მეგზური 8.
სახლში იყვნენ, ნაზიც დაბრუნებულიყო, ბუხართან ისხდნენ და ჩაის სვამდნენ, თან ნაზი დემეტრეს ბავშვობაზე უყვებოდა მარიამს, ისე ართობდა ამ ამბების მოსმენა ყველაფერი ავიწყდებოდა აქ, ბოლომდე გრძნობდა ოჯახურ ბედნიერებას, ნაზისგან მიღებულ სითბოს და სიყვარულს, იმას რაც წლების მანძილზე საკუთარი ოჯახისგანაც არ მიუღია, გრძნობდა რომ ახლა იქ იყო სადაც ყველანაირს მიიღებდნენ, იქ იყო სადაც მისი ადგილი იყო.. დემეტრეს ტელეფონმა ცოტახანში რეკვა დაიწყო, იცოდა თამაზი რომ ურეკავდა, ისიც იცოდა უფროსმა ნავერიანმა რომ ყველაფერი გაიგო და მათ შორის მისი ადგილსამყოფელიც - არ უპასუხებ? - უთხრა მარიამმა - არ მოგასვენებს თამაზი ბებია, უპასუხე - ჩაერთო საუბარში ნაზიც, დემეტრე ადგა ტელეფონი აიღო და გარეთ გავიდა - რა გინდა - მოგეკითხე მაინც ჯერ შვილო - თამაზ ვერ ვიტან არაფრისმომცემ დიალოგებს, ეს შენც იცი - ცუდ თამაშში ერთვები დემეტრე, ნატალიას ოჯახს გადაიმტერებ, გიღირს მაგ ვიღაცის გამო? - ასეთი შეშინებული ხმა პირველად გაქვს თამაზ, ნუთუ ფული ასე მოქმედებს შენზე? - სარკასტული ღიმილი ქონდა დემეტრეს აკრული. - მე გაფრთხილებ შვილო, ცუდ ხალხს გადაიმტერებ - ჩემთვის ყველაზე ცუდი რა არის იცი? ამ ცუდ ხალხთან მამაჩემის მეშვეობით რომ მაქვს კავშირი, და ახლა ვითომ ჩემზე ზრუნავ? ზღაპრების არასდროს მჯეროდა, შენი ნამდვილი სახე კი უკვე დიდი ხნის წინ დავინახე, და იმას ვნანობ ასე როგორ მოვიქეცი, და როგორ გაგანადგურებინეთ თქვენ და თქვენს ბინძურ ფულს თავი, ჯანდაბამდე გზა გქონიათ, მე მამა იმ დღის მერე აღარ მყავს პირველად რომ გამომიცხადე ფულის გამო ადამიანმა ყველაფერი უნდა იკადროსო, ციცოზე გიჟდები და აფანატებ შენ, მხოლოდ შენი მისდამი სიყვარული დაატრიალებს დედამიწას, მე ასე როგორ მომექეცი თამაც, რამ შეგცვალა ასე, წარმოიდგინე სხვა ქალის ცოლობას რომ გატენიდნენ და ციცო გვერდიდან გიყურებდეს.. - გაჩუმდი! ვერ ვიტან შედარებებს, მითუმეტეს მე და ჩემ ქალს როცა გვეხება საქმე! - მე და შენ მხოლოდ ერთ რამეში დავემსგავსეთ ერთმანეთს მამა, ორივეს ავადმყოფურად შეგვიძლია სიყვარული, ახლა წავედი, ჩემი ქალი მელოდება. დაბრუნდა ოთახში დემეტრე, მარიამს მიუჯდა გვერდით, თავზე აკოცა და ჩაეხუტა, მზერით ბურღავდა ქალი ხომ ყველაფერი კარგად არისო დადებითი პასუხი როცა მიიღო დამშვიდდა, და მოეშვა, დაძაბული სხეული მოუდუნდა და დაეყრდნო საყვარელ კაცს, მთელი ამ დროის განმავლობაში დემეტრეს ბავშობას განიხილავდნენ, ხან დასცინოდა მარიამი, ასეთი სუსტი როგორ იყავიო, დემეტრეს მის სიცილზე ეცინებოდა, რომ გადაიკისკისებდა ამაზე კარგი მელოდია მისთვის არ არსებობდა. ცოტა ხანში დემეტრემ აიტეხა სადღაც უნდა წაგიყვანოო, მოახურა თბილი მოსაცმელი, ჯერ თავლაში შეიყვანა, მარიამმა რომ იქ ცხენები დაინახა თვალები გაუფართოვდა და სიხარულიგან ხტუნვა დაიწყო, სულ უყვარდა ისინი, გიჟდებოდა ცხენებზე, დემეტრემ რომ გააცნო თეთრი ლამაზმანი და მის გვერდით მყოფი კუპრივით შავი ცხენი, მარგარეტი და რერო, რერო გამოიყვანა დემეტრემ, უნაგირი მოარგო და მარიამს მიუახლოვდა რომელიც თეთრ ქათქათა მარგარეტს ეფერებოდა - როცა ისწავლი ჯირითს მასაც გამოვიყვანთ, წავედით ახლა - უთხრა ხელი მოხვია და რეროსთან მიიყვანა, მიეხმარა და დააჯინა, თვითონაც მოთავსდა. - ხელები მომხვიე, არ გადამივარდე. - ჩქარა მიდიოდნენ, დემეტრემ აშკარად კარგად იცოდა ჯირითი, რეროც მიქროდა, მარიამისთვის ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობდა საბოლოოდ ერთ დიდ გორაკზე აიყვანა რერო დემეტრემ, სადაც მხოლოდ ერთი კოშკი იყო, ჩამოსვა მარიამი, რეროც იქვე მიიყვანა, უკნიდან დაუდგა მარიამს წელზე ხელი მოხვია და კოშკში შეიყვანა, ნელ-ნელა ადიოდნენ ხის კიბეებზე, ბოლოს კოშკის თავზე აღმოჩდნენ, იქედან საოცარი ხედი იშლებოდა, მთელი სვანეთი ჩანდა, თეთნულდის და უშბას საოცარი ხედები ერტყა გარსს ამ ადგილს, ზღაპრული იყო, საოცნებო, აი ისეთი საათობით რომ შეგეძლებოდა მოსვლა და ყურება, აი ისეთი აქ ჩაფიქრებული ოცნება რომ აუცილებლად აგიხდებოდა, მაინც რა ხალხი არიან სვანები?! ასეთი საოცნებო ადგილები აქვთ, ასეთი გარემო ქვთ, ალბათ მაგიტომაცაა ყველა სვანი გამორჩეული, ახლა კარგად ესმოდა მარიამს რატომ არ იყო სვანეთი არცერთი სოფელი სრულად დაცარიელებული, განადგურებული, და მიტოვებული, ამ ხალხს სისხლში ქონდათ ეს ადგილი, ვენებში კარგად გაჭრილიყო მათთვის ეს ბუნება, ნაზი ბებოც ასეთი ქალი იყო, სვანის ქალი, რომელიც არასდროს დატოვებდა ამ ბუნებას, სვანეთსა და სვანებს დიდი სიყვარული აკავშირებდათ ერთმანეთთან, როგორი განსხვავებული, რთული და ამავდროულად თბილი ხალხი არიან არა?! ბევრი ლეგენდა სმენია სვანებზე, ზოგადად მარიამის გატაცების საგანი იყო ეს კუთხე და ხალხი, ბევრჯერ წაუკითხავს როგორ არ უთმობდნენ მტერს სვანები თავიანთ კუთხეს, ახლა ყველაფერს ნათლად ხედავდა და ესმოდა მათი, სისხლი უჩქეფდა, გული უცემდა სწრაფად, მალე გადმოხტომასაც შეეცდებოდა საგულედან, ზურგზე აკრული დემეტრე უფრო მეტ სითბოს სძენდა ამ ყველაფერს, უფრო ალამაზებდა, მისი გულის ფეთქვა ესმოდა დემეტრეს და ეგოისტურად ეღიმებოდა ზუსტად იცოდა ამის მიზეზი რომ თვითონ იყო. ერთი კვირა სრულ ნეტარებაში გაატარეს, საერთოდ არაფერი ახსოვდათ ქალაქური, ნაზისთან გასაოცრად ატარებდნენ დროს, დემეტრემ მარიამს ჯირითი ასწავლა და მარგარეტს უკვე მარტო მართავდა ქალბატონი, ისე მოსწონდა აქაურობა, ნაზიზე ხომ საეღთოდ გიჟდებოდა, ამ ქალმა დაანახა რაოდენ შეუძლიათ ადამიანებს სიყვარული, ბოლო დღეს ატარებდნენ სვანეთში დემეტრე მისი აქაური ძმაკაცების მოსანახულებლად გავიდა, მარიამსაც შესთავაზა მაგრამ მან ნაზი ბებოსთან ყოფნა არჩია, ამიტომ ისხდნენ ახლა ეზოში ჩაის ჭიქებით ხელში და საუბრობდნენ. - ნაზი ბებო თქვენ როგორ გაიცანით დემეტრეს ბაბუა? - მომიტაცა - ღიმილით უთხრა ნაზიმ - მართლა? მოიყევით რაა - დიდ დემეტრეს ბავშვობიდან ვუყვარდი, პირველად ჩემს ერთ-ერთ მეგობართან ვნახე, მაშინ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით, ის საოცარი შესახედაობის იყო რაც უფრო ემატებოდა ასაკი მით უფრო მშვენდებოდა, მერე დიდი ხანი არ მენახა და 20 წლის ასაკში შევხვდი, მაშინ პირველად გამიმხილა არ ყოფილა თურმე საქართველოში და შენზე ფიქრებით გული მაქვს ამოვსებული და არმინდა არც ერთი ქალი თუ შენ ჩემთან არ იქნებიო, მე სასწაულად ვიუკადრისე მაშინ სხვა მომწონდა, ჭკუამხიარული ვიყავი რა მენაღვლებოდა, ამ ამბიდან 2 თვის მერე მომიტაცა, სახლში რომ გამოვფხიზლდი და ის დავინახე ჯოჯოხეთი მოვაწყვე, გიჟს ვგავდი, ყველაფერს ვისროდი და ვამსხვრევდი,ის კი მშვიდად იყო, ყველაზე მეტად ამ სიმშვიდეს გადავყავდი ჭკუიდან, მიყურებდა სიყვარულით სავსე თვალებით, დედამისი ბრაზდებოდა ჩემზე და ერთხელ მისაყვედურა ისე რომ ადგილზევე გავშრი და დავპატარავდი, მერე დემეტრე გადამიდგა წინ და განაცხადა ჩემს გარდა ამ ქალს ვერავინ ვერაფერს ეტყვისო, თუ მე მოვეფერები თქვენც მოეფერებითო, თუ ვეჩხუბები თქვენ მაინც მოეფერებითო, ჩემია და ჩემს გარდა მას ვერავინ ვერაფერს გაუკეთებსო, ისეთი ახოვანი იყო, ნამდვილი ვაჟკაცი, დემეტრე სულ მას გავს, მერე ნელ-ნელა გავაცნობიერე რომ ამ კაცზე მეტად ვერავინ შემიყვარებდა, ომში იყო, ჩამოსვლის დღეს თითებს ვიმტვრევდი ისე ვნერვიულობდი, მონატრებისგან ჭკუიდან ვიყავი გადასული, ვერც გავაცნობიერე როგორ შემშალა მონატრებამ და ტკივილამდე სიყვარულმა ერთად, კარი რომ შემოაღო და საღსალამათი დაბრუნდა თვალებში შევხედე, აი იქ დავმშვიდდი პირველად, მომეშვა და მომიდუნდა სხეული, იმ ღამეს დიდი ხნის მანძილზე პირველად მეძინა მშვიდად, მერე უფრო დიდი სიყვარული იყო, ტკივილამდე და იმის იქეთ სიყვარული, ჩემი სულის ნაწილი იყო არის და იქნება სამარადისოდ შვილო, დემეტრე ისეთი თვალებით გიყურებს როგორითაც მე მიყურებდა ბაბუამისი, თქვენ ერთი სული ხართ აწი, დიდ ბრძოლაში ერთად ხართ რომელსაც ცხოვრება ქვია, ერთმანეთს თუ ხელს არ გაუშვებთ ყველაფერი იდეალურზე უფრო კარგად გექნებათ. მარიამი გაფაციცებული უსმენდა ყველა დეტალს, ხვდებოდა როგორ უყვარდა ნაზის დემეტრეს ბაბუა, ხვდებოდა ამ სახლს მისთვის რომ არ ტოვებდა, აქ მათ მოგონებებთან ერთად ცხოვრობდა, ამის დატოვება კი მისთვის სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა. ცოტახანში დაბრუნდა დემეტრე სახლში, სამზარეულოში წყალს სვამდა როცა დაინახა ნაზი და მარიამი ერთმანეთს ეხვეოდნენ, გაეღიმა, მის გადაწყვეტილებაში სრულიად დარწმუნდა, ნაზი ფარისეველ ადამიანებს სულ ცნობდა, მარიამი ახლა შვილივით ყავდა გულზე მიკრული და თავზე ეფერებოდა, თან კოცნიდა, ხვდებოდა როგორი სწორი ნაბიჯიც გადადგა, ერთი დიდი ბედნიერება იყო კაცისთვის ორი ასეთი მნიშნელოვანი ადამიანის ყურება ერთად, გულში სითბო ჩაეღვარა, ნელ-ნელა მთლიან ორგანიზმს მოედო სიყვარულის სენი სახელად მარიამი. მალე მათთან მივიდა, შუაში ჩაუჯდა და ხელი მოხვია, ორივეს აკოცა თავზე, ბედნიერი კაცი იყო, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი, დიდი ხანი საუბრობდნენ, ბოლოს ნაზის ძილი მოერია საძინებლისკენ წავიდა, შორიდან უყურებდა ერთმანეთზე მოალერსე წყვილს, ცრემლები ცვიოდა თვალებიდან, გულში ღმერთს მადლობას წირავდა, მისმა დმეეტრემ უკვე იპოვა გულის სწორი, მივიდა ოთახში დაჯდა საწოლზე და წიგნაკი აიღო სადაც მნიშვნელოვანს ყველაფერს იწერდა "2024წ. სვანეთსა შინა, პატარა დემეტრე და მისი ქალი მარიამი მიქაუტაძე-ნავერიანისა." ტუმბოზე არსებულ სურათს ხელი მოხვია, გულში ჩაიხუტა, თითქოს ასე მოიკლა მისი მონატრება. მარიამი და დემეტრეც ოთახში იყვნენ, ერთმანეთს ეხვეოდნენ და სვანეთის ღამის ხედებს გასცქეროდნენ - რაო რა მოგიყვა ნაზიკომ მარიამო - მისი და შენი ბაბუის ისტორია - გაეღიმა დემეტრეს, ნაზი სრულიად კომფორტულად იყო ამ გოგოსთან - იცი რომ მაგას მეც არ მიყვება ხოლმე? - უთხრა დემეტრემ - ძალიან შემიყვარდა ბებო, ხშირად მოვიდეთ რაა - მოვიდეთ მარიამო, მოვიდეთ. დილით ადრე გაემზადა ორივე, ნაზიმ ძალიან ბევრი რამ გამოატანათ, მისი ნახელავი ყველაფერი გემრიელი იყო, მარიამს კუბდარი ისე შეაყვარა და იმდენი აჭამა მეცხრე ცაზე იყო გოგო, ორივე დაემშვიდობა და მანქანაში მოთავსდნენ, ნაზი იქამდე იდგა ჭიშკართან და უყურებდა მიმავალ მანქანას სანამ თვალს არ მოეფარნენ, ბევრი საქმე იყო დაგროვებული დედაქალაქში, ტელეფონის ჩართვის თანავზე ტასოს ზარი შეუვიდა და მანაც ღიმილით უპასუხა. - ჰო ტას - გოგოოო მეთქი მომტაცა დაქალი ნავერიანმა და აღარ აბრუნებსთქო გავგიჟდი - დაწყნარდი ტასი მოვდივართ ახლა - შენმა უფროსმა რო დამირეკა იცი? - ჯანდაბა ეგ ვის ახსოვს საერთოდ, რათქვა - ვუთხარი გადაუდებელი საქმის გამო მოუწია ქალაქიდან გასვლათქო და როცა დაბრუნდება მაშინვე მოვიდესო - მადლობა ტას საღამოს გამოდი ჩემთან - მიდი გკოცნი დამირეკე - მეც საუბარი დაასრულა და ზუსტად ამის შემდეგ შეხედა რამდენი გამოტოვებლი ზარი ქონდა მისი უფროსი ზაზასგან, ამოიხვნეშა და დაურეკა - მარიამ? - გამარჯობათ ბატონო ზაზა მაპატიეთ არ ვიყავი ქალაქში და ვერც გაგაფრთხილეთ აღარ განმეორდება - კაი დაიკიდე დასჯის მეთოდებზე რომ მოხვალ მერე ვილაპარაკოთ - ეს დემეტრემაც კარგად გაიგონა და თვალებში ბრაზმა გაუელვა - უკაცრავად? - რომ მოხვალ მერე ვილაპარაკოთ - მხოლოდ ეს უთხრა და გაუთიშა გოგოს, დატოვა გაოგნებული, მარიამი კარგად ხედავდა დემეტრეს გაღიზიანებულ სახეს, არ უნდოდა მეტად გაეღიზიანებინა ამიტომ საერთოდ გაჩუმდა, მთელი გზა სიჩუმეში გაატარეს, არცერთს ქონდა ამის დარღვევის სურვილი, თუმცა დედაქალაქის ქაოსი ახალ დაბრუნებულებს მალევე მოედებოდათ კანზე, და რა იქნებოდა მაშინ თუ ეს ქაოსი გაუსაძლისი აღმოჩნდებოდა? ჩავიდნენ თუ არა სამსახურში მიყვანა თხოვა დემეტრეს ქალმა, მანაც უხმოდ თავი დაუქნია და დაწესებულებასთან მიიყვანა, ორი წუთი ელოდა მარიამი თუ მეტყვის რამესო, კაცისგან სიტყვა რომ ვერ გაიგო კარისკენ წაიღო ხელი და ის იყო უნდა გადაედგა მანქანიდან ფეხი დემეტრეს თითები იგრძნო მაჯაზე, მოაბრუნა და ათრთოლებულ ბაგეებზე დააკვდა, დაუნაწილა კოცნით ის სიმშვიდე რასაც თავად ნავერიანი განიცდიდა, ყველაფერი აგრძნობინა, შემდეგ მის დიდრონ თვალებს ჩააკვირდა და ხელით ლოყაზე მიეფერა - თუ რამე დაგჭირება დამირეკე კაი? გნახავ ამ დღეებში და წყნეთში ავიდეთ ირაკლისთან და ტასოსთან ერთად - უთხრა დემეტრემ და ლავიწზე აკოცა - კაი, წავედი, თავს გაუფრთხილდი. მარიამი მანქანიდან გადავიდა და მაშინვე შენიშნა უფროსი რომელიც მისი კაბინეტის ფანჯრიდან ამ ყველაფერს ხედავდა. იცოდა მარიამმა ბოროტი ხალხის ამბავი, და ისიც რომ მათი აზრი არც უნდა მოესმინა მაგრამ სათქმელად ადვილი გასაკეთებლად კი ძნელი იყო, სწრაფად მივიდა უფროსის კაბინეტამდე და დააკაკუნა, დადებითი პასუხის მოსმენისას შევიდა და მიესალმა ზაზას. - მოკლედ მარიამ, 2 დღეს გაძლევ რაც დატოვე ყველა საქმე 2 დღეში უნდა მქონდეს მზად, პლიუს კიდე მოგროვდა რაღაცეები ამიტომ იჩქარე, მეტი არაფერი მაქვს სათქმელი. გააღიზიანა ქალი ამ უხეშმა პასუხმა, მაშინვე დაიწყო მუშაობა, ტასოს მისწერა რაც მოხდა და მათი შეხვედრაც გადაიდო, დემეტრეს საერთოდ ვეღარ შეეხმიანა, ისე იჯდა კაბინეტში და საქმე თავზე საყრელად ქონდა, ძალიან გვიან მივიდა საახლში არც უჭამია ეგრევე დაეძინა, მეორე დილას ადრე ადგა ყავა დალია და ისევ სამსახურში წავიდა, ასე გავიდა ორი დღე, ამ ორი დღის მანძლზე იმდენი საქმე ქონდა სულ დაავიწყდა საკუთარი თავი, არც უჭამია მხოლოდ ყავას სვამდა, აშკარად გამოფიტული ქონდა ორგანიზმი იმდენი იმუშავა მაინც დაასრულა ყველაფერი, ყველა საქმე მოაწესრიგა ფაილებში აწყობდა როცა დემეტრეს ზარი შემოვიდა მის ტელეფონზე. - ჰო დემე - შენ ვაფშე დაივიწყე დემე და იქნებ მე მაინც გამოვიჩინო საკომუნიკაციო ინიციატივა - კაი რაა, ხოიცი რამდენი საქმე მქონდა, დავასრულე ახლა ყველაფერი, სად ხარ? - წყნეთში ვარ, ამოხვალ? - კი მოვალ - გელოდები მარიამო. საბუთები აკრიბა და ზაზას კაბინეტისკენ დაიძრა, ყველაფერი შეუტანა და კაცის გაკვირვებული მზერაც მიიღო, იმდენი საქმე მოაგვარა 2 დღეში ბევრი ვერ შეძლებდა, როცა გაარკვია რომ წასვლა შეეძლო მანქანის გასაღები და ნივთები აიღო, და დაიძრა წყნეთისკენ. წყნეთის ასასვლელ გზაზე იყო უკვე წინიდან მანქანა რომ გამოჩნდა მის ზოლში, აზრზე ვერ მოვიდა როგორ მოხდა, მაშნვე ეცადა დაემუხრუჭებინა მაგრამ სულ ტყუილად მუხრუჭები არ იჭერდა, მანქანა მოსრიალდა, წინ მომავალიც მას დაეჯახა და დიდი ავარია შეიქმნა, მახლობლად დასახლება იყო, ყველა გარეთ გამოცვივდა, ძალიან ბევრი პოლიცია და სასწრაფო გაჩნდა წამებში ადგილზე, ახალგაზრდა გოგონას სხეული გადმოიყვანეს, რომელსაც ტელეფონი ახლოს ქონდა და ზარი შემოდიოდა, ნომერზე "დემე" გარკვევით იკითხებოდა. სრულიად უცხო ქალმა აიღო და უპასუხა - მარიამ სად ხ.. - შვილო ეს გოგონა ავარიაში მოყვა, საავადმყოფოში მიყავთ ახლა, მძიმედაა.. ეს სიტყვები უდრიდა ჯოჯოხეთს, სიტყვები რომლის შემდეგაც აღარაფერი იყო კარგად, სიტყვები რომლის შემდეგაც ხმა, გონება, გააზრების უნარი ერთად დაეკარგა დემეტრე ნავერიანს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.