შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე დედა ვარ (საცდელი)


23-05-2018, 17:55
ავტორი Crazy dreamer
ნანახია 2 035

ვწუხვარ პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაშია და მისი გადარჩენის შანსი ნულს უტოლდება ახლა მხოლოდ თქვენზეა გადაწყვეტილება განვაგრძოთ მისი ასეთ მდგომარეობაში მკურნლობა თუ აპარატი გამოვრთოთ? დროს საღამომდე გაძლევთ ზუსტად ოთხ საათში პასუხი შემატყობინეთ.
თეთრ ხალათში გამოწყობილი კაცი მხოლოდ ამ სიტყვებით შემოიფარგლა და ადგილს გაერიდა, ის კი სრულიად მარტო დარჩა უსასრულო დარდის წინაშე, ის იყო დედა რომელიც მომაკვდავი შვილისთვის ყველაფერს გაიღებდა ოღონდ კი რამე შესძლებოდა, მაგრამ ვაი რომ ზუსტად მაშინ დაუძლურდა.. მისთვის ერთი სიტყვაც კი არავის გაუმეტებია და ამხელა დარდთთან მარტოდმარტო დატოვეს, ჰმ? ცხოვრება ასეთია უსამართლო, მაშინაც როცა ვფიქრობთ რომ ყველაზე სამართლიანია.
უკვე მერამდენე ღამე იყო რაც იმ ავბედ საწყევლი დღიდან მის შვილს მანქანა დაეჯახა და ოჯახი ასეთ განსაცდელში ჩააგდო თუმცა დედის გარდა ამას არც არავინ განიცდიდა, ლალი იყო ერთადერთი ვინც კომაში მყოფი შვილის გვერდით იყო. ბავშვის მამა კი რომელ სასტუმროში ან საერთოდ რომელ ქალთან ათევდა ღამეს შეუძლებელი იყო გაგერკვია, არასდროს ყოფილა ლალი ბედნიერი და ლაღი ქალი მის ცხოვრებაში მუდამ იყო პრობლემები, ჯერ იყო და ოჯახისთვის მიუღებელ კაცს გაყვა ცოლად და ამით ოჯახთან კონტაქტი გაწყვიტა შემდეგ პატარა ალექსი შეეძინათ და ლალის პრობლემებმაც იმატა, მიშიკო აღარ იყო ერთგული და მოსიყვარულე ქმარი ლალისთან მუდამ კონფლიქტი ჰქონდა და არც მაშინ მოერიდებოდა მასთან ჩხუბი როცა ალექსიც მათ გვერდით იყო, გამუდმებით ჩხუბობდნენ შემდეგ მიშიკო მიდიოდა და მეორე დილამდე აღარ ბრუნდებოდა, დილით კი სასმლით გაბრუებული უხმოდ შედიოდა საძინებელში წლები ასეთ მდგომარეობას უძლდბდა ლალი და რას წარმოიდგენდა რომ კიდევ უფრო დიდი დარდი ელოდა წინ? ალექსი 15 წლის გახდა იმ დღეს და სკოლის მეგობრებთან ერთად აღნიშნა დაბადების დღე როცა დაიშალნენ კი ალექსი რამდენიმე ძმაკაცთან ერთად სახლის გზას გამოუყვა. გზაზე გადადიოდნენ როდესაც მაღალი სისწრაფით მომავალი მანქანა გამოჩნდა ალექსის გარდა ყველამ მოასწრო გადასვლა და მშვიდობით მისვლა ადგილამდე, გარდა ერთისა ალექსის რომელიც მიწაზე უგონოდ იწვა და სისხლის აუზში ცურავდა, იქ მყოფნი პანიკამ მოიცვა. ყველაზე დიდი დარტყმა მაინც ლალიმ მიიღო. ლალის თითქოს გული ცუდს უგრძნობდა მაგრამ საბუთებს მაინც არ სწყდებოდა და ცდილობდა საქმე თავიდან ბოლომდე შეესწავლა რათა სასამართლოზე კიდევ ერთხელ მოეგო საქმე 35 წლის ლალის. ტელეფონზე განუწყვეტელმა ზარმა იმდენად შემაწუხა რომ გამწარებულმა ვუპასუხე.
- ლალი ხარაიშვილი ბრძანდებით? მესმის ტელეფონში უცხო ხმა და მეც უმალ ვადასტრურებ ჩემს ვინაობას.
- დღეს 5 საათსა და 30 წუთზე ინგოროყვას კლინიკაში შემოყვანილ იქნა ალექს დადეშქელიანი.
- უკაცრავად მგონი გეშლებათ, ძალიან მინდოდა ექიმს ეთქვა „დიახ შემეშალა“ მაგრამ ასე არ მოხდა პირიქით მან დამიდასტურა. არ მახსოვს კაბინეტიდან როგორ გავვარდი მაგრამ ერთადერთი რაც მაშინ გავიაზრე ეს მიშიკოსთან დარეკვა და ამ ამბის შეტყობინება იყო.
- მიშიკო მისმინე. ხმას ძლივს ვიმორჩილებდი.
- ლალი მომისმინე თუ აიცილებელი საქმე არ გაქ იქნებ სხვა დროს დამირეკო? ახლა თურქეთში მივდივარ და სავარაუდოდ განქორწინების საბუთებსაც იქიდან გადმოგიგზავნი.
- ნახვამდის. ეს იყო ერთადერთი სიტყვა რაც მაშინ ვთქვი და ტელეფონი გავთიშე, იმ წამს სამყაროში ყველაზე უბედური ვიყავი რადგან ყველაფერი ხელიდან მეცლებოდა, ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი ეს ალექსი იყო.
სკმზე ვიჯექი და ვცდილობდი ექიმის ბოლო სიტყვები გამეაზრებინა, როდესაც რეანიმაციაში ექიმთა გუნდი შევიდა და უკან არავინ გამოსულა ავნერვიულდი რადგან ალექსიც რეამიმაციაში იყო, ერთ საათიანი უშედეგო ღოდინის შემდეგ რანიმაციიდან ექიმები გამოვიდნენ მათ სახეზე კი მრავალი გრძნობა აღბეჭდილიყო ბოლოს ერთ-ერთი ექიმი მოვიდა და მითხრა:
- ქალბატონო ლალი ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და გამოგვივიდა კიდეც, ჩვენ თქვენი შვილი გადავარჩინეთ.
- მეგონა ეს სიტყვები მომესმა თითქოს მიწაზე მძიმედ დანარცხებული წამომაყენეს მოზღვავებული ემოციებისგან ექიმს და მის მთელ გუნდს გადავეხვიე.
- ძლიერი ბიჭი ჩანს! მალე პალატაში გადავიყვანთ.
დროის შეგრძნება დავკარგე მხოლოდ ჩემს შვილზე ვფიქრობდი, ალექსი პალატაში როგორც კი გადაიყვანეს მასთან შევედი. ქალი ძლიერი არსებააო ამბობენ მაგრამ არა ეს ნამდვილად ტყუილია. ერთი თვე ისე გავიდა ალექსი გონს არ მოსულა დღეს, კი როდესაც ექიმმა მისი გადარჩენის შანსები მითხრა ჩემმა ბიჭმაც გამოიღვიძა, მიშიკო კი ალბათ თურქეთში ათას ქალს დასდევს მისგან ეს არც მიკვირს. მე და მას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც სხვა ქალის გვერდით დავინახე შემდეგ დალევაც დაიწყო არც ალექსანდრესთან ქონია თბილი და მამაშვილური ურთიერთობა, ყველაზე დიდი დარტყმაც მან მომაყენა როდესაც მითხრა მხოლოდ ერთი რამ „განქორწინების საბუთებს გადმოგიგზავნი“ აი აქ მართლა მივხვდი რომ ის არც მე და არც ალექსს იმსახურებდა. ალექსის საავადმყოფოდან გამოყვანის შემდეგ ჩემი და მისი ცხოვრება საგრძნობლად შეიცვალა, განქორწინების საბუთევს ხელი მოვაწერე და გალიასაც დავაღწიე თავი, იმ გალიას რომელიც ადრე ოქროს სასახღედ მიმაჩნდა. დედ-მამას არ ვეკონტაკტებოდი ჩემი გათხოვების შემდეგ.
---------
მოგესალმებით ყველას ეს ჩემი პირველი მოთხრობაა ძალიან მინდა თქვენი შენიშვნების და მითითებების მოსმენა რათა ნაწერი დავხვეწო მადლობა ყველას ვინც წაიკითხა



№1  offline მოდერი Mathew

აი როგორ მიხარია რომ აქ გამოჩნდი.
ძალიან მომეწონა,პირველ თავში იგრძნობა რაღაც უცხო.
უკვე არ ვიცი რას ველოდო შემდეგ,მაგრამ ის ვიცი,რომ.აუცილბლად წავიკითხვა.
საინტერესო ჩანს და მოუთმენლად დაველოდები შემდეგს ^^

 


№2  offline წევრი Crazy dreamer

Girl with pretty smile
აი როგორ მიხარია რომ აქ გამოჩნდი.
ძალიან მომეწონა,პირველ თავში იგრძნობა რაღაც უცხო.
უკვე არ ვიცი რას ველოდო შემდეგ,მაგრამ ის ვიცი,რომ.აუცილბლად წავიკითხვა.
საინტერესო ჩანს და მოუთმენლად დაველოდები შემდეგს ^^

madloba dzalian didi arc ki vici ra gitxra nel-Nela davixvewebi magram jer kidev emociebis qvesh var

 


№3 სტუმარი ტატო

ან პირველ პირში წერე ან მესამეში, ესე გაურკვეველი და ცუდი წასაკითხია. სასვენი ნიშნებიც აკლია და მოვლენებიც ძაან სწრაფად ვითარდება

 


№4  offline წევრი Crazy dreamer

ტატო
ან პირველ პირში წერე ან მესამეში, ესე გაურკვეველი და ცუდი წასაკითხია. სასვენი ნიშნებიც აკლია და მოვლენებიც ძაან სწრაფად ვითარდება

შენიშვნა მიღებულია აუცილებლად გამივასწორებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent