შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მრუდე ბილიკები ( თავი 7) დასასრული


13-02-2024, 21:44
ავტორი თუკა
ნანახია 4 196

სახეგაფითრებული, ფერწასული და ერთიანად ჩამომდნარი იჯდა მინდია და ჯარჯის საუბარს არც კი უსმენდა. ჩაღამებული თვალის უპეები უფრო მეტად შესამჩნევი გამხდარიყო, თლილი თითები კიდევ უფრო მეტად გამხდარი და დალეული მოუჩანდა. ნერვიულობას თავისი შედეგი მოეტანა და დაღად დასდებოდა..
- ძმაო, ესეთს ვერ გიყურებ - ბოლოს მაინც გაბედა თქმა და მხარზე ნელა შეახო ხელი. - არ იტყვი რა ხდება?
- არაფერი - ისე გაეპასუხა თავი არ აუწევია.
- მინდია შემომხედე, ვიცი რომ მატყუებ . არ იტყვი ბოლო-ბოლო რა გჭირთ?
- განქორწინება მინდა .მაგრამ თაიამ მთხოვა ცოტა ხანს დავიცადოთო.
- რა გინდა?- დაბნეულმა შეუტრიალა კითხვა და ნერვიულად მოისრისა შუბლი.
- ჯარჯი მისმინე. ასჯერ ნუ გამამეორებინებ კარგი? განქორწინება მინდა, მე მინდა, თაიას არა. მე მინდა და უბრალოდ ვიცდი რომ ჭკუიდან არ გადავიდე. გიგა რომ არა აქამდე გავშორდებოდი.
- ძმაო დაუჯერებელია..
- არაფერია დაუჯერებელი. ამ სიყვარულმა მომკლა . ადამიანად აღარ ვვარგივარ, შემომხედე. არაფერი მიხარია. ყველაფერი სულ ერთი გახდა.
- გიგამ იცის ანუ.
- იცის , მაგრამ გიგას ცოდნას რა აზრი აქვს. ვერც ის შეცვლის ვერაფერს. ჩემი ყველა ოცნება მუცოში დაიმარხა ჯარჯი. იქ იმ დღეს, როცა ქეთოს და გიგას ნიშნობა იყო. იმ ხატობა დღეს დავასრულე ცხოვრება თურმე. ახლა ვხვდები რომ მხოლოდ მაშინ ვყოფილვარ ბედნიერი. მხოლოდ მაშინ მიცხოვრია ძმაო. რა ვიცოდი ბედი ამას თუ მიმზადებდა. ამდენი ტკივილისათვის თუ გამიმეტებდა.
- მინდია იქნებ მოვაგვაროთ რამე. ხომ იცი რა მოხდება თქვენი განქორწინების შემთხვევაში. ხომ წარმოგიდგენია ხევისბერი ჩაკეტილ მუცოს გადმოლახავს ფეხით და ადიდებული არაგვივით დაგვატყდება თავს.
- ვერაფერს შევცვლით. ალბათ მუცოში ვერც ვეღარასოდეს ავალ ძმაო. ან ავალ და აღარასოდეს დავბრუნდები უკან.
- კარგი ახლა ტრაგიზმში ნუ გადავარდები, შენზე კი არ დაწერა ილიამ განდეგილი. დამშვიდდი და გამოსავალი მოვნახოთ .
- გამოსავალი იპოვა . ჯარჯი , არ მისმენ? გამოსავალი ეგაა, ჩემთან ცხოვრობს ჩემი ცოლის სტატუსით, მაგრამ იმას ვერ ხვდება როგორ ცუდად ვარ მის ყოველ დანახვაზე.
- არ მეტყვი რა მოხდა?
- არა !. - არ გეწყინოს მარგრამ მიზეზი არც გიგამ იცის. არის რაღაც რაც მხოლოდ ჩემია ძმაო.
- მესმის მაგრამ მინდა რომ დაგეხმარო, ასეთს ვერ გიყურებ მინდი.
- აზრი არ აქვს. ვეცდები გავუძლო ამ ყველაფერს, და როცა მივხვდები რომ ძალა ბოლომდე გამომელია მერე ვიფიქრებ დანარჩენზე. იცი გული ყველაზე მეტად რაზე მტკივა?- ჩემი სიყვარული რომ დაბინძურდა ამაზე ჯარჯი. ის გრძნობა რომელიც წლები ვატარე გულით ფეხქვეშ რომ გამითელეს ამაზე ძმაო. სხვა დანარჩენი არც ისე გამაჩნდა. კარგად იცი შენი და გიგას გარდა არავინ გამაჩნია, მეგონა თაია იქნებოდა ჩემი თავშესაფარი მაგრამ ...-გაბზარული ხმით ამოთქვა და აივანზე გავიდა.
რამოდენიმე ხანს ფიქრებში გახვეულმა გაატარა ჯარჯიმ . თავს და ბოლოს ვერ იგებდა. არ იცოდა როგორ უნდა დახმარებოდა . თავის დროს ვერ გიგას დაეხმარა იძულებითი ქორწინებისაგან და ვერც მინდიას ედგა გვერდში.
ზანტად წამოდგა ფეხზე და რკინის კარისაკენ ნელა დაიძრა. სააბაზანოდან გამოსულ თაიას ზიზღნარევი მზერა შეავლო და ნაბიჯი შეანელა.
- ასეთ ბიჭს როგორ შეუყვარდა შენნაირი ადამიანი ნეტავ?! ბიჭს მთელი ცხოვრება თავზე ჩამოაქციე! და ახლაც შენი სურვილების გასასწორებლად ცხოვრობ აქ - ვნანობ რომ გიცნობ თაია !- უკანასკნელი სიტყვები სახეში მიახალა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა სახლიდან.
ტანზე სწრაფად გადაიცვა და აივანზე გავიდა. ერთ ხანს ხმის ამოუღებლად უყურა ქმარს, ბოლოს გულმა ვერ გაუძლო ოდნავ შეახო ხელი მხარზე. ამღვრეული მზერა შეანათა ქალს და აქამდე აცრემლებული თვალები მაშინვე დამალა. ბაგეები ერთმანეთს დააშორა და გავარვარებული ჰაერისაგან გაათავისუფლა ფილტვები.
- რომ გითხრა რომ მართლა მიყვარხარ არ დამიჯერებ არა?-
- გიყვარვარ? - როგორ გამაცინე- ირონიულად გაეპასუხა და მხარი გაჰკა.
- კი მიყვარხარ მინდია და სულ მიყვარდი.
- შეყვარებული ქალი ასე იქცევა? არ ვიცოდი. არ ვიცოდი რომ შეყვარებულ ქალს შეეძლო მარტივად ეღალატა ქმრისთვის.
- მე ხომ აგიხსენი მინდია.
- ღალატს ახსნა უშველის? - პირველად იღრიალა და ორივე ხელით ჩააფრინდა მხრებში. - საკუთარი თავი შემაძულე! მეზიზღება ყველა დრო როცა მიყვარდი. როცა შენზე ვოცნებობდი. მეზიზღება ის ყველა წამი როცა შენს შეხებას ვნატრობდი . საკუთარი ფიქრები მეზიზღება გოგო . არ ვიცი როდემდე შევძლებ, სადამდე მეყოფა ძალა , არ ვიცი ამას სადამდე გავუძლებ მაგრამ შენთან ერთად ცხოვრება არ შემიძლია. გიყურებ და საკუთარ თავზე მერევა გული.
- რომ იცოდე როგორ ვნანობ. მაგრამ ვიცი რომ ესეც არ გჯერა. რა გავაკეთო რომ მაპატიო . გთხოვ ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. - მისკენ წავიდა და ქმრის სახე ხელებს შორის მოიქცია. - მუდამ მიყვარდი, მაგრამ არ ვიცი რა მოხდა. ისიც კი არ ვიცი ეს შეცდომა როგორ დავუშვი. - მაგრამ ერთი ზუსტად ვიცი. მიყვარხარ მინდია - გთხოვ ხელი არ მკრა. ახლა არა ოღონდ. ძალიან მჭირდები -
მთელი ძალით მოქაჩა თავისკენ და გაცრეცილ ტუჩებზე ოდნავ შეახო ტუჩები, მზად იყო ქმრის გაძალიანება მოეგერიებინა მაგრამ ვერ გაუძლო ცდუნებას. ვნებას აყოლილმა შემოხვია ხელები მინდიამ საყვარელ ცოლს და მონატრებული სახე დაუკოცნა. მაისურის ქვეშ სწრაფად შეუცურა ხელები და ცხელმა ტუჩებმა ყელის მიმართლებით გადაინაცვლეს. პატარა ბავშვივით აიტაცა ხელში და საძინებლისკენ გაუყვა დერეფანს.
ერთ ხანს ორივე გატრუნული იწვა. ცეცხლისფერი თმები ურცხვად ეფინა მკერდზე თაიას და მთელი ძალით ეკვროდა ზედ ქმარს. სიამოვნების ჟრუანტელი ჯერ კიდევ დაუდიოდა ტანში . ფრთხილად გააპარა ხელი მისი ტუჩებისაკენ ტუჩებზე გადაატარა. როგორ მონატრებოდა მისი ყოველი ნაკვთი. მისი სახე. ოდნავ წამოზრდილი წვერი. საკუთარ ხელებს დაეყრდნო და ცხელი ტუჩები შეახო ყელზე. რამოდენიმე წამი ვნებას ატანილი დაყურებდა ქმრის სახეს და საკუთარ სქციელზე მთელი სხეული სტკივდებოდა.
- ვიცი რომ პატიებას არ ვიმსახურებ მაგრამ იქნებ შეძლო - ჩურჩულით უთხრა და წვრილი ხელები შემოხვია ყელზე.
- გაჩუმდი, გესმის? - რაც შეეძლო მშვიდად უთხრა და ნელა გაახილა თვალები .- თითქოს ახლა გაიაზრა ყველაფერი. მაგრამ არ უნდოდა ფიქრი. იმდენად მონატრებოდა საყვარელი ქალის სხეული და სურნელიც კი. ერთიანად ხარბად შეიყნოსა მისი თმებიდან და თითის ბალიშები ნელა დაუსვა ზურგზე.
- საკუთარ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ მინდია - ძლივს გასაგონად ეჩურჩულებოდა და სახეს უკოცნიდა გოგო.
ალუბლის ყვავილობას წააგავდა მის გულში გრძნობები. თითქოს იმედი მიეცა. ნაადრევად გამოსული კვირტივით იწყებდა გაშლას და თან ეშინოდა, მინდიას გონებაზე მოსვლას არ დაენგრია ყველაფერი. ეშინოდა რომ ისევ ხელს ჰკრავდა და ზურგს აქცევდა. მალულად სდიოდა სახეზე ცრემლები და არ უნდოდა რეალობაში დაბრუნებულიყო. ახლა ყველაზე მეტად სჭირდებოდა საყვარელი მამაკაცის გვერდში ყოფნა.

**

-მშვიდობაა შვილო? ქეთო ხომ კარგადაა ? რა სახე გაქვს გიგა- შეშფოთებულმა უთხრა და მის წინ სკამზე დაეშვა.
- დღეს აქ სიმართლის გასაგებად მოვედი მარიამ. იმედია თქვენც ათასგვარ ტყუილს არ მეტყვით.
- რა სიმართლეზე ლაპარაკობ შვილო?
- თორღვაზე უარი რატომ თქვით? რა დააშავა?
- შენ ეს საიდან გაიგე? - ერთიანად აცახცახებულმა უთხრა და მზერა აარიდა.
- საიდან გავიგე ეს არაა მთავარი, მთავარი ისაა რომ სიმართლე მითხრათ. რა ურთიერთობა გქონდათ ბიძაჩემთან?
- ვმეგობრობდით! - გადაჭრით უთხრა და ფეხზე წამოდგა. ოთახში შემოსულ ქმარს ანერვიულებულმა ახედა და უარესად აიტანა ნერვიულობას მოტანილმა სიცივემ.
- მეგობრობდით არა? მაშინ თქვენც უნდა გემეგობრათ ხომ ასეა დავით?
- რაზე ლაპარაკობ შვილო, გაოცებულმა უთხრა და ჯერ გიგას შეხედა მერე ცოლს.
- რაზე კი არა ვისზე. თქვენ იცოდით მარიამის და თორღვას მეგობრობის შესახებ? რატომ მალაპარაკებთ ამდენ სისულელეს და რატომ მახსნევინებთ, როცა ჩემზე კარგად იცით ორივემ სიმართლე. მუცოში ვიყავი, სიმართლე მითხრეს, მოდი ვთქვათ ნაწილობრივ სიმართლე, მაგრამ ბოლომდე გავარკვევ რა მიზნით იყო დაგეგმილი ეს ქორწილი და რა მოხდა სინამდვილეში.
- გიგა, მეგობრულად შემოხვია ხელი და სკამზე დასვა დავითმა. - ახლა ამისი დროა? ეს ყველაფერი რაც იყო ხომ წარსულია შვილო?! ახლა თქვენ ერთად ხართ, შვილი გეყოლებათ. ამისი გარკვევა და წარსულის ქექვა რას მოგცემს?
- სიმართლეს!.- მხოლოდ სიმართლე მინდა! მინდა ვიცოდე რა მიზანი ჰქონდა ამ დროში ჩვენს ასე იძულებით დაქორწილებას. ასე უმიზეზოდ მოხდა დავიჯერო ეს ყველაფერი?!- არ მჯერა. დიდი ხანია გავიზარდე.
- ვიცოდი რომ ჩემი შვილი არ გიყვარდა, ვიცოდი რომ ფეხებზე გეკიდა მაგრამ ასე ამ დონემდე? ახლა არ ფიქრობ ქეთოზე? ახლა რომ გაიგოს რაიმე არ გეშინია?
- მე ჩემი ცოლი ფეხებზე? ამას როგორ ამბობთ?! მე რომ რამის თქმა მდომებოდა აქამდე ვეტყოდი ქეთოს ეს ერთი და მეორე გაგახსენებთ თუ დაგავიწყდათ ბედნიერების ნაცვლად რა დღეში ჩააგდეთ გოგო. მაგრამ როგორც ჩანს თქვენც ისევე არიდებთ თავს პასუხებს როგორც ხევისბერი და უფრო მეტ ეჭვს ბადებთ.
- არანაირი ეჭვი არაა შვილო.!- სიმკაცრე გაერია ხმაში დავითს და გიგას ალმაცერად გახედა.
- არა? მაშინ თქვას მარიამმა რატომ დადიოდა თორღვასთან ერთად , რატომ ეგონა მთელს მუცოს რომ მალე მათი ქორწილი იქნებოდა. რატომ იყო ბედნიერი ბიძაჩემი მარიამით. ამიხსენით და ჩუმად ვიქნები. ხმას არ გავიღებ მეტად.
- მისმინე გიგა, ერთიანად მოლბა მარიამი და გიგას წინ სკამი მიაჩოჩა. მე და თორღვას ბავშობაში მოგვწონდა ერთმანეთი, მერე გავიზარდეთ და მე დავითი გავიცანი. თორღვას კი არ უნდოდა ამისი გაგება სულ ესაა შვილო.
- ამითი გინდათ რომ გამაჩუმოთ? მეგონა რაღაცა ახალს მეტყოდით. დავითი რომ გაიცანით ეს ახალი ამბავია? განა მთაში არ გაიზარდეთ სამივე? რა ზღაპრებს მიყვებით, თქვენ თამრიში ხომ არ აგერიეთ? ასე მგონია პატარა ვარ, სახლის აწყობა მინდა და ერთი კუბიკი მაკლდება, მაგრამ იცოდეთ ამ კუბიკსაც ვიპოვი და სიმართლეს თვალებში შემოგაყრით ორივეს,
- ქეთოზე იფიქრე შვილო- ატირებულმა უთხრა მარიამმა და ოხვრა ამოაყოლა.
- ქეთოზე თქვენ უნდა გეფიქრათ. ჩემს ცოლს არაფერი უჭირს - სიმართლეს მაინც გავიგე. ისიც ზუსტად ვიცი რომ თქვენ ეს ყველაზე ნაკლებად გინდათ. მაგრამ მთელს მუცოს გადავატრიალებ და სიმართლით მოვალ თქვენამდე და მერე ვნახავ როგორ იმართლებთ თავს - ერთიანად მიაყარა სიტყვები გიგამ და განადგურებულმა დატოვა სახლი . ლასლასით ჩაუყვა კიბეებს უკვე დარწმუნებული იყო რომ რაღაცას მალავდნენ. ეს რაღაცა კი მხოლოდ ხევისბერმა და ქეთოს მშობლებმა იცოდნენ.
აწკრიალებულ ტელეფონს დახედა და დიდი ასოებით დაწერილ სახელზე მიმიკა შეეცვალა.
- გიგა- ერთიანად გაისმა სახელი და ტანში ძლიერი ტკივილი იგრძნო. ერთხანს გაყინული მზერით შეყურებდა მიწას. თავბრსუსხვევამ უფრო მეტად დაასუსტა და მანქანის საბარგულს დაეყრდნო აცახცახებული ხელით.
ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა ახალი ამბავი...
ერთიანად მოწყდა რეალობას შათეკაურების გვარის გამგრძელებელი და ყურებში ძლიერმა ხმამ მოიყვანა გონს. მაგრად მიიჭირა ხელის გულები ყურებზე და ბაგეები ერთმანეთს დააშორა ტკივილის შესამსუბუქებლად .
აგიზგიზებული ფეჩის ხმა გაიზმოდა ოთახში და საწოლში მწოლიარე ხევისბერი სიტყვებს ვერ უყრიდა თავს. როგორ და რანაირად უნდა დაეწყო ეს ყველაფერი.
მის წინ მსხდართ ოდნავ გაუღიმა და წამოიწია. ბალიში ფრთხილად მიაყუდა საწოლის თავს და გიგას ანიშნა მოდიო. ოდნავ გაუღიმა ქალს რომელსაც ფერი არ ედო სახეზე და თანხმობის ნიშნად დაუქნია თავი.
- პირველად რომ ვნახე თორღვა თოთხმეტი წლის ვიყავი. საოცრება იყო ეს ყველაფერი. ხატობა დღე იდგა , ყველანი სალოცავზე ვიყავით გასულები. სიპი ქვით ნაშენებ ჯვარს შევყურებდი და უბრალოდ ვფიქრობდი. ბიძაშენი ბიჭებთან ერთად შევიდა „სალუდეში“ და კარგა ხანს არ გამოსულა. მეც ბავშვი ვიყავი ვიჯექი და ვუცდიდი როდის მორჩებოდნენ მიწურ ოთახში სპილენძის უზარმაზარ ქვაბებში ალაოს ხარშვას. დრო ბევრი მქონდა, არსად მეჩქარებოდა მაინდამაინც არავინ მაძალებდა არაფერს. ერჩივნათ მოშორებით ვმჯდარიყავი და ფეხში არავის მოვსდებოდი. არ მახსოვს რამდენი ხანი ვიცდიდი კარებთან მჯდარი გოგოებთან ერთად. მაგრამ გამოვიდა თუ არა ტანში ერთიანად დამიარა რაღაცამ, და სულაც არ ვიცოდი რა იყო ეს რაღაცა გიგა. მაშინათვე წამოვხტი ფეხზე და წყაროსკენ გავიქეცი . უკან გამომეკიდა და დამიჭირა, თავისკენ დამატრიალა და ზღვისფერ თვალებში იმდენი რამე წავიკითხე ახლაც კი მიკვირს როგორ გავუძელი ამდენს.
- ანუ, ბიძაჩემი შეგიყვარდა? თუ ერთმანეთი გიყვარდათ მაშინ არ მესმის მარიამ!
- საქმე არც მასე მარტივად იყო შვილო. თავიდან ვერც ერთი ვერ ვბედავდით ერთმანეთისვის თვალებში შეხედვას. მერე დაიწყო ის რაც ყველაზე დიდი შეცდომა იყო გიგა. ერთ დღეს თორღვა შათეკაურების ციხესთან დამხვდა ცხენით ხევსურულ ტალავარში (ტრადიციული ტანსაცმელი) იმდენად მომხიბვლელი იყო ცდუნებას ვერ გავუძელი, მაშინ უკვე მეთექვსმეტე წელში ვიყავი. თავდავიწყებით შემიყვარდა ბიძაშენი . მის ყოველ ავლა-ჩავლაზე გული საგულედან მიხტებოდა. ბოლოს ეს ყველაფერი ყველამ გაიგო, ორივე გაგვკიცხეს განსაკუთრებით კი თორღვა. ის დიდი იყო. მეტი დაფიქრება მართებდა,მაგრამ სიყვარულმა თავისი გაიტანა და ერთ დღეს მის მკლავებში ამოვყავი თავი.
- ერთი წუთით !- ნერვიულად მოისრისა შუბლი გიგამ და ამღვრეული მზერა შეანათა ჯერ მარიამ შემდეგ ხევისბერს. ერთი წუთით, თქვენ ამბობთ რომ ბიძაჩემთან ერთიერთობა გქონდათ და მე ქეთოზე დამაქორწილეთ? პაპა შენ ეს იცოდი?
- არა არა, ასე არაა გიგა - უმალ მიაფარა ხელი პირზე ქალმა და ლოყაზე დადენილი ცრემლი მოიშორა. - ჩვენ მხოლოდ სწორფრები ვიყავით . მაშინ ეს დანაშაული არ იყო შვილო.
- ღმერთო ჩემო, ნამდვილად შევირყევი - გამწარებულმა გამოსცრა კბილებში და პაპას მუდარით შეხედა - მითხარი რომ შენ ეს ყველაფერი არ იცოდი პაპა! გეხვეწები მითხარი რომ ეს არაა მიზეზი რის გამოც ქეთოზე ქორწინება მაიძულე.
- ერთ დღეს, ბერდიამ მითხრ არაა კარგ ამბავ , შენი თორღვა და მარიამ ერთიად დაიარებიანო. ხომ გითხარ მანამდე რომ ჩვენ და ბორჩაშვილებს არ გვქონობის კარგი ურთიერთობა. არ უნდათ იმათ ჩვენი დანათესავება ბალღო. მერე რა რომ ხევისბერ ვარ. არ უნდოდა და რაი უნდა მეთქვა. დიდ ხანს მეხვეწა თორღვა მაგრამ ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს არ იქნება ეგ ამბავიო. ვიცოდი უყვარდა თორღვას მაგრამ ვერ დავეხმარე ბალღს, ვერას გავხდი ..
- ასე მგონია რაღაცას ბოლომდე არ ამბობთ არც ერთი. ეხლა გინდათ დავიჯერო რომ თორღვამ თავი ამ სიყვარულის გამო მოიკლა?
- არც რა ვიცით !- გადაჭრით თქვა და მარიამს გახედა. არც არავინ იცის გიგიავ. სიმართლე ესაა ბალღო.
- მამაჩემმა სიმართლე რომ გაიგო, გადაირია. მითხრა ვის გაუგია სწორფერების დაქორწინება , ხევში თავი მოგვეჭრება ეგრე რომ მოხდესო. ბევრი ვეხვეწე მაგრამ არ დამინდო. მაშინ ეს სასტიკად აკრძალული იყო. მითხრა ეს ყველაფერი უბრალოდ გართობა იყო და მეტის უფლება არ გაქვსო.
- ანუ გართობა იყო. ადამიანთან წოლა? თუ რას მეუბნებით ხალხო, ვერაფერი გავიგე?!- ანუ დასაშვებია სწორფრობა და მერე მათი დაქორწინება აღარ? - ხმამაღლა გადაიხარხარა გიგამ და ნერვიულად შეკრა მუშტები.
- აგრეა გიგიავ. ! ვის გაუგონია სწორფერი ქალ-ვაჟის დაქორწინება ბალღო. დიაცი მხოლოდ ერთხელ სთხოვდება შვილო. ამბავი იმაშიცა რომ სწორფრობა მხოლოდ ერთი თემის და გვარის ბალღებს შეეძლოთ- ესენი კიდევ არ იყვნენ ერთნი. მტერნი ვიყავით -თქო.
- მაგრამ მაინც წახვედი და მარიამი ითხოვე?
- აგრეა ბალღო. მატყუება როგორ შაიძლების.
- მერე რა მოხდა? მერე ასე უცებ როგორ გათხოვდი?
- ეს ასე უცებ არ იყო შვილო. დავითს ხომ ისედაც ვიცნობდი.
- საქმეც მაგაშია რომ იცნობდით ორივე. იცოდა თქვენი ამბავი?
- იცოდა. იცოდა და უკან არ დაიხია ცოლად მოვეყვანე. პირველად რომ მოვიდნენ უარი ვუთხარი მამაჩემს და პაპაჩემს. მაგრამ არ გაიგონეს. ერთ კვირაში ნიშნით მოვიდნენ და სხვა გზა არ მქონდა.
- გქონდა! შეგეძლო თორღვასთან ერთად გაქცეულიყავი და ორივესათვის გეშველა მარიამ !
- არ შემეძლო შვილო ! როგორ არ გესმის. მაშინ სხვა დრო იყო. ამდენი გამბედაობა არ მქონდა. მე რომ გავქცეულიყავი ეს ორი გვარი იცი რას იზამდა? იცი რა მოხდებოდა? გვარებს შორის ომი თაობებზე გადავიდოდა გიგა. არჩევანი უნდა გამეკეთებინა ან თავი მომეკლა ამ დავითს გავყოლოდი.
- და რა თქმა უნდა მარტივი არჩევანი გააკეთე არა?
- არა! იმ დღეს თორღვას ასას შესართავთან შევხვდი. ვუთხარი რომ სხვანაირად არ გამოვიდოდა . რომ როგორმე თავი უნდა დაეღწია ამ სიყვარულისაგან. ვიცოდი მასაც ისევე სტკიოდა როგორც მე, მაგრამ ჩვენი ოჯახების გამო გვიწევდა ამ ნაბიჯის გადადგმა, ისე როგორც შენ მოგიწია გიგა.. ისე როგორც შენ გაიძულეს, ამიტომ არ მინდოდა შენი და ქეთოს ქორწინება, ვიცოდი ამ ყველაფერს ერთხელაც გაიგებდი , მეშინოდა რომ სიმართლის გაგების მერე შენში ცეცხლი ერთიანად გაიღვიძებდა და ამ ცეცხლის გამო დაზარალდებოდით ყველანი..
- ყველანი? აქ დაზარალებული ვინაა? ყველანი თუ მხოლოდ მე და ქეთო?
- გიგა მისმინე..
- არა, ეს თქვენ მისმინეთ. მე ძალიან ბევრი ვისმინე ყველასგან. შენგან , პაპაჩემისგან, მაგრამ სიმართლე ვერსად გავიგე. წავალ დავივლი სათითაო სახლის კარებს და ყველას ვკითხავ თქვენზე, ყველაგან მოვისმენ ყველაფერს და სიმათლეს გავიგებ.
- საკამრისია ! ხევისბერის ძლიერმა ხმამ ერთიანდ დაიჭექა და ფანჯრებდა ზრიალი დაიწყეს.. - საკმარისია გიგა !- ჭრილობას თავიდან რაის მიხსნი ბალღო. რაის არ მასვენებ აგრედ. რაის გინდა რომ ბოლო ჟამს გამახსენო გიგიამ.
- პაპა მისმინე- მის წინ დაიმუხლა და თავი დაადო მოხუცს ხელზე .- შენ ხომ მასწავლიდი სიმართლე ბოლომდე გაარკვიე სანამ ვინმეს დაადანაშაულებო. შენ რომ მეუბნებოდი რომ საკუთარ თავთან უნდა ვყოფილიყავი მართალი. - რისი გეშინია რომ ქეთოს მივატოვებ? - ეგ არ იქნება. მალე მამა გავხდები, ჩემს შვილს არასოდეს დავტოვებ. უბრალოდ მინდა ვიცოდე მიზეზი, სულ ესაა.
- დადექ ბალღო !- სიმართლე ეგაა ზუსტად რასაც მარიამ ამბობს. რად არ იჯერებ სხვის სიტყვას .
- კარგი პაპა, რადგან შენ ასე ამბობ, ასე იყოს! მე ვიცი რომ პაპაჩემი არასოდეს მომატყუებს , იმიტომ რომ ტყუილი ყველაზე მეტად ეზიზღება! მე ვიცი რომ პაპაჩემი ყველაზე სამართლიანი ადამიანია და არასოდეს გამიმეტებს ტკივილისათვის. - რადგან შენ ასე ამბობ, ასე იყოს ხევისბერო !- ფეხზე წამოდგა. ნელა შეახო ტუჩები გაცრეცილ ხელს და ოთახიდან გავიდა.
რამოდენიმე წამში მის კვალს გაჰყვა მარიამიც და ოთახში შეკრებილ საზოგადოებას თვალი მოავლო. აცრემლებულმა გახედა ქმარს და სწრაფი ნაბიჯით გავიდა სახლიდან.
ეზოს ბოლოში მდგარ სკამზე იჯდა გიგა და ჯერ კიდევ აბურდული ძაფივით არეულ ფიქრების გახსნას ლამობდა. გვერდით მიუჯდა და ნელა დაადო მუხლზე ხელი .
- არ მჯერა ამ ზღაპრის- ამღვრეული მზერა შეანათა გიგამ და თავი ნერვიულად გაიქნია. - არ ვიცი რატომ გინდათ რომ დებილის როლი მოვირგო მარიამ. არ მჯერა და ამას ვერავინ დამაჯერებს. ბიძაჩემი ძალიან ძლიერი იყო. ის თავს არ მოიკლავდა. თქვენ ხომ ამბობთ რომ თორღვა ძალიან გიყვარდათ, ასეთი მხდალი კაცი გიყვარდათ?
- ასე არაა. ის მხდალი არ იყო. ბიძაშენი ყველაზე ძლიერი ადამიანი იყო გიგა ვისაც კი ვიცნობდი.
- რა ყალბი ხარ, ღმერთო ჩემო !- როგორ შეგიძლია ასეთი ყალბი იყო, და ასე ცივად ილაპარაკო კაცზე რომელიც ასე გიყვარდა !- გაცხარებით უთხრა გიგამ და ეზოდან საკუთარ თავზე გაბრაზებული გავიდა.
ნელა მოუჯდა ცოლს გვერდით და ფრთხილად შეახო ხელზე ხელი.
- ადრე თუ გვიან სიმართლეს გაიგებენ დათო - ძლივს უთხრა ქმარს და ნერვიულად გაიხედა განზე. - ხევისბერი იმდენი ხანი მალავდა ამას, იმხელა ტვირთი დააკისრეს ამ კაცს . ახლა რა იქნება?
- ხევისბერი ვეღარაფერს გააკეთებს ახლა. მის ასაკს და მდგომარეობას არ უყურებ? გიგა ვერასოდეს გაიგებს სიმართლეს. ამდენი წელიწადი ვიყავით ჩუმად ყველანი, ახლა ვინ რას იტყვის. ჩვენი სიმართლე მუდამ იმ ყუთში დარჩება რომელშიც გამოვკეტეთ.
- იმდენი წელიწადია შიშში ვცხოვრობ. უკვე დამავიწყდა როგორია მშვიდად ძილი, რაც ქეთი ამ ბიჭს გააყოლეთ ყველაფერი აირია ხომ ხედავ.
- დამშვიდდი კარგი?! დამიჯერე გიგა ვერასოდეს გაიგებს სიმართლეს. ეს რაღაცა არ ვიცი ვინ ჩააწვეთა, მაგრამ ამას გავიგებ და პასუხს ვაგებინებ მარიამ. სიმართლე მხოლოდ ჩვენ ვიცით. თორღვა ცოცხალი აღარაა ვერაფერს იტყვის, რეალობა კი ისაა რომ იქ მხოლოდ ჩვენ ვიყავით მარიამ. ის რაც ხევისბერმა და მამაჩემმა იციან ის ხომ მხოლოდ დასაწყისია. დასასრულის დასაწყისი. არავინ იცის რა მოხდა რეალურად ჩვენს გარდა.
- რა საშინელებაა ეს ბედის თამაში , ღმერთი როგორ გვსჯის ხედავ? კაცი რომელიც მოვკალით იმ გვარის გამგრძელებეს ატარებს ჩვენი შვილი მუცლით. ამაზე მეტი რაღა უნდა დაგვსაჯოს უფალმა დავით . ყოველ ჯერზე გიყურებ და ვფიქრობ, ასეთი მშვიდი როგორ ხარ იმდენი წელია კოშმარების გარეშე არ მიძინია.
- აზვიადებ რა. განაწყენებულმა უთხრა ცოლს და ფეხზე წამოდგა. სიყვარულის გამო ყველაფერზე მიდიან ადამიანები. განა შენ არ გადახტი იმ ადიდებულ მდინარეში? რა გინდა რომ გითხრა!- ვნანობ თუ არა? - არ ვნანობ, იმიტომ რომ ახლაც ისევ იგივეს გავაკეთებდი. ეს ერთადერთი გამოსავალი იყო რომ მისგან დამეხსენი, შენ სხვანაირად არასოდეს იქნებოდი ჩემი !- გამწარებულმა მიახალა ქალს უკანასკნელი სიტყვები და ეზოდან გავიდა.

თავქვე დაუყვა მდელოს გიგა და ასას ნაპირთან შეანელა ნაბიჯები... თრქიალით მოედინებოდა მდინარე და ნაპირებს ურცხვად ეხეთქებოდა. თითქოს დანაშაულს გრძნობდა კამკამა წყალი. ხევსურულ მუსიკას აყოლებული გადადიოდა წყალი ქვიდან ქვაზე. მოთამაშე წლის წვეთები ნაპირებზე იყრებოდა და მოკირჩხულულ მიწაზე უმალ იყინებოდა
როგორ უყვარდა ამ მდინარეში თამაში გიგას, რა იცოდა ბიძამისის სისხლს თუ დაატარებდა. რა იცოდა ასეთი ავი და ბოროტი თუ იყო ეს მდინარე..
როგორც ბავშობაში ახლაც დაიხარა და ყინულივით ცივ წყალში გაურია ხელი.
- რაისთვის დაღონებულხარ? -მამაკაცის ხმაზე წელში გაიმართა და გოჩას სახის დანახვაზე წარბები შეყარა. - რაისთვის მოსულხარ მარტო შათეკაურო?
- უბრალოდ ტვინის განიავება მინდოდა. სულ ესაა .
- არც რაი გეტყობა.
- კაი მორჩი.
- მართლა რა მოხდა გიგა? ისეთი სახე გაქვს ასე მგონია მტერი უნდა დაგვეცეს თავზე..
- უბრალოდ დავიღალე მართლა. სხვა რა უნდა იყოს.
- რავიცი ძმაო. ცოტა ხნის წინათ დაგინახე. მინდოდა მოსვლა მაგრამ თავი შევიკავე. დილით ადრიანად საფლავზე იყავი, ვიფიქრე ალბათ მარტო ყოფნა ურჩევნია-თქო.
- ხო, ბიძაჩემის საფლავზე ვიყავი. გახსოვს როგორ გვიყვარდა ზაფხულობით საფლავზე თამაში? ახლაც ვერ ვხვდები რა სათამაშო ადგილი ეგ იყო?
- არის მისტიკა ხო იცი საფლავებში . შენებიც აქ არიან? - ალმაცერად გახედა გოჩამ და მზერა აარიდა.
- გოჩა შენ ნუ დამიმატებ რა ახლა ! - ვიცი რაც გაინტერესებს.
- მისმინე, ვიცი რომ არ გინდოდა ჩემი და თაიას ერთად ყოფნა.
- მე არაფერ შუაში არ ვარ , არც შენ გიწუნებ, მე რა უფლება მაქვს ვინმე დავიწუნო ძმაო. თაიამ როგორც გადაწყვიტა ისე მოვიქცეი . შენ რომ ყვარებოდი შენს მხარეს ვიქნები .. ვიცი რომ დიდად ერთმანეთს ვერ ვუგებდით , ბავშობაშიც ვჩხუბობდით , თუმცა შენზე გაბრაზებული არ ვარ.
- ვიცი მეგობარო. შენ ყოველთვის ყველაზე სამართლიანი იყავი ჩვენს შორის. მაგრამ მას მერე რაც შენ და დაიაურების გოგო დაგაქორწილეს, მას მერე ვფიქრობ, ათასჯერ ვკითხე ჯარჯის რატომ თქვი თანხმობა? როგორ შეძელი გიგა? იმ ყველაფრის მერე. იმ მკვლელის შვილი ცოლად როგორ მოიყვანე?!- ალბათ ბიძაშენი რომელიც ასე იყო შეყვარებული მარიამზე საფლავშიც ვერ ისვენებს ახლა !
- რა მკვლელის შვილი ? რაზე ლაპარაკობ. ძმურად ისედაც ისე მტკივა თავი , ახლა რამეზე აზროვებაც არ შემიძლია. მოდი მერე ვილაპარაკოთ კარგი? აუღმართს აუყვა რომ გოჩას ხმამ ადგილზე გააშეშა.
- შენ რა არ იცი, რომ ბიძაშენს და დავითს ჩხუბი მოუვიდათ სიკვდილამდე ?
- რას ამბობ ბიჭო?- გაავებული ეტაკა გიგა და ქურთუკის ყელში სტაცა ორივე ხელი..- რას ამბობ აზრზე ხარ?
- მე ძალიან კარგად ვარ ძმაო! თქვენი ქორწილის ამბავი რომ გავიგე მაშინვე მინდოდა მოსვლა, მაგრამ ჩემებმა გამაჩერეს შენი საქმე არაა ეს მათი გვარების პრობლემააო. თანაც ხევისბერს წინ ვერავინ დაუდგებოდა. როგორ დაიჯერე რომ ქეთო მხოლოდ მეგობრობის გამო მოგაყვანინეს გიგა. ეჭვი არ შეგეპარა? ამას ჩემგან არ უნდა იგებდე , მაგრამ შენიანი ამას არავინ გეტყოდა ძმაო. ბაბომაც კი დაგიმალა საფლავზე . სიმართლის გაგებისთვის ვერ გაგიმეტა.
- მაშინ შენ მითხარი სიმართლე. რადგან დაიწყე შენვე დაასრულე !- გაავებულმა უღრიალა გიგამ და შეყინულმა მწვერვალებმა მაშინვე მისცეს ბანი.
- ჩემზე ტყუილად ბრაზობ. ყველამ კარგად იცის რომ მარიამს და თორღვას ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარდათ. მაგრამ დავითსაც უყვარდა მარიამი. მახსოვს მამაჩემი ამბობდა ხოლმე ხანდახან მეშინია დავითის ისეთი ფიქრები აქვსო. ხოდა ხელის სათხოვნელად რომ მივიდნენ მარიამმა უარი თქვა, ამაზე გაავებულმა დავითმა ფეხი დაჰკრა და მთიდან გადაიხვეწა. მამამის დაუბარა სანამ ქალს არ დაითანხმებთ არ დავბრუნდებიო. ხო იცი ბერდია და ბაღათერა ბავშობის მეგობრები იყვნენ. რა უნდა ექნა პაპაშენს, შვილის სიყვარულს და მეგობრის ტკივილს შორის იდგა გახლეჩილი. მაინც გაბედა და მარიამის ხელი ითხოვეს. მაგრამ ხომ იცი ბორჩაშვილი ქალს არ გამოატანადა ხევისბერს. სხვანაირად არ იქნებოდა ძმაო. მაშინ ორივე ასაში გადახტნენ კლდიდან, იქ სადაც იცოდნენ რომ ყველაზე ღრმა და გაუვალი იყო წყალი. მაგრამ ნაპირს გავიდნენ, მდევარს გზა აუბნიეს. გაღმა ნაპირზე კი დავითი იდგა, ნასვამი და გონს გადასული. ამბობენ ისედაც წლისგან დაღლილი ვერ შეეწინააღმდეგა სათანადოდ და კლდეზე ამოხოხებული თორღვა უკან გადააგდო. მერე იდგა და უყურებდა როგორ წაიღო დინებამ როგორ დაიქცია თავის კალთებში .
- ეხლა თავი გამისკდება - ძლივს ამოიფრუტუნა და მოყინულ მიწაზე დაეშვა. -ეს ყველაფერი ყველამ იცოდა ჩემს გარდა. ყველა ხელს აფარებდა მკვლელს. ამიტომ მომაყვანინეს ქეთო?
- არ ვიცი ძმაო, ხევისბერმა რა იცოდა , მაგრამ ბერდიამ რომ იცოდა ვიცი. რამდენჯერ უტირია ცხარე ცრემლით ამის გამო პაპაჩემთან . რამდენჯერ მდომებია შენთვის თქმა და ვერ ვბედავდი . ხო იცი მიცუ პატარა სოფელია მეგობარო. მეგონა სიმართლეს აქამდეც გაიგებდი მაგრამ ასე არ მოხდა.
- უნდა წავიდე კარგი?! სახლში უნდა წავიდე. - ძალაგამოცლილმა თქვა გიგამ და გოჩას ძლიერ ხელს დაეყრდნო წამოსადგომას. - არასოდეს დავივიწყებ ამ სიმართლეს რომელსაც ბოლო რამოდენიმე თვეა ვეძებ მეგობარო. არასოდეს - დამარცვლით უთხრა და აღმართს სირბილით აუყვა.
ეზოს კარებში კი არ შევიდა შეანგრია და ხის უზარმაზარ კარებთან შედგა. ხელები ერთიანად უცახცახებდა ნერვიულობისა და ტკივილისაგან . ერთიანად თრთოდა და პირი უშრებოდა გიგას.
ნელა დასწია სახელური და ფეჩის წინ მდჯარი პაპის დანახვაზე ცრემლით აევსო თვალები . ფრთხილად წავიდა მისკენ , უხმოდ მიაჩოჩა პატარა სკამი და კუშეტკაზე მჯდარ პაპას წინ დაუჯდა.
- რატომ მომატყუე?- ბოლოს მოთმინების ძაფი გაუწყდა და პაპას მუხლზე დაადო ხელი.
- მატყუება როგორ შაიძლების გიგიავ,- ჩვეულ რიტმში უთხრა და მზერა აარიდა.
- ოღონდ ახლა არა პაპა კარგი? ოღონდ ამ ჯერზე არა! - თავი მისკდება ისედავ. გული მაქვს გახეთქვაზე!- რატომ მომაყვანინე მკვლელის შვილი? ჩემს შვილს რატომ უნდა დაუდიოდეს მკვლელის სისხლი ხევისბერო რატომ? და თანაც ვისი? ბიძაჩემის პაპა.
- აგრე იყვეს საჭირო - ძლივს ჩაილაპარაკა და ნელა შეახო გიგიას ხელზე ხელი..- აგრე იყვეს საჭირო ბალღო.
- შენ ეს იცოდი პაპა? - ასე როგორ მომექეცი, ამ ტვირთისათვის როგორ გამიმეტე?
- მისმინე გიგიავ.- არც რა იცი ბალღო.- არც რა იცი და ხმამაღალ სიტყვებს ლაპარაკობ. -შენ რა იცი მე როგორ ვიცხოვრ ამდელ წელიწად.
- არ გინდა ხევისბერო. ამის მერე როგორ შეგიძლია სამართლიანობაზე მელაპარაკო. ამის მერე რა დავიჯერო შენი ნასწავლი. განა შენ არ მასწავლიდი რომ ყოველთვის სიმართლე მეთქვა?- სწორედ ამიტომ მოვედი და გითხარი ქეთოს ნუ მომაყვანინებ-თქო, შენი დაიჩემე. მეც დაგთანხმდი. მაგრამ იცი რა არის სასაცილო? - ეს გოგო შემიყვარდა პაპა. თავისი ხასიათებით და ქცევებით შემიყვარდა ისე გავითავისე. და ახლა რა მოხდა? ახლა გავიგე რომ მამამისმა მოკლა ბიძაჩემი და ეს იცოდი. ბოლო წუთამდე მჯეროდა რომ არ იცოდი ..
- აგრე არაა გიგიავ. გახსოვს გითხარ ბორჩშვილებთან პრობლემებ იყო. ჩვენმა კაცმა მაგათი სისხლ დაღვორა-თქვა. თორღვას სიკვდილის მერე, მარიამის პაპა მოვიდა. მითხრა თუ ჩუმად იქნებ, და დამეხმარები მარიამი და დათო დავაქორწილოთ , დავამთავრებდეთ ყველა სისხლის წესსაო. ჩემი თორღვაი ისედაც აღარ მყავდა, ვიფიქრე სხვა შვილი მყავს, გვარი გაგრძელდეს უნდა და სხვანაირ ვერ იქნების -თქო.
- ესაა შენი უბატონო ხევსურეთი? ესაა შენი მაძახურა პაპავ? ესააა ის მიცუ რომლის მზესაც იფიცებდი? ვერ ვიჯერებ რომ ბორჩაშვილების გამო გაჩუმდი. - ფეხზე წამოდგა და ლოყაზე ჩამოდენილი ცრემლი მოიწმინდა.
- სდექ ბალღო. აგრე როდია!- სიმკაცრე გაერია ხმაში და ფეხზე წამოდგა ბაღათერა. - შენ არ იცოდეს გიგიავ. ეს ხევია. ხევს თავისი წესებ აქვს. სისხლის აღება როდია იოლი ბალღო.
- იოლი არაა, მაგრამ მგონი დათომ დაივიწყა რომ ხევსურებს სხვა წესები გაქვს. როდის იყო ქალის გვერდით სისხლის აღება და ჩხუბი იმართებოდა ხევისბერო?!- განა ეს არაა უბატონო ხევსურეთის ყველაზე დიდი კანონი?
- აგრეა ბალღო. მაგრამ აგრე მოხდა. რაც მოხდა ის ვერ გამოვასწორე გიგიავ. რამდენ წელიწადს გულით დარდ დამაქვს. იქ რომ წავალ არც ვიც რა ვუთხრა თორღვას.
- ვერც თორღვას და ვერც ჩემს წინაზე თავს ვერაფრით იმართლებ პაპა. შენს საიდუმლოს, ამ ტკივილს, სანამ ცოცხალი ვარ მამას არ ვეტყვი. შენს ღირსებას არ შევლახავს, მის თვალში არ დაგაკნინენბ, იმიტომ რომ ჩემთვის ყოველთის სალოცავი იყავი პაპავ.
- შენ არ იც, რა არის, როცა შენს მიწას მოგკვეთავენ შვილო - დანანებით ჩაილაპარაკა .- ადგების უცხო მხარეში და კვამლი არსაით გადის დილას შენი სისხლისას. ადგილ არ იქნები შენი, წახვიდოდე და სიტყვას იტყოდეს, დასხდებოდეს . გახსოვს ბალღობისას გეუბნებოდი რთულია აქ ცხოვრება, მაგრამ სხვა გზა არსაა რა-თქო. ხოდა ამიტომ გიგიავ. შენ რა გგონია მე არ მტკივა თორღვა? ყოველ ღამ თორღვაზე ფიქრით ვიძინებდეს და ვიღვიძებდეს. შენ რა გგონივ მარტივ იყო ჩემთვის ეს ქორწინება შენი. მარტივ იყო მათი აქ მოსვლა და აქ დასხდომა ჩემს სუფრასთან გიგიავ - აცახცახებული ხმით უთხრა და ღონე მიხდილი დაეშვა სკამზე. - უმალ შეაშველა ძლიერები ხელები გიგამ და პაპა მკერდზე მიიკრა.
- არ უნდა გეიძულებინე . აღიარე რომ შეცდი. ჯობდა აქ არ გვეცხოვრა , ჯობდა სიმართლის მხარეზე დამდგარიყავი პაპა. მაგრამ ახლა გვიანია. ახლა რაღა დროს. მესმის, რომ შენც ადამიანი ხარ მაგრამ, შვილი მოგიკლეს. შენ შვილი დაკარგე, მე კი ბიძაჩემის მკვლელის შვილისგან მეყოლება შვილი. ეს რა მრუდე ბილიკებია ღმერთო - ნერვიულად მიიჭირა ხელები შუბლზე გიგამ , ფეხზე წამოდგა, ჭაღარა თმაზე მაგრად აკოცა პაპას და უხმოდ დატოვა სახლი..
**
სისხლის აღების ტრადიციაზე მძიმე არაფერი იყო ხევსურეთში.
თუკი დამნაშავე გაქცევას შეძლებდა, მისი ოჯახის წევრი და ახლობელი მამაკაცები ელოდნენ სიკვდილს.
ამიტომ ყველა ერიდებოდა ისეთი დანაშაულის ჩადენას რომელიც არასოდეს გამოსწორდებოდა. ეშინოდათ კიდევაც, განა მარტივი იყო მოცილებოდი შენს სახლსა და კარს. შენს მიდამოს სადაც გაიზარდე და სადაც პირველად გადადგი ნაბიჯები.
ცხენზე ამხედრებულმა გადმოიარა შენისლული სამცორნოს ცერი გიგიამ. ამღვრეული მოაგელვებდა ქარიშხლის ფრთებით ლურჯას და ტკივილისაგან დაცლას ლამობდა. ცხენის ფლოქვებით შეძრულ მიდამოს თავი ერთიანად დაეხარა.
მთის ცერზე შეაჩერა და ხევს გადახედა. ერთიანად ბეჭებგაბზარული იდგა მუცო. ერთიანად ტიროდა მთაცა და ბარიც. მაგრამ არავის არ სტკიოდა ისე ძალიან როგორც გიგას. არავის არ უნდოდა გაქცევა ისე როგორც მას. წასვლა და გადაკარგვა ისე როგორც დღევანდელი ჰაერი გაუჩინარდებოდა და ხვალინდელს დაუთმობდა გზას.
სულ რაღაც ერთი დღის წინ, სულ რაღაც გუშინ ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი რომელსაც ებღაუჭებოდა. ეგონა რომ ეს ყველაფერი მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო. მაგრამ ახლა ნათლად ხედავდა რეალობას.
თეთრად გადაპენტილ გზას გააყოლა თვალი და ცხენიდან გადმოხტა. თეთრ ფაფარზე ნაზად დაუსვა ხელი და ცხელი ცრემლები დაედინა სახეზე..
პირველად ტიროდა გიგა. პირველად შეეძლო ასე მარტოს საკუთარ ფიქრებთან დარჩენილს ეტირა და ემოციისაგან დაცლილიყო. იცოდა რომ დღევანდელი დღე მისი ცხოვრების გარდატეხის პერიოდი იქნებოდა. იცოდა რომ ამ სიმართლეს ვერ გაუძლევდა, ვერ შეძლებდა ამხელა ტვირთის ზიდვას, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. ისიც იცოდა რომ მის უკან მალე მისი შვილი იდგებოდა.
როგორ უნდა ეთქვა მისთვის სიმართლე.. როგორ უნდა აეხსნა როცა გაიზრდებოდა ყველაფერს გაიგებდა..
ყველაზე მეტად ამისი ეშინოდა.
რომ მისას ვერ გაიგებდა.. რატომ დატოვა დედა.. რატომ გაიხიზნა ხევში.. რატომ მოინდომა მისგან შორს ყოფნა ..
გული ეგლიჯებოდა ტკივილისაგან. ამხელა მთებში ჰაერი არ ყოფნიდა .. აქამდე კლდესავით მდგარ მამაკაცს არ ჰქონდა ძალა და ენერგია, არ შესწევდ უნარი უკან დაბრუნების.
ჯერ კიდევ ტყუილის ალში გახვეული გადაჰყურებდა ხევს და ვერაფრით ხსნიდა რატომ მალავდა სიმართლეს ამდენი ხანი ხევისბერი. როგორ შეძლო და როგორ გაიმეტა გიგია ამხელა ტკივილისათვის.
სხეულში გაავებით მოელვარე სისხლი სტკიოდა ხევსურს და არ იცოდა როგორ უნდა დაემშვიდებინა ამ განცდა და ემოციისაგან სული. საკუთარი დის სიტყვები უმალ გაახსენდა „ მე და შენ მრუდე ბილიკები გვარგუნა ბედმაო“- სწორი იყო თაია..
უკვე ექვსი თვე ხდებოდა რაც გიგა ხევსურეთში იყო გამოხიზნული. რაც მიატოვა ოჯახი და საყვარელი საქმე. მიატოვა ცოლი რომელიც მთელი გულით შეიყვარა და შვილი რომელიც დაბადების მერე მხოლოდ ფოტოებზე ჰყავდა ნანახი.
უკვე მერამდენე თვე იყო დღე და ღამე ჰქონდა ფიქრში გასწორებული შათეკაურების ბიჭს.
უკვე მერამდენე თვე იყო დადიოდა და ვერ ერკვეოდა რატომ არგუნა ამხელა ტკივილი ბედმა, რატომ გაიმეტა ასე პაპამ და რატომ გაიმეტა ასე ქალმა რომელიც გაითავისა.
ახლა იცოდა რომ შეხვედრა გარდაუვალი იყო. ათრთოლებული ხელი დაუსვა ცხენს ფაფარზე და შუბლით მიეყრდნო .
„ნეტავ მაშინ მეთქვა უარი ყველაფერზე. მაშინ არ დამეხია უკან. იქნება ახლა ასე ძალიან არ მტკიებოდა გული. იქნებ ასე არ დავცემულიყავი. ასე უღონოდ და ცხოვრება დალელული არ ვმდგარიყავი შენთან ერთად ლურჯავ „ - თავისთვის ფრუტუნებდა გიგა და ნაზად ეფერებოდა ცხენს.

ძალა მოიკრიბა, ცხენიდან ჩამოქვეითდა და გაჩერებულ მანქანებს შორის ნელა შევიდა. საბელზე მიაბა ფაფარაშლილი ცხენი და სახლისაკენ გულაჩქარებული წავიდა.
- ძალიან ვწუხვარ მართლა - სლუკუნით უთხრა ქეთომ და სუსტი ხელები შემოხვია ქმარს.
- რაზე წუხხარ დამიკონკრეტე?
- ხევისბერზე გიგა, მართლა ვწუხვარ და გული მეტკინა. მისი დაკარგვა ძალიან მძიმე ამბავია .
- გასაგებია, მეგონა იმაზე უფრო მეტად წუხდი რომ ჩემი ცხოვრება დაანგრიე, იმაზე რომ მთელი არსებით რისიც მწამდა გადამითელე ქეთო. მეგონა იმაზე წუხდი რომ მომატყუე დამიმალე და არაფრად ჩამაგდე.
- ამაზე უკვე ვილაპარაკეთ , შენ ჩემი მოსმენა არ გინდოდა- განერვიულებულმა გაშალა ხელები და ქმარს ზურგი აქცია.
- რის მერე? მას მერე რაც გავიგე შენი ტყუილების ამბავი?! ამის მერე გინდოდა ჩემთვის აგეხსნა მე როცა დავდიოდი და აქ ხევში ლამის კარდაკარ ვეძებდი სიმართლეს. როცა გოჩამ სილა გამაწნა მოყოლილი ამბით, როცა ხევიდან ჩამოსულმა არავის გავუმხილე სიმართლე შენს გარდა, შენ რა გააკეთე? მითხარი რა გააკეთე?
- გიგა ვიცი რომ დავაშავე, მაგრამ ვერ გეტყოდი.
- ვერ მეტყოდი არა? ამიტომ მეკითხებოდი რატომ დაგვაქორწილესო? სიმართლე იცოდი ქეთო, თავიდანვე იცოდი ყველაფერი. უბრალოდ რამდენი თვეა ვჯდები და ვფიქრობ ასე როგორ მომექეცი. მე სრულიად უცხო ქალი ჩემად მიგიღე, გაგითავისე, შეგიყვარე შენთან ერთად ოჯახი შევქმენი და შენ ისე ჩამარტყი დანა ზურგში ალბათ ვეღარასოდეს შევძლებ შენში რწმენის დაბრუნებას.
- ვიცოდი, კი ვიცოდი და დაგიმალე, ვერ გითხარი იმიტომ რომ რაც გავიგე სიყვარული რა არის მას მერე მიყვარხარ. აქ ბიჭებთან ერთად რომ დადიოდი და ჩემკენ არ იხედებოდი სიგიჟემდე მიყვარდი. ყოველ ღამე ვოცნებობდი რომ დადგებოდა ჩვენი ქორწინების დღე. მინდოდა სიმართლე მეთქვა მაგრამ ვერ გავბედე, მას მერე რაც ჩემზე უარი თქვი შემეშინდა გესმის? შემეშინდა რომ ზედ არ შემომხედავდი. ან როგორ უნდა მეთქვა რომ ბიძაშენის სიკვდილში ჩემები იყვნენ დამნაშავეები გიგა.
- შენები? შენი მშობლები ქეთო.და არა უბრალოდ შენები ! შენი ორივე მშობელი ერთნაირადაა დამნაშავე! დიახ და არა მარტო ეგენი. დამნაშავეა ყველა ვინც იცოდა და ჩუმად იყო. დამნაშავეა პაპაჩემი რომელიც სიმართლის თქას მასწავლიდა და თავად ამდენი წელიწადი ატარა გულით ეს სიმართლე. ყველა დღე მეზიზღება , ყველა დღე მძულს. ნეტავ უარი მეთქვა ამ ქორწინებაზე. გავიდოდა დრო და პაპაჩემი ამას მაპატიებდა . შენც დაივიქყებდი და სხვას გაყვებოდი. ნეტად არ გამეგო ეს სიმართლე. რატო გ ქეთო. რატომ გინდოდა რომ სიმართლე მცოდნნოდა.?!- გაავებულმა იღრიალა და მაგრად შეკრული მუშტი დასცხო მაგიდას.
- იმიტომ რომ დავიღალე- ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა და კიბის პირველივე საფეხურზე ჩამოჯდა. - დავიღალე ამ სიმართლის ტარებით გიგა. შენმა სიყვარულმა ისე დამაცარიელა ისე გამომფიტა რომ ..
- მართალი ხარ, ჩემმა სიყვარულმა გამოგფიტა. ძალა გამოგაცალა.- ახლა რისთვის ჩამოხვედი? რას ელოდები ჩემგან? გგონია გულში ჩაგიკრავ და გეტყვი - კი მესმის შენი რატომაც დამიმალე სიმართლე-თქო? ეგ არ იქნება ქეთო.
- ვიცი. უბრალოდ ჩამოვედი, იმიტომ რომ პაპაშენი მარტო პაპაშენი არაა. ის „ხევის ბერიც“ იყო. და ვალდებული ვიყავი მისთის პატივი მიმეგო.
- გიყურებ და ვფიქრობ. როგორ ვერ მივხვდი რომ მატყუებდი. ამდენი თვე იყავი ჩუმმად.
- მე სიმართლეს ვეძებდი, მამაჩემი თავს იდანაშაულებდა და შენ მშვიდად უყურებდი ამ ყველაფერს. - რატომ? - უკანასკნელი ძალებით ჰკითხა და პირველად უღრიალა ცოლს მთელს ხმაზე.
- რა გაყვირებთ ხალხნო - კიბეებზე სირბილით ჩამოვიდა ნინო და შვილს ორივე მხარში სტაცა ხელი .- რა გჭირს შვილო, რა დაგემართა. - ბავშვს სძნავს მაღლა. რა გაყვირებს.
- ვინ ბავშვს? - აცრემლებულმა შეხედა ცოლს და სირბილით გაიქცა კიბეებზე.
საწოლზე იწვა და საყვარელ სოსკას მშვიდად აწკაპუნებდა. მშვიდი ძილით ეძინა პატარას და მშობლებს შორის არსებული დაძაბულობა არაფრად მიაჩნდა. ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა გიგა, ფრთხილად მოიქცია ძლიერ ხელებს შორის და შვილის ყელიდან ქურდულად მოიპარა მისი სურნელი. ათრთოლებული ტუჩები შეახო გაბერილ ლოყებზე და მალულად ჩამოვარდნილი ცრემლი დამალა.
რამოდენიმე წამს ასე იჯდა. მძინარე შვილს დაშტერებული დაჰყურებდა და ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა რომ ეს პატარა მისი სისხლი და ხორცი იყო. მიდი ამ ქვეყნად მოვლენის წუთიდან მესამე თვეს ითვლიდა გიგას გულში დარჩენილი სიცარიელე, რომელიც ყოველ ღამეს მისი ნახვის სურვილით აღამებდა და ათენებდა.
- უკვე დროა - მამის ხმაზე კარისკენ დატრიალდა და საწოლის მეორე მხარეს მჯდარ ცოლს გახედა. - დროა ხევისბერს დავემშვიდობოთ გიგა. ხალხმა თავი მოიყარა. გველოდებიან შვილო -გამოფიტულმა უთხრა გიგას და ზურგი აქცია.-უსიტყვოდ ადგა გიგა და მძინარე ბავშვი კუთვნილ ადგილს დაუბრუნა. უხმოდ ჩაიარა კიბეები და ეზოში თავმოყრილ ხალხში გავიდა.
ახლაც გუშინდელი დღესავით ახსოვდა როგორ წაიყვანა პაპამ პირველად ხატობას. როგორ აუხსნა ყველა წესი და ჩვეულება. როგორ ასწავლიდა რომ მწარე სიმართლე ყოველთვის მომგებიანი არ იყო, მაგრამ ტყუილს ყოველთვის სჯობდა.
ახლა კი უკანასკნელ გზაზე აცილებდა კაცს, რომელმაც ასწავლა ცხოვრება, რომელმის დაეხმარა პრობლემების გადალახვაში . დაცარიელებულ სახლს მოავლო მზერა და აქამდე დაგუბებული ცრემლები ერთიანად დაედინა სახეზე. მისკენ სწრაფი ნაბიჯით მიმავალ ძმაკაცს ოდნავ გაუღიმა და ძლიერი ხელების შემოხვევაზე თავი ყველაზე სუსტად იგრძნო.
თავდახრილი მიუყვებოდა სასაფლაოსაკენ აღმართს გიგა და ხმის ამოღებას ვერ ბედავდა. ურცხვად სდიოდა სახეზე ცხელი ცრემლები და მხარზე შემოდებული პაპის სასახლე ბუმბულივით მსუბუქი ეჩვენებოდა. იცოდა რომ ამ გზაზე წასულ პაპას უკან ვერ დააბრუნებდა. როგორ ნანობდა იმ ყველა სიტყვას რომელიც უთხრა და რომლითაც დაადანაშაულა. როგორ სტკიოდა სული მის გარეშე დარჩენილი ცხოვრების გამო. როგორ აწუხებდა სინდისი მაგრამ სადღან გულის სიღრმეში დარჩენილი იმედი ეუბნებოდა რომ მას არაფერი დაუშავების პაპის წინაშე. საკუთარი ცხოვრებაც კი პაპას ამართვინა და სრულად გადაბაარა სადავეები ხელში.
მთავარანგელოზის ბროლისკალოს ხატს ჩაუარეს გვერდით და მალული მზერა შეავლო გიგიამ იმ ადგილს სადაც პაპასთან ერთად იჯდა და ბაღათერა ათასგვარ ლეგენდას უყვებოდა ხევსურეთში ბინადარი დევების შესახებ. მთელი გულით სჯეროდა რომ სადღაც შორს შევხურეთის შეუვალ მთებში ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ დევები. სახეზე ბავშურმა ღიმილმა გადაურბინა და თვალუწვდენელ მწვერვალებს მოავლო მზერა.
სწორედ პაპის დამსახურება იყო რომ ასე ძალიან უყვარდა ეს ადგილი, ეს მიწა და ბუნება. აბასრული კლდეები და ცად ატყორცნილი მყვინვარწვერები, მიხვეულ-მოხვეული ხეობები და ქიმებად ერთმანეთ მიწყობილი კლდეები.
გაზაფხულზე კლდიდან ღრიალით დაშვებული მდინარეები და პირველ იებთან ერთად მოვარდნილი ჭექა-ქუხილი.
ახლა კი ეს ყველაფერი ისეთი უფერო და ცივი ეჩვენებოდა.
იცოდა ვეღარასოდეს უამბობდა პაპა გამოგონილ თუ ნამდვილ ლეგენდებს. იცოდა და ყველაზე მეტად ამაზე სტკიოდა გული.
ნეტავ შეძლებოდა დროის უკან დაბრუნებდა და პირობას დასდებდა რომ არასოდეს უსაყვედურება პაპას დამალული სიმართლის გამო.
უკანასკნელი ნაბიჯები გადადგა და მხრიდან ფრთხილად დაუშვა გაყინულ მიწაზე საკუთარი დასაყრდენი ძალა. ხმაურით მიაყარა კუშტებად შეკრული მიწა და ძალაგამოცლილი დაემხო უსულო მიწაზე. ტკივილის დასაფარავად მაგრად შეკრული მუშტებო დაცხო მიწას და ძლიერი ხელის შეხებაზე ჩაწითლებულო თვალებით აიხედა ცისკენ.
- საკმარისია შვილო - ნიკოლოზის ხმამ გონს მოიყვანა და რეალობაში დააბრუნა.- დაინდე შენი თავი. შენს შვილზე და ცოლზე იფიქრე. საკმარისია ადექი, გეყოფა.
- ძალა დავკარგე მამა, ჩემი აქ ამოსვლის ძალა დავკარგე - ჩუმად ფრუტუნებდა და თვალებით ეძებდა მინდიას. –
ზანტად წამოდგა ფეხზე , გვერდში მდგარი ძმაკაცის ხელს დაეყრდნო და შეკრებილ საზოგადოებას მოავლო მზერა. ირონიულად გადახედა ქალს რომელიც იდგა და გაყინული მზერით შეყურებდა იმ საფლავს რომელშიც მისი საყვარელი აცი ესვენა. გაყინულ და გათანგულ მიწას საკუთარი ხელით გადასცა. ახლა იდგა და ცრემლიც კი არ ემეტებოდა მისთვის. - ათრთოლებული ხელები შეახო ქეთომ საყვარელ ქმარს და ცრემლები მოწმინდა. მიუხვდა რასაც ითხოვდნენ მისი თვალები. მიწიანი ხელები ჩამოუსვა მხარზე და გვერდზე გასწია გიგიამ გოგო. ნელა გადააყარა უკანასკნელი ბელტები პაპის საფლავს და ზურგი აქცია კაცს რომელსაც ერთ დროს პატივს სცემდა. რომელიც ერთ-ერთი სამართლიანი ადამიანი ეგონა ხევში. ახლა იცოდა რომ ამ ქვეყნად სანდო არავინ იყო. საერთოდ არავინ. ხანდახან საკუთარი თავიც კი .
**
- გახსოვს მეუბნებოდი , პაპაშენმა რომ გითხრას გაშორდი ქეთოს გამშორდებიო?- გახსოვს? - ჩუმად მჯდარ ცოლს ჰკითხა და დაკოპილმა გახედა.
- მახსოვს..
- სინამდვილეში საკუთარი მშობლების გეშინოდა და არა პაპაჩემის ხომ ასეა?! - მათი დამალული სიმართლის გაგება გაშინებდა და არა ბაღათერას სურვილები.
- ალბათ - ჩუმად ჩაილაპარაკა და ნელა შეახო ხელზე ხელი.- დაბრუნდი რა ჩვენთან, გთხოვ. ძალიან მჭირდები . მარტო ვერ ვუძლებ გიგა. ვიცი რომ დაგიმალე. ვიცი რომ გატკინე გული. იმედები დაგიმსხვრიე. მაგრამ ვერ გითხარი, ვერც ახლა ვიტყოდი დრო რომ დაბრუნებულიყო. იმდენი წელიწადი მიყვარდი. ჩემი მშობლების მიერ დაშვებული შეცდომის გამო შენი დაკარგვა არ მინდოდა.
- მაგრამ შენ მე დამალული სიმართლის გამო დამკარგე და არა დაშვებული შეცდომების გამო ქეთო.
- ასე არააა. დამიჯერე.
- ანუ რას მეუბნები? რა არაა ასე?! - ხმაში სიმკაცრე გაერია და მზერა აარიდა ცოლს.- სიმართლე ხომ დამიმალე, იცოდი და არ მითხარი. მითხარი კი არა მაიძლებდი სიმართლე გამეგო. ამით რა მოიგე? შენს თავს დაუმტკიცე რომ მიგატოვე, თუ მე მაჯობე როცა გეუბნებოდი რომ არ მიგატოვებდი?!
- ვიცი, მაგრამ ხომ შეგიძლია რომ მაპატიო. ხევისბერმაც დაგიმალა მაგრამ მას ხომ აპატიე? - განერვიულებულმა უყვირა გიგას და ფანჯრის წინ აიტუზა.
- მან შენი მშობლების გადასარჩენად საკუთარი შვილის სიკვიდილი აპატია მკვლელს ამას ნუ დაივიწყებ გთხოვ - ფრთხილად მიუახლოვდა და ძლიერი ხელები შემოხვია ცოლს, ცხელი ტუჩები შეახო თმაზე და ოთახი უსიტყვოდ დატოვა.
უკვე მერამდენე თვე იყო ისევ ცამდე გადატყორცნილ მთებს შეჰყურებდა გიგა..
ისევ თავიდან იწყებდა ყვავილობას ხევი.. ისევ თავიდან იფურჩქნებოდა მიდამო.. ისევ ძველებურად იწყებდა ადიდებული ასა ჩხრიალს. საფლავის კიდეზე შეაჩერა ცხენი და ჩამოქვეითდა.
ბიძის საფლავს ნელა გადაუსვა ხელი და ქეთოს სიტყვები გაახსენდა უცებ -„ მე და შენ იმ ორი არაგვივით ვართ ერთად რომ მიედინებიან და ერთად არასოდეს იქნებიანო „- მე და შენ ერთი ბედი გვარგუნა განგებამ თორღვა. მე და შენ ისე შეგვიყვარდა რომ უკან დასახევი გზა არ დაგვიტოვეს. მაგრამ ორივემ შეცდომები დავუშვით . მაპატიე რომ აქამდე არ ვიცოდი შენი ძლიერი ხასიათის შესახებ, არ ვიცოდი რომ სიყვარული მსხვერპლს მოითხოვს. მე არ მახსოვხარ , მაგრამ შენსავით ახლობელი არავინაა ჩემთვის. „ - ჩუმად ეფრუტუნებოდა გაყინულ მიწას და ნაზად უსვამდა ხელს საფლავის მიწას.
ხევში ყვავილები ყვავილობდა.. გიგიას სულში კი ჯერაც ვერ შეეღწია ყვავილობას. ჯერ კიდევ ვერ მოენელებინა ის ტკივილი და ტყუილი რაც ქეთომ მიაყენა. თავისი ინტერესების დასაცავად გამოყენებული სიმართლის მალვა ვერ აიტანა.
სულის ტკივილამდე ენატრებოდა შვილი. მისი სურნელის შეგრძნება და ცასავით გამჭვირვალე თვალების დაკოცნა.
- სახლში დაბრუნდ შვილო- ბებიის ხმაზე დატრიალდა და ოდნავ გაუღიმა. - ნახე პაპაშენმა რამხელ ტყუილ ატარა ზურგით, მემრე ადგა და დანაშაულ აპატია კაცს მისი გოგო კი ოჯახში შემოუშვა.
- მე პაპაჩემი არ ვარ - მე არ ვარ ხევისბერი ბაბო.
- შენ პაპაშენის გაგრძელება ხარ გიგიავ. შენ ხარ მისი დასაწყისიც და დასარულიც. - შენ მასზე უფრო მეტად მზრუნველი და მოსიყვარულე ხარ შვილო.
- ვიცი რომ დავაშავე, მაგრამ ვერ გავუძელი ბაბო, ამდენი ტყუილის ერთად მოსმენამ ჭკუიდან გადამიყვანა. ამ ყვეყნად ორი ადამიანი მიყვარდა. პაპა რომელიც ჩემთის მაგალითი იყო და ქალი რომელიც ასე ძალიან არ მინდოდა მტელი გულით შევიყვარე. მან კი..
- მას უყვარხარ შვილო. რამდენი წელიწადი შენზე ოცნებაში ათენებდა გიგია, ამას რატომ არ ფიქრობ. რომ ეთქვა ბიძაშენის მკვლელი მამაჩემიაო ცოლად მოიყვანდი? არა ! - მაგრამ იცი რა მოხდებოდა? ისევ წრეზე დატრიალდებოდის ბორბალ. ისევ სისხლ დაიღვრებოდის გიგიამ. შენ იმისთანა კაც ხარ, არ აიტანდი მაგ ამბავს. მიხვიდოდი და პასუხს მოსთხოვნიდი. რაის მოვიგებდით ამით ბალღო. ჭკუიანად მოიქც ქეთო რომ არც რა გითხრა . ადექი და წადი გიგიავ. დრო გავა და ინანებ შენი შვილი რომ უშენოდ იქნების. გაიზრდება და გეტყვის სად იყავო, რასი ეტყვი . იქაა შენი სახლი. სახლი კოხტად მაშინ იყურების თუ შიგნით ყველა ბედნიერია გიგიავ.
- წავალ ოღონდ დღეს არა ბაბო.
- წახვალ მაშ რას იზამ ბალღო. პაპაშენს შენი ბედნიერება უნდოდა. დააშავა იქნების რომ ცოლად მოგაყვავინ მაგათი გოგო. მაგრამ შაეშინდა . აგრე დაგიცვათ ყველანი. გგონების სხვა რაისთის დამალა სიმართლე. უყვარდი პაპას. შენ იყავ მისი ყველაფერ შვილო. შენზედ ფიქრობდა დღე და ღამ. შენი დაკარგვის ეშინოდის ყველაზე მეტად.
- არ ვიცი ამდენი წელიწადი როგორ მალავდა სიმართლეს. როგორ დადიოდა იმ სახლში სადაც მისი შვილის მკვლელი ცხოვრობდა. არ მესმის ბაბო. განა შეეძლო ბერდიასთან მეგობრობა მას მერე? - განერვიულებულმა უთხრა გიგამ და ნერვიულად დაისვა ხელი შეუბლზე.
- აგრე ბალღო. „ხევის ბერი“ იყო, ამიტომ დასთმო თავისი სიმშვიდის გამო გიგიავ. ბორჩაშვილებმა ყველაფერ წარსულ იყოს , შენ თუ არც რაის იტყვი და ჩვენს მტრობას ბოლო მოეღებისო. რა გზა ჰქონოდა სხვას პაპას შვილო. სულ მუდამ ეშინოდა რომ სიმართლეს გაიგებდი რომ გაიზრდებოდი და მათთან მიხვიდოდი.
- გასაგებია. ყველაფერი გასაგებია. მაგრამ ხომ ხედავ მე ვერ ავიტანე. მე პაპაჩემივით წმინდა და კეთილი სული არ მაქვს ბაბო.
- ბალღი ცოდოა იცოდე - ბალღს მამა სჭირდების შვილო. იცოდე გიგიავ. - მუშაობისაგან დაკოჟრილი ხელი დაუსვა თმაზე და ეზოდან ნელი ნაბიჯით გავიდა ლელა.
მაშინაც ამავე ადგილას იჯდა გიგა როცა ქეთოს უარი უთხრა ქორწინებაზე. გაახსენდა მისი ამღვრეული მზერა და სატირლად გამზადებული ტუჩები.. აცახცახებული სხეული მზად იყო, ერთიანად ამოეფეთქა და ეხუვლა როგორც მთიდან მოვარდნილ მდინარეს.
საშინლად მოენატრა მისი შავი თვალების დანახვა.
სული ერთიანად აუფორიაქდა და სისხლმა უკუ დაიწყო სვლა. მოენატრა მისი სხეულიდან მოპარული სურნელი და ბაგეები ერთმანეთს დააშორა გულის დასამშვიდებლად.
კიდევ კარგა ხანს იწრიალა ეზოში. ტელეფონის ეკრანზე დაყენებულ შვილის და ცოლის სურათს დახედა და სახლისაკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდა..
გზა უსაშველოდ გაეწელა.
დაკეტილ კართან საკმაო ხანი დაჰყო გიგამ. დარჩენილ გასაღებს რამოდენიმენე გულიანად შეუკურთა და კიბეზე გადაღლილი ჩამოჯდა. მგზავრობისაგან ქანცგაწყვეტილმა მიადო თავი კედელს და ფილტვებში ჰაერი ღრმად ჩაატარა. მაინც ემძიმა ჰაერი ხევის მერე, თბილისში გაბატონებულ სიცხეს თავისი გაეტანა და სუნთქვა ჭირდა.
ძილიდან ხელის შეხებამ გამოიყვანა. გვერდით ეჯდა ქალი რომელიც საოცრად უყვარდა და ცხელი ცრემლები ჩამოსდიოდა სახეზე. ოდნავ გაუღიმა და მთელი ძალით მიიკრა გულზე ქალი. რამოდენიმე წამს ორივე გატრუნული იჯდა და ხმას არც ერთი არ იღებდა. ბოლოს გამბედაობა მოიკრიბა და სველი სახე შეუმშრალა ქალს.
- მაპატიე , ვიცი რომ დავაშავე და გული გატკინე. მაგრამ ეს ყველაფერი..
- დამშვიდდი, საპატიებელი არაფერი გაქვს. ალბათ ადრევე რომ მეთქვა სიმართლე და არ შემშინებოდა ახლა უფრო მეტად ბედნიერი ვიქნებოდი გიგა- სლუკუნით უთხრა გიგას და თავი მხარზე მიადო.
- ბავშვი სადაა?- ინტერესით ჩაეკითხა ცოლს და ფეხზე წამოდგა.
- შენს დასთანაა. ხანდახან მათთან ვტოვებ ხოლმე როცა დამტოვებელი არავინ მყავს .
- მესმის, ამდენი თვე შენ იყავი მისთვის დედაც და მამაც. - მაგრამ გპირდები გამოვასწორებ ..- გურამსაც ველაპარაკე ხვალიდან სამსახურში გავალ და არასოდეს მიგატოვებთ არც შენ და არც ბავშს.
- ვიცი - ჩუმად უთხრა და გაუღიმა
- ალბათ საჭირო იყო ეს განსაცდელი. რომ უკეთ დაგვეფასებინა ერთმანეთი და ჩვენი გრძნობები . შენ ხომ სულ გინდოდა ჩემგან გაგეგო როგორ მიყვარხარ, შენ ხომ არასოდეს გჯეროდა ამისი. - იცოდე რომ ძალიან მიყვარხარ, და თუ რამემ ან ვინმემ დამაბრუნა აქ მხოლოდ შენმა და შვილის მონატრებამ.
- მიყვარხარ და ჩემთვის ესეც საკმარისია. იმდენი წელიწადი გიცდიდი ეს რამოდენიმე თვე არაფერი არ იყო ჩემთვის გიგა - ტუჩებთან უჩურჩულა და საწოლისაკენ ნელი ნაბიჯით დაიხია უკან..



№1 სტუმარი სტუმარი ლილე

როგორ მიყვარს თქვენი ისტორიები.გამართული და ლამაზი წერის სტილი გაქვთ.წარმატებები,კიდევ ბევრჯერ გაგვახარეთ,ნუ დააგ იანებთ გთხოვთ❤️

 


№2 სტუმარი ნანო

ღალატის ლოგიკურ მიზეზს ველოდი,მაგრამ ამაოდ.ხევსურისგან ცოლისთვის ღალატის პატიებაც არარეალური მგონია.შერიგების მერე რა ხდებოდა,ისიც მაინტერესებდა.გიგას გაბრაზება გასაგებია,მაგრამ პატიება შვილთან შეხვედრას რომ მოჰყოლოდა უფრო გასაგები იქნებოდა.ბებიასთან საუბარი არადამაჯერებელი მეჩვენა.იდეა კარგი იყო,ადათ-წესების ცოდნა და გადმოცემაც მომეწონა.დრო არ გყოფნიდათ და თავიდან მოიშორეთ თითქოს.

 


№3  offline წევრი ვიპნი

თაიას და მინდიას ამბავი ძალიან დამაკლდა,რაღაც მეგონა რომ სხვა სარჩული ექნებოდა თაიას ნათქვამ ღალატს.

 


№4  offline ადმინი თუკა

ნანო
ღალატის ლოგიკურ მიზეზს ველოდი,მაგრამ ამაოდ.ხევსურისგან ცოლისთვის ღალატის პატიებაც არარეალური მგონია.შერიგების მერე რა ხდებოდა,ისიც მაინტერესებდა.გიგას გაბრაზება გასაგებია,მაგრამ პატიება შვილთან შეხვედრას რომ მოჰყოლოდა უფრო გასაგები იქნებოდა.ბებიასთან საუბარი არადამაჯერებელი მეჩვენა.იდეა კარგი იყო,ადათ-წესების ცოდნა და გადმოცემაც მომეწონა.დრო არ გყოფნიდათ და თავიდან მოიშორეთ თითქოს.

ხევსურებიც ადამიანები ვართ და მითუმეტეს ისინი ვინც ბარში.მეტ დროს ვატარებთ ცხოვრებას სხვანაირად ვუყურებთ. მე 2023 წლია ამბებს ვწერდი და არა ძველ ტრადიციებს. ის ტრადიციები რაც ავღწეე უმეტესი მათგანი აღარ არსებობს. არასოდეს არ მოვიშორებ ისტორიებს. პირიქით ყველა ძალიან მიყვარს და თქვენ მადლობა რომ წაიკითხეთ.

ვიპნი
თაიას და მინდიას ამბავი ძალიან დამაკლდა,რაღაც მეგონა რომ სხვა სარჩული ექნებოდა თაიას ნათქვამ ღალატს.

თაიას და მინდიას ცალკე ისტორიაში დავწერ. ეს მათი ისტორია არ იყო, ამიტომ მათი მონაწილეობაც ნაკლებად აქტიური იყო. მადლობა ძალიან დიდი

სტუმარი ლილე
როგორ მიყვარს თქვენი ისტორიები.გამართული და ლამაზი წერის სტილი გაქვთ.წარმატებები,კიდევ ბევრჯერ გაგვახარეთ,ნუ დააგ იანებთ გთხოვთ❤️

მადლობა თქვენ რომ წაიკითხეთ, ეს ყველაზე კარგი განცდაა, როდესაც ვიღაცას შენი ნაწერი მოსწონს.????????
--------------------
4love.ge

 


ყველას თავისი მრუდე ბილიკი აქვს ცხოვრებაში, მაგრამ გიგიას ზედმეტად მრუდე შეხვდა სავალად. ვფიქრობ, მაინც ღირსეულად იარა❤️
ისტორია ძალიან მომეწონა❤️ შეიძლება ბევრს არ მოეწონოს ხევისბერის გადაწყვეტილება მაგრამ მე ვამართლებ. მარტო ხევისბერი კი არა მამა იყო რომელმაც თავის შვილ-მომავალზე იფიქრა და სწორადაც მოიქცა. იმედია გიგაც ხევისბერის გზას გააგრძელებს.
ხევსურრთს და ხევსურულ ადათებს რომ კარგად იცნობთ ფაქტია. მე მაინც ხევსურულ კილოზე საუბარი მომეწონა❤️

ცოტა დანაკლისი დამიტოვა თაიას და მინდიას ისტორიამ (არადა თაია ჩემი საყვარელი სახელია და ვერ ვიმეტებ ცუდისთვის) და იმედია სხვა ისტორიაში შევხვდებით.
ველოდები ახალ ისტორიას❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი ელენე1511

სხვა ისტორიები შეიძლება დამავიწყდეს წაკითხვის შემდეგ, თქვენი ნაწერები არასდროს მავიწყდება.მადლობა რომ წერთ , სიამოვნებითა და იმ ემოციებით ვკითხულობთ, რასაც თქვენ გადმოსცემთ.გელოდებით კვლავ!

 


№7  offline ადმინი თუკა

რუსკიმარუსია
ყველას თავისი მრუდე ბილიკი აქვს ცხოვრებაში, მაგრამ გიგიას ზედმეტად მრუდე შეხვდა სავალად. ვფიქრობ, მაინც ღირსეულად იარა❤️
ისტორია ძალიან მომეწონა❤️ შეიძლება ბევრს არ მოეწონოს ხევისბერის გადაწყვეტილება მაგრამ მე ვამართლებ. მარტო ხევისბერი კი არა მამა იყო რომელმაც თავის შვილ-მომავალზე იფიქრა და სწორადაც მოიქცა. იმედია გიგაც ხევისბერის გზას გააგრძელებს.
ხევსურრთს და ხევსურულ ადათებს რომ კარგად იცნობთ ფაქტია. მე მაინც ხევსურულ კილოზე საუბარი მომეწონა❤️

ცოტა დანაკლისი დამიტოვა თაიას და მინდიას ისტორიამ (არადა თაია ჩემი საყვარელი სახელია და ვერ ვიმეტებ ცუდისთვის) და იმედია სხვა ისტორიაში შევხვდებით.
ველოდები ახალ ისტორიას❤️

ვაპირებ მათი ცხოვრების შესახებ დავწერო პატარა ისტორია სადაც მხოლოდ თაია და მინდიას ამბავი იქნება. უბრალოდ ეს არ იყო მათი ისტორია და საერთოდ არც მქონდა გეგმაში ამ ხაზის გატანა მაგრამ იმ დენად ლამაზად ჩაჯდა სიუჟეტშ რომ დამეწერინა :)))))

სტუმარი ელენე1511
სხვა ისტორიები შეიძლება დამავიწყდეს წაკითხვის შემდეგ, თქვენი ნაწერები არასდროს მავიწყდება.მადლობა რომ წერთ , სიამოვნებითა და იმ ემოციებით ვკითხულობთ, რასაც თქვენ გადმოსცემთ.გელოდებით კვლავ!

უღრმესი მადლობა. მიხრია რომ კითხულობთ და აფასებთ ჩემს ნაშრომებს.
--------------------
4love.ge

 


№8 სტუმარი ნი-კე

ახლა წავიკითხე ყველა თავი..თურმე რა საოცრად წერთ და მე არ ვიცნობდი თქვენს ისტორიებს სამწუხაროდ..საინტერესო სიუჟეტი და გამართული ტექსტი იყო ძალიან..თაიას და მინდიას ამბავი მაინტერესებდა და ბოლომდე ვერ გავიგე ოღონდ..აპატია ანუ მინდიამ?!წარმატებები უამრავი..ერთით მეტი მკითხველი გეყოლებათ დღეიდან

 


№9 სტუმარი სტუმარი სალი

არმინდა დავიჯერო რომ მინდიას უღალატეს ???? დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ამ ისტორიის გარძელებას ????

 


№10  offline ადმინი თუკა

ნი-კე
ახლა წავიკითხე ყველა თავი..თურმე რა საოცრად წერთ და მე არ ვიცნობდი თქვენს ისტორიებს სამწუხაროდ..საინტერესო სიუჟეტი და გამართული ტექსტი იყო ძალიან..თაიას და მინდიას ამბავი მაინტერესებდა და ბოლომდე ვერ გავიგე ოღონდ..აპატია ანუ მინდიამ?!წარმატებები უამრავი..ერთით მეტი მკითხველი გეყოლებათ დღეიდან

ძალიან დიდი მადლობა. მართლა მიხარია რომ ასე თვლით . ამაზე კარგს ვერაფერს გაიგებს ადამიანი რომელიც წერს . დიახ აპატია. რადგან ეს არ იყო მათი ისტორია მათი ურთიერთობა ნაკლებად მაქვს გავრცობილი

სტუმარი სალი
არმინდა დავიჯერო რომ მინდიას უღალატეს ???? დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ამ ისტორიის გარძელებას ????

უდიდესი მადლობა. ვეცდები რომ მათზეც დავწერო ისტორია სულ რამოდენიმე თავი მაინც.
--------------------
4love.ge

 


№11 სტუმარი სტუმარი xevsuri

ხევსურები არასოდეს არ პატიობენ ქალს ღალატს!!!!

 


№12  offline ადმინი თუკა

სტუმარი xevsuri
ხევსურები არასოდეს არ პატიობენ ქალს ღალატს!!!!

ეგ ადრე იყო მასე. ახლა მასე აღარაა .
--------------------
4love.ge

 


№13 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან კარგი იყო თუკა.კარგად იყო ყვალეფერი გამდოცემული და მკითხველამდე მიტანილი ხევსურების ამბები განსაკუთრებით.მინდიას და თაიას ბებს ველოდბიი

 


№14 სტუმარი ენრიკ

გამარჯობა ეს რომელი საიტია ვერგავიგე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent