შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეორე სუნთქვა მეექვსე თავი


23-02-2024, 22:21
ავტორი NiLLoIyA
ნანახია 940

ქალბატონი ლალის კაბენიტში შევიდა თუ არა თითქოს ჰაერი არ ჰყოფნიდა, სული ეხუთებოდა და ყველა წამს იმაზე ფიქრობდა, ამდენი ნერვიულობით გული არ წასვლოდა. ლალის დიდი კაბინეტი ჰქონდა, შესანიშნავი ხედით. ატმოსფეროც ისეთი იყო მარტივად, რომ შეძლებდი ყველა საკითხზე საუბარს.
- გისმენ ლუნა, შეგიძლია დაიწყო - გაუღიმა ისევ ლალიმ.
- დიახ - უხერხულობის დასაფარად გაიცინა, გაოფლილი ხელის გულები კაბაზე გაისვა და მხოლოდ ახლა შეამჩნია ნერვებისგან, როგორ საშინლად უკანკალებდა მუხლები. - კარგი - კიდევ ერთხელ, ღრმად შეისუნთქა ჰაერი, თვალები დახუჭა, ტუჩები მოკუმა და რამდენიმე წამში გახსნა ბაგე. თავისი ამბის თხრობა დაიწყო - წლების წინ ერთი ბიჭი მიყვარდა, ძალიან კარგი, მზრუნველი და მოსიყვარულე ადამიანი იყო. ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა და ერთ დღესაც დავინიშნეთ, უბედნიერესები ვიყავით, მაგრამ როგორც წესი ჩვენმა ბედნიერებამ დიდ ხანს არ გასტანა. - მწარედ ჩაეცინა და მაღლა აიხედა, ცრემლების დასაფარად - იმ პერიოდში პროკურორად დაინიშნა და ყველანაირად ცდილობდა თავისი უფროსების თვალში საუკეთესო გამოჩენილიყო და ამის გამო დღე და ღამე მუშაობდა. ერთი საქმე ჩააბარეს სერიული მკვლელის დაკავება ევალებოდა, - გაჩერდა ხმაურიადან გადაყლაპა ნერწყვი, ენა იმდენად გამხმარი ჰქონდა დაძაბულობისგან თითქოს ქვა ედო პირში. - ბევრჯერ სცადეს მისი დაჭერა, მაგრამ ყველაფერს ყოველთვის იმდენად სუფთად აკეთებდა, საქმე გაუხსნელი რჩებოდა. რადგან დემეტრეს თავის გამოჩენა უნდოდა მთლიანად გადაეშვა სამუშაოში და ვეღარც ჩემთვის და ვეღარც თავისი მეგობრებისთვის დროს ვეღარ ნახულობდა. თავად მიდიოდა დანაშაულის ადგილას და მოკლედ, რომ ვთქვა ყველაფერს თავად აკეთებდა. ერთ დღესაც, როდესაც როგორც იქნა დრო გამოინთავისუფლა ჩემს სანახავად - გაჩერდა, ნიკაპი აუკანკალდა და ნერვიულობის დასაფარად თითები აიფარა, თუმცა ცრემლებისგან თავი ვერ შეიკვა - მე გამიტაცეს. - იხსენებდა ყველაფერს და გრძნობდა, როგორი სისწრაფით დაუდიოდა სისხლი ძარღვებში, როგორ გამალებით უცემდა გული, ეგონა ცოტაც და გაუსკდებოდა. ყოველთვის იყო ის მომენტი, როცა იხსენებდა წარსულს, მაგრამ ასე ზუსტად, ასე კონკრეტულად არასოდეს გაუხსენებია. დავიწყება უნდოდა, ყველაფრისგან დასვენება და განთავისუფლება. ახლა კი, როცა უკვე მეორედ თავის ამბავს ჰყვებოდა ახსენდებოდა ბავშვობაში ნორას ნასწავლები სიტყვები, ყველა ადამიანს თავისი ამბავი და თავისი გზა აქვს ცხოვრებაშიო. ლუნასაც ჰქონდა თავისი ამბავი. ამბავი, რომელსაც არც ისე კარგი მოგონებები ახლდა თან. - ზუსტად იმ მკვლელმა ვინც, ათობით ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, ბნელ შენობაში გამომამწყვდია და სამი დღის მანძილზე არაფერი მიჭამია და არ დამილევია. - ცრემლები ჩამოუგორდა და გამშრალ ყელში გაჭირვებით გადაუშვა წყალი, რომელიც ლალიმ დაუსხა - გთხოვთ ყველაფრის გახსენებას და თქმას ნუ მომთხოვთ, ძალიან რთულია.
- რა თქმა უნდა. - სწრაფად უპასუხა ქალმა, ისე თითქოს ინტერესი აღეძრა ამბის მიმართ და უნდოდა მალე გაეგრძელებინა თხრობა.
- სკამზე ვყავდი მიბმული და იარები, რომელიც თოკმა დამიტოვა, დღემდე მეტყობა მაჯებზე - აკანკალებული ხელები წინ გაწია და თავისი ნაიარევი მაჯები აჩვენა. ჯერ კიდევ კარგად ეტყობოდა, როგორ ძლიერად ექნებოდა ხელები დაბმული. განვლილი წლების შრამები არა მარტო მაჯებს, არამედ მის ცხოვრებასაც ჯერ კიდევ შესამჩნევად აჩნდა - დრო და დრო ჩემს საქმროსთან რეკავდა დაფარული ნომრით და ეუბნებოდა ამ საქმისთვის თავი დაენებებინა, თორემ მომკლავდა. როდესაც ელაპარაკებოდა სულ დახმარებას ვთხოვდი დემეტრეს, რომ თუ ვუყვარდი არ დაევეტოვებინე მასთან და თავიდან მჯეროდა კიდეც მალე მიპოვიდა, მაგრამ დემეტრე არ მოვიდა. საბოლოოდ დანებდა და სიკვდილისთვის გამიმეტა - ტირილი ქვითინში გადაუვიდა და ბოლოს ისე საწყალობლად ტიროდა, ლალისაც აუჩუყდა გული.
- ლუნა თუ გინდა შემდეგ სეანსზე გავაგრძელოთ დანარჩენი. ვხედავ ძალიან გიჭირს. დამშვიდება გჭირდება - მართლა გულით სთხოვა ლალიმ დამშვიდებულიყო და მერე შეხვედროდნენ. მხოლოდ თავი დაუქნია და ფეხზე წამოდგა. ჯერ კიდევ ტიროდა და კანკალებდა. ძლივს ჩამოსწია კარის სახელური კაბინეტიდან გამოსვლისას. თავიდანვე იცოდა, როგორი რთულიც იქნებოდა ამ ამბის კიდევ ერთხელ თავიდან გახსენება და თან სხვისთვის გაზიარება, მაგრამ ამდენად, თუ გაუჭირდებოდა ვერასოდეს იფიქრებდა. ვერც ის წარმოედგინა ასე ცოცხლად, თუ წარმოუდგებოდა კადრები თვალწინ და ასე აშკარად თუ შეეძლო ყველაფრის გახსენება და თავიდან შეგრძნება, იმ სიტყვით გადმოუცემელი ტკივილის რაც გამოიარა. კოშმარად ექცა იმ სამი დღის ტკივილი და ტანჯვა, კოშმარად ექცა კაცი, რომელმაც სასიკვდილოდ გაწირა და ისე ხელის აუკანკალებლად ჩაარტყა დანა მუცელში წამით სიამოვნების ნაპერწკლებიც კი შენიშნა გიორგობიანმა მის სახესა და გაყინულ თვალებში.
შენობიდან გამოდიოდა ტელეფონი, რომ აუწკრილდა ჩანთაში. ხელის კანკალით ამოიღო, ჯერ კიდევ სდიოდა ცრემლები და დარწმუნებული იყო, ხმა რომ გაეღო ისევ ატირდებოდა. უცხო ნომრიდან იყო ზარი, შეკეთების მიღების თავი არ ჰქონდა, ტელეფონი ჩააქრო და ჩანთაში დააბრუნა. რამდენიმე წამში ისევ აწკრიალდა ტელეფონი, ისევ ის ნომერი იყო, იფიქრა, შეკვეთის წასაღებდ რეკავენო და უპასუხა.
- სად ხარ? - ნაცნობი, აღელვებული, ოდნავ შიშ შეპარული, ბოხი ხმა გაისმა ტელეფონში.
- უკაცრავად, ვინ ბრძანდებით? - დასაზუსტებლად იკითხა, თორემ მის ხმას მილიონში გაარჩევდა.
- ლუნა მაგის დრო არაა მითხარი სად ხარ? მეჩქარება. - სწრაფად თქვა კაცმა. მშვენივრად მიხვდა, ქალმა მისი ხმა იცნო, მაგრამ ლუნა ვერ იჯერებდა, რომ ნამდვილად გამსახურდია ურეკავდა.
- რუსთაველის მეტრო სადგურთან ვარ, ბაქრაძის ქუჩაზე. მოხდა რამე? რატომ ინტერესდები სად ვარ და რას ვაკეთებ? - ვერაფერი გაიგო რაში აინტერესებდა გამსახურდიას სად იყო ლუნა, რატომ მოთხოვა ასე დაჟინებით ეთქვა ადგილსამყოფელი?
- მანდ დამელოდე, არსად წახვიდე. - ისე გაუთიშა მეტი არაფერი უთქვამს. სულ მთლად დაიბნა გიორგობიანი, ხან კარგად ექცევა, კარგად ელაპარაკება და თბილად უღმის, ხელ ჩაკიდებული დაყავს, ხანაც ისე უყვირის და უბრაზდება გეგონება მის თავზე ჩაიდანი დუღს. მანქანიდან აგდებს, ისე ტოვებს არაფერს უხსნის. გაჩერებამდე ფეხით მივიდა და გამსახურდიას ლოდინი დაიწყო. ნეტავ რა ხდება? ხომ არაფერი დაემართა? ნეტავ ხომ არ... თავი გააქნია და სახე დამანჭა, უაზრო ფიქრების განდევნა სცადა და თავის დამშვიდება დაიწყო. რამე, რომ მოსვლოდა მე არ დამირეკავდა. იცის, როგორც მეშინია სისხლის და ჭრილობების. მაგრამ იქნებ მართლა, რამე საშინელება დაემართა? ფიქრობდა თავისთვის ლუნა და შორიდან, რომ შეგეხედათ იტყოდით სრული ჭკუის არ არისო, რადგან ხან თავში ირტყამდა ხელს ფიქრების მოსაშორებლად და ხან აქეთ-იქით აქნევდა თავს.
დემეტრე თავისი მანქანით, რამდენიმე წუთში მივიდა ლუნასთან, ის კი ისე იყო ფიქრებში ჩაძირული ვერც კი გაიგო, როდის გაუჩერდა მანქანა წინ. დემეტრემ გახედა და დასიგნალებას აპირებდა ლუნამ, რომ სახე დამანჭა, თვალები დააწვრილა და ხელი თავში ჩაირტყა, თან რაღაც უთხრა თავის თავს. გაჩერდა, გაეცინა ასეთი, რომ დაინახა. მიხვდა ფიქრობსო და თან თავის თავს ეწინააღმდეგებაო და მიუხედავად იმისა ცოტა დრო ჰქონდა ტელეფონი აიღო და ვიდეოს გადაღება დაიწყო, თან სიცილის ვერ იკავებდა.
- ღმერთო, როგორი გიჟია - გაეცინა. ერთს ხანს ისევ იღებდა და ვიდრე გადაღებას დაამთავრებდა სიცილი აუტყდა ლუნას, მართლა გიჟურად იცინოდა, გამსახურდიასაც გაეცინა ასეთი ლუნას დანახვაზე - ნეტავ რა აცინებს? როგორიც არ უნდა იყო, მაინც მიყვარხარ გიორგობიანო. მაინც ჯიუტად მინდა... - გათიშა ვიდეო და მხოლოდ მერე დაამთავრა სიტყვა - მიგისაკუთრო. - თავი გადაიქნია თავის საქციელზე - ეს უკვე აღარ უნდა მეთქვა. - ერთი ღრმად ამოიოხრა და ტელეფონი გადადო. მერე კი ორჯერ დაუსიგნალა ქალს. შეშინებულმა გაიხედ-გამოიხედა და მერე მის წინ გაჩერებული მანქანა, რომ დაინახა სწრაფი ნაბიჯით დაიძრა მისკენ. კარი გამოხსნა და ამჯერად წინ ჩაუსკუპდა.
- ღვედი გაიკეთე - მანქანის ძრავი აამუშავა და როცა ლუნამ ღვედი შეიკრა დიდი სიჩქარით მოწყვიტა მანქანა ადგილს.
- მოხდა რამე? შენს ზარს ყველაზე მეტად არ ველოდი. - გვერდიდან შეხედა მის მკაცრ სახეს. კაცი ხმას არ იღებდა.
- დემეტრე! მითხარი, რა ხდება სანამ გავგიჟდები. - ისევ დუმილი. - მირეკავ, მეუბნები არსად წახვიდე, დამელოდე მოვდივარო და ახსნასაც არ ვიმსახურებ? - უკვე ნერვები ეშლებოდა ლუნას - გააჩერე მანქანა! - რეაგირება რომ არ ჰქონდა გააგრძელა - წლების წინაც ასე უთქმელად, ჩემგან დამოუკიდებლად მიიღე და ახლაც იგივეს აკეთებ. დემეტრე შენ გეუბნები გააჩერე მანქანა, თორემ კარს გავაღებ და გადავხტები.
- ლუნა ხელს მიშლი, გაჩუმდი ცოტა ხანს და გეტყვი ყველაფერს. - ეცადა მშვიდად ეთქვა. გაჩერდა, ხმა აღარ გაუღია, გულზე გადაიჯვარედინა ხელები და ფანჯრიდან ყურება დაიწყო. დემეტრემ შეხედა და ოდნავ ჩაეღიმა. „საშინლად ჯიუტი და თავნება ქალია ისევ“ გაიფიქრა თავისთვის.
განყოფილებაში მისვლას და სხვების თანდასწრებით ყველაფრის ახსნას, არჩია სადმე წყნარ ადგილას წასვლა. მალევე მანქანა სავალი ნაწილიდან გადაიყვანა და გააჩერა. ღვედი შეიხსნა და ლუნასკენ შებრუნდა.
- ლუ არ შეგეშნიდეს კაი? - ისეთი თვალებით უყურებდა ქალს, უნდოდა კი არა ჭირდებოდა, რომ ლუნას ეთქვა არ შემეშინდებაო. ალბათ ასე უფრო შეძლებდა ლუნასთვის იმ მწარე რეალობის შესახებ ეთქვა, რაც წინ ელოდა. ლუნას არც მიუქცევია ყურადღება სახელის შემოკლებული ფორმით, რომ მიმართა, მის შავ თვალებს უყურებდა და მეტი ამ წუთას არც არაფერი აინტერესებდა.
- რატომ უნდა შემეშინდეს? ამიხსენი რა ხდება. - დაბნეულმა მიუგო.
- გადმოდი მანქანიდან და გეტყვი. - სწრაფად გამოხსნა მანქანის კარი და გადავიდა. ღელავდა, არ იცოდა, როგორ ეთქვა ლუნასთვის, რომ მისი ჯოჯეხეთი დაბრუნდა. კაცი, რომელმაც ყველაფერი ძვირფასი წაართვა ერთსაც და მეორესაც. წარმოიდგინეთ, რამდენად რთული არჩევნის წინაშე იდგა დემეტრე, უნდა გადაეწყვიტა ეთქვა ლუნასთვის, რომ ჯოჯოხეთი, რომელიც მარტომ გამოიარა ისევ დაბრუნდა თუ არაფერი ეთქვა და დალოდებოდა კიდევ, როდის გაიტაცებდა მას.
- მითხარი ბოლოს და ბოლოს რა ხდება? - წინ დაუდგა ლუნა. მოკლე თმას ქარი ურევდა და რამდენჯერმე სახეზე ჩამოყრილი კულულები მოუთმენლად გადაიწია ყურს უკან.
- დამპირდი, რომ სანამ არ დავამთავრებ ხმას არ ამოიღებ და არ შემაწყვეტინებ. - ზღვისფერ თვალებში შეხედა.
- კარგი, გპირდები. - მობეზრებული ხმით დაეთანხმა და ფიქრობდა ახლა ურთიერთობის განახლებას მთხოვს, მაგრამ პასუხი უკვე მაქვს ასე, რომ თავად იწუხოსო. გვერდზე გაიხედა და დაელოდა, როდის ეტყოდა გამსახურიდა, მოდი ისევ წყვილი ვიყოთო. მაგრამ ასეთი კი არა ამ საკითხთან მიახლოებულიც, რომ ვერაფერი გაიგონა ცოტა დაიბნა.
- გუშინ სახლში, რომ მიგიყვანეთ შენ და კესო სასწრაფოდ სამსახურში მომიწია წასვლა, ამიტომაც ...
- დემეტრე მერე მაგას ჩემთან ან კესოსთან რა კავშირი აქვს?

- ხომ დამპირდი არ გაგაწყვტინებო? მოიცადე და გაიგებ. - მოუთმენლად ოდნავი ბრაზით ჩაილაპარაკა კაცმა. - რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა. კაცი, რომელსაც მთელი ცხოვრება ციხეში უნდა გაეტარებინა და რომელსაც წლებია ვეძებ და ვცდილობ დავიჭირო ისევ დაბრუნდა.

- ისევ სამსახურზე ლაპარაკობ, როგორც მაშინ. - ნაწყენმა ჩაილაპარაკა ისე, რომ ვერც მიხვდა, როგორ შეახსენა წარსული. დრო, როცა ერთად იყვნენ და ვერც ის გაიაზრა, როგორ ატკინა გული კაცს ამ სიტყევბით. თითქოს უთხრა შენს ცხოვრებაში მაშინაც და ახლაც ყველაფერზე წინ სამსახური დგასო. მანქანისკენ შებრუნდა უნდა ეთქვა, სახლში წამიყვანე შენს მოსმენას არ ვაპირებო სწორედ, მაშინ თქვა, კაცმა ყველაზე მნიშვნელოვანი.

- მკვლელი, რომელმაც ათობით ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე და ბოლოს შენ გაგიტაცა ისევ გამოჩნდა. - გაშეშდა, ვეღარაფერი ქნა. ასე იდგა კარგა ხანს და ბოლოს შებრუნდა. გამსახურდიას პირისპირ დადგა და კაცმა დაინახა, რამხელა შიშმა დაიდო ბინა ქალის თვალებში, რამხელა ტკივილს მალავდნენ, თურმე ამდენი წელი და ახლა ერთიანად, რომ დაინახა ყველაფერი, გული მოუკვდა.

- ლუ არ შეგეშინდეს კაი? მე აქ ვარ. - ეცადა შეხებოდა და გულში ჩაეკრა ქალი, მაგრამ ლუნამ უხეშად გააშვებინა ხელი.

- დემეტრე რას ამბობ? მკვლელი, არ დაგიჭერიათ მაშინ? იცი მაინც, როგორი ჯოჯოხეთი გამოვიარე იმ დღეების მანძილზე? როგორ შეგეძლო ეს დაგეშვა? შენ რა ადამიანი ხარ? ღმერთო არ მჯერა, რომ კაცი, რომელმაც სრული ჯოჯოხეთი გამომატარა ჯერ კიდევ თავისუფალია. - ხმამაღლა უყვიროდა გამსახურდიას და უკვე იმდენად შიშის და ემოციების ზემოქმედების ქვეშ ვეღარაფერს აცნობიერებდა. არ იცოდა რას ამბობდა ან რას აკეთებდა, მხოლოდ ის უტრიალებდა გონებაში, რომ მკვლელი, მისი პირადი ჯოჯოხეთი ჯერ კიდევ თავისუფალი იყო.

- ლუნა მისმინე, - მხრებში ჩაავლო ხელი - არაა ჩემი ბრალი გესმის? საქმე დახურეს. შენი გატაცების შემდეგ, როდესაც სამი დღის მერე გიპოვეთ გაქცევა მოასწრო და როგორც ჩანს ვიღაც მფარველობს და საქმე უსწრაფესად დახურეს.. - შეანჯღრია იქნებ აზრზე მოვიდეს და დაწყნარდესო, მაგრამ აზრი არ ჰქონდა ლუნა უბრალოდ არ უსმენდა.

- არა, დემეტრე ის გარეთ არ უნდა იყოს. მომკლავს, არ მაცოცხლებს. - ტიროდა და გამწარებული ურტყამდა მუჭებს მკერდზე. კაცმა კი, რომ ვეღარაფერი გააწყო ძლიერად შემოხვია მკლავები და ჩაიხუტა.

- მშვიდად ლუნა, მშვიდად. მე აქ ვარ. ნუ გეშინია. გთხოვ, მენდე.
აღარ დავუშვებ რამე დაგიშაოს. - თმაზე ეფერებოდა და ჩუმად ელაპარაკებოდა ქალს.

- რომ მიპოვოს დემეტრე? მერე რა უნდა ვქნა? - პატარა ბავშვივით, ცრემლებით სავსე თვალებით უყურებდა სახეში კაცს.

- ვერ გიპოვის ლუნა. დამიჯერე შენთან მოახლოების საშუალებასაც არ მივცემ. ხომ გჯერა ჩემი? - იმედიანი ჰქონდა ხმაც და თვალებიც.
ვინ იცის, როგორ უნდოდა კაცს ისევ ჰქონოდა მისი ნდობა და იმედი გიორგობიანს. მაგრამ ქალი ხმას არ იღებდა. უსიტყვოდ ამბობდა ყველაფერს, უსიტყვოდ ამბობდა, რომ მისი აღარც იმედი ჰქონდა და ვეღარც ენდობოდა.
ძლივსძლივობით დამშვიდდა ლუნა და სახლში წაიყვანა გამსახურდიამ, დაისვენეო.

- დემეტრე ვინაობა იცი? - ისე მოულოდნელად ჰკითხა, წამით ვერც მიხვდა კაცი, ვის გულისხმობდა ლუნა.

- არა, არ ვიცი და ამის ცოდნა, არც შენ გჭირდება. უბრალოდ ფრთხილად იყავი და ნებისმიერი საფრთხის შემთხვევაში დამირეკე. - ოდნავ გაუღიმა.
ქალმა მხოლოდ თავი დაუქნია და ვიდრე სახლთან არ მივიდნენ სიტყვაც არ უთქვამს.

- მადლობა, რომ მომიყვანე. - ღვედი შეიხსნა და აქამდე სალონის უკანა ნაწილში გადადებული ჩანთა აიღო.

- სამოდლობელი არაფერია.

- ნახვამდის.

- ორი წუთით ტელეფონი მათხოვე. - ხელი გაუწოდა ტელეფონის გამოსართმევად.

- რად გინდა? - დაბნეულმა ჩაუდო გამოწვდილ ხელში ტელეფონი.
გამსახურდიამ აღარაფერი უთხრა უბრალოდ ტელეფონში, რაღაც ჩაწერა და უკან დაუბრუნა.

- ნახვამდის ლუნა. - კარი მიუხურა ქალმა და ჩანთა მხარზე გადაიკიდა.
უყურა, როგორ დაძრა დემეტრემ მანქანა და ვიდრე მისი თვალთახედვიდან არ გაქრა, არც განძრეულა.
მერე ერთი ღრმად ამოიოხრა და სახლში შევიდა.
ფეხსაცმელი შესასვლელშივე დაყარა, ჩვევაში ჰქონდა ცუდად ყოფნისას ფეხსაცმლის და ტანსაცმლის უწესრიგოდ დაყრა.
სამზარეულში ფეხშიშველი გავიდა და არც ნორას საყვედურებისთვის მიუქცევია ყურადღება, არც ბებიისთვის, რომელიც ეჩხუბოდა ფეხშიშველი, რატომ დადიხარო.
მაცივრიდან წყალი გამოიღო და ბოთლითვე დალია.
მერე კი საკუთარი ოთახისკენ გასწია, დავიღალე და ცოტახანს დავისვენებო.
რამდენიმე საათიანი ძილის შემდეგ კვლავ აწკრიალდა ტელეფონი.

- ვინ ჯანდაბა ხარ და რა გინდა - ვიდრე უპასუხებდა მანამდე ჩაილაპარაკა. თვალები დახუჭა და გაახილა, ციფრების გარჩევა, რომ შეძლებოდა. ყელი ჩაიწმინდა და უპასუხა.

- ალო? - უცხო ნომრიდან იყო ზარი.

- ლუნა, გამარჯობა. ბოდიშს ვიხდი გვიან გირეკავთ. - მამაკაცის ხმა გაისმა ტელეფონში.

- დიახ, გამარჯობა. არაუშავს, გისმენთ რა ხდება? - საწოლიდან წამოიწია და თვალები მოისრისა.

- კონსტანტინე ვარ, შეკვეთა მოგეცით ნახატის ორი დღის წინ.

- დიახ, მახსოვხართ. თქვენი ნახატი უკვე მზადაა და ხვალ შეგიძლიათ წაიღოთ. - უთხრა ლუნამ.

- ძალიან კარგი. სათხოვარი მაქვს თქვენთან. იქნებ გქონდეთ დრო და სხვა ნახატების შეკვეთაც აიღოთ? თანხას წინასწარ დაგირიცხავთ.

- არა ბატონო, თანხა არაფერ შუაშია. დრო არ მაქვს. ფაქტიურად გადარბენაზე ვხატავ და ვეღარ დავიმატებ ცოტა ხანს ახალ შეკვეთებს.

- არ მეჩქარება. როცა დრო გექნებათ მაშინ აიღეთ შეკვეთა. თუ გინდათ საერთოდ სათითაოდ მოგიტანთ და როცა დრო გექნებათ მაშინ დახატეთ ხოლმე. ძალიან გთხოვთ. - ისე დაჟინებით ითხოვდა, ლუნას დაეხატა ვეღარ გაიგო რა ექნა.

- კარგით, რადგან ასე დაჟინებით ითხოვთ, მაშინ ხვალ ხომ მობრძანდებით შეკვეთის წასაღებად და ხვალ გეტყვით პასუხს.

- კარგით. დროებით. - ეს ბოლო სიტყვა „დროებით" განსაკუთრებით ცუდად მოხვდა ყურში ლუნას. ხმაც ეცნობოდა, მაგრამ ვერ იხსენებდა საიდან და როგორც ორი დღის წინ ისე ახლაც იფიქრა, ალბათ ადრეც მომცა შეკვეთა და იქიდან მახსოვსო.
თავი ანება ფიქრებს და საათის ციფერბლატს დახედა, ათი საათი იყო უკვე. წყალი მოსწყურდა.
ადგა, სამზარეულოში გავიდა, წყალი გამოიღო მაცივრიდან, დალია და მერე ბებოსთან მივიდა, ფუმფულა ლოყები დაუკოცნა და აუტანელი სიცხის მიუხედავად, მაინც შემოხვია ხელები, თვალები დახუჭა და ასე იყო ბებოსთან ჩახუტებული, რომ უცებ რაღაც გაახსენდა ფეხზე წამოხტა და ოთახში გაიქცა.
ტელეფონის კონტაქტებში შევიდა და გამსახურდიას ნომრის ძებნა დაიწყო.
აუყვა, რამდენიმე ნომერს და ბოლოს იპოვა.
„ჩემი დემნა“.



№1 სტუმარი სტუმარი ნინი

კარგია ველოდები გაგრძელებას❤️❤️

 


№2 მოდერი NiLLoIyA

სტუმარი ნინი
კარგია ველოდები გაგრძელებას❤️❤️

მიხარია რომ მოგწონთ????
საღამოსკენ აიტვირთება მეშვიდე თავი

 


№3 სტუმარი სტუმარი ნანა

რა კარგი ისტორიაა.გტთხოვთ ყოველდღე დადეთ. მსიამოვნებს მისი წაკითხვა.ყოველი თავი უკეთესი ხდება და უფრო იძაბება
.

 


№4 მოდერი NiLLoIyA

სტუმარი ნანა
რა კარგი ისტორიაა.გტთხოვთ ყოველდღე დადეთ. მსიამოვნებს მისი წაკითხვა.ყოველი თავი უკეთესი ხდება და უფრო იძაბება
.

დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის. მიხარია რომ კითხულობთ.

 


№5  offline წევრი _samanta_samanta

თავიდან ბოლომდე ხომ მაქ წაკითხული არა?მაგრამ მაინც დიდი ენთუზიაზმითა და სიამოვნებით ვკითხულობ...ასე გააგრძელე ჩემო გოგონა, წარმატებები????????

 


№6 მოდერი NiLLoIyA

_samanta_samanta
თავიდან ბოლომდე ხომ მაქ წაკითხული არა?მაგრამ მაინც დიდი ენთუზიაზმითა და სიამოვნებით ვკითხულობ...ასე გააგრძელე ჩემო გოგონა, წარმატებები????????
ჯერ ახალი თავები კიდევ წინაა, ბევრი რამე გელოდებათ ჯერ კიდევ საბოლოოდ დასრულებლადე.
მიხარია რომ აქ ხარ და ასე თბილ კომენტარს მიწერ❤️
შენი მადლიერი ვარ ყველაფრისთვის❣️❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი გვანცა

გთხოვთ ძალიან არ გაწელოთ და მალმალე დადოთ.

საოცარი ისტორიაა. უმაგრესი ხართ

 


№8 წევრი Daldoni Daldoni

ძალიან ძალიან საინტერესო ისტორიაა.

 


№9 სტუმარი ნესტან

ეს კონსტანტინე ძალიან არ მომწონს რაღაცას ხლართავს

 


№10 მოდერი NiLLoIyA

ნესტან
ეს კონსტანტინე ძალიან არ მომწონს რაღაცას ხლართავს

ვნახოთ ვნახოთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent