შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული ფარაფრას ოაზისამდე ნაწილი 5


24-01-2024, 16:18
ავტორი Elizabedi.girl from nowhere
ნანახია 731

კარგა ხნის შემდეგ, შორ მანძილზე თვალი ორ კაცს მოვკარი, ცხენოსნობს.ალიც იქვე მოდიოდა.სილუეტები მაშინვე ვიცანი .ეს ორი მამაკაცი სალიმი და ნეჯდეთი არიან. ისინი ადრე ჩემი ქარავნის წევრები იყვნენ, მაგრამ შემდეგ გვიღალატეს და გაძევდნენ. გვერდზე ამოგვიდგნენ.

სალიმი:გამარჯობა მეგობარო დამახინჯებული ინგლისურით თქვა.

მე:ვხედავ უცხოური გისწავლია.

ის:მომიწია გავიგე ახალი სარძლო მყავს და მისი ხათრით ვისწავლე. ელი აათვალიერა.

მე:რა გინდა?

ის:არაფერი, ვიფიქრე ქალბატონს თავას წარვუდგენდი თან მის გასაგონ ენაზე მაგრამ არ გამომივიდა, მერე შემოგივლით.

მე:აქედან დაიკარგეთ ორივე. თვალში ნუ მეჩხირებით, თორემ პასუხს დაგვინაებულად გაზღვევინებთ.

ნეჯდეთი:მაშალაჰ, ძმაო რა ლამზი ყოფილა ეს ქალი.

სულია:ქალებში გემოვნებას არასდროს უჩივოდა ქაბირი.

ნეჯდეთი:კაი რა, ეს გოგო გზად რომ შემხვედროდა სულ ტურისტრბთან ერთად, მაინც მივისაკუთრებდი. ამან კიდე ლატარიასავით მოიგო.

მე:სიტყვები აკონტროლე როცა ლაპარაკობ ნეჯდეთ, თორემ მაგ ენას ამოგაცლი და ხელში დაგაკავებინებ .

საშინლად გავბრაზდი. ეს უწესობა იყო და შეურაცხყოფა.

ნეჯდეთი:რაიყო მართლა გულში ჩაგივარდა? ევროპელია ვერ ხედავ, რიგითი ბ**ია .

მე:მოკეტე როგორ ბედავ.

სულა:რა იყო, ტყუილია თუ რა? დავიჯერო არ გადაგიშლა ფეხები?

მე:რას ბოდავ თუ ხვდები.

ვუღრილე მთელ ხმაზე .საყელოზე დავწვდი და ცხენიდან ჩამოვაგდე.მეც ჩავქვეითდი და ვწვდი .საშინლად ვიყავი გაბრაზებული ეს სრული საშინელება იყო და ამისთვის პასუხს აგებდა, თანაც მას უკევ ჰქონდა ჩემთან ვალი ასე რომ, იმასაც გამოვისყიდი.გაბრაზებული ვურტყამდი, იდიოტი როგორ ბედავს და აქ მოდის..გონება სულ დაბინდული მქონდა არაფერი მესმოდა, მხოლოდ მის მოკვალს ვცდილობდი.ვხვდებოდი ჩემ გაჩერებას ცდილობდნენ, მაგარ ამასაც ვაგდებდი .ბოლოს ალიმ შემაჯანჯღარა და მიღრიალა.გონს მაშინღა მოვედი, კაცს ლურჯი ფერი მიეღო. ხელები ვუშვი და გაიქცა.

მე:რატომ შემაჩერე, უნდა მომეკლა, ვერ გაიგე რა თქვა? ის ამას იმსახურებდა.

ალი:ძმაო ქარიმ დამშვიდდი. ქალი გაითიშა, მგონი რაღაც დაემართა.

მე:რაა ?რანაირად?

ალი:მოიცა, მოიცა შენ არც გაგიგია როდის გაიღვიძა?

თავი გავაქნიე .მაშინაღა მივხვდი, რომ ის ვინც ჩემს გაჩერებას ცდილობადა და თავიდან მოვიშორე ის იყო.

მე:რა გავაკეთე?რა ჯანდაბა ვქენი?

ალი:ის შენს შეჩერებას ცდილობდა, ხელი ჰკარი და ზურგით კლდეს შეეჯახა გაითიშა.

მე:რა?ჯანდაბა ჩემს თავს რა დებილი ვარ .

მასთან მივვარდი, უგონოდ ეგდო.

მე:ელი, ელი გაიღვიძე, ელი გაახილე თვალები. ელი შემომხედე.

ვანჯღრევდი გონს არ მოდიოდა. თავი ჯანსაღად ჰქონდა არ გასტყდომოდა .

მე:იმ ექიმბაშს დაუძახეთ დროზე! მოიყვანეს, იმან გასინჯა.

ის:გადარჩით რომ ზურგით სწორ ადგილს მიეჯახა, თორემ შეიძლება ვეღარც გაევლო.ძლიერი დარტყმა არ უნდა იყოს, ალბათ უბრალოდ გონება დაკარგა. მისთვის ახლა სიცხეში დიდხანს ყოფნა არ შეიძლება ვინმემ წიაყვანეთ .

მე:მას მე წავიყვან და წინ წავალ, სადაც დავბანაკდებით იცით, თქვენც მოგვყვებით.

ის:ფრთხილად აიყვანეთ.შვილო ქარიმ, შენ ცხენზე დაჯექი. ისინი მოგაწვდიან ქალს.

მე:არაა საჭირო. მე მივხედავ მას.

ხელებში მოვიქციე და ფრთხილად ავიყვანე.ცხენზე დავჯექი.ის ჩემს წინ იყო. ცხენზე გვერდულად დავსვი და ერთი ხელით ვიჭერდი.ტანით ზედ მეყრდნობოდა. სწრაფად მივდიოდით.მართალია ქარავანსაც ვჭირდები, მაგრამ სხვა მას ვერ მიხედავს, რომ გაიღვიძოს და ვერ მნახოს შეეშინდება.თანაც ის სხვასთან ასე ახლოს ვერ იქნება .ახლა ზედ მეკვრის, თავი ჩემ მხარზე უდევს ხელებიც გულზე უწყვია.მისი სუნთქვა სხეულზე მეცემა და მისი გულის ცემას ახლოდან ვგრძნობ.მისი გაწეწილი თმები მხრებზე მაყრია და სახეზე მედება.ის სხვასთან ასე ახლოს ვერ იქნება, არ შეიძლება.გზა სწრაფად გავიარეთ, ღამის ადგიალს ჯერ კიდევ საღამოს მივედით. კარავი გავშალე ფრთხილად მივაწვინე.იქვე დავჯექი. თვალი არ მომიცილებია.მშვიდად სუნთქავდა.ქარავანი გვიან მოვიდა და დაბანაკდა.ალიმ მნახა, გარეთ არ გავსულვარ, ვერ მივატოვებ შეეშინდება. ალბათ გვაინ ღამე იქნებოდა თვალი რომ გაახილა.მაშინვე მივვარდი.

მე:მადლობა ღმერთს გაიღვიძე, კარგად ხარ? რამე გტკივა ?

წუთით გაქვავდა, მერე წამოხტა და უკან დაიხია. კარვის კუთხეში მიიყუჟა.მეც ავდექი და მისკენ წავედი.

ის:არა, არ მომიახლოვდე. მანდ გაჩერდი, არ მოხვდე.

ტირილი დაიწყო.გაკვირვებული ვიყავი, თუმცა რას ველოდი, მე ჩავაგდე ამ დღეში.

მე:ელი დამშვიდდი, ყველაფერი კარგადაა. ნუ გეშინია.

ის:მანდ გაჩერდი, არ მოემკარო. ქარავანი სადაა, სხვები სად არიან.ყვიროდა.

მე:დამშვიდდი, ნუ გეშინია . ყველა აქაა, ყველაფერი რიგზეა. დაწყნარდი, არაფერს დაგიშავებ, ეს ხომ იცი არა?

ნელა ვუახლოვდებოდი უკან-უკან მიდიოდა.

ის:შენ ის კაცი... ის კაცი სად არის მოკალი? მკვლელი ხარ? რა ქენი ყველა დახოცე ? რა ჯანდაბა გააკეთე.

მიყვირა, გაკვირვებული ვუყურებდი.მიუხედავად იმისა, რომ ეშინოდა, ტიროდა მაინც მიყვიროდა.

მე:არა ელი, არავინ მომიკლავს. ნუ გეშინია ორივე ცოცხალია .დამშვიდდი, ისევ ცუდად არ გახდე, დაჯექი.ყველაფერი კარგადაა.

ის:არაფერია კარგად .შენ მათი მოკვლა გინდოდა, რომ მოგეკლა, ისე იქცეოდი, გიჟივით. არაფერი გესმოდა, შენ ის, შენ ვერ იქნებოდი. შენ არ იქნებოდი.

მე:ელი ყველაფერი კარგადაა. მე უბრალოდ წყობიდან გამოვედი. სულ ესაა, არავის მოკვლას ვაპირებდი მართლა.დამშვიდდი და დაჯექი.მიდი გთხოვ.

იქვე ჩამოჯდა, მისკენ წავედი.

ის:არა, არა მანდ იყავი. მანდ გაჩერდი, ნუ მოდიხარ.

მე:კარგი, ოღონდ დაწყნარდი ხო. ნუღარ ნერვიულობ, ცუდად გახდები.რამე გტკივა?

ის:ისე ნუ იქცევი თითქოს განათღვლებდეს. შენ მკვლელობას აპირებდი, შენ სხვა ვერ დაგაინტერესებს. ეს არ გამოვა.

მე:ელი მე შენ მაინტერესებ და არავის მოკვლას ვაპირებდი.რამე გტკივა?

თავი გააქნია.

მე:კარგია, მიდი დაიძინე. ახლა დაისვენე ენერგია გჭირდბა.

ის:ვერა, არ შემიძლია. თავიდან ვერ ვიცილებ იმ საშიშ კადრებს. შენ შეშლილს გავდი, შენ ხომ მართლა არ მოგიკლავს ისინი არა? შემომხედა.

მე:არა, არ მომიკლავს. შენ ხომ ჩემი გჯერა არა?

ოდნავ დამიქნია თავი.

მე:კარგია, ძალიან შემაშინე .

ის:მე? მგონი მაგას მე უნდა ვამბობდე.

მე:როცა ალიმ მითხრა, რომ გაითიშე, ისე შემეშინდა. მე გეძახდი და არ ფხიზლდებოდი, მეგონა რამე დაგმართე და ჩემი ხელით გავნე. ეს საშინელი გრძნობა იყო.თავს ახლაც დამნაშავედ ვგრძნობ ამისთვის. საღ აზრზე არ ვიყავი როცა გავნე, მართლა არ მინდოდა. დამიჯერე, ყველაზე მეტად შენი ვნება არ მინდოდა.მართლა, გეფიცები არც კი მიფიქრია რამე დამეშავებინა შენთვის.

ის:ვიცი, მჯერა რომ ასეა.შენც შემაშინე, იმ ალ ქარიმს არ გავდი, მე რომ ვიცნობ. ძალიან საშიში იყავი.

მე:ვიცი და არ მინდოდა. ყველაზე მეტად შენი შეშინება არ მინდოდა, მართლა.მეგონა, მეგონა რამე დაგიშავე და კინაღამ მოვკვდი .როცა გავიაზრე, რომ მე შემეძლო შენთვის მევნო, ამან გამაგიჟა .

ის :რაც იყო, იყო. უბრალოდ, აღარ მინდა ასეთი გნახო. გთხოვ, მე არ მინდა, რომ შენი მეშინოდეს და არ გენდობოდე ეს ძალიან ცუდი იქნება.

მე:არც მე მინდა, რომ ჩემი ნდობა დაკარგო და ვითუმეტეს ჩემი გეშინოდეს .საერთოდაც, შენ ძალიან მამაცი გოგო ხარ და არასდროს უნდა შეგეშინდეს ხოლმე კაი?

ის:თუ დავინახავ, რომ ადმიანი ვისაც სიცოცხლესაც კი დაუფიქრებლად ვანდობ, საშიშია და მკვლელია დამიჯერე, ჩემი სიმამაცე გაქრება თან სამუდამოდ.

ისეთი საყვარელი იყო, ჩაცრემლიანებული თვალებით. ჩავეხუტე.თვითონაც მომეხვია.

მე:გპირდები, ასე არ მოხდება შენ იმედებს აღარ გაგიცრუვებ, აღარასდროს ხომ გჯერა არა?

ის:კი მჯერა. იცოდე კიდევ აღარ შემაშინო ხო?

მე: სულელო გოგოვ, მთელი დედამიწის გადაწვა რომ მოვინდომო, შენ უკანასკნელი ხარ, ვისაც ჩემი უნდა შეეშინდეს. მე შენ არასდროს გავნებ და თუ მაინც ასე მოხდება მაშინ ვერ ვიცოცხლებ.ჩაეღიმა.

ის:მომისმინე და დაიმახსოვრე. ოდესმე თავში აზრადაც აღარ გაბედო ადამიანის მოკვლის გავლება, თორემ მე გავხდები მკვლელი და თან შენი მკვლელი. ხო გაიგე, არ გამაბრაზო იცოდე.

სიცილი ამიტყდა, მთელ ხმაზე ვიცინოდი.

მე:შენ აპირებ ჩემ მოკვლას, ესეთი პაწაწა და საყვარელი გოგო ? ამის ნახვა ნამდვილად ღირს

ის:საზიზღარო.ნუ მაბრაზებ.ოდნავ ჩამრტყა.

მე:აუ მაინც როგორ აპირებ ჩემს მოკვლას.? სიცილს ვერ ვიკავებდი .

ის:როგორ და რომ დაიძინებ, ყურში მარილს ჩაგაყრი .

მთელ ხმაზე ვხარხარებდი.

ის:ნუ იცინი, მე მართლა გეუბნები. აღარასდროს ჩაიდინო ასეთი რამ.

მე:შენ ისე დამაშინე როგორ გავბედავ . კაი, გპირდები ამაზე არასდროს ვიზამ და გავიცინე.

მან თვალები მიჭუტა.

ის:დაგიჯერო?

მე: კი, დაიჯერე, თუ გინდა დავიფიცო ?

თავი დამიქნია.გამეცინა.

მე:კაი, შენ თავს გეფიცები. აღარასდროს არავის მოკვალს გავიველბ თავში აზრად.

კმაყოფილმა დააქნია თავი.

მე:დამთავრდა?ახლა დაიძინე.

თავი დაიქნია, დაამთქნარა და ემბრიონის პოზაში დაწვა.მეორე დღემ მშვიდად გაიარა. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა.მთელი დღე მშვიდად გავატარეთ .საღამოს კარვებში ვიყავით დაბანაკებულები.ცხელოდა და მშვიდად ძილს ვაპირებდი.არ ვიცი რა დრო იყო, მაგრამ გამეღვიძა.გარედან უცნაური ბუტბუტი შემომესმა.გასვლა გადავწყვიტე.კარავი ავხსენი და გავედი.მთვარე ცენტრში იყო, სანახაობამ გამაქვავა.ელი კარვებისგან დაშორებით დიუნის თავზე დაჩოქილი, მუხლებზე იდგა.პირი აღმოსავლეთისკენ ექცია და ბუტბუტებდა.მივხვდი ლოცულობდა და ხელი არ შევუშალე.კარავთან ვიდექი.მთვარე სახეზე ანათებდა.თმები უფრიალებდა, თავზე კი ჰიჯაბი თავისებურად ეკეთა. ისე, რომ მხოლოდ ნაწილ თმას მალავდა.დიდხანს არ გაგრძელებულა.მალევე ადგა. მობრუნდა, სახეზე ჩამოყრილი ცრემლები მოიცილა და გამიღიმა.

ის:ბოდიში, მგონი გაგაღვიძე.

მე:არა, უბრალოდ გამეღვიძა და გამოსვლა გადავწყვიტე.

ის:იცი, ახლა ჩემს სამშობლოში უდიდესი დღესასწაული შებრძანდა. მთელი საქრისტიანოში ჯადოსნური ღამეა, აღდგომის ღამე.ჩემი ღმერთი მკვდრეთით აღსდგა და ცაში წავიდა.

მე:ახლა გასაგებია.კარგი გარეთ ცივა, მიდი დაიძინე.

ის:მინდა რამდენიმე საათი მაინც გავათენო, იმედია გამომივა.

მე: ეს ტრადიციაა?

ის:დაახლოებით ასეა, გრძელი ამბავია.

მე:იცი მეც არ მეძინება. მოდი მომიყევი თან დროც გავა.

ის:არ მინდა შეგაწუხო, შენ დაიძინე.

მე:არ მაწუხებ, თან მაინტერესებს.

ის:კარგი მაშინ.

კარავში შევედით. ის კუთხეში დაჯდა, მეც იქვე მოვიკეცე.

ის:იცი, ამ ღამით ყველა ტაძარში დიდი ლოცვები იკითხება.ხალხი მიდის და ღამეს ათევს.მე როცა წამოვიზარდე, ალბათ 14-15 წლიდან, მივდიოდი ხოლმე მეგობრებთან ერთად.ჩემი ძმა და მეორე ბიჭი ბოლომდე რჩებოდნენ. გოგოები ადრე მოვდიოდით. მეც მქონდა ხოლმე სურვილი დიდხანს დარჩენის მაგრამ არ გამოდიოდა.საერთოდაც, ბავშვოდბიდან ბიჭური გოგო ვიყავი.ხეებზე და სახურავებზე დავძვრებოდი.ჩემ ძმასაც ვასწავლიდი. ჩემზე ერთი წლით პატარაა.ის ბავშვობაში ჭარბწონიანი იყო და ხან სად იჭედებოდა ხან სად .ამაზე გაიცინა თითქოს რაღაცას იგონებდა.თვალები აბრწყინებულ ჰქონდა.ჩვენ ერთ პატარა სოფელში გავიზარდეთ, თავიდან ოთხი ბავშვი ვიყავით. მერე ერთი მიგვემატა და გოგოებმა ბიჭებს გავუსწარით რაოდენობაში .იცი ის ადამიანები დღმდე ჩემთვის ყველაზე ახლოს არიან . მათში ყველაზე დიდი მე ვარ. შენდეგი ჩემი დაქალის ძმაა. მე და ის ტოლები ვართ ასაკით. ერთად გავიზარდეთ და სულ ნერვებს მიშლიდა, სულ. დიდი მატრაბაზია რა.გაეცინა.მეც გამეცინა.მერე ჩემი ძმა მოდის. ამის შემდეგ კიდე ჩემი დაქალი. რომ მკითხო, როგორ გაიცანით ერთმანეთიო, არცერთი არ მახსოვს. დაბადებიდან ერთად ვართ.მერე მათი და დაიბადა. ის ჩემს თვალწინ გაიზარდა და დღემდე არ მჯერა, რომ უკევ ამხელაა.მართლა პატარა დასავითაა. მომენატრნენ ეგ იდიოტები. თან ტიროდა თან იცინოდა.ხოდა ჩვენი ხუთეული სულ ერთად დადიოდა ეკლესიაში, სკვერი თუ სხვაგან.

მე:რა კარგია, ადამიანს ასეთი ახლო მეგობრები რომ გყავს. ჩემთვის ასეთი ალია. ბავშვობიდან ვიცნობ ძმასავით მიყვარს.გამიღიმა.

მე:კარგი მოსაუბრე ხარ ელი. ისე ყველა ასე გეძახის?

ის:არა, არავინ მეძახის ასე .ყველა ჩემს სახელს მეძახის. არაა, გატყუებ ჩემი სახელის სხვადასხვა ვერსიას. უმეტესობა მიმოკლებს და "ელ"-ს მეძახის.ძველი თაობა "ელენა"-ს მეძახის, რაც საშინლად მაღიზიანებს.ნუ მოკლედ რა, ზოგი რას და ზოგი რას. მაგრამ ელის არავინ მეძახის.

მე:გასაგებია.

სიმშვიდე ჩამოწვა.ვხედავდი ეძინებოდა და არაფერს ვამბობდი.მართლაც, მალევე ჩაეძინა. მუხლებზე ედო თავი და ეძინა.ჩამეღიმა. საყვარელი ალბათ ყველა ენატრება.თან ხვალ რაღაც დღესასწაული ყოფილა.მეც დამეძინა.მეორე დილით ადრიანად ავბარგდით. ჩანთებს რომ ვამოწმებდი, იმ ჩანთებში, რომელიც რუსების კარვებიდან წამოვიღე, რაღაც ნივთები ვიპოვე, ალაბთ ეს რელიგიასთანაა დაკავშირებული.ხის მოზრდილი ჯვარი და ხატები. ასევე ხუთიოდე სანთელი.გადავწყვიტე მისთვის მიმეცა, რადგან ისიც იმავე ჯვარს ატარებს ყელზე.ქარავანი წინ გავუშვი მერე მოვალთ ჩვენც. კარვიდან გამოვიდა.

ის:რა ხდება? დანარჩენები სად არიან?

მე:მე გავუშვი. შენთვის რაღაც მაქვს და მერე ჩვენც წავალთ. ისინი მივეცი.

შეიკივლა და გულში ჩაიხუტა.მერე ტირილი დაიწყო.ხტუნაობდა, კოცნიდა, ეხუტებოდა.

ის:ესენი საიდან გაქვს? ძალიან მიხარია, რომ ჩემთან არის. ძალიან ბედნიერი ვარ, მადლობა უღრმესი მადლობა.

თან ტიროდა თან იცინოდა. მომეხუტა და მალევე მომცილდა.

ის: მართლა დიდი, დიდი მადლობა. ასეთ დღეს ესენი ჩემთანაა და ეს შენი წყალობით.

მიღიმოდა.მეც მიხაროდა ასე რომ ვხედავდი.

მე:მე ჩარდახს ავშლი და ცხენს გავატარებ, შენ შეგიძლია ცოტა ხანს ამ ყველაფერთან განმარტოვდე .

ის:დიდი დიდი მადლობა.

გავედი ჩარდახს ნელა ვშლიდი.თან თვალს ვადევნებდი.ცხენიც ცოტა გავატარე, კარავთან ნაკვალევი რომ აღმოვაჩინე. იქვე შორიახლოს იყო და ჩვენი ქარავნისას არ ჰგავდა.ახლოს არავინ ჩანდა, მაგრამ აშკარაა ვიღაც კვალში გვედგა.რადგან საშიშს ვერაფერს ვხედავდი, არ შევაწუხე.იქვე გავიარე რომ რამე მეპოვა.თვალიდან მომცილდა.მალევე, გართულს მისი შეკივლება მომესმა. მაშინვე იქით წავედი .ოთხი ადამიანი გარს შემორტყმოდა და ხმლებს უშვერდა.იქ მივვარდი. კაცები აქეთ-იქით გავწიე. ტიროდა და გულში იმ ნივთებს იკრავდა.მაშინვე ზედ ამეკრო და სლუკუნებდა.ჩემს უკან მოვიქციე. ზურგს კლდე გვქონდა.

მე:ვინ ხართ?რა გინდათ? გოგოს შეეშვით, საქმე ჩემთან გაქვთ.

მის გულისცემას მე ვგრძნობდი და არც ჩემი იყო ნაკლები.

უცნობი:სახელები ნეჯდეთი და სულა გეცნობათ ხო? ჩემი ძმები არიან. ამ ალქაჯის გამო კი ახლა იარები აქვთ.

მე:ის არაფერ შუაშია, მას არაფერი დაუშავებია .

უცნობი:დიახაც აქ მის გამო ვარ, ჩვენ ზარალს ეს გოგო გადაფარავს. ნეჯდეთს მოეწონა და მივუყვანთ.

ჩაიცინა და ხმლის წვერით მისი კაბის აწევა სცადა.უკან დაიხია.ვწვდი და ხმალი გამოვგლიჯე

მე:არ მიეკარო, თორემ აქვე დაგმარხავ.

უცნობი:ვნახავთ ვინ ვის დამარხავს.

მე:კარგი, მაგრამ გოგოს წასვლის უფლება მიეცი. მან ეს არ უნდა ნახოს.

ის:პირიქით, ძალიან კარგად უნდა ნახოს. იქნებ მომავალ პატრონს უფრო მონდომებით გადაუშალოს ფეხები

მე:მოკეტე , როგორ ბედავ. ხმალი ყელზე მოვაბჯინე.

მათ ჩემსკენ მოიშვირეს.

მე:ელი არ უყურო, ამის ყურება არც გაბედო. უბრალოდ მშვიდად იყავი და არ უყურო.

თავი გააქნია და უფრო მომეკრა.

უცნობი:ვხედავ თავი შეაყვარე მაგ გოგოს. არაუშავრწ, ხო იცი ქალები როგორები არიან, სხვა თავზე ხელებს გადაუსვამს და ეგაა რა.

მას გავხედე და ვაიძულე თავი გაეტრიალებინა და თვალები დაეხუჭა.ვაღიარებ, მარტივი არ იყოს სამი იდიოტის მოგერიება, მაგრამ მოვახერხე. რაღაც დროის შემდეგ სამივე ძირს ეგდო.ორი დაჭრილი და მესამე გონება დაკარგული.მას ახლა გავხედე.ზურგით იდგა. კანკალებდა, მთელი სხეულით კანკალებდა.ტიროდა .ხელი ოდნავ შევახე.შეხტა.

მე:დამშვიდდი, მე ვარ .

შემობრუნდა, ამათვალიერა და ზედ მომეკრა.სლუკუნებდა.მეც მოვხვიე ხელები

მე:ყველაფერი კარგადაა. მორჩა, დამთავრდა. არაფერი მომხდარა მე შენთან ვარ.

ოდნავ მომცილდა

ის:შენ კარგად ხარ? რამე გეტკინა ?

მე:მხოლოდ მხარი, დამშვიდდი უბრალო ნაკაწრია.

ის:მართლა დარწმუნებული ხარ რომ სერიოზული არაფერია.?

მე:მგონი კი. წამოდი წავიდეთ.

უკან მომყვებოდა, უცებ არემარე გასროლის ხმა შეძრა. ზედიზედ სამი ტყვია გავარდა. ინსტიქტურად შევტრიალდი.ის იდიოტი გონზე მოსულიყო და იარაღი ეჭირა.სასწრაფოდ გამოვგლიჯე და დავრწმუნდი კიდევ დიდხანს ვერ გაიღვიძებდა.მერეღა ვიგრძენი ყრუ ტკივილი .გოგო მაშინვე ჩემთან მოვარდა.

ის:რა გჭირს?სად მოგხვდა კარგად ხარ?

მე:ნუ გეშინია, ყველაფერი კარგადაა.დამეხმარები ადგომაში?

ხელები მომკიდა და მოპირდაპირე მხარეს გადავედით კლდესთან დავჯექი.

ის:სად მოგხვდა?

მე:მხარში და ფეხში სერიოზულ ადგილას არაა.მესამე ტყვია ალბათ ამცდა.შენ ხო კარგად ხარ?

მაშინვე თავი დამიქნია.

ის:რა ვქნათ, სიარულს შეძლებ? ჯაფარა ტყვიის ხმაზე დაფრთხა და გაიქცა.

მე:ქარავანთან წავიდა.მომისმინე ყურადღებით. ჯაგფარას აღვირის კვალს მიჰყევი ,აუცილებლად ქარავანთან მიგიყვანს. შორს არ იქნებიან, თანაც ტყვიის ხმასაც გაიგებდნენ. ჯაფარაც ჩემ გარეშე რომ მივა, აუცილებლად წამოვლენ აქეთ. გზად შეხვდები და დაგვეხმარებიან ხო?

ის:გაგიჟდი?ასეთ მდგომარეობაში მეუბნები, რომ მარტო დაგტოვო?არავითარ შემთხვევაში. შენ გარეშე ფეხსაც არ მოვიცვლი.

მე:ელი, გთხოვ შენ ხო კარგი გოგო ხარ არაა, არაფერი მომივა. უნდა წახვიდე და ვინმე მოიყვანო.

ის:არა, არ შეიძლება. მარტოს ვერ დაგტოვებ.ახლა კიდევ მოისვენე და მაცადე ჭრილობები ვნახო.

აბაიას გახსნა დაიწყო.ხმლით მიყენებული ჭრილობა მძიმე არ იყო. ტყვიის კი ღრმად არ იყო.

მე:ხომ ხედავ სერიოზული არაფერია, წადი

ის:გაჩუმდი რა. ჭრილობებს გაგისუფთავებ, ინფექცია არ შეგეჭრას და შეგიხვევ.

მე:როგორ?

ის:ვიცი რომ სავალდებულოდ თვლი ამ ჰიჯაბის ტარებას, მაგრამ ახლა შენ უფრო გჭირდება.

პატარა ნაწილი მოახია და წყლით დაასველა.ფრთხილად მწმენდდა, რომ ზედმეტად არ შემხებოდა და არ მტკენოდა.

ის:აი ასე, ახლა შევახვიოთ.

მე:ელი ტყვიები შენ უნდა ამოიღო. ღრმად არაა, დროს ვერ დავაკარგავთ.

ის:მე?მაგრამ რანაირად, ყველანაირი იარაღის გარეშე. შიშველი ხელებით.თანაც ეს საშინლად მტკივნეული იქნება, შეიძლება გაითიშო კიდეც.

მე:არ შეგეშინდეს, გავუძლებ.მიდი ფეხით დაიწყე.ეს დანა გამომართვი.ჭრილობას დაუსვი და ტყვიასაც დაინახავ.

ის:მაგრამ მე

მე:არანაირი მე, მიდი სამ თვლაზე ერთი, ორი და სამი.

დაუსვა, საშინელი ტკივილი იყო. გული შემეკუმშა და მერე არაფერი მახსოვს.

ელი

ის მე წარმოუდგენელ რამეს მავალებდა.როგორ შემეძლო შიშველი ხელებით ტყვიის ამოღება.ეს ხომ საშინლად მტკივნეული იქნება.დანა რომ დავუსვი გაითიშა.ძალიან შემეშინდა, მაგრამ სწრაფად უნდა მემოქმედა.ტყვია ძლივს ამოვიღე.გონზე არ იყო და გაურკვეველ ხმებს გამოსცემდა. როგორც კი ამოვიღე მაშინვე მოვბანე და მჭიდროდ შევუხვიე.ახლა ბეჭზე გადავედი, აქ საქმე გამიმარტივდა. ტყვია შორს არ იყო და ხელის დაწოლით ამოვიღე, მაგრად გავუკარი.წყალი დავალევინე .ვერავის დაველოდებოდი, უნდა წავსულიყავით აღვირის კვალი სანამ ეტყობოდა ქვიშას.მაგრამ გონზე მოსვლას არ ჩქარობდა.ხელი საშინლად მტკიოდა, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი.ძლივს ავაყენე.საკმაოდ მძიმე იყო.ხელებით ზურგზე მოვიკიდესავით და გზას დავადექი.ძალიან მიჭირდა.ხელიც უფროდაუფრო მტკიოდა და ძალა მეცლებოდა.ვჩერდებოდი და ვისვენებდი, წყალს ვასმევდი. უკვე სავსე მთვარე ცენტრში იყო, ცეცხლი რომ დავინახე.ჩვენები ამოვიცანი.ალი გამომეგება და მაშინვე შემომეშველა.კარავში შეიყვანეს ექიმბაშმა გასინჯა.მეც ძალიან ცუდად ვიყავი, დაღლილი და ხელის ტკივილს ლამის მოვეკალი რომ მითხრეს ხვალ გონს მოვაო, მაგის მერე აღარაფერი მახსოვს.

ალ ქარიმი

გონს რომ მოვედი, ჩარდახში ვიწექი.ესეიგი ქარავანმა გვიპოვა.მხარი და ხელი შეხვეული მქონდა.ალის ვუხმე ისიც მოვიდა.

ის:რა კარგია ძმაო გონს რომ მოხვედი.

მე:რა დრო გავიდა?

ის:უკვე მეორე საღამოა ძმაო.რა მოხდა?

მე:იმ მოღალატეების ძმა გამომეცხადა. ორ იდიოტთან ერთად. იარაღიდან გაისროლა, ორი ტყვია მომხვდა და მესამე ამცდა. ელის დაუძახე მინდა ვნახო.

ის: ქალს სძინავს ძმაო, დაღლილია, რომ გაიღვიძებს ვეტყვი.

მე:როგორაა?

ის:არაუშავრს.

ექიმბაშს მოვიყვან და მოავლ.ბებიაქალი მოვიდა.

ქალი:მიხარია გონზე რომ ხარ შვილო, იმ გოგოსგან განსხვავებით, ძლიერი ყოფილხარ.

მე:ალი ეს ქალი რას ამბობს, ელის რა სჭირს, მითხარი დროზე.

ალი: ბოლოს მაინც გაიგებდი, ქალი ცუდადაა ძმაო.

მე:რა დაემართა ?

ალი:ის მესამე ტყვია, მას მოხვდა ხელში .

მე:რაა? რანაირად? მითხრა არაფერი მჭირსო. როგორ ვერ შევამჩნიე, რომ დაჭრილი იყო.

ის:შენ უარეს დღეში იყავი.

მე:როდის გვიპოვეთ?

ის: ჩვენ არ გვიპოვიხარ ძმაო, თქვენით მოხვედით.

მე:რაა?მაგრამ მე ამ დროის მანძილზე გონზე არ ვყოფილვარ.

ის:ვიცი ძმაო.

მე:რას ამბობ, რომ იმ პატარა გოგომ, დაჭრილმა, ცხენის გარეშე, აქამდე საკუთარი ფეხით მომიყვანა?

ის:ასეა, ნამდვილად ძლიერი ქალია .მაგრამ ახლა არაა კარგად.

მე:რა ხდება?

ის:როგორც კი მოვიდა და შეგიყვანეთ, გაითიშა და მას მერე არც კი შერხეულა.ტყვიის ამოღებამ საშინელი ტკივილი მიაყენა.მაღალი სიცხეები აქვს, ოფლიანობა.შენ ხანდახან თვალს ახელდი. ის თითსაც კი არ ატოკებს, წყალს ძალით ვასმევთ.ბებიაქალმა თქვა, რომ მხოლოდ მასზეა დამოკიდებული რამდენად გაუძლებს.

მე:მასთან წამიყავნე ახლავე .

ის:არ შეილება გამოძრავება.

მე:აზრი არ მიკითხავს.

მასთან მივედი.კარავში უგონოდ იწვა, ფერი სულ დაჰკარგვოდა. ტუჩებზე ლურჯი ფერი ეკრა.სახე სულ დაცვარული ჰქონდა და თმები ეკრო.უარესად გავხდი ,ეს რომ დავინახე.მასთან დავჯექი.ალი გავუშვი.შუბლზე დავადე ხელი, სიცხით იწვოდა.

მე:ესეთი სისულელე რატომ გააკეთე ელი? ხედავ რა მოხდა?თავი ასეთ დღეში რატომ ჩაიგდე?იცოდე მალე გაიღვიძე, თორემ გაგიბრაზდები.პულსი შევუმოწმე, ნირმაში ჰქონდა.თმები გადავუწიე.

მე:თუ ის შეძელი, რომ აქამდე უგონოდ მყოფი მომიყვანე, გამოჯანმრთელებაც უნდა შეძლო ხო? რამე რომ მოგივიდეს, თავს ვერასდროს ვაპატიებ .სულელო, მაგის გამო კარგად გაგიბრაზდები, რომ გაიღვიძებ. ეს რა გააკეთე.ახლა კარგად გამოიძინე და მალე დაბრუნდი იცოდე.

შუბლზე მივაწებე ტუჩები.იქვე დავჯექი .როდის ჩამეძინა ვერც გავიგე.მოულოდნელად გამეღვიძა.შევნიშნე ხელებს როგორ ამოძრავებდა, მალე თვალებიც გაახილა.

მე:ელი, გონს მოხვედი, მალდობა ღმერთს როგორ ხარ ?

თავი ნელა დამიქნია.

მე:რამე გტკივა? იგივე გაიმეორა.

მე:დაღლილი ხარ ხო, არაუშავს ამღამ გამოიძინებ და კარგად გახდები, ნუ გეშინია.ტუჩები დააშორა.

ის:შენც უნდა დაისვენო .

ძლივს თქვა.

მე:მეც დავისვენებ. მიდი ახლა, დაიძინე.

თავი დამიქნია და თვალები მოხუჭა. იმ ღამეს მეც იქ მეძინა.დილით ადრე გამეღვიძა, მაგრამ აღმოჩნადა არც მას სძინებია.

მე:კარგად ხარ? რამე გტკივა?

ის:კარგად ვარ.ნუ ღელავ.

მე:ვხედავ ლაპარაკი შეგიძლია, ხოდა აბა გისმენ, რანაიარდ მოახერხე და თავი ასეთ დღეში ჩაიგდე.

ის:არ გაბრაზდე რა?.სწორედ მოვიქეცი, დრო რომ უკან დაბრუნდეს, მაინც იგივეს ვიზამ.

მე:ნუ მაბრაზებ, უნდა გეთქვა.

ის:შენ ჩემზე უარესად იყავი.

მე:კარგი, კარგი ვხედავ ლაპარაკობ. ესეიგი გამოკეთდი.კარგია მიხარია.

ის:ნუ მიბრაზდები რა? შენ როგორ ხარ? ჭრილობები გიხირცდება ხო?

მე:კი ასეა.

ის:კარგია, არ გაბრაზდე რა? შენც ასე მოვიქცეოდი.

მე:ხო, მე ნამდვილად ასე მოვიქცეოდი, მაგრამ მე შენ არ ვარ.

ის:გეყოს ბუზღუნი რა, არ გაბრაზდე .

მე:სულელო გოგოვ, წარმოგიდგენია მაინც რა გააკეთე?კინაღამ მოკვდი.

ის:უბრალო ჭრილობა იყო, შენ უფრო ცუდად იყავი .რა უნდა მექნა .ასე ხომ არ დაგტოვებდი.ტირილი დაიწყო .ნუ ბრაზობ რა .ისედაც ცუდად ვარ.

შემეცოდა და მივეხვიე.

მე:სულელო გოგოვ, შენ წარმოდგენაც არ გაქვს ჩემთვის რას ნიშნავ.რამე რომ მოგსვლოდა, რა უნდა მექნა ჰა? სიცოცხლე როგორ გამეგრძელებინა.რამე რომ მოგსვლოდა, თავს ვერასდროს ვაპატიებდი. მთელი ცხოვრება სანანებელი მექნებოდა.ასე უბრალოდ გადაწყვიტე რომ ჩემი გადარჩენა სიცოცხლედ გიღირდა. მე აზრი არ მკითხე, ასე აღარ მოიქცე. იცოდე რამე რომ დაგემართოს, თავს არ ვაპატიებ. შენ გარეშე ვერ ვიცოცხლებ იცოდე .

ის:მეც ვერ ვაპატიებდი ჩემ თავს გვიან რომ ყოფილიყო და ვერ გადაერჩინე. ალბათ მთელი ცხოვრება დავიტანჯებოდი. მადლობა ღმერთს ასე არ მოხდა. ახლა კი, ამაზე ნუღარ ვიჩხუბებთ. უკვე წარსულს ჩაბარადა.

მე:დამპირდი, რომ ასე აღარ მოიქცევი და თავს მოუფრთხილდები რა.ვალდებულება გაქვს.

ის:კაი გპირდები.

მე:კარგი გოგო ხარ. ახლა უნდა წავიდეთ, უკვე ალაგებენ.

თავი დამიქნია.ნახევარი საათის შემდეგ ყველაფერი მზად იყო.

ის:რა ხდება, თითქოს ყველა დაძაბულია.

მე:მაგას გზაში მოგიყვები.ახლა კი, მართალია შენ შენი ჰიჯაბი გულმოდგინედ დახიე, მაგრამ სხვა გზა არ გაქვს.

მე:სახეც დაიფარე, ძალიან ეცხელება და ქვიშა დაგწვავს.

თავი დამიქნია.ყველა აბარგდა.გზას გავუდექით.ნელა მივდიოდით.

მე:დღეს ტურაგების სამფლობელოში შევდივართ.არვიცი რას უნდა მოველოდოთ ზუსტად, მაგრამ სისხლის ღვრა არ მინდა.დიდი ვარაუდია დაპირისპირება მოხდება. ისინი ჩვენს გაძარცვასაც ეცდებიან.ასე რომ, ეს გზა საფრთხილო იქნება.შენგან რაც მინდა, ის არის, რომ გვერდიდან არ მომცილდე.ჩემს გარშემო იყავი.

____________________________
მეხუთე თავიც მზადაა.????????



№1 სტუმარი სტუმარი ნინი

ძალიან მომეწონა❤️❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი Ninit nini

ესეც ძალიან მომეწონა!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent