შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასიამოვნოდ მწარე {2}


25-02-2024, 01:00
ავტორი venuslover
ნანახია 1 629

უყვარდა დუდა გიგაურს ქეთი. უნივერსიტეტში გაიცნო. კურსელები იყვნენ. აბოდებდა ქეთის ცისფერ თვალებსა და მოწითურო ქერა თმაზე. ქეთის მზერაზე ელეთ-მელეთი ემართებოდა. სამყაროს წყდებოდა, თუმცა, როგორც ქალების უმრავლესობა, ურთიერთობას საფულის სისქით განსაზღვრავდა. ეწვოდა გული გიგაურს. სისხლი უდუღდებოდა, როგორ ეფლირტავებოდა ლომიძე სხვა ბიჭებს, რომლებსაც შანსებიც და ქონებაც დიდი ჰქონდათ.
15 წლიდან მუშაობდა, ხან სად, ხან სად. უნივერსიტეტის მეორე წელს შენიშნა მარიამი, ქეთის მეგობარი, ნაღები საზოგადოების წევრნი. გადაწყვიტა, რადგან საყვარელ ქალს ვერ უახლოვდებოდა, მასთან მისასვლელი გზა მაკრინეზე გასულიყო.
მარიამი ქეთის საუკეთესო მეგობარი იყო. საერთო სამეგბრო ჰყავდათ. მსგავსი ცხოვრების სტილი. ტყუპებივით იყვნენ. მოსე ჩიქოვანისა და პავლე ლომიძის ქალიშვილები, რომ დაქალობდნენ ეს ოჯახებსაც ძალიან ახარებდათ. ყველგან ერთად იყვნენ; გუდაურში, ბათუმში, კვიპროსზე თუ იტალიაში… თუმცა მათ შორის კაცის ვერ გაყოფას ვერავინ წარმოიდგენდა.
888
— ქეთათო, ის ბიჭი ძაან საეჭვოდ გითვალთვალებს! ვინ არის? — თვალებ ანთებულმა მარომ აღტაცებით კითხა მეგობარს.
—ვისზე მეკითხები? — თავიდან დაიბნა მეორე კურსელი და ფანჯარასთან მდგომმა დერეფანს მოავლო თვალი.
— აი ის, კუნთებიანი, მაღალი, შავები, რომ აცვია! ხელში ლურჯი წიგნი უჭირავს, ვერ ხედავ? — ლამის თითით მიათითა.
— დუდაზე მეკითხები, კარის გვერდით, რომ დგას? — შეხედა გაკვირვებულმა მარიამს.
— დუდა ქვია? უღმერთოდ ზე-სიმპატიურია! — აღტაცებულმა წამოიძახა —ვინაა რას წარმოადგენს?
— კურსელია, კარგად არ ვიცნობ. — მობეზრებულმა ააქნია ხელი. — შენ რაქენი, მოგწონს კურსელები, საგნები?
— ძალიან! ფორმატები მოგვცეს უკვე დასახაზად, ადრე არიყო ჯერ? — ტუჩებ აბზუებული იყო ჩიქოვანი.
— კარგი რა მარო, ჯერ მარტო სამი დღეა რაც უნივერსიტეტში ხარ და უკვე წუწუნებ? — კითხა შეცბუნებულმა.
— კარგი, კარგი, ერთი კვირა გავა და დავიწყებ… — სიცილით დაუბრუნა პასუხი და მათკენ მომავალ დუდას მზერა გაუსწორა. — ის ახლა მე მიყურებს და ჩვენკენ მოდის? — იკითხა განცვიფრებით.
— არა არ გეჩვენება, ნეტა რაუნდა? — ჩაიბუზღუნა ქეთიმ.
— გამარჯობა ქეთი, ბატონმა მალხაზმა კონსპეკტები დაგვირიგა, ქეთის აქვს და შემდეგ ასლები გადაიღე. — ლომიძის გვერდით მდგომი ჩიქოვანი აათვალიერა. — თქვენ?
— ჩემი მეგობარია, მარიამი. მადლობა გამოვართმევ! — მიუგო სრაფად და იქვე დუდაზე მზერა გაშტერებულ მაროს ხელი წაავლო და წააპორწიალა.
— მოიცა, ქეთათო! ის დამელაპარაკა? ღმერთკაცია! — ჩამოლღვა ჩიქოვანი.
— კოშკებს ნუ ააგებ ახლა გონებაში! ნახე ლუკა მოვიდა! — უცებ მიიყვანა ლუკასთან და უკანმოუხედავად გაქრა თვალის არედან.

888

გრძნობდა როგორ ეწვოდა შიგნეულობა, მაგრამ არიცოდა რა გაეკეთებინა. მაქსიმალურად ცდილობდა თვალებში არსებული ცრემლები არ გადმოვარდნოდა. ყველა მათ მისშტერებოდათ. გრძნობდა ათასი თვალის მზერას. მოხიბლული უმზერდნენ შეყვარებულ წყვილს, რომლებიც ნამდვილად კარგად თამაშობდნენ თავიანთ როლს. მაროს გეგმა, რომ იგი უჩინარი იქნებოდა, დაიმსხვრა.

— ბატონ ბადრის მივესალმოთ. შემდეგ შენ ლუკასთან მიდი მე კიდევ სასწრაფო საქმე გამომიჩნდა. — ბოხი ბორიტონით ჩასჩურჩულა სახესთან ახლოს და ბადრისკენ დაიძრა ხელში ატაცებულ ცოლთან ერთად.

— შვილო, ხომ მშვიდობა გაქვთ? — გულწრფელი მწუხარებით კითხა ახლადმისულ წყვილს ბადრი ქარქაშაძემ.

— კი, კი, უბრალოდ ფეხი დაიზიანა და სიარული უჭირს. — მოსიყვარულე ქმრის ნიღაბი მოირგო დუდამ.

— აი, ასე ხელისგულზე უნდა ატაროთ ცოლი ბიჭებო! — ამაყად გადახედა იქვე მდომ თავის ვაჟებს და ისევ მარიამს მიუბრუნდა. — იმედია ძალიან არ გტკივათ და მადლობა გარჯისათვის, რადგან აქ ასეთ მდგომარეობაში მაინც მოხვედით. — მამაშვილურად გადახედა მარიამს და დუდას გაუბა საუბარი ახალ პროქტთან დაკავშირებით.

მარიამი იდგა, გარემოს აკვირდებოდა, თან მეუღლისა და ბადრის საუბარს უსმენდა.

დუდას და მარიამის შეუღლების მერე, მარიამის კომპანიის აქციების ნახევარი თავისი მეუღლის საკუთრება გახდა. მარო კი აღარ ერეოდა კომპანიის საქმეებში. მიუხედავად იმისა, რომ დუდას არ უყვარდა, იგი არასდროს დააღალატებდა კომპანიას, რადგან იგი დუდას შემოსავლის წყაროც იყო. არქიტექტორი ქალი კი იშვიათად ერეოდა მამის და ქმრის საქმეებში.

ლაპარაკი დაასრულეს. დაემშვიდობნენ ბადრის. დუდა თვალის დახამხამებაში გაქრა. რა თქმა უნდა, გაეკიდა თავის ერთადერთ სიყვარულს. ჩიქოვანი კი ნელი ნაბიჯებით დაიძრა მშობლებისკენ.

— დეე, მე წავალ უკვე, თავს შეუძლოდ ვგრძნობ.

— რატო დედი, რა გჭირს? დუდა სად არის? — კითხვები მიაყარა და შუბლზე ეამბორა.

— სასწრაფო საქმე გამოუჩნდა, ხომ იცი როგორია? გადადება არ უყვარს. — უკვე მერამდენედ ატყუებდა საკუთარ დედას სათვალავი არეოდა და თითქოს უფრო დამძიმდა.

— კაი დედი, მამაშენს ვეტყვი და წაგიყვანთ.

— არა, არა, ნახე როგორ ერთობა. ტაქსით წავალ. მიყვარხარ!

888

დასაშვებზე ჩქარა მიქროდა ქალაქის ქუჩებში შავი, სპორტული მანქანა. შუქნიშანზე წითლის გამოჩენაც არ აშუნებდა მუდამ წარბ შეკრულ დუდა გიგაურს. მიიწევდა ქეთისკენ, თუმცა მაინც ჭამდა შიგნიდან რაღაც, ვერხვდებოდა ეს რაიყო. ძალით ბლოკავდა ემოციებს.

მალევე გააჩერა კორპუსთან, სადაც ქალბატონი დამოუკიდებლად ცხოვრობდა. ლიფტს აღარ დალოდებია, კიბეებით აირბინა სამი სართული და კარზე დააკაკუნა.

— ქეთი გამიღე! — ყვიროდა, თან ტელეფონის ნომერს კრეფდა.

კარი გაუღო ფეხშიშელმა. თვალებზე მაკიაჟი ჩამოდღაბნოდა, საშინლად გამოიყურებოდა.

— წადი! — უთხრა წყნარად, თუმცა იგძნობოდა მის ხმაში ბრაზი. — ახლავე წადი აქედან!

— ქეთ, გთხოვ მომისმინე, რაზე ვარდები არმჯერა! — ვედრებით მიუგო და მისი სახე ხელებში მოიქცია. — ქეთი, ნუ ამახსნევინებ თუ რა ხარ ჩემთვის! — მკაცრად განაგრძო საუბარი.

— და რა ვარ? საყვარელი! აი რა ვარ! თან ვისი საყვარელი? ციდან ჩამოვარდნილი ანგელოზს, მარიამის ქმრის საყვარელი! — ისტერიკა დაეწყო. — აი რატომ? რატომ მე და არა სხვა?

დუდამ ზურგს უკან კარი მიხურა და თან თავს იცავდა ლომიძის მუშტებისგან.

— ქეთი, დაწყნარდი! — მოთმინებამ უმტყუვნა ხევსურს. ქეთიც დაემორჩილა მის ტონს, უკან სვლით მიუახლოვდა სავარძელს და ზედ დაემხო. თავი ხელებში ჩარგო და აქვითინდა.

— შენ არგესმის! დაშორდი მას, რამდენი ხანია ამას გთხოვ?! რატომ იკავებ თავს დუდა, რატომ?

— ქეთი, ხომ აგიხსენი, რომ ეს არ შემიძლია? — წარბშეკრულმა დახედა მტირალ არსებას.

— ფეხმძიმედ ვარ…

გაშეშდა, ამას არ ელოდა. უკან დაიხია და მის უკან მდებარე სავარძლის კიდეს დაეყრდნო.

— ქეთი… — შეხედა, ნელ-ნელა იაზრებდა ქეთის სიტყვებს. — ხვალვე შევიტან გაყრაზე განცხადებას, ხვალვე! — ქეთისკენ დაიძრა და გულში ჩაიკრა ქალი, რომელსაც მწუხარების ტირილი ბედნიერების ტირილში გადასვლოდა.

— დარჩი დღეს… — შეევედრა გიგაურს.

— აწი სულ დავრჩები ქეთიუშა. — თმაზე აკოცა, ხელში აიტაცა და საძინებელში გაიყვანა. — ისე, რამე ხომ არგნდა? კიტრის მწნილი ან ლეღვი? — არსაიდან მოაგონდა პროდუქტის სახელები.

— არა, შენი ჩახუტება მინდა მარტო! — ტკიპასავით მიეკრა მამაკაცს.

888

ტაქსიში იჯდა. ქართულ ესტრადას. მძღოლი ბედნიერი სახით უსმენდა ხატია წერეთლის ჰანგებს. მარიამი გათიშული ათვალიერებდა სახლისაკენ მიმავალ გზას. აკვირდებოდა სახლებს, ტროტუარზე მოსეირნე ხალხს და მაინც ვერაფერზე ფიქრობდა. მალევე ამოიცნო თავისი სახლის გზა და გადასასვლელად მოემზადა.

— მადლობა!

სახლში ნელა შეაბოტა. ფეხსაცმელები იქვე მიყარა. ჩანთაც ძირს დააგდო. კაბის შესაკრავს დაწვდა და მარტივად გაიხადა კაბა. ნახევრად შიშველი გაუყვა ოთახისკენ გზას და სააბაზანოში შევიდა. ცივი, გაყინული წყალი გადაივლო, იქნებ მოფხიზლებულიყო. კანკალით გამოვიდა საშხაპედან. თბილი სპორტულები მოირგო და აუზთან მდებარე ფანჩატურთან გავიდა, თან წაიყოლა თბილი გადასაფარებელი და ვანილის ნაყინი. მოკალათდა, იყინებოდა, მაგრამ მაინც შეექცეოდა საყვარელ დესერტს მაისის გრილ საღამოს. შიგნეულობა ეწვოდა და ნაყიით ცდილობდა მის გაგრილებას, მაგრამ სულიერ წვას რას უზამდა უბრალო ნაყინი?

ჩაეძინა.

888

დილით შინ დაბრუნებულ დუდას საოცარი სურათი დახვდა წინ. გააჟრიალა.

—მარიამ! — დაიძახა ხმამაღლა. გაღიზიანდა, არელოდა მსგავს ნაბიჯს მარიამისგან. მის ოთახში შეიხედა. ცარიელი იყო.

— აბა სად იმალებით? სად ხარ მარიამ?! — ყვიროდა გაგიჟებული გიგაური. სააბაზანოში შევარდა, ბოლოს გარდერობშიც შეიხედა, სად მალავს კაცსო. მთელი სახლი შემოირბინა, თითოეულ კუთხეს ამოწმებდა. გამწარებული იყო. ბოლოს ეზოსაც მოავლო თვალი. სავარძელში ოთხად მოკეცილი ცოლიც შენიშნა. მაშინვე მისკენ დაიძრა. გოგონას ტუჩები გალურჯებოდა.

—მარიამ, რა ქვია შენს საქციელს? რა უფლებით გაბედე ღალატი! — მხრებში წვდა და არხევდა ქალის სხეულს. ნელა გაახილა თვალები. თავიდან ვერ მიხვდა რახდებოდა, ან რასაკეთებდა მასთან დუდა.

— რახდება დუდა? — ჩახლეჩილი ხმით მიმართა მეუღლეს.

—დუდა? რა ხდება დუდა? ამას მე უნდა გეკითხებოდე მარიამ! რა ჯანდაბა ხდება, რა გააკეთე?! — ხმის ტონს ვერ აკონტროლებდა გიგაური.

— რა გავაკეთე? — ძილბურანში მყოფმა ვერც გაიაზრა რას ეკითხებოდა დუდა.

— მისაღებში ტანსაცმელებია მიმოყრილი! გეკითხები ვინიყო! ვისთან მიღალატე?! — მარიამი შეძლებისდაგვარად წამოდგა, ვერ მიხვდა რასეკითხებოდა მამაკაცი.

— რაზე ლაპარაკობ დუდა? მართლა ვერ ვხვდები, რა ღალატი! ან მე რატომ მიკითხავ მორალს საერთოდ?! — გაკაპასტა მარო. ძალა ერთმეოდა, მალე გონებასაც დაკარგავდა.

— ჯერ მე გამეცი პასუხი, ვისთან იწექი მარიამ!
— არავისთან დუდა, არავისთან! — შეკივლა და თან წაბარბაცდა. ხელი შეაშველა დუდამ. — არავისთან
ვწოლილვარ, ხომ იცი, ხომ იცი რომ ამას ვერ შევძლებდი არა? — ცრემლიანი თვალები შეანათა და გონება დაკარგა.

ხელში აიტაცა დუდამ ქალი. მისაღებში, სავარძელზე მიაწვინა და აფთიაქის ყუთის მოსაძებნად გაიქცა. მალევე იპოვნა, წყალიც გააყოლა ხელს.

— მარიამ გაიღვიძე! — ევედრებოდა, თხოვდა გონწასულ ქალს, სახეზე ხელებს ურტყამდა, ამავდროულად ნიშადურის სპირტს ეძებდა. შუბლზე ხელი დაადო, ბოლოს ეამბორა. — ღმერთო, იწვი მარიამ.

წყალი შეასხა. მარიამიც მოსულიერდა ნელ-ნელა.

— რა მოხდა? — კითხა ხმა ჩამწყდარმა, თითქოს მისი იოგები არც გაჟღერებულა ოთახში.

— სიცხე გაქვს მარიამ. იწვი. თან გულიც წაგივიდა… რა გავაკეთო? — თავის თავს ელაპარაკებოდა. წამლებში სიცხის დამწევისა და თერმომეტრის ძებნა დაიწყო. თერმომეტრი ხელში მიაჩეჩა და მონდომებით ეძებდა ნუროფენის მედიკამენტებს. ვერ იპოვნა. სასწრაფოდ ტელეფონი მოიმარჯვა ხელში.

— ილო, თუ შეგიძლია ახლავე აფთიაქში წადი და სიცხის დამწევები, ანტივირუსული საშუალებები და ჩაები იყიდე! — პასუხის დაბრუნებას არ დალოდებია ისე გაუთიშა.

არ ახსოვს ასე ეზრუნოს ქეთიზე. ვერ იხსენებდა. ქეთი თუ ცუდად იყო, უბრალოდ არ ნახულობდა, ცდილობდა დისტანცია დაეცვა, თუმცა მარიამი სულ სხვა იყო და თითქოს გრძნობდა ამას, თუმცა არ აღიარებდა.

თერმომეტრი გამოართვა. მაჩვენებელი ორმოცს აჩვენებდა.

— რა გავაკეთოთ მარიამ? — უფრო საკუთარ თავს ეკითხებოდა ამას. მაროს გონება ებინდებოდა. — მოდი ჩემთან.
— კალთაში ჩაისვა, მკერდზე მიიხუტა და მოხვეული პლედი უფრო მჭიდროდ მოხვია ქალს.

იწვოდა მარიამი. ვერ იაზრებდა რა ხდებოდა მის გარშემო. ცდილობდა თავის ტკივილისთვის ყურადღება არმიექცია.

დუდა ცალი ხელით თმებზე ეთამაშებოდა, მეორეთი კი ზურგზე ეფერებოდა.

მალე მოვიდა ილია, აფთიაქის პარკებით დატვირთული.

— რა ხდება დუდა, ძალიან შემაშინე ხომ… — მზერა გაუშეშდა მიმოყრილ ტანსაცმელზე. — ხომ მშვიდობაა? — უცებ შევიდა მისაღებში. დააკვირდა სიტუაციას. იქვე, ჟურნალის მაგიდაზე დაყარა აფთიაქის პარკები და წამლების ამოკრება დაიწყო.

— ეს დაალევინე. კიდევ ეს. ესეც. ეს კი ჩაი, წავალ მოვუმზადებ. — უცებ გააბოტა იქვე ბარით ამოყოფილი სამზარეულოსკენ.

— მარიამ, მოფხიზლდი წამალი უნდა დალიო. — სულ ძალით გაახელინეს თვალები. ძალით გადააყლაპეს წამალი. მალევე ჩაეძინა.

— მადლობა ილია, წავალ ჩავაწვენ.

— კარგი დუდა, მე წავალ ბევრი საქმეები მაქვს. — მოწყენილმა დატოვა სახლი, შემდეგ კი ეზო. ტკიოდა, ძალიან ტკიოდა და ეწვოდა ქალის როლი დუდასთან მიმართებით. ან ხომ კარგად იცოდა, რას ნიშნავს გიყვარდეს სხვა, როცა მას სხვა უყვარს.

მარო ოთახში შეიყვანა. რაცარუნდა გასაკვირი იყოს ამ ოთახში ნამყოფი არ იყო. კართან ჩავლისდროს თუ მოკრავდა თვალს შიგნით არსებულ ავეჯს. ოთახი ღია ტონებში იყო. დიდი საწოლით. სამუშაო მაგიდაზე ფორმატების გორგალები ჰქონდა ქაოტურად მიმოყრილი. სახაზავები ფანქრები ალაგ-ალაგ ეყარა მაგიდასა თუ იატაკზე. ლეპტოპიდან და სამი დიდი ეკრანიდან უმზერდნენ ნახაზები და ილუსტრაციები დუდას.

გოგონა საწოლში ჩააწვინა. საბანი გვერდეებზე შემოუკეცა. თვალი გაექცა ეკრანებისკენ. მიუახლოვდა. აღფრთოვანდა. არეგონა მისი მეუღლე ამდენად კრეატიული და პროფესიონალი თუ იყო. მარიამს გახედა. ცდუნებას ვერ გაუძლო, ქალის გაბუშტული სახისთვის და ერთმანეთში ახლართული დალალებისთვის, რომ არ ემზირა. იქვე არსებულ სტაფილოს ფორმის სავარძელზე დაჯდა და აკვრდებოდა მძინარეს. არესმოდა აქამდე, როგორ არ შეემჩნია მსგავსი სილამაზის პატრონი თუ გახლდათ ჩიქოვანი. მის ყურებაში ღამე ნათევს ჩაეძინა.

888

ყელის შიმშრალებ გამოაღვიძა. თავი უსკდებოდა. ნელა წამოჯდა საწოლზე და ოთახს თვალი მოავლო. დანახა, გააცია დუდას დანახვაზე. ის ისეთი სიმპატიური იყო. მოკლეზე შეჭრილი თმა ძალიან უხდებოდა მის იდეალური თავის ქალას. ქალს ჟრუანტელი უვლიდა, როცა მის თავს უყურებდა. პირქუში სახის მატარებელს ძილის დროს სახის ნაკვთები დამშვიდებოდა და უფრო ლამაზი შესახედი იყო ამ დროს დუდა. ნელა ადგა. იქვე სკამზე დაკეცილ პლედს ხელი დაავლო და მიაფარა. თავად კი სამზარეულოში გავიდა. საშინლად წყუროდა.

დაინახა შემოსასვლელ კართან დაყრილი თავისი ნივთები და კარს მიღმა ქეთი ლომიძე, რომელიც თვალს ვერ აშორებდა კაბას.


**************

იმედია მოგეწწონებათ!!! რაღაც მაკლიათქო, თიტქოს პატარაა თუმცა 1500 სიტყვაზე მეტია ???? შემიფასეთ და არ დაგავიწყდეთ კომენტარებში რჩევებბის მოცემა ????



№1 სტუმარი ნესტან

ძალიან საინტერესო ჩანს ძალიან მომეწონა მაგრშმ ასეთი სიყვარული რაა ვერ ვიგებ იმ ქალს რაღა უნდოდა მარიამის სახში რა მოხდა წარსულში ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????????????

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინა

საინტერესოა როდის დადებ ახალ თავს არ დააგვიანო

 


№3 სტუმარი Ana-maria

მარიამს ცოტა მეტი თავმოყვარეობა არ აწყენდა. დუდას ადგილზე კარგად გავახელდი თვალს.საინტერესო ისტორიაა და დაველოდები ახალ თავს. წარმატებები

 


№4 სტუმარი ანჯანამკა

აზალა როდის დადებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent