შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეგზური 5.


18-02-2024, 15:05
ავტორი Euphorymarigold
ნანახია 1 103

მეორე დღეს მარიამს დილით ადრე არ გაეღვიძა, ისე მოეწონა ეს ოთახი ისეთი კომფორტული აღმოჩნდა მისთვის რომ ნება მისცა თავს რომ ძილი გაეგრძელებინა, 12 საათი იყო როცა აბაზანაში თავი მოიწესრიგა მაგრამ ჯერ კიდევ დემეტრეს ტანსაცმელში იყო გამოწყობილი, ოთახიდან გავიდა და სახლში სრული სიჩუმე იყო, არ ელოდა მარტო ყოფნას წესით ყველა აქ უნდა ყოფილიყო, ტელეფონი მოიმარჯვა და მეგობართან დარეკა.
- ალო, - გაისმა ანასტასიას მშვიდი ხმა. - ჰო ძილისგუდავ.
- ტასო სად ხართ?
- მე და ირაკლი უკვე თბილისში ვართ.
- რა? რატომ არ გამაღვიძე თუ მიდიოდით გოგო?
- კაი რაა, ისე კარგად გეძინა როგორ გამეღვიძებინე, თან დემეტრემ წადით და მე ჩამოვიყვანო, და წამოვედით.
- ღმერთო ჩემო, ანასტასია ჯობს რამოდენიმე დღე არ დამენახო, არ ვიცი გადამირჩები თუ არა!
- მეც მიყვარხარ ჩემო ციცინათელავ! - ღიმილით ჩაყვირა ტასომ და ტელეფონი გაუთიშა მარიამს.
ზუსტად ამ დროს გაიღო კარი და პარკებით დატვირთული დემეტრე სახლში შემოვიდა, მარიამს მის დანახვაზე გაეღიმა, გული იღიმოდა, მაგრამ გონება ამის უფლებას არ აძლევდა, მან კარგად იცოდა რომ დემეტრეს ცოლი ყავდა, ამიტომ როგორც შეეძლო თავი დაიწყნარა და მიესალმა.
- დილამშვიდობის, არ მეგონა ასე ღრმად თუ ჩამეძინებოდა, მაპატიე უნდა შეგაწუხო შენც. - მორცხვად უთხრა ქალმა და იქვე კუთხეში დადგა.
- მარიამ, დილამშიდობის, და არ მაწუხებ ამიტომ ეს საუბარიც ვითომ არ გამიგონია. - გაუღიმა დემეტრემ და წამში მონუსხა წინ მდგარი სხეული, გააბრუა, და ყველა გზა გადაუკეტა მისგან წასასვლელად.
- მოვწესრიგდები და ვისაუზმოთ. - უთხრა დემეტრემ და სააბაზანოს მიაშურა.
მარიამმა დემეტრეს მოტანილი პროდუქტები განაცალკევა, დააწყო და ისევ მის გონებაში ფიქრებმა გაიტაცა, რა უნდოდა ახლა აქ?! კაცის სახლში რომელსაც არ იცნობდა, მის ტანსაცმელში გამოწყობილი, მის სამზარეულოში, მის მოტანილ პროდუქტებს ალაგებდა, რატომ იყო ახლა აქ?! ცოლიანი კაცის სახლში? რატომ გრძნობდა იმ კაცის მიმართ მიზიდულობას ვისი მეუღლეც შეიძლება ახლა სახლშია და მასზე ნერვიულობს? ფიქრებმა დაიპყრეს ქალის გონება, უკვე ვეღარ აზროვნებდა, სანამ კარის ხმა არ გაიგო და გასაღებად არ წავიდა.
- შენ ვინ ხარ? დემეტრეს ტანსაცმელში გამოწყობილი თან. - სიტყვის თქმა არ აცადა ნატალიამ ისე შეეჭრა სახლში და კარიც დახურა.
- მე.. - ხო რაუნდა ეთქვა მარიამს? ვინ იყო ის დემეტრესთვის? - მე, უბრალოდ ნაცნობი ვარ.
- უბრალოდ ნაცნობი, დემეტრეს კიდევ ერთი კა*პა. - მწარედ ისროლა სიტყვები ნატალიამ და გაიცინა.
- წესიერად ისაუბრეთ, არ მიცნობთ არ იცით ვინ ვარ! მე თქვენთვის ცუდი არაფერი მითქვამს და მიკადრებია! - მარიამის ხმა კატეგორიული იყო.
- ვაიმეე, ახლა გიცანიი, შენ ის არხარ დემეტრემ რომ ინტერვიუ მისცა? ჰოო ეგ ხარ ზუსტად ეგ, სანაცვლოდ რა ქენი ასე როგორ დაითანხმე ჩემი ქმარი? არავისთვის ინტერვიუ არ მიუცია, შენ ალბათ განსაკუთრებულად კარგად გადაუშალე ფეხები, ყოჩაღ გოგონავ, არადა ლამაზი ხარ რა ცუდია რომ 2 დღეში მიგაგდებს და შენს გულსაც მოისვრის. - მარიამისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა, მხოლოდ ფეხსაცმელი ჩაიცვა ტელეფონი აიღო და გარეთ გავარდა, მანამდე კი ნატალიას მიაძახა:
- გყავდეს შენი ქმარი, ბედნიერებას გისურვებთ. - მალევე გააჩერა ტაქსი და მისამართი უკარნახა.
ნატალია გაცოფებული იყო, ჯერ განქორწინების საბუთები რომ მიუვიდა სახლში, მერე ეს გოგო, აღარ იცოდა რა გზით შეენარჩუნებინა დემეტრე, რა გაეკეთებინა, განქორწინების შემდეგ დემეტრე ნატალიასთან თანამშრომლობას აღარ მოინდომებდა და ნატას მამის კომპანია ნულზე დავიდოდა, ეს კარგად იცოდა ახლა კი ხავსს უნდა მოჭიდებოდა და რამენაირად შეენარჩუნებინა ქმარი.
- ნატალია? - გაისმა დემეტრეს ხმა და გაოცებული სახე როდესაც საყვარელი მარიამის კი არა ნატას დანახვა მოუწია. - მარიამი სადაა? - იკითხა უფრო გაბრაზებული და ბოხი ხმით.
- ახლა ამ იაფფასიან ქალებზეც უნდა ვისაუბროთ? მიხვდა რომ შენთვის ცოლი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სხვები და წავიდა. - უღიმოდა ქალი და ყელზე მკლავებს ხვევდა, დემეტრეს კი უსიამოვნების ძლიერი ტალღა უვლიდა სხეულში.
- რა უთხარი? კარგად გიცნობ შენც და ამ შენს ოინებსაც! - მკლავზე ხელი მოუჭირა ქალს და კბილბში გამოცრა.
- მე და შენ არ გავეყრებით!ეს ვუთხარი, კიდევ ისიც როგორ გიჟდება ჩემზე ჩემი ქმარი, მეტი არაფერი ძვირფასო. - ტონს აუწია ქალმაც, დემეტრეს კი ამაზე მხოლოდ ჩაეცინა.
- ჰო აბა რა! ჯობია არ გაწელო და სასამართლომდე არ მიმიყვანო, პატარა ბავშვი არ გეგონო ნატალია, შენ და მე გავეყრებით მერე შენ და შენი ფულზე დახამებული ოჯახი ჩემი ცხოვრებიდან გაქრებით და მეორედ აღარ გნახავთ! - ჭექაქუხილივით იყო დემეტრეს ხმა, იმდენად მყარი, ცივი, და ზიზღით გაჟღენთლი რომ ყველაფერს გატეხდა მალე.
- ასე იმ ქალის გამო იქცევი არა? რა აქვს მას ჩემზე უკეთესი? ფეხი? ტანი? თუ რა?
- პირველ რიგში არ მოგცემ უფლებას მას ასე მიმართო! მეორეც შენი საქმე არაა ჩემს ცხოვრებაში რა ხდება! - ქალს ის ადგილი სადაც დემეტრე უჭერდა ხელს ძალიან გასწითლებოდა თუმცა როცა საქმე მარიამს ეხებოდა აქ სვანი სრულიად უკნტროლოა, ნატალია გასასვლელისკენ წაიყვანა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით სახლიდან გააგდო და განრისხებულმა კარი დახურა.
ახლა მხოლოდ მარიამი სჭირდებოდა, მისი სურნელი ამშვიდებდა, დარწმუნებული იყო დემეტრე რომ საშინელებები ელაპარაკა მარიამს ნატამ, ამიტომ სასწრაფოდ უნდა მოეძებნა და დალაპარაკებოდა, თუ საჭირო გახდებოდა მეგობარ პოლიციელსაც კი თხოვდა მისი ადგილსამყოფელის გაგებას.

და სად იყო ამ დროს ქალბატონი მარიამი?

დემეტრეს სახლიდან გამოსვლის შემდეგ ტაქსში სრულიად გაოგნებული და ნერვებ მოშლილი ჩაჯდა, ვერც კი გაიგო როდის უკარნახა ტაქსისტს ბავშვთა სახლის მისამართი რომელსაც რეგულარულად ეხმარებოდა და სტუმრობდა, მხოლოდ მაშინ გაიაზრა რიცა მძღოლმა უთხრა "მოვედით"-ო, გადავიდა მანქანიდან და შენობაში შევიდა, ბავშვებს საუზმის დრო ჰქონდათ და ყველანი მაგიდებთან ისხდნენ, როცა პატარა ლამაზმა, ცისფერ ტვალება ქერა გოგონამ დაინახა მარიამი მაშინვე მისკენ გამოიქცა.
- მალიამმმ.. - დაიყვირა და მარიამს ჩაეხუტა, მისი პატარა თითები ყელზე მოხვია და სურნელი შეისუნთქა.
- ჩემო ძვირფასო, როგორ მომენატრე! - უთხრა მარიამმა პატარა ქალბატონს და გულში უფრო ჩაიკრა, მარიამს მოსვლის დღიდან განსაკუთრებით უყვარს პატარა მელისა, საოცარი სითბოსა და მუხტის მატარებელი ბავშვია, მელისაც გიჟდება მარიამზე, იმ დღიდან მოყოლებული მარიამი დედასავით უყვარს, ქალს კი სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი, როცა დაქორწინდება მელისას აქედან წაიყვანს.
- მეც მომენატლე, ლატომ ალ მოდიოდი? დაგავიწკდი? - გულდაწყვეტილი ხმით ეტიტინებოდა პატარა სიყვარული.
- არა ჩემო პატარავ, შენ როგორ დამავიწყდებოდი, ბევრი საქმე მქონდა. - ამასობაში ბავშვთა სახლის დირექტორი მიუახლოვდა მარიამს, ეს ქალი კარგ შეგრძნებებს არასდროს იწვევდა.
- გამარჯობაათ, - უთხრა მარიამს და ყალბად გაუღიმა, მელისამ უფრო მოხვია ხელები და თავი მის კისერში ჩარგო.
- გამარჯობა ქ.ნანა, როგორ ხართ? - ზრდილობიანად გაუღიმა მარიამმა და ხელი ჩამოართვა.
- კარგად თავად როგორ ხარ მარიამ? დიდიხანია არ გამოჩენილხარ.
- ჰო ვერ მოვიცალე, შეიძლება დღეს მელისა ჩემთან წავიყვანო? - ეს უთხრა და ბავშვმაც მაშინვე ამოყო თავი. - ხომ წამოხვალ ჩემო პატარავ? - კითხა მარიამმა და ლოყები დაუკოცნა.
- კიიი. - პასუხიც არ დააყოვნა პრინცესამ.
- კარგი წაიყვანე მაგრამ მხოლოდ ერთი დღით.
- მიდი საჭირო ნივთები მოაგროვებინე მასწავლებელს და წავიდეთ. - ბავშვი ჩამოსვა, მაგრამ მაშინვე ტელეფონმა დაურეკა, უცხო ნომერი იყო არც დაკვირვებია ისე უპასუხა.
- გისმენთ.
- მარიამ.. - მოესმა მისთვის ყველაზე სასურველი კაცის ხმა, გული აუფართხალდა მაგრამ ისევ გაყინული ხმით განაგრძო საუბარი.
- რა გინდა?
- უნდა ვისაუბროთ.
- გარკვევით მითხრა შენმა ცოლმა ყველაფერი დემეტრე.
- გთხოვ, უბრალოდ დაგელაპარაკები, მოგაკითხავ სადაც ხარ. - კაცის ხმაში იმხელა ზრუნვა იგრძნობოდა, ვერ გაუძლო, ვერ გაუძლოდა უარი ვერ უთხრა.
- ბავშვთა სახლში ვარ ***** ამ მისამართზე. - მხოლოდ ეს უპასუხა და ტელეფონი გათიშა.
ამასობაში მელისა გამოვიდა, ლამაზი ყვითელი ფუშფუშა კაბით, და ვარდისფერი ჩანთით ხელში.
- მოდი ჩაეხუტე მარიკოს. - მარიამმა ხელები გაშალა და მაშინვე იგრძნო პატარა თითების მოხვევა.
- მალიკო, მოწკენილი ხალ?
- არა პატარავ, წავედით ახლა, მე და შენ გავერთობით. - გარეთ გავიდნენ და მაშინვე შენიშნა მარიამმა დემეტრეს მანქანა, და მანქანაზე მიყრდნობილი უზომოდ სიმპათიური კაცი. მიახლოვდა, მელისამაც ინტერესით აათვარიელა დემეტრე.
- მალიკო, ეს ძია ვინაა? - საყვარლად ატიტინდა ქალბატონი, დემეტრეს გულში სითბო ჩაეღვარა.
- პატარავ ეს დემეტრეა, დემეტრე გაიცანი ყველაზე საყვარელი ქალბატონი მელისა.
- მიმისვი, მასთან, მიმისვი, ნახე ლა კულულები აქვს. - მაშინვე მისკენ გაიწია მელისა, დემეტრემაც დაუფიქრებლად მოხვია მკლავები პატარა სხეულს და გულში ჩაიკრა.
- სენ წამოქვალ ცემთან და მალიკოსთან სათამასოდ? - კითხა დემეტრეს მელისამ, ის იყო მარიამს უნდა ეპასუხა დაკავებულიაო როცა დემეტრემ თვითონ უპასუხა.
- რათქმაუნდა ციცქნავ წამოვალ, მიდი მანქანაში ჩახტი.- ხელი შეუშვა პატარას და სავარძელზე დასვა.
- როგორ გაუხარდა. - გაღიმებულმა მარიამმა უთხრა დემეტრეს.
- წავიდეთ?
- ჰო.

მარიამის სახლში მივიდნენ, მელისას წიგნების კუთხე ძალიან მოეწონა ამიტომ მის თოჯინებთან ერთად ერთობოდა, მარიამი და დემეტრე კი სამზარეულოში იყვნენ.
- მაპატიე რაც ნატამ გითხრა ყველაფერი. - დაიწყო დემეტრემ საუბარი.
- შენ არაფერი დაგიშავებია, გარდა იმისა რომ ცოლი გყავს და კიდევ აქ ხარ. - ნაწყენი იყო მარიამი, ვერაფრით ხვდებოდა კაცის ამ საქციელს.
- მარიამ..
- დემეტრე, იცი რომ მართალი ვარ.
- არა არ ხარ, იქნებ მაცადო და დამასრულებინო? - უცებ ტონს აუწია დემეტრემ და წამოდგა.
- ტონს დაუწიე! აქ მარტო არ ვართ, მარტო რომც ვიყოთ არამგონია ჩემთან ასე საუბრის უფლება გქონდეს! - გიჟდებოდა დემეტრე ქალის ბრიალა თვალებზე, რომ ბრაზდებოდა უფრო, რომ უნათებდა, გიჟდებოდა ამ ქალზე, იქამდე მიუახლოვდა სანამ მისი გულის ცემა არ ააჩქარა და თავის მკლავებში არ მოიქცია აცახცახებული ქალი, ლოყაზე ცხვირის წვერი გაუსვა და მისი სურნელი მთლიანად შეიგრძნო.
- როგორი ფიცხი ხარ, და როგორ მომწონს ნეტავ იცოდე. - უთხრა დემეტრემ გაბრუებულ მარიამს.
- ორი წუთის წინ შენს ცოლზე ვსაუბრობდით დემეტრე. - არც იცოდა მარიამმა როგორ იმორჩილებდა ხმას.
- ფიქტიურ ცოლზე. - უთხრა და ქალის ბაგეებს მომთხოვნად დააცხრა, მარიამი შოკში იყო, ვერაფერი გაიაზრა, მხოლოდ მისი ხელების დემეტრეს ყელზე შემოხვევა მოახერხა.
- ღმერთო ჩემო.. - სუნთქვა აჩქარებული მოშორდა მარიამი მამაკაცს, დემეტრე კი ყურებამდე გაღიმებული უყურებდა მარიამის აცახცახებულ სიტყვებს.
ამ დროს სრულიად მოულოდნელად შემოვარდა თამაშისგან გადაღლილი მელისა.
- დეე - მარიამთან მივარდა და მოეხვია, მისმა ერთმა დაძახებულმა სიტყვამ მარიამის გული დაიბყრო.
- ასე რატომ დამიძახე საყვარელო? - კითხა მელისას და თავი ააწევინა.
- ხომ იქნები ცემი დედიკო? იქ წასვლა აგალ მინდა. - მელისას სიტყვები მარიამის გულს მალამოდ ედებოდა, ერთი ცრემლიც ჩამოუვარდა და დემეტრეს გახედა რომელიც გაღიმებული უყურებდა ორივეს.
- პრინცესა ჩემთან არ მოხვალ? მეც მინდა შენი ჩახუტება. - ახლა უკვე დემეტრე ჩაერთო საუბარში და მალევე იგრძნო მელისას თბილი ხელების შეხება. - არ გინდა ცოტახნით ჩემთან და მარიამთან დარჩე პატარა? - კითხა დემეტრემ.
- დემეტრე მხოლოდ 1 დღის უფლებას მაძლევენ.
- მე მოვაგვარებ თუ პრინცესას უნდა.
- კიიიი, კიიი, მინდა კულულაა. - ატიტინდა მელისა, დემეტრეს უფრო მიეკრო და მის კულულებს ეთამაშებოდა.
- მიდი ახლა ითამაშე და ჩვენც მოვალთ. - ლოყები დაუკოცნა მელისას და გაუშვა.
- ეს რატომ უთხარი არვიცი მომცემენ თუ არა უფლებას დემეტრე, სანამ ქმარი არ მეყოლება ვერ წამოვიყვან გესმის? არმინდა ტყუილი იმედები მივცე ბავშს, მინდა ბედნიერი იყოს, ძალიან გთხოვ.. - ტირილის ნოტები შეერია მარიამის ხმას, მელისაში თავის პატარა თავს ხედავდა, ამიტომ სურდა სულ ბედნიერი და ლაღი ბავშობა ქონოდა პატარა ქალბატონს.
დემეტრე მიუახლოვდა და ძლიერი მკლავი მოხვია, და თავზე აკოცა, ისე აბრუებდა მამაკაცის სუნამოს სუნი, მისი სიახლოვე, მასთან ყველაზე დაცულად გრძნობდა თავს, დიდი ხანი იყვნენ ჩახუტებულები, ვერც კი მიხვდა მარიამი როდის მოდუნდა და დაეხუჭა თვალები, დემეტრემ ხელში აიტაცა პატარა სიფრიფანა სხეული და საძინებელში დააწვინა.
თვითონ კი მელისასთან მივიდა და საკმაოდ ადვილად გამონახა საერთო ენა, ბოლოს ერთად ისხდნენ ტელევიზორის წინ, მელისა დემეტრეს კალთაზე მოკალათებულიყო, და სრული ნეტარება გაეჩაღებინა, დემეტრე კი პატარა ქერა კულულებზე ეფერებოდა და შიგადაშგ კოცნიდა.
სიყვარული იყო ეს ბავშვი, ნამდვილი ანგელოზი, ახლა უკვე ორი ანგელოზი ყავდა დემეტრეს, მარიამი და პატარა მელისა.



№1 სტუმარი ნია

ვაიმე რა კარგი ისტორიაა

 


№2 სტუმარი ნანამია

ᲡᲐᲧᲕᲐᲠᲚᲝᲑᲐᲐᲐᲐ... ᲛᲝᲛᲬᲝᲜᲡ ბავშვის თემაც რომ წამოწიე წინ გულიც,, ამიჩუყდა "
... მხოლოდ გთხოვ იქნებ თავები გაზარდო რა... მადლობა..

 


№3  offline წევრი Euphorymarigold

ნია
ვაიმე რა კარგი ისტორიაა

მადლობა! <3

ნანამია
ᲡᲐᲧᲕᲐᲠᲚᲝᲑᲐᲐᲐᲐ... ᲛᲝᲛᲬᲝᲜᲡ ბავშვის თემაც რომ წამოწიე წინ გულიც,, ამიჩუყდა "
... მხოლოდ გთხოვ იქნებ თავები გაზარდო რა... მადლობა..

მადლობა შენ! გავითვალისწინებ როგორც შევძლებ! <3 <3

 


№4  offline წევრი Ninit nini

სიტყვებს ვერ ვპოულობ აღარ ვიცი რაღა დაგიწერო ძალიან კარგად წერ ამ ისტორიას <3

 


№5  offline წევრი Euphorymarigold

Ninit nini
სიტყვებს ვერ ვპოულობ აღარ ვიცი რაღა დაგიწერო ძალიან კარგად წერ ამ ისტორიას <3

საყვარელო, მიხარია თუ მოგწონს, მადლობა<3

 


№6  offline წევრი Daldoni Daldoni

საინტერესო და სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორიაა..

 


№7  offline წევრი Euphorymarigold

Daldoni Daldoni
საინტერესო და სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორიაა..

მადლობა, მიხარია თუ მოგწონთ! <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent