შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩაკეტილი სივრცე 15 თავი


3-03-2024, 05:11
ავტორი ნეაკო
ნანახია 1 162

-კარგი როგორც გინდა- მაქსიმალურად მშვიდი ტონით ვუპასუხე და საწოლზე უემოციო სახით ჩამოვჯექი.
-ყვავილები არ მოგეწონა?-სადღაც შორიდან ჩამესმა მისი ჩავარდნილი ხმა
-მომეწონა
-ისე გადადე წიგნების თაროზე, ზედ არც კი შეგიხედავს!
-შენი ინიციატივით რომ გეყიდა...
-რის თქმას ცდილობ?-ხმა დაეძაბა
-ვიცი რომ დედაშენის დავალებით იყიდე!- მომაბეზრებლად ვუპასუხე და ტანსაცმლიანი შევწექი საბნის ქვეშ.
-შენი დაუნახავი დედაც მოვტ...-მიღრიალა ბოლო ხმაზე და საწოლიდან გიჟივით წამოვარდა. საჩქაროდ ჩაიცვა ტანსაცმელი და ოთახიდან გინებით გავიდა. უცერად ცხვირო ამეწვა და ცრემლები მომეძალა მაგრამ თავს უფლება არ მივეცი რომ მეტირა. ვცდილობდი თავი დამერწმუნებინა რომ ჩემი მხრიდან დიდი სისულელე იქნებოდა გეგა ბენდელიანის გამო ტირილი. დამაშვიდებლები დავლიე, მაგრამ იმდენად ვიყავი აღელვებული და აფორიაქებული ვერაფრით შევძელი დაძინება. აკვიატებული ფიქრებით წამოვჯექი საწოლზე და თვალი ერთ წერტილს გავუშტერე. ,,შენ ამას იმსახურებ!" მარწმუნებდა შინაგანი ხმა.
ის ღამე თეთრად გავათენე იმაზე ფიქრში რომ მე ამ ყველაფერს ვიმსახურებდი. გეგა სახლში გამთენიისას დაბრუნდა, უზომოდ მთვრალი. ოთახში შემოსვლისთანავე უმისამართოდ შეიგინა და საწოლში, ჩემგან ზურგშექცევით ტანსაცმლიანი დაწვა. დაბლა ჩავედი, ყავა გავიკეთე და ეზოში გავედი დასალევად.
-რატომ წავიდა შენი ქმარი შიაღამისას სახლიდან? - მოულოდნელად წამოამდგა თავზე განრისხებულ დედაჩემი- იჩხუბეთ?
-არ გვიჩხუბია-მომაბეზრებლად ვუპასუხე და ყავის სმა მშვიდად განვაგრძე
-რომ გიღალატოს, მერე ცრემლებად დაიღვრები
-მკ*დია-აგდებული ტონით ვიპასუხე და ფეხი ფეხზე გადავიდე
-წესიერად ილაპარაკე!-მიბრძანა და ჩემს მოპირდაპირედ, რბლი სავარძელზე დაჯდა- რა გინდა? მშვენიერი სახლი გაქვთ! მანქანა გყავთ!
-და რა? ამის გამო ბედნიერი უნდა ვიყო?- ცინიკურო ტონით ვკითხე
-დაგავიწყდა რა პირობებში გაიზარდე?გაბრაზდა-გინდა ნიცასაც იგივე გადატანინო? მაშინ ბედნიერი იქნები?-მზერა გამისწორა- თუ გგონია გეგაზე უკეთესი წაგიყვანს?-ირონია გაერია ხმაში
-არ მგონია-დავამშვიდე- ვიცი ჩემნაირს, მითუმეტეს ბავშვიანს ზედაც არავინ შეხედავს
-რას ნიშნავს ჩემნაირს?-გაბრაზდა
-შენთან ჩხუბი აღარ მინდა, მოდი ამ თემაზე აღარ ვილაპარაკოთ კარგი?- ზავი შევთავაზე
-ასე აპირებ ცხოვრების გაგრძელებას?- ხმას აუწია-ერთ დღეს დაიღლება გეგა შენი უაზრო საქციელებით და...- აღარ დაასრულა დაწყებული წინადადება
-მიღალატებს?-ჩევეკითხე
-ძალიან ცივად ექცევი, გამუდმებით ხელს კრავ-მზერა გამისწორა- მისი ცოლი ხარ!- ბოლო სიტყვები ხაზგასმით წარმოთქვა
-მასთან ყოფნა არ მინდა, არ მიყვარს!- ტირილის ნოტები შემეპარა ხმაში.
-თუ არ გიყვარდა ცოლად რატომ გაყევი? დაგაძალა ვინმემ?-გაბრაზდა- ხომ ხედავ ცდილობს გამოსწორდეს ხელი შეუწყე
-კარგია არ ილუზიებში ცხოვრება?- ცინიკური ტონით ვკითხე და გაციებული ყავა მოვსვი
-გგონია გეგას თუ გაშორდები უკეთესად იქნები? არ იქნები! დაიტანჯები! ნიცაზე საერთოდ არ ფიქრობ?-აღელდა -რისი იმედი გაქვს? ან ვისი?
-შენი ნამდვილად არა!-დაუფიქრებლად მივახალე ძლივს შევიკავე თავი რომ არ მეტირა
-დაგავიწყდა რა ცხოვრება გამოვიარეთ?- თვალები აუწყლიანდა- რამდენს ვშრომობდით რომ ლუკმაპურის ფული გვქონოდა! დილის 6 საათიდან ფეხზე ვიდექი და თავჩაუხრელად ვშრომობდი ვენახში! შენ კი 11 საათამდე გძინავს. მამაშენი როგორც მექცეოდა ეგრე გექცევა გეგა? ზედმეტად არაფერზე არ გაწუხებს. დააფასე ის რაც გაქვს! ოცნებებს ნუ გაეკიდები!
-ოცნებებს?- ბრაზნარევი ტონით ვკითხე
-ოცნებებს!-დამიდასტურა
-ბავშვობიდან ჩემს ოცნებებს შენ აკონტროლებ ისივე როგორც ჩემს ცხოვრებას!-დაუფიქრებლად მივახალე და სწრაფად მოვიშორე გადმოდენილი სიმწრის ცრემლები სახიდან.
-გაიგე რასაც გეუბნები! დააფასე ის რაც გაქვს და შეწყვიტე არარსებულზე ფიქრი და ოცნება!
-შენთვის არაფერს არ ნიშნავს ის რომ მე ამ კომფორტულ და მდიდრულ სახლში უბედური ვარ?
-რატომ ხარ შვილო უბედური რატომ?- ხმას აუწია- სხვა გიყვარს?
-სხვა?-ამ დროს თავი ვეღარ შევიკავე და ავტირდი- გგონია პრობლემა ჩემშია?
-გეგას უყვარხარ, მაგრამ შენ ახლოს არ იკარებ... ცოლ-ქმარს შორის ყველა პრობლემა მაქედან იწყება- მოერიდა ამ თემის სიღრმისეულად გაშლას
-ვუყვარვარ?- ირონია გამერია ხმაში- შენ რა მართლა გჯერა იმის, რომ მე გეგას ვუყვარვარ? და იმისიც, რომ ოდესმე ის ჩემს გამო შეიცვლება?- გაოცება ვერ დავმალე
-მე უბრალოდ მინდა რომ ოჯახს გული დაუდო! რაც გამოყევი იმ დღიდან გაიძახი უნდა გავშორდეო და აგერ უკვე მე-9 წელია მისი ცოლი ხარ... ეცადე ხასიათი აუწყო. ყველა სიტყვაზე ნუ გამოეკიდები! რაღაცა ვითომ ვერ გაიგე! ვერ დაინახე! თბილად მოექეცი. ხელი არ კრა როცა შენთან ყოფნა მოუნდება. დამიჯერე და ნახავ როგორ შეიცვლება.
-ესე იგი პრობლემა ჩემშია?!- წამოვენთე-მისი დაუსრულებელი გართობა, მოწევა, სმა და თამაში არაფერ შუაშია?
-კაცია, ხან მოწევს, ხან დალევს! თამაში მეც არ მომწონს მაგრამ... შენ რა განერვიულებს? ვალებს დედამისი უხდის.
-სიცოცხლე გამიმწარა! ყოველდღე ლუდს სვამს და დაბ*ლილი მოდის სახლში! ვალები აქვს! ყველას ვალი აქვს! ვცდილობ შევეგუო... მაგრამ არ შემიძლია! არ შემიძლია გესმის? ძალა არ მყოფნის!
-ბევრი ნაკლი აქვს, მაგრამ...
-მაგრამ რა?-მოუთმენლად გავაწყვეტინე დაწყებული წინადადება
-რაღაც კარგიც აქვს
-მაინც?
-მაგალითად ის რომ არაფერზე არ გაწუხებს ზედმეტად. არ გაიძულებს დილის 6 საათზე ადგომას და მუხლჩაუხრელად შრომას. არ გემუქრება მოკვლით და არ ძალადობს შენზე ფიზიკურად. შიშით არ იძინებ ღამე და არ ფიქრობ ხვალინდელი დღე გაგითენდება თუ არა მის გვერდით. არა ეჭვიანი და არ გაიძულებს 24/7-ზე სახლში ჯდომას! არ გიკრძალავს მაკიაჟის კეთებას, თმის შეღებვას, ქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმას და სტუმრად წასვლას. არ ეჭვიანობს ყველასა და ყველაფერზე. არ გაიძულებს მზერის, სიტყვების და ღიმილის კონტროლს. არ გაშინებს.
-და რა? ამის გამო ბედნიერი უნდა ვიყო?- ბრაზნარევი ტონით ვკითხე, დედას თვალები ცრემლებით აევსო, ამიტომ მაშინვე ვინანე ნათქვამი და თავი დამნაშავედ ვიგრძენი იმის გამო რომ ამ მდგომარეობამდე მივიყვანე.
-დამშვიდდი გთხოვ-შევეხვეწე და ხელი ჩავკიდე. სამწუხაროდ ვერაფერი ვიგრძენი მის მიმართ გარდა სინანულისა- კარგი ვეცდები თავი ხელში ავიყვანო და...
-დილა მშვიდობისა-გეგას მხიარულმა ხმა სიტყვა გამაწყვეტინა
-დილა მშვიდობისა- გულთბილად გაუღიმა დედაჩემმა.
-მეგონა გეძინა- წამიერად მზერა გავუსწორე
-ვერ დავიძინე
-გუშინ სად იყავი- მკაცრი ტონით ვკითხე, ისე თითქოს მაინტერესებდა
-რეზისთან
-ყავა გინდა?-აღარ ჩავეძიე, ჩემთვის მაინც სულ ერთი იყო სად და ვისთან ერთად იყო
-ახლა არა ცოტა ხანში გამიკეთე- მბრძანებლურო ტონით მკითხრა და დედაჩემს მიუბრუნდა- დღესაც ხომ აქ რჩებით მარინა?
-არ მინდა შეგაწუხოთ-გაუღიმა დედაჩემმა.
-რა შეწუხებაა.
მათმა მშვიდმა საუბარმა გამაღიზიანა. ვერასდროს ვხვდებოდი რატომ იყო დედა გეგას მიმართ ასეთი შემწყნარებელი, ჩემს მიმართ კი ასეთი დაუნდობელი.
-სახლში შევალ, შემცივდა რაღაც- ფეხზე წამოდგა უეცრად დედაჩემი.
-ანუ დღესაც რჩებით ხო?- მომღიმარი სახით ჰკითხა გეგამ
-ვნახოთ- უემოციო ტონით უპასუხა დედამ და სახლში შევიდა.
-რა ჭირს?-უინტერესო ტონით მკითხა გეგამ და თავზე წამომადგა
-მკითხა გუშინ რატომ წავიდა შენი ქმარი სახლიდანო
-რა უპასუხე?-დაინტერესდა
-ვუთხარი რომ შენ ყოველთვის ასე იქცევი და გკ*დია ცოლ-შვილი
-მიდი ყავა გამიკეთე-ფაქტიურად მიბრძანა და სიგარეტს მშვიდად მოუკიდა
-შენთვის სულ ერთია მე რას ვგრძნობ და განვიცდი არა?
-დილიდან ტვინს ნუ მიტყნ*ვ- მბრძანებლური ტონით მითხრა და მოულოდნელად თავზე წამომადგა. ნიკაპზე უხეშად მომკიდა ხელი თავი ამაწევინა და თვალებში ჩამაცქერდა- ვიცი გაღიზიანებული რატომ ხარ-გამომწვევი ტონით მითხრა და კიდევ უფრო მეტად მომიახლოვდა- მიდი ყავა გამიკეთე, ცოტა მოვიხდები და მერე დაგაწყნარებ
-რა იდიოტი ხარ- უხეშად მოვიშორე მისი ხდლი სახიდან
-ჯერ ძალიან ადრეა ხომ ხედავ ყველას ძინავს- მომღიმარი სახით მითხრა და ფეხზე წამომაყენა- გადავიფიქრე, ყავა აღარ მინდა-გამომწვევი ტონით ზედ ტუჩებთან დამიჩურჩულა და სანამ რამეს ვეტყოდი ტუჩებში მაკოცა. უსიამოდ გამაჟრჟოლა. იგრძნო, მაგრამ სახეზე არაფერი შეიმჩნია - ყავა გამიკეთე!-მაქსიმალურად მშვიდი ტონით მითხრა და ოდნავ უკან დაიხია.
......
დედას, ბებოს, და მიას წასვლის შემდეგ გადავწყვიტე საკუთარი თავისთვის და გეგასთვის კიდევ ერთი შანსი მიმეცა, ამიტომ მის მიმართ უფრო თბილი და ყურადღებიანი გავხდი, მაგრამ ამაოდ. ვერაფრით შევძელი მისი ყურადღების მიქცევა. თითქოს არ ვარსებობდი. არც კი მიმჩნევდა იმის მიუხედავად რომ მის ყველა სურვილს სიტყვის უთქმელად ვასრულებდი. ყოველ დღე ვირწმუნებდი თავს რომ შეიცვლებოდა. ოდესმე ჩემს გამო უარს იტყოდა მარ*იხუანაზე, სასმელზე ან თამაშზე მაგრამ სულ ტყუილად. ბევრჯერ ვცადე ურეაქციოდ მიმეღო მისი ბანკის დაუსრულებელი ვალები, ჩაწითლებული თვალები და აგრესიული გამოხტომები მაგრამ აზრი არ ქონდა არაფერს. ყოველდღე ერთსა და იგივეს მიმეორებდა ,,გპირდები შევიცლები" ,,ხვალიდან აღარ მოვწევ" ,,აღარ დავლევ" ,,ამ ვალს გადავიხდი და მერე ახლოს აღარ გავეკარები კაზინოს" დაუსრულებლად. ერთ დღეს უბრალოდ ვეღარ ავიტანე ეს უაზრობა და ავფეთქდი!
-ამ ქვეყნად ყველაზე საშინელი და ამაზრზენი ადამიანი ხარ ვინც კი ცხოვრებში შემხვედრია-ვუღრიალე ბოლო ხმაზე როცა გვიან ღამით შინ დაბრუნების შემდეგ გამოგვიცხადა რომ 20 000 ლარი წააგო და სასწრაფოდ უნდა გაყიდოს მანქანა.
-ნინი ნუ მაგიჟებ! ისედაც გაგიჟებული ვარ ამდენი ფული როგორ წავაგე ამის დედასაც შევ*ცი!
-მეცოდები
-საცოდავი შენ ხარ-ირონია გაერია ხმაში- მე გადავიხდი ამ ვალს, მაგრამ შენ არასდროს გეღირსება მაგდენი ფულის ერთად ნახვა
-გინდოდა გეთქვა დედიკო გადაგიხდის
-გშუურს?
-რა საცოდავი ხარ
-შენც
-რომ გიყურებ გული მერევა
-სანდროზე არ გერევა?-მიღრიალა ბოლო ხმაზე და ჩემსკენ გამოიწია
-რას აკეთებ გაგიჟდი?-იმ წამს სახლში შემოსული დაფეთებული ვაჩე ჩადგა ჩვენს შორის
-შენი ხმა აღარ გავიგო!- გამაფრთხილებლად დამიქნია თითი გაგიჟებულმა გეგამ და რაც კი რამ ხელში მოხვდა ყველაფერი ძირს გადმოყარა მაგიდიდან.
-კაი დედა დაწყნარდი გადავიხდით როგორმე მაგ ფულს- მისი დამშვიდება სცადა სოფიკომ
-რა თქმა უნდა გადაიხდით-ირონია გამერია ხმაში
-მოკეტე! უბრალოდ მოკეტე-დამიღრინა გეგამ
-რამდენი აქვს ვალი?-ზიზღით გახედა ვაჩემ დედამის
-20 ათასი
-რააა?-ავარდა ვაჩე-ყველა ერთად გაგიჟდით თუ რა ჯანდაბააა?!
-წესიერად მელაპარაკე-დაუღრინა გაავებულმა სოფომ და მე გამომხედა- ნუ გეშინია შენი გადასახდელი არ გახდება ეგ ფული, მანქანას გაყიდის
-გგონია მაგ მონჯღრეულ ბეემვე-ში 7 000 დოლარს გადაუხდიან?
-ცოტას მე დავეხმარები- ხმა დაბალი ტონით უმისამართოდ თქვა დაბნეულმა სოფომ და ვაჩეს გახედა-აბა რა ვქნა?
-რა თქმა უნდა შენს საყვარელ შვილს დაეხმარები
-რას ბოდავ-წამოენთო გეგა და პერანგის საყელოში ჩაავლო ხელი დაბნეულ ვაჩეს
-იმას რომ დედაჩვენის საყვარელი შვილი შენ ხარ! იმის მიუხედავად რომ მამაშენმა ორსული მიატოვა
-შე ნაბ*ჭვარო-ბოლო ხმაზე უღრიალა გეგამ და სახეში მუშტი მთელი ძალით დაარტყა. ვაჩემ წონასწორობა დაკარგა და სანამ აზრზე მოვიდოდა გეგამ კიდევ ერთხელ დაარტყა.
-გთხოვთ შეწყვიტეთ-იკივლა სასოწარკვეთილმა და ატირებულმა სოფომ როცა ვაჩეს გახეთქილი ტუჩი დაინახა
-ვინაა ნაბ*ჭვარი ეგ კიდევ საკითხავია- ცინიკური ტონით უთხრა კბილებდასისხლიანებულმა ვაჩემ ზემოდან მოქცეულ გეგას რომელმაც იმდენ ხანს ურტყა სახეში სანამ გონება არ დააკარგვინა. ვეხვეწებოდი, ვემუდარებოდი რომ შეეწყვიტა ეს საშინელება, მაგრამ არ მისმენდა. თითქოს ამ დღეს ელოდა 30 წლის განმავლობაში დაგროვილი ბოღმის ამოსანთხევად. სანამ მე გეგას შეჩერებას ვცდილობდი, შეშინებული ნიცა ოთახში დაიმალა, ღონემიხდილი სოფო კი იატაკზე დაეცა ტირილით. როგორც კი ხელებდასისხლიანებული გეგა ფეხზე წამოდგა ვაჩეს მივვარდი. მთელი სხეული მიკანკალებდა, მაგრამ როგორღაც მოვახერხე გაყინული თითების დამორჩილება. დამტვრეულ სახეზე შევეხე და მისი გონზე მოყვანა ვცადე
-შეეშვი-სადღაც შორიდან ჩამესმა გეგას ჩახლეჩილი ხმა, ძალა არ მეყო ფეხზე წამოსადგომად ამიტომ გიჟივით მომვარდა, მკლავზე უხეშად წამავლო ხელი და ფეხზე წამომაყენა-შეეშვი მოკვდეს ეგ ნაბ*ჭვარი- დამისისნა და დედამისზე მანიშნა მიხედეო. ისეთი დაბნეული და შეშინებული ვიყავი რომ კონცენტრაციას ვეღარ ვახერხებდი. როგორც კი აივანზე გავიდა მაშინვე ვაჩეს მივვარდი, როგორღაც გონს მოვიყვანე
-სასწრაფოში უნდა დავრეკო-დავიჩირჩულე როცა როგორც იქნა აზროვნების უნარი დამიბრუნდა
-არ გინდა-ამოილუღლუღა თვალებამღვრეულმა ვაჩემ
-იცი რა მდგომარეობაში ხარ?
-უბრალოდ ადგომაში მომეხმარე-ჩამჩურჩულა და ნელ-ნელა ფეხზე წამოიმართა. სოფიკო თავისით მოსულიერდა. ხმას ვერ იღებდა იჯდა და ტიროდა.
-როგორ შეგეძლო მისთვის ასეთი რამის თქმა?-ნაწყენი ტონით ჰკითხა ვაჩეს როცა როგორღაც დამშვიდდა და სათქმელ სიტყვებს თავი მოუყარა.
-დღეიდან ჩემი არსებობა დაივიწყეთ-ზიზღით უთხრა ვაჩემ და ოთახში შეიკეტა. მალევე გამოვიდა ოთახიდან ორი ჩემოდნით ხელში და გამოძახებულ ტაქსიში ჩაჯდა. ვაჩეს სახლიდან წასვლის შენდეგ გეგა კიდევ უფრო აგრესიული და ნერვიული გახდა, მუდმივმა სტრესმა და დაძაბულობამ ჩემზეც ძალიან იმოქმედა, ამიტომ დედას რჩევა დარიგებების გათვალისწინება ვეღარ შევძელი და როცა გეგას წაგებულ 20 000 ლარს, სწრაფი სესხიდან, სათამაშოდ გამოტანილი 5000 ლარი დაემატა პროცენტებით საბოლოოდ გავგიჟდი, შევიშალე ჭკუიდან გადავედი. სახლში რაც მსხვრევადი ნივთი იყო ყველაფერი დავლეწე. დაუდევრად ჩავალაგე ჩემი და ნიცას ნივთები ჩემოდნებში და გამოძახებულ ტაქსიში ჩავჯექი. სახლში არავინ იყო ამიტომ მშვიდად წამოვიყვანე სკოლიდან ნიცა და სოფელში წავედით. მანამდე იუსტიციის სახლში შევიარე და განქორწინების შესახებ განცხადება დავწერე. შემდეგ პოლიციის უახლოეს განყოფილებას მივაკითხე და შემაკავებელი ორდერი გამოვაწირინე გეგაზე.


სიკვდილის არ მეშინია სიკვდილი მაძლევს, იმესდს, რომ ოდესმე ეს ყველაფერი დასრულდება.



№1 სტუმარი სტუმარი beA

aba vnaxot ramden xanshi sabrundeba ukan dd

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent