შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩაკეტილი სივრცე 11 თავი


31-01-2024, 03:33
ავტორი ნეაკო
ნანახია 1 312

-მეგონა მოვიდოდა-სადღაც შორიდან ჩამესმა მიას დაძაბული ხმა
-რატომ?- გავბრაზდი მე
-იმიტომ რომ უყვარხარ მაგ ავადმყოფს!
-ძალიან არასწორი წარმოდგენა გქონია სიყვარულზე!
-შენი აზრით სანდროზე ეჭვიანობს?-უეცრად სხვა თემაზე გადავიდა
-არამგონია.
-ნინი
-რაა?-ვკითხე მომაბეზრებლად
-ხომ იცი... დედა და ბებო შენს დარწმუნებას ეცდებიან
-ვიცი!-ვუთხარი ჩამწყდარი ხმით და ძლივს შევიკავე თავი რომ არ მეტირა
-ნინი, როგორ ფიქრობ, შეძლებ, რომ სათანადო წინააღმდეგობა გაწიო მათ?-არ მეშვებოდა მია
-არ ვიცი
-ჩემი აზრით ყველაზე მეტად ნიცას ცრემლებთან გამკლავება გაგიჭირდება
-ვიცი
-ნინი, იცოდე რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღო... მე შენ გაგიგებ-მითხრა აღელვებული ხმით და ხელზე ხელი მომიჭირა თანაგრძნობის ნიშნად
-კარგია რომ არსებობ-ვუთხარი მომღიმარი სახით და თმაზე მოვეფერე. კარგა ხანს ჩუმად იყო, მერე კი მოულოდნელად მკითხა
-გეშინია?
-მეშინია!-ვითხარი გულწრფელი ემოციით და ნიცას ნატანჯ სახეს დავაცქერდი ცრემლიანი თვალებით
-მე არასდროს არ გავთხოვდები-უფრო თავისთვის ვიდრე ჩემს გასაგონად თქვა და ჭერს გაუშტერა შავი თვალები
-მია! სისულელეებს ნუ ლაპარაკობ-გავუბრაზდი.
-უკან დაბრუნდები ხომ ასეა?-ისე მკითხა ჩემთვის არ შემოუხედია
-დაიძინე! -საპასუხოდ მხოლოდ ეს ვუთხარი და თვალები დავხუჭე.
-ნინი-უეცრად ჩემსკენ მოტრიალდა- რაც არუნდა მოხდეს, მუდამ გახსოვდეს, რომ ჩემი იმედი ყოველთვის შეგიძლია გქონდეს.
-ჩემო ლამაზო, მხოლოდ ერთს გთხოვ
-მთხოვე რაც გინდა
-ბედნიერი იყავი კარგი?-გავუღიმე და ნიცასთან ერთად ჩავეხუტე.
-თუ ვინმე იმსახურებს ამ ქვეყნად ბედნიერებას ეს შენ ხარ!
-ცდები!
-ნინი!-გამიბრაზდა. გამეღიმა. სასწაულად უხდებოდა გაბრაზება- ნინი შეიძლება რაღაც გკითხო?-უმისამართოდ დაიჩურჩულა
-მკითხე!
-გეგას მიმართ რას გრძნობ?
-არაფერს
-საერთოდ?-გაოცება ვერ დამალა
-საერთოდ!
-რანაირად?
-დაიძინე!- ვუთხარი მკაცრი ტონით და ძლივს შევიკავე თავი რომ არ გამცინებოდა.
-გაბრაზებულიც არ ხარ მასზე?-ვერ მოითმინა და მაინც მკითხა
-არა!
-ნინი, შენი არ მესმის
-მივხვდი!
-რას?
-იმას რომ ამ ცხოვრებაში არავისი და არაფერის იმედი არ უნდა გქონდეს საკუთარი თავის გარდა, წინააღმდეგ შემთხვევაში გული ძალიან გეტკინება.
-ასე რატომ ფიქრობ?-ეწყინა
-გაიზრდები და მიხვდები
-17 წლის ვარ!- შემახსენა გაბუსხულმა
-ნუ მებუტები
-არ გებუტები!
-ადამიანებს გვიყვარს ილუზიებში ცხოვრება-უფრო ჩემთვის ვიდრე მის გასაგონად ვთქვი და ხმა დაბალი ტონით განვაგრძე- ჩვენდაუნებურად
-ვფიქრობთ რომ ჩვენი საყვარელი ადამიანები ჩვენს გამო შეიცვლებიან მაგრამ...
-თავს ვიტყუებთ! ხომ ასეა?
-ასეა-დავეთანხმე და ღრმად ჩავისუნთქე სუსხიანი სექტემბრის ცივი ჰაერი. აღარაფერი უთქვამს. ნიცას ჩაეხუტა და თვალები დახუჭა. მალევე ჩაეძინა, ამიტომ მისაღებ ოთახში გამოვედი. სახელურ მორყეულ დივანზე დავჯექი და თვალი ერთ წერტილს გავიშტერე. ღამის სიჩუმეს მხოლოდ საათის ჩუმი წიკწიკი აკრთობდა. ძალიან დაღლილი ვიყავი, მაგრამ ძილი მაინც არ მეკარებოდა რადგან სიჩქარეში დამამშვიდებლები გეგას სახლში დამრჩა. ვიჯექი ჩემთვის ჩუმად, უხმოდ, ბნელ, ცივ, ცარიელ, ნესტიან ოთახში და იმის მიუხედავად რომ ცრემლები მახრჩობდა ტირილს ვერ ვბედავდი, რადგან არ მინდოდა დილით, დედას და ბებიას ამ მდგომარეობაში ვენახე. უსასრულოდ გაიწელა ღამე. თუმცა არც კი ვიცი, რეალურად მინდოდა თუ არა რომ ოდესმე გათენებულიყო ეს საშინელი და იდუმალი ღამე. უეცრად ტელეფონის ეკრანი განათდა, მივხვდი რომ გეგა მირეკავდა ამიტომ საშინლად დავიძაბე. მეორე ზარზე ვცადე მეპასუხა, მაგრამ შიშისგან თუ ნერვიულობისგან ტელეფონი ხელიდან გამივარდა. გონს მხოლოდ მაშინ მოვედი როცა მანქანის მკვეთრი დამუხრუჭების ხმა გავიგე. დაფეთებული მაშინვე ფეხზე წამოვვარდი და ტელეფონს დავწვდი.
-სად ხარ?
-შენი აზრით?!
-გამოდი უნდა დაგელაპარაკო!- მბრძანებლური ტონით მითხრა და სანამ რამეს ვეტყოდი გამითიშა. მივხვდი რომ არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, მაგრამ მაინც გავედი გარეთ მასთან სალაპარაკოდ.
-რატომ მოხვედი?!- დანახვისთანავე ვკითხე და ეზოს მონგრეული კარი წვალებით გავაღე. არაფერი მიპასუხა. ქუჩაში გასვლისთანავე სწრაფად მომიახლოვდა, მკლავზე უხეშად წამავლო ხელი და თავისკენ მიმიზიდა-გამიშვი -ძლივს შეკავებული აგრესიით ვუთხარი და მისი ხელიდან გასხლტომა ვცადე. გაბრაზდა. მკლავზე კიდევ უფრო მტკივნეულად მომიჭირა უხეში თითები და მანქანის წინა კართან ძალდატანებით მიმიყვანა, სწრაფად გამოაღო და აგრესიული ტონით მითხრა
-ჩაჯექი!
-გამიშვი!-კიდევ ერთხელ უიმედოდ გავიბრძოლე
-ჩაჯექი!- დამიღრინა და ხელი გამიშვა. სიტყვის უთქმელად შევასრულე მისი სურვილი და მანქანაში ჩავჯექი. სახეზე აშკარა კმაყოფილების ღიმილმა გადაურბინა და კარი გამეტებით მომიჯახუნა. საჭეს მშვიდად მიუჯდა და საბურავების ხრჭიალით მანქანა ადგილს მოწყვიტა. სახლამდე ისე მივედით რომ ხმა არცერთს არ ამოგვიღია. მეგონა ამ დროის განმავლობაში ოდნავ მაინც დამშვიდდებოდა და მასთან დალაპარაკებას შევძლებდი მაგრამ მანქანიდან გადავედით თუ არა მაშინვე მკლავზე უხეშად წამავლო ხელი და უმისამართო გინებით სახლში შემიყვანა. კიბეები ამარბენინა და ოთახში შემათრია. კარი შიგნიდან ჩაკეტა გასაღებით და მოსაწევად აივანზე გავიდა. ოთახში დაბრუნდა თუ არა მაშინვე მაისური გადაიძრო და ნელა მომიახლოვდა. იმდენად ამაზრზენი იყო ყოველი მისი ქმედება რომ თავი ვეღარ შევიკავე და როცა ჩემი კოცნა სცადა სახეში მთელი ძალით გავარტყი ხელი
-არ გაბედო და არ მომეკარო-ვუთხარი ხმა აკანკალებულმა და ოდნავ უკან დავიხიე
-თუ მოგეკარები რა მოხდება? მოჩივლებ?- ცინიკური ტონით მკითხა და ხელისზურგით მოიშორა გახეთქილი ტუჩიდან წამოსული სისხლის წვეთები
-ასე რატომ მექცევი?- ვკითხე ჩამწყდარი ხმით და ძლივს შევიკავე თავი რომ არ მსტირა
-სახლიდან რატომ წახვედი?- მომენტალურად შეეცვალა სახის გამომეტყველება
-შენი აზრით?
-კითხვაზე კითხვით ნუ მპასუხობ- დამიღრიანა და წამში დაფარა ჩვენს შორის არსებული მანძილი
-გთხოვ-შევეხვეწე და უხეშად მოვიშორე მისი ხსლი სახიდან
-რას მთხოვ?-ინტერესით მკითხა და მზერა გამისწორა
-ასე ნუ იქცევი
-როგორ ვიქცევი?!- გაოცება ვერ დამალა. არაფერი ვუპასუხე, რადგან ამ მდგომარეობაში მასთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა
-თავს ცუდად ვგრძნობ, შეიძლება ჩემი წამლები დავლიო?-უეცრად სხვა თემაზე გადავედი რომ ოდნავ მაინც დამეშოშმინებინა. არაფერი მიპასუხა მშვიდად დაიხია უკან და ისევ აივანზე გავიდა მოსაწევად. ხელებაკანკალებულმა დავლიე წამლის მაქსიმალური დოზა და საწოლზე ჩამოვჯექი. ჩემდა გასაკვირად მალევე მომერია ძილი ამიტომ ტანსაცმლიამი შევწექი საბნის ქვეშ. მალევე ჩამეძინა. უსიამოდ გამაჟრჟოლა როცა გეგას ცხელი ტყჩების შეხება ვიგრძენი შიშველ მხარზე. უარესი დამემართა როცა ზურგს უკნიდან ჩამეხუტა და მძიმე ხელი მუცელზე შემომაჭდო.
-გეგა!
-ჩშშ- დამიჩურჩულა და უეცრად ზემოდან მომექცა. კითხვაჩამდგარი თვალებით მივაჩერდი სახეში- მინდიხარ-საპასუდხოდ მხოლოდ ეს მითხრა და მაისურის ქვეშ თავხედურად შემიცურა ცივი თითები. შეწინააღმდეგება ვცადე, მაგრამ მაშინვე სხეულის მთელი სიმძიმით დამაწვა და მაიძულა რომ მის სურვილს დავმორჩილებოდი. ყველა გრძნობა და ემოცია ერთად მომაწვა მაგრამ როგორღაც მოვერიე თავს და ცრემლებს უფლება არ მივეცი ამ ამაზრზენი წუთები მოზიარენი გამხდარიყვნენ. როგორც კი გ**თავა მაშინვე ფეხზე წამოდგა, დაუდევრად ამოიცვა შარვალი და აივანზე გავიდა მოსაწევად. მომხდარის გამო თავს საშინლად ვგრძნობდი. იმდენად ცუდად ვიყავი რომ ფეხზე წამოდგომასაც ვერ ვახერხებდი. როცა გეგა ოთახში დაბრუნდა ისევ ზურგს უკნიდან ჩამეხუტა. ვეღარ ავიტანე მისი ეს სიახლოვე, ამიტომ ზიზღით ვუთხარი
-მომეშვი!
-ნინი ნუ მაღიზიანებ-გამაგრთხილებლად მითხრა და უეცრად ზემოდან მომექცა
-შეწყვიტე!
-ჩემი ცოლი ხარ!-საპასუხოდ მხოლოდ ეს მითხრა და მაშინვე მკერდზე მომაწება ვნაბიანი, ცხელი ტუჩები. უსიამოდ გამაჟრჟოლა, როცა გამომწვევი ტონით ზედ ტუჩებთან დამიჩურჩულა-ისევ მინდიხარ- და სხეულზე მთელი სიმძიმით დამაწვა. წამიერად თვალები დავხუჭე და ფიქრი დავიწყე იმაზე თუ როგორ დამეღწია თავი ამ კოშმარული ღამისთვის. გადავწყვიტე რომ ცივი გონებით მემოქმედა. ვერ გადავიტანდი გეგა კიდევ ერთხელ რომ შემხებოდა. საშინელი სიცარიელის განცდა დამეუფლა როცა მუხლებზე მდგომი გეგა ფეხებშორის მომექცა.
-გთხოვ-ვუთხარი ტირილის ნოტებშეპარული ხმით და სახეზე ხელები ავიფარე
-გეზიზღები?!- მკითხა მოულოდნელად და სახიდან ხელები მომაშორა
-არ ვიცი-გულწრფელად ვუპასუხე და აკანკალებული ხელები ისე სახეზე ავიფარე
-ვიღაც სხვა არსებობს შენს გონებაში?-აგრესიული ტონით მკითხა და ხელები თავს ზემოთ გამიკავა
-შენს თავში ნუ გეშლები!-უეცრად წყობრიდან გამოვედი
-მე შენთვის არასოდეს მიღალატია!-ნაწყენი ტონით მითხრა და საწოლიდან წამოდგა.
-შენი მჯერა... მაგრამ ჩემთვის სულ ერთია-გულგრილად ვუპასუხე და საბნის კიდე ნიკაპამდე მივიტანე
-გკიდია არა მე რას ვგრძნობ და განვიცდი?- გამომხედა ჩაწითლებული თვალებით
-ჩემს დადანაშაულებას ნუ ცდილობ!
-არ ვცდილობ!



№1 სტუმარი nia

რა სუსტი ქალია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent