შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხოჩა ლეეთუ ჯაარ ( თავი 2)


16-02-2024, 15:58
ავტორი მუშვანი
ნანახია 1 226

მეორე დილას თავი ვერ ავწიე ლოგინიდან, ემოციებით და სასმლით დატვირთული წინა დღის გადავწყვიტე საწოლში მენებრივრა იქამდე, სადამდეც ჩემი მეგობრები უფლებას მომცემდნენ. თუმცა ეს ბედნიერება დიდხანს არ გამიგრძელდა თეკლას და ნატას ერთობლივი თავდასხმის შემდეგ მომიწია ჩემ ბედნიერ წუთებს დავმშვიდობებოდი და ბავშვებს შევვერთთებოდი. მარტივი საუზმის მერე თეკლამ აიჩემა მესტიაში წავიდეთ ჩვენ სტუმრებს დავათვალიერებინოთო. მესტიაში ჩასვლა ყველაზე ბოლო რამ იყო რაც იმ მომენტში ჩემს გონებას სჭირდებოდა, ამიტომ დიდი ბრძოლის შემდეგ მოვახერხე და ჩემს საყვარელ ჰამაკში გავიპარე. ფიქრებით შორს, ჩემს ბავშვობაში დავბრუნდი. ვეცადე ყველა ის ბედნიერი დღე გამეხსენებინა, რომელიც ამ ეზოში მქონდა გატარებული. მახსოვს მარხილით ჩამოტანილ თივას როცა კოშკის მაჩუბში ალაგებდნენ, იქ შეპარვა და თივაში ჩამალვა ჩემი საყვარელი გასართობი იყო. ხალხთან კონტაქტი ბავშვობიდან არ მიყვარდა, ყველანაირ ხერხს ვიყენებდი, რომ რაც შეიძლება დიდხანს დავმალულიყავი, თუმცა არც არავინ მეძებდა. ხშირად სოფლის ბოლოში მივდიოდი და ენგურის ნაპირებდთან ტყეში ვიმალებოდი, წიგნები მიმქონდა და მთლიანად ვეშვებოდი ზღაპრული წიგნების სიუჟეტებში. ალბათ ჩემი შინაგანი რომანტიკოსობა სწორედ ამის ბრალია. ყოველთვის ვცდილობდი ჩემი ცხოვრება წიგნების სიუჟეტების ისტორიების მიხედვით ამეწყო, თუმცა არავის არასდროს არ გაუგია ჩემი ილუზიების და შექმნილი სამყაროს შესახებ, რადგან მეშინოდა თუკი ვინმე დაინახავდა ამ ყველაფერს, მაშინათვე გაანადგურებდა სიმწრით ნაკოწიწებ ნატეხებს. ენგურის ნაპირებთან იქამდე ვიმალებოდი ხოლმე, სანამ მზე მთის წვერს არ მიწვდებოდა, შემდეგ კი სიბნელით შეშინებული სულმოუთქმელად ამოვრბოდი უშველებელ აღმართებზე, სახლში აქოშინებული შევრბოდი და ბებიას ვუვარდებოდი კალთაში. ბებიას ჩახუტება ყველა იმ შიშს მავიწყდება, რაც სიბნელეში მელოდებოდა. ამ ყველაფრის გახსენებაზე საოცრად მომინდა ჩემი სამალავის მონახულება, სპორტული ბათინკები ჩავიცვი და ქვაღორღიან დაღმართზე დავეშვი.
სოფელი სამ უბნად იყოფოდა, ასკართი,(ზემო) ნესგა (შუა)და აცი(ქვემო) თითოეულს სვანურად შესაბამისი სახელი ქონდა, ზემო და ქვემო უბანი თითქმის დაცლილი იყო, თუმცა ნესგა უბანში ჯერ კიდევ ცხოვრობდა სვანური ადათების მიმდევარი ხალხი. ნესგა უბანმა ნატალის ბებია გამახსენა,რომელიც საკუთარისგან არასოდეს განმისხვავებია, თუმცა ახლა უკვე მეშინოდა მასთან შეხვედრის. თუმცა მათი სახლის გავლის გარეშე ენგურთან ვერ მოვხვდებოდი, ამიტომ გადავწყვიტე რაც შეიძლება სწრაფად ჩამევლო ხვიბლიანების მაჩუბებთან და თავი ამერიდებინა მასთან შეხვედრის. სახლს უკვე გამცდარი ვიყავი, როდესაც მოხუცი ხმა დამეწია ზურგში
-სალემ, შენ ხარ?
..
ჩემი ნამდვილი სახელი სალემი იყო, რომელიც დედაჩემმა მისი დიდი ბებიის საპატივცემულოდ დამარქვა. სალემ გუჯეჯიანი, ქვრივი ქალი იყო, რომელმაც 2 შვილის და ძმისშვილის სიცოცხლე საოცარი გამბედაობით გადაარჩინა. როდესაც ჩართოლანების გვარი სვანეთში კარგად ცნობილი და გავრცელებული სისხლის აღებისსთვის ემზადებოდა, სალემის ძმისშვილი ერთთადერთი გუჯეჯიანი იყო დარჩენილი გვარის კაცებიდან, რომელსაც კოშკში მალავდნენ. 3 ბავშვთან მარტო დარჩენილ სალემს სისხლის ასაღებად სადგომში მიუვარდნენ. თუმცა მან მოასწრო ბავშვების კოშკში გადამალვა და შემოსასვლელი კარის დიდი ურდულით გადაკეტვა. თუმცა ერთერთმა მაინც მოახერხა და კარის გასაღებად ხელი შემოყო კოშკში, რათა ურდულის პირი აეწია. სწორედ მაშინ აიღო პირველად სალემ გუჯეჯიანმა ხელში საგვარეულო ხანჯალი და რომელიღაც ჩართოლანს ხელი მაჯამდე მოაჭრა. ამასობაში სალემის ოჯახს დამხმარეებმა მოუსწრეს, თუმცა მისი უშიშრობის ამბავი მთელ სვანეთს მოედო, ის თუ როგორ გადაარჩინა მამიდამ გუჯეჯიანების გვარი. მახსოვს ბავშვობაში როგორი სიამაყით მიყვებოდა ბებია ამ ყველაფერს და თან მასწავლიდა შენს სალემივით ძლიერი და შეუდრეკელი უნდა გაიზარდოო.
...
მოხუცმა ხმამ ჰაერი გააპო, ყურიდან პირდაპირ ტვინში შევიდა და მოძრაობის უნარი დამიკარგა. უბრალოდ ერთ ადგილზე გავშეშდი და ვიგრძენი რამდენიმე წამით როგორ შეწყვიტა ჩემმა გულმა მუშაობა.
-ისგუნაცად ბებია სალემ (შემოგევლოს ბებია) , შენ ხარ დინა?
რაღაც ძალით უკან მოვტრიალდი და დავინახე შავით შემოსილი, ხელში მოხრილი, დანაოჭებულ ხელებიანი ზეინებ ბებია, მიყურებდა სიცოცხლე ჩამქრალი თვალებით, მაგრამ ღიმილით. მოულოდნელად ყურებთან წვრილი ხმა გავიგონე, რომელიც თავში გაიშალა და უსულო საგანივით მოვწყდი მიწაზე.
თვალი როცა გავახილე თავზე სამი კაცი მედგა, ზეინებ ბებია სასთუმალთან მეჯდა შეშინებული თვალებით და თან სვნურად მლოცავდა.
-იმჟი ხარი სალემ ( როგორ ხარ სალემ)_მკითხა სამიდან ერთერთმა, რომელიც ძალიან ნაცნობი მაგრამ თან უცნობი იყო ჩემთვის
-მადლობა, კარგად - ამოვილუღლუღე სუსტად და გავუღიმე.
-როგორ შემაშინე დინა, როგორი სუსტი და გამხდარი ხარ_ მომეფერა ხელის გულით სახეზე ზეინები. სიტყვები არ მქონდა რომ მეპასუხა, არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა. ოთახი მოვათვალიერე და მზერა ჩემს წინა კედელზე გამეყინა, იქიდან მკაცრად მიყურებდა სამი სურათი, ორზე ახალგაზრდა ქალი და კაცი იყვნენ, მესამედან კი 14-15 წლის ბიჭი მიყურებდა ღიმილით
-ნიკა_ამოვთქვი სუსტი ხმით და ისევ დავკრგე გონება.
მეორედ როცა გავახილე თვალები თავთან თეკლა და ნატალი მეჯდნენ გაფითრებული სახეებით, კახი ლოგინთან იყო დამხობილი, დანარჩენები ოთახის კუთხიდან მიყურებდნენ შეშინებულები. მზერა ისევ კედლისკენ წავიღე, თუმცა სურათები იქ აღარ იყო.
-ჩემო პატარა, რა მოხდა როგორ შემაშინე_ ცრემლებს ვერ იკავებდა თეკლე და აკანკალებული ხელებით თმებზე მეფერებოდა
-ამისთვის დაგტოვე გოგო სახლში, რომ გულწასულს გპოულობდე?!_ჩაერთო ხმაშსი გაბრაზება შეპაწული კახი, რომელიც ჩემი თვალების გახელის დანახვის შემდეგ ფეხზე წამოდგა და ზურგი შემაქცია_გავიდეთ ბიჭებო გარეთ, რახან ცოცხალია ცოტახნი დავისვენოთ.
-რა მოხდა აბა, მოყევი_როგორც იქნა ხმა ამოიღო ნატალიამ, იმის მერე რაც ბიჭები გარეთ გავიდნენ_ აი ასე იცის ნახევრად მშიერი რომ დადიხარ
-შიმშილი არაფერ შუაშია_ამოვიძახე მისუსტებული ხმით_ისედაც ვიცოდი, რომ აქ ჩამოსვლა ადვილი არ იქნებოდა ჩემთვის
-სალომე_ხმა გაუმკაცრდა ნატას_არც ჩემთვის არის ადვილი. არ ფიქრობ რომ იმაზე რთულიც კია, ვიდრე შენთვის, თუმცა 12 წელი გავიდა.. 12 წელი გესმის?! ნიკა უკან აღარ დაბრუნდება, დროა ისინი გაუშვა და ჩვენზე იფიქრო_გაბრაზებული წამოხტა ნატა და ცრემლების დასამალად ბიჭებს გაყვა გარეთ
-რა საჭირო იყო ახლა ამხელ უხეშობა_ამოიხვნეშა თეკლამ და ფანჯარასთან მივიდა
-მართალია, არაფერში ვამტყუვნებ, ზედმეტად ეგოისტურად ვიქცევი ხოლმე როცა საქმე ნიკას ეხება და ხანდახან მავიწყდება, რომ ის ყველას გვტკივა და გვენატრება, მაგრამ ნატას განსაკუთრებით.
თეკლა რაღაცის სათქმელად მოტრიალდა, თუმცა ოთახში ზეინებ ბებია შემოვიდა, ახალი გამომცხვარი ხაჭაპურით და ჟოლოს კომპოტით
-ახლა დაისვენე და ჭამე იცოდე, ფერი არ გადევს სახეზე, რას დაემგვანე 3 კილო ხარ დინა დარჩენილი
-არ მშია, ბე_ ბოლო სიტყვებთან ერთად ყელში საოცრად დიდი ბურთი გამიჩნდა, მინდოდა რაც შეიძლება მალე გავქცეულიყავი ამ სახლიდან. ვიცოდი რომ ყელში ლუკმა არ გადამივიდოდა, თუმცა მისი ხათრით თავი ვაიძულე, ცოტა მაინც შემეჭამა.
...
კახიმ სახლამდე ხელში აყვანილი მატარა, ფრთხილად ჩამაწვინა ჩემს ლოგინში , შუბლზე მაკოცა და გარეთ გავიდა, თუმცა შინაგანად ვგრძნობდი, რომ ჩემზე გაბრაზებული იყო. ვიცოდი რომ გაბრაზდებოდა, როდესაც მის გარეშე წავედი და საშუალება არ მივეცი ჩემს გვერდით ყოფილიყო რთულ პერიოდში. ჭრიალა ლოგინიდან ფრთხილად წამოვდექი და აივანზე გავედი. არ მინდოდა ქვემოთ ჩასვლა საიდანაც ჩემი მეგობრების ხმა ისმოდა. არ მინდოდა მათი შეშინებული და თან იმედგაცრუებული სახეების დანახვა. იქვე მდგარ ძველ სკამზე მოვიკეცე, მოაჯირს თავი დავადე და მთებს გავუსწორე თვალი
-რა გინდათ ჩემთან_ ვფიქრობდი გულში და თან მთებს ვუყურებდი_ ამდენი ტკივილის მერე, ამდენჯერ მიტოვების მერე, რატომ მაიძულებთ თქვენთან დაბრუნებას, რატომ არ მაძლევთ უფლებას, რაც შეიძლება შორს წავიდე და აღარასოდეს შევხვდეთ ერთმანეთს_ თუმცა მთებს პასუხი არ გაუციათ, ამაყად იდგნენ და დამცინავად მიყურებდნეენ, იმის იმედით , რომ მათგან შორს წასვლას ვერასდროს შევძლებდი
...
-კაი უცნაური შვებულება კი გამოგვივიდა_ გახედა სერგომ ლუკას, როცა სიგარეტის მოსაწევად ეზოში ჩავიდნენ ვაჟიკოსთან ერთად
-კაი რა მოხდა, ჯერ გუშინ ჩამოვედით_ჩაერთო ლუკაც
-რავი ძმაო, ეს სალომე სევდიანი გოგო რომ იყო აქამდეც კი ვიცოდი, მაგრამ ეს სადღაც ბოდიალი და გულის წასვლები, კი მეუცნაურება, სიმართლე გითხრა. _ცალი თვალით გახედა სერგომ ვაჟიკოს_ რას იტყვი ვაჟა აბა?
-რავი რა გაინტერესებს რო, ჭორიკანა რო ხარ. ერთი საწყალი გოგოა, გამწარებული ცხოვრებით, ნუ დამგრუზავ თუ ძმა ხარ მაგაზე ლაპარაკით რა
-რავი პროსტა მთელი 1 კვირა ამას თუ გულწასულს უნდა ვუყუროთ, მოვემზადოთ რავიცი, არ ჩაგვაკვდეს ხელებში
-ეე, ნუ გაატრაკე რა _ ხელი აუქნია ლუკამ- რას ებურდები სხვის ცხოვრებაში_ მე არ მაქ შენი ნერვი წავედი- მოუტრიალდა ძმაკაცებს ლუკა და უკანა ეზოსკენ წავიდა სალომეს პოვნის იმედით. არც შემცდარა, ჰამაკში წამოწოლილი სალომე დახვდა, რომელსაც ხელები გულთან ქონდა მიხუტებული და სივრცეს უყურებდა
..
-კარგად ხარ?_ მორიგი ფიქრიდან გამომაფხიზლა ლუკას ხმამ
-კი, ალბათ_ ავხედე ქვემოდან და ჰამაკში ისე გავსოწრი, რომ ადგილი შეხვედროდა.
-ცუდი ფერი გადევს
-აუუ, შენც არ დაიწყო ჩემი დაქალებივით ახლა რაა
-არაფერს არ ვიწყებ კაცო_ხელები აწია უდანაშაულობის დასამტკიცებლად_ უბრალოდ აღვნიშნე
-ჩუმად ხარ მთელი დღეა, არავის ელაპარაკები, ნერვიულობენ შენი გოგოები
-არაუშავს გადაიტანენ_ ვთქვი ამოოხვრით და თავი გვერდზე გადავაგდე_ შენ რა გაწუხებს
-გაღიზიანდი?_მკითხა გამომცდელად
-არა, არ გავღიზიანდი, უბრალოდ მაინტერესებს რატომ ინტერესდები ისეთი საკითხებით რაც შენდა საბედნიეროდ არ გეხება
-არ ვინტერესდები სალო’მე _ რაღაცნაირად მახვილი დასვა ჩემს სახელზე და მსუბუქად აწეული წარბებით გამომხედა_ უბრალოდ ადვილი დასანახია რომ რაღაც გაწუხებს, შენც და გოგოებსაც. ისიც მარტივი დასანახია, რომ შენ ხარ მიზეზი და დახმარებასავით რაღაც ვცადე. ზოგჯერ გვიყვარს ადამიანებს უცხოსგან დახმარების მიღება._ პასუხი მინდოდა მაგრამ გავჩუმდი, სანაცვლოდ უხერხულად მოვტრიალდი ჰამაკზე და ფეხები ლუკას ფეხებზე გადავაწყვე ნაგლად
-სიგარეტი არ გაქვს?
-სიგარეტი როგორ არ მაქვს_ ჯიბიდან შეკვრა ამოაცურა და გამომიწოდა. ფეხები არაკომფორტულად მეწყო, მაგრამ პირველი ეფექტის დაკარგვის შემდეგ თავს უხერხულად ვგრძნობდი და ვეღარ ვირყეოდი. ამასობაში ლუკა თითქოს მიხვდაო, რასაც ვფიქრობდი, წვივებზე ხელი მომკიდა და ერთი მოძრაობით მისი მუცლისკენ მიწია. კომფორტული იყო ასე წოლა, უხმოდ აქანავებდა ჰამაკს, 14 წლის ბავშვებივით ჩუმად ვეწეოდით სიგარეტს, იმის შიშით, რომ გოგოები არ დაგვინახავდნენ, შიგადაშიგ 2 სიტყვას ვცვლიდით ერთმანეთში უაზრო თემებზე და სიმშვიდის წუთებით ვტკბებოდით. ამ იდილიის ფონზე ჩამთვლიმა, არ ვიცი რამდენხანს მეძინა, მაგრამ სხეულში შემოპარულმა სიცივემ გამაღვიძა, ლუკა ჩემთან აღარ იყო. წამოვდექი და ნაძალადევი ღიმილით ჩემს მეგობრებს შევუერთდი, ოდნავადაც კი არ მეღიმებოდა მაგრამ ლუკა მართალი იყო, ვიცოდი რომ ნერვიულობდნენ და განიცდიდნენ ყველაფერს ისე, როგორ მე, ამის წარმოდგენა კი მკლავდა რადგან ჩემს ცხოვერბაში მათ გარდა აღარავინ არსებობდა.
-ვაა დრამა ქვინი მოვიდაა_ ცინიზმით შემომხვდა სერგო აივანზე შესულს, მე და სერგო რამდენჯერმე შევხვედრილვართ, თუმცა დიდად კარგი ურთიერთობა არასოდეს გვქონია, მხოლოდ რამდენიმე წუთიანი დიალოგები ზრდილობით ფარგლებში. სერგო უფრო კარიერისტი ტიპაჟი იყო, მუდმივად ცივი, სტაბილური , ადამიანური გრძნობები მისთვის უცხო იყო, თუმცა როგორც ვაჟიკო გვარწმუნებდა ბევრი დადებითი თვისება ქონდა, რის გამოც მისთან მეგობრობა ღირდა.
-სერგო ან თავი დანამებე, ან ახალ დრამას დავდგამ_ შევუბღვირე და იქვე აივაზე მდგარ გოგოებს შევუერთდი- რას აკეთებთ?_ ხელები გადავხვიე ორივეს და შეკსკენ მოვიზიდე
-ამათ კუჭს ხო იცი ძირი არ აქვს, ხოდა ჩასაცეცხლს ვუკეთებ_ ამოიხვნეშა ნატამ_ მიდი რა სალათა დაიწყე გთხოვ, ან მაგას მე ვიზამ, შენ კუბდარი გამოაცხვე
-აუუუ ცომში არ მატიტყნაო გთოხვ, მიდი რა შენ ქენი, რას უსმენ ამათ, გადასარევი კუბდარი გამოგდის_ დავეჯღანე ნატას,რომელმაც წამში დაივიწყა ჩემს მიმართ ბრაზი და თვალები ისევ ჩემი სიყვარულით აევსო
-ვავა რას აკეთებენ ჩემი გოგოები_ აივანზე კახი შემოვიდა და ღუმელთან ხმაურით შეშა დაყარა_ როგორ ხარ?_ მაკოცა შუბლის კუთხეში და მიმიხუტა
-კახი მაცადეე, ხო ხედავ შენ საჭმელს ვაკეთებ_ ძლივს დავუძვერი ტორებიდან _ ვაჟიკო და ლუკა სად არიან?_ ვკითხე სხვათაშორის
-სად არიან და სანამმ შენ გეძინა გენაცვალე, ესენი ჩააკვდნენ ჯოყოლას არყის სმას, დათვრნენ და მივაწვინეთ დასაძინებლად._დასალევად გამომეპარა?! გავიფიქრე გულში და სალათის კეთება გავაგრძელე
...
მორიგი რამდენიმე დღე შედარებით სწრაფად გავიდა. ტიპური სოფლის დღეებივით. კოცონი, კუბდარი, ძველი ისტორიები და ერთმანეთის რიდით სიცილი. მე და ლუკა იშვიათად ვკონტაქტობდით ერთმანეთთან. 13 წლის ბავშვებივით უკანა ეზოში ვიპარებოდით გვიან ღამით თითო ღერის მოსაწევად და უხმოდ ვუყურებდით ცას და მთებს. მხოლოდ რამდენიმე სიტყვას თუ გავუცვლიდით ერთმანეთს, შემდეგ კი უსიტყვოდ ვიშლებოდით ჩვენ ოთახებში. დღების ძირითად ნაწილს ან ძილში ვატარებდი, ან სოფელში ვსეირნობდი. ვიხსენებდი ჩემი ბავშვობის მოგონებებს, ზოგს ტკბილს და სასიამოვნოს, ზოგს კი ტკივილით სავსეს. უცნაური განცდა იყო ბავშვობის შემდეგ ამ ადგილებში ისევ ასე თავისუფლად სიარული, ნუ რა თქმა უნდა , ამას თუ თავისუფლება ერქვა. ხანდახან თვალებს ვხუჭავდი და თითქოს გზა თავისით მეუბნებოდა საით უნდა წავსულიყავი. ერთერთი ასეთი სეირნობის დროს სწორედ იმ სახლს მივადექი, რომლისთვის თავის არიდებასაც დიდი ხანი ვცდილობდი. ამ სსახლში იყო მთელი ჩემი ცხოვრება. მთელი 28 წელი. ყველაფერი ის რასაც ვცდილობდი წლების მანძილზე გავქცეოდი და გონებიდან ამომეშალა. დიდხანს ვუყურე გარედა, ვფიქრობდი ღირდა თუ არა შიგნით შესვლა, იქვე გადაჭრილი ხის ძირზე ჩამოვჯექი, თავი მუხლებზე ჩამოვდე და თვალები დავხუჭე. დავიწყე გახსენება პირველი მოგონების ამ სახლთან, ვცდილობდი ყველა თბილი მომენტი გამეხსენებინა, თუმცა დაუკითხავად ყველაზე საზარელი კადრები ამოხტებოდნეენ ხოლმე გონებაში. დიდხანს ვიჯექი ასე, ალბათ საათები. უბრალოდ ვიჯექი და ვფიქრობდი იმაზე თუ რა მოხდა ან რა შეიძლება მომხდრიყო. ფიქრებიდან ხელზე შეხებამ გამომარკვია, თავი მძიმედ ავწიე და ჩემ წინ ჩამუხლულ ლუკას ავხედე ცრემლით სავსე თვალებით
-რა ხდება?_ მკითხა შეშინებული მაგრამ თან მკაცრი ხმით
-არაფერი არ ხდება_ შევეცადე ამაყად მეპასუხა და მხრებში გავიშალე
- საათზე მეტია გიყურებ, უძრევად ზიხარ, კანკალებ და თან მეუბნები რომ არაფერი ხდება?!
-ძნელია ამ ყველაფრის ახსნა და უსიამოვნო, მითუმეტეს უცხო ადამიანთან
- ხანდახან სწორედ უცხო ადამიანი გჭირდება იმისთვის, რომ ემოციებისგან ბოლოდმე დაიცალო
-ეგ სისულელეა_ ვეცადე ყალბად გამეღიმა
-არა, რატომაა სისულელე_ თან სრულიად შეუმჩნევლად ხელი გამომიწოდა და წამოყენებას ეცადა_ ზოგადად როცა რაიმე გაწუხებს და ამას შენთვის ახლობელ ადამიანებს უყვები, ისინი განიცდიან, ზოგჯერ ამ ისტორიებბის თანამონაწილეებიც არიან და ზედმეტად სუბიექტურად უყურებენ საკითხს _ მეც შეუმჩნევლად ჩავებღაუჭე გამოწვდილ ხელს და ფეხზე წამოვდექი - ხოდა, იმას ვიძახი, რომ უცხო ადამიანს უფრო უკეთ შეუძლია სურათის დანახვა ან ისტორიის სიმძიმის სწორად აღქმა
- შეიძლება მართალი ხარ
- ლუკა, სასიამოვნოა_ მსუბუქი ღიმილით შემომთავაზა გასაცნობი ხელი
-სალომე _ ავყყევი ხუმრობაში
-აბა სალომე, მოდი დავსხდეთ და მომიყევი ასეთი სიმძიმე რატომ ახლავს ჩვენს სვანეთში ვიზიტს. _ ვერც კი შევამჩნიე ისე შევედით ჩვენს ეზოში, ჰამაკთან ავიპარეთ და სანამ ყველა წასული იყო სახლიდან დრო ვიხელთეთ სიმშვიდით დასატკბობად და სალაპარაკოდ.
...
-სამი წლის ვიყავი, როდესაც ჩემმა მშობლებმა თბილისიდან სვანეთში დაბრუნება მოინდომეს, ძირითადად დედაჩემის იდეა იყო. რთული დრო, არეულობა, დაულაგებელი ქვეყანა, გაჭირვება, ზუსტად ისეთ გავლენას ახდენდა ჩვენზე როგორც მაშინდელი მოსახლეობის უმეეტეს ნაწილზე. იელში ბებია გვყავდა, მამაჩემის დედა, მიუხედავად იმისა, რომ ოთხმოცდაათიანებში არც სვანეთს ულხინდა, ცხოვრება სოფელში შედარებით ადვილი იყო ჩვენთვის. 7 წელი სვანეთში ვიცხოვრეთ, იქამადე სანამ ჩემი ოჯახის ტრაგიკულმა შემთხვევამ მთელიკ ბალს ზემო სვანეთი არ შეძრა. იმ ზამთარს უჩვეულოდ დიდი თოვლი იყო სოფელში, რა თქმა უნდა დიდი თოვლი არავის გაკვირვებია, თუმცა რაოდენობამ ზღვარს გადააჭარბა. ნატა ჩემს გვერდზე სახლში იზრდებოდა მშობლებთან და ძმასთან ერთად. იმ ღამით რატომღაც ნატასთან გადავწყვიტე დარჩენა, წინააღმდეგიც არავინ ყოფილა რადგან დიდ თოვლობისას ძალიან ძნელი იყო გათბობა. იმ ღამეს როდესაც მთელ სოფელს მშვიდად ეძინა და ერთადერთი საფიქრალი სახურავებიდან თოვლის გადმოყრა იყო, არსაიდან ჩემს სახლში ხაძარი გაჩნდა. ცეცხლი იმდენად ძლიერად და სწრაფად გავრცელდა,რომ სახურავიდან ჩამოწოლილმა მეტრიანმა თოვლის საფარმაც კი ვერ შეძლო მისი ჩაქრობა. ზამთარი იყო, ჩაკეტილი გზები და 2000-იანი წლები, დახმრება კი არსად. დილას ცეცხლი თავისით მინელდა, ცეცხლთან ერთად კი ჩემი ოჯახი. დავრჩი მე , ნატას ოთახში მძინარე და დილას ნატას ბებიის და მშობლების შეშფოთებული სახის გარდა აღარაფერი მინახავს. ზოგჯერ ვფიქრობ რომ ბედნიერი ვარ, რადგან ვერ ვნახე ჩემი ცხოვრება როგორ განადგურდა, თუმცა ხანდახან ვოცნებობ, თუნდაც ერთხელ, ცალი თვალით მაინც შემეხედა ყველაფრისთვის. მე დეიდამ წამიყვანა თბილისში და გამზარდა. იმ დღის მერე ხან დეიდაჩემთან ვიყავი ხან ნატას ოჯახთან შეკედლებული.
- და ნიკა?_მკითხა საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ ლუკამ
-ნიკაზე მოგვიანებით მოვყვები, ან არ მოვყვები, ჯერ არ ვიცი.
ნერვიულად ამოიღო და სიგარეტს გაუკიდა, გამაღიზიანა მის თვალებში დანახულმა შეცოდებამ , ვერ ავიტანე ის ფაქტი, რომ ვიღაცას ჩემზე გული აუჩუყდა. სწორედ ეს იყო ჩემთვის მთავარი მიზეზი რის გამოც ყოველთვის ვერიდებოდი ჩემი ისტორიის მოყოლას. განცდა იმის, რომ სხვებისთვის უმწეო ვჩანდი, კიდევ უფრო მანგრევდა და აღრმავებდა ჩემს ტკივილს.
- ლუკა,მე არ მჭირდება ასეთი გამოხედვა და იმაზე ფიქრი, რომ დღეის შემდეგ ჩემთან მიმართებით ყველა სიტყვა უნდა შეარჩიო. ეს უბრალოდ ისტორიაა შენთვის, როგორც მითხარი, უცხო ადამიანისთვის. არ მინდა სენტიმენტალური ფიქრები ჩემს გარჩემო, დამიჯერე, ეს არ მეხმარება.
პასუხს არ დაველოდე ისე ავდექი და წამოვედი, აღარ მინდოდა მის თვალებში დანახული ჩემი უსუსურობა და მარტოობა.
..
იქ ყოფნის მანძილზე ლუკასთან საუბარს და მასთან მარტო დარჩენას თავს ვარიდებდი. არ მინდოდა ირიბად მაინც შეხებოდა ჩემს ისტორიას, რადგან ის მხოლოდ ჩემი იყო. ჩემს გულში ღრმად ჩამარხული მაგრამ მუდმივად ცოცხალი ისტორია. ვცდილობდი დრო სასიამოვნოდ გამეტარებინა ჩემს გოგოებთან ერთად, არ მინდოდა ნატას თავი იმაზე მეტაად ეგრძნო დამნაშავედ, ვიდრე გრძნობდა ჩემი აქ წამოყვანისთვის. მინდოდა ეფიქრათ, რომ თავს ბედნიერად ვგრძნობდი, მიუხედავად იმისა, რომ წლებია ეს გრძნობა დავიწყებული მქონდა. მე და ლუკამ მხოლოდ რამდენიმე წინადადება გავცვალეთ, თუმცა ნათელი იყო ყველაფერი და ვგრძნობდი მის მწველ გამოხედვას ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენი თვალები ერთმანეთს ეკვეთებოდნენ შემთხვევით. თუმცა ჩემდა საბედნიეროდ სვანეთის დღეები მალე გავიდა და თბილისისკენ დავიძარით. ამჯერად გოგოებმა ვაჟიკოსთან ერთად ვიმგზავრეთ, შესაბამისად ლუკასთან ერთად საათობით მგზავრობას ავცდი, მიუხედავად იმისა, რომ ვგრძნობდი, უნდოდა მასთან ერთად წავსულყავი რათა გზაზე კიდევ უფრო მეტი გაეგო ჩემზე,
...
ჩემი თბილისის სახლი თავშესაფარად იყო ქცეული ჩემთვის. პატარა სუფთა ბინა მქონდა სოლოლაკში, სადაც ყველაზე მშვიდად შემეძლო მეგრძნო თავი. როდესაც ეს ბინა ვიყიდე, იქაურობა სრული ნაგავსაყრყელი იყო, მეპატრონე გაოცებული მიყურებდა როდესაც ჩემი აღფრთოვანება ნახა ბინის დანახვისას. ჩემი მეგობრების დახმარებით ყელაფეერი საკუთარი ხელებით გავაკეთეთ, მინიმალური დანახარჯით. რაღაცნაირად რომანტიკა იყო ჩემთვის ამ ყველაფერში. საკუთარი ხელებით აშენებულ სახლში მშვიდად ცხოვრება. გარშემო სრულიად სითეთრე იყო, ჩემი სიმშვიდის ფერი. უბრალოდ საკმარისი იყო ჩემს ბალიშზე თავი დამედო და ყველაფერი სრულიად სხვანაირად ტრიალდებოდა ჩემთვის. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ჩემი სამალავი. ჩემი მეგობრები ძალიან იშვიათად მოდიოდნენ ჩემთან, რადგან იცოდნენ ჩემი დამოკიდებულება, რამდენად იდუმალი მინდოდა ყოფილიყო ჩეჯმი სახლი და დამეცვა სხვა ადამიანების აურისგან. კუთხეში ძველი აშლილი პიანინო იდგა, როელიც ყველაზე დიდი განტვირთვა იყო ჩემთვის. დაკვრა დეიდაჩემმა მასწავლა, მახსოვს ბავშვობაში ეს იყო ერთადერთი რაღაც რაშიც შვებას ვპოულობდი.
ჩანთები იქვე სამზარეულოში მივყარე, აბაზანა გავავსე და მთელი არსებით გადავეშვი ფიქრებში და ჩემი ემოციების გაანალიზებაში. ცოტახანში კარზე შემაწუხებელი ბრახუნი ატყდა. ვიფიქრე მეზობელი იქნებოდა და ვაცადე იმის იმედით რომ წავიდოდა, თუმცა 10 წუთის შემდეგ ისევ რომ არ გაჩერდა, სასწრაფოდ მოვიხვიე თმა, ხალათი შემოვიცვი და გარეთ გავედი. კარებთან ყურებამდე გაღიმებული ლუკა დამხვდა, ღვინის ბოთლით ხელში.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent