შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეორე სუნთქვა 2 თავი


18-02-2024, 20:42
ავტორი NiLLoIyA
ნანახია 846

ვეღარაფრით დაიძინა იმ ღამეს, მთელი შვიდი წლის ნაშენები იმედები, რომ ვეღარასოდეს შეხვდებოდა თავზე ჩამოენგრა და თითქოს გულზე და ფილტვებზე, მაგრად მოუჭირეს ხელიო სუნთქვაც აღარ შეეძლო. მთელი ღამე ოთახის ჭერზე ჰქონდა თვალი გაშტერებული და ვერაფერზე ფიქრობდა. აკანკალებული, ცრემლმორეული ისევ წარსულში გადაეშვა და თავი ვერ დააღწია იმ ტკბილი მოგონებებს, რაც გამსახურდიასთან აკავშირებდა. გაახსენდა, როგორ ცდილობდა დემეტრე ლუნასთვის თავი მოეწონებია, როგორ თბილად ექცეოდა, როგორ ზრუნავდა მასზე, როგორ ბავშვივით უხაროდა ლუნას ყოველი გაღიმება. გაცნობიდან დაწყებული იმ საშინელ დღემდე ყველაფერი ერთმანეთის მიყოლებით გაახსენდა და ხან ეღიმებოდა სევდიანს, ხანაც ცრემლები ჩამოდიოდა სიფრიფანა, თეთრ ღაწვებზე.
ფიქრობდა და ვერაფრით იჯერებდა გამსახურდიას დაბრუნებას, არარელურად ეჩვენებოდა. მეგობრებისგან იცოდა, რომ საზღვარგარეთ წავიდა და იმის მერე აღარც დაინტერესებულა სად ან როგორ იყო, მის მეგობრებთანაც გაწყვიტა კონტაქტი და რადგან თორნიკე და გეგა კოლეგები იყვნენ, მხოლოდ მასთან ჰქონდა ურთიერთობა, ისიც იმ შემთხვევაში თუ ქუჩაში ან თორნიკესთან მისულს დერეფანში შეხვდებოდა, ზრდილობის გამო მოიკითხავდა და სულ ეს იყო. არასოდეს დაცდენია გეგას დემეტრეზე არც ერთი სიტყვა, იცოდა გულს ატკენდა ლუნას და როცა შემთხვევით შეხვდებოდნენ, ზედაპირულად მოიკითხავდა და მალე გაეცლებოდა ხოლმე.
შვიდი წლის წინ ყველაფერზე უფრო უნდოდა გამსახურდია და მასთან დაკავშირებული ყველა მოგონება დავიწყებოდა, უკვალოდ გამქრალიყო მისი მეხსიერებიდან, საშინელი კოშმარი ყოფილიყო, რომლიდანაც გამოღვიძებას შეძლებდა, მაგრამ დროის სვლასთან ერთად ეს სურვილიც გაუფერულდა და ბოლოს ნელ-ნელა სულ გაქრა. თითქოს ის, რაც წარსულში მოხდა, დღეს მაგალითად ედო წინ და აღარ უნდოდა ის დავიწყებოდა, რამაც აქამდე მოიყვანა, მაგრამ დღეს, როცა თავის წარსულს თვალებში ჩახედა, როცა ამდენი ხნის შემდეგ ისევ მოუწია შეხვედრა, დავიწყების სურვილი ისევ გაუჩნდა. ისე იყო ფიქრებისგან და ტირილისგან გადაღლილი დაძინებასაც ვეღარ ახერხებდა ან როგორ შეძლებდა, თვალების დახუჭვაც უჭირდა უკვე ისე ეწვოდა, თითქმის დილის ოთხი საათი სრულდებოდა ფეხზე, რომ წამოდგა სააბაზანოსკენ წავიდა, სახე ჩამოიბანა და საწოლში დაბრუნებულს თვალების დახუჭვა იმდენად აღარ უჭირდა, როგორც მანამდე. გადაღლილს მალევე ჩაეძინა. პატარა ბავშვივით იცოდა ძილი, ხელებს ლოყის ქვეშ დაილაგებდა და ბაგე ოდნავ შეხსნიდა ხოლმე.
- დემეტრე გეხვეწები აქ არ დამტოვო, გთხოვ დემნა ოდნავ მაინც, თუ გიყვარვარ გადამარჩინე - მთელი ხმით მოთქვამდა, ოფლში ცურავდა და საშინლად ბორგავდა. ნელ-ნელა უახლოვდება, უკვე იმდენად ახლოსაა მისი სუნთქვა სახეზე ეცემა...- არაა - იკივლა და საწოლიდან წამოხტა, ვერაფრით წყნარდებოდა, ისე ტიროდა გულს იგდებინებდა. საწოლის ერთ კუთხეში მოიკუნტა და ტირილ-ტირილით ჩარგო თავი მუხლებში.
- რატომ დემე, რატომ? რატომ არ გადამარჩინე? - მონოტონურად იმეორებდა ამ სიტყვებს და ისე დაათენდა თავზე ვერაფერი გაიგო. არ უნდოდა საწოლიდან ადგომა. მთელი დღით, რომ ყოფილიყო საწოლში ადგომას ერთი წამითაც არ მოისურვებდა ისე ტკიოდა სხეული. ავადმყოფი გეგონებოდა სახეზე, რომ შეხედავდი, ცისფერი თვალები ჩაწითლებული და შეშუპებული ჰქონდა და როგორც თვითონ ამბობდა მთელი სხეული სტკიოდა, რომ არა წინა დღით მიღებული შეკვეთები ოთახიდან ცხვირსაც არ გაყოფდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა საწოლიდან წამოდგა, შეშუპებულ სახეზე თითები ჩამოისვა და მოწესრიგება დაიწყო. ფეხშიშველი დატანტალებდა ოთახში და მოკლე ქერა თმას თითებით ისწორებდა, მერე სარკეში თავის ანარეკლს შეხედა და ოთახიდან გავიდა.
- ლუნა კიდევ ცოტახნით, რომ არ გამოსულიყავი ოთახიდან ვიფიქრებდი რაღაც დაგემართა. - შეშინებული ხმა ჰქონდა ნორას.
- რა უნდა დამმართნოდა ნორა, უბრალოდ ჩამეძინა - თვალები გადაატრიალა და მაგიდას მიუჯდა. არაფრის თქმას არ აპირებდა ნორასთვის, აღარ უნდოდა მის გამო ენერვიულა. - თოკო და ნინი წავიდნენ?
- თორნიკეს სასწრაფო ოპერაციაზე დაურეკეს და თან ნინიც გაიყოლა. - ამოიხრა ქალმა - ბავშვები ერთი წამით ვეღარ იცლიან. დასანახად მენატრებიან უკვე.
- კარგი, კესოს მე წავიყვან ბაღში.
- არ ისაუზმებ? - ჰკითხა ნორამ, როცა დაინახა უმცროსი გიორგობიანი უკვე გასასვლელად ემზადებოდა.
- არა.
- მაინც მგონია, რომ რაღაც გჭირს - საკუთარ თავში დარწმუნებულმა უთხრა ნორამ და მიუხედავად იმისა გიორგობიანმა იუარა მაინც არ დაიჯერა. იცნობდა თავის შვილს და მარტივად ხვდებოდა, როდის უჭირდა და როდის ულხინდა.
- გთხოვ ნორა, არაფერი არ მჭირს. - ბავშვს ხელი ჩაკიდა და სახლიდან ხმის ამუღებლად გავიდა.
- მამიდა, ცუდად ხარ? - გაჩერდა და გაფართოებული თვალებით შეხდა.
- არა, მამიდა რატო მეკითხები? - ეცადა გაეღიმა, მაგრამ რამდენადაც კარგად იყო იმდენად გულწრფელად გაიღიმა. არ გამოუვიდა.
- თვალები ჩაშავებული გაქვს და გეტყობა არ გიძინია - ისე ჩამოურაკრაკა მიზეზები ხმა ვეღარ ამოიღო. არ გაკვირვებია კესოსგან ასე, რომ ჩამოუყალიბა სათქმელი შეჩვეული იყო უკვე დიდი ადამიანივით მსჯელობდა და ესმოდა ყველაფერი.
- წავიდეთ, ბაღში დაგვაგვიანდება - ეცადა თემა შეეცვალა და გამოუვიდა კიდეც. კესო ბაღში დატოვა და თვითონ სახელოსნოში წავიდა, რამდენიმე შეკვეთა ჰქონდა გასამზადებელი, მაგრამ ვაი იმ გამზადებას გუშინდელი დღე ედგა თვალწინ და ვერაფრით იშორებდა გონებიდან ნაცნობ სახეს, რამდენი წელი გავიდა და მაინც, როგორ უჭირდა ისევ. შვიდი წელი არაფერი სმენია მასზე და სიმართლე ითქვას თვითონაც არ გამოუთქვამს სურვილი მასზე, რამე ინფორმაცია მიეღო. ნეტავ სად იყო მთელი ეს დრო? ან როგორ იყო? რას საქმიანობდა? ნეტა ცოლი როდის მოიყვანა? ან რამდენი შვილი ჰყავდათ? ბავშვის სახე მართალია არ დაუნახავს, მაგრამ იცოდა მამასავით სიმპატური იქნებოდა ბიჭი. გუშინდლის მერე ამ ფიქრებს ვეღარ აღწევდა თავს.
- გოგონა გესმით ჩემი? თქვენ გელაპარაკებით გოგონა... - შუახნის ქალბატონი იდგა ლუნას წინ და მის ფიქრებიდან გამოყვანას ამაოდ ცდილობდა.
- აჰ, მაპატიეთ. გისმენთ რა გნებავთ? - ცოტა დაბნეულმა გასცა პასუხი და ვერც კი მიხვდა შეკვეთის წასაღებად, რომ იყო მოსული ქალი.
- აი ეს ნახატი - მოლბერტზე არსებული ნახატისკენ გაიშირა თითი - ორი დღის წინ ვიყავი ჩემთვის უნდა გაგემზადებინათ.
- დიახ, გამახსენდა. უკვე მზადაა და შეგიძლიათ წაიღოთ - უკვე შეფუთული ნახატი გაუწოდა და დაემშვიდობა.
ისე იყო ვინმესთან, რომ არ ელაპარკა გული გაუსკდებოდა, ამიტომ მოწესრიგდა და საჩქაროდ დატოვა სახელოსნო. მთელი გზა ისე გაიარა ნანუკას სახლამდე, ვერც გაიგო ფიქრებში წასულმა. მისი ფიქრები მხოლოდ ერთ ადამიანს დატრიალებდა და ეჭვი ჰქონდა ახლა მარტივად აღარაფერი იქნებოდა. ზარი დარეკა და დაელოდა, როდის გაუღებდა კარს მეგობარი, მაგრამ ზღურბლს მიღმა მამაკაცი, რომ გამოჩნდა ცოტა დაიბნა. ერთხანს დაკვირვებით უმზირა და რომ დარწმუნდა თვალები არ ატყუებდა მხოლოდ მერე გაიღიმა და გადაეხია ძველ მეგობარს.
- როგორ ხარ? არ მეგონა ისევ თუ შეგხვდებოდი - დაბნეული იყო ლუნა აშკარად არ ელოდა აქ თუ ნახავდა.
- დიდი დრო გავიდა. შენ როგორ ხარ? - სახე გაბადრული და თვალებ გაბრწყინებული ელაპარაკებოდა კაცი. - შემოდი ნანუკა შინ არის - კარს მოშორდა და ანიშნა შემოდიო.
- ნანუკა, ლუნა მოვიდა - სამზარეულოში გასძახა დეიდაშვილს და ისიც წამში გამოჩნდა მისაღებში.
- არ ვიცოდი თუ მოდიოდი - ოდნავ ღიმილით თქვა ახვლედიანმა.
- საქმეზე ვიყავი აქეთ და შემოვიარე, არ ვიცოდი სტუმარი თუ გყავდა. - ისე იცრუა ლამის თვითონაც დაიჯერა.
- დანიელზე ამბობ? - ცოტა გაუკვირდა ახვლედიანს, ადრე ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან და ახლა სტუმრად, უცხო ადამიანად ჩათვალა - როდიდან გახდა დანიელი შენთვის იმდენად უცხო სტუმრად, რომ მოიხსენიებ? - უხერხულად შეიშმუშნა გიორგობიანი. თვითონაც არ იცოდა, როდის გაუუცხოვდა ასე იმ კაცს, რომელთანაც ლამის მთელი ბავშვობა გაატარა. აღარაფერი უთქვამს. მდუმარედ დაჯდა დივანზე და რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ ფიქრებში დაფრინავდა. მალე შეატყო მეგობარმა რაღაც რიგზე, რომ ვერ ჰქონდა და დანიელი სახლიდან გააგდო ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
- აბა ლუნა მომიყევი რა ხდება. გისმენ - დივანზე მის გვერდით დაჯდა და ინტერესიანი მზერა მიაპყრო. მუდამ ასეთი იყო, ყვლაფერი აინტერესებდა და ამას არც მალავდა. გულს გაუწვრილებდა ხოლმე ლუნას ვიდრე ყველაფერს არ გამოკითხავდა.
- დაბრუნდა. - ეს ერთი სიტყვაც საკმარისი აღმოჩნდა ყველაფრის მისახვედრად და იმხელა ხმაზე შეკივლა ერთიანად შეხტა გიორგობიანი.
- ლუნა რას ნიშნავს დაბრუნდა? - რომ მიხდა ხმის ამოღებას არ აპირებდა ლაპარაკი გააგრძელა - ხმა ამოიღე ნუ გადამიყვანე ჭკუიდან.
- დაბრუნდა. - ისევ პაუზა გააკეთა და მერე ღრმად, რომ ამოისუნთქა გააგრძელა - დემეტრე დაბრუნდა... - ხმა აუკანკალდა - გუშინ ბაღში შევხვდი - ცრემლი ჩამოუგორდა და ხმის დამორჩილებაც ძალიან უჭირდა - მეშინია ნანუკა, არ ვიცი რა უნდა ვქნა, წარსული ასე ახლოს არასოდეს ყოფილა - თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა.
- რამე გითხრა ლუნა? - თან ქერა თმაზე ეფერებოდა და თან ეხუტებოდა.
- არაფერი უთქვამს - თავი გააქნია უარყოფის ნიშნად. - ნორამ ან თორნიკემ, რომ გაიგოს ვიცი კარგად არ დამთარდება და ეს პირველზე უფრო მტკივნეული იქნება.
- აპატიებდი ლუნა მაშინ, რომ გენახა? - ბევრჯერ უნდოდა ამის კითხვა, მაგრამ როცა ხედავდა, როგორ ეცვლებოდა განწყობა დემეტრეზე გადაგკვრით რამის თქმისასაც კი ჩუმდებოდა, არ უნდოდა მეგობრისთვის წარსულის იარები კიდევ ერთხელ გაეხსნა. ჩაწითლებული წყლიანი თვალებით შეხედა გიორგობიანმა და როცა დუმილი აუტანელი გახდა ხმა ამოიღო.
- ალბათ ვაპატიებდი - გულწრფელი იყო ამ წამს და ზუსტად ის თქვა, რასაც ფიქრობდა. ხშირად უფიქრია ამაზე და ვერასოდეს ამბობდა იმ მომენტში რას იზამდა. ალბათ მაშინ დემეტრე ყველაფერზე მეტად სჭირდებოდა. სჭირდებოდა, რომ ყველაფრის გადალახვაში დახმარებოდა. დემეტრე... არ აღიარებდა თორემ, დემეტრე ახლაც ჰაერივით სჭირდებოდა. - ალბათ კი არა აუცილებლად ვაპატიებდი, მაგრამ ხომ იცი ჩემთან შეხვედრაზე უარი თქვა. - შედარებით დამშვიდებულმა განაგრძო ლაპარაკი.
- ახლა, როცა უკვე აქ არის შენთან დაბრუნება, რომ მოინდომოს რას გააკეთებ? - თვალებ გაფართოებული, ინტერესით სავსე მზერას არ აშორებდა მეგობარს და გიორგობიანმა კიდევ ერთხელ გაიფიქრა, როგორი ცნობისმოყვარეაო.
- ნანუკა პატარა გოგო აღარ ვარ და აღარც თავგადასავლებს და სიყვარულს ვეძებ. - ჩაეცინა - ვისწავლე, როგორ ვიყო ჩემი თავით ბედნიერი, ასე რომ სხვა აღარაფერი მჭირდება.
- პატარა რომ აღარ ხარ და უკვე გაიზარდე მაგიტომაც ვფიქრობ თუ დაბრუნდება უარს არ კი არა, ვერ ეტყვი. - ჩაეცინა ახვლედიანს.
- შენი თვალით ნახავ, როგორ ვეტყვი უარს - თავის პოზიციაზე რჩებოდა და ცდილობდა არ შეტყობოდა, როგორ ტეხდა შინაგანად ეს დიალოგი.
- გიყვარს ლუნა - ჯერ ჩუმად დაიწყო ხოლო, რომ მიხვდა ქალი ხმის გაღებას არ აპირებდა, ხმამაღლა გააგრძელა ლაპარაკი ნანუკამ - გიყვარს და ძალიან გთხოვ ჩემთან, მაინც ნუ თამაშობ უგრძნობი რობოტის როლს. რაც თავი მახსოვს ერთად ვართ და ყველაფერი ვიცით ერთმანეთზე. ისიც კარგად ვიცი, როგორი რთული იყო შენთვის განვლილი წლები და ისიც, რომ ისევ გიყვარს დემეტრე. დარწმუნებული ვარ მის ერთ გაღიმებაზე, ისევ პატარა გოგოსავით აგიჩქროლდება გული და იმაშიც დარწმუნებული ვარ, თუ გეტყვის მიყვარხარ-ო გვერდიდან აღარ მოშორდები, ტკიპასავით მიეწებები, ყველას და ყველაფერს ზურგს შეაქცევ ოღონდ მასთან იყო. დამიჯერე ლუნა, დამიჯერე ასე იქნება. - ლუნა დუმდა, საკუთარ ხელებს დაჩერებოდა და ხვდებოდა ნანუკა არ ტყუოდა.
- ამ საკითხზე ლაპარაკი აღარ მინდა ნანუკა. - ეს სიტყვები თქვა და მეგობრის სახლიდან საჩქაროდ გამოვიდა.
არც დაემშვიდობა ისე წავიდა, უცხო ადამიანს, რომ დაენახა იმ წუთას იფიქრებდა მეგობრის სიტყვებმა გული ატკინაო და შეიძლება ასეც იყო, მაგრამ ლუნა იმიტომ წამოვიდა მიხვდა მართლას ამბობდა ახვლედიანი და ამდენ სიმართლეს, წარსულის ისევ აწმყოდ განხილვას ვეღარ გაუძლებდა.
გაჩერებამდე ფეხით მივიდა.
გუშინდელი საღამოს მერე ხომ დაბნეული იყო სულ და ახლა მითუმეტეს ისე გაეთიშა გონება და იმდენად გადაეშვა ფიქრებში, ისე ნათლად წარმოიდგინა და გაიხსენა წარსული ჯერ, რომ არასოდეს გაუხსენებია. მაინც, რატომ გამოჩნდა ახლა, როცა ისევ ყველაფერში სიცოცხლის და სიხარულის მიზეზი დაინახა ლუნამ. ტელეფონის ზარმა გამოიყვანა ფიქრებიდან და წამით აზრზე ვერ მოვიდა რა ხდებოდა, მაგრამ მერე მიხვდა და ამღერებული ტელეფონის სენსორს თითი გადაუსვა.
- გისმენ თორნიკე - ისეთი დაღლილი ხმით უპასუხა იფიქრებდით, რამდენიმე ღამეა არ უძინიაო.
- ლუნა გთხოვ კესოსთან მიდი ბაღში მასწავლებელმა დამირეკა დაცემულა და მგონი ფეხი აქვს ნაღრძობი ზუსტად არ ვიცი. მე ოპერაციაზე შევდივარ ახლა და ვერ ვახერხებ. - ისეთი შეშინებული და აღელვებული ელაპარაკებოდა უმცროსი გიორგობიანი ლამის თავადაც გული გაუსკდა.
- რას ამბობ თორნიკე რა დაემართა? - ხმა აუკანკალდა და სულ გაადავიწყდა თავისი ფიქრები - ახლავე მივალ მასთან - ტაქსი გააჩერა და ბაღის მისამართი უთხრა.
- ლუნა გთხოვ სწრაფად, აქ მოიყვანე ჩემი თვალით თუ არ ვნახე, როგორ არის ჭკუიდან გადავალ. - ტელეფონში ექთნის ხმა გაისმა, ბატონო თორნიკე ოპერაციაზე გელოდებიანო. - წავედი ლუნა და ეცადე მალე მიხვიდე მასთან.
ფული წინასწარ გადაიხადა და დანიშნულების ადგილზე, რომ მივიდა არც გახსენებია მძღოლისთვის ეთქვა დამელოდე და საავადმყოფოშიც წამიყვანეთო. ლამის კისრისტეხით გადმოხტა მანქანიდან და სირბილით გაიქცა შენობისკენ. შესასვლელში ვიღაცას ძლიერად დაეჯახა და ისე, რომ სახე არც დაუნახავს თავი დაუკრა, ბოდიში მოიხადა და ატირებულ ბავშვთან მიირბინა, რომლის დამშვიდებასაც მასწავლებელი უშედეგოდ ცდილობდა.
- კეს აქ ვარ, ნუ გეშინია - მასთან ჩაიჩოქა, ჩანთა იატაკზე ჩაცრდა თუმცა ვის აინტერესებდა ჩანთა, გულში ჩაიკრა პატარა მტირალა და დამშვიდებას მოყვა. - ნუ ტირი, მამიკოსთან წაგიყვან ახლა და ყველაფერი კარგად იქნება. შენ ხომ ჩემი ძლიერი გოგო ხარ? - ცრემლიან თვალებში, რომ უყურებდა გული უწუხდა, ასე გულამომჯდარს ჯერ არ უტირია და საერთოდაც არ მიეკუთვნებოდა იმ ბავშვების კატეგორიას ვინც უბრალო რამეზეც ტირის.
- მამიკოსთან მინდა, ჩემი მამიკო მიშველის. - საწყლად წუწუნებდა მამიკოს გოგო.
რის ვაივაგლახით გამოიყვანა გარეთ ბავშვი და ერთ უბედურებას უკვე მეორე დაემატა და იმ მომენტში ეს პირველზე გაცილებით საშინელი იყო. გაახსენდა, რომ ტაქსი გაუშვა.
ისე იყო გამწარებული თავისთვის დაიწყო უკვე ლაპარაკი.
- რა სულელი ხარ ლუნა, სულელი ქალი, როგორ დაგავიწყდა ტაქსისთვის დალოდება გეთხოვა. კიდევ კარგი აპლიკაცია მაქვს. - ბუტბუტებდა თავისთვის და სულ არ აინტერესებდა რას იფიქრებდნენ იქ შეკრებილი მშობლები, რომლებიც საეჭვოდ უყურებდნენ.
- კი ძალიან მტკივა - კესოს ხმა გაიგონა, რომელსაც ტირილი მოყვა. ჯერ თვალები დააფახურა და იფიქრა მელანდებაო, მაგრამ მერე, როცა ისევ გაიგონა ხმა მალევე მიიხედა მისკენ.
- კეს ვის ელაპარაკები მე არაფერი მიკითხავს. - ბავშვთან მამაკაცი ცალ მუხლზე დაჩოქილი იდგა და ელაპარაკებოდა.
- დემეტრე? - უცნაურად მოხვდა ყურში თავისივე პირით ნათქვამი მამაკაცის სახელი და არც იმას ელოდა აქ თუ ნახავდა. ლუნასგან ზურგით იდგა ჩანდა ბავშვს თმასა და სახეზე ეფერებოდა.
- გამარჯობა - თავი შემოაბრუნა და მერე ფეხზეც წამოდგა. სპორტულ ფორმაში იყო. ნაცრისფერი ჰუდი და შავი სპორტული კიდევ უფრო სიმპატიურს ხდიდა კაცს და როცა ამას მიხვდა ქალი იფიქრა პრინცი წავიდა და მეფე დაბრუნდაო. ადგილზე მიყინული იდგა გიორგობიანი და ვეღარაფერს აკეთებდა. რამდენიმე წუთი ასე უყურა თვალებში და ეს წუთები ისე გაიწელა საათებად მოეჩვენა.
- მამიკო მალე მოვა? - კესომ მოიყვანა აზრზე და გადაარჩინა კიდეც საკუნოდ უძრავად დგომისგან და უხერხული სიტუაციისგან.
- კეს მამიკო ვერ მოვა, ოპერაციაზეა, ჩვენ მივიდეთ მასთან კარგი? - ბავშვთან ჩაიმუხლა და თვალის კუთხიდან შენიშნა, როგორ შეკრა წარბები დემეტრემ, როდესაც ბავშვმა მამიკო ახსენა. ვინ იცის რას ფიქრობდა იმ წამს გამსახურდია. იქნებ იფიქრა, რომ ბავშვი, რომელსაც თავს ქალი დატრიალებდა მისი შვილი იყო.
- ტაქსი მალე მოვა და წავალთ. - დაძაბული იყო, ამდენი ხნის მერე პირველად იყო ასე ახლოს მასთან.
პირველად იყო მხოლოდ სანტიმეტრები, რომ აშორებდათ ერთმანეთს და პირველად იყო, რომ ბავშვთან ერთად ელაპარაკებოდა.
ტელეფონზე დარეკა.
- ელენიკო ლაზოს წამოსაყვანად მივედი ბაღში, მაგრამ რაღაც საქმე გამომიჩნდა და გთხოვ იქნებ მოხვიდე და წაიყვანო სახლში? - სთხოვა ქალს.
- კაი, არ დავიგვიანებ. გაკოცე წითურ თავზე. - გაეცინა და ჯიბეში ჩაიცურა ტელეფონი.
- დედიკო მოგაკითხავს კაი? მე რაღაც საქმე მაქვს და საღამოს გავერთოთ. - დაუკოცნა ლოყები და მასწავლებლის მეთვალყურეობის ქვეშ დატოვა.
- ტაქსი არ მოვიდეს. - გიორგობიანებისკენ მიბრუნდა და მეტად მკაცრი, ცივი ხმით უთხრა.
- უკაცრავად? - ხმის დამორჩილება უჭირდება და მერე, როგორ ძლივს აბამდე ასოებს ერთმანეთს.
- ტაქსი არ მოვიდეს - ისევ ისე მკაცრად უთხრა და პასუხს, არც დალოდებია ბავშვი ხელში აიტაცა და თავისი მანქანისკენ დაიძრა.
- რას აკეთებ? მე არ მითქვამს, რომ საავადმყოფოში უნდა წაგვიყვანო. - გაოცებული, დაბნეული და დაძაბული აედევნა უკან და ეცადა ხმის კონტროლი არ დაეკარგა.
- მე ვთქვი სამაგიეროდ. ჩაჯექი მანქანაში. - ბავშვი უკანა სავარძელზე დასვა და წინა კარი გაუღო ლუნას.
- ტაქსი უკვე გზაშია ასე, რომ მას დაველოდებით. - ეცადა მკაცრად ეთქვა, ისე რომ შეწინააღმდეგება ვეღარ მოეხერხებინა დემეტრეს, მაგრამ გამსახურდია რის გამსახურდია იქნებოდა ასე მარტივად, რომ დათანხმებოდა.
- დაჯექი ნუ გეშინია. შენს ქმართან საღ-სალამათს მიგიყვან - ირონიულად ჩაეცინა და როცა ლუნას აზიდული წარბები და ძლივს შეკავებული სიცილი დაინახა ვერ მიხვდა რა ხდებოდა, წესით თვალებიდან ნაპერწკლები უნდა გადმოსცვენოდა გიორგობიანს.
მხოლოდ თავი გადააქნია და უკანა სავარძელზე ბავშვთან დაჯდა.
ოდნავ ჩაეცინა გამსახურდიას და წინა კარი დახურა.
უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და თავისთვის ჩუმად ჩაილაპარაკა - ისევ საშინლად ჯიუტია - და საჭეს მიუჯდა.
- ეს ბიძია ვინ არის? - ჩურჩულით გადაულაპარაკა პატარა ჭორიკანამ. ისე აკვირდებოდა გამსახურდიას თითქოს დაძაბულობის, საიდუმლოების სუნი იგრძნო და ენას ვეღარ აჩერებდა.
ლუნა დაიბნა, არ იცოდა რა ეპასუხა და ისე გააგრძელა ფანჯრიდან ყურება თითქოს ვერ გაიგონა კეოს ხმა. დემეტრემ სარკიდან გახედა და ჩაეცინა, როცა მისი არეული, აწითლებული სახე დაინახა და ბავშვის ცნობისმოყვარეობა თავად დააკმაყოფილა.
- მე დემეტრე მქვია ძია. შენი დედიკოს ძველი ნაცნობი ვარ - დედიკოს, რომ ამბობდა თითქოს ხმა გაუწყდა, ფერიც და გამომეტყველებაც შეეცვალა, წარბები შეკრა და ლუნას გახედა ისევ სარკიდან.
- ჩემ დედიკოს იცნობთ? - სულ გადაავიწყდა ფეხი, რომ სტკიოდა. ისე დაქაჩა თვალები და ისეთი ღიმილით გაიღიმა. ერთი თვალის შევლებაც საკმარისი იქნებოდა, რომ მიმხვდარიყავით, როგორ მოიხიბლა პატარა ქალბატონი კაცით.
- კი ვიცნობ, თან ძალიან კარგად - ამ სიტყვებზე ჯერ ლუნას გახედა, რომელიც ვერ ხვდებოდა, როგორ ლაპარაკობდა ასე გახსნილად, მარტივად. როგორ შეეძლო იმ ყველაფრის შემდეგ მაინც ასე თავისუფლად ესაუბრა? ფერები მალ-მალე ეცვლებოდა სახეზე გიორგობიანს და საშინლად დაძაბული იჯდა. ლუნამ წამით შეხედა გამსახურდიას და ერთმა აზრმა გაუელვა გონებაში:ისეთი თვალებით მიყურებს გამსახურდია ერთიანად ზიზღს აფრქვევს-ო.
- დედიკოს და მამიკოს ყველა მეგობარს ვიცნობ - ჩაფიქრებულმა დაიწყო კესომ - მაგრამ თქვენ არ მინახავხართ არასდროს. - თავისი ზღვისფერები მიანათა და დააკვირდა.
- იცი ძია მე დიდი ხანი არ ვიყავი აქ. სხვა ქვეყანაში ვცხოვრობდი - დრო და დრო ლუნას გახედავდა ხოლმე აინტერესებდა მისი ყოველი ცვლილება და ესეც რომ არ იყოს იმდენად მონატრებოდა ამ შვიდი წლის მანძილზე ახლა, რომ მარტო ყოფილიყვნენ ერთიანად თავის მკლავებში მოაქცევდა და მთელი გულით ჩაიხუტებდა, მიუხედავად იმისა იცოდა გიორგობიანი ამის უფლებას არ მისცემდა, მაინც ჯიუტად თავის აზრზე იყო და იმდენად მოუნდა ნაცნობ სხეულს ისევ ჩახუტებოდა თითებიდან დაწყებული მთელი სხეული გაუბუჟდა და აეწვა.
- როგორ ჰგავხარ დედიკოს, შენც ცისფერთვალება ქალბატონი ხარ - სევდიანი ღიმილით ჩაილაპარაკა გამსახურდიამ და ლუნას გაუსწორა სარკეში თვალი.
- დედიკოს?... - უკვე საავადმყოფოს წინ იყვნენ და რომ მიხვდა რის თქმას აპირებდა კესო, სასწრაფოდ გადავიდა მანქანიდან და ბავშვიც გადაიყვანა.
- კესო მამიკოს უკვე მივწერე და გამოვა ჩვენს წასაყვანად - გაუღიმა ბავშვს და არ შეიმჩნია, როგორ ამოუდგა გვერდით გამსახურდია.
- შიგნით შეგიყვან პატარა ქალბატონო - ხელში უნდა ეტაცებინა თავად ბავშვმა, რომ უთხრა მამიკო მოდის და ის წამიყვანსო.
- მადლობა რომ მოგვიყვანე - ზრდილობის გამო უთხრა და თან იფიქრა რაც მალე დავემშვიდობები მით მალე წავაო და ასეც მოხდა. ისე შებრუნდა და ჩაჯდა მანქანაში სიტყვაც არ უთქვამს.
თორნიკემ ბავშვს რენტგენი გადაუღო და აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ნაღრძობი იყო და შვებით ამოისუნთქა.
- მამიკო იცი, როგორ შემეშინდა? - სატირლად დაებრიცა ტუჩები და ისედაც წყლინი თვალები კიდევ უფრო აუწყლიანდა და ვიდრე ცრემლები ჩამოუგორდებოდა თორნიკემ ხმის ამოღება და მისი დამშვიდება მოასწრო.
- ნუ გეშინია მამი მე აქ ვარ შენთან. - გაუღიმა შვილს და ქერა თმაზე გადაუსვა ხელი.
- თოკო წავიყვან კესოს სახლში შენ ალბათ ოპერაციები გაქვს. - გადაღლილი ხმით უთხრა და საკმიდან წამოდგა.
- შენ წადი ლუ. კესო ჩემთან იქნება, დღეს მეტი ოპერაცია აღარ მაქვს. - ხელი დაუქნია დამშიდობების ნიშნად და უმცროსი გიორგობიანის კაბინეტი დატოვა. საავადმყოფოს ეზოში გამოსულმა მარშუტკის თავი არ მაქვსო, ტელეფონის ძებნა დაიწყო ტაქსი, რომ გამოეძახებინა. მარშრუტს ირჩევდა ტოიოტას მარკის მანქანა, რომ გაჩერდა მის წინ, თავიდან ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ რამდენიმე წამში სიგნალის ხმა, რომ მისწვდა მის ყურთასმენას - ოღონდ ეს არა - მხოლოდ ეს აღმოხდა სასოწარკვეთილს.



№1 სტუმარი სტუმარი ნინა

კარგია გააგრძელე❤️

 


№2  offline მოდერი NiLLoIyA

სტუმარი ნინა
კარგია გააგრძელე❤️

მესამე თავს დღეს საღამოს ავტვირთავ????

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინი

კარგია ველოდები გაგრძელებას❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent