შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალაქური ლეგენდები "დევი" ( სულ, ისედაც ერთი ციცქნაა)


5-03-2024, 00:46
ავტორი ვე რა
ნანახია 3 099


ცხელა და რა ცხელა, მით უფრო იმ ადგილას იგრძნობა აგვისტო, სადაც უნაყოფო სტეპი უნდა იყოს წესით და ახლა ქალაქია.
ისე ცხელა, ლამისაა ამ ორ წელიწადში მეასედ აყრილ_დაგებული ქვაფენილი ცხელ ტოსტზე გადასმული კარაქივით გადაალღვეს მიწას.
სამსახურიდან გამოსულს და კონდინციონერის სიგრილეს მიჩვეულს ოსმალთა ჯარივით შეუბრალებლად მეძგერა ქალაქის ხვარტი. ქუჩას გავხედე და ისე ლივლივებს ეჭვი მაქვს, ცოტა ხანს კიდევ რომ ვუყურო ნამდვილ მირაჟსაც დავინახავ. ახლა სახლში მისვლა, გრილი შხაპის მიღება, ცივი ნაყინი და შემდეგ გულიანი უსიზმრო ძილი ყველაფერს მირჩევნია.
ზოზინით მივიწევ გაჩერებისკენ. ცოტაც და მეშველება.

სახლში მისული გზადაგზა ვიხდი და ვყრი სამოსს და აბაზანის კართან უკვე ვნეტარებ გრილი წყლის ჭავლის წარმოდგენაზე.
სიცხისგან გათანგულს სულ არ მიმიქცევია ყურადღება, რომ წყალმა თანდათან იკლო და სწორედ იმ წამს გათავდა, როცა მე ერთი მუჭი შამპუნი შევიზილე წელამდე თმაში.

_ფშუუუ! _ დაიძახა ონკანმა გამაფრთხილებლად და წყალი მოწყდა. გამწარებული ვეცი, მივატრიალე მოვატრიალე, რაც არ არის არ არის.

_არააა. ჯანდაბა თქვენ! _ ვკივი გაცოფებული. _ ახლა რა ვქნა?
მიმოვიხედე და საშველი, რა თქმა უნდა, ვერ ვნახე. პირსახოცი ავიღე და პირდაპირ გაქაფულ თმაზე შემოვიხვიე. აბაზანიდან ფეხშველა გამოვტყაპუნდი და მისაღებში მიგდებულ მობილურს ვეცი.

»????კომპანია, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი«
ქალაქ რუსთავის ხრამის სათავე ნაგებობასთან რუსთავის ახალ მაგისტრალურ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები მიმდინარეობს.

????სამუშაოებთან დაკავშირებით, 26 აგვისტოს 17:00 საათიდან 29 აგვიტოს 13:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:
ქალაქ რუსთავს სრულად (მარცხენა, მარჯვენა სანაპიროები და ჭყონდიდელის დასახლება) და ქალაქ გარდაბანს.

????კომპანია, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი» ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

➡️წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი« აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.» (განცხადება ავთენტური და რეალური დედანია)

არადა დღეს სწორედ 26 აგვისტოა, ანუ ამათი თქმით 29_ მდე სულ ცოტა გაქაფული თავით უნდა ვიარო? თურმე წინასწარ აგზავნიან მესიჯს, და ჩემი ბრალია, რომ ეს ოხერი მესიჯი წაუკითხავი დამრჩა. ჩემი ბრალია ისიც, რომ ქალაქი დუღს? რომ ვმუშაობ და ბნაობა მჭირდება!

_ თქვენ ამოწყდით ერთ დღეეეეს! _ ჩემი კივილი აშკარად უნდა მისწვდეს ხრამის სათავე ნაგებობაზე უდარდელად წამოწოლილ განთქმულ რუსთაველ ბაყბაყ დევს. მაგრამ აშკარაა ხმაური დიდად არ აწუხებს, უბრალოდ გვერდს იცვლის და ძილს აგრძელებს.

დივნზე ვჯდები და მერე ისევ სწრაფად ვდგები, მავიწყდება, რომ ქაფიანი ვარ, დივანი კი ფითქინა თეთრი. გეყიდა მერე შავი?! აშკრად ვხედავ რუსთავ წყლის დირექტორის სახის «ამჩემფეხება» გამომეტყველებას.

_ ახლა რა ჯანდაბა ვქნა? _ ვეკითხები ჩემ თავს, მას შემდეგ რაც მათ ფეისბუკ გვერდზე ოთხ უშველებელ წყევლა_კრულვით სავსე კომენტრს ვტოვებ კომპნიის პოსტის ქვეშ და ბრაზისგნ აქაფებულ გულს ასე ცოტათი მაინც ვიოხებ. საერთოდ წყევლა არ მიყვარს, სიბრზისას უფრო ვიგინები ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში გინება, ცოტა არ იყოს, საშიშია, თორემ შეიძლება ეს ოხრები გამრავლდნენ და დაყარონ თავისი მსგავსი პატარ_ პატარა ბაყბაყა დევუკები.

ტელეფონს ვიღებ და ჩემს რძალს ვურეკვ,
_ ხოო მზი? _ მპასუხობს მხიარულად.
_ როგორ ხართ, მამიდას გული რას შვება? _ ვეკითხები შემპარავი ხმით.
_ ოოო მაიმუნობს და არის, მამიდამ რატომ დაგვივიწყაო? _ სწორედ ამის გაგონება მინდოდა.
_ ხოდა უთხარი, დღეს მოვა და გნახავსთქო! _ და ვითომ ისე უბრალოდ ვამატებ._ დაა წყალი გაქვთ?
უცებ ჩემი ოხერა რძალი გეგმას მიხვდება და ხმა ეცვლება,
_ სასმელი წყლის მომარაგება მოვასწარით, და ცოტა ბავშვისთვისაც! ხომ ხვდები, ცხელა და იოფლება, სულ ბანობა უნდა! _ ისემც შენ გაგიხმა ეგ კურნოსა ცხვირი.ვფიქრობ გულში. აშკარად ვიცი წყლის მარაგი აქვს. მაგრამ მომჭირნეობს, ვინ იცის, იქნება ვადამ გადაიწიოს, ასეც მომხდარა.
_ სულ ათი წუთი მჭირდება და ათიოდე ლიტრა წყალი! _ ხმას შესაძლებელზე მეტად ვინაზებ მე.

_ რომ არა ბავშვის საჭიროება წყალს დაგიკავებდი ქალოო? მასე მიცნოობ? მაგრამ არა მაქ და რა ვქნა! _მობილურს უიმედოდ ვთიშავ. რა ცხოვრება დადგა?! ამ რძლებს არანაირი პატივისცემა აღარ აქვთ მულების!

ცოტა ხანს კიდევ ვფიქრობ. გამოსავალს ვეძებ და დეიდაჩემს ვურეკავ, მაგრამ იმას ბიძაჩემი დარჩენია ნახევრად პირგაპარაული.

_ ოოოჰ! _ ისევ რუსთავ წყალს ვუბრუნდები და კიდევ სამიოდე კრულვის კომენტარს ვუტოვებ და ამასობაში მათ დაახლოებით ხუთასი კაცი წყევლით უკვე. ანაღვლე, ნერვიც კი არ უტოკავთ!

მერე სათითაოდ ვურეკავ ყველა დაქალს და ხომ გაგიგიათ, გაჭირვებაში გამოჩნდება შენიანიო, ხოდა კაციშვილი არ აღმოჩნდა ჩემიანი. არადა რას ვითხოვ? ათ ლიტრა ქლორიან წყალს! ხალხო, აი იმ წყალს ექსპერტიზაზე რომ გააგზავნეს და პასუხი რომ მოუვიდათ: «შიგ არც კი იბანაოთო!» მაგრამ ამასაც არავინ იმეტებს.

_კარგი! _ ვიიმედებ თავს. ცოტა რომ მობნელდება მაღაზიაში ჩავალ და ბალონებით ვიყიდი. იქამდე კი უნდა მოვითმინო! გულის გადასაყოლებლად მაცივრიდან ანანასის საოჯახო ნაყინს ვიღებ და გულმოსული ვანახევრებ.
არ ცხელოდეს მაინც! ტკბილის მერე ყოველთვის მწყურია. ვითმენ, რა ვქნა.

აივნის კარს ვაღებ და ჩამავალ მზეს სევდინი გავყურებ. მწყურია.
თავმობეზრებული ისევ რუსთვ წყალს ვამკობ, კომენტარებში ჩამსავით გაქაფულ_ გასაპნულთა ჩატივით არის უკვე გაბმული ჭორაობა.

_რა გინდათ, ზოგი ჭირი მარგებელია, ისე ყარს ქალაქი კოღოები აღარ არიან! ალბათ დაიხოცნენ ამ სუნში!
_ ამხელა ქალაქში ერთი ცისკარა როგორ არა გვყავს?
_ ცისკარა კი არა, ერთი მზია გვინდა, მივუყვანოთ იმ დევს და მოგვცემს წყალს!

არადა ბავშვობაში სულ ვფიქრობდი, რა მამაცი ხალხი იყო იმ ზღაპარში, მზიას რომ არ ატანდნენ დევს. ახლა მე მაგალითად ისე ვიყავი გამწარებული, ჩემი ხელითი მივართმევდი, თანაც გაბანტულს.

ისე ჩამითრია სახალისო კომენტარებიდ კითხვამ, ცოტა ხანში სულ გდამავიწყდა უწყ**ლობაც და გაქაფული თავიც.

გაოცებული ვფიქრობდი: აი რას ნიშნავს იუმორის ნიჭი! კიდევ კარგი ხალხს იუმორი მაინც შეგვრჩამეთქი, რომ მოულოდნელად მეზობლი აივნიდან გამწარებული კნავილი მომესმა. გავედი და გადავხედე. გვერდზე სულ რაღაც რამდენიმე მეტრში, საწყალი კნუტი იჯდა და საწყალობლად კნაოდა.

_ გწყურია საწყალო? _ შევიცოდე კნუტი, ხომ იცით თავად რაც გაწუხებთ, სულ გგონიათ სხვასაც მაგის დარდი კლავს._ სად არის შენი პატრონი? მოიცა დამელოდე!

ისე ვუთხარი, თითქოს იმ აივნიდან სადმე წავიდოდა. სწრაფად გამოვედი სადარბაზოში და მეზობლის კარზე კაკუნი ავტეხე. კარგი დასანახი კი ვიყავი. კანზე შემხმარი ქაფით, თავზე პირსახოცით და აბაზანის ხალათით. მაგრამ დიდად არ მანაღვლებდა. ამ ახალ მეზობელს არც კი ვიცნობდი. რამდენადაც ვიცოდი, სახლი ნაქირავები ჰქონდა და გვიან ღამემდე არ ბრუნდებოდა სახლში. ამიტომ პირისპირ არასდროს გადავყრივარ ჩემს «ძვირფას»კარის მეზობელს. კარგა ხანს ვაკაკუნე და ბოლოს ვიფიქრე, რომ უბრალოდ სახლში არ იყო. ისევ შინ შევბრუნდი. კნუტი ისევ კნაოდა, არა უკვე გაჰკიოდა.

_ რუსთავ წყალი თქვენ გაგიხმათ ყელი! _ ისევ ის საწყალი კომპანია მივაწყევლე. დაახლოებით ისე, როგორც ოთხმოცდაათიანებში, იყო არ იყო მისი ბრალი, მაინც ედიკას რომ წყევლიდნენ.
ისევ აივანზე გამოვედი.

_ როგორ გიშველო, რით დაგეხმარო? _ მოულოდნელად გამახსენდა, ჩანთაში ნახევარლიტრიანი წყალი რომ მეგდო, დილით ნაყიდი. მივედი და ამოვიღე. განახევრებული დამხვდა. სულ ერთი ყლუპი მოვსვი და დავფიქრდი, როგორ მომეხერხებინა კატისთვის წყლის გადაწოდება. რამდენიმე ვარიანტი განვიხილე, მაგრამ რადგან წყლის რაოდენობიდან გამომდინარე მხოლოდ ერთი ცდა მქონდა, ვერ გავრისკე. ეზოს გადავხედე. მესამე სართული,

_ნეტავ აქიდან რომ ჩავვარდე გადავრჩები? _ ჩავილაპარაკე თვალებმოჭუტულმა. შემდეგ კედელზე გამავალ გაზის მილს დავხედე და მეზობლის აივანს გავუსწორე მზაკვრული მზერა.
და უცებ ჰოი საოცრებავ! ერთმა ისეთმა აზრმა გამკრა თავში, რომ არა უწყლობით გამოწვეული დეჰიდრატაცია და სიცხით გამოწვეული ალუზია, ამ სულელობას ისე რა ჯანდაბა გაკეთებინებდა?! ბოთლს თოკი მოვაბი და კისერზე ჩამოვკიდე. ჰაერი ჩავისუნთქე და აივნის მოაჯირს თამამად დავეყრდენი. ადრე ბავშვობაში სპორტულ აკრობატიკაზე დავდიოდი და დიდად არ შემშინებია, წესით უნდა გამომსვლოდა!

აივნიდან ფრთხილად გადავცოცდი და გაზის მილს გავყევი კედელზე აკრული. ჩემი საქციელით დაინტერესებული კნუტი კი მოაჯირზე ამოძვრა და გაიტრუნა. თვალი მიწისკენ გამექცა და ცოტა შემაქანა.

_ რუსთავ წყალიიი შენ დაგეცა მეხი და დაგესხა რეტიიი! _ მივაკულმუხე ისევ გულიანად. მგონი კონცენტრაციაში მეხმარებოდა მათზე სიბრაზე.
ერთი ორი სამი და ვუალაა! უკვე მეზობლის აივანს მივწვდი და ბედნიერი გამარჯვებული და საკუთარი თავით აღფრთოვანებული ღიმილით გადავძვერი იმ ოხერ აივანზე.

_ შენა ხარ საშველი? მოვედი მაშველი! _ გავეჯგიმე უცხოს დანახვით გაფხორილ კატას და კისერზე დაკიდული ბოთლი ჯილდოსავით მაღლა აღვმართე. უეცრად სრულებით მოულოდნელად კატის გვერდით ორ შიშველ ტერფს მოვკარი თვალი. ნელა ავაყოლე თვალი დაკუნთულ ფეხებს, წელზე მოხვეულ მოლურჯო პირსახოცს, მუცლის საოცარ პრესს, და ჩემი დანახვით გაოცებულ, თაფლისფერ თვალებსაც მივადექი. ღმერთკაცი გინახავთ? თუ არ გინახავთ წარმოგიდგენიათ მაინც? აი სწორედ მასეთი ვინმე იყო. და მის ღვთაებრივ სხეულს რომ თავი დავანებოთ, ჩემმა გონებამ უცბად დააფიქსირა ერთი მცირე დეტალი. ის სულ ახლხანს იყო გამოსული აბაზანიდან. სველი თმიდან ჯერ ისევ წვეთავდა წყალი, განიერ მხრებზე და მკერდზე წურწურით ჩამოსდიოდა სანატრელი სითხე

_ წყალი! _ ისე ამოვილპარაკე თვალგაშტერებულმა, თითქოს უდაბნოგამოვლილი მოულოდნელად ოაზისის კამკამა ტბას წამოვადექი თავს.

_ ბატონო? _ წარბები მაღლა აწკიპა და თავი გვერდზე გადახარა, აშკარად ჩემს უცნაურ ვიზუალს აფასებდა. ცალი ხელით პირსახოცი შეისწორა, ვინიცობაა უეცრად არ ჩამოვარდნოდა. აჰაა, აშკარად ძალიან რაციონალური ადამიანი უნდა ყოფილიყო!

_ რა გინდათ გოგონა? _ მკითხა და ტუჩებზე სულ ოდნავ გაუკრთა ღიმილი.

_ ბანაობა, მეც ბანაობა მინდა! _ იმდენად მოულოდნელი იყო ჩემი პასუხი, თავად მეც კი გამიკვირდა.

_ ბანაობა? _ ჩამეკითხა ღიმილით და ჩემს კისერზე ჩამოკიდულ ნახევრად წყლით სავსე ბოთლს დაასო თვალი. გონება მოვიკრიბე და ბოთლი გავუწოდე.

_ შენს კატას წყალი მოვუტანე, ტიროდა! _ თვალით კნუტზე ვანიშნე. უკვე დაუფარავად იცინოდა.

_ და აქ საიდან მოხვდი?

_ ჩემი აივნიდან! _ გავხედე ჩემს სახლს.

_ მადლობა შეწუხებისთვის. მაგრამ არ იყო საჭირო! _ აი ახლა კი უკვე მართლა ჩემს სხეულს ათვალიერებდა და ინტერესს არც კი მალავდა. დაბნეულმა მიმოვიხედე.

_ კარგით, მაშინ მე წავალ! _ ვუთხარი და საიდანაც მოვედი, ისევ იმ გზას დავადექი. ფრთხილად და ნელა გადავძვერი მოაჯირს მიღმა.

_ ღმერთო ჩემო! აშკარად ცუდად მოქმედებს შენზე უწყლობა! _ ისე მოულოდნელად მოვიდა და ისე მოულოდნელად მომხვია დაკუნთული მკლავები გააზრებაც ვერ მოვასწარი.

_ სხვათაშორის, კარიც მაქვს! _ მითხრა და პირდაპირი მნიშვნელობით ბუმბულივით ამიტაცა ხელში. თმაზე ჩალმასავით მოხვეული პირსახოცი მომძვრა და აივნის იატაკზე დაეცა.

_ეს რა არის? რა გჭირს? _ გაოცებულმა დამხედა გაფშეკილ თმაზე.

_ იმ დამპალი რუსთავ წყალის ბრალია! _ ვუთხარი მთელი სერიოზულობით და თითით არარსებულ მიმართულებაზე მივუთითე.

_ ჰოო? _ მკითხა სიცილით._ ანუ ამას გულისხმობდი, 'ბანაობა მინდაში«? კარგი, იბანავე, არაა პრობლემა!

_ შეიძლება? ჩემმა რძალმა არაო, დაქალებმაც! დარწმუნებული ხარ, რომ შეიძლება? _ არც კი მომსვლია თავში აზრად, რომ უცხო კაცის სახლში ნახევრად ტიტველი ვიდექი და ბანაობას ჯიუტად ვითხოვდი.

_ როცა აქ გადმოვედი და ქალაქში მცხოვრებ ბაყბაყ დევზე მოარული ქალაქური მითები გავიგე, პირველად სათადარიგო რეზერვუარი შევიძინე, ასე რომ, სანამ წყალი მოვა, შეგიძლია ჩემი წყალი სურვილისამებრ მოიხმარო და გამოიყენო._ ვიცოდი რასაც მეუბნებოდა, მაგრამ ისეთი ხმით და ღიმილით ამბობდა ამ უბრალო წინადადებას, »წყალი მოიხმაროო!« რომ არა ბანაობის უჩვეულოდ საჭირო და აუცილებელი პერსპექტივა უკანმოუხედავად გავიქცეოდი მისი სახლიდან.

_ მე მზიკო მქვია! _ გავუწოდე ხელი. მან კი კისერზე შებმული ბოთლი მომხსნა და ხელში ჩამიდო.

_ მგონი ეს აღარ გჭირდება, მზიკო!

_ ოღონდ ახლა ნუ მეტყვი, რომ შენ ცისკარა ხარ, თორემ გაგიჟება არ ამცდება იცოდე! _ ბოლოს გავეხუმრე და მეც გამეცინა.

_უფრო უარესი, _ თვალი ჩამიკრა მან. უარესი რაღა უნდა რქმეოდა, ვერაფრით მივხვდი._ რომ იცოდე, არასდროს ვყოფილვარ ასეთ უცნაურ ამბავში გახვეული!

_ და მაინც რა გქვია? _ ვკითხე დაუფარავი ცმობისმოყვარეობით.

_ არ დამიჯერებ!

_ სცადე!

_ მსუქნა, »ბულკივით« ბავშვი დავბადებულვარ, და იქ ჩვენთან უცნაურ სახელებს ხშირად არქმევენ ხოლმე ბავშვებს, ხოდა ადგნენ და…_ წამით შეიცადა. ეშმაკურად გამომხედა _ რა უცნაურია, არ გიფიქრია, რომ ბედისწერის ქალღმერთს უცნაური იუმორი აქვს? ახლა ისეა რა, კეისარს მიართვით კეისრისაო!

ისე ახლოს მოვიდა, ინსტიქტურად ჩემი გაშეშებული თმა ხელით დავიფარე, რომ ძალიანაც არ მოხვედროდა ჩემი საცოდაობა თვალში. მაგრამ თმაზე მეტად მგონი მას ჩემი სულ სხვა ტერიტორიები იზიდავდა და აინტერესებდა.

_ რა გქვია? _ ვკითხე მისი სიახლოვით დაბნეულმა.

_ დევი! _ მიპასუხა მთელი სერიოზულობით.

_ არ არსებობს! _ მივაჩერდი გაოგნებული.
_ არსებობს ჩემო მზია, არსებობს! _ მხიარულად აიჩეჩა მხრები.

იმ საღამოს დაბანილ, დავარცხნილ, მოწესრიგებული ვიჯექი ჩემს თეთრ ფითქინა დივანზე და მორჩენილ ნაყინს ვჭამდი. იმის გაანალიზებას ვცდილობდი, რაც მოხდა, მაგრამ როგორც კი მისი დანახვის პირველი წამი წარმომიდგებოდა თვალწინ, თავში ყველა საღი აზრი მერეოდა.

_ მზია და დევი? კარგით რააა! _ გავაქნიე თავი ურწმუნოდ. ფიქრების გასანიავებლად მობილური ავიღე და ფეისბუქში შევედი. სიახლეების ზარი წითლად ციმციმებდა. თითი დავაჭირე და გავხსენი.

» თქვენ მოიპოვეთ კომპანია რუსთავ წყლის გულმხურვალე გულშემატკივრის ემბლემა…'' ჯერ ვიფიქრე, ხომ არ მეჩვენებოდა, მერე კი უბრალოდ სიცილით გადავყირავდი დივანზე. სული რომ მოვითქვი, ავდექი და ბოლო კომენტრიც დავუტოვე ბარემ:

_ყველაფრისთვის დიდი მადლობა რუსთავ წყალი! ვაფასებ თქვენს იუმორს! ????????



№1 სტუმარი სტუმარი ნინეა

რუსთავ წყალი ჩვენი ტკივილია????????

 


№2 სტუმარი სტუმარი იაკო

კარგი იყო. მზია და დევის გაგრძლებულ ურთიერთობასაც წავიკითხავდი დიდი სიამოვნებით❤️

 


№3  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ნინეა
რუსთავ წყალი ჩვენი ტკივილია????????

ოს გაიგებს ვისაც გამოუცდია )))))

 


№4 სტუმარი ნანამია

ვიხალისე... არა იმიტომ რომ თბილისში არ არის წყლის პრობლემა, არამედ... კომენტარები მომეწონა და... იქნებ დევის და მზიკოს ისტორიაც გაგვიგრძელო რა...პ.ს
. სამსახურში ვარ ჩუმად მინდოდა წამეკითხა და არ გამომივიდა... მადლობა ჩვენო საოცარი ვ ე რ ა ააა...

 


№5  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ნანამია
ვიხალისე... არა იმიტომ რომ თბილისში არ არის წყლის პრობლემა, არამედ... კომენტარები მომეწონა და... იქნებ დევის და მზიკოს ისტორიაც გაგვიგრძელო რა...პ.ს
. სამსახურში ვარ ჩუმად მინდოდა წამეკითხა და არ გამომივიდა... მადლობა ჩვენო საოცარი ვ ე რ ა ააა...

კიი პრობლემა სასაცილო არაა რეალურად,მაგრამ ცოტა იუმორს თუ არ მოვუხმეთ ზოგჯერ შეიძლება გვგიჟდეთ)))) ამ ეტაპზე ნეტავ ის დამამთავრებინა რასაც ვწერ და სამომავლოდ რა ვიცი, რას გუგებ რუსთავ წყალს, შესაძლო ისევ მომიყვნონ ხუმრობის ხასიათზე )))) მადლობა ))))

სტუმარი იაკო
კარგი იყო. მზია და დევის გაგრძლებულ ურთიერთობასაც წავიკითხავდი დიდი სიამოვნებით❤️

მადლობა, ჯერ არა მგონია, და შემდეგში არ გამოვრიცხავ.

 


№6 სტუმარი სტუმარი მაკა

ესეთკარგ ხასიათზე თუ დავდგებოდი ამ დილით არ მეგონა გაიხარე ❤️❤️❤️❤️❤️

 


№7  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი მაკა
ესეთკარგ ხასიათზე თუ დავდგებოდი ამ დილით არ მეგონა გაიხარე ❤️❤️❤️❤️❤️

მიზანიც განწყობის ამაღლება იყო)))

 


№8 სტუმარი Ნინა

Რუსთავწყალზე ხუმრობა თუ გამაცინებდა რა მეგონა ???????????? მიყვარს შენი ისტორიები,კარგად და გამართულად წერ ❤️წარმატებებიიი❤️❤️❤️❤️

 


№9 სტუმარი სტუმარი თეო

ზოგი ჭირი მარგებელია. თავი გაუხმეს რუსთავ წყალს ???? ძალიან მომწონს შენი ისტორიები ❤️

 


№10 სტუმარი Ana-maria

თქვენ ხართ ძალიან პოზიტიური მწერალი. ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებთ თქვენი ისტორიებით. ამ ისტორიას გაგრძელება აუცილებლად სჭირდება. წარმატებები და მაინც დაველოდები ახალ თავს

 


№11  offline ახალბედა მწერალი ვე რა

Ნინა
Რუსთავწყალზე ხუმრობა თუ გამაცინებდა რა მეგონა ???????????? მიყვარს შენი ისტორიები,კარგად და გამართულად წერ ❤️წარმატებებიიი❤️❤️❤️❤️

მეც არ მეგონა მათზე ოდესმე რამეს ისეთს თუ დავწერდი, რაც პოზიტივს მოიტანდა ????

Ana-maria
თქვენ ხართ ძალიან პოზიტიური მწერალი. ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებთ თქვენი ისტორიებით. ამ ისტორიას გაგრძელება აუცილებლად სჭირდება. წარმატებები და მაინც დაველოდები ახალ თავს

მადლობა დიდიიი)))))

 


№12  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ვერაჩკა ❤️ გუშინწინ,ერთი სრული დღით არ მქონდა წყალი და ჩემს მეზიბელს შევუვარდი გამწარებული,ოღონდ ის 85 წლისაა და ნათელა ჰქვია
:(( ყველაფერს ბედი უნდა :დდ
სულ ღიმილ-ღიმილით ჩქვიკითხე ❤️
წარმომუდგენია,დევის და მზიკოს როგორი მხიარული რომანი ექნებათ დდ

 


№13 სტუმარი სტუმარი ნატალია

ეს ამ რამდენიმე დღის წინ 3 დღიანმა უწყლობამ დაგაწერია ხო? ????
მართლა ვისაც არ გამოუცდია ვერ გაიგებს.
საყვავილეებიც კი წყლით ვავსე ????
მშვენიერი სახალისო ამბავი იყო, სიმწრის სიცილი მქონდა ჩვენი მზიას საცოდაობაზე????

 


№14  offline ახალბედა მწერალი ვე რა

tasusuna
ვერაჩკა ❤️ გუშინწინ,ერთი სრული დღით არ მქონდა წყალი და ჩემს მეზიბელს შევუვარდი გამწარებული,ოღონდ ის 85 წლისაა და ნათელა ჰქვია
:(( ყველაფერს ბედი უნდა :დდ
სულ ღიმილ-ღიმილით ჩქვიკითხე ❤️
წარმომუდგენია,დევის და მზიკოს როგორი მხიარული რომანი ექნებათ დდ

სამი დღე რომ გადაბმულად არ გექნება წყალი და მერე იმ დათქმულ დროსაც რომ არ მოვა და კიდევ ერთი დღით რომ გადაიწევს, დამიჯერე წყლიან ნათელასაც არ დაიწუნებ და ჟორასაც ))))))))))) იუმორის ხუმრობის და დევზე ოცნების მეტი აღარაფერი დაგრჩენია მაგ დროს)))))))))))))))

სტუმარი ნატალია
ეს ამ რამდენიმე დღის წინ 3 დღიანმა უწყლობამ დაგაწერია ხო? ????
მართლა ვისაც არ გამოუცდია ვერ გაიგებს.
საყვავილეებიც კი წყლით ვავსე ????
მშვენიერი სახალისო ამბავი იყო, სიმწრის სიცილი მქონდა ჩვენი მზიას საცოდაობაზე????

კიი ამას მარტო რუსთაველი თუ შეიგრძნობს მთელი თავისი ტრაგიზმით ))))) ცხრაზეც რომ არ მივიდა დაპირებისამებრ აი მანდ უკვე ჩამეკეტა საღი აზროვნება და ბოლოს გულმხურვალე გულშემატკივრის ემბლემაო და მეთქი თქვენ თუ არ გაგაშავოთ და სახალხოდ არ გათრიოთ ქალი არ ვიყომეთქი ))))))

 


№15 სტუმარი სტუმარი ნატალია

როგორც იქნა, რომ მოვიდა, დავცალე ქვაბები, კონტეინერები დაა მერე ისევ ავარიულად გაგითიშეთო.
თუ არ მოვკვდებოდი არ მეგონა.

 


№16  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ნატალია
როგორც იქნა, რომ მოვიდა, დავცალე ქვაბები, კონტეინერები დაა მერე ისევ ავარიულად გაგითიშეთო.
თუ არ მოვკვდებოდი არ მეგონა.

ვაიმეეე))) მეშინია ზაფხულის მოსვლის ))))

 


№17 სტუმარი სტუმარი ნინო123

ძალიან კარგი იყო. გაგრძელებას ველოდები. მით უმეტეს საოცრად კარგად წერ

 


№18  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ნინო123
ძალიან კარგი იყო. გაგრძელებას ველოდები. მით უმეტეს საოცრად კარგად წერ

მადლობა დიდი, ჯერ არა მაგრამ ცოტა მერე იქნებ კი)))

 


№19 სტუმარი ეკა 5

უუხ! რა კარგი იყოო? გეხვეწები, გააგრძელე რაააა❤️❤️❤️❤️ აი, შენ რომ იცი ხოლმე, ისე საყვარლად, იუმორით და ბედნიერი დასასრულით, ისეთი სიამოვნებით წავიკითხავდიიი????❤️

 


№20  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ეკა 5
უუხ! რა კარგი იყოო? გეხვეწები, გააგრძელე რაააა❤️❤️❤️❤️ აი, შენ რომ იცი ხოლმე, ისე საყვარლად, იუმორით და ბედნიერი დასასრულით, ისეთი სიამოვნებით წავიკითხავდიიი????❤️

მადლობა, მაგრამ ეს ესაა რაცაა . ))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent