შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაღვაშები-,,იქედნეს ნაშობნი"(3 თავი)


12-02-2024, 05:35
ავტორი ავრორა
ნანახია 412

•••
რა განასხვავებს მოღალატეს პატრიოტისგან?
ბევრი არც არაფერი...
ანდაც ვინ თქვა რომ ღალატი პატრიოტობის ცალკეული გამოვლენა არაა? იქნებ მოღალატედ შერაცხულიც ზამთრის გრძელ ღამეებში სწორედ ასე ცდილობს აარების გარანტვას და ძილის შებრუნებას.
საკუთარი ქვეყნის მოღალატედ იბადებიან?
16 წლის რატი ბაღვაში ჭაბუკობაში ახლადშესული, მნიშვნელოვანი სტარეტიგიული საუბრებიდან დაღლილი, ყმაწვილურად მემნისთან ხმალაობით თავს იქცევდა.
-ამბობენ ამ ზამთარს ყინვები დაიჭერსო,-დუმილი დაარღვია მემნი,მისი ბუნებისთვის ყოველთვის მძიმე იყო რატის დუმილი. რატიზე 1 წლით უმცროსი სიმარჯვითა და მოხერხებულობოთ ბევრ თავისზე დიდს გაეჯიბრებოდა ,მაგრამ მდაბიო წარმომავლობა მაინც თავისას შვრებოდა და გასაქანს არ აძლევდა.ვინ იცის კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა რატის ,,შეამხანაგება"( თუ კი ასე შეგვიძლია ვუწოდოთ)სანამ ბაღვაშისა და მისი ყმის ურთიერთობას დამსგავსებოდა,ერთი კია, ქვეშევრდომი მამამისი იყო,მამის უღელი კი შვილზე რად უნდა გადავიდეს?ნათქვამია გზა ყველამ თავისით გაიკაფოსო...
- არაუშავრს რა,წყალი ისედაც თიხის მილებით ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ხევიდან მოედინება,-უპასუხა რატიმ ,მაგრამ ფიქრებში წასულ მემნის შეკითხვაც კი დავიწყებოდა.-ეს ორი დღეა მამა შინ არ არის
-ზურტაკეთში გახლავს
-ასეა..არ ინება ჩემი გაყოლა ,
-მაინც მცირე ხნითაა წასული, ერთ-ორ დღეში დაბრუნდებიან კიდეც ,
-გული კი არც მიმიწევდა....-დუმილის შემდეგ დაამატა
-რატომ ბატონო?-გაუკვირდა გულახდილობა ,არ კი შეიმჩნია.
- მე სხვა განზრახვა მაქვს. რა ვქნა რომ ხელი არ შემეწყოს?
-ახლა ბატონო?-კითხვავე შეუბრუნა,რადგან მიხვდა რატის უფრო შორეული დროისკენ მიჰყავდა საუბარი.
პასუხი არ გაუცია ისე ჰკრა ხმალი და უეცრად წონასწორობა დაკარგული მემნი მიწაზე დავარდა ,
-ესეც ესე ჩემო მემნი ...უკვე მეორედ წაგაქციე ,-ხანჯალი ოსტატურად დაატრიალა ხელში, ბილიკზე გამოჩენილ ფიგურას გახედა და ღიმილით შესძახა -აგათონიკე გამარჯვება ჩემს მხარესაა!
გულში წყევლიდა თავის თავს მემნი ,რაღა ახლა გამოჩნდა ,მაინცდამაინც დაცემული დაინახოსო,ამიტომ იყო დაბღვერილმა და დაფარული შურით რომ გახედა მოსულს ,ან უკანასკნელმაც პასუხად ირონიით და სიცილით სავსე მზერა ესროლა. რატი ხედავდა თუ არა მათ ერთმაენთისადმი დამოკიდებულებას არავინ იცოდა ,მაგრამ მემნი რომ მუდამ ხედავდა აგათონიკე როგორ მასზე წინ იდგა მუდამ ეს ნათელია,სად მსახურის შვილი და სად ბაღვაშების დამსახურებული ,ერთგული მცველის შთამომავალი , თანაც ტანადი,ბევრს რომ თვალი რჩებოდა ისეთი ჭაბუკი.
-ჩემი თვალითაც ვიხილე.-მიუგო ახლოს მისულმა ჭაბუკმა
-აქამდე როგორ ვერ შეგნიშნე,ტყუილად კი არ ამბობს მამა მართლაც რომ შეუმჩნეველი ხარ...არა მართალაც უნდა აღვნიშნოთ რომ მემნიც კარგი მეტოქეა.
- სად ის და სად შენი წვრთნები-ჩაიქირქილა აგათონიკემ და იგრძნობოდა აქ ნათქვამი,,ან სად მოვა მემნი ჩემს წვრთნებთან"-ხო მართლა მემნი,-დააძახა უკვე წამოდგარს,რომელიც ციხეში ბრუნდებოდა-თუ თვალმა არ მომატყუა ,შენი და ,თამთა გასასვლელისკენ მიდიოდა და ვეჭვობ მეციხოვნეები გაუშვებდნენ კიდეც.
ახლა კი მოაწვა სისხლი სახეზე მემნის,იცოდა თანაც ძალიან კარგად იცოდა რომ მეციხოვცნეები გარეთ ნებართვის გარეშე ყმებს გარეთ არ უშვებდნენ, მითუმეტეს თამთასნაირ ათასჯერ დაკარგულ და ჯიუტობის განსახირებას ,და თუ ეს ნებართვა თვით ლიპარიტებს არ ეკუთვნოდა მაშინ ერთადერთი ვისაც მეცხოვნეების დაყოლიება და
ვინმეს ციხიდან გაშვება შეეძლო აგათონიკე და მისი მამა იყო,რადგან არც აგათონიკეს მამაც ზურტაკეტში იყო ,ერთადერთი ვარიანტიღა რჩებოდა, ისე უნდოდა მემნის სახე მიელამაზებინა თავისი დარტყმით აგათონიკესთვის, გაიწია კიდეც ,მაგრამ რატის ხმამ შეაჩერა ,მხოლოდ სახელი იყო ,მაგრამ ჯიქურად ნათქვამი, აშკარად დაწყნარებისკენ მოუწოდებდა ,ემოციების უმართველობა ისევ მემნის თუ მოუტანდა ზიანს,შებრუნდა და უკანმოუხედავად გაბრუნდა.
რატიმ ხმალი გადააგდო და აღჭურვილობის მოხსნას შეუდგა ,ცოტახანს უყურა აგათონიკემ, არა ნამდვილად დიდხანს უყურა მაგრამ
საბოლოოდ დუმილი დაარღვია
-არ გამოშვებ თამთას მოსაძებნად?
-სწორედ მაგ მიზნკთ წავიდა მემნი.-იცოდა რომ ამ შეკითხვას დაუსვამდა.
-შენც იცი რომ ვერ იპოვის.
რატიმ წარბი აუწია ნიშნად ,
-და ყმების ძებნა როდიდან გახდა შენი მოვალეობა?
დუმილით ჩამოჯდა ბალახზე აგათორნიკე,პასუხი არ დაუბრუნებია,არც აპირებდა ,ცოტახანს უყურა რატიმ , -რაც არა გწადდეს ის ქმენი, არ სდიო წადილთ ნებასა...გახსოვს აღნზრდელის სიტყვები?
-თავისთავად... შენ?
-მეც...თავისთავად ....-უპასუხა და
ორივეს გაეცინა.
რატი ციხისკენ მიბრუნდა , შესვლა დააპირა
- წადი...ოღონდ იცოდე მე არ მითხოვია შენთვის
თამთას მოძებნა... და ისიც იცოდე ყოველთვის ვერ იპოვი.


•••
მზე უკვე გადასული იყო,ცა თანდათან უფრო და უფრო მუქდებოდა.ვიღაცა ჯერ კიდევ დარჩენილ და ძირს დაცვენილ ერთი ორ შემოდგომის ფოთლებს სწრაფი ნაბიჯებით ფეხქვეშ თელავდა,ხევსაც ჩაუყვა მაგრამ ამჯერად ნაბიჯები მოზომას ცდილობდა,აჩქარება არ შეიძლებოდა
,,მოზომილად ,კონტროლი დაამყარე შენს თავზეც და გარშემო მყოფებზეც ,მხოლოდ ამ გზით მიიღწევა ყველაფერი"-იმეორებდა ფრაზას,მაგრამ ვინ უთხრა არ ახსოვდა.
,,რაც არა გწადდეს ის ქმენი, არ სდიო წადილთ ნებასა"
,,და ისიც იცოდე ყოველთვის ვერ იპოვი."
შეცდა ,ამ ერთხელ შეცდა ,წყალთან იჯდა, ეს ქერა თმა არ შეეშლებოდა ,ამიტომ რატი ამ ერთხელ შეცდა...
დინჯად მიუახლოვდა.
-ციხიდან ამ დრომდე გამოსვლა არ შეიძლება , -ყურადღება არ მიუქცევია-ისე არც საერთოდ შენი გამოსვლა არ შეიძლება ,თუ თავად ბატონის ბრძანება არ იქნება...
დუმილი უკვე ნერვებზე თამაშობდა, -მინიმუმ პასუხის ღირსად უნდა ჩამთვალო არა?
-მინიმუმ სახელით უნდა მომმართო,რომ გავიგო მე მესაუბრები თუ არა.
-და შენ გგონია კვირაში მინიმუმ ორჯერ ტყე-ღრეში ან ხევში წყალსა და მხეცებს ვესაუბრები ხოლმე?
-იცი რამდენი ხანი გეძებე?(,,და მხოლოდ იმიტომ რომ შენთვითონ გამოუშვი" უთხრა შინაგანმა ხმამ ,მაგრამ ეს არ გაახმოვანა)
-უთხარი რომ ჩემი მოძებნა არ გინდა ხოლმე, მემნი ისედაც მიპოვის,ცოტახანში.
- კი აბა რა , როდის გიპოვა ჩემზე წინ ახლა რომ გიპოვოს?ან არა ალბათ ნამდვილად გიპოვის როცა მხეცები შეგჭამენ.-წარბი აუწია ბიჭმა.-
-და მერე ციხეში იტყვი რომ ჩემ საძებნად აღარ გამოგიშვან ხოლმე?
-ნამდვილად ვეცდები თავიდან აცირიდო ხოლმე,თანაც ბარდებში სულ ვიკაწრები.-როგორც იქნა გოგონამ შემოხედა,მაგრამ სწრაფადვე მიაბრუნა სახე მდინარისკენ- კარგი, სერიოზულად უნდა წავიდეთ,დიდი ხანია რაც გეძებ.
-ჩემი სახელი თქვი.
-ვერ გავიგე?
-მინდა რომ ჩემი სახელი თქვა ,რომელიც ისედაც ორჯერ თუ გექნება ჩემს თვალწინ ნათქვამი...
სრულიად მოულოდნელად ჭაბუკი მის უკან ჩაიმუხლა, ქერა თმა ერთ მხარეს გადაუწია და დაჩურჩულა
-თამთა... თამთა..-თლილი თითები თმებს ააყოლა,თითქოს მეტ შეხებას ვერ ბედავდა მაგრამ თან რადგან ერთხელ თქვა ვერც მისი სახელის გამეორებას ვერ წყვეტდა .
-ლამაზი სახელია, არა?-უცნაური, სევდანარევი ტონით გაისმა შეკითხვა.
- თამთა...
- ლამაზი სახელი არა ?
- კიი.
-შენნაირად არავინ მეძახის.
-და მე როგორ გეძახი?
-არ ვიცი... განსხვავებულად, თითქოს ისე ნაზად... გეშინია რაღაცისო. .
-კიდევ უფრო ლამაზად იწერება.
-წერ ხოლმე?
-ზოგჯერ ...უფროსწორედ ვწერდი,როცა აღმზრდელი მე და რატის წერა-კითხვას გვასწავლიდა.
თვითონ მაწერინებდა.
-მართლა?და რატი რას სწერდა ?
-ყოველ შემთხვევაში თამთას არა.



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

გაგძელეთ კარგია ძალიან განსხვავებული მადლობა წარმატებები ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent