მეგზური 10.
თვალის გახელას მოყვა უამრავი მედიკამენტის სუნი, თეთრი კედლებით გარშემორტყმული ოთახი, და კარს იქეთ მორბენალი ექიმები, როგორ არ უყვარდა ამ დაწესებულებაში ყოფნა, პატარა ბავშვივით ეშინოდა ექიმების, საავადმყოფოების და ნემსების, წინა ღამის მომენტები ნელ-ნელა ამოუტივტივდა გონებაში, ახსენდებოდა ის წამი როცა ვეღარაფერს აკეთებდა მანქანის გასაჩერებლად, ჯერ კიდევ ვერ გაიაზრა რომ ეს ყველაფერი მოწყობილი იყო, უბედური შემთხვევა ეგონა, წამში გაიგო კარის გაღების ხმა და ორი წყვილი თვალი შეეჩეხა, ტასო და ირაკლი, დამფრთხალი მზერით უყურებდნენ, ამაზე ღიმილი ვერ შეიკავა და ხელი დაუქნია მოდითო, ჯერ კიდევ სუსტად იყო და ენერგიაც არ ქონდა ბევრი ლაპარაკის, ისე გრძნობდა თავს თითქოს ძალიან დიდი გამძლეობის მარაგი ამოეწურა.. - მარიკუ, როგორ შემაშინეე, როგორ ხარ - პირველი ტასო მიუახლოვდა და საწოლზე დაუჯდა - კარგად ვარ ტას - მხოლოდ ირაკლის თვალებით მიხვდა დემეტრე აქ არ იყო და სადღაც იქ იყო სადაც ახლა არ უნდა ყოფილიყო - ირაკლი - დაუძახა მარიამმა და ენერგია მოიკრიბა რომ ეთქვა წინადადება - დემეტრეს დაურეკე, ვგრძნობ ახლა აქ არ არის, დაურეკე და უთხარი მოვიდეს, მჭირდება - ირაკლი რომ პალატიდან გავიდა ისევ ტასოს მიაბყრო თვალები - იცი აქ ვინები არიან? - ვინები ტას - დემეტრეს დედა და დაიკო - რაა? - წამოდგომას ეცადა მაგრამ გადასხმის მილმა უკან დააბრუნა - ტასო აქ რატომ მოიყვანა ისინი, ანუ მე, ანუ ახლა, ხომ ხვდები.. - დამშვიდდი რაა, იმაზე მეტადაა ჩახლართული სიტუაცია ვიდრე გგონია - რა ხდება ანასტასია - დემეტრე აგიხსნის რა, მე არც ვიცი ნორმალურად, მხოლოდ ის ვიცი რო შენზე გიჟდება, მთელი ეს დრო აქ იყო, ისე ცუდად იყო, კინაღამ ისიც გვერდით მოგიწვინეს, მოკლედ რაც ვიცი ნორმალურად არის ის რომ უბედური შემთხვევა არ ყოფილა, მოწყობილი იყო ყველაფერი - რაღაც გაურკვეველ სივრცეში აღმოჩნდა, სრულიად მარტო, თითქოს სიტყვებმა თავზარი დასცა, აცნობიერებდა იმას რომ ვიღაცას მისი მოკვლა ქონდა განზრახული, გახელილი თვალები ჭერისკენ მიებყრო და სრულიად უემოციოდ იყურებოდა, ვერ ხვდებოდა რა ქონდა ასეთი დაშავებული სადაც მისი სიცოცხლე ზედმეტი იყო, ვერ ხვდებოდა ასეთი რა დანაშაული ჩაიდინა რამაც აიძულა ვიღაცას რომ ამ ტკივილამდე მიეყვანათ, დაუპატიჟებელი ცრემლები დაცვივდა თვალებიდან, ცხელი ითებით რომ მოცილდა ერთი ცრემლი მხოლოდ მაშინ მოაშორა თვალები თეთრ კედელს, იგრძნო სურნელი რომლის მონატრებაც მალე ჭკუიდან შეშლიდა, ბოლო დროს როცა არავინ ყავდა ის ვინც ცრემლს მოწმენდდა, ახლა მის წინ იდგა და თითებს უკოცნიდა, უღიმოდა მომნუსხველი ღიმილით, ისეთით ქალს რომ უყვარდა და მხოლოდ მისი იყო, მხოლოდ მისთის იყო, ერთი და მისთვის, მისი დემე. - დემე.. - ამოიტირა და სიფრიფანა თითები საყვარელ ადამიანს მოხვია - ჩემო ძვირფასო, როგორ შემაშინე მარიამო, რატო განმაცდევინე გრძნობა რასაც უშენობა ერქვა - ამ სიტყვებზე ემოციები უფრო გაუმძაფრდა და ქვითინი დაიწყო - ამიხსენი რა.. ამიხსენი რა ხდება დემეტრე, გაურკვევლობა გამგუდავს მალე - კაცი მოშორდა, მისი წვრილი ხელები თავისაში მოიქცია, მზერა გაუსწორა და საუბარი დაიწყო - მამაჩემის და ნატას მამის მოწყობილია, უნდათ რომ ნატასთან ვიყო მთელი ცხოვრება, ვერ აიტანეს ჩემი უარი და ბედნიერი თვალები, ტკივილი შძენ მოგაყენეს, მაპატიე, მაპატიე მართლა, ასეთ საფრთხეში არ უნდა ჩამეგდე, შენს თავს გეფიცები მახრჩობს მათი ეს საქციელი, მინდა რომ ორივე დავახრჩო, მათთან ვიყავი წეღან, თავი ვერ შევიკავე და იმ ვირთხას, თავს ჩემ სიმამრად რომ ასაღებს დავარტყი, მამაჩემს ვერ, ხვდები? ასეთ რამეს არავის ვაპატიებ იციან, ძალით მიწვევენ, რამე ისეთს გამაკეთებინებენ რაც ჩვენ გვავნებს და მერე სულ დავიშლები ნაწილებად მარიამო, გეფიცები შენს თავ გეფიცები სიმშვიდეს ვეუფლები შენთან.. არვიცი ამის შემდეგ რას იზამ, უბრალოდ ერთი იცოდე, მე შენსას ყოველთვის გავიგებ, და ყოველთვის გვერდით დაგიდგები, ეს უნდა მეთქვა ის გრძნობა უნდა გადმომეცა შენთვის რაც შემრჩა წმინდა, შენ ნათელი წერტილი ხარ, წმინდა ხარ ჩემთვის, წმინდა და სუფთა, მიყვარხარ. - კაცის აწითლებულ თვალებს რომ გადააწყდა ვერ შეიკავა და ნაგროვები ცრემლები ისევ გზას გააყოლა, მოხვია დემეტრეს ხელები თითქოს ანიშნებდა ამით რომ არსად წასულიყო, ახლა რასაც ვერ გადაიტანდა ეს დემეტრეს სიშორე იყო, წვიმიან ამინდში ცისარტყელა იყო დემეტრე, ღრუბლიან ცაზე მოკაშკაშე მზე და გრიგალში ყველაზე აზრიანი სიმშვიდე იყო მარიამ მიქაუტაძისთვის დემეტრე ნავერიანი. - ირა, - საავადმყოფოში გეგა მდივანი ირაკლის და დემეტრეს ბავშობის მეგობარი გამოჩნდა, ქერა ლამაზ გოგონასთან ერთად. - ძმაო - გეგა, როგორ მოგვენატრე ბიჭო - ირაკლი მოეხვია და მხარზე ხელი დაკრა - რახდება ირა, აქ ვინაა, ან დემეტრე სადაა - დემეტრესთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია გეგა აქ, მარიამი, ავარია მოუწყო დემეტრეს სიმამრმა, და ცოტახანია რაც გაიღვიძა, მასთანაა დემეტრე პალატაში. - უთხრა და მხოლოდ ამის შემდეგ შენიშნა ირაკლიმ გეგას გვერდით მდგომი გოგო, და გეგამ ირაკლის გვერდით მდგომი ტასო, ჰო არაფერი იცოდნენ, გეგა დიდი ხანია ამერიკაში ცხოვრობდა და ვერ ჩავარდა სიტუაცია რომ ერთმანეთისთვის გაეცნოთ გოგონები. - გეგა გაიცანი, ეს ჩემი სიყვარული ანასტასიააა. - გეგამაც გაიღიმა და ჯელტმენური ჟესტით მიესალმა - სასიამოვნოა ძვირფასო ანასტასია, ეს ჩემი საცოლეა სანდრა. - ქართველი იმ დაქცეულ ამერიკაში სად იპოვე ბიჭო, სანდრა როგორ გაალღვე ამის გული? - გოგოსაც გულწრფელად გაეცინა და გაუხარდა მათი ნახვა - რავიცი აბა. - არ მიგვიღებს დადეშქელიანი, თუ უფრო ეგოისტი გახდა და აღარც გამაცნობს რძალს. - წამო შევიდეთ. - პალატას მიახლოვდნენ და კარზე დააკაკუნეს. - მიმიღებ დემეტრე თუ გავბრუნდე ამერიკაში? - გეგას ხმაზე მაშინვე გამოიხედა და ძმაკაცს მოეხვია. - ჰეე გამაცანი, ისე მაინტერესებს რძალი ვეღარ ვითმენ. - დემეტრემ ამაზე და მარიამის აწითლებულ ლოყებზე გადაიხარხარა. - გეგა გაიცანი ეს მარიამია, მარიამ ეს ჩემი ბავშვობის ნერვების მკვლელი გეგა მდივანი. - სასიამოვნოა. - ნაზად გაუღიმა მარიამმა - ჩემთვისაც უზომოდ სასიამოვნოა რძალო, გამოჯანმრთელებას გისურვებ, სანდრაა, მოდი ვინები გააგაცნოო, - მალე ოთახში სანდრაც შემოვიდა და გეგას გვერდით დაუდგა - გაიცანი დემეტრე დადეშქელიანი და მისი მომთვინიერებელი მარიამი. - გადაიხარხარა და ისე გააცნო ერთმანეთი. ძალიან კარგად გაუგეს ტასომ სანდრამ და მარიამმა ერთმანეთს, ყველა პალატაში იყვნენ, ციცო და ხატია სახლში გაუშვა იქ სადაც თამაზი ვერ მიადგებოდა, ციცოს მოთხოვნა იყო ეს, განსაკუთრებით არ სურდა ახლა ამ სიტუაციაში ქმრის ნახვა, დემეტრე გეგა და ირაკლი სავარძელზე ისხდნენ და ლაპარაკობდნენ, მარიამი ჯერ კიდევ არ იყო მოძლიერებული ამიტომ ორ დღეს ისევ საავადმყოფოში გააჩერებდნენ. გეგა სანდრა ირაკლი და ტასო სახლებში გაუშვა საღამოს, თვითონ ისევ მარიამთან დარჩა, ჯაბასგან გამოძიების ახალ დეტალებს სულ ელოდა, იცოდა ამ საქმეს რეაგირების გარეშე არ დატოვებდა ჯაში. ჩახუტებული ყავდა მარიამი და სიჩუმით ტკბებოდნენ როცა დემეტრეს ტელეფონზე ზარი შემოვიდა, ციცო რეკავდა. - ხო დე - დედი რაშვებით, როგორაა მარიამი? - ნორმალურად დე, თქვენ რას შვებით - რავიცი შენი ხმის გაგონება მინდოდა, ხატიაც ვერ ისვენებს, ცქმუტავს ამხელა გოგო 2 წლის ბავშვივით - ნუ ნერვიულობთ დე - დე ხატიას უნდა მარიამს ელაპარაკოს, მე პირადად გავიცნობ მერე, მაგრამ ეს ვერ ისვენებს - მარიამმაც გაიგონა, დემეტრეს მზერას გადააწყდა და თავი დასტურის ნიშნად დაუქნია - მოვიდეს დე - მარიამს მიაწოდა ტელეფონი და შუბლზე აკოცა - გამარჯობა - გაეღიმა მარიამს გოგონას ლამაზი ხმის მოსმენისას - გამარჯობა ხატია - როგორ ხარ? ხომ შეგიძლია საუბარი? მაპატიე თუ გაწუხებ - კარგად ვარ, და არანაირად არ მაწუხებ, შენ როგორ ხარ? - იცი რაღაც მინდოდა მეთქვა - მითხარი გისმენ - ნატა არასდროს არ მომწონდა, ჩემი ძმა მასთან სულ ჩამქრალი იყო, არასდროს ეტყობოდა ბედნიერება სახეზე, დღეს შენთან რომ იყო თვალი მოვკარი და ისეთი სხვანაირი დემეტრე დავინახე, თითქოს სიხარულისგან დაფრინავდა, ვერ აგიღწერ რამდენად შემიყვარდი წამში და რამდენად დაგაფასე, მგონია რომ ერთმანეთს ძალიან კარგად გავუგებთ, ყველასთან ასე არ ვარ გახსნილი მაგრამ შენ რაღაც სხვანაირი ხარ, ჯადოსნური ფერიასავით, მოკლედ მინდოდა მადლობა მეთქვა, და გვემეგობრა. - ჩემო ლამაზო, რათქმაუნდა მე და შენ ვიმეგობრებთ, ძალიან გამახარე, ხვალ აუცილებლად მოდი, უფრო კარგად ვისაუბროთ, კარგად რომ ვიქნები მე და შენ ერთად საადმე წავიდეთ კარგი? - აუუ მარიამ რა საყვარელი ხარრ, დემეტრე თუ გაწყენინებს მოვკლავ - ამაზე გოგონას გაეცინა და დემეტრეს გაოცებული მზერაც მიიპყრო - შენი ძმა ისე მიყურებს თითქოს რაღაც სახელმწიფო საიდუმლო გავამხილე - ეგ სუ ეგეთია, ბავშვობაში არასდროს მეთამაშებოდა ხოლმე - ხვალ ჩემთან მოდი და მე და შენ ძაან მაგარ რაღაცეებს გავაკეთებთ ერთად - მშვიდობიანი ღამე მარიამ - მშვიდობიანი ღამე ლამაზო. ის ღამეც მარიამთან სულიერად ძალიან ახლოს გაატარა დემეტრემ, უყურებდა მშვიდად მყოფ გოგონას და ტკბებოდა მისი სიმშვიდით და სილამაზით, დილით მარიამის გაღვიძების შემდეგ საქმეებზე უწევდა გასვლა,ტასო ვერ გრძნობდა თავს კარგად და ამიტომ ვერ მოდიოდა, ამიტომ მარიამის დიდი სურვილით დემეტრემ ხატიას დაურეკა მარტო რომ არ დარჩენილიყო, შუბლზე მიაკრო მარიამს ტუჩები და პალატიდან გავიდა. გეზი ადვოკატისკენ ქონდა დემეტრეს აღებული, განქორწინების საბუთები უნდა აეღო და ნატასთან წასულიყო, გიას კაბინეტთან იყო უკვე შევიდა და რაც დახვდა ძალიან გაუკვირდა, კაბინეტში ნატა იყო გიასთან ერთად. - მობრძანდით ბატონო დემეტრე - ნატა? - დემეტრე - რა ხდება? - განქორწინების საბუთებს ხელი მოვაწერე, ქვეყნიდან მივდივარ, ბოდიშს გიხდი ყველაფრისთვის, პირველ რიგში მამაჩემის საქციელისთვის, მე ვეღარ გავჩერდები მათთან და აღარც მინდა ორივე უბედურები ვიყოთ, არც იციან რომ მივდივარ, ჩემი მეგობარია ესპანეთში და იქ გავფრინდები. ბოდიში, ვიცი ბოდიში ამ ყველაფერს ვერ უშველის მაგრამ მაინც, კარგი ადამიანი ხარ დემეტრე იმსახურებ ბედნიერებას, მარიამსაც ბოდიში მოუხადე ჩემგან. - ნატა.. არ ვიცი რა გითხრა, შენც მსხვერპლი ხარ ამ ამბის, გამიხარდება თუ მათ თავს დააღწევ, შენი ლოკაცია ჩემგან არ გავა. - მადლობა დემეტრე, ჩემი წასვლის დროა უკვე, საბუთები უკვე წესრიგშია მხოლოდ შენი ხელმოწერა აკლია... კარგად. - მოიცა მძღოლს ვეტყვი გაგიყვანს აეროპორტამდე - არმინდა, მადლობა დიდი. - კარგად ნატა. - ასე უცებ მოვლენების განვითარებას არ ელოდა დემეტრე, რაღაც მომენტში შეეცოდა ნატა, იცოდა მამამისი რა ნაბი*ვარიც იყო,თუმცა იცოდა აქედან შორს კარგად იქნებოდა, ახლა ბედნიერებისგან დაფრინავდა, ირაკლის დაურეკა და მარიამისთვის სურპრიზის გაკეთებაშიც აიყოლია. მალევე მივიდა ხატია მარიამთან დემეტრეს წასვლის შემდეგ, შესვლის თანავე მარიამს მოეხვია. - ხატია, როგორი ლამაზი ხარ, როგორ გავხართ ერთმანეთს შენ და დემე - შეენ ხარ ლამაზი, ჩემმა ძმამ სად გიპოვა ასეთი ანგელოზი - ორივე აკისკისდა, ძალიან კარგად გაუგეს ერთმანეთს, ძალიან ბევრ თემაზეც ისაუბრეს, ხატია მარიამთან საოცრად გრძნობდა თავს. - აუ მარიამ - ჰოო - რაღაც უნდა გითხრა ოღონდ დემეტრეს არ უთხრა რაა - მითხარი ძირფასო ხო მშვიდობაა? - კი, უბრალოდ.. იცი.. ანუ მე, ერთი ბიჭი მომწონს.. და ანუ მასაც მოვწონვარ, ხოდა კარგი ურთიერთობა გვაქვს, ოღონდ დემეტრემ არ იცის, ძალიან კარგი ბიჭია და არვიცი როგორი რეაქცია ექნება დემეტრე, შენ რას ფიქრობ? - ხატი, დემეტრეს შენი ბედნიერება უნდა მხოლოდ, თუ კარგი ბიჭია და შენ გულს არ გატკენს, შენ ძმასაც მეტი არაფერი უნდა, თუ საჭირო გახდა მეც დაველაპარაკები. - აუუ, როგორ მიყვახარ სად იყავი აქამდეე - მოეხვია მარიამს და ისე ამოიბუტბუტა, მალევე ტასო შემოვარდა ოთახში - ტასუუ, რახდება როგორ შემოვარდი - გაეცინა მარიამს - მარიამ, ღმერთო.. ვაიმე, გული მიფანცქალებს.. - ტასო აჟიტირებული დარბოდა სანამ თავბრუ არ დაეხვა - რახდება ტასო - ორსულად ვარ - უთხრა მარიამს და გაიცინა - ვაიიმეე, რამაგარიაა, გილოცავვ ჩემო ცხოვრება, ირაკლიმ იცის? უი ჰო ეს ხატიაა დემეს დაიკო - სასიამოვნოა ფერიავ, ირაკლი მეუბნებოდა შენზე - აუ ორივე რასაყვარლები ხართ გილოცავთ შენ და ირაკლიის. - ხატია ტასოს და მარიამს ორივეს მოეხვია, ზუსტად ამ დროს, კარი იღება დემეტრე ღიმილით შემოდის უზარმაზარ ვარდების თაიგულთან ერთად, ირაკლიც იღიმოდა და ტასოს და ხატიას თაიგულები მიაწოდა. - რალამაზიაა, ღმერთო, რა ხდება დემე? - ყურებამდე გაცინებული უყურებდა მარიამი დემეტრეს - ცოლად გამომყვები? - რაა? - ერთ ხმაში წარმოთქვა ტასომ და მარიამმა ხატიას სიცილიც მოყვა ამას - დემეტრე ნატა... - არ იფიქრო მაგაზე, ყველაფერი მოგვარდა. - გაუცინა დემეტრემ, აკოცა და შუბლი შუბლზე მიაყრდნო - მართლა, ანუ ყველაფერი მორჩა? - აცრემლებული თვალებით შეხედა დემეტრეს - მართლა მორჩა ნამცეც. - კიდევ ერთი მაგარი ამბავი გვააქვს ჩვეეენ. - წამოიყვირა ტასომ - რა ხდება? - ირაკლიმ და დემეტრემ ბედნიერი თვალები მიაბყრეს - ირაკლი, მამა გახდები. - რაა? - ამის შემდეგ იყო სიცილი, ტირილი, ბედნიერების ცრემლები, ირაკლი ტასოს მოეხვია ხელში აიტაცა და დაატრიალა. * ყველაფერი იდეალურად წავიდა, მარიამის და დემეტრეს ქორწილი, სვანური არდადეგები, იტალია, თაფლობის თვე, მარიამის, ციცოს, ხატიას და ნაზი ბებოს ოთხეული, დემეტრე უბედნიერეს კაცად გრძნობდა თავს ასეთი ხალხი რომ ყავდა გვერდით, თამაზი ციცოს დახმარებით ნელ-ნელა გონს ეგებოდა და დემეტრეს ღიმილიანი სახე მასზეც მოქმედებდა, რაც არუნდა ყოფილიყო დემეტრე მისი შვილი იყო, და ასე.. მარიამმა იპოვა დემეტრე როგორც ბედნიერების წყარო... და დემეტრემ იპოვა მარიამი როგორც ნათელი წერტილი... _ დასასრული<3 მადლობა ვინც კითხულობდით! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.