მეგზური 7.
მანქანაში ორი ერთმანეთისთის საჭირო ადამიანი იჯდა, სვანეთისკენ ქონდათ გეზი აღებული, დემეტრეს ბებო ცხოვრობდა იქ, ნაზიკო, უსაყვარლესი ქალი, მარიამს მთელი სხეული უთრთოდა, შეიძლება ამ ნაბიჯს დიდი უსიამოვნებები მოყოლოდა მის ცხოვრებაში მაგრამ, შემდეგ გვერდით საყვარელი, და ყველაზე სასურველი მამაკაცის პროფილს უცქერდა და ყველა ქარიშხარი ქრებოდა მის გონებაში, სანამ ქალაქს დატოვებდნენ ციცოს დაურეკა დემეტრემ, მოეფერა ტელეფონიდან და ისიც უთხრა სვანეთში ავდივარო, მარიამმა ტასოს მისწერა და ორივემ ტელეფოონები გამორთეს, მარიამს თვითონ უკვირდა იმის რასაც აკეთებდა, სპონტანური გადაწყვეტილებები დიდად არც ხიბლავდა, ყველაფერი წინასწარ ქონდა გაწერილი, მაგრამ დემეტრესთან სულ სხვა იყო, პატარა ბავშვი ხდებოდა, ის რომ უთხრა სვანეთში წამომყევიო გაახსენდა რამდენი ხანი სურდა ამერიკიდან ერთხელ მაინც შეეგრძნო ამ კუთხის საოცნებო გარემო, სურნელი, სულ უნდოდა, ხოდა ამ შანსს ხელიდან ვერ გაუშვებდა, თან დემეტრესთვის როგორ უნდა ეთქვა უარი? - დაიძინე თუ დაღლილი ხარ. - სიცილით უთხრა დემეტრემ და გაეღიმა მის ჩათვლემაზე. - შენ არ გეძინება? - ნუგეშინია, ავარიაში არ მოვყვებით, არ მეძინება. - ისევ იცინოდა დემეტრე. - ახლა მე დამცინი ხო? - დაახლოებით. - სვანეთში თქვენს სახლს კოშკი აქვს? - კი. - ჰოდა მიფრთხილდი დემეტრე, იქედან არ გადმოგაგდო. - ამას მეუბნება მარიამი, რომელსაც ქარმა რომ დაუბეროს წაიღებს. - მერე შენ რითვის ხარ, დამიჭერ. - უკვე ნახევრად ჩასძინებოდა ისე ბუტბუტებდა, დემეტრეს ამ გოგოს ყველა საქციელი აღიმებდა, ყველაზე გულწრფელი ღიმილით. - დაგიჭერ ნამცეც, აბა რას ვიზამ. - უთხრა ნავერიანმა მაგრამ სავარაუდო იყო რომ გოგონას ვერც გაეგო უკვე თვლემდა, დემეტრემ მისი ჟაკეტი მიაფარა და მარიამის სურნელი შეიგრძნო. საოცრად სიამოვნებას ანიჭებდა დემეტრეს ეს პატარა გოგონა, უკვირდა აქამდე რომ ვერ შეხვდა, თუმცა მადლიერი იყო ახლა გვერდით რომ ყავდა, იცოდა მათ ურთიერთობაზე საუბარი რომ მოუწევდათ, ამას სვანეთშივე გააკეთებდნენ, ერთადერთი მამამისის და ნატას ოჯახის სიმშვიდე არ მოსწონდა, იცოდა ყველაფერზე რომ იყვნენ წამსვლელები ფულის გამო, მარიამს კი მის გამო რამე რომ მოსვლოდა ვერ გადაიტანდა, ნატალიას მამა საკმაოდ გავლენიანი ბიზნესმენი იყო, იცოდა დემეტრემ რომ ყველაფერს უსრულებდა შვილს, გათამამებულ გოგონას, ღრმად იყო გაჭრილი კაცის ფიქრები, ღალატს ვერ იტანდა, იმასაც ვერ იგებდა რატომ აპატია ნატას, მერე რა რომ ფიქტიური ცოლი იყო, ეს მისი ღირსების შელახვა იყო, თითონ თუ არ სურდა ამ თამაშში ყოფნა არც უნდა გამოეთქვა აზრი დემეტრეს ცოლობა მინდაო, ეს რომ არ მომხდარიყო, თამაზსაც იმ დროს გულის შეტევა რომ არ გადაეტანა, და შემდეგ არ ეთქვა დემეტრესთვის ნატას ცოლად თუ არ შეირთავ სამუდამოდ დამკარგავ, თავსაც მოვიკლავო, ახლა შეიძლებოდა სულ სხვანაირად ყოფილიყო ყველაფერი, თამაზის ეგოიზმი გულს ურევდა, მხოლოდ ფულზე ფიქრი გულს ურევდა, თავისუფლების წართმევა გულს ურევდა. მარიამს ღრმად ეძინა, საკმაოდ გვიანი იყო სვანეთში რომ ჩავიდნენ, მანქანა ეზოში შემოიყვანა, მარიამის სიფრიფანა სხეული ხელში აიტაცა, საძინებელში შეიყვანა და დააწვინა. ბებოს ოთახს მიაშურა, ქალს მშვიდად ეძინა, მიუახლოვდა და ლოყაზე აკოცა, მანაც რეაგირება არ დააყოვნა და შეიშმუშნა, გაეღიმა დემეტრეს, ქალმა შვილისშვილი რომ დაინახა სულ გაგიჟდა ისე ყავდა მონატრებული, მაშინვე წამოხტა და გულში ჩაიკრა დემეტრე. - ბებო თუ ჩამოდიოდი არ უნდა გეთქვა? - მაგვარდ ხარიდ ბე? (როგორ ხარ) - სი იმჟი სი? (შენ როგორ შენ?) - ქალი კისკისებდა თან დემეტრეს უფრო და უფრო ეხვეოდა, ისიც მონატრებულ ბებოს ხელს არ უშვებდა. - ახლა კარგად ბე, ძალიან კარგად ვარ. - გაღიმებულმა უპასუხა კაცმა. - დემეტრე შენს თვალებში ბედნიერებას ვხედავ, ვინ არის ამის მიზეზი? - ყველაფერს რანაირად ხვდები ბებო? - რას ვერ მივხვდები ჰა, ბაბუაშენი ზუსტად ასე მიყურებდა მე! - აქ არის, ჩამოვიყვანე, დაიღალა და ჩაეძინა, ხვალ პირველი იქნები ვისაც გავაცნობ. - შვილო, ვერ მითხარი? მომზადებული დაგხვდებოდით, როგორ იცი ხოლმე ასე ფეხის დაკვრა და გაუფრთხილებლად ჩამოსვლაა. - კაი ბებო რაა, ჩაეძინა მაინც. - რა ქვია? - მარიამი. - წადი ახლა, შენს მარიამს ხელი მოხვიე, გვერდით მიუწექი და დაიძინე, ხვალ დილით გავიცნობ, ხომ დარჩებით? - სვანეთი უყვარს, დავრჩებით. - მთლად ზღაპრული მარიამი მოგიყვანია ბები. - ნაზიკომ დემეტრეს აკოცა და ოთახში გადაამისამართა სადაც მძინარე მარიამი ელოდა, თვითონ გვერდით პატარა კარადაზე დადებულ ქმრის სურათს ხელი გადაუსვა და აკოცა, დემეტრე სულ ბაბუამისის ასლი იყო, მისი ხასიათებითა და გარეგნობით. ოთახში შესულმა როგორც კი დაინახა როგორ მშვიდად სუნთქავდა მარიამი მაშინვე მოუდუნდა ყველა კუნთი, გადასაფარებელი კარგად დააფარა და მთლიანად მის მკლავებში მოიქცია, მისი სურნელი შეისუნთქა, თითქოს ამდენი ხნის მანძილზე პირველად იყო სულიერად მშვიდად, ახლა შეეძლო დაძინება, ყველაფერზე ფიქრის გარეშე, მხოლოდ მარიამი ეჯდა ტვინში, ნელ-ნელა გულსაც ედებოდა, და ასე საწამლავივით ვრცელდებოდა დემეტრეს ორგანიზმში მარიამისადმი სიყვარული. *** დილით პირველს მარიამს გაეღვიძა, ბოლომდე გამოფხიზლებული არ იყო იქაურობას თვალი მოავლო და სვანეთი რომ დაინახა ფანჯრიდან მომენტალურად გაბედნიერდა, შემდეგ იგრძნო სუროს მსგავსად მოხვეული ხელები მის სხეულზე გაეღიმა დემეტრეს ახედა რომელსაც მშვიდად ეძინა, პლედი არ ეფარა და ცოტა გაყინული იყო, მარიამი 5 წუთი ცდილობდა მისთვისაც გადაეფარებინა მაგრამ ვერაფერი მოუხერხა კაცის ბრგე სხეულს. - მოისვენე, თორე გარეთ გაგსვამ და ნაზიკო იმდენს გაჭმევს ფეხზე ვეღარ ადგები. - თვალები გახელა არც იკადრა დემეტრემ ისე უთხრა და იგძნო უცებ როგორ შეხტა გოგონა, მაშინვე გაეღიმა. - ღმერთო ჩემო, შემაშინე, დაიფარე გაყინული ხარ. - ჩამეხუტე და გავთბები. - რადროს ჩახუტებაა, ნახე რალამაზია აქაურობა. - თვალები მაინც გაახელინა და ფანჯრისკენ გაახედა. - ვიცი, მანდ გავიზარდე სხვათაშორის. - დამათვარიელებინებ სვანეთს? - აბა რას ვიზამ, მაგრამ ჯერ არ მცალია, მძინავს. - ისევ მოხვია მარიამს ხელი და თავი ბალიშზე დადო. მარიამსაც თავი მის გულზე ედო და მშვიდად სუნთქავდა. - დემეტრე - ჰმ - ახლა რა იქნება? - რაზე - ცოლი გყავს ხომ არ გავიწყდება, სტატუსი ჩემთვის არაფერია, უბრალოდ ხალხი... - ჯერ იმით ვიწყებთ რომ პატარა მარიამს უნდა ვასწავლო ხალხის აზრის დაკიდება, დანარჩენზე დღეს ვილაპარებთ, და ნუ ხვანცალებ გოგო, მოისვენე. - წამოდი რააა, გავიცნობ შენ ბებოს. - ნაზიკო არ დაუძახო იცოდე, ვერ იტანს პატარები უფროსს პატივს რომ არ სცემენ, ძაან მკაცრია, თუ რამე ისე გითხრა და არ მოეწონე მე უძლური ვარ. - მაშინებ დემეტრე - რავქნა მისი სიტყვა ჩემთვის კანონია. - მარიამმა რომ ამღვრეული შეშინებული თვალებით ახედა მაშინვე ხარხარი აუტყდა, მთელი სახე დაუკოცნა და საწოლიდან წამოაგდო, მოწესრიგდნენ და სამზარეულოსკენ დაიძრნენ, საიდანაც უგემრიელესი სუნი გამოდიოდა, ცენტრში ლამაზი, ჭაღარა ქალი იდგა, დემეტრე მაშინვე მივიდა და აკოცა. - დილამშიდობის ბე. - მოდი ბებო, დაჯექი, ა კუბდარი მალე იქნება, სულ ცხელ-ცხელი. - მოდი ბებო ვინ გაგაცნო. - ქალი მარიამისკენ შემოაბრუნა რომელიც ისე ნერვიულობდა თითებს იმტვრევდა. - გამარჯობა ქალბატონო ნაზი. - ღიმილით მიესალმა მარიამი. - შენ ჩემი დემეს მარიამი ხარ არა? რა ქალბატონო, ბებო დამიძახე ჩემო ლამაზო. - ქალი მიუახლოვდა და მარიამი გულში ჩაიკრა, მანაც არ დააყოვნა და ხელები მოხვია. - დემეტრე როგორი ლამაზია, გემოვნება კი გქონდა ბებია სულ. - ქალი მარიამს ათვარიელებდა და ამკობდა კომპლიმენტებით. - მოდით ახლა მშია მე. - ხმა ამოიღო დემეტრემაც და მარიამი მაგიდასთან დასვა. - ნაზი ბებო დემეტრეს ბავშვობის ფოტოები მაჩვენეთ რა. - საუზმეს მიირთმევდნენ როცა მარიამმა წამოჭრა თემა. - კი გაჩვენებ შვილო მარა რაც საინტერესო იყო სულ მაგ ვაჟბატონმა გადამალა, მაგას კითხე. - სიცილით უთხრა ნაზიკომ - რატო გადამალე? -მარიამიც ვერ იკავებდა სიცილის - იმიტომ. - წარბშეკრული იჯდა დემეტრე. - როგორი ბავშვი იყო ბებო? - ვაიმე ისეთი უჭმელი, გამწლეული იყო სულ, თეფშებით ხელში დავსდევდით მე და დედამისი, ეს არ ჭამდა და დადიოდა კოპებ შეყრილი აქეთ იქეთ. - ამხელა სპორტსმენ კაცს რო საჭმელზე გამოკიდება დაგჭირდებაა.. - გადაიკისკისა მარიამმა. - ეგ რაარი შვილო ისე არ უყვარდა ჭამა მახსოვს ერთხელ მეზობლის ხეზე იჯდა და არ ჩამოდიოდა არ მინდა საჭმელიო. - მარიამი მთელი ყურადღებით და ღიმილით უსმენდა, პირველად გრძნობდა ოჯახურ სითბოს, ეს ქალი უკვე სიგიჟემდე უყვარდა, იცოდა რომ კიდევ ერთი საიმედო ადამიანი ყავდა ცხოვრებაში. - ეეე, მეც აქ ვარ ისე რორამე. - მაჩვენეე რაა ფოტოები გთხოვ, პაწუკა დემეტრე მაინტერესებს. - მკლავზე ჩამოეკიდა მარიამი და ლოყაზე აკოცა, მალე გაუჩნდა კაცს ფოსოები და გაეცინა. - გაჩვენებ ხო, მაგრამ ჯერ სალაპარაკო გვაქვს ჩვენ ხომ არ დაგავიწყდა? - ჰო მახსოვს. - მარიამი ისევ მის ადგილს დაუბრუნდა და ნაზის ღიმილით შეხედა. - უკან ეზოში გადით, სკამები და მაგიდაც არი, ჰამაკიც, იქ ილაპარაკეთ. - შენ სად მიდიხარ ბებო? - დედაოებთან მივდივარ, რაღაცეებს წავუღებ, თან თამარსაც ვნახავ მომენატრა. - მომიკითხე, დიდი სიყვარულით. - კაი ბებო, გავედი ახლა მე, საღამოს დავბრუნდები ჩემო ლამაზო არ მოიწყინო.- მარიამს თავზე ხელი გადაუსვა, აკოცა და წავიდა. - თამარი ვინ არის? - ნაზის მეგობარია, ახლა დედათა მონასტერშია. - არ გავიდეთ უკან? - ჰო წამო. ჰამაკში ჩაწვა დემეტრე, მარიამიც გვერდით მიისვა, ხელი მოხვია და გულზე მიიხუტა. - ახლა ყველაფერს გეტყვი, უბრალოდ სანამ არ დავასრულებ არაფერი მიპასუხო, მოკლედ მე და ნატა გარიგებით დავქორწინდით, მაშინ როცა საერთოდ არ ვფიქრობდი ცოლის მოყვანაზე და კარიერაზე ვიყავი გადართული, დარბაზში ვიყავი და ვვარჯიშობდი ციცომ რომ დამირეკა მამაშენს გულის შეტევა აქვსო, მაშინვე საავადმყოფოში გავიქეცი, სერიოზუული არ ყოფილა, თუმცა მაინც არ იყო კარგად, სახლში რომ გადმოვიყვანეთ, თავის კაბინეტში დამიბარა და მითხრა რომ ნატა უნდა მომეყვანა ცოლად, თორე მას საერთოდ დავკარგავდი, თავიდან ვერ მივხვდი რა მიზანი ქონდა ამ ყველაფერს, მაგრამ თურმე ნატა ყოფილა ჩემზე შეყვარებული, მამამისი კი მამაჩემის კომპანიაში ინვესტიციას დებდა, იმ პირობით თუ ნატას ცოლად მოვიყვანდი, ბოლოლს მაინც დამარწმუნეს, და დავქორწინდით, ხატია, ჩემი და იყო ერთადერთი ვისაც ეზიზღებოდა ნატა, როცა მათთან მივდიოდოთ ყველა სიტყვაზე ეკიდებოდა, გრძნობდა რომ არ ვიყავი ბედნიერი მასთან, ტიპიური მულის საქციელები ქონდა, მერე გავიდა 1 თვე, წყნეთში ვიყავი ყურიერი რომ დამადგა თავზე თქვენს სახელზე გზავნილიაო, რაღაც საქაღალდე მომაწოდა ყველანაირი სახელის და გვარის გარეშე, ამ საქაღალდეში ნატალიას და გიორგი გიორგაძე იყვნენ, სადღაც ბნელ ჩიხში კოცნიდნენ ერთმანეთს, თავიდან გამეცინა, მერე ისტერიული სიცილი ამივარდა, არ ვიცოდი რას ვაკეთებდი და რას ვგრძნობდი, ჩემ თავს დავცინოდი, მერე მახსოვს სახლში რომ მივდიოდი ნატალიას ტელევიზორი გიორგის სიუჟეტებზე ქონდა ჩართული, და ძალიან დიდ დროს ატარებდა "კოლეგასთან" ერთად, შემრცხვა, ჩემი თავის, ასე რო გამაბრიყვეს და გამასულელეს, მან დღესაც არ იცის რომ ვიცი მთელი ურთიერთობის განმავლობაში რომ მღალატობდა, თუმცა გაბრაზებული არვარ, ერთად ერთადერთხელ გვეძინა ქორწილის ღამეს ისიც მ ხოლოდ გვეძინა, მის მერე მასთან სიახლოვე და მისი ფარისევლობა გულს მირევს, ამიტომ მეზობლებივით ვცხოვრობთ,მერე იმ ინტერბიუს დღეს შენ გნახე, ისეთი ბუნებრივი და საყვარელი იყავი იმ დღეს, ხმა აგიკანკალდა კითვის დროს როცა გითხარი დიახ დაქორწინებული ვარ თქო, მერე თურმე ჩემი ფანიც ყოფილხარ, ამაზე საერთოდ გავგიჟდი, იცი როგორ მინდოდა რინგზე ასვლამდე და ასვლის შემდეგ პირველი საკუთარი ქალის თვალებში ჩამეხედა და დამენახა რომ ამაყობდა ჩემ ით, ნატა ჩემს არცერთ ბრძოლას არ დასწრებია, იმდღეს შენ მომეცი ძალა, შენ წამომაყენე ფეხზე, ისეთი მუხტი მომედო სხეულში ენერგიის ნაკადი მაწვებოდა და სად წამეღო აღარ ვიცოდი, ყველანაირად ბედნიერს მხდის შენთან ყოფნა, თუ თანახმა იქნები იმაზე რომ სანამ გავშორდები ჩემთან იყო ხელი ჩამკიდო და როცა გავშორდები არც მის შემდეგ გამიშვა ყველაფერს გავაკეთებ, ყველაფერს შენი ბედნიერებისტვის, ვიცი რთული იქნება, მამაჩემი ჭკუიდან გადავა, მაგრამ, საერთოდ არ მაინტერესებს, ბედნიერება მინდა და ბედნიერი არ ვიქნები თუ შენ არ გერქმევა მომავალში ჩემი ქალი, ჩემი შილების დედა, და ჩემი შილიშვილების ბებია. მარიამს მთელი ამ დროის მანძილზე არ უყურებდა, მხოლოდ მხარზე უსმევდა გრძელ თითებს და ისე საუბრობდა, საუბრის დასასრულს რომ ჩახედა ქალის თვალებს საუცხოო შეგრძნება დაეუფლა, ამღვრეული, და იმედიანი თვალები შესცქეროდნენ კაცს, კითხულობდა დემეტრე ამ მზერაში ყველაფერს, ისეთი სუფთა იყო, ისეთი წმინდა, ხელი მოხვია მარიამმა და კიდევ უფრო აეკრო კაცის სხეულს, თითქოს ამით აგრძნობინა ყველაფერი, აგრძნობინა რომ მასთან იყო, წასვლას არსად აპირებდა, მისი მეგზური იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.