ქალი მეოთხე ოთახიდან,თავი 1
1 993წ,თბილისი დედაქალაქში ცივი ზამთარიც დამდგარა. შავებში ჩაცმული ლევან კალიჩენკო, თავის სულ რამდენიმე დღის მიწისთვის მიბარებული ძმის საფლავთან,ვერის სასაფლაოზე იდგა და სიგარეტს ეწეოდა. ლაპიონის შუქზე ძლივს ხედავდა საფლავის ქვაზე დახატულ,თავის უმცროს ძმას. თოვდა, საშინლად თოვდა.სწრაფად ცვიოდა თეთრი სულ ქათქათა,უმანკო,უდანაშაულო და დიდი ფიფქები,თითქოს თოვლს სურდა ერთ ღამეში გადაათეთრებინა და მზრუნველიი მშობელივით საბანი გადააფარებინა დედაქალაქისთვის. კაცმა სიგარეტი თოვლში დაგდო და ნამწვიც მალევე განელდა. იქვე მდგარ თავის შავ Mercedes W 140-ში ჩაჯდა და ვერის დათოვლილი და ეული სასაფლაო დატოვა,სადაც მხოლოდ სიკვდილის სუნი ტრიალება. სასაფლაოდან გასვლამდე თვალი მოკრა მოხუც კაცს, რომელიც საფლავებს ასუფთავებდა, თბილად ეცვა, თუმცა მთელი სახე გაწითლებული ჰქონდა და თმა სულ მთლად ჭაღარა ჰქონდა. ფეხზე კი ძლივს დადიოდა. კაცი თბილისის ქუჩებს ჩაუყვა... დედაქალაქის ქუჩებში ზედმეტად უჩვეულო შესამჩნევი სიწყნარე სუფევდა,ხმაურიანი დედაქალაქის ფონზე,ალბათ იმიტომ რომ უკვე შეღამებულიიყო. ღამე უჩვეულო რამაა, ზოგისთვის დამღლელ დღის დასასრულია, ზოგისთვის კი დასაწყისიი... ვისთვის იღბლიანი და ვისთვის უიღბლო. განათებულ ქუჩებში ლამაზი პატარა და დიდი ნათურები გამოეფინათ და ეს ნათურებიც ისე ანათებდდნენ,თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიანო. თან უღიმღამო თოვლის ფიფქებს და ფანტელებსაც აფერადებდნენ. ჩამწკრივებული უფერული სახლებიც და კორპუსებიც კი სხვანაირი იყო, თითქოს ახლადდაბადებული ბავშვებივით უდანაშაულონი იყვნენ და მათი ოთხი კედელი არ იტევდა ათას სიბინძურეს. რამოდენიმე სახლიდან უკვე ისმოდა ძლიერი ხმაურიანი შეძახილები,ზოგ ოჯახში უკვე ნაადრევად დამდგარიყო ახალი წელი, ზოგ ოჯახში კი წლებია ახალი წელი აღარ არსებობდა. ექვს სართულიანი აგურის, დანგრევას მყოფი კორპუსის მეორე სართულიდან,კი გაბმული ჩხუბის ხმა მელოდიურად და რიტმულად ერწყმოდა მანქანების ხმაურს,ამ პიესის ბოლო აკორდი კი, რკინის დაჟანგული კარების ძლიერი გაჯახუნება იყო. ამვე კორპუსის მეხუთე სართულზე კი დედა შვილი ნაძვის ხეს რთავდნენ... ფანჯრიდან ეს სურათი ფრესკასავით ჩანდა. ოდნავ განათებული ქუჩის კუთხეში,მაღაზიის მინის თეთრ კარებზე წარწერა "დახურულია"-ს ანათებდნენ მოცეკვავე,ცელქი ნათურები,რომლის გვერდითაც ლოყებღაჟღაჟა მოხუცი თოვლის პაპა ბედნიერი ღიმილით აცილებდა, სახლისკენ მიმაჩქარ ადამიანებს. საიდანღაც ღამის სუსხს და თოვლს ერთვოდა დამწვარი შოკოლადის ნამცხვრის სუნი,რომელიც ალბათ ბებოს დარჩა ღუმელში, მოუსვენარი შვილიშვილების გადამკიდეს. ერთ ჩვეულებრივ ღამეს დედაქალაქში, თოვლი უჩვეულო ფა განსაკუთრებულ ღამედ აქცევდა. თითქოს შუქნიშანიც კი სხვანაირად ანათებდა და სხვანაირად აფორაჯებულიყო. დათოვლილ თბილისის ქუჩებს ლამპიონების მკრთალი შუქი ძლივს ანათებდა,ზოგიერთი მათგანი მალმმალე ქრებოდა და შემდეგ ინთებოდა,თითქოს დაღლილი მოხუცები იყვნენ, რომელთაც ძალიან ეძინებოდათ. ვარსკვლავებით მოჭედილი ციდან კი ისევ, ისე ლამაზად ცვიოდა ქათქათა,უმანკო ფიფქები და ალაგ-ალაგ განათებული ფეიერვერკების ფონზე დაიარებოდა. ქუჩის მეორე კუთხეში ახალგაზრდა ბიჭი წითელ დათვს და ყვავილებს ჩუქნიდა თავის ბედს და თან დარცხვენით კოცნიდა. ლევანი კი იჯდა მანქანაში და უგზო უკვლოდ მიდიოდა,თითქოს ციდან ჩამოვარდნილი ფანტელი ყოფილიყოს. მანქანა ერთ გარეუბანში შეაჩერა, წითელ აგურებიან, ორ სართულიან, არც ისე დიდ შენობასთან. მანქანიდან გადავიდა და ხელის საათზე დაიხედა. მოძველებული შენობის რკინის მორყეული კარი შეაღო და შენობაში შევიდა. ეს თბილისის ერთ-ერთი საკმაოდ განთქმული საროსკიპო იყო,სადაც ასევე კარგად ცნობილი როსკიპები, იგივე მეძავები მუშაობდნენ და ცხოვრებდნენ. პირველი სართული ,,მიმღები" და ,,ასარჩევი" ოთახი იყო. საკმაოდ დიდი სივრცე იყო,სადაც წითელი ფერი ჭარბობდა.კედლები მთლად შინდისფერ ფერში იყო. დიდი მოხატული, წითელი ხალიჩა ეფინა იატაკზე შავი დეტალებით. შუაში დიდი მაგიდა იდგა,სადაც წითელი ვარდები და ოქროსფერი შანდლები ელაგა. დიდი საათი ეკიდა გასწვრივ კედელზე, რომელიც გაფუჭებული იყო. ოთახი გაჟღენთილი იყო სიგარეტის, სხვადასხვა მძაფრი კაცის სუნამოს და სანთლების სურნელით. რამდენიმე მოყავისფრო სავარძელი იდგა ოთახის კუთხეში,სადაც ნახევრად შიშველი ქალები იჯდნენ და სიგარეტს ეწეოდნენ. ყველა ერთნაირი იყო,მხოლოდ თმის ფერით განსხვავდებოდნენ. ჩაშავებული,უღიმღამო თვალები,მომტირალი გაფითრებული სახე, შავი საცვლები, აწეული ან გაშლილი თმა, სიგარეტი ან ღვინო ხელში,შავი ან ქერა თმა და გამხდარი სხეული. სულ ეს ებადათ მათ. ზოგს საწყლად ეძინა,ზოგი წყნარად იჯდა და სიგარეტს ეწეოდა,ზოგიც უბრალოდ ერთ ადგილს იყო მიშტერებული. როგორ ჩანს ახალ წელს კარგი მუშაობა არ ჰქონდათ. ლევანისთვის უკვე კარგად ნაცნობი იყო ეს გარემო, მარჯვენა პატარა დივანზე მჯდომ პუტკუნა,ქერა ქალს მიუახლოვდა, რომელიც საშინლად დაბალი იყო, წითელი პომადა მთელს სახეზე წაეთხაპნა, მარჯვენა ტუჩის კუთხეში დიდი მხალი დაესვა, თვალები აეპრიხა და თმა გაეშალა. კევს მთელი ძალით ღეჭავდა და ფულს ითვლიდა. ეს 56 წლის ლოლა იყო, საროსკიპოს უფროსი. იმდენად იყო ფულის თვალში გართული,რომ მასთან მისული კაცი ძლივს შეამჩნია. -კალიჩენკო მოხვედი?- ღიმილით იკითხა ქალმა,ლოლა ფულიან კლიენტებთან ძალიან კეთილი იყო,ნაკლებად შეძლებულ კლიენტებს კი საშვილიშვილოდ წყევლიდა ხოლომე. ლევანი კი უყვარდა, ლევანი ხომ მისთვის ფულის ბუდე იყო. -ბევრი არ მალაპარაკო,სად არის?- იკითხა ლევანიმ და საფულე ამოიღო. -ვინ სად არის?- ახლა იკითხა ლოლამ,კაცს ასლარიანი გამოართვა და სწრაფად ჩაიდო მკერდში. -მშვენივრად იცი ვინც.- კვლავ 100 ლარიანი ამოაცურა კაცმა საფულიდან და ქალს გაუწოდა. -ხო.... თითქოს ნელნელა მახსენდება. ბარემ სამასი გახადე და ბოლომდე გავიხსენებ....-გახარებულმა ხარბად თქვა ქალმა და კაცს კიდევ ერთი ასლარიანი გამოართვა. -გაიხსენე ბოლო-ბოლო?-თქვა კაცმა და ასლარიანი ახლა მაგიდაზე დაუგდო შუახნის ქალს. -მეორე სართულზე, მეოთხე ოთახშია. აიჩემა ცუდად ვარო და სძინავს მგონი.- უკვე უინტერესოდ თქვა ქალმა და ფულის თვლა არხეინად განაგრძო. კაციც აღარ გაჩერებულა,მეორე სართულის კვლავ,წითელ,კუთხურ დახვეულ კიბებს აუყვა, რომლის კედელზეც სხვადასხვა პორნოგრაფიული ფოტოები ეკიდა, წითელ ჩარჩოში ჩასმული. მაგრამ კიბეზე ასვლამდე თვალი მოჰკრა 42 წლის ნინას. ნინა ლამაზი იყო... შავი ოდნავ ხვეული თმა და შავი თვალ-წარბი ჰქონდა. შავი მუხლებამდე კაბა ეცვა, თმა გაეშალა და ოთახის კუთხეში ჩუმად დამდგარიყო. ნინაც ამ საროსკიპოს უფროსი იყო, თუმცა ლოლას მაინც ვერ უწევდა წინააღმდეგობას ხოლმე. ლევანის მტრული და საშინელი გამჭოლი მზერით მისჩერებოდა,ლევანს კი ვერ გაეგო, რა იყო ამის მიზეზი. თუმცა დიდად არც აინტერესებდა. მეორე სართულზე გრძელი დერეფანი იყო,სადაც ალბათ 15-მდე ოთახი იყო. წითელი გრძელი ხალიჩა იყო გაშლილი მთელს დერეფანში და შინდისფერი გრძელი ღამის ფარდები იყო ჩამოფარებული. დერაფანს ოდნავ ანათებდა საცოდავი ერთი ჭაღი,სადაც ორი ნათურა ანათება, რომლებიც მონაცვლეობით ქრებოდნენ. აქაც ისევ და ისევ შიშველი ფოტოები ეკიდა. კაცი მეოთხე ოთახთან გაჩერდა და კარი შეაღო. ოთახის შუაგულში კვარცხლბეკივით აღმართულიყო წითელი ხის სვეტებიანი საწოლი, მუქ-წითელი ფარდებით. ასეთივე ფერის ფართონაკეცებიანი ნაქარგი ფარდები სანახევროდ ფარავდა ორ უზარმაზარ ფანჯარას. საწოლს იქით მაგიდა იდგა. ზედ წითელი სუფრა ეფარა, მაგიდაზე კი ორი ჭიქა, ბოთლი ღვინო და ტკბილეული ეწყო.ნოხიც მეწამული ფერისა იყო და კედლების ფერს ეხამებოდა. მათში ადგილ-ადგილ მიხაკის ფერი სჭარბობდა. ძველი, მუქი წითელი ხის გარდერობი, ტუალეტის მაგიდა და სკამები სარკესავით პრიალებდა. ამ მუქი ფერების ფონზე მკვეთრად გამოირჩეოდა მაღალი საწოლი წითელი ბუმბულის ლეიბებითა და ბალიშებით. საწოლს სისხლივით, მუქი წითელი გადასაფარებელი ამშვენებდა. იქვე, თავთან ახლოს, ასევე შინდისფერი, ფართო და რბილი სავარძელი იდგა. მის წინ კი ფეხის მოსასვენებელ პატარა სკამს შეამჩნევდით. ოთახში სასიამოვნო სითბო ტრიალებდა. საწოლში ახალგაზრდა თვრამეტი წლის ქალი იწვა და მშვიდად ეძინა. კაცი ცოტა ხანს სავარძელზე ჩამოჯდა, ღვინით ჭიქა ნახევრად აივსო, შავი ჰალსტუხი ოდნავ შეიხსნა და ფეხები განზე დაიწყო. რამდენიმე ყლუპი წითელი ღვინო მოსვა, ჭიქა მარჯვენა ხელში ეჭირა მარცხენა ხელი კი მუხლზე დაედო და ერთს წერტილს მიშტერებოდა. -მოხვედი?-სუსტი ხმადაბლა ხმა მოესმა კაცს საწოლიდან, წითელ საბანში გახვეული ოდნავ მომღიმარი, მაგრამ ჯერ კიდევ ნახევრად მძინარე ქალის დანახვისას ჩაეღიმა. -მოვედი.- თქვა კაცმა და წარმოდგა. შავი პიჯაკი გაიხადა და იქვე სავარძელზე დაგდო,მალევე ჰალსტუხიც მიაყოლა და თეთრი პერანგის რამდენიმე ღილი შეიხსნა. საწოლთან ახლოს მივიდა და საწოლის გვერდით მდგარ ხის ტუმბოზე,საფულე დადო,შემდეგ შავი ტყავის ქამარი მოიხსნა და Zastava CZ99(იარაღი) იმავე მაგიდაზე დადო. საწოლზე ჩამოჯდა, ქალის თმაში ხელი შეაცურა და შიშველ თბილ მხარზე აკოცა. -ცუდად ხარ?-იკითხა კაცმა ამის შემდეგ. -ქვემოთ ყოფნა არ მინდოდა და საბაბად ეგ მოვიფიქრე...მერე ვერ გავიგე როგორ ჩამეძინა.- თქვა ქალმა და თვალები მინაბა, კაცის ცივი თითები რომ იგრძნო თმაში.გაყინული ხარ,საიდან მოდიხარ?- თქვა ქალმა ოდნავ წამოიწია,კაცს სველი თმა აუჩეჩა,მისი ორივე ცივი ხელი თავის თბილ ხელებში მოიქცია და გულზე მიხუტა. -სასაფლაოდან...- თქვა კაცმა,გოგონას მოეხვია და მის თბილ ყელში ჩარგო თავი.-მელანო,რა კარგი სურნელი გაქვს.- თქვა ლევანიმ და გოგონას დატალღულ,თმის ბოლოები თითებში ახლართა. -გაცივდები ლევან...-იძახდა გოგონა და კაცს ცივ სახეზე თითებით ეფერებოდა. ერთმანეთის ალერსი პირველი ერთად გატარებული ღამიდან არ მოჰკლებიათ და არც ახლა იკლებდნენ. ლევანიმ მელანოს წელზე გადაიტანა ხელები და ახლა თავის მუხლებზე დაისვა, თვითონ კი საწოლის კიდეს მიეყრდო. ქალმა კაცის თეთრი პერანგი კიდევ უფრო შეხსნა და ახლა უკვე მოშიშვლებულ სხეულზე აეკრო კაცს, ყელზე რამდენჯერმე თბილი კოცნაც დაუტოვა. ლევანის სასწაულად სიამოვნებდა გოგონაც, იგივე ვნებით რომ პასუხობდა. კაცმა ხელები ქალის შავი მოკლე საღამურის ქვეშ შეაცურა და მალევე კვლავ იხილა უკვე მელანოს შიშველი სხეული, რომელიც იმ წამს სამყაროს ერჩივნა. შარვლის შეხსნა კი საკუთარ თავზე აიღო გოგონამ და მალევე თავდავიწყებმა,ეუფორიამაც მოაღწია ორივემდე. ქალი ყრუ კვნესა კაცის ყურთან, ლევანის კიდევ უფრო ვნებას მატებდა მაგრამ არა მხოლოდ ვნებას. ქალის სხეულს რაც შეიძლება ნაზად ეხებოდა,დროდადრო ჰკოცნიდა ტუჩებსა და ნიკაპზე. მის სურნელით ყოველჯერზე თავს იბრუებდა და ეფერებოდა. ალბათ მაინც სხვანაირი გრძნობა როცა ვნებას სიყვარულიც თან ახლავს, მაგრამ ეს საკითხი ჯერ კიდევ გასარკვევი იყო. კაცი გოგონას გვერდით მოწყვეტით დაეშვა და მის აჩქარებულ გულის ცემას დაუგდო ყური, შემდეგ მკერდზე აკოცა, გოგონამაც თავი კაცის მკლავზე დადო და მისკენ მიბრუნდა. ერთმანეთს პირისპირ იწვნენ და ერთმანეთს მისჩერებოდნენ, ლევანი კი მელანოს ლოყაზე დატარებდა თითებს. -ლევან ზურგზე რა გახატია?სულ მინდოდა ამის კითხვა...- თქვა ქალმა წყნარი ხმით და ახლა კაცის მხარზე ჩამოდო თავი. -ფენიქსი.- თქვა ხმადაბლა ლევანიმ და შუბლზე მოწყვეტით აკოცა ქალს. -რა დატვირთა აქვს?- დაინტერესდა გოგონა და მეორე მხარეს გადაცოცდა, ლევანის ზურგზე არსებობულ ტატუს კიდევ უფრო კარგად დაკვირდა. კაცს კი ოდნავ ჩაეცინა, თუმცა მოეწონა გოგონას ცნობისმოყვარეეობა. -ფენიქსი საკუთარ თავს წვავს, ხოლო შემდეგ აღსდგება ფერფლიდან.... ფენიქსი თავიდან დაბადების სიმბოლოა.-თქვა ლევანიმ და ახლა ოდნავ წამოწია,ქალს რომ კიდევ უფრო კარგად დაენახა, მის ზურგზე არსებობულ ფრთებგაშლილი ფენიქსის ტატუ. -შეგეფერება.- მოკლედღა თქვა ქალმა და კაცს ზურგზე ტატუს ადგილას აკოცა. - მელანო,მოდი ჩემთან.- თქვა ლევანიმ და ქალს მოეხვია. მელანოც მის მკლავებში სულ მთლად მოეშვა და თვალები დახუჭა. -მომენატრე ლევან...- ხმადაბლა თქვა ქალმა. კაცს არაფერი უპასუხია,დადუმდა. რამდენიმე წუთში ფოივერკებით განათდა ცა. დედაქალაქი ახალ წელს შეეგება. -მელანო,ახალ წელს გილოცავ.- თქვა ლევანიმ და ქალს კიდევ ერთხელ აკოცა შუბლზე. - მეც გილოცავ.- ჩუმად თქვა უკვე ნახევრად მძინარე ქალმა და საბოლოოდ,მიეცა ძილს ლევანის მკლავებში. მელანო ანჯაფარიძე,18 წლის იყო. სკოლა დამთავრებული ჰქონდა და ალბათ დაახლოებით ერთი წელი იყო გასული მას შემდეგ,რაც აქ დაეწყო ,,მუშაობა". მისი პირველი და ალბათ ბოლო ,,კლიენტი" ლევან კალიჩენკო იყო, რომელიც დამატებით თანხას იხდიდა,მელანოსთან რომ მის გარდა არავინ შეშვათ. ეს კარგად მეტყველებდა იმ ფაქტზე, რომ ლევანი მესაკუთრე და ეგოისტი იყო, ამით ისიც მშვენივრად ჩანდა, რომ კაცს უნდოდა მის ,,ქალს" სხვა არავინ შეხებოდა და სხვას არავის წაებილწა. ყველამ კარგად იცოდა, რომ მელანო მხოლოდ ლევანისთვის იყო, ამიტომ მას არავინ ეხებოდა. გარდა ამისა,მელანო ნინას ძმიშვილი იყო, ამიტომ ზოგჯერ პრივილეგიებითაც სარგებლობდა. ნინა ერთადერთი იყო რაც მელანოს გააჩნდა,დედ-მამა გარდაცვლილი ჰყავდა, ამიტომ ნინას გაზრდილი იყო. საკუთარ თავზე მეტად უყვარდა ნინა,და საკუთარ თავზე მეტადაც ბედისგან დაჩაგრული ნინა ეცოდებოდა. სკოლაში თქვენ წარმოიდგინეთ და კარგი მოსწავლე იყო,ნინას ძალზედ ენანებოდა გოგონა ამ საქმისთვის მაგრამ სხვა გზა არ იყო. მელანოს სახელი მთელს თბილისში უკვე გატეხილი ჰქონდა, რადგან ნინას ძმიშვილი იყო,ნინა კი თბილისში ყველაზე დიდ მეძავად იყო ცნობილი, თუმცა ამ ისტორის უკანაც იმალებოდა საინტერესო ფაქტები. მელანოს ბედი იმ ღამით გადააწყდა,როდესაც მელანომ ლევანი პირველად დაინახა და ლევანიმაც ზუსტად ის აირჩია. სწორედ იმ ღამეს ჩააბარა მელანომ თავის უმანკოება ლევანს, მაშინ საერთოდ არ იცოდა არაფერი მის შესახებ. მაგრამ დროთა განმავლობაში გაიცნო... გაიცნო და მას შემდეგ მხოლოდ იმაზე ოცნებობდა რომ სხვა სამყაროში დაბადებულიყო, სადაც თვითონ მეძავის სტატუსი არ ექნებოდა და თავისუფალად,ხალხის ჭორაობის გარეშე, შეძლებდა ლევანთან ერთად ყოფნას. ლევან კალიჩენკო,24 წლის იყო. თბილისში ცნობილი, როგორც ალამანტერა. ლევანს მხოლოდ ერთი უმცროსი ძმა ჰყავდა, რომელიც დეკემბერის დასაწყისში მოეკლათ.მშობლები გარდაცვლილი ჰყავდა,მის და მის ძმას კი მამის მეგობარი ზრდიდათ. ეს ადრე, თორემ ახლა ლევანი უკვე შეკაცებულიყო და შვილივით და კარგი პარტნიორივით გვერდში ედგა, არჩილ ონიანს, ცნობილს როგორც თბილისკი. არჩილი ლევანს მართლაც საკუთარი შვილივით ზრდიდა,და სულაც არა გასაკვირი, რომ მისი გაზრდის შემდეგ ლევანიც შავ ბინძურ სამყაროში მოექცა. თუმცა ეს ბედი მაინც არ აცდებოდა,თუნდაც მამამისიც რომ ცოცხალი ყოფილიყო... ლევანი, უმცროს ძმასთან შედარებით ამტანი იყო, ალბათ ეს იმიტომ, რომ არჩილი ლევანის უფრო გამოარჩევდა და მასში უფრო ხედავდა პოტენციალს. ლევანი,ონიანს იმედებს არასდროს უცრუებდა და არჩილიც მისით ყოველთვის ამაყობდა, ხშირად საკუთარ შვილად მოიხსენიბდა კიდეც. ლევანი მართლაც ამტანი და გამტანი იყო. მოთავისე და მოწინავე. ეგოისტი და საქმის ბოლომდე მიმყვანი. ამჯერად ძმის მკვლელი ყავდა სამიზნეში ამოღებული. ნინას ლევანი სძულდა. ნინა ლევანიში სწორედ, რომ არჩილს ხედავდა. რომ არა ლოლას ფულისადმი სიხარბე,ნინა, ლევანს მელანოს არც გაკარებდა,მაგრამ მარტო უძლური იყო. ნინა ყოველთვის ხომ არ იყო არაა? არჩილი და ნინა ძველი კლასელები ყოფილან, არჩილს ნინა ყვარებია,ნინას კი არჩილი. თანაც თექვსმეტი წლიდან... ყველაფერი კარგად მიდიოდა,შეხვედრები,ყვავილები, რომანტიკა.... არაფერი მოუკლია არჩილს ნინასთვის. ნინას კი არც საკუთარი სხეული დანანებია, არჩილისთვის. თბილისში ყველამ იცოდა,რომ ნინა და არჩილი ერთად იყვნენ. ეს ყველაფერი იქამდე გრძელდებოდა,სანამ 19 წლის ასაკში არჩილმა, ორსული ნინა არ მიატოვა, გამოუცხადა ცოლი მომყავსო,და ეგ კი მოიშორეო. აი ასე უთხრა და წავიდა. წავიდა და დაქორწინდა. ნინა კი დატოვა ორსული და სახელ გატეხილი. მთელი თბილისი მხოლოდ ნინას ადანაშაულებდა და ჭორაობდა, მხოლოდ მას ასხავდნენ ტალახს. მხოლოდ მას ქოლავდნენ ქვებით. ასე დაერქვა ნინას . ნინამ ბავშვი მოიშორა და თავის გული და სულიც იმ ბავშვს გატანა,სხვა გზა არ ჰქონდა. არც ბავშვის გაზრდისთვის საკმარისი ფული ჰქონდა და თვითონაც პატარა იყო,მხარში ამომდგომიც არავინ ყავდა. ვერ აიტანდა საკუთარი შვილისთვის, ვინმეს რომ დაეძახა. მას შემდეგ, აღარც არასდროს ყოფილა ორსულად ნინა. სამსახურში არავის აყავდა მიუხედავად იმისა,რომ საკმაოდ ჭკვიანი და განათლებული იყო. ბოზად წოდებული აღარავინ მიიღო. არცერთი კაცი სერიოზულად აღარ უყურება. როცა ყველამ მიატოვა,მხოლოდ საროსკიპოს კარმა მიიღო. და აი მაშინ გახდა ნამდვილი , მეძავი...თუმცა ვერავინ შეიყვარა,ან ჯერ კიდევ ვერ გადაიყვარა. ნინას ჯერ კიდევ ახსოვს არჩილის ქორწილის შესახებზ რომ ყველა გაზეთში წერდნენ, ყველა წაკითხული წინადადება ახსოვს... შემდეგ ისიც ახსოვს როგორ სიხარულით ელოდებოდა, არჩილი, თავის ცოლის მშობიარობას, საავადმყოფოს გარეთ ყვავილებით ხელში...ნინას კი ბავშვის მოშორება აიძულა. შესძულდა. ყველაზე მეტად არჩილი შესრულდა... რომელმაც ჯერ არ დაბადებული მათი შვილი და სიყვარული მოკლა,ისე ვითომც არაფერი. ლევანიც სწორედ ამიტომ სძულდა, ლევანიში მხოლოდ არჩილს ხედავდა. ნინამ მელანოს ოცნებებზე მშვენივრად იცოდა... მაგრამ ნინამ ისიც კარგად ოცოდა, რომ არჩილი ლევანს, ნინას ძმიშვილის და თანაც საროსკიპოში მყოფ მელანოს ცოლად კი არა, მისი სახელის ტერიტორიაზეც არ მიყავანინებდა. ამიტომ მელანოს ყოველთვის ეჩხუბებოდა და ჭკუას არიგებდა, მაგრამ ვის ესმოდა... მელანო ოცნებებში დაფრინავდა, როგორც ნინა მის ასაკში.... ნინას ფრთები დამტვრიეს და ისე დატოვეს,ნეტავ მელანოს რა ელოდა? კვლავ დამტვრეული ფრთები თუ კიდევ უფრო მაღლა აფრენა? P.S რას იტყვით აბა?როგორია? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.