შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასიამოვნოდ მწარე


24-02-2024, 00:14
ავტორი venuslover
ნანახია 2 615

***
პროლოგი
უდაოა, რომ ძლიერი კაცის უკან ძლიერი ქალი დგას, რომელსაც იმაზე მეტი პასუხისმგებლობა და გრძნობაა აქვს, ვიდრე მამაკაცს.
ქალთა ვალდებულებები და მოვალეობები პლანეტა C-53—ზე კაცის მოვალეობებსა და პასუხის მგებლობაზე მეტია.
დედაკაცის გარეშე კაცობრიობა არ იარსებებდა და თუ იარსებებდა უკვდავ ადამთა-ძეები იქნებოდნენ გაბატონებულნი სამყაროზე და მეეჭვება ცხოვრება არ მოსწყენოდეთ. მაგრამ ქალი მხოლოდ გასართობი მარიონეტი როდია.
ქალი დედაა, ცოლია, მომვლელია, ფსიქოლოგია, მეგობარია, მოსიყვარულეა… ეპითეტების ჩამოთვლა უსასრულობამდე შემიძლია.
თუმცა მაინც რა არსებაა ქალი?
ცბიერება.
სწორედ ამან დაღუპა ადამი სამოთხის ბაღში.
ქალი, როგორც წარმატების მომტანი და აღმავლობის ნიშანია. ასევე არის დაღმავლობისა და უფსკრულის მაშენებელიც.
და მაინც, რატომ…

1
ბაღში დასეირნობდა თავის ნაცრისფერ, ფუმფულა კატასტან ერთად. ფეხშველი დააბოტებდა და ფიქრობდა, როგორ მოქცეულიყო. უნდა დაშორებოდა თუ არა მამაკაცს, რომლის საყრდენიც არიყო და ვერც იქნებოდა. ეგოისტი იყო, საშინლად ეგოისტი. სურდა დუდა გიგაურის გვარი ეტარებინა სიცოცხლის ბოლომდე, თუმცა პლატონური სიყვარულის სიმწარე, ხომ სწორედ ისაა, რომ იმ სასურველს არ უნდიხარ.
ორი წელი ერთად იყვნენ. ერთ სახლში ცხოვრობდნენ, თუმცა ერთ სარეცელს არ, აღარ იყოფთდნენ. ამ დროის განმავლობაში დილით თუ გადაეყრებოდა მარიამი დუდას. შუა ღამით კი თავისი ოთახის დარაბებიდან უმზერდა ქეთიდან შინ დაბრუნებულს. ყოველ დილით ნამტირალები თვალებით იღვიძებდა. ტკიოდა თუმცა ვერაფერს აკეთებდა. ერთადერთ გამოსავლად მეუღლესთან განშორება და მისი ტყვეობიდან დახსნა სურდა. მან ხომ დააბა. მან ხომ ურთიერთობა დაუნგრია ქეთის და დუდას.
დუდა გიგაური მშრომელი, თუმცა არც ისე შეძლებული ოჯახიდან იყო. მათთვის მთავარი იყო ლუკმა-პურის ფული მოეპოვებინათ და ბავშვები, დუდა და ანიტა მშივრები არ დარჩენილიყვნენ. არაფრით გამორჩეულ, ძველ აგურით ნაშენებ კორპუსის პირველ სართულზე, სამ ოთახიან ბინაში ცხოვრობდნენ. სახლში შესახლების შემდეგ ხელი არავის შეევლო ნესტიანი შპალერისთვის და დამპალი სამზარეულოსთვის. ბინას ორი საძინებელი ჰქონდა. ერთისაძინებელი მშობლების იყო, სადაც ორი ერთსაწოლიანი რკინის ლოგინი შეეერთებინათ, ზედ კი გახუნებული საბნები გადაეფარებინათ. მეორე საძინებელში პირველისგან განსხვავეიბით კი სამი საწოლი იდგა, ამ ოთახს კი თავს აფარებდნენ ანიტა, დუდა და ბებია ლიანა. აბაზანაში ფილები ჩამოტეხილიყო, იქვე დაინახავდით ლითონის ეგრედწოდებულ “ტაშტსა” და “კრუშკას”. დარია — ყოველთვის ცდილობდა ბავშვებისთვის იმაზე მეტი მიეცა ვიდრე ჰქონდა. კვირიას, მამას, ყოველთვის შეამჩნევდით ხელებზე თუ რამდენს შრომობდა. გამომშრალი, დანაოჭებული მოხუცის ხელები ჰქონდა, თუმცა ამაზე არასდროს არ დაუწუწუნია. მისთვის ცხოვრების მიზანს წარმოადგენდა ანიტასა და დუდასთვის გზის გაკაფვა. იცოდა, განა არიცოდა, რომ საქართველოში ყველაფერში პატრონი უნდა გყავდეს, რომ მიზანს მიაღწიო. თუმცა იმედს არ კარგავდა.
მარიამის ცხოვრებაში უეცრად შეიჭრა დუდა გიგაური. თავი შეაყვარა გამიზნულად. ხევსურმა იცოდა მისი წრის შესახებ, მისი ქონების შესახებ და ღატაკს სურდა იმ ნაღებ საზოგადოებაში მოხვედრა, მისი ოჯახისა და ქეთის გამო. ქეთი მისი ერთადერთი სიყვარული იყო, გოგონა, რომელიც ყოველთვის ფულზე, ჩანთებსა და კოსმეტიკაზე იყო შეყვარებული. დუდას სურდა მათთვის კარგი მომავლის შექმნა და სამიზნედ მისი უფროსის, მოსე ჩიქოვანის ქალიშვილი ამოირჩია, რომელიც მისცემდა იმას, რაც მას ასე ძალიან უნდოდა. აი რამდენი რაღაცის გაკეთება შეუძლია შეყვარებულ, გაბოროტებულ ადამიანს, რათა მიაღწიოს მიზანს.
მარიამ ჩიქოვანი, შავგრემანი, მუქი ფერის კანითა და ყავისფერი თვალებით სამყაროს იმ სილამაზეს ჩუქნიდა, რომლის ბოძების შესაძლებლობა თხელთმიან ქერებს არ ძალუძდათ. მარო სუსტი, მაღალი, მოხდენილი მანდილოსანი, ყოველთვის, გამიზნულად თუ გაუმიზნავად ჩრდილავდა ირგვლივ მყოფებს. მისი წელამდე ხვეული თმა მის პატარა სახეს მომაჯადოებელს ხდიდა. კეხიანი, აპრეხილი ცხვირი ჰქონდა, თუმცა უხდებოდა, იმდენად, რომ თვალში არავის ხვდებოდა და სიამოვნებასაც ანიჭებდა მისი ბუნებრივობა საზოგადოებას. სქელი წარბებითა და ტუჩებით ნამდვილ ქართულ სილამაზეს წარმოაჩენდა. თუმცა მის ერთადერთ სიმპატიას, რომელიც შემდეგ თვითუნებურად გადაეზარდა სიყვარულში მისი სილამაზე არასდროს შეუნიშნავს. მართალია დუდა ამაყობდა საზოგადოებაში თავისი “ქალის” გონიერებითა და სილამაზით, თუმცა თვალები და სხეული ყოველთვის ქეთისკენ გაურბოდა. მარიამი კი ყოველთვის წუხდა, რადგან რასაც ოცნებობდა, ვერ აიხდინა. მას სურდა ოჯახი, ისეთი, როგორიც მისი მშობლების იყო.
მატიამის მამა, მოსე ჩიქოვანი, პირი, რომელიც მოღვაწეობდა სხვადასხვა კამპანიებში და ამავდროულად ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესის დამაარსებელ-მფლობელი იყო, იგი მაინც უსუსური და მშიშარა კაცი გახლდათ. მას არ შეეძლო მყარად დგომა თავისი მეუღლის, ეკა ჩიქოვანის გარეშე, რომელიც მისი ძალა, ენერგია, დასამუხტი საშუალება იყო. ომარს უყვარდა ხოლმე აღიარება — რომ მისი ცოლის გარეშე თითსაც კი ვერ გაანძრევდა, რადგან ეკა იყო მისი მაიმედებელი წყარო. ეკა ეხმარებოდა ცხოვრების რთული მონაკვეთების გადალახვას.
ქალის ოცნება იყო ყოფილიყო საყრდენი დუდასი. ყოფილიყო მის გვერდით რთულ მომენტებში და ზურგი გაემაგრებინა, თუმცა რატომღაც მას ამ ადგილს ქეთი ართმევდა, ის ქეთი, რომელიც დუდასთან სწორედაც, რომ მაკრინეს ფულების გამო იყო.

888

დილის 7 საათზე გაეღვიძა. თვალები ჩაწითლებოდა. რუტინა ჰქონდა დილით გაღვიძება და ბაღში, ნამიან ბალახში ფეხშველი სიარული. სხეული ეწვოდა და არიცოდა რა გაეკეთებინა. შიგადაშიგ ახედავდა გიგაურის ვერანდას და ისევ თავდახრილი დააბოტებდა, გრძელი ბრეტელიანი აბრეშუმის კაბით. თავს იდანაშაულებდა. იცოდა, რომ მას სხვა უყვარდა, თუმცა ცდუნებას ვერ გაუძლო, ვერ დათმო საყვარელი ადამიანის გვერდით ცხოვრება, თუმცა რას წარმოიდგენდა, რომ ქორწილის მერე ვეღარასდროს შეხვდებოდა ათ წუთზე მეტი. მზერა იგრძნო, მიხვდა, რომ უყურებდა. დაიბნა. ბაღის კარიდან სამზარეულოში გააბოტა უცებ კი სულისშემძვრელი ტკივილი იკრძნო და წამოიკივლა. ფეხის გულზე გუშინდელი მარტინის ჭიქის ნამსხვრევი შეერჭო, რომლის აღება გამორჩენია. ცრემლები წასკდა, ყოველთვის ეშინოდა მსგავსი რაღაცების. წვალებით მივიდა პირველ სართულზე არსებულ სააბაზანოსთან. თან ყველგან სისხლის წვეთებს ტოვებდა კვალად. იპოვა აფთიაქის ყუთი და იატაკზე დაემხო. ცდილობდა ფრთხილად ემოქმედა. ძალიან შეშინებული იყო.
—მარიამ! — შიშნარევი ყვირილი გაისმა სახლში. — მარიამ! — ახლა კი უფრო ახლოდან მოესმა.
— აქ ვარ! — გასძახა თავის ქმარს, რომელიც წამებში გაჩნდა კართან. ვერაფერს დაუწუნებდი. საშუალოზე მაღალი იყო დუდა. მკაცრი სახის ნაკვთებითა და ოდნავ კეხიანი ცხვირით. ცისფერი თვალები ჰქონდა. მომაჯადოებელი, რომელიც შავ წამწამებში ანათებდნენ.
— რა დაგემართა? — ირონიული მზერით გამოხედა. — მოკლედ, დღეს ბადრიმ მიგვიწია წვეულებაზე და მზად იყავი 6 საათისთვის.
კარზე მიყრდნობილი, ხელებ გადაჯვარედინებული აკვირდებოდა მეუღლეს.
— დაგეხმარებოდი, მაგრამ მეჩქარება. აბა შენიცი! — ზურგი შეაქცია და ხელი დაუქნია.
ფრთხილად დაიმუშავა ჭრილობა, უჭირდა სიარული და წარმოდგენა არ ქონდა საღამოს როგორ მოქცეულიო. ფეხისწვერებზე დადიოდა.
— რა ჯანდაბა გავაკეთო? — თვალცრემლიანმა დახედა ფეხებს.
ქალების უმრავლესობისთვის კულინარია, კონდიტერია მცირე თერაპიაა. სამზარეულოში გავიდა “ორ ნაბიჯით” და ფანქეიქების გაკეთება დაიწყო. იქვე გამოალაგა კენკრა, თაფლი ბანანი და შოკოლადის კარაქი. სიამოვნებისგან კრუტუნებდა ისეთი გემრიელი გამოუვიდა დესერტი. სახე მოთხუპვნოდა, თუმცა ეს ხელს არუშლიდა მისი ნახელავის დაგემოვნებაში. უეცრად სამზარეულოში ილია შევიდა, სურათმა გააქვავა.
ილია, დუდას უახლოესი მეგობარი იყო, რომელსაც გულში ჩავარდნოდა ჩიქოვანების ასული. რათქმაუნდა ვერაფერს ამბობდა და აკეთებდა. ან რა უნდა გაეკეთებინა, ძმადნაფიცისთვის ეთქვა შენი ქალი მიყვარსო? მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ქეთის არსებობის შესახებ. მაინც ზარავდა მარიამისა და დუდას რეაქცია.
ჩაახველა.
თვალები გაახილა და ლამის გადაცდა დიასახლის თავისი ლუკმა.
—შემაშინე! — შეიცხადა სიცილით.
— რას ჭამ? ძალიან მშია! — ღიმილით ალაპარაკდა ილია.
— არგინდა? — შესთავაზა და წინ თეფში ჩანგალი და კოვზი დაუდო.
—შენ გააკეთე? — კითხა გაკვირვებულმა და თან თვალი შეავლო იდეალური ფორმისა და ფერის ფანქეიქებს.
მარიამმა გაუცინა.
— შენმა ქმარმა გამომგზავნა, ოთახში მაქვს რაღაც საბუთებიო. მიდი მომირბენინე და თან პირიც მოიწმინდე. — გაუცინა ცისკარიშვილმა და ჭამას შეუდგა ღიმილიანი სახით… წარმოიდგინა ის და მაკრინე ერთ სურათში.
მაკრინეს გააცია. არა იმაზე, რომ მოტყუპნული იყო, არამედ იმაზე, რომ დუდას ოთახში მოუწევდა შესვლა. ვერ შეძლებდა, თუმცა რა ეთქვა ილიასთვის, წადი და შენვე იპოვნე საქაღალდეო? შიშისფეთეფით წამოდგა. აჟრიალებდა დუდას სუნის შეგრძნების მოლოდინში. ფეხისწვერებზე გაუყვა კორიდორს. თეთრ კართან შედგა. ნელა შეაღო. ცხვირში მოეღიტინა ციტრუსისა და რაღაც ეგზოტიკურის მიქსი. ოთახი ყოველთვის მოწესრიგებული ქონდა, თუმცა სისუსტეები ყველაფერს აქვს. საქაღალდეები იყო მიმოყრილი სამუშაო მაგიდაზე და ძირს. აქ რა უნდა გაარჩიოს? უკან გაბრუნდა.
— ილო, კონკრეტულად, რისი საბუთი უნდა? — შეხედა გაკვირვებულმა, თან ქუსლებზე დადგა და იგრძნო ფეხის წვა. ამოიკვნესა.
— ლურჯი საქახალდეა 2023 აწერია, ციფრები უნდა ეწეროს ბეევრი. — გაუცინა — არმეგონა თუ გაწუხებდი — ნაწყენმა ამოთქვა.
—რაზე ამბობ? — სახეზე გაკვირვება დაეტყო მარიამსს
— წუწუნს! — ბუზღუნით თქვა ილომ.
— ააა, შენ არაფერ შუაში ხარ, ფეხი გავიჭერი და ამეწვა. წავალ საქაღალდეს მოგიტან.

888

ნელა შეფარფატდა ოთახში და ფიქრი დაიწყო თუ რა ეღონა საღამოსთვის. კაბებს გადახედა. სიტუაცია არიცოდა ამიდომ სადა, კლასიკური, წელზეგამოყვანილი შავი კაბა აირჩია, რომელიც წელსა და თეძოებს იდეალურად გამოუკვეთდა. გრძელი მკლავები ჰქონდა კაბას, მთელს ხელზე მოტკეცილი. შავი შანელის ჩანთა მოუხდინა კაბას, ფეხსაცმელზე კი რაუნდა ექნა არიცოდა. სავარაუდოდ დაბალ ქუსლზე ჩაიცვამდა და შემდეგ ფეხისწვერებზე ივლიდა მთელი საღამო.
მზადება დაიწყო. თმები ლამაზად აიწია. სადა მაკიაჟი წითელი ტუჩსაცხით. ულამაზესი იყო.
მართლაც ექვს საათზე მოაკითხა დუდამ. მაშინვე თავის ოთახში შევიდა. მარიამი კართან არსებულ სარკეში იყურებოდა და შტრიხებს ისწორებდა. გიგაურს ზედაც არ შეუხედავს ცოლისთვის.
— გავედით! — იყო ერთადერთი სიტყვა რაც თქვა და უკანმოუხედავად გავიდა გარეთ.
ნელა მიიწევდა ჩიქოვანი მანქანისკენ, საშინლად ეწვოდა ფეხი, მაგრამ იმას როგორ აკადრებდა ქმარს, ვერ დავდივარ და ვერ წამოვალო. ჩასხდნენ მანქანაში, სადაც დუდას სურნელი, ციტრუსის სუნი მყარად იდგა, თუმცა თან იგრძნობოდა გამაღიზიანებლად ტკბილი სურნელიც.
ქეთი…

888

წვეულება ერთ-ერთი პრესტიჟული სასტუმროს დარბაზში იმართებოდა. ბატონი ბადრი სასტუმროების ქსელის მეთაურ-მფლობელი იყო და უშუალო შეხება ჰქონდა მოსესთან. მშობლები დაინახა შესასვლელთან, მათკენ წავიდა. უცებ წელზე ხელის შემოხვევა იგრძნო. დაფრთხა. ეს ლუკა იყო, მისი ბავშვობის მეგობარი, მისი ერთადერთი მეგობარი…
— ლუკა! როგორ ხარ? — შესძახა და თან თავისი მშობლებისაკენ დაიწყო სვლა.
— შენგან მივიწყებული. როგორ ვიქნები მარო? — წაიწუწუნა ლუკამ — მე და ლიკას გვენატრები, მაგრამ ხომ იცი, დრო არასდროს მაქვს…
—ბოდიში, გაფანტული ვიყავიეს დრო.. — გულწრფელად დამწუხრდა.
მალევე მიუახლოვდნენ მაროს დედ-მამას.
— დედუცი! მამუცი! მომენატრეთ.. — გულში ჩაიკრა ორივე, თან ცდილობდა არისტოკრატივით მოქცეულიყო და ხალხის ყურადღება დიდად არ მიექცია.
— ჩვენც მაა.. ლუკა, როგორ ხარ, ლიკა სად არის? — ღიმილით მიუგო შვილის მეგობარს და თან გადაეხვია.
— კაპრიზები აქვს, დღეს შეუძლოდ იყო, თან გვეშინია და ვერიდებით მის ასეთ ადგილებში სეირნობას.
—ლუუ, ხომ იცი, რომ ნათლია მე ვარ?! — შეიცხადა მარიამმა და თან გაიცინა.
— რათქმაუნდა მარო! — ლოყაზე აკოცა თავის ბავშვობას.
— ბატონო მოსე, ქალბატონო ეკა, ლუკა, როგორ ბრძანდებით? — იკითხა კატასავით მოახლოებულმა გიგაურმა.
— კარგად დუდა შენ? — კითხა ეკამ სიყვარულით. თავის წარმოჩენა ნამდვილად კარგად შეეძლო საზოგადოებაში ხევსურს.
— მე კარგად, მადლობა. ცოტა ხნით ჩემს ცოლს მოგტაცებთ. — მიუგო ღიმილით სიდედრს და მაჟაში წვდა გოგონას.
ფეხი ეწვოდა, ქმარი კი სადღაც მიაბოდიალებდა.
— ჩქარა იარე რატომ მოზოზინობ? — უკან არც გამოუხედავს ისე მიუგდო კითხვა ცოლს.
— დუდა მოიცა, ფეხი მტკივა! — ლამის ცრემლები გადმოსცვენოდა ჩიქოვანს. უკან მოიხედა გიგაურმა. ცოლს თვალებში თავისი ირისები შეანათა. შემდეგ ფეხს გახედა, კოჭებს საგრძნობლად ჩაცდენილი კაბა ხელით ოდნავ აუწია. შეხედა მარიამის მარჯვენა ფეხს, რომელიც მაღლა აეწია.
— რა გჭირს? — კითხა შეშფოთებული ხმით.
— ისეთი არაფერი — თვალები დახარა მარიამმა
— მარიამ რა გჭირს? — თვალებში მკაცრი სახით უყურებდა გიგაური მაროს.
— ამ დილით ფეხი გავიჭერი ისეთი არაფერია… — თქვა ქალმა.
დუდამ ამოიხვნეშა. დაიხარა. ცალი ხელი მუხლებს უკან მოხვია ცოლს, მეორე წელზე შემოხვია და ხელში აიტაცა.
გაფითრდა, გაშეშდა, გაშტერდა ჩიქოვანების ქალი. განა არ უნდა გაოგნებულიყო? საყვარელ მამაკაცს ხელში აყვანილი მიყავდა. გაიფიქრა, “საზოგადოების გამო თორე მე რა?” თვაები აუცრემლიანდა.
— ასე ძალიან გტკივა? გეთქვა და არ წამოხვიდოდი. — მიუგო დუდამ წყნარად. წინ კი თვალებ აცრემლიანებული ქეთი შეეგებათ, რომელიც წყვილის დანახვისას უკანმოუხედავად, ქვითინით გავარდა გასასვლელისაკენ.


**************************


გიზიარებთ ჩემს პირველ არა, თუმცა მაინც პირველ ისტორიას. იმედია მოგეწონებათ და სტიმულსაც მომცემთ, რომ წერა გავაგრძელო <3



№1 სტუმარი Ana-maria

ვატყობ წინ სასიყვარულო სამკუთხედი გველოდება. საინტერესოა როგორ დალაგდებიან წყვილები. წარმატებები

 


№2 სტუმარი სტუმარი მარი

სასიამოვნო წასაკითხია.გაგრძელებად ნამდვილად ღირს

 


№3 სტუმარი Ека

Момецона имедиа ар даагвианебт тавебис дадебас.

 


№4  offline წევრი venuslover

Ека
Момецона имедиа ар даагвианебт тавебис дадебас.

ველოდები, როდის დაადასტურებენ მეორე თავს. მესამე თავი კი უკვე წერის პროცესშია. ❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი მარი

ვიგაური და ჯანდაბა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent