შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეორე სუნთქვა მეცხრე თავი


26-02-2024, 15:45
ავტორი NiLLoIyA
ნანახია 1 125

- დაგირეკავ - გათიშა. თავი ვერაფრით დაიწყნარა ლუნა, ხან კესოს გაეთამაშა, ხან ბებოსთან გააბა ლაპარაკი, სამზარეულოშიც კი გავიდა და ათას რაღაცას მოკიდა ხელი, თუმცა ყველაფერს, რომ ჭახა-ჭუხი დააწყებინა ამხელა ქალმა ნორამ გამოაგდო და „ყველაფერს ნუ დამილეწავ წადი, დაიძინეო“ ამ სიტყვებით გაუშვა ოთახში. ფიქრები თავს არ ანებებდა. ფიქრები, რომელიც მხოლოდ ერთ ადამიანს ეხებოდა და ერთ ადამიანს დატრიალებდა ახლა თავს. ნეტავ, როგორ იყო? ნეტავ რა იგულისხმა სიტყვებში „ის დაბრუნდა“? ნუთუ გიორგობიანს საკუთარი კოშმარი დაუბრუნდა? ნუთუ სერიული მკვლელი ისევ აგრძელებდა დაუმთავრებელ საქმეს? ნუთუ ლუნა ისევ უნდა გამხდარიყო მსხვერპლი?
ხან ბებოსთან გააბა ლაპარაკი, ხან კესარიას ეთამაშა, მაგრამ უაზრო ფიქრებს თავი ვერ დააღწია. ბოლოს ტელეიზორი ჩართო და მის წინ მოკალათდა, რამეს ვუყურებ და გულს გადავაყოლებო, მაგრამ ტელევიზორმა კიდევ უფრო გაუმძაფრა შიშები. მართალი იყო, სერიული მკვლელი კვლავ ცდილობდა სხვების ცხოვრების გაუბედურებას. ჯერ დაზუსტებული არაფერი იყო, მაგრამ ლუნა მშვენირად მიხვდა მისი ჯოჯოხეთი, რომ დაბრუნდა.საჩქაროდ გამორთო ტელევიზორი და ოთახში წავიდა, ახლა რომ დემეტრესთან არ დარეკა ვერაფრით მოისვენებდა. იცოდა ყველა ვერ გაუგებდა ამ სიტუაციაში, რატომ ენერვიულებოდა მისი თავი ვინც შვიდი წლის წინ მიატოვა, მაგრამ იმპულსურად მოქმედებდა, არ ფიქრობდა იმაზე გამსახურდია, როგორ მიიღიებდა მისგან ასეთ საქციელს, სულ არ ადარდებდა ვინ რას იტყოდა, მხოლოდ ის უნდოდა ამ წამს დემნას ხმა გაეგო, ტელეფონი გიჟივით ეჭირა ხელში და ვინ იცის მერამდენე ზარს უშვებდა გამსახურდიასთან. ლამის თავი გაუსკდა ამდენი ფიქრებისგან და საბოლოოდ, რომ მიხვდა მშვიდად ყოფნას კი არა ერაფერს ვერ ახერხებდა ნერვიულობისგან, სასწრაფოდ წამოხტა ფეხზე და ჯინსის შარვალი და გრძელი მაისური გადაიცვა, კედები ამოიცვა და დედამისს გასძახა აფთიაქში მივდივარო და მისი პასუხი, არც მოუსმენია ისე გავარდა გარეთ. როგორც კი სახლს ცოტა გასცდა ტელეფონში ნაცნობი ნომერი აკრიფა და კიდევ რამდენჯერმე დარეკა. პასუხი არ იყო. ტელეფონს არავინ პასუხობდა.
- ღმერთო მხოლოდ ერთი წამით მიპასუხოს - ლამის ეტირა ნერვებისგან ისე იყო. ქერა თმა თავისი ნერვებივით გაწეწილი ჰქონდა და სულ არ ადარდებდა ეს ფაქტი. - სად ჯანდაბაში გაქვს ტელეფონი? მერე მეტყვის კიდევ მომწონარ და მიყვარხარო - ცოფებს ყრიდა პასუხის მოლოდინში, ფეხს აბაკუნებდა და სიმწრით ტუჩებს იკვნეტდა. - ღმერთო ეს კაცი... - ამოიგმინა ბოლოს და ტელეფონში ჩამოტვირთული აპლიკაცია გამოიყენა მისი ადგილმდებარეობის დასადგენად. - ღმერთო ისევ იქ რის? - ლამის თვალები გადმოცვივდა ბუდეებიდან. თმა გადაიწია და ეცადა დამშვიდებულიყო, რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთ-ამოისუნთქა და თან თვალები დახუჭა. ტაქსი გამოიძახა და მალევე დანიშნულების ადგილას მივიდა. ფული გადაიხადა და მანქანდან კი არ გადმოვიდა პირდაპირი მნიშვნელობით გადმოფრინდა. კიდევ ერთხელ დარეკა და ვიდრე უპასუხებდნენ თავადაც გაიგონა ტელეფონის ზარის ხმა და ისე, რომ არც გაუთიშია ყურიდან მოიშორა ტელეფონი და დაუძახა.
- დემეტრე - ცრემლები ჩამოუგორდა. იმდენად ემოციური იყო ამ მომენტში თავადაც უკვირდა. სახლიდან მოტყუებით გამოვიდა
კაცისთვის, რომელმაც წარსულში მიატოვა და სასიკვდილოდ გაწირა.
კაცისთვის, რომელიც წარსულში უყვარდა.
კაცისთვის, რომელიც მისთვის ამ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.
- დემეტრე - იმდენად იყო ჩართული საგამომძიებლო საქმეში პირველი დაძახება, არც გაუგონია. მანქანასთან დახრილს ფურცლები ეჭირა ხელში და იმდენად დაღლილი იყო უკვე ლამის თვალები ეხუჭებოდა და პირველად, რომ მოესმა საკუთარი სახელი იფიქრა მოლანდებები დამეწყოო და თავი გააქნია გამოსაფხიზლებლად, მაგრამ მეორედაც, რომ გაიგონა ხმა, ფურცლებიდან თავი ამოყო და უკან გაიხედა. შეუძლებელია სიტყვებით გადმოცემა იმ ემოციის, რაც დემეტრემ ლუნას დანახვისას იგრძნო. თითქოს ძალა მოემატა, ერთიანად გამოფხიზლად, გაუკვირდა და თან ძალიან, ძალიან გაეხარდა, რომ მივიდა. დანაშაულის ადგილას ლუნას მისვლა ნიშნავდა, რომ ჯერ კიდევ ვერ ეთმობოდა გამსახურდია, ჯერ კიდევ ნერვიულობდა მასზე და ჯერ კიდევ ვერ იყო მშვიდად, როცა ტელეფონზე არ პასუხობდა. წამიც არ გაჩერებულა ტირილით გაიქცა კაცისკენ და ისე, რომ დემეტრემ ვერც გაიაზრა რეალობა იყო, თუ სიზმარი თხელი ხელები შემოხვია კისერზე და ასე გააგრძელა ტირილი. რამდენიმე წამს გაშეშებული იდგა დემეტრე, ვერ გაეგო რა ექნა, თავადაც შემოხვია ხელები თუ თავი შეეკავებინა? ბოლოს მაინც ნელ-ნელა შემოხვია აკანკალებული ხელი.
იმხელა ძალა აქვს ერთ უბრალო, გულწრფელ ჩახუტებას მკვდარს გააცოცხლებს. კისერზე რომ შემოხვია თხელი ხელები ქალმა იმ წამს მიხვდა, რომ გაცოცხლდა. იგრძნო, რომ მთელი ეს წლები, მთელი უერთმანეთოდ გატარებული წლები მკვდარი იყო და მხოლოდ ახლა შეძლო ამოსუნთქვა. მთელი არსებით იგრძნო შვიდი წლის მანძილზე პირველად, რომ ადამიანი იყო. იგრძნო მართლა, როგორი დიდი ძალა აქვს ჩახუტებას.
- სად იყავი? რატომ გქონდა ტელეფონი გამორთული? ლამის გული გამისკდა, სანამ აქ არ მოვედი და ცოცხალი არ დაგინახე კინაღამ მოვკვდი. - ცრემლებს ამოაყოლა ამდენ ხანს შენახული სიტყვები.
- ლუ... - გაჩუმდა - აქ ვარ. კარგად ვარ. ნუ ნერვიულობ. - ეცადა დაემშვიდებინა აღელვებული ქალი.
- როგორ დავმშვიდდე, როცა ასეთი სამსახური გაქვს? ამ დროსაც კი მუშაობა გიწევს - ისე დაიწყო ბუზღუნი გეგონება, რამე პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული გამსახურდიას მის წინაშე. უკვე წარბშეკრული უყურებდა შავ თვალებში. გარემოს მხოლოდ პოლიციის მანქანის წითელი და ლურჯი შუქი ანათებდა. ამ განათების ფონზე იდგნენ გიორგობიანი და გამსახურდია და იმდენად ბნელოდა ერთმანეთის დანახვაც უჭირდათ.
- ლუნა აქ, რატომ მოხვედი? - თავი გვერდზე გადახარა და გაწეწილი თმა გაუსწორა. - საშიშია - დაამატა ბოლოს.
- ვიცი და მაგიტომაც ვნერვიულობ. - ისე გულუბრყვილოდ მიუგო, არც უფიქრია რას ამბობდა.
- როგორი ჯიუტი ხარ - ღრმად ამოუშვა ფილტვებიდან ჰაერი და უკან გაიხედა. - არ უნდა მოსულიყავი, შეიძლება მკველელმა ნებისმიერ დროს იმოქმედოს. წამოდი სახლში წაგიყვან. - მაჯაზე, იქ სადაც შრამი ჰქონდა თითები შემოხვია, გააჟრჟოლა, თითები აუწვა ქალის იარებმა. ეცადა არაფერი შეემჩნია, თანამშრომელს გასძახა გავდივარო და მაჯაზე შემოხვეული თითებით თავისკენ დაქაჩა და მანქანისკენ წაიყვანა გიორგობიანი.
- მოიცადე - ახლა თავად მოკიდა ხელი კაცის მაჯას და ხელი გაინთავისუფლა. - თავად წავალ, გაცილება საჭირო არაა. - თვალებში შეხედა.
- ვიცი, რასაც ვაკეთებ ასე, რომ დაჯექი მანქანში, მე წაგიყვან.
- მიდი, იმუშავე თოკო წამიყვანს. - ხელით ანიშნა წასულიყო, მაგრამ გამსახურიდა რის გამსახურდია იქნებოდა თუ მარტო გაუშვებდა ამ შუაღამისას სახლში გიორგობიანის ქალს.
- ლუ, გთხოვ მეც დაღლილი ვარ, ნუღარ ჯიუტობ - თხოვნაზე გადავიდა, იქნებ დაეყოლიებინა, მაგრამ მაინც. რომ ვერაფერი გააწყო სრულიად მოულოდნელად ჩაკიდა ხელი და უსწრაფესად ჩასვა მანქანაში.
- ხომ გითხარი თოკოს დავურეკავ და წამიყვანსთქო? - წარბშეკრულმა შეხედა და გულზე გადაიჯვარედინა ხელები.
- მგონი დაგავიწყდა თორნიკეს რეაქცია, როცა ერთად დაგვინახა. - გვერდიდან გახედა წარბაწეულმა და თან ხელისგულით დაატრიალა საჭე შესახვევში, რომ შესულიყო. - ვერ ვხვდები, როგორ გჯერა იმის, რომ მე ამ დროს, თან ქალაქის მიყურებული ქუჩიდან სახლში მარტოს გაგიშვებდი. მით უმეტეს, რომ მკვლელობა მოხდა.
- მკვლელობები ადრეც ხდებოდა, მაგრამ მარტო მაინც დავდიოდი. - გაბუტულმა ჩაილაპარაკა თავისთვის და ფანჯრიდან გაიხედა.
- წარსულის გახსენება და მაზოლზე წიხლის დაჭერა კარგად გამოგდის? - გული ეტკინა. ისე თქვა ლუნამ მარტო მაინც დავდიოდიო, თითქოს დემეტრეს არასოდეს ადარდებდა, არასოდეს აინტერესებდა სად იყო, როგორ, ვისთან ერთად. არადა ყოველთვის, როცა ერთად არ იყვნენ ამოწმებდა, სად და ვისთან ერთად იყო. ლუნამ მართალია ეს არ იცოდა, მაგრამ მაინც, რაღაცნაირად დაწყდა გული.
- აააჰ - ამოიოხრა, მიხვდა წინ, როგორი საუბარიც ელოდა და თითქოს შინაგანად ემზადებოდა წარსულში გადატანილი ტკივილებისთვის მარალის მოსაყრელად. იცოდა, რომ თუ დემეტრესთან რაიმე სახის ურთიერთობას განაახლებდა აუცილებლად მოუწევდა მასთან ლაპარაკი იმ საერთო წარსულზე, რომელიც ჯერ ვერც საბოლოოდ დატოვეს წარსულში და ვერც აწმყოში აგვარებენ. სადღაც შუაში გაიჭედნენ და როგორც ლაბირინთში დაკარგული ბავშვი ისე დაეხეტებოდნენ წარსულსა და აწმყოს შორის. - არ გვინდა ამაზე ლაპარაკი, იმაზე მეტ გაურკვევლობაში ჩავვარდებით, ვიდრე ახლა ვართ. არ მინდა. - გაჩერდა, ისევ ფანჯრიდან იყურებოდა - მირჩევნია იმაზე მეტი არ ვიცოდე, რაც საკუთარი თვალებით ვნახე.
- ერთ დღესაც ინანებ, რომ არ მომისმინე. გასასვლელი ახლოა, მაგრამ შენ მაინც ლაბირინთში დარჩენას ირჩევ, შენი ნებაა. - მხრები აიჩეჩა.
- არ ვინანებ, ნუ დარდობ. - ნერვებ მოშლილმა უთხრა, მაგრამ თავადაც ვერ გაიგო, რაზე გაბრაზდა. წამში დაიწყო თმის ნერვიულად გადაწევ-გადმოწევა, გასწორება და წამში დაეტყო შუბლზე ის ემოციის გამომხატველი ძარღვი, რომელიც სიბრაზისგან, აღელვებისგან ან სხვა მძაფრი ემოციის დროს უჩნდებოდა. გამსახურდია თვალს ადევნებდა მის რეაქციას და იმას, თუ როგორ ცდილობდა შუბლზე გამოკვეთილი ძარღვის დამალვას და ჩაეღიმა. გაახსენდა, რომ შვიდი წლის ან მეტი ხნის წინ, როცა გიორგობიანის შუბლზე ძარღვი ჩნდებოდა მისკენ იხრებოდა და შუბლზე კოცნიდა. ახლაც ისე მოულოდნელად, იმდენად გაუაზრებლად და დაუფიქრებლად შეანელა მანქანა და გადაიხარა ლუნასკენ, რომ შუბლზე, ზუსტად იმ ძარღვზე ეკოცნა, რომელიც ასე ძალიან ეტყობოდა ნერვიულობისას, ვიდრე ტუჩები არ შეახო ვერაფერს მიხვდა. ვერ მიხვდა, როგორ გაიმეორა ის ჩვევა, რაც წლების წინ ჰქონდა. გაშრა, ვერაფერი, საერთოდ ვერაფერი ვეღარ ქნა ქალმა და როცა რამდენიმე წამში კაცის ტუჩები მის შუბლს მოშორდა თავი დახარა, იმდენად წითელი იყო ქერა ქალბატონი სირცხვილით, სად დამალულიყო აღარ იცოდა. არც საბოდიშო სიტყვები ყოფილა დ არც უხერხული ჩახველება გამსახურდიას მხრიდან.
- რა გააკეთე? - წამით თავი აწია და თვალებში შეხედა. - წარულის აწმყოდ ქცევას ნუ ცდილობ. ეგ ოცნება არ აგიხდება. -კაცს ჩაიცინა. ლუნას უბნისკენ გადაუხვია.
- ჩემი ოცნება სულაც არაა წარსულის აწმყოდ ქცევა. ჩემი ოცნება სხვა რამეა და დამიჯერე აუცილებად ამიხდება. - თვალები დახუჭა და თავი აქეთ-იქით გააქნია ღიმილით.
- ღმერთო, დღეს რამდენს ლაპარაკობ. წავედი, დამღალე - ეს უბრალოდ მიზეზი იყო, რომ მანქანიდან მალე გადასულიყო. ოცნებას, რომ მიუხვდა მაგიტომაც მოიმიზეზა დემეტრეს ბევრი ლაპარაკი.
- თავად მაიძულე მელაპარაკა - თვალი ჩაუკრა და ცალყბად გაუცინა. მანქანიდან გადასულს სასწრაფოდ გადაყვა თავადაც და წამებში აღმოჩნდა მის წინ. ჯიბეებში ჩაიწყო ხელები და თვალებში შეხედა. გაუღიმა. მხოლოდ ბაგით კი არა მთელი სახით გაუღიმა, თვალებით იმდენი სითბო აჩუქა მთელი ცხოვრება ემახოვრებოდა.
- ღამე მშვიდობის, მე წავალ. - უთხრა გიორგობიანმა, რამდენიმე წამიანი თვალებში ყურების შემდეგ. ხმა არ გაუღია, რამდენიმე წამს კიდევ უყურა და მერე ჩუმად, აუჩქარებლად დაიწყო ლაპარაკი.
- ტკბილი ძილი, ლუნა. - შეჩერდა - გთხოვ აღარასოდეს, აღარასოდეს მოხვიდე იქ სადაც მოკლული იქნება, იმიტომ კი არა, რომ იმ მომენტში შენი ნახვა არ მენდომება იმიტომ, რომ საფრთხეში არ მინდა ჩაგაგდო... - მერე ჩუმად დაამატა - ისევ.
- მადლობა. ახლა წავალ. - სახლში ღიმილით შევიდა. ღიმილით, რომელიც ამ ბოლო პერიოდში მისი განუყოფელი ნაწილი გახდა.
- სად იყავი? აფთიაქში მივდივარო არ თქვი... - ღიმილი წამში გაუქრა სახიდან ნორას თვალებს, რომ შეხედა.
- კი აფთიაქში ვიყავი - იმდენად დამაჯერებლად თქვა სულ დაავიწყდა სინამდვილეში ვის გამოც გავარდა სახლიდან შეშლილივით. არაფერს ამბობდა, მაგრამ იცოდა ისევ უყვარდა, დემეტრემაც იცოდა და ეს უშლიდა ნერვებს. გამსახურდია ყოველთვის მარტივად ხვდებოდაა ყველაფერს, რაც ლუნას უკავშირდებოდა, ამიტომაც იყო უსიტყვოდ, რომ ესმოდა მისი წარსულში და ამიტომაც იყო ჯერ კიდევ, რომ ვერ დაივიწყდა, ვერ ჩამოიშორა დემეტრე და მასზე ფიქრები.
- წამლები სად არის? - ზურგს უკან ამოფარებულ ხელებში დაუწყო ყურება.
- არ ჰქონდათ, რაც მინდოდა - ბლუყუნით ამოთქვა.
- ნუ მატყუებ ლუნა უბრალოდ თქვი, რომ ვიღაცის სანახავად გახვედი და მორჩება, რად გინდა ტყული. ამხელა ქალს არ შეგშვენის პატარა გოგოსავით ტყუილების თქმა და ცანცარი - სერიოზულად ეწყინა შვილმა, რომ დაუმალა სადაც მიდიოდა. მაგრამ როგორ ეტყოდა დემეტრეს სანახავად მივდივარ ტელეფონზე არ პასუხობს და უნდა ვნახოო? ეტყოდა და მერე ენახა, როგორც გაუშვებდა ნორა გარეთ. მთელი ოცდაათი წელი თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა, რაც შეეძლო და ახლა ვერ მისცემდა უფლებას ცხოვრება გაენადგურებინა იმ კაცის გამო, რომელმაც წარსულში შეცდომები დაუშვა, რომელმაც საყვარელი ქალის დაცვა ვერ შეძელო. როგორ უნდა შეგუებოდა, როცა გაიგებდა გამსახურდიას სანახავად იყო გასული ამ შუაღამეს გარეთ. შერცხვა, ვეღარაფერი თქვა უმცროსმა გიორგობიანმა და როგორც პატარა ბავშვი ისე იდგა თავ დახრილი დედის წინ და უხერხულად ინაცვლებდა ფეხს.
- ვინ ნახე, ნანუკა? - ჰკითხა ნორამ, თან გამომცდელად შეხედა თვალებში.
- კი, ნანუკა ვნახე - ისე მოატყუა თითქოს ორი წამის წინ ნათქვამი სიტყვები, არც გაუგონია.
ნორას აღარაფერი უთქვამს ისე შებრუნდა სამზარეულოში. გიორგობიანმა კი მხოლოდ ამის შემდეგ ამოისუნთქა და საკუთარი ოთახისკენ დაძრული ჯერ პატარა კესარიას ოთახში შევიდა და მძინარე ბავშვს ჩამოუჯდა საწოლზე. ქერა თმაზე გადაუსვა ხელი და თბილად ჩაეღიმა.
- კეს საიდუმლოს შემინახავ? - თავისთვის უფრო ჩაილაპარაკა ვიდრე ბავშვის გასაგონად. ისე ამოიოხრა გეგონება მტელი მსოფლიოს პრობლები მისი გადასჭრელი იყო და არ იცოდა რა ექნა. ფანჯრისკენ გაიხედა და დატალღული თმა რომელიც სახეზე ჩამოვარდნოდა ყურს უკან გადაიწია. - კეს მგონი ყველაფერი მეორდება და მე საწყის წერტილს ვუბრუნდები. დემეტრე მგონი ისევ... - ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა ლაპარაკი გამსახურდია ურეკავდა. სასწრაფოდ უპასუხა და პატარა, თინეიჯერი გოგოსავით აღელვდა.
- დემეტრე გისმენ. რა ხდება? - თავის ოთახში გასულმა საგულდაულოდ ჩაკეტა კარი.
- სახლში ხომ ფრთხილად მიხვედი? - განა თავად არ მიიყვანა სახლამდე ქალი? მშვენივრად იცოდა, რამდენად უსაფრთხოდ შევიდა სახლში, მაგრამ ეს კითხვა „ხომ ფრთხილად მიხვედი?“ მხოლოდ მიზეზი იყო ლუნას ხმა კიდევ გაეგონა.
- თავად არ მომიყვანე სახლში? - ჩაეცინა - უბრალოდ თქვი, რომ ჩემთან დასარეკად მოიმიზეზე ის კითხვა რაზედაც პასუხი მშვენივრად იცი. - როგორ ეყო გამბედაობა ამ სიტყვების სათქმელად თავადაც არ იცის.
- როგორი დაუნდობელი ხარ - ჩაეცინა გამსახურდიას. რამდენიმე წამს შეჩერდა და უთხრა - უფლება მომეცი უაზრო მიზეზების გამო კი არა უბრალოდ შენი ხმის გასაგებად დაგირეკო ხოლმე ლუნა.
- ვფიქრობ ჩემი პასუხი უნდა იცოდე. - აუღელვებლად უთხრა და თან დააყოლა თუ საქმე არ გაქვს გავთიშავო. კაცს აღარაფერი უთქვამს, უბრალოდ გათიშა და თავის საქმეს მიუბრუნდა.
მაშინ როცა ლუნას ეძინა და ძველი კოშმარები ესიზმრებოდა, დემეტრე საქმის გახსნას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ და დამერწმუნეთ, ჯერ კიდევ არ იცოდა ვისთან ჰქონდა სინამდვილეში საქმე. მკვლელთან, რომელმაც ათობით ადამიანს განზრახ მოუსწრაფა სიცოცხლე იმ ყველაფრის გამო, რაც ცხოვრებაში გამოიარა თუ ადამიანთან ვისაც უბრალოდ ავადმყოფური ინტერესი ჰქონდა ენახა, როგორ კვდება ადამიანი. არავინ იცოდა რას იზამდა მკვლელი და ვინ იქნებოდა მისი შემდეგი მსხვერპლი.
მაშინ როცა გიორგობიანი კოშმარისგან გულ გახეთქილი იღვიძებდა და ოფლში გაწურული ცრემლებად იღვრებოდა მკველელი ახალ მსხვერპლს დიდი დაკვირვებით და სიფრთხილით არჩევდა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მკვლელმა ყოველთვის იცოდა იმ ადამიანის ცხოვრების თითოეული დეტალი ვისაც მოკლავდა. ქალმა მუხლებზე შემოიხვია ხელები და თავი ჩარგო. ეტირებოდა, შიშისგან და იმ ფიქრებისგან, რასაც კოშმარი უტოვებდა და რასაც უკვე ამდენი ხანია ცდილობს გაუმკლავდეს ფიქრებს, რომლებიც თითქმის არასოდეს იცვლებოდა, ყოველი კოშმარის შემდეგ ფიქრობდა, რატომ არ უშველა დემეტრემ? რა მიზეზი უნდა ჰქონდა საამისოდ? ნეტა მართლა ისე იყო ყველაფერი, როგორც თავად იცოდა? თითქოს უნდოდა დემე მართალი ყოფილიყო და თავად სცოდნოდა არასწორად მთელი წარსული. ხანდახან ძალიან უნდოდა თავად ყოფილიყო მტყუანი და სიმართლე, რომელიც ჰქონდა საერთოდ არ ყოფილიყო, გამქრალიყო, დავიწყებოდა, მაგრამ ადამიანის გონება ასეა მოწყობილი რის დავიწყებაც ყველაზე მეტად გვინდა, სწორედ მას გვახსნებს გამუდმებით და რომ ვთქვათ მაზოლზე გვაჭერს ფეხს.
დილამდე იყო ასე მუხლებზე მკლავებ შემოხვეული და თავდახრილი. საათს დახედა ჯერ კიდევ ადრე იყო, შვიდი საათი სრულდებოდა. ღრმად ამოიხრა და სახეზე ჩამოისვა ხელი, დასიებულ თვალებზე ხელის გულები დაიფარა და ესიამოვნა ცივი სხეულის შეხება გახურებული, ცრემლიან თვალებზე. საწოლიდან წამოდგა და სახის დასაბანად გავიდა, დასიებულ თვალებს ვერაფერი მოუხერხა და როცა ნორამ ჰკითხა, რატომ გაქვს თვალები შეშუპებულიო, ცუდად მეძინაო მოიმიზეზა. ქალმაც დაუჯერა.
დილა ადრიან მოწესრიგდა, შავი კოჭამდე ქვედაბოლო ჩაიცვა თეთრი გვირილებით, თეთრი ფერის მაისური, ნაიკის თეთრ კედებთან და მაღალ წინდებთან ერთად. კარედ შეჭრილი დატალღული თმა ხელით გაისწორა და სახლიდან გავიდა. სახელოსნოსკენ მიმავალს ქერა კაცმა, ბავშვობის მეგობარმა, გაუჩერა მანქანა და წაყვანა შესთავაზა რაზეც ქალი სიამოვებით დათანხმდა.
- როგორ ხარ დანიელ? - ჰკითხა მანქანაში დაჯდომისთანავე, თან დამცავი ღვედი გაიკეთა.
- მადლობა, შენ როგორ ხარ? - გაუღიმა კაცმა და მანქანა დაძრა.
- მადლობა, კარგად.
- გავიგე ახალგაზრდა გოგონა მოუკლიათ, რა საშინელებაა ასეთი სასტიკი წამებისთვის როგორ უნდა გაიმეტო ადამიანი ვერ ვხვდები - თქვა დანიელმა და გვერდიდან გახედა ქალს.
- ჰო საშინელებაა. დემეტრე არის ამ საქმის პროკურორი. იმედი მაქვს მალე იპოვიან მკვლელს და სხვა ადამიანების გაუბედურების უფლებასაც არ მისცემენ - თქვა ლუნამ და საქარე მინას გაუშტერა მზერა.
- დემეტრე რას ამბობს, ვინმეზე აქვს ეჭვი თუ ჯერ ისევ გაურკვევლობაა? - ჰკითხა სასხვათაშორისოდ.
- არ ვიცი. - შეხედა გიორგობიანმა - სამსახურია და ამაზე არ ვსაუბრობთ თან მაინცადამაინც კარგი ურთიერთობა არ გვაქვს, როგორც იცი. - უხერხულად შეიშმუშნა ქალი.
- გასაგებია. - სახელოსნოსთან იყვნენ უკვე.
- დანიელ, მადლობა რომ მომიყვანე. ნახვამდის. - მანქანიდან გადმოვიდა მალევე კი კაციც გადმოყვა.
- ლუნა არ ვიცი, რამდენად შესაფერისი დროა ამ კითხვის დასასმელად, მაგრამ მაინც მინდა, რომ გკითხო. - ისეთი შესავალი გაუკეთა მთავარ კითხვას ცოტა შეშინდა კიდეც ქალი.
- გისმენ დანიელ, მითხარი.
- მაინტერესებს რა გადაწყვეტილება მიიღე ჩემთან ურთიერთობაზე? გახდები ჩემი შეყვარებული? - ზღვისფერ წყლიან თვალებში შეხედა. თვალებში რომლებიც ბავშვობიდან სიგიჟემდე უყვარდა და რომლის ყურებაც მთელი ცხოვრება სურდა.
- ვიფიქრე დანიელ შენს სიტყვებზე. - გაუღიმა - ვერ გეტყვი რომ მიყვარხარ, მაგრამ მოდი ვცადოთ - პირველი სიტყვების გაგებისას იფიქრა, რომ უარს ეტყოდა და თავის მომზადება დაიწყო უარის მისაღებად, მაგრამ ქალი, რომელსაც ატმისფერი კანი და ქერა ულამაზესი თმა ჰქონდა დათანხმდა.
ვერ გეტყვით, რა იყო მიზეზი მისი თახმობის, მაგრამ სიყვარულით რომ არ უყვარდა თავადაც შესანიშნავად იცოდა, მაგრამ ალბათ ეს გადაწყვეტილება უფრო პირველი სიყვარულის დასავიწყებლად, წარსულის ჭრილობების მოსაშუშებლად მიიღო. ვინ იცის? იქნებ გამსახურდიას დაიწყება სულაც არაა მისი მიზანი. თუმცა ახლა ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან
გიორგობიანი უკვე ოცდაათი წლის ქალი, ახლა ბავშვობის მეგობრის შეყვარებული იყო.



№1 სტუმარი სტუმარი გვანცა

უფრო და უფრო საინტერესო ხდება. მაინტერესებს როგორ გაგრძელდება. მალე დადეთ

 


№2  offline წევრი დარინა

30 წლის ადამიანი ეგეთ სულელურ გადაწყვეტილებას არ უნდა ღებულობდეს წინაღამით სხვის გამო გარბის ღამით სახლიდან სხვაზე ნერვიულობს და დილით სხვას ეუბნება მეც მომწომხაროო, ამას პლიუს ერთ დროს საყვარელ ადამიანს არც კი უსმენს, მე პირადად ლუნამ იმედიც კი გამიცრუა ბავავობია მეგობრებთან აზე ადვილად არ იწყებენ ურთიერთობას მით უმეტეს თუ სხვა გიყვარს, დანიელი კი მე პირადად არ მომწონს იმედია ეგ არ არის სერიული მკვლელი კი არის ღირსი ლუნამ დემეტრეს არ მოამენისთვის კიდევ განიცადოს იმედგაცრუება თან ბებიამისმაც ურჩია ყველას აქვა საკუთარი აიმართლე იქნებ მოგესმინაო ეს კი ჩაციკლიარაღაცებზე ადამიანი გეუბნება ერთხელ ინანებ მაგასო მარტო მაგისთვის მპვუსმენდი მე პირადად.

 


№3  offline მოდერი NiLLoIyA

დარინა
30 წლის ადამიანი ეგეთ სულელურ გადაწყვეტილებას არ უნდა ღებულობდეს წინაღამით სხვის გამო გარბის ღამით სახლიდან სხვაზე ნერვიულობს და დილით სხვას ეუბნება მეც მომწომხაროო, ამას პლიუს ერთ დროს საყვარელ ადამიანს არც კი უსმენს, მე პირადად ლუნამ იმედიც კი გამიცრუა ბავავობია მეგობრებთან აზე ადვილად არ იწყებენ ურთიერთობას მით უმეტეს თუ სხვა გიყვარს, დანიელი კი მე პირადად არ მომწონს იმედია ეგ არ არის სერიული მკვლელი კი არის ღირსი ლუნამ დემეტრეს არ მოამენისთვის კიდევ განიცადოს იმედგაცრუება თან ბებიამისმაც ურჩია ყველას აქვა საკუთარი აიმართლე იქნებ მოგესმინაო ეს კი ჩაციკლიარაღაცებზე ადამიანი გეუბნება ერთხელ ინანებ მაგასო მარტო მაგისთვის მპვუსმენდი მე პირადად.


პირველ რიგში, მადლობა რომ წაიკითხეთ❤️
ახლა კი ჩემს აზრს მოგახსენებთ, ლუნას საქციელებთან დაკავშირებით, დღეს დღეობით ჯერ კიდევ არსებობენ იმპულსური ადამიანები, რომლებიც იმ მომენტის მიხედვით წყვეტენ, როგორ მოიქცნენ და რა გადაწყვეტილება მიიღონ.
ამასთანავე, ლუნამ დანიელს ასეთი პასუხი გასცა: ვერ გეტყვი რომ მიყვარხარ, მაგრამ მინდა ვცადოთო.
ზოგჯერ არის შემთხვევები, როცა რაღაცას ისე ვაკეთებთ არც ვუფიქრდებით.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ წაიკითხეთ და თქვენი აზრი გამიზიარეთ❤️

სტუმარი გვანცა
უფრო და უფრო საინტერესო ხდება. მაინტერესებს როგორ გაგრძელდება. მალე დადეთ

დიდი მადლობა????

 


№4 სტუმარი სტუმარი მიკა

ძალიან საინტერესო და განსხვავებულია, დემეტრეს გრძნობები მაკლიაა დდ ვსიო საბამ არ დამრთავდება არ წავიკითავ????????კაი ხო ველოდები შემდეგ თავს ისევ მოუთმენლად❤️❤️❤️

 


№5  offline მოდერი NiLLoIyA

სტუმარი მიკა
ძალიან საინტერესო და განსხვავებულია, დემეტრეს გრძნობები მაკლიაა დდ ვსიო საბამ არ დამრთავდება არ წავიკითავ????????კაი ხო ველოდები შემდეგ თავს ისევ მოუთმენლად❤️❤️❤️

მადლობა ემოციების გაზიარებისთვის❤️
ახალ თავს ხვალ საღამოს ავტვირთავ❤️

 


№6 სტუმარი ნია

ძალიან ემოციურია. იქნებ გაზარდოთ თავების მოცულობა. არ გვყოფნის

 


№7  offline წევრი დარინა

აი ყველაზე დიდი უსამართლობა ეგ მიმაჩნია სწორედაც საკუთარი თავის მიმართაც და იმ მეორე ადამიანის მიმართაც როცა ეგეთ რამეს აკეთებ არ მიყვარხარ მაგრამ მოდი ვცადოთ როცა ეუბნები თან დარწმუნებით სხვაზე ხარ შეყვარებული, ბავშვობის მეგობართან რა უნდა ცადო ეგ ვერ გამიგია სხვა თვალით რანაირად უნდა შეხედო ზრდასრული ჩამოყალიბებული ადამიანი როცა ხარ ეგრე იმპულსურად საკუთარი მომავალი არც უნდა გადაწყვიტო, ან რავი დანიელის გრძნობებშიც რანაირად არის დარწმუნებული. უფრო მეტად ძმის და დედია გამო მიიღო ეგ გადაწყვეტილება რომელსაც აუცილებლად ინანებს ყველამ საკუთარ ცხოვრებას უნდა მივხედოთ და არა იმისთვის ვიცხოვროთ თუნდაც დედას ან ძმას რა არ მოეწონება. მაინც იმედგაცრუებაა ლუნა ჩემთვის. გამოიჭიმოს თავის დანიწლთან ერთად სადმე არ დაკარგოს.

 


№8 სტუმარი სტუმარი მარიამი

ჩემი აზრით, დემეტრე მანიპულატორი და მოძალადე კაცია და სულაც არ მომწონს. ლუნა კი ნამდვილი ბატივით იქცევა მასთან მიმართებაში.
ხოლო სერიული მკვლელი, ის კლიენტი უნდა იყოს დაბმულ ქალებს რომ ახატინებს, კონსტანტუნე მგონი.
წარმატებები. ველი შემდეგ თავს.

 


№9 სტუმარი ნესტან

კარგი თავი იყო მაგრამ ბოლო არ მომეწონა მერე რა რომ ოცდათი წლისაა,მანამდი თუ არ შეუყვარდა ეხლა შეუყვარდება,თუ მართლა უყვარს დემეტრე ვერაფელი გავიგე ამ გადაწყვეტილების შოკში ვარ თუ მეგობარია ბავშობის მეგობრად უნდა დატოვო...ამხელა ქალმა უნდა იცოდეს სად რა თქვას და კიდევ უნდა მოუსმინოს დემეტრეს იქნებ აღმოხდა წარსულში და სულაც არ იყოს დამნაშავე მოსმენა. უნდა შეძლოს წინაღამით დემეტრესთან გარბოდა და დილით კი დანიელთან შოკია სრულიად ძან გაბრაზებული ვარ ლუნაზე

 


№10  offline მოდერი NiLLoIyA

ნია
ძალიან ემოციურია. იქნებ გაზარდოთ თავების მოცულობა. არ გვყოფნის

მადლობა შეფასებისთვის❤️

დარინა
აი ყველაზე დიდი უსამართლობა ეგ მიმაჩნია სწორედაც საკუთარი თავის მიმართაც და იმ მეორე ადამიანის მიმართაც როცა ეგეთ რამეს აკეთებ არ მიყვარხარ მაგრამ მოდი ვცადოთ როცა ეუბნები თან დარწმუნებით სხვაზე ხარ შეყვარებული, ბავშვობის მეგობართან რა უნდა ცადო ეგ ვერ გამიგია სხვა თვალით რანაირად უნდა შეხედო ზრდასრული ჩამოყალიბებული ადამიანი როცა ხარ ეგრე იმპულსურად საკუთარი მომავალი არც უნდა გადაწყვიტო, ან რავი დანიელის გრძნობებშიც რანაირად არის დარწმუნებული. უფრო მეტად ძმის და დედია გამო მიიღო ეგ გადაწყვეტილება რომელსაც აუცილებლად ინანებს ყველამ საკუთარ ცხოვრებას უნდა მივხედოთ და არა იმისთვის ვიცხოვროთ თუნდაც დედას ან ძმას რა არ მოეწონება. მაინც იმედგაცრუებაა ლუნა ჩემთვის. გამოიჭიმოს თავის დანიწლთან ერთად სადმე არ დაკარგოს.

წინა კომენტარში დავწერე რომ იმპულსურად იქცევა, თუმცა ის არ დამიწერია, რომ მე ვიწონებ ასეთ საქციელს, ყველაფრის მიზეზი და საბოლოო შედეგი გამოჩნდება. ლუნა, არის ქალი, რომელიც თავიდანვე ვიცოდი ბევრისთვის იმედგაცურება გახდებოდა და ბევრისთვის მაგალითი ამა თუ იმ სიტუაციაში როგორ არ უნდა მოიქცეს ან როგორ მოიქცეს

სტუმარი მარიამი
ჩემი აზრით, დემეტრე მანიპულატორი და მოძალადე კაცია და სულაც არ მომწონს. ლუნა კი ნამდვილი ბატივით იქცევა მასთან მიმართებაში.
ხოლო სერიული მკვლელი, ის კლიენტი უნდა იყოს დაბმულ ქალებს რომ ახატინებს, კონსტანტუნე მგონი.
წარმატებები. ველი შემდეგ თავს.

დემეტრე მანიპულატორია, ამაში გეთანხმებით, თუმცა ნაკლებად შეიძლება მას მოძალადე ვუწოდოთ.
კონსტანტინეს, რაც შეეხება მის ბედს მომავალი გადაწყვეტს

ნესტან
კარგი თავი იყო მაგრამ ბოლო არ მომეწონა მერე რა რომ ოცდათი წლისაა,მანამდი თუ არ შეუყვარდა ეხლა შეუყვარდება,თუ მართლა უყვარს დემეტრე ვერაფელი გავიგე ამ გადაწყვეტილების შოკში ვარ თუ მეგობარია ბავშობის მეგობრად უნდა დატოვო...ამხელა ქალმა უნდა იცოდეს სად რა თქვას და კიდევ უნდა მოუსმინოს დემეტრეს იქნებ აღმოხდა წარსულში და სულაც არ იყოს დამნაშავე მოსმენა. უნდა შეძლოს წინაღამით დემეტრესთან გარბოდა და დილით კი დანიელთან შოკია სრულიად ძან გაბრაზებული ვარ ლუნაზე

დემეტრეს მოსმენასთან დაკავშირებით მომდევნო თავებში იქნება პასუხები, რატომ არ აკეთებს ამას.

სტუმარი გვანცა
უფრო და უფრო საინტერესო ხდება. მაინტერესებს როგორ გაგრძელდება. მალე დადეთ

ვეცდები საღამოს ავტვირთო ახალი თავი❤️
მადლობა

 


№11 სტუმარი სტუმარი ნინო123

იმპულსურობაში არ გეთანხმებით. Სხვა უყვარს ამბობს საწყის წერტილს ვუბრუნდებიო და დილით მეგობარს თანხმდება ცდაზე. Ვერ იქნება 30 წლის ლუნა ვერავის მაგალითი.ეს ჩემი სუბიექტური აზრია.ვნახოთ რა იქნება

 


№12 სტუმარი nia

demetre martla manipulatori da susti kacia, tanac karieristi, es gogo kide bote yvelgan ro mixdevs dd

 


№13 სტუმარი სტუმარი ხათუნა

ქვეცნობიერიდან ვერ წაშალა ადრე რომ მიატოვა და ვერ თუ არ დაეხმარა რთულ სიტუაციაში გამსახურდია. არ ვამტყუნებ დანიელის რომ დასთანხმდა გარკვეულ ურთიერთობის დაწყებაზე. არაფერს არ შეპირებია ლუბა. უბრალოდ, დაიწყებს ურთ- მას. ვნახოთ რა გამოვა. მე მკვლელი ის კაცი მგონია- შეკვეთებს რომ აზლევს

 


№14 სტუმარი სტუმარი ნინო123

Დემეტრე მანიპულატორი არაა ის არი პროკურორი. პროკურორისთვის დამახასიათებელი ხისტი ხასიათით დანარჩენი გამოჩნდება. Არავინ იცის რატო წავიდა დემეტრე. Დაბრუნდა დემეტრე და დაბრუნდა მკვლელიც ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები

 


№15 სტუმარი სტუმარი გვანცა

ძალიან დაიძაბა ისტორია. ველით გაგრძელებას

 


№16 სტუმარი სტუმარი ნინა

აღარ აგრძელეებთ?

აღარ აგრძელებთ ისტორიასს

აღარ აგრძელებთ ამ ისტორიას?გელოდებით

 


№17 სტუმარი ნია

რატომ აღარ დებთ გაგრძელებას?გელოდებით

 


№18  offline მოდერი NiLLoIyA

მოგესალებით, მეორე სუნთქვა აქ აღარ გაგრძელებდა, ვისაც სურვილი გექნებათ შეგიძლია facebook-ზე ნახოთ ჯგუფი:ნიჭიერთა სამყარო. ატვირთვას იქ გავაგრძელებ. მადლობა, რომ კითხულობდით❤️

 


№19 სტუმარი სტუმარი ნანა

ვერ ვნახულობ. ზუსტად რომ მიუთითოთ ჯგუფი სადაც ვნახოთ. უკვე ატვირთეთ ახალი თავი?

 


№20  offline მოდერი NiLLoIyA

სტუმარი ნანა
ვერ ვნახულობ. ზუსტად რომ მიუთითოთ ჯგუფი სადაც ვნახოთ. უკვე ატვირთეთ ახალი თავი?

დიახ, ყოველ დღე ვტვირთავ ახალ თავს.
ნიჭიერთა სამყარო ჰქვია ჯგუფს

 


№21 სტუმარი სტუმარი ქეთი

გთხოვთ ლინკი დადოთ მაინტერესებს გაგრძელება ვერ ვნახე ჯგუფი სადაც ატვირთულია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent