შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული ფარაფრას ოაზისამდე ნაწილი 6


25-01-2024, 15:57
ავტორი Elizabedi.girl from nowhere
ნანახია 802

მე:მათ კაცი ვერ მიენდობა, შეიძლება შუაღამისასაც კი მოვიდნენ.ერთ-ერთი მიზეზიც ესაა, რატომაც სახე უნდა დაფარო.მოკლედ, თუ რაიმე მოხდა, ქალები და ბავშვები აწიოკდებიან. აირევიან, დაიფანტებიან, შენ კი სადმე დაიმალე ხო?ეს კარგად გამოგდის.როგორც კი სიტუაცია კონტროლში შევა, გამოჩნდები.მაგრამ სხვა დროს ახლოს იყავი.არ მინდა შეგაშინო, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა

ის:კარგი, ასე მოვიქცევი.ძალიან ცუდი იქნება სისიხლი თუ დაიღვრება.

მე:ნამდვილად ასეა.  მეც არ მინდა.

ამის შემდეგ მშვიდად გავაგრძელეთ გზა.დაახლოებით შუადღისით მოავდექით იმ ადგილს.

მე:აი ისიც, მოვედით.ამის მერე, თუ ქვიშიდან ხალხი ამოვა ან არსაიდან გამოვა არ გაიკვირვო და შეშინდე. ეს მათი წესია, ქარავანს უსაფრდებიან. ისინი ასე პირდაპირ შეტაკებაზე არ მგონია გადმოვიდნენ.

თავი ნელა დამიქნია.ყურადღებით ვიყავი.დიდი დრო  არ იყო გასული, ქვიშა რომ იძრა და გარემო ტურაგების ჯარმა დაფარა.ყველას შუბები და ხმლები ეჭირათ.შემოგვეხვივნენ და ზედ მოგავბჯინეს.ხელები მომიჭირა.ცხადია ეშინიდა.

მე:დაუშვით იარაღი, მოვილაპარაკოთ. ასე უბრალოდ ვერ დაგვაზარალებთ, საუბარი მინდა.

იარაღები ოდნავ გაწიეს და ცხენიდან ჩავხტი.

მე:ახლა მომისმინეთ, არ მინდა რომ სისხლი დაიღვაროს. ეს ორივე მხარისთვის ცუდი იქნება, მოდი მოვილაპარაკოთ.

მათი ლიდერი:არანაირი ზავი არ იქნება. შენმა ქარავანმა ჩემი მოძმეები იმსხვერპლა.

მე:შენი მოძმეები ჩემ ქარავანს თავა დაესხნენ, გაქურდვა დაუპირეს. ქალები და ბავშვები ააწიოკეს და რა უნდა ექნათ, მათ თავიანთი ოჯახები დაიცვეს.

ის:ჩვენი ტრადიცია და წესია ეს. ჩვენ ამით ვირჩენთ თავს და შენც იცი, შენს ხალხს არ ვერჩოდით, მაგრამ ახლა ნაწყენი  ვართ და შურსაც კარგად ვიძიებთ.

ისევე გაქრნენ როგორც მოვიდნენ.

მე:ჯანდაბა, ჯანდაბა!

ალი:რა ვქნათ?

მე:არვიცი ალი, არ ვიცი. ყურადღებით იყავით, თავდასხმას ელოდეთ. ღამე ცეცხლი არ ჩააქროთ და ქალები და ბავშვები დაიცავით.სხვა გზა არ გვაქვს თავი უნდა დავიცვათ.

თავი დამიქნია.გზა გავაგრძელეთ.გაბრაზებული ვიყავი და დაძაბული. თავდასხმას ნებისმიერ დროს უნდა ველოდოთ.

ის:რა მოხდა?

მე:ზავი არ იქნება.

ის:ახლა რა მოხდება

მე:მაგას ყველა გავიგებთ ერთად.შენც ყურადღებით იყავი ხო ღამე. რამე უცნაური თუ გაიგო, არ გამოხვიდე. თუ არადა ჩემამდე მოდი კაი?

თავი დამიქნია.

ის:ნერვიულობ?

მე:კი, არმინდა ვინმე დაზიანდეს.

მე:იმედია ასეც იქნება.

გვიან ღამემდე ვიმგზავრეთ და მერე დავბანაკდით. იმ ღამემ მშვიდად ჩაიარა,მაგრამ შემდეგი დღე კარგად არ დაწყებულა.წიოკმა გამაღვიძა.გამოვედი, ხმალი მეჭირა ხელში.ტურაგები მოდიოდნენ, ათიოდე იყვნენ, შეიარაღებულები.ბიჭები შევკრიბე.საჩქაროდ ავბარგდით და ცხენბი შევკაზმეთ.ყველა დაბნეული იყო

მე:მოკლედ, ჯგუფი გაიყოფა, ქალები და ბავშვები აქ დარჩებით, ჩვენ დანარჩენები მათ დავხვდებით და ახლოს არ მოვუშვებთ.წასასვლელეად მზად იყავით, როგორც კი შევაკავებთ მაშინვე უნდა წავიდეთ.

იმათკენ წავედით.ვეცადეთ მოლაპარაკება ამჯერადაც, მაგრამ უარზე იყვნენ .ჩვენ ცხენებთან და აქლემებთან უნდოდათ მისვლა, რასაც ცხადია არ დავუშვებდით. ნახევარი საათი გაგრძელდა ალაბთ დაპირისპირება, მერე გაუჩინარდნენ.ჩვენ გზას დავადექით.

ის:ყველაფერი მორჩა?

მე:არა, არ მორჩა. ახლა იწყება. შემდეგზე კდივე უფრო მეტნი მოვლენ, მაგრამ უნდა გავუმკლავდეთ სხვა გზა არაა.თან ვიმოძრაოთ რომ ხამსადანმა არ მოგვისწროს.

ის:ყველაფერი რთულდება, რა მოხდება?

მე:მეც არ ვიცი ელი, ვნერვიულობ და ვდარდობ.არ მინდა ვინემ დავკარგო.

ის:შენი ბრალი არაა. მათ უნდათ სისხლის ღვრა. ასე, რომ შენ თავს ნუ დაიდანაშაულებ კაი? ახლა ცივი გონებით აზროვნება და მსჯელობაა საჭირო.გონება დაიწყნარე და ყველაფერს გაუმკლავდები, ყველას სჯერა შენი.

მე:მადლობა ელი. ეს მართლაც მჭირდება.დამშვიდება და ცივი გონებით მსჯელობა.

გზა გავაგრძელეთ.იმ დღეს არაფერი მომხდარა, მაგრამ ყველა დაძაბული იყო .ზეგ სარაქს დავტოვებდით და ვგრძნობდი, ასე არ გაგვიშვებდნენ. იმ ღამით თვალი ვერ მოვხუჭე.ბევრი ვიფიქრე, რა შეიძლება აეხლართათ მზაკვარ ტურაგებს.უძინარს, მეორე დღით მგზავრობა მიჭირდა.მთელი დღე ჩამიჩუმი არ ისმოდა. ყველა ღრმა ფიქრებს მისცემოდა. ისიც მდუმარედ იყო.მეც მოდუნებული ვიყავი და ფიქრებით გართულს საღამოს კარვების თვალიერებისას ნაკვალევი სულ არ შემიმჩნევია.ყველა ერთად ვჭამდით, ერთი კარვის თავზრ ალი რომ ავარდა და რამოდენიმეს გადაედო. წიოკი და ალიაქოთი ატყდა.ყველა იმ  დროს კარვების გადარჩენას ვცდილობდით და როგორც კი ჩავწყნარდით და ბარგი გადარჩა, სიმშვიდეს მივუბრუნდით.ირგვლივ მიმოვიხედე ყველა გადარჩა, მაგრამ ელი არსად იყო.

მე:ელი? ელი სად არის? ელი სად ხარ.ელი! ძმაო ალი გოგო არ არის, სად წავიდა რა მოხდა.

ალი:ტურაგების ოინია ეს. ქალის წასაყვანად მოაწყვეს. ჩვენ გადავერთეთ და იმათ დრო იხელთეს

მე:ჯანდაბა, ჯანდაბა! გავგიჟდები, რამე რომ დაემართოს, გავგიჟდები.

მთელი სადგომი ჩავიარე და მერეღა შევნიშნე უცხო კვალი.

მე:ეს როგორ ვერ დავინახე. რა ბრმა ვარ, ისინი იყვნენ და ელი წიაყვანეს. ჩემი ელი წაიყვანეს. რა ჯანდაბა გავაკეთო?.

ალი:ალ ქარიმ დამშვიდდი, დაწყნარდი ვიპოვით.

მე:რამე რომ დაუშავონ, სათითაოდ დავხოცავ, თავიანთ სოროებში ჩავახრჩობ. თმის ღერიც რომ ჩამოუვარდეს.

კაცები ღამე სადგომის დარაჯებად დავაყენე და მე და ალი ცხენებით წავედით.კვალს მივყევით, მაგრამ ქარმა მალავე აგვირია და ვერაფერი გავიგეთ. საღ აზრზე არ ვიყავი, რომ ვიცოდი საფრთხეში იყო და ეშინოდა.რამე რომ მოსვლოდა, ალბათ გავაფრენდი. თავს ვერასდროს ვაპატიებდი.მის ძებნაში დაგავთენდა კიდეც.მზე რომ ამოვიდა იმედი გადამეწურა.ვერსად ვნახეთ კვალი.

ალი:ძმოა კვალი ქარმა გააქრო, რა ვქნათ?

მე:მას არ  დავტოვებ ალი, არ არსებობს! მთელ საჰარას დავივლი და ვიპოვი. იმ გიჟებთან როგორ დავტოვო. მის გარეშე არსად წავალ ,მაინც ვიპოვი.

საღამომდე დავეხეტებოდით. არანიარი კვალი იყო, საერთოდ არაფერი.

მე:ახლა ,ვინ იცის როგორაა. ალბათ როგორ ეშინია და მელოდება, იცის რომ მივალ და მელოდება.

ალი:ძმაო, თუ ვერ დამშვიდდები ქალს ვერ მივაგნებთ.

მე:ვიცი და ვცდილობ დავშვიდდე.

მიუხედავდ დილის ჟამისა, მზე აჭერდა და ცის კამარას არ თმობდა. ბუღი ასდიოდა ცხელ ქვიაშას. ერთ ამაღლებულ ადგილზე ვიდექით და უწვდენელ ველს გადავყურებდით.

მე:იქ შავად რაიმე ცხოველია თუ...?

შავი წერტილი სწრაფად მოძრაობდა, მაგრამ არც ძალინ.

ალი: ვერ ვხედავ კარაგდ.ცხოველს არ გავს.

ცხენს აღვირი გადავუჭირე და დიუნაზე მთელი სიჩქარით დავეშვი. სწრაფად მივქროდი და რაც ვუახლოვდებოდი, ვრწმუნდებოდი, ეს ელი იყო, ჩემი ელი მარტო იყო.სულ რაღაც რამოდენიმე მეტრიღა მაშორებდა მასთან, რომ დავინახე ძირს დავარდა.ცხენიდან გადმოვხტი და მივვარდი.ის იყო, მაგრამ ცუდ დღეში.

მე:ელი, გიპოვე ელი. ელი გაიღვიძე გთხოვ. ელი შემომხედე.ჩემო ლამაზო გაიღვიძე.გონს მოდი.

ვანჯღღრევდი, მისი თავი მუხლებზე მედო.წაბლისფერი დალალები ჩამოშლლდა.სახე სულ დაკაწრული ჰქონდა.მის ბროლის ყელს ადამიანის თითების კვალი აშკარად ეტყობოდა. მისი კაბა მხრებზე ჩამოფლეთილი იყო .ფეხშიშველა იყო, სულ დასისხლიანებული ტერფებით.მხრიდან სისიხლი სდიოდა, დაჭრილი იყო, მაგრამ არა ტყვიით.

მე:ელი ეს რა გიქნეს. ჩემო ლამაზო, ჩემო ანგელოზო. ეს რა დღეში ხარ.ელი გონს მოდი გთხოვ. გაახილე თვალბი, ჩემო ანგელოზო, გაიღვიძე.

ალიც მოვიდა.

ალი:საწყალი ქალი, რა დღეშია .

მე:ყველა ინანებს, ოღონდ შენ გონს მოდი ჩემო სიცოცხლევ, და ყველა ინანებს გეფიცები. ვინც კი აგატირა და შეგაშინა, ყველა მწარედ ინანებს.

ხელში ავიყვანე, მსუბუქი მეჩვენა.ცხენებზე დავსხედით და კარებისკენ წავედით. მალე დავბრუნდით, შეუჩერებლად მივდიოდით. ყველა შემოგვეხვია.ჩემს კარავში შევიყვანე და დავაწვინე.ექიმბაში მოვიდა და ხელი გადაუხვია. ყველა გავიდა ჩვენ ორნი დავრჩით, მე და ჩემი ელი.სველი ნაჭრით გავუწმინდე ფიფქივით სახე, რომელიც სულ დაჰკაწვროდა.

მე:ჩემო ლამაზო, ჩემო სიცოცხლე, ელი გაიღვიძე. თვალები გაახილე გთხოვ.რამე რომ დაგემართოს, იცოდე გავგიჟდები. შენ გარეშე გავგიჟდები გაიგე? როგორ ვერ მოგხედე და დაგიცავი.როგორ ვერ შევნიშნე, რომ გაქრი.რომ ვერ გხედავდი ვეღარ ვსუნთქავდი, გული აღარ მიფეთქვადა.შენ გარეშე ვერ ვაირსებობ ჩემო ლამაზო, ამიტომ გაიღვიძე ხო .

შუბლზე მივაწებე ტუჩები.ცივი იყო, საშინალად ცივი.

მე:როგორ შეგციებია ჩემო ანგელოზო. უნდა გათბე ეხლა და გამოძინო ხო.

მთელი ღამე არ მომიხუჭავს თვალი. გვერდიდან არ მოვცილებივარ. ღამის მონაკვეთში სიცხემ აუწია და ბოდავდა ,რაღაც უცნაურ სიტყვებს ვიგებდი. ბორგავდა, ვერ ისვენებდა.კოშმარები აწუხებდა.ხელები მოვკიდე და ვამშვიდებდი.თვითონაც დამშვიდდა და დაწყნარდა. როდის ჩამეძინა ვერ გავიგე, მაგრამ უცნაურმა ხმამ გამაღვიძა.გათენებულიყო, მზე ამოწვერილიყი. ის ტიროდა.ძილში ტიროდა და გაურკვევლ სიტყვებს იძახდა. აშკარად ეშინიდა.მინდოდა გამეღვიძებინა და შევანჯღრიე. არ გამომივიდა, ვხედვადი გონს მოსვლას ცდილობდა. მერე ამოიკივლა და თვალები გაახილა . თვალებს შეშინებული აცეცებდა.ლოყებზე მარილიანი სითხე ღვარად ჩამოსდიოდა.მაშინვე გულში ჩავიკარი.

მე:ელი, ჩემო ანგელოზო, ჩემო ლამაზო. გაიღვიძე ელი! არ მიმატოვე, ჩემო ცხოვრებავ. ჩემი სუნთქვა ხარ.

მთელი ძალით ვიკრავდი, იმის შიშით რომ დავკარგავდი.თვითოანაც მეხვეოდა და რაღაცებს იძახდა.არ მესმოდა, მაგრამ ვხვდებოდი შველას მთხოვდა.

მე: დავმშვიდდი, შენთან ვარ, ჩემო ლამაზო. ჩემო სიცოცხლე, აქ ვარ შენთან ვარ.

ხელებს ვუსვამდი. მისი თმით ვთამაშობდი და ვაწყნარებდი. ტირილი არ შეუწყვეტია, დიდიხანს სლუკუნებდა. მერე ჩემზე მიხუტებულს მიეძინა. ძილის დროს ხელები არ გამიშვია, უფრო ჩავიაკრი და ძილის საშულება მივეცი.მალევე გაიღვიძა ალაბთ ერთ საათში.

მე:გაიღვიძე?კარგად ხარ?ხელი გტკივა?

ის: უკეთ ვარ .

მე:რა მოხდა ელი, მომიყევი რა მოგივიდა.

თავი გააქნია და თვალები აუწყლიანდა.

ის:არ მინდა, მეშინია მოყოლის.

გული დავმეწვა.

მე:მე შენთან ვარ ჩემი ფერია, ნუ გეშინია.

ხელები მოვკიდე.

ის:როცა ხანძარი გაჩნდა, ყველა მას აქრობდა. მეც  ყურადღება გადატანილი მქონდა.შორს ვიდექი იმ ადგილიდან, ჩემს კარავთან. ცეცხლი კი მეორე ბოლოში იყო, თქვენ იქ იყავით.მერე უცებ ვიღაცეები მოცვივდნენ და რაღაც ჩამარტყეს კეფაში, გავითიშე.გონს რომ მოვედი, ცხენზე შეკრუილი ვიყავი და სადღაც მივდიოდით.ვყვიროდი, ვკიოდი, გაქცევას ვცდილობდი, მაგრამ პირი აკრული მქონდა და გათოკილი ვიყავი. თან ტიროდა.მაჯებზე დავხედე, თოკის კვალი ჰქონდა. თითები გადავატარე.კანი ამეწვა მის გამო .მერე სადღაც მიმიყვანეს, რამოდენიმე კარავი იყო. ვიღაც კაცი  რაღაცეებს ყვიროდა და მისმა დამხმარეებმა სადღაც წამიყვანეს .ოთახივით იყი კლდეში ამოჭრილი. იქ შემაგდეს, მთელი დღე იქ ვიყავი არაფერი მესმოდა.მერე ვიღაც კაცი შემოვიდა, მაგათი უფროსი ალბათ და ჩემგან ახლოს დაჯდა.მე ავდექი და კუთხეში დავდექი. ტირილი დაიწყო.

მე: დამშვიდდი, ყველაფერი კარგადაა, არაუშავს მითხარი.

ის: რაღაცეებს მეუბნებოდა და იღიმიდა.მომიახლივდა, ხელი ვაკრი და გამარტყა. მერე თმაში მწვდა და ახლოს მიმქაჩა .მეჯაჯგურებოდა და მეც ვეწინააღმდეგებიდი.ეს ჩამომახია, მერე დანა დამარტყა. ვიღაცეები შემოვიდნენ და რაღაც უთხრეს, გაბრაზებული გავიდა და რაღაც თქვა.იმის მერე რაღაც წიოკი იყოს,  მერე ცხენიების ხმა იყო.რაღაც ჭრილი ვიპოვე და ვიყურებოდი. ჩამიჩუმიც არ ისმოდა, კარი ძლივს გავაღე და გამოვედი.ყველა წასულიყო.მარტო ვიყავი, ბევრი ვიარე და ძალიან დავიღალე. მერე თქვენ დაგინახეთ, შორს ძალიან.გამიხარდა და ვიფიქრე გადვარჩითქო.მწყუროდა, ძალიან ცუდად ვიყავი, დაღლილი ძალიან და გონება დავკარგე.სიზმარს ვხედავდი, მთელი ღამე ის კაცი მესიზმრებოდა. ჩემი მოკვლა უნდოდა, ძალიან მეშინიდა.

ტირილი დაიწყო . ჩავეხუტე ზედ მომეკრა.თავი ჩამოამადო.

მე: შეგეშინდა არა?

ის:კი შემეშინდა, მაგარამ ვიცოდი მოხვიდოდი და წამიყვანდი, გელოდი და შენც მოხვედი.

მე:მე ვერ დაგიცავი, ჩემო ანგელოზო. ისე წაგიყავნეს ვერც გავიგე, ვერ გიშველე. შენ თვითონ გამოხვედი და იმ ნაბიჭვრისგანაც ვერ დაგიცავი. ეს რომ გიქნა.

მხარზე დავუსვი ხელი მერე ყელზე და სახეზე.

ის:მთავარია ახლა აქ ვართ და კარგად ვართ ყველანი.
მე:რა კარგი ვინმე ხარ ელი.მე კინაღამ შევიშალე, რომ ვეღარ დაგინახე. მეგონა გავგიჟდებოდი, თუ ვერ დაგინახვადი.სუნთქვა მიჭირდა, ჰაერი არ მყოფნიდა. არაგონებრივად  ვმოქმედებდი.სანამ არ დაგინახე და გიპოვე, კინაღამ გადავირიე ეს დრო.რომ ვიცოდი გეშინოდა და ცუდად იყავი, კინაღამ შევიშალე.

ის:მალდობა ალ ქარიმ. ძალიან დიდი მადლობა, ათასი მადლობა და კიდევ ვერ გადავიხდი საკმარისად იმისთვის, რასაც ჩემთვის აკეთებ.

მე:მადლობას არ უნდა მიხდიდე ელი, ვერ დაგიცავი. ჩემო ლამაზო ვერ მოგხედე.

ის:ასე არაა.

მე:კარგი, მიდი დაიძინე. ახლა დაისვენე. მე გავალ ალის ვნახავ .

თავი დამიქნია.

ის:ალ ქარიმ.

შევბრუნდი.

ის:რაღაც უნდა გთხოვო?

მე:აბა?

ის:სანამ დავიძინებ აქ იყავი გთხოვ.

გამეღიმა, მასთან მივედი და დავიხარე.იქვე დავჯექი.მშვიდად იწვა.თვალები მაგრამ დაეხუჭა. მეღიმებოდა, როგორი ნაზი და მშიშარაა. მაგარმ თან როგორი ძლიერია.მეგონა უკვე ეძინა, მაგრამ მისი ხელი რომ მომეჭიდა მაჯაზე, ღიმილი ვეღარ შევიკავე.

ის: მეშინია, ასე კი მშვიდად ვარ.

მე:როგორც შენ გინდა, ჩემო სუნთქვავ.

ხელზე ტუჩები მივაკარი და მეც მივხუჭე თვალები.დავიღალე, ახლა კი დავისვენებდი.რომ გავიღვიძე მზე ჯერ არ იყო ამოსული.გვერდულად იწვა.თავ ქვეშ ხელი ამოედო და ტუჩები დაებუშტა.ჩამეცინა როგორი საყავრელია.დალალები სახეზე ჩამოშლოდა.ფრთხილად გადავუწიე ყურს უკან და ხმამაღალი სიცილი ვერ შევიკავე, რომ დავინახე ტუჩებს აცმაცუნებდა .გულიანად მეცინებოდა ამ სისაყვარლეზე.გარეთ აშლილიყვნენ და მეც გავედი.ცეცხლთან ღამის დარაჯი და ალი ისხდნენ, იქვე დავჯექი.

ალი: ვხედავ გაგიღვიძია, ქალი როგორაა?

მე: უკეთაა, ღვთის მადლით ახლა სძინავს.

ალი:კარგია, დაისვენოს ცოდოა .კარგი, მე წავალ ახლა ცხენებს დავხედავ.

მე და მოხუცი სულა დავრჩით.ცეცხლს უჩიჩხინებდა. მეც მშვიდად ვიჯექი. მისი ნათქვამი ის სიტყვა ფიქრებში წასულმა გვიან გავიგე და ვუარყავი.

სულა:გიყვარს?

მე:რა? ა.. არ .ა

სულა:შვილო ქარიმ, მე დიდი გამოცდილება მაქვს. ვერ მომატყუებ.ადამინს თვალებში რომ ჩავხედავ, ყველაფერს ვხედავ.

მე:მაინც?

ის: თვალები გულის სარკეა შვილო, შენ თვალებს კი ცეცხლი უკიდია, დიდი ცეცხლი.

მე:მე...ის...არ ..

ის:კარგი ნუ აღიარებ, ვხედავ გიჭირს.

მე:ვცდილობ გავექცე, მაგრამ არ გამომდის. მთელი ძალით გავრბივარ, მაგრამ ვერ ვმოძრაობ. გაშეშებული ვდგავარ .

ის:სიყვარული ასეთია შვილო. შენი სიყვარული კი უკვე გაღვივდა, რაც უფრო გაექეცევი, უფრო გაძლიერდება და ბოლოს, თუ არ შეწყვეტ გადაგწვავს.
მე:მაშ რა ვქნა?

ის:მოათვინიერე, გააკონტროლე. მისკენ იარე და დინებას მიჰყევი. მხოლოდ ასე შსძლებ აკონტროლო ის ასე არ დაგწვავს არც შენ და არც იმ ქალს

მე:თუ ვაღირებ, დავზარალდები მეც და ალბათ ისიც. არ მინდა ეს მოხდეს.

ის:და თუ არ აღირებ ?მაშინ ორივე უეჭვლად დაზარალდებით.

მე:და მისი თვალები? რას ხედავ იქ

ის:ის, ის ჩიტს გავს, რომელიც გალიაშია და ყველაფერი აქვს საჭმელიც და წყლაიც.გამოუცდელს მოსწონს ეს ტყვეობა, მაგრამ მალე გაიღვიძებს და მოუნდება ფრთების გაშლა. ძალიან თავისუფალი გოგოა, ნაზი როგორც ფაიფური, რომლის დამსხვრევა უმარტივესია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ უნდა დაიმსხვრას.კარგი გოგოა, ნამდვილად კარგი ადამიანია .

მე:ასეა, ის ნამდვილად თავისუფალი სულია. რომელსაც დროებითი დაბრკოლება მოსწონს და იზიდავს .

ის:საიდუმლოს გაგანდობ. ქალს რომ თვალებში ჩახედავ და შენს მზერას დაინახავ. ეს ყველაზე დიდი განძინა შვილო, დაიმახსოვრე. მთავარია ცეცხლი დაინახო ჯერ შენში და მერე სვხაში.

წავიდა და ჩაფიქრებული დამტოვა.ამ ფიქრებში მზეც ამოვიდა, კარვები უნდა აგვეკეცა, მეც შევედი.წამომჯდარიყი.

მე: გაიღვიძე?უკეთ ხარ?

ის:კი, ბევრად.

მე:ძალიან კარგი, ახლა კარვები უნდა ავშალოთ. თუ გინდა გარეთ დაიცადე.ადგა, მაგრამ ორი ნაბიჯი ძლივს გასაგა. ისევ ძირს რომ დაჯდა.

მე:რა მოხდა?.

ის:ყველაფერი საშინლად მტკივა, არ შემიძლია. ფეხები ძალიან მტკივა.დავიხარე, ტერფები ჩაწითლებული ჰქონდა.

მე:არადა, უბრალო შეწითლებაა .

მაგრამ შემდეგ ფეხზე ოდნავ მაღლა ლურჯ ზოლს მოვკარი თვალი, მეორეზეც და ასე.

მე:ელი, ეს რისი კვალია?

ის:ეგ... ეგ

ტირილი დაიწყო.კაბა ავწიე ფრთხილად.ფეხის მთელ სიგრძეზე ეს სილურჯეები ჰქონდა, ზოგგან უფრო დიდად .მერე მკლავები აიწია და იგივე დავინახე.

მე:ეს რა არის?რა გიქნეს ?რისგანაა საერთოდ?.

ის:მთელ სხეულზე მაქვს ესენი. და ყველაფერი მტკივა დიდები ფეხის კვალია და ხაზები...

აღარ დაამთავრა.

მე:ხაზები რა ელი? თქვი.

ის:ეს რაღაც ტყავის სიგრძული ზოლებია და მყარი ტარი აქვს.ამიღწერა.

მე:რაა?მათრახი? ეს ვინ გააკეთა? ვინ ჯანდაბამ გაიკეთა ეს, იმ კაცმა ?

თავი ტირილით დამიქნია.თავზე გადავუსვი ხელი.

მე:ახლა რა ვქნა? რა გიშველო? ვერ დაგიცავი ჩემო ფერია. ახლა შენ ასე ცუდად ხარ, და მე ვერ გშველი.

ის:არაფერია, გადამივლის. თუ დამეხმარები ავდგები და ჯირითიც არაა პროვლებამა .

ხელი გამომიწოდა.ამაყენეო.მე კიდე ჩავეხუტე.
ისე ცუდად ვარ, ახლა მის გამო. მეც ყველაფერი მტკივა, ვერ დავიცავი. ახლა ასეთ დღეშია, რა ჯანდაბა უნდა გაავკეთო.მერე ავაყენე.ფრთხილად, ზედ მეყრდნობოდა.ხელებში მოვიქციე და ცხენზე დავსვი.მზად ვიყავით წასასვლელად, დღეს სალიქს ვტოვებდით.ბევრი გვქონდა უკვე გავლილი, თითქმის გასულებიც ვიყავით. შორს რამოდენიმე ცხენოსანი რომ დავლანდე. მალევე მოგვიახლოვდნენ.ალიც იქვე მოდიოდა.

მე:ვინ არიან?

ის: ისინი.. .

მე:ვინ არიან თქო?

ის:ტურაგები არიან.

მე:ძალიან კარგი თუ არიან.გაოცებული ვარ მათი დიდი გამბედაობით.

ის:რა?

მე:იმის მერე რაც ელის ასე მოექცნენ, ბედავენ და ჩემს წინ ჩნდებიან. ვხედავ სიცოცხლე მოჰბეზრდათ.

ელი:რა ხდება?ესენი ხო ისენი არიან, რომ წამიყვანეს.

მე: კი, ეგენი არიან.

ის:რატომ არ მივდივართ და მათ ვუცდით.

მე:უბრალოდ მაინტერესებს სადამდე ეყოფათ გამბედაობა.

ის:შენ ხო არაფერს დაუშავებ არა?

არ მიპაასუხია.

ის:მათ ხომ არ აწამებ?

მე:შენ თუ მთხოვ შეილება წამებით სიკვდილისგან ვიხსნა.

ის:შენ მათ ვერ მოკლავ, არ შეიძლება. ეს ცუდი საქციელია.

მე: არც ის ყოფილა კარგი საქციელი, ასეთ დღეში რომ ჩაგაგდეს.

ის:მაგრამ...

მე:გთხოვ დამშვიდდი, შენი ბრალია არაა რაც მათ მოუვათ, მართლა. მე მათთან გასასწორებელი მაქვს და ასეც ვიზამ.

ისინი მოვიდნენ.

ალი:თუ სიცოცხლე გინდათ აქედან წადით.

ტ/ლ:მე ეს ქალი იმ დილეგში სასიკვდილოდ დავტოვე და ის აქ არის, რა ჯანდაბაა.სულია და მელანდება?

მე:სულების გჯერა?

ის:დარწმუნებით არა

მე:არაა პრობლემა, ახლა რომ მოკვდები გაიგებ.

ის:გაბრაზდი?შენ მე მოძმეები მოკალი, მე კიდევ საყვარელი ქალი, მაგრამ არ გამომივიდა.ბარი-ბარში ვართ.

მე:მოკეტე! ის საზავო საგანი არ არის.

ის:ჰოო? მართლა გყვარებია. ნახე, ნახე როგორ გეხუტება. აბა მოგეწონა ჩემი შემოქმედება შენი ქალის სხეულზე?.ხომ მაგარია?.მთავარი სიამოვნება ჯერ არ გინახავს.

მე:არ დაამთავრო. გაფრთხილებ, მკვლელობა არ მინდა, წადი.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვგრძნობ როგორ კანკალებს, მთსლი სხეულით. მისი გულის ფრიალი მესმის.

ის:ის უნდა  ნახო, მის წვრილ წელზე ხელს რომ შემოხვევ, რომ გირტყავს, გიყვირის და მაინც ყველაზე ტკბილი როა, ღმერთო ნეტავ კიდევ შემძლებოდა შეხება და მისი მრისხანე, ბრაზისგან გალურჯებული თვლების ყურება.

მე:მოკეტე მეთქი შე ძაღლო!

გავარტყი და ვურტყამდი.ძალიან ვბრაზობდი, ის ასე არ უნდა ლაპარაკობდეს. მის ნაირ ანგელოზზე არ უნდა ლაპარაკობდეს.ალი მაჩერებდა, მოკვდებაო.მანამ ვერ შევჩერდი, სანამ ზურგზე მოხვეული თხელი ხელები არ ვიგრძენი, რომელიც შეჩერებას მთხოვდა.ხელბში შემიძვრა და მომეხვია.ტიროდა და ჩემ ყელში თავ ჩარგული მეხუტებოდა.იმ იდიოტს წიხლი გავკარი და მივეხუტე.თმაზე ჩამოვუსვი ხელი.

მე:კარგი, კარგი, მშვიდად. ყველაფერი კარგადაა. მშვიდად, შენთან ვარ, მორჩა. არაუშავრს.

ის მისმა ძაღლება წაათრიეს.ხელები მიშვა თუ არა ძირს ჩაიკეცა.მეც მოვყევი.შორიდან მომაძახა.

ის:ხედავ?, კარგად მიმუშავია. ვეღარ დადის.

ჯანდაბა მოვკლავ, მოვკლავ. იარაღი ვესროლე, მაგრამ ავაცილე. ხელში მოხვდა.ამაზე უფრო შეშინდა. ვაწყნარებდი.ჩემზე მიხუტებული სლუკუნებდა.

მე:ელი შემომხედე, პატარავ, მორჩა შემომხედე.

თავისი წყლიანი თვალები შემომანათა.

მე:მან ძალა იხმარა? მითხარი, არ შეგრცხვეს. გთოხვ სიმართლე მითხარი, გაგაუპატიურა? არაუშავს მითხრაი.

თავი გააქნია

ის:არა, გეფიცები არაფერი მომხდარა, არა .

მე:კარგი, კარგი მორჩა არაუშავს. დამთავრდა, შენთან ვარ.

გზა გავაგრძელეთ.დიდხანს ვგრძნობდი მის აჩქარებულ გულისცემას და კანკალს.ამ ამბის შემდეგ, მესამე დილა გათენდა და ჩავედით ბაჰარაში.ეს ორი დღე, არაფერი მომხდარა.გარდა იმისა, რომ ელი მოწყენილია. არაფერს ამბობს, უკეთესობისკენ მიდის თუ არა, ისიც არ ვიცი. აღარც თავისებურად მეჭიკჭიება.ბაჰარა როგორც ყოველთვის, მწვანე იყო. თავლს უხაროდა დანახვა.აქ ორმოცდააათამდე კაცი ცხოვრობს. სახლები და ბევრი წყალი.სიხარულით მიგვიღეს, დაგვაბინავეს. გვასვეს და გვაჭამეს. იმ საღამოს ხამსადანი დაიწყო. საშინლად დაცხა და სილა ჰაერში ცეკვავდა.რამოდენიმე ოთახი გამოგვიყვეს და გადავნაწილდით. იმ ღამეს ვერ მოვისვენე.მასზე ვნერვიულობდი. გასულ ორ ღამეს ჩემთან იყო. კოშმარები ტანჯავდა, ახლა არ ვიცი როგორაა, რა უჭირს.მეორე დილითაც არ გავსულვართ, ცოტა მოვწესრიგდით.ერთად მოვიყარეთ თავი და ვჭამეთ. საშინლად ცხელოდა, სუნთავა შეუძლებელი ხდებოდა.ამიტომ ყველა მიმოიფანტა.

მე:ელი როგორ ხარ?ტკივილმა გაგიარა? შენზე ვღელავ.

ის: უკეთ ვარ ნამდვილად. გთხოვ ნუ იდარდებ, არაფერი მოხდება.

მე: მომისმინე, სხვა ოთახებში რომ ვართ არაუშავრს. თუ რამე მოგინდეს, ნებისმიერ დროს მოდი ხო? არაფრის მოგერიდოს. ეცადე მოკლედ ისუნთქო და პირით დაბლა იწვე.თავს მოუარე .

თავი დამიქნია.რატომ არ ლაპარაკობს, რა აწუხებს? ყველაფერი ასე რატომაა?.მთელი დღე მოუსვენრად ვიყავი.ასეთს რომ ვხედავდი, როცა ყველა ვიკრიბებოდით ახლოს არ მოდიოდა. თავისთვის იჯდა ან საერთოდ არ ჩნდებოდა. რა უნდა სჭირდეს.იმ საღამოს ოდნავ ჩადგა ქარი, ძილისგან მიტოვებულმა გასვლა გადავწყვიტე.გარეთ ტბასთან მჯდომი რომ დავლანდე იქვე დავჯექი.არაფერი უთქვავს.

მე:ვერ დაიძინე?

ის:ვერა, შენც ხო?.

თავი დავუქნიე.ღრმად ამოიოხრა და გაირინდა.ვეღარ მოვისვენე.

მე:ელი რა გჭირს?

ის:რა? არაფერი არ მჭირს.

მე:მატყუებ ელი, ცუდი მატყუარა ხარ. რა გაწუხებს? იქნებ გტკივა ან რამე გინდა? ყველაფერი მითხარი.

ის:არაფერია სერიოზული ალ ქარაიმ. სანერვიულოდ არ ღირს.ადგა, ხელზე მოვქაჩე და ვანიშნე დამჯდარიყო.ასე მოიქცა.

მე:მითხარი კარგი? თუ ვერაფერს შევცვლი, გულზე მაინც მოგეშვება.

ის:რა უნდა მჭირდეს ჩემი სამშობლო მენატრება. ჩემი საქართველო.ოჯახი, დედა, ძმა, ყველა.მეგობრები ჩემი თბილისი და რუსთაველი მენატრება.ქართულის გაგება მინდა. დედა მეცოდება ახლა რომ მგლოვობს და მე აქ ცოცხალი ვარ.მამა, რომ არ ნებდება ,მეძებს და ვერ მპოულობს.ჩემი ძმა ამას როგორ მიიღებდა, არ არსებობს. საჰარას ფეხით მოივლის და არ დაიჯერებს, რომ მოვკვდი.ჩემი ნინი მენატრება, ჩემი გოგო. მის გარეშე ცარიელი ვარ. მასთან ერთად დილით ყავის დალევა მენატრება კაპუჩინოში .ყველაფერი საერთოდ.იცი წუხელ დამესიზმრნენ და ასე იმიტომ ვარ. უფრო მომენატრნენ.

მე:მომიყვები?

_____________________________
გამარჯობა ყველას.????????ესეც მეექვსე თავი. ხვალ ავტვირთავ ბოლო ნაწილს. იმედია მოგეწონებათ.????????



№1 სტუმარი სტუმარი ნინი

კარგია ძალიან მომეწონა❤️❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი Ninit nini

ყველაზე მეტად მომეწონა ეს ნაწილი❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent