ჩაკეტილი სოვრცე 14 თავი
-მეგონა კარგი ადამიანი იყო. -ალბათ ფიქრობდი რომ გაგიმართლა -ასეა, რადგან მამაჩემისგან განსხვავებით გეგა ძალიან გაწონასწორებული, მშვიდი, მომთმენი და უკონფლიქტო ადამიანია. ასეთი ხასიათი აქვს! მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა...-ნერვიულობისგან ხმა ამიკანკალდა, ამიტომ საუბრის გაგრძელება ვეღარ შევძელი. სანდრომ გაუხსნელი წყლის ბოთლი გამომიწოდა -მადლობა-ვუთხარი ისე რომ მისთვის არ შემიხედია და ბოთლის გახსნა ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი. ძალა არ მეყო. -რა სუსტი ხარ- ორაზროვნად მითხრა და ცინიკურად გამიღიმა. გაბრაზებულმა გავუწოდე ბოთლი გასახსნელად, გამომართვა. ხელის მარტივი მოძრაობით სახურავი მოხსნა და ტუჩებთან ახლოს მომიტანა. უხეშად გამოვართვი ბოთლი და ცოტაოდენი წყალი მოვსვი -ზოგჯერ მგონია რომ ფსიქოლოგი კი არა მანიაკი ხარ!- ვუთხარი ბრაზნარევი ტონით და მის გიჟურ სიცილზე მეც გამეცინა -მარტო შენ არ ფიქრობ ეგრე- დამამშვიდა და მოულოდნელად ფეხზე წამოდგა, თავის საყვარელ ტყავის სავარძელში ჩაჯდა და ცივი მზერა სახეზე მომაყინა- პირველი იმედგაცრუება?!- უცნაური ტონით მკითხა და ის ამაზრზე ბლოკნოტი მოიმარჯვა მე რომ ასე ძალიან მძულდა -არ ვიცი არ მახსოვს- მხრები ავიჩეჩე-მთელი ჩემი ცხოვრება ერთი დიდი იმედგაცრუებაა და მეტი არაფერი -გაიხსენე! -ბაღში ჩემზე 1 წლით უფროსი ბიჭი მომწონდა. ძალიან საყვარელი იყო, ჩემზე ოდნავ დაბალი- გამეცინა- ზუსტად არ მახსოვს რამდენი წლის ვიყავი 4-ის თუ 5-ის-ჩავფიქრდი- გვერდით მივუჯექი, მასთან ახლოს ყოფნა მინდოდა, ის კი სხვაგან გადაჯდა- სახეზე სიმწრის ღიმილმა გადამირბინა- გული ძალიან მეტკინა -იმდენად რომ ახლაც ნაწყენი და გაბრაზებული ხარ მასზე?!- ღიმილი ვერ შეიკავა -ჩემი თანასოფლელია, თუმცა ქუჩაში ერთმანეთს არც კი ვესალმებით. -მაგრამ მისმა მაშინდელმა საქციელმა შენზე დიდი გავლენა მოახდინა -ასეა-დავეთანხმე -მტკივნეულ მოგონებებს საიმედოდ ინახავ გონების სიღრმეში! რატომ?- მკითხა მოულოდნელად -შენი აზრით?-ცოტაოდენი წყალი კიდევ მოვსვი -არ ვიცი, იქნებ იმიტომ რომ ცუდად ყოფნას მიეჩვიე? -ჩემზე მართლა ასე ფიქრობ?-დავიძაბე -ნეგატიური მეოციები- წამით გაჩუმდა, თითქოს ვერ წყვეტდა ეთქვა თუ არა ის რასაც ფიქრობდა- ყველა ჩვენგანის ცხოვრების თანმდევია! მაგრამ ზოგჯერ ისე ეჩვევიან ადამიანები ცუდად ყოფნას რომ... -შენ ფიქრობ რომ მე...- ნერვიულობისგან აზრები დამეფანტა, ამიტომ სათქმელ სიტყვებს თავი ვეღარ მოვუყარე -მე არ ვფიქრობ რომ შენ ცუდად ყოფნა მოგწონს!-გაბრაზდა -ჩემს დარწმუნებას ნუ ცდილობ -არ ვცდილობ! -გინდა შენთან ბოლომდე გულწრფელი ვიყო?-ვკითხე მოულოდნელად -არ ვიცი- მზერა ჩაუქრა -ბედნიერი ადამიანები მძულს -რატომ?- ხმა დაეძაბა -იმიტომ რომ ისინი ღმერთს უყვარს, მე კი არა! ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო... ალბათ ფიქრობ რომ საშინელი ადამიანი ვარ -არა, ვფიქრობ რომ ძალიან უბედური ადამიანი ხარ-დაუფიქრებლად მიპასუხა და ბლოკნოტში რაღაც გაჯღაბნა -მთლიანად ზიზღით ვარ მოცული-უეცრად მზერა დამებინდა, ვერ მივხვდი რა ხდებოდა, რატომ გაიდღაბნა სანდროს სილუეტი-მეზიზღება ყველა! და ყველაფერი ჩემს გარშემო- აღმომხდა ხმა აკანკალებულს და მხოლოდ მაშინ მივხვდი რა ხდებოდა ჩემს თავს როცა წვეთ-წვეთად დამეცა ცრემლები აკანკალებულ ხელებზე- ნიცას და მიას გარდა არავინ არ მიყვარს და არც მე ვუყვარვარ არავის! ნიცასაც იმიტომ ვუყვარვარ რომ დედამისი ვარ -ნინი! -გთხოვ უბრალოდ მომისმინე- ვუთხარი ჩამწყდარი ხმით და გადმოდენილი სიმწრის ცრემლები სწრაფად მოვიშორე სახიდან- მინდა ყველაფერი მოგიყვე ჩემს შესახებ! მე და დედა ყოველ ღამე შიშით ველოდით მამას სახლში დაბრუნებას, წლების განმავლობაში. მნიშვნელობა არ ჰქონდა ის ფხიზელი იქნებოდა თუ მთვრალი, მთავარი მისი განწყობა იყო. მე და დედა კარის მიჯახუნების ხმით ვხვდებოდით ხოლმე როგორი განწყობით ბრუნდებოდა. გვეშინოდა მისი, უფრო სწორად გვძულდა, მაგრამ როცა უხასიათოდ იყო თვალებში შევყურებდით და უხმოდ ვასრულებდით მის ნებისმიერ სურვილს რომ უარესად არ გაგვეღიზიანებინა, მაგრამ ჩვენს მცდელობას აზრი არ ჰქონდა , ის მაინც ახერხებდა გაბრაზებას რაღაც უაზრობის გამო... მოულოდნელად იწყებდა ჩხუბს და ყვირილს. თითქმის ყოველღამე ტირილში ვიძინებდი და ვიღვიძებდი. დედა ყველანაირ შეურაცხყოფას და დამცირებას უხმოდ იტანდა-ტირილის ნოტები შემეპარა ხმაში, ამიტომ საუბრის გაგრძელება ვეღარ შევძელი- მეშინოდა, ძალიან მეშინოდა რადგან მთვრალი ხშირად ემუქრებოდა ხოლმე დედაჩემს მოკვლით-თვალები ისევ ცრემლებით ამევსო- სკოლიდან სახლში დაბრუნების ყოველთვის მეშინოდა... რადგან არ ვიცოდი დედა ცოცხალი დამხვდებოდა თუ არა...მთელი არსებით მძულდა მამაჩემი და ახლაც მძულს... ვერ ვაპატიე- ისევ ცრემლებმა დამისველა აკანაკლებული ხელები- ყოველთვის გაბრაზებული და გაღიზიანებული იყო... ბავშვობაში დაობლდა და ბევრი საშინელების გადატანა მოუწია ამის გამო მაგრამ... მაინც ვერ შევძელი მისი გაგება და პატიება... სამწუხაროს მიას დაბადებამ კიდევ უფრო დაამძიმა ჩვენი მდგომარეობა... დედამ რომ გაიგო ორსულად იყო ძალიან ბევრი იტირა, მისი მოშორება უნდოდა, მაგრამ საბედნიეროდ ვერ გაიმეტა... მამას ბიჭი უნდოდა- სახეზე სიმწრის ღიმილმა გადამირბინა-რომ გაიგო ისიც გოგო იყო დაბადებამდე და*კიდა. როგორც შემეძლო ისე ვეხმარებოდი დედას... მეცოდება ისიც, მიაც და საკუთარი თავიც. ბევრჯერ მიასთან ერთად უტირია. მე კი ვამშვიდებდი, გული მიკვდებოდა ჩევენს გამო ასეთ უბედურს რომ ვხედავდი. მამას მიასთვის ზედაც არ შეუხედია, თითქოს მია ბიჭი რომ ყოფილიყო ამით რამე შეიცვლებოდა მის ავადმყოფ ტვინში- აღმომხდა ხმა აკანკალებულს- როცა საავადმყოფოდან დაგვირეკეს და გითხრეს რომ მამაჩემი მოკვდა ავტირდი, ხმამაღლა ვღრიალებდი, მაგრამ იმიტომ კი არა რომ მისმა სიკვდილმა გული მატკინა, არა! იმიტომ რომ საკუთარი თავი მეცოდებოდა რადგან იმ საშინელმა კაცმა უფლება არ მომცა რომ მამის სითბო და სიყვარული მეგრძნო... ისე გავიზარდე როგორც ობოლი ბავშვი. დედა სულ მეფერებოდა, მაგრამ ყველაფერში ყოველთვის მე მადანაშაულებდა- სანდროს გავხედე, მაგრამ მაშინვე ავარიდე მზერა და თვალი ერთ წერტილს გავუშტერე- მამაჩემი ისე დავკრძალეთ რომ ერთხელაც არ მიტირია მის გამო. დედაჩემი ცრემლებად იღვრებოდა, რადგან მამაჩემის გარეშე ცხოვრების გაგარძელების ეშინოდა. არც მიას უტირია, რადგან მასაც ისევ სძულდა მამა როგორც მე. სამაგიროდ მამიდაჩემი ტიროდა მთელი ხმით- ცინიკურად გამეღიმა-არადა წლების განმავლობაში არ ელაპარაკებოდნენ ის და მამაჩემი ერთმანეთს. დაკრძალვიდან ძალიან მალევე ბიძაჩემა ქონებრივი დავა წამოიწყო ჩვენთან... ორ დაობლებულ ძმიშვილთან და დაქვრივებულ რძალთან...ძალიან დიდხნიანი ბრძოლის შემდეგ შეძლო დედაჩემა ჩვენთვის სახლის შენარჩუნება. ამ დროს გეგა უკვე ჩემი ქმარი იყო მაგრამ...განზე გადგა- ბრაზნარევი ტონით უმისამართოდ ვთქვი და ცოტაოდენი წყალი კიდევ მოვსვი- როცა ყველაზე დაძაბული და რთული ურთიერთობა ჰქონდათ ჩემს მშობლებს, სწორედ მაშინ გამოჩნდა გეგა ჩემს ცხოვრებაში. უკვე მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი და იმ წელს სწავლას ვამთავრებდი. მართალია ნემსების მეშინოდა და წამლებოს ამაზრზენი სუნი გულს მირევდა, მაგრამ დედაჩემის დაჟინებული მოთხოვნით კოლეჯში მაინც ექთნის თანაშემწის პროფესიას ვეუფლებოდი. გეგამ ჩემი ერთფეროვანი და მოსაწყენი ცხოვრება ოდნავ გააფერადა... ჩემი მშობლები მისით მოხიბლულნი იყვნენ ამიტომ ცოლობა რომ შემომთავაზა მაშინვე დავთანხმდი. რატომღაც მეგონა რომ ჩემი მშობლებისგამ განსხვავებით მე ნორმალურო ოჯახის შექმნას შევძლებდი-ამ დროს სახეზე სიმწრის ღიმილმა გადამირბინა -ადამიანებს გვიყვარს ილუზიებში ცხოვრება- ისეთი გამაღიზიანებელი ტონით მითხრა რომ მაიძულა სახეში შემეხედა მისთვის -ასეა არაა?- ცინიკური ტონით მკითხა და ბლოკნოტში რაღაც გაჯღაბნა. არაფერი ვუპასუხე, მისთვოს სათქმელი არაფერი მქონდა. გაბრაზებამ ცოტა რომ გადამიარა ლაპარაკი განვაგრძე -თავიდან ცოლად რომ გავყევი მეგონა ამ ქვეყნად ყველაზე კარგი ადამიანი გამოიმეტა ჩემთვის სამყარომ, მაგრამ მალევე მივხვდი რომ ასე არიყო. ამ ქვეყნად ყველაზე საშინელი გრძნობა იმედგაცრუება ყოფილა! ეს მაშინ გავაცნობიერე როცა ქორწინებიდან ძალიან მალევე გეგას გართობამ, სმამ თამაშმა და მოწევამ სისტემატიური ხასიათი მიიღო. ისეთი განცდა მქონდა თითქოს სამყარო თავზე ჩამომექცა. გამიჭირდა, თუმცა როგორღაც შევეგუე ამ ყველაფერს. -დარწმუნებული ხარ? -დარწმუნებული არაფერში ვარ -იმედგაცრუების გარდა გეგას მიმართ რამეს გრძნოობ? -არა! იმის მიუხედავად რომ ჩემმა მშობლებმა მოუშუშებელი ჭრილობები მომაყენეს ბავშვობაში, საბოლოოდ მაინც გეგამ გამანადგურა! ცხოვრება დამინგრია!-ხმას ავუწიე -ნინი -როცა გავიგე რომ ორსულად ვიყავი ზუსტად ისე ვტიროდი როგორც დედა მიაზე ორსულობისას. თავს ამ ქვეყნად ყველაზე სუსტ, დაუცველ და უსუსრ ქალად ვგრძნობდი. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა და როგორ მოვქცეულიყავი. უკან ვერ დავბრუნდებოდი ძალა არ მეყოფოდა, თან, არც დედა მომცემდა ამის უფლებას და არც გეგა. ექოსკოპიაზე, სულ პირველად, მარტო წავედი. არავინ გამომყვა. დაბნეული და შეშინებული მივედი საავადმყოფოში რადგან არ ვიცოდი როგორ უნდა მოვქცეულიყავი და რა უნდა გამეკეთებინა. მეორედ რომ წავედი, დედამთილს შევეცოდე და ის გამომყვა. დედაჩემს თავში აზრადაც არ მოსვლია რომ გამომყოლოდა. მხოლოდ სქესის გაგების დროს გამომყვა გეგა. რომ გაიგო გოგო იყო მაშინვე შეეცვალა სახის გამომეტყველება, თუმცა მამაჩემივით ბოლომდე არ დავუკ*დებივართ. დილის 9 საათზე გავაჩინე ნიცა, მაგრამ დედაჩემი მაინც მეორე დღეს ჩამოვიდა ჩვენს სანახავად ისიც ცოტა ხნით. იმის მერე კარგა ხანს აღარ მინახია. სამშობიაროდან რომ გამოგვწერეს გეგას ახლობლები მოვიდნენ ჩვენს სანახავად... ჩემიანი არავინ მოსულა... დედას საქციელმა გული ძალიან მატკინა მაგრამ დღემდე არაფერი არ მითქვამს მისთვის, მაინც ვერ გაიგებს... მისთვის უცხოა გრძნობების გამოხატვა. -ისევ ისე პატარა და შეშინებული ბავშვი ხარ რომელიც შიშით ელოდება მამის შინ დაბრუნებას- უემოციო ტონით მითხრა სანდრომ და მზერა გამისწორა-ბავშვი, რომლსაც არასდროს ჰქონია ბავშვობა! -ალბათ არ ვიმსახურებდი -ნინი, უნდა გაიაზრო რომ ამ ყველაფერში დამანშავე არც შენ ხარ, არც მია და არც ღმერთი. ამ ყველაფერში დამნაშავე მხოლოდ შენი მშობლები არიან რომლებმაც სრულიად გაიაზრებლად და უსიყვარულოდ შექმნეს ოჯახი! -უბედურება იცი რა არის? ის რომ მეც სწორედ ასე მოვიქეცი. რამდენიმე დღის წინ გეგამ მკითხა ცოლად რატომ გამომყევიო. -რა უპასუხე?-კითხვა ჩამდგარი თვალებით მომაჩერდა სახეში -მეგონა კარგი ადამიანი იყავი-მეთქი -გაბრაზდა?-ირონია გაერია ხმაში -ძალიან -ამ თემაზე ალბათ აღარ გისაუბრიათ -არა რა თქმა უნდა -განქორწინება ისევ გინდა? -მინდა -გეგა რას ფიქრობს ამ საკითხზე? -არ ვიცი-მხრები ავიჩეჩე-ამ საკითხზე საუბრის უფლებას არ მაძლევს. -რას აპირებ? -ჯერ არ ვიცი -ეს ჩვენი ბოლო შეხვედრაა არა? -ასეა! -იცოდე ოდესმე ჩემი დახმარება თუ დაგჭირდება ნებისმიერ დროს შეგიძლია რომ მოხვიდე ჩემთან ან დამირეკო -მადლობა რომ არსებობ- ვუთხარი გულწრფელი ემოციით და სევდიანად გავუღიმე -ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ ცხოვრებაში! -მეც!- ტირილის ნოტები შემეპარა ხმაში -დაიმახსოვრე ერთადერთი ადამიანი რომელსაც შენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია ეს თავად შენ ხარ!- უცნაური ტონით მითხრა და სათვალე მოიხსნა. ამ დროს ჩვენი თვალები წამიერად ერთმანეთს შეხვდა -ვიცი!-აღმომხდა ხმა აკანკალებულს. თავი ძალიან ცუდად ვივრძენი ამიტომ ჩანთას ხსლი წამოვავლე და გასასვლელი კარისკენ წავედი -ნინი!-სადღაც შორიდან ჩამესმა სანდროს ჩავარსნილი ხმა. წამიერად მოძრაობის უნარი დავკარგე და ერთ ადგილს მივეყინე. გულმა გამალებით დამიწყო ცემა, როცა ზურგს უკნიდან მისი მოახლოება ვიგრძენი. -გთხოვ- უმისამართოდ დავიჩურჩულე როცა თავისკენ მიმატრიალა და ჩემი ალეწილი სახე ხელებშორის მოიქცია -რას მთხოვ?-ზედ ტუჩებთან დამიჩირჩულა და სანამ კიდევ რამეს ვეტყოდი ტუჩებში მაკოცა -ეს რატომ გააკეთე?-კითხვა ჩამდგარი თვალებით მივაჩერდი სახეში და გველნაკბენივით ოდნავ უკან გავხტი -ეს უბრალოდ დაბადების დღის საჩუქარია- გამომწვევი ტონით მითხრა და წამში დაფარა ჩვენს შორის არსებული მანძილი -სანდრო!-პირველად მივმართე სახელით-გთხოვ-შევეხვეწე როცა ისევ ჩემს გაწეწილ ხვეულ თმებში ახლართა აკანკალებული თლილი თითები -ნინი შენ ფიქრობ რომ სიყვარულს არ იმსახურებ-მკაცრი ტონით მითხრა- რადგან სილამაზის სტანდარტების ვერ აკმაყოფილებ!-გაეღიმა-არადა ვიღაცას შეიძლება შენი ღიმილი, აციმციმებული თვალები, თბილი მზერა ან უბრალოდ მოკრძალებული გამოხედვა შეუყვარდეს... დაიმახსოვრე! შენი ადამიანი სადღაც გელოდება და მის საპოვნელად საკუთარი თავის შეცვლა საჭირო არაა! -მადლობა-ისე ვუთხარი რომ წამით თვალი არ მომიშორებია მისი ამღვრეული თვალებისთვის. კარგა ხნის ფიქროს მერე გავბედე და თითოსწვერებზე აწეულმა ტუჩის კუთხეში ვაკოცე და წამოვედი. .......... გამიკვირდა სახლში დაბრუნებულს გაშლილი სუფრა, ტორტი და სანთლები რომ დამხვდა. -დაბადების დღეს გილოცავ-იყვირა იმ წამს სამზარეულოდან გამოსულმა მიამ ორი თონის პურით ხელში ჩემსკენ გამოქანდა და ჩამეხუტა -ხომ იცი ვერ ვიტან ამ დღეს-ვუთხარი ბუზღუნით და ჩავეხუტე -დღეს განსაკუთრებული დღეა 28 -ში 28 წლის გახდი -კარგი რა მია- მომაბეზრებლად ვუთხარი და ჩანთა დაიდევრად მივაგდე დივანზე -რატომ დაგაგვიანდა-უეცრად თავზე წამომადგა გეგა რომელიც ვაჩეთან ერთად გამოვიდა სოფოს ოთახიდან -რავიცი დამაგვიანდა-გულგრილად ვუპასუხე და სამზარეულოშო მიას შევყევი -დედაც აქა? -არა, მარტო გამომიშვა. ის და ბებო გვიან ჩამოვლენ. -სადგურზე ვინ დაგვხვდა? -ვაჩე -ანდრიაც მასთან ერთად იყო? -რატომ ხარ უხასიათოდ?-ისე მკითხა ჩემთვის არ შემოუხედია და ხელსახოცების დაკეცვა განაგრძო -მია?!-ტონს ავუწიე -კარგი რა ნინი -კითხვაზე მიპასუხე! -სამივე ერთად იყვნენ, ანდრია ვაჩე და იოანე -ანდრიას მანქანით არა? -კიი -და შენც რა თქმა უნდა აღფრთოვანებული ხარ მომხდარის გამო -არ ვიცოდი ბიჭები თუ დამხვდებოდნენ... დედამ მითხრა გეგა დაგხვდებაო -კარგი-დავუღრინე და მოსაღებ ოთახში გავედი -რითი მოხვედი?-გეგა ამესვეტა წინ -ავტობუსით -ერთი საათი იდექი საცობში? -დრო არ დამინიშნია, არ ვიცი- ირონია გამერია ხმაში -კარგი-ძლივსშეკავებული აგრესიით მიპასუხა და გახსნილი ლუდის ბოთლი ტუჩებთან მიიტანა. -ისევ სვამ?-დაუღრინა იმ წამს ოთახიდან გამოსულმა სოფომ და მიას გაშლილი მაგიდა თავის გემოზე გადააწყო. უკვე ბინდდებოდა როცა ვაჩემ, დედა და ბებო მოიყვანა სადგურიდან. დედამ ყველას დასანახად ოქროს სამაჯური გამიკეთა მაჯაზე. გამეცინა როცა ზუსტად ერთ საათში გეგამ კურიერის მიტანილი ვარდების თაიგული მომართვა მაგიდასთან. მივხვდი სოფოს ინიციატივით გააკეთა ეს ამიტომ რეაქცია არ მქონია მის ,, საჩუქარზე" ურალოდ გულგრილი მადლობა გადავუხადე და კარადის თაროზე გადავდე. სუფრასთან დიდხამს ჯდომამ და უაზრო სადღეგრძელოების მოსმენამ ისე დამღალა რომ რაღაც მომენტში თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი -ისევ გული გერევა?-მკითხა გეგამ როცა ფეხზე წამოვდექი, თანხმობის ნიშნად თავი დავიქნი და სააბაზანო ოთახში გავედი. სიფრასთან დავბრუნდი თუ არა გეგამ ხმამაღლა თქვა- ამ ბოლო დროს გამუდმებით გული ერევა- და ირონიით დაამატა- მგონი ორსულადაა -მართლა დე- თვალები გაუბრწყინდა დედაჩემს. ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი ზიზღი მის მიმართ -ორსულად არ ვარ!- ხმამაღლა და მკაფიოდ გამოვთქვი- დამამშვიდებლებს ვსვამ რომლებიც... -კურს როდის ამთავრებ?-მოუთმენლად მკითხა დედაჩემმა -მალე!-აგრესიული ტონით მივუგე -უკვე დროა მეორე ბავშვზე იფიქროთ-ისე გამამწარა სოფოს ამ სიტყვებმა რომ ძლივს შევიკავე თავი რამე სიგიჟე არ გამეკეგებინა -მეც ასე ვფიქრობ-დაეთანხმა დედაჩემი -ხო რას ელოდებით?-აჰყვა ბებიაჩემი-ნიცა უკვე დიდი გოგოა, ცოდია მარტო -ამაღამვე დავიწყებთ ამ საკითხზე მუშაობას თქვენ არ ინერვიულოთ-იხუმრა გეგამ და ხელი გადამხვია, ისე გამაღიზიანა მისმა ქცევამ და სიტყვებმა რომ თავი ვეღარ შევიკავე და ფეხზე წამოვდექი -პურს დავამატებ-უმისამართოდ ვთქვი და სამზარეულოში შევიკეტე.მალევე მოსწყინდა ყველას მაგიდასთან ჯდომა ამიტომ საჩქაროდ დავჭერი მიას ნაყიდი ტორტი და ჩამოვარიგე. ნიცამ მიასთან ერთად დაიძინა ამიტომ სახლის დალაგებას შევყევი და გვიან ღამით შევედი ოთახში დასაძინებლად. -იმ ს*რთან სეანსებზე აღარ ივლი-მბრძანებლური ტონით მითხრა გეგამ როგორც კი ოთახის კარო შევაღე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.