შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარდისფერი ქალბატონი (pink lady 1)


10-02-2024, 01:39
ავტორი ეველინა
ნანახია 1 412

„დეკემბერი დადგაო და ცამ იცვალა ფერი
მე კი ისევ მარტო ვარ და გელი
დეკემბერი დადგაო და ციდან ფანტელს ველი
როგორ მინდა, მოფერება, კარგო შენი“- თებერვლის სუსხიან ამინდში სამსახურისკენ მიმავალი ვერც კი ვაცნობიერებ ისე ვაყოლებ ხმას ყურსასმენებიდან გადმოღვრილ გელაშვილის სიმღერას. ბათუმში დღესაც წვიმს როგორც ყოველთვის. ქალაქს სევდის ფერი დაჰკრავს, ირგვლიც სიცივეა გამეფებული.
მე მირა სამნიძე ვარ 25 წლის, პროფესიით ფილოლოგი, მაგრამ მასწავლებლობა არასდროს ყოფილა ჩემი მოწოდება. მაშინებს ამხელა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, პატარა საქმე არაა მომავალი თაობის აღზრდაში წვლილის შეტანა, სწორედ ამიტომაა რომ დიპლომი დღემდე თაროზე მაქვს შემოდებული შეიძლება მტვერიც კი დაედო. გათხოვილი არ ვარ და როგორც ჩემი უბნის ქალთა უხუცესი საბჭო ამბობს უკვე შინაბერა ვარ და არაფერი მეშველება, ამდენი ხანი რომ არ ვთხოვდები თურმე ჩემში ყოფილა პრობლემა და ბევრი მსგავსი აღარ გავაგრძელებ. შეყვარებულიც კი მხოლოდ ერთი მყავდა და მანაც კი მიღალატა, როგორც ჩანს მამაკაცებს განვიზიდავ. ჩემი რა ბრალია თუ არავინ მომწონს და არავის მოვწონვარ, ეს უკანასკნელი ვერ გამიგია, როგორ შეიძლება ჩემნაირი საყვარელი წითურთმიანი გოგო არ მოგწონდეს, არვიცი. პატარა ტკბილეულის კაფეს ვხელმძღვანელობ, რომელიც მამაჩემისგან საჩუქრად მერგო. ვერ გეტყვით რომ საჩუქარმა აღმაფრთოვანა მაგრამ ნათქვამია „ნაჩუქარ ცხენს კბილებს არ დაუთვლიანო“ ვინ თქვა ეგ კი აღარ ვიცი.
კაფესთან მისულს ნინო უკვე იქ დამხვდა ვინ იცის რამდენი ხანი მელოდებოდა, მგონი დროა გასაღები მას გადავცე, მაინც ჩემზე ადრე მოდის
-დილა მშვიდობისა ნი
-დილა მშვიდობისა, სად ხარ აქამდე გავიყინე
-დიდხანს მელოდე?
-ასე მგონია ნახევარი საათი კი არა მთელი საუკუნე
-კარგი შევიდეთ
-მირაააააააა
-რა ხდება?
-ნიკას დაბადებისდღეა საღამოს მასთან სახლში ვიკრიბებით და ხომ მოხვალ?
-ნიკა ვინაა?
-ჩემი შეყვარებული
-ჩერდები მაგაზე თუ ?
-მირა ეგრე ნუ ამბობ
-კარგი ხო მოვალ სულ არ მინდა მაგრამ მაინც
-გელოდებით მაშინ
-რა ვაჩუქო
-რაც გაგიხარდება
-კარგი.
დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა, მომხმარებელთა ნაკლებობას არ ვუჩივით ადგილიდან გამომდინარე ჩემს პატარა კაფეს ხალხი არ აკლია. უფრო ხშირად ახალგაზრდები გვსტუმრობენ. კაფე ადრე დავკეტე და საჩუქრის შესაძენად წავედი. დიდხანს არ მიფიქრია არჩევანი სუნამოზე შევაჩერე და ნიკას სახლისკენ დავიძარი. შენობას რომ მივუახლოვდი და გავაანალიზე მეცხრე სართულამდე ფეხით უნდა ავსულიყავი რადგან ლიფტების შიში მაქვს მემგონი ათი წლის სიცოცხლე მომაკლდა.
ნუ მკითხავთ როგორ ავედი მეცხრემდე, კარზე ზარის დარეკვა ძლივს მოვახერხე,
-თვით იუბილარი მიღებს კარს რა პატივია
-რა დღეში ხარ
-მესამე სართულზე მაღლა თუ იქნება შენი ახალი ბინა იცოდე დამკარგავ
-22-ზეა
-მშვიდობით. გამომართვიი-ვეუბნები და სუნამოს ვაწვდი
-კოლექციის შეგროვება დავიწყო არვიცი, ყოველ წელს სუნამოს რატომ მჩუქნი
-მეტის ღირსი არ ხარ, ნინოო მომაშორე შენი მეორე ნახევარი
-მიხარია რომ მოხვედი, შემოდი თავი ისე იგრძენი როგორც საკუთრ სახლში
-დივანზე წამოვწვე და ჩიფსის ჭამა დავიწყოო
-არაა
-ისე შენ უვე სახლში გრძნობ თავს როგორც ჩანს ხშირად სტუმრობ აქაურობას
-სტენკა დადგა უკვე-ერთვება ნიკა და იცინის
-რამდენი წლის გახდი ნიკა ბატონო
-30
-ამ მოხუცს მიყვები გოგო?
-5 წელი არაფერია-ამბობს ნიკა
-უკვე ის დრო გაქვს მომვლელი აიყვანო, ჩემს ნინოს შეეშვი
-დარწმუნებული ხარ რომ ეს გოგო გიყვარს და გინდა შენი დაქალი იყოს-მიუბრუნდა ნიკა ნინოს
-კი რა კითხვაა
-მარტო ამის გამო ხარ ცოცხალი-ამბობს და იცინის
-გამანებე თავი -ვამბობ და მოწყვეტით ვეცემი სავარძელში ახლაღა ვკადრულობ ოთახისთვის თვალის მოვლებას და ჩემსკენ მომზირალ 24 თვალს რომ ვხედავ უხერხულად ვიშმუშნები. ნიკას სამეგობროს არსებობა სულ გადამავიწყდა-თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად ახლა ვერ ავდგები და სათითაოდ ვერ ჩამოგართმევთ ხელს, ცხრა სართულის კიბეებ ამოვლილი ქალი
-ადრე სუნამოებს გზავნიდი მარტო და დღეს მოხვედი? მირა კარგად ხარ?-ამზერით მეუბნება დავითი
-დღეს თავისუფალი კურიერი ვერ ვიპოვე-ვიმართლებ თავს
-ანუ გაგვიმართლა
- დღეს თქვენთვის უბრალო მოკვდავთათვის გავიღე მოწყალება და გეახელით
-ჩვენ ვსვამთ და ეს თვრებაა
-მოძვენლდა ეგ ფრაზა განვითარდით, მაგრამ სანამ სასმელში იხრჩობით როგორ განვითარდებით
-მოდი ერთად ჩავიხრჩოთ სასმელში-ჭიქას მაწვდის ვახო
ვერ გეტყვით რამდენი დავლიე მაგრამ ის კი ვიციი რომ ზედმეტიც კი მომივიდა, დაბადებისდღემ შესანიშნავად ჩაიარა, დავფიქრდი და ვერ ვიპოვე პასუხი აქამდე რატომ არ დავდიოდი ჩემი კლასელის დაბადებისდღეზე, ნიკას ბავშვობიდან ვიცნობ, ერთად გავიზარდეთ და შეიძლება ითქვას ერთ-ერთი იმათგანია ვისაც სიცოცხლეს ვანდობ.
საკმაოდ მთვრალი ვიყავი ნიკას სახლიდან რომ გამოვედი რა ტქმა უნდა მარტო არ ვყოფილვარ ვახომ მოისურვა ჩემი გაცილება. სანამ ისტორიას გავაგრძელებ უნდა აღვნიშნო რომ ლოთი ვარ. შეიძლება ყოველდღე არ ვსვამ , მაგრამ თუ ვსვამ ბოლოს საავადმყოფოთი ვასრულებ ხოლმე. იმედია არ გგონიათ რომ ახლაც საავადმყოში ამოვყოფ თავს. სადაც ვინმე სიმპათიური ექიმი მომეწონება და ვიცხოვრებთ დიდხანს და ბედნიერად. ეგეთი ბანალურიც არ ვარ. ვახოს მანქანაში დავიჭირე ადგილი.
-მირა ძალიან მთვრალი ხარ
-არცისე ჯერ კიდევ საღად ვაზროვნებ
-შენთან საუბარი მინდა
- საუბრისთვის ზედმეტად მთვრალი ვარ
- ალბათ უკვე იცი რომ...
-აქ ჩამოვალ, სახლამდე ფეხით გავისეირნებ
-ძალიან გვიანია, ამ დროს მთვრალი სად დაგტოვო
-ყველაზე ნაკლებად ახლა შენი მზრუნველობა მჭირდება
-ისევ გაბრაზებული ხარ?
-მე? გაბრაზებული? რატომ გგონია? უბრალოდ მეცოდები ასეთი სამარცხვინო რომ ხარ
-შენც ხომ იცი რომ ის გოგო იტყუებოდა
-არაფრის ახსნა არ მჭირდება, უბრალოდ გააჩერე ეს წყეული მანქანა
ვახო მანქანას აჩერებს და მეც მალევე ჩავდივარ, სუფთა ჰაერი ნამდვილად მჭირდება. ალბათ უკვე მიხვდებობოდით რომ ვახო ჩემი ყოფილი შეყვარებულია, რომელსაც დღემდე ვუყვარვარ, მაგრამ მოღალატე კაცთან ყოფნას მთელი ცხოვრება მარტო ყოფნა მირჩევნია. სწორედ ვახოა მიზეზი იმისა რომ ნიკას დაბადებისდღეზე არ დავდიოდი და საჩუქრებს ნინოს ვატანდი. გზას ჩუმად მივუყვებოდი და ვამჩნევდი როგორ მომყვებოდა ვახოს მანქანა უკან ამის ატანა უკვე აღარ შემეძლო. ვახოს მიმართ გრძნობები აღარ მაქვს თუმცა მას ამის გაგება არ უნდა. ვიცოდი სახლამდე რომ გამომყვებოდა ამიტომ გზად არსებულ პირველივე კლუბში შევედი, ბართან ახლოს დავიკავე ადგილი
-რას ინებებთ-მეკითხება ბარმენი
-pink lady
-უკაცრავად
-ვარდისფერი ქალბატონი
-ვერ მიგიხვდით
-კოქტეილს ქვია ასე
-პირველად მესმის
-მივხვდი
-სხვა რამეს ხომ არ ინებებთ
-ყველაზე ძლიერი რა გაქვთ ?
-ნეგრონი?
-ძალიან ძლიერია რამე ისეთი მინდა სახლამდე რომ შევძლო მისვლა
-მაშინ თქვენ მოიფიქრეთ
-ალექსანდრე
-გისმენთ-ტრიალდება ჩემსენ ბარმენი-ჩემი სახელი საიდან იცით?
-თქვენი არ ვიცი კოქტეილის სახელი გითხარით
-ბოდიში მეგონა რომ მეძახდით
-ახალი ხართ ალბათ
-ერთი კვირაა რაც დავიწყე პრაქტიკაზე ვარ
-ვინმე კომპეტენტურს რომ დაუძახოთ
-სიგარეტის მოსაწევად გავიდა მალე დაბრუნდება
-კარგი-ვეუბნები და უკან ვტრიალდები, მაშინვე ვამჩნევ შორიდან მომზირალ ვახოს, როგორც ჩანს არ წასულა და ჩემს ჩრდილად იქცა, რომელსაც ერთ დღეს აუცილებლად მივახრჩობ
-ბატონო იოანე კარგია რომ დაბრუნდით
-რა ხდება -მესმის ბოხი ბარიტონი და ტანში ჟრუანტელი მივლის, ვტრიალდები და ვხედავ საკმაოდ სიმპათიურს მამაკაცს, ხვეული თმითა და ზარბზე პირსინგით
-თქვენს წინაა რაც ხდება
-გისმენთ-ახლა ჩემსკენ ტრიალდება და მანათებს შავ სფეროებს ინსტიქტურად ქვედა ტუჩის მარკვენა კუთხეს კბილებს შორის ვიქცევ, ალბათ სიმთვრალის ბრალია
-ვარდისფერი ქალბატონი მინდა
-საკმაოდ ძველი სასმელია თან არაპოპულარული, არ ვამზადებთ-მიჭრის მოკლედ
-კარგით რა
-არ მითქვამს რომ არ მოვამზადებ
-ანუ მოამზადებთ
-არც ეგ მითქვამს
-სიტყვებით ნუ მეთამაშებით
-მირა სახლში წაგიყვან -როგორც ჩანს შორიდან ყურებას არ დაჯერდა ვახო, არადა როგორ მინდოდა დღეს მშვიდად ჩაევლო
-ვახო მოშორდი ჩემი თვალთახედვის არედან
-სახლში უნდა წახვიდე, ისედაც მთვრალი ხარ მეტს ნუ დალევ
- რა უფლება გაქვს აქ რომ მოდიხარ და მეუბნები რა გავაკეთო
-მე შენი შეყვარებული ვარ
-თქვენი კოქტეილი მზადაა-მატყობინებს ბარმენი კოქტეილს ვიღებ და ვახოს სახეში ვასხამ
- შესწორებას შევიტან შენ არავინ ხარ ჩემთვის დამავალებ თუ გაუჩინარდები ჩემი ცხოვრებიდან და აღარასდროს გამოჩნდები-ვეუბნები და ახლაღა ვამჩნევ ვარდისფერ ფერს. ჯანდაბა ჩემი საყვარელი კოქტეილი ვიღაც იდიოტს გადავასხი
-შენც ჩემთან ერთად წამოხვალ- მეუბნება და ძლიერად მავლებს მკლავში ხელს
-ხელი გამიშვი-ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო
- არ გაგიშვებ-ცხოველივით მიმათრევს ვახო კარებისკენ,
-ხელი გაუშვი-მესმის ბოხი ბარიტონი, იოანე ხელს მკიდებს და თავისკენ მქაჩავს მალე კი მის ზურგს ამოფარებული მადლობით აღსავსე თვალებით ვუყურებ მას
-ნუ ერევი
-ნუ მაიძულებ პოლიცია გამოვიძახო,
-გამოიძახე, მაინტერესებს რას ეტყვი
-ჩემს კლუბში შემოიჭერი, არეულობა ატეხე გავაგრძელო თუ საკმარისია
-დღეს წავალ, მაგრამ ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ -ამბობს ვახო და უჩინარდება
-მადლობა
-არაფრის, ტაქსს გამოგიძახებ კოქტეილი საჩუქრად ჩათვალე -ამბობს და თავის ადგილს უბრუნდება
ტაქსში ვჯდები და სახლში მივდივარ, რა კარგად დაიწყო დღე და რა ცუდად დასრულდა. ცრემლებს გასაქანი მივეცი, როგორ შევრცხვი. ხალხის ტვალწინ როგორ მიმათრევდა თავი საცოდავად ვიგრძენი, ვერ მოვერიე. ფიქრებში ჩაძირულს ვერ გეტყვიტ როდის ჩამეძინა, დილას საშინელმა თავისტკივილმა გამაღვიძა, ნაბახუსევის გამო თავი მისკდებოდა, აფთიაქში ხალათით ჩავედი და ნაბახუსევის წამალი ვიყიდე, გზად არც მარკეტში შევლა დამვიწყებია. ნაბეღლავი ავიღე და სალაროსკენ მიმავალმა იოანე რომ დავლანდე თვალები შუბლზე ამივიდა, ჩიფსების სექციას ავეფარე იმიმედით რომ ვერ დამინახავდა. ამადამიანთან ერთხელ უკვე შევრცხვი მეორედ შერცხვენას ვერ გადავითან ვამბობ და საკუთარ თავს ვათვალიერებ. არეული თმა ჩაშავებული თვალები, შესიებული სახე, ღმერთო ჩემო საშინლად გამოვიყურები
-ქალბატონო დახმარება ხომ არ გჭირდებათ-მესმის კონსულტანტის ხმა და მოულოდნელობისგან გვერდით ვხტები
-შემაშინეთ, არა მადლობა არ მშირდება- ვამბობ და სალაროსკენ ძალით მივათრევ თავს სადაც მომღიმარ იოანეს ვხედავ-რა გაცინებს
-შესანიშნავად გამოიყურები
-მადლობა- ვეუბნები და ვუბღვერ
-ბატონო თქვენი ხურდა-ისმის მოლრის ხმა, იოანე ხურდას იღებს და მარკეტს ტოვებს, წინა ცხოვრებაში ალბათ რაღაც ცუდი ჩავიდინე და ასე ვისჯები. მარკეთიდან გავდივარ და ჩემი ბინისკენ ვიღებ გეზს
-ეგრე სწრაფად თუ ივლი შეიძლება ფეხი მოიტეხო, მერე ისევ შენი დახმარება მომიწევს, ამდენად ქველმოქმედი ადამიანიც არ ვარ
-ვინ გთხოვა დახმარება
-ამის მერე მიდი და გაუკეთე ადამიანს სიკეთე
-რა გინდა პირდაპირ მითხარი
-არაფერი სიგარეტს ვეწეოდი და გამიხარდა ნაცნობი სახის დანახვა, ვარდისფერი ქალბატონი.
-ნეტა არ დაგენახე
-სხვანაირი მახსოვდი და დღეს სხვანაირი ხარ, როგორც ჩანს შუაღამის მერე ჯადოქრობა ქრება
-თავხედი, ყეყეჩი უტაქტო, იდიოტი
-ამდენი კომპლიმენტი ერთად ჩემტვის არავის უთქვამს
-უფრო მეტი აქვთ ნათქმი დარწმინებული ვარ
-შეიძლება
-არ მაინტერესებს ნახვამდის- ვეუბნები და სადარბაზოში შევდივარ- ჯანდაბა ჯანდაბა და ჯანდაბა, საიდან გამოჩნდა, ან აქ რატომაა, აქ ცხოვრობს სადმე, მარცხენა ფეხზე ავდექი როგორც ჩანს, ჯადოქრობა ქრებაოო იდიოტი, თვითონ არ მყავდეს ალენ დელონი, კვაზიმოდო, როგორ მინდა მივტრიალდე და ვუთავაზო ერთი მაგრად . ირონია მივაყინო სახეზე.
სახლში ავედი გამოვიცვალე წამალი დავლიე მოვწესრიგდი და ნაბეღლავით ხელში დვადექი ნაცნობ გზას სამსახურისკენ. კაფესთან მისუს იქ უკვე უამრავი ხალხი რომ მხვდება ვხვდები რომ კარგად მოვიქცი ნინოს გასაღები რომ მივეცი.
-როგორც იქნა დამეხმარე-მეუბნება და წინსაფარს მაწვდის
-დღეს რა ხდება
-არვიცი მემგონი მთელი ბათუმი აქაა
-ეს აირე და მეორე მაგიდასთან მიიტანე -ლამგარს მაწვდის ნინო, ოფიციანტობაც დავიწყე
- ახალი თანამშრომელი გვჭირდება, ვაკანსიის შესახებ გამოვაქვეყნებ ჩვენს გვერდზე
-დავიჯერო ნაბეღლავმა გაგიხსნა გონება
-ნაბეღლავი არაფერ შუაში მე დაბადებიდან თვით ნიჭიერება და სიჭკვიანე ვარ,
-ქალი ვუნდერკინგი თაროზე შემოდებული დიპლომით.
-ცოტა დაბლა დაეშვი თავი ჭაღს არ მიარტყა ახალია
-ნწ არ ინერვიულო
-დღეს ტკბილი არ ჭამო ისედაც მაღლა ხარ
-კარგი საქმეს მივხედოთ.
დღე საკმაოდ დამღლელი აღმოჩნდა. დღის ბოლოს ქანცგაწყვეტილი ჩავესვენეთ სავარძელში. სოციალურ ქსელში ვაკანსიის შესახებ ავტვირთე პოსტი.
-გუშინ რა მოხდა
-რას გულისხმობ
-ვახომ წაგიყვანა სახლში და რაღაც ნამდვილად მოხდებოდა, მშვიდად არ ჩაივლიდა ხომ ვიცი
-მაგ ცხოველზე ნუ მესაუბრები თუ შეიძლება
-ცხოველებს შეურაწმყოფას ნუ აყენებ
-ხანდახან მიხარიხარ
-მხოლოდ ხანდახან
-კი სულ არშეიძლებაა, სახლში წადი დაისვენე
- ნწ ჩემმა ბიძაშვილს უნდა შევუაროო ბარში ორი დღის წინ გვიკადრა და დაბრუნდა ბათუმში
-აქედან წასული ბევრი მინახავს დაბრუნებული არავინ
-წამოდი შენც თან დავლიოთ ორი ჭიქა
-კარგი ხო
-ოღონდ დალევა უხსენე რაა, ალკოჰოლის გამო სულსაც გაყიდი ხომ
-თუ დამჭირდა შეიძლება
კაფედან გავედით ნინოს მანქანში მოვთავსდით ნინო მანქანას ძრავს მე კი მანქანის ფანჯრუდან ბათუნს გავყურებ, სხვანაირად ლამაზია ღამის ბათუმი, სხვანაირად რომანტიკული, სხვანაირად მშვიდი. ნინომ ნაცნობ ადგილთან რომ გააჩერა მანქანა თვალები შუბლზე ამივიდა ჯერ კლუბს შევხედე მერე ნინოს და ეს მოქმედება ათჯერ მაინც გავიმეორე
-გადმოდი-მეუბნება ნინო
-არა გადავიფიქრე სახლში წავალ დავიღალე დღეს რთული დღე იყო
-ან გადმოდიხარ ან ძალით გადმომყავხარ
-ბიძაშვილია დიდი ხანია არ გინახავს ხელს არ შეგიშლით შენ წადი
-მირა ნუ მაწყენინებ
-რომ დაურეკო და სხვაგან შეხვდე რატომ მაინცდამაინც აქ
-აქ მუშაობს
-რა დამთხვევაა
-ან მოდიხარ ან გიბრაზდები
-კარგი მოვდივარ-ვამბობ და მანქანიდან გადავდივარ, ცხოვრებაში პირველად ვითრევ ფეხს კლუბში შესვლისას. შესვლისთანავე ვამჩნევ იოანეს შავს სფეროებს ისიც მხედავს და ეღიმება
-იოოოო როგორ მომენატრეე -მესმის ნინოს აქამდე უცნობი ხმაა
-მეც ძალიან მომენატრეე, ნუ დამახრჩობ, აქ დაჯექით
- მირა გაიცანი იოანეა ჩემი ბიძაშვილი, იო ეს მირაა ჩემი უფროსი
-სასიამოვნოა-ვამბობ და ყალბ ღიმილს ვიკრავ სახეზე
-სასმელს მოვიტან -ამბობს იოანე
-მე წავალ კარგიი
-მირა დაჯექიი
-განწირული ვარ ხოო
-ვხვდები რომ რაღაცას მიმალავ და მერე მომიყვები აუცილებლად
- არაფერს გიმალავ-ვამბობ და თვალებს სწრაფად ვახამხამებ
-ტყუილიც კი არ გამოგდის
-არ გატყუებ
-მაშინ თვალებს ეგრე სწრაფად რატომ ახამხამებ, ცოტა შეანელეე მიბერავს არ გამაციოო თხლად მაცვიაა
-როგორ გავხართ ბიძაშვილები მკვლელი იუმორით ერთმანეთს
-სასმელიც მოვიდა -ამბობს იოანე და მაგიდაზე ორ კოქტეილს ვარდისფერ ქალბატონს და გრეიფრუტ სფლეშის დებს
-ვარდისფერი ქალბატონი?-კითხულობს ნინო და მე და იოანეს რიგრიგობით გვიყურებს-საიდან იცი რომ ეს მირას საყვარელი კოქტეილია, დამთხვევების არ მჯერა
-დღეს ალექსანდრეს ამ კოქტეილის მომზადებას ვასწავლი სულ ესა-ნახა გამოსავალი
-ჩაძიება მეზარება ამიტომ ვიჯერებ, დავლიოთ
-ვინმე ჩემი სახელი ახსენა
-ბავშვი მოვიდაა
-ნინო დეიდა ეგრე რატომ მომმართავთ
-ალექსანდრე იცი ვარდისფერი ქალბატონი რას ნიშნავს
-ვერ მივხვდი
-მოდი განგანათლებ, ყველა კოქტეილს რაღაც მნიშვნელობა აქვს მაგალითად მარტინი ნიშნავს „მეტი საუბარი მინდა“ ზოგს ერთი ღამის, ცეცხლოვანი ღამის ან სიყვარულის მოლოდინში ეს მნიშვნელობები აქვს. კარგად ვერ ვერკვევი. ასევე ვარდისფერი ქალბატონი ამ კოქტეისაც აქვს მნიშვნელობა და ის ნიშნავს
-„მე შენ მომწონხარ“-ცდება ფრაზა ჩემსა და იოანეს ბაგეებს


**************************
დავბრუნდი. ახალი ისტორიითა და ახალი შემართებით, ველოდები ტქვენს შეფასებებს. ვფიქრობ გავაგრძელო თუ არა.



№1  offline წევრი Daldoni Daldoni

საინტერესო და სასიამოვნო დასაწყისიაა..

 


№2 სტუმარი სტუმარი ლიკა

მიხარია რომ დაბრუნდი. საოცარი დასაწყისია გააგრძელე. ალექსანდრეს დაბნეულობაზე გამეცინა. მეც არ ვიცოდი კოქტეილებს მნიშვნელობები თუ ქონდა ????????????

 


№3  offline წევრი Ninit nini

ძალიან მომეწონა ეს მოთხრობაც <3 ისე კარგად წერ ყველა მოთხრობას რომ არ ვიცი მოკლედ რაა... 2 თავიც დადეე გაგრძელებაა

 


№4 სტუმარი lela

dzalian kargia . dzalian momwons. gaagrdzele

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინო

გამიხარდა შები დაბრუნება ჩემო კარგო. ძალიან კარგიაა ყოჩაღ და წარმატებები შენ

 


№6  offline წევრი ეველინა

Daldoni Daldoni
საინტერესო და სასიამოვნო დასაწყისიაა..

მიხარია რომ მოგწონთა და ასე თვლით <3 <3

სტუმარი ლიკა
მიხარია რომ დაბრუნდი. საოცარი დასაწყისია გააგრძელე. ალექსანდრეს დაბნეულობაზე გამეცინა. მეც არ ვიცოდი კოქტეილებს მნიშვნელობები თუ ქონდა ????????????

ახალ სამსახურს რომ იწყებ და გამოცდილება არ გაქვს დაბნეულობა გასაგებია <3 <3 მადლობა შენ ასეთი შეფსებისთვის <3 <3

Ninit nini
ძალიან მომეწონა ეს მოთხრობაც <3 ისე კარგად წერ ყველა მოთხრობას რომ არ ვიცი მოკლედ რაა... 2 თავიც დადეე გაგრძელებაა

აუცილებლად დავდებ გაგრძელებასაც <3 <3 მიხარია რომ მოგწონს

lela
dzalian kargia . dzalian momwons. gaagrdzele

მადლობა <3 <3

სტუმარი ნინო
გამიხარდა შები დაბრუნება ჩემო კარგო. ძალიან კარგიაა ყოჩაღ და წარმატებები შენ

მეც მიხარია რომ დაგიბრუნდთ რამდენად კარგი ისტორიით ეს თქვენუნდა მითხრათ <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent