შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეორე სუნთქვა მეშვიდე თავი


24-02-2024, 16:25
ავტორი NiLLoIyA
ნანახია 775

- ჩემი დემნა - წაიკითხა და ვეღარაფერი თქვა. განა ამდენი წლის შემდეგაც ახსოვდა, როგორ ჰქონდა მონიშნული მისი ნომერი? აგიჟებდა ამ კაცის მეხსიერება, ისეთ დეტალებს იმახსოვრებდა ყოველთვის, ლუნა ჭკუიდან გადადიოდა - საერთოდ წაშალა ნომერი. იქნება და მკვლელი საერთოდ აღარ არის საქართველოში? ან მაინცადამაინც ლუნასთან, რატომ უნდა მივიდეს? არაფრის მომცემ ფიქრებს თავი ანება და დასაძინებლად დაწვა.
- მამიდა გძინავს? - კესარია შევიდა ოთახში.
- არა. რამე გინდოდა კეს? - საწოლზე წამოჯდა და ბავშვს გაუღიმა.
- შენთან ლაპარაკი უნდა არ ვიცი ვინ არის - წამებში ჩაუდო ტელეფონი ხელში და ოთხიდან სირბილით გავიდა. - მამიკო მელოდებაო მოიმიზეზა. თმა ყურს უკან გადაიწია, ოდნავ ჩაახველა და ნომერს დაეხედა.
- ალო, გისმენთ - უპასუხა ოფიციალური ტონით.
- ლუნა მე ვარ. დანიელი. შენს ნომერზე ვერ დაგიკავშირდი და ნანუკას გამოვართვი დედაშენის ნომერი. - ნერვიულობა ეტყობოდა ხმაში.
- გისმენ დანიელ. რა ხდება? - შიში დაეტყო ხმაში გიორგობიანსაც.
- მაინტერესებდა ხვალ, თუ გაქვს დრო, რომ გნახო. - ტუჩი მოიკვნიტა კაცმა და ქერა თმაში ნერვიულად შეიცურა ხელი.
- კი, დღის პირველ ნახევარში მაქვს დრო. - კიდევ ერთხელ გადაიწია თმა უკან.
- კარგი, სახელოსნოში გამომიგივლი მაშინ. - იგრძნო ლუნამ, როგორ ამოუშვა კაცმა ამდენ ხანს შეკავებული ჰაერი ფილტვებიდან.
- კარგი დანიელ. დროებით.
- დროებით ლუნა. - გათიშა, ტელეფონი ტუმბოზე გადადო და დაიძინა.
ქერა თმა სახეზე აქვს ჩამოშლილი, ლოყები ოდნავ შეფაკვლოდა მზისგან. ყოველ დილით მზის სხივებით გაღვიძება მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და ყოველ დილით, მხოლოდ მზის სხივებს აძლევს საშუალებას მის მკლავებსა და სახეზე ინავარდონ. გაშლილ, თხელ ხელებს ჩამოისვამს სახეზე, მერე მოკლე, დატალღულ თმას სახიდან იშორებს და ნელ-ნელა ახელს თვალებს. ზღვისფერ სფეროებს აგებებს მზეს და ასე უღიმის ყოველ დილით. რამდენჯერმე დააფახურა წამწამები და როცა უკვე მზის მწველი სხივების გამო აღარ ეხუჭებოდა ფეხზე ადგა. ფანჯარა გამოაღო და თვალებ დახუჭული გაიზმორა. რამდენიმე წამს იყო ასე, მერე შებრუნდა და მოწესრიგება დაიწყო.
ლურჯი, კაბა კომბინიზონი ჩაიცვა, თეთრი მაისური და ფეხზე თეთრი ტაპკები ამოიცვა მერე კი სარკეში შეათვალიერა საკუთარი თავი. ქერა თმა თითებით გაისწორა, სადა მაკიაჟი გაიკეთა და ოთახიდან გავიდა.
- ჩემი პრინცესა - თავზე აკოცა თორნიკემ - რა ლამაზი ხარ. - ღიმილით დაატრილა თავის წინ კარგად, რომ დაენახა. მართლაც, როგორი ლამაზი დაიკო ჰყავდა.
- რა კარგია უფროსი ძმის კომპლიმენტები - გაიცინა ლუნამ და ლოყაზე აკოცა უფროს გიორგობიანს.
- მამიკო - სირბილით მივიდა თორნიკესთან ბავშვი და კაცმაც სწრაფად აიტაცა ერთადერთი ქალიშვილი ხელში. ბავშვმაც შემოხვია სუსტი მკლავები და ლოყაზე აკოცა მამიკოს.
- მამიკოს ცისფერთვალება პრინცესაა ეს - ყელში აკოცა ბავშვს.
- კესო სად გაიქეცი დე, თმა უნდა დაგვარცხნო. - სავარცხელით ხელში შევიდა სამზარეულოში ნინი და ქმარ-შვილის ასე დანახვაზე გაეღიმა. - კეს ხომ იცი, მამიკო ვერ გიშველის თმა მაინც უნდა დაივარცხნო. - გაეცინა ქალს.
- მამიკო დამვარცხნის შენ მტკენ - არც გაუხედავს დედისკენ ისე უთხრა.
- დედი მამას ეჩქარება სამსახურში და მოდი მე დაგვარცხნი. გპირდები არ გატკენ. - ახლოს მივიდა და მამიკოზე ჩახუტებულს ზურგზე ჩამოუსვა ხელი.
საბოლოოდ მამიკომ დავარცხნა თმა და ბაღშიც მან წაიყვანა პატარა ონავარი.
- ლუნა შეძლებ დღეს კესოს გამოყვანას ბაღიდან? - კესო ბაღში დატოვეს ახლა კი ლუნა მიჰყავდა სამსახურში.
- კი, შევძლებ. - სახელოსნასთან დატოვა ლუნა, თავად კი საავადმყოფოში წავიდა.
სახელოსნოს კარს აღებდა ნაცნობი ხმა, რომ მოესმა.
- ლუნა გამარჯობა, როგორ ხართ? - კონსტანტინე მოვიდა.
- გამარჯობა, მადლობა კარგად ვარ. თქვენ როგორ ხართ?
- მადლობა. შეკვეთის წასაღებად მოვედი. - უთხრა კაცმა და ულვაშებსა და დაბალ წვერზე ჩამოისვა ხელი.
- დიახ, მობრძანდით. - კარი გამოაღო ქალმა და სახელოსნოში პირველი შეუშვა. ვიდრე ლუნამ ნახატი შეუფუთა კაცმა, რაღაცები შეათვალიერა. განსაკუთრებით კი თარიღმა მიიქცია მისი ყურადღება 21/04/2014. ჯერ კიდევ თარიღს უყურებდა კონსტანტინე ლუნამ, რომ უთხრა:
- შევფუთე, შეგილიათ წაიღოთ. - ხელები დაიფერთხა.
- დიახ. - ისევ თარიღს უყურებდა. - შეიძლება, რაღაც გკითხოთ? - მხოლოდ ახლა გახედა გიორგობიანს.
- დიახ, რა თქმა უნდა. - გვერდით ამოუდგა კაცსა და სახეში შეხედა.
- რატომ ეს თარიღი? - თვალებში შეხედა ქალს. შავი თვალები დაჟინებით უცქერდნენ. ისეთი შავი თვალები ჰქონდა, ისეთი უძირო. უყურებდა ლუნა და ფიქრობდა თვალებში ცეცხლი უნთიაო.
- უკაცრავად? - ვერ მიხვდა, რატომ დაინტერესდა.
- თარიღზე გეკითხებით, რატომ მაინცადამაინც ეს თარიღი?
- რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა ამ დღეს. - კისერზე ჩამოისვა ხელი უხერხულობისგან. არ უნდოდა სრულიად უცხოსთვის გაეზიარებინა თავისი ცხოვრებიდან რამე დეტალი, თუნდაც კედელზე გაკეთებული თარიღის მნიშვნელობის.
- გასაგებია. - ჩაილაპარაკა კაცმა და ოდნავ მოზრდილ თმაზე გადაისვა ხელი. - ახალი ფოტო მოვიტანე, გთხოვთ უარს ნუ მეტყვით და როცა დრო გექნებათ მაშინ დახატეთ.
- კარგით, ისე იყოს, როგორც გინდათ, მაგრამ თუ გეჩქარებათ მე დრო არ მაქვს, რომ რამდენიმე დღეში გაგიმზადოთ შეკვეთა. - თავის დაზღვევის მიზნით უთხრა ქალმა.
- არ არის პრობლემა. - შეფუთული ნახატი ხელში აიღო, მადლობა გადაუხადა და წავიდა.
სხვა შეკვეთების გამზადება დაიწყო და როგორც კი ცოტა დრო გამოუჩნდა კონსტანტინეს დატოვებული ფოტო აიღო ხელში და დააკვირდა. ერთ-ერთი მეტროს სადგური იყო ფოტოზე წარმოდგენილი. სრულიად ცარიელი. ცარიელი ვაგონის წინ კაცი იდგა, ჩაბნელებული ადგილი იყო, სახეზე ნიღაბი ჰქონდა აფარებული, ამიტომ სახე ვერ დაინახა ლუნამ, თუმცა ის შენიშნა გრძელი თმა უნდა ჰქონოდა კაცს. აკვირდებოდა ფოტოს და ვერ ხვდებოდა რაში სჭირდებოდა კონსტანტინეს ეს სურათები. უბრალოდ ფოტოგრაფია თუ ავადმყოფი, რომელსაც სიამოვნებას ანიჭებს ადამიანების ტანჯვის, ტკივილის, ჭკუიდან შეშლის ფოტოებზე ასახვა? იმედია პირველი. ერთი ღრმად ამოიოხრა და სამუშაო დაფაზე დაამაგრა მაგნიტით ფოტო.
კაკუნის ხმა გაიგონა, თავი აწია და დანიელი დაინახა, რომელიც ფანჯარაზე აკაკუნებდა. გაიღიმა. გაეხარდა ბავშვობის მეგობრის დანახვა, ხელი აუწია დანიელმა და ანიშნა გარეთ დაგელოდებიო. თავი დაუქნია და ჩანთა და ტელეფონი აიღო ხელში გასვლამდე.
- როგორ ხარ? - გადაკოცნა კაცმა.
- კარგად დანიელ, შენ როგორ ხარ? - გაუღიმა და სახეში შეხედა.
- მეც კარგად ვარ. გამეხარდა გუშინ, რომ მითხარი დრო მაქვს და მოვახერხებ შეხვედრასო, კარგა ხანია შენი ნახვა მინდა და ვერა და ვერ მოვახერხე. - მანქანის კარი გაუღო და მძღოლის გვერდით დაიკავა ქალმაც ადგილი.
- სადმე მივდივართ? - კაცისკენ შებრუნდა და ჰკითხა მას შემდეგ, რაც მიხვდა ქალაქიდან გადიოდნენ.
- კი, გპირდები ორ საათში სახელოსნოში იქნები.
- კოჯორში ავდივართ? - იკითხა ქალმა და კიდევ ერთხელ შეხედა კაცის პროფილს.
- კი, კოჯორში ავდივართ. - ჩაეღიმა კაცს. ნერვიულად ათამაშებდა თითებს რულზე და თითქმის ყოველ წამს ყლაპავდა ნერწყვს გამშრალ ყელში.
გზაში ხმა არც ერთს ამოუღია. ლუნას, როგორც ჩვევია ფანჯრიდან იყურებოდა და გარემოს აკვირდებოდა, გამწვანებელ ხეებს, ცისფერ ცას და მზეს, რომელიც რაღაც წარმოუდგენლად უყვარდა.
მანქანა გააჩერა დანიელმა და გადავიდა, თითქოს ელოდა ლუნა, ახლა მოვა და კარს გამიღებსო, მაგრამ დანიელი, რომ მანქანის წინ წავიდა მიხვდა ზედმეტი მოვინდომეო და თავადვე გახსნა მანაქანის კარი და გადმოვიდა. ძელსკამზე დასხდნენ და საუბარი დაიწყეს.

- რამდენი წელია ერთმანეთს ვიცნობთ? ოცდაშვიდი წელი ხო? - მზის გამო თვალები დააწვრილა და ისე შეხედა.

- კი, ოცდაშვიდი წელია. - გაეღიმა ლუნას და თავადაც შეხედა კაცს ცისფერ, ყინულივით ცივ თვალებში.

- მაინც ამდენი წელია ერთმანეთს ვიცნობთ და ვერასოდეს შევძელი შენთან გულწერფელი საუბარი. - თავი ჩახარა და თმა ნერვიულად გადაიწია უკან.

- რა ხდება? - ცოტა დაიძაბა გიორგობიანი.

- ლუნა მინდა, გულწრფელად ვისაურბოთ. - თვალი თვალში გაუყარა.

- რაზე დანიელ? - უფრო დაიძაბა ქალი. თითქოს ხვდებოდა საით მიჰყავდა კაცს საუბარი.

- გახსოვს სკოლაში ბავშვებმა, რომ გითხრეს დანიელს უყვარხარო?

- კი, დანიელ მახსოვს, ცოტა ხნის წინ არ გავიხსენეთ ერთად ბავშვობის მოგონებები? მაგრამ ახლა რატომ იხსენებ... - დაიბნა. დანიელი გრძნობებში გამოტყდომას აპირებს?
- ბავშვებმა სიმართლე თქვეს ლუნა. მართლა ძალიან მომწონდი, მაგრამ მერე საზღვარგარეთ მომიწია საცხოვრებლად წასვლა, მამაჩემის სამსახურის გამო და თავისთავად კონტაქტიც გავწყვიტეთ. წლების მერე, როცა აქ დავბრუნდი, შენ უკვე შეყვარებული გყავდა, დემეტრე გამსახურიდა და მალე დაინიშნეთ კიდეც. სიმართლე გითხრა მიხაროდა შენი ბედნიერება, მაგრამ მძულდა ჩემი თავი, რადგან უფლება მოგეცი სხვასთან ყოფილიყავი ბედნიერი. - რამდენიმე წამს გაჩერდა, აქამდე დახრილი თავი აწია და სივრცეში გაიხედა. ეტყობოდა, როგორ ნერვიულობდა. ორიოდ წამი კიდევ იყო ასე გაჩერებული და მერე გააგრძელა - ახლა, რადგან დემეტრეს დაშორდი და საკმარისზე მეტი დროც გავიდა, მინდა ვცადო.

- რა უნდა სცადო დანიელ? - წარბშეკრულმა ჰკითხა ქალმა.

- მინდა ჩემი შეყვარებული გახდე, თუ შენც მოგწონვარ. - თვალებში შეხედა. - ისევ მიყვარხარ ლუნა და დამიჯერე ჩემი სიყვარული იმდენად ძლიერია ყველაფრის გადატანას შევძლებთ. თუ შენც იმავეს გრძნობ გთხოვ, მითხარი.

- მე... არ ველოდი დანიელ თუ გრძნობებში გამომიტყდებოდი... დავიბენი - ნერვიულად გაეცინა, თმაზე გადასვა ხელი და უკან გადაიწია წინ ჩამოყრილი კულულები.

- ახლავე არ გთხოვ, რომ მიპასუხო, დაფიქრდი და შენ თვითონ, როცა გენდომება მაშინ შევხვდეთ და ვისაუბროთ.

- კარგი - ეჭვობდა, რომ გრძნობებში უტყდებოდა, მაგრამ მაინც ფიქრობდა, რომ დანიელს არ ეყვარებოდა და გრძნობეში არ გამოუტყდებოდა.
მალევე წამოდგნენ ფეხზე, უკვე მანქანაში უნდა ჩამსხდარიყვნენ ტოიოტას მარკის ავტომობილი, რომ გამოჩნდა. საჭესთან შეშლილი სახით იჯდა გამსახურდია, ისე გადმოვიდა მანქანიდან ძრავი არც გაუთიშავს. ლუნამ გაკვირვებისგან წარბები შეკრა და გამოხსნილი კარი იგივე მდგომარეობაში დარჩა. ვერ გაიგო რა ხდებოდა, რა უნდოდა დემეტრეს კოჯორში? ან საიდან გაიგო, რომ იქ იყო?

- დემეტრე? აქ რა გინდა? - ჩანთა გადაიკიდა და მანქანის კარი მიხურა.

- სად გაქვს ტელეფონი, რომ გირეკავ და არ მპასუხობ? - ლუნას ელაპარაკებოდა, მაგრამ დანიელს უყურებდა. იცნო, ეს ხომ ის კაცი იყო, რამდენიმე ხნის წინ ლუნასთან ერთად, რომ იყო კაფეში. რა უნდოდა ლუნასთან? რატომ დადიოდნენ ასე ხშირად ერთად? მისი შეყვარებულია? რამდენიმე წამში ათასმა კითხვამ გაიელვა გამსახურდიას გონებაში და ნერვები კიდევ უფრო მოეშალა.

- ხმა მქონდა ალბათ გამორთული. რამე მოხდა? - ჰკითხა უკვე მის წინ მდგარმა.

- გული გამისკდა, უნდა გეთქვა ქალაქიდან თუ გადიოდი. გუშინ რა გითხარი ლუნა რა? ასე დაუდევრად ნუ იქცევი. - ბრაზისგან ცოტა ხმას აუწია. - აქ რა გინდოდა?

- დანიელი ჩემი ბავშვობის მეგობარია, დიდი ხანია არ მინახავს და ვისაუბრეთ. - ვერც მიხვდა, რატომ აუხსნა ვინ იყო დანიელი, მაგრამ დემეტრე ბევრ რამეს მიხვდა. ბევრი რამე უთხრა ლუნას კანკალით ნათქვამმა სიტყვებმა, დანიელად წოდებულის მზერამ და ლუნას ტელეფონთან უყურადღებობამ.

- ლუნა უნდა წავსულიყავით, სამსახურში დაიგვიანებ. - უთხრა დანიელმა და ეცადა ასე განემუხტა სიტუაცია. რამდენიმე წამით შეხედა დემეტრემ თვალებში და მერე ლუნასკენ დაიხარა. ხელი ჩაკიდა და თავისი მანქანისკენ წაიყვანა.

- დემეტრე რას აკეთებ? დემეტრე! - უყვიროდა ლუნა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა ისე იქცეოდა თითქოს, არც ესმოდა.

- ხელი გაუშვი - ჩაერთო დანიელიც და ცდილობდა, ლუნა გამსახურდიას ხელებისგან დაეხსნა. - გაუშვი ხელი. ვერ ხედავ შენთან ერთად წამოსვა, რომ არ უნდა? - რაც შეეძლო მკაცრად უთხრა და თავისკენ დაქაჩა ლუნა.

- ხელი გაუშვი. - ლუნას მაჯაზე შემოხველ ხელზე წავლოო ხელი გამსახურდიამ და გაშვებინა. - ლუნა ჩემთან ერთად წამოვა და შენ ამაში ხელს ვერ შემიშლი. - ყინულივით ვიცი ხმით ჩაილაპარაკა გამსახურდიამ და როცა ლუნამ მისი შავი თვალები დაინახა ცეცხლის ენები დალანდა მუქ სფეროებში. - მეორედ ლუნასთან ერთად სადმე წასვლა კი არა ქუჩაშიც, რომ დაინახავ ათი მეტრის რადიუსზე არ მიუახლოვდე, გასაგებია? - თითი გამაფრთხილებდა დაუქნია - თორემ შემდეგში ასე მშვიდად აღარ დაგელაპარაკები. - ამ ლაპარაკს თუ სიმშვიდე ერქვა.

- ახლა კარგად მომისმინე - ხმა ამოიღო დანიელმა - შენგან განსხვავებით მე ლუნასთვის გული არ მიტკენია და არც ვატკენ. ეს შენ ხარ ცივსისხლიანი მკვლელი და მოთამაშე. - გამსახურდიამ ვეღარ მოითმინა და დასარტყმელად გაწეულს ლუნა გადაუდგა წინ და ხელი გაუჩერა.
გამსახურდია წამით გაჩერდა, ლუნას თვალებს შეხედა ბრაზისგან, რომ უელავდა და ხელი უნდა ჩამოეშვა დამცინავი სიცილი, რომ გაიგო.
დანიელი იცინოდა, რაღაც ავადმყოფურად იცინოდა და როცა ნახა, როგორ შლიდა ჭკუიდან მისი სიცილი დემეტრეს კიდევ უფრო გაიცინა და ვიდრე ლუნას ყვირილის ხმა არ მისწვდა მის ყურს არც გაჩერებულა.

- ქალის გეშინია ვითომ პროკურორო? შენ ვინ უნდა დაიცვა აქეთ დასაცავი ხარ - იცინოდა ვიდრე ლუნამ არ დაიყვირა.

- დემეტრე რას აკეთებთ? არ გრცხვენია? ჩემთან ერთად, როგორ იქცევით ან ერთი და ან მეორე? - იმდენად გაბრაზდა სახე აუწითლდა და ძარღვი, რომელიც შუბლზე ბრაზის ან სხვა ძლიერი ემოციების დროს ეტყობოდა ახლაც დაეტყო. გიორგობიანი ყვიროდა, ლამის მთელი ხმით ყვიროდა. - სწრაფად მანქანაში დაჯექი დემეტრე. შენ კი სახლში წადი და ცოტა ხანს აღარ დამენახო. - უთხრა დანიელს. დემეტრეს კი მკლავზე შემოხვია ხელები და მანქანისკენ უბიძგა.

- ცოტა ხანს კი არა დიდ ხანს, არ დავინახო შენს სიახლოვეს. - თქვა იმდენად ხმამაღლა, რომ უეჭველად უნდა გაეგო დანიელს.
მანქანაში მგზავრის ადგილას დააჯინა ლუნამ კაცი და თავად მძღოლის სავარძელს მიუჯდა. კარი მიიხურა, მანქანა მოაბრუნა და მხოლოდ ამის შემდეგ შენიშნა, როგორ უკანკალებდა კაცს ხელები ბრაზისგან.

- გააჩერე, მე დავჯდები საჭესთან. - უთხრა, როგორც კი ქალაქისკენ დაიძრნენ.

- არ ვარ დარწმუნებული, რომ შეძლებ. - აკანკალებულ ხელებზე ანიშნა.

- ლუნა გააჩერე და გადადი. მე დავჯდები-მეთქი. - ოდნავ მკაცრად უთხრა კაცმა და ლუნამ, რომ გაუყრუა და არაფრად ჩააგდო მძღოლის მხარეს გადაიწია და გასაღები გამოაძრო.

- რას აკეთებ? ორი წლის ბავშვი ხარ? ოცდაცამეტი წლის ხარ, დემეტრე ოცდაცამეტის და ზრდასრული ადამიანივით მოიქეცი, მომეცი გასაღები. - გამსახურდიამ არც მოუსმინა ისე გახსნა კარი და გადავიდა. მანქანას შემოუარა და მძღოლის კარი გააღო.

- გადმოდი რა, აღარ მაქვს ჩხუბის ნერვები. - უთხრა კაცმა მობეზრებული სახით და კიდევ უფრო მობეზრებული ხმით. გიორგობიანი არ განძრეულა, ამიტომაც თავადვე შეუხსნა ღვედი და ხელში აყვანილი გადმოსვა მანქანიდან.

- დემეტრე რას აკეთებ? დამსვი, რას აკეთებ? ეგეთ მდგომარეობაში, როგორ უნდა მართო მანქანა? - მგზავრის ადგილას დასვა ქალი და მერე სწრაფად შემოუარა მანქანას, რომ მძღოლის ადგილი დაეკავებინა.
თბილისში ისე შევიდნენ ხმა არც ერთს ამოუღია. ლუნა სამსახურში მიიყვანა და როცა ქალი მანქანიდან გადავიდა თვითონაც გადაყვა.

- ლუნა მოიცადე - მაჯაში წაავლო ხელი და უხეში კანი, რომ იგრძნო დახედა. შრამი დაინახა, რომელიც დარწმუნებული იყო მათი ერთად ყოფნისას არ ჰქონია.

- ეს რა არის? - ხელი ოდნავ მაღლა ააწევინა კარგად, რომ შეძლებოდა დანახვა. შრამზე ცერა თითი გადაატარა და შიგნეული აუწვა ქალის ჭრილობებმა.

- არაფერია - სწრაფად გაინთავისუფლა ხელი დემეტრესგან და სახელოსნოსკენ დაიძრა.

- ლუნა ორი წუთით შეგიძლია მომისმინო? აგიხსნი.

- რას, რას ამიხსნი? იმას მეტყვი, რატომ მომაკითხე კოჯორში? თუ იმას, რატომ მოიქეცი თავხედივით? იქნებ ის მითხრა, რატომ გინდოდა დანიელის ცემა? მეტყვი? ვერ მეტყვი, იმიტომ რომ თავადაც არ იცი შენი ქცევის მიზეზები. მესაკუთრე და ეგოისტი ხარ ამიტომაცაა, რომ ვერ იჯერებ ჩვენს დაშორებას და იმას, რომ შენი ლუნა აღარ ვარ.

- ლუნა! გეყოს! არაფერი იცი! - იმხელა ხმაზე უყვირა ერთიანად შეხტა გიორგობიანი. - ჯიტი, თავნება და საკუთარ თავში დარწმუნებული ქალი ხარ, გგონია ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა, მაგრამ ეს ცხოვრებაა, ომია, გესმის? ომია სადაც შენი წესები არავის აინტერესებს. - ხელებს აქეთ-იქით იქნევდა კაცი და თვალებში უყურებდა. - და თუ ამ წესებით ცხოვრება არ გინდა მე ნუ დამაბრალებ, თუ ერთ დღესაც უბედური იქნები.
გახევდა ვეღარაფერი უთხრა და რომ მიხვდა ცრემელბით ევსებოდა თვალები, სახელოსნოში შევიდა.
დემეტრეც გაჰყვა. რაც არ უნდა ყოფილიყო ახლა მარტო ვერ დატოვებდა.
ლუნა საპირფარეშოში შევიდა და კარი ჩაკეტა, ზუსტად იცოდა თავს არ მოიკლავდა ვერ კი არ მოიკლავდა.

- ლუ, მაპატიე. - შუბლით ეყრდნობოდა კარს. მერე შებრუნდა და იატაკზე დაჯდა. თავი ისევ კარს მიაყრდნო და გიორგობიანის შესრულებულ ნახატებს აკვირდებოდა.
დაინახა ერთად დახატული მზე და თარიღი, რომელსაც მათი ცხოვრება უკეთესობისკენ, ბედნიერებისკენ უნდა შეეცვალა და არა უბედურებისკენ, მაგრამ ცხოვრებას თავისი წესები აქვს მათ კი ეს უტყუარი ჭეშმარიტება დაავიწყდათ და თავიანთი წესებით ცხოვრება მოინდომეს.
ასე იჯდა კართან დემეტრე და ელოდა, როდის გააღებდა და გამოვიდოდა ლუნა გარეთ, რომ სახელოსნოს კარი გაიღო და მოულოდნელი სტუმარი ეწვიათ.



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

საოცარი ისტორიაა.ასე გააგრძელეთ

 


№2  offline მოდერი NiLLoIyA

სტუმარი ნანა
საოცარი ისტორიაა.ასე გააგრძელეთ

დიდი მადლობა❤️

 


№3 სტუმარი ნია

რა დროს შეწყვიტეთ. ფთხოვთ მალე დადეთ გაგრძელება

 


№4  offline მოდერი NiLLoIyA

ნია
რა დროს შეწყვიტეთ. ფთხოვთ მალე დადეთ გაგრძელება

მერვე თავი უკვე დევს❤️
მეცხრე თავს საღამოთი ავტვირთავ????

 


№5 სტუმარი ნია

მადლობთ მოუთმენლად გელით

 


№6  offline მოდერი NiLLoIyA

ნია
მადლობთ მოუთმენლად გელით

❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent