შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის ბნელი მხარე (თავი-2)


11-02-2024, 22:55
ავტორი ანუბისი
ნანახია 2 527

8 8 8 8

ლოლამ, სვლა სანაპიროსთან ახლოს შეანელა, ძლიერად დაამუხრუჭა და კმაყოფილებით აღსავსე მზერით შემათვალიერა, თანაც უკვე მერამდენედ.

თითქმის შუა ღამე იყო. ჩვენი რესტორნის განთქმულ შეფ-მზარეულს დიმიტრის, მორიგი წვეულება ჰქონდა, რაც უკვე ყოველწლიურ ტრადიციად ქცეულიყო მისთვის, გაზაფხულის ბოლო თვეს.

დიმიტრი, მართლაც რომ „ივენთების“ მეფე გახლდათ. ლოლასგან ვიცოდი, რომ ყოველწლიურად, თავის წვეულებას ახალ სახასიათო ელემენტს სძენდა, სტუმრებისთვის განკუთვნილ ფურშეტის კერძებს საკუთარი ხელით ამზადებდა, რაც მართლაც რომ სასიამოვნო ჟესტად ითვლებოდა მისი რანგის მზარეულისგან.

ამ დღისთვის სამზადისს, ყოველთვის ერთი კვირით ადრე იწყებდა ხოლმე დიმიტრი. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მეც მოწვეულ სტუმართა სიაში ვიყავი. მართალია წამოსვლის სურვილით დიდად არ ვიწვოდი, თუმცა ლოლას დაჟინებულ თხოვნას, ვინაც საკუთარი გემოვნებით შემირჩია სამოსი, ქალაქის რომელიღაც ბრენდულ ბუტიკში, უარი ვეღარ ვუთხარი და გადავწყვიტე მოპატიჟება ჩემი სურვილისდა საწინააღმდეგოდ მიმეღო.

ტანზე კიდევ ერთხელ დავიხედე. უზურგო, თეთრი დეკოლტე-მაისური და ამავე ფერის, ჩვეულებრივზე მოკლე, ტყავის შორტი მეცვა. ლოლას თუ დავუჯერებდით, ეს „ლუქი“ სწორედ ჩემთვის იყო შექმნილი, ზუსტად ისე, როგორც კონკიას სამეჯლისო მორთულობა, თუმცა თავს კომფორტულად მაინც არ ვგრძნობდი. ისეთი განცდა მეუფლებოდა, თითქოს განაღმულ მდელოზე დავდიოდი და წამი-წამზე უნდა ავფეთქებულიყავი კიდეც.

-ლოლიტა, იქნებ ამ ზედატანზე რამე მომეცვა? -ვინ მოთვლის უკვე მერამდენედ გამოვთქვი პროტესტი -ზურგი საერთოდ არ აქვს, წინა მხარე კი . . .

-საყვარელო, არ გინდა ცოტა ხნით მუნჯის როლი ითამაშო? -ხელი ისე მობეზრებით ამიქნია, როგორც მის ყურთან მფრინავ აბეზარ კოღოს -რამდენჯერ უნდა გითხრა, ოდნავ თამამ ჩაცმულობაში ცუდი არაფერია-მეთქი? ამ თემას კიდევ თუ წამოჭრი, პირს ისე დაგიხურავ, ვერასდროს ვეღარ გააღებ

-რა აგრესიული ხარ დღეს

-შენ კი დაკომპლექსებული. ცოტა მომბაძე რაა

-სათქმელად მარტივია -ლოლას სამოსს შევავლე მზერა. ამ უკანასკნელს, ელექტრიკი ლურჯი ფერის კაბა მოერგო, რომელიც იმდენად მოკლე და გამომწვევი იყო, ნებისმიერ შემთხვევაში მიიქცევდა თითოეული მამრობითი სქესის წარმომადგენლის ყურადღებას. იქნებ მის ფონზე ჩემთვის არც არავის შემოეხედა? ეს მაწყობდა კიდეც.

-კარგი, გეყოფა . . . შენ ჯობია ის მითხრა, სამსახურში როდის აპირებ მობრძანებას. ერთი დღეა, რაც არ ხარ და უკვე მოვიწყინე

-ხომ გითხარი, სანამ ნოლანები არ ჩამოვლენ, რესტორანში ჩემი ფეხი არ იქნება -განვაცხადე მტკიცედ -ვიცი მეტყვი, ასეთი რამების არ უნდა გეშინოდესო, თუმცა ეგ ლეო უკვე ძალიან უცნაურად იქცევა და სიფრთხილეს თავი არ სტკივა

-ყველას ეგრე თუ დააფრენდზონებ, საბოლოოდ მარტო დარჩები

-რა დაფრენდზონება ლოლიტა? -სიმწრისგან გამეცინა -არანაირი ურთიერთობა არ მინდა მაგ ტიპთან. ეჭვი მაქვს, რომ ტვინში ყველაფერი მწყობრში ვერ აქვს

-მიშოს რატომ არ სთხოვე დახმარება? ერქოლესა და ტეოს შემდეგ, ყველაზე დიდი უფლებები მაქვს აქვს. მარტივად დაადებდა აკრძალვას იმ ადამიანის რესტორანში შემოშვებას

-ეგ მეც ვცადე, მაგრამ სანაცვლოდ ისეთი სისულელე მთხოვა, თავი ძლივს შევიკავე მისი ფიზიკური შელამაზებისგან -ჯერ კიდევ ბრაზს ვგრძნობდი მეფარიშვილთან დილანდელი საუბრის გახსენებაზე.

-ჰოო? -საჭიდან ხელები აიღო. მისი წაბლისფერი თვალები, უკვე დაუფარავი ცნობისმოყვარეობით მომშტერებოდნენ -ასეთი რა გთხოვა? შემთხვევით ის ხომ არა, რაც ამ წამს გავიფიქრე?

-კარგი რა ლოლიტა

-მაშინ, მითხარი

-არაფრის თქმას არ ვაპირებ, სისულელეა და მორჩა . . .

მანქანის სალონიდან გარეთ გადანაცვლებისას, სმენის რეცეპტორებს მაშინვე მისწვდა ხმამაღალი მუსიკა, რომელსაც განწყობის შესაქმნელად მართლაც იდეალური ჟღერადობა ჰქონდა. პლაჟზე დაახლოებით ორმოცდაათი ადამიანი შეკრებილიყო, რომელთაგან უმეტესობა მამაკაცი გახლდათ. ირგვლივ ყველაფერი საკმაოდ დახვეწილად და გემოვნებით მოერთოთ, რამაც მაფიქრებინა, რომ იქაურობის ვიზუალურ დახვეწილობაზე სპეციალურად დაქირავებულ დიზაინერს ჰქონდა ნაზრუნი.

წვეულებისთვის გამოყოფილი სივრცისთვის, ხის თეთრი, დასადგამი ღობე შემოევლოთ, რომელიც ზღვის ცხოველებისა და ნიჟარების ფორმის ნათურებით გაენათებინათ. მარჯვენა მხარეს, სხვადასხვა კერძებითა და ტკბილეულით სავსე ფურშეტის მაგიდები იყო განლაგებული, ხოლო მარცხენა მხარეს სასმელის დახლები იწონებდნენ თავს, რომელთაც, წელს ზემოთ შიშველი, საკმაოდ მომხიბვლელი ჰაბიტუსის მქონე ბარმენები ემსახურებოდნენ.

დიჯეის კუთხე, ვინც ამ საღამოს მუსიკალურად აფორმებდა, სპეციალურად გამოყოფილი, შემაღლებული ადგილიდან გადმოჰყურებდა ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილს. წვეულების მთავარი გაფორმება, მაინც ულტრაიისფერი სხივები იყო, რომელთა მოძრაობაც, მუსიკის ენერგიულობის შესაბამისად იცვლებოდა –ნელ მელოდიაზე სხივებიც ზანტად მოძრაობდნენ, ხოლო შედარებით ჩქარზე, ისინიც ენერგიულად დაძრწოდნენ ხალხს შორის და მათ სახეებსა და სხეულებზე დროებით კვალს ტოვებდნენ.

დიმიტრი სასმელების დახლთან, ვისკის ჭიქით ხელში იდგა და ჩვენი კოლექტივის ყველაზე უმცროს თანამშრომელს, დამიანეს ესაუბრებოდა, რომელსაც ბარმენის თანამდებობა ეკავა Imagine-ში. სამწუხარო ფაქტი იყო, რომ დამიანე მალე უნდა დაგვმშვიდობებოდა. ამ უკანასკნელს, სწავლასა და სამსახურს შორის, დროის მენეჯმენტი აღარ გამოსდიოდა და გადაწყვეტილი ჰქონდა მაშინვე წასულიყო, როგორც კი უფროსობა მის შემცვლელს მოძებნიდა.

მათთან ახლოს, მეფარიშვილიც შევნიშნე. იგი ვიღაც წითურ გოგოსთან საუბრით იყო გართული, ვინც გამომწვევი მზერით წრუპავდა ჭიქიდან მარგარიტას. თავად მიშო, ამჯერადაც პიტნითა და ლიმონით შეზავებულ, ყინულიან წყალს მიირთმევდა, ხოლო მათგან მოშორებით, იტალიური ტკბილეულის განყოფილებასთან მდგომი კალე, ისეთი მზერით იყურებოდა, თითქოს სხეულით აქ, ხოლო სულით სრულიად სხვა განზომილებაში იმყოფებოდა.

-დიმიტრის წვეულება, ჩემთვის მუდამ წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა -აჟიტირებულმა გამომდო ხელკავი ლოლამ. იმ მომენტში, ისე მოუსვენრად ცმუკავდა, გეგონებოდათ ჯერ კიდევ პატარა გოგონა იყო, ვინც მშობლებმა პირველად წაიყვანეს დისნეილენდში.

-წინა წელსაც სანაპიროზე ჩატარდა?

-არა, წინა წლის წვეულების ლოკაცია მწვანე კონცხი იყო. დიმა ყოველთვის ახალ ადგილს ირჩევს ამ დღისთვის

-ორიგინალურია

-თანაც როგორ. რომ იცოდე, პირადად ვთხოვე, რათა წელს შენც ჩაეწერე მოწვეულ სტუმართა სიაში, ქალბატონი მარიტა კი ამბობს წამოსვლა არ მინდაო

-ბოროტად იყენებ იმ ფაქტს, რომ მაგ ადამიანს შენდამი სიმპათიები გააჩნია

-უბრალო რაღაც ვთხოვე, ბოროტება რა შუაშია? -გულწრფელად გაიოცა -თანაც კარგად იცი, როდესაც ადამიანს საწოლში ერთხელ დავტესტავ, მერე უკვე აღარ მაინტერესებს ხოლმე

-ჯოჯოხეთი გარანტირებული გაქვს

-ნუ ღელავ, იქაც ვიპოვი რამე გასართობს

-ეჭვიც არ მეპარება

წვეულება თანდათანობით ხურდებოდა. მოწვეული სტუმრებიდან უმეტესი ნაწილი ჩემთვის უცნობ ადამიანთა ჯგუფს შეადგენდნენ. ნაცნობი სახეები მხოლოდ ისინი იყვნენ ვინც Imagine-ს კოლექტივში ირიცხებოდნენ და ეს, რაღაც კუთხით დისკომფორტს მიქმნიდა, რადგან ამდენი ადამიანიდან, მხოლოდ ხუთი მათგანის სახელი და გვარი ვიცოდი.

ლოლამ სასმელი აიღო და მალევე გაერია ბიჭებში. ისე ლაღად და მხიარულად ერთობოდა, მისი ცოტათი შემშურდა კიდეც, რადგან თავად არასოდეს გამომდიოდა უცხო ადამიანებთან ასე სწრაფად გაშინაურება და მათ შორის თავის დამკვიდრება. რაღაც კუთხით, მომწონდა კიდეც ამის გამო საკუთარი თავი, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როდესაც ჩემს ზემოთ ხსენებულ თვისებას ბევრ რამეშიც შეუშლია ხელი.

მინი-ბართან ჩემი საყვარელი სასმელი –მარტინი ავიღე და იტალიური ტკბილეულის მაგიდასთან მდგომ კალეს მივუახლოვდი. სახეზე ეტყობოდა წვეულებით დიდად ვერ ერთობოდა, ისევე როგორც მე. ზოგჯერ ისიც კი მეგონა, რომ კალე ყველაზე ახლოს იყო ჩემს სულთან, რადგან უზომოდ ბევრი მსგავსება არსებობდა ჩვენ ორს შორის.

-რას შვრები, შენც მოიწყინე? -გვერდით ამოვუდექი თუ არა, მაშინვე ვკითხე. ჩემგან განსხვავებით იგი ტეკილას მიირთმევდა, პარალელურად კი ნახევარმთვარის ფორმით დაჭრილ ლიმონს აყოლებდა, გემოს სინთეზისთვის.

-დიმამ ეს რომ გაიგოს, ალბათ რომელიმე სტუმრის შარფით ჩამოიხრჩობს თავს, მაგრამ მეზიზღება მისი წვეულებები

-თუკი ასეა, რატომ მოხვედი?

-შენ თვითონ რატომ მოხვედი? -ოსტატურად შემომიბრუნა კითხვა.

-მე ლოლიტას ვერ ვაწყენინე

-ერთ ნავში ვართ. მე ყოველ წელს დიმიტრის ვერ ვუტეხავ ხათრს -გაეცინა. მასთან ერთად მეც.

-რომ გავიპაროთ ვითომ გაბრაზდებიან?

კალემ ლიმონი ჩაღეჭა, სიმჟავისგან ოდნავ დაიჭყანა და პასუხიც მხოლოდ ამის შემდეგ დამიბრუნა:

-სიამოვნებით მოვტყდებოდი აქედან შენთან ერთად და სადმე მყუდრო ადგილას ნაყინს შევჭამდი, მაგრამ . . . საშინელი რამაა ეს ხათრი

-საუბედუროდ ეგრეა

რამდენიმე წამით დუმილი ჩამოწვა. ამ ხნის განმავლობაში, ჩემი მარტინის შესახებაც გამახსენდა და ზედიზედ მოვსვი რამდენიმე ყლუპი, თან ზეთისხილიც მივაყოლე.

-როგორც ჩანს ვიღაცას დიდი სიამოვნება ელის წინ

-რას გულისხმობ?

-ჩვენს დირექტორს შეხედე -მისკენ და იმ წითური გოგოსკენ იყო მიმართული კალეს მზერა, ვინც წვეულებაზე მოსვლისას დავინახე მიშოსთან ერთად. ეს ორნი, ერთმანეთს ისეთი ვნებითა და სითამამით კოცნიდნენ, თითქოს იქ, მათ გარდა სრულიად აღარავინ დარჩენილიყო.

-ჰო, ვხედავ -მწარედ ჩამეცინა -მისნაირებისთვის არაფერია რთული. ნებისმიერ ქალს შეუძლია ხელი დაადოს და მისი გახდება

-ესე იგი შენც -ეშმაკურად შემომყურებდნენ კალეს თვალები. თითქოს წინასწარ იცოდა რა პასუხიც მქონდა მომზადებული მისი შეკითხვის საპასუხოდ.

-ეგ რომ მდომოდა, მაგისთვის მილიონი შანსი მქონდა. ნახევარი მსოფლიო გვაქვს ერთად მოვლილი

-არ ჩაგეძიები რატომ მოიარეთ ერთად ნახევარი მსოფლიო, მაგრამ ერთს გეტყვი -ცისფერ თვალებში თითქოს ნაპერწკლებმა გაიელვეს იმ წამს, ან განათების გამო მომეჩვენა ასე -ზოგჯერ, როცა გიყურებს, მის გამოხედვაში რაღაც ჩანს . . . რაღაც ისეთი, რასაც ალბათ შენ ვერც ამჩნევ

-ჰოო? და რა ჩანს? -აშკარად გამამხიარულა მისმა სიტყვებმა. უკვე იმ აზრისკენ ვიხრებოდი, რომ ნასვამი იყო და ალკოჰოლი ალაპარაკებდა.

-რა ჩანს და . . . უიმედობა . . . თითქოს მისთვის ის ვარსკვლავი ხარ, რომელსაც ვერასდროს მიწვდება

-ნუთუ ასე ძალიან ვგავარ ვარსკვლავს? -სიცილნარევი ინტერესით გავხედე. ახლა უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ მთვრალი იყო და ბოლომდე ვერ იაზრებდა რას ამბობდა.

-იცინე, იცინე, წლის ბოლოს მე გავიცინებ

-შენ რა ჩემი მათემატიკის მასწავლებელივით მელაპარაკები?

-შენი არ ვიცი, მაგრამ მე ისეთი ნიშნები მყავდა, წლის ბოლოს ყოველთვის მე ვიცინოდი ხოლმე

კალესთან საუბარს კიდევ დიდხანს გავაგრძელებდი, რომ არა მოულოდნელი ვიბრაცია ჩემს ჯიბეში მოქცეულ ტელეფონზე. ზარი რატომღაც დაფარული ნომრიდან ფიქსირდებოდა, რაზეც ოდნაც უსიამოვნოდ გამცრა ტანში. ამისდა მიუხედავად, კალეს ზედმეტი არაფერი ვაგრძნობინე, სწრაფად მოვუბოდიშე და ყურმილის ასაღებად ოდნავ მოშორებით გავედი, იქ, სადაც მუსიკების ხმა ნაკლები სიმკვეთრით აღწევდა, ხოლო ტალღები სასიამოვნოდ შრიალებდნენ.

-გისმენთ!

-დღეს კიდევ ერთხელ მოვედი შენს მოსასმენად, მაგრამ როიალთან სრული სიცარიელე დამხვდა . . . რატომ?

ტანზე ცივმა ჟრუანტელმა დამიარა ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობი ხმის მოსმენისას. ორი წამიც არ დამჭირვებია იმის გასაანალიზებლად, რომ ყურმილის მეორე მხრიდან ლეო მესაუბრებოდა.

-დაფარული ნომრიდან რატომ რეკავ? -კითხვის დასმისას, მაქსიმალურად ვეცადე ხმაში მცირედი შიშიც არ დამტყობოდა.

-იმიტომ, რომ ჩემი ნომერი დაბლოკე და ვეღარ გიკავშირდები. ვერც შეტყობინებებს გიგზავნი. შენი ეს სიჯიუტე ასმაგად უფრო დიდ აზარტში მაგდებს მარიტა

-ავადმყოფი ხარ!

-რაც გინდა ის მიწოდე, მთავარია მალე დადგეს ის დღე, როცა შენს სურვილს მოვიკლავ

ყურმილი ისე დავკიდე, აღარაფერი მითქვამს. მეორედ რომ ვეღარ დაერეკა, მოწყობილობა დაუყოვნებლივ გადავიყვანე ფრენის რეჟიმზე და რამდენიმე წამით თვალებდახუჭულმა ღრმად დავიწყე სუნთქვა. ტალღების შრიალის ხმა ყოველთვის მამშვიდებდა ხოლმე, თუმცა ახლა ვეღარც ის ახერხებდა ჩემს ნერვებზე დადებითად მოქმედებას.

ზუსტად ათი წუთი ისე ვიდექი და სახე ზღვიდან მონაბერი ქარისკენ ისე მქონდა მიშვერილი, უკან ერთხელაც არ გამიხედავს. არც არავის გავხსენებივარ. მეგონა ეს კომფორტული სიჩუმე კიდევ დიდხანს გასტანდა, თუმცა ჩემდა სამწუხაროდ სრულიად საპირისპირო რამ მოხდა. ლეოს ზარისგან აფორიაქებას, ამჯერად, ნაცნობი სუნამოს არომატის შეგრძნებაც დაემატა და ოხვრით გავაცნობიერე, რომ სადღაც ჩემს სიახლოვეს, მეფარიშვილი იმყოფებოდა.

ხმა არ ამომიღია. ჯერ კიდევ ხელში ჩაბღუჯული ტელეფონი ჯიბეში ჩავიბრუნე და ვცადე იმაზე უფრო მშვიდი სახე მიმეღო, ვიდრე ოდესმე მქონია. ყველაზე ნაკლებად ის მინდოდა, ვინმეს ამ მდგომარეობაში ვეხილე, განსაკუთრებით კი მას.

ნაპირთან ძალიან ახლოს, პირდაპირ ქვებზე ჩამოვჯექი და ორივე ფეხზე გავიხადე, რათა ტალღების გრილი სისველე საკუთარი კანით შემეგრძნო. სულ მალე, მეფარიშვილიც გვერდით მომიჯდა. ხელში უკვე ლუდის ქილა ეჭირა და ნელ-ნელა წრუპავდა ქარვისფერ სითხეს. წამით ისეთი შეგრძნებაც კი დამეუფლა, თითქოს უჩინარი ვიყავი და ჩემს იქ ყოფნას ვერც კი ამჩნევდა.

-რა გულსაწყვეტია -თქვა მან უეცრად, ისე, თითქოს თავისთვის საუბრობს და არა სხვის გასაგონადო.

-რას გულისხმობ?

-ლოლიტას -დაუფიქრებლად მიპასუხა და მანიშნა კიდეც ამ უკანასკნელისკენ, ვინც იმ მომენტში, ხმამაღლა აჟღერებული "Gasolina"-ს ფონზე ორ ბიჭთან ერთად ცეკვავდა. აქედან ერთი მათგანი ტუჩებზე მიწებებოდა მეორე კი უკნიდან ამომდგარი უკოცნიდა ყელის არეს.

-და რა სჭირს მას? -მიუხედავად იმისა, რომ დანახული სურათი არც ჩემთვის ყოფილა სასიამოვნო, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანს ორ თავაშვებულ, უსიამოვნო გარეგნობის მქონე, დაბოლილ ტიპთან ვხედავდი, მიშოს თვალწინ მაინც არაფერი შევიმჩნიე.

-არ ვიცი . . . ლოლიტა კარგი გოგოა, ძალიან ნიჭიერი, მხიარული და თავისი საქმის პროფესიონალი, მაგრამ საკუთარ სხეულს პატივს საერთოდ არ სცემს. დღეს ეს ტიპები სავარაუდოდ სასტუმროში წაიყვანენ, ან მანქანის უკანა სავარძელზე მასთან მაგრად ისიამოვნებენ, ხვალ კი სამეგობრო წრეში დეტალურად მოყვებიან ამ შესანიშნავ ამბავს

-მერე შენ რა? იქნებ არ აინტერესებს ვინ რას იტყვის და თავადაც იღებს ასეთი რამებით სიამოვნებას? -მართალია თავადაც ზუსტად ვიზიარებდი მის აზრს, მაგრამ მაინც შევეწინააღმდეგე. უკვე მავნე ჩვევასავით მქონდა სისხლში გამჯდარი ის, რომ ჭეშმარიტებას ამბობდა თუ სიცრუეს, მიშოს მაინც უნდა დავპირისპირებოდი.

-მე არაფერი, მაგრამ როდესაც ადამიანი იზრდება და ჭკუაში ვარდება, ასეთ თავზეხელაღებულ საქციელს ყოველთვის ნანობს ხოლმე. ახლა ახალგაზრდაა, სისხლი უდუღს და საკუთარ სხეულს არანაირ სიამოვნებას არ აკლებს, თუმცა დროის გასვლის შემდეგ, შეიძლება თითოეულ ასეთ ნაბიჯს შეცდომა უწოდოს. თავისუფალი სექსის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ის ნამდვილად უსიამოვნოა, როდესაც ქალი დილით იღვიძებს და მთელ სხეულზე იმ მამაკაცის სურნელი ასდის, ვისი სახელიც კი არ ახსოვს

-ანუ რაღაც დოზით მაინც სექსისტი ხარ

-მე ასე არ ვიტყოდი -გაეცინა და ლუდის ქილიდან ოდნავ მოსვა. უბრალოდ ისეთი ქალები უფრო მიმზიდველები მეჩვენებიან, რომელთა შებმაც ნებისმიერი მსურველისთვის არაა შესაძლებელი, ვინც კი უკა ნალზე წაავლებს ხელს. მაგალითად შენნაირი ქალი ჩემში ძალიან დიდ მიზიდულობას გამოიწვევდა

-რა? -გაკვირვებული სახით გავხედე. მეფარიშვილისგან, ვისგანაც მხოლოდ უხეში და მწარე სიტყვები მესმოდა, ამის მოსმენა მართლაც გასაოცარი იყო.

-ასე ნუ მიყურებ. მე ხომ არ მითქვამს, რომ ზუსტად შენ მიზიდავ?

-კიდევ კარგი . . . შენნაირი თაყვანისმცემლის ყოლას აშკარად არ ვისურვებდი

-რატომ? ჩემი გეშინია?

-არა, არ მეშინია -ირონიით ვუპასუხე მის ირონიულ გამოხედვას -უბრალოდ მცირედი ურთიერთობაც არ მინდა იმ ადამიანთან, ვისაც სხვისი გამოყენებისა და ნახმარი ხელსახოცივით მიგდების გამოცდილება აქვს

გარკვეული დროით სიჩუმე გაბატონდა.

-თათას გულისხმობ? -იმდენად ხმადაბლა იკითხა, გაგონებაც კი ძლივს მოვახერხე.

-არ ვიცი ასე კიდევ რამდენს მოექეცი, თუმცა ჰო, ახლა თათა ვიგულისხმე

-ქალთა უფლებების დამცველად როდის აქეთ იქეცი?

გამაბრაზა მისმა შეკითხვამ და იმ ტონმაც, რომლითაც ეს შეკითხვა დასვა. ქვეცნობიერად მინდოდა დამენახა, რომ მომხდარს ცოტათი მაინც ნანობდა, მაგრამ სამწუხაროდ ასეთს ვერაფერს ვამჩნევდი.

-ზუსტად ეგაა შენი რეალური სახე. ადამიანმა შენი ერთღამიანი გართობის გამო თვითმკვლელობა სცადა და ეს ყველაფერი ნერვსაც არ გიტოკებს

-შენი სიძულვილი კი იმხელაა, უკვე მისი სურნელიც იგრძნობა -ფეხზე სხარტად წამოდგა ამის თქმისას, რამდენიმე ნაბიჯი ზღვისკენ გადადგა, მერე კი ისევ ჩემკენ მოტრიალდა -ახლა ნასვამი ვარ, ჭკუა არ მომეკითხება და ტალღებში ვაპირებ შესვლას. მაინტერესებს, მაგ ზიზღის მიუხედავად, შემოხვალ თუ არა წყალში ჩემს გადასარჩენად

-ნუ სულელობ მიშო! -მკაცრად ავზიდე ორივე წარბი. წვეულებისთვის გამოყოფილი სივრციდან იმდენად მოშორებულები ვიყავით, ხმამაღლა აჟღერებული მუსიკის ფონზე, ჩემს ყვირილსაც კი ვერავინ გაიგებდა, თუკი მეფარიშვილი მართლა გააკეთებდა რამე მსგავს სიგიჟეს.

-ინტერესით ვკვდები, გადაარჩენ თუ არა შენთვის საძულველ ადამიანს

-მიშო გეყოფა!

-გაჩერება აღარ გამომივა, აზარტში შევედი -ტანსაცმლის გახდა დაიწყო და სულ რაღაც ათ წამში, მხოლოდ ქვედა საცვალით დამიდგა წინ. უნებურად გამექცა თვალი მისი სხეულისკენ. რამდენად ნეგატიურიც არ უნდა ყოფილიყო მიშოსადმი ჩემი დამოკიდებულება, იმ ფაქტს ნამდვილად ვერსად გავექცეოდი, რომ ამ უკანასკნელის გარეგნული მხარე, ზუსტად ისევე მაცდურად მომხიბვლელი იყო, როგორც ბოროტი დედინაცვლის მიერ ფიფქიასთვის მირთმეული მოწამლული ვაშლი.

-მიშო, პატარა ბავშვივით იქცევი! -კვლავ ვცდილობდი მის დარწმუნებას, თუმცა ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩემი აღარც ესმოდა. აქაფებულ ტალღებში ნელ-ნელა მიიწევდა წინ და ზღვაც თანდათანობით ფარავდა მის სხეულს. ყელამდე წყალში რომ შევიდა, შიშის ზეგავლენით სიცივე ვიგრძენი მთელ ტანზე. ეს სიცივე უფრო მეტად გაძლიერდა, როდესაც მეფარიშვილმა წყალში ჩაყვინთა და სრულიად გაქრა თვალთახედვის არეალიდან. ბევრი აღარ მიფიქრია. ვინაიდან, ცურვა იდეალურად გამომდიოდა და არავის დახმარებას არ ვსაჭიროებდი, ტანსაცმელი სწრაფად გავიხადე და წყალში გიჟივით შევვარდი.

გამოყვანა დიდად არ გამიჭირდებოდა. მთავარი იყო მეფარიშვილის პოვნა მომეხერხებინა, რა მიზეზითაც მისი სახელის ხმამაღლა ყვირილს მოვყევი. პერიოდულად წყალში ვყვინთავდი და ვცდილობდი მის სიღრმეში რამე გამერჩია, თუმცა სიბნელის გამო ვერაფერს ვხედავდი და კვლავ ზედაპირზე ვბრუნდებოდი. უკვე იმედიც კი გადამეწურა. პანიკურმა კანკალმა ამიტანა. ნაპირისკენ გავიხედე, რათა ვინმესთვის საშველად მეხმო, თუმცა კიდევ ერთხელ გავაცნობიერე, რამდენად შორს ვიყავი იმისთვის, რათა იქამდე ხმა მიმეწვდინა, თანაც მუსიკის ფონზე. არც ნაპირზე ასვლა და ვინმეს მოყვანა მესახებოდა გონივრულ ვარიანტად, რადგან ამით ძვირფას დროს დავკარგავდი.

აღარ ვიცოდი რა მომემოქმედა. რა ურთიერთობაც არ უნდა გვქონოდა მე და მიშოს, ჩემს თვალწინ ადამიანის დახრჩობის წარმოდგენა მაინც საზარლად მეჩვენებოდა და ტვინსაც გამალებით ვამუშავებდი, რათა გამოსავალი უმოკლეს დროში მეპოვნა. პანიკაში მყოფს, გული არანორმალური ტემპით მიცემდა. გონებაც მებინდებოდა. ალბათ სწორედ ამიტომ ვერ მოვახერხე იმის შემჩნევა, საიდან, ან როგორ გაჩნდა ნაპირთან, ნახევრად შიშველი ადამიანის სილუეტი, თუმცა როდესაც მასში ჩემი ძებნის ობიექტი ამოვიცანი, ჩემი შვებით ამოსუნთქვის ხმამ, ალბათ ფსკერზე დაბინავებულ თევზებსაც კი დაუფრთხო ძილი. როგორც და როცა არ უნდა მიეღწია იქამდე, მთავარია საღსალამათი იყო და ისეთი არაფერი დამართნოდა, რასაც აქამდე ჩემს წარმოსახვებში ვატრიალებდი.

ფილტვები ჰაერის მარაგით ბოლომდე გავივსე და გახარებულმა მაშინვე ნაპირისკენ ავიღე გეზი. როდესაც მკლავებს ტალღებში ვუსვამდი, რაღაც უცნაურიც შევნიშნე. მიშო ნაპირზე ძალზედ საეჭვოდ მოძრაობდა. ნაცვლად იმისა, რომ თავისი ტანსაცმელი მოეგროვებინა და ჩაეცვა, იმ ადგილს დასტრიალებდა, სადაც ჩემი სამოსი დავტოვე დაყრილი . ცოტა ხანში, პატარა ნათებაც შევნიშნე სანაპიროდან. კარგად დაკვირვებამ მიმახვედრა, რომ ეს გაურკვეველი ნათება, პატარა კოცონი იყო, რომელიც ნელ-ნელა უფრო იმატებდა ზომაში, მეფარიშვილის ფეხებთან. სიმწრისგან თვალები მაგრად დავხუჭე, როდესაც მომხდარის არსს ბოლომდე ჩავწვდი. ცეცხლი, ნაპირზე დატოვებულ ჩემს ტანსაცმელს ეკიდა, ხოლო მიშო, მხარზე გადაკიდებულ თავის მაისურთან ერთად შორდებოდა სანაპირო ზოლს, ისე, თითქოს მომხდართან არავითარი კავშირი არ ჰქონდა.

ბრაზი ყელში იმდენად ძლიერად მომაწვა, ლამის ჩემი დახრჩობის მიზეზიც გახდა. ის, რაც გავაკეთე, წესით სიკეთეში უნდა ჩამთვლოდა და იმ სულელური ანდაზის მიხედვით, წინ უნდა დამხვედროდა, მე კი მხოლოდ დამწვარი ტანსაცმელი დამხვდა წინ, თან სრულიად მარტო დავრჩი, თავიდან ფეხებამდე სველი და მხოლოდ შიდა თეთრეულში გამოწყობილი.

წყლიდან მეფარიშვილზე დაბოღმილი ამოვედი, იმ ადგილას გავჩერდი, სადაც ჩემი სამოსი იფერფლებოდა და წარბშეკრული მზერა დავადევნე უკან, წვეულების ეპიცენტრისკენ მიმავალ სილუეტს. ამ ყველაფერში ერთადერთი კარგი ამბავი ის იყო, რომ ჩემი ტელეფონი ხელუხლებელი იდო ქვებზე, ამიტომ, სიცივისგან აკანკალებულმა, მოწყობილობას ფრენის რეჟიმი გავუთიშე, სველი თითების გამო სენსორებზე ძლივსძლივობით ავკრიბე სასურველი ნომერი და გაბმული ზუმერის პარალელურად, გაყინული მარცხენა ხელის ორთქლით გათბობას მოვყევი.

დიდხანს ლოდინი არ დამჭირვებია. ყურმილში სულ მალე გაისმა ის ხმა, რომლის გაგებაც მოცემულ მომენტში ალბათ ყველაზე მეტად გამიხარდა. არც კი მეგონა თუ მიპასუხებდა. ვფიქრობდი ალბათ უკვე იმ უსიამოვნო ტიპებთან ერთად გაიპარა წვეულებიდან-მეთქი, თუმცა ცდით მაინც ვცადე და ამ მცდელობამ გაამართლა კიდეც.

-ლოლიტა, გთხოვ სანაპიროზე ჩამოდი, მჭირდები! -ამ ერთ წინადადებაში ჩავაქსოვე ყველა ის ემოცია და სულიერი განწყობა, რაც ლოლას სიტუაციის სერიოზულობას აუცილებლად მიახვედრებდა.

-რა მოხდა, კარგად ხარ?

სიცივემ უფრო მეტად შემომიტია. აქამდე, ღამით, ზღვაში ბანაობის გამოცდილება არ მქონდა, ახლა კი ვხვდებოდი რამდენად უსიამოვნო იყო ასეთ დროს ცურვა, თანაც გაზაფხულის სეზონზე.

-არაფერი მკითხო, უბრალოდ სწრაფად იშოვე რამე ტანსაცმელი და სანაპიროზე ჩამომიტანე, მხოლოდ საცვლებში ვარ!

-რაო? -არც დამინახავს და ხმამაღალი მუსიკის გამო არც გამიგია, თუმცა ვიგრძენი სიცილი აუვარდა -რა იყო, ვინმემ ძალა იხმარა შენზე? დაგადგა საშველი?

-ლოლა სერიოზულად . . . გთხოვ დათმე ეგ ტიპები და დამეხმარე. ხომ დამეხმარები?

-ერთი ამათი დ*დაც მარიტა! რა თქმა უნდა დაგეხმარები . . .



8 8 8 8

ოდნავ ინათა თუ არა, ნორმალურად მზის ამოსვლასაც აღარ დაველოდე, ისე წამოვხტი საწოლიდან და პირდაპირ რესტორნისკენ გავწიე ჩემი მანქანით.

ცალი ხელით საჭეს ვატრიალებდი, ცალში კი ის სანთებელა მეჭირა, რომელიც სანაპიროზე დაუვარდა და რომლითაც ჩემი ტანსაცმელი აქცია ფერფლად მიშომ. პარალელურად მაგნიტოფონში Imagine Dragons-ის ალბომს ვუსმენდი. უკვე დიდი ხანი იყო, რაც ამ ჯგუფს, ჩემი რჩეული ჯგუფების სიაში პირველი ადგილი ეკავა და ეჭვი მქონდა ლიდერობას ვერც ვერავინ წაართმევდა.

სანთებელას კიდევ ერთხელ დავხედე გაბრაზებულმა, თითქოს რაც მოხდა სწორედ ამ უკანასკნელის ბრალეულობა ყოფილიყო. ფერით, შავი ფერისა გახლდათ, ხოლო შუაში, ოქროსფრად მანათობელი, ხახადაღებული კობრა ჰქონდა გამოსახული. იმდენად ლამაზი, იშვიათი ნივთი იყო, შემეძლო საათობითაც კი მეყურებინა და უკვე იმაზეც ვფიქრობდი, ზუსტად ასეთი ჩემთვისაც ხომ არ შევიძინო-მეთქი.

რესტორნის ავტოსადგომზე რომ მანქანა შევაყენე, საათის ისრები დილის ცხრის ნახევარს უჩვენებდნენ. ვინაიდან მხოლოდ ერთ ადამიანთან მქონდა საქმე, გადავწყვიტე უკანა შესასვლელით მესარგებლა, რათა ზედმეტ ხალხს არ მოვხვედროდი თვალში.

პარკინგზე ერთი შეხედვით სიმშვიდე სუფევდა. იქაურობას მხოლოდ ბავშვების ჟრიამული ახმაურებდა, რომლებიც ფუნჯებითა და საღებავებით ხელში დარბოდნენ და ასფალტს, ფერად-ფერად ყვავილებს ახატავდნენ. გამეღიმა მათ შემხედვარეს. ბავშვობა მომაგონდა, როდესაც ეზოში ჩასული, სხვადასხვა ფერის ცარცებით, ათასგვარ სისულელეს ვხატავდი მეზობელთა ავტოფარეხების კარზე და იმაზე ვბრაზდებოდი, რომ მეორე დღეს ყველაფერი პირწმინდად მხვდებოდა წაშლილი.

ბავშვებს თვალი როგორც იქნა მოვწყვიტე და გასაღებით მანქანა დავკეტე. ჩემი ტოიოტადან რამდენიმე მეტრის მოშორებით, მიშოს პორშე „ბრწყინავდა“. როგორც ველოდი, ბატონი დირექტორი უკვე სამსახურში იმყოფებოდა, თანაც საუკეთესო ადგილი დაეკავებინა პარკინგზე —იქ, სადაც მზე ყველაზე ნაკლებად აცხუნებდა და არც სალონის სავარძლებს ემუქრებოდათ გადახურება.

საღებავებით მორბენალმა პატარებმა, ხმამაღალი სიცილ-კისკისი ატეხეს. ზუსტად იმ მომენტში, პარკინგზე დატოვებულ მიშოს პორშეს კიდევ ერთხელ შევავლე თვალი. მერე მზერა კვლავ პატარებისკენ მივატრიალე, შემდეგ ისევ მეფარიშვილის ოთხბორბლიანი მეგობრისკენ და სახე ზუსტად ისეთი გამიხდა, როგორიც გრიჩნს, როდესაც ქალაქის თითოეული მაცხოვრებლის სახლიდან ნაძვის ხის მოპარვის იდეა მოუვიდა.

იმ წამს დაბადებულმა მზაკვრულმა გეგმამ, იმხელა მოწონება დაიმსახურა, ფიქრი დიდხანს ნამდვილად არ გამიგრძელებია. ბავშვებს, რომლებიც ჩემგან ათიოდე მეტრის მოშორებით ერთობოდნენ, ხმამაღლა დავუძახე და ხელის დაქნევით ჩემკენ ვიხმე. არ გასულა ხუთი წამი, რომ ისინი თოფის გასროლისგან შეშინებული მტრედების გუნდივით აიშალნენ და მხიარულად გამოიქცნენ ჩემი მიმართულებით. სულ რაღაც ორწუთიანი საუბარი მქონდა მათთან. ამ ორი წუთის განმავლობაში გარკვევით ავუხსენი რა უნდა გაეკეთებინათ, ამისთვის სათითაოდ ყველას ფულიც ჩამოვურიგე და საკუთარი თავით კმაყოფილმა, ამაღლებული განწყობით შევაბიჯე რესტორნის უკანა შესასვლელში.

საბედნიეროდ, დანიშნულების ადგილამდე მიმავალ გზაზე, არც ერთი თანამშრომელი არ შემხვედრია. სასურველი კაბინეტის კართან მისვლისას, მის მარჯვენა მხარეს, ოქროსფერ ფონზე ნაწერი ასოებით ამოვიკითხე —"დირექტორი მიშო მეფარიშვილი”, ირიბად ჩამეცინა და შიგნით ყოველგვარი დაკაკუნებისა და ზრდილობის ეტიკეტის დაცვის გარეშე შევიჭერი.

მიშო თავის შავ, გორგოლაჭებიან სავარძელში, Apple-ს ლეპტოპის წინ იჯდა, ხელში რუბიკის კუბი ეჭირა და ამ უკანასკნელის აწყობით იყო გართული. ჩემი შესვლისას თავიც კი არ აუწევია. თითქოს წინასწარ იცოდა რა, როგორ მოხდებოდა და ამისთვის უკვე ფსიქოლოგიურადაც იყო მომზადებული.

-ჩვენ რა, ისეთი ახლო მეგობრები ვართ, რომ უკვე დაუკაკუნებლად შემოდიხარ? -მკითხა მან სარკაზმით გაჟღენთილი ტონით. კუბიკ-რუბიკს კვლავაც არ ეშვებოდა და სანახევროდ უკვე აეწყო კიდეც იგი.

-ვწუხვარ, მაგრამ ზრდილობა სანაპიროზე დავტოვე, ჩემს დამწვარ ტანსაცმელთან ერთად

მიშოს ჩაეცინა. მთელი ჩემი იქ ყოფნის მანძილზე პირველად იკადრა თავის აწევა და ჩემთვის თვალებში შემოხედვა.

-დილა მშვიდობისა მარიტა

-არა მგონია შენთვის მშვიდობიანი იყოს -მაგიდასთან, მის პირდაპირ სწორედ ისე უკითხავად დავჯექი, როგორც შიგნით შემოვეჭერი და თავისი სანთებელა წინ დავუდე -ინციდენტის ადგილას დამნაშავეს აი ეს დარჩა

შევამჩნიე როგორ აინთო მის თვალებში სიხარულის ნაპერწკლები ამ ნივთის დანახვისას. როგორც ჩანდა, კობრის გამოსახულებიანი სანთებელა მიშოსთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელი უნდა ყოფილიყო და მისი დაკარგვა ნამდვილად არ სურდა.

-ამის დასაბრუნებლად მოხვედი? -თავისი საკუთრება ისე სწრაფად აიღო მაგიდის ზედაპირიდან, თითქოს მის დაბრუნებას კი არა, წართმევას ვუპირებდი.

-რა თმა უნდა, აბა სხვა რისთვის? -საქმიანი დიპლომატის იერი მივიღე მოცემულ მომენტში, თან კაბინეტს მოვატარე დამკვირვებლური მზერა. მიშოს “შიდა სამზარეულოში” დღეს მეორედ ვიმყოფებოდი და უნდა მეღიარებინა, აქაურობა ახლაც ისეთივე იდეალური წესრიგის სურნელს აფრქვევდა, როგორც პირველ ჯერზე -იცი? ძალიან მოვლილია შენი პირადი სივრცე, ირგვლივ შესაშური სისუფთავეა, მაგრამ სამწუხაროდ, აქაურობის მფლობელია მოკლებული შინაგან სისუფთავეს

-აღიარე, რატომ მოხვედი? -კვლავ ჩაეცინა მიშოს. უკვე ნერვები მეშლებოდა, რომ ჩემი ყოველი სიტყვა, გაღიზიანების მაგივრად ძალზედ ართობდა -როგორც მახსოვს, აქ შენი ფეხი მანამ არ იქნებოდა, სანამ ერქოლე და ტეო არ დაბრუნდებოდნენ კახეთიდან, ისინი კი ხვალამდე არ აპირებენ ჩამოსვლას

სანამ რამეს ვიტყოდი, მზერა მის მობილურს დავასვე, რომელიც მაგიდაზე ჰქონდა შემოდებული. სწორედ მიშოს მობილურის ხელში ჩაგდება იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც აქ ვიყავი. საქმეს გაცილებით მიმარტივებდა ის ფაქტი, რომ ტელეფონი მეფარიშვილს ჯიბეში არ ჰქონდა შენახული და აღნიშნული ფაქტით გახარებული, სავარძლის საზურგეს კმაყოფილების გამომხატველი ღიმილით მივაწექი.

-არაფრისთვის. უბრალოდ სანთებელას დაბრუნება მინდოდა. ვიფიქრე დაკარგული არ ეგონოს და არ ინერვიულოს მეთქი

-გგონია მაგას დავიჯერებ?

-თქვენი გადასაწყვეტია ბატონო დირექტორო -ისეთივე სარკასტული მზერით შევხედე, როგორც მას ახასიათებდა ჩემთან მიმართებაში, მერე კი სკამიდან წამოვდექი და ეშმაკური ღიმილით მივუახლოვდი ფანჯარას, საიდანაც ნათლად ჩანდა როგორ ახატავდნენ ჩემი “დაქირავებული” ბავშვები მიშოს მანქანას ათასგვარ სისულელეს -ისე, ვუყურებ და მგონი შენს პორშეს ფერადი ბუშტები ძალიან მოუხდა

-რა ბუშტები? -ირონიული ტონი სწრაფად ჩაანაცვლა გაკვირვებულმა. სახეზე ეტყობოდა წარმოდგენაც არ ჰქონდა რას ვგულისხმობდი.

-სიტყვებით აღწერა არ შემიძლია, ეს თავად უნდა ნახოთ, ბოს

მიშო ერთხანს ყოყმანობდა. სავარაუდოდ არ იცოდა რა გაეკეთებინა, თუმცა ბოლოს მაინც გადადო თავისი რუბიკის კუბი, ფეხზე წამოდგა და ფანჯარასთან მოვიდა. გვერდით რომ დამიდგა, მის გამომეტყველებას დავუწყე დაკვირვება. მშვიდმა სახემ, რომელიც ჩემთან მოსვლამდე ჰქონდა, ნელ-ნელა განიცადა ტრანსფორმაცია —ჯერ გაოცება გამოესახა, შემდეგ მოუთმენლობა, მერე კი ორივე მათგანი ბრაზმა ჩაანაცვლა.

-ეს . . . ეს რა ჯანდაბაა? -მრისხანების ცეცხლი, რომელიც იმ წამს მის თვალებში ვიხილე, იმხელა ენდორფინით მავსებდა, შიშის გრძნობას საერთოდ მიბლოკავდა. განგებისთვის მადლობა მქონდა მოსახდელი, მდედრობითი გენდერის გამო. სხვა შემთხვევაში, მეფარიშვილს ერთ ლუკმად არ ვეყოფოდი.

-მე რატომ მეჩხუბები? -მხრები ისე ავიჩეჩე, თითქოს მომხდარიდან ბრალი არაფერში მიმიძღვოდა -ალბათ ბავშვებმა იფიქრეს, რომ შენს ცხოვრებას ცოტაოდენი სიფერადე არ აწყენდა

-სულ გაგიჟდი ხომ?! -ფანჯარა ლამის გამოგლიჯა მიშომ. სავარაუდოდ ბავშვებისთვის დაძახებას აპირებდა, რათა მისი მანქანის მოხატვა შეეწყვიტათ, თუმცა მერე რატომღაც გადაიფიქრა, ერთხელ შემავლო მკაცრი მზერა, ფანჯარა კვლავ მიაჯახუნა და კაბინეტიდან გიჟივით გავარდა, თავისი ოთხბორბლიანი მეგობრისთვის გადაუდებელი დახმარების აღმოსაჩენად.

მიშოს წასვლის შემდეგ, მის ტყავის სავარძელში კმაყოფილი სახით მოვკალათდი, ერთხელ დავტრიალდი, ფეხები მაგიდაზე შემოვაწყვე და მაშინვე პატრონისგან მიტოვებულ მობილურს დავწვდი. რამდენიმე ჰაკერული ხრიკის წყალობით, საკმაოდ ადრე რომ მქონდა ნასწავლი, ტელეფონს ეკრანის ბლოკი მარტივად მოვხსენი და სატელეფონო კონტაქტებში აბონენტს სახელად —”არ ვუპასუხო”-ს დავუწყე ძებნა. ამ ადამიანის შესახებ, მიშოს ჯერ კიდევ იაპონიაში მოგზაურობისას წამოსცდა და ახლა სწორედ შესაფერისი დრო იყო, ამ პატარა დეტალის ცოდნა ჩემს სასარგებლოდ გამომეყენებინა.

ვინაიდან კონტაქტები ანბანის მიხედვით იყო დალაგებული, მისი პოვნა არ გამჭირვებია. ამოვიკითხე თუ არა ეკრანზე ეს სახელი, მაშინვე გავხსენი შეტყობინებების ველი და აბონენტ —“არ ვუპასუხო”-ს შემდეგი შინაარსის წერილი გავუგზავნე:

“ვიფიქრე და მივხვდი, რომ შენზე უკეთესი აქამდე არავინ მყოლია. მაპატიე, რომ უსამართლოდ გექცეოდი. თუკი ბოდიშს მიიღებ, ცხრა საათზე ჩემთან გელოდები, კიდევ ერთი ცეცხლოვანი ღამისთვის.”

სავარძლის საზურგეს, ჩადენილით უზომოდ კმაყოფილი მივაწექი. მისიას უკვე შესრულებული სტატუსი ჰქონდა. ახლა დრო იყო იმ სანახაობით დავმტკბარიყავი, თუ როგორ ადგა მეფარიშვილი თავზე საკუთარ მანქანას, გამწარებული სახით და ენდორფინის მორიგი დოზა სწორედ აქედან მიმეღო.




****იაპონია****

ამომავალი მზის ქვეყანამ, ჩემში მეტად დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. იაპონია რიგით მეორე სახელმწიფო გახლდათ, სადაც მიშოსთვის გიდობის გაწევა მომიწია. მეორედ იმდენად რთულად აღარ მეჩვენებოდა, როგორც პირველ ჯერზე. თითქოს ბედს შევეგუე და საკუთარი თავი საბოლოოდ დავარწმუნე იმაში, რომ თუკი ამ პოზიციაზე მუშაობა მართლა მინდოდა, ყოველგვარი პირადულის გვერდის ავლით უნდა მეკეთებინა ჩემი საქმე.

იაპონიაში ჩამოსვლიდან მოყოლებული, პირველი და მეორე დღე მთლიანად ჰიროსიმასა და ნაგასაკის დათვალიერებაში გავატარეთ, რადგან ჩემს დამქირავებელს ძალიან აინტერესებდა რამდენად კარგად იყო აღდგენილი ეს ქალაქები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მისი ეს ინტერესი მე ნამდვილად არ გადმომდებია. პირიქით, ერთი სული მქონდა როდის გამოვიქცეოდი ამ ქალაქებიდან, რადგან თითოეული ჩასუნთქვისას, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მოწამლული ჰაერით ვივსებდი ფილტვებს.

ჰიროსიმასა და ნაგასაკის შემდეგ, იაპონიის ძველ დედაქალაქ —კიოტოში გადავედით, სადაც მთელი ორმოცდარვა საათი დავყავით, ხოლო დარჩენილი სამი დღის გატარება მოქმედ დედაქალაქში გადავწყვიტეთ.

ტოკიო, რეალურად, იმაზე გაცილებით უფრო მშვენიერი აღმოჩნდა, ვიდრე სურათებში მქონდა ნანახი. ერთადერთი, რაზეც გული მწყდებოდა ის იყო, რომ აქ ჩამოსვლა გაზაფხულის სეზონის მაგივრად, ზაფხულს დავამთხვიე და ის საოცარი პერიოდი გამოვტოვე, როდესაც საკურა იწყებდა ყვავილობას.

ხუთშაბათი დილა იდგა. ივნისის თერთმეტი რიცხვი. როგორც დედაქალაქის კლიმატს ადრიანდ ხაფზულში ხშირად სჩვეოდა, ცას ახლაც ფარავდნენ ნაცრისფერი ღრუბლები, საიდანაც საშუალო სიძლიერის წვიმა მოდიოდა. იმის გამო, რომ ასეთ ამინდში სადმე გასვლასა და ქალაქის დათვალიერებას ვერ მოვახერხებდით, მიშომ ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ცათამრჯენში გახნსილ რესტორანში გადაწყვიტა საუზმობა. აღნიშნულ შენობას, მისი სიმაღლის გამო, ამომავალი მზის ქვეყანაში “ტოკიოს ცის ხედ” მოიხსენიებდნენ და სატელევიზიო ანძის გარდა, კიდევ უამრავ სხვა დატვირთვას ანიჭებდნენ.

სამას ორმოცდაათი მეტრის სიმაღლეზე, თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს პირდაპირ ღრუბლებზე ვიჯექი. ჩემს ქვემოთ, მართლაც რომ მოლეკულებივით მოჩანდნენ საცხოვრებელი კორპუსები, ბრენდული მაღაზიები, თუ სხვა შენობები. სანახაობა იმდენად მომაჯადოებელი იყო, ვგრძნობდი, რომ ამ ყველაფრის ცქერით კიდევ დიდხანს არ დავიღლებოდი, თუმცა ხმამ, რომელიც ხედებით ტკბობის მომენტში გავიგონე, ზღაპრიდან შესაშური სისწრაფით გადმომისროლა რეალობაში.

ჩემს თავზე წამომდგარ, ბაფთიან ოფიციანტს დაბნეული სახით ავხედე. მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ გავიაზრე, რომ ის აინტერესებდა, ავარჩიე თუ არა რომელიმე, მენიუში მითითებული კერძებიდან.

-აამმმ . . . ბოდიშით, ჯერჯერობით არაფერი ამირჩევია -მივუგე დამნაშავის ტონით -მე თვითონ დაგიძახებთ, კარგი?

ოფიციანტმა ბიჭმა თავი ღიმილით დამიკრა და თავის საქმესაც უმალ დაუბრუნდა. სწორედ იმ მომენტში, დარბაზში მიშოც გამოჩდა, ვინც მთელი ამ დროის განმავლობაში, მობილურზე საუბრობდა რესტორნის შემოსასვლელ კართან.

გამომეტყველებით მაშინვე შესამჩნევი გახდა, რომ სატელეფონო საუბრით დიდად უკმაყოფილო იყო. არც მისთვის დამახასიათებელი იუმორი ჩანდა ჰორიზონტის ხაზზე, არც დამცინავი გამოხედვა და არც ირონიული კომენტარები, რომლითაც ჩემს წყობილებიდან გამოყვანას ცდილობდა ხოლმე. რაღაც ისე ვერ იყო, როგორც ადრე და და ეს გარემოება, ცოტა არ იყოს მაკვირვებდა.

-მოხდა რამე? -ისე, სხვათა შორის ვკითხე. დიდად არც მაინტერესებდა რა ხდებოდა მის ცხოვრებაში, თუმცა არ მსურდა საკუთარ თავში უგულო ადამიანი დამენახა და შეკითხვა მაინც დავუსვი.

-შენი გამოვლენილი ინტერესის სიყალბე ერთ წამში ვიგრძენი -ტყავის საქაღალდეში მოქცეული მენიუ გადაშალა მიშომ ამის თქმისას, რომელზეც ორი ერთმანეთთან მებრძოლი სამურაი იყო გამოსახული -უკვე აარჩიე რას შეჭამ?

-ვერა -ყურადღებაც არ მიმიქცევია იმისთვის, რომ ჩემი კითხვა დაიგნორებულთა სიაში გაუშვა -ვცდილობ რაღაც ისეთი ავარჩიო, რაც ყველაზე ნაკლებად ამირევს გულს

-თუ ეგრეა, კალმარის შეკვეთას არ გირჩევ. აქ, მაგ თევზსს ცოცხლად მიირთმევენ

-ჰო, ვიცი. მაგიდასთან მიტანამდე მხოლოდ ცხელ წყალს ავლებენ და სულ ესაა. ზოგს მოსწონს, როდესაც ჭამის პროცესში მათი საკვები ჯერ კიდევ ცოცხალია

-ჩემი აზრი თუ გაინტერესებს, მე ფუგუს გავუწევ რეკომენდაციას

-როგორც გამიგია, მაგ თევზის მომზადებას განსაკუთრებული ცოდნა სჭირდება -მენიუდან თავი ამოვყავი და ისე მივუგე -შიგთავსი იმდენად შხამიანია, მხოლოდ გამოცდილი, ლინცენზირებული მზარეული თუ ინდობა მისი მომზადების მხრივ

-რომ იცოდე, აქ მაგ კერძს ყოველთვის შეფ-მზარეული ამზადებს, ვისაც სამი ჯილდო აქვს მოპოვებული მზარეულთა მსოფლიო ჩემპიონატზე, აქ მოხვედრამდე საფრანგეთში მუშაობდა და მიშლენის ვარსკვლავიც მოაპოვებინა რესტორანს -დაასრულა თუ არა მონოლოგი, ჩემს გაკვირვებულ სახესაც გადააწყდა და დამაატა:-რა იყო? გუგლის პროგრამა ჩემს ტელეფონშიც ფუნქციონირებს და ცნობების მოძიება მეც შემიძლია

-თუ გგონია, რომ მარტო გუგლით ვხელმძღვანელობ, ამდგარიყავი და ამ მოგზაურობაში შენთვის სასურველი ქალი წამოგეყვანა. ინტერნეტიდან კითხვა მასაც ეცოდინებოდა და შენც უფრო კარგ დროს გაატარებდი.

-გმადლობ რჩევისთვის, მაგრამ სასურველი ქალი არ მყავს

-დავიჯერო არც არასდროს გყოლია?

-შეიძლება მყავდა კიდეც -თვალი, თვალში გამიყარა მიშომ ამის თქმისას -მაგრამ დიდი ხნის წინ შევეგუე, რომ ჩემი არასდროს გახდება

ოდნავ გაკვირვებული დავრჩი მისი სიტყვებით. მიშო მეფარიშვილი, ვინც ყოველთვის თავდაჯერებას ასხივებდა და ამ თავდაჯერებით ყველას თვალს სჭრიდა, თავისი პირით ამბობდა, რომ დედამიწაზე დააბიჯებდა ვიღაც, ვისთანაც არანაირი შანსი არ ჰქონდა. ეს ცოტა არ იყოს, უჩვეულო იყო მისი მხრიდან. ყველაზე გასაკვირი მაინც ის გახლდათ, რომ ამას ისეთი უდარდელი ტონით მეუბნებოდა, თითქოს რომელიღაც ფილმის შინაარსს მიყვებაო, თუმცა რატომღაც მაინც ვფიქრობდი, რომ ნამდვილი გრძნობების დასამალად, სიყალბეში ამოსვრილ ნიღაბს იფარებდა სახეზე.

-სასიამოვნოა, თუკი არსებობს ისეთი, ვინც მხოლოდ ვიზუალური მახასიათებლების გამო არ გივარდება მკლავებში -ვერ მოვითმინე და ბოლოს მაინც ვუკბინე სიტყვიერად -ზოგჯერ შენნაირებმაც უნდა გაიგონ უარის სიმწარე

-ანუ თვლი, რომ ჩემი ერთადერთი ღირსება ვიზუალური მხარეა და მეტი არაფერი გამაჩნია? -ირიბად მიღიმოდა მიშო.

-სიმართლე გითხრა ასეა . . . გარეგნულთან ერთად, შინაგან სილამაზესაც რომ უთმობდე ყურადღებას, შენთვისაც ბევრად უკეთესი იქნებოდა და კაცობრიობისთვისაც

-საკუთარი თავიც ფეხებზე მ’კიდია და კაცობრიობაც. ეცადე მადა არ გამიფუჭო, თორემ შენც დაგიკიდებ და აქედან საკუთარი ხარჯებით მოგივევს ბათუმში დაბრუნება.

-კარგი, მისი აღმატებულების მადას საფრთხეს აღარ შევუქმნი -ხელები ავწიე დანებების ნიშნად. მერე კვლავ მენიუს ჩავხედე და საბოლოო არჩევანიც გავაკეთე :

-მოკლედ, დაგიჯერებ და ფუგუს ავიღებ. თუკი მოვიწამლები, იმ შენმა მიშლენის ვარსკვლავის მფლობელმა მზარეულმა გადაიხადოს ჩემი მკურნალობის ხარჯები

მიშოს გაეცინა. ცოტა ხანში, ხელის ოდნავ მაღლა აწევითაც იხმო ოფიციანტი. როგორც ჩანდა, თავად უკვე არჩეული ჰქონდა სასურველი კერძები და ამაში ბოლომდე დავრწმუნდი, როდესაც ჩვენს მაგიდასთან მოსულ ბიჭს მაშინვე მისცა ზღვის ზღარბისა და რვაფეხას ბურთულების შეკვთა, ორ ბოკალ ღვინოსთან და ჩემს მიერ არჩეულ ფუგუსთან ერთად.

მისი არჩეული საჭმელების დასახელებებმაც კი გულისრევის შეგრძნება გამიღვიძა. იმდენად ცოტა რამ ჯდებოდა იაპონური სამზარეულოდან ჩემს გემოვნებაში, აქ ჩამოსვლის დღიდან, უკვე ორი კილოგრამი მქონდა მოკლებული და არ ვიცოდი კიდევ რამდენი მიემატებოდა ამ ორ კილოგრამს.

-სხვა დროს, აქ შენი საკვებით წამოდი ხოლმე -მოშორდა თუ არა მაგიდას ოფიციანტი, იმ წამსვე შემოვიდა ჩემთან დიალოგში მიშო.

-სხვა დროც იქნება?

-არ ვიცი, იქნებ შეყვარებულმა დაგპატიჟოს რომანტიკულ მოგზაურობაში, ან ქმარმა წამოგიყვანოს თაფლობის თვეზე? ათასი რამ შეიძლება მოხდეს

გავაღე თუ არა პირი პასუხის გასაცემად, მაგიდაზე რაღაც ხმამაღლა აზუზუნდა. ამან ორივე ჩვენგანის ყურადღება, მომენტალურად გადაიტანა ხმის მიმართულებით. აღმოჩნდა, რომ მეფარიშვილის ტელეფონი რეკავდა, ხოლო აბონენტს, ვისგანაც ზარი შემოსდიოდა, სახელად “არ ვუპასუხო” ეწერა. ამის დანახვისას ოდნავ ჩამეღიმა, რაც მიშოს თვალებს ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ.

-ასე რამ გაგამხიარულა? -მობილურს ხმა გაუთიშა და ეკრანით ქვემოთ დადო მან.

-ნუ ღელავ, ერთი აბეზარი თაყვანისმცემელი ყველა კაცს ჰყავს

-ნეტავ მარტო აბეზარ თაყვანისმცემელთან მქონდეს საქმე -მაგიდას მკლავებით დაეყრდნო იგი -ასეთ ამაზრზენ სიტუაციაში ჩავარდნას არავის ვუსურვებ

-რას გულისხმობ? -თავადაც ვერ გავაცნობიერე ისე დავინტერესდი.

-იმას, რომ ეს ადამიანი კლუბში გავიცანი . . . იმ წყეულ ღამით ერთადაც ვიყავით, რამდენიმე დღეში კი გავიგე, რომ ჩემს ფირმაში მენეჯერად მომუშავე ბიჭის ცოლია და მისგან ორი შვილი ჰყავს -ზიზღნარევი გახდა მიშოს მზერა ამის თქმისას, თუმცა ვერ მივხვდი იმ მომენტში საკუთარი თავი ეზიზღებოდა, თუ ის ქალი -მეგონა ეს დამთხვევა საბოლოო წერტილს დასვამდა და აკრძალულ ზონად მიმიჩნევდა, მაგრამ მგონი იმის გაგებამ, რომ მისი ქმარი ჩემთან მუშაობს, უფრო მეტად მოანდომა ამ ურთიერთობის გაგრძელება

-მაშინ არ იცოდი გათხოვილი რომ იყო, როცა აღარ დავასახელებ რასაც აკეთებდით?

-ეგ ჩემთვის იგივეა, რაც ეროვნებით ინდოელი ვიყო, წინ ძროხის ხორცისგან მომზადებული სტეიკი დამიდონ და მაიძულონ ბოლომდე შევჭამო -კვლავ ზიზღი აღიბეჭდა მის თვალებში -სხვის ცოლს ხელს არასდროს ვახლებ, მაგრამ მას იმ ღამით საქორწილო ბეჭედიც კი არ ეკეთა

ამასობაში ჩვენს მაგიდას ორი სინით „შეიარაღებული“ მიმტანი მოუახლოვდა, რომლებმაც შეკვეთილი კერძები დაგვიწყვეს წინ. ერთ-ერთ მათგანს, ორივე ხელი სვირინგებით ჰქონდა დაფარული, რამაც მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება და როგორც შევატყვე მიშოსიც. შეუძლებელიც იყო უყურადღებოდ დაგვეტოვებინა, იმდენად უცხო და ლამაზი ტატუირება ამშვენებდა ამ ადამიანის ხელებს.

-რაღაც იაკუძას კლანის წევრს ჰგავდა -უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა მიშომ, ვიდრე ჩემს გასაგონად, როგორც კი ოფიციანტებმა კვლავ მარტო დაგვტოვეს. მერე ჩანგალი მოიმარჯვა და თეფშზე მოთავსებულ პატარა რვაფეხათაგან ერთ-ერთს დაასო.

-მაგ კლანის წევრები, სვირინგს მხოლოდ ერთმანეთთან აჩენენ, სხვა ადამიანებთან არასდროს

-და ის მართალია, რომ ყოველგვარი ელექტრო-მოწყობილობების დახმარების გარეშე იხატავენ სვირინგებს? -მკითხა, როგორც კი ლუკმა გადაყლაპა.

-მართალია -თავი დავუქნიე. იმის წარმოდგენაზეც კი გამაჟრიალა, როგორ იკეთებდნენ ეს ადამიანები ტატუირებას ყველაზე პრიმიტიული მეთოდით.

მიშომ ჩანგალი დადო, თვალებში ჩამხედა და ინტერესით სავსე მზერა მომაპყრო.

-მოდი, ყველაფერი მომიყევი, რაც იაკუძას შესახებ იცი. ბავშვობიდან მიზიდავდა ასეთი რამების მოსმენა . . .




* * * *

ტოკიოში ყოფნის სამი დღიდან, ორი მზიანი ამინდი დაგვემთხვა. ვინაიდან ამდენად ძლიერ გაგვიმართლა, გადავწყვიტე ეს დრო არ დამეკარგა და მიშოს ყველა ის რესტორანი მოვატარე, სადაც იაპონური სამზარეულოს ყველაზე მაღალი კლასის კერძების გასინჯვა შეიძლებოდა. მონახულებულთა სიას ტოკიოს ეროვნული მუზეუმიც შევმატეთ, სადაც ამ ქვეყნის ისტორიული სამოსის უდიდესი კოლექცია ვიხილეთ, ჩინურ და ინდურ ეროვნულ საგანძურთან ერთად. აგრეთვე დავათვალიერეთ სხვადასხვა სახეობის იაპონური იარაღი, რამაც ყველაზე მეტად მიიქცია მიშოს ყურადღება მთელს მუზეუმში.

ჩვენი საქართველოში დაბრუნების წინა დღეს, ისეთმა მცხუნვარე მზემ გამოანათა, გადავწყვიტე ეს დრო მთლიანად გარეთ სეირნობაში გამეტარებინა. ადგილი უკვე შერჩეული მქონდა. ეს ქალაქის უდიდესი საფეხმავლო ზონა —გინზა გახლდათ, რომელიც ამ ქალაქში ზუსტად ისეთივე საკულტო იყო, როგორც ტაიმზ-სკვერი ნიუ-იორკში. ყველაზე კარგი ის იყო, რომ ქალაქის იმ მონაკვეთში ჩვენი სეირნობა უქმე დღეს დაემთხვა. სწორედ იმ დღეს, როცა ყველა მაღაზია უკლებლივ იღებოდა, ხოლო მანქანებისთვის გზა იკეტებოდა. მიშოს ისიც შევთავაზე, აქ ღამითაც გამოგვევლო, მაშინ, როდესაც უამრავი ნეონის განათება აინთებოდა, თუმცა განმიცხადა ასეთი სანახაობა ნაკლებად მხიბლავსო და ამ სიტყვებით, ჩემს განზრახვაზეც ამაღებინა ხელი.

ტოკიოს იმ არეალში სეირნობისას, უამრავი სავაჭრო ცენტრი მოვიარეთ, ისეთ კაფეტერიაშიც წავიხემსეთ, სადაც კლიენტებს რობოტი მიმტანი ემსახურებოდა და ხალხმრავალ ქუჩებშიც გავიარეთ. მთელი ეს დრო, მიშო ჩვეულ ფორმაში იყო, იაპონიის შესახებ უამრავ კითხვას მისვამდა და დიდი ყურადღებით მისმენდა, როდესაც ამ ქვეყნის ისტორიულ მებრძოლებზე —სამურაებზე ვუამბობდი სხვადასხვა მითებსა თუ ლეგენდებს. როდესაც საუბარს ვიწყებდი, მისი მზერა წამითაც არ მშორდებოდა. მთელი გულისყურით მისმენდა, თითქოს ყოველი მცირედი დეტალის ღრუბელივით შესრუტვა სურსო.

ტოკიოს ქუჩებში ხანგრძლივი სეირნობის შემდეგ, გადავწყვიტე ჩემი კლიენტისთვის იაპონური ბაღიც მეჩვენებინა. ოქროსფერი მზე იმდენად უხვად აფრქვევდა თავის სხივებს, ჩავთვალე, რომ ახლა იქაურობის დათვალიერება ყველაზე საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, ამიტომ, მეფარიშვილს მაღაზიაში დიდი პლედი ვაყიდინე და ტაქსის მეშვეობით, სულ რაღაც ნახევარ საათში მივაღწიეთ დანიშნულების ადგილამდე.

მიშომ, მძღოლს გაწეული მომსახურეობა აუნაზღაურა და“ჩაიც” ბლომად დაუტოვა . შემდეგ მე მომიტრიალდა და თვალებით უზარმაზარი ბაღისკენ მანიშნა.

-ეს ადგილი რამით განსაკუთრებულია, თუ ისე, უბრალოდ გამოვიარეთ?

-უბრალოდ გამოვიარეთ? აქაურობა ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია -მივუგე თუ არა, ტელეფონი ელემენტის დაზოგვაზე ჩავრთე -ამ ბაღს იაპონურთან ერთად, ფრანგული და ინგლისური სექტორებიც აქვს, თუმცა ყველაზე პოპულარულად მაინც იაპონური სექტორი ითვლება

-ჰოო? და რატომ? -ზურგჩანთა, რომელშიც პლედი ედო, მხარზე უფრო მოხერხებულად მოიგდო.

-უფრო ლამაზია და ამიტომ. იქ დიდი აუზებია, კუნძულებით, ხიდებითა და პავილიონებით. ცუდია გაზაფხულის სეზონზე რომ არ ჩამოვედით. ბაღში, საკურას ათას ხუთასი ჯიშის ხეა დარგული და როდესაც ყვავილობას იწყებენ, აქ ნემსის ჩასაგდები ადგილიც კი აღარაა

-ლამაზი სანახაობა იქნება

-გასაოცარი -ღიმილით დავეთანხმე და წინ წასულს, უკანაც მივყევი.

შესაშურად კარგი ამინდის გამო, ირგვლივ უამრავ ადამიანს მოეყარა თავი. ინგლისურ და ფრანგულ სექტორებში, ხალხი შედარებით მეჩხერად დაიარებოდა, რასაც ვერ ვიტყოდით იაპონურზე, სადაც ტურისტებსა თუ ადგილობრივებს, ფერად-ფერადი პლედები გაეშალათ, პატარა, საპიკნიკე კალათებთან ერთად და მზის გულზე, იქაურობის სილამაზითა და ხილის ცივი წვენების დაგემოვნებით ტკბებოდნენ.

ინგლისური და ფრანგული ბაღების საფუძვლიანად დათვალიერების შემდეგ, დასასხდომად ჩვენც სწორედ იაპონური გაზონი ავარჩიეთ და ჩვენი პლედი დანარჩენი ხალხისგან ოდნავ მოშორებით, ერთ-ერთი ხის ძირას გავშალეთ.

ვინაიდან ორივენი ნასაუზმები ვიყავით, საკვები თან არ წამოგვიღია. მხოლოდ მე მქონდა ნაყიდი ერთი ბოთლი გამაგრილებელი სასმელი, ამიტომ, მოვთავსდით თუ არა პლედზე, მაშინვე ამოვიღე ჩანთიდან კოკა-კოლას პატარა ბოთლი და წყურვილის მოსაკლავად იქედან ოდნავ მოვსვი. გაშლილი თმა კისერზე შემაწუხებლად მედებოდა და ოდნავ დისკომფორტსაც მიქმნიდა. საბედნიეროდ, თმის სამაგრი მაჯაზე, სამაჯურის ნაცვლად მქონდა გაკეთებული და შემეძლო ამ პრობლემისთვის დაუყოვნებლივ დამესვა წერტილი.

-თუ გინდა, შემიძლია ჩაგიწნა -როგორც ჩანს, მიშოსაც შეემჩნია ჩემი მცირედი დისკომფორტი, თუმცა იმ სიტყვებმა, რაც მისგან მოვისმინე აშკარად გამაკვირვა.

-რა თქვი?

-ჰო, რა იყო? -მხრები აიჩეჩა -ძალიან მარტივია, თმას სამ ნაწილად ყოფ და ჩაწნას იწყებ

-გმადლობ, მაგრამ თავად მივხედავ

მეტად აღარაფერი უთქვამს მეფარიშვილს, თუმცა თავისკენ წაღებული ხელები რომ ძირს ჩამომაღებინა, ზურგს უკან მომიჯდა და ჩემი თმა თავად მოიქცია თითებში, მაშინვე დღესავით ნათელი გახდა, რასაც აპირებდა.

-ხომ გითხარი თავად მივხედავ-მეთქი? -მკაცრად გავაპროტესტე მისი საქციელი, თუმცა ამას, შექმნილ სიტუაციაზე არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია -მიშო გამიშვი!

-მოისვენე, თორემ იცოდე თმას მოგწიწკნი

-ჩვენ რა, საბავშვო ბაღში ვართ?

-ბავშვის გული მაქვს

-ხუმრობას მოეშვი -თვალები ავატრიალე -არანაირი სურვილი არ მაქვს აქ შეკრებილებს საყვარელი, შეყვარებული წყვილი ვეგონოთ

ჩემს ნათქვამს, მეფარიშვილის ჩუმი ჩაცინება მოჰყვა. პასუხიც მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ დამიბრუნა :

-გვიანია, უკვე ვგონივართ. ერთმა გოგომ სურათიც კი გადაგვიღო, მოპირისპირე მხრიდან

მართალია უკვე ნერვებზე მოქმედებდა ეს ყველაფერი, თუმცა რატომღაც მაინც გადავწყვიტე ბედს დავმორჩილებოდი და განძრევით მანამ აღარ გავნძრეულვარ, სანამ მიშომ, ჩემი თმის ჩაწნა ბოლომდე არ დაამთავრა.

-სამაგრი მომეცი, შეგიკრავ

-აიღე -მაშინვე გავუწოდე წინასწარ გამზადებული შესაკრავი და იმ წამს, რა წამსაც ყველაფერს მორჩა, თმა მარცხენა ბეჭზე გადმოვიგდე.

მიშო ამჯერად წინიდან მომიჯდა და თავის ნახელავი ტუჩებზე მომდგარი იდუმალი ღიმილით შეათვალიერა. შემდეგ გაზონზე, ერთმანეთის გევრდიგვერდ ამოსული ორი პატარა მინდვრის ყვავილიდან ერთ-ერთი მოწყვიტა, ჩემკენ გადმოიხარა და ჩაწნილ თმაში ფრთხილად ჩამაბნია. ამას ისეთი მოწიწებით და სინაზით აკეთებდა, ცოტაც და გაოცებისგან პირსაც დავაღებდი, რომ არა ტვინის მიერ მოწოდებული SOS-სიგნალი, რამაც სასწრაფოდ გონს მოსვლის ბრძანება მომცა.

-ესე ასე, კიდევ ერთი იდეალური კადრი იმ ფოტოგრაფი გოგოსთვის

-გაოცებული ვარ, როგორ ზრუნავ ფოტოგრაფიის განვითარებაზე

-დღეს ჩვენი აქ ყოფნის ბოლო დღეა მარიტა -რატომღაც ჩემი სარკაზმი არ შეიმჩნია და სხვა რამეზე გადამიტანა -მითხარი, მოგეწონა იაპონია?

-საკმაოდ . . . თუმცა, როგორც ინდოეთში მოგზაურობიდან მახსოვს, შემდეგი იტალია უნდა ყოფილიყო

-არა -მაშინვე გააქნია თავი, თან გაეღიმა -ავწონდავწონე და მივხვდი, რომ იტალია ისეთი ქვეყანაა, სადაც მხოლოდ შენდამი სიმპათიით განმსჭვალულ ადამიანთან ერთად უნდა წახვიდე. აბა დაფიქრდი, ვიწრო ქუჩები, ქოლგებიანი გარე სივრცის კაფეები, დახვეწილი არქიტექტურა, ქალაქები ვერონა და ვენეცია. არ მინდა ეს ქვეყანა შენი ჩემდამი დამოკიდებულებით წაბილწო. მოდი იქ მაშინ წაგიყვან, როდესაც ჩემზე უგონოდ იქნები შეყვარებული

-მშვენიერია, ანუ იტალიის შენთან ერთად ნახვა, ჩემს ბედის წიგნში არ წერია

-ცხოვრებაში ყველაფერი ხდება -თვალი ჩამიკრა და ისე ოსტატურად ამართვა კოკა-კოლას ბოთლი, აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი -ჰო მართლა, სავაჭრო ცენტრში შენთვის რაღაც შევიძინე

-ჩემთვის?

-შენთვის, შენთვის -დამიმოწმა მან, მერე კი მარცხენა ჯიბიდან პატარა კოლოფი ამოაძვრინა და გამომიწოდა -ვინაიდან ახლა ამომავალი მზის ქვეყანაში ვართ, ეს საჩუქარიც სიმბოლურია

-რატომღაც მგონია, რომ ამ ყუთიდან კალია ამოხტება

მიშოს ისეთი სიცილი აუტყდა, რამდენიმე წამით გაჩერებაც ვერ შეძლო. მეც სწორედ იმ წამს გავიაზრე, რამხელა სისულელეც ვთქვი და თავი გვერდზე მივაბრუნე, რათა ჩემს სახეზე მოგვრილი ღიმილი ვერ დაენახა.

-არაფერიც არ ამოხტება, გამომართვი -როგორც კი სული მოითქვა, ყუთი ხელში ჩამიდო მან. მართალია მეფარიშვილისგან არანაირი საჩუქრის მიღებას არ ვაპირებდი, თუმცა ინტერესის გამო ყუთი მაინც გავხსენი და შიგნით ჩახედვისას, ოქროსფერი, მზის ფორმის ყელსაბამი დავინახე. ნაკეთობა იმდენად ლამაზი, დახვეწილი და ორიგინალური გახლდათ, დიდი ალბათობით, თავადაც აუცილებლად შევიძენდი, სადმე რომ შემემჩნია.

-ამომავალი მზის ქვეყანაში შეძენილი მზის კულონი -პირდაპირ სახეში შევხედე და საჩუქარი პლედზე დავდე -ძალიან ლამაზია, მაგრამ ხომ იცი, შენს ნაჩუქარს არაფერს გავიკეთებ?

-არ გაიკეთო -თვალმოუშორებლად მიყურებდა მიშოც -უბრალოდ სამახსოვროდ გქონდეს ამ დღეების მოსაგონრად. ბიჟუტერია სპეციალურად შევარჩიე. ოქროს ნივთი რომ მეჩუქნა, შენი ტვინი ათასგვარ სისულელეს მოხარშავდა

-და რას მოხარშავდა? -მიუხედავად იმისა, რომ კარგად მივხვდი რაც იგულისხმა, მაინც ჩავეკითხე.

-რას და იმას, რომ ძვირადღირებული სამკაულებით ვცდილობ შენს შებმას, რომ საჩუქრის სანაცვლოდ რაღაცას მეც მოგთხოვ და ასე შემდეგ. როდესაც მამაკაცი ძვირფას საჩუქარს გჩუქნით, თავში პირველად ასეთი აზრები გიტრიალებთ ხოლმე

-ჩემი კოკა-კოლა დამიბრუნე, თუ შეიძლება. შენთან ფსიქოლოგიურ საუბრებს სხვა დროისთვის გადავდებ

-არაფერსაც არ დაგიბრუნებ -კიდევ ერთხელ მოსვა მიშომ ჩემი ბოთლიდან -უნდა გაგეთვალა, რომ მეც მომწყურდებოდა და მეორეც გეყიდა

-ხომ იცი, შენს ჯანმრთელობას ვუფრთხილდები?

-ჯანმრთელობას არა? -მაშინვე ამოიცნო ჩემი ცინიზმი.

-ჰო, რა იყო? არ იცი რატომ არის ამ ქვეყანაში სიცოცხლის საშუალო მაჩვენებელი ოთხმოცდაათი წელი, ხოლო ჩვენთან კი მხოლოდ სამოცდაათი? იმიტომ, რომ ჯანსაღი პროდუქტებით იკვებებიან და არა ისეთი ნაგავით, როგორიც კოკა-კოლა და სწრაფი კვების საჭმელებია

-ეგ გასაგებია, მაგრამ რაღაც ვერ ვიჯერებ, რომ ჩემს ჯანმრთელობაზე ზრუნვა გალაპარაკებს

არაფერი მითქვამს. პასუხის გაცემის ნაცვლად, პლედზე დადებული პატარა ყუთი კვლავ ხელში ავიღე და კულონს კიდევ ერთხელ შევხედე.

-კარგი, მოდი უტაქტოდ არ მოვიქცევი და ამას დავიტოვებ, ოღონდ შენც უნდა გააკეთო ჩემთვის პატარა რაღაც

-მაინც რა? -გამომეტყველებაზე შევამჩნიე აშკარად დაინტერსდა, ამიტომ, ყველაფრისთვის ფარდის ახდა დიდხანს მეც აღარ დამიყოვნებია :

-ერთი მისტიური ადგილი არსებობს. აქაურები თვითმკვლელთა ტყეს ეძახიან. მინდა საელჩოში ყველა საჭირო პროცედურა მოაგვარო, ტური ერთი დღით გაიხანგრძლივო და ხვალ ის ადგილი მოვინახულოთ. ტოკიოდან დაახლოებით ას კილომეტრშია

რამდენიმე წამის განმავლობაში, მიშო გაოცებული სახით მიყურებდა. შემდეგ ნელ-ნელა შუბლი გაეხსნა, ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა და პლედზე ზურგით გაწვა. მზის მცხუნვარე სხივები ახლა პირდაპირ სახეზე აფრქვევდა ოქროსფერ სინათლეს, რის გამოც, თვალდახუჭული იწვა და ვერც იმას ამჩნევდა, როგორც ვაკვირდებოდი მისი სახის თითოეულ მილიმეტრს.

-იქაურობის ნახვა რატომ გინდა? -მკითხა თვალების გაუხელლად.

-ჰმმმ . . . ასე ვთქვათ, ცუდი რეპუტაციის ადგილები ჩემში ინტერესს იწვევს

-და ასეთი რა ადგილია? მომიყევი, მეც მაინტერესებს

სანამ ხმას ამოვიღებდი, პლედზე იოგას პოზაში ჩამოვჯექი და თითები ერთმანეთში გადავხლართე. მართალია თვითმკვლელთა ტყე სახიფათო ადგლად ითვლებოდა და არც ჩემი უფროსობა მომიწონებდა, თუკი გაიგებდნენ, რომ სააგენტოს VIP-კლიენტი ასეთ ადგილას წავიყვანე, თუმცა იქაურობის იდუმალება იმდენად მიზიდავდა, ასეთ რისკზე წასვლაც გადავწყვიტე.

-მოკლედ, ამ ტყეს აოკიგაჰარას ტყეს ეძახიან და იქ სამი ტიპის ადამიანები მიდიან—ის, ვისაც ლაშქრობა უყვარს, ვინც ცნობისმოყვარეა და ვინც უკან დაბრუნებას არ აპირებს. მის სიღრმეში პოლიცია წელიწადში ას გვამს მაინც პოულობს

-რა იყო, გინდა იქ ყელი გამომჭრა და მერე ყველაფერი თვითმკვლელობად გაასაღო?

-ნუ ცანცარებ რაა, თუ მკითხე, დამამთავრებინე

-კარგი, მიდი, განაგრძე -სიცილით დამიქნია თავი მიშომ, თან ბეჯითი მოსწავლესავით გაისუსა, რამაც საშუალება მომცა დაწყებული განმევრცო.

-ამ ადგილას, უამრავი დაფა დგას წარწერებით, რომელიც ტყის სიღრმეში მიმავალთ აფრთხილებს, კარგად დაფიქრდნენ სანამ ამას გააკეთებენ

-კარგი რა, რა მისტიკა -უნდობლად გამომხედა მიშომ. როგორც ჩანდა, სკეპტიკურად იყო განწყობილი ამ მოსაზრებების მიმართ -დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა სიცოცხლეს ნარკოტიკული საშუალებების შემთხვევითი ზედოზირებით ასრულებს

-ჩამოხრჩობითაც ასევე. ადგილობრივები ამბობენ, რომ იქ სასიკვდილოდ განწირულ მოხუცებს ტოვებდნენ და ახლა მათი სულები დაძრწიან ტყეში. კიდევ ერთი თქმულებაა, რაც უკვე ამტკიცებს, რომ არსებობს ბუდისტი ბერი, რომელიც ტყის სიღრმეში ცხოვრობს და თვითმკვლელებს სუიციდის აღსრულებაში ხელს უშლის. ზოგიერთი მას წმინდა სულადაც კი თვლის

-როგორც ჩანს, როდესაც თვითმკვლელობები ხდება, ეგ წმინდა სული შვებულებაშია ხოლმე და სეიშელებზე ირუჯება

-ნუ დამცინი მიშო -ნაწყენმა შევუბღვირე -უბრალოდ ლეგენდებს გიყვები, თანაც იმიტომ, რომ შენ თვითონ მთხოვე. მეც არ მჯერა, რომ ამ ტყეში შესვლით, ადამიანებს თვითმკვლელობის სურვილი იპყრობთ. მით უმეტეს, არაერთი ჰოლივუდური ფილმია გადაღებული სწორედ იმ მიდამოში. ამდენი სისულელის ლაპარაკს, ჯობს ის მითხრა, წამოხვალ თუ არა

მეფარიშვილი რაღაც პერიოდით უხმოდ, გაუნძრევლად იწვა, თუმცა ცოტა ხნის მერე გვერდზე გადმობრუნდა, იდაყვით პლედს დაებჯინა და მარცხენა ლოყით გაშლილ ხელის გულს დაეყრდნო.

-გავრისკავ და წამოგყვები, მაგრამ კიდევ ერთ პირობას დავამატებ ჩვენს მოლაპარაკებაში

-ეგღა მაკლდა

-თვალებს ნუ ატრიალებ, ჩემს პირობაში რთულია არაფერია

-კარგი, მიდი, გისმენ

-მოკლედ, სააგენტოში მითხრეს, რომ ამ თვის ბოლოს შვებულებაში აპირებ გასვლას და პარიზში მიემგზავრები, ორი კვირით

-ჰო, მერე? -გაკვირვებულმა გავხედე. ერთი ვერსიაც არ მქონდა იმისა, თუ საითკენ მიჰყავდა საუბარი.

-მერე ის, რომ ზუსტად ამ თვის ბოლოს, მოლაპარაკებას ვასრულებ ერთ დიდ კომპანიასთან და შემდეგ, ამის აღსანიშნავად ვაპირებ ეგვიპტეში წავიდე რამდენიმე დღით. თუკი იმ ტყეში ყოფნისას, ერთხელ მაინც შევამჩნევ, რომ შეგეშინდა, პარიზის კაფეებში კრუასანების ჭამას სხვა დროისთვის გადადებ და შენც ჩემთან ერთად წამოხვალ. ოღონდ ამჯერად არა როგორც გიდი, არამედ როგორც ჩემი თანამგზავრი.




გვიან, მაგრამ მაინც . . . ეთერშია მეორე თავი
მშვიდობიანი ღამე ყველას heart_eyes



№1 სტუმარი Елка

Мишос ашкарад укварс. Момцонс схва квекнебис амбебсац ро вигеб. Далиан кмакофиливар. Мадлоба

 


№2  offline წევრი penguin

მომწონს თან ძალიან????❣️

 


№3 სტუმარი Ana-maria

ამ თავში დავრწმუნდი რომ მიშოს მარიტა უყვარს. ვფიქრობ იტალიაში ერთად იმოგზაურებენ. ძალიან საინტერესოდ ვითარდება მათი ურთიერთობა. ძალიან მომწონს სტრიქონებს შორის გაბნეული "ტონკი" იუმორი .წარმატებები ❤

 


№4 სტუმარი იზიკო

ძალიან,ძალიან კარგად წერთ. მოუთმენლად დაველოდები შემდეგ თავებსაც.

 


№5 სტუმარი One

Rogor ar meyo mainc)))
Pirveli tavi ar wavikitxe, mindida damegrovebina, ar gamovida))
Auu misho,rom yurebamde sheyvarebuli yopila uxsivari droidan))) sayvareli mavne ))
Geli moutmenlad.
Dzalian kargia, rogorc yoveltvis❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი თამო

რა ვქნა მე რომ მიშო მომწონს და ჯერ ვერაფერს ვერ ვუწუნებ.ისე მაინტერრსებს რატო არ მოწონს ამ ჩვენს გოგოს რაღაც ითქვა უკვე და უფრო რონ გაიშლება ეგ საკითხი ვნახოთ ნერე რა იქნება.ძალიან მომწონს ეს ორი ერთად და რა ვქნა ასე მგონია მიშო უიმედოდ არის შეყვარებული და ვერაფრით ვერ მოიგო ჩვენი ქალბატონის გული კალემ სწორი უთხრა ვნახოთ რა იქნება მოუთმენლად ველი ახალს

 


№7 სტუმარი სტუმარი მაო

ცუდად არ დაამთავრო რა, მოვიხიბლე ამ ისტორიით,ძალიან მომწონს. სუნთქვაშეკრული ვკითხულობ ხოლმე. რამე ძაან ცეცხლოვანს ველოდები მიშოსგან, ისე მინდა მარიტას რომ შეუყვარდეს, თვითონაც ეცადოს. არ მეყო ეს თავი

 


№8 სტუმარი სტუმარი Wero

აი ისეთი თავი იყო რომ დასრულება არმინდოდააა. გთხოვ მალე
დადეეე. სასწაული ქიმია მოდის მიშოსგანნ. აი გიჟდება ჩვენს გოგოზეე <3

 


№9 სტუმარი სტუმარი ინგა

კარგად ,,იკითხება"❤ ისეთი დაფარული მუხტია მათ შორის, ფიზიკურად რომ იგრძნობა! არ მიყვარს მკითხველის ე.წ. პროგნოზი, პრინციპში პროგნოზიც არაა, მაგრამ ლეოს პერსონაჟის ,,როლი" საკმაოდ დამაინტრიგებელია. შეუძლებელია მიშოს ყურადღებისა და საჭირო მოქმედების მიღმა დარჩენოდა... რამდენიმე ვარიანტის არსებობის ალბათობაა????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent