შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი გემის ნაპირები ! (თავი მეოთხე)


1-03-2024, 00:03
ავტორი TuToo
ნანახია 943

ცხოვრება ძალიან რთულია, ამიტომ ადამიანს მცირედიც ყოფნის გაღიმებისთვის. ზოგჯერ იმდენად მტანჯველი და სასტიკია რომ სულს ართმევს ადამიანს,გონებას უბინდავს, უბინძურებს და აბოროტებს. რთულია ძალიან,მთელი ცხოვრება უყურო გაუბედურებულ ქალს, უყურო კაცს რომელიც მას აუბედურებს და შენც ისვრები მერე ამ "ტალახში". არ იყო ადვილი მისთვის ამ ყველაფრის გადატანა, მიუხედავად იმისა რომ მის ცხოვრებაში გამოჩნდნენ ადამიანები რომლებმაც გაულამაზეს სამყარო, მაინც ვერ პოვა სიმშვიდე ბოლომდე მანამ, სანამ საქორწილო კაბა არ ჩააცვა კაცმა რომელიც მთელი არსებით შეუყვარდა. ისეთი ბედნიერი იყო იმ დღეს, ყველაფერი ანათებდა და აფერადებდა   ნათელი ფერები მის ლამაზ დღეს, მაგრამ ამ დღესაც ჩამოწვა საშინელი ბურუსი, უეცარ დაცემას სიბნელე და სასტიკი ტკივილი ახლდა თან.
აპარატის წრიპინი, მილების მთელი გროვა ფარავდა, ფერწასული და დასუსტებული სხეული იწვა ლოგინზე, არანაირი სიცოცხლის ნიშანწყალი არ ემჩნეოდა კატოს სხეულს. სკამზე თავჩაქინდრული იჯდა მამაკაცი ხელის თითები ერთმანეთში გადაეჭდო და ცივ მეტლახს დაჰყურებდა. ხელი ასწია და კატოს თხელ ლამაზ თითებს ნელა შეახო თავისი გრძელი თითები. ხელის ზურგზე მოეფერა ცერა თითით და გოგოს ხელი თავისაში მოიქცია. აპარატმა უფრო ხმაურიანად დაიწყო წრიპინი და კაცის ყურადღება მიიქცია, ფეხზე წამოიჭრა, კარში და გავარდა ექთანს უხმო.
-რა გააკეთე?- ყველაფერის შემოწმების მერე ჰკითხა ერეკლემ ზუკას.
-არაფერი მე...-შიშის ჟრუანტელმა დაუარა კაცს, იქნებ ვავნეო გაიფიქრა კიდევაც და გულიც მიეწურა.
-დამშვიდდი! ცუდად არ მიკითხავს, უბრალოდ პულსი აუჩქარდა გააკეთე რამე ისეთი რაც ამას გამოიწვევდა?- გაუღიმა დასამშვიდებლად.
-ხელზე..ხელზე შევეხე!- თვალებში მიაჩერდა.
-კარგია, კარგია ზუკა.-უფრო ფართოდ გაუღიმა ერეკლემ ჯერ კიდევ შეშინებულ კაცს, ფურცელზე რაღაც ჩაინიშნა,ხელი მხარზე დაკრა მეგობრულად.
-მიდი დაჯექი გააკეთე იგივე და გაესაუბრე!-უსიტყვოდ დაყვა მის ნათქვამს. სკამზე ჩამოჯდა მასთან მიიჩოჩა და ისევ იგივე გააკეთა, აწრიპინდა ისევ აპარატი.
-აქ ვარ პატარავ! შენთან ვარ!- ოდნავ ხმამაღლა უთხრა და ხელზე მიაწება ტუჩები. კიდევ უფრო მოიმატა გულის პულსაციამ.
-მას ესმის ზუკა! ის გრძნობს რომ აქ ხარ!- კიდევ ერთხელ შეეხო მხარზე და პალატაში მარტო დატოვა. დიდხანს ეფერებოდა ზუკა კატოს.ესაუბრებოდა სიტყვებს ერთანეთს უნაცვლებდა, ყველაფერი ერთად უთხრა რაც აქამდე უნდოდა რომ ეთქვა. მერე შუბლზე აკოცა, მერე ლოყაზე, ტუჩთან ძალიან ახლოს და ისევ აწრიპინდა პატარა აპარატი. ცოტახანში პალატაში გახარებული ელენე შემოვიდა, ერეკლეს უკვე ეთქვა მისთვის მომხდარის შესახებ და ელენესაც ეხადებინე დანარჩენებისთვის ეს ამბავი, ახლა მხოლოდ მის გონს მოსვლას ელოდა ყველა.
-წადი გამოიცვალე, ჭამა, იბანავე, გონს მოხვალ ცოტა-თბილად ჩამოუსვა ხელი ძმას ლოყაზე, წვერი გაზრდოდა, თმაც აჩეჩვოდა, ჩაცვენილი და ჩაწითლებული თვალები საშინელ დარდს გადმოსცემდნენ.
-ფეხს არ მოვიცლი სანამ მის მწვანე თვალებს არ დამანახებს!- ხელი ლოყიდან ნაზად მოაცილებინა და ხელის გულზევე აკოცა.
-ასე რომ დაგინახავს!..-ახედ-დახედა ძმას- გული გაუსკდება.- ნაწყენმა შეხედა ზუკას
- კარგი, იცოდე სანამ არ მოვალ...-თითი დაუქნია ცხვირი წინ.
-ვიციი! პალატიდან ფეხი არ გავადგა!- გააჯავრა ძმის უკვე მრავალჯერ მოსმენილი სიტყვები და ოდნავ გაუღიმა.
იმ ღამეს ახალი წელი თენდებოდა, არც ერთს არ ქონდა შეგრძნება და ხალისი ამ ყველაფერის, ფანჯარასთან იჯდა ელენე, ხელები რაფაზე დალაგებინა და ცას მიშტერებოდა, მერე ტელეფონს დახედა, 00:59 სულ 1 წუთიც და დაიწყო ცამ განათებები, სხვადასხვა ფერები იცვლებოდა ერთმანეთში, ზეიმობდა თბილისი ახალი წლის დადგომას, თვალები ცრემლით აევსო ელენს, რამდენი რამ დაგეგმეს მან და კატომ ამ ახალწელს , როგორ უნდა გეტარებინათ, ეხალოსათ. გახედა ფერწასული და დასუსტებულ კატოს და გული მიეწურა, რატომ სჯიდა ცხოვრება ასე, რატომ არ აძლევდა უფლებას ამ პატარა გოგოს ბედნიერი ყოფილიყო, ცრემლები შეიწმინა ხელის გულებით და სკამით მასთან მიჩოჩდა ახლოს.
2საათის მერე დაბრუნდა ზუკა საავადმყოფოში, პალატის კართან შეკრებილ მეგობრებს მოეხვია, მოიკითხა, თითქოს ბედნიერების სხივები გაკრთოდა ზუკას თველეში, რაღაციდ იმედი ჩადგომოდა მის სფეროებს და სხეულიც აღარ ქონდა დაძაბული. პალატიდან ელენე გამოვიდა და ძმას გაუღიმა, ზუკამ უცნაურად გახედა და რახდებაო თვალებით კითხა.
-შედი!-განზე გადგა კარი ფართოდ გაუღო და პალატაში შეუშვა. როგორც კი კატოს მოკრა თვალი ადგილზე მიეყინა, თვალები აემღვრა და გოგოს მწვანე თვალებს მიაშტერდა.
-ზუკა!- გაუღიმა ფერცასილმა წართმეული ხმა ქონდა, გამოფიტული და დაღლილი ჩანდა.  ხელები შესძლებისდაგავარად გაუშალა.
-კატო!-იმხელა სითბოთი, სიყვარულით, სევდით და გრძნობით დაიძახა კატოს სახელი ჟრუანტელმა დაუარა თავადაც, წამებში დაფარა კატომდე მანძილი და ფრთხილად ჩაიკრა გულში, მთელი ძალით შეისუნთქა მონატრებული სურნელი და იწვე აკოცა ყელში. ცრემლები ჩამოსცვივდა კატოს. დიდხანს ყავდა გულში ჩაკრული ცოლი და ხან კოცნიდა და ხან ეფერებოდა ლამაზ თმებზე.
-აბაა როგორ გრძნობთ თავს?- ღიმილით შემოაბიჯა ერეკლემ პალატაში და წყვილს შეხედა. ნელა მოსცილდა ზუკა კატოს და იქვე სკამზე ჩამოჯდა, ხელზე ხელი ჩაკიდა და ერეკლეს შეხედა.
-არმიშავს- გაუღიმა კატომაც, უჭირდა საუბარი გოგოს.
შეამოწმა პაციენტი, ზუკა დაჟინებით, ინტერესით უყურებდა ერეკლეს თითოეულ მოძრაობას და ცდილობდა გაეგო რას ეტყოდა საბოლოოდ.
-ერეკლე!- დაძაბული ტემბრით მიმართა კაცს.
-ზუკა დამშვიდდი ცოტა!-გაუცინა ზუკას  და კატოს თვალი ჩაუკრა, კატოსაც ღიმილი შეეპარა ტუჩებზე.
-გამატანე სახლში?!- კითხვას გავდა მისი ნათქვამი.
-ხოარ გაგიჟდი? ჯერ ეხლა მოვიდა გონს!-ცალი წარბი ასწია ექიმმა.
-სახლში მოვაწყვე ყველაფერი ისე როგორც აქარის, წავიყვან რა!-უკვე თხოვნაზე გადასულიყო ზუკა.
-ერთუ კვირა მოიცადე!- ბევრი ფიქრის მერე უცბად უთხრა და პალატა დატოვა. კატომ უთხრა მეძინებაო და მალევე ჩაეძინა კიდეც, ელოდა სანამ დაიძინებდა და გასვლა დააპირა.
-ზუკა!-პალატის კარში თავი შემოყო ლაშამ, ზუკამ თავი დაუკრა და პალატიდან გავიდა.
ელენე და ბავშვები სახლებში გაუშვა
და თავად ლაშას გაყვა საავადმყოფოს კაფეტერიაში.
-რახდება?- ნერვიულად მომზირალი ლაშა ვეღარ აიტანა.
-იგორის კაცები იყვნენ მისული ჯეკოს მამასთან, იმ დღის მერე კაცს დამუქრებია, წარსულის ტკივილებს არ გაპატიებო უთქვამს, მე მხოლოდ ერთი ქალი მინდოდა ეხლა კი ყველა სისხლს მოვითხოვო! გაგიჟებულა მერაბი ჯეკოსთვის დაურეკავს შეშინებულს, ამასაც აუხსნია სიტუაცია და მერაბმა მთელი ძალებით შენთან ვარო.- მთლიანად გაანდო მომხდარი ამბები და თითქოს ამოისუნთქაო.
-მერე? რა განერვიულებს ასე ძალიან?
-მე ვერ ვიქნები ამ საქმეში ზუკა, დაგიცავთ მაგრამ...- გახედა სევდიანად, თითქოს გულში ერჭობოდა ეკლად ამ ოჯახის მთელი ეს ცუდი ისტორია.
-მაგრამ კანონი ხო? და თუ რამე მოხდება ჩვენი ციხეში ჩაყუდებაც მოგიწევს.!-გაუღიმა უაზროდ. ლაშამ მხოლოდ თავი დახარა და მერე გვერით გაიხედა.
-ლაშა დამშვიდდი შენ უბრალდო შენს საქმეს აკეთებ, მე იმასაც ვაფსებ ძმასავით რომ განიცდი ჩვენს ცუდად ყოფნას- დაამშვიდა კაცი. მერე ფეხზე წამოდგა ტელეფონი მოიმარჯვა და შენობა დატოვა. ჯეკოს და ნიკუშას დაურეკა.
დრო უცნაური რამეა, ერთ წამს ბედნიერებით აღსავსე წამებს ისე უეცრად ჩაგაშხამებს და ჯანდაბაში მოგისვირის ვერც მოასწრებ გააზრებას, როგორ შეიძლება ამდენი ცუდის გაკეთება მოახერხო ადამიანმა, როგორ შეუძლია ადამიანს დაუფიქრებლად მოკლას მეორე და არც სინანული მოედოს მის გულს და არც ტანჯავდეს სინდისის მაგვარი რამ. ამდენი წელის მერე შედგა მამა შვილს შორის საუბარი და მიუხედავად დიდი გულისტკენისა კაცს მაინც უნდოდა მისი შვილის დახმარება, ბიჭსაც სურდა მამის გვერდით დგომა მიეღო, იქნებ ეს ყოფილიყო წლების დანგრეული ურთიერთიბის აღდგენის მიზეზი.
მერაბი და იგორი შორეული წარსულში საერთო მიზნების ასრულების დროს დაახლოვდნენ, მერაბს აზერბაიჯანიდან და აფხაზეთიდან გადმოქინდა ხოლმე არაკანონიერი გზებით იარაღი და ტყვია წამალი, იგორი კი პირიქით იქეთ ამარაგებდა ამ ორ უკანასკნელს და ამ დროს გაიცნეს ერთამანეთი, მერე კი მერაბს გულში ჩაუვარდა იგორის და, ხოდა მოიტაცა ქალი, იგორმა ვერ აიტანა ამხელა შეურაწყოფა და სამტროდ გადაეკიდნენ ერთმანეთს, ასე და ამგვარად ჯეკომ ვერ აიტანა ირინას გამოჩენა და ვერხ იმას უსწორებდა თვალს რომ "ბიძამისის" გამო საუკეთესო მეგობრის ცოლი სიკვდილს ებრძოდა. ირინას მამა, ზვიადი და მერაბი იცნობდნენ ერთმანეთს სწორედ ზვიადი  დაეხმარა მერაბს ქალის მოტაცებაში, მერე ერთ-ერთი "ბრძოლის" დროს იგორის გასროლილ ტყვიას გადაეფარა და სასიკვდილოც აღმოჩნდა ეგ ტყვია, ამიტომ დუმდა ორივე, ირინაც და ჯეკოც, ამიტომ არ უნდოდა არცეთს ხმის ამოღება, ირინას მამა რომ არა ახლა ჯეკოს არც მამა ეყოლებოდა და არც დედა. ასე და ამგვარად არც ირინა ერჩიდა ჯეკოს და არც ჯეკო ირინას, აბა რატომ უნდა დამტერებულიყვნენ ეს ხომ მათი მამების არჩევანი იყო, ჯეკო ბიძას რომ მამით დაემუქრა არავინ იცოდა იმ წამს ბიძას რომ ემუქრებოდა, არც ის იცოდა ვინმე რატომ დაიძაბა იმ სიტყვებზე იგორი და რატომ გამოუშვა ასე ადვილად ბიჭები სახლიდან როცა ჩვეულებრივ შეეძლო მათი გვამები სადმე გადაეყარა და კაციშვილს ვერ გაეგოთ ვერაფერი. აქ 150000 დოლარი არაფერს შუაშუ იყო, იგორს უბრალოდ უნდოდა ირინა ცოლად წაეყვანა რომ გაეგო მერაბს რამხელა ტკივილი გამოსცადა როცა და მოსტაცა და ნაცნობობას გადააბიჯა, სიმადვილეში ეს იყო მთელი შურისძიების მიზეზი. ზვიადს ვერ აგრძნობინებდა მაგრამ იცოდა ისევე დაინტერესდებოდა და გულს მოუკლავდა ეს ფაქტი მის გულ დაჭირი მეგობარ მერაბს და ქალის გამო ყველაფერზე წავიდოდა, ბოლოს და ბოლოს ეს ხომ იმ კაცის ქალიშვილი იყო რომლის მამამაც გულმკერდი დაუფიქრებლად შეუშვირა მისთვის განკუთვნილ ტყვიას, ამიტომაც თავს ვალში თვლიდან რომ დაეცვა მეგობრის ქალიშვილი.
-და აქამდე რატომ არ გვითხარი ?- საავადმყოფოს ეზოში იდგნენ ცოტა მოშირებით .
-არ ვიცი, არ მეგონა ირინა თუ შეგიყვარდებოდა მაინც და მაინც- თავი დახარა კაცმა.
-რეებს სულელობ? ამიტომ აცხადებ მამაშენთან ამხელა ომს დედაშენი რომ შეუყვარდა?   რაღაცას არ საუბრობს ბოლომდე?-ზუკას მიუბრუნდა ნიკუშა.
-ანაც საქმეშია!- სიგარეტი ამოიღო და ნერვიულად გაუკვირდა ჯეკომ.
-რასქვია საქმეშია?- თავადაც გაუკვირდა სიგარეტს.
-ანა შვილია იგორის...- ჭექა ქუხილივით ჩაესმათ ბიჭებს ჯეკოს სიტყვები და ერთ ადგილას მიეყინა  ორივე გაოცებისგან.
-რომელი შვილი? ირინა არ უნდოდა ცოლად მაგ ნაბი*ვარს?- დაიღრიალა ნიკუშამ და იქვე მდგარ სკამს ბრაზით დაუშინა წიხლები. ერთი ფიცარი ჩამოტყდა სკამს.
-შენი დედაც!-კბილებში გამოცრა და თავზე გადაისვა ხელები ნერვიულად.
-არაკანონიერი შვილია, შემთხვევით დაორსულდა ანას დედა და როცა 3 წლის გახდა მხოლოდ მაშინ გაიგო იგორმა. თუმცა არც გვარი მისცა და არც შვილად უღიარებია.- ზუკას გხედა და ჯიბეში ჩაილაგა ხელები.
-რამხელა დედის*ყვნაში ვართ! შენ კი ახლა გვიყვები ამ ყველაფერს! აზრზე ხარ შენ??- ნაწყენმა შეხედა ძმაკაცს.
-კარგი რა ნიკო , მე საიდან უნდა მცოდნოდა რომ ირინა მაინც და მაინც შენ გადაგეყრებოდა?- გულუბრყვილოდ ამოიბლუყუნა და მორიგ ღერს წაუკიდა, ძლიერად ნუ ამოარტყა ნაფაზი და გარეთ გამოდევნა.
-ახლა საჭიროა ყველანაირად უსაფრთხოება შევუქმნათ გოგოებს, ყველა ჩემთან წავიდეთ წყნეთში, ჩვენ კი ნელ-ნელა ყველაფერს მოვაგვარებთ!-აქამდე ჩუმად მყოფმა ზუკამ გადახედა მეგობრებს და ამცნო გადაწყვეტილება, მათაც უბრალოდ თავის დაკვრით ანიშნეს დათახმება.
ერთი კვირა ისევ საადმყოფოში მისვლა მოსვლით გავიდა, ხან ზუკა აკითხავდა კატოს, ხან ელენე თამთა  და ანა, ხან მაკა და ტყუპები. ნელ ნელა გამოდიოდა მდგომარეობიდან ჩვენი პატარძალი, მზადება დაეწყოთ წყნეთში წასასვლელდ, ერთი კვირის მერე, დიდი ყოყმანის მერე დათახმდა ერეკლე მათ გაწერას.
-კარგი, კარგი, მაგრამ იცოდე ძალიან უნდა მოინდომო ზუკა, ჯერ არარის ბოლომდე მოშუშებული ჭრილობები.- მაინც ვერ ნებდებოდა ერეკლე ბატონი.
- შვებულება აიღე და წამობრძანდი ჩვენთან ერთად, ლაშასაც ვეტყვი და უცხოთ არ იგრძნობ თავს- გაუცინა კატომ, ლოგინზე წამომჯდარიყო და იოგურტს მიირთმევდა, ისეთი საყვარელი იყო იმ დროს, ტუჩებზე მოსცხებოდა იოგურტი და ზუკას სურვილი უჩნდებოდა კოცნით მოეწმინდა მოთხვრილი ტუჩები.
-კარგი აზრია!- გაუღიმა ერეკლემაც და პალატა დატოვა.
-სად მივდივართო?- რომ დაამთვარა იოგურტის ჭამს მერე მოუბრუნდა ქმარს.
-წყნეთში მინდოდა მაგრამ ვფიქრობ რომ სვანეთში წავალთ, ჯეკოს მამამ ვეტრფენით გადააგიყვანთო, დიდი სახლი მაქვს იქ და სუფთა ჰაერიც კარგია- ხელზე აკოცა და გაუღიმა.
-ვაიმეე მართლააა!?- თვალები აემღვრა სიხარულისგან კატოს, ძალიან უყვარდა სვანეთი სულ უნდოდა იქ წასვლა.
-კი ოღონდ ჩვენი საიდუმლო იყოს კარგი?- მისკენ დაიხარა და ძალიან ხმადაბლა უთხრა, გოგონაც თავი დაუქნია დაჰიონოზებულმა, კაცის სურნელით გაბრუებულმა და დიდხანს ჩააჩერდა თვალებში.
კვირის ბოლოს წაიყვანა კატო სახლში, სიარულს ვერ ბედავდა და ხელში აყვანილს ატარებდა ზუკა.
-მზად ხართ ყველა? წავედით აბა მაშინ!- ცოლი ხელში აფრიალა.
მანქანებში გადანაწილდნენ. ზუკა, ელენე, კატო და ლაშა ერთად ჩასხნდნენ ზუკას მანქანაში, ჯეკო, ანა, ნიკო და ირინა კი ჯეკოს მანქანაში, დანარჩენები, დანიელი, თამთა და ერეკლე კი ერეკლეს მანქანაში მოთავსდნენ და ჯეკოს მამას სასტუმროსკენ გაემართნენ, სასტუმროს სახურავზე ელოდათ  ვეტმფრენი . გოგოები მოთავსდნენ  ვეტმფრენში, ყველა ვერც ჩაეტეოდა და თავად  მანქანებით ავიდოდნენ.
-მადლობა მერაბ!- ხელი ჩამოართვა ზუკამ კაცს.
-დავრეკავ და წადით მეორე ვეტრფრენით რატო ჯიუტობთ!- წარბი ასწია კაცმა.
-არაა საჭირო, დავითრევთ რაღაცეებს და დავეშვებით!- ჯეკომ გახედა მამას.
ლაშა და ერეკლე რაღაცას უხსნიდნენ დანიელს გვერდზე იდგნენ და სიგარეტს ეწეოდნენ თან.
-იგორთან ნუ ჩაერევით მე თავად მივხედავ, თქვენ კი დაისვენეთ, მე დავრეკავ და დრო და დრო მოგაწვდით ინფორმაციას, როგორც კი სიტუაცია დალაგდება დაბრუნდებით, მაკას ტყუპებს და ავგუსტსაც არ დავტოვებ უყურადღებოდ, არაფერზე იდარდოთ მოკლედ!- მზრუნველად ჩამოადო ხელი მხარზე ზუკას, ზუკამ კიდე ვერთხელ მადლობაო და დაემშვიდობნენ.
-კაი მანქანები დავტოვოთ აქ, მე ნიკოს და ჯეკოს ჩავისვავ, ლაშა ესენი კი შენ წაიყვანე.-მიუახლობდა ბიჭებს და გააცნო გეგმა.
-კარგი, რაღაცები დავითრიოთ და წავიდეთ მაშინ- სამ-სამად გამოვიდნენ და მანქანებში გადანაწილდნენ.

უზარმაზარი სუპერკეტიდან დახუნძლულები გამოვიდნენ და დაადგენენ 5 საათიან გზას სვანეთისკენ.

"ვეტრფრენში"
-რას საუბრობენ ამდენს, ამოვიდნენ აწი!თან ისე ჩაგვაცვეს დავიჯერო წყნეთში ამხელა თოვლია? -აბუზღუნდა ელენე და კატოს გახედა გაბრწყინებული თვალებით რომ უმზერდა ზუკას.
-გოგო გესმის?-თითები გაუტკაცუნა სახესთან და კატოც ეგრევე გამოერკვა.
-ან რა საჭიროა ვეტრფრები, წყნეთში მივდივართ, სვანეთში ხოარა?!- აყვა თამთაც. კატოს ჩაეცინა და მეგობრებს გადახედა.
-კი თამთა, სვანეთში მივდივართ. ბიჭები მანქანით წამოვლენ!- გაუღიმა გოგოებს და კარგად მოთავსდა სავარძელში. გოგოებმა მხოლოდ თვალები ატრიალეს , არ დაუჯერეს კატოს, გვეხუმრებაო ალაბთო და ხელი ჩაიქნიეს, კატო კი უდარდელად იჯდა და ერთი სული ქონდა მის თავალთა მზერას მაღალი სვანური კოშკები შეემჩნია.
მაღლა აიჭრა ვეტრფრენი და ნარნარით დაიწყო ფრენა.
-გოგოებო აბა, დატკბით ხედით, 2 საათში სვანეთში ვიქნებით!- პილოტმა მხიარულად გამდოსძადა გაოცებულ მგზავრებს.
-კატო?! აბა წყნეთიო?- გაოცებულ სახეებს გადაავლო მზერა გოგონა.
-შენს ძმას მოკითხე- ენა გამოუყო და გახალისებულ მეგობარს ჩაეხუტა.
სასიამოვნოსთან ერთად დამღლელიც აღმოჩნდა ფრენა. მაღლიდან დაყურებდნენ სვანეთის მაღალ კოშკებს და ულამაზეს ბუნებას, დათივლილი არე მარე ისეთი ლამაზი იყო სულს აგივსებდა ყველანაირი გრძნობით, სვანეთში ახალი წელი სულ სხვანაირი იქნებოდა, ძველით ახალ წელს მაინც აღნიშნავდნენ ისე როგორც ჩაფიქრებული ქონდათ.
14 რიცხვამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი. თოვლით სავსე მინდორზე ნელ ნელა დაეშვა ვერტმფრენი, ჯერ პილოტი გადმოვიდა, დიდ თოვლში წელამდე ჩაეფლო და მთელი ტანით გაიკაფა გზა გოგოების კარამდე, ფართოდ გამოხსნა და ელენს მიეხმარა ჩამოსვლაში, ჩაფუთნულები იყვნენ ყველანი. ამხელა თოვლში ისედაც ძლივს მოძრაობდნენ. ყველანი რომ ჩამოსვა კატო ხელში აიყვანა და ათიოდე მეტრი ასე ნელნნელა გაირეს. ეზოს კარი გაიარეს და ორსართულიანი აგურით ნაშენები სახლიც გამოჩნდა, განათებებით იყო ლამაზად შემკობილი დიდი სახლის გარეთა კედლები და სახურავის კიდეებზე ფერადი ნათურები ჩუმად ბჟუტავდა,უზარმაზარი ეზო თოვლს გაევსო, სახლამდე ბილიკი გაეყვანა ვიღაცას, თოვლში მიაბიჯებდნენ და თავისებურ ხმას გამოსცემდა თოვლზე დადგმული ნაბიჯები, გოგოები დააბინავა, კატო იქვე მისაღებ ოთახში დივანზე მიაწვინა,იქვე იდგა უზარმაზარი ნაძივს ხე ლამაზად გაწყობილი და მთელი სახლი მოერთოთ, საახალწლო განწყობას დაედო სახლში ბინა, ცეცხლიც დაუნთო დიდ
ბუხარში გოგოებს და დაუბარა ბიჭების მოსვლამდე ეზოში ნუ გახვალთო, ვეტმფრენიდან რამდენიმე სურსათის პარკი მოიტანა, სამზარეულოში დაუწყო გოგოებს და დაემშვიდობა.
ყველაფერი დააბინავეს ელენემ და თამთან, ანა და ირინა კატოსთან ისხდნენ. მერე სახლი დაათვალიერეს და ოთახები გაინაწილეს.
-როდემდე ვიწვე აქ?- დაიწუწუნა კატომ და წამოდგომა დააპირა.
-არც იფიქრო, ჩემი ძმა ცოცხლად დამწვავს!-სამზარეულოდან შემოვიდა მისაღებში ელენე და გოგოებიც მას მოყვა.
-მალე მოვლენ ნეტა?- ფანჯრიდან გაიხედა ირინამ. დიდი დარდი და რიდი ქონდა ირინას, ყველა მათგანთან, ბოლოს და ბოლოს ხომ მის გამო ხდებოდა ეს ყველაფერი, როცა ნიკა გაიცნო ეგონა რომ დასრულდებოდა ყველაფერი და ბედნიერად შეძლებდა ცხოვრებას, მაგრამ არა, ამ დამპალმა სამყარომ მისთვის ვერაფერი გაიმეტა კარგი, თუმცა მადლობელი იყო და ისიც ყოფნიდა  ნიკას რომ შეხვდა, თუმცა მაინც დიდი დარდი ედო გულზე და
ახლა ეს ხალხიც მისი ნაწილი ხდებოდა და უფრო და უფრო იდგავდა ფესვებს თითეული მათგანი ირინას გულში . ნიკოლოს მეგობრები ჩემი მეგობრებიც არიანო ფიქრობდა. ასეც იყო, ყველამ ისევე მიიღო ირინა როგორც ერთ დროს ნიკა და არცეთი მათგანი წამით არ ბრაზობდა ირინაზე, მისი ბრალი არც იყო, მან ხომ ძალით არ გააკეთა ეს ყველაფერი რა მისი ბრალი იყო მტერი რომ ყავდა.
ფიქრებში გართული იყო ორი შავი მანქანა რომ დალანდა. უკვე შებინდებულინიყო, ფარები აენთოთ და მოამტვრევდნენ თოვლს. მერე ერთერთი გადმოვიდა მანქანიდან ალაყაფის კარი გააღო და ისევ მანქანაში დაბრუნდა, ორივე მანქანა შემოვიდა ეზოში და ჭიშკართან სახლთან ახლოს ერთმანეთის გვერდი-გვერდ გაჩერდა. კატოს გარდა ყველა ფანჯარასთან იდგა და აბუზღუნებული კატოს ხმა არავის ესმოდა. მანქანიდან გადმოსული ბიჭები ფილმის პერსონაჟებივით მოძრაობდნენ, საბარგულიდან გადმოიტანეს უამრავი პარკი და სახლისკენ დაიძრნენ. ბედნიერება წვრილმანებში, ახლაც ამ დაძაბულ სიტუაციაშიც კი ბედნიერად გრძნობდნენ თავს ყველა იმ სახლში მყოფი.



№1 სტუმარი Ana-maria

უფრო საინტერესო გახდა ისტორია. კარგადაც იკითხება. წარმატებები

 


№2  offline წევრი TuToo

Ana-maria
უფრო საინტერესო გახდა ისტორია. კარგადაც იკითხება. წარმატებები

მადლობააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent