შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი ფანჯრიდან II


27-02-2024, 20:20
ავტორი aphrodite
ნანახია 697

II

დღეები დღეებს მისდევდა. მაო მეტად უახლოვდებოდა ახლადშეძენილ მეგობრებს. გუგასკან კი ცდილობდა თავი შორს დაეჭირა, რადგან იმედი არ მიეცა მისთვის. დათა იმ დღის შემდეგ აღარ გამოჩენილა. ახალი ამბებიდან გაიგო მისი მიღწევის შესახებ და მიხვდა რომ თბილისში იყო. დიდხანს არ უფიქრია არც დათაზე და არც მის წერილზე. უბრალოდ დავიწყება გადაწყვიტა.

სამშობლოში დაბრუნების დრო რაც უფრო ახლოვდებოდა, მაო მეტად ბედნიერდებოდა. მოენატრა დედა, მამა, განსაკუთრებით კი უმცროსი და.
წასვლის წინა დღეს სამეგობრომ გადაწყვიტა გერმანიას დამშვიდობებოდა და ყველა მაოს სახლში შეიკრიბა.
საუბრობდნენ განვლილ 3 თვეზე, ერთმანეთზე, გრძნობებზე. მაო კი გუგას მზერის არიდებას ცდილობდა. ოღონდ დღეს გადარჩენილიყო და საქართველოში გუგას საერთოდ აღარ შეხვდებოდა.
საღამომ მშვიდად ჩაიარა, ყველანი სახლში დაბრუნდენ და მოემზადნენ დიდი დაბრუნებისთვის.
დილის 10 საათზე უკვე საქართველოში იყვნენ. მაო ბავშვებს დაემშვიდობა და პირდაპირ სოფელში წავიდა, ოჯახთან.
სახლში შევიდა, არავინ ელოდა ჯერ, საუზმობდნენ. ჭიშკრის ხმა რომ გაიგეს მეზობელი ეგონათ და ნინო კარის გასაღებად წამოდგა, როცა სახლში მაო შემოვარდა.
-მაოო…-პირველი მაშო წამოდგა და გაიქცა დისკენ.
მთელი დღე ამბების მოყოლაში გაატარა.
-მაო იცი, მამას ახალი სამსახური აქვს.
-მართლა? ძალიან კარგი.
-ხო შვილო, უკეთესი ხელფასი მაქვს და შენ არარ მოგიწევს ჩემ გამო მეტად მუშაობა.
-მამა ხომ ვილაპარაკეთ ამ თემაზე.

2 დღე დარჩა სახლში, რადგან მალე უნივერსიტეტი ეწყებოდა.
თბილისში დაბრუნდა, მგზავრობით დაღლილი პირდაპირ სახლში მივიდა და დაიძინა.
დილით კარზე კაკუნმა გააღვიძა.
-რა ხდება ამ დილით.
უცებ წამოდგა, ხალათი მოიცვა და კარი გააღო.
-სიურპრიზიიიი.-მარიამი და ნია იყვნენ.
-საიდან იცოდით რომ ჩამოვდიოდი.
-ჩვენ ყველაფერი ვიცით. გამატარე ამბები აქვს ქალბატონს მოსაყოლი.-თქვა ნიამ და მისაღებისკენ წავიდა. მარიამმა უბრალოდ თვალები აატრიალა, მეგობარს მიესალმა და ნიას შეყვა ოთახში.
-ეს და სანდრო ჩუმჩუმად რომ ხვდებიან იცი?-დაიწყო ნიამ, რომელიც მზერით მაოსგან მხარდაჭერას ითხოვდა.
-ჩუმჩუმად რას ქვია ნია? უბრალოდ რამდენჯერმე შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს.
-კი, კი სულ შემთხვევით.
შუადღემდე მაოსთან იყვნენ. ნია მარიამს შეურიგდა და ამ “იმედგაცრუების” დავიწყება გადაწყვიტა.
უნივერსიტეტის პირველი დღეც მოვიდა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა საღამოს სახლში დაბრუნებულმა ტელეფონი შეამოწმა და სანდროსგან მესიჯი დახვდა.
“მაო 3 დღეში ჩემი დაბადების დღეა და დაპატიჟებული ხარ. დანარჩენში მარიამი და ნია გაგარკვევენ.”
უნივერსიტეტში 3 დღე ისე გავიდა ვერც გაიგო. უცებ მოემზადა და მარიამთან და ნიასთან შესახვედრად გავიდა.
სანდრო დაბადებისდღეს სახლში იხდიდა, რომელიც მისი სახლიდან არც ისე შორს იყო, ამიტომ მალევე მივიდნენ. სანდროს მიულოცეს, საჩუქრები აჩუქეს და სახლში შევიდნენ. შიგნით ბევრი ხალხი იყო და მაო არავის გაცნობას აპირებდა, თუმცა სანდროს ნიამ აუბა მხარი და თითოეული სტუმარი ცალ-ცალკე გაიცნეს. უკვე ამთავრებდა სანდრო, როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა. სანდროს რამდენიმე წუთი შეაგვინდა და ნიამ თავად გაიცნო დარჩენილი საზოგადოება. ამასობაში სანდროც დაბრუნდა, რომელიც მარტო არ იყო. მაომ სანდროსკენ გაიხედა და მის გვერდზე მდგომი რომ დაინახა სუნთქვა შეეკრა. აშკარად არც სანდროს მეგობარი ელოდა მაოს იქ ყოფნას.
-გოგონებო, გაიცანით ჩემი მეგობარი, დათა.
-სასიამოვნოა.-მაშინვე თქვა ნიამ და ხელი ჩამოართვა.
-გამოფხიზლდი, პირველივე შეხვედრისას ნუ ჩამოდნები.-ჩასჩურჩულა მარიამმა და ხელი ჰკრა გამოსაფხიზლებლად.
-სასიამოვნოა.-გაუწოდა ხელი და თვალებში ჩააშტერდა ბიჭს.
-ჩემთვისაც სასიამოვნოა.-გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება და მაოს გაუღიმა.
გოგონებმა მალევე გამონახეს სანდროს მეგობრებთან საერთო. მთელი საღამო მზერას გრძნობდა მაო და ზუსტად იცოდა ვის ეკუთვნოდა ეს მზერა, თუმცა ერთხელაც არ გაუხედავს მისკენ.
წყლის დასალევად სამზარეულოში გავიდა, დათაც უკან გაჰყვა. ჭიქას ისე უყურებდა, თითქოს თვალი რომ მოეშორებინა რამე მოხდებოდა. წყლით სავსე ჭიქით ოთახდან გამოდიოდა, როცა დათამ ხელი ჩაავლო და უკან მიაბრუნა.
-ერთ სიტყვასაც არ მეტყვი მაო?
-უნდა გითხრა?
-არა?
-რა ვიცი. არ გაიპარო აქედანაც.-უთხრა და ირონიულად გაიღიმა.
-გეწყინა და ამიტომ მაიგნორებ მთელი საღამო?
-არ მწყენია, გავბრაზდი. შენ როგორ უნდა მაწყენინო.-ამ სიტყვებზე დათამ მეტად გაიღიმა. მაომ ხელი გააშვებინა და ოთახი დატოვა.
დათას ზედაც არ უყურებდა და ამაზე მეტად ბრაზდებოდა დათა.
-დაწყნარდი, თორემ მიხვდება.-სანდრომ მხარზე ხელი დაკრა და გვერდით დაუდგა.
-რას უნდა მიხვდეს? ან ვინ?
-ვის ატყუებ? მე? მოხარშულს გიცნობ. მაო გუგასაც მოსწონს.
-რომელია გუგა.
-აი, ვისაც ეცეკვება ის.- ამის თქმა და დათას ადგილიდან მოწყვეტა ერთი იყო. მოცეკვავე წყვილს ისე მიეჭრა გვიან გაიაზრა სად იყო და რას აკეთებდა.
-უკაცრავად, დამითმობთ მაოს?-მიმართა გუგას. სახეზე ეტყობოდა, რომ დიდად არ ესიამოვნა, მაგრამ უბრალოდ თავი დაუქნია და დატოვა. დათამ მაოს ხელი მოხვია და მუსიკას აყვა.
-იქნებ არ მინდოდა შენთან ცეკვა.
-დიდად არ მიძალიანდები.
-სირცხვილია უბრალოდ ამდენ ხალხში ჩხუბი.-თქვა და წამოწითლდა.
-გიხდება.
-რა მიხდება?
-სიწითლე.
იცეკვეს, თუ ამას ცეკვა ერქვა და დასხდნენ.
უკვე გვიანი იყო და გოგონებმა წასვლა გადაწყვიტეს. სახლიდან გადიოდნენ სადრომ რომ დათას გახედა.
-დათა გაიყვან გოგონებს?
-მე გავიყვან.-წამოდგა გუგა.
-იყავი შენ, გავდივარ მაინც და გავიყოლებ.
ნია და მარიამი უკანა სავარძელზე დასხდნენ, ნიამ ორივე კარი ჩაკეტა წინ რომ დამჯდარიყო მაო. სხვა გზა არ ჰქონდა კარი გამოაღო და ადგილი დაიკავა. ყველაზე ახლოს მაო იყო, მაგრამ ჯერ მარიამი და ნია მიიყვანა სახლში.
-შეგეძლო ჯერ მე მიგეყვანე.
-ხო, შემეძლო. მაგრამ მერე შენ ვერ დატკბებოდი ჩემთან მარტოობით.
პასუხი აღარ გაუცია, მისვლამდე დუმდა.
კარის გაღება რომ სცადა მიხვდა რომ ჩაკეტილი იყო.
-არ გამიღებ.
-ერთი პირობით.
-გისმენ.
-ხვალ 5 საათზე ჩემთვის თუ მოიცლი.
-ისე გეთხოვა, ჩაკეტვა რა საჭირო იყო.-კარის გაღება ისევ სხცადა, ამჯერად წარმატებით.
-დროებით დათა, ძალიან ნუ მოიწყენ ჩემ გარეშე.-თან მიდიოდა და თან ელაპარაკებოდა. უკვე ლიფტთან იდგა მანქანის ძრავის ხმა რომ გაიგო. სახლში ავიდა, მოწესრიგდა და დაიძინა.



როგორც ხედავთ პატარა თავია, ამიტომ დიდხანს არ გალოდინებთ. მალე დავდებ შემდეგ თავს.
დიდი მადლობა, რომ კითხულობთ.



№1 სტუმარი სტუმარი მაშო

კარგია❤️❤️ ველი შემდეგ ნაწილს❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent