ნენე(16)
-არა, ეხლა მე არ მინდა წამოსვლა. ყოველ ღამეს! ყოველ ღამეს მელანდება ერიკოს სისხლში ამოთხვრილი სახე, თვალებღია ერიკო, ტკივილისგან დამანჭული სახით მოიწევს ჩემკენ შურის საძიებლად. მე კიდე ვერ ვირყევი ადგილიდან. ერთ დღესაც ერიკო, თუ ერიკოს ოჯახი მართლა დამიშავებს რამეს, და მერე გვიანი იქნება შენი შურისძიებაც, ანდრონიკაშვილების ამოწყვეტაც და პოლიციაში დარეკვაც. მე შენ გითხარი, რომ ყველანაირად დაგიდები გვერდით, მაგრამ არა ასე. არა მკვლელობით. არ მოგცემ უფლებას რომ ჯერ კიდევ მუცელში მყოფი ჩემი შვილი შენ ბინძურ საქმეებში გათხვარო. და არც ჩემ შვილს არ ეყოლება მკვლელი მამა, რომელიც მკვლელობას ოჯახის დაცვით გაამართლებს-მანქანის კარი გამოვაღე და ჩავჯექი. მანქანაში არც ერთს ხმა არ ამოგვიღია. ისეთები გვქონდა ნათქვამი, მგონი ჯობდა საერთოდ აღარაფერი დაგვემატებინა. მგონი ასე არ უნდა დაგვეჩქარებინა ჩვენი ქორწილი. იქნებ აგვერიდებინა თავიდან ეს ყველაფერი? ბოლო ბოლო მე რომ ცოლად არ გავყოლოდი ნერსეს, ანდრონიკაშვილები ვერ დაინახავდნენ მის მთავარ სუსტ წერტილს და არ ჩამოვიდოდნენ შურის საძიებლად. სახლთან მივედით, მანქანა გააჩერა, მაგრამ შიგნიდან კარები ჰქონდა ჩაკეტილი და არ მიღებდა. წინ იყურებოდა, სადღაც გაურკვეველ წერტილს მიჩერებოდა და ხმას არ იღებდა. -შენ თქვი რომ მზად იყავი ყველაფრისთვის. -ვთქვი, მაგრამ არ მეგონა, რომ ყველაფერში მკვლელობასაც დავთანხმდი. -ნენე რა არჩევანი მაქვს სხვა? -მოვიფიქრებთ ერთად ნერსე. ძალიან ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება. -მაგალითად? -შენ ხომ გინდოდა ამ საქმიდან თავის დაღწევა. გადაეცი არალეგალური ბიზნესები რაც კი გაქვს ანდრონიკაშვილებს, იმის სანაცვლოდ, რომ შენს და შენ ოჯახს თავი დაანებონ. როდესაც დაგვთანხმდებიან, პოლიციაში წავალთ და დავაჭერინებთ ნარკოტიკების გასაღებაზე. -და შენ ეს ესეთი ადვილი გგონია? -არა, ვიცი რომ არ არის ადვილი. ვიცი რომ ვაჟამ შეილება ამის გამო გადაწვას ყველაფერი, მაგრამ სხვა გზა არ არის. შენ სხვანაირად ამ საქმიდან ვერ გამოხვალ. -შენ გგონია მე პოლიციაში წავალ? -რა თქმა უნდა როგორ გეკადრება. ნერსე, მომისმინე. მე უამრავ დათმობაზე და მსხვერპლზე წამოვედი შენს გამო, საკუთარი ოჯახი დავთმე, ჩემი ბიძაშვილები დავთმე, მათ წინააღმდეგ წავედი, ჩემი საკუთარი თავის და ზნეობის წინააღმდეგ წავედი! ახლა ფეხმძიმედ ვარ, აბორტიც გადავიფიქრე და იმის ნაცვლად, რომ იფიქრო როგორ გახდე ღირსეული მამა ამ ბავშვისთვის კიდევ ებღაუჭები იმ ძველ ცხოვრებას, რომელიც შენი არც არსდროს ყოფილა. იყო ვაჟასი! შენი აზრით ვის დაიჭერდნენ ოდესმე მთავრობას რომ მოსურვებოდა შენი ლიკვიდირება? ვაჟას? არა, შენ! -კარგი. მოვიფიქრებ რამეს. -არა მოვიფიქრებთ ერთად ნერსე რატომ ვერ გაიგე! ჩვენ ცოლ-ქმარი ვართ. იცი საერთოდ ეს რას ნიშნავს? ხომ გყავდა არა ცოლი? მასაც ასე ექცეოდი? მითხარი! -ჩემს ცოლს ნუ ახსენებ. -ყოფილს არა? გააღე ნერსე მანქანა, ვგრძნობ კიდევ ერთი წუთიც რომ გავატაროთ ერთად დავხოცავთ-მანქანა გააღო და ორივე გიჟებივით გადავცვივდით გარეთ. სახლში ჩქარი ნაბიჯებით შევედით. მთელ სახლში ნინოს ტირილის ხმა ისმოდა. ნერსე ეგრევე ავარდა მის ოთახში, მეც გავყევი -რა ხდება რატო ტირის?-ხელში აიყვანა ნინო და მიიხუტა. -ძალიან მაღალი სიცხე აქვს და ვერაფრით ვერ ვუგდებ, გირეკავდი, მაგრამ არ იღებდი. პედიატრსაც დავურეკე, მითხრა კბილების ამოსვლის ბრალი იქნებაო, წამალი მივეცი და ველოდები როდის დაუწევს-ნათია ძალიან განერვიულებული იყო. ნერსესაც სახეზე ფერი არ ედო. -არა, საავადმყოფოში წავიყვანოთ, შეილება რამე სეიროზული ჭირს-ნერსე აქანავებდა ნინოს აქეთ-იქით, ბავშვს თავბრუ დაეხვა და უარესად დაიწყო ტირილი. -გაანებე თავი-ხელში ავიყვანე ნინო და მივიხუტე-ცოტას წაიტირებს და დამშვიდდება, სიცხე აქვს, პედიატრმაც თქვა არაფერიაო. საღამომდე თუ არ გაუარა მერე წავიყვანოთ. -და იქამდე რომ რამე დაემართოს?-იმხელაზე შეყვირა ბავშვი შეკრთა და გაჩუმდა შიშისაგან. -არ დაემართება, დამწევი მალე მოქმედებს და ვაცადოთ ჯერ. ნერსე ტონს დაუწიე ბავშვთან გაუსკდება გული. -ბოდიში მა-ნინოსთან მოვიდა და აკოცა, მაგრამ არ გაბრუნებულა ბავშვი მისკენ, მე მეხუტებოდა. -კაი ჩადით თქვენ ქვევით, ორივე ისეთ ნერვებზე ხართ გრძნობს ყველაფერს და განიცდის. მივხედავ მე, აგერ დავწვებით ერთად ცოტახანი. ნათი, შეგილია ამის რომელიმე ბრტყელი რეზინის სათამაშო გარეცხო კარგად და შედო საყინულეში? ესიამოვნება საღრღნელად მერე კბილებისთვის. -კი, აბა რას ვიზამ-ნათიამ სათამაშო აიღო და ქვევით ჩავიდა. -შენ საიდან იცი ეგ? -დედაჩემისგან. ჩადი ქვევით-ნინოსთან ერთად წამოვწექი ლოგინზე, საბანი გადავაფარე და ზურგზე დავუწყე მოფერება, ნელა-ნელა მშვიდდებოდა. მალევე ჩაეძინა. გული მწყდებოდა, რომ ნინოსთან უფრო მეტ დროს არ ვატარებდი აქამდე. არ მინდოდა მას ცუდად დავმახსოვრებოდი, ან სულ ნათიასთან გაეტარებინა დრო. ახლა რომ ვუყურებდი, ვხვდებოდი, რამდენად ჰგავდა ნერსეს. შავი თვალები, წარბებშეჭმუხნული ბრაზიანი გამოხედვა, როცა იმ სათამაშოს არ ვაძლევთ, რომელიც მას უნდა. ისე მშვიდად ეძინა ჩემს მკლავებში არ მინდოდა მისი გაღვიძება. ნერსეს გულმა ვერ მოუთმინა და ცოტახანში ისევ ამოვიდა და გვერდით მოგვიწვა. -დაუწია სიცხემ-თერმომეტრი ვაჩვენე, ნელა-ნელა ქვევით მიდიოდა ტემპერატურა. -და შენ ამბობ რომ კარგი დედა ვერ იქნები-სიამაყით შემომხედა და ლოყაზე მაკოცა. -მგონი ნინო იეჭვიანებს ბავშვი რომ გაჩნდება. -ყველა ბავშვი ეჭვიანობს ნენე და ან ძმა რომ უჩნდება-გამიღიმა და თავი გულმკერდზე დამადო. ისიც პატარა ბავშვივით იყო, მასაც სჭირდებოდა ზოგჯერ მოფერება და დამშვიდება, რადგან გულით უამრავ ტვირთს ატარებდა. ცალი ხელით ნინოს ვეფერებოდი, მეორეთი ნერსეს თმაზე-შენ არ გინდოდა ბავშვობაში გყოლოდა და ან ძმა? -პეტრე და ლაშა ფაქტობრივად ძმებივით მექცეოდნენ, ერთად გავიზარდეთ. მთელი ბავშვობა თავზე მედგნენ. არც მიგრძვნია რომ დედისერთა ვიყავი-პეტრეს და ლაშას ხსენებაზე თავი უხერხულად იგრძნო და გაჩუმდა. -ვიცი, რომ გულის სიღრმეში მაინც განიცდი რომ აღარ გელაპარაკებიან-ქვემოდან ამომხედა-მაგრამ გპირდები მაგათთანაც შეგარიგებ. -შენ რატომ არაფერს არ მიყვები შენს ბავშვობაზე? -რაც არ მქონია ის როგორ მოგიყვე-უხეშად და სწრაფად ჩაიბურტყუნა და ისევ ნინოს გახედა. -მაშინ რაც გქონდა მაგ პერიოდში ის მომიყევი. -რათ გინდა ნენე? აი მართლა, რატო უნდა გინდოდეს მაგ ყველაფრის მოსმენა არ ვიცი, კარგი არაფერია მოსაყოლი. -იმიტომ რომ შენ გეხება-წამოვდექი და თავი ბალიშზე დავადებინე. -ნინოს გაღვიძება გინდა? -აღარ გაეღვიძება-ხელში ავიყვანე და თავის საწოლში ჩავაწვინე-გთხოვ მომიყევი. -გვიანია უკვე, წამლებიც უნდა დალიო და დავიძინოთ-ისიც წამოდგა ლოგინიდან და ჩვენს საძინებელში გავიდა, მეც გავყევი და თან ვთხოვდი მოეყოლა, თავს არ ვანებებდი. პატარა ბავშვივით დავსდევდი, მერე წამალი გამომიწოდა წყლის ჭიქასთან ერთად. -ეხლა შენ თუ გგონია ეს 10 წუთში დამაძინებს ცდები. -10ში არა მარა ერთ საათსი ხო დაგაძინებს-ბედნიერი სახით შემომხედა. -აუ ნერსე-პატარა ბავშვივით გაბუტული სახით გავხედე-მომიყევი. -ნენე-ამოიოხრა და თვალები აატრიალა-გეყოფა ისიც რაც უკვე იცი. -არ მეყოფა. ჩემს ქმარზე მარტო ის ვიცი ფაქტობრივად რომ ... რაც ვიცი-აღარ მინდოდა ამ თემაზე საუბარი და საერთოდ ხსენება, დღეს მაინც. -კარგი, კარგი გეყოფა. ვერ დაიძინებ მოკლედ შენ ეხლა. -ვერა, არ მეძინება. ბავშვს გასეირნებ უნდა სუფთა ჰაერზე, დაიღალა სულ ჩვენი ჩხუბის მოსმენით. -კარგი ბატონო. წავედით-ორივემ თბილად ჩავიცვით და ეზოში გავედით. მანქანასთან მ ივიდა. -მოიცა მანქანით მივდივართ? -ფეხით არ არის უსაფრთხო. -აუ კარგი რა ნერსე ეგეთ გასეირნებას რა აზრი აქვს-წუწუნი დავიწყე, ფეხით მომენატრა სეირნობა და მინდოდა სადმე პარკში რომანტიულად გაგვეტარებინა საღამო, თუ ღამე. ამოიიოხრა და მართლა გაღიზიანებული მშობელივით შემომხედა. -ეხლა ან მანქანით გავისეირნებთ, ან დარჩები სახლში და დაიძინებ-მანქნაის კარი გააღო და ხელი შემოდო ზემოდან, ჩემს პასუხს ელოდებოდა-ჰა ეხლა, გაიყინა ჩემი შვილი-სულ ბუზღუნ ბუზღუნით ჩავუჯექი მანქანაში და წავედით. -ჰა ეხლა მომიყევი-არ დავიშალე ჩემი. -ნენე, ესე რა მოგიყვე დავჯდე და ბავშვობის ტრავმებზე გელაპარაკო? ესე აწყებინებ შენს კლიენტებს ლაპარაკს? ჰა ეხლა მომიყევით. -არა, ჩემს კლიენტებს ჯერ ვეცნობი. სალამი ბატონო ნერსე, მე ელა ვარდოსანიძე ვარ. დამთავრებული მაქვს ფსიქოლოგიის ბაკალავრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ამჟამად გავდივარ მაგისტრატურას თავისუფალ უნივერსიტეტში კლინიკური ფსიქოლოგიის განხრით. თუ კიდევ რაიმე კითხვა გექნებათ, არ მოგერიდოთ დამისვით. ახლა თქვენ შესახებ მომიყევით. ნერსემ ვერ მოითმინა და გაეცინა. -ნუ იცინი! -ნენე, სერიოზულად მთხოვ ეხლა ჩემი ბიოგრაფიის მაგ სტილში მოთხრობას? -კი!-ჯიუტად დავუყვირე. ცდილობდა სერიოზული სახე მიეღო, მაგრამ არ გამოსდიოდა, ჩემსკენ გადმოიხარა და ლოყაზე მაკოცა-არ დაგვლეწო-ხელით გავწიე ისევ საჭისკენ. -არ მქონდა ნენე კარგი ბავშვობა და არ მინდა ამის მოყოლა. რაში გჭირდება არ მესმის. შენც არ გაქვს მოყოლილი შენს ბავშვობაზე. -იმიტომ რომ კარგი ბავშობა მქონდა. -ხოდა გაიხარე, კარგ რამეზე რო ვილაპარაკოთ არ შეიძლება? -ვაჩემ რაღაცეები მომიყვა. მამას სულ შენ დაყავდი ბიზნეს შეხვედრებზე, სამსახურშიც, ვაჩესაც ძალიან უნდოდა, მაგრამ არ დაყავდა. -არ დაყავდა კი არა, მე ვეჩხუბებოდი ვაჟას სულ მის წამოყვანას რომ აპირებდა. -ჰა? ანუ შენ გამო არ დაყავდა არასდროს? -ნენე, გააფრინე? აბა რა გირჩევნოდა, რომ ვაჩეც ჩემნაირი გაზრდილიყო? ის წყინს ვაჩეს, რომ ნარკოტიკების ვაჭრობით არ ცხოვრობს და ათასი უბედურების გაკეთება არ უწევს? ორივემ გარეკეთ?-გაღიზიანებულმა გამომხედა-იმის მაგივრად მადლიერი იყოს, ნორმალური ცხოვრება აქვს, ყოველთვის პოულობს საბაბს რომ იწუწუნოს. 12 წლის ვიყავი ვაჟამ სროლა რო მასწავლა. არაერთხელ წავუყვანივარ ჩვენი მანქანების საწყობში, სადაც რამდენი ადამიანი უცემია ჩემს თვალწინ ხან ვანოს, ხან მას, რომ ინფორმაცია გამოეძალათ. 14 წლიდან უკვე მეც მასწავლიდა, სად და როგორ უნდა დამერტყა, რომ მაქსიმალურად მტკივნეული ყოფილიყო და მალე ამელაპარაკებინა და გამომეძალა ინფორმაცია. ანდრონიკაშვილების სახლის დაწვის და მათი თავიდან მოშორების გეგმა 16 წლის ასაკში დამაზეპირებინა. კიდე რამდენი ოჯახი იყო მათ მსგავსად წარმოდგენა არ გაქვს. ჩემს დას და ძმას რომ არ შეხებოდა ყველაფერი ჩემს თავზე ვიტვირთე. მაგრამ ჩემმა დამ ვერ გაუძლო, როცა გაიგო რას ვაკეთებდით და ნარკოტიკების ხმარება დაიწყო. დალევაც. შედეგი კი გახსოვს. არაა ადვილი ჩვენს ოჯახში ყოფნა. სამხარაულის გვარის ტარება წყევლასავით არის. თუ ვერ მოერევი, მოგკლავს, მაგრამ ეს ის სიკვდილი არ არის, რომლისაც უნდა გეშინოდეს. რომელი სიკვდილისაც უნდა გეშინოდეს, ის, არის, ნამდვილ სამხარაულად რომ იქცევი-მე გამომხედა და შემდეგ ჩემს ბეჭედს დახედა-ამიტომ შენ სამხარაული არ ხარ და არც არასდროს გახდები, სანამ მე ცოცხალი ვარ. შენ ამ საქმეში არ ჩაერთვები. და არც ზედმეტს არ გაიგებ. ამიტომ როცა მთხოვ რომ მალე დავამთავრო ეს ყველაფერი და დროულად გამოვიდე ამ საქმიდან, ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ სხვა არაფრის კეთება არ ვიცი. ასეთად გამზარდა ვაჟამ, არ მომწონს, ვიცი არ არის სწორი, მაგრამ ესეთი ვარ. ოთხ და ხუთ კვირაში ნამდვილად ვერ შევიცვლები და ამისთვისაც მზად უნდა იყო. არავის შევარჩენ ჩემი ოჯახისთვის ტკივილის მიყენებას და ახლოს გაკარებასაც კი-ამ ყველაფრის მოსმენისათვის მზად ნამდვილად არ ვიყავი. თითქოს ველოდებოდი უფრო მსუბუქ ისტორიას, მკაცრ მამას, რომელიც ზედმეტად ბევრს ითხოვდა შვილისაგან, სკოლაში და სახლშიც უმცროს და-ძმებზე ზრუნვის კუთხით. მამას, რომელიც ზედმეტად მომთხოვნი იყო და ამით თრგუნავდა შვილს. მაგრამ იარაღის გამოყენების სწავლება, სხვების ცემის იძულება ყველაზე ცუდ სცენარშიც კი არ წარმომედგინა. საერთოდ როგორ შეძლებდა ნერსე ამ ყველაფრის მერე შეცვლას?-ვიცოდი რომ არ უნდა მომეყოლა-თვალი ამარიდა, მაგრამ ხმაში იმედგაცრუება იგრძნობოდა-კიდევ უფრო შეგაშინე ალბათ. -არა, არ შეგიშინებივარ-ნერსესი არ მეშინოდა. იმის მეშინოდა, თუ რამხელა გავლენა ჰქონდა ვაჟას მასზე და რამდენად შეძლებდა მამამისის წინააღმდეგ წასვლას. -აბა რაზე ნერვიულობ-ყოველთვის გადაშლილი წიგნი ვიყავი მისთვის, ჩემს სახეზე ეგრევე კითხულობდა ემოციებს სიტყვებივით. -აღარ გვინდა მაგ თემაზე-ნერსე ფაქტია არ მომცემდა უფლებას ამ საქმეში ჩავრეულიყავი, შესაბამისად ყველაფერი ჩემით უნდა გამეკეთებინა დამოუკიდებლად. ანდრონიკაშვილები დიდხანს არ იჯდებოდნენ უმოქმედოდ. მაგრამ ფაქტია არც მკვლელობა არ ჰქონდათ ჩაფიქრებული, მხოლოდ დაშინება. რაც კიდევ უფრო მზაფრავდა. რაღაცა დიდს გეგმავდნენ. იქნება ნერსეს ციხეში გაშვებას აპირებდნენ? მსგავსი დანაშაულის გამო შეიძლება სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ. ამ ფიქრებში გართული ვიყავი, ნერსემ ხელი რომ მომკიდა და მის მუხლზე დამადებინა, თვითონაც ზემოდან ედო ხელი. -შენი სანერვიულო არ არის ეს ყველაფერი. -ნერსე, შენი ცოლი ვარ და არა მეგობარი და შეყვარებული. შენი პრობლემები, ჩემი პრობლემებია. -ეს პრობლემები, ჩემი და ჩემი ოჯახის შექმნილია და შენი მოსაგვარებელი არ არის. -მეც შენი ოჯახი ვარ ეხლა. თუ სხვადასხვა ჯგუფებად იყოფა ოჯახები შენთან? -ნენე ფეხმძიმედ ხარ, შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება. ძალიან გთხოვ იფიქრე ბავშვზე. მე ყველაფერს მოვაგვარებ-ტელეფონზე დაურეკეს. ყოველ ჯერზე, როცა მისი მობილურის ხმა მესმოდა გული მისკდებოდა. სულ ცუდ ამბავს ველოდებოდი. ძალაუნებურად დავხედე ეკრანს და დედამისის სახელი ამოვიკითხე. ესე გვიან ელენე ტყუილად არ დარეკავდა. ნერსემ ტელეფონს უპასუხა და ცალი ხელით საჭე ეკავა. -ხო დედა?-უჩვეულოდ მომეჩვენა, ელენეს დედას იშვიათად ეძახდა-რა?-ერთი ამ სიტყვის თქმა მოასწრო, რომ მოულოდნელად გზაჯვარედინზე მარჯვნიდან მანქანა დაგვეტაკა და ავყირავდით. გავითიშე. თვალი, რომ გავახილე თეთრი ფილები დავინახე, რომლებიც ძალიან ჩქარა მოძრაობდნენ. ირგვლივ მიმოვიხედე, ექიმები დარბოდნენ აქეთ-იქით, ორ ექთანს მივყავდი სადღაც. მგონი ანესთეზიიდან გამოვდიოდი, ან ახლა გამოვფხიზლდი. იმდენს ვხვდებოდი, რომ საავადმყოფოში ვიყავი. წელს ქვევით ვერაფერს ვერ ვგრძნობდი. ბავშვი. ალბათ მუცელი მომეშალა. საკაციდან წამოვხტი და დავიკივლე-ბავშვი!-მუცელზე მოვიკიდე ხელი და ტირილისთვის მოვემზადე, მაგრამ ექთნებმა ეგრევე დამაწვინეს, პალატაში შემიყვანეს და დამამშვიდებლის გამზადება დაიწყეს-არა! ჯერ მითხარით! მითხარით ეგ არ მჭირდება! ბავშვი როგორ არის?!-ერთი ექთანი მაკავებდა, სანამ მეორე ნემსს ამზადებდა, ხელი ვკარი ისეთი სიძლიერით რომ ძირს დავარდა-ჩემი შვილი როგორ არის მითხარით!-მეორე ექთანი კართან მივიდა და სანიტრებს დაუძახა დასახმარებლად, ორი კაცი შემოვარდა ოთახში და ჩემკენ წამოვიდნენ. საწოლის გვერდით ბასრი რაც იდო ყველაფერი ვესროლე, რომ არ მომახლოვებოდნენ. ამასობაში ოთახში ნერსე შემოვიდა. -გაიწიეთ-სანიტრები გაწია და ჩემთან მოვიდა, საღად ვერ ვაზროვნებდი და მასაც ხელი ვკარი, ჭიქისკენ წავიღე ხელი რომ მესროლა, მაგრამ ხლეი დამიკავა-კარგად არის! ბავშვს არაფერი ჭირს! კარგად არის-მიყვიროდა, რადგან ისტერიკაში ვიყავი, ოდნავ შემაჯანჯღარა და რომ მიხვდა, რომ გონს მოვეგე ხელები გამიშვა და საწოლზე დამაწვინა-თქვენ კიდე რომ გეთქვათ ეს ორი სიტყვა გაკავების ნაცვლად არა?!-ექთნებს დაუყვირა-მომწყდით თავიდან!-დაუღრიალა და სანიტრები და ექთნები პალატიდან გაყარა-შენი მხრიდან დაგვეჯახა მანქანა. დიდი სიჩქარით არ მოდიოდა. ნეკნი გაქვს ჩამტვრეული და ტვინის შერყევა. ბავშვი კარგად არის-მაგრამ რაღაც რიგზე არ იყო, სახეზე ფერი არ ედო და ხელები უკანკალებდა. თვითონ არაფერი ეტყობოდა დაზიანების, აშკარად რაღაც ხდებოდა და არ მიყვებოდა. -ელენემ რაზე დაგირეკა? -ვაჟას გამო-თვალებში შემომხედა, ეგრევე მივხვდი რის თქმასაც აპირებდა. ვაჟა აღარ იყო. -როგორ?-არ გამკვირვებია, არ მოვიტყუები არც გული არ დამწყვეტია. მეწყინა, რადგან ვიცოდი ნერსეზე ეს ძალიან იმოქმედებდა. -მაგას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. ანდრონიკაშვილების ნახელავია. ვაჩე დაჭრეს, მე და შენ ძლივს ავცდით დღეს სიკვდილს. შემდეგი ალბათ დედაჩემია. მერე ნინო. ნენე, მე ეხლა უნდა წავიდე, ექთანი შემოვა და დამამშვიდებელს გაგიკეთებს, რომ არ ინერვიულო და მუცელი არ მოგეშალოს. -სად უნდა წახვიდე? -საქმე მაქვს -რას ქვია საქმე-ძლივს წამოვჯექი, წელს ქვევით ჯერ კიდევ ვერაფერს ვერ ვგრძნობდი-რა საქმე! -საბუთები, ვაჟას პირადობა და რაღაცეებია მოსაგვარებელი კიდე. მოვალ მალე. -ნერსე ნუ მატყუებ! გეფიცები, თუ ეხლა ანდრონიკაშვილთან მიდიხარ გასასწორებლად, უკან თუ ცოცხალი დაბრუნდი, მე ვეღარ მიპოვი. -არ მივდივარ, დამშვიდდი. -ნუ მატყუებ!-საწოლთან მოვიდა და ჩამოჯდა. -კარგი დამშვიდდი, ჯერ არსად არ მივდივარ. -არც მერე არ წახვალ! ნერსე ბავშვებს გეფიცები არ დავიძინებ, ღამეს გავათენებ. -არ მივდივარ, აქ ვარ, მაგრამ მალე მომიწევს წასვლა ვაჩეც უნდა მოვინახულო. -კარგი-ექთანი შემოვიდა, ანტიბიოტიკს გიკეთებ, რომ ჭრილობაში ინფექცია არ შეგეჭრასო მითხრა, ეს იყო და ეგრევე გავითიშე. ** ნერსე პალატიდან გავიდა, კართან ბესო და ალექსანდრე ელოდებოდნენ. -რას აპირებ?-ბესო ცქმუტავდა, ვერ ისვენებდა, სისხლი უდუღდა. -იარაღი აქ გაქ?-ნერსემ ყოყმანით ჰკითხა. -და რას აპირებ, ესე მივიდეთ სახლში და ოპა, ლევან ძმა მოვედით კარი გააღე საქმე გვაქვს?-ალექსანდრემ გაღიზიანებულმა ჰკითხა, რადგან ზედმეტად დაუფიქრებლად ეჩვენებოდა ნერსეს საქმე. უცნაური ის იყო, რომ იმის ნაცვლად ვაჟას სიკვდილის გამო ნერსე დამწუხრებული ყოფილიყო, ან 15 წუთით მაინც ეფიქრა იმაზე რომ მამა აღარ ჰყავდა, მხოლოდ ანდრონიკაშვილების მოკვლაზე ფიქრობდა. მის ძმაკაცებსაც არ ადარდებდათ ის ფაქტი, რომ ნერსეს მამა მოკვდა. აქ მთავარი იყო ის, თუ როგორ მოკვდა. -ალექს, რატო მთხრი ეხლა ნერვებზე? ხო აი ეგრე შევაღებ კარს და მოვედი თქო ვეტყვი. კარგად ვიცი, რომ სულ რო ორივე მოვკლა, ბრძანება აქვთ გაცემული რომ ეგრევე მთელი სახლი ჰაერში აწიონ და ნინო და მთელი ჩემი ოჯახი ერთიანად ამოხოცონ. ხოდა უნდა ეგონოთ, რომ ჩავბარდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.