მეგზური 6.
დღეები საკმაოდ ჩქარა გადიოდა, მარიამი სამსახურს დაუბრუნდა დემეტრეს ნახვის შემდეგ 1 კვირა გავიდა, 3 დღეში კი მისი ბრძოლა იყო, ყველაფერს აკეთებდა ქალი იმისთვის რომ დემეტრეზე არ ეფიქრა, ორჯერ ტასოსაც უთხრა მათთან მისვლაზე უარი რადგან იცოდა იქ იქნებოდა, 1 კვირა სრულიად მის გარეშე გაატარა, ენატრებოდა, ეს თვითონაც იცოდა, განზრახ არ ნახულობდა არადა რამდენჯერმე ქონდა ამის შანსი, ასე ალბათ უფრო მის თავს სჯიდა, სჯიდა იმისთვის რომ კაცი ნელ-ნელა მისი ტვინიდან მთელ ორგანიზმს ხავსივით ედებოდა, არცერთ კუთხე კუნჭულს არ ტოვებდა, მარიამი ძალიან ბევრ საქმეს იგროვებდა სამსახურში, რომ მასზე ფიქრის დრო აღარ ქონოდა, დღის ბოლოს კი სრულიად გამოფიტული მიდიოდა სახლში, ნორმალურად არც ჭამდა, ერთადერთი რასაც რეგულარულად აკეთებდა ეს პატარა მელისას მონახულება იყო, ერთხელ როცა მასთან მივიდა და მელისამ კითხა კულულა დემეტრე რატომ აღარ მოდისო, მანდ დაენგრა ნაშენები კედლები, ბავშვთან არაფერი შეიმჩნია მაგრამ ის ღამე თეთრად გაათენა, ცრემლები გაუჩერებლად ცვიოდა, დასტიროდა ყველაფერს, მის თავს, მის სიყვარულს, რომელიც აკრძალულ ხილს უფრო გავდა, მარიამი კი პატარაობიდან ასეთი იყო, ის სურდა რაც მისთვის აკრძალული იყო, მეამბოხე სული ქონდა პატარა სიფრიფანა სხეულში. მაგრამ ერთი რამ ზუსტად იცოდა, 3 დღეში მას ნახავდა, მის ბრძოლაზე აუცილებლად მივიდოდა, არ იყო დარწმუნებული კაცის პირისპირ ხილვას მოახერხებდა თუ არა მაგრამ, მთავარი იყო რომ იქ იქნებოდა, მისი გულშემატკივარი იქნებოდა, და დემეტრე ამას აუცილებლად იგრძნობდა. დემეტრესთანაც არ იყო მშვიდი კვირა, მთლიანი ენერგიას ვარჯიშს უთმობდა და სახლში მხოლოდ დასაძინებლად თუ მივიდოდა, ნატასთან აღარ ცხოვრობდა, ცალკე მის ბინაში იყო, თუმცა მაინც არ იყო მოგვარებული ჯერ მათი განქორწინების საკითხი, ნატალია წელავდა ხელის მოწერას, და დემეტრეს ნერვებზე მშვენივრად თამაშობდა, კაცი მარიამისგან შორს ყოფნით უკვე ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა, როგორ უნდოდა მისულიყო, ხელი მოეხვია და აღარასდროს გაეშვა, თუმცა ამას ასე ადვილად ვერაფრით იზამდა, მარიამი სულ მის გონებაში ტივტივებდა, პატარა ქალბატონს ქონდა მიპყრობილი მთელი მისი ფიქრები, დემეტრე კი ყველანაირად ცდილობდა კონცენტრაცია მხოლოდ ვარჯიშზე მოეხდინა, უძლიერესი რომ იყო ეს ყველამ იცოდა, მაგრამ ამჯერად არ ყავდა სუსტი მეტოქე, არა დემეტრე ყველა ადამიანის შესაძლებლობებს აფასებს და არცერთ მის მოწინააღმდეგეზე არ უფიქრია რომ მასზე რამით ნაკლები იყო მაგრამ ახლა, იცოდა რომ ერთ-ერთ საუკეთესოს უპირისპირდებოდა, მათ შორის, ამ მებრძოლის ძმა მთავრობაში გავლენიანი პირი იყო, არაფერი აშინებდა სვანს, ეს უფრო მოტივაციას აძლევდა რომ ყველაფერი მაღალ დონეზე გაეკეთებინა. 3 დღე მალე გავიდა, და დადგა დღე როდესაც დემეტრეს რინგზე ასვლას კიდევ იხილავდა მაყურებელი, დილიდანვე მზადება იყო, ციცო და ხატია ნერვიულობდნენ დემეტრეზე, მარიამიც დილიდან ნორმალურად ვერაფერს აკეთებდა, მაინც და მაინც ამ დღეს მისცა მისმა უფროსმა ყველაფერი გასაკეთებელი, თავის კაბინეტში იყო და რაც შეიძლეება ჩქარა მუშაობდა რომ მოესწრო და წუთით არ დაეგვიანა ბრძოლაზე. ზუსტად მაშინ ახმაურდა ქალბატონის ტელეფონი და ეკრანზე ტასოს ფოტო გაჩნდა. -ჰო ტას. - უპაასუხა მარიამმა -რაშვები? ხო მოდიხარ დღეს? -კი ტასო აბა რას ვშვები, უბრალოდ იმდენი საქმე მომცა ამ კაცმა, მგონია რო ძალით დაამთხვია ამ დღეს. -აუ რაა, რაუნდაა, ტვინი წაიღო უკვე, რამდენს გამუშავებს, რობოტი ხოარ ხარ. -არვიცი ტასო მარა, არ დავაგვიანებ სულ რო მომიწიოს ამ საქმის გაუკეთებელი დატოვება მაინც მოვალ, წყალსაც წაუღია ეს ეშმაკი. - ტასოს მარიამის სიტყვებზე გაეცინა იცნობდა და იცოდა როგორი პუნქტუალური იყო, მითუმეტეს როცა თავის საქმეზე მიდგებოდა ჯერი, მაგრამ ამასაც თმობდა დემეტრეს გამო, ტასო უკვე გარკვეული იყო მარიამის გრძნობებში, იცოდა რომ შეუყვარდებოდა, ენით აუღწერელი სიყვარულით. მალე დაემშვიდობნენ ერთმანეთს შეხვედრამდე, მარიამმა კი ისევ განაგრძო წერა. დემეტრე მშვიდად იყო, ზოგადად არ ახასიათებდა ღელვა ასეთ მომენტებში, მხოლოდ მარიამი აკეთებდა ისე რომ სრულიად გადაყავდა კაცი ჭკუიდან, მხოლოდ მას შეეძლო დემეტრეს ტვინში ქაოსის გაჩენა, მაგრამ მაინც იცოდა, იცოდა და დარწმუნებული იყო რომ მივიდოდა, დღეს აუცილებლად ნახავდა ჯიუტ ქალბატონს, აუცილებლად გადაეყრებოდა მის მწვანე, შავ, მაგრამ თან ყავისფერ თვალებს, მზად იყო, ბრძოლისთვისაც მზად იყო და მარიამთან შესახვედრადაც, ბრძოლის მერე ფიქრობდა რომ მას წაიყვანდა და წავიდოდა ქალაქიდან ცოტა ხნით, იცოდა ამაზე გაბრაზდებოდა ქალბატონი მაგრამ დემეტრე ნავერიანი რის ნავერიანი იყო? თავისი მაინც სულ გაქონდა. უკვე მოსაღამოვებულიყო და მარიამი კაბინეტიდან გადიოდა, შენობის გასასვლელთან იყო როცა მისი უფროსი შენიშნა, ბატონი ზაზა. -ვა მარიამო ასე მალე დაასრულე უკვე რომ მიდიხარ? - მხიარულ ნოტაზე კითხა კაცმა. -არა არ დამისრულებია, მხოლოდ ძირითადები გავაკეთე, დანარჩენს ხვალ მივხედავ. - მშვიდად იყო მარიამი, რატომღაც სულ არ ადარდებდა ამ კაცის სიტყვა. -და მე რომ დღეს მოგეცი გასაკეთებლად? -იცით, ამდენ რამეს ფიზიკურად ვერ გავაკეთებ ერთ დღეში, ახლა კი მომიტევეთ, გაცილებით მნიშვნელოვანი საქმე მაქვს. - აღარ აცადა პასუხის გაცემა, უკან მოუხედაავად დატოვა კაცი, სულ არ აინტეერესებდა ის რომ შეიძლებოდა მალე სამსახური ისევ დაეკარგა, ტაქსში მოთავსდა და დანიშნულების ადგილისკენ გაემართა. შენობასთან გადმოვიდა მარიამი, ძალიან ბევრი ხალხი ირეოდა ადგილზე, ზოგი რას ჩურჩულებდა ზოგი რას, რიგი იდგა ბილეთის გატარებაზე, თუმცა ვიაიპის ზოლი ცალკე იყო, მალევე მიაწოდა მისი ბილეთი ერთ-ერთ კონტროლიორს და შევიდა, ვიაიპ ზონაში დემეტრეს მხარეს დაჯდა, საიდანაც მთელი რინგი სასწაულად ჩანდა, მალე კი ირაკლი და ტასოც მოვიდნენ. -ოჰ ეს აქ ყოფილა უკვე. - შეიცხადა ირაკლიმ და მარიამს მოეხვია. -რა ცანცარა ხარ სიძეე. - სიცილით უთხრა მარიამმაც. -გამოგიშვა იმ ურჩხულმა? - ახლა ტასო ჩაერთო დიალოგში და მეგობარს გადაეხვია. -არ გამომიშვებდა და სულ დავამხობდი იმ ოფისს თავზე. - ორივეს გაეცინა, ორივემ იცოდა გამკეთებელი იყო მარიამი. -აუ ირაკლი როდის დაიწყება. - უკვე ვეღარ ჩერდებოდა, დემეტრეს ნახვა უნდოდა, ცქმუტავდა ადგილზე მარიამი. -ჯერ არ დაიწყება, წამოდი თუგინდა გასახდელში იქნება ვნახოთ. - უთხრა ირაკლიმ, ვერ გაიგო რამ მისცა ძალა როცა ირაკლის მინდაო უთხრა და გაყვა, მაგრამ ახლა დემეტრეს გვერდით დგომა ჭირდებოდა და ზუსტად ამისთვის იყო მარიამი აქ. შეიყვანა გასახდელში ისე რომ ჟურნალისტებს ვერ დაენახათ, როცა დემეტრემ დაინახა, სიხარული და გაოცება ერთად აღებეჭდა სახეზე. -მე დაგტოვებთ ჩემი ალქაჯი მელოდება. - სიცილით განაცხადა ირაკლიმ და მარიამი დემეტრესთან მარტო დატოვა, ახლა ორივე ერთმანეთის პირისპირ იდგნენ, ერთ ადგილზე, არც ერთი მოძრაობდა, თვალებით კონტაქტი ქონდათ. -მარიამ, ლამაზო მარიამ.. - წამოიწყო ისევ დემეტრემ და ქალს ცხენის კუდად შეკრული გრძელი თმა გაუთავისუფლა. -დემეტრე... ნერვიულობ? - კითხა მარიამმა. -ზომიერად. - ტუჩის კუთხეში გაიღიმა კაცმა. -მოიგებ, ხომ იცი არა? -ასეთი მოტივატორი რომ მყავხარ, წაგებას ვერც კი დავუშვებ, 10 წუთში გავდივარ, მიდი ახლა მეორე კარიდან აცუნცულდი ვიაიპში. - გაუცინა დემეტრემ და მისი სურნელი შეიგრძნო. გაბრუნდა მარიამი კარისკენ, დემეტრეც იმ კართან დადგა საიდანაც უნდა გასულიყო, ქალს რაღაც აჩერებდა, დემეტრე ისევ მას უყურებდა და ზურგს უწვავდა მზერით, ვერც კი გაიგო როდის დაფარა მარიამმა მათ შორის მანძილი, როდის შეეხო კაცის ბაგეებს, როდის მოხვია ყელზე წვრილი თითები, და როდის მოეხვია წელზე დემეტრეს მკლავი, რამოდენიმე წუთი გაგრძელდა ეს, უჰაერობის გამო მოშორდა მარიამი, ძირს იყურებოდა თავს არ წევდა, სანამ დემეტრეს ხელი არ იგრძნო ნიკაპზე, და შემდეგ მისი სუნთქვა ყურთან ძალიან ახლოს. -ეს გამარჯვება პირველად ჩემს ცხოვრებაში დედაჩემის გარდა კიდევ ერთ ქალს ეძღვნება, ეს კი შენ ხარ. - უთხრა დემეტრემ და იქვე კოცნა დაუტოვა, წარმატებები უსურვა ქალმა და ვიაიპ ზონაში სრულიად გაბადრული სახით ავიდა, ტასომ მაშინვე დაინახა მარიამის გაბრწყინებული თვალები, მიხვდა რაც მოხდა და ბოროტულად ჩაეღიმა. გამოვიდა დემეტრე რინგზე, სრულიად სხვა სახით, სერიოზულად და დინჯად მოაბიჯებდა როგორც იცოდა ყოველთვის, ასვლამდე პირჯვარი გამოისახა, მაყურებლებს გაუღიმა და მარიამს თვალი ჩაუკრა. ქალისთვის ეს ხალხი სრულიად გამქრალიყო, მხოლოს დემეტრე იყო აქ მისთვის, მხოლოდ მას უყურებდა. ბრძოლა შესანიშნავად დაიწყო, ყოველთვის მისი ტაქტიკა მოწინააღმდეგეს დასუსტება და შემდეგ შეტევა იყო, მაგრამ მოწინააღმდეგე წესებს არღვევდა, რამოდენიმეჯერ იყო ასეთი შემთხვევა თან საკმაოდ კარგად შესამჩმევი იყო და მსაჯისგან რეაგირება არ მოყოლია, მაშინვე ამოუტივტივდა მარიამს თავში ვინც იყო მისი ძმა, და რატომაც არ იღებდა მსაჯი ხმას, უსამართლობა იყო, სრული უსამართლობა. ბოლო მომენტი იყო, დემეტრე ამ მომენტში ნოკაუტში აგდებდა ხოლმე მოწინააღმდეგეს, ახლაც ამ მომენტს ელოდა, და ზუსტად რომ ისე დაიწყო მოძრაობა მეტოქემ როგორც ყველამ, დემეტრე მოემზადა, ის იყო თავდასხმა უნდა განეხორციელებინა მსაჯმა ფეხი დააბიჯა და ხელი დემეტრეს მოხვდა, ძალიან ცუდ ადგილას მოხვდა, ნეკნთან, ძალიან მტკივნეულად დაეცა დემეტრე, ხმას არავინ იღებდა ამ უსამართლო საქციელზე, მოწინააღმდეგეს ზოლში მყოფი ხალხი თავმომწონედ იღიმოდა, მარიამმა ეს როცა დაინახა შეეშინდა დემეტრეს რამე სერიოზული არ მოსვლოდა, ქვემოთ ჩავიდა და ზუსტად იმ კუთხეში მივიდა სადაც დემეტრე იყო, აქედან ხმას ვერ გააგონებდა და დაუსტვინა, გათიშული არ იყო კაცი მაგრამ ტკიოდა ძალიან, მაშინვე გამოიხედა მარიამისკენ და მის ლამაზ გიშრებს როცა გადააწყდა შეუმსუბუქდა ტკივილი, " ყველაზე ძლიერი ხარ" გააგებინა პირის მოძრაობით მარიამმა, დემეტრესაც წამში მოემატა ძალა, ის იყო მწვრთნელს ბრძოლა უნდა გაეჩერებინა რომ ფეხზე ადგა, და განაგრძო. ყველას გაუკვირდა ეს, სასწაული იყო ტკივილის ასე დაიგნორება, მისი მეტოქე გაოგნებული სახით იდგა და სწორედ მაშინ გააგრძელა თავდასხმა დემეტრემ, დააგდო მისი სხეული, ისე რომ ვეღარ შეძლო ადგომა, და ეს ბრძოლაც მოიგო, მარიამს მიუძღვნა, ბრძოლაც და მისი გულიც. ბოლო მომენტში როცა მსაჯმა გამარჯვების ნიშნად დემეტრეს ხელი ჰაერში აწია ისევ გაჟღერდა ეს სიტყვები. -დააააა გამარჯვებულიაააააა, დემეტრე ნავერიანიიიიი! - მისი მხარდამჭერები ყველა ფეხზე იყო, ტაშს უკრავდნენ, დემეტრე კი მარიამს უყურებდა, უყურებდა როგორ ცვიოდა მისი თვალებიდან სიხარულის ცრემლები. ირაკლი და გოგონები გასახდელში შევიდნენ, დემეტრეც მალე შემოვიდა, მიულოცა ტასომ და ირაკლიმ გამარჯვება და ისევ ორივე მარტო დატოვეს. ახლა უკვე დემეტრე მიუახლოვდა სწრაფი ნაბიჯებით, ქალის სხეულს მოეხვია ჰაერში აიტაცა და დაატრიალა, კისკისებდა მარიამი. -დემეტრე დამსვი დაზიანება გაქვსს. - სიცილით უთხრა და კისერზე შემოხვია ხელები. -კარგად უსტვენ მოტივატორო. - უთხრა დემეტრემ და დააკვდა ქალის ათრთოლებულ ტუჩებს. -წამომყევი, წამომყევი ერთი კვირით, ყველასგან შორს, აქედან შორს.. - უთხრა დემეტრემ ისე რომ საერთოდ არ მოშორებია ქალის სხეულს. -სად? - გაკვირვებულმა კითხა მარიამმა. -სვანეთში, ბებიაჩემთან. - ღიმილით უთხრა დემეტრემ, ქალისგან თავის მსუბუქი დაქნევით თანხმობა როცა მიიღო სულ გადავიდა ჭკუიდან და სხეულზე უფრო მაგრად აიკრა მარიამი. ის მომენტი მშვიიდი იყო ორივესთვის, არ ქონდა ადგილს მნიშვნელობა, მთავარია ვინ გყავს გვერდით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.