მაქვს მასთან მაინც შეიძლება საუბარი.
-ბატონი ძალიან კარგი ადამიანია. ბევრ ადამიანს ეხმარება,მაგრამ მკაცრი ისიც არის.ის რომ არა,ახლა არავინ იცის სად იქნებოდი და რა მოგივიდოდა.
-ანუ მადლობა უნდა გადავუხადო?- ირონიულად გაეცინა ანასტასიას.
-აი,მოვედით,-პასუხს თავი აარიდა ჯამალმა და ტუალეტის კარი გაუღო.
-გთხოვ არ მაიძულო რომ რამე ცუდი ჩავიდინო.
-გპირდები კარგად მოვიქცევი.-უპასუხა და კარი მიხურა.სარკეში რომ ჩაიხედა, საკუთარი თავი ვერ იცნო.ეს ის გოგო არ იყო,რამდენიმე დღის უკან რომ უნივერსიტეტში მიმავალი საპირისპირო სქესის ყურადღებას იპყრობდა.ცხვირი ისე გასიებოდა,რომ იერ-სახეს მთლიანად უცვლიდა. თვალის უპეები ჩაშავებოდა. დაუბანელი თმა საშინლად აბურდვნოდა. ტანსაცმელი გაჭუჭყიანებული და შემხმარი სისხლები.
-შენ გადარჩები,-გაიმხნევა საკუთარი თავი და სახე ფრთხილად მოიბანა წყლით. ყველაფერი მოათავსა და კარი გააღო.
-მოვრჩი ჯამალ.
-უკან დავბრუნდეთ.ალბათ ალიც მოვიდა უკვე და გვეძებს.
-ჩემს გამო თავს საფრთხეში რატომ იგდებთ?
-შენს გამო არა,ბატონს შევფიცეთ ერთგულება.ეს კი ჩვენთვის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანია.
ანასტასია გაჩუმდა ხმა აღარ ამოუღია. ასე მდუმარედ გაჰყვა უკან ჯამალს. სატუსაღოსთან ალი იდგა და რაღაცნაირდ გაეხარდა მისი დანახვა.გაუღიმა,თუმცა მას სახე არ გაუხსნია. ანასტასია ოთახში ჩაკეტეს ისევ. მან უკვე აღარ იცოდა რა ხდებოდა გარეთ.
-ეჭვი მაქვს რომ ამაღამ რაღაც მოხდება ალი.
-ჩემი ვარაუდით ბატონი ამაღამ ბრუნდება.იმედი ვიქონიოთ,რომ საჭირო დროს მოვა ჯამალ.ტყვიები ხომ გაქვს?
-მაქვს და ყოველი შემთხვევისთვის ესეც.-ქურთუკს შიგნით ჩალაგებული ხელყუმბარები დაანახა ჯამალმა და ჩაეღიმა.-არავის ვურჩევთ ამაღამ აქ მოსვლას...
******
ალი და ჯამალი ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ ერთ უბანში.ჯერ კიდევ პატარები იყვნენ როცა იმ მხარეში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა და მათი ოჯახები შეიწირა. ბავშვები შემთხვევითობის წყალობით გადაურჩნენ სიკვდილს. მინდორში თამაშობდნენ ბურთს.ისინი იმ მხარის ბატონმა წამოიყვანა და თავის შვილთან ერთად გაზარდა.მათან ერთად იზრდებოდა მისი ძმისშვილი აჰმედიც,რომელიც თავიდანვე ცივსისხლიანი და დაუნდობელი აღმოჩნდა.ალის და ჯამალის ბატონისადმი ერთგულება მას დიდ პრობლემებს უქმნიდა მაგრამ ვერაფერს აკეთებდა.თუმცა შესაფერის დროს ეძებდა რომ ისინი თავიდან მოეშორებინა.
ამის დრო ახლა ჰქონდა სწორედ როცა მისი ბიძაშვილი აქ არ იყო. დაღამებას ელოდებოდნენ.უკვე დაქირავებული ჰყავდა ხალხი, რომლებიც ამაღამ თავდასხმას მოაწყობდა და მას საშუალება მიეცემოდა ალი და ჯამალი ჩამოეცილებინა.მერე კი გოგო მისი გახდებოდა…
მთვარე სუსტად ანათებდა.ქარიც ჩადგა თითქოს ისიც შეკრული იყო თავდამსხმელებთან.
დაცარიელებულ ქუჩებში მხოლოდ ერთი მანქანა მოძრაობდა დაბურული მინებით.სახლის სიახლოვეს გაჩერდნენ და მიყოლებით გადავიდნენ მანქანიდან. გარემო დაზვერეს და ფრთხილად დაიძრნენ სახლისკენ.კედლებს მიუყვებოდნენ წელში მოხრილები. ასე მივიდნენ მთავარ შესასვლელამდე. მერე ჯგუფის მეთაურმა რამდენჯერმე ფრთხილად დააკაკუნა რკინის ჭიშკარზე.იქიდან იგივეთი უპასუხეს. ეს ნიშანი იყო.კარი ოდნავ გაიღო რომ შიგნით შესულიყვნენ.
თავდამსხმელები ეზოს შიგნით, ცენტრალური შესასვლელის ჩაყოლებაზე მდებარე დეკორატიულ ბუჩქებს ამოეფარნენ და ცეცხლი გახსნეს.სახლის მიმართულებით ისროდნენ.მათი მიზანი არ ყოფილა ვინმეს მოხვედროდა ტყვია.უბრალოდ ყურადღება უნდა მიიქციათ.
დაცვა უცებ გამოერკვა და მათაც დაიკავეს საბრძოლო პოზიციები. ისინიც უმისამართოდ ისროდნენ.
ალიმ და ჯამალმა მაშინვე შეაფასეს სიტუაცია და იარაღები გადატენეს. წელში მოიხარნენ და სახლისკენ გაიქცნენ ბატონის დასაცავად.
მათ გასაკვირად ის კაბინეტის ფანჯრიდან იყურებოდა და სულ არ ეტყობოდა რომ შეშინებული იყო თავდასხმით.
-ჯამალ რაღაც ხდება.-შეაჩერა უკვე კიბესთან მდგარი მეგობარი ალიმ.
-რას გულისხმობ?-უკან დაიხია ბიჭმა.
-შეხედე.უცნაურად არ გეჩვენება მისი ასე მშვიდად ყოფნა?
-გოგოსთან წადი.აქ მე მივხედავ ყველაფერს.-უთხრა ჯამალმა და მეორე იარაღიც ამოიღო.
-ფრთხილად იყავი მეგობარო.- გააფრთხილა ალიმ და უკუსვლა დაიწყო.ჯამალმა პისტოლეტი გადატანა და სახლს გვერდიდან მოუარა.მან კარგად იცოდა თითოეული კუთხე-კუნჭული და არ გასჭირვებია თავდამსხმელებთან მიახლოება.მერე კი თამამად გახსნა მათი მიმართულებით ცეცხლი.დიდი დრო არ დასჭირვებია მათი განეიტრალებისთვის .ერთმანეთის მიყოლებით დახოცა სუყველა და ყოველი შემთხვევისთვის ხელყუმბარაც მიაყოლა,თუმცა ერთი ტყვია მაინც მოხვდა მანამდე და მარცხენა მხარი დაუზიანა...
სანამ ჯამალი ბრძოლაში იყო ჩართული ალი უკან დაბრუნდა.ისე იყო გართული იმაზე ფიქრით,რომ გოგოს არაფერი დაშავებოდა,ვერ შეამჩნია როგორ აედევნა დაცვის ორი წევრი…
შორიდანვე შეამჩნია,რომ კარი ღია იყო.იარაღი მოიმარჯვა და ჩუმად დაუძახა გოგოს.პასუხი არავის გაუცია. ოთახში შევიდა და მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა.იქ არავინ იყო.
-ნუთუ გაიქცა?-გაუელვა გონებაში და უკან უნდა გამობრუნებულიყო რომ უეცრად თავში რაღაც ძლიერი მოხვდა.ძირს უგონოდ დაეცა…
სროლა რომ ატყდა ანასტასია მაშინვე გამოფხიზლდა და კართან მივიდა.ბიჭებს დაუძახა.ხმა არ გაუციათ.მხოლოდ გაუჩერებლად ისმოდა სროლის ხმა.მერე საკეტი გაჩხაკუნდა და კარი გაიღო.
სიბნელეში ვერ გაარჩია ვინ იყო, მაგრამ ხელები რომ ჩაჰკიდეს, პირზე ააფარეს და სახლისკენ გაათრიეს მიხვდა რაც ხდებოდა. კარგი არაფერი ელოდა და არც იმის იმედი ჰქონდა რომ ვინმე უშველიდა. ალი გონდაკარგული იწვა ოთახში და ჯამალი საერთოდ არ ჩანდა.ვინ იცის ცოცხალი აღარც იყო…
მდიდრულ საძინებელში ჩვარივით შეაგდეს და კარი გარედან გადაკეტეს.
გონს მოსვლა და ოთახის დათვალიერება ვერ მოასწრო,რომ საკეტი გაჩხაკუნდა და მის წინ ის საძულველი ბატონი აღიმართა, რომლის მწარე ხელი ერთხელ უკვე იგემა.ჩასისხლიანებული თვალებით უმზერდა,ისე როგორც მტაცებელი უყურებს მსხვერპლს.შიში კიდევ უფრო გაძლიერდა და იატაკზე უკან-უკან გახოხდა.მიდიოდა და მიჰყვებოდა აჰმედი.თან ირონიული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.მერე უცებ მკლავებში ჩააფრინდა და ისე ააფრინა ჰაერში,თითქოს ბუმბული ყოფილიყო. გოგო გაუძალიანდა და მკერდში მუშტები დაუშინა.ამაზე კაცი კიდევ უფრო მეტად გახელდა და მარჯვენა მოუქნია. ანასტასიას სახეზე თითების კვალი დააჩნდა.მაინც არ დანებდა გოგო.უფრო მეტად აფართხალდა.ხელი ჰკრა და საწოლზე აღმოჩნდნენ,ზემოდან მოექცა და ხელები გაუკავა.კოცნა დაუპირა,გოგომ კბილებით დაიცვა თავი და ტუჩზე მწარედ უკბინა.სისხლის გემო იგრძნო. გამწარებულმა კიდევ ერთხელ გაარტყა სახეში,ისევ ცხვირზე მოხვდა და წინაზე უფრო მეტად ეტკინა.ხმამაღლა იყვირა. რაც უფრო მეტად ყვიროდა,მით უფრო მეტად ახელებდა ეს კაცს.ტანსაცმელი შემოახია და ახლა მის ფითქინა, ბავშვივით კანს დახედა.ტუჩები გაილოკა და კოცნა დაუწყო.ანამ უკანასკნელად გაიბრძოლა,მაგრამ არაფერი არ გამოუვიდა ისევ,დაემორჩილა და თვალები ჭერს მიაპყრო.ცრემლი წამოუვიდა.სახე ეწვოდა,მაგრამ ეს სულიერ ტკივილზე ნაკლებად მტკივნეული იყო.
შარვლის სათავეს რომ დასწვდა კაცი, მაშინ კიდევ ერთხელ გაუძალიანდა. მაგრამ კიდევ ერთხელ მიიღო დარტყმა და უგონოდ მიესვენა.მეტი აღარაფერი ახსოვს იმ ღამიდან…
კმაყოფილმა ჩაიღიმა აჰმედმა და ის იყო საქმეზე უნდა გადასულიყო, რომ მის უკან კარი გაიღო და ვიღაცის ბოხმა ხმამ დაიქუხა:
-ახლავე თუ არ მოშორდები გოგოს, ვფიცავ ხელის აუკანკალებლად გესვრი. ყურადღებას არ მივაქცევ იმას რომ ჩემი ბიძაშვილი ხარ.
-აქ რას აკეთებ?-გამოსცრა კბილებში, მაგრამ უკან არ მოუხედავს.ხელები მოაშორა გოგოს და ნელ-ნელა ადგა.-შენ ჯერ არ უნდა დაბრუნებულიყავი.
-გულმა მიგრძნო რომ რაღაც სიბინძურეს ჩაიდენდი.რომ ისევ ჩაისვრიდი,მე კი ისევ მომიწევდა შენი მოსაქმებულის მოწმენდა.
-ასე ნუ ლაპარაკობ იბრაჰიმ.ხომ იცი შენთვის და ბიზნესისთვის ზიანი არასდროს მომიყენებია.-დაიშაქრა აჰმედი და წამში შეიცვალა.
-დროზე რომ არ მოვსულიყავი და შენი საქმე ბოლომდე მიგეყვანა,ამას ნამდვილად იზავდი.იცი ეს გოგო ვინ არის და აქ რატომ არის?
-განა ისიც ჩვენი ჰარამხანისთვის არ მოაყვანინე?
-არა.ის ჩვენი ბიზნესის გარანტია და მას თმის ერთი ღერიც არ უნდა ჩამოუვარდეს.მე ხო ვთქვი რომ ის ხელშეუხებელი იყო?-ხმა გაიმკაცრა იბრაჰიმმა.
-კი,მაგრამ….
-არავითარი მაგრამ...ჩემი სიტყვა კანონია ყველასთვის,და თუ მას ჩემი ბიძაშვილი, ჩემი ძმა არ ასრულებს და ფეხებზე იკიდებს,სხვას როგორ მოვთხოვ რომ მომისმინოს?რომ დაემორჩილოს?-უყვირა და თვალი თვალში გაუსწორა. აჰმედმა თავი ჩაღუნა.
-ჯამალ..-დაუძახა ჯამალს,რომელსაც მკლავი უკვე შეეხვია.-გოგოს მიხედეთ. ექიმი მოუყვანეთ,რომ ჭრილობებს მიხედოს.მანამდე მე ქვემოთ საქმე მაქვს მოსაგვარებელი.შენ მერე მოგხედავ.- თითი დაუქნია აჰმედს.ეს კარგს არაფერს უქადდა და ამას კარგად ხვდებოდა.
ჯამალს ორი მცველი მოჰყვა.გოგოს თავის ქურთუკი მოაფარეს და სხვა საძინებელში გადაიყვანეს, თვითონ მასთან დარჩა, მცველები კი საავადმყოფოში გააგზავნა ბატონის ბრძანების შესასრულებლად
.ეზოში დიდი არეულობის კვალი აღარ იყო.ყველაფერი დალაგებულიყო. იბრაჰიმის მცველებს სახლში დარჩენილი მცველები ერთად შეიკრიბათ და ბატონის გამოსვლას ელოდნენ.იქვე იდგა ალიც, რომლისთვისაც გატეხილი თავი შეეხვიათ,მაგრამ ბიჭი რომ კარგად არ გრძნობდა თავს ეს აშკარად ეტყობოდა.
აი იბრაჰიმიც გამოვიდა სახლიდან. კიბეებზე ნელა ჩამოიარა და მათ წინ გაჩერდა.თვალი გადაავლო
-მითხარით რატომ უნდა დაგტოვოთ სამსახურში და როგორ უნდა განდოთ ჩემი სახლის დაცვა,თუ ხუთ კაცს ვერ უმკლავდებით?თუ მხოლოდ ერთი კაცი მშვენივრად უმკლავდება მათ, თქვენ რათ მინდიხართ?-უყვირა და თვალი მოავლო ერთმანეთის მიყოლებით.პასუხი არ იყო.
-გამეცით პასუხი.თუ ნორმალურად სროლა არ შეგიძლიათ,ჩემი სიცოცხლე როგორ განდოთ?
ისევ დუმილი.
-როგორ მოვიქცეთ?-მიუბრუნდა ალის
-თქვენ გადაწყვიტეთ ბატონო.
-მშიშარა და მხდალი ადამიანები არაფერში მჭირდება.ან იტყვიან სიმართლეს,რატომ ისროდნენ ჰაერში და არა თავდამსხმელების მიმართ ან არადა შეგიძლია ისე გაქრო ისინი,როგორც ჯამალმა გააქრო თავდამსხმელები.ერთი დღე გაქვს მათ ასალაპარაკებლად.-უთხრა ალის, თავის დაცვისა დაუტოვა ხალხი მისახმარებლად,თვითონ კი სახლში შევიდა.
********
იბრაჰიმ აბდულაევი და აჰმედი ბიძაშვილები იყვნენ.მათი საოჯახო საქმიანობა კი ოდითგანვე იყო ნარკოტიკები და ნარკოტიკებით ვაჭრობა კავკასიაში.ჯერ კიდევ მათი მამები იყვნენ ამით დაკავებულები. მერე აჰმედის მშობლები იმ საბედისწერო დღეს რომ დაიღუპნენ, იბრაჰიმის მამამ წამოიყვანა და გაზარდა ალისთან და ჯამალთან ერთად.ოთხივეს მან ასწავლა ის ყველაფერი,რაც დღეს იცოდნენ და რითაც ასე ამაყობდა.კაცი ახლა აქედან მოშორებით ცხოვრობდა ასაკოვან მეუღლესთან და დანარჩენ შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად.აქ კი საქმეები შვილს გადააბარა,დამხმარედ ძმისშვილი დააყენა,რომელიც რაღაცნაირად არ მოსწონდა და ხვდებოდა რომ ის ამ საქმეში სუსტი იყო.
ასე აღმოჩნდნენ ბიძაშვილები ამ მხარეში საქმის მმართველებად…
იბრაჰიმი ბავშვობიდავე გამორჩეული იყო თანატოლებისგან ჭკუა-გონებით, აღნაგობით თუ ვიზუალურად, სიმამაცით. მალევე იპყრობდა გარშემომყოფების ყურადღებას. რომ წამოიზარდა უნივერსიტეტი დაამთავრა წარჩინებით. თუმცა სწავლის გაგრძელებაზე არც უფიქრია. მამას დასჭირდა და ამ მხარეში მისი საქმეები ჩაიბარა-მისი მარჯვენა ხელი გახდა. უნდოდა თუ არ უნდოდა ნარკოტიკები იმდენად ბინძური ბიზნესი იყო,რომ ისიც ჩაითრია. მიუხედავად იმისა რომ ყოველთვის ერიდებოდა ამის გაკეთებას. სხვანაირად არ გამოვიდა. სხვანაირად ვერ მოიქცა.არც ის უნდოდა ქართველი პარტნიორის ოჯახის წევრი გაეტაცებინა.ეს ბინძური საქმე იყო და ამას ყოველთვის ერიდებოდა. მაგრამ ეს ერთადერთი გზა იყო რომ ის ეიძულებინა ისევ საქმეში ყოფილიყო. ამ კავშირის გაწყვეტა საქართველოში მნიშვნელოვანი ზარალის მომასწავებელი იყო. აუცილებლად სჭირდებოდათ პარტნიორები საქართველოში,რომ თავისუფლად გადაეტანათ სხვა ქვეყანაში.თვითონ თუ არ გააკეთებდა ამას,მამამისი ამ საქმეს აჰმედს გადააბარებდა და ის უფრო სასტიკ მეთოდებს გამოიყენებდა.ისევ მას უნდა გაერისკა..
გარისკა და ახლა გოგო აქ იყო. ახლა უკვე კარგად უნდა მოეფიქრებინა როგორ მოიქცეოდა შემდეგ ეტაპზე..
შხაპი მიიღო და საძინებელში განმარტოვდა.ცოტა ხანს საწოლზე წამოწვა,იქნებ როგორმე დაესვენა. მთელი დღის ნამგზავრს ძილი მაინც არ მიეკარა.ფიქრებში ისევ ის სურათი წარმოუდგა თვალწინ,რაც რამდენიმე ხნის უკან საკუთარი თვალით ნახა. ძალიან გაბრაზებული იყო ბიძაშვილზე.ასე ვერ დატოვებდა. უნდა დაესაჯა,მაგრამ მანამდე გოგო უნდა გონს მოსულიყო…
საწოლში ვერ გაჩერდა.ადგა და იმ ოთახისკენ წავიდა,სადაც ჯამალს ტყვე ჰყავდა.ექიმი უკვე მოსულიყო და თავის საქმეს ასრულებდა.სახე მთლიანად დაებინტა.მერე ფურცელზე რაღაც ჩამოწერა და მას მიაწოდა.
-ბატონო იბრაჰიმ ეს წამლები აუცილებლად უნდა მიიღოს და ეს მალამო ჭრილობებზე წაისვას. საბედნიეროდ ცხვირის ძვლები მოტეხილი არ არის და საავადმყოფოში გადაყვანა არ დასჭირდება.
-დიდი მადლობა.ჯამალ ექიმი გააცილე,შენც მოგხედოს,მერე კი გადაუხადე და უკანა გზაზე წამლები იყიდე.
-კი მაგრამ გოგოსთან ვინ დავტოვო?
-მე დავრჩები,წადი შენ და თავს მიხედე.მაგრამ მალე დაბრუნდი.
-როგორც მიბრძანებ ბატონო იბრაჰიმ.
-ჯამალ..-შეაჩერა კარში გასული.- დიდი მადლობა ყველაფრისთვის. დიდი მადლობა ერთგულებისა და ძმობისთვის.
ჯამალმა გულზე მიიღო მარჯვენა ხელი ერთგულების ნიშნად,თავი დაუკრა და მერე ოთახიდან გავიდა.კარი გაიხურა.
იბრაჰიმი მარტო დარჩა გოგოსთან. თავი უცნაურად იგრძნო.დიდი ხანია ქალს მისთვის არც გული აჩქარებია და არც ესე უგრძვნია თავი არავისთან.
-ამის დრო არ არის იბრაჰიმ.თავი ხელში აიყვანე,-გაამხნევა საკუთარი თავი და სავარძელში კომფორტულად მოთავსდა,თან გოგოს პირდაპირ უყურებდა რომ რამე არ გამოჰპარვოდა….
**********
ხანდახან უყურებ ადამიანს და მისი დაფარული სახის მიღმაც რაღაც უცნაურს ხედავ,უცნაურს გრძნობ. ეს არაა სიყვარული,არ არის სიძულვილი და არც სამყაროში არსებული გრძნობებიდან არის რომელიმე. ეს კიდევ უფრო სხვაა,ისეთი განსხვავებული,რომელსაც სახელი არ აქვს.ჯერ ვერ ან არ დაურქმევიათ. ვერ ან არ ამოუხსნიათ და სწორედ ამაში მდგომარეობს მთელი მისი მომხიბვლელობა და მომაჯადოებლობა…
დიდი ხანია რაც იბრაჰიმის გული სიყვარულისთვის დაიკეტა.ისეთი ჯავშანი დაადო რომ მოხსნა შეუძლებელი ყოფილიყო.ამ მხარეშიც ამიტომ წამოვიდა რომ ხალხისგან, მითუმეტეს მამის სასახლეში გამართული წვეულებებისგან და მომაბეზრებელი ქალების გარემოცვიდან თავი დააღწია. გულს და გონებას სულ აუკრძალა მათზე ფიქრი.
ახლა რას გრძნობდა?არაფერს. მხოლოდ თავს იდანაშაულებდა იმაში რომ გოგო ვერ დაიცვა.რომ ეს ყველაფერი მისი მიზეზით დაემართა. სინდისის ქეჯნა მისთვის რთული გადასატანი იყო.
ხელები სავარძლის კიდეზე ჩამოდო, თავი საზურგეს მიაყრდნო და ჩასთვლიმა. ის იყო ძილში უნდა წასულიყო,რომ ყურში გოგოს ხმა ჩაესმა.ჯერ სუსტად,მერე უფრო გამოკვეთილად.ორივე თვალი ფართოდ გაახილა.ავადმყოფი ბორგავდა საწოლში და დროდადრო გაურკვეველ სიტყვებს ისროდა. ხელებს აქეთ-იქით იქნევდა. დაბნეული იდგა და ვერ გაეგო რა გაეკეთებინა.აშკარა იყო გოგო სიცხისგან იწვოდა.უეცრად ანასტიასამ საბანი ხელით მოისროლა და საწოლიდან წამოხტა.ამჯერად ვერ გარკვეულიყო გოგო რა ხდებოდა მის თავს,სად იყო რა სჭირდა.ან ეს უცნობი ვინ იყო.
-ალბათ მოჩვენებაა..ხო ნამდვილად მოჩვენება ხარ..შენ ნამდვილი არ იქნები….ასეთი გარეგნობით მხოლოდ სიზმრებში და რომანებში თუ არსებობენ… -შეშინებული მიჰყვებოდა საწოლის კიდეს და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.
იბრაჰიმმა მისი ნათქვამი ვერ გაიგო. მაგრამ იმას მიხვდა რომ გოგო მშობლიურ ენაზე მეტყველებდა.
-დამშვიდდი,არაფერს დაგიშავებ.- ხელები ასწია ბიჭმა და უკან დაიხია.
-ვინ ხარ?
-მნიშვნელობა არ აქვს,ახლა უნდა დაწვე და დაიძინო.შენ ცუდად ხარ.
-არა,არ მინდა დაძინება.იქ ის არის..ის არის და ჩემზე ძალადობს.ღმერთო რა დავაშავე ასეთი..რატომ?თავი დამანებე წყეულო..ჩემი თავიდან გამოდი.-თავზე წაივლო ხელები გოგომ და ძლიერად მიიჭირა.ბინტები ერთიანად მოიგლიჯა და იბრაჰიმის წინ დაყარა.იმდენად არაადეკვატურად და გიჟივით იქცეოდა, ბიჭს შეეშინდა არაფერი დაუშავოს საკუთარ თავსო,მასთან წამში გაჩნდა, ხელებში წაავლო ხელი და გაუკავა. გოგომ გაიბრძოლა გასათავისუფლებლად,თუმცა ამის დიდი ძალა ისედაც არ ჰქონდა და გონდაკარგული მიესვენა ბიჭის ხელებში.
ისევ საწოლში ჩააწვინა იბრაჰიმმა. საბანი გადააფარა და ტელეფონს დაავლო ხელი.თუმცა დარეკა არ დასცალდა,ჯამალმა შემოაღო კარი.
-მადლობა ღმერთს მოხვედი.
-აქ რა მოხდა?-იკითხა ბიჭმა და წამლების პარკი გახსნა.
-კოშმარები ესიზმრება.
-არც მიკვირს.იმდენი რამე გამოიარა.
-მასთან დარჩი.კარგად მიხედე ჯამალ. -უთხრა და საძინებლიდან გავიდა.
მის ხმაში რაღაცნაირი ტკივილი იგრძნო ჯამალმა.კარგად მიხვდა და იცოდა ეს რისი ნიშანი იყო და რა გაახსენდა მას.რამხელა ტკივილს იტევდა მისი ბატონის გული. რად დაუჯდა იმ ბრძანების გაცემა,რაც გოგოს გატაცებას ნიშნავდა. მათ ხომ ერთად გამოიარეს დიდი ქალბატონის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი…
******
ალიმ მთელი ღამე დაცვასთან გაატარა, მაგრამ გოგოზე ფიქრები არ მოშორებია. დარდობდა მასზე.თან არც ფიქრები ასვენებდა ბატონმა აჰმედმა ხომ არ შეძლო მისთვის რამის დაშავებაო.ვერც ჯამალს დაუკავშირდა რომ მისი მდგომარეობა ეკითხა და თან თვითონაც ვერ გრძნობდა თავს კარგად.
დილით იბრაჰიმმა მიაკითხა.
-რა ხდება ალი?რა გაარკვიე?
-არაფერს ამბობენ ბატონო.
-კარგი,მაშინ ჩემებურად ვიმოქმედოთ.
არ მინდოდა,მაგრამ სხვა გზა არ არის.
-როგორც მიბრძანებთ.
-ალი,-შეაჩერა იბრაჰიმმა.-ახმედსაც დაუძახე.ისიც მოვიდეს.
ალი დავალების შესასრულებლად წავიდა.იბრაჰიმი სახლის სარდაფიდან გამოვიდა და ეზოს უკანა მხარეს გავიდა.
სახლს უკანა მხარეს გრძელი აივანი ჰქონდა მთელ სიგრძეზე,რომლის ორივე მხარე დახვეული კიბით ეზოში ჩადიოდა.ეზო იმდენად სადად იყო მოწყობილი,რამდენადაც ეს საშუალებას იძლეოდა.მხოლოდ დაბალი,ერთ დონეზე შეკრეჭილი ბალახი და შუაში ხისგან მოპირკეთებული,საზაფხულო მოსასვენებელი,მრგვალი მაგიდით და სკამებით.შენობის ჭერიდან ლამაზად იყო დაშვებული თეთრი,გამჭვირვალე ფარდები,მწერებისგან დასაცავად და მიწაზე იყო დამაგრებული.იმდენად ლამაზი იყო ეს პატარა,მაგრამ სადაც მოწყობილი ფანჩატური,რომ თვალს ვერ მოაშორებდი. სწორედ აქ იჯდა იბრაჰიმი და საპირისპირო მხარეს, იყურებოდა.იქ სახლის მესამე ნაწილი იყო.რომელსაც გრძლად ჰქონდა ბეტონის სვეტები დაშვებული სიგრძეზე.მეორე სართული ოთახებს ეკავა.პირველ სართულზე კი სარდაფი იყო განთავსებული.მის ქვეშ მოსწორებული ბეტონი იყო დასხმული და იმდენად პირქუშ შესახედაობას ქმნიდა, რამდენადაც მის წინ არსებული ადგილი იყო ლამაზი.
შიგნიდან იბრაჰიმის დაცვის წევრები გამოვიდნენ და დაკავებულები გამოიყვანეს.ხელები ჯაჭვით შეუკრეს და გრძელ მილებზე მიაბეს.ალიც გამოჩნდა აჰმედთან ერთად, რომელიც მათ დანახვაზე დაიბნა და ბიძაშვილს გადახედა.
მოდი აჰმედ,მოდი,გვერდით დამიჯექი.- ხელი დაუქნია მან.იცოდა აჰმედმა ეს კარგის ნიშანი არ იყო,მაგრამ აბა მის წინააღმდეგ როგორ წავიდოდა?იმედს არ კარგავდა რომ სიტუაციიდაან გამოძვრებოდა.
-გისმენ ბიძაშვილო.-გვერდით მიუჯდა იბრაჰიმს და მოსალოდნელი შეკითხვებისთვის მოემზადა.
-მე რომ არ მოვსულიყავი გუშინ,შენ ამის გამკეთებელი მართლა იყავი?
-კარგი რაა,განა პირველი იქნებოდა ეგ ქალი,ვინც ჩვენი გახდა?
-მაგრამ არა იძულებით და არა მსგავსი ხერხებით.ასე მტერსაც არ მოვექცევი.
-ასე არ მოექცევა.-გამოაჯავრა ახმედმა. -მაგრამ არც შენ გაქვს ნაკლები ცოდვები .განა ადამიანის გატაცება ნაკლები დანაშაულია?განა ჩვენს მიერ წარმოებული ნარკოტიკები ცოდვის გზაზე არ გვაყენებს?განა ეშმაკის მოციქულები არ ვართ?
-ცოდვები ისედაც საკმარისი მაქვს. მაგრამ უდანაშაულო ქალს მსგავს რამეს არასდროს არ გავუკეთებ.
-შენ ეს უკვე გააკეთე.არ დაგავიწყდეს. კარგად გაიხსენე.-უთხრა აჰმედმა. სპეციალურად გაახსენა ის,რისგანაც ასე იტანჯებოდა და რისგანაც ასე შორს გაქცევას ცდილობდა იბრაჰიმი.
ბიჭს თვალებში სისხლი მოაწვა, სიმწრისგან თუ სიბრაზისგან ისე მომუშტა ხელები,რომ ფრჩხილებმა კანი იგრძნო. გამხეცებულმა გახედა ბიძაშვილს და ტყვეებისკენ დაიძრა.
აჰმედს ირონიულად ჩაეცინა. სიტუაცია შემობრუნდა და ამით ძალიან კმაყოფილი იყო..
ალი მაშინვე მიხვდა ბატონის თავს რაღაც ხდებოდა და ეს კარგის მომასწავებელი არ იყო.
-ალი,რაღას ელოდები?
-თქვენ ბატონო.
-ათი როზგი თითოეულს,თუ არ გამოტყდნენ,დაამატეთ.
*******
მთელი ღამე შფოთავდა ანასტასია საწოლში.ჯამალმა წამლები დაალევინა, სახეზე მალამო ისევ დაადო.გამთენიისას წამლებმა იმოქმედა და გოგო მშვიდ ძილს მიეცა.თუმცა დიდხანს არ სძინებია. მალევე გაეღვიძა.ჯამალის დანახვაზე გაეღიმა. ბიჭს სავარძელში ჩასძინებოდა.
-ალბათ როგორ დაიღალა,-გაიფიქრა და საწოლში არ განძრეულა,რომ არ გაღვიძებოდა.თუმცა ბიჭს მაინც გაეღვიძა.
-მაპატიე,ჩემს გამო დაიღალე.
-არაფერია.-გაუღიმა ჯამალმა
-ძალიან გტკივა?-ანიშნა ხელზე.
-არაა,მიჩვეული ვარ.შენ როგორ გრძნობ თავს?
-განადგურებული...ახლა რაღა აზრი აქვს ჩემს სიცოცხლეს.-სევდა გაერია ხმაში.
-როგორ თუ არ აქვს?შენთვის რამდენი რამე გავაკეთეთ,მე,ალიმ..ბატონმა.
-ბატონმა?შენმა არამზადა ბატონმა? ნახე რა დამემართა?თან მარტო ეს რომ იყოს..-ზიზღი ერია გოგოს ხმაში.
-ეს გაივლის.-სახეზე ანიშნა ბიჭმა.- სხვა არაფერია,საბედნიეროდ ბატონმა იბრაჰიმმა დროულად მოგისწროთ და ბატონ ახმედს არ მისცა უფლება თავის ჩანაფიქრი ბოლომდე მიეყვანა
-რაა?-გაოცდა ანა.
-დიახ,ასეა.
-კი მაგრამ..
-თავს ნუ იღლი ანა,ყველაფერი კარგად იქნება.ალაჰი მოწყალეა, ყველას დაიფარავს განსაცდელისგან.
-შეიძლება ვნახო ბატონი იბრაჰიმი?
-არ შეიძლება.არ დაგაიწყდეს შენ ჩვენი ტყვე ხარ.როცა მოინდომებს, თვითონ გნახავს.
-ახლა მაინც მითხარი რატომ გამიტაცეთ.
-ამასაც ბატონი გეტყვით..
-ვერაფერი გავიგე..
-დაისვენეთ.გნებავთ საჭმელს მოვატანინებ?
-არ მინდა.შეგიძლია ადგომაში დამეხმარო. უბრალოდ ოთახში გავივლი, სხეული გამიბუჟდა.
-რა თქმა უნდა.მოდი.-ჯამალმა ხელი შეაშველა და ანასტასია ფეხზე დადგა. თავიდან წაბორძიკდა,მერე კი თავი შეიმაგრა და დიდ ოთახში რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.მერე ფანჯრისკენ წავიდა.ფარდა გადაწია და ეზოში გაიხედა.სანახაობამ შოკში ჩააგდო. ქვემოთ არც მეტი არც ნაკლები ადამიანებს აწამებდნენ.საკუთარი თვალით უყურებდა როგორ როზგავდნენ მათ.ეს მხოლოდ წიგნებში ჰქონდა წაკითხული და ფილმებში ნანახი. წარმოდგენაც არ ჰქონდა თანამედროვე ცხოვრებაში ამას ისევ თუ იყენებდნენ.
მერე დაინახა როგორ ამოიღო იმ უცხო ბიჭმა იარაღი და სროლის ხმა გაისმა. მთლიანი მჭიდი დაცალა იმ საცოდავებს და თითოეულს სიკვდილმა ჩამოუარა მიყოლებით… ყველას უსიცოცხლო გვამი ერთიანად ჩამოეკიდა იმ რკინის მილზე.
-ღმერთო ჩემო,-იკივლა ანასტასიამ და შეშინებულმა აიფარა პირზე ხელი.
-რა მოხდა?-მასთან მივიდა ჯამალი და ფანჯარაში გაიხედა.ურეაქციოდ შეხედა ამ ყველაფერს.
-ეს..ეს რა სიველურეა..ეს რა სადიზმია. ისინი ჩვეულებრივი მკვლელები არიან.-ცრემლს ვერ მალავდა ანა.
-ისინი ჩვეულებრივი მოღალატეები არიან.
-ასე მარტივად როგორ ლაპარაკობ?
-ასეა და იმიტომ.ჩვენთან ერთგულება სიცოცხლეზე ძვირფასია.-ფარდა გადასწია ჯამალმა და ანასტასია საწოლში დააბრუნა.-შენ ეს არ უნდა გენახა.მაპატიე.
-მარტო დამტოვე ჯამალ.მარტო დარჩენა მინდა.
-კარგი,მაგრამ ერთი რამ იცოდე შენ აქ არაფერი გემუქრება.
გოგოს ხმა აღარ ამოუღია,უბრალოდ საწოლში გადაბრუნდა და ოთხად მოიკუნტა.ახლა უკვე ეშინოდა,ძალიან ეშინოდა.ვერ გაეგო რომლის უფრო უნდა შეშინებოდა-ერთი მოძალადე იყო,მეორე ცივსისხლიანი მკვლელი…
წამში შეცვლილ ცხოვრებაზე,აქ მოხვედრას სულ არ დარდობდა. იმაზე იყო აღშფოთებული და გაბრაზებული რომ სამყაროში ამ ორი არანორმალური ადამიანის მსგავსი საკმაოდ ბევრნი რომ იყვნენ და იმისთვის თვალის გასწორება რომ ესეთი ხალხი მის ირგვლივ, საახლობლოში საკმაოდ ბევრი იყო,რთული აღმოჩნდა.ასე ხდება, როცა რეალობისგან გაქცევას ცდილობ,ის კი ჯიუტად მოგდევს უკან,ერთხელაც გაგისწრებს, პირისპირ დაგიდგება,შენ კი მწარედ მიეხეთქები მას…
იბრაჰიმმა ჯერ ხელები დაიბანა,მერე სახეზე შეისხა.ცივმა წყალმა გამოაფხიზლა.სარკეში საკუთარ გამოსახულებას თვალი გაუსწორა და რომ მიხვდა იმ შეტევას გადაევლო, პირი შეიმშრალა და უკან დაბრუნდა ოთახში…
ტანსაცმელიც გამოიცვალა და ალი და ჯამალი კაბინეტში დაიბარა.
-ბატონო,ყველაფერი მოვაგვარეთ, -დაიწყო ალიმ.-მაგრამ მაპატიეთ,რომ ასე გავთამამდები და კიდევ გეტყვით რაღაცას.
-გისმენ ალი.
-მარტო მათი დასჯა არ არის საკმარისი. ბატონმა აჰმედმაც უნდა აგოს ჩადენილზე პასუხი.
-ამის დროც მოვა.მშვიდად ჩემო ერთგული მეგობრებო.დავიცადოთ. დრო ერთადერთია,რომელიც გვიჩვენებს როგორ უნდა მოვიქცეთ და რა მოვიმოქმედოთ.
-გოგოს რას ვუპირებთ?
-წამლებს იღებს ჯამალ?
-დიახ ბატონო.მდგომარეობა გაუმჯობესდა.დღეს ფეხზე ადგა და საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ის დასჯის სცენის მომსწრე გახდა.
-ეს არ უნდა ენახა.-კბილები ძლიერად დააჭირა ერთმანეთზე იბრაჰიმმა.
-მაპატიეთ,ჩემი ბრალია.მისთვის აღდგომის უფლება არ უნდა მიმეცა.
-კარგი ჯამალ.რაც იყო იყო,მომხდარს ვერ შევცვლით.საქართველოდან რა ამბებია?
-ჯერჯერობით ისეთი არაფერი.გოგოს ეძებენ.ეჭვი ჩვენზე არ აქვთ.
-რამდენიმე დღე გავიდეს, გამოჯანმრთელდეს და მერე დავურეკოთ. ჩვენი პირობები წავუყენოთ.-თითები აათამაშა აბდულაევმა მაგიდის პრიალა ზედაპირზე.
-მე მაინც ვფიქრობ რომ გოგოს გატაცება ზედმეტი იყო,თან მას ქმარიც დაუწყებს ძებნას და ძმაც. არ დაგვავიწყდეს მის ქმარს დიდი გავლენა აქვს, ხელისუფლებასთან და სამართალდამცავებთან სიტყვა ეთქმის.
-ფეხებზე მკ...ა მისი მინისტრის მოადგილე ქმარი.ეს ჩემი ქვეყანაა,ჩემი სამფლობელოა და აქ ვერავის ზეგავლენა ვერ მიაღწევს ალი.- ხმა გაიმკაცრა იბრაჰიმმა და მაგიდას ამჯერად შეკრული მუშტი დაარტყა.
-ჩვენ წავალთ საქმეებს მივხედავთ,- უთხრა ჯამალმა და თავჩაქინდრული ალი წინ გაიმძღვარა.კარი გაიხურეს და მარტო დატოვეს ბატონი უზარმაზარ კაბინეტში.
******
ორი დღე ისე გავიდა,ანასტასიასთან არც ალი გამოჩენილა და არც ჯამალი. მის მოსავლელად მხოლოდ ერთი ასაკოვანი, მსუქანი ქალი შედიოდა,რომელსაც სიარული ძალიან უჭირდა.ხვნეშით დადიოდა,თავზე მუდამ წაკრული ჰქონდა შავი თავსაბურავი და ასეთივე ფერის ტანსაცმელი ეცვა.
მასთან დალაპარაკება სცადა გოგომ მაგრამ ან ქალს არაფერი ესმოდა ან მიზანმიმართულად არ სცემდა პასუხს.
საჭმელს შეუტანდა,ჭრილობებს დაუმუშავებდა და მერე უკან გამოდიოდა. ქალს მუდმივად თან ახლდა ერთი მცველი და ერთიც გარეთ ელოდებოდა.
ორი დღის შემდეგ ჭრილობებმა პირი შეკრა,სახე დაუცხრა,მაგრამ ცემის კვალი არ გამქრალა. მალამოებს ამჯერად კანის ზედაპირზე უსვამდა ქალი და ბინტით აღარ უხვევდა…
სარკეში ჩახედვის ეშინოდა.იქიდან სულ სხვა ქალი უმზერდა.ის კოშმარული დღე არ ავიწყდებოდა.უნებურად ფიქრები იქით მისდიოდა რომ ხელშეუხებელი აღარ იყო და მისი სიწმინდე შებღალეს,ფეხქვეშ გათელეს.იმდენად აეკვიატა ეს აზრი, რომ კოშმარად ექცა და როგორც კი ჩაეძინებოდა მაშინვე ესიზმრებოდა.მერე გიჟივით წამოხტებოდა და დასამშვიდებლად დრო სჭირდებოდა…
მესამე დღე მიიწურა.საღამოს მომვლელი ქალის მაგივრად ალი გამოჩნდა. ლანგარზე ვახშამი დაეწყო და მომღიმარი იდგა კარში.
-როგორ გამიხარდა შენი მოსვლა.- გაუღიმა ანასტასიამ და საწოლში წამოჯდა.
-კარგად გამოიყურება.-სახეზე ანიშნა ბიჭმა და გვერდით დაუდგა საჭმელი.
-არის რაა.-უხალისოდ ჩაილაპარაკა გოგომ.
-რამე მოხდა?-მაშინვე შეატყო ბიჭმა მომხდარი ცვლილება.
-განა რამე უნდა მომხდარიყო ამაზე მეტი?ტყვეობაში ვარ,უცხო ქვეყანაში, უცხო ადამიანებთან.არ ვიცი ეს როდის დასრულდება და შენ მეუბნები რომ რამე მოხდაო.
-ვიცი ძნელია,მაგრამ ყველაფერი შენს ძმაზეა დამოკიდებული.
-რომელ ძმაზე?-გაკვირვებულმა შეხედა ანამ ბიჭს.
-შენც ძმაზე გაბრიელზე.
-ჯანდაბა,ჯანდაბა..-იყვირა მან.
- რა მოხდა?
-ის ჩემი ძმა არაა.ჩემი ბიძაშვილია.
-არაა,რას ამბობ?ესეგი ჩვენ შეგვეშალა?
-ასე გამოდის,-დაუდასტურა გოგომ.
-უნდა წავიდე.-ანერვიულდა ალი და ოთახიდან გავიდა.ისე დაიბნა კარი ღია დარჩა.არც გახსენებია მისი დაკეტვა.
ცოტა ხანს იცდიდა ანასტასია.მერე კი ადგა საწოლიდან.ჩუმად მიუახლოვდა კარს და ფრთხილად გამოაღო.ჯერ ერთ მხარეს გაიხედა,მერე მეორე მხარეს .გრძელ დერეფანში სიჩუმე იყო.არავინ ჩანდა.ნელი ნაბიჯებით გაუყვა გზას .ოღონდ ეს სად მიიყვანდა წარმოდგენა არ ჰქონდა…
ბატონო იბრაჰიმ.-თავი ვერ შეიკავა და ყვირილით შეგლიჯა კაბინეტის კარი ალიმ.სულს ძლივს ითქვამდა.
-რა მოხდა ალი?დამშვიდდი.- ტელეფონზე საუბარი შეწყვიტა მან და ბიჭს მიაჩერდა.
-ის..ის...ის არ არის,ვინც გვგონია..
-ვისზე ამბობ?
-ის გოგო ის არ არის ვინც უნდა მოგვეყვანა.შეგვეშალა.იმ ბიჭის ბიძაშვილია.
-ჯანდაბა ალი.-იყვირა იბრაჰიმმა და მაგიდას მუშტი დაჰკრა.ნორმალურად გაბრაზებაც ვერ მოასწრო,რომ ახლა ჯამალი შემოვიდა.
-გოგო გაიქცა.-თქვა და ჯერ ალის მიაჩერდა,მერე ბატონს.
-დაცვას უთხარით კარებები გადაკეტონ და ძებნა დაიწყონ. ჩქარა,ჩქარა წამოდით, რას გაშეშებულხართ?
-იყვირა აბდულაევმა და კაბინეტიდან პირველი გავარდა…
ცხოვრებაში არის მომენტები,როცა თვალზე ლიბრი რომ გადაგეკვრება, მერე ძნელია თავის ხელში აყვანა და სიმშვიდის შენარჩუნება..
ანასტასიას გაქცევით გაგიჟებული აბდულაევი გაცეცხლებული აწყდებოდა სახლის ყოველ კუთხეს და სულ უფრო ეწურებოდა იმედი რომ ის სახლში იყო.
-იქნებ მოასწრო გასვლა ბატონო.- შეაპარა ჯამალმა.
-ამის გაფიქრებაც არ მინდა.რადგან იქ მისი ყოფნა არ შეიძლება.ის საფრთხეში აღმოჩნდება. წარმოდგენაც კი არ აქვს იმ სულელს იქ რა ელოდება.
-თქვენ მასზე ღელავთ?
-მორჩი ჯამალ.მანქანა მოამზადე და გარეთ გავიდეთ.ალი და დანარჩენები აქ მოძებნიან.-ხმა გაიმკაცრა და ქურთუკი მოისხა.ჯამალი უკვე მანქანასთან იყო.გასასვლელში შეჩერდა იბრაჰიმი და მეორე ქურთუკი ჩამოხსნა საკიდიდან.
-გაიყინება ეს უტვინო გოგო. -ჩაილაპარაკა და ეზოში გავიდა.

სიცივის მიუხედავად ქუჩები ხალხით სავსე იყო.მაღაზიების,კაფეების და ყავახანების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდიდა აქაურობა.ჭრელ-ჭრელი ხალიჩები,ტანსაცმელი,თავსაბურავები და გრძელი შარფები თვალს სჭრიდა ანასტასიას.იმდენად გაერთო მათ დათვალიერებაში რომ სიფრთხილე სულ დაავიწყდა.აქაურობამ და მისმა სილამაზემ გაიტაცა. თვალებგაფართოებული შესცქეროდა და თავი უცებ შუაგულ არაბეთში წარმოიდგინა.საოცრება იყო ეს ყველაფერი.მაღაზიების წინ ჩამოკიდებული ჭრელა-ჭრულა შიფონის შარფებს ხელით ეხებოდა, ნაზად ეფერებოდა,სახეზე მიიფარებდა როგორც სხვა ქალებს ეკეთათ და სულ უფრო იძირებოდა მაჰმადიანური სამყაროს სილამაზეში.
არც ხმაურს აქცევდა ყურადღებას. იქნებ ამიტომ ვერ შენიშნა როგორ მიჰყვებოდა ჩუმად მისთვის უცნობი მამაკაცი, რომელსაც აშკარად არ ჰქონდა კარგი განზრახვა.ჯერ კიდევ ბაზრის შესასვლელთან შეამჩნია უცხო გოგო და იქიდან მიაქცია ყურადღება.
ანასტასიამ მორიგი კოსტუმი მიიზომა ტანზე და სარკეში ჩაიხედა.უეცრად წელზე რაღაც ცივი იგრძნო და მის უკან სარკეში უცნობი მამაკაცი დალანდა,შიშისგან შეჰკივლა და კაბას ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა. მამაკაცი მისთვის უცნობ ენაზე დაელაპარაკა.ვერაფერი გაიგო და რუსულად უპასუხა.
არაფერი მაქვს,რა გინდა ჩემგან?
-შენ.არ გაინძრე,არ იყვირო და გამომყევი მშვიდად,თორემ ამ დანას შენს სხეულში მივუჩენ ადგილს. დამტვრეული რუსულით უთხრა მან.
-კარგი,-თავი დაუქნია ანასტასიამ და კაბა ადგილზე დააბრუნა.კაცმა ხელი ჩაჰკიდა და გასასვლელისკენ წაათრია.მაშინვე ინანა გაქცევა, რადგან წარმოდგენა არ ჰქონდა სად წაიყვანდა კაცი.ერთი რამ ზუსტად იცოდა რომ კარგი ისევ არაფერი ელოდა.
რაც უფრო გადიოდნენ აქედან,მით უფრო ვიწროვდებოდა ქუჩა და საშიში ხდებოდა.სახლებიც უფრო ნაკლები იყო.
-სად მიგყავარ?რას მიპირებ?-ხელის განთავისუფლებას ცდილობდა ანასტასია და უძალიანდებოდა თავდამსხმელს.
-ფეხი გამოადგი.შენში იმდენს გადაიხდიან რომ აქედან წასვლას შევძლებ,გამდიდრების შანსი მაქვს და ხელიდან არ გავუშვებ.
-გგონია რომ ჩემი ოჯახი თანხას გადაგიხდის?
-შენი ოჯახი თუ არა,საკმარისი ხალხი არსებობს,ვინც შენისთანა გოგოს დაუფიქრებლად იყიდის.
-თავხედო..მონების გაყიდვა უკვე დიდი ხანია აიკრძალა.-იყვირა და კიდევ ერთხელ შეეცადა თავის დახსნას,თუმცა კაცი არ უშვებდა.
-გაჩერდი.-უყვირა მანაც და ხელი მოუქნია,კიდევ ერთხელ შეხვდა ანასტასიას სახე მამაკაცის დაუნდობელ მუშტს მედგრად.ის იყო კიდევ მოიქნია,რომ ხელი ჰაერშივე გაუშეშდა.გოგომ თვალები დახუჭა და თავი ინსტიქტურად დახარა.თუმცა მისთვის არავის დაურტყავს,მეტიც განთავისუფლება იგრძნო. თვალები რომ გაახილა მის წინ იბრაჰიმი იდგა, თავდასხმელი კი უგონოდ ეგდო ძირს.
ვერ გაიგო რა ექნა.როგორ მოქცეულიყო.გაეღიმა თუ ეტირა. თუმცა მადლობის გადახდა მაინც საჭირო იყო.მოემზადა კიდეც ამისთვის მაგრამ იბრაჰიმმა დაასწრო. -გაჩუმდი და გამომყევი.-მკლავში სწვდა და იქიდან თითქმის სირბილით წამოიყვანა.მანქანა ახლოს ჰყავდა გაჩერებული.ძალით ჩატენა შიგნით და სანამ თვითონაც ჩაჯდებოდა მკაცრად უთხრა.
-კიდევ ერთხელ ეცდები გაქცევას და იმაზე უარესი დაემართება ვიდრე ახმედი გიპირებდა ან ეს კაცი. სიცოცხლეს სანანებელს გაგიხდი.
-შენგან მეტს არც ველოდი.ცივსისხლიანი მკვლელი ხარ. ნაძირალა,არაკაცი. -გამოსცრა ანასტასიამ ზიზღით.
-ის ვარ რაც ვარ,ასე რომ ეგ ძველია, ახალი არაფერი გითქვამს.-უყვირა ბიჭმაც.
-ესეგი თავი სუპერგმირი არ გგონია.
-სუპერგმირები მხოლოდ ფილმებში არსებობენ.რეალობა გაცილებით საშიშია.ეს დამნაშავეთა სამყაროა. მე კი ამ სამყაროს შემადგენელი ნაწილი ვარ.
-ხოდა სწორედ ეგაა საშინელება,რომ ეს სამყარო იძულებულს გხდის ფეხი აუწყო მას და ღრმად ჩაეფლო.
-მემგონი დაგავიწყდა რომ შენი ოჯახიც იგივეს აკეთებს.
-არ დამვიწყებია და არც მათ გამართლებას ვაპირებ.მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნები,ძალადობა და შავი სამყაროს წევრობა დანაშაულია.
იბრაჰიმს აღარაფერი უთქვამს,რადგან ანასტასიამ სახე აქცია და სავარძელში გასწორდა.ქურთუკი მიაწოდა,ღვედი შეიკარიო მიაძახა და ხმაურით მიუხურა კარი.მერე თვითონაც ჩაჯდა და მანქანა ადგილს მოსწყვიტა.
გადარჩენის ინსტიქტი ანასტასიას აიძულებდა გაქცევაზე ეფიქრა,მაგრამ იმასაც ეშინოდა რაც უკვე მოხდა. იქნებ აღარ გამართლებოდა და მართლა უარესი ადამიანების ხელში აღმოჩენილიყო.სანამ ბიჭი მანქანის მართვით იყო დაკავებული,ის სალონს ათვალიერებდა, რომ რამე ნივთი ეპოვა რაც გაქცევაში დაეხმარებოდა.
ამასობაში სახლს მიუახლოვდნენ, აბდულაევმა მანქანა შეანელა და კართან გაჩერდა,სწორედ ამ დროს ანასტასიამ დრო იხელთა,იქვე დადებულ საწერ კალამს დასწვდა და მარჯვენა ხელის ზურგზე მთელი ძალით ჩაარჭო.იბრაჰიმმა მთელი ხმით იღრიალა და საჭეს ხელი გაუშვა. სანამ გონს მოვიდა გოგო უკვე ქუჩაში გარბოდა.ხმამაღლა შეიკურთხა და უკან დაედევნა.არად აგდებდნენ ხალხის გაოცებულ მზერას.ზოგი საერთოდ მოწიწებით ერიდებოდა ბატონს.
გარბოდა ანა და მისდევდა ბიჭი.სულ უფრო მცირდებოდა მანძილი მათ შორის.მეორე ქუჩის ბოლოში დაეწია და მხრებში ჩაავლო ძლიერად ხელი, ანასტასიამ გაიბრძოლა და ასე ძიძგილაობაში გასტანა რამდენიმე წამმა.მიხვდა ბიჭი რომ ვერ იმორჩილებდა,დაზიანებული ხელი შემართა დასარტყმელად,მაგრამ ჰაერშივე გააშეშა თვითონვე.ანას ისევ თვალები დაეხუჭა მოსალოდნელი დარტყმის მოლოდინში.ტკივილისგან გამწარებულმა ბიჭმა მთელი ძალით მოუქნია დაზიანებული ხელი,მაგრამ მუშტად შეკრული უკანვე დაუშვა. თვალები მაგრად დახუჭა,თავი რამდენჯერმე გააქნია,თითქოს გონს მოსვლას ცდილობს,მერე კი გოგოს ჯიუტად შეხედა და მკაცრად უთხრა.
-უკანასკნელად ცდილობ გაქცევას, ამის შემდეგ თუ იგივეს ისევ შეეცდები, ვფიცავ ტყვიას ადგილზევე დაგახლი.
-მკვლელო,ცივსისხლიანო მკვლელო, მეზიზღები,მძულხარ..-მთელი გზა ამას ყვიროდა გოგო.იბრაჰიმმა ტომარასავით მოიკიდა ზურგზე და ისე წაიყვანა სახლისკენ.არად აგდებდა
მის ყვირილს და ზურგში მუშტებს.
როგორც კი ეზოში შევიდა,მაშინვე ალის უხმო და გასაღები სთხოვა.
-ბატონო ის ხომ საშინელი სარდაფია.
-ჭკუას ისწავლის.-იყვირა მოთმინება დაკარგულმა.რაზეც ალი შეხტა და სწრაფად მიაწოდა რკინის გრძელი გასაღები.
-სად მიგყავარ?რას მიპირებ? -ყვიროდა გოგო და წინააღმდეგობას უწევდა.
-კარგად მოქცევა შენზე არ ჭრის,ასე რომ რამდენიმე დღეს მოგცემ დასაფიქრებლად და გონს მოსასვლელად.მერე ვნახოთ რას იზავ.
იბრაჰიმმა გასაღები გამოსტაცა ალის და ეზო გადაკვეთა,თან გაიყოლა ანასტასია და იმ ადგილისკენ წავიდა, რომელიც გოგომ ფანჯრიდან დაინახა ცოტა ხნის წინ.სვეტებს შორის გაიარეს და მუქი ხის კარის წინ გაჩერდნენ.გასაღები საკეტს მოარგო ბიჭმა და რამდენჯერმე გადაატრიალა.
კარი ჭრაჭუნით გაიღო.გოგო შიგნით უსულო ნივთივით შეაგდო და სანამ გონს მოვიდოდა ისევ გადაკეტა კარი.
ანატასიამ ბრახუნი და ყვირილი ერთდროულად ატეხა,მაგრამ იბრაჰიმს აღარაფერი ესმოდა.ის უკვე უკან დაბრუნებულიყო და დაცვას ახალ განკარგულებას აძლევდა. ისინი რომ დაითხოვა ალის მიუბრუნდა.
-მხოლოდ საჭმელს მიუტან,დილას და საღამოს.არც საწოლი,არც სითბო და არც არანაირი კომფორტი.
-კი მაგრამ ბატონო ის ხომ ქალია?ნაზი სუსტი არსება?
-მაგ სუსტმა არსება ჯერ ამ სახლიდან გაქცევა მოახერხა,მერე ჩემი მანქანიდან და ეს დამიტოვა საჩუქრად,-ხელი ასწია და ალის დაანახა ჭრილობა,საიდანაც სისხლი ჯერ კიდევ მოდიოდა.
-იქნებ მაინც არ ღირდეს..
-ვერ დააფასა კომფორტი და ის რაც ჰქონდა.ახლა ცოტა ხანს იქ იყოს,რომ იმ კარგის დაფასება ისწავლოს რასაც ცხოვრება აძლევს.
-როგორც იტყვით…
-წავალ დავისვენებ.ჰო,კიდევ, -მიუბრუნდა ისევ ალის.-საღამოს შეხვედრაზე ჯამალთან ერთად შენ წახვალ და ჩემი სახელით მოლაპარაკებას თქვენ აწარმოებთ.
-როგორც იტყვით ბატონო.მშვიდობიან საღამოს გისურვებთ.
იბრაჰიმს უკან აღარ მიუხედავს, სახლში შევიდა და პირდაპირ თავისი ოთახისკენ აიღო გეზი,გზად კი სამზარეულოდან ერთი ბოთლი ალკოჰოლური სასმელი წაიღო…
ჩაბნელებულ ოთახში იჯდა და ფიქრებს მისცემოდა,წარსული თავს არ ანებებდა.გოგოს სახით დაუბრუნა და ახლა კიდევ ერთი გამოცდის ჩაბარება უწევდა.მარტივი არ იყო ისე მოქცევა რომ არც თვითონ დამწვარიყო და არც გოგო ჩაითრია ამ მორევში.ეს არ იყო სიყვარული და არც ეშინოდა ამის რომ მათ შორის გრძნობა გაჩნდებოდა.მას გაცილებით უფრო საშიში რამის- სიძულვილის წარმოშობის და მერე ამ საშინელი გრძნობის მორევში ჩათრევის და განადგურების შიში აწამებდა.ეს ხომ ერთხელ უკვე გამოიარა და ტრაგიკული დასასრული ჰქონდა. ამას გარდა არსებობდა აჰმედიც,რომელიც ხელსაყრელ დროს ეძებდა გოგოს ხელში ჩასაგდებად და მისთვის ზურგში ლახვარის ჩასარტყმელად. ეს კარგად იცოდა და ამიტომ ჰყავდა გვერდით და ახლოს.მამის დარიგება ბავშვობაში რომ მტერი ახლოს ჰყოლოდა კარგად ჰქონდა გათავისებული.განსაკუთრებით ისეთი მტერი,რომელიც ოჯახის წევრი იყო…
შურს შეეძლო იმდენად დაებრმავებინა ადამიანი,რომ საღი აზროვნების უნარი წაერთმია და მისი დამორჩილება მერე გაცილებით საშიში იყო…
******
ზურგს უკან დახურული კარი ტყვეობის კიდევ ერთი დღის დასაწყისი იყო. დასასრული კი დარწმუნებული იყო რომ სიკვდილი იქნებოდა.ამაოდ აბრახუნებდა მუშტებად შეკრულ ხელებს.ხის სქელი კარი ახშობდა მას და გარეთ არაფერი ისმოდა.ბოლოს ყვირილი რომ მობეზრდა და ხელებიც საკმაოდ ეტკინა,დანებდა და ზურგით მიეყრდნო კარზე.უნებურად გადმოსცვივდა ცრემლები.უღონოდ ჩასრიალდა კარზე და იატაკზე აღმოჩნდა. ხელები მოკეცილ მუხლებს შემოხვია და შუბლით დაეყრდნო.
ცდილობდა სასიამოვნო მოგონებები გაეხსენებინა,რომ სასოწარკვეთას არ მისცემოდა და არ გამტყდარიყო… რომ ის მამაცი ანასტასია ჭინჭარაული, რომელიც მის შიგნით ცხოვრობდა, საბოლოოდ არ დანგრეულიყო.
რამდენი ხანი გავიდა ასე არ იცოდა. დროის შეგრძნება უკვე დაკარგული ჰქონდა.ცრემლი თავისით შეწყდა. რამდენი ეცადა,მაგრამ საცრემლე ჯირკვლებმაც კი უარი განუცხადეს მის ნებას დაჰყოლოდნენ…
შესცივდა.უცებ ძალიან შესცივდა.ისე ააკანკალა,ცახცახი დაიწყო,ოღონდ ეს სიცივის ბრალი არ იყო.ეს ნერვული შეტევა იყო,რომელიც რამდენიმე წუთის უკანდელ მდგომარეობას მოჰყვა.
-ვერ მომერევი,ვერ გამტეხავ,ვერ დამამარცხებ.-შეუძახა თავს,ბიჭის მიერ მიცემული ქურთუკი შეიკრადა ფეხზე წამოდგა.სუნამოს სურნელმა ცხვირია ნესტოებში შეუღიტინა და რაღაცნაირი შეგრძნება დაუტოვა.მაგრამ სწრადაფვე უკუაგდო ის აზრები,რაც ტვინში აფუთფუთებას იწყებდა.
ნესტიან და ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში წინ და უკან სიარულს მოჰყვა.იქნებ როგორმე გამთბარიყო. გათბობა არ იყო,ქურთუკი ვერ ათბობდა.სიცივე აქაც ატანდა. გასათბობად ერთი სიძველისგან გაცრეცილი პლედი იდო,რომლის აღება და ტანზე მოხვევა შეხედვითაც კი შეეზარა.მორყეულმა რკინის საწოლმა კი დაჯდომისას ისეთი ხმა გამოსცა, უცებ წამოხტა შეშინებული, თუმცა მერე უკანვე ჩამოჯდა და როცა უკვე სიცივემ ძვალსა და რბილში შეაღწია, წამოწოლაც ინება და იმ პლედის დაფარებაც.მერე ბუნებამ თავისი გაიტანა და ღრმა ძილმა წაიღო…
დილით კარის საკეტის ხმამ გააღვიძა.ნელა გაახილა თვალი.ალი დაინახა საჭმლით ხელში ორ ახმახთან ერთად.თავის დაზღვევის მიზნით იბრაჰიმმა გამოაყოლა ისინი.
ალიმ საჭმელი წინ დაუდო პატარა, ოთხფეხა სკამზე და წასასვლელად მობრუნდა.
-წაიღე,მაინც არ შევჭამ.-მოესმა გოგოს ხმა ზურგსუკან.
-გირჩევ შეჭამო.მშიერი ხარ და თან ხვალ დილამდე აღარაფერს მოგიტანენ.
-მერე რაა.რა აზრი აქვს ამ ყველაფრის მოტანას?ან რა აზრი აქვს შევჭამ თუ არა?
-გადარჩენა თუ გინდა მოგიწევს.-ისე უპასუხა ალიმ,არც მოუხედავს მისკენ.
-და თუ არ მინდა გადარჩენა?
-სანამ ცოცხალი ხარ,ესეგი შანსი გაქვს რომ გადარჩე და ისე ნუ იზავ რომ სიკვდილი სანატრებელი გაგიხდეს. რადგან მაშინ როცა სიცოცხლე მოგინდება შეიძლება გვიანი იყოს.
ალის აღარაფერი უთქვამს და არც პასუხს დალოდებია,ისე გავიდა იქიდან. ანასტასიამ ნათქვამი გვიან გაიაზრა და ერთ ადგილას გაქვავებულივით იდგა,მერე უკან-უკან წავიდა და საწოლზე ჩამოჯდა. საჭმელს გადახედა,თუმცა პირი მაინც არ დაუკარებია.
******
ანასტასიასგან ალი კიდევ უფრო ჩაფიქრებული გამოვიდა.ეზოში ისე მიდიოდა,ვერავის ამჩნევდა.მხოლოდ რამდენიმე დაძახების შემდეგ გაიგო იბრაჰიმის ხმა და გაჩერდა.
-ალი მშვიდობაა?-ჰკითხა და გვერდით ამოუდგა.
-დიახ ბატონო.
-ცოტა ხანს დაივიწყე რომ ბატონი ვარ და გულახდილად დამელაპარაკე.
-მართლა არაფერი ხდება.
-ალი…
-კარგი,გეტყვით,მაგრამ არ გაბრაზდეთ.ის გოგო იქ ცოდოა, გაცივდება,თან იქ საშიშია მისთვის.
-ამაზე აღარაფერი მითხრა.ცოტა ხანს იქ იყოს,გონს მოეგოს და ჭკუა ისწავლოს,რომ მეორედ იგივე აღარ გაბედოს.
-როგორც იტყვით,მაგრამ ამავე დროს წარსული და იქ დაშვებული შეცდომები არ დაივიწყოთ.
-ალი…-სახე შეეცვალა იბრაჰიმს
-თქვენ მაიძულეთ მე ეს მეთქვა.-თავი დახარა და გაჩუმდა.
-იმედია არ ჩხუბობთ,-თავზე წამოადგათ აჰმედი დამცინავი ღიმილით.
-საჩხუბარი არაფერი გვაქვს ბიძაშვილო.
-შორიდან ასე ჩანდა.თუმცა ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს.უფრო მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს.
-მე წავალ.
-დარჩი ალი,შენი დახმარება დაგვჭირდება,საღამოს სტუმრები გვეყოლება.რაშიდს უნდა სტუმრობა თავის ხალხთან ერთად.
-ახლა ამის დრო არ არის.სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს.
-ესეც მნიშვნელოვანია,არ დაგავიწყდეს ის ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორია.
-ჯანდაბას,იყოს ისე როგორც გინდათ. ალი ჯამალი მოძებნე და საღამოსთვის მზადება დაიწყეთ.მე საქმეებზე გავდივარ.შენც მოდიხარ. -მიუბრუნდა ახმედს.
-მე რა უნდა გავაკეთო იქ?
-უბრალოდ იქ იქნები და ხმას არ ამოიღებ,სანამ ამის საჭიროება არ შეიქმნება.
-გამოდის რომ მეც იმ დონეზე დავეშვი შენს თვალში,როგორზეც ალი და ჯამალი.
-შეცდომებს არ ან გვიან ვპატიობ ხომ იცი ეს?
-კარგი,თავი დაუქნია ნაძალადევად აჰმედმა და უკან გაჰყვა.იცოდა ასეთ დროს მასთან დაპირისპირება კარგს არაფერს მოუტანდა და უნდა დამორჩილებოდა.მის დასამარცხებლად ხელსაყრელი დრო კი ჯერ არ დამდგარიყო.
******
შეხვედრამ საშინლად ჩაიარა და ისედაც უხასიათოდ მყოფს,კიდევ უფრო მეტად მოეშხამა ხასიათი.ახლა მისი საქონლის ტრანსპორტირების ბედი საღამოს სტუმრებზე იყო დამოკიდებული.ეს სულაც არ მოსწონდა,მაგრამ სხვა გზა ამ ეტაპზე არ იყო.ბოლო დროს სრულიად აირია ბაზარი.ცალკე საქართველოში ამბობდა ჯიუტად უარს გაბრიელ ფიცხელაური ნარკოტიკების ტრანსპორტირებაზე და აქეთ კიდევ გატანა გახდა პრობლემა ქვეყნის გარეთ.
საღამომდე კაბინეტში იჯდა და გეგმებს სახავდა გონებაში.თუმცა გარეთ შექმნილი აურზაური ხელს უშლიდა ამაში.
სტუმრების დასახვედრად ემზადებოდნენ. დაცვაც გაძლიერებული იყო.მომსახურე პერსონალი მომრავლებული.
საღამოს ალიმ ამცნო რომ ყველაფერი მზად იყო,ისე როგორც ის ისურვებდა და წუთი-წუთზე სტუმრები მოვიდოდნენ…
ეზოდან მანქანების ხმაური რომ მოესმა,მიხვდა ისინიც მოსულიყვნენ და ალის დაძახილს არ დალოდებია, კაბინეტიდან გამოვიდა და სტუმრებს უზარმაზარ მისაღებში შეეგება.
-იბრაჰიმ,ჩემო ძვირფასო პარტნიორო და მეგობარო,-რაშიდმა მის დანახვაზე ხელები ფართოდ გაშალა და გულმხურვალედ ჩაეხუტა.-როგორ ხარ?
თავად როგორ გიკითხოთ რაშიდ ბატონო?ვფიქრობ ჩემმა ხალხმა კარგი დახვედრა მოგიწყო.
-როგორც ყოველთვის შესანიშნავი. მერე გაშლილ სუფრას გადახედა და დაამატა.-ალბათ ვახშამიც ისეთივე კარგი იქნება,როგორიც თქვენი ჰარამხანა. შესანიშნავი ქალები გყავთ. უჩურჩულა ყურში.
-შენსას ვერ შეედრება.შენი ასაკი და გამოცდილება გაცილებით მაღალია ამ საკითხში.-გაუღიმა და შეაქო უკვე ასაკს შეპარული პარტნიორი.რაშიდი კმაყოფილებისგან მხრებში გაიშალა.
-მგონი დროა სუფრას მივუსხდეთ.
რამდენიმე წუთში უკვე სუფრასთან ისხდნენ და გემრიელი ვახშამს შეექცეოდნენ.სუფრა მართლაც შესაშური იყო.არაფერი აკლდა აქაურობას.რაშიდი და მისი თანმხლები პირები მადიანად ილუკმებოდნენ.თან სხვადასხვა თემებზე საუბრობდნენ და იუმორსაც ურევდნენ. ახმედიც უჩვეულოდ მხიარული იყო. იბრაჰიმი ჩუმად იჯდა სუფრის თავში და ხმას არ იღებდა. უგემურად მიირთმევდა საჭმელს და უაზროდ ეჩვენებოდა ის იუმორი,რისი მომსწრეც იყო.
-დროა საქმეზე გადავიდეთ.-ჭამა შეწყვიტა რაშიდმა და იბრაჰიმს შეხედა.
-მეც ეს მინდა,უბრალოდ არ მინდოდა ვახშამი შეგეწყვიტა.
-აბა ჩემო იბრაჰიმ,რა ხდება ჩვენს საერთო ბიზნესთან დაკავშირებით?
-ზოგიერთი პარტნიორი ისე გათავხედდა, რომ უარი განაცხადა ჩვენთან თანამშრომლობაზე.აშკარაა ვიღაც გამოჩნდა ისეთი,ვინც მათ აგულიანებს, თუმცა ღიად არ ჩანს და ფარულად მოქმედებს.
-შენ იცი მისი ვინაობა?
-ჯერ ვერ გავარკვიე.მაგრამ ეს პატარა პაიკები იმდენად არიან გადიდგულებულები,რომ გაბედეს და შეკრებაზე დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს.
-ანუ მტრები გაგიჩნდა იბრაჰიმ?- ჩაეცინა რაშიდს.-თუ გინდა ჩემი ხალხი მიხედავს მათ.
-ამ საკითხს მოვაგვარებ.მე უფრო ის მინდა შენგან ვიცოდე საქონელს ისევ ისე გაიტან აზიაში?
-აუცილებლად.მაგრამ არსებობს ერთი პირობა.ვინაიდან ჯერჯერობით შენს ერთადერთ პარტნიორად ვითვლები, მინდა ჩემი წილი გაიზარდოს შენი საერთო შემოსავლიდან.-ჯიუტად გაუსწორა თვალი აბდულაევს.
-სიტუაციით სარგებლობ?-არც მან მოაშორა თვალი.
-ჩვენს ბიზნესში მუდმივი არაფერია. ასე რომ გადაწყვეტილება შენ უნდა მიიღო. -გაეცინა მას და იმ წამს შემოსული მომტანი გოგონა მშიერი თვალებით შეათვალიერა.
-ან მეორე შემოთავაზება მაქვს-ის გოგო მომეცი,ჩაკეტილი რომ გყავს ჩვენი შეთანხმების გასამყარებლად.- დაამატა რაშიდმა და მიმტანს, რომელმაც მაგიდაზე ტკბილეული დადო,საჯდომზე ააყოლა ხელი,მერე კი მსუბუქად შემოსცხო.გოგომ შეჰკივლა და შეშინებული გახტა უკან.
-ნუ გეშინია ძვირფასო,დარწმუნებული ვარ ეს შენთვის პირველი არ იქნება. - საზიზღრად ჩაიცინა და ტუჩები გაილოკა. სუფრაზე მსხდომი სიცილი ატეხეს.არავის შეუმჩნევია როგორ აემღვრა თვალები აბდულაევს.ეს მისი შეურაწყოფა იყო და ამასთანავე გოგო ისე საცოდავად იდგა მობუზული შიშისგან უარესის მოლოდინში. დანას ხელი წამოავლი და რაშიდს პირდაპირ ხელის ზურგზე ჩაასო,რომელიც თითებს ათამაშებდა მაგიდაზე.მისმა ყვირილმა გააყრუა იქაურობა.ხმაურზე ორივე მხარის დაცვა შემოცვივდა და იარაღები შემართეს.ერთმანეთს დაუმიზნეს.ახმედს სიცილი სახეზე შეეყინა ბიძაშვილის მოქმედების გამო.
-ჩემს სახლში ქალის შეურაწყოფას ვერავინ გაბედავს,-იყვირა მოთმინება დაკარგულმა და ფეხზე წამოდგა.- მშვიდობით მოხვედი და მშვიდობით წადი რაშიდ.
-მშვიდობა გინდა მომხდარის შემდეგ? -ცოტა დამშვიდდა და სისხლიანი ხელი ხელსახოცით გადაიხვია,თუმცა სისხლი მაინც ჟონავდა.
-შენ გადაწყვიტე.მე ზუსტად ვიცი რომ ამის მომხრე ვარ.
-ვიღაც გადამთიელი ქალების გამო ჩვენს შეთანხმებას ეჭვის ქვეშ აყენებ?
-ისინიც ადამიანები არიან,ისეთივე ადამიანები როგორებიც ჩვენი დედები, დები,დეიდები ან ცოლები.
-შენი ნებაა.დღეიდან შეგიძლია ახალი პარტნიორი მოძებნო.-იყვირა რაშიდმა და წასასვლელად მოემზადა.
-მოიცადე,სად მიდიხარ,ასე არ შეიძლება. -ჩაერია ახმედი და რაშიდს უკან გამოეკიდა.იბრაჰიმმა ალის ანიშნა იარაღი დაუშვით და სტუმრები გააცილეთო.თვითონ კი სკამზე ჩამოჯდა და მარტოდ დარჩენილმა სუფრას შეავლო თვალი.მერე გაბრაზებულმა დაარტყა მაგიდას მუშტი და წინ მდგომი ჭიქა კედლისკენ გაუყენა გზას.ახლა კიდევ უფრო მეტი პრობლემა ჰქონდა და მათი მოგვარება საიდან უნდა დაეწყო წარმოდგენა არ ჰქონდა…
*******
ზამთრის პირველ დღეს თოვლით შეხვდა აზერბაიჯანის მთიანი მხარე.ყინვა განსაკუთრებით საშიში გახდა.გზები მოიყინა და გადაადგილება ჭირდა.ხალხმაც სახლებს მიაშურა და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გამოდიოდნენ გარეთ.
სწორედ ასეთ ამინდში,გამთენიისას შავი ჯიპი საშუალო სიჩქარით მოძრაობდა ქალაქის მთავარ ქუჩაზე. მერე უცებ გადაუხვია და რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ მაღალ რკინის ჭიშკარში გაუჩინარდა.
ჩაბნელებულ ვილაში მხოლოდ ერთ ფანჯარაში ენთო შუქი.სახლში აშკარად ელოდნენ.
მანქანიდან ალი და ჯამალი გადმოვიდნენ ორ ახმახთან ერთად და შიგნით შევიდნენ.
მათ დაბრუნებას იბრაჰიმი გამალებით ელოდა ბოლო ერთი კვირა და აი,ეს დღეც დადგა.მოკლე მისალმების შემდეგ, აბდულაევმა ყველას თავის წილი გადაუხადა.სქელი დასტა მიანიშნებდა რომ თანხა საკმაოდ სოლიდური იყო.მერე ის ორი გაუშვა,ალი და ჯამალი კი დაიტოვა.
-ყველაფერი მართლა ბოლომდე მოგვარდა?
-დიახ ბატონო,საქონელი დანიშნულების ადგილამდე ჩავიტანეთ.მყიდველმა ის უსაფრთხოდ გადაიტანა საზღვარზე. -მოახსენა ჯამალმა.
-თქვენ რომ არ მყავდეთ და თქვენ რომ არ შემოგეთავაზებინათ ეს იდეა, ახლა საკმაოდ რთულად იქნებოდა საქმე.
-მართალია ეს პარტია გადავიტანეთ, მაგრამ ასე ვერ გავაგრძელებთ.ახლა გაგვიმართლა,თუმცა ყოველთვის ვერ გაგვიმათლებს.რა იქნება ხვალ?ზეგ? იმის მომდევმო დღეს?ჩვენ ამ საქმეში ვერ ჩავერთვებით მუდმივად.უნდა ვიპოვოთ ის პიროვნება,ვინც იმათ შენს წინააღმდეგ ამხედრებს,რომ მერე ყველაფერი ძველ ადგილს დაუბრუნდეს.
-აუცილებლად ვიპოვით ალი.მაგრამ მოთმინება გვჭირდება.ამ საქმეში ვერ ავჩქარდებით.თანაც დრო გადის და გოგოს ამბავი ისევ მოუგვარებელი მრჩება.-თავი გადააქნია იბრაჰიმმა.
-იქნებ დრო მოვიდა საქართველოში დავრეკოთ?თუ მის ბიძაშვილთან მოლაპარაკებას შევძლებთ,მას გავუშვებთ და ეს პრობლემა მოგშორდება.-აზრი გამოთქვა ჯამალმა.მაგრამ ალიმ ისეთი სახით შეხედა,მაშინვე ინანა რაც თქვა. იბრაჰიმს არ გამოჰპარვია ეს.
-ალი რა ხდება?რამეს მიმალავ?
-არა.-სწრაფად იუარა ბიჭმა.თუმცა თვალი აარიდა ბატონს.
-ალი.-ხმა გაიმკაცრა მან.
-უთხარი.-შეაგულიანმა ჯამალმა.
-შეგიყვარდა?-ჰკითხა აბდულაევმა.
-არა.არა.-იყვირა უცებ.
-აბა რა ხდება?
-გოგო რომ გაუშვათ და უკან დააბრუნოთ, მას ბატონი ახმედი არ მოეშვება. შემთხვევით ტელეფონზე მოვისმინე მისი საუბარი.ვიღაცას ეუბნებოდა რომ მას ხელში აუცილებლად ჩაიგდებდა.
-ესეგი ჩემს წინააღმდეგ აპირებს წასვლას?გასაგებია ყველაფერი. მადლობა ყველაფრისთვის.მას მე მივხედავ.ახლა წადით,დაისვენეთ. ყველაფერზე კარგად დავფიქრდები, სამოქმედო გეგმას დავაწყობ და გაგაგებინებთ.
ორივე სწრაფად წამოდგა. გადაღლილები იყვნენ.ახლა ნამდვილად სჭირდებოდათ დასვენება.ამის წინააღმდეგები არ ყოფილან.ბატონს დაემშვიდობნენ და სახლებში წავიდნენ.
იბრაჰიმი ცოტა ხანს ისევ კაბინეტში იყო.ფიქრობდა.ფიქრობდა ძალიან ბევრს.უამრავ იდეასთან გამკლავება უწევდა.ცდილობდა ისეთები აერჩია რაც რეალურად გამოადგებოდა. ბოლოს საშინლად გაბრაზდა რომ ძაფივით აბურდულ ფიქრებს სათავე ვერ უპოვა. ასეთი რამ იშვიათად ემართებოდა. იმდენად იშვიათად რომ ამის გააზრებამ ძალიან გააბრაზა.
მერე უცებ წამოხტა,თითქოს რაღაც გაახსენდაო და კაბინეტიდან გავარდა. სწრაფად გაიარა ეზო და იმ სარდაფს მიადგა,სადაც ანასტასია იყო გამოკეტილი.საკეტს გასაღები მოარგო და გადაატრიალა.ის იყო უნდა გაეღო,რომ ვიღაც ხელზე წასწვდა. გაბრაზებულმა მოიხედა და ხელში ალი შერჩა.
-აქ რას აკეთებ ალი?სახლში ხომ გაგიშვი?-ჰკითხს გაოცებულმა.
-სანამ წავიდოდი,მისი ნახვა მინდოდა.
-შენ მასზე ძალიან ღელავ.
-რა თქმა უნდა ვღელავ.ერთი კვირაა საჭმელი არ უჭამია.აქცევს და აგრესიულია. ასე თუ გააგრძელა, შეიძლება თავს რამე დაუშავოს,თუ მანამდე არაფერი დაემართა.
იბრაჰიმს არაფერი უთქვამს. გაბრაზებულმა შეგლიჯა კარები და საწოლზე მწოლიარე ანასტასიას თავზე წამოადგა.გოგო აშკარად არ იყო კარგად და ეს მაშინვე შეამჩნია მის გაფითრებულ სახეზე.თითქოს გამხდარი იყო.
-რატომ არ ჭამ?-ჰკითხა მკაცრად.
ანასტასიამ ხმა არ გასცა.
-რომ გეკითხები მიპასუხე.
-მირჩევნია მოვკვდე,ვიდრე შენგან სამადლოდ მოგდებული საჭმელი ვჭამო.
-შენ სიცოცხლე ასე მოგბეზრდა?
-ასე ძაღლივით თუ უნდა გყავდე დამწყვდეული,რათ მინდა სიცოცხლე?
-ამას შენთვის ვაკეთებ.
-რა სასაცილო ხარ.-ირონიულად ჩაეცინა გოგოს.-მართლა გგონია ამას დავიჯერებ?
-ნუ დაიჯერებ.მიდი,სანამ აქ ვარ აიღე კოვზი და ჭამე.
-არ მინდა.-იყვირა და ხელი ჰკრა თეფშს, ძირს გადააგდო.იბრაჰიმი გაბრაზდა, იმდენად გაბრაზდა რომ ანასტასიას მკლავში ჩაავლო ხელი და იატაკზე მოისროლა.
-იმის დაფასებაც კი არ შეგიძლია,რაც გაქვს.უმადური ხარ.წარმოდგენაც კი არ გაქვს რამდენს ენატრება ესეთი საჭმელი ან ეს მდგომარეობა.რამდენს უნდა თუნდაც ასეთ საწოლზე იწვეს.- თავს წამომდგარი უყურებდა გაცეცხლებული. გოგო მუხლებზე იდგა და ისე შესცქეროდა იბრაჰიმს,რომ მის თვალებში ზიზღს აუცილებლად შენიშნავდით.
-როგორ მძულხარ.როგორ ვერ გიტან.
-არაუშავს,ეგ დიდად არ მადარდებს. შენი სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია,ვიდრე შენი სიძულვილი ჩემდამი.ასე რომ ან შეჭამ ან საკუთარ თავს დააბრალე რაც მოგივა.-აბდულაევი ქამარს წაეტანა და შეიხსნა.ანასტასიას გააჟრჟოლა და იმის წარმოდგენაზე რაც ელოდა, შიშისგან გასცრა.
-აბა რას იზავ?გადაწყვიტე?
გოგო იატაკზე დაგდებულ პურს წაეტანა და პირველი ლუკმა ხელით მოტეხა. უგემურად გადაუშვა პირში.
-მიხარია რომ ცუდსა და საშინელს შორის არჩევანს გონივრულად აკეთებ. -ირონიულად ჩაეცინა იბრაჰიმს და ქამარი ისევ ადგილს დაუბრუნა.
-ოდესმე აუცილებლად აღმოვჩნდებით ისეთ სიტუაციაში,რომ შენი მოკვლის შანსი გამიჩნდეს,მე კი ამას დაუფიქრებლად გავაკეთებ.-უპასუხა ანასტასიამ.
-ოდესმე მაგას თუ გააკეთებ დამიჯერე ამით მხოლოდ შვებას მომიტან.-ზურგი შეაქცია და გასასვლელისკენ წავიდა.
-მანამდე კი ეცადე არ მოკვდე და ამისთვის ძალა გქონდეს.-მიაძახა გასვლისას.კარი მიხურა თუ არა, ნათლად გაიგონა როგორ მოხვდა რაღაც და ხმაურით დაენარცხა იატაკს.
გამწარებულმა ანასტასიამ სკამს დასტაცა ხელი და კარს ესროლა. ერთი გინებაც მიაყოლა და საკუთარი თავის ძალიან გაუკვირდა.ტყვეობის განმავლობაში როგორ ნელ-ნელა იცვლებოდა.როგორ ემსგავსებოდა მისთვის უცნობ ქალებს.ასეთი სიცოცხლე უღირდა კი რამედ?ან ელოდა კი საერთოდ ნათელი მომავალი?
გადაწყვეტილება რთული არ ყოფილა. არც ბევრი უფიქრია.უკან მობრუნდა, იატაკზე დაგდებული თეფშის ნატეხი აიღო და ბასრი პირით წამში დაისვა მაჯაზე.ჯერ ოდნავი ჩხვლეტა იგრძნო,მერე აეწვა და ბოლოს კანიდან გამოჟონა მუქმა სისხლმა,ნელი ნაკადით დაიწყო დენა და ანასტასიამ ნელ-ნელა დაიწყო სიცოცხლესთან გამოთხოვება...
ნელ-ნელა ძილბურანშიც წავიდა. უცნაურმა სინათლემ მოიცვა.თითქმის უგონოდ მყოფმა ნათელში მაინც გაარჩია უცხო მამაკაცის სახე, რომელიც უახლოვდებოდა და სულ უფრო კარგად არჩევდა იბრაჰიმის სახეს.ისევ ისე პირქუშად უყურებდა ბიჭი საყვედურნარევი მზერით….
სინამდვილეში მართლა იბრაჰიმი იყო მის გვერდით,ხელებზე ეჯაჯგურებოდა და ტანზე შემოხეული საკუთარი პერანგის ნაგლეჯებისგან ჭრილობის შეხვევას ცდილობდა.
-სულელო,უგუნურო გოგო.ეს რა ჩაიდინე? ასეთი სუსტი როგორ აღმოჩნდი?არადა როგორი ძლიერი ჩანდი.ოჰ,ალაჰ,გთხოვ დამეხმარე. გთხოვ გადაარჩინე.არ დაუშვა იგივე განმეორდეს.-ბუტბუტებდა ბიჭი. შეხვევას რომ მორჩა,ხელში აიტაცა ბუმბულივით მსუბუქი გოგო და იქაურობა თითქმის სირბილით დატოვა…
******
ანასტასიამ მძიმედ დააშორა ერთმანეთს ქუთუთოები და გარემოს მოავლო თვალი.ისეთ მდიდრულ ოთახში იმყოფებოდა და ისეთ საწოლში იწვა, გაოცებისგან პირი დააღო.საოცარი სურნელი ჰქონდა გაფითქინებულ თეთრეულს.ნაზი მატერია მის სხეულს ეკვროდა და ერთგვარ სიამოვნებას ანიჭებდა. აშკარად დაბანილი და მოწესრიგებული იყო.თეთრი,ქათქათა ატლასის პიჟამო ჩაეცმიათ მისთვის. წამოდგომა სცადა,მაგრამ ხელებს რომ დაეყრდნო ძლიერი ტკივილი იგრძნო და უღონოდ დაეცა ისევ ბალიშზე.სახე დაემანჭა და სიმწრისგან ოფლმა დაასხა.მერე მაჯებზე დაიხედა და გაახსენდა რაც მოხდა.
-გაგიმართლა რომ ადამიანის ანატომია კარგად არ იცი და ვენას რამდენიმე მილიმეტრით ააცილე.- მოესმა და კარში იბრაჰიმი დაინახა.საჭმელებით სავსე ლანგარი ეჭირა.ოთახში შემოვიდა, ტუმბოზე დადო,ახლოს მიუწია და ჭამეო ანიშნა.
-აქ როგორ მოვხვდი?-ჰკითხა მან და თავი ძლივს შეიკავა რომ მაშინვე არ დასწვდა იმ უცნაური ცხელი წვნიანის თეფშს, საოცარი სუნი რომ ჰქონდა.
-მე მოგიყვანე.-უთხრა და წინ ჩამოუჯდა.
-შენ ხომ წახვედი?
-დიახ,წავედი.
-რატომ დაბრუნდი?
-გულმა არ მომითმინა.ვგრძნობდი ადრე თუ გვიან რაღაც სისულელეს აუცილებლად ჩაიდენდი.
ანასტასიამ დუმილით უპასუხა.
-ასეთი სუსტი არ მეგონე.
-აბა როგორი გეგონე?
-ძლიერი,მამაცი,ამაყი,მეამბოხე ქალი. ქალი რომელსაც თავისუფლებას ვერანაირი სარდაფი,გალია და საკეტი ვერ შეუზღუდავდა.
-რა საინტერესო შეფასებას ვიღებ ბოროტი,მკაცრი,ცივსისხლიანი გამტაცებლისა და მკვლელისგან. -ირონიულად უპასუხა ანასტასიამ. შეამჩნია როგორ შეეცვალა იბრაჰიმს სახე და მიხვდა მის მტკივნეულ თემას მიაგნო.
-შენ როგორც გგონია,ყველაფერი ისე არ არის.-არ უნდოდა,მაგრამ მაინც წამოსცდა თავის გასასამართლებლად რაღაც.
-აბა როგორ არის?არ მითხრა რომ ვცდები.არ მითხრა რომ არ გაგიტაცებივარ,ან ის ადამიანები არ მოგიკლავს.
-არ გეტყვი..
-ესეგი მართალი ვარ..
-ჭამე,გაცივდება…-საუბრის თემა გადაუტანა ბიჭმა.
-რამდენი ხანია აქ ვარ?
-ორი დღეა.
-და სად ვარ?
-ჩემს ოთახში.
-ესეგი შენ მომიარე და შენ ჩამაცვი ეს ყველაფერი?
-ასეთიც არ ვარ რომ შენი უსუსურობით მესარგებლა.მე ვერ გავბედავდი მაგას.-სიმორცხვე შეეტყო სახეზე ბიჭს.
-ნუთუ მართლა?-ირონია ისევ ვერ დამალა ანასტასიამ.-ამხელა სასახლის და ამდენი ხალხის პატრონს ეგ გაგიჭირდა?
-არ ვარ ის ადამიანი რომ ქალის უმწეობით და სისუსტით ვისარგებლო.
-არადა ცოტა ხნის უკან აპირებდი..
-იმიტომ რომ გაგეგო და დაგეფასებინა ის,რაც გაქვს და რასაც გაძლევენ.
-შენ მე გამიტაცე.
-ჭამე.-ისევ აარიდა თემას თავი იბრაჰიმმა.
-არ შევჭამ.
-ასე თავს მოიკლავ.
-ნუ დარდობ ჩემზე.გავუძლებ.
-ეჰ,რა სულელი ხარ.-ამოიოხრა აბდულაევმა.
-გარეთ გასვლა მინდა,სუფთა ჰაერზე.
-თუ შეჭამ,პირობას გაძლევ გაგიყვან.
-მართლა?-წამით დაავიწყდა რომ მისდამი უნდობლობის გრძნობა ჰქონდა გაჩენილი და თვალები აუციმციმდა.
-გპირდები.ახლა გასასვლელი ვარ. საღამოს რომ დავბრუნდები პირადად გაგიწევთ მეგზურობას.
ანასტასიას აღარაფერი უთქვამს.არც იბრაჰიმი გაჩერებულა დიდხანს.კარი გარედან გადაკეტა და მარტო დატოვა გოგო.მანაც ვეღარ გაუძლო და გემრიელად შეექცა მისთვის უცნობ კერძებს.
საღამოს მოუთმენლად ელოდა.უკვე დაღამდა.საათიც ათს აჩვენებდა. იმედი გადაეწურა.საკეტი რომ გაჩხაკუნდა და კარი გაიღო, სიხარულისგან ფეხზე წამოხტა.
პარკებით დატვირთული იბრაჰიმი შემოვიდა.გადაღლილი სახე ჰქონდა და ანასტასიას არ გამოჰპარვია. საწოლთან,გრძელ სკივრზე დააწყო და გოგოს მიუბრუნდა.
-ეს შენია.
-ყველაფერი?-შეხედა გაკვირვებულმა.
-დიახ,ყველაფერი.იმედია ზომებში არ შევცდი.რაც არ მოგეწონება უკან ჩააწყე და წავიღებ.
-უცნაური ვინმე ხარ.გამიტაცე, ტყვეობაში მამყოფებ და ჩემზე ისე ზრუნავ,რომ საუკეთესო ტანსაცმელი მოგაქვს.-ანასტასია უკვე პარკებში იქექებოდა და ყოველ ახალ ნივთს ტანზე იზომებდა,თან სარკის წინ ტრიალებლა.იბრაჰიმს მის ბავშვურობაზე ჩუმად ეღიმებოდა.
-გასეირნება ხომ გინდა?ვიფიქრე პიჟამოებით წამოსვლა არ იქნებოდა მიზანშეწონილი.შენი ძველი ტანსაცმელი კი ახლა სადღაც ყრია ნაგავში.
-ყოველთვის მიყვარდა საყიდლებზე სიარული და მერე სახლში ხელახლა მორგება,არ მეზარებოდა მათი ჩაცმა და სარკესთან ტრიალი.დედას ტვინს შევუჭამდი ხოლმე რომ ჩემთან ერთად დაეთვალიერებინა ყველაფერი. -უნებურად წამოსცდა,თითქოს მეგობართან ერთად ყოფილიყო.მერე უცებ გაიაზრა ვინ იდგა მის წინ და მაშინვე გაჩუმდა.
-ისევ მოგიწევს შოპინგზე წასვლა მასთან ერთად,ნუ ღელავ.-დაამშვიდა იბრაჰიმმა.-შევბრუნდები და გამოიცვალე.
-მერჩივნა გარეთ გასულიყავი,მაგრამ რადგან არ აპირებ გასვლას გამოვიცვლი.-პიჟამოს შარვალი გაიხადა,ლურჯ ჯინსს დასწვდა და სწრაფად ამოიცვა.მერე ზოლიანი სვიტერი დაინახა და ის ამოიღო პარკიდან.ზედაც გაიხადა და გადაიცვა.
იბრაჰიმი პატიოსნად იდგა ზურგშექცევით,მაგრამ მის პირდაპირ მდგომ სარკეში მთლიანად ჩანდა ანასტასიას თითოეული მოძრაობა. პირველად დაინახა მისი სხეულის ნაკვთები.ტანიც ისეთივე იდეალური იყო,როგორც სახე.
-მზად ვარ,შეგვიძლია წავიდეთ.- გამოარკვია უცებ მისმა ხმამ და მობრუნდა.თვალები შუბლზე აუვიდა და აღფრთოვანებულმა დაუფიქრებლად წამოისროლა:-შენ ყველაზე ლამაზი ტყვე ხარ.
ანასტასია დააბნია მისმა სიტყვებმა და არ იცოდა რა ექნა.ისღა მოიფიქრა რომ შებრუნდა,ფანჯარასთან მივიდა. გარეთ გაიხედა.სიბნელეში ბევრი ვერაფერი დაინახა და ფარდა უკან გადასწია.
-ახლა ვერ ამჩნევ,მაგრამ გარეთ თოვს.-უთხრა იბრაჰიმმა.
-მართლა?-ბავშვივით გაუხარდა და ჰაერში შეხტა გოგო.-მალე წავიდეთ რაა.
-თბილად ჩაიცვი.-უთხრა ბიჭმა და კარი გამოაღო…
რამდენიმე წუთში ერთმანეთის გვერდიგვერდ მიაბიჯებდნენ ეზოში და გაუკვალავ თოვლში თავის ნაკვალევს ტოვებდნენ.ისევე როგორც ერთმანეთის გულებში.თუმცა ეს იმ დროს ჯერ არ იცოდნენ.
-ჩვენთან,თბილისში ასეთი თოვლი არ იცის.მხოლოდ ოდნავ გადაათეთრებს გარემოს.
-აქ პირიქით,ცივი და მკაცრი ზამთარი იცის.
-ალბათ ხალხიც ამიტომაა ასეთი.
იბრაჰიმს ჩაეცინა.
-ასე რატომ ფიქრობ?
-რაც გამიტაცეთ,კარგად არავინ მომქცევია და სხვანაირად ვერ ვიფიქრებ.
-განა ალი და ჯამალი ცუდად გექცეოდნენ?
-არა.
-შენ კითხვებს საპირისპირო პასუხებს თვითონ სცემ.
-მაგრამ ადამიანი,ვის გვერდითაც ვდგავარ ცივსისხლიანი მკვლელია და რაც არ უნდა გააკეთოს ეს არ შეიცვლება.
-ალის და ჯამალსაც ჰყავთ ხალხი მოკლული.
-ისინი იძულებულები არიან ეს გააკეთონ შენი ბრძანებით.-მათი გამართლება სცადა ანასტასიამ.
-იძულებით ვერავინ ვერავის ვერაფერს გააკეთებინებს,თუ მას არ უნდა.არც შენ არ ხარ აქ იძულებით.
-როგორ არ ვარ?შენ რომ ბრძანება არ გაგეცა,არ გამიტაცებდნენ და აქ არ ვიქნებოდი გამოკეტილი.ამდენ რამეს არ გადავიტანდი.
-დრო მოვა და მადლობას მეტყვი რომ დაგეხმარე და ისეთ ქალად იქეცი, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდი.
-არასოდეს,გესმის?არასდროს შეიცვლება ჩემი გრძნობა და დამოკიდებულება შენს მიმართ. ყოველთვის როცა შემოგხედავ ზიზღს და სიძულვილს გამოიწვევ ჩემში. ვერასოდეს დავივიწყებ რაც გამიკეთე ოთახში,როგორ დამამცირე,როგორ გათელე ფეხქვეშ ჩემი სიამაყე და ადამიანობა.ვერასოდეს დავივიწყებ რასაც აკეთებ,მხოლოდ იმიტომ რომ სინდისი დაიმშვიდო,მაგრამ არაფერი გამოგივა.
-მნიშვნელობა არ აქვს შენ რას ფიქრობ ან იფიქრებ.რაც არ უნდა გააკეთო,თუ ადამიანს დანახვა არ უნდა,ვერ დაინახავს.ასე რომ შენ რაც არ უნდა თქვა,ჩემთვის სულ ერთია. გულს ვერ მატკენს შენი სიტყვები. საერთოდ ისიც კი მიკვირს ასე ძალიან გძულვარ და რეალურად შენობით მელაპარაკები, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვიყოთ.
-გული როგორ უნდა გატკინო,როცა საერთოდ არ გაქვს ის?
-იქნებ კარგიცაა ასე რომ არის.იქნებ ამჯერად მაინც გადავრჩე.-უთხრა იბრაჰიმმა და გაჩერდა:-დაბრუნების დროა.ძალიან გაგვიგრძელდა ერთად ყოფნა.
ანასტასიას აღარაფერი უთქვამს.უკანა გზა დუმილში გალიეს და ასე დაბრუნდნენ ოთახამდე.არც კი შეუმჩნევიათ როგორ დაჰყურებდა ერთად მოსეირნე წყვილს ზემოდან აჰმედი და სიძულვილისგან ახალ გეგმას სახავდა გონებაში გოგოს ხელში ჩასაგდებად და ბიძაშვილის მოსაშორებლად.
******
დილას თოვა ისევ გაგრძელდა. იბრაჰიმის ბრძანებით მცველები მოსასვენებელ ოთახში ისვენებდნენ, თუმცა კამერების ოთახში მაინც მორიგეობდნენ,რომ არაფერი გამოჰპარვოდათ.
აჰმედისთვის ხელსაყრელი დღე იყო. ადრიანად ადგა და სახლი ისე დატოვა,არავინ შეხვედრია წინ. მართალია ზედმეტ კითხვას არავინ დაუსვავდა,მაგრამ მაინც ასე ერჩივნა. თან მხოლოდ მისი მარჯვენა ხელი ახლდა. საჭესთან ის იჯდა და დანიშნულების ადგილისკენ მიჰყავდა უფროსი,რომელიც ჩაფიქრებული იჯდა და მთელი გზა ხმა არ ამოუღია.
შეხვედრის ადგილი ქალაქის მეორე ბოლოში მდებარე ჩაიხანა იყო.სადაც დილიდანვე უკვე შეკრებილიყო ხალხი.მათ ნაწილს მაღაზიების გახსნა უკვე მოესწრო და ახლა პირველი კლიენტის მოლოდინში ცხელ ჩაის შექცეოდნენ.ზოგი ჩილიმსაც აყოლებდა.
ახმედმა ნაცნობი სახეები დაინახა და მათთან მივიდა.მეგობრულად მიესალმენ ერთმანეთს და სალაპარაკოდ ჩამოსხდნენ.
-აბა,როგორ მიდის ჩვენი ბიზნესის საქმე?-ჰკითხა რაშიდმა აჰმედს.
-ყველადერი იდეალურადაა.იბრაჰიმი საერთოდ ვერ ხვდება ვერაფერს, -უპასუხა მან.
-ასე დაზუსტებითაც ნუ იტყვი.ის სულელი არ არის.ადრე თუ გვიან ყველაფერს მიხვდება.უბრალოდ მანამდე უნდა მოვასწროთ და ხელში ჩავიგდოთ ყველა ის წვრილი თუ მსხვილი მოვაჭრე და მომწოდებელი. მათი უმეტესი ნაწილი მაინც,რომ მას სხვა გზა არ დარჩეს და ამ საქმიდან გავიდეს.
-ამ საქმიდან გასვლა,ალბათ ძალიან უნდა,უბრალოდ მამამისს ვერ ეწინააღმდეგება.
-ძალიან კარგი,ეს ჩვენთვის უკეთესიცაა.
-თავის დროზე ყველაფერი ჩემთვის უნდა გადმოეფორმებინათ და ყველაფერი კარგად იქნებოდა.მე ვიყავი მემკვიდრე და მალე დავიბრუნებ ყველაფერს,- ჩაეღიმა ბოროტულად აჰმედს და კიდევ ერთი ჭიქა ჩაი შეუკვეთა.-აი,ყველაფერს რომ დავიბრუნებ,მერე ის გოგოც ჩემი გახდება.
-იმ გოგოსთან საქმე არ მაქვს,მე ჩემი წილი მაინტერესებს მხოლოდ.
-მიიღებ,როგორც დაგპირდი მესამედი შენი იქნება.
-მაშინ ჩვენი წარმატების დავლიოთ.- თქვა მასპინძელმა და ჭიქა ასწია, მაგრამ ახმედმა ჩაის ჭიქით უპასუხა. ნათელი გონება მჭირდება სამსახურშიო.-ასე აუხსნა.მერე კი დაემშვიდობა და იმ ქარხანაში წავიდა,სადაც ნარკოტიკები მზადდებოდა. წარმოებისას მეთვალყურეობა კი უშუალოდ მას ევალებოდა.
*********
სიზმარი ალბათ ყველაზე მისტიკური რამაა,ჩვენ კი მას ისე მივეჩვიეთ,ვერ ვხვდებით რამხელა რამ ხდება ჩვენს თავს.ყოველღამე თვალებს დავხუჭავთ თუ არა,ყოველგვარი ძალისხმევის, მომზადების,ნივთიერების გარეშე სხვა სამყაროში მივემგზავრებით.ამ მოგზაურობას არ გააჩნია გვერდითი ეფექტები,არ გვასუსტებს,პირიქით, გვაძლიერებს,ენერგიას გვიბრუნებს. ზოგჯერ განწყობაზეც მოქმედებს და როცა ვიღვიძებთ,სწორედ სიზმრის მიხედვით შეიძლება წარიმართოს ის დღე და ხასიათიც შესაბამისი გვქონდეს-პოზიტიური ან ნეგატიური. ძილი და სიზმარი სამყაროს საჩუქარია…
თოვლში სეირნობა იმდენად ესიამოვნა ანასტასიას,რომ იმ ღამეს ღრმად და უშფოთველად ეძინა.სულ არ აინტერესებდა სავარძელში მოკალათებულ იბრაჰიმს რომ ზურგი სტკიოდა უკვე.სიზმარიც კი ნახა. "თბილისში იყო ოჯახის წევრების გვერდით.ფიცხელაურების დიდი სახლის მისაღებში ისხდნენ, იცინოდნენ და მხიარულობდნენ.ძველ ამბებს იხსენებდნენ.ყველა მას შესციცინებდა.რატომღაც ოდნავ წამოზრდილ მუცელზე უყურებდნენ.
"-ძალიან გავსუქდი.-თქვა ანასტასიამ.
-ყველაზე ლამაზი ორსული ხარ.- უპასუხა დედამ.
-არა დედა,ორსულად არ ვარ.-იუარა გოგომ.
-ჯერ არ ხარ.-ვიღაცამ მხარზე დაადო ხელი.მოიხედა და გარდაცვილი მამა დაინახა.-მალე გახდები,მართალია, ბევრს იდარდებ და დაიტანჯები, მართალია შვილს უცხოელს გაუჩენ, მაგრამ ყველაზე ბედნიერი ქალი იქნები მერე.-გაუცინა მამამ და მისი სახე უცებ გაქრა.უცებ წაიშალა ყველაფერი და სიბნელე გაჩნდა."
შეშინებულმა გამოიღვიძა და საწოლში წამოჯდა.ერთიანად ოფლში ცურავდა.მძინარე იბრაჰიმისკენ გაექცა თვალი და მაშინვე სახეზე აიფარა ხელები.
-არა,არა,ეს შეუძლებელია.ჩვენი ერთად ყოფნა შეუძლებელია.ამ სიძულვილს ვერაფერი შემიცვლის.- გაიფიქრა და ისევ დაწვა.ბალიშზე დადო თავი,მაგრამ სიზმარს და იბრაჰიმს მაინც ვერ მოშორდა მისი ფიქრები.ხასიათი მოეშხამა და ვეღარც ძილის გაგრძელება შეძლო.
"დიდ სიძულვილს დიდი სიყვარული მოსდევს."-აეკვიატა ეს ფრაზა და ვერაფრით ამოიგდო გონებიდან. ვიღაც დაუსრულებლად იმეორებდა მის ტვინში და დაუკითხავად აფათურებდა ხელებს….
საბოლოოდ რომ გაეღვიძა,უკვე გვიანი იყო.იბრაჰიმი კი ოთახში აღარ დახვდა.საწოლთან ჯერ კიდევ თბილი საუზმით ივარაუდა რომ მისი გაკეთებული იყო.
დრო ჭამაში გაიყვანა.ნელა და უგემურად ღეჭავდა ლუკმებს.ხასიათი წამხდარი ჰქონდა.ვერაფრით აეხსნა სიზმარში ნანახი რას ნიშნავდა.ამას თან დაერთო მოწყენილობა და ის რომ ასე უაზროდ და გაურკვევლად იყო. წარმოდგენა რომ არ ჰქონდა რა ელოდა მომავალში,ეს უფრო აგიჟებდა.უმოქმედობა ყველაზე მეტად სტანჯავდა.
ასე ყოფნა რომ მობეზრდა,წამოდგა და დროის გასაყვანად გადაწყვიტა ოთახში რამე მოეძებნა.მართალია საძინებელი დიდი იყო,მაგრამ ავეჯით და ნივთებით ნაკლებად გადატვირთული.ამიტომ დიდად ვერაფერი ნახა.ბოლოს ისევ ტელევიზორზე შეაჩერა არჩევანი. მართალია მისთვის გაუგებარ ენაზე მოსაუბრე რამდენიმე არხს აჩვენებდა, მაგრამ სულ არარაობას სჯობდა.
*******

სიყვარულის იმდენნაირი ფორმა, დასაწყისი და დასასრული არსებობს, რამდენი ადამიანიცაა მსოფლიოში. ყველა განსხვავებული და ინდივიდუალურია,თუმცა ორმხრივი, უსასრულო და მარადიული მხოლოდ ერთეულებია...
იბრაჰიმი ქარხანაში მიდიოდა. საჭესთან ალი იჯდა,გვერდით ჯამალი. უკან კი თვითონ და ჩაფიქრებული გაჰყურებდა გადათეთრებულ არემარეს.ორივე ხვდებოდა რომ მათ ბატონს რაღაც სჭირდა და არ ასვენებდა,მაგრამ კითხვას ვერ უბედავდნენ.მხოლოდ ჩუმად გადახედავდნენ ერთმანეთს.
-როგორ ფიქრობთ სიყვარული რამდენჯერ მოდის ცხოვრებაში ბიჭებო?-დაარღვია სიჩუმე აბდულაევმა.დაბნეულმა ალიმ და ჯამალმა ერთმანეთს გადახედეს.
-ადამიანებს სიყვარული სულ შეუძლიათ .შეიძლება მეორეთ და მესამეთ ერთი და იგივე ადამიანი ვერ შეგიყვარდეს,მაგრამ ის შეგიყვარდეს ვისაც არ ფიქრობ. -უპასუხა ალიმ.
-შენ გიყვარს ან გყვარებია?
-ახლა რატომ მეკითხებით ამას?
-ახლა დავინტერესდი.
-არა ბატონო.აქამდე არ მყვარებია და სამწუხაროდ ნამდვილად არ ვიცი ჯერჯერობით ეს როგორი გრძნობაა.
-ზუსტად იმდენჯერ შეიყვარებ, რამდენჯერაც ამის სურვილი გექნება.
თუნდაც უიმედოდ გიყვარდეს,მთავარია გიყვარდეს.მთავარია ყველაფერი გააკეთო რომ აუხდენელი ოცნება ახდენილად აქციო.-ჩაერთო ჯამალი,რასაც დანარჩენების სიცილი მოჰყვა.
-შენ როგორი რომანტიკოსი ყოფილხარ.-უთხრა იბრაჰიმმა.
-რატომ გვკითხეთ ეს?
-მაინტერესებს რამდენად დაიჯერებენ როცა მოსალოდნელი ქორწინების შესახებ გამოვაცხადებ.
-რას გულისხმობ ბატონო?-მიუბრუნდა ჯამალი და გაკვირვებულმა ჰკითხა.
-მემგონი მივხვდი.-სარკეში გახედა ალიმ.
-ერთადერთი გზა რომ ანასტასიას ახმედმა თავი დაანებოს,ჩვენი ქორწინებაა.
-ამას ის არასოდეს დათანხმდება.
-ამაში თქვენ დამეხმარებით.-თქვა იბრაჰიმმა და მოულოდნელ ზარს უპასუხა.რამდენიმე წამიანი საუბრის შემდეგ კი ბიჭებს ახალი ამბავი აუწყა.
-ჩემი ოჯახი აპირებს სტუმრობას. ესეც კიდევ ერთი პრობლემა.
**********7

სიყვარული ზოგჯერ ისე მოდის,რომ ვერ ვამჩნევთ.ეს გრძნობა შეცდომა გვგონია, თუმცა სწორედ მისი მეშვეობით ვამსხვრევთ ყველა იდეალს და ხატს გრძნობის ნამდვილობისა და შესაფერისი ადამიანის შესახებ.ეს ყველაფერი იმდენად მარტივად ხდება,აღქმაც გვიჭირს იმისა,რომ რეალურად ხდება. ასეთ ურთიერთობებში,ორი განსხვავებული ადამიანი ჰარმონიულად მოდის ერთმანეთის მხარდამხარ და არცერთს არ აქვს იმის განცდა,რომ საჭიროა რომელიმე შეიცვალოს.ასეთი წყვილი ერთმანეთს იღებს ისეთად, როგორებიც არიან.ეს არის გრძნობა, რომლის ნამდვილობა კი არ ჩანს,არამედ იგრძნობა.თუმცა მას ხანდახან ბევრი განსაცდელი ელის და თუ ის გადალახე, ესეგი ნამდვილად გიყვარს და შეგიძლია მის მარადიულობაზეც იფიქრო.
ერთფეროვნებაში გავიდა რამდენიმე დღე.ოთახში გამოკეტილ ანასტასიას გასართობად მხოლოდ ტელევიზორი ჰქონდა.იმ დღის მერე იბრაჰიმს მხოლოდ ორჯერ შეხვდა. ერთხელ ნაშუადღევს, როცა ბიჭმა ტანსაცმლის გამოსაცვლელად შემოირბინა,სწრაფად აიღო საჭირო ნივთები და უხმოდ დატოვა ოთახი.მეორედ,როცა გოგოს შუაღამისას გაეღვიძა და სავარძელში მძინარე დაინახა.კითხვაში ჩასძინებოდა ბიჭს. გადაშლილი წიგნი გულზე ჩამოსცურებოდა.ვერ გაიგო რა წიგნი იყო და აღარ გაუმახვილებია ყურადღება, თუმცა დიდხანს მისჩერებოდა მძინარე იბრაჰიმს და სუსტი განათების ფონზე მისი სახის ნაკვთებს გოგოს მეხსიერება მისდაუნებურად ირეკლავდა.
ანასტასიასთვის ნამდვილად აღმოჩენა იყო იბრაჰიმის წიგნის მიმართ გამოჩენილი ინტერესი.ის გულქვა, გაუნათლებელ და ხეპრე მამაკაცად წარმოედგინა და გაკვირვებული დარჩა. თანაც ისე მშვიდად ეძინა ბიჭს და ისეთი უშფოთველი სახე ჰქონდა,ერთხანს იფიქრა გოგომ ნამდვილად ის არის თუ შეცვალეს და მის ადგილზე სხვა გამოაგზავნესო.ის იყო უკვე აზრი ეცვლებოდა,რომ ბიჭი შეირხა,თხელი მოსაცმელი გადაეწია და საქამრედან იარაღის ტარი გამოუჩნდა.ანა რეალობას დაუბრუნდა და ერთმა აზრმა გაუელვა თავში.
ფრთხილად ადგა საწოლიდან.თითის წვერებზე აიწია და ჩუმად მიეპარა.თან აბდულაევს აკვირდებოდა.ბიჭს ეძინა.
ხელი გაიშვირა,ფრთხილად მოჰკიდა ხელი იარაღის ტარს და ოდნავ გამოსწია.იბრაჰიმი არ გარხეულა. გათამამდა და კიდევ უფრო გამოსწია. იარაღი ადვილად დაემორჩილა.უკვე ხელში ეჭირა.ყოყმანობდა რა ექნა. ბოლოს სურვილმა სძლია,კიდევ უფრო მიუახლოვდა და მისკენ დაიხარა. ყელზე მიაბჯინა იარაღის ლულა.
ცივი საგნის შეხება მაშინვე იგრძნო იბრაჰიმმა.შეირხა და თვალები გაახილა. თავს წამომდგარი ანასტასია რომ დაინახა,დაიბნა და წამოდგომა სცადა. წიგნი გაუვარდა და ხმაურით დაეცა იატაკზე.გოგომ ხელი უბიძგა და უკან დააბრინა.იბრაჰიმს ჩაეცინა.
-სროლას თუ დააპირებ,იარაღი სასურველ პოზიციაზე უნდა დააყენო.
-შენ გგონია ეგ არ ვიცი?-უთხრა გოგომ და დამცველი გადასწია.
-ახლა მართლა საშიში ხარ.მაგრამ კიდევ ერთი რამე უნდა იცოდე.როცა იარაღს მზადყოფნაში მოიყვან,უნდა ისროლო კიდეც.
-ვისვრი.არც ეგ გამიჭირდება.-უფრო მეტად მიაჭირა ლულა კანზე და ზიზღით გამოსცრა.
-შენ გგონია სიკვდილის მეშინია? სიკვდილი ჩემთვის შვებაა.მიდი, გამოჰკარი სასხლეტს ხელი და დაასრულე ჩემი სიცოცხლე,რომელსაც ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. -მკლავებში ხელებით ჩააფრინდა და უბიძგა რომ გაესროლა.
-როგორ?ასე გძულს საკუთარი თავი? ისე ძალიან რომ ეს ზიზღი ჩემს ზიზღზე მეტია?-დაიბნა ანასტასია.
-უფრო მეტად.ასე რომ მიდი,ისროლე და მომეცი საშუალება მოვკვდე, სიმშვიდე მოვიპოვო.
-პირველად ვხედავ და მესმის რომ ადამიანს სიკვდილის არ ეშინოდეს.
-რა არის საშიში?ოდესღაც ყველა მოვკვდებით.ამ ქვეყნად არავინ ვრჩებით. მხოლოდ იმაზე მწყდება გული რომ შვილი არ მყავს.ალაჰმა არ ისურვა მამა გავმხდარიყავი.სხვა ყველაფერი რაც მქონდა ან ახლა გამაჩნია უმნიშვნელოა.
ანასტასიას სიზმარი გაახსენდა და საბოლოოდ დანებდა.იარაღი ნელა მოაშორა ბიჭს.ჩამკეტი გადასწია და უკან მიაწოდა.
-გქონდეს,იქნებ კიდევ გაგიჩნდეს ჩემი მოკვლის სურვალი.
-ესეც გადავიფიქრე.ამაშიც კი მაჯობე.
-თუ რამე მომივა,ჩემზე კი არა,მხოლოდ იმ ხალხზე ვიდარდებ,მე რომ შემომცქერიან ხელებში და ჩემი ბიზნესით ოჯახებს არჩენენ.
-როგორი ფულით?სისხლიანი და ბინძური ფულით?-ისევ ზიზღით შეხედა გოგომ და სახე ახლოს მოუტანა სახესთან,თვალებში ჩააცქერდა.
-ნუ ცდილობ ჩემზე გავლენა მოახდინო, როცა შენი ოჯახიც იგივეს აკეთებს.როგორ გგონია აქ რატომ ხარ?
-გაბრიელმა ამ საქმეს თავი დაანება.
-მან შეიძლება მოინდომოს,მაგრამ თავს ვერ დააღწევს.ის თუ თავის ხალხზე ფიქრობს,მე ჩემს ხალხზე ვფიქრობ. შესაბამისად ან მოლაპარაკება შედგება, ან არადა სისხლი დაიღვრება.
-არ მოგცემ უფლებას რომ მათ რამე დაუშავო.-უყვირა გოგომ,მხრებში სწვდა და შეანჯღრია.იბრაჰიმს მობეზრდა,ხელი სტაცა მანაც, მკლავები გადაუგრიხა და ზურგს უკან გაუკავა.
-სამწუხაროდ ზოგჯერ ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა.-დახედა ზემოდან ერთი თავით დაბალ გოგოს.
-მკვლელო…-კიდევ ერთხელ გამოსცრა ანასტასიამ და თავის განთავისუფლება სცადა.
-ამდენ ბოღმას,ზიზღს და სიძულვილს როგორ იტევს შენი გული?-იბრაჰიმის მოულოდნელმა კითხვამ დააბნია ანასტასია.
-აქამდე მსგავსი არაფერი განმიცდია. არც კი ვიცოდი თუ ჩემი გული ამ გრძნობებს ასე მოიცავდა.
-ჰოდა როცა ამ გრძნობებს უფლებას მისცემ შენს გულთან ერთად შენი გონებაც მოიცვას,მაშინ შენც ჩემნაირი გახდები უკვე.ვეღარ განასხვავებ ძველ ანასტასიას ახალისგან.არც სახლში დაბრუნება მოგინდება, რადგან იქ შენს ადგილს ვერ იპოვი და ჩემსავით განდეგილი გახდები ოჯახისგან.
-ჩემი ოჯახი უარს არასდროს იტყვის ჩემზე.
-დაწმუნებული ხარ?
-ისევე როგორც იმაში,რომ მე ანასტასია ჭინჭარაული ვარ.
-მაინც ნუ იქნები ასე დარწმუნებული, რადგან მიწაზე შეიძლება ძალიან მწარედ დაენარცხო.-ხელი გაუნთავისუფლა ბიჭმა და ირონიულად ჩაეცინა.მერე ძირს დაგდებულ წიგნს დასწვდა,აიღო და დახურა. ანასტასიამ შეამჩნია და ამოიკითხა კიდეც.შექსპირს კითხულობდა ფრანგულ ენაზე და ამით კიდევ უფრო გაოცდა.
-უცხო ენები იცოდი არ ვიცოდი. -დააწია კართან.
-არ გიკითხავს.
-კითხვაც გიყვარს?
-შენ თითქმის არაფერი არ იცი ჩემზე.
-მართალი ხარ.რაც ვიცი ისიც საკმარისია
.სხვა არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე.
-შეგიძლია მშვიდად დაიძინო.ამაღამ აღარ მოვალ.
-"არაფერს ელოდო არაფრისგან".- დააწია ანასტასიამ კართან.
-რა თქვი?-მოიხედა გაოცებულმა.
-შექსპირი.
-საიდან მიხვდი?
-შენმა ბიჭებმა არ გითხრეს გატაცების დღეს სად ვიყავი ან კაფეში რას ვაკეთებდი?
-არა.არ დავინტერესებულვარ.
-არც მიკვირს.საერთოდ ეგეც კი მიკვირს წიგნს რომ კითხულობ.ან იქნებ უბრალოდ თავს მაჩვენებ.
-შენზე უძილობა ძალიან ცუდად მოქმედებს. დაიძინე.-პასუხი არ გაუცია მის ირონიულ შენიშვნაზე ბიჭს,კარი მშვიდად გაიხურა და გასაღებით გადაკეტა…
*********


აბდულაევს საშინლად აერია ხასიათიც და გეგმებიც.მითუმეტეს რომ ჩამოსვლას მისი ოჯახი აპირებდა. კეთილისმსურველებს უკვე ჩაეტანათ ბაქოში ამბავი რომ იბრაჰიმს გოგო ჰყავს გამოკეტილი საკუთარ ოთახში და თანაც ძალიან ლამაზიაო.შესაბამისად სწორედ ეს გახდა მიზეზი მისი ოჯახის სტუმრობისა…
-აი,მოვიტანე ბატონო,რაც დამავალეთ .-კაბინეტის კარი დაუკაკუნებლად შეუღო ჯამალმა.
-ადვილად იშოვე?-ჰკითხა და მაგიდაზე დადებულ ქაღალდის პარკში ჩაიხედა.კმაყოფილს ჩაეღიმა.
-არც ისე,მაგრამ მთავარი ის არის რომ ვიშოვე.
-ყოჩაღ ჯამალ.-შეაქო იბრაჰიმმა და სავარძელში დაბრუნდა.მასაც ანიშნა დაჯექიო.
-შეიძლება რაღაც გკითხო?
-მკითხე ჯამალ…
-რატომ აკეთებ ამას?
-არ ვიცი.-სწრაფად უპასუხა ბიჭმა.
-იქნებ იმიტომ რომ მოგწონს?მისდამი გულგრილი არ ხარ?
-მართლა არ ვიცი ამდენ რამეს რატომ ვაკეთებ მისთვის.ამდენი წელია ამ სახლში მოახლე ქალების გარდა არავინ ყოფილა.მისი აქ ყოფნა, მითუმეტეს ჩემს ოთახში საშინლად მაბნევს.
-მაგრამ ეგ ერთადერთი ადგილია, სადაც ახმედის ხელი ვერ მისწვდება.
-მართალი ხარ.სხვა გზა არ მაქვს. მოლაპარაკებამდე იქ უნდა დარჩეს.
-რატომ აჭიანურებ თბილისში დარეკვას?
-რომ ვფიქრობ წავა,ეს აზრი საშინლად მაღიზიანებს,მაგრამ მისი აქ ყოფნაც მაფორიაქებს.
-იქნებ დროა გულის კარი გაუხსნა.
-მას ვძულვარ..
-გამიგია სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯიაო.
-ისევე როგორც პირიქით.კარგი გვეყო ამაზე ლაპარაკი.ალის ნახვა მინდა.
-საქმეებს აგვარებს სტუმრების მისაღებად.ალბათ მალე დაბრუნდება.
-ეს დღეები გადავლახოთ და მერე იმ ამბებს მივხედოთ.ასე გამართლების იმედად ვერ ვიქნები.
-კაცი მყავს სათვალთვალოდ გაშვებული. აქ ყველას კვალი ერთთან მიდის და ადრე თუ გვიან,რომელიღაც აუცილებლად მივა იმ არაკაცთან,ვინც მათ თქვენს წინააღმდეგ ამხედრებს.
-ყოჩაღ ჯამალ.ეს მე ვერ მოვიფიქრე. ნამდვილად კარგი სვლაა.-შეაქო იბრაჰიმმა და წამოდგა.-დაგიფასდება.
-მე ზედმეტი არაფერი მინდა. მხოლოდ ის რასაც ვიმსახურებ.
-როგორი თავმდაბალი ხარ.-გაეღიმა აბდულაევს.-მადლობა ჯამალ ერთგულებისთვის.ახლა კი წავალ, შენც წადი,დაისვენე.
ჯამალი კაბინეტიდან იბრაჰიმთან ერთად გამოვიდა,დაემშვიდობა და სახლი დატოვა.იბრაჰიმი კი ზემოთ აუყვა კიბეს. რაღაცნაირად უხაროდა.გულის სიღრმეში უცნაურს გრძნობდა და სახელს ვერ არქმევდა.ამ დროის განმავლობაში თუ რამეს შეამჩნევდა რომ გოგოს მოსწონდა ან მისი ინტერესს გამოიწვევდა, ცდილობდა შეესრულებინა.
ასე გახარებულმა შეაღო ოთახის კარი. ანასტასია საწოლზე იწვა და უხალისოდ უყურებდა მისთვის უცნობ ენაზე მიმდინარე გასართობ გადაცემას. იბრაჰიმი რომ დაინახა, ტელევიზორი გამორთო და ბიჭს მიაჩერდა.
-ასეთი გაღიმებული სახით რატომ მიყურებ?-ჰკითხა ჭინჭარაულმა.იბრაჰიმი მიუახლოვდა,საწოლზე დაუდო ქაღალდის პარკი და ნახეო ანიშნა.
-რა არის?-ცნობისმოყვარეობას ვერ სძლია ანასტასიამ,მისკენ მიჩოჩდა და საწოლზე ორად მოიკეცა.ცალი თვალით ჩაიჭყიტა შიგნით.
-საჩუქარი მომიტანე?სერიოზულად? -ხელი ჩაყო და წიგნები ერთმანეთის მიყოლებით ამოიღო.-თანაც ქართულად არის ნათარგმნი.- აღფრთოვანებას ვერ მალავდა გოგო.
-ვიფიქრე რომ სანამ აქ ხარ გაერთობოდი.
-საიდან მიხვდი რომ კითხვა მიყვარდა?
-ალიმ მითხრა რომ გატაცების დროს ბიბლიოთეკაში იყავი.თანაც როცა გაინტერესებს ადამიანი,მასზე ყველაფრის გაგებას ცდილობ და გულით გინდა გაახარო.-წამოსცდა იბრაჰიმს.
-აჰაა,ესეგი აღიარებ რომ აქ უკვე პირადი სიმპატიების გამო გამომკეტე და მოლაპარაკება არაფერ შუაშია.- გამომცდელად შეხედა ანასტასიამ.
-არა,-მაშინვე იუარა აბდულაევმა.- არაფერი მსგავსი,უბრალოდ ჩვენც გვაქვს კანონები.
-ვის თქვენ?ბოროტმოქმედებსა და გამტაცებლებს?
-მკვლელებიც უნდა გეთქვა.
-ნუ ცდილობ ჩემს გაღიზიანებას. მითხარი რა კანონებია?რომ ბინძურ სარდაფში გამოკეტოთ,ძაღლებივით გყავდეთ მიგდებული..
-შენ ცოტა მეტად გაგიმართლა.- ირონია გამოურია იბრაჰიმმაც.
-ეს გამართლება არ არის,ესეც გალიაა.
-კი,მაგრამ ოქროს გალიაა.გირჩევ ცხოვრებაში რაღაცეების გადაფასება და დაფასება ისწავლო.
-მე კი გირჩევ რჩევები შენთვის დაიტოვო. -ანასტასიამ გვერდით მიბრუნდა და თითქმის შეაქცია ზურგი ბიჭს.-ხო მართლა,მადლობა წიგნებისთვის.ერთ რაღაცაში მიზანში მოარტყი.მიყვარს მარკესი და მისი შემოქმედება.ამას ალი ნამდვილად ვერ გეტყოდა.-წიგნი გადაშალა და პირველი გვერდის კითხვას შეუდგა.
იბრაჰიმმა ჯერ შორიდან უყურა.მერე ვერ მოითმინა და მისკენ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი.იმდენად ახლოს იყო,გოგოს სურნელი უკვე ცხვირის ნესტოებში უღიტინებდა.თვალები დახუჭა და ღრმად შეისუნთქა.მერე ხელი გაიშვირა მისი სხეულისკენ, თუმცა შეხება ვერ გაბედა.ჰაერშივე გააჩერა.მუშტად შეკრა და უკან დაუშვა.ანასტასიამ ვერ შეამჩნია,ისე იყო წიგნის კითხვაში გართული.
-ჩვენ,ბოროტმოქმედებსაც გვაქვს კანონები.ტყვე უსაფრთხოდ უნდა იყოს და არ დავუშვებ რამე დაგემართოს.ასე რომ მშვიდად იყავი.- უთხრა გასვლისას და სწრაფად გაიხურა ოთახის კარი.
ანასტასიამ გვიან გაიაზრა რა უთხრა ბიჭმა,მისი დაბნეულობა და ქმედება სინდისის ქეჯნას მიაწერა.მაგრამ უფრო მეტად რომ დაფიქრდა და რაღაცეები გადააფასა,აღმოაჩინა რომ იბრაჰიმი ბოლო პერიოდში უცნაურად იქცეოდა. პირველად ხედავდა ადამიანს რომელიც ქვასავით უტეხი იყო და სიკვდილისაც კი არ ეშინოდა. რაც უფრო მეტად ცდილობდა მისგან გაქცევას,მით უფრო მეტად იჭრებოდა მის პირად სივრცეში ბიჭი თავისი ქცევებით.რაც უფრო მეტად გარბოდა, მით უფრო მეტად ცდილობდა დაწევას,რომ თავისი კლანჭები მოეკიდებინა და აქედან აღარასდროს გაეშვა…
*******

წიგნებმა ცოტა გადაატანინა გონება. დროც გაიყვანა,მაგრამ ისევ მალე მობეზრდა ესეც.ოთახი მისთვის უკვე გალიად იქცა.თანაც რაც უფრო გადიოდა დრო,მით უფრო სქელდებოდა ეს გისოსები.
იმ დილით გადაწყვიტა რომ ოთახი შეესწავლა უკეთ,განსაკუთრებით ის ოთახი,რომელიც სააბაზანოს ესაზღვრებოდა და საიდანაც იბრაჰიმი ტანსაცმელს იღებდა.
დილის პროცედურები რომ მორჩა, მოახლემ დასვრილი ჭურჭელი რომ წაიღო,მაშინვე შეუდგა გეგმის განხორციელებას.თამამად შეაღო კარი, მაგრამ არ დაემორჩილა.გაუკვირდა დაკეტილი რომ იყო.ეს ბიჭი როგორ ყველა ოთახის კარს კეტავსო.თუმცა უკან არ დაუხევია.გასაღების ძებნა დაიწყო. გაუმართლა თუ სპეციალურად დატოვა არ იცოდა,მაგრამ კარს ნამდვილად მოერგო სააბაზანოში,პატარა უჯრაში ნაპოვნი გასაღები.საოცრება გადაეშალა თვალწინ. გაოცებული იყურებოდა და ყოყმანობდა ბოლომდე შესულიყო თუ არა.
ოთახი არც ისე პატარა აღმოჩნდა. ერთ მხარეს ქალის უამრავი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი,ჩანთები და აქსესუარები იყო განთავსებული.მეორე მხარეს, შედარებით ნაკლებ ადგილზე მამაკაცის. ბრჭყვიალა და კაშკაშა ფერებმა თვალი მოსჭრეს ანასტასიას.ყველაფერი დაუჯერებლად ლამაზი და ძვირფასი იყო. მათ შორის მოძრაობდა და თითებით ნაზად ეხებოდა.მერე ერთი კაბა ჩამოხსნა, სხეულზე მიიზომა და სარკის წინ დატრიალდა.დატრიალდა და ადგილზევე გაშეშდა.მის წინ იბრაჰიმი იდგა და თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა.
-როგორ გაბედე?-დაიქუხა და მისკენ დაიძრა.შიშისგან აიწურა ანასტასია და კაბას ჩაეხუტა.იბრაჰიმი ყელში სწვდა და კედელს ააკრა.ძლიერად უჭერდა ხელს.
-მე..მე...მაპატიე.არ ვიცოდი..-ძლივს თქვა ანასტასიამ.
-ამას არ უნდა შეხებოდი..ეს ყველაფერი წმინდაა,არ უნდა გენახა.
-მაპატიე.-დაიჩურჩულა გოგომ და თვალები დახუჭა.ჰაერი აღარ ჰყოფნიდა. ხელს უფრო მეტად უჭერდა იბრაჰიმი. ანასტასია სულ უფრო ახლოს გრძნობდა მის სუნთქვას.
-გამიშვი,გთხოოვ.ნუ მომკლავ..
ამის თქმა იყო და ბიჭი თითქოს გონს მოეგო.დენდარტყმულივით შედგა ადგილზე,ხელი გაუშვა და გამწარებულმა კედელს დაარტყა ძლიერად შეკრული მუშტი.ტკივილმა სახე დაუმანჭა.
ანასტასიამ დრო იხელთა გასაქცევად და ადგილს მოსწყდა.
კარი ღია დახვდა და ოთახიდან გამოვარდა.გარბოდა,თითქოს იმედი ჰქონდა რომ ამ სახლს თავს დააღწევდა, მაგრამ სადაც წავიდა, ყველგან იბრაჰიმის მცველები იყვნენ.გადაწყვეტილება სწრაფად მიიღო და ქვემოთ ჩასვლის მაგივრად,ზემოთ აუყვა კიბეს...
ბიჭი რამდენიმე წამში მოეგო გონს და უკან გაჰყვა.იცოდა გარეთ გასვლას აზრი არ ჰქონდა.ვერ გაექცეოდა.ეზოში ქოშინით შეისვენა და პირველივე მცველს ჰკითხა თუ სად იყო ანასტასია.
-აქ არავინ გამოსულა ბატონო.-უპასუხა მან.მაგრამ უცებ მეორე მცველის მზერას გადაწყდა და ორივემ იქით გაიხედა. ანასტასია სახლის სახურავზე იდგა და გადმოსახტომად ემზადებოდა…
ადგილს მოსწყდა და იქით გავარდა.
-ისევ იგივე მეორდება.ისევ იგივე.- ლუღლუღებდა და სულ უფრო უმატებდა სიჩქარეს.ხმაურით გააღო სახურავის კარი და გაჩერდა.გოგო მობრუნებულიყო და მას უყურებდა.
-შენ თუ ვერ მოგკლავ,მაშინ მე გადავხტები აქედან.
-არ გაბედო,გესმის?არ გაბედო. -ვედრება გაისმა იბრაჰიმის ხმაში.
-რატომ?თუ შენ არ გეშინია სიკვდილის, არც მე არ მეშინია.-უკან გადადგა ნაბიჯი ანასტასიამ.
-არ შეიძლება.შენთვის არ შეიძლება.- მისკენ დაიძრა ბიჭი.
-ნუ მოდიხარ,მანდ დარჩი.-უყვირა გოგომ.
-გთხოვ.გევედრები.წამოდი.ქვემოთ ჩავიდეთ.ხელი მომეცი.-იბრაჰიმმა თავის ხელი გაუწოდა და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.
-საკმარისად მამაცი ვარ რომ ეს გავაკეთო. არ მინდა შენთვის ხელის ჩაკიდება. მეშინია..
-რისი გეშინია?
-რომ ვეღარასდროს გაგიშვებ .-ცრემლები მოადგა და თვალის კუთხეებიდან მიყოლებით დაეშვა ჯერ ერთი,მერე მეორე წვეთი.
-გპირდები,სახლში დაგაბრუნებ. მაგრამ მანამდე ჩემიც გაიგე.არ შემიძლია ასე მარტივად გაგიშვა.
-მაშინ გაბრიელს დაურეკე.დაურეკე და დაიწყე მოლაპარაკება.
-თუ წამოხვალ,გპირდები დავურეკავ. დღესვე დავურეკავ.
ანასტასიამ ყურადღება მოადუნა. იბრაჰიმი წამში გაჩნდა მასთან,მკალვში სტაცა ხელი,მერე წელზე და ძლიერად აიკრა სხეულზე.მეორე ხელი თმაში შეუცურა და ნაზად ჩამოუსვა.
-სულელო გოგო.რის გაკეთებას აპირებდი? ასე ადვილად როგორ თმობ ასე სათუთს და ძვირფასს?
-შენ თუ არ გეშინია სიკვდილის?- სლუკუნებდა ანასტასია.
-მე სხვა ვარ.ჩემს სიცოცლეს სიცოცხლე არ ჰქვია.ეს უბრალოდ არსებობაა იმ ხალხისთვის,ვისაც ჯერ კიდევ ვჭირდები. -ბიჭმა მისი სურნელი შეისუნთქა.
-წამოდი,-ბრძანებასავით გამოუვიდა, რაზეც ანასტასიამ მაშინვე გაიბრძოლა და ხელი ჰკრა.
-ისევ უნდა ჩამკეტო?
-წარმოდგენა მაინც რომ გქონდეს რა საფრთხის ქვეშ ხარ,ასე არ გამიწევდი წინააღმდეგობას და არ მოისურვებდი გაქცევას.იქ,-ხელი მოატარა ჰაერში ქალაქს.-მე ისე ვერ დაგიცავ,როგორც აქ-ჩემს სახლში.
-როგორც შენ ამბობ,თუ მართლა ასეთი გავლენა გაქვს ხალხზე,რატომ ვერ დამიცავ.
-შენ ვერ გაიგებ.
-მითხარი და გავიგებ.
-აქ არ მსურს ამაზე საუბარი.შენ ჩემს საქმეებში ვერ გაგრევ.-ზურგი შეაქცია იბრაჰიმმა და ჩასასვლელისკენ დაიძრა.
-უკვე გარეული ვარ.-უკან აედევნა ანასტასია.
-ოთახში შედი და დამელოდე.მალე მოვალ.-უთხრა და ტელეფონს დახედა.
-ამ ზარს აუცილებლად უნდა ვუპასუხო.
-კარგი,-თავი დაუქნია ანასტასიამ.
-ძალიან გთხოვ კიდევ ერთხელ ნუ მანანებინებ ამ საქციელს და ნდობას ნუ გამიცრუებ.
ანასტასიამ სინდისის ქეჯნა იგრძნო, თუმცა ბრაზს ჯერ კიდევ არ გადაევლო. ერთდროულად იმდენ რამეს გრძნობდა იბრაჰიმის მიმართ, ახლა კიდევ სულ აირია.ეს უცნაური გრძნობაც დაემატა მის შეხებაზე რომ იგრძნო.
-ეს არ შეიძლება ასრულდეს.არ შეიძლება.-გააქნია თავი და საწოლზე ჩამოჯდა…
ლოდინმა მთელი დღე გასტანა.უკვე დაბინდებული იყო,იბრაჰიმი რომ შემოვიდა.ხელში სასმელის ბოთლი და ორი ჭიქა ეჭირა.სახეზე მაშინვე შეატყო ანასტასიამ რომ რაღაც მიმხდარიყო.
-ვიფიქრე იქნებ მოისურვოს და პარტნიორობა გამიწიოს-თქო.-უთხრა და საწოლის გვერდით სავარძელში ჩაჯდა. ერთ ჭიქაში სასმელი ჩამოასხა,ხოლო მეორე ჭიქას და ბოთლს ტუმბოზე მიუჩუნა ადგილი.
-შენ ისედაც ნასვამი ხარ.-შეატყო ანასტასიამ.
-მაგრამ გონება არ დამიკარგავს და საღად აზროვნების უნარი ჯერ კიდევ შემრჩა.შენ გაგიმარჯოს-ჩემს პირად ტყვეს და ჩემს თავის ტკივილს. -ჩაეღიმა ბიჭს.
-ეს როგორ გავიგო?
-როგორც გინდა.-უპასუხა და ჭიქა გამოცალა.-მაგისთვის მაპატიე.-ყელზე დამჩნეულ ნათითურებზე ანიშნა.
-გაივლის….ეს გაივლის,მაგრამ აქ გატარებული დღეები როგორ უნდა წავშალო?
-იქნებ არ არის საჭირო წაშლა?- გამომცდელად შეხედა იბრაჰიმმა და კიდევ ჩამოასხა.თუმცა დალევისგან თავს იკავებდა.ხელში ათამაშებდა ჭიქას. თითქოს რაღაც მნიშვნელოვან პასუხს ელოდა.სხვანაირს,მაგრამ არა ასეთს.
-მოგონებები არასოდეს გვტოვებენ, განსაკუთრებით მწარე და მტკივნეული .-უპასუხა ანასტასიამ.ირონიულად ჩაეცინა და სასმელი მოსვა.
-შენთვის კარგიც ხომ გამიკეთებია.ასე ადვილად დაივიწყე?
-არ მინდა მახსოვდეს.არ მინდა თავს მახსენებდეს,რადგან მეშინია რომ აქედან წასვლა გამიჭირდება.მეშინია რომ ეს სამყარო ბევრ ტკივილს მომაყენებს.
-ეს სამყარო აქაც,შენს ქვეყანაშიც და საერთოდ მთელს მსოფლიოში სასტიკია და დაუნდობელი.მხოლოდ ძლიერები და ერთეულები შეიძლება გადარჩნენ.
-ჰოდა აღარ მინდა გესმის?აღარ მინდა დანაკარგი და ცრემლი.
-კარგი,არავინ გაძალებს.-გაეცინა იბრაჰიმს და მეორე ჭიქაც გამოცალა.
სამაგიეროდ ანასტასია ეცა ბოთლს და ეგრევე მოიყუდა.არ ესიამოვნა სასმელი, ყელი ჩაეწვა და უსიამოვნოდ დაემანჭა სახე.უკან დააბრუნა ბოთლი.
მერე აბდულაევი დასწვდა და მანაც მოიყუდა.რამდენიმე ყლუპის მერე, ტუჩებზე ენა გადაისვა და გოგოსკენ გადაიხარა:-ტკბილია...შენი ტუჩების გემო შეჰყვა.
-გარყვნილო.-გაბრაზდა ანასტასია.
-არა,არ ვარ.ერთი უბრალო,სილამაზის დამფასებელი ბიჭი ვარ.ახლა შენს წინ სულაც არ ზის ბოროტი ბატონი.ახლა იბრაჰიმის ყველაზე ნამდვილ, ყველასგან დამალულ სახეს ხედავ. ასეთი არავის უნახავს.
-არც იმ ქალს?-წამოაყრანტალა ანასტასიამ და შეამჩნია როგორ დაიბნა ის.
-ის ქალი...იმ ქალმა...იმ ქალს…მძულს ეგ სიტყვა ყველა ბრუნვაში.-კიდევ შეავსო ჭიქა.
-ბევრი მოგივა.
-არაუშავს.-იბრაჰიმი გაჩუმდა.-მიდი, მკითხე,ხომ გაინტერესებს ვინ არის?
-შენ უნდა გინდოდეს მოყოლა და არა მე რომ მსურს ამიტომ.
-განა შენ არ გახდი მიზეზი ამ ყველაფრის? -ისევ მოიყუდა ჭიქა.
-მე რატომ?
-ის კარი შენ გააღე.ის კარი ყველასთვის დახურულია,ისევე როგორც ამ ოთახის კარი იყო დაკეტილი აქამდე ყველა ქალისთვის..
-რატომ გინდა მომიყვე?-ჰკითხა ანასტასიამ.
-იქნებ ვინმესთვის გულის გადაშლამ მიშველოს.შენ მაინც წახვალ და თან გაიყოლებ ჩემს ნაამბობს.
-კარგი,არავის ვეტყვი.მაგრამ მანამდე დამისხი მეც.ფხიზელი ხომ არ ვიქნები? -ჩაეღიმა და ჭიქა გაუწოდა…
-ალინა-ასე ერქვა იმ ქალს,ულამაზესი
გოგო იყო ჩვენს მხარეში.ღარიბი ოჯახიდან,მაგრამ მისი სილამაზე ბევრს ატყვევებდა და აჯადოებდა.მე რომ ამირჩია,ჩემზე ბედნიერი არავინ იყო ამქვეყნად.სამი დღე ვზეიმობდით ჩვენს ქორწილს.ბაქოში გვქონდა.მაშინ იქ ვმოღვაწეობდი და აქ იშვიათად მიწევდა ჩამოსვლა.ქორწინების მერე ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო ნაზი და თბილი გახდა.ასაკით პატარები ვიყავით- ოცდაერთის მე და ოცის ის. გამოუცდელი ბიჭი არ ვჩქარობდი მისთვის ხელის დადებას.არადა ვიწვოდი მისი სურვილით. თვითონ მთხოვა დრო მომეციო და უარს ხომ არ ვეტყოდი?მალე აქ გადმოვედით საცხოვრებლად.მინდოდა გამეხარებინა, ბედნიერი ყოფილიყო.ის მიმეცა რაც არასდროს ჰქონდა და ყველაფერ საუკეთესოს ვყიდულობდი.
ქორწინებიდან ორი თვის შემდეგ თავი მოიკლა.ჩემი არაკაცული საქციელის გამო.-სევდა შეერია ხმაში.
-თუ გინდა ნუ გააგრძელებ.-მის წინ ჩაიცუცქა ანასტასია და ხელები თავის ხელებში მოიქცია.
-შენ მართალი ხარ.მართლა ცივსისხლიანი მკვლელი,ნაბიჭ...არი და არაკაცი ვარ.ის გავაკეთე,რაც არასდროს არც ერთ მამაკაცს არ ეპატიება.საკუთარ ცოლს ძალის გამოყენებით დავეუფლე.მაგრამ ვფიცავ არაფერი მახსოვს…იმ ღამეს რა მოხდა,არაფერი მახსოვს… მხოლოდ დილა,მისი ცრემლიანი და ჩაწითლებული თვალები და სასოწარკვეთილი სახე მახსოვს… მეორე დღეს იმ ადგილიდან გადახტა, საიდანაც დღეს შენ აპირებდი იგივეს გაკეთებას..-ბიჭს ხმა უკანკალებდა. ცრემლიც კი შენიშნა გოგომ.
-მორჩა,თავს ნუ დაიტანჯავ,მეტი არაფერი არ მაინტერესებს.არც ეს მინდოდა გამეგო.-გააჩერა ანასტასიამ,მაგრამ იბრაჰიმი არ გაჩუმდა.გაუჭირდა,თუმცა დაწვრილებით მოუყვა ყველაფერი.
-აი ასეა მას მერე.ასე მგონია ის ისევ იქ არის და იმ კაბებს იზომებს, რომელიმეს მოირგებს და გამოვა იქიდან გაღიმებული. მაგრამ არა..იქ ისევ არავინაა.მხოლოდ მისი სურნელი აქვთ შერჩენილი ყველაფერს… -დაამთავრა მოყოლა.
-მაპატიე.გპირდები აღარასდროს არაფერს დავაშავებ.აღარაფერს შევეხები დაუკითხავად.
-იცი რაა,თუ გინდა მიდი და მოიზომე ის კაბები.ჩაიცვი რომელიც გინდა.როცა აქედან წახვალ,რომელიც მოგეწონება წაიღე.ახლა ვხვდები რომ ესეც უკვე სულერთია.სისულელეა,თავის მოტყუებაა.
-საკმარისად ბევრი იტანჯე და გამოისყიდე დანაშაული.ყოველთვის მართალი იყავი სინდისის წინაშე, ადამიანების წინაშე კი არასდროს დაიწყო თავის მართლება.
-ხანდახან მინდა რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყოს.კოშმარი,მაგრამ არარეალური.თუმცა რომ ვიღვიძებ და ეს საშინელი შეგრძნება ისევ ყელში ხელს მიჭერს და მახრჩობს.
-დრო მოვა და ყველაფერი გაივლის.- ანასტასიამ ხელი გაიშვირა მისკენ რომ მხარზე დაედო და ენუგეშებინა, მაგრამ ვერ გაბედა შეხება და უკან გამოსწია.
-თხუთმეტი წელია ასე ვარ.თხუთმეტი წელია არ გაიარა.იმედი აღარ მაქვს რომ ოდესმე მშვიდად ცხოვრებას შევძლებ.-იბრაჰიმმა ჭიქა შეავსო და ბოთლიც დაიცალა.აშკარად ნასვამი იყო.უკვე თვალები ეხუჭებოდა.
-იქნებ ამაღამ საწოლში შენ დაწვე?
ბიჭმა იუარა,მაგრამ ანასტასია ჯიუტი აღმოჩნდა და თავისი გაიტანა.
-იცი,რაც აქ ხარ,ყოველ ღამით მოვდივარ ოთახში,სავარძელში ვჯდები და გიყურებ როგორ გძინავს. შენი მშვიდი ძილის დარაჯი გავხდი.წარმოდგენა არ მაქვს რატომ ვაკეთებ ამას,მაგრამ ვაკეთებ .მძინარე გაცილებით მშვიდი ხარ. -ჩაეღიმა.-თუმცა ვაღიარებ როცა გღვიძავს,მაშინ ჩემი თავის ტკივილი ხარ.
-ამას რატომ მეუბნები?
-იმიტომ რომ ალინას მერე პირველი ქალი ხარ,ვინც ჩემში ადამიანური გრძნობები გააღვიძა.-თქვა იბრაჰიმმა და ძილმა წაიღო.ანასტასიამ ეს ბოდვად ჩაუთვალა, მაგრამ თავი მაინც უხერხულად იგრძნო.
იმ ღამე პირველად იქცა აბდულაევის ძილის დარაჯად ანასტასია ჭინჭარაული. გაფიქრებაც კი არ უნდოდა იმის,რომ შეიძლება ის სიზმარი რეალობად ქცეულიყო.სიტყვები კი რომელიც მან უთხრა სიმთვრალეს მიაწერა,თუმცა გულის სიღრმეში გრძნობდა რომ რაღაც ისეთი ელოდა,რაც მის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებდა.
**********
ზამთარი ძალას იკრებდა.აშკარად ეტყობოდა გარემოსაც.თოვა შეწყდა, მაგრამ ყინვები დაიჭირა.სახურავებზე ყინულის ლოლოები დაეკიდა.
ადრიანად გაღვიძებულ ანასტასიას ფარდაგადაწეული ფანჯრიდან პირველად ეს მოხვდა თვალში და ჩაეღიმა.ბავშვობა გაახსენდა,როცა ბებოსთან უშვებდნენ დასასვენებლად.მაშინ ეს ყინულები ტკბილეული ეგონა,რომელიც ბებომ მისთვის ჩამოჰკიდა იქ,მაგრამ დრო გავიდა და მიხვდა რომ ეს უბრალოდ მისი წარმოსახვის ნაყოფი იყო.
ბავშვობამ წამებში გადაურბინა თვალწინ და მერე უცბადვე დააბრუნა რეალობაში. საწოლზე მძინარე იბრაჰიმს გახედა და წუხანდელი გაახსენდა.რატომღაც ძალიან შეეცოდა ის.გაბრიელს მიამსგავსა მისი ცხოვრება.არა,რაღაცით ნამდვილად ჰგავდა-ხასიათით, თითქოს აღნაგობითაც, სიმამაცით,მათი ცხოვრების წესით.ისიც აღმოაჩინა და გაიაზრა რომ რამდენიც არ უნდა გაჯიუტებულიყო,ალბათ მათ ზურგს უკან გაბრიელიც ასეთივე შეუბრალებელი იყო…
მის ყურთასმენას მუსიკის ხმა მისწვდა, წამოდგა და ფრთხილად გამოვიდა გარეთ რომ სიჩუმის დამრღვევნი გაეჩუმებინა. უნდოდა იბრაჰიმს კარგად გამოეძინა. იქით წავიდა,საიდანაც ხმაური ესმოდა. თან ეშინოდა ახმედს არ გადავაწყდეო. მაგრამ რაც უფრო წინ მიიწევდა,მით უფრო აღფრთოვანება ესახებოდა სახეზე და სულ ავიწყდებოდა საფრთხე.
სახლი ულამაზესი იყო.ამ სართულზე მხოლოდ ორი,ერთმანეთის პირისპირ მდებარე ოთახი იყო.მეორე ოთახი დაკეტილი აღმოჩნდა.გზა გააგრძელა. რიკულებიანი,დახვეული კიბით ქვემოთ ჩავიდა,აქ პატარა მისაღები დახვდა და კიდევ რამდენიმე ოთახი ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული.ევროპული და არაბული დიზაინი ერთმანეთს ერწყმოდა და საოცარ სინთეზს ქმნიდა.
არ გაჩერებულა,კიდევ ქვემოთ გააგრძელა გზა.რაც უფრო ახლოს მიდიოდა,მით უფრო იკვეთებოდა ქალების ხმა.მისთვის გაუგებარ ენაზე საუბრობდნენ.კარს მიადგა და ისინიც დაინახა.ულამაზეს ჭრელა-ჭრულა კაბებში იყვნენ გამოწყობილები და მაკიაჟს უკეთებდნენ ერთმანეთს,თან სიცილ-კისკისით ყვებოდნენ სხვადასხვა ამბებს.სხეულის სხვადასხვა ადგილებში პირსინგები ძალიან უხდებოდათ.მერე რა რომ სანახევროდ იყვნენ ჩაცმულები და საცეკვაო კოსტუმები მხოლოდ სხეულის ინტიმურ ადგილებს უფარავდათ.მათზე დამაგრებული ჟღარუნები სხეულთან ერთად მოძრაობდნენ და სასიამოვნო ხმებს გამოსცემდნენ.ერთ-ერთმა შეამჩნია კარში გახიდული,დაბნეული ანასტასია და დანარჩენებიც მისკენ გაახედა.ყველა გაჩუმდა და ინტერესით მიაჩერდნენ გოგოს.თავის მხრივ ანასტასიაც დაიბნა და უკან გამობრუნება დააპირა.მაგრამ ორი მათგანი წამში გაჩნდა მასთან, გვერდით ამოუდგნენ და ოთახისკენ წაიყვანეს.
-მე ზემოთ უნდა დავბრუნდე.-უკან დახევა სცადა ანასტასიამ.
-მოდი ჩვენთან,ცოტა გავერთოთ.-უპასუხა გვერდით მდგომმა მისდაგასაკვირად.
-ჩემი გესმით?
-ჩვენ ხომ ის ქალები ვართ,ვინც ოჯახებს გამოსტაცეს და იქ გადმოისროლეს, საითაც არ ელოდნენ.
-ჩემსავით.-გაიფიქრა გონებაში,ხმამაღლა კი არაფერი უთქვამს. გულწრფელი ღიმილი აჩუქა ყველას და მათ შორის მოექცა.მუსიკა ჩართეს და ნაზად ააყოლეს სხეულები მელოდიას,თან ანასტასიას ასწავლიდნენ მოძრაობებს.თავიდან მორიდებით იყო,მერე გათამამდა და უფრო მეტად იქნევდა თეძოებს სხვადასხვა მხარეს.პირველად შეძლო და გულწრფელად გაიღიმა.პირველად შეძლო და დაივიწყა სად იყო.
-აქ რატომ ხართ?-ჰკითხა გვერდით მდგომს და თან ხელებით ტალღები გააკეთა.
-წვეულებისთვის მოგვიწვიეს.დიდი ბატონი მობრძანდება ოჯახით.
-აჰ,ისევ?-თვალები აატრიალა ანასტასიამ.-რამდენი ბატონი გყავთ?
-ბატონი იბრაჰიმის მამა მობრძანდება და მათ დასახვედრად დიდი წვეულება იმართება,თან როგორც ვიცი საცოლე უნდა წარუდგინოს მის ოჯახს.
ანასტასიას ამის გაგონება არ ესიამოვნა, თუმცა რატომ ვერაფრით ახსნა.შეეცადა ხასიათის ცვლილება არავის შეეტყო და ყურადღებაის პირსინგზე გადაიტანა.
-ძალიან გიხდება.
-მადლობა.თუ გინდა შენც გაგიკეთებ.
-მეე?არაა,-იუარა გოგომ,მაგრამ ისე მოეწონა სამომავლოდ აუცილებლად გავიკეთებო დაგეგმა გონებაში.
უცებ ვიღაცამ მუსიკა გამორთო და ანასტასიას ხელში სწვდა.გოგომ შეჰკივლა ინსტიქტურად.
-ალი.-მერე გახარებული მოეხვია ალის. -როგორ ხარ?სად დაიკარგე?
-აქ რას აკეთებ?-კითხვა დაუბრუნა ბიჭმა და გასასვლელისკენ წაიყვანა.
-იბრაჰიმმა თვითონ მითხრა რომ უფლება მქონდა ოთახიდან გამოსვლის.
-ვერ დაგიჯერებ.
-ალი,მატყუარა გგონივარ?-ეწყინა გოგოს.
-ორჯერ ხომ უკვე სცადე გაქცევა?
-მესამედ აღარ ვეცდები.პირობა მივეცი.
-რა მოხდა თქვენს შორის?-ჯიქურ ჩაეძია ბიჭი.
-არაფერი ალი.რა უნდა მომხდარიყო?
რისი თქმა გინდა ვერ ვხვდები.
-შენ ხომ მისი ტყვე იყავი? გატაცებული, რომელიც სარფიანად უნდა გაგვეცვალა. რატომ აპირებს იბრაჰიმი მის საცოლედ გამოგაცხადოს?
-რა?რა თქვი ალი?ეს საიდან მოიტანე?
-ასეა,თვითონ ბატონმა განაცხადა.
-შენთან სხვა დროს გავაგრძელებ.- მიაძახა და ადგილს მოსწყდა.უკვე ზემოთ გარბოდა.
კარი შეგლიჯა და მძინარე იბრაჰიმს პირდაპირ საწოლში დააცხრა თავზე.
-არამზადა.გაიღვიძე.გაიღვიძე და ყველაფერი ამიხსენი.-ბალიშს დასწვდა და მისკენ ისროლა.ჯერ კიდევ გონს ვერ მოსულიყო ბიჭი,მაგრამ შესაშური სისხარტით აიცილა და ანასტასიასთან გაჩნდა.
-რას მერჩი?ვერ მივხვდი რა დავაშავე?
-საიდან მოგივიდა ის უაზრო იდეა რომ შენი ცოლი გავხდები?-ყვირილს განაგრძობდა გოგო.
-ეს ვინ გითხრა?
-რა მნიშვნელობა აქვს.მთავარია რომ გავიგე.ამიტომ დაატკბე ჩემთან ურთიერთობა რომ გინდა დამითანხმო, მაგრამ ვერ ეღირსები.ამას არაფრით არ დავთანხმდები.მირჩევნია მოვკვდე.
-გაჩუმდი…გაჩუმდი და მომისმინე,- მოთმინება დაელია იბრაჰიმს და ისეთი ხმით იყვირა ანასტასიას ხმას გადააჭარბა და გაოგნებული დატოვა.
-ასე რომ არ მოვიქცე და სახლში დაგაბრუნო,საფრთხე გემუქრება.
-მეტი რაღა უნდა დამემართოს?- სასოწარკვეთილი ჩამოჯდა საწოლზე და სახეზე ხელები აიფარა,რომ აბდულაევს მისი ცრემლები არ დაენახა.
-ახმედს შენი ხელში ჩაგდება უნდა რადაც არ უნდა დაუჯდეს,ამას გააკეთებს. სახლშიც რომ დაგაბრუნო,გარიგება რომ შედგეს ან არ შედგეს,ან უბრალოდ ყველაფერი დავიკიდო, მაინც ვერ გადარჩები.
-გაბრიელი დამიცავს.გამიშვი გთხოვ, დამაბრუნე უკან.-შეევედრა.
-არ გამოვა-მეთქი ეგ საქმე.ახმედისგან ვერავინ დაგიცავს.თუ ჩემმა ხალხმა შეძლო შენი აქ ჩამოყვანა,ისიც მოახერხებს ამას და თუ ვერ მოახერხა შენივე ქვეყანაში დაგმართებს ისეთ რამეს,სიკვდილი მერე მართლა გაგიხდება სანატრებელი.
-თუ ასეთი საშიშია რატომ გყავს გვერდით?
-სხვანაირად არ გამოვა და იმიტომ. სამწუხაროდ მასაც აქვს ამ ბიზნესში წილი და ასე უცებ ვერ მოვიშორებ თავიდან.
-ჭირსაც წაუღია თქვენი წესები,თქვენი სამყარო და თქვენი ბიზნესი. მეზიზღებით. -ისევ აქვითინდა გოგო.
-მაპატიე,მე გაგრიე ამ ყველაფერში.ჩემი ბრალია,მაგრამ გპირდები არაფერი დაგიშავდება.სანამ ახმედს გამოვააშკარავებ და ფარდას ავხდი, მანამდე უბრალოდ ითამაშებ ჩემი საცოლის როლს.მერე გაგშორდები და უკან დაგაბრუნებ უვნებელს.თუნდაც ეს ბიზნესი სამუდამოდ დავკარგო.
-ამას ჩემთვის გააკეთებ?
-მხოლოდ შენთვის არა.ახლა კი დამშვიდდი,იფიქრე,აწონ-დაწონე ყველაფერი,როცა მზად იქნები დამიძახე და მოვალ.
-კარგი.-თავი დაუქნია და ცრემლები მოიწმინდა.აბდულაევი ოთახიდან გავიდა,შეთანხმებისამებრ კარი არ დაუკეტავს,ანასტასია საწოლში შეძვრა და ბალიშს ჩაეხუტა დადარდიანებული.ასე ვერ წარმოედგინა გათხოვება და არც მომავალი ოჯახის წევრების გაცნობა, თუმცა ეს ხომ ყველაფერი ყალბი იყო?ან იქნებ არც იყო?იქნებ იმ სიზმარს ასრულება ეწერა?აბა ამდენი წლის მანძილზე მამა პირველად რატომ ესიზმრა,თუ რაღაცის მინიშნება არ იყო ნანახი?გაორებულიყო.ვერ წარმოედგინა მსგავსი რამ თუ დაემართებოდა.მაგრამ ეს მოხდა და რეალობისგან გაქცევა საკმაოდ რთული იყო.რაც უფრო მეტად იბრძოდა, უფრო ადვილად ნებდებოდა.რაც უფრო მეტად გარბოდა,უფრო მეტად უბრუნდებოდა იმავე ადგილს.რაც უფრო მეტად ცდილობდა არ ეფიქრა,მით უფრო მეტს ფიქრობდა.რაც უფრო მეტად უნდოდა შესძულებოდა,მით უფრო მეტად იზიდავდა…
ბალიშს ჩახუჰტებულს უცნაურმა სურნელმა შეუღიტინა ცხვირში.იმდენად ესიამოვნა თვალები დახუჭა და კიდევ უფრო ღრმად შეისუნთქა.იმდენად საოცარი იყო,თავბრუს ახვევდა და რეალობას წყვეტდა. რამდენადაც უნდოდა ამ ყველაფრისგან შორს ყოფნა,იმდენად უფრო ეფლობოდა მასში.ბედის მდინარე ღრმად ითრევდა და გამოცურვის საშუალებას არ აძლევდა…
*****
უკვე დამშვიდებული და რეალობას შეგუებული იყო,როცა კარი გაიღო და იბრაჰიმი შემოვიდა.თბილი ქურთუკი ეჭირა ხელში.მიუახლოვდა,საწოლზე ჩამოჯდა და მორიდებით უთხრა:
-ვიცი შენთვის რთულია ეს ყველაფერი. ჩემს გამო რამდენი რამე დაგატყდა თავს?რამდენის გადატანა გიწევს?ახლა კიდევ მეც უნდა ამიტანო.დამიჯერე ჩემთვისაც ძალიან რთულია.იმდენად,რომ შენ ვერც კი წარმოიდგენ.მაგრამ ასე უნდა მოვიქცე.რამდენადაც არ უნდა გაჯიუტდე, მაინც ასე მოხდება.თავს ვერ ვაპატიებ შენც რომ რამე დაგემართოს.ყველაფერს შევწირავ ამ საქმეს და შენ უვნებელს დაგაბრუნებ.
იბრაჰიმის აღსარებამ ანასტასიას გული მოულბო და მისკენ მობრუნდა.
-ადამიანებს ყოველთვის ადვილად ვუჯერებდი.ეს ჩემი სისუსტე და ნაკლი იყო.ბევრჯერ მინანია,ბევრი ცუდი შემემთხვა ამის გამო და გთხოვ შენ მაინც ნუ გამიცრუებ იმედს.-შეევედრა.
-ყველაფერი კარგად იქნება.ახლა კი ადექი,მოემზადე,უნდა წავიდეთ.
-სად მივდივართ?
-წვეულებისთვის შესაფერისი ტანსაცმელი არ გაქვს და არც მომდევნო დღეებისთვის.
-იმედია ჩემთვისაც არ აპირებ მსგავსი ოთახის მოწყობას.
-ეგ შენ უნდს გადაწყვიტო გინდა თუ არა.
-მე ყველაფერი სადა და მარტივი მიყვარს.
-სადა,მარტივი,მაგრამ ხარისხიანი.აქ ყველაფერს ყურადღებას აქცევენ.
-ჯანდაბა,ჯანდაბა.-ქართულად თქვა და გაბრაზდა,მაგრამ იბრაჰიმმა ვერ გაიგო და ჰკითხა რა მითხარიო.
-არაფერი.-გაუღიმა ოდნავ და ქურთუკი გამოართვა.-წავიდეთ.

შოპინგმა დროებით ყველაფერი დაავიწყა.აქაურობა არ ჰგავდა იმ მაღაზიებს,რომლებშიც აქამდე დადიოდა.ყველაფერი განსხვავებული იყო-ტანსაცმელი,დიზაინი,ხალხი, სიტუაცია.ისეთი რაღაცეები აყიდინა იბრაჰიმმა,რასაც ალბათ ვერასრდოს წარმოიდგენდა და არც არასდროს იყიდდა.
-ეს აუცილებლად დაგჭირდება.-უთხრა და აბრეშუმის ულამაზესი შარფი მხრებზე მოასხა.-ამის გამოყენებასაც გასწავლი.
-მართლა ფიქრობ რომ ისე მოვიქცევი როგორც მუსულმანი და ამ სამოსში შევიფუთები?
-ეს შეფუთვა კი არა საკუთარი თავის გადარჩენაა.მე მესმის შენი,არ გაიძულებ და არც არასდროს მოგთხოვ სარწმუნოების შეცვლას.ამის უფლება არ მაქვს,ისევე როგორც შენ ვერ მთხოვ ამას. მაგრამ არსებობს ამ კულტურის პატივისცემა.
-რას გულისხმობ?-ვერ მიუხვდა ნათქვამს ანასტასია.
-ჩვენთან ქალს,რომელიც დაინიშნება ან გათხოვდება,უფლება არ აქვს ისე იაროს როგორც მანამდე,ანუ თავშიშველმა.
-ანუ მომიწევს ჩადრით ვიარო?რა სასაცილოა.-გულიანად გადაიკისკისა ანასტასიამ,რასაც იბრაჰიმის განაწყენება მოჰყვა.
-მე შენი ქვეყნის ტრადიციებისთვის შეურაწყოფა არასდროს მიმიყენებია.
-ზურგი შეაქცია გოგოს,რომ თავი ხელში აეყვანა.დანაშაულო იგრძნო ანამ და იბრაჰიმს წინ გადაუდგა.
-მაპატიე,აქამდე მსგავს სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ.ხანდახან დაუფიქრებლად ვიძახი რაღაცეებს.
-პატარა გოგო არ ხარ რომ ვერ ხვდებოდე ან ვერ აანალიზებდე შენი ნათქვამის არსს.
-კარგი რაა,ნუ მიბრაზდები.ხომ არ გავიწყდება ვინ ვარ მე შენთვის და რა მინდა აქ?
-სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ მავიწყდება.და ძალიან ვნანობ იმ დღეს,როცა ეს ბრძანება გავეცი. წყეული იყოს ის დღე როცა შენ ჩემს სახლში შემოხვედი,რადგან მას შემდეგ მოსვენება დამიკარგე და შენს გამო მზად ვარ ეს ყველაფერი ავიტანო.
-აჰაა,ესეგი ასატანად გაქვს საქმე?- დოინჯი შემოირტყა ანასტასიამ და გაბრაზებულმა შეხედა.
-დიახ.-არ დაუთმო იბრაჰიმმაც.
-კარგად მომისმინე,ეს მე გიტან და მე მიწევს შენი და აქაურობის ატანა.ეს მე ვარ ამ სიტუაციაში დაჩაგრული და თუ ვინმეს პრეტენზიები უნდა ჰქონდეს, სწორედაც რომ მე ვარ ეს ადამიანი.- სიბრაზე გაერია ჭინჭარაულის ხმაში.
-მიდი,მოემზადე და წავიდეთ,ამ პარკებს მე წამოვიღებ.-ნაწყენმა უპასუხა იბრაჰიმმა და გვერდი აუქცია გოგოს .ფული გადაიხადა და მაღაზიიდან გავიდა.
ანასტასია უხმოდ ჩაჯდა მანქანაში. მეტიც,იმდენად იყო გაბრაზებული და გაღიზიანებული რომ უკანა სავარძელზე დაჯდომა არჩია და გაბუტული იყურებოდა ფანჯარაში. მართალია ნაწყენი იყო, მაგრამ გულმა ვერ მოუთმინა და დროდადრო თვალს აპარებდა სარკეში იბრაჰიმი.ასეთ დროსაც კი ულამაზესი ეჩვენებოდა გოგო.წყენას დიდხანს ვერ იტოვებდა გულში,მითუმეტეს როცა მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანებისგან სწყინდა,ყოველთვის ის დგავდა პირველ ნაბიჯს შერიგებისკენ.ამ შემთხვევაში კი უკან დახევა ამჯობინა.გოგოს მისგან წასვლა სურდა და განა შეეძლო რამით დაეკავებინა?არადა ანასტასია მისი გულის ნაწილს რომ იკავებდა უკვე ხვდებოდა.
მანქანა ეზოში შეიყვანა და პირდაპირ სახლის წინ გააჩერა,რომ ნაკლები მანძილი დარჩენილიყო შესასვლელ კარსა და გოგოს შორის.გადასვლისას უკან მიბრუნდა,მკლავში სწვდა ანასტასიას და შეაჩერა.
-ყველაზე მეტად იმის მეშინია აქედან
წასვლის დრო რომ მოვა,შენი გაშვება ვერ შევძლო.ვერც ძალით დაგტოვებ. რადგან ერთხელ უკვე მოგიყვანე ძალით და სანაცვლოდ შენგან სიძულვილი მივიღე. ვიცი ის სიძულვილი არ გაქრებოდა ასე მოკლე დროში,უბრალოდ რაღაცის ან ვიღაცის გამო მიტან,მე კი ეს ყველაზე ნაკლებად მინდა-ვძულდე ქალს, რომლის ჩემს გულში შემოშვებას ვაპირებ.-ხელი გაუშვა და ასე დატოვა გაოგნებული გოგო.თვითონ გადავიდა პირველი და სახლში გაუჩინარდა. ანასტასია ფიქრებში წავიდა. პირდაპირ გულში გაიარა იბრაჰიმის ნათქვამმა დაყველანაირი გზა მოუჭრა.ყველა ფიქრი და ოცნება დაუსამარა აქედან წასასვლელი. მსგავსი დაბნეულობები არასდროს ახასიათებდა,ახლა კი ხვდებოდა რომ ეს დასასრულისკენ წასვლა იყო.ის კადრებიც კი,რაც ფანჯრიდან დაინახა და ის უარყოფითი რაც მასზე ფიქრობდა ნელ-ნელა ქრებოდა და სასიამოვნო, ტკბილი მოგონებები ანაცვლებდა მათ. სწორედ ამის ეშინოდა და აი ეს დღეც დადგა,როცა გააანალიზა რომ ბიჭისთვის სულერთი აღარ იყო და მისთვის ჩვეულებრიც ტყვე ქალს აღარ წარმოადგენდა.
ერთ ადგილზე გაშეშებულმა ვიღაცის დაჟინებული მზერა იგრძნო.იქით გაიხედა და აჰმედი შეამჩნია.მის თვალებში ბოროტება დაინახა და ერთიანად გააკანკალა შიშისგან.ახლა მიხვდა იბრაჰიმი რასაც გულისხმობდა მასთან დაკავშირებით.
-მომავალ ქალბატონს ჩემი გულწრფელი სალამი.-ირონიით უთხრა და მის წინ გაჩერდა.-ვხედავ ჩემი ბიძაშვილის კეთილგანწყობა მალევე მოგიპოვებიათ.
ანასტასიამ ზურგი შეაქცია და წასასვლელად მოემზადა.
-ეტყობა იმ ოთახში სასიამოვმოდ ატარებთ დროს.-წინადადებას ხაზი მკვეთრად გაუსვა ახმედმა და მიზანს მაშინვე მიაღწია.-არადა ჩემზე უარი თქვი.
გოგომ მუშტებს ძლიერად მოუჭირა ხელი და გაბრაზებულმა შეხედა.
-ქალებზე მოძალადისგან გესლიანი სიტყვების გარდა სხვას რას უნდა ველოდო?განა გაქვს ვაჟკაცურად მოქცევის თავი?
-მე შენი…-მზერა შეეცვალა ახმედს და მკლავში წასწვდა,თუმცა ამჯერად არ გამოუვიდა მუქარა.ანასტასიამ მეორე ხელით ფრთხილად ამოაცალა იარაღი და პირდაპირ მამაკაცურ ღირსებაზე მოაბჯინა.
-ერთი სიტყვაც რომ მითხრა შეურაწმყოფელი ან რამის დაშავება სცადო დაუფიქრებლად ვისვრი.- თვალებში ჩახედა ჭინჭარაულმა მას და ეშმაკურად აუციმციმდა თვალები.
-ვერ გაბედავ.
-თუ გინდა გამომცადე.-უთხრა და ჩამკეტი გადასწია.-აბა,რას იტყვი?
ახმედმა ხელი ნელ-ნელა გაუშვა და გოგოს მოშორდა.რამდენიმე ნაბიჯით შორს დადგა მისგან.
-იცი ვინ ვარ?-ჰკითხა ანასტასიამ ისე რომ იარაღი ამჯერად პირდაპირ მისკენ მიმართა.
-ვიცი.-თავი დაუქნია მან და აშკარად ეტყობოდა სახეზე სიძულვილი.
-მაშინ ისიც უნდა იცოდე რა შეუძლიათ ჩემი ოჯახის ქალებს.-უპასუხა ანასტასიამ და სასხლეტს გამოჰკრა.სროლის ხმამ იქაურობა სწრაფად მოიცვა და ყველას ყურადღება მიიპყრო.ოთახთან მისული იბრაჰიმი სწრაფად დაეშვა კიბეზე და წამებში გაჩნდა მასთან.ყველა იქ მოგროვდა.ლულას ჯერ კიდევ ბოლი ასდიოდა და ანასტასიას არც კი დაეშვა.
აჰმედს ყურთან ჩაუფრინა ტყვიამ,ოდნავ გაუკაწრა ნიჟარა და მის უკან,რამდენიმე მეტრის მოშორებით,ხეს მოხვდა.ბიჭმა სწრაფად წაივლო ხელი და იღრიალა…
-ახლა უბრალოდ გაჩვენე,შემდეგში აღარ ავაცილებ.-უპასუხა და იარაღი იბრაჰიმს მიაჩეჩა.
-შენ მერე დაგელაპარაკები.-მიაძაახა ბიძაშვილს აბდულაევმა და ანასტასიას გაეკიდა უკან.
-მოიცადე ანა,დამელოდე.-მისდევდა და არ ეშვებოდა გოგოს.ის კი ჯიუტად მიიწევდა წინ.-რა მოხდა?რამე დაგიშავა?
-არაფერი,უბრალოდ ვაჩვენე რომ მისი არ მეშინია და პირველად რომ მნახა ის მშიშარა გოგო აღარ ვარ.
-გასაგებია,მაგრამ მგონია რომ რაღაცას მიმალავ.-ოთახის კარი მიხურა იბრაჰიმმა და ანასტასიას გაუსწორა თვალი.
-არაფერი მომხდარა,არაფერს გიმალავ. ახლა გთხოვ მარტო დამტოვე.
შეფიქრიანებულმა იბრაჰიმმა კარი გაიხურა და ქვემოთ ჩამოვიდა. მომხდარზე დასალაპარაკებლად ახმედთან შესახვედრად,თუმცა ის სახლში აღარ დახვდა და არც ტელეფონზე უპასუხა.ერთი მაგრად შეიკურთხა და ალი და ჯამალი იხმო კაბინეტში.მოახსენეს რომ აჰმედს სახლი მაშინვე დაეტოვებინა და აშკარად გამწარებული ჩანდა.
-მის სისუსტეებზე ყოველთვის თვალს ვხუჭავდი,მაგრამ ახლა ყელში ამომოვიდა. საქმე უდანაშაულო გოგოს ეხება,გოგოს რომელიც ჩემი დაუფიქრებელი გადაწყვეტილების გამო არის ამ დღეში.
-ხო,მაგრამ სხვებიც უდანაშაულოები არიან იბრაჰიმ,მითუმეტეს მის წინაშე. მისი ასეთი ბუნების გამო არავინ იმსახურებს ასე მოქცევას.
-მართალი ხარ ალი,უბრალოდ აქამდე ჩვენი ინტერესები არ იკვეთებოდა..
-და შენ ამჯობინებდი სირაქლემას პოზიციაში ყოფნას.-ჩაერია ჯამალი.
-რა უნდა მექნა?
-ის,რასაც ნებისმიერს უშვები,როცა შენს წინაშე რაღაცას აშავებს.
-ხომ არ მოვკლავ ალი?
-თუ დამნაშავე და მოძალადეა იმსახურებს,კარგად იცი მას ციხე ვერ დააკავებს.
-ეს დიდ არეულობას გამოიწვევს იბრაჰიმ .-თქვა ჯამალმა.
-ჩემი ოჯახის სტუმრობა დასრულდეს და მერე მივხედავ ყველაფერს.ამჯერად საბოლოოდ დავსვავ წერტილს.
კიდევ რაღაც უნდა ეთქვა,მაგრამ საუბარი ზარმა შეაწყვეტინა.მობილურს დახედა,გაუკვირდა უცხო ნომერი რომ იყო და სწრაფად უპასუხა. საუბარი რამდენიმე წამიანი გამოდგა.ბიჭებმა ვერაფერი გაიგეს.მხოლოდ იმას მიხვდნენ რომ რაღაც სერიოზული მოხდა.
-ანასტასიას თქვენ გაბარებთ,ბიჭებს უთხარით რომ გავდივართ.ერთი მანქანა წამომყვება მხოლოდ.
-კი მაგრამ რა მოხდა?
-რასაც გეუბნები ის გააკეთე ალი.- მიაძახა და კიბეს სირბილით აუყვა.გზადაგზა პერანგის ღილებს იხსნიდა რომ ტანსაცმლის გამოცვლაში დრო არ დაეკარგა.სწრაფად შეაღო კარი და უცებ ადგილზე გაშეშდა.სამყარო სიბნელემ მოიცვა და მის წინ მხოლოდ ერთი ნათელი წერტილი გამობრწყინდა. დიდებულ ფორმაში იყო ანასტასია, იღიმოდა და ჩადრს ისწორებდა.
-უკვე მოვიდნენ?-იკითხა გულუბრყვილოდ. იბრაჰიმს აღარაფერი ესმოდა.მხოლოდ ის და ანასტასია იყვნენ.ყველა და ყველაფერი დაავიწყდა. თვალებგაფართოებული და აღფრთოვანებული შესცქეროდა და განძრევას ვერ ახერხებდა.
მუქი ფერის,წელში გამოყვანილი კაბა, გრძელი სახელოებით იატაკზე დასთრევდა გოგოს.მისი სხეულის ფორმებს ხაზს უსვამდა.თავზე ამავე ფერის ჩადრი მოეხვია.მაკიაჟი გაეკეთებინა და რაც ყველაზე მთავარია ცხვირზე პირსინგიც მოესწრო,რამაც ყველაზე მეტად გააკვირვა იბრაჰიმი.მისი პატარა,ნაზი ცხვირი საოცრად დამშვენებულიყო.მიუახლოვდა,მისკენ ხელი წაიღო და ორი თითი ისე ნაზად ჩამოუსვა სახეზე,თითქოს ფაიფურის თოჯინა ყოფილიყო.თვალები დახუჭა და წამით სამყაროს გამოეთიშა.სრულიად დაავიწყდა ყველაფერი.
-რამე მოხდა?-ანასტასიას კითხვამ რეალობას დააბრუნა.
-ძალიან ლამაზი ხარ…სხვანაირი..
-როგორი?-გაეღიმა გოგოს.ამან კიდევ უფრო დააბნია იბრაჰიმი.
-ჩვენ ქალებს დაემსგავსე.
-არ მინდა მათ ვგავდე.მინდა განხვავებული ვიყო.
-არა,არა,სწორად ვერ გაიგე. განსხვავებული ისედაც ხარ,მაგრამ ამ ფორმაში მათ ჰგავხარ.
-მინდოდა გამორჩეული ვიყო.-გაუღიმა გოგომ.ბიჭმა თვალები დახუჭა და შუბლი შუბლზე მიადო.ნაზად დაუჭირა სახე და მისი სურნელი შეისუნთქა.
-თავს მაკარგვინებ.გონებას მირევ.- დაიჩურჩულა.
-მე არ მინდოდა.-ჩურჩულით უპასუხა ანასტასიამაც და მის ხელებს საკუთარი შემოაწყო ზემოდან.
-მაგრამ მოახერხე.შენ სხვა რეალობა დამანახე და ცხოვრების ის კარი გამიღე, რომელსაც მეგონა აღარასდროს გავხსნიდი.
-სიყვარულს მიხსნი?-ჩაეღიმა მას.
-არ ვიცი ეს რამდენად არის სიყვარული, მაგრამ იმაზე განსხვავებულია,რაც ოდესმე მიგრძვნია.
-მე რომ ვერ გავერკვიე?დაბნეული ვარ იბრაჰიმ.
-მეც,მაგრამ უფრო მეტად მეშინია ანა. მეშინია რომ შენ იმავეს არ გრძნობ,რასაც მე.
-და თუ მეც იგივეს ვგრძნობ,რასაც შენ?-გამომცდელად შეხედა გოგომ.
-მაშინ შენი საქმე იმაზე რთულადაა, ვიდრე აქამდე იყო.-გაეღიმა ბიჭს და ნაზად შეახო ტუჩები.მერე უცებ მოშორდა გოგოს და უკან დაიხია.
-მე უნდა წავიდე.ასე არ უნდა ვიქცეოდე. ამის დრო არ არის.-ლუღლუღებდა დაბნეული.
-რა დაგემართა ასე უცებ?-უკან გაეკიდა გოგო და წინ გადაუდგა. -დავიჯერო ასეთი ცუდი კოცნა იყო?
-არა ანა.ეს ყველაზე ლამაზი და კარგი რამ იყო ამ ქვეყანაზე,რაც დიდი ხანია არ მიგრძვნია.მაგრამ ახლა რაღაც მოხდა და იქ უნდა წავიდე.
-მომიყევი რა მოხდა.ცოტას დამშვიდდები. თორემ ამ მდგომარეობაში აქედან არ გაგიშვებ.
-კარს გადაეფარა გოგო.
-ეს შენ არ გეხება ანა.
-როცა ასეთ მდგომარეობაში ხარ მეხება. რა მოხდა?
-ქარხანა ააფეთქეს.ყველაფერი განადგურდა.
-მეც მოვდივარ.-აეკიდა გოგო.
-არა,შენ აქ დარჩები.
-გპირდები მანქანიდან არ გადმოვალ და არც ხელს შეგიშლი რამეში.
-კარგი,ჯანდაბას.ახლა კამათის დრო არ მაქვს.ქურთუკს ჩავიცმევ და წავიდეთ.
მთელი გზა ხმა არ ამოუღია ანასტასიას. მაგრამ სიჩქარის ისარი რომ ნელ-ნელა ზემოთ მიიწევდა,მისი გულისცემაც იმატებდა და ღმერთს გულში ევედრებოდა დანიშნულების ადგილამდე მშვიდობით მისულიყვნენ.
დროდადრო ხელს მისკენ გააპარებდა, თუმცა შეხებას ვერ ბედავდა.ბოლოს როგორც იქნა თავს სძლია და ერთი ხელი მხარზე შეახო,მეორე მისი მარჯვენა ხელის ზურგს და ნაზად ჩამოუსვა.პასუხად იბრაჰიმის დაბნევა და მანქანის გზიდან გადაყვანა მოჰყვა ამას.
-ასე თუ იარე,იქამდე ვერ მივალთ.
-თავის კონტროლი მიჭირს.
-გინდა მე დავჯდე?შენ მიკარნახებ საით უნდა წავიდე.
-ხუთი წუთი მჭირდება და დავმშვიდდები .-ანასტასიას თითებს დახედა,ჯერ კიდევ მის ხელზე რომ იყო მოხვეული და შუბლით დაეყრდნო მას.
-ყველაფერი კარგად იქნება. -გაამხნევა კიდევ ერთხელ.
ბოლოს თავი ხელში აიყვანა,მანქანა ნელა დაძრა ადგილიდან და დამშვიდებულმა მიაღწია ქარხანამდე.
ყველაფერი ცეცხლის ალში იყო გახვეული.ამაოდ ცდილობდა სახანძრო და ტანამშრომლები ცეცხლის ჩაქრობას.
ანასტასია მანქანიდან უყურებდა ამ ყველაფერს და იბრაჰიმის სახის გამომეტყველებით ხვდებოდა რომ საქმე ძალიან ცუდად იყო…
ბოლოს ბიჭმა ჯამალს დაუძახა და რაღაც უთხრა.ისიც მაშინვე მანქანისკენ წავიდა და საჭეს მიუჯდა.
-ჯამალ რა ხდება?
-სახლში მივდივართ.
-მაგას არ ვგულისხმობ.იქ რა ხდება?
-კარგი არაფერი.-უპასუხა და მანქანა დაძრა.-საქმე ცუდადაა.ყველაფერი განადგურდა.
-ახლა რა იქნება?
-ანა,მოდი ამაზე ნუ ვისაუბრებთ.ამ საქმეში არ გინდა ჩარევა.
-კარგი,როგორც იტყვი.-უპასუხა გოგომ და სახლამდე ხმა აღარ ამოუღია.პირდაპირ საძინებელში ავიდა,ტანსაცმელი გამოიცვალა და საწოლში ჩაწვა.დაძინება უნდოდა,მაგრამ ძილი არაფრით არ მიეკარა.ელოდა იბრაჰიმის დაბრუნებას, ის კი არ ჩანდა.მერე ბუნებამ თავისი ქნა და გამთენიისას მაინც წაიღო ძილმა.


**********

ნაშუადღევს იბრაჰიმმა დაუკითხავად შეაღო ანასტასიას საძინებლის კარი.მას ჯერ კიდევ ეძინა.მიუახლოვდა.საწოლის კიდეზე ჩამოჯდა,ცოტა ხანს უყურა. გონებაშიღრმად ინახავდა მისი სახის ულამაზეს ნაკვთებს.
ანასტასიამ თითქოს იგრძნო დაჟინებული მზერა,თვალების ფშვნეტით გაიღვიძა და გაოცებულმა შეხედა ბიჭს.
-დიდი ხანია აქ ხარ?-ჰკითხა და საწოლში წამოჯდა,ზურგსუკან ბალიში ჩააცურა.
-არც ისე.
-ჩემს ძილს დარაჯობ?-გაეცინა ოდნავ.
-ამჯერად არა.
-როგორ დასრულდა წუხანდელი?
-ყველაფერი განადგურდა.
-ეგ ცუდია?
-ძალიან.
-ახლა რა იქნება?
-ახლა სხვა საქმე მაქვს შენთან.
-აბა გისმენ ყურადღებით.
-სიუპრიზი მაქვს,სადღაც მინდა წაგიყვანო.
-ასე თუ გააგრძელებ აქედან წასვლას გადავიფიქრებ.
-მართალია.არ მინდა წახვიდე.მაგრამ ვერ გავექცევი იმ რეალობას სადაც შენ უნდა დაბრუნდე შენებთან.
-ასე ადვილად მიშვებ?- ბიჭს გამომწვევად მიაჩერდა.
-ეს ჩემთვის ძალიან რთულია.მაგრამ სხვა გზა არაა.
-მე თუარ მოვინდომე წასვლა?
-ამას ახლა იძახი.მაგრამ როცა წასვლა მოგიწევს მაშინ უკან არ მოიხედავ,ისე მარტივად დათმობ აქაურობას.
-აქაურობას და შენს შორის დიდი სხვაობაა.ადგილებს ის ადამიანები გაყვარებენ,ვინც შენს ცხოვრებას მნიშვნელოვნად ცვლიან.
-კარგი არ გვინდა ამაზე საუბარი.მიდი, მოემზადე,სადღაც მივდივართ.
-სად?
-სიუპრიზია ხომ გითხარი.-გაეღიმა იბრაჰიმს და წამოდგა.ოც წუთში მოგაკითხავ.თბილად ჩაიცვი.გარეთ თოვს.
-ისევ?-წამოხტა ანასტასია და ფანჯარაში გაიხედა.ისე თოვდა,არაფერი არ ჩანდა. არემარე სითეთრეს მოეცვა.
-რა სილამაზეა.ასეთი თოვლი თბილისში არასდროს ყოფილა.-მოიწყინა უცებ.
იბრაჰიმი მიუახლოვდა,მხრებზე მოხვია ხელები და ნაზად ჩამოუსვა მკლავებზე.
-არ მოიწყინო გთხოვ.დღეს ამის მიზეზი არ გაქვს.
-რატომ?რა ხდება დღეს?
-ამაღამ ახალი წელია.
-მართლა?წარმოგიდგენია დრო ისე გაიპარა,ყველაფერი ამერია.ისიც არ მახსოვს რომ ამაღამ ეს საშინელი წელი დასრულდება.
-იქნებ ხვალ უკეთესი დაიწყოს.
-როდესაც ორ ცეცხლს შორის ხარ და არჩევანის გაკეთება მოგიწევს,არა მგონია უკეთესად იყოს რამე.
-რამდენიმე წუთის უკან მეც იგივე გითხარი,შენ საპირისპიროს დამტკიცება გინდოდა,თუმცა ისევ მე აღმოვჩნდი მართალი.
-არა,არა.არასწორად გაიგე.
-ყველაფერი ისე გავიგე როგორც არის.
არ გინდა ჩემი სიუპრიზის ნახვა?-ძველ თემას დაუბრუნდა იბრაჰიმი.
-სიუპრიზის კი,უბრალოდ მერე რა იქნება იმის მეშინია.
-მერეზე სხვა დროს იფიქრე.მთავარია დღევანდელი დღე.
-კარგი,ჩავიცმევ და ჩამოვალ.ყოველთვის მღუპავდა ცნობისმოყვარეობა,იმედია დღეს ასე არ იქნება.
-დღეს ყველაფერი კარგად იქნება.- გაუღიმა იბრაჰიმმა და ოთახიდან გავიდა.
ანასტასია ფეხს ითრევდა წასვლაზე. მაგრამ სიუპრიზიც აინტერესებდა. ნეტავ რა ელოდა?ან სად მიჰყავდა იბრაჰიმს? მართლა ასეთი რომანტიული იყო, როგორიც ბოლო პერიოდში დაანახა ბიჭმა თავის თავი თუ მოჩვენებითი იყო ეს ყველაფერი და ის იბრაჰიმი იყო,როგორიც მაშინ დაინახა-ცივსისხლიანი მკვლელი და ქალების გამტაცებელი ბოროტმოქმედი?გული და გონება ერთმანეთს ებრძოდა.ბოლოს მაინც გულმა გაიმარჯვა და იმ პატარა ნაპერწკალს გასაქანი მისცა,რომელიც ბოლო პერიოდში გაჩენილიყო.
თბილი ტანსაცმელი ჩაიცვა.თმა უბრალოდ უკან გამოინასკვა და ოთახის კარი გამოაღო.
ბიჭი თითქოს ელოდაო,მაშინვე ჰკითხა: -მზად ხარ?
ანასტასიამ თავი დაუქნია.რამდენიმე წამით აბდულაევი ოთახში გაუჩინარდა. მალევე გამოჩნდა.სამგზავრო ზურგჩანთით და თბილ ქურთუკში გამოწყობილი.მოულოდნელად მოჰკიდა ხელი ანასტასიას ხელზე და კიბეებისკენ გაიყოლა.გოგო ინსტიქტურად გაჰყვა უკან,ხელს დახედავდა და სხეულში უცნაურ რამეს გრძნობდა-თან უხაროდა, თან ეშინოდა….
მასთან ერთად მანქანაში მარტო იჯდა. ესეც გაუკვირდა რომ უკან არავინ გამოჰყვა.
ისე ლამაზად თოვდა და ირგვლივ ისეთი სილამაზე იყო,მალე ყველაფერი დაავიწყდა და არემარის თვალიერებით გაერთო.
საახალწლოდ განათებული ქალაქი ქათქათა თოვლმა კიდევ უფრო შეცვალა და ჯადოსნური ელფერი მისცა.საოცარი იყო ეს ყველაფერი.მანქანები ნაკლებად მოძრაობდნენ.სამაგიეროდ ხალხი იყო ქუჩებში ბლომად გამოსული და პატარებთან ერთად ბავშვობაში დაბრუნებულიყვნენ-მათთან ერთად გუნდაობდნენ და ერთობოდნენ.მათი მხიარული შეძახილი და ჟივილ-ხივილი ზეცას სწვდებოდა.
ანაც თითქოს თავის წარსულში დაბრუნდა და გაბადრული იჯდა მანქანაში.იბრაჰიმი მის სახეს რომ ხედავდა გული იმაზე მეტად უცემდა,ვიდრე ეს საჭირო იყო და თავის გასაკონტროლებლად დროდადრო ღრმად ჩაისუნთქავდა.
მალე ანასტასიამ შეამჩნია რომ ქალაქიდან გავიდნენ და ქუჩები დათოვლილმა ხეებმა შეცვალა.გზა კი გაწმენდილი იყო,მაგრამ მის გარშემო გაუკვალავი იყო თოვლი. მარადმწვანე ნაძვებს თეთრი ლაბადა ჩაეცვათ და გამეფებულ სიჩუმეს მხოლოდ მანქანის ხმა არღვევდა,მანქანაში ჩამოწოლილ მდუმარებას კი abba-ს "happy new year" და სხვა მსგავსი საახალწლო სიმღერები ენაცვლებოდა.
ამასობაში დრო გაიპარა და საღამო მოვიდა.რაც უფრო ღრმად შედიოდნენ ტყეში და ხეების გარდა არაფერი ჩანდა,მით უფრო შიში და ინტერესი იპყრობდა ანასტასიას.გზაში იბრაჰიმს ტელეფონმა დაურეკა.ანასტასიასთვის გაუგებარ ენაზე რაღაც უთხრეს და საუბარი დაამთავრეს.არ მიუქცევია ყურადღება .ის ისევ გარემოს ადევნებდა თვალს.
-ტყეში რა გვინდა?-ჰკითხა გოგომ.
-რა მოუთმენელი ხარ.-გაეღიმა იბრაჰიმს.
-ძალიან მაინტერესებს სიუპრიზი.
-მოგიტაცე..
-ისედაც მოტაცებული ვარ ხომ არ გავიწყდება?
-ეს სულ სხვაა.შეგიძლია ხუთი წუთით თვალები დახუჭო?
-რომ გამეხილოს?
-მაშინ ყველაფერს გააფუჭებ.
-საინტერესო ადამიანი ხარ .ერთდროულად იმდენნაირი სახე დავინახე შენი,უეცრად დავფიქრდი რომელია ნამდვილი და რაღაცნაირად შემეშინდა.
-აი ეს რომელსაც ეხლა შენს წინ ხედავ.
-ანუ ასეთი რომანტიკული?
-არ ვიცი ეს რამდენადაა რომანტიკა, მაგრამ რადგან ასე ამბობ ესეგი ასეა. მიდი,ნუ ლაპარაკობ ბევრს,დახუჭე თვალები.
ანასტასიამ თვალები დახუჭა და მოვლენების განვითარებას დაელოდა. სრულად მიენდო იბრაჰიმს.ისევ დაიქოქა მანქანა და ნელა გადააადგილდა.ამან კიდევ უფრო გაუღვივა ინტერესი. დაახლოებით ხუთ წუთში იბრაჰიმმა მანქანა გააჩერა და სთხოვა თვალების გახელა.ანასტასიამ ნელა გაახილა და უცებ ნანახისგან შოკი მიიღო.მსგავსი ადგილი და სილამაზე ცხოვრებაში არ ენახა.ხის კოტეჯი პატარა ტბის პირას ნაძვებში ჩაფლული.ტბა ზემოდან მოყინული იყო,თუმცა ეს ყინული და თოვლით გადათეთრებული არემარე კიდევ უფრო მეტ ეფექტს სძენდა აქაურობას.
კოტეჯისკენ მიმავალი ვიწრო ბილიკი წითელი ვარდების ფურცლებით იყო დაფარული და კიბეებამდე მიდიოდა. კიბეებიდან კი უკვე სანთლებს ეთმობოდა ადგილი.ოდნავ ჩამოწოლილი ბინდის ფონზე ეს სანთლები და ის საახალწლო განათება,რითაც კოტეჯი იყო მთლიანად მორთული ჯადოსნურობას ანიჭებდა მას. გოგომ განცვიფრებისგან წამოიყვირა და ხმამაღლა გაიცინა.
-საოცარია ეს ყველაფერი.ულამაზესია. სიტყვები არ მყოფნის.
-მინდოდა ამ საშინელი წლის ბოლოს, ყველაზე დასამახსოვრებელი და ბედნიერი დღე გამოსულიყო.როცა ახალი წლის დღეები გაივლის შენს სახლში დაგაბრუნებ და ვიმედოვნებ რომ ერთ დღეს მაინც გაიხსენებ ლამაზად.
-მადლობა ამ ყველაფრისთვის.დამიჯერე ეს დღე ყველაზე მეტად დამამახსოვრდება.უცებ ბავშვობაში დამაბრუნა.
-წამოდი,ჯერ არ დასრულებულა ეს ყველაფერი.-იბრაჰიმი მანქანიდან გადავიდა,მეორე მხრიდან მოუარა და ანასტასიას კარი გაუღო. -გადმობრძანდით.-გაიღიმა და ხელი გაუწოდა.
სითბოდან სიცივეში გადასულს უცებ დაუარა სხეულში და შეაკანკალა.წამით ისიც კი გაიფიქრა ამ ადგილზე ამ ადამიანთან ერთად რატომ ვარ,განა ეს არ იყო რამდენიმე კვირის უკან ხელის აუკანკალებლად რომ დახოცა იმდენი ხალხი?განა ეს არ იყო რომ მომიტაცა და ცივსისხლიან მკვლელად ვთვლიდიო?
თუმცა შიში და ფიქრები მალე გაუქრა.
რაც უფრო უახლოვდებოდა სახლს,მით უფრო ეცვლებოდა წარმოდგენა.
სახლს წინა მხარე მთლიანად ვიტრაჟული ჰქონდა და მინებს იქით კარგად ჩანდა უზარმაზარი,ულამაზესი ნაძვის ხე, საზეიმოდ გაწყობილი სუფრა და გემოვნებით მოწყობილი ინტერიერი.
პირველ სართულზე ღია ხის აივანი იყო, მისაღები სტუდიოს ტიპის სამზარეულოთი და სააბაზანო. დახვეული კიბე მეორე სართულზე ადიოდა და მანსარდში სავარაუდოდ საძინებლები იყო.
-დიდი ხანია ჩემ ცხოვრებაში არავინ ყოფილა და მსგავსი რამ არავისთვის გამიკეთებია.არ ვიცი რამდენად მოგეწონება ჩემი სიუპრიზი,მაგრამ მთელი გულით გავაკეთე.
-მსგავსი სიუპრიზი ჩემთვის არავის არასდროს გაუკეთებია.საოცარია ეს ყველაფერი.დიდი მადლობა ამისთვის. -გაუღიმა გოგომ.
-მაშინ ნება მიბოძეთ გაგიმასპინძლეთ.- სკამი გამოუწია და დაბრძანდიო შესთავაზა.ანასტასიამ ქურთუკი გაიხადა და სუფრას მიუჯდა.ინტერესი კლავდა კიდევ რა ელოდა წინ.
იბრაჰიმმა ხელები დაიკაპიწა და სამზარეულოში წინასწარ სპეციალურად ამ დღისთვის მომარაგებული კერძები სუფრაზე დაალაგა.მერე წითელი ღვინო ჭიქებში ჩამოასხა,სანთლები აანთო და თავის ადგილი დაიკავა მაგიდასთან.
-ამ ჭიქით მე მინდა შენ გაგიმარჯოს. ადამიანს რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა.შეძლო და სხვანაირად დამანახა ყველაფერი,სხვანაირად დამაფიქრა ყველაფერზე და ამ ყველაფრის გაკეთების სურვილი გამიჩინა.ვიცი რომ ჩემგან მალე წახვალ.არც მაქვს შენი შეჩერების ან აქ დატოვების უფლება, მაგრამ იმედს ვიტოვებ რომ ოდესმე ისევ შეგვახვედრებს ალაჰი ერთმანეთს. გაგიმარჯოს.
ანასტასია დაფიქრებული უსმენდა. მომავლის შიში უცებ გაუჩნდა. გაურკევლობა,რომელიც ამ ყველაფერმა გამოიწვია,ცალკე აბნევდა.პასუხის გაცემა გაუჭირდა,მაგრამ მადლობა მაინც გადაუხადა.
-ყველაფერი ხდება.რა იცი იქნებ მომავალში რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდეს.
-მნიშვნელობა არ აქვს რა მოხდება მომავალში,მთავარია დღევანდელი დღე.
-ვაღიარებ ყველაფერი ძალიან ლამაზია და ორიგინალური.ამას ნამდვილად არ ველოდი შენგან.
-შენ რომ მე კარგად მიცნობდე… -რაღაცნაირად გულდაწყვეტილმა თქვა იბრაჰიმმა.
-რამე შეიცვლებოდა?
-ბევრი რამე.ჩემს ნამდვილ სახეს დაინახავდი და ყველა ჩემი ქმედების მიზეზს მიხვდებოდი.
-ამ ქმედების მიზეზი რის გამოც აქ ვარ- შეგიძლია მითხრა?
-მინდა ის ცუდი გადავფარო,რის გამოც აქ მოხვდი.აქ ყოფნა რომ კარგად გაიხსენო.
-მოგონებების დავიწყება არ ხდება.არც ცუდის და არც კარგის.ყველაფერი ისეა აწყობილი და მიჰყვება ერთმანეთს როგორც როიალის კლავიშები-თეთრი შავს ცვლის,შავი თეთრს.
-მაგრამ როიალზე თეთრი კლავიში შავს ჭარბობს.მინდა ლამაზი მოგონებები მეტი გქონდეს.
-საინტერესოა რატომ გინდა ეს?- ჩააცივდა ანასტასია.
-შენ არ გინდა?-კითხვა დაუბრუნა უკან.
-მე მინდა ნამდვილი მიზეზი ვიცოდე. იქნებ მეც იგივე მიზეზი მაქვს და აქ დარჩენა მოვინდომო?
-იყო დრო ცივსისხლიან მკვლელს მეძახდი.ახლა რა შეიცვალა?
-რაღაცეების სხვანაირად დანახვა შევძელი და გადავაფასე.
-მაშინ გირჩევ უბრალოდ ეს დღე დააფასო და ყველაზე მეტად დაიმახსოვრო.რადგან არ ვიცი ხვალინდელი დღე გათენდება თუ არა.
-ნუ მაშინებ.
-არ გაშინებ.ისე უბრალოდ ვთქვი ეს. მაგრამ უნდა შევთანხმდეთ რომ ყველაფერი ხდება.
-ნამდვილად ყველაფერი ხდება.აქ რომ ვარ ახლა ეგ ამის დასტურია ზუსტად.
-შენზე მომიყევი რამე.
-რა გაინტერესებს?
-რაც გინდა.თუნდაც სულ პატარა ამბავი.
-არ ვიცი რა გაინტერესებს და რისი გაგება გინდა ჩემზე,არც ის ვიცი რა გითხრა და საიდან დავიწყო.
-მნიშვნელობა არ აქვს.დამიტოვე რამე სამახსოვროდ.მე ხომ ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ამბები მოგიყევი.
-კარგი.მოიცა,მოდი დავფიქრდები ცოტას.
-თუ გინდა სანამ რამეს გაიხსენებ ვერანდაზე გადავინაცვლოთ.
-მე გასეირნება მირჩევნია თოვლში.
იბრაჰიმი წამოდგა,ქურთუკი მიაწოდა, ჩაცმაში მიეხმარა.მერე თვითონაც ჩაიცვა და კარი გაუღო.წინ ანასტასია გაატარა, უკან მიჰყვა,კარი მიხურა და გვერდით ამოუდგა.გაუკვალავი და ფაფუკი თოვლი ფეხქვეშ სასიამოვნოდ ხრაშუნობდა. მიდიოდნენ და თავის ნაკვალევს ტოვებდნენ ორივე გვერდიგვერდ ჯერ ერთმანეთისგან მოშორებით,მერე კი ეს ნაბიჯები უფრო უახლოვდებოდა ერთმანეთს,ისევე როგორც მათ შორის მოხდა ურთიერთობის დალაგება.თავიდან ხომ ისინიც საკმაოდ შორს იყვნენ,თუმცა ნელ-ნელა იპოვნეს ერთმანეთთან ახლოს მისასვლელი გზები.
-ბავშვობაში მამას თავის სოფელში ხშირად მივყავდი დასასვენებლად. მიყვარდა ბებია-ბაბუასთან ჩასვლა. ყველაფერს მისრულებდნენ.ბაბუ ჩემთან ერთად თოვლში გუნდაობდა,თავის ხელით გაკეთებულ ციგაზე დამსვავდა და დამატარებდა წინ და უკან.თან მიმღეროდა,ხან სასაცილო ამბებს მიყვებოდა.ლექსებს მასწავლიდა.ერთი შავი ძაღლი ჰყავდა,დაბალი-მურია.ისიც ჩვენთან ერთად დახტუნავდა სიხარულისგან და ყეფდა.რომ შეგვიცვდებოდა,პაპა ჩემ ხელისგულებს ხელებში მოიქცევდა,სულს შეუბერავდა და გამითბობდა.მერე სახლში წავიდოდით. ბებო შინ საქმიანობდა.გემრიელ კერძებს აკეთებდა.ხაჭაპურის სუნი უკვე ცხვირში მიღიტინებდა,ისე მომშიებოდა,მაშინვე სუფრას მივუჯდებოდი და მადიანად შევუდგებოდი ჭამას.მერე ისინიც მომისხდებოდნენ,პაპა რამდენიმე ჭიქა შავ ღვინოს გადაჰკრავდა,თან დაილოცებოდა.ყველაფერს რომ მოვრჩებოდით,ბებო ჩემთვის საგულდაგულოდ გაკეთებულ ჩურჩხელებს გამომიტანდა,ჩემთვის გადანახულ ტკბილეულს.დაბერებული ხელებით გამომცხვარ ქადებს და ვაშლის ნამცხვარს…
ანასტასია უცებ გაჩუმდა და გაჩერდა. იბრაჰიმი ჩუმად უსმენდა მას.მაგრამ უცებ რომ შეხედა მის თვალებზე ცრემლი დაინახა და დაიბნა.
-რა მოხდა ანასტასია?
-უცებ ძალიან მომენატრნენ.რას არ დავთმობდი რომ ახლა ისევ ბავშვი ვიყო და მათთან ერთად ვიჯდე იმ სუფრაზე.
-ნუ დარდობ გთხოვ.არ იტირო.ყველაფერი ჩემი ბრალია.-გაბრაზდა თავის თავზე.
-მაპატიე,აქაურობა ისეთი ლამაზია,უცებ ის დრო გამახსენა.
-იცი რაა ,მე არ ვიცი რა არის ან როგორია თქვენი ხაჭაპური,ჩურჩხელა ან ვაშლის ნამცხვარი,ვერც ისეთ ციგას მოგიტან როგორც იქ გქონდა,მაგრამ რაღაც მსგავსს მოვიძიებ.წამოდი.-ხელი ჩაჰკიდა და სახლისკენ თითქმის სირბილით წაიყვანა.
სახლის სარდაფში გაუჩინარდა და რამდენიმე წამში ელექტრო ციგით დაბრუნდა.
-ამაზე რა აზრის ხარ?-გაუღიმა.
-არასდროს მისრიალია.
-მზად ხარ სცადო?
-მარტო ვერ შევძლებ.
-მარტო არც გაგიშვებ.აქედან გაქცევა რომ სცადო უცებ,ჩათვალე რომ სამუდამოდ დაიკარგები.
-გაქცევის სურვილი დიდი ხანია დავკარგე.
-რატომ?
-არ ვიცი.რაც უფრო ვცდილობ ამას,უფრო გიახლოვდები.
-მაშინ კიდევ უფრო მომიახლოვდი.- იბრაჰიმი ციგაზე დაჯდა,ანასტასიას ასვლაში დაეხმარა და უკან მოისვა.
-რაც არ უნდა მოხდეს,ხელები ძლიერად მომხვიე და არ გამიშვა.
-სად?-დაბნეულმა იკითხა ანასტასიამ.
-აქ.-ბიჭმა მისი ხელები თავის მუცელთან შეკრა,მერე სახელურებს მოკიდა და დაქოქა.
-აბა წავედით.-თქვა და ადგილიდან დაძრა,სულ არ მიუქცევია ყურადღება დაბნეული გოგოსთვის,რომელსაც მისი სხეულის ახლოს ყოფნით სიწითლემ გადაუარა სახეზე,შიშისგან იკივლა და კიდევ უფრო მეტად აეკრო ზურგზე.
ცივი ჰაერი ესიამოვნა და გონს მოიყვანა.
მათი სხეულების სიახლოვემ ანასტასიას
ჟრუანტელი მოჰგვარა და სხეულში სასიამოვნო შეგრძნებამ დაუარა.კიდევ კარგი ბინდი იყო.იბრაჰიმი ვერ შეამჩნევდა მის აწითლებულ სახეს.რა იცოდა გოგომ რომ ბიჭსაც იგივე ემართებოდა მისი სიახლოვით და ალმური მოსდებოდა.
აბდულაევმა გზიდან გადაუხვია და ტბისკენ წავიდა.სქელ ყინულზე გადავიდა და ანასტასიას კივილს არ მიაქცია ყურადღება.ლამპიონებისგან განათებულ მოყინული ტბის ზედაპირზე დასრიალებდა ციგა და ორი ადამიანის ბედნიერ სახეს ვერაფერს აკლებდა ზამთრის დაუნდობელი ყინვა.
ყინულზე არეულ ხაზებზე მოძრაობდა იბრაჰიმი.საერთოდ დაავიწყდა ყველაფერი. ახლა მხოლოდ ის და ანასტასია იყო.მისი გონება სხვა არაფერზე ფიქრობდა.
სრიალი რომ დაასრულეს,ციგა ნაპირზე დატოვა და უკანა გზაზე ფეხით წამოვიდნენ.ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეს ისევ გაუკვალავი და ფაფუკი თოვლის ჭრაჭუნი არღვევდა და მელოდიასავით ვრცელდებოდა გარემოში.
გზის გარშემო განლაგებული დათოვლილი ხეები ზემოდან გადმოჰყურებდნენ და თითქოს მორცხვად უთვალთვალებდნენ ორივეს.
-გინდა ვიგუნდაოთ?-სიჩუმე დაარღვია ანასტასიამ და გაუღიმა.იბრაჰიმის პასუხი არ გაუცია,სწრაფად დაიხარა,თოვლი აიღო და თავზე დააყარა გოგოს.ანას გაეცინა,პასუხად მანაც იგივე გაიმეორა. მაგრამ ვერ მისწვდა მასზე ერთი თავით მაღალ ბიჭს და ტანზე ესროლა. იბრაჰიმმა ხელში აიტაცა და ჰაერში რამდენჯერმე დაატრიალა ბუმბულივით მსუბუქი გოგო. მერე უკან ჩამოსვა,ცხვირი მის თმაში ჩარგო და გულში ძლიერად ჩაიხუტა..
დეკემბრის ოცდათერთმეტში,როცა წელიწადი ბოლო საათებს ითვლიდა, ანასტასიას კისკისი ზეცას სწვდებოდა და იბრაჰიმს კიდევ უფრო მეტად ეძნელებოდა მისი სახლში დაბრუნება…
********
კედელზე ჩამოკიდებულმა საათმა თორმეტს ჩამოჰკრა და გარეთ ფეიერვერკის გასროლის ხმაც გაისმა. იმ წამს იბრაჰიმმაც შემოაღო კარი,თოვლი დაიფერთხა ქურთუკიდან,კედელზე ჩამოჰკიდა და ანასტასიას ამოუდგა გვერდით,რომელიც ამ სილამაზეს მინის კედლიდან უყურებდა.ოთახში საახალწლო სიმღერები ერთმანეთს ცვლიდა და გოგოს მოგონებთან ერთად ბავშვობაში აბრუნებდა,ბავშვობის მოგონებებს ოჯახის წევრების ბედნიერი სახეები ცვლიდა და გულში რაღაც ძალიან სტკიოდა.ენატრებოდა ისინი.თუმცა იბრაჰიმისგან წასვლაც უკვე ძალიან უჭირდა.ის დაემართა რისგანაც თავის დაღწევას ცდილობდა.ვერ წარმოედგინა როგორ შეიძლებოდა ცივსისხლიანი მკვლელი ასეთი რომანტიკოსი ყოფილიყო.თუმცა რეალობას თვალს უსწორებდა.ისიც კარგად გაანალიზა რომ მისი საამაყო ბიძის-ალექსანდრესა და საამაყო ბიძაშვილის -გაბრიელის უკანაც ასეთი პიროვნება იდგა.მათაც უწევდათ ამის კეთება.აქამდე ამაზე ასე ღრმად არასდროს დაფიქრებულა.ახლა თამამად გაუსწორა თვალი.
მხარზე ხელის შეხება იგრძნო. ფიქრებიდან გამოერკვა და იბრაჰიმისკენ მობრუნდა.ოთახში ჯონ ლენონის "IMAGINE" ჟღერდა.
-ვიცეკვოთ?-ხელი გაუწოდა ბიჭმა. ანასტასიამ უხმოდ გაუწოდა თავის ხელი. წელზე ნაზად მოხვია ხელი,მეორე ხელი გულზე დაიდო,თავისი ზემოდან დაადო და ასე ააყოლეს ნაზად სხეულები რიტმში მუსიკას.
-ჯანდაბა,ყველაფერს ისე აკეთებ რომ აქედან წასვლა გამიჭირდეს.
-აქედან მაინც გაგიშვებ,რამდენადაც რთულია არ უნდა იყოს ეს ჩემთვის,აქედან სახლში უვნებელს დაგაბრუნებ,მერე შენ გადაწყვიტე ყველაფერი.
-და თუ არ მინდა?
-არა მგონია შენი ოჯახის წევრებისთვის არ გინდოდეს ყველაფრის ახსნა.
-მათ რომ სიმართლე ვუთხრა,გაბრიელი არ გაცოცხლებს.მას ვერ შეაჩერებს რომ შენ სხვა ქვეყნის მოქალაქე ხარ.
-ეგ ბევრმა სცადა,მათ შორის ჩემი ოჯახის წევრმა,მაგრამ ისევ ცოცხალი ვარ. -გაეცინა ბიჭს.
-ყოველთვის არ გაგიმართლებს.
-მერე შენ თანახმა ხარ ასე შიშით იცხოვრო ჩემს გვერდით?მუდმივად იყო იმის მოლოდინში რომ რაღაც დამემართება?
-ჩვენს ოჯახში სულ ასე ვცხოვრობთ.სულ ვიღაცას ვკარგავთ და მაინც ვაგრძელებთ ცხოვრებას.მაინც ვპოულობთ ბედნიერებისთვის მიზეზს…
-და თუ ერთხელაც მე აღარ მოვედი ან სახლში ჩემი ფეხით არ დავბრუნდი?
-შავებს ჩავიცვამ იმ დღიდან ყველაზე ბედნიერი ქვრივი ვიქნები.ლამაზ მოგონებებთან ერთად ვიცხოვრებ.
-შეძლებ გაძლო უჩემოდ?
-მე რომ იგივე დამემართოს?
-შშშშ….-პირზე ხელი ააფარა ბიჭმა და გააჩუმა.-ეგ არასდროს თქვა.არასდროს გაბედო ჩემზე წინ იმ ქვეყნად წასვლა.შენ უნდა დამიტირო,შენმა ცრემლებმა ჯოჯოხეთოდან უნდა მიხსნას…
იბრაჰიმმა ანასტასიას შეხედა.გოგოს ღვარად სდიოდა ცრემლი ორივე თვალიდან.-მგონი დროა დღევანდელი საღამო დავასრულოთ.მიდი,ზემოთ ადი და დაიძინე.
-არ მეძინება.-ხელისგულებით მოიწმინდა თვალები და გაღიმება სცადა.
-მიდი,მიდი,ასე აჯობებს ორივესთვის. ორივეს გვინდა დაფიქრება და დამშვიდება.დანარჩენზე ხვალ გავაგრძელოთ საუბარი.თანაც უკვე გვიანია,-საათზე დაიხედა აბდულევმა.
-იბრაჰიმ.-კიბეზე შეჩერდა და დაუძახა.
ბიჭმა მისკენ მიიხედა.
-მადლობა ყველაზე ლამაზი,ბედნიერი და ჩემს ცხოვრებაში გამორჩეული ახალი წლის ღამისთვის.
-მადლობა შენ რომ არსებობ.- ვარსკვლავები აუციმციმდა იბრაჰიმს თვალებში და ანასტასიას ეს არ გამორჩენია.
ხვდებოდა რომ ეს მისი ვარსკვლავები იყო….
ეს ჯადოსნური ღამე კიდევ ერთ საიდუმლოს ინახავდა-უნებლიედ გრძნონებში გამოუტყდნენ ერთმანეთს.
სიტყვები ზოგჯერ უმნიშვნელოა.ქცევა და ქმედება ყველაფერს ნიშნავს…
*******
გამთენიისას ისევ დაიწყო თოვა. ანასტასიამ თვალი რომ გაახილა, ფანჯრიდან ისევ ულამაზესი პეიზაჟი დაინახა.უცებ ვერ მიხვდა სად იყო, მაგრამ წამში აღიდგინა ყველაფერი.მერე გუშინდელიც გაიხსენა,იბრაჰიმთან საუბარიც და გული სიხარულით აევსო.
სახეგაბადრული და ყურებამდე გაღიმებული გადავარდა საწოლზე და ჭერს მიაშტერდა.
უცებ ქვემოდან არაამქვეყნიური ღრიალის ხმა მოესმა და მერე სავარაუდოდ მისთვის უცხო ენაზე გინების ხმა.შეშინებული წამოხტა და იქით გაიქცა.არ ახსოვს როგორ გაჩნდა ქვემოთ.შვებით ამოისუნთქა,როცა იბრაჰიმი ცოცხალი დაინახა.ხელიდან თქრიალით გასდიოდა სისხლი.
-რა გააკეთე?-მივარდა ბიჭს და ხელზე დახედა.-ცივ წყალს შეუშვირე,მე მანამდე რამეს ვიპოვი რომ გადაგიხვიო.
-ვიფიქრე საუზმეს მოვუმზადებ-თქო .-იბრაჰიმმა ონკანი გახსნა და ხელი შეუშვირა.ცივმა წყალმა თავიდან ჭრილობა აუწვა,მაგრამ მერე მოეშვა ნელ-ნელა.უყურებდა ხელს,საიდანაც სისხლი ისევ მოდიოდა და წყალს ერეოდა.
-თუ არ იცოდი საჭმლის მომზადება,რატომ იწუხებდი თავს?ხედავ უარესი დაგემართა. -უსაყვედურა ანასტასიამ.
-ვიცი,მაგრამ უცებ რაღაცაზე ჩავფიქრდი და..
-ხოდა ამიტომ ახლა იყავი ასე.არაფერი არ არის სახლში რომ ჭრილობა შეგიხვიო.
-კარგი,დამშვიდდი.ნუ ნერვიულობ. მანქანაში უნდა მქონდეს.წავალ,მოვიტან.
იბრაჰიმი ანასტასიას წინააღმედობის მიუხედავად მაინც გავიდა გარეთ. რამდენიმე წუთში პატარა პარკით დაბრუნდა.მხოლოდ ლეიკოპლასტირი და ბინტი იყო,მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა ჭრილობის შესახვევად.
-დაჯექი,მე მოვამზადებ ყველაფერს.- კიდევ ერთი ბრძანება გასცა ანასტასიამ. იბრაჰიმს გულის სიღრმეში ესიამოვნა მისი ეს მოქმედება და გაბადრული სახით ჩამოჯდა ბარის წინ,მაღალ სკამზე.
-იცი,პირველად იარაღი ხუთი წლის ასაკში დავიჭირე ხელში.-დაიწყო ანასტასიამ მოყოლა და ჩაიდანი გაზქურაზე შემოდგა. თან საქმიანობდა,თან საუბრობდა. იბრაჰიმი მშვიდად ადევნებდა თვალს მის ყოველ მოძრაობას და არც კი უცდია ამბის მოყოლა გაეწყვეტინებინა.
-ხო,არ გაგიკვირდეს.სპეციალურად არავია მოუცია.შემთხვევით ვიპოვეთ თამაშის დროს ბიძაჩემის იარაღი მე და ჩემმა ბიძაშვილმა ემამ.ის ოთხი წლის იყო.არც ერთმა არ ვიცოდით რა იყო. დაუფიქრებლად გამოვკარი სასხლეტს ხელი და გამაყრუებელმა ხმამ ყურები დამიხშო.არ მახსოვს რა მოხდა მერე. როგორ გაჩნდა მთელი ოჯახი ჩვენთან.არც ის მახსოვს რას გვეუბნებოდნენ.მხოლოდ მამაჩემის სასოწარკვეთილი სახე მახსოვს.ხელში აყვანილი ვყავდი და გულში ძლიერად მიხუტებდა.
ჩაიდანმა სტვენა დაიწყო და ანასტასიას ამბის მოყოლა გააწყვეტინა.მდუღარე წყალი ჭიქებში ჩამოასხა და იბრაჰიმს წინ დაუდგა.ნამცხვრის ნაჭერი თეფშზე დაუდო,წინ მიუწია და თვითონაც ჩამოჯდა მის წინ.
-მერე რა მოხდა?
-ბიძაჩემის წინააღმდეგობის მოუხედავად მაშინ მამაჩემმა მაინც წაგვიყვანა იმ დიდი სახლიდან,სადაც ვიზრდებოდით ყველა ერთად.განაცხადა არ მინდა ჩემი შვილიც ამ ბინძური ფულით გაიზარდოს და ბინძური საკვებით იკვებოსო. დამშვიდობებისას მახსოვს ზურამ-ჩემმა ბიძაშვილმა მითხრა,რომ გაიზრდები სროლას გასწავლი რომ შემდეგში მიზანს არასდროს ააცილო საყვარელი ადამიანების დაცვა რომ დაგჭირდესო.
ზურა ჩვენში ყველაზე უფროსი იყო.მაშინ თვრამეტი წლისა იყო.
-ახლა სად არის?
-დაიღუპა.უფრო სწორად მოკლეს.გრძელი ამბავია.ამის მოყოლა არ ღირს…
-მაგრამ მან პირობა შეასრულა და სროლა გასწავლა.თან მიზანში საკმაოდ კარგად ისვრი.-იბრაჰიმმა ჩაის სმა დაამთავრა, ჭიქა გვერდით მისწია,იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო და გოგოს პასუხს დაელოდა.
-კი,ნამდვილად გვასწავლა მეც და გაბრიელსაც.მაგრამ გაბრიელს ეს არ უნდოდა.მეტიც ერთ მშვენიერ დღეს გამბედაობა ეყო და საერთოდ წავიდა სახლიდანაც და ქვეყნიდაც.მხოლოდ მაშინ დაბრუნდა როცა ზურა მოკლეს.
-შენ როგორ დაბრუნდი იმ სახლში?
-ჩვენი წასვლიდან რამდენიმე წელში მამა გარდაიცვალა და სხვა პატრონი ჩვენ არ გვყავდა.ბიძამ დაგვაბრუნა უკან.
-გინდოდა?
-არა-თქო რომ გითხრა დამიჯერებ?
-არა.
-მე უფრო ჩემს ბიძაშვილებთან მინდოდა. მაგრამ დიდხანს არ ვყოფილვართ ერთად. როგორც გითხარი გაბრიელი წავიდა და ზურა მოკლეს.მე და ემა დავრჩით.ისიც ნახევარზე მეტად სახლში არ იყო. ბოჰემური ცხოვრება მოსწონდა და ხან რომელ ბარში იყო და ხან რომელ დაქალთან რჩებოდა.
-მეგობრები?
-იყვნენ რამდენიმე უნივერსიტეტში.
-შეყვარებული?
-არც ეგ.-გააქნია თავი.-ერთი ბიჭი ძალიან მომწონდა,მაგრამ მას სხვა მოსწონდა.
-ანუ შენი გული თავისუფალია?
-შენ ეგ გაინტერესებდა?-გაეცინა გოგოს.
-მე ყველაფერი მაინტერესებს…
-მაშინ გეტყვი რომ ეს გული მგონი უკვე დაკავდა.
-მგონი თუ ნამდვილად?-წარბი ასწია ბიჭმა.
-ბოლომდე ვერ ვხვდები ეს რა გრძნობაა, მაგრამ მგონი კი.-თვალი ჩაუკრა ანატასიამ.იბრაჰიმი თითქოს ამას ელოდაო,წამოდგა.ბარს მოუარა,ანას მიუახლოვდა და სკამზე წამოსკუპებულ გოგოს წელზე შემოხვია ხელები. თვალებში ჩახედა და უთხრა:-რამდენი რამე შეიცვალა ამ მოკლე დროში.
-ძალიან ბევრი.-ანასტასია დაიძაბა.ისევ კოცნას ელოდა.მაგრამ მსგავსი რამ აბდულაევს არც უფიქრია.უბრალოდ შუბლზე აკოცა და ჩაეხუტა.
-შენი სურნელი მინდა დავიმახსოვრო და მოგონებად დამრჩეს.-ჩასჩურჩულა ყურში.
ანასტასიას გული კიდევ ერთხელ მოეწურა.დარწმუნდა რომ იბრაჰიმს მისი დაბრუნება მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი.
-თვალს რომ გავახელ ეს დღეები სიზმარი ხომ არ იქნება?-ღრმად ჩაისუნთქა გოგომ.
-არა.ეს ყველაფერი რეალობაა.
-გთხოვ ცოტა ხანს კიდევ დამტოვე ამ ზღაპარში.-შეეხვეწა ანა.
-მხოლოდ რამდენიმე საათი გვაქვს.მერე უნდა წავიდეთ.დაბრუნების დროა.
-რა მალე გადის ლამაზი წუთებისთვის გამოყოფილი დრო.
-იმედი იქონიე იმის რომ მომავალში შეიძლება ისევ განმეორდეს.
-კარგი ვიოცნებებ.ოცნება ყველაზე ლამაზი რამე ყოფილა.
-ოცნება რომელიც შეიძლება ერთ დღეა ახდეს.-უპასუხა იბრაჰიმმა და მისი თმების სურნელი კიდევ ერთხელ შეისუნთქა.
******
შუადღემდე წახემსება მოასწრეს.მერე კი დაბრუნების დრო დადგა..
მანქანაში უხასიათოდ ჩაჯდა ანა და სანამ სახლს დატოვებნენ კიდევ ერთხელ მოავლო თვალი იქაურობას.
იბრაჰიმმა ნელა დაძრა მანქანა. ანასტასიამ ფანჯარას ჩაუწია,თავი გარეთ გაყო და იქამდე უყურებდა სახლს,სანამ თვალს არ მოეფარა.მერე ნელ-ნელა ხეებიც გამეჩხერდა,ერთი-ორი პატარა სახლიც და მიხვდა რომ მაგისტრალზე გადიოდნენ…
უცებ შეამჩნია რომ ერთ-ერთი სახლის წინ გაჩერებული მანქანა დაიქოქა და უკან გამოჰყვა.ჯერ მშვიდად აკვირდებოდა. ასეთ ადგილას მათნაირი გადარეულები თუ წამოვიდოდნენ.მაგრამ მანქანა ცოტა ახლოს რომ მოვიდა,მერე ეჭვი შეეპარა.იქ
ორი მამაკაცი ჩანდა გვერდი-გვერდ მსხდომი.ფანჯარას აუწია და სალონში დაბრუნდა.
-არ მინდა შეგაშინო,მაგრამ მგონი გვითვალთვალებენ.-ფრთხილად შეაპარა იბრაჰიმს.მან სარკეში გაიხედა და შეეცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა.ახლა მის თავს აღარ დარდობდა.მთავარი ანასტასიას უსაფრთხოება იყო.
-ალბათ მოგეჩვენა.-უპასუხა და საჭეს მოუჭირა ხელები ყურადღების გადასატანადმაგრამ მტკივანმა ხელმა შეახსენა თავი და დაიკვნესა.
-არ მეჩვენება,-ისევ უკან გაიხედა გოგომ და მერე იბრაჰიმს შეხედა.-შენ რაა არ ღელავ?
-რაზე უნდა ვიღელვო?-უპასუხა და სიჩქარეს შეძლებისდაგვარად მოუმატა. პარალელურად სავარძლის ქვეშიდან იარაღი გამოაცურა და სასროლ პოზიციაზე დააყენა.
-ანუ ჩვენ მოგვდევენ.ხო ვთქვი.ვინ არიან? რა უნდათ ჩვენგან?-აღელვება დაეწყო ანასტასიას.
-არ ვიცი.-უპასუხა და სარკეში გაიხედა. მათ შორის მანძილი შემცირებულიყო. უეცრად მსხვრევის ხმა გაისმა და მიხვდნენ რომ ესროდნენ.იბრაჰიმმა ხმამაღლა შეიგინა და სიჩქარეს მოუმატა.
-სავარძლის ქვემოთ ჩაიმალე.-დაუყვირა, ფანჯარას ჩაუწია და უბრალოდ უმისამართოდ ისროლა.სროლას დაჯახების ხმა მოჰყვა და ოდნავ დააკრგვინა საჭის მართვა.დროულად გაასწორა და სიჩქარის მომატება სცადა.
-იარაღი მომეცი.-მოულოდნელად უთხრა გოგომ.
-ახლა გართობის დროა?-შეხედა გაფართოებული თვალებით.
-მომეცი-მეთქი.თუ გინდა ორივე ცოცხლები დავრჩეთ.-ხელისგული გაუშალა და თან უკან გაიხედა.-მაგ ნატკენი ხელით და თან საჭესთან ხარ, ვერაფერს გააკეთებ.მათ არ იციან მე რომ სროლა ვიცი.უპირატესობა გვაქვს.
-უკვე ვნანობ შენი გატაცების ბრძანება რომ გავეცი.-გადაატრიალა თვალები და იარაღი მიაწოდა.
-სიჩქარეს მოუმატე და როგორც კი ხელსაყრელ დროს შეარჩევ მათკენ მობრუნდი და გაჩერდი.
ანასტასიამ ლუქი ახადა და ასასვლელად მოემზადა.ამასობაში რამდენჯერმე დაარტყეს მათ მანქანას უკნიდან.თუმცა იბრაჰიმმა ოსტატურად გაასწორა საჭე და ისევ წინ გავარდა.მათკენ რამდენიმე ტყვია გამოფრინდა.
-მზად ხარ?-ჰკითხა ანასტასიას
–მიდი.-იბრაჰიმმა საჭე მოატრიალა და მანქანა უცებ მოაბრუნა საპირისპირო მხარეს.გოგომ ლუქში აყო თავი,ნახევარი ტანი მიაყოლა და იარაღი შემართა. თავდამახმელების რამდენიმე წამიანმა დაბნევამ თავისი ქნა და ანასტასიას ნასროლმა მიზანს მიაღწია.მანქანის საბურავი გასკდა,თოვლმაც ხელი შეუწყო, მოსრიალდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.გოგო უკან დაბრუნდა.ლუქი დახურა და არეული თმა შეისწორა.
-ახლა მამაჩემი რომ მხედავდეს თავიდან მოკვდებოდა.
-მთავარია გადავრჩით.-უპასუხა უხალისოდ.ტელეფონი მოიმარჯა, რომელიც აქამდე გამორთული იყო და ჩართვის ღილაკს დააწვა.
-მოიცა რას უწუნებ ჩემს მიზანს?-არ მოეშვა გოგო.
-მეორედ არ გაგიმართლებს.შენ რომ რამე მოგივიდეს რა ვქნა?მაშინ არ ფიქრობდი ამას,როცა შენი გატაცება დავავალე.
-მაშინ რა იცოდი რომ ასეთი საყვარელი ვიქნებოდი.-სიტუაციის განმუხტვა სცადა ანასტასიამ.ბიჭს გაეღიმა.
-ხო აუტანლად საყვარელი.
საუბარი ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა. ისევ ანასთვის გაუგებარ ენაზე ისაუბრა ბიჭმა რამდენიმე წუთით.სახეზე ცვლილებამ მიახვედრა რომ ისევ ცუდი ამბავი მომხდარიყო.გაჩუმდა და სავარძელში მოთავსდა.დაელოდა სანამ ბიჭი რამეს ეტყოდა.თუმცა იბრაჰიმს არაფერი უთქვამს.უხმოდ გააგრძელა მანქანის მართვა.
ანასტასია მიხვდა რომ ქალაქისკენ მიდიოდნენ.ხმა არ ამოუღია არც მაშინ როცა სახლს ჩაუარეს და სხვა მიმართულებით წავიდნენ.
რამდენიმე წუთში დიდი ზომის შენობის წინ გაჩერდნენ და მიხვდა რომ ეს საავადმყოფო იყო,თუმცა აქ რატომ მოვიდნენ ან ასეთი რა მოხდა რომ ბიჭში ასეთი ცვლილება გამოიწვია,ვერ მიხვდა.
მისი თვალები ისევ ისეთი გამხდარიყო- ძველებურად საშიში,ცივი და ურეაქციო.
ანასტასიას გააჟრჟოლა და გონებაში გაიფიქრა ნუთუ შევცდი და მომეჩვენა რომ შეიცვალაო.შიში დაეუფლა.ოღონდ რისი ეშინოდა ვერ გაარკვია.
-რა მოხდა?-მოიკრიბა გამბედაობა და ჰკითხა მაინც.
-არაფერი.-ყრუდ უპასუხა და მანქანიდან გადასვლა დააპირა.ანასტასია მკლავზე დაეჯაჯგურა და არ გაუშვა.
-ღვთის გულისათვის მითხარი რამე.ნუ ხარ ჩუმად.-თავის შეკავება უნდოდა,მაგრამ არ გამოუვიდა.თვალებმა გასცა,რომელიც დაენისლა და აცრემლებამდე ცოტა აკლდა.
-ყველაფერი კარგად იქნება.-ხელი მოხვია იბრაჰიმმა და გულში ჩაიხუტა.
-სულ ასე მეუბნები.
-იმიტომ რომ ასეა.
-არ არის.
-არ გჯერა ჩემი?-მოიშორა გოგო და თვალებში ჩახედა.
-ნადვილად არ მატყუებ?
-რას უნდა გატყუებდე?
-რომ ყველაფერი კარგად არის.
-ალაჰ,ეს რა ჯიუტია.-თვალებით ზემოთ აიხედა.-კარგი გეტყვი.ჩემს ოჯახს ავარია მოუწყვეს.დედაჩემი მძიმედაა,ოპერაციას უკეთებენ.მამას და დანარჩენებს მსუბუქი დაზიანებები აქვს.
-ხომ ვიძახდი არა რომ რაღაც მოხდა.- წამოიყვირა ანასტასიამ.-ამას მიმალავდი?
-არ გიმალავდი.უბრალოდ არ მინდოდა რომ გენერვიულა.
-ის შენი ოჯახია.
- ჩემი ოჯახია და არა შენი.
-მართალი ხარ შენი ოჯახია.რატომ უნდა ვინერვიულო.-ირონია გაურია ანამ.-მერე რაა რომ შენი ოჯახია.ასეთ დროს ნებისმიერი დახმარება მისაღებია.
-ანა ერთს გკითხავ და გულახდილად მიპასუხე-გინდა წამოხვიდე?
-კი.-დაუფიქრებლად უპასუხა გოგომ
-იქ რომ იკითხავენ შენზე? დაინტერესდებიან რატომ არის ჩემი ტყვე-ჩემი მტრის ოჯახის წევრი ჩემს გვერდით?
-ჩემი ოჯახი შენი მტერი არაა.
-რომ გაიგებენ რაც მოხდა გახდებიან.
-მე მაინც მინდა წამოსვლა.შენს გვერდით მინდა.
-გინდა ჩემი ოჯახი გაიცნო და ამ ოჯახის წევრი გახდე?
მთელი ამ საუბრის განმავლობაში ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ.
-მინდა.-დაუფიქრებლად უპასუხა გოგომ.
-ამისთვის ჯერ სახლში უნდა დაგაბრუნო უვნებელი.გპირდები იქიდან ოფიციალურად წამოგიყვან.
-არა.
-ნუ მეწინააღმდეგები.შესაფერისი მომენტი არ არის.სხვა დროს ვილაპარაკოთ.ახლა კი გადმოდი და გამომყევი.ეცადე ზედმეტად არ გამოიჩინო თავი.
ანასტასია მანქანიდან გადავიდა და იბრაჰიმს უკან აედევნა.თან აქეთ-იქით აცეცებდა თვალება და კარგად ამჩნევდა როგორ მიჰყვებოდათ უკან მედპერსონალის თუ უბრალო ხალხის გაოცებული და გაკვირვებული მზერა.
კიბეები აიარეს და მეორე სართულის გრძელ დერეფანს გაუყვნენ.ბოლოში ხალხმრავლობა შეამჩნია და მიხვდა ყველა იქ იყო.ალი და ჯამალი ამოიცნო მათში.ნაცნობი სახეების დანახვა ძალიან გაუხარდა.თუმცა იბრაჰიმმა ხელით ანიშნა იქ დარჩენილიყო და რამდენიმე მეტრით აქეთ გაჩერდა.სკამზე ჩამოჯდა და ხანდახან თვალს აპარებდა შეიარაღებულ კაცებთან მოლაპარაკე იბრაჰიმისკენ.
უყურებდა და ისევ ისე აერია აზრები და ფიქრები.უნდოდა კი ასეთ დაძაბულ გარემოში ცხოვრობა მისთვის უცნობ ადამიანებთან.მუდმივად შიშის ქვეშ ცხოვრება.ერთ დღეს რომ არ დაბრუნებულიყო იბრაჰიმი?ახმედს თავისი რომ გაეტანა?მერე ვინღა უშველიდა?ვინ დაიცავდა?უკან დაბრუნებაც არ უნდოდა.აზარტს შეეპყრო ერთიანად და ბოლომდე აინტერესებდა გაეგო რას მოუტანდა მდინარის საწინააღმდეგოდ ცურვა.
თვალები დახუჭა და ცოტა ხანს ისევ იქ დაბრუნდა-იმ ულამაზეს კოტეჯში.
რამდენ ხანს იყო ასე არ ახსოვს.მაშინ გამოფხიზლდა როცა გვერდით ვიღაც მიუჯდა.თვალები გაახილა და ალი დაინახა ყავის ჭიქით ხელში.
-იბრაჰიმმა გამოგიგზავნა.
-მადლობა ალი.-გამოართვა და მაშინვე მოსვა.ყავის გემო მონატრებოდა.
-როგორ ხარ?
-უკეთესადაც ვყოფილვარ.შენ როგორ ხარ?-დაუბრუნა კითხვა.
-მეც იგივეს თქმა შემიძლია.
-ცუდადაა საქმე?
-უკეთესადაც ყოფილა.-გაეცინა ალის
-იბრაჰიმი სადაა?
-დედამისთან შეიყვანეს რეანიმაციაში.
-ეს ახმედმა მოაწყო?
-რა?
-რაც მოხდა.ვითომ ვერ ხვდები.
-არ ვიცი.მე ხელს ვერავის დავადებ როცა ჩემი თვალით არ მინახავს.
-იცი,უბრალოდ ხმამაღლა არავინ აღიარებს რომ იბრაჰიმის ერთადერთი მტერი საკუთარი ბიძაშვილია.
-შენ ნუ ჩაერევი ამაში გთხოვ.-უთხრა ალიმ და პალატისკენ გაიხედა.იბრაჰიმი უკვე გამოსულიყო და ბიჭებს დავალებებს აძლევდა.-მივალ მათთან,მერე გავაგრძელოთ ლაპარაკი.
-კარგი ალი.მიხარია შენი ნახვა.-გაუღიმა გოგომ და თვითონაც გაიხედა მათკენ.
რამდენიმე წუთი გაგრძელდა ეს საუბარი. მერე მამის სანახავად შევიდა პალატაში.
*********

იბრაჰიმი იმდენად იყო აღელვებული, თავს ვერ იმორჩილებდა.მამის ნათქვამის გააზრება თავიდან ცოტა გაუჭირდა.თუმცა მერე სწრაფად აღიქვა ყველაფერი მისმა გონებამ და პალატიდან თავქუდმოგლეჯილი გამოვარდა. შურდულივით ჩაუქროლა პალატის წინ შეკრებილ ხალხს,ალის და ჯამალს უთხრა გამომყევითო,დერეფნის მეორე ბოლოსკენ გაიხმო და ჩუმად უთხრა.
-ანასტასიას სახლში წაიყვანთ და იქაურობას შეუღწეველ ციხესიმაგრედ აქცევთ.ჩემს მოსვლამდე არც არავინ შევა და არც არავინ გავა.თუ ახმედი იქ გამოჩნდება და ბრძანებას არ დაემორჩილება,უფლებას გაძლევთ რომ ესროლოთ.
-რას ამბობ იბრაჰიმ?
-ალი,რასაც გეუბნები ის გააკეთე.ახსნის დრო არ მაქვს,მიდი საჭირო ხალხი აარჩიე,მამაჩემის ხალხიც აქაა,ვინც გინდა წაიყვანეთ,მე მანამდე ანასტასიას დაველაპარაკები.
ბიჭებმა მდუმარედ გააყოლეს თვალი განრისხებულ ბატონს და მიხვდნენ რომ კარგი არაფერი ხდებოდა.
ანასტასია მაშინვე მიხვდა რაღაც რომ მოხდა.სახეზე ეტყობოდა.კარი ხმაურით დახურა ბიჭმა და მისკენ მთელი ტანით შებრუნდა.
-როგორ არან შენი ოჯახის წევრები? -გოგოს ნაზმა მშვიდმა ხმამ მასზე მაშინვე იმოქმედა და ისიც დაამშვიდა.
-უკეთ,მადლობა ღმერთს გადარჩნენ.
-მიხარია.-გაუღიმა და თავის პატარა თითები შემოხვია ჯერ კიდევ აკანკალებულ ხელებზე.
-ანა რაღაც უნდა გითხრა.
-ნუ მაშინებ.
-არ გაშინებ.უბრალოდ ახლა შენ ალი და ჯამალი სახლში წაგიყვანენ.მე რაღაც საქმე მაქვს მოსაგვარებელი.თუ იქიდან ცოცხალი დავბრუნდი აუცილებლად ჩემი ხელით დაგაბრუნებ სახლში.თუ არადა ისინი წაგიყვანენ.
-რას ამბობ იბრაჰიმ?რატომ არ უნდა დაბრუნდე?
-ძალიან ცუდ ადგილას მივდივარ და იმიტომ.
-რომ არ წახვიდე?
-სხვანაირად არ შეიძლება.სხვანაირად ეს ყველაფერი არ დასრულდება.
-მე არ მეკითხები?იქნებ მე არ მინდა წასვლა?იქნებ არ მინდა სახლში დაბრუნება?
-შენ სახლში აუცილებლად დაბრუნდები. დანარჩენზე მერე ვისაუბროთ. თუ ჩემთან საუბარი მოგინდება შენი ოჯახის წევრებთან დაბრუნების შემდეგ.
-ჯერ ძალით ჩამომიყვანე და ახლა ძალით მიშორებ?მე რატომ არ მეკითხები რა მსურს?
-მე მინდა რომ შენ იყო უსაფრთხოდ და კარგად.მთავარი ესაა.
ანასტასია ატირებამდე იყო მისული და თავს ძლივს იკავებდა რომ არ ეტირა.
-ხო კიდევ სახლში,ჩემს ოთახში იარაღი დევს,გამოყენება იცი,თუ შენც სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა დაუფიქრებლად ისროლე.ხელი არ აგიკანკალდეს იცოდე.
-მკვლელად გინდა მაქციო?
-არა.არა.არა..ეგ აღარ გაიმეორო.შენ ყველაზე წმინდა და სუფთა ხარ.-პირზე ხელი ააფარა ბიჭმა.
-მაშ დამტოვე შენს გვერდით.
-ასე არა.ასე არ შეიძლება.გპირდები დრო მოვა და შენი სახლიდან ოფიციალურად წამოგიყვან ყველას თანხმობით და არა ქურდივით.
-ჩემს გამო ამ ბიზნესზე უარს იტყვი?
-გაბრიელმა ხომ შეძლო რაღაცნაირად? მეც შევძლებ.
იბრაჰიმი წასასვლელად მოემზადა და მანქანის სახელურს მოეჭიდა.ანამ ხელი სტაცა მხარზე და გააჩერა.
-იქნებ უკანასკნელად ვხედავთ ერთმანეთს.გთხოვ ერთი კოცნა მაჩუქე. შენი ტუჩების გემო გამაყოლე.-ცრემლი მოსდიოდა გოგოს.
აბდულაევმა მეტი ვეღარ გაუძლო, მისკენ დაიხარა და ნაზად ეამბორა ცრემლით დასველებულ ტუჩებზე.
********
მანქანის უკანა სავარძელზე მოკუნტული იჯდა ანასტასია. ცალი ხელი იდაყვში მოხრილი ლოყის ქვეშ ამოედო და თავი ფანჯარას მიაყრდნო.ცრემლებს ძლივს იკავებდა.ალის და ჯამალის სცხვენოდა, თორემ აუცილებლად ბოლო ხმაზე იღრიალებდა.
ისინიც გრძნობდნენ ამბის სიმძიმეს და ხმას არ იღებდნენ.უკან კიდევ ხუთი მანქანა მისდევდათ შეიარაღებული ხალხით სავსე.სახლშიც იყვნენ დარჩენილები დაცვის წევრები და ყველა ერთად ეყოფოდა მოსალოდნელ თავდასხმას,რის შესახებაც იბრაჰიმმა გააფრთხილა.
მანქანები ეზოში შევიდნენ და უზარმაზარი რკინის კარი საიმედოდ ჩაირაზა.მხოლოდ აფეთქებით თუ შეძლებდნენ მის გაღებას.
ჯამალმა გამოხსნა მანქანის კარი და ანასტასიას გადასვლაში მიეხმარა..მეორე მხარეს ალი ამოუდგა და ასე შეიყვანეს სახლში.ოთახამდე სამივე ჩუმად იყო. იქ კი ალიმ დაარღვია სიჩუმე.
-რამე ხომ არ გინდა?
-არა ალი,მადლობა.
-საჭმელი?
-არ მშია.
-მთელი დღეა არაფერი გიჭამია.
-ახლა მხოლოდ დასვენება მინდა ცოტა ხნით.სხვა დანარჩენი მერე.
-კარგი.თუ რამეა დაგვიძახე.ქვემოთ ვიქნებით.
-მადლობა ბიჭებო.-თავს ძალა დაატანა და გაუღიმა.თუმცა გული ჰქონდა დამძიმებული.ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა და ზუსტად იცოდა აუცილებლად გამართლდებოდა მისი ინტუიცია არასდროს ცდებოდა…
******
საავადმყოფოში კიდევ ცოტა ხანს დაჰყო იბრაჰიმმა.მერე მამამისის დაცვა იხმო და დაცვის უფროსს დავალებები მისცა. დანარჩენები გაიყოლა და იქაურობა დატოვა.
ქალაქის ცენტრში მთავარ მოედანზე ხალხის ნაკლებობა არ იგრძნობოდა. ახალ წელს დიდად არ სწყალობდნენ აქაურები,სამსახურებს დაბრუნებოდნენ.
მოედანზე კამათლების გაგორების ხმა და ხმამაღალი წამოძახილები ისმოდა.
იბრაჰიმმა წამიერად გადახედა ნარდის მოთამაშეებს და საყურებლად შეკრებილ,ცნობისმოყვარე საზოგადოებას,თითქოს მათში ვიღაცის ამოცნობას ცდილობდა.იქ რომ ვერ დაინახა გზა განაგრძო და რიგის ბოლოს მდებარე ანტიკვარიატის მაღაზიაში შევიდა.
დაცვა მაღაზიის შესასვლელათან განლაგდა და გზა გადაკეტეს რომ არავინ შესულიყო.
-ჩემი იბრაჰიმი მოსულა.-ხელები ფართოდ გაშალა მოხუცმა და გაუღიმა.აბდულაევი მიუახლოვდა თეთრებში ჩაცმულ, წვერებიან მოხუცს,ხელზე აკოცა და მერე მოეხვია.
-როგორ ხარ ბიძია ჰალილ?
-კარგად შვილო.შენ როგორ ხარ?
-არც ისე კარგად.ცუდი ამბებია ბიძია.
-წამოდი,ჩემს კაბინეტში შევიდეთ და იქ მომიყევი რა მოხდა.-ხელი მოხვია მხარზე და მაღაზიის მეორე ბოლოში მდებარე ოთახისკენ წაიყვანა.დამხმარე ბიჭს ჩაი მოგვიტანეო ანიშნა და საუბარი განაგრძო.
-მამა როგორ არის?
-არც ისე კარგად.ეხლა საავადმყოფოდან მოვდივარ.წუხელ ავარიაში მოხვდნენ.
-ეს რა მითხარი.რა ცუდი ამბავია.ახლა როგორ არის?
-ალაჰმა დაგვიფარა და კარგად არის. დედას მძიმე ოპერაცია გაუკეთეს და რეანიმაციაშია.მაგრამ ექიმმა ისიც გადარჩებაო.დრო სჭირდება.
-მადლობა ალაჰს.მადლობა.-გაიმეორა კაცმა რამდენჯერმე და ოთახია კარი მიხურა.ერთმანეთის პირისპირ ჩამოსხდნენ და ისევ ჰკითხა:-აქ რამ მოგიყვანა.
-პირდაპირ გეტყვი.მამა მომიყვა რომ ავარია შემთხვევით არ მომხდარა. ახმედის ხალხი იყო იქ და ეჭვი აქვს რომ მან მოაწყო.
-კი მაგრამ რატომ?რატომ უნდა ექნა ეს ახმედს?
-მარტივად გეტყვი.ორი მიზეზია.ერთი რომ ან ჩემი შურს და ყველაფერი უნდა რომ ხელში ჩაიგდოს და მეორე მიზეზი ქალია.
-ქალი?კი მაგრამ ვინ არის ის ქალი?
იბრაჰიმი ყველაფერს დაწვრილებით მოუყვა ჰალილს.კაცი გულდასმით უსმენდა და ყველაფერს აანალიზებდა გონებაში.რომ დაასრულა,რამდენიმე წუთი ჩუმად იყო.მერე კი უთხრა.
-მე ვიცი როგორც უნდა მოგვარდეს ეს საქმე.ან უხუცესები უნდა მოვიწვიოთ და ახმედს განაჩენი გამოვუტანოთ ან უბრალოდ ერთმანეთს ღიად უნდა დაეტაკოთ.
-მეორე ვარიანტი არ მაწყობს.სისხლიანი დაპირისპირება არ მინდა,თორემ აქამდე ვიზავდი ამას.
-კარგი.მაშინ უხუცესებს შევკრებ. გადაწყვეტილება იქ მივიღოთ.ახლა წადი სახლში,დაისვენე.დაფიქრდი.ყველაფერიკარგად აწონ-დაწონე,გაიზრე რას იტყვი იქ და ჩემს ზარს დაელოდე.
-ვიცოდი რომ სწორ გზას მაჩვენებდი.მამა მართალი იყო.დროებით ბიძია ჰალილ. იბრაჰიმი მოხუცს მოეხვია,დაემშვიდობა და დამშვიდებულმა დატოვა იქაურობა.
******
ქალაქის ერთ-ერთ ჰარამხანაში ახმედი თავის პარტნიორებთან ერთად იჯდა და ვახშამს შეექცეოდა.თან ერთობოდნენ თან,მომავალ გეგმებს განიხილავდნენ.
ახმედის ტელეფონმა დაიწკრიალა და შეტყობინება მოუვიდა. წაკითხვამ ხასიათი მოუშხამა და გარეთ გამოვიდა.
სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და სიგარეტს მოუკიდა.
-რამე ხდება?-მიუახლოვდა რაშიდი, რომელიც უკან გაჰყვა,მიხვდა რაღაც ხდებოდა და მანაც სიგარეტი ამოიღო.
-უხუცესები იკრიბებიან და მიხმობენ.
-ჰოო,ეს ნამდვილად არაა კარგი ამბავი. როგორც ჩანს შენმა ბიძაშვილმა შენი გზიდან ჩამოშორება გადაწყვიტა.
-ისედაც ვიცოდი რომ უმოქმედოდ არ იქნებოდა.მაგრამ ახლა ამის დრო არ არის.რამდენიმე დღე მჭირდება.
-ავარიამ შედეგი ვერ მოიტანა.მისი ყურადღება ვერ გადავიტანეთ.
-ხოდა უნდა დავასწროთ.ხვალ როცა იბრაჰიმი უხუცესების შეკრებაზე იქნება, მაშინ უნდა დავარტყათ.ამისთვის დრო გვეყოფა.
-კარგი,წავალ ბიჭებს ვეტყვი მოემზადონ.
-მიდი გელოდები.მანამდე ცოტას დავისვენებ.
ახმედი ისევ მარტო დარჩა.მოგონებებმა რამდენიმე წლით უკან დააბრუნდა. მაშინ როცა სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა. იმ ზაფხულს დასასვენებლად პირველად წავიდა იბრაჰიმთან ერთად. მათთან ერთად იყვნენ ალი და ჯამალი.
ბიჭები შესანიშნავ დროს ატარებდნენ. ქალები,სასმელი,მოსაწევი-ყველაფერი საუკეთესო მათთვის იყო.
ერთ საღამოს ახმედს მარტო გასეირნება მოუნდა,სასტუმროდან გამოვიდა და სოფლის გზას ნელი ნაბიჯებით გაუყვა.
ცოტა ხანში კისკისის ხმა შემოესმა ერთი სახლის ეზოდან.ფრთხილად მიიპარა და ნახევრად დანგრეული ღობიდან შეიხედა.
ეზოში მათზე სამი-ოთხი წლით უმცროსი გოგონა პატარა ძმას ეთამაშებოდა და თან იცინოდა.ახმედს ყველა და ყველაფერი დაავიწყდა.მისთვის საათი ამ დროზე გაიყინა, რა წამსაც გოგონა დაინახა.ის ულამაზესი ღია ფერის თვალები მის გონებაში სამუდამოდ აღიბეჭდა.სამყაროს მოსწყდა და სადღაც უსასრულობაში გაიტაცა…..
გოგომ თითქოს იგრძნო ვიღაცის დაჟინებული მზერა,მაგრამ სიბნელეში ვერავინ დაინახა.თუმცა ძმას ხელი მოჰკიდა და სახლში შეიყვანა. გულდაწყვეტილი ახმედი ცოტა ხანს კიდევ ელოდა,მაგრამ იმ საღამოს აღარ გამოსულა გარეთ…
სასტუმროში უგუნებოდ დაბრუნდა. ბიჭებთან ყოფნაც არ უნდოდა,ძილი მოიმიზეზა და ნომერში ავიდა..
იმ ღამეს ახმედს ძილი აღარ მოეკარა.ან რა დააძინებდა.
“-სამყაროში ყველაზე ლამაზია” -იმეორებდა დაუსრულებლად და სულელივით იღიმებოდა…
ტელეფონის ზარმა რეალობაში დააბრუნა.ეკრანს დახედა და უხალისოდ უპასუხა.საუბარი ხანმოკლე გამოდგა. მერე მობილური ისევ ჯიბეში ჩაიდო,სიგარეტი მოისროლა და შიგნით შებრუნდა.
******
ანასტასიამ ცოტა დრო ოთახში გაატარა. ხან ტელევიზორს უყურა,ხან წიგნი გადაშალა,მაგრამ გული ვერაფერს დაუდო.ალინას ოთახს ისევ ესტუმრა. ამ ნივთების აქ ყოფნა საშინლად აღიზიანებდა.რას უშვლიდა,მაგრამ აშკარად ეჭვმა დარია ხელი და მარწუხებს უფრო უჭერდა.გაბრაზებულმა მიაჯახუნა ეა კარი და უკან დაბრუნდა.
გადაწყვიტა შხაპი მიეღო.ცხელმა წყალმა და ჯაკუზში ნებივრობამ აშკარად უშველა. დაღლილობაც მოუხსნა და უსიამოვმო ფიქრებიც გაქრა..
გამოიცვალა.იბრაჰიმის სპორტული შარვალი ამოიცვა,რომელიც აშკარად დიდი ჰქონდა და მისი მაისური გადაიცვა.
ისევ ბიჭის სუნამომ შეუღიტინა ცხვირში და უნებურად გაეღიმა.
-როდის დაბრუნდება.-სარკეში ჰკითხა თავის თავს,თან სველ თმას ივარცხნიდა.
-თუმცა რა სულელი ხარ ანა.ახლა მას შენთვის არ სცალია.-გასცა პასუხი თავისივე კითხვას.
ოთახში მოწყენილი დაბრუნდა და საწოლზე წამოწვა.სინათლე ჩააქრო, იბრაჰიმის პერანგს ჩაეხუტა და ძილმა წაიღო….
*****
აბდულაევი ჰალილისგან პირდაპირ სახლში წავიდა.გზიდან ალის დაურეკა და ამცნო ათ წუთში სახლში ვიქნებიო.
სახლში ყველა მცველი ფეხზე დახვდა შეიარაღებული და დასვენებული.
-სად შეკრიბე ამდენი?-ჩაეღიმა და კიბეს აუყვა.
-საბედნიეროდ ჯერ კიდევ ბევრი გვყავს ერთგული ხალხი.
-წამომყევით ორივე.-უთხრა და კაბინეტისკენ დაიძრა…
რამდენიმე წამში სამივე ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ.აბდულაევმა მოკლედ აუხსნა საქმის ვითარება და ჰალილთან შეხვედრის ამბავი.
-ახლა რა იქნება?-ჰკითხა ალიმ.
-ხვალინდელი დღე ყველაფერს გადაწყვეტს.სანამ მე იქ ვიქნები ანასტასიას სიცოცხლეზე თქვენ აგებთ პასუხს.
-საკუთარი სიცოცხლის ფასად გავაკეთებთ ამას.-უპასუხა ჯამალმა.
-ორივე,არა სამივე ცოცხლები უნდა დამხდეთ იცოდე.-თითი დაუქნია იბრაჰიმმა პატარა ბავშვებივით.
-აუცილებლად.-უპასუხა ორივემ ერთ ხმაში.
-ალი შენ მოემზადე.მიემგზავრები.
-სად?
-თბილისში.მოლაპარაკებაზე მიდიხარ გაბრიელ ფიცხელაურთან.
-რაა?
-ამ საქმეს სხვანაირად ვერ მოვაგვარებთ. მისი დახმარება დაგვჭირდება იმისთვის რომ ანასტასია აქედან უსაფრთხოდ გავიყვანოთ.
-როდის?
-გამთენიისას.დაახლოებით ორი დღე გვაქვს რომ ის აქედან წავიდეს.შეკრების შემდეგ ახმედი რას იზავს არავინ არ იცის.
-მაშინ წავალ მოვემზადები.-ფეხზე წამოდგა ალი.
-დავეხმარები.-უკან მიჰყვა ჯამალი.
-არ მჭირდება შენი დახმარება.ჩემი ცოლი ხარ?-შეუღრინა ალიმ კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ.
-სულელო,-კეფაში წაუთაქა მსუბუქად ჯამალმა.-მისი მარტო დატოვება მინდოდა.
-კარგი,კარგი.
-ალი.-შეაჩერა ჯამალმა.
-რა?
-ცოცხალი დაბრუნდი მეგობარო.
-შენ კი ცოცხალი დამხვდი.
მეგობრები ერთმანეთს ჩაეხუტნენ, დაემშვიდობნენ და ორივე თავის ოთახში განმარტოვდა.
********
მარტოდ დარჩენილი იბრაჰიმი დიდხანს ფიქრობდა და გონებაში ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავდა.გეგმების დაწყობა არასდროს არ უყვარდა,რადგან ყოველთვის ირეოდა და ისე არ მიდიოდა როგორც უნდოდა.ამჯერად საქმე სხვანაირად იყო და რადაც არ უნდა დასჯდომოდა ეს საქმე უმსხვერპლოდ უნდა დასრულებულიყო.
ბევრი ყოყმანის შემდეგ ტელეფონი აიღო და ნომერი აკრიფა.ზარი დიდხანს გადიოდა.მაგრამ მაინც გაისმა მეორე ბოლოდან მამაკაცის ხმა.
-იბრაჰიმ აბდულაევი ვარ…
ყურმილს იქით სიჩუმე ჩამოვარდა.
-ყურადღებით მიმისმინე.ანასტასია მე მყავს..მაგრამ მისთვის არაფრის დაშავებას არ ვაპირებ… ახლა ჩემ კაცს გამოგიგზავნი,ხვალ შენთან იქნება.ის ყველაფერს აგიხსნის..ხაფანგის დაგებას არ ვაპირებ.მე მესმის შენი რომ სანდო ადამიანი არ ვარ,მაგრამ უნდა მენდო.უსაფრთხოდ უნდა გაიყვანო აქედან და გთხოვ რამე ისეთი არ ქნა რაც მის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ დააყენებს…რამდენი ადამიანიც გინდა იმდენი წამოიყვანე და ჩემს გამოგზავნილ კაცს გამოყევი.დრო ცოტაა… შეხვედრამდე..-უთხრა და სანამ ის რამეს იტყოდა,მანამდე გათიშა ტელეფონი, მერე საერთოდ გამორთო…..
გამბედაობისთვის გონებაში საკუთარი თავი შეაქო,ერთი ჭიქა ვისკი გამოცალა და დასაძინებლად წავიდა….
ჩაბნელებულ ოთახს მხოლოდ პატარა ბრა ანათებდა.სინათლე ანასტასიას ბავშვურ სახეს ეცემოდა,რომელსაც ღრმად ეძინა და ძილში ეღიმებოდა.
იბრაჰიმი მიუახლოვდა,საწოლის კიდეზე ფრთხილად ჩამოჯდა და დააკვირდა. გაოცება ძლივს დამალა,როცა დაინახა რომ მისი ტანსაცმელი ეცვა და იმ ბალიშს ეხუტებოდა,რომელზეც აბდულაევს ეძინა.
საბანი შეუსწორა.თმაზე ნაზად გადაუსვა ხელი.ო,როგორი უძლური იყო ამ წამს მისი სილამაზის მიმართ ბიჭი.ყველაფერს დათმობდა იმის ფასად რომ ეს წამი გაჩერებულიყო და ანასტასია სამუდამოდ მასთან დარჩებილიყო…
გვერდით მიუწვა ფრთხილად,ჩაეხუტა და მასთან ერთად გადაეშვა ძილის სამეფოში…
ანასტასია დილით მზის სხივმა გააღვიძა. უფლება არ მისცა რომ ძილი გაეგრძელებინა.მეორე მხარეს გადაბრუნდა და ვიღაცის სხეული იგრძნო გვერდით.სწრაფად დააჭყიტა თვალები და მძინარე იბრაჰიმი დაინახა.ფრხილად დაბრუნდა უკან,ბალიშზე თავი დადო და ყურება დაუწყო.
-არ მძინავს.-ისე უთხრა თვალი არ გაუხელია.
-თავს მაჩვენებდი რომ გეძინა.
-არა,უბრალოდ იმის წარმოდგენა მინდოდა რომ ცხოვრების ბოლომდე შენთან ერთად ამ ბალიშზე მედოს თავი, შენს სურნელს ვგრძნობდე და შენ ჩემი ტანსაცმელი გეცვას.მერე რა თუ ორი ზომით დიდი გაქვს.-გაეცინა და თვალები გაახილა.
-ეს სიყვარულის ახსნის შენებური ვერსიაა?-გაეღიმა ანასტასიას.
-არა,ეს უბრალოდ ოცნებაა.ლამაზი ოცნება…
-ოცნება,რომელსაც თუ მოინდომებ შეიძლება ახდეს.
-მაგრამ ჯერ სახლში უნდა დაბრუნდე.
-ისევ იგივეს იმეორებ.თუ არ მინდა დაბრუნება?
-ალაჰ.რა ჯიუტი ვინმეა.-თქვა თავის ენაზე იბრაჰიმმა და წარბები ზემოთ აქაჩა.
-შენს ენაზე რომ საუბრობ არ მომწონს.
-რა არ მოგწონს?
-ის რაც არ მესმის.
-მაშინ ისწავლე.
-მასწავლე.
-კარგი.მითხარი რამე სიტყვა და გადაგითარგმნი.
-ჰმმ.მოიცა დავფიქრდე.რა ჯანდაბაა ეხლა არ მახსენდება არაფერი.
-ამდენი სიტყვიდან სულ არაფერი?- გაეცინა იბრაჰიმს.
-არა.-მოიღუშა ანა.
-კარგი.დაივიწყე.მოდი ჩემთან,ჩაგეხუტები რომ შენი სურნელი დავიტოვო.-ხელი გაშალა აბდულაევმა.გოგოც მკლავის ქვეშ შეძვრა,მკერდზე დაადო თავი და კატასავით გაიტრუნა მის მკლავებში.
********
ნახევარი დღე ერთად გაატარეს.ამაოდ ცდილობდნენ ყურადღების გადატანას სხვა რამეებზე.ხან ტელევიზორს უყურეს, ხან ეზოში გაისეირნეს,ისადილეს.მაგრამ სიტყვების პოვნა რაც დრო გადიოდა უფრო ჭირდა.
დამშვიდობება კიდევ უფრო რთული გამოდგა.ერთმანეთის პირისპირ იდგნენ და თითქოს ყინულებად იქცნენ.
-ხვალ ჯამალი წაგიყვანს შენს ბიძაშვილთან.
-მეგონა შენ წამიყვანდი.
-თუ მოვახერხე მანამდე დაბრუნება მეც წამოვალ.
-შეიძლება ვეღარ მოხვიდე?-სახეზე შიში გამოესახა ანასტასიას.
-ნუ გეშინია,კარგად ვიქნები.-გაეღიმა და სახიდან თმა გადაუწია.
-არ მატყუებ?
-პატარა ბავშვივით მეკიდები ახლა სიტყვებზე.
-კარგი.გავჩუმდები.
-ანა რაღაცა უნდა მოგცე.ეს ყველაზე უცნაური საჩუქარია რაც შეიძლება ოდესმე ბიჭმა გოგოს აჩუქოს.იმედია არასდროს დაგჭირდება ამის გამოყენება.-იბრაჰიმმა პატარა დანა ამოიღო,ტარი ლითონის ჰქონდა და ამოტვიფრული იყო რაღაც
მისთვის გაუგებარ ენაზე ორივე მხარეს.
-საოცრად რომანტიულია.-გაეღიმა გოგოს და საჩუქარი გამოართვა.-გპირდები ამას ყოველთვის თან ვატარებ.
იბრაჰიმი კიდევ ერთხელ მოეხვია,მისი თმის სურნელი შეისუნთქა,შუბლზე ნაზად აკოცა და მანქანისკენ წავიდა.უკან არ მოუხედავს,თითქოს გრძნობდა რომ მოეხედა ანასტასიას ცრემლიან თვალებს დაინახავდა და ეს თვალები გეგმებს აურევდა.ისე გავიდა სახლიდან მანქანის სარკეშიც არ ჩაუხედავს..
ანასტასია კი ელოდა..ელოდა რომ ერთხელ მაინც მოხედავდა ბიჭი და მის სახეს კიდევ ერთხელ დაინახავდა…
იქნებ უკანასკნელადაც კი.მაგრამ იბრაჰიმს არ მიუხედავს ისე დატოვა სახლი….
გულდაწყვეტილი და ხასიათწამხდარი ანასტასია სახლში შებრუნდა და ოთახში ასვლა დააპირა.მაგრამ გზად ჯამალს მოჰკრა თვალი და დაუძახა.
-გისმენთ ქალბატონო.
-კარგი რა ჯამალ.რა ქალბატონო. უბრალოდ ანა დამიძახე.რამდენჯერ უნდა გითხრა.
-კი მაგრამ თქვენ ხომ ბატონის…
-არა ჯამალ.გაჩუმდი.არ თქვა.ასე არაა. ჩვენ ჯერ სტატუსი არ გვაქვს და ასეც რომ იყოს მე შენთვის მაინც ანა ვიქნები.
-კარგით…კარგი.-გადაასწორა ბიჭმა.
-წამო ჩაი დავლიოთ და ვილაპარაკოთ.
-მე წამოვიდე?-კიდევ უფრო გაოცდა ბიჭი.
-დიახ ჯამალ.რა გჭირს დღეს.ადრე ასეთი არ იყავი.მახსოვს ვმეგობრობდით.ახლა შეიცვალა რამე?
-ადრე შენი მტერი ვიყავი.გამტაცებელი, ბოროტმოქმედი,რომელმაც აქ ჩამოგიყვანა.
-იბრაჰიმიც…მაგრამ მასთან ხომ მოვაგვარეთ ურთიერთობა.
-აპატიე?-ჯამალმა ის კითხვა დაუსვა რასაც ალბათ ანასტასია ყოველთვის გაურბოდა.საკუთარ თავსაც კი არ უსვამდა. ბოლო პერიოდში სირაქლემას პოზიციაში ყოფნა აირჩია,მაგრამ ხომ მაინც დადგებოდა დრო როცა რეალობას ისევ პირისპირ შეეჩეხებოდა.
-ვაპატიე?არ ვიცი…
ჯამალმა ჩაი ჭიქებში ჩამოასხა,ერთი გოგოს მიაწოდა,მეორე თვითონ დაიდგა
და პირისპირ დაუჯდა.
-შენ ხომ კარგად იცი რომ ის რაც ადრე იყო არ შეიცვლება.ის რაც იბრაჰიმს აქვს ჩადენილი,არსად გაქრება.მისი ცხოვრება და ცოდვები წიგნივით არ არის,რომ აღარ მოგინდეს,ამოხიო და გადააგდო.ეს თავის მოტყუება იქნება. სამაგიეროდ ყოველთვის შეგიძლია ამ წიგნის ერთი თავი დაასრულო,გადაფურცლო.მაგრამ ახალის წერა დაიწყებ თუ უკვე დაწერილს გააგრძელებ ეს შენზეა დამოკიდებული.
-რა საინტერესოდ საუბრობ ჯამალ.
-მე იბრაჰიმთან ერთად უნივერსიტეტში ვსწავლობდი.მაგრამ არჩევანის წინაშე რომ დავდექი აქ გამოვყევი.
-ძალიან კარგი ადამიანი ხარ ჯამალ. რაც მთავარია ერთგული.
-ანა მაპატიე აქ რომ ჩამოგიყვანე.მაპატიე თუ რამე გაწყენინე და რამე ცოდვა ჩავიდინე შენს წინაშე.-ბიჭმა თავი დახარა. პირიაპირ ვერ შეხედა.
-ჯამალ თავი ასწიე და ამაყად შემომხედე.
უცოდველი ამქვეყნად არავინ ვართ. იქნებ ოდესმე ამისთვის მადლობაც კი გადაგიხადო აქ რომ ჩამომიყვანე.-გაუღიმა ანასტასიამ.
-მე დიდად მოხარული ვიქნები თუ ჩვენი ქალბატონი გახდები.ერთ რამეში დარწმუნებული ვარ რომ იბრაჰიმის გვერდით ნამდვილად დედოფალი იქნები. დაგაფასებს და ეყვარები ცხოვრების ბოლომდე.
-ეს სიტყვები მან უნდა მითხრას ჯამალ.
-ალბათ შესაფერისი მომენტი ვერ შეარჩია.-გაამართლა აბდულაევი მეგობარმა.
-ალბათ.-ჩაილაპარაკა ანამ.
-საუბარი გაგვიგრძელდა.დაგღალე.
-არა ჯამალ,შენ ძალიან კარგი მოსაუბრე ხარ.
-გინდა ოთახში გადი და რამე ფილმს უყურე.თუ გინდა ლეპტოპს მოგიტან.
-კარგი ჯამალ.წავალ ოთახში და რამე ფილმს ვუყურებ.ლეპტოპს იქ წავიღებ თუ წინააღმდეგი არ ხარ.
-არა,წადი დაისვენე.ახლავე მოვიტან.
რამდენიმე წამი დასჭირდა ჯამალს იბრაჰიმის კაბინეტიდან ლეპტოპის მოსატანად.ანასტასიას მიაწოდა და უთხრა.
-აქ რამდენიმე ფილმია ჩაწერილი და შეგიძლია უყურო.ბოდიში ინტერნეტს ვერ ჩაგირთავ.
-არაუშავს ჯამალ.ამისთვისაც მადლობა.
ანასტასია ოთახისკენ გააცილა.თვითონ კი გარეთ გავიდა დაცვის სხვა წევრებთან.
ღამდებოდა.ეს კი იმას ნიშნავდა რომ უხუცესების შეკრება იწყებოდა. მოსალოდნელი თავდასხმაც შესაძლოა მალე დაწყებულიყო….
**********
ანასტასია საწოლში კომფორტულად მოეწყო,ლეპტოპი ჩართო და ფილმების არჩევას შეუდგა.ჯამალს იმის თქმა დაავიწყდა რომელ ფაილში იყო ფილმები და დესკტოპზე განლაგებულ ფაილებში მოუწია ძიება.ერთ-ერთი ფაილი საეჭვოდ ეჩვენა.მასში რამდენიმე ერთად იყო და რაც უფრო მეტად ხსნიდა ყველას,მით მეტად რწმუნდებოდა რომ იქ რაღაც იყო.
რაღაც ისეთი რაც ვიღაცისთვის საბედისწერო იქნებოდა.ფაილში ვიდეო აღმოჩნდა.რამდენიმე წამს ფიქრობდა გაეხსნა თუ არა.ბოლოს სულმა წასძლია და გახსნა.თვალები გაუფართოვდა. ინტუიციით მიხვდა რომ მასზე გამოსახული ქალი ალინა იყო-იბრაჰიმის გარდაცვლილი ცოლი და ახმედი.
-ღმერთო ჩემო,ეს რომ იბრაჰიმმა ნახოს ნამდვილად მოკლავს.ახლა ვხვდები ყველაფერს…არა,არა.ეს ჩემი სიცოცხლის გარანტია.ახმედისგან თავის დასაცავად გამომადგება.
საწოლიდან წამოხტა და ქვემოთ გაიქცა ჯამალთან.ბიჭმა მისკენ მიმავალი და ანერვიულებული ანასტასია რომ დაინახა გაუკვირდა და მისკენ წავიდა.
-რამე მოხდა ანა?
-სასწრაფოდ ცარიელი მეხსიერების ბარათი მინდა.
-რა?რათ გინდა?
-წამოდი და წამოიღე თუ გაქვს.
-ანა რა მოხდა?ნუ მაშინებ.
-ახმედის შესაჩერებლად რაღაც ვიპოვე….
ჯამალმა შოკი მიიღო ნანახისგან და დამუნჯებული იჯდა რამდენიმე წუთს.
ამასობაში ანასტასიამ ვიდეო გადაწერა და მესმიერების ბარათი გამოაძრო ლეპტოპიდან.
-ჯამალ.გონს მოდი.რაზე ფიქრობ?
-ძლივს ვიკავებ ახლა თავს რომ არ წავიდე და ტყვია არ დავაჭედო.-ხელები მუშტებად შეკრა ბიჭმა.-ამდენი წელი…ამდენი წელი იბრაჰიმი თავს იდანაშაულებდა.ამდენი წელი ყველას გვეგონა რომ მან…და სინამდვილეში რა მომხდარა.
-ამდენი წელი ეს ვიდეო აქ იყო და როგორ ვერ ბახეთ.
-იმიტომ იყო რომ ასე ხშირად შედიოდა იმ კაბინეტში და ლეპტოპთან ჯდებოდა. ჭკვიანი აღმოჩნდს ეგ ნაბი….არი.თვალწინ დამალა მტკიცებულება.იქ სადაც ვერავინ ვერ იფიქრებდა.
-ჯამალ რა ვქნათ?
-ეს ვიდეო უხუცესების შეკრებაზე უნდა მოხვდეს.
-წადი და წაიღე ახლავე.
-შენ ვერ დაგტოვებ.ალიც სწორედ ახლა არ არის აქ.
-ვინმეს გავატანოთ.
-ქვემოთ ჩავალ.არის ერთი სანდო ადამიანი და მას გავატან.შენ ამ ლეპტოპს გაუფრთხილდი.
ის იყო ჯამალი ოთახიდან უნდა გასულიყო რომ გარეთ ისეთი ხმაური ატყდა,არემარე გააყრუა.მერე აფეთქების ხმაც გაისმა და სახლი შეაზანზარა.ოთახის ფანჯრები ჩაიმტვრა.ჯამალი ანასტასიასთან წამში გაჩნდა,თავი დაახრევინა და ფანჯარას მოაცილა.
-რა ხდება ჯამალ?ვინ არიან?
-ახლავე გავიგებთ.-თქვა და ტელეფონს უპასუხა.-გისმენ იბრაჰიმ….რაა?...უკვე აქ არიან…ვეცდები თქვენს მოსვლამდე გავძლო…
-იბრაჰიმი იყო?
-კი.ახმედი შეხვედრაზე არ მივიდა. უხუცესებმა მის გარეშე გამოიტანეს განაჩენი.როგორც ჩანს იქ მისვლას არც გეგმავდა.მისი სამიზნე შენ იყავი.მაგრამ რა იცის რომ აქ მას ველოდით.-ეშმაკურად ჩაეღიმა ჯამალს და იარაღი გადატენა. მეორე ანასტასიას მიაწოდა.
-შენ გქონდეს და აქედან ფეხი არ მოიცვალო.თუ უცხო ვინმე შემოვა არც კი დაფიქრდე ისე ესროლე.
-ჯამალ ერთ რამეს დამპირდი,თუ შეატყობ რომ იბრაჰიმის მოსვლამდე მათ შეკავებას ვერ შეძლებთ,გაიქეცი და მათ ჩემი წაყვანის საშუალება მიეცი.დროს მოიგებთ.ახმედი არაფერს დამიშავებს. წადი და იბრაჰიმს ეს აჩვენე.გპირდები გადავრჩები და ახმედამდე მიგიყვანთ.
ჯამალი ყოყმანობდა.მაგრამ მაინც დასთანხმდა.
-შეხვედრამდე.-ბიჭი ანასტასიას მეგობრულად მოეხვია,მერე დაემშვიდობა და ოთახიდან გავიდა….
რამდენიმე წუთის განმავლობაში ანასტასიას მხოლოდ სროლის ხმა ესმოდა და მისთვის გაუგებარ ენაზე შეძახილები.
რამდენიმე ყუმბარის აფეთქების ხმაც გაიგო.ოთახის სიღრმეში კედელთან იჯდა, იარაღს დროდადრო ხელს უჭერდა და ამოწმებდა.ახლა რომ შეძლებოდა ბიძაშვილს აუცილებლად ეტყოდა მადლიბას იმის გამო რომ მაშინ იძულებით ასწავლა სროლა…
სროლის ხმა მოულოდნელად შეწყდა. გოგოს გულმა ცუდი უგრძნო და კიდევ უფრო მეტად მოიკუნტა…
ოთახიდან გამოსული ჯამალი პირდაპირ ქვემოთ გაიქცა.თავდამსხმელებს ეზოში შემოეღწიათ და სახლისკენ მიიწევდნენ.
დაცვა წინააღმდეგობას უწევდა,მაგრამ აშკარად იმაზე მეტნი იყვნენ ვიდრე ელოდა და შეიარაღებაც განსაკუთრებული.ბიჭებს გვერდით ამოუდგა და სროლა დაიწყო.მისმა ნასროლმა რამდენიმე ტყვიამ მიზანს მიაღწია და კმაყოფილს ჩაეღიმა.თუმცა მის გვერდით ნელ-ნელა ცოტავდებოდა მათი რიცხვი და ხვდებოდა რომ საქმე ცუდად იყო..
უკანასკნელი დაცვის წევრიც დაეცა. ჯამალს რამდენიმე წამი ჰქონდა გადაწყვეტილების მისაღებად.რკინის ჭიშკარში ახმედი დაინახა.ზემოთ აიხედა. ანასტასიას დატოვება უჭირდა.სხვა გზა არ იყო.ახლა როცა ამის შესაძლებლობა ჰქონდა ახმედი ცოცხალს მასაც არ დატოვებდა.უნდა წასულიყო.კატის სისწრაფით გაძვრა მესამე სართულზე არსებულ სარკმელში.კედელზე არსებულ მილზე ჩასრიალდა სახლის უკანა მხარეს მოექცა ქუჩაში.სანამ ახმედი ყველაფერს მიხვდებოდა,მანამდე უნდა გასულიყო აქედან.სწრაფად გადაკვეთა ქუჩა, სიბნელეს შეერია და გაუჩინარდა…..
*******
სროლის ხმა შეწყდა და ანასტასია მიხვდა რომ ეს კარგს არაფერს უქადდა. გარედან ხმაური მოისმა.ვიღაცეები საუბრობდნენ.იარაღი შემართა და კარს დაუმიზნა.წამები საუკუნედ ეჩვენა. როგორც იქნა კარი ნელ-ნელა გაიღო და ახმედის საზარელი სახეც გამოჩნდა. იარაღშემართული ანასტასიას დანახვაზე ერთ წამს შედგა.ალბათ წინა დღეებში მომხდარი გაახსენდა.მის უკან დაცვის წევრები განლაგდნენ.მათაც იარაღი პირდაპირ გოგოსკენ მიმართეს.
-რა გგონია რომ მესროლო აქედან ცოცხალი გახვალ?
-არა,მაგრამ შენ მაინც გაგიყოლებ.
-მე რომ მომკლა,გპირდები შენს გვამს ესენი მანქანაზე გამოაბამენ და შენს ოჯახს თრევით ჩაუტანენ.მათ კი რა სანახაობა ელოდებათ კი მიხვდები.
ანასტასია ამას არ ელოდა.დაიბნა. მაგრამ მაინც მოიკრიბა გამბედაობა და ლეპტოპი შემართა:-როგორ ფიქრობ შენმა ბიჭებმა და იბრაჰიმმა ეს რომ ნახოს რა ბედი გეწევა?
ამჯერად ახმედი დაიბნა.
-რას ამბობ?
-არა მგონია არ იცოდე აქ რა არის და რისი გეშინია.-იგრძნო გოგომ რომ უპირატესობა მოიპოვა.
-მომეცი.-მისკენ გაიწია ახმედმა.
-გაჩერდი. თორემ სანამ აქ მოხვალ გაგზავნას მაინც მოვასწრებ.
-კარგი.-ხელები ასწია ახმედმა.-რა გინდა?
-მოლაპარაკება.
-მართლა გგონია რომ ახლა რაღაცას დაგპირდები და მერე შევასრულებ?
-არ მგონია.უბრალოდ თავი დავიზღვიე. ვიდეოს ერთი ასლი ჩემს მეგობარს გადავუგზავნე.თუ ოცდაოთხ საათში არ დავუკავშირდები ამ ვიდეოს ჩემი ბიძაშვილი და იბრაჰიმი აუცილებლად მიიღებენ.
-როგორი ძუკ…ა ყოფილხარ.-ზიზღით უთხრა ახმედმა.
-აქ ყველაფერს მიმაჩვიეთ.ვერაფერს იტყვი.-ვალში არ დარჩა ანასტასია.-აბა მიიღებ ჩემს პირობას?
-თქვი რა გინდა.
-როგორც მივხვდი შენი მძევალი და სიცოცხლის გარანტი ვარ.მეც ცოცხალს დამტოვებ და იბრაჰიმთან დამაბრუნებ. სანაცვლოდ ამ ლეპტოპს მოგცემ და ვიდეოს ვერავინ ნახავს.
-თანახმა ვარ.-უთხრა მცირე ყოყმანის შემდეგ ახმედმა.
ანასტასიამ ლეპტოპი და იარაღი ერთად მიაწოდა.მაშინვე ეცა ორი ახმახი,ხელები ზურგს უკან გადაუგრუხეს და უფროსის დავალებას დაელოდნენ.
-დროზე წავიდეთ .იბრაჰიმი მალე აქ იქნება.სახლს ცეცხლი წაუკიდეთ.-გასცა ბრძანება ახმედმა და გასასვლელისკენ წავიდა.
ანასტასია მანქანაში ახმედის გვერდით მოათავსეს.მეორე მხრიდან ის ახმახი მიუჯდა და მისთვის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
მართალია ეშინოდა,ზუსტად იცოდა ის პირობას არ შეასრულებდა,მაგრამ ჯამალის იმედი ჰქონდა.დარწმუნებული იყო რომ ის ყველაფერს ისე გააკეთებდა როგორც შეთანხმდნენ…
*******
ათი წუთი არ იყო გასული რაც სახლი თავდამსხმელებმა დატოვეს და ანასტასიაც გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს,რომ იბრაჰიმიც მოვიდა თავის ბიჭებთან ერთად.
სახლის პირველი სართული ცეცხლში იყო გახვეული.სახანძროს დაესწრო მოსვლა მათთვის და ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ.
-ჯანდაბა.ანასტასია..ჯამალ…-იყვირა ბიჭმა და შიგნით შესვლა დააპირა.დაცვამ ადგილზე გააკავა.
-არა ბატონო.იქ ვერ გაგიშვებთ. დაიღუპებით.ცეცხლის ჩაქრობა ვცადოთ.
-რამე რომ მოუვიდეთ..მათ რომ რამე დაემართოთ..ჩემს გამო.ისევ…არა ამას არ დავუშვებ.-ცეცხლმაქრს დასწვდა და შესასვლელისკენ გაიქცა.სწრაფად გაარღვია შესასვლელი კარი და დიდ მასაღებში აღმოჩნდა.აქ ცეცხლს ჯერ კიდევ ვერ მოეღწია.მაგრამ ბოლს მოეცვა იქაურობა და ხილვადობა ჭირდა.ბრმად მიიწევდა ზემოთ.
-ანასტასია..ჯამალ..-ყვიროდა,მაგრამ პასუხს არავინ სცემდა.გზად რამდენიმე გვამი შეხვდა მისი დაცვის წევრების.გული დაეწვა.მის გამო,მის დაცვას შეეწირნენ.
როგორც იქნა ანასტასიას ოთახს მიაღწია. კარი შეგლიჯა და მისი სახელი იყვირა, მაგრამ არავინ დახვდა.აუტანელმა სიჩუმემ კიდევ უფრო მეტად დაამწუხრა.
-არა.არაა.-იყვირა და საწოლს მივარდა. გასაფარებელი ძირს მოისროლა.თითქოს გოგო მის ქვეშ იქნებოდა დამალული. ბალიში აიღო და ჩაეხუტა.ანასტასიას სურნელი შერჩენოდა.უცებ პატარა ქაღალდს მოჰკრა თვალი.გოგომ მოასწრო და მისთვია წერილი დატოვა.
-ცოცხლები ვართ ჯერჯერობით. ჯამალი მოძებნე.ყველაფერი მან იცის.-სწერდა ანასტასია.გული სიხარულით აევსო და ძლიერად ჩაიხუტა ქაღალდის ნაგლეჯი. ეს მისი იმედი იყო.
მერე უცებ ნათქვამი კარგად გაიაზრა და ჯამალთან დარეკა.ბიჭი არ პასუხობდა. ისევ გაიმეორა.ისევ არ პასუხობდა.
მესამედ რომ დარეკა როგორც იქნა ჯამალის ხმა გაიგო.
-მადლობა ალაჰს ცოცხალი ხარ…-გაეღიმა სიხარულისგან და ხელები ჰაერში აღაპყრო..
******
სახლის დატოვების შემდეგ ჯამალმა ქუჩა გადაკვეთა და იმ ვიწრო ქუჩებით წავიდა,სადაც განათება ნაკლებად იყო და ძებნას არ დაუწყებდნენ.ახმედი მალევე მიხვდებოდა,რომ ის და ალი იქ არ იყო და აუცილებლად დაადევნებდა ხალხს.არც სახლში შეუვლია.იქაც აუცილებლად მიაკითხავდნენ.
იბრაჰიმის სახლიდან რამდენიმე ქუჩის მოშორებით პატარა საიდუმლო სახლი ჰქონდათ მას და ალის.იბრაჰიმის მამამ აჩუქა რამდენიმე წლის უკან და უთხრა ეს არავისთვის ეთქვათ.თუ იბრაჰიმს საფრთხე დაემუქრებოდა აქ უნდა დაემალათ.ახლა ყველაზე მეტად ეს სახლი გამოადგებოდა..იქამდე უნდა მიეღწია,რომ ჭრილობა დაემუშავებინა. თორემ ასე შორს ვერ წავიდოდა.
დაახლოებით ათ წუთში ყველაფერს მორჩა,საიდუმლო სამალავიდან იარაღი მანქანაში გადააწყო,თვითონაც შეიარაღდა და ძველი,შავი ფურგონი სახლიდან გავიდა.ზუსტად იცოდა ახმედი სახლიდან საითაც წავიდოდა.სულ ორი მთავარი გასასვლელი იყო.ერთი მხრიდან იბრაჰიმი მოდიოდა და იქით არ წავიდოდა.მეორე მხარეს კი ჯამალი იყო და ელოდა.ისიც კარგად იცოდა რომ მარტო ვერ გაუმკლავდებოდა. ერთ-ერთი ბნელი,ვიწრო ქუჩა შეარჩია,იქ გაჩერდა და ახმედს დაელოდა.
ლოდინი დიდხანს არ დასჭირვებია. მანქანების ხმა მოესმა და იარაღი შემართა.რეზინის ტყვიაში გადამცემი დაამაგრა,როგორც კი მის წინ გაიარეს,მანქანიდან ნახევარი ტანი გადაყო და გაისროლა.პირდაპირ საბურავში მოარტყა.უკან დაბრუნდა, სავარძელში კომფორტულად მოეწყო და ეკრანს დახედა.გადამცემმა მაშინვე მისცა სიგნალი.ცოტა ხანს დაელოდა,საკმაო მანძილით რომ დაშორდნენ,მანქანა დაქოქა და იგივე მიმართულებით წავიდა.ნელა და ფრთხილად მოძრაობდა, რომ არავის შეემჩნია და ყურადღება არ მიეპყრო.ვაიდა ახმედმა გზად ხალხი დატოვაო. მაგრამ არავინ შეხვედრია. უსაფრთხოდ მივიდა დანიშნულების ადგილამდე.სწორედ ამ დროს აწკრიალდა მისი ტელეფონი და იბრაჰიმის ნომერი დაეწერა.
-გისმენთ ბატონო..მისამართს გიგზავნით..
-უპასუხა და ლოკაცია ჩართო….
*****
სახლი სადაც ანასტასია მიიყვანეს არც ისე დიდი იყო.ისეთივე გალავანი ჰქონდა შემორტყმული,როგორც იბრაჰიმის სახლს.
მეორე სართულზე ერთი ოთახი იყო და სწორედ იქ ჩაკეტეს.არც უყვირია,არც წინააღმდეგობა გაუწევია.იჯდა და იბრაჰიმს ელოდა.იცოდა ჯამალი დანაპირებს შეასრულებდა და მის დასახსნელად ყველაფერს იზავდნენ.
ამ დროის განმავლობაში პირველად არ ეშინოდა.პირველად ინარჩუნებდა სიმშვიდეს და ჯიბეში ხშირ-ხშირად იყოფდა ხელს,რომ დარწმუნებულიყო იბრაჰიმის ნაჩუქარი დანა იქ იყო.თუ ახმედი რამეს დააპირებდა ამ დანას აუცილებლად გამოიყენებდა…
დროის შეგრძნება ნამდვილად დაკარგული ჰქონდა.არ ახსოვს რამდენ ხანს იჯდა აქ,მაგრამ კარის საკეტი რომ გაჩხაკუნდა და ახმედის ზიზღით სავსე თვალები დაინახა,აქ კი იგრძნო შიში. გააჟრიალა და საწოლიდან წამოხტა. ოთახის მეორე ბოლოსკენ გაიქცა. წასასვლელი აღარ იყო.კედელს აეკრა და შიშით დაელოდა ახმედის მოქმედებას. ბიჭმა ბოთლი მოიყუდა,რამდენიმე ყლუპი მოსვა და მზერა გოგოს დაასვა სახეზე.
-ხომ შემპირდი ცოცხალს დაგტოვებო?
-მართალი ხარ..დაგპირდი.მაგრამ იმას არ დაგპირებივარ რომ ხელს არ დაგადებდი.
-გაეცინა და კიდევ მოიყუდა ბოთლი.
-ამაზრზრნი ადამიანი ხარ.ქალებზე მოძალადე.მკვლელი.
-აი ახლა სულ არ მაინტერესებს რას მიწოდებ.არ მაინტერესებს.-ახმედი მისკენ დაიძრა.მკლავში ჩააფრინდა და საწოლზე მოიფრიალა.ანასტასიამ იკივლა და საწოლზე უკან-უკან დაიწყო ფორთხვა. ფეხებში მოჰკიდა ხელი და მისკენ მიითრია.
-მოდი აქ შე ძუკ..ნა.ამჯერად ვერავინ გიშველის.ვერავინ დაგიცავს.შენი იბრაჰიმი შეიძლება ცოცხალიც აღარ არის.მისი გოშიებიც მოიშორეს.- ტანსაცმელს ნელ-ნელა ახევდა და თან ცდილობდა ეკოცნა.გოგო ფართხალებდა, უძალიანდებოდა.ყვიროდა.ერთ მომენტში დრო იხელთა და სახე ჩამოაკაწრა.ამაზე სულ გაგიჟდა ახმედი ,ხელები ცალი ხელით გაუკავა,მეორე ხელით მკერდზე წაეტანა.ისე იყო გამგელებული იქნებ ამიტომ გამორჩა გარეთ განვითარებული მოვლენები და სუსტი ხმაური.
ჯამალმა დაარწმუნა იბრაჰიმი ჩუმად შესულიყვნენ სახლში რომ ანასტასიას სიცოცხლეს საფრთხე არ დამუქრებოდა.
როცა ახმედი ყველაფერს მიხვდა უკვე გვიანი იყო.იბრაჰიმმა კარები შემოამტვრია და მის ზურგსუკან იდგა.
-ანასტასიას მოშორდი შე ნაძირალა და ხელები მაღლა ასწიე.-დაუყვირა ბიძაშვილს.ძლივს იკავებდა თავს რომ არ ესროლა.ახმედმა გოგოს ხელები გაუშვა,მაგრამ უცებ ხელი სტაცა,წინ აიფარა და იარაღი ანას მიაბჯინა საფეთქელზე.
-იარაღი დაუშვი შე არაკაცო და გამოუშვი.
-მართლა?გგონია დაგემორჩილები? გგონია ასე ადვილად დაგითმობ?
-არ მოგცემ მასაც იგივე დაუშავი,რაც ალინას დამართე.
-რაა?შენ ეს..ხომ შემპირდი რომ არ ვაჩვენებო.-მიუბრუნდა ანასტასიას.
-როგორც ჩანს დანაპირებს არც მე არ ვასრულებ.
-აქვე მოგკლავ.
-მესროლე.თუ არადა გპირდები მე გამოგასალმებ სიცოცხლეს იცოდე
-ანასტასია გაჩუმდი.-ჩაერია იბრაჰიმი. -ამდენი წელი მატყუებდი.ამდენი წელი მეგონა რომ მან ჩემს გამო მოიკლა თავი. ამდენი წელი ტყუილში მიცხოვრია.რატომ ახმედ?განა რა დაგიშავე ასეთი?
-რა დამიშავე?შენ ყველაფერი წამართვი. ალინა წამართვი.პირველად ის მე ვნახე. მე გავიცანი.რომ არა შენ ცოლადაც მე მოვიყვანდი.შენმა სახელმა,მდიდრულმა საჩუქრებმა,შენმა ფულმა დააბრმავა და შენ აგირჩია.მას შენ ყველაფერს აძლევდი რაც უნდოდა.რასაც გეუბნებოდა გაუჩენელს უჩენდი.აბა დაფიქრდი როგორ მარიონეტივით გათანაშებდა პატარა უცოდველი გოგო.სინამდვილეში დიდი გაიძვერა იყო.ჭაობიდან ამოსვლის გზას მიაგნო და ბოლომდე გამოგიყენა.შენს ზურგსუკან კი მე მხვდებოდა და გატყუებდა რომ მისთვის დრო მიგეცა. სინამდვილეში ჩემთან დაძვრებოდა.
-ტყუილია.ისევ ტყუი.-იყვირა იბრაჰიმმა.
-არ გატყუებ.როცა აღმოაჩინა რომ ორსულად იყო და ვეღარ მოგატყუებდა ჩემთან მოვიდა.მევედრებოდა დავხმარებოდი.მე ვუთხარი რომ შენთვის სასმელში ძილის წამალი გაერია.სწორედ ამიტომ არ გახსოვს არაფერი.დილით კი რაც მოხდა უკვე იცი.
-არ მჯერა.არაა.ის ასეთი არ იქნებოდა.ასე ვერ მომატყუებდა.-თავზე წაივლი ხელები ბიჭმა.
-ასეთი იყო.შენ კი ბრმად შეყვარებული იდიოტი იყავი.ვერაფერს ამჩნრვდი.
-გაჩერდი,უარესად ნუ აგიჟებ.-ჩაერთო ჯამალი.
-რატომ ხარ ჩუმად?ახლა ალბათ ყველაფერს აანალიზებ გონებაში და ხვდები რომ მართალი ვარ.-დაცინვას განაგრძობდა ახმედი.იბრაჰიმს კი სულ უფრო მეტად ეწურებოდა მოთმინების ფიალა.
-რაც არ უნდა იყოს ანასტასია გაუშვი და ჩვენ გავარკვიოთ.
-არა.რომ გავუშვა მაშინვე მომკლავ. ვხვდები რომ ჩემი დასასრულის დრო მოვიდა.მაგრამ მანამდე კიდევ რაღაცას გეტყვი.
-არ მინდა არაფრის თქმა ისედაც ვიცი რომ ამ ყველაფრის უკან შენ იდექი.ჩემს მტრებს შენ შეეკარი.ჩემს ოჯახზე თავდასხმა შენ მოაწყვე.
-ძალიან კარგი.რადგან უკვე ყველაფერი იცი მაშინ დასასრულის დრო მოვიდა.- ეშმაკურად ჩაეცინა ახმედს და იარაღი, რომელიც ანასტასიას თავზე ედო მზადყოფნაში მოიყვანა.იმდენად იყო ყველა ახმედზე და იბრაჰიმზე გადართული,ვერავინ შეამჩნია აქამდე გაშეშებულმა და ჩუმად მყოფმა ანასტასიამ როგორ ამოიღო შარვლის ჯიბიდან ჩუმად იბრაჰიმის ნაჩუქარი დანა და როგორც კი ხელსაყრელი დრო დადგა მაშინვე მარჯვენა ხელით კისერში ჩაარტყა ბიჭს.ხელი ჰკრა და მოიშორა. ისტიქტურად ისროლა იბრაჰიმმაც წამში და ანასტასიას მივარდა.ახმედი უსულოდ დაეცა იატაკზე.
-კარგად ხარ?-ჰკითხა აბდულაევმა და გულში ჩაიხუტა გოგო.
-შენმა საჩუქარმა გადამარჩინა.-გაეღიმა ანას და მოეხვია..
-წავიდეთ აქედან.-უთხრა ბიჭმა და ჯამალს ამიშნა აქაურობას მიხედეთო.
*******
უკანა გზაზე ხმა არც ერთს არ ამოუღია. იბრაჰიმი ალბათ მოსმენილის გააზრებას ცდილობდა.რეალობის აღქმა ძალიან გაუჭირდა.არადა წარსულს რომ გადახედა და რაღაცეებს ჩაუღრმავდა მიხვდა რომ ახმედი სიმართლეს ეუბნებოდა.ალინას მისწრაფება ჰქონდა სიმდიდრისკენ და ცდილობდა ისეთი რაღაცეები შეეძინა რაც იშვიათი იყო.თითქმის ყოველდღე დადიოდა მაღაზიებში და დაჰყავდა იბრაჰიმიც.საუკეთესო სამკაულები, ძვირადღირებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი,აქსესუარები.იმ მომენტში ამას იმით ხსნიდა რომ მის გაბედნიერება უნდოდა.ახლა მიხვდა რომ ქალი უბრალოდ ხარბი იყო და რაც არასდროს ჰქონია ყველაფერი მოინდომა და იბრაჰიმსაც მიჰქონდა….
აქეთ ანასტასია ფიქრობდა მომხდარზე. თურმე რა მარტივი ყოფილა ადამიანის სიცოცხლის წართმევა.იმას რასაც ყოველთვის საყვებურობდა იბრაჰიმს ახლა მანაც გააკეთა.დასჭირდა და თავის გადასარჩენად ადამიანი სასიკვდილოდ დაუფიქრებლად გაიმეტა…
ფიქრებში გართულმა ვერც კი შეამჩნია როგორ გადაუხვიეს გზიდან და სულ სხვა მიმართულებით წავიდნენ.მართალია ღამე იყო,მაგრამ ცოტა ხნის მერე ანასტასიას გარემო ეცნო.
-სად მივდივართ იბრაჰიმ?-ჰკითხა,მაგრამ უკვე ხვდებოდა სადაც მიდიოდა.
-სახლში გაბრუნებ.
-არა გთხოვ.არ მინდა სახლში.დამტოვე შენთან.-შეევედრა გოგო და მკლავებში ჩააფრინდა.
-უნდა წახვიდე ანასტასია.-უჭირდა აბდულაევს ამის თქმა.
-რატომ?ახმედი ხომ აღარ არის ცოცხალი? საფრთხე აღარ მემუქრება.
-ახმედი არა,მაგრამ სხვები დარჩნენ და ამასაც უნდა მივხედო.
-იქნებ არ გინდა დავრჩე და ამას იმიზეზებ.
-ძალიან მინდა…ძალიან.მაგრამ არის რაღაცეები რაც ბოლომდე უნდა გადავხარშო. რასაც ერთხელ და სამუდაოდ წერტილი უნდა დავუსვა.
-რა თქმა უნდა.ვხვდები.ალბათ ისევ ის გიყვარს.ის ქალი.შენი წარსულია ბოლოსდაბოლოს და შენიცოლი იყო.
-ამაზე ლაპარაკი არ მინდა.გთხოვ.
იბრაჰიმი გაჩუმდა.ანასტასიას ეწყინა და ფანჯარაში გაიხედა რომ მისი ცრემლები არ შეემჩნია.
რამდენიმე წუთში ორივე მანქანა გაჩერდა.
-მოვედით.იქით გაიხედე.
ანასტასიამ პირდაპირ გაიხედა და ის დაინახა.გაბრიელი-პირქუშად იდგა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი და მკაცრი სახით იყურებოდა მანქანისკენ. რამდენიმე კვირის უკან რას არ დათმობდა რომ აქედან წასულიყო და მას ჩახუტებოდა,ახლა კი…ახლა ხვდებოდა რომ ეს იბრაჰიმთან დაშორებას ნიშნავდა.
-ჩვენი ერთად ყოფნა შეუძლებელია.
-თუ ასე ფიქრობდი,რატომ იქცეოდი ისე რომ შემყვარებოდი?-კითხვა დაუსვა ანასტასიამ და თვალებში ჩააცქერდა.
-ბიჭებო გადადით მანქანიდან.ჯამალ მოამზადე ყველა,გაცვლისთვის მოემზადონ.
რამდენიმე წამში მარტო დარჩნენ.
-ანა…-სიტყვებს ვერ პოულობდა იბრაჰიმი. -რაც წეღან თქვი სიმართლეა?გოგომ არაფერი უპასუხა.თავი ჩაღუნა შერცხვენილმა.უნებურად სიყვარულში გამოუტყდა ბიჭს.აბდულაევმა ნიკაპში მოჰკიდა ხელი,თავი აუწია და სახეში შეხედა.
-წარმოდგენაც კი არ გაქვს შენ ჩემთვის რას ნიშნავ.რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ.
-მაგრამ არ გიყვარვარ.
-დამაცადე.ძნელია უსულო და გულმოკლული ადამიანი ამ ცხოვრებისკენ მოაბრუნო.აზრი მისცე მის არსებობას.ის გააკეთებინო,რაც მე გავაკეთე.შენს გამო ყველაფერზე უარის თქმა შემიძლია, შემიძლია სიცოცხლე დაგითმო.წეღანაც ვაპირებდი რომ შენს სანაცვლოდ ახმედს მე მოვეკალი.ჩემი აზრები,გონება,გული, სხეული შენით არის მოცული.შენზე ფიქრებით.მინდა სულ შენ გხედავდე.შენს გვერდით ვიყო სიცოცხლის ბოლომდე. მინდა ერთი მომავალი გვქონდეს.ოჯახი გვქონდეს.ამაზე მეტყვი რომ ეს სიყვარული არ არის და არ მიყვრხარ? მიყვარხარ ანა,სიგიჟემდე მიყვარხარ. მაგრამ ახლა უნდა გაგიშვა.უნდა წახვიდე. უნდა მოვაგვაროთ მე და გაბრიელმა ეს უთანხმოება,სხვანაირად არ იქნება ჩვენი ბედნიერება სრულყოფილი.
ანასტასია თითქოს ამის გაგონებას ელოდა.თვალები გაუბრწყინდა და სანამ იბრაჰიმი კიდევ რამეს იტყოდა მოეხვია და ტუჩებში აკოცა.დაბნეულმა ბიჭმა წამით მოიშორა.მერე რომ მიხვდა რაც ხდებოდა ეცა და მისი ტუჩებს კიდევ ერთხელ გაუგო გემო…
*********
გაბრიელ ფიცხელაურს უცხო კაცი რომ ეახლა და მოსვლის მიზეზი გაიგო იმდენად გაბრაზდა რომ ძლივს დაიმორჩილა თავი აქვე არ დაეხლია ტყვია უცნობისთვის.ისევ ანდრეამ შეაჩერა და მოვისმინოთ რა უნდაო.
ყველაფერი ყურადღებით მოისმინეს.მერე ერთმანეთში უცნობისთვის გაუგებარ ენაზე ისაუბრეს და გადაწყვეტილება მიიღეს.ანდრეას წასვლა არაფრით არ შეიძლებოდა იქ.მტავრობის კაცი იყო და ეს რომ გამჟღავნებულიყო სახელმწიფო სკანდალი არ ასცდებოდა.
ჯარჯის დაურეკეს და ის და რამდენიმე სანდო კაცი გაჰყვა გაბრიელს შეხვედრის ადგილზე….
რომ დააგვიანეს იფიქრა გადაგვაგდესო. მაგრამ მერე როცა მანქანები გამოჩნდნენ ამოისუნთქა და ჯარჯის გადაულაპარაკა
-რაც არ უნდა მოხდეს არ ისროლოთ.ჩემს ნიშანს დაელოდეთ.
მანქანები გაჩერდნენ.იქიდან თითქმის ყველა გადმოვიდა და მათ პირდაპირ გამწკრივდნენ.არ ჩანდა არც ანასტასია და არც აბდულაევი.დრო გაიწელა. როგორც იქნა მანქანის კარი გაიღო და ისინი გამოჩნდნენ ვისაც ამდენ ხანს ელოდა.ფიცხელაურმა ხელის აწევით ანიშნა მის ბიჭებს და ისინიც გამოცოცხლდნენ.აბდულაევის დაცვის პირისპირ გამწკრივდნენ.გაბრიელიც მათკენ დაიძრა.ჯარჯიმ ალის მოჰკიდა ხელი და უკან გაჰყვა.აბდულაევი და ანასტასია გვერდი-გვერდ ისე მოდიოდნენ გაბრიელს უცნაურად მოეჩვენა.მაგრამ ამაზე ყურადღება არ გაამახვილა.ახლა მთავარი ბიძაშვილის აქედან უსაფრთხო წაყვანა იყო.
და აი დადგა დრო და მომენტი როცა აბდულაევი და ფიცხელაური ერთმანეთის პირისპირ წარსდგნენ.წარბი არ გაუხსნია,ისე დაიწყო საუბარი გაბრიელმა
-მითხარი რატომ არ უნდა მოგკლა ახლა?
-შეგიძლია მესროლო და ახლავე დაასრულო ჩემი უბადრუკი სიცოცხლე.- ისე უპასუხა აბდულაევმა,მზერა არ მოუშორებია.
-იბრაჰიმ.-შეხედა ანასტასიამ და ხელის თითებზე მოუჭირა ხელი.
მათი ერთმანეთისკენ მიმართული მზერა არ გამორჩრნია ფიცხელაურის მახვილ თვალს.
-ანასტასია როგორ ხარ?რამე ხომ არ დაგიშავა?-ჰკითხა მშობლიურ ენაზე.
-არა გაბრიელ.მან ჩემი სიცოცხლე რამდენჯერმე გადაარჩინა .-უპასუხა ანასტასიამ.
-რა საინტერესოა.ეს სწორედ მის გამო აღმოჩნდი ამ საფრთხეში.
-გაბრიელ რაც არ უნდა იყოს გთხოვ უსისხლოდ დაასრულე ეს შეხვედრა.
-კარგი,მოდი ჩაგეხუტო.მომენატრე შე სულელო.რომ იცოდე როგორი მტანჯველი დღეები გვქონდა უშენოდ.
გაბრიელი ძლიერად იხუტებდა გულში ბიძაშვილს.-ჩემო გადარეულო გოგო. მაპატიე ყველაფერი.მაპატიე რომ ამდენი რამე გადაიტანე ჩემს გამო.
-გაბრიელ მე ახლა ისეთი ბედნიერი ვარ, ყველაფრისთვის მადლობელი ვარ.
-რას ამბობ?-მოიშორა ბიჭმა და გაკვირვებულმა შეხედა.
-მე აქ დარჩენა მინდა მასთან.
-სანამ ცოცხალი ვარ ეს არ მოხდება.მან ისეთი რამე გააკეთა,რაც ჩვენ საქმეში აკრძალულია.
-ფეხებზე მ…ია თქვენი საქმიანობა და ბიზნესი.-ხმას აუწია გოგომ.
იბრაჰიმი ვერ მიხვდა რას საუბობდნენ, მაგრამ ანასტასია რომ გაცხარდა მიხვდა რაც ხდებოდა.
-ანასტასია.-დაუძახა გოგოს.-ნუ ართულებ. წაყევი.
-შენც…-იმედი გაუცრუვდა გოგოს და ცრემლები მოადგა.
-ახლა ასეა საჭირო.გახსოვდეს რაც წეღან გითხარი.წაიყვანე.-უთხრა გაბრიელს და ალი გამოუშვი.
ფიცხელაურმა ჯარჯის ნიშანი მისცა და მანაც მსუბუქად უბიძგა ალის წადიო. სანაცვლოდ ანასტასიას მოჰკიდა ხელი
და ძალით ჩასვა მანქანაში.
ალი როგორც კი სამშვიდობოს გავიდა, მაშინვე მოეხვია ჯამალს.
-მადლობა ალაჰს რომ დაბრუნდი.
-მადლობა.
-ცოტა მოგხვედრია.-გაეცინა მას.
-ეს არაფერია.უარესადაც ვყოფილვართ.- უპასუხა და იბრაჰიმს უკან ამოუდგა.
-ასე ასე,ახლა ჩვენ გავარკვიოთ.-დაიწყო ფიცხელაურმა.
-მე დავიწყებ,-დაასწრო იბრაჰიმმა.- ვწუხვარ რომ ამ საქმეში მისი გარევა მომიწია.ვწუხვარ და ბოდიშს გიხდი ანასტასიას გატაცებისთვის.არ ვიცი ოდესმე ამ საქციელს თუ მაპატიებ,მაგრამ პირობას გაძლევ პატიებისთვის ყველაფერს გავაკეთებ და მას დავიმსახურებ.
-შენ მხოლოდ ტყვიას დაიმსახურებ ჩემგან.-გამოსცრა გაბრიელმა,ჯიბიდან ხელები ამოიღო და იარაღი ამოაყოლა.
პასუხად ყველამ იარაღი შემართა ერთმანეთისკენ.მხოლოდ იბრაჰიმი იდგა გაუნძრევლა.ჯიბეებში ხელებჩაწყობილი.
-რა გგონია სიკვდილით შემაშინებ?
-შენ გეშინია თუ არა არ მაინტერესებს. მთავარი ისაა რომ პასუხს აგებ ყველაფერზე.
-კარგი.მიდი გელოდები.-ხელები გაშალა აბდულაევმა და თვალები დახუჭა. ფიცხელაურს ბევრი არ უფიქრია,სანამ აზრზე მოვიდოდნენ გაისროლა.
ანასტასიამ დაინახა როგორ დაეცა იბრაჰიმი.ისტერიკული შეტევა დაემართა ამის დანახვაზე.წიოდა და კიოდა. მანქანიდან გადასვლა უნდოდა, მაგრამ ჯარჯის ძლიერად ეჭირა.არ გაუშვა.
-გაბრიელ მეზიზრები,მძულხარ.რა გააკეთე?ეს რა გააკეთე?ის რაზეც სულ უარს ამბობდი,ახლა შენ გააკეთე?იცი მაინც მან რამდენი რამე გააკეთა ჩემთვის?
-ყველაფერი მის გამო შეგემთხვა.- მშვიდად უპასუხა ბიჭმა და მანქანის კარი მიიხურა.-წავედით.
-ილოცე რომ გადარჩეს,თორემ პირობას გაძლევ ვეღარასოდეს მნახავ.
ბევრს ყვიროდა ანასტასია გააზრებულად თუ გაუაზრებლად,მაგრამ გაბრიელი არ უსმენდა.ან უსმენდა და არ აქცევდა ყურადღებას.
საზღვრამდე ცდილობდა გოგო უკან დაბრუნებულიყვნენ,მაგრამ ამაოდ. საზღვარი რომ გადაკვეთეს,მიხვდა რომ აზრი აღარაფერს ჰქონდა,გაჩუმდა და ფანჯარაში დაიწყო ყურება.ღაპა–ღუპით სდიოდა ცრემლი.
********
სახლში დაბრუნება,ახლობლებთან შეხვედრა,მათი სიხარული ბუნდოვნად ახსოვს.მხოლოდ ტიროდა და ამ ცრემლებს ყველა დაბრუნების სიხარულით გამოწვეულ ემოციებად თვლიდნენ.ერთადერთი ნამდვილი მიზეზი გაბრიელმა იცოდა და ის დუმდა.
რამდენიმე დღემ ისე გაიარა ბიძაშვილი ოთახიდან გამოსული არ უნახავს და არც თვითონ შეუწუხებია.
რამდენიმე დღის შემდეგ,შუაღამისას, როცა თბილისში ყველას გასაკვირად თოვდა,ანასტასიას ვერანდაზე გადააწყდა სასმლის ბოთლით ხელში.ჯერ უკან გამობრუნება დააპირა,მაგრამ მერე გადაიფიქრა.გვერდით ამოუდგა ბიძაშვილს და ჭიქა მიაწოდა.ანასტასიამ უხმოდ დაუსხა.
რამდენი ხანი იდგნენ ასე არ ახსოვს.
-შეგცივდება.-დაარღვია სიჩუმე ბიჭმა.
-არაუშავს,როცა შინაგანად გაყინული ხარ, ფიზიკური სიცივე არაფერია.
-რა გამომრჩა ანასტასია?რა დავაშავე?
-როდის გახდი ასეთი ცივსისხლიანი? როდის დაემსგავსე მათ?-დაუბრუნა ჩამჭრელი კითხვა გოგომ.
-არ ვიცი.მაგრამ შენ რომ დაიკარგე გავგიჟდი.ჭკუიდან გადავედი.ამდენი ხანი ვერაფერი ვერ გავუგე შენზე.
-მე რომ ვიცნობდი ის გაბრიელ ფიცხელაური ამას არასდროს გააკეთებდა.
-ადამიანები იცვლებიან.ან არა ყოველთვის ასეთები არიან და სადღაც მალავენ მათ ნამდვილ სახეებს.
-გულდასაწყვეტია რომ შენც ასეთი გახდი. -სევდიანად ჩაილაპარაკა გოგომ
-ასე როდემდე უნდა იქცეოდე?
-როგორ ასე?
-თითქის არაფერს ჭამ.ტირი,ოთახიდან არ გამოდიხარ.ახლა სასმელსაც სვავ.არც მე ვიცნობდი ასეთ ანასტასიას.
-ალბათ მეც შევიცვალე..
-რა მოხდა იქ?
-უფრო კონკრეტულად რა გაინტერესებს?
-თქვენს შორის…-ძლივს გაბედა ბიჭმა თქმა.
-ჩვენს შორის არაფერი არ ყოფილა თუ ეს გაინტერესებს.ის ისე მექცეოდა,ისეთ რამეებს აკეთებდა,თავი მსოფლიოში უბედნიერესი ქალი მეგონა.
-ხოო.-კეფა მოიქექა ბიჭმა და ისევ მიაწოდა ჭიქა.გოგომ ისევ შეუვსო.
-ისე რა საინტერესოა შენი და თამთას ურთიერთობის წინააღმდეგი არასდროს ვყოფილვარ.შენ კი ჩემი ყველაზე დიდი მტერი გამოდექი.
-თქვენი ერთად ყოფნა შეუძლებელია ანასტასია.
-თქვენიც შეუძლებელი იყო,მაგრამ ერთად ხართ.
-ის ადამიანი მკვლელია,ბოროტმოქმედი.
-შენც.-არ უთმობდა ანა.
-მას სხვა სარწმუნოება აქვს.
-მას არასოდეს უთქვამს რომ რელიგიური მიმართულება შემეცვალა.პირიქით პატივს სცემს ჩვენს რელიგიას და იგივე მთხოვა მეც.
-ის აქედან შორს ცხოვრობს.სხვა ქვეყნის მოქალაქეა.
-შენც გაიქეცი აქედან შორს სხვა ქვეყანაში.
-ანასტასია..-ვერაფერში აჯობა გაბრიელმა და მხოლოდ ხმას აუწია.
-გაიგე ბოლოსდაბოლოს რომ მე ის მიყვარს….მიყვარდა..-დაამატა და სასმელი მოსვა.
-ძალიან გიყვარს?
-მისთვის სიცოცხლესაც დავთმობდი.
-ჩვენც?
-მას არჩევანის გაკეთება არ უთხოვია. დამაბრუნა იმიტომ რომ აქედან ოფიციალურად წაყვანა უნდოდა.ის თვლიდა რომ თქვენს გარეშე ჩემი ბედნიერება სრულყოფილი არ იქნებოდა.
-მასზე წარსულში რატომ საუბრობ?
-არა მგონია შენს ტყვიას გადარჩენოდა…
ცრემლი მოიწმინდა თვალებიდან.
-ის ცოცხალია..
-რაა?-ვერ დაიჯერა გოგომ.
-ხო.მე მას მხარში ვესროლე.ვერ გავიმეტე სასიკვდილოდ.
-არ მჯერა.
-ასეა.
-ვიცოდი,ვიცოდი რომ გადარჩებოდა.-სახე გაუნათდა ანასტასიას.
-მასთან ძალიან გინდა?
-კი.ყველაფერზე მეტად.
-წადი.
-გაბრიელ ასე ნუ მეხუმრები.
-წადი მანქანა გელოდება.გაიხედე.
ანასტასიამ ეზოში გაიხედა.შავი ჯიპი დაინახა,საჭესთან ჯამალი იჯდა.
-მიყვარხარ გაბრიელ.-მოეხვია გოგო და სირბილით გავარდა კიბეებისკენ.
გაბრიელს ჩაეღიმა და ანასტასიას დატოვებულ ბოთლს დასწვდა.
-ვიცი ძნელია,მაგრამ ასე ჯობია დამიჯერე. სწორად მოიქეცი.-მიუახლოვდა თამთა და ქმარს ზურგიდან მოეხვია.
-ვითომ?
-კი.
-იმედია არ ვინანებ.
-ანასტასია ყველაფერს მომიყვა.მთელ თავგადასავალს.ისეთ რამეებს გადაურჩა, სხვა ყველაფერს გაუძლებს დარწმუნებული ვარ.
-გულს მიღრღნის რომ აქედან შორს იქნება.
-სიყვარულისთვის.მისი ბედნიერებისთვის ასეა საჭირო.
-ყველაფერი ჩაალაგე?
-კი,მანქანაშია
ანასტასიამ ერთი კიდევ გამოხედა ბიძაშვილს და რძალს,ჰაეროვანი კოცნა გამოუგზავნა და მანქანაში ჩაჯდა.
-ამჯერად ჩემი ნებით მოვდივარ ჯამალ.
-ყველანაირი გატაცების და თავგადასავლების გარეშე.-უპასუხა ბიჭმა და მანქანა დაქოქა.
********
იბრაჰიმს ეძინა.მის საწოლს ჯერ კიდევ შერჩენოდა ანასტასიას სურნელი. მტკივანი მხარი კარგად არ მოშუშებოდა.
გამაყუჩებლებს სვავდა და საწოლში ატარებდა ძირითად დროს.
ახმედი ისე დაკრძალეს,არავის უხსნებია რა მოხდა სინამდვილეში.აბდულაევი დაკრძალვას არ დასწრებია.მხოლოდ მამამისი დაესწრო და რამდენიმე ახლობელი.უხუცესებმაც კი უარი თქვეს მისვლაზე…
სახლში დაბრუნებულმა იბრაჰიმმა პირველი რაც გააკეთა ის ოთახი დააცლევინა.ალინას ყველა ნივთს ეზოში მოუყარა თავი და მათგან კოცონი დაანთო..
ბიჭებს დაავალა ხელოსნების მოყვანა და სახლის შერემონტება.
-ბატონო იქნებ სხვა სახლში გადავიდეთ?
-აქ მირჩევნია ალი.ეს სახლი ჩემს ყველაზე ლამაზ მოგონებებს ინახავს.
-ის წავიდა..
-მერე რაა..დრო დადგება და ამ სახლს დიასახლისი ეყოლება.ბავშვებიც ირბენენ.
-იბრაჰიმ ალაჰს ვთხოვ ეგ ოცნება აგისრულდეს.
-გისმინოს ალი.
-რამეს ხომ არ დამავალებ კიდევ?
-როდის მორჩებიან?
-ერთ-ორ დღეში და მერე ავეჯი იქნება საყიდელი.
-უჩემოდ მოაგვარე ალი გთხოვ.ახლა მარტო დამტოვე,ცოტას დავიძინებ..
-კარგი იბრაჰიმ.თუ რამე დამიძახე,ახლოს ვიქნები.
აბდულაევი მარტო დარჩა.ცოტა ხანს წიგნს კითხულობდა.მერე ძილმა წაიღო.
ანასტასია ესიზმრა.თავთან ეჯდა და ეფერებოდა.მომაჯადოებლად უყურებდა…
-შენს ოცნებას აუცილებლად აგიხდენ. -უჩურჩულა ყურში.
-ალაჰ,სიზმარშიც რა ლამაზი ხარ.-ჩაეღიმა ბიჭს.
-მე აქ ვარ.
-ნუ მეხუმრები.
-აქ ვარ,შენთან.-ისევ ნაცნობი ხმა მოესმა.
იბრაჰიმი მიხვდა რომ სიზმარში არ იყო და თვალები დააჭყიტა.მის წინ ნამდვილად ანასტასია იჯდა და უღიმოდა.
-აქ რას აკეთებ?-დაიბნა.
-ასე მხვდები სტუმარს?მე კიდევ მეგონა ჩემი დანახვა გაგიხარდებოდა.
-მიხარია..მიხარია კი არა გაკვირვებული ვარ.გაოცებული.
-წავიდე?
-მოიცა,სად მიდიხარ?დაჯექი.აქ როგორ მოხვდი?
-ჯამალმა მომიყვანა?
-ჯამალმა?ახლა თუ ისევ…
-არა,არა,დამშვიდდი.გაბრიელმა დაურეკა და სთხოვა წამოვეყვანე.
-გაბრიელმა?დაუჯერებელია.
-ასეა.მეც ვერ დავიჯერე,როცა მითხრა წადიო.
-ესეგი მპატიობს?
-ცოტა დრო დასჭირდება.
-დაველოდები.
-იბრაჰიმ რაღაც უნდა გკითხო.
-გისმენ.
-შენ რატომ არ ესროლე ან შენმა ბიჭებმა?
-ტყვია რომ მხარში მომარტყა,მივხვდი მას ჩემი სიკვდილი არ სურდა.მან უბრალოდ გამაფრთხილა რომ ოდესმე თუ რამეს დაგიშავებდი ან გაწყენინებდი,შემდეგ ტყვიას გულში მესროდა.მაგრამ მან რა იცის რომ ამ გულს უკვე მოხვდა ყველაზე ძლიერი ტყვია.
-უკვე საინტერესოდ დაიწყეთ საუბარი ბატონო იბრაჰიმ.
-იმდენი რამის თქმა მინდა,მაგრამ ვერაფერს ვამბობ.თავი სიზმარში მგონია.
-აჰაა,არ ხარ სიზმარში.-მკლავზე უჩქმიტა გოგომ და გადაიკისკისა.
-ჩემო ანა.ჩემო სიყვარულო.-დაითაფლა აბდულაევი და გოგოს მოეხვია.ახლა არც ტკივილი ახსოვდა და არც არაფერი. სამყარო მხოლოდ მათი იყო.მათ ეკუთვნოდათ და ვინც არ უნდა ყოფილიყო,არავის მისცემდა უფლებას ეს რეალობა შეეცვალა.
******
-ამდენ ხანს სად არის?-ბოლთას სცემდა აბდულაევი მისაღებ ოთახში.
-მალე მოვა იბრაჰიმ,ქალები ყოველთვის აგვიანებენ.-დაამშვიდა ალიმ.
-მითუმეტეს საკუთარ ქორწილში.-დაამატა ჯამალმა.
-მე უკვე ადამიანს აღარ ვგავარ..
-მეგობარო ცხოვრებაში იმდენი ბედნიერი დღე და მომენტი გელოდება,ყველაფერზე ასე რომ ინერვიულო,მალე დაბერდები.
-ჯამალი მართალია.და იმ გოგოს მალე დააქვრივებ.
-ალი ახლა მაგრად გცემ იცოდე.-დაემუქრა იბრაჰიმი.ორივეს გაეცინა.
სწორედ ამ დროს კიბის თავზე ანასტასია გამოჩნდა და სამივემ გაოცებულმა შეხედა.ულამაზესი პატარძალი იყო. მოდიოდა კიბეზე და უზარმაზარ შლეიფს მოჰქონდა კიბე.ანათებდა ანა და მუნჯდებოდა იბრაჰიმი.
-ალაჰ.საოცარია.-აღმოხდა ბიჭს.
გოგო ქვემოთ ჩამოვიდა და მის წინ გაჩერდა.ალი და ჯამალი უთქმელად გაუჩუნარდნენ ოთახიდან.
-საოცარი ხარ.ქალღმერთი,ჩემი საკუთარი ქალღმერთი.-ხელი ჩაჰკიდა იბრაჰიმმა.
-ბევრს ვეცადე.-გაუღიმა გოგომ
-ამ ყველაფრის გარეშეც ულამაზესი ხარ.
-შენც საკმაოდ სიმპატიურად გამოიყურები.
-ზად ხარ გახდე ამ სახლის და ჩემი გულის დედოფალი სამუდამოდ?გვყავდეს შვილები და გვერქვას მეუღლეები ცხოვრების ბოლომდე?-ჰკითხა იბრაჰიმმა.
-მზად ვარ სიცოცხლის ბოლო ამოსუნთქვამდე ვიყო შენს გვერდით. -უპასუხა ანასტასიამ და გაუღიმა.
-მაშინ წავიდეთ,რესტორანში სტუმრები გველოდებიან.
აბდულაევმა ხელი ჩაჰკიდა და ერთად გაუყვნენ გზას ახალი ცხოვრებისაკენ.
გზას რომელზე სიარული შეუძლებელი იყო,მაგრამ მათ ეს შეძლეს.
იქ სადაც გაგება,ნდობა და ურთიერთპატივისცემაა შეუძლებელი არაფერია…..

1წლის შემდეგ.
ანასტასია ფიცხელაურების სახლის მისაღებში იჯდა და წინდებს ქსოვდა. დროდადრო წამოზრდილ მუცელზე მოისვამდა ხელს და ქსოვას განაგრძობდა.
-დეე,შენ რომ გიყვარს,ის ნამცხვარი მოგიტანე.-შემოვიდა დედა და წინ დაუდო ვაშლის პეროგი.
-მადლობა დეე.-გოგომ ლოყაზე აკოცა და ერთი ნაჭერი მაშინვე შეჭამა.მერე ისევ ქსოვა განაგრძო.
-როგორ მიხარია რომ გვესტუმრე.
-დეე,ისევ არ წამოხვალ ჩემთან?იბრაჰიმს ძალიან გაუხარდება.
-უხერხული არ იქნება დედი?
-პირიქით,მას ძალიან გაუხარდება რომ მე მარტო არ ვიქნები.აბა ასე როდემდე უნდა ვიაროთ წინ და უკან.მშობიარობის დროც ახლოვდება.
-იცი რაა.წამოვალ.მგონი აჯობებს შენს გვერდით ვიყო და დაგეხმარო.მარტო ბავშვის აღზრდა რთულია.
-თან ბებია რომ გაზრდის ჩემს ბიჭს უფრო კარგი იქნება.
-ჩემს გოგოს.-მოისმა იბრაჰიმის ხმა და სახლში აბდულაევი გამოჩნდა გაბრიელთან ერთად.
-მე ვამბობ რომ ბიჭია.
-გაგვეგო სქესი და არ ვიკამათებდით.
-ნუ ცხარობთ ბატონო სიძევ.ბიძაშვილო შენც დამშვიდდი.პირადი ვამოცდილებიდან გეტყვით რომ სქესს მნიშვნელობა არ აქვს,მთავარია იყოს ჯანმრთელი.თანაც დრო საკმაოდ გაქვთ და ბიჭიც იქნება და გოგოც.-გაეცინა გაბრიელს. სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა რომ ყვირილის ხმა მოისმა და ერთმანეთის მიყოლებით შემოლაგდნენ ოთახში ფიცხელაურები-ორი გოგო და ერთი ბიჭი.უკან მისი მშობლები მოჰყვებოდნენ და გაშველებას ცდილობდნენ,მაგრამ ბავშვები გაცხარებულები კინკლაობდნენ რაღაცაზე.
-ამათ ყურებას რა სჯობს?
-სუფრა გაშლილია,წავიდეთ ვივახშმოთ.- შემოვიდა თამთა და ქმარს გვერდით ამოუდგა.
ყველანი სასადილო ოთახისკენ წავიდნენ. მხოლოდ ანასტასია ჩამორჩა.უნებურად კედელზე დაკიდებული მამის ფოტოსკენ გაექცა თვალი და ის სიზმარი გაახსენდა.
-მე და შენ ხო ვიცით რომ ბიჭია მა?- ჰკითხა სურათს და ეშმაკურად გაეცინა.
მოეჩვენა რომ იმ წამს თითქოს მანაც გაუღიმა.
-მადლობა მამა.-დაიჩურჩულა გოგომ და ისიც გავიდა ოთახიდან.ქმარს მიუჯდა გვერდით.ოჯახის წევრებს გადახედა, ამჯერად მართლა გულწრფელი იყო მათი მხიარულება,სიცილი.ყველა ქცევა.
გული სიხარულით აევსო და უფალს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ყველაფრისთვის…..


მეც არ მჯერა,მაგრამ როგორც იქნა დავასრულე...
არ მეპატიება,მაგრამ ორი რთული ორსულობა,თითქმის 2წელში ორი შვილის დედობა და ისტორიების წერა რთული აღმოჩნდა????????????
შობა-ახალ წელს გილოცავთ
მიყვარხართ[



№1 სტუმარი Ana-maria

გამიხარდა თქვენი ისტორიის დანახვა. მითუმეტეს დასრულებულა. წინა თავები ძალიან მომწონდა და ეჭვი არ მეპარება ეს ბოლო თავიც კარგი იქნება. წარმატებები როგორც მწერალს ასევე როგორც ორი პატარის დედიკოს ❤❤❤❤❤❤

 


№2 სტუმარი სტუმარი ნანა

საოცარი ისტორიაა, მაგრამ იმდენად იშვიათად დებთ ფაქრიურად წელიწატში ერთხელ რომ მხოლოდ სათაური მეცნო , ასე მკითხველს დაკარგავთ, არადა ძალიან საინტერესო ისტორიაა, ახლაც არ მჯერა რომ გააგრძელეთ, სასწაულებიც ხდება. შობას გილოცავთ

 


№3  offline წევრი დარინა

გილოცავ ყველაფერს ერთად ვიცოდი რომ ერთხელაც დაასრულებდი ისტორიას და სულ გელოდი რადგან არასდროს არ მიგიტოვებია შუა გზაზე ყველაზე მეტად ეს მომწონდა შენში, ისეთი ისტორია გამოგივიდა როგორიც შენ იცი ემოციური.

 


№4  offline წევრი katiusha

სტუმარი ნანა
საოცარი ისტორიაა, მაგრამ იმდენად იშვიათად დებთ ფაქრიურად წელიწატში ერთხელ რომ მხოლოდ სათაური მეცნო , ასე მკითხველს დაკარგავთ, არადა ძალიან საინტერესო ისტორიაა, ახლაც არ მჯერა რომ გააგრძელეთ, სასწაულებიც ხდება. შობას გილოცავთ

უუღრმესი მადლობა❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი გვანცა

როგორ გელოდებოდით, მახარებს თქვენი გამოჩენა.

 


№6 სტუმარი kati

როგორ ველოდებოდი და სრულად რომ დადეთ ხომ საერთოდ გამიხარდით.გილოცავთ ყველა სიახლეს,რაც თქვენს ცხოვრებაშია და გისურვებთ წარმატებებს მომავალშიც.
საოცარი ისტორიაა-მინდა,რომ ასეც განაგრძოთ და გპირდებით,მეც ერთ-ერთი ერთგული მკითხველი ვიქნები.????

 


№7  offline წევრი katiusha

Ana-maria
გამიხარდა თქვენი ისტორიის დანახვა. მითუმეტეს დასრულებულა. წინა თავები ძალიან მომწონდა და ეჭვი არ მეპარება ეს ბოლო თავიც კარგი იქნება. წარმატებები როგორც მწერალს ასევე როგორც ორი პატარის დედიკოს ❤❤❤❤❤❤

დიდი მადლობა ჩემო კარგო❤️❤️

დარინა
გილოცავ ყველაფერს ერთად ვიცოდი რომ ერთხელაც დაასრულებდი ისტორიას და სულ გელოდი რადგან არასდროს არ მიგიტოვებია შუა გზაზე ყველაზე მეტად ეს მომწონდა შენში, ისეთი ისტორია გამოგივიდა როგორიც შენ იცი ემოციური.

მადლობა ჩემი კარგო❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი თეო

როგორ გამიხარდა თქვენი გამოჩენა ვერ აგიღწერთ ,იმდენი ხანია ველოდები და ღირდა კიდეც ლოდინი ,,ძალიან კარგი იყოო,თქვენ კი ბედნიერი დედა იყავით სულ ♥️

 


№9 სტუმარი ეკა

შობას გილოცავ..ბედნიერი.დედა იყავი ედ რეალობაა მაგრამ წერა გააგრძელე

 


№10 სტუმარი სტუმარი მაკა

უმაგრესი იყო 3 ნაწილი მადლობთ რომ ასე კარგათ დასრულდა ❤️❤️❤️ბედნიერი ახალი წელი და ბევრი დაგეწეროთ❤️❤️❤️

 


№11  offline წევრი Daldoni Daldoni

იმდენი ფერის იყო შენი ისტორიის სამივე ნაწილი ,გაოცებას იწვევს , ზღვა ემოცია გამოიწვიე განსხვავებული კულტურის, რწმენის,შეხედულებების ადამიანთა გზის გადაკვეთა ,ყოველთვის ინტერეს იწვევს . საინტერესო იყო ანასტასიას და იბრაჰიმის ჯერ შეხვედრა და მათი თავგადასავალი, რომლებმაც უამრავი დაბრკოლება გადალახეს ერთმანეთისთვის.. ძალიან ძალიან კარგი იყო 3 _ვე ნაწილი .. გაბრიელ ფიცხელაური კი ცალკე განზომილებაა ამ სამივე ნაწილში...

 


№12 სტუმარი სტუმარი მარიამი

პირველი ორი ნაწილიც ეხლა აღმავაჩინე და სამივე ნაწილმა დიდი შთაბეჭდილება დამიტოვა. საოცრად წერთ მადლობა თქვენ.

 


№13 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან მომეწონა სიამოვნებით წავიკითხე????❤️

 


№14  offline წევრი katiusha

სტუმარი თეო
როგორ გამიხარდა თქვენი გამოჩენა ვერ აგიღწერთ ,იმდენი ხანია ველოდები და ღირდა კიდეც ლოდინი ,,ძალიან კარგი იყოო,თქვენ კი ბედნიერი დედა იყავით სულ ♥️

დიდი მადლობა❤️

 


№15 სტუმარი ნესტან

როგორც იქნა დასრულებული სახით ვიხილეთ შოკი მქონდა მეგონა მომეჩვენა ლ,ღირდა ამდენი ხანი ლოდინი ისეთი საოცარი ნაწარმოებია საინტერესო და მრავალფერადი საოცარი ემოციებით და სიყვარულით დიდი მადლობა ასეთი ნაწარმოებისთვის,გილოცავთ ყველაფერს ერთად სულ ბედნიერი გახარებული ყოფილიყავით ველოდები ახალ ნაწარმოებებს მადლობა წარმატებები ♥️❤️♥️

 


№16 სტუმარი სტუმარი ელა

საოცარიიიააააა და სასიამივნო წასაკითხი.მე პირადად მომეწონა.წარმატებებიიიიი.

 


№17 სტუმარი სტუმარი სოფო

ნესტან
როგორც იქნა დასრულებული სახით ვიხილეთ შოკი მქონდა მეგონა მომეჩვენა ლ,ღირდა ამდენი ხანი ლოდინი ისეთი საოცარი ნაწარმოებია საინტერესო და მრავალფერადი საოცარი ემოციებით და სიყვარულით დიდი მადლობა ასეთი ნაწარმოებისთვის,გილოცავთ ყველაფერს ერთად სულ ბედნიერი გახარებული ყოფილიყავით ველოდები ახალ ნაწარმოებებს მადლობა წარმატებები ♥️❤️♥️

დიდი მადლობა❤️❤️
ახალი ნაწარმოები უკვე გზაშია და მალე იქნება❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent