შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითლის ეპოქა 3


2-02-2024, 18:50
ავტორი Elizabedi.girl from nowhere
ნანახია 549

მე: მადლობა ყველას მაგრამ ასე ადრე რატომ მაღვიძებთ, ჯერ ექვსი საათია.

დედა:რატომ და, უნდა გაემზადო დე, დღეს ძაან ლამაზი უნდა იყო.

მე:კაი რა დედა, რა საჭიროა. რა გამოპრანჭვა?.

ბები:საჭიროა ანა, საჭირო. უკევ დიდი გოგო ხარ, ცოტა ხომ უნდა გაიპრანჭო, დღეს მაინც არა?!

შეხედე ნატას.
თვალები ავატრიალე.

მე:ხო კარგი, რას მიპირებთ?.

დედა:ისეთი არაფერი. თმას დაგსიწორებ და ლამაზად გაგიკეთებ.

ასეც მოვიქეცით, ჩემი ბუზღუნის მიუხედავად.დედამ ახალი კაბა მაჩუქა, ბებომ შარფი, ვაჩემ სამჯური.ჰოდა ამკონეს.ცისფერი, მთლიანი, მუხლს ოდნავ ზემოთ კაბა მეცვა.ტანზე კარგად გამოყვანილი. თმაც ლამაზად გამიკეთა დედამ და ჩემი ძმის ნაჩუქრი სამაჯურიც მიხდებოდა.წასვლამდე დედამ, ახალი, თეთრი შარფი მომახვია ყელზე და კმაყოფიმა დამიქნია ხელი. გარეთ გავედი, ნატამ რომ დამინახა გაგიჟდა. რა ლამაზი ხარო.თვითონ, ძაან ლამაზი საყურეები მაჩუქა და ისიც გავიკეთე.მოკლედ, დღეს კარგად გამოვიყურები.კლასელებმა მომილოცეს და შემაქეს, რა ლამაზი ხარო.მასწავლებლებამც.ჩვენმა ბიჭებმა ყვავილებიც კი მომიტანეს, ძაან ლამაზი, თეთრი, მინდვრის ყვავილები.ნატამ აიტეხა თმაში უნდა ჩაგიწნაო.დასვენებაზე, ყველა მე განმიხილავდა.ეს რა გოგო გვაყავსო, მე კი ვბრაზდებოდი, მომეშვით თქო.

დალი:ანა, დღეს კოტაშვილები მოვლენ?

მე:მე რატომ მეკითხები?მოსვლას აპირებენ? არ ვიცოდი.

დალი:არა, ანუ შენ და ნატა ხომ მეგობრობთ მაგათთან, ვიფიქრე მოვიდოდნენ მოსალოცად.

მე: არა, არა. საიდან მოიტანე?! უბრალოდ, რამოდენიმეჯერ ვისაუბრეთ, მეტი არაფერი.

მაგრამ ჩემი მტკიცება არაფერია თქო, სრულიად გაბათილდა. ბოლო  გაკვეთილის შემდეგ, სპორტ დარბაზიდან რომ გამოვედით და წინ, შავი მანქანით, აკაკი ამესვეტა.უზარმაზარი წითელი ვარდების თაიგულით, იმხელა იყო ეს ბუკეტი, რომ თვითონ წესიერად არც ჩანდა.პირი დავაღე,რომ დამინახა, მაშინვე ჩემსკენ წამოვიდა და ხელებში მომაჩეჩა ეს ბუკეტი.იმსიმძიმე იყო.

აკაკი:ვაა, შენ სკოალში ხარ? გილოცავ დაბადების დღეს .

მე:მადლობა დიდი. რატომ შეწუხდი, რა საჭირო იყო.

აკკაი:როგორ არ იყო, იმედია მოგწონს.

მე:კიი, ძაან ლამაზია. მადლობა ძაან დიდი, მართლა რატო წუხდებოდი.

აკაკი:მიხარია თუ მოგეწონა.ისე, ეგ ვარდები არ ვიცი, მაგრამ შენ მართლა ძაან ლამაზად გამოიყურები.

მე:მადლობა დიდი, მართლა დიდი მადლობა.

აკაკი:კაი რა. მოდიხართ ხო?წამოდით წაგიყვანთ.ნატა თან გიოც აქაა.შენი ძმა.

ნატამ არც მომისმინა, მაშინვე ჩახტა და თავისი ძმა ნახა.მეც უხერხულად მივყევი, გიორგი წინ იჯდა.

გიო:ეე, იუბილარი გოგო გაიჩითა. გილოცავ ან, მრავალს დაესწარი.სულ ჯანმრთელი და ბედნიერი. ხომ კიდევ ჩემი დის გამძლეობას გისურვებ, წარმატებები. მთელი ცხოვრება მის მოსმენაში.

ხელი გამომიწოდა სიცილთ.მეც ვიცინოდი.

მე:მადლობა. შენც გამძლეობა.

ხელი ჩამოვართვი. ნატა გაგვებუტა, აკაკი ჩუმად იყო.
სახლთან პირევლ ნატა ჩახტა და იკივლა.

მე:რა ხდება?

ყველანი ჩავედით.კარი მთლიანად ყვავილებით იყო სავსე, აი სულ .

მე:ეს რა არის? ესეც შენი საჩუქარია?

აკაკი:არა ჩემი არაა.

მე:აბა, ეს ვის უნდა გაეკეთებინა?

უცნობი: ეგ მე მოგიწყვე, ლამაზო.

ვიღაც მაღალი, შავგვრემანი ტიპი მოვიდა ჩვენთან.საერთოდ ვერ ვიცანი.

მე:ამ... ბოდიში, მაგრამ ვინ ბრძანდებით?.

უცნობი:ანდრო მქვია ლამაზო.ანდრო აბულაძე, ხომ გაგიგია?.

მე:დიახ. როგორ არა, მაგრამ ეს რატომ გააკეთეთ?.

ანდრო:თავი იმ დღის შემდეგ დამნაშავედ ვიგრძენი, ტყვია კინაღამ შენ მოგხვდა. ამიტომ ბოდიშის მოხდა გადავწყვიტე.

მე:გასაგებია. საჭირო არ იყო, არანაირად. ამას ვერ მოვიღებ, ბოდიში.

ანდრო:ეხლა უკვე მეწყინა ლამაზო. უნდა მიიღო, იცი როგორ გულით გავაკეთე? ვიფიქრე ბოდიშს მოვუხდითქო. დამიჯერე ეს ტყვია შენთვის  არ ყოფილა.

აკაკის გახედა.ის კიდევ ლამის ცეცხლი წაჰკიდებოდა, ისეთი წითელი იყო.ყველა დაბნეულები ვიყავით.

მე:მართლა დიდი ბოდიში. მე თქვნ არ გიცნობთ და ამ საჩუქრას ვერ მოვიღებ. თან თქვენ საიდან გაიგეთ, ამ დღის შესახებ?

ანდრო:მგონი, გავიწყდება ვის ელაპარაკები, ლამაზო.

მე:კარგით, როგორც არის. მაგრამ თუ შეიძლება, ასე ნუ მომმართავთ და ეს ყვავილებიც დაიბრუნეთ.  ბოდიში, საჭირო ნამდვილად არ არის და ვერც მივიღებ. ბოდიში თუ შეიძლება, წაიღეთ.

გაბრაზდა.

ანდრო:შენ, ხომ არ გაგიჟებულხარ ქალო?! რა წავიღო?! ისეც აიღებ, როგორც გინდა და მადლობასაც მომიხდი. თავი ვინ გგონია?! ამ დებილმა ვარდები გაჩუქა და აქ ვსო პრინცესა ხარ?! ვაფშე ოცნებობენ გოგოები, გამარჯობა რომ ვუთხრა შენ  კიდევ.აიღებ .

იმხელა მიღრიალა, გული გამისკდა.უკან დავიხიე.ყველა დაბნეულები ვიდექით, აკაკის გარდა, რომელიც ალბათ მალე აფეთქდბეოდა.

მე:კარგით დაშვიდიდით. მივიღებ ამ ყვავილებს, მაგრამ ბოდიშის მოხდა ნამდვილად არ გამოგივიდათ.

ანდრო: შენ ხომ არ გძმარავს ე?! მოიხედე აქეთ.

ხელები მტაცა და შემანჯღრია, მაშინვე უკან გამქაჩა ვიღაცამ და აკაკის ზურგს უკან აღმოვჩნდი.ნატა მომეჭიდა.

ანდრო: შენ ნუ ერევი რა?! თურმე ვერ მიიღებს გოგო, რა იყო, ხომ არ გეცოტავა ჰა?! თუ შენ, მე, ამაზე ნაკლები ფულიანი გგონივარ?

აკაკი:სიტყვები აკონტროლე, სანამ მშვიდად ვარ.

მე:უკაცრავად დამშვიდდით და მიბრძანდით თუ შეიძლება .

ვაჩე გამოვიდა ამ ხმაურზე.

ვაჩე:აქ რა ხდება?

ანდრო:რა და, შენ დას ყვავილები მოვუატანე და თურმე, ვერ აიღებს გოგო.ამის ნაჩუქარ, რაღაცას, კარგად იხუტებს.

ვაჩე:უკაცრავად, მაგრამ ჩემს დაზე მშვიდად ისაუბრეთ.

ანდრო:ეხლა ეს გამოხტა.მე, ამასთან მაქვს საქმე, მოდი შენ აქ.

ხელი დამავლო და მიმქაჩა.

ანდრო:აბა გისმენ, რა უნდა მითხრა?

ისე მიჭერდა ხელებს ლამის დამამტვრია.

მე:უკაცრავად გამიშვით .

ანდრო:გისმენზ რა უნდა მითხრა!!

ისე მომიჭირა და შემანჯღრია ამოვიკივლე.ვაჩეს გიოირგი აკავებდა.აკაკიმ კიდევ იმ ანდროს ხელი გაკრა და გააშვებინა.ნატა ჩამეხუტა.

აკაკი:სახლში შედით ანა, ნატა! მიდით.დროზე.

გიორგი:ბიჭებო დამშვიდდით.

ვაჩე:გოგოებო გააკეთეთ ის, რასაც აკაკი ამბობს. აქ რაღაც ისე არ არის.არ მომწონს, ეს სიტუაცია.

მე:ვაჩე გთხოვ, არ გინდა .ჩემი ხათრით რა.გიორგი დამშვიდდით ცოტა ეხლა.

ანდრო:ოჰ ოჰ, მადლობას დიდხანს ველოდო?!.

აკაკი:შენ მემგონი, ბებიაშენისასაც ელოდები და მადლობისგან განსხვავებით მიიღებ!

ანდრო: შენ ვაფშე ვინ ხარ, რას ერევი? გაიარე შენს გზაზე.

აკაკი:ა, მე ვინ ვარ? არ იცი, ვინ ვარ? მემგონი უნდა შეეგახსენო.

მაჯები აიწია.

ანდრო:ხო არა?! კაი ბატონო, შენც ვხედავ დაგვიწყებია მე ვინ ვარ.

დანა ამოიღო, გული გამისკდა კინაღამ. ნატაც კანკალებდა

აკაკი: დანით იმუქრები ხო?! ისე რომ შენი თავის იმედი არ გაქვს. შე საცოდავო.არ მინდა შენი ცემა, მეცოდები, წადი შენს გზაზე.

ანდრო: მოკეტე შენი დედაც.

აკაკი: ეხლა ამას ..

ვაჩეს და გოგრის ვაკავებდით მე და ნატა. მაგრამ აი, აკაკისთვის რა მომეფიქრებინა, არ ვიცოდი.არ მიდნა, დღეს ტრაგედია დატრაილდეს, ჩემ სახლთან. ამ ყვავილების გამო,მაგრამ ისინი ამაზე სულ არ ფიქრობენ .ვხედვდი, მალე სასწაული მოხდებოდა და ვეღარაფერს ვეღარ გავაწყობდით..მაგარ შარში გავეხვევოდით ყველანი.ამიტომ, აკაკი უნდა გავაჩერო.როგორმე უდნა, გავაჩერო.ისე იყო  დაძაბული, მომუჭილი ჰქონდა ხელები. ის კი იქიდან ნაირ-ნაირ სისულელეებს იძახდა.

აკაკი:ამას ვსო. აქ, ამ წამს, აქვს ბოლო ლოცვის დრო.მივაძაღლებ.

მისკენ წავიდა.მომენტალურად ვიმოქმედე და მაჯაზე დავეჭიდე. გამოხედა.

მე:აკაკი გაჩერდი, გთხოვ.დამშვდდი, ამად არ ღირს ეს იდიოტი. დამშვიდდი, არ გინდა გთოხვ, არაფერი დაუშავო. გეხვეწები რა გაჩერდი .

ამოიხვნეშა და თავი დამიქნია. გულზე ისე მომეშვა, რომ დამიჯერა, არ ვიცი.სახლისკენ შევბრუნდით.ცოტას დაწყნარდეს და წავა თქო.იმ იდიოტმა, რომ იყვირა.

ის:როდის მერე დადიან კოტაშვილები ძუკნების ჭკუაზე?!.

ახარხარდა.აკაკი ეცა და ძირს დააგდო, ყელში წაუჭირა.ბიჭები მისცვივდნენ, თორე მიახრჩობდა. არა, კია ღირსი, მაგრამ ის მკვლელი ამ იდიტის გამო, ვერ გახდება.

აკანკალებული ვუყურებდი, როგორ ცდილობდნენ აკაკისთვის, მოცინარი ანდრო გამოეგლიჯათ.უცებ ხელიდან გაუსხლტათ და ისე უცებ მოვარდა ჩემთან, რომ ვერაფერი მოვასწარი.დანა ყელზე მომადო და ახარხარდა.თან ხელები სულ სისხლიანი ჰქონდა. ყველა გაჩერდა და დადუმდა.

ვაჩე:ანდრო დადე დანა, არაფერი დაუშავო ანას.

ანდრო:რატომ?ამ ძუკნას ბრალია ყველაფერი.თურმე, ყვავილებს ვერ მიიღებს ქალბატონი.

თმაში მწვდა და დანა დამაჭირა ყელზე.ისე მეშინოდა, ლამის გავგიჟებულიყავი.მუხლები მომეკაცა და ხელით დამიჭირა. თორემ, ძირს დავეცემოდი.ყველა წინ იდგა .ნატა ისე ტიროდა, ლამის გაგიჟებულიყო.

ვაჩე:ანდო დანა დადე. არაფერი დაუშავო, გთხოვ დანა დადე და მშვიდად მოვაგვაროთ. ანა გაუშვი კარგი?

ანდრო:არ მინდა მშვიდად მოგვარება .ყველაფერი ამის ბრალია.იცი, რამდენი ხანი ვცდილობდი რომელიმე კოტაშვილს წყობიდან გამოყვანას? ისინი კი ჯიუტად არ ბრაზობდნენ, ეხლა მოვახერხე და ამ ბ**მა გააჩერა.რანაირად  დაიმორჩილე ჰა? ესე ორი სიტყვით.

თმაზე მქაჩავდა და მანჯღრევდა.

ვაჩე:ანდრო შეეშვი. ნუ სტკენ, დაანებე ანას თავი.

ანდრო:არა, ჯერ არა. ჯერ ამ ვაჟბატონთან მაქვს რაღაცეები  გასარკვევი.აკაკისკენ გაიშვირა ხელი.და შენთანაც ქალბატონო ანნა.

აკაკი:რა გინდა?გოგო გაუშვი. ისე გავარკვევთ, მათ შეეშვი.

ანდრო:აო, აპ, აპ. ეგ უკვე გვიანია.ახლა მე, პასუხს ამ ძუკნას მოვთხოვ და თქვენც ჭკუას ისწავლით, რომ ანდრო აბუალძესთან ხუმრობა არ შეიძლება.

ვაჩე:ანრო დანა დადე. მას არაფერი დაუშავებია.

ანდრო: შეიძლება, მაგრამ მე ამ დღეს ველოდი, როცა აკაკის ან ნებისმეიერ კოტაშვილს რამეს ვავნებდი. მერე აღმოვაჩინე, რომ კოტაშვილები ამ ორს ძაან დაუახლოვდნენ. განსაკუთრებით შენ აკაკი, ქალბატონ ანნას.ჰოდა ამ შანსს ხომ არ გამოვტოვებდი, არა?!ახლა შურისძიების დროა.აბა მზად ხარ ანიკო?

აკაკი:ანდრო ხომ არ გადაირიე?! დაუშვი დანა, ანას არაფერი დაუშავებია . შენ საქმე ჩემთან გაქვს, ამ ხალხმა რა დაგიშავა.?

ანდრო:ახლა გახდი ასეთი შემწყნარებელი არა? ფრთებს სად მალავ?აქამდე მოკვლას მიპირებდი, ეხლა "დაზადნე" ხო?. მეც ეს მინდოდა,ეს გოგო ჩემთან  მოდის. აბა საყვარელო, დაემშვიდობე ნაცნობებს.

ისე მეშინოდა სადაცაა გავგიჟებულიყავი.წესიერად ვეღარ ვხედავდი, ამდენი ტირილსიგან. სკალპი ისე მტკიოდა, თმის ქაჩვისგან.თან ყელზე დანა მებჯინა.

ვაჩე:ნუ სულელობ ანდრო, გოგო გაუშვი.

ანდრო :არ მინდა.

ამ დროს აკაკიმ, ვაჩეს რაღაც გადაულაპარაკა.მანაც თავი დაუქნია.

ვაჩე:ანდო მოდი ვილაპარაკოთ. არსად წახვიდე და ანასაც არ ავნო კარგი?

ანდრო:კაი ბატონო. გისმენ, ოღონდ ცოტა დრო გაქვს.მე და მას საქმეები გვაქვს.ხომ ძუკნავ?.

თმაზე კიდევ უფრო დამქაჩა.

ვაჩე:გთხოვ ნუ ტკენ.მომისმინე, ვიცი, რომ შენ და კოტაშვილებს შორის დაძაბულობაა და მესის შენი. რატომაც გინდა შური იძიო, მაგარმ მომისმინე, აკაკის და ანას არაფერი აკავშირებთ, ლევანს და ნატას ᲡᲐᲔᲠᲗᲝᲓ აღაფერი.უბრალოდ ერთმანეთს გამარჯობას ეუბენებიან და ეგაა.მორჩა კაი?ანასთვის რამის დაშავებით, აკაკის ვერაფერს დააკლებ, მართლა.ისინი არაფერი არიან  ერთმანეთისთვის.

ანდრო:მატყუებ არა?, მე შენ სულელი გგონივარ?!.და იმას მაჯერებ, რომ თავკერძა აკაკიმ, უბრალო ნაცნობი გოგოს გამო, კინაღამ თავი დასაჭრელად გაიმეტა?! თუ იმას, რომ დიდებულმა აკაკიმ, ვიღაც ნაცნობი გოგოს  გამო დარტყმა აიტანა?! ა, ალბათ იმას, რომ გაცხარებულმა აკაკიმ იმ ძუკნის, რომელიც მისთვის არაფერს ნიშნავს, ერთი სიტყვით დაიმორჩილა?! რას მაჯერებ თუ ხვდები?.მატყუარავ! აღარაფერია სათქმელი, მორჩა.

ვაჩა:არა რა, არ გინდა, მომისმინე, ყველაფერი კარგადაა. მას ძალიან მოსწონს შენი ყვავილები, სხვებსაც ძალიან მოგვეწონა, ხომ ასეა არა? ეზო ისე გაგვილამაზე და ქუჩა, მადლობელები ვართ ყველანი, ხო ანა?!.

ანდრო:ეგ ამ ბ**ს, თავის დროზე ეთქვა.

ვაჩე:კი მაგარმ, ის ჯერ ახლაგაზრდაა. გამოუცდელია, აპატიე.

თან მიმანიშნა, თავი გაწიეო.ვერ მივხვდი, მაგრამ ოდნავ გავწიე თავი გვერძე.უცებ არსაიდან, აკაკიმ "პისტოლეტი" ამოიღო და სიტყვა არ აცადა, იმ ხელში დასცა, დანა რომ ეჭირა. აყვირდა და უკან გადავარდა .მე მაშინვე  გამოვიქეცი და ჩემ ძმას ჩევეხუტე.ნატაც ჩვენი ჩაგვეხუტა.

ვაჩე: ჩუ, ყველაფერი მორჩა. დამთავრდა, ნუ გეშინია მე შენთან ვარ. ყველაფერი კარგადაა.

აკაკი ანდროს ეცა და ყელში წვდა.რომელიც ტკივილისგან ყვიროდა.

აკაკი: რა გეგონა ჰა?რა გეგონა რომ ეს შეგრჩებოდა?!  არა, ყველაფერი კარგი, მაგრამ დანა ყელზე რანაირად მიადე ჰა.?!რამ გაგაბედინა ეგ ჰა?ეხლა რომ მიგახრჩობ, მაგ დანას საფლავში დამწუხრებული სახით ჩაგაყოლებ.

ბიჭებმა აკაკი გააჩერეს და ყველა სახლში შევდით..მე   ვაჩეს ვეყრდნობდოდი, ფეხზე სულ ვერ ვიდექი, დივანზე ვისხედით.

ვაჩე:ეს რა იყო? ვინ იყო ის გიჟი? რა უნდოდა ანასთან?ვერაფერი გავიგე.

აკაკი:აბშიძეების ვაჟია ანდრო ,ᲡᲙᲝᲚᲐᲨᲘ ჩხუბის დროს, მან გაისროლა იმ მიმართულებით სადაც გოგოები იყვნენ და იცოდა, რომ  მე უნდა მოხვედროდა.მაგრამ ამცდა და კინაღამ ანას მოხვდა.ჩვენ რაღაც მტრობა გვაქვს, რის გამოც ყველაფერს ცდილობს რომ შარში გაგხვიოს და  რაღაც აგვიხლართოს.ახლაც ეს მოხდა.

ვაჩე:ყველაფერი გასაგებია.ანა დაიკო, კარგად ხარ?ბოდიში საყავრელო, შენს დაბდების დღეზე ეს, არ უნდა დამეშვა.

ჩავეხუტე.ნატას ტირილს ჩემიც შეერია.

მე:ისე შემეშინდა, იმ გიჟს ჩემი მოკვლა უნდოდა. მეგონა მომკლავდა და თქვენც რამეს დაგიშავებდათ.მაგრამ არაუშავრს, რადგან ყველაფერი კარგად დამთავრდა, საპატიებელი არაფერია .

გავსწორდი, ნატა დავაწყნარე და ჩავეხუტე.

აკაკი:მე არ მინდოდა, ეს მოხდარიყო, მართლა არ ვიცოდი, რომ ამას გაბედავდა. თორემ აქ არ მოვიდოდი . საფრთხეში ჩემ გამო ჩავარდი და დაშავდი კიდეც.მე არ მინდოდა. ანა, ბოდიშს გიხდი, ეს დღე ჩემი გამოჩენით არ უნდა გამეფუჭებინა, მაპატიე.

თავი ჩახარა .კოტაშვილი და ბოდიში?! პირი დავაღე.

მე:არა აკაკი, რას ამბობ?!.შებ საიდან უნდა გცოდნოდა ეს.ის ვიღაც ნამდვილი გიჟია, ვერ გაიგე რას ბოდავდა?!.შენ არ ხარ დამნაშავე, პირიქით მადლობა გადარჩენისთვის, შენ რომ არა, კაცმა არ იცის რა მოხდებოდა.მადლობა დიდი, რომ გადამარჩინე, კიდევ ერთხელ და გთხოვ თავი არ დაიდანაშაულო.

აკაკი:კაი რა ანა, რა მადლობა. ვერ ხედავ ჩემ გამო რა დღეში ხარ?ეს ასე არ შერჩება, გპირდები. გეფიცები, ამას ასე არ დავტოვებ. ჭკუას ვასწვლი და დავრწმუნდები, რომ შენ და შენ საახლობლოს აღარასდროს არ მოგეკარებათ, კაი?მე წავალ ახლა, ისედაც დაღლილი ხარ დაისვენო ჯობია.

ვარდების თაიგული აიღო და კარისკენ წავიდა.

მე:ე, მოოცა. ჩემი საჩუქარი რატომ მიგაქვს?

აკაკი:მეგონა არ მოგინდებოდა ამის ნახვა.

მე:ძანაც მომინდება, ეგ ჩემია. დამიბრუნე, თავიდანვე არ გეჩუქებინა, თუ უკან დაბრუნებას აპირებდი. ვეღარ წამართმევ, ჩემია.გამივართვი და მივიხუტე.

მე:მადლობა.და ბოდიში აღარ მოიხადო კაი? დამნაშავე არ ხარ და ხო, ამისთვისაც მადლობა. ძაან ლამაზია, ოღონდ ეგრე სხვასთანაც არ მოიქცე. ვინმე იფიქრებს რომ ასეთი პრესტიჟული ადამიანი, ფულის ხამი ხარ.

აკაკი:კაი, კაი. დაისვენე ახლა, წავალ მე .

ჩაიცინა და წავიდა.იმ იდიოტს რა დაემრთა, სულაც არ მაინტერესებს. დივანზე დავჯექი .

ნატა:ისე ძაან შემეშინდა. ჩემი ლამაზი გოგო, Ალბათ როგორ დაიღალე და ყველაფერი გტკივა.

მე:ყველაფერი კარგადაა. არ შეგეშინდეს, დავისვენებ და ხვალ მაგრად ვარ.

ნატა:ჰო მართლა, რა ლაზი ყვავილებია. იმას კიდევ უკან მიჰქონდა.

მე:ხო.თავიდან მეგონა, რომ აკაკი იმ ანდროს გაგლეჯავდა .

ვაჩე:ასეც აპირებდა დანით რომ არ დამუქრებოდა.

მე:პრინციპში, კარგია რომ ასე არ მოხდა.მე დავიძინებ.

დრო ნელა გადიოდა და ყველაფერი რიტმში ბრუნდებოდა.პარასკევი იყო, სკოლიდან რომ გამოვედით მე და ნატა .წინ შავი ვოლგა გაჩერდა.ორივეს კოტაშვილები გვეგონნენ, ამიტომ გავჩერდით.მაგრამ იქიდან ანდრო რომ გადმოვიდა, ორ ტიპთან ერთად, თან ისე მთვრალი ფეხზე ვერ იდგა. ეგრევე წასვლა გადავწყვიტეთ.უკვე გვიანი აღმოჩნდა.ხელი მტაცა და მიუხედავად წინააღმდეგობისა, მანქანაში ჩამაგდი.ვკიოდი, დახმარებას ვითხოვდი.ლამის, მოსიარულე მანქანიდან გადავხტი. რა აღარ გავაკეთე, მაგრამ არაფერს ჰქონდა აზრი.იცინოდა გიჟივით,ეგეც და ის ვიღაცეებიც. რაღაცეებს ამბობდნენ.გავითიშე.გონზე რომ მოვედი, სადღაც, დიდ, ნათელ ოთახში ვიყავი .დიდი ფანჯერბეით და ნათელი კედლებით . თეთრ საწოლზე მეძინა.ეგრევე ფეხზე წამოვხტი და თავი საშინლად მეტკინა.კარს ვეცი, ცხადია დახურული იყო.მერე ფანჯრებთან მივვარდი, მეორე სართულიდან გადახმტომა კარგი აზრი, დიდად ვერ იყო.დიდი ეზო ჰქონდა სახლს.კარი გაისხსნა და ის ფსიქოპატი შემოვიდა. ისე დადიოდა, რვიანებს ხაზავდა.

ანდრო:ვაა ქალბატონ ანნას გაუღვიძია?როგორ გეძინა ლმაზო?

მე:შენ ხომ არ შეილშალე?! რანაირად გამიტაცე, ნორმალური ხარ?!ახლავე დამბრუნე, ამ წამსვე დამაბრუნე. საიდანაც წამომიყვანე.

ვუყვიროდი მთელი ხმით.

ანდრო:აბა რა ჩიტო, აბა რა. ოღონდ შენ თქვი .ისე, რა გეგონათ, ასე უბრალოდ, აკაკის ერთი სიტყვით, მორჩებიდა ყველაფერი?.არავინ რომ არაფერს ელოდით, ზუსტად მაშინ გამივჩნდი. ხომ მაგარი ვარ.

ჩემსკენ იწევდა.

მე:უკან დაიხიე. არ მომეკარო, იცდოე არც გაბედო. ჩემთან მოახლოვება.

სიცილი აუტყდა.

ანდრო:მართლა გჯერა, რომ შენი აკაკი მოვა და წაგიყვანს? თუ იმის, რომ შენი ბედოვლათი ძმა მოაბავს შენს აქედან წაყვანას თავს?  ჩემ ხელში ხარ ლამაზოზ დანებდი.

მე:ნატამ დაინახა რომ შენ იყავი. ჩემი ძმა მიპოვის და მოგკლავს იცოდე. ამიტომ შენი ნებით გამიშვი .

ანდრო:მოდი ერთად დაველოდოთ ვინმე მოვა, თუ არა .მე ვფიქრობ, დიდხანს ლოდინი მოგვიწევს.კაი, წავედი მე ეხლა და ჭვიანად. ამ საღამოს დავბრუნდები შენ არ იგიჟო და არ გამაბრაოზო.

კარი გადაკეტა.ვკიოდი შველას ვითხოვდი,  მაგრამ არავინ მოდიოდა, თითქოს მარტო ვიყავი ამხელა სასახლეში.შემდეგ ლოგინთან, ხალიჩაზე მივეგდე და ტირილი ამიტყდა.ჩემი ძმა მიპოვის და წამიყვანს. ვაჩე აქ არ დამტოვებს, მე მისი მჯერა.ნატა ყველას ეტყვის და მომძებნიან.მანამდე კიდევ, უნდა მოვიცადო და არ უნდა დავკარგო ძალები. კარის ხმა რომ გავიგე, გამეღვიძა და ფეხზე წამოვხტი.

ანდრო:ვინ მელოდებოდაო?! ისევ მთვრალი იყო.აბა რაო, კარგი გოგო იყავი?მითხრეს იყვირა, მერე დაწყნარდაო. მიხვდი ხო, რომ არავის უნდა ელოდო.

მე: შემეშვი. წადი სადაც იყავი, მე წამიყვანენ. აი ნახავ, წამიყვანენ და შენ ინანებ.

ანდრო:ჰო?მაინც, ვის ელოდები: ვაჩეს თუ აკაკის.?არავინ არ მოვა ლამზო.ისე, სიმართლე რომ გითხრა, მეგონა აქამდე აკაკი რამეს მაინც გააკეთებდა, მაგრამ უარესი ყოფილა.

მე: ჩემი ძმა მიპივის.

ანრი:აკაკიზე ჩაიქნიე ხელი ხო? ვაჩეზეც ეგრე მოხდება.

მე: აკაკი რა შუაშია?! შენ მას ემტერები და საერთოდ, მე რატომ მომიტაცე? ასეთ დროს ძვირფას ხალხს არ იტაცებენ? სად მე და სად აკაკი.

ანდრო:კაი რა ლამაზო, თავს ნუ იშტერებ. აკაკისთვის უმნიშვნელო არ ხარ.

მე:და თუ ასეა როტომ არ მოდის?სადაა აქამდე? ამ სახლს თავზე რატომ არ გამხობს და არ განანებს? თუ რამეს ვნიშნავ? რით ვერ გაიგეთ, რომ მე და მას საერთო, არაფერი გვაქვს.

ანდრო:მგონი შენ მართალი ხარ იცი? ცოტას კიდევ მოვიცდი, მერე სხვა ხერხებზე გადავალ.მეძინება მე, ვიძინებ ჭკვიანად.

ლოგინზე მიწვა და ვარსკვლავის პოზაში გაწვა.მალევე ხვრინვა ამოუშვა.მოვდუნდი და ისევ იატაკზე დავჯექი.ტირილი ამიტყდა, ვაჩე მიპივის, აუცილებლად მიპივის.დილით იატაკზევე გამეღვიძა.ის იდიოტი აქ არ იყო და დავმშვიდდი.სამაგიეროდ კართან საჭმლის ლანგარი იდო და ამ ლანგარს ანდროც მოჰყვა.

ანდრო: გაიღვიძე?ძაანაც კარგი, ჭამე მიდი.

მე:არ მინდა, შემეშვი.

ანდრო:როდემდე უნდა იჯიუტო?! მეორე დღე დაიწყო უკვე. არავინ არ ჩანს და შენ მათ ლოდინში შიმშილს აპირებ?.მე უბრალოდ, აკაკის გაბრაზება მინდა თორემ, შენი მოკვლის სურვილით კი არ ვიწვი.

მე:ჰოდა რით ვერ გაიგე, რომ სულ რომ დამწვა და ჩემი გვამი აკაკის გაუგზავნო, მაინც ვერ დაამარცხებ, ჰა? ცალ ფეხზე ვკიდივარ, რაში აინტერესებს რას იზამ?

ანდრო:ეს გოგოები რა ბრმები ხართ?! დღის ბოლომდე მოვიცდი, მერე უფრო გავამწვავებ.მიდი ჭამე  არ გამაბრაზო.

მე:არ მინდა. დამანებე, არაფერი არ მინდა. შემეშვი, საერთოდ დამანებე თავი. ნუ მელაპარაკები, ნუ მიყურებ. საერთოდ ნუ შემომხედავ.

ლანგარი გადვაგადე, დავლეწე. ისტერიკაში ჩავვარდი, ვყვიროდი, ვტიროდი.გინს მწარე ხელმა მიმიყვანა, ჩემს ლოყაზე . ძირს დავეცი.

ანდრო:როგორ ბედავ ჰა? რას ბედავ შენ ? გოგოს კარგად ვექცევი, გაჭმევ ოთახში ხარ კომფორტულად და არა სადღაც ნესტაინ სარდაფში და კიდე ესე იქცევი ? არ გინდა, ნუ გინდა. მაცადე, მე შენ გაჩვენებ როგორ უნდა, მერე აღარაფერი აღარ გექნება, სორიში.

დამეჭიდა და ოთახიდან გამათრია.რაღაც სარდაფში შემათრია, სულ ცარიელი იყო. ერთი პატარა  ფანჯარა ჰქონდა, ისიც ძალიან მაღლა.ცარიელი ბეტონის იყო და არაფერი არ ანათებდა.იქ შემაგდო და კარი დაკეტა.ჯანდაბა, ჯანდაბა .რა ვქნა, რა უნდა ვქნა . ვაჩე მიპოვის, ვაჩე აუცილებლად მომძებნის.

                        ავტორი

აქვითინებული გოგონა ყვირილით ხსნის ხის კარს და სახლში შედის.

ნატა:ვაჩე!ვაჩეეე!!! ბებო!!! სად ხართ, ნატო დეიდა სად ხართ? ყველანი დაყრუვდით?!.

ოთახში ყველა მალე იკრიბება და გაოცებულები უყურებენ, ატირებულ, გაწეწილ გოგოს.

ვაჩე:რა მოხდა ნატა, თქვი რა გჭირს ?

ნატა:ანა, ანა წაიყვანეს ვაჩე! ვერაფერი გავაკეთე, ანა წაიყვანეს, ჩემი ანა წაიყვანეს! ვაჩე უშველე, იპოვე ვაჩე გთხოვ.

ვაჩე:რაა?! ნატა გადაირიე?! რას ამბობ, რას ნიშნავს  ანა წაიყვანეს და ვერ უშველე? ვინ, სად, რატომ? რა მოხდა მოყევი.

ნატა:მოკლედ, სკოლიდან გამოვდიოდით. შავი ვოლგა გაჩერდა, ჩვენ კოტაშვილები გვეგონნენ და გავჩერდით. მაგრამ მანქანიდან ანდრო გადმოვიდა,აქ რომ იყო. გათიშული მთვრალი  იყო. ანა ჩატენეს და წაიყვანეს. ვაჩე, უშველე, რამეს დაუშვებს. უშველე ანას.

ნატო:ვაიმე ანა. ვაიმე, ჩემი გოგო, ჩემი ანგელოზივით შვილი. მოგიკვდეს დედა შენ. რა ვქნათ? ვაჩე, სად მოვძებნოთ.

ვაჩე:დაწყნარდით ეხლა .მე ბიჭებს ვნახავ და ვეტყვი, დამეხმარებიან. ჩემი კლასელები, უბნელები, ყველა და ანას ვიპოვით.არაფერი მოუვა ჩემ დას, ვიპოვი და წამოვიყვან. იმ ნაბიჭვარს კი, ცოცხლად დავმარხავ.

ბიჭი გაცხარებული ეძებდა, მის გატაცებულ დას.მან და სკოლელებმა შემოიარეს მთელი თბილისი. ვერაფერი გაარკვიეს, სად წაიყვანეს ან ახლა სად ჰყავდათ, საერთოდ ვერაფერი.სახლში გვინ ღამით გაუბედურებული მივიდა .მეზობელი ქალები აწყნარებდნენ მთელი დღე ოჯახს.

ნატო:ვაჩე, ანა სადა დე? რა გაიგე რა? ხო კარგადაა? სადაა ჩემი გოგო, რატო არ მოიყვანე?

ვაჩე:მთელი ქვეყანა გადვაბრუნე დედა და ვერაფერი გავიგე. საერთოდ ვერაფერი.არ ვიცი რა ვქნა. გავგიჟდები, ჩემი და ვინ იცის რა დღეშია ახლა.

ნატა:რა ვქნათ რა? ჩემი ანა, ჩემი მეგობარი. სადაა ნეტავ, რა სჭირს?.მე ვერ  დავიცავი, ვერაფერი გავაკეთე.

ნატო:კაი ნატა, დამშვიდდი შენც. რამეს მოვიფიქრებთ, შენ რა შეუშლიდი ხელს?!.მე ვიცი რაც უდნა ვქონათ.

ვაჩე:რა ?

ნატო:რა და კოტაშვილებთან მივალ და ვთხოვ დახმარებას.მაგათი ბრალია და დაეხმარებიან ჩემს შვილს, თანც აკაკიმ ნახა ეს ანდრო და ეცოდინება სადაცაა .მოკლედ ისინი დაგვეხმარებიან მხოლოდ. სხვა ვერავინ.

ვაჩე:არა დე, რას ამბობ? რა კოტაშვილები?!

ნატა:მართალია ნატო დეიდა ასე ვქნათ, მეც  წქმოვალ.იქნებ დავითანხმოთ დახმარებაზე, უარს არ გვწტყვიან ბიჭები .

ვაჩე:გაგიჟდით?

ნატო:მე ვერ დავიცდი, როდის იპოვით თქვენ ანას. ჩემი შვილი ვიღაც ფსიქოპატის ხელშია. ვინ იცის რა დთეშია?!  რას ველოდო, როდის მოვა სამძიმრის წერილი?თუ ქორწილის მოსაწვევი ჰა? ეხლავე წავა კოტაშვილებთან ამ წამსვე.

ქალი ატირებული, მოუწესრიგებელი იდგა და შეჰყურებდა, რკინის ორნამენტებიან ჭიშკარს.მის წინ მდგომ, ორ ახლაგაზრდა მამაკაცს.

ნატო:აკაკის ნახვა მინდა. აკაკის დაუძახეთ .

დაცვა:არა ქალბატონო. ბატონი აკაკი სახლში არაა.რა  გნებავთ?

ნათი:აკაკის დაუძახეთ. აკაკი მოვიდეს .აკაკის ნახვა მინდა.

ასე გრძელდებოდა დიალოგი. კართან ვოლოგა რომ გაჩერდა და აკაკი გადმოვიდა. ქალი რომ დაინახა ფრიად გაუკვირდა.



№1  offline წევრი Elizabedi.girl from nowhere

ძალიან გთხოვთ ვინც წაიკითხავთ დამიტოვოთ კომენტარი გინდათ თუ არა გაგრძელება. მართლა ვერ ვხვდები მოგწონთ თუ არა.

 


№2  offline წევრი nikiiii

0
ვფიქრობ, უნდა გააგრძელო ოღონდ ნუ გახდი ძალიან ბანალურს. პირველი თავი საკმაოდ საინტერესო იყო თან ძალიან ახლოსაა “მარგლიტებთან” მე პირადად ძალიან მიყვარს ეს ნაწარმოები და ამავე სიუჟეტის ისტორიას კვალვ დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი. წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent