... შენ მაიძულე მეცხოვრა... (მეთერთმეტე თავი)
დღეები დღეებს მისდევდნენ. კვირები კვირებს. ისე გაიპარა 3 თვე ვერც გავიგე. ყველა საღამოს მწერდა თორნიკე და თუ არ მომწერდა, მე ვერ ვძლებდი მის გარეშე და ვწერდი. ისე შევეჩვიე და შემეჩვია ვერასდროს, რომ ვერ ვიფიქრებდით. ერთი რაც შევამჩნიე , ჰქონდა პერიოდები როცა არ ამხელდა, რომ მასაც უჭირდა უჩემოდ. ერთ საღამოს მითხრა. იცი მგონი დროა შეხვედრებზე გადავიდეთ. რამდენიმე წუთსაც რომ გაგრძელდეს შეხვედრა აჯობებს ვიდრე ასე წერა. დავთანხმდი... - სად შევხვდეთ? ალბათ პაემანზე ბოლოს 10 წლის უკან ვიყავი ნამყოფი. - შენ სად გინდა? მთავარია შენ იყო იქ. დანარჩენი სულერთია. გინდა მაკდონალდსში წავიდეთ და ჩემი საყვარელი ნაყინი გაგასინჯო? -კი მინდა. ბევრი წელია არ ვყოფილვარ .მგონი გემოც დამავიწყდა. - შევთანხმდით! შაბათს მივდივართ! საბურთალოზე ,26 მაისის მოედანზე, რომ ფილიალია იქ წავიდეთ... მალე გაირბინა სამმა დღემ და შაბათიც მოვიდა . ემოციურად ვიყავი მთელი დღე. ჩემს უახლოეს მეგობართან უნდა შემევლო. ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე. ვერც შეხვედრას გადავდებდი და ვერც მეგობარს ვაწყენინებდი. მივწერე, რომ შუადღეს გამოვიდოდი მეგობრიდან და მივწერდი. დიდხანს, რომ არ გალოდინო ჩემს მოსვლამდეთქო. ისიც შევუთანხმე, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის მეტროსადგურის ამოსასვლელში შევხვდებოდი. მოვემზადე, ისე არა, რომ ეფიქრა ზედმეტად გამოპრანჭულაო . თმა დავისწორე და წავედი, ჯერ მეგობართან, შემდეგ კი თორნიკეს ვნახავდი. თეკლასთან 3 საათი ვიყავი . საქმეები მოვაგვარე და გავიქეცი თორნიკეს სანახავად . გზაში წვიმა წამოვიდა. თმა დამეშალა, მაკიაჟი ჩამომერეცხა და თავს ვარწმუნებდი, რომ არაფერია! თუ მოვწონვარ ასეთიც მოვეწონებითქო. მაქსიმალურად დავბლოკე უარყოფითი ემოცია მინდოდა არ ემოქმედა ამინდს. მივედი მეტროს ამოსასვლელთან და უი არარის იქ! გავბრაზდი! . კიდევ ეს მინდოდა, ისედაც საშინელ ხასიათზე ვიყავი .როგორ გაბედა დაგვიანება გულში ეკლებად მესობოდა ფიქრები და მივწერე . -სად ხარ? არ მომწერა. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე უფრო გავბრაზდი. - გელოდები და შენ არც ჩანხარ. ისევ არ მომწერა არც კი გახანა მესიჯი. დავრეკე და ძალიან ნაწყენი ტონით ვუთხარი - სად ხარ? არც კი მწერ! მოვედი და არ ხარ! -შენ ხომ მითხარი, რომ გამოვალ მოგწერო და გელოდებოდი მოგეწერა.. გავშრი ... მიწერ დამავიწყდა და ისიც, დამავიწყდა მიწერას რომ დავპირდი. -მანდ ხარ ? წამოვალ ახლავე ... -კაი... ჩავიბურტყუნე საკუთარ თავზე გაბრაზებულმა და მის მის მოსვლას დაველოდე ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.