ნენე(21)
,,ნენე საერთოდ არ ვიცი წერილების წერა და არც არასდროს დამიწერია, პირველად ვწერ. არ მაძლევ საშუალებას, რომ ეს ყველაფერი პირადად გითხრა, ამიტომ ასე გეტყვი. მიყვარხარ. კი ზუსტად ისე, როგორც ახლა გაიფიქრე. პირველივე დღიდან ასე მიყვარდი, მაგრამ შენ არასდროს მპასუხობდი იგივეთი. რა არ გავაკეთე, რომ შენი ყურადღება მიმექცია, არ ეჭვიანობდი, საერთოდ არც მოგწონდი, ზედაც არ მიყურებდი. ჩემთვის არასდროს არ შემოგიხედავს ისე, როგორც ნერსეს უყურებ. რაღაც მომენტში გადავწყვიტე უბრალოდ დავნებებულიყავი და ალბათ ნერსე რომ არა, მე და შენ მეგობრობასაც აღარ გავაგრძელებდით. ახლა კი იძულებული ვარ ყოველდღე გიყურო ჩემი ძმის გვერდით. ბედნიერი რომ იყო, კიდევ შევეგუებოდი ამ ყველაფერს. დღითიდღე კიდევ და კიდევ უფრო იტანჯები ნერსეს გვერდით, უბრალოდ მინდა რომ ბედნიერი იყო. თუ ეს ბედნიერება შენთვის ჩემს გარეშე ცხოვრებაა, არც ამაზე შეგეწინააღმდეგები. წავალ და არასდროს აღარ შეგაწუხებ. ვიცი, ვეგოისტობ, რომ ამ ყველაფერს ახლა გეუბნები. იმდენად მეშინია შენი რეაქციის, რომ პირადად ვერც გეუბნები. თუმცა, ალბათ იმის მერე რაც გავაკეთე, ალბათ აღარც მნახავ. მინდა იცოდე, რომ უზომოდ მიყვარხარ და რაც არ უნდა გადაწყვიტო, ყველაფერს შევეგუები. უბრალოდ მინდა, რომ ბედნიერი იყო, თუ შენთვის ბედნიერება ჩემი ნაძირალა ძმის გვერდით ყოფნაა, დაე იყოს ასე. შეიძლება ვეღარასდროს გნახო, ამიტომ გწერ ამ წერილსაც. ბოდიში იმ ყველა წყენისთვის და გულის ტკენისთვის, რაც ჩემი მოკლე ჭკუით, შენი ბედნიერებისთვის გავაკეთე. მიყვარხარ -ვაჩე’’ ალბათ უსინდისობა იქნება, რომ გითხრათ, რომ არ ველოდი ვაჩესგან სიყვარულში გამოტყდომას. უფრო სწორად, ამას ნამდვილად არ ველოდი, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი, რომ სხვანაირად ვუყვარდი. აქამდე არ მყოლია ბიჭი მეგობარი და მეგონა ასე იქცეოდნენ ძმაკაცები, მაგრამ რაც დრო გადიოდა, ვხვდებოდი, რომ ჩემს მიმართ სხვანაირად იყო განწყობილი. როდესაც აბორტის გაკეთება შემომთავაზა, მანდ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩემს მიმართ გრძნობები გააჩნდა. თუმცა ჩემს თავთან არ ვაღიარებდი. ეს რომ ნერსეს გაეგო, საკუთარ ძმას ალბათ მოკლავდა. ან შეიძლება იცოდა კიდეც და ამიტომ ეჭვიანობდა ხშირად ჩვენზე. ვაჩეს დაკარგვა ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო, თითქოს ვიღაცამ ჩემი გულის ნაწილი ამომაჭრა. ვაჩეს ჩემს ცხოვრებაში ნერსეს შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა და მის დაკარგვას ვერასდროს ვერ შევეგუებოდი. სიტყვებმა ,,შეიძლება ვეღარასდროს გნახო’’ გული მომიკლა, თან შემაშინა. ტელეფონი ამოვიღე, ვაჩეს ნომერი ავკრიფე და ეკრანს მივაჩერდი. ნერსე რომ არ შემხვედროდა, ალბათ მე და ვაჩე დღეს ერთად ვიქნებოდით. ვაჩეს დაკარგვა არ მინდოდა. ამიტომ, გავბედე და დავურეკე. არ აიღო. კიდევ ერთხელ დავურეკე, მაგრამ ისევ არ აიღო. შემეშინდა, ამიტომ მასთან სახლში წავედი. შემეშინდა, რომ თავს რამე დაუშავა, ნარკოტიკებისთვის ახალი დანებებული ჰქონდა თავი და არ მინდოდა რამე რომ დამართნოდა. ეზოს ჭიშკარი ღია იყო, სახლიდან მუსიკის ხმა ისმოდა. როგორც ყოველთვის ალბათ წვეულება ჰქონდა გაჩაღებული, ტყუილად ვნერვიულობდი. ამ ეზოში შემოსვლისას სულ დეჟავიუს განცდა მქონდა. ამ ეზოთი დაიწყო ყველაფერი. ამ ეზოში იჩხუბეს პირველად ჩემს თვალწინ ნერსემ და ვაჩემ, აქედან წამიყვანა პირველად ნერსემ სახლში. აქ მაქვს გატარებული სტუდენტობსი საუკეთესო წლები. მუსიკაც კი იგივე იყო და არასდროს იცვლებოდა. Cigarettes after sex – apocalypse. რამდენჯერ ატრიალებდნენ ამ სიმღერას ვერ აგიღწერთ. სახლში შევედი, უამრავი ხალხი იყო, ძირითადად სულ ჩვენი კურსელები. სადღაც კუთხეში მიკუჭული სალომე და რატი დავინახე, თქვენითაც მიხვდებით რითი იყვნენ დაკავებულები. ვაჩე არსად არ ჩანდა. მეორე სართულზე ავედი, მის საძინებელში შევედი, ანისთან ერთად იყო, სექსის დროს შევუსწარი. მე დებილს მეგონა განიცდიდა და ცუდად იყო. კარი გამოვიხურე. ისევ დეჟავიუ. სწორედ ასე შევუსწარი პირველად ეველინასთან. ალბათ მაშინაც ვუყვარდი. ახლა გული ამერევა ჩემს დებილ თავზე. ყველაფერს ადვილად ვიჯერებდი. ეგრე ქვევით ჩავედი, მაგრამ ვაჩეც გამოვარდა ოთახიდან ნახევრად შიშველი და გამომეკიდა. ტანზე არაფერი არ ეცვა. -ნენე, მოიცადე ორი წუთი-მკლავში ჩამავლო ხელი და სამზარეულოში გამიყვანა-ეხლა რაც ნახე... -არ გინდა-გავაჩერე-ძალიან კარგად ვხვდები ეხლა რაც დავინახე რა იყო. გული გამისკდა ის წერილი რომ ვნახე, მეგონა თავს რამეს დაუშავებდი და გიჟივით გამოვვარდი აქ. ტელეფონზეც არ მპასუხობდი. ნერვიულობით მოვკვდი და თურმე უბრალოდ შენს საცოლესთან ერთად სექსით ხარ დაკავებული. -ნენე, რაც იმ წერილში დავწერე, ყველაფერი სიმართლეა. -არაფერი არ არის სიმართლე. ეხლა არ ვაპირებ შენთან ამ თემაზე ლაპარაკს, რომ გამოფხიზლდები მერე. და ძალიან გთხოვ, არსად არ მოყვე ის რაც წერილში დამიწერე. -რატომ გრცხვენია? გიტყდება რომ მიყვარხარ?-არ დაიშალა თავისი და მაინც იმეორებდა დაუსრულებლად. -არა, არანაირად. ის უფრო მიტყდება, რომ გკიდია შენი ძმის ცოლი რომ ვარ და გაუთავებლად ცდილობ დაგვაშორო ერთმანეთს. მე შენ ძალიან მიყვარხარ, კარგად იცი შენი ადგილი და როლი ჩემს ცხოვრებაში და ძალიან გთხოვ, იმ წერტილამდე ნუ მიმიყვან რომ ხაზი გადაგისვა-სახე შეეცვალა. სევდიანი თვალებით მომჩერებოდა და სიტყვას-სიტყვას ვერ აბავდა- რამენაირად მოერიე შენს თავს, მე ჩემი მხრიდან გპირდები რომ ვეცდები ჩვეულებრივად გავაგრძელო შენთნ მეგობრობა, თუ მოეშვები მე და ნერსეს ურთიერთობის არევას. და ჰო კიდე-წასვლას ვაპირებდი, მაგრმა უცბად გამახსენდა და შევტრიალდი-ნერსესთან არაფერი წამოგცდეს. -ნერსემ უკვე იცის-მის თვალებში ყველანაირი ემოცია გაქრა ნერსეეს ხსენებისას, ირონიულად გაეცინა და ოთახში ავიდა. იცის? რას ქვია იცის? ნერსემ ამდენი ხანია იცის ვაჩეს გრძნობების შესახებ და ერთხელ არ დაცდენია ჩემთან? ან არ უნერვიულია რომ ერთად გვტოვებდა როდესაც ამერიკაში მიდიოდა? ან ცოცხალი დატოვა ამის გაგების შემდეგ? ბოლომდე ამერია გონება. ძალიან დაღლილი ვიყავი და აღარაფერზე ფიქრის ნერვი არ მქონდა. სახლში წავედი და დავიძინე. როგორც იქნა გამოვიძინე, ძლივს ნორმალურად მეძინა. ჯერჯერობით ერიკოც არ მელანდებოდა. თუმცა დილით საშინელი ტოქსიკოზი მქონდა, ჭამას ვაპირებდი და ყველის სუნზე ისეთი გულის რევა დამეწყო, საათნახევარი აბაზანაში ვიჯექი. ამ დროს დედაჩემმა დამირეკა ვიდეო ქოლით. -ელა, სადა ხარ დე?-მარტო ნანას თვალი ჩანდა ისე ახლოს ჰქონდა მიტანილი ტელეფონი სახესთან, სათვალეები ეკეთა თან და ციკლოპის თვალს გავდა დედაჩემის გამოსახულება ეკრანზე. -აბაზანაში. -გული გერევა? შენ მოგიკვდი, რთული ფეხმძიმობა გქონია. შენ რა ჩვენს ბინაში ხარ? იჩხუბეთ შენ და ნერსემ? -არა დედა, გუშინ კლიენტი მყავდა, მერე ნერსემ აქ მომაკითხა და დავრჩით ღამე, დაგვეზარა წასვლა. -აჰა, ვიფიქრე რამე ხომ არ მოხდა თქო. ელა, არ მომწონხარ მე შენ. რაღაც არ გადევს სახეზე ფერი და ისედაც ცუდად ხარ და არ მეუბნები. -არა, დედა კარგად ვარ. -აბა პეტრემ რატომ მითხრა რომ ექიმთან იყავით გუშინ წინ? -ჰორმონებს გადავყავარ ჭკუიდან და მინდოდა მეკითხა მართლა ფეხმძიმობის ბრალია თუ გამწვავება მაქვს. ჰორმონებიო მითხრა, ეხლა ნერსეს დასასვენებლად მივყავარ ბაკურიანში, ჰაერი მოგიხდებაო ექიმმა და გადამივლის ალბათ. არ ინერვიულო შენ. -გიას ნახულობ? ამას წინათ ველაპარკაე და არაფერი იცოდა შენი. -არა, ვერ ვახერხებ. მეც და ნერსეს დატვირთული გრაფიკები გვაქვს, ვნახავ მერე. კაი დე წავედი, გაიღვიძა ნერსემ და მივხედო. -კაი გკოცნი დედა, მომიკითხე ნერსე-ამდენი ტყუილი დედაჩემისთვის ერთიანად არასდროს არ მითქვამ.ს ან რა ნერსეს მივხედო, ერთხელ მისთვის ყავაც კი არ მომიდუღებია, არა თუ საჭმელი გამიკეთებია. ძლივს ავდექი და გამოვედი საძინებელში. თავბრუ მესხმოდა და ცოტახნით წამოვწექი. ვერაფერს ვერ ვჭამდი. თამარას დავურეკე და გამოსვლა ვთხოვე. მოვარდა ხილით, ბოსტნეულით და რა თქმა უნდა კუდით, ალექსანდრეთი. სახლის გასაღები ჰქონდა თამარას და თავისით შემოვიდა. -ნენე სად ხარ?-კაკუნ-კაკუნით შემოვიდა საძინებელში-გოგო, რა დაგემართა, ცუდად ხარ? -გული მერევა და თავბრუ მესხმის საშინლად. -ტოქსიკოზის ბრალია, ჭამე რამე? -არა, არ შემილია ვერ ვჭამ. -რას ქვია არ შეგილია. ალექს მიდი ჩაიდანი დაადგი, პიტნის ჩაის გავუკეთებ ცოტა დაუმშვიდებს მუცელს. -ალექსი?-წამოვდექი-რატო მოიყვანე? -დამშვიდდი ნერსე არ არის აქ-ალექსანდრემ ოთახში შემოიხედა და მერე სამზარეულოში გავიდა. -რატო არ დამირეკე აქამდე თუ ასე ცუდად იყავი? ან როგორ შეიძლება შენს მდგომარეობაში უჭმელობა, მიდი წამოდექი, სულ წოლაც არ შეილება-წამომაყენა და სამზარეულოში გავედით-ექიმთან იყავი უკვე? -არა, ვერ მოვახერხე. გუშინ კლინიკაში ვიწექი. -ჰო, მითხრეს. ამ დროს არ გჭირდებოდა. ნენე , აწი აღარაფერი არ დამიმალო, გეგონება უცხოები ვართ ერთმანეთისთვის. ეხლა შეჭამ, ცოტა მოღონიერდები და დღესვე წავალთ ექიმთან, უკვე 12 კვირის ორსული ხარ და ჯერ ეხოზეც არ ყოფილხარ, როგორ შეიძლება. -კარგი, გეხვეწები თამარა, ცუდად ვარ და ნუ მიმატებ. -ნუ იმკვდარუნებ თავს, ფეხმძიმედ ხარ , არ კვდები-ალექსანდრე მომიტრიალდა-ცოდა მოდი ეხლა გონს-ჩაი დამიდგა წინ-წესიერად არ ჭამ და აბა რა იქნება, ფეხმძიმე ქალი ნახევარი ადამიანის სამყოფს იღებ. თუ არ გინდა ნერსეს დავურეკო, ეხლა თამარა რასაც გაგიმზადებს მთლიანად შეჭამ. მე წავალ კიდე საჭმელს ვიყიდი, მაცივარში დაობებული ლიმნის გარდა არაფერი არ გიდევს-მაღაზიაში ჩავიდა და მარტო დაგვტოვა. -თამარა, რაღაც უნდა მოგიყვე. -როგორც იქნა-ინტერესით სავსე თვალებით გადმომხედა. -აგე-ვაჩეს წერილი მივაწოდე, ზუსტად 3 სიტყვის წაკითხვის მერე ყბა ჩამოვარდა და აღარ გააგრძელა, უკან დამიბრუნა. -რა? ნენე რამდენი ხანი გეუბნებოდი ამას და სულ მიმტკიცებდი არა მეგობრები ვართო. ამხელა ფსიქოლოგი ქალი ვარ და გეუბნები, რომ არ არსებობს ბიჭის და გოგოს მეგობრობა. -ოო, ნუ დაიწყე. გუშინ მივედი, ბოლოში უწერია შეიძლება ბოლოჯერ გნახულობო და შემეშინდა რამეს ხო არ დაუშვებს თავის თავს თქო. ხოდა, მივედი და იმ თავის საცოლესთან ჰქონდა სექსი საძინებელში. -ვაიმე-თამარამ გადაიხარხარა-შეუსწარი გოგო? -ჰო, შემთხვევით. აი რა იდიოტი ვარ, რამდენჯერ უნდა დამემართოს ასე. -მერე რა უთხარი? -არც არაფეირ, ვუთხარი, რომ რამენაირად მოერიოს თავის თავს და ნერსეს ეს არ უთხრას. -მერე? -ნერსემ ყველაფერი იცისო. -რაიო?-თამარას ჩაი გადაცდა და ხველება აუტყდა-რას ქვია იცის? და არაფერი არ გითხრა? -მამა რო გარდაეცვალა, ვაჩესთან რომ ვიყავი მისული და ვამშვიდებდი, იმ დღეს ძალიან იეჭვიანა. დაჟე მითხრა, რომ ვაჩეს უფრო თბილად და კარგად ვექცეოდი ვიდრე ნერსეს. ჰოდა რას ვიფიქრებდი, რომ ვაჩეზე იცოდა. საერთოდ მაგ დღეს მაგათმა სასტიკად იჩხუბეს, მთელი ოთახი დანგრეული დამხვდა. ვაჩემ მითხრა იმიტომ ვიჩხუბეთ რომ ამერიკაში მიდიოდაო, მაშინ დებილივით დავუჯერე. მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები საერთოდ არ ადარდებს მაგას ნერსე და უეჭველი მაშინ გაიგო ნერსემ ყველაფერი და დასცხეს ერთმანეთს. -თუ მჯეროდეს ეხლა რასაც მიყვები ნენე-თამარა გაოგნებული სახით მიყურებდა. -ჰო. კიდე მე და ნერსე გაშორებულები ვართ დროებით. -ეგ მითხრა ალექსანდრემ, მაგრამ ვერ ამიხსნა რატომ. -ნუ, რაღაც პირადულია, მაგდენს ვეღარ გეტყვი. -გიღალატა? -არა. -აბა ნარკოტიკებს იღებს? -არა. -ხელით შეგეხო? -არა. -აბა ალკოჰოლიკია, მანიაკი თუ რატო გაშორდი? -დროებით თქო. და მარტო ეგ მიზეზებია რის გამოც შეილება ქმარს გაშორდე? -კი, ნენე. აბა სხვანაირად თუ გიყვარს ადამიანი მის გვერდით რჩები. შენ თავიდანვე არ იცოდი როგორიც იყო? -ვიცოდი. -მერე? ხო გაყევი, რას ელოდებოდი, რომ შეიცვლებოდა? თუ მიიღე თავიდანვე როგორიც არის, ახლაც მასთან ერთად უნდა იყო. ქორწინება სახლობანას თამაში არ არის. პირველი ორი წელი ურთულესია და შენ თუ ასე გამოიქცევი ყოველ ჯერზე, თქვენი ოჯახი ბავშვის გაჩენის მერე დაინგრევა. უფრო ადრე თუ არა. -ანუ რას მეუბნები თამარა, რომ დავიკიდო ყველაფერი და შევურიგდე? -მე შენ გეუბნები, რომ დაბრუნდე სახლში და იქ ეცადო რომ მოაგვარო თქვენი პრობლემები და არა პატარა ბავშვივით გამოიქცე და აქ დაიმალო. ამასობაში ალექსანდრეც ამოვიდა. უამრავი პარკი ეკავა ხელში და მაცივარში დაიწყო საჭმლის შელაგება. -ალექსანდრე არ იყო საჭირო ამდენი რაღაც-მასთან მივედი და მაცივრის კარს ჩამოვადე თავი. -იყო-ოდნავ ცივად მიპასუხა. -აღარ უნდა შემირიგდე ეხლა?-თავი მოვისაწ..... გაბრაზბეული იყო, რომ ასე ბავშვივით გავიქეცი მაშინ კლინიკაში, ვანერვიულე და არც შემოვუშვი სანახავად. -რითი დაიმსახურე შერიგება რო?-როგორც იქნა გამომხედა და ისიც მაცივრის კარს დაეყრდნო. -მაპატიე. -კაი ალექს, გიჟი ხო არ ხარ, რეებზე აწუწუნებ-თამარამ უსაყვედურა იქიდან. -კაი ჰო, მაგრამ იმ პირობით რო მეორედ ასეთ... -შეგინებას აპირებდა, მაგრამ თამარამ ისე გადმოხედა ეგრევე დააპაუზა-სიშტერეს აღარ იზამ. -კარგი, გპირდები. -ჰა ისაუზმე და წავედით ექიმთან. -შენც მოდიხარ? -არა, მარტო გიშვებთ ეხლა ორ ბატს კლინიკაში. ჰო მეც მოვდივარ, ისე რომ იცოდე თუ ეხოს იღებ, წესია ასეთი, ბავშვის მამაც უნდა იყოს, მისი შვილიც არის და აქვს უფლება გაიგოს ბავშვის მდგომარეობაც და სქესიც. -კარგი, დაურეკე და მოვიდეს. მე არ მინდა დარეკვა. ** ნერსე უკვე კლინიკასთან დაგვხვდა, მზის სათვალეები ეკეთა და მანქანას მიყუდებული გველოდებოდა. განა მოვიდოდა, რომ დაგვინახა გადმოვედით მანქანიდან. არა იქით უნდა მიგვეკითხა. -რა ფერი გადევს? -ყოჩაღ ნერსე, ასე უნდა დახვდე ორსულ ცოლს ნამდვილად-თამარამ უსაყვედურა, რაზეც ალექსანდრეს გაეცინა. -დროზე შევიდეთ, გვაგვიანდება-ნერსე ცივად გადავკოცნე და შიგნით შევედი. ალექსანდრემ ხელით ანიშნა გაყევიო. ისიც უკან გამომყვა და რეგისტრატურაში მივედით, ავიღე რიგის ნომერი და ზევით ავედი. ექთანი გამოვიდა. -ელა სამხარაული? -არა, არა. არანაირი სამხარაული, ვარდოსანიძე. ვ-არდოსანიძე-კიდევ გავუმეორე, არ მინდოდა სამხარაული ჩაეწერა. -კი, მაგრამ პასპორტში სამხარაული წერია-დამავიწყდა რომ გვარი გადავიკეთე ცოლად რომ მივყვებოდი. -აჰ, ბოდიში დამავიწყდა. -თქვენ მეუღლე ხართ?-ნერსეს მიუბრუნდა. -დიახ. -არა-ერთდროულად წარმოვთქვით და ნერსემ გაკვირვებულმა გამომხედა. -უკაცრავად, ვერ გავიგე-ექთანი დაბნეული გვიყურებდა, სახეზე სულ გაწითლდა. ახალგაზრდა გოგო იყო-მეუღლე ხართ თუ არა? -არა-ამჯერად მე დავასწარი-ბავშვის მამა. -გასაგებია, ანუ შეხვალთ შიგნით პროცედურის დროს?-ნერსემ მე გადმომხედა. -უპასუხე. -კი, შემოვა. -კარგით, შემობრძანდით. -და ეს დაკითხვა იმისთვის მოაწყეთ რომ გაგეგოთ ჩემი მეუღლეა თუ უბრალოდ ნათესავი? როდიდან აინტერესებთ ექთნებს ვინ შემოდის პროცედურაზე-პასუხი არ დავაცადე ისე შევედი შიგნით. ეტყობოდა, რომ ნერსე მოსწონდა ისე ათვალიერებდა. ნერსე ღიმილით შემომყვა უკან, ექთანს მოუბოდიშა და კარი დახურა. გინეკოლოგი კაცი აღმოჩნდა. -გასაგებია ყველაფერი, ანუ 12 კვირის ფეხმძიმედ ხართ. გაიხადეთ, აი ეს შემოიფარეთ და გაგსინჯავთ, მერე ეხოსაც გაგიკეთებთ. -რას ქვია გაიხადოს-ნერსემ ხელით მანიშნა გაჩერდიო-როგორ, ზემოდან არ კეთდება ეხო? -ინტრავაგინალურს ვაკეთებთ ხოლმე ძირითადად ამ შემთხვევაში-ექიმმაც გაფითრებულმა გახედა, მაგრამ არ გაკვირვებია, ეტყობა ყოველდღრე ხვდებოდა ასეთ იმბეცილ კაცებს. -არა, იყოს, არანაირი ინტრო თუ ინტრა, თუ რასაც ეძახით. ქალ გინეკოლოგს თუ ეხოსკოპისტს დაუძახეთ, დავიცდით-გასასინჯ მაგიდაზე ჩამოჯდა, სიცილი ვერ შევიკავე, მაგრამ ისეთმა გადმომხედა ეგრევე სერიოზული სახე მივიღე. -უკაცრავად, თქვენ ვინ ბრძანდებით?-ექიმს ცოტა აკლდა ეხოსკოპიის აპარატი რომ არ გადაელეწა ნერსეს თავზე. -ბავშვის მამა-მე დავასწარი სანამ ნერსე რამეს იტყოდა, მაგრამ ამჯერად ისეთმა განრისხებულმა გამომხედა, ეგრევე გავჩუმდი. -მეუღლე ვარ-ჯერ ეხოსკოპისტს მიაჩერდა, მერე ისევ მე გადმომხედა-ქალი გინეკოლოგი არ არის ამ სართულზე? -ახალგაზრდავ, მე ექიმი ვარ და თქვენი მეუღლე ჩემი პირველი პაციენტი არ არის. თუ თავს უხერხულად გრძნობთ შეგიძლიათ გაბრძანდეთ-ექიმსაც აშკარად მოთმინება ეწურებოდა, ამ დროს ქალაქში საუკეთესო იყო და ამიტომ მოვედი აქ. -არა, ან ზემოდან გაუკეთებთ თუ როგორც კეთდება ხოლმე რავიცი სხვა ორგანოებზე, ან მივდივართ. -ნერსე, გარეთ დამელოდე რა ცოტახანი-ვეცადე გამენეირრალებინა სიტუაცია, მაგრამ ამას რომ ენთებოდა წითელი, მანდ დამთავრებული იყო ყველაფერი. -გარეთ დაგელოდო არა ის, მაგ ჭკუაზე ვარ ვიღაც კაცთან დაგტოვო მარტო ოთახში. წავედით, სხვა ექიმთან წავალთ. -როგორც გენებოთ, სხვა პაციენტებიც მყავს. ავანტყოფები-გადაირია ეხოსკოპისტი და აი ნერსეს სახე უნდა გენახათ ავანტყოფები, რომ გვიწოდა რა დაემართა. -კარგი, ნერსე საყვარელო-წამოვხტი მაგიდიდან და ხელი მოვკიდე მკლავზე-წავიდეთ, ბოდიშს გიხდით ბატონო დავით, დრო დაგაკარგვინეთ-ნერსე სულ ძალით გავიყვანე ოთახიდან-შენ სულ გააფრინე? -მე გავაფრინე გოგო? ქალაქში ქალი ექიმები დაილია? -ბიჭო, შენ ნორმალური ხარ საერთოდ? ექიმია! რაში ვაინტერესებ მე? ას ქალს ნახულობს დღეში ეს. -რაში მადარდებს, ნახოს ასი მერე, ასმეერთე შენ რო არ იქნები ეგ ვიცი მე. დანარჩენი იმათ მეუღლეებმა იდარდონ. გავარკვევ ეხლა ამ სართულზე ქალი გინეკოლოგი თუ ეხოსკოპისტი ვინ არის და იმასთან შევალთ-მთელი სართული მოიარა და როგორც იქნა სხვა ეხოსკოპისთტან შევედით. სქესი ჯერ არ ჩანდა, ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობდა და მალევე გამოგვიშვა იმ ქალმა. -არ მჯერა, რომ ასეთი სკანდალი ატეხე მთელს კლინიკაში. -ნერვებს ნუ მიშლი-კბილებს შორის გამოსცრა-აწი ამ ქალთან ივლი გამოკვლევაზე. და მეორედ ბავშვის მამა აღარ მიწოდო. სანამ ხელს არ გავაწერთ იქამდე ჩემი მეუღლე ხარ. თუ მოგეწონა ის გინეკოლოგი? -ნერსე-გამეცინა-ეხლა სერიოზულად მეკითხები მაგას? -აბა რას აიჩემე ეს ბავშვის მამა ყველგან? -არ ხარ შენ დალაგებული. სად წავიდნენ თამარა და ალექსანდრე?-გარეთ გავიხედე და მანქანა წასული იყო. -ალექსს საქმე ჰქონდა და თამარაც წაიყვანა, მე გაგიყვან სახლში-გაბრაზებულმა გავხედე. საქმე არა ის, ზუსტად ვიცოდი სადაც და რატომაც წავიდნენ. -ტაქსს გამოვიძახებ-მეგონა შემეწინააღმდეგებოდა, მაგრამ გაეღიმა და თავი დამიქნია ბედნიერმა. -კი ბატონო, წაბრძნადი სახლში ტაქსით-მანქანისკენ წავიდა, მე მაინც და მაინც მაშინ დამეწყო თავბრუსხვევა და ნაბიჯი ვერ გადავდგი. უკან რომ გამოიხედა დამინახა, მანქანას დაეყრდნო და მომაჩერდა-იქნება გამოიძახო ტაქსი და წავალ მერე მეც-ელოდებოდა, რომ მე ვთხოვდი სახლში წაყვანას. ნურას უკაცრავად. -ნერსე-გაღიზიანებულმა გავხედე-სხვათაშორის შენი შვილის ბრალია ასე რომ ვარ. -მარტო ჩემის ხო? ეხლა გაგახსენდა ბავშვის მამა-ამოიოხრა და რომ მიხვდა, რომ ჩემით არ ვაპირებდი მანქანაში ჩაჯდომას, მოვიდა, ხელი გადამხვია რომ არ წავქცეულიყავი და ჩამსვა. -ნინო როგორ არის? -ჭირვეულობს სხვათაშორის, ენატრები-ცივად მიპასუხა. -ნერსე, შენ ხვდები ხო რატომაც გავშორდით? -სიმართლე გითხრა? ვერა. -იმიტომ რომ მუდმვიად ტყუილებში მაცხოვრებდი. -ისე ლაპარაკობ გეგონება 5 თვის ნაცვლად ერთად 5 წელი ვიცხოვრეთ. -5 თვეში რა ტყუილებიც დაგროვდა ეგ არ გეყო? -რაო გუშინ ჩემმა ძმამ?-ისე გადმომხედა ზუსტად იცოდა რაც მოხდა. თვალი თვალში გამიყარა და ჩემგან დაელოდა პასუხს-ვითომ შენ არაფერი მოგიტყუებია ჩემთვის. ისე ბიძაშენი როგორ არის?-ისიც იცოდა, რომ ყველაფერი გიას მოწყობილი იყო ანდრონიკაშვილებთან დაკავშირებით. ახლა უფრო მეტად მიკვირდა, როგორ არაფერი არ დაუშავა გიას. -შენ.. საიდან იცი? ანუ მითვალთვალებ? -არ არის საჭირო, თბილისი პატარა ქალაქია. და როცა საქმე შენს უსაფრთხოებას ეხება, კი ყველაფერი ვიცი, სად დადიხარ და ვისთან ერთად. წარმომიდგენია გიაზე რომ გაიგე რა დაგემართებოდა. -კი, ახლაც მიკვირს რომ მუცელი არ მომეშალა ამ ბოლო 5 დღის განმავლობაში. -და რაო ვაჩემ?-ისევ გადმომხედა, აინტერესებდა რა რეაქცია მქონდა ალბათ როდესაც წერილი ვნახე და მერე დაველაპარაკე. -რა უნდა ეთქვა ნერსე? ან შენ ამდენი ხანი თუ იცოდი როგორ არ მითხარი? -რა უნდა მეთქვა? ჩემს ძმას უყვარხარ თქო? თვიდანვე გიმეორებდი მუდმივად, რომ ჰქონდა შენს მიმართ გრძნობები. -მეგონა მეღადავებოდი, ან რომ ეჭვიანობდი და ამით ცდილობდი გაგეგო მე მომწონდა თუ არა, რას ვიფიქრებდი, რომ ვაჩეს ვუყვარდი. -აღარ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი, არ მაინტერესებს ვაჩეს გრძნობები შენს მიმართ. არც იმიტომ არ მიკითხავს, რომ მაინტერესებს შენ რა უპასუხე. უბრალოდ ფაქტია, რომ არც შენ არ ხარ ჩემთან ბოლომდე გულწრფელი. და მიზეზიც ზუსტად იგივე გაქვს რაც მე. შენ ჩემზე ზრუნავ, რომ ძმასთან არ გამიფუჭდეს ურთიერთობა და მე შენზე, რომ ფსიქიკა ბოლომდე არ გაგინადგურო. ამიტომ ჩვეულებრივი ფარისეველი ხარ როდესაც ტყუილების გამო მე მთხოვ პასუხს და შენთვითონ იგივენაირად იქცევი. არც ისეთი დებილი ვარ, რომ ვერ ვხვდებოდე ის საბაც კლინიკაში შენი ყოფილი რომ იყო და არა უბრალოდ ნაცნობი. -ხო, კარგი დაუშვად იყო, რაღაც გრძნობები გვქონდა ერთმანეთთან, მაგრამ შენ არ გიკითხავს. -და შენც არ გიკითხავს ბევრი რამე, რაც დაუშვად დღემდე არ იცი, ან იცი და უბრალოდ არ მეკითხები იმიტომ რომ არ გინდა კიდევ ვიკამათოთ. ძალიან კარგად იცი ამერიკაში რა მოხდა და რა ბედი ეწიათ ანდრონიკაშვილებს, ისიც ვიცი ვინ გითხრა. -იცი?-შეშინებულმა გავხედე. -ვიცი, და ეგ ნამდვილად ბოლო წერტილი იყო ჩემთვის. ამიტომ იცხოვრებს აწი ვაჩე განდეგილივით იმ თავის სახლში და ჩვენთან ფეხს აღარ შემოადგამს. -ნერსე... -ხმა არ გავიგო, ვაჩეს და ჩემი ურთიერთობა შენ ნამდვილად აღარ გეხება. შენ გინდა იმეგობრე, რაც გინდა ის ქენი, ვაჩემ იმის მერე რაც გააკეთა და ამდენი ხნის განმავლობაში აკეთებდა, დაიმსახურა ის რაც ეხლა მოელის. არასოდეს არ ვაპატიებ ჯერ იმას, რომ აბორტს გაძალებდა და მერე იმას, რომ სანამ მე ჩამოვიდოდი ასეთ დღეში ჩაგაგდოთ შენ და ბავშვი. ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი. მე გითხარი, არ მაქვს პრობლემა მოგცე დრო, მაგრამ ამ დროს არ გაძლევ დასასვენებლად. გაძლევ იმისთვის, რომ კარგად დაფიქრდე, განა რამდენად მზად ხარ მაპატიო ის ტყუილები რაც გითხარი, არა. მაგისთვის ბოდიშს არც ვიხდი და არც მოვიხდი. იმიტომ, რომ არ ვთვლი თავს დამნაშავედ. ნინოს დედის სიკვდილი, იმდენად მტკივნეული საკითხია მაგას 5 თვეში კი არა, ოდესმე მოგიყვებოდი თუ არა ეგეც არ ვიცოდი. ანდრონიკაშვილების ამბავი, რაც არ უნდა იყოს, ვაჟა მამაჩემი იყო, ჩემი ოჯახის წევრი. ვაჩეს ავარია, შენი და ჩემი ავარია. ეგენი ასე არ გაჩერდებოდნენ. არც მაგათ გამო არ ვაპირებ ბოდიშის მოხდას. დროს გაძლევ იმისთვის, რომ მოიფიქრო, რამდენად მზად ხარ მიმიღო აი ასეთი როგორიც ვარ. მე ვაჟამ ესე გამზარდა, მასწავლა, რომ რადაც არ უნდა დამიჯდეს ჩემი ოჯახი უნდა დავიცვა. -და ეგ დაცვა აუცილებლად მკვლელობას მოითხოვს? -როდესაც შენს ოჯახს სიკვდილი ემუქრება, კი. მე შენ გითხარი, მომეცი 6 თვე და ყველაფერს მოვაგვარებ თქო, მოვაგვარე თუ არა? ყველაფერი დამთავრდა. რამდენჯერ გთხოვე, რომ არ გეკითხა როგორ ვაგვარებდი ამ საქმეებს, რომ არ ჩარეულიყავი. რამდენჯერ დამპირდი და დაარღვიე პირობა? ნენე, შენ თავიდანვე იცოდი, უკვე სანამ გამომყვებოდი იქამდე, როგორიც ვიყავი. ახლა როდესაც ყველაფერი მოვაგვარე, იმის გამო მშორდები, რომ ოდესღაც რაღაც შეცდომები დავუშვი, რაც შენთვის მიუღებელია. ამიტომ არ გაძალებ სახლში წამოსვლას, არ მინდა ისეთ ადამიანთან ცხოვრება, რომელსაც მუდმივად ეჭვები უნდა ახრჩობდეს. არც ნინოსთან არ მინდა ისეთმა ადამიანმა იცხოვროს, რომელიც მამამისს მუდმივად გააკრიტიკებს და წამოაძახებს წარსულში დაშვებულ შეცდომებს. საკმარისზე მეტი ტრავმა აქვს გადატანილი და არ ვაპირებ დამატებას. შენ თუ არ ხარ დარწმუნებული, რომ შეგიძლია ჩემთან ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ძალიან მეტკინება და მეწყინება შენგან შორს ყოფნა, მე არაფერს არ დაგაძალებ. ერთი იცოდე, რომ ჩემს შვილს არაფერი არ მოაკლდება ცხოვრებაში ჩემგან-არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, მასთან ერთად ყოფნისას აზროვნების უნარი მერთმეოდა. თუმცა, ნერსე ნამდვილად შეცვლილი იყო. ადრე სახლიდან წასვლის უფლებას არ მაძლევდა, გაშორებაზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია. ეგოისტურად იქცეოდა. ახლა ჩემზე და ბავშვზე ფიქრობდა. თუმცა ვერაფერი ვუპასუხე. თან ჯერ კიდევ ცუდად ვიყავი და თავბრუ მესხმოდა. მანქანიდან გადმოსვლაში დამეხმარა და სახლში ამიყვანა და საძინებელში წამომაწვინა. მერე კიდეზე ჩამოჯდა. -თამარა მელაპარაკა დღეს-ძლივს ამოვილუღლუღე. -მერე?-ჩაფიქრებულმა გამომხედა. -მითხრა, რომ ოჯახში პირველი ორი წელი ყველაზე რთულია. რომ ასე წამოსვლა არასწორია. -თამარამ რა გითხრა ერთია და შენ ისეთი ჯიუტი თხა ხარ, რომ თამარას კი არა მამა ზეციერს არ დაუჯერებ თუ შენთითონ არ გინდა. -და ვინ თქვა რომ შერიგება არ მინდა? -აბა შერიგება თუ გინდა აქ რას აკეთებ? წამოვჯექი და საწოლს მივეყრდენი. -ნერსე, უნდა დამპირდე, რომ თუ შეგირიგდები ცხოვრებაში ხელში იარაღს არ აიღებ, რაც არ უნდა მოხდეს. სახლში საერთოდ აღარ იქნება იარაღი. -კარგი, გპირდები, მე არ მექნება. მაგრამ უნდა გაითვალისწინო ისიც, რომ მე მთელი ჩემი ქონება არ გამიჩუქებია, საკმაოდ ბევრი ფული გვაქვს და ამ დროს დაცვა აუცილებელია. ვანოს და ბიჭებს ვერ ჩამოვართმევ იარაღს. -ვანო და ბიჭების ბედი იმდენად არ მაღელვებს, რამდენადაც შენი და მერე ჩემი შვილის. ბავშვი არ გაიზრდება ისეთ გარემოში, სადაც იარაღი იქნება. და ყველანაირ საქმესთან გაწყვიტავ კავშირს რაც ნარკოტიკებს ან ნებისმიერ არალეგალურ საქმეს ეხება. ბიძაჩემს ხელს არ ახლებ, იმის გამო რაც გააკეთა. -მოიცა, ანუ სახლში მოდიხარ?-იმედით სავსე თვალებით შემომხედა, სახე გაუნათდა. -არა-და ეგრევე მოეღუშა-ჯერ დავინახო, რომ ცდილობ გამოსწორებას. -და მაგას აქედან როგორ დაინახავ? -დავინახავ. დრო მჭირდება. -ნენე-ღრმად ამოისუნთქა-ეხლა ხომ ხვდები, რომ კიდე კარგად გითმენ? -აი ისევ დაიწყე, მითმენ? შენი საკუთრება ვარ, რომ მუდმივად შენს გვერდით ვიყო? არ მინდა ჯერ წამოსვლა. -ვახ, ესეთი არაფერი არ მინახავს. ჩემი ცოლი ხარ, ხო შეილება წამოხვიდე და სახლში იყო გაბრაზებული? ფეხმძიმედ ხარ, არ შეიძლება შენი მარტო დატოვება. -კარგი, ზეგ წამოვალ. -რას ქვია ზეგ? ეხლა რატო არა? ნენე-სახე შეეცვალა, უცბად დამშვიდდა და ჩემსკენ ჩამოიწია-საყვარელო-ხელი ჩამკიდა და უცნაურად გამომხედა-ეხლა, ხო ძალიან კარგად იცი, რომ შემილია ისე მალე დაგითანხმო წამოსვლაზე, რომ თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ-გამომწვევად გამომხედა-განა დაგაძალო, არა დაგითანხმო. -ვერ ხარ შენ-სახეზე გავწითლდი და ხელი გავაშვებინე. -თუ გჭირდება დარწმუნება, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს-კიდევ უფრო ახლოს გადმოჯდა და კისერში მაკოცა. -ნერსე, გადი გამანებე თავი-ხელით გავწიე უკან, მაგრამ არ მომეშვა. -რას ქვია გამანებე, შენი ქმარი ვარ-თმა გადამიწია სახიდან და მაკოცა-ჰა წამოხვალ?-მეორე ხელი წელზე შემომხვია. -ნერსე-პამიდორს დავემსგავსე სახეზე, მანიპულაცია მისი ძლიერი მხარე იყო-გეყოს-ხელი მოვკიდე და საბანზე დავადებინე. -ანუ მოდიხარ? ბოლოჯერ გეკითხები. -არა, მაგრამ თუ გინდა შენ დარჩი აქ. -რატო ჩვენი სახლი არ გვაქვს? -არა, იქ ვანო, გიგა და ბიჭები არიან და გაბრაზებულები იქნებიან ჩემზე და არ შემილია ეხლა იქ წასვლა. -კი, ვანო ნამდვილად ნაწყენია, მაგრამ სიტყვის თქმას ვერ გაგიბედავს ვერავინ. -არა, მართლა არ შემილია ეხლა. ბავშვივით მოვიქეცი და არ მინდა იქ წასვლა დღეს, ხვალ წავიდეთ. -ნენე, მე შენ ყველა პირობას აგისრულებ, მაგრამ შენც მოგიწევს დამპირდე რაღაცას. -რას? -რას და აწი როცა ვიჩხუბებთ არსად არ გაიქცევი, არც ბიძაშენთან, არც ბიძაშვილებთან, მეგობრებთან, ნათესავებთან, მეზობლებთან და ასე შემდეგ. -ჰმ...-ო, ეს რთული პირობა იყო-და აბა რომ გავბრაზდები და ერთი და იგივე სახლში ვართ და შენი დანახვა არ მომინდება რა ვქნათ? -ნენე-გაეცინა და ნიკაპზე მომკიდა ხელი და მისკენ მიმატრიალებინა სახე-ზოგადად, ცოლ-ქმარი სულ ჩხუბობს, მაგრამ სახლიდან ამის გამო არ გარბიან. გახვალ სხვა ოთახში, ან დაიძინებ, გადაგივლის, შევრიგდებით. არც მექსიკაში გაქცევაა საჭირო, არც ფსიქიატრიულში ძალით დაწოლა. ვსო, მე ჩემს შვილთან მინდა ყოფნა-გვერდით მომიწვა, ხელები შემომხვია და მიმიხუტა-აწი აღარსად არ გაგიშვებ. მე ღრუზინი ქმარი ვარ, აი ისეთი კოჭების დახვრეტას რომ პირდებიან ცოლებს თუ გაშორდებიან, არ მოგიხდა შენ გალიბერალებული სამხარაული. -დეგენერატო-გამეცინა, გალიბერალებულ სამხარაულზე, ნეტა როდის იყო ლიბერალი. დეგენერატი იყო ნამდვილად, მაგრამ ჩემი. -თან ხო ხედავ, ერთ დღეში უკან მიბრუნდები ყოველ ჯერზე. ვერ ძლებ უჩემოდ-თმაზე დამიწყო მოფერება. -ნერსე, რეებს ცდილობ ეხლა შენ?-მეც გამომწვევად გავხედე. -არაფერს, ჩემს ცოლს ვეფერები, არ მაქვს უფლება? -დაღლილია შენი ცოლი. -ხოდა დაიძინოს მერე. -მართლა გეუბნები, სუსტად ვარ. -მერე მეც მართლა გეუბნები დაიძინე თქო. -და შენ რას იზამ? -მეც დავიძინებ-საბანი გადაიფარა და ასე ჩაგვეძინა ერთმანეთის გვერდით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.