შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი ფანჯრიდან (ნაწილი მეხუთე)


7-03-2024, 20:34
ავტორი Margo Tokyo
ნანახია 3 258

ნაწილი მეხუთე

„რატომ ვემალებით იმ მზეს,
ჰორიზონტიდან რომ გვიმზერს“

მდუმარე ტალღები ენარცხებოდა სუნთქვაშეკრული პალატის კედლებს.
დაუდგრომელი ქარიშხალი ამოვარდაო თითქოს ზაფხულის თბილ საღამოს და წალეკა ყველა სიმშვიდე - სიმწრით შეგროვებული.
წვიმის წვეთები ისრებივით ერჭობოდნენ გაშლილი ფანჯრების მინებს და ახშობდნენ იმ კაცის გაორმაგებულ პულსაციას, სასტიკად რომ მოუკლეს უდანაშაულო ძმა და მის შეძულებას სთხოვდნენ ყოველ წამს ისე, თითქოს დაუწერელი კანონი ყოფილიყოს დამნაშავის გულიდან ამოგდება. ყელში ებჯინებოდა აჩქარებული გულის ბაგაბუგი ვაჩე ფარჯიანს და ზურგით ეყრდნობოდა გაყინულ კედელს, რომ არ დაეკარგა წონასწორობა. სისხლისფრად ქცეულიყო ჭაობისფერი თვალები, ზედმეტად ბევრიც რომ ენახათ უკვე.

არავინ აშორებდა თვალს ფანჯარასთან მდგომ ნენე დგვარელს, სუნთქვაც რომ გახშირებოდა ჩახუთულ ოთახში იმ ძალის მოსაკრებად, მზერის გასწორებასა და რეალობასთან შენარცხებას რომ სჭირდება ხოლმე და იმაზე მწარეც რომ არის სინამდვილეში, ვიდრე იმ უკანასკნელ შუა დღეს დაფლეთილი გულისთვის მიწის დაყრა იყო.

- ნენე, დაგვდებ პატივს და ამოიღებ ხმას? - მოთმინების ფიალა აევსო ძარღვებდაჭიმებულ ჩეჩეს, ჯერ უმცროსი დის, შემდეგ ონისეს თვალებში რომ ეძებდა პასუხებს და არ უსწორებდა ისიც ჯიუტად.
- ვნახე, - ექოსავით გაისმა გაუბედავი ხმა.
- ვინ ნახე? - დაეძაბა ხმა ონისესაც. ხმას არ იღებდა ვაჩე.
- საშკა ვნახე, სიკვდილამდე ერთი თვით ადრე, - ისეთი რაღაც მითხრა...
- რა... რა გითხრა, ნენე? - ცივ კედელზე მიყრდნობილი თავი მძიმედ წამოსწია და გატეხილი ხმით დაიჩურჩულა ყველა უბედურებას მიჩვეულმა კაცმა, აღარაფერი რომ აღარ აოცებდა ამქვეყნად უკვე.
- გადავარჩინე გოგო სიკვდილს, მაგრამ დამაგვიანდაო მაინც. ვერ ვუშველეო ბოლომდე, დარდობდა ძალიან, - გაუბუჟდა გაყინული ხელები ნენეს. აუკანკალდა ხმა ოდნავ, რადგან ვერ იპოვა მის თავში ის გამბედაობა, რომ ეთქვა საშკას სიტყვები; „ვერ ვუშველე ისე, როგორც გიშველა შენ ნოდომ.“ გაცრეცილი, გადარეცხილი თვალებით ახედა პალატის ბოლოში მდგომ ნოდოს, კედელს მიყრდნობილი თვალს რომ არ აშორებდა ისიც. სწრაფ მზერაში გაცვალეს ის, რაც ენახათ მხოლოდ მათ და არავის სხვას.
- მოიცა... რა გამოდის, რომ... - თმაზე ხელი გადაისვა დაბნეულმა დათუნამ, ყველა აქამდე ნათქვამი სიტყვის სიმწარე რომ ეგრძნო უკვე ერთიანად.
- გვიან მივიდა, გვიან შეამჩნია... ვერ მიუსწრო, მაგრამ დღეს ჭკუასელის და ცოცხალი რომ არის, საშკათი არის, - მორიდების, პატიების, დაგვიანების და მაინც, სიამაყის ყველა ნოტი იგრძნობოდა ნენეს ერთ გამოხედვაში. დააჯილდოვა ვაჩე იმ მზერით, ყველაზე მეტად რომ სჭირდებოდა ახლა, როგორც ღირსებაშელახულ, ნამსხვრევებად ქცეულ უფროს ძმას.
- ახლა მოიცა! - ხელით ანიშნა ჩეჩემ დათუნას, ჯერ მე მაცადეო. წარბშეკრულმა ეჭვნარევი მზერით გადმოხედა დას და ხელისგულებით ჩამოეყრდნო ონისეს საწოლს. - შენ რატომ გითხრა, ნენე?
- რა მნიშვნელობა აქვს, ჩეჩე?! - წყრომით გაუსწორა თვალი ძმას.
- რომ გეკითხები, ესე იგი, აქვს!
- გეყოფათ! - ჩაერია ონისე, უჩვეულოდ რომ დასძაბვოდა მზერა მუდამ დამშვიდებულს.
- აქამდე რატომ არ თქვი?! - არაფრად ჩაუგდია ონისეს სიტყვა, არ შორდებოდა გამომცდელი ტონი უფროს დგვარელს, დაახლოებით რომ ხვდებოდა, რაღაც ისეთს რომ უმალავდნენ, მის მოთმინებას ბოლო წვეთამდე რომ გამოსცდიდა.
- რა უნდა მეთქვა, ან როდის? - შეკრა წარბები ნენემ. - წარმოდგენაც არ მქონდა ამ თემის ირგვლივ თუ ტრიალებდა ყველაფერი. ვერც კი ვიფიქრებდი, კარგი საქმე თუ შემოუბრუნდებოდა საპირისპიროდ! ან რა ვალდებული ვარ, სიტყვა-სიტყვით მოვყვე ყველაფერი, რაც ჩემმა მეგობარმა მითხრა?! - გულის შეტევას ჰგავდა ნენეს პირიდან ამოსული ის ერთადერთი სიტყვა, სტატუსს რომ უსაზღვრავდა საშკა ფარჯიანს ნენე დგვარელის ცხოვრებაში.
აემღვრა მზერა ვაჩეს.
აემღვრა ისე, როგორც ნაწვიმარზე დატოვებულ გუბეს სჩვევია ფეხის ჩადგმის შემდეგ.
- აჰ, მეგობარმა?! - უნდობლად გადააქნია თავი ჩეჩემ და ჩაეცინა ცინიკურად. - თუ მეხსიერება არ მღალატობს, ექვსი წელია გამარჯობაც არ გითქვამთ ერთმანეთისთვის მეგობრებს, არა? როდის მერე გიშლიდა შენ ეგ გულს, ნენე?!
- რა დროს ეს არის? ან რატომ აქვს შენთვის ამდენად დიდი მნიშვნელობა? მნიშვნელოვანი იცი რა არის ახლა, ჩეჩე? - სიბრაზისგან აუთრთოლდა ხმა უმცროს დგვარელს, გაგიჟებული ჩეჩეს გამო დამნაშავედაც რომ გრძნობდა თავს ვაჩეს წინაშე. - უსამართლოდ მოკლული ადამიანი! შეცდომით მოკლული ადამიანი არის მნიშვნელოვანი ახლა, ჩეჩე, და ის ხალხი, ვინც ამის უკან დგას!
- ჩემთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი იცი რა არის, ნენე? - კონტრასტულად დამშვიდებული ხმით დაუხვდა გულზეხელდაკრეფილი ჩეჩე სიბრაზისგან სახეაწითლებულ დას. სიმწარეშეპარულმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე და მიუახლოვდა გამოზომილი ნაბიჯებით. - თვალებში რომ მიყურებ და ვერ მიყურებ. აი, ეგ, ნენე.
- ჩეჩე... მერე! - წამოიწია საწოლზე ონისე, როცა იგრძნო, ჩეჩესთან ვერავინ ვერაფერს გახდებოდა. მზერით ანიშნა, აგიხსნიო მერე, თუმცა იცოდა, ვერ დაამშვიდებდა ბიძაშვილს ასე მარტივად.
- ამიხსნი, ონისე. ბევრი დაგიგროვდა ასახსნელი, - ბასრი მზერა ჯერ ონისეზე, შემდეგ აჩიზე გადაიტანა და ხმაურიანად გავიდა პალატიდან.
- გადარეული! - ჩაიფრუტუნა აჩიმ და ამოიოხრა შემდეგ დაღლილმა. - გილოცავთ, ჯეკპოტი დაგვეცა, სანათესავოც შარში ვართ! ეჰ, ამ ცხოვრებას რა ვუთხარი, გენეტიკას რა ვუთხარი... მოგიწვები მალე გვერდით, სახსრები მკარნახობს... ბოლოს რომ გადაირია, ხომ გახსოვს? ქალბატონო ექთანო, ზუსტად ასეთი პალატა გაქვთ, ხომ? ხედით უშბისკენ. კვება სამჯერადი?
- აჩი! - აატრიალა თვალები ონისემ და მზერით ანიშნა აცანცარებულს ვაჩესკენ, სუნთქვა რომ ჰქონდა შეკრული მოსმენილისგან.
- ნენე... - ახლა გამოფხიზლდაო თითქოს ვაჩე, ამოიხრიალა სუსტად. - რას ამბობ, იცი, ნენე? - მწარე ღიმილი გაუკრთა სისხლისფრად შეღებილ სახეზე.
- მხოლოდ იმას, რაც ვიცი დანამდვილებით. არ მომატყუებდა. ტყუილი ის ერთადერთი იყო მისთვის, რასაც არასდროს იკადრებდა. უდანაშაულო არის შენი ძმა, ვაჩე, - აეწვა თვალები უმცროს დგვარელს.
- უდანაშაულო... - ტკივილიანად ჩაეცინა ვაჩეს. - უდანაშაულო არის ჩემი ძმა, ნენე?
- არის, - სული დაუკაწრაო თითქოს ვაჩეს სიტყვებმა სიცივისა და ნერვიულობისგან მობუზულს. - მეტიც, მართალი არის შენი ძმა. სწორი. ძალიან სწორია იმ კაცის წინაშე, მადლობის ნაცვლად, ტყვია რომ გაიმეტა მისთვის.
- შენთან?
- ჩემთან? - კაცის გამყინავმა ტონმა აურია მზერა ნენეს. დამფრთხალმა გადახედა ონისეს. მანაც თავის სუსტი დაქნევით მიახვედრა, იცისო ყველაფერი.
- შენთან არის უდანაშაულო ჩემი ძმა, ნენე? - თავადაც ეტკინა საკუთარი სიტყვები ვაჩეს.
- ერთხელ ყველას ეშლება, ვაჩე. ერთხელ ყველაზე უშეცდომოსაც ეშლება, მჯერა ამის. ერთხელ მეც შემეშლება და ძალიან მეტკინება, უპატიებელი რომ იყოს იმ „ერთხელ,“ - ხმა ჩაიწმინდა კაცის სიტყვებით აფორიაქებულმა და ნელა მოშორდა ფანჯარას. - ჩემგან სუფთად წავიდა, იცოდე ესეც.
- აპატიე?
- ვაპატიე.
- გთხოვა? - ყელში გრძნობდა მოწოლილ გორგალს, არ გატყდა მაინც.
- ერთხელ და ბევრჯერ, - ჩაეღიმა სევდიანად. ზუსტად ისეთი სიხარულნარევი სევდით, როცა ვერ ელევიან დასავიწყებლად მომზადებულ ძვირფას მოგონებას. - ყველა გულწრფელად.
- მართლა?
- მეც შემეშალა მასთან.
- შენ?
- ვერ დავემშვიდობე, - დაუბინდა სიმწვანეში ჩაკარგული თვალები მარილიანმა სითხემ. - ვერ გავაცილე უკანასკნელად ჩემი ბავშვობა.
დაუქნია თავი სუსტად.
ჩახარა ცრემლიანი თვალები ვაჩემ და უსიტყვოდ გავიდა ოთახიდან.
ბევრი სიტყვა ითქვა უსიტყვობაში.
ბევრი ემოცია აირეკლა იმ საღამოს მისმა თვალებმა.

- მდაჰ... ისეთი საქმე გახსნა ნენემ, ჟღენტი კომაში ჩავარდება, - აღმოხდა კართან ჩამომდგარ აჩის.
- ან ხელი დააფარა ვიღაცას, ან შეტენეს, - ჩაილაპარაკა ნოდომ და უკანასკნელად შეავლო თვალი ნენეს. შესამჩნევი იყო ეს თვალის შევლებაც ყველასთვის.
- შეტენეს, - დარწმუნებით დააქნია თავი დათუნამ. - გავიდეთ უკვე, ბევრი ხალხია.
- ნენე, დარჩი, - წასასვლელად მომზადებული მოაბრუნა ონისეს სიტყვებმა.
- შენც უნდა მეჩხუბო? - დაუდგა პირისპირ ბიძაშვილს და ხელის მსუბუქი მოძრაობით გადაიყარა სახეზე ჩამოყრილი თმა უკან.
- მე უნდა გკითხო, - გაუსწორა მანაც ბასრი მზერა. - რატომ არაფერი მითხარი?
- საშკას ხსენებაზე არაადეკვატური რომ ხდებოდი, დაგავიწყდა? თუ გაგახსენო ბოლოს მისი ხსენება როგორ დასრულდა? - ირონიულად ჩაეცინა ნენეს.
- უნდა გეთქვა, მაინც, - მოარიდა მზერა. - უნდა მცოდნოდა, შენთან მოსვლა რომ გაბედა.
- სცემდი?
- საცემი იყო ეგ ბავშვობიდან, მაგრამ როდის მიცემია? - სასაცილოდ აზიდა წარბები ნენეს უკმეხ ტონზე.
- ბოდიში მომიხადა, ონისე. ბოდიში. ისეთი იყო... ისეთი. თვალებში ეტყობოდა, როგორ უნდოდა შენგანაც მოესმინა ის პასუხი, რომელიც მოისმინა ჩემგან. შენგანაც ელოდა ადამიანურ გაგებას, იცი? ალბათ, შენგან უფრო მეტად, ვიდრე ჩემგან.
- რომელ გაგებას, გოგო? შენი თავი ვანდე. შენი უსაფრთხოება ვანდე რამდენიმე საათით და ეგეც ვერ გააკეთა! ჩემთვის კი არა, შენთვის ვერ გააკეთა, ნენე! რომელ პატიებას ითხოვთ ჩემგან? - ბრაზმა აურია სახე ონისეს. - ან რას ელოდა ჩემგან, მე უნდა მივსულიყავი მასთან და მეთქვა, არა უშავს, საშკა, მერე რა, რა მოხდა, ვის არ შეშლია, ხო?
- შენამდე არ მოუშვი, ონისე, - ჩახარა თვალები ნენემ. აემღრვა მზერა.
- მოშვება სჭირდებოდა, ნენე? - მწარედ ჩაეცინა დგვარელს. - მისვლა გინდოდეს და ვერ მიდიოდე, ნენე? დამნაშავე იყო, გამოსწორება გინდოდეს და ხელს გიშლიდეს რამე? არ არის ეგრე, ნენე... არ არის ეგრე, როგორც შენ უყურებ ცხოვრებას. ვერავინ გადაგიდგება, როცა გინდა. თუ მართლა გინდა, ვერაფერი დაგაკავებს. ექვსი წელი ზედმეტად ბევრი ხომ არ არის სიმხდალის დასამარცხებლად?
- მთავარია როგორ და არა როდის, ონისე. როგორ მიდიხარ, ამას აქვს მნიშვნელობა, ზოგჯერ და არა როდის. ერთხელ მოვიდა და ისე, რომ საკმარისი იყო გადაეწონა ყველა ვერ მოსვლა, ონო, - წარსულის ლანდებსა და აწმყოს აჩრდილებს ერთდროულად ებრძოდა ნენე.
- ექვსი წელი, ნენე. ექვსი წელი და არცერთი სიმართლე მისკენ, გესმის? - წამოიწია საწოლზე ონისე. ხელისგულებიც კი დაეცვარა იმდენად ახრჩობდა საშკას სიმხდალე. რომ გეკითხათ, რომელი უფრო უპატიებელი იყო მისთვის, დაუფიქრებლად აირჩევდა მეორეს - ვერგაბედილ მოსვლას.
- არ იყო ფხიზელი... - ხავსს ეჭიდებოდა ნენე. მწარედ ხვდებოდა ყოველი დამასხურებული სიტყვა.
- ამართლებს? - დამცინავად აზიდა წარბები.
- არ ვამბობ, რომ ამართლებს, მაგრამ შეიძლება გაგება. არავინ ვართ დაზღვეული ისეთი დაუფიქრებელი ქმედებებისგან, მთელი ცხოვრება სანანებელი რომ შეიძლება გაგვიხდეს მერე. შენ რომ გადაგედგა ნაბიჯი მისკენ, შენ რომ ყოლოდი გვერდით, იქნებ...
- გაჩერდი, გოგო! შენ რომ რამე დაგმართნოდა, შენც რომ ისე დაგესრულებინა, როგორც ჭკუასელის დამ, ნოდო რომ არ ყოფილიყო იქ და არ გადაერჩინე, მერე? მიპასუხე ნენე, მერე? იცი, რომ თავი უნდა მომეკლა მერე? როგორ უნდა მეცხოვრა შენი ცოდვით, გოგო?
- შენი ხელიც მწარე იყო მისთვის... ბავშვობის მეგობრისთვის. დააშავა, მაგრამ შენი იყო მაინც, ონისე. შენიანი იყო. აუცილებელია სისხლით ნათესავი იყოს, რომ აპატიო? - გაუტყდა ხმა ნენეს. ვერაფერი მოუხერხა იმ გორგალს, ყელს რომ აწვებოდა ძლიერად.
- ჩემი ხელი მწარე კი არა, დამსახურებული იყო, ნენე! - მოექუფრა სახე დგვარელს. - როცა გეშლება... როცა ძალიან გეშლება. როცა ისე გეშლება, როგორც გიორგის მამიდაშვილს შეეშალა, პატიება არ მოდის ჰაერიდან, ნენე. მონანიება სჭირდება ყველაფერს. მე მხოლოდ მაშინ ვაპატიებდი საშკას, რომ მოსულიყო ჩემთან. მეც უნდა მენახა ის თვალები, შენ რომ მელაპარაკები ახლა, გესმის? მე რომ ის დამენახა, რაც შენ დაინახე, ვაპატიებდი მხოლოდ იმიტომ, რომ შენ ახლა იმ გოგოს სიტუაციაში არ ხარ, ნენე. შენ რომ ის ტკივილი აგეტანა, რაც იმ გოგომ... ვიქნებოდი, ალბათ, მეც ის შეშლილი რეზი ჭკუასელი! გიფიქრია ერთხელ მაინც, როგორი რთული შეიძლება იყოს ასეთ დროს დაიჭირო საკუთარი თავი? მე მიფიქრია, ნენე. იმ წამიდან მიფიქრია, შენი ამბავი რომ გავიგე. ფასი ეკარგება იმ შენს ადამიანობასაც, როცა იმ ადამიანის ტანჯვას უყურებ, საკუთარ თავზე მეტად რომ გიყვარს. შენ რომ მენახე ისეთი ცოცხალ-მკვდარი, როგორიც ნახა ჭკუასელმა თავისი და, წარმოდგენაც არ მინდა, რას გავაკეთებდი. მეშინია წარმოდგენა, ნენე. ცოტა იქნებოდა მაგ წარმოდგენაში ადამიანური და არ მეამაყება ეს.
- ჭკუასელს ამართლებ? - გულწრფელი გაოგნება დაეტყო ნენეს ხმას. ონისე მისთვის ყოველთვის ის ხაზი იყო, ჰუმანურობასა და სამართლიანობას შორის რომ გადიოდა.
- მე რომ ჭკუასელი ვყოფილიყავი და შენ - მე, ონისე დგვარელი, არ უნდა გაგემართლებინე. მკვლელობას გამართლება არ აქვს. არ შეიძლება ჰქონდეს. მკვლელს ტაშის დამკვრელი არ სჭირდება. ისეთ მკვლელს, როგორიც არის რეზი ჭკუასელი, მხოლოდ საკუთარი თავი ამართლებს, ისიც მხოლოდ მკვლელობამდე, ნენე, მერე უკვე აღარ.
- კანონი იმისთვის არსებობს, რომ დამნაშავე დასაჯოს. არც შენ, არც მე და არც ის ჭკუასელი რეზი არ არის ის, ვინც განაჩენი უნდა გამოუტანოს სხვას! თუნდაც საშკას გაკეთებული ყოფილიყო, არ ჰქონდა უფლება... - სული შეეხუთა ნენეს. გამოაღო ოდნავ ფანჯარა და შემოუშვა ოთახში შემოდგომის სუსხიანი ჰაერი.
- მარტივია, როცა სიტუაციას ერთი პერსპექტივით აფასებ, ნენე? - მშვიდი და მომთხოვნი ჰქონდა ტონი დგვარელს.
- ვერ ვხვდები, რა გინდა, ონისე, - გაღიზიანებული მობრუნდა მისკენ ნენე.
- როცა სხვის ადგილას დააყენებ თავს, მიხვდები, რაც მე მინდა, იმას.
- დავაყენე ჭკუასელის ადგილას და გეუბნები, რომ მაინც არ გავხდებოდი მკვლელი!
- ვერ დააყენე სათანადოდ, თორემ ოდნავ გამართლებასაც მოუძებნიდი შენს თავს, ჭკუასელი რეზის ადგილას დაყენებულს, - მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა კოპებშეკრულს. - შენიანისგან უფრო მტკივნეულია ღალატი, უფრო უპატიებელი, უფრო მძიმე და სასტიკი. შენ თუ მოახერხებ და იმ შენიანს ცოცხალს დატოვებ, როგორც გიორგიმ - ზურა, აზრი დაგრჩება შენც, როგორც ადამიანს. მე არ გეუბნები იმას, ნენე, რომ რეზის რაიმე გამართლება აქვს, მე გეუბნები იმას, რომ შენ - რეზის, რაღაც გამართლება გაქვს.
- იცი, რა მითხრა საშკამ? - დამაფიქრებელი დუმილი დაარღვია ქალმა.
- რა გითხრა, საშკამ, ნენე, - უცნაურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე ონისეს. ისეთმა, კარგად დავიწყებულის შეხსენებას რომ სჩვევია.
- იქ რომ მივედი... ის გოგო რომ დავინახე, შენ გხედავდიო ყველგან. მეგონა ამდენი წლის ოცნება ამიხდა და დრო დაბრუნდაო უკან. ის დრო დაბრუნდა, შენი თავი რომ ჩამაბარა ონისემ, მე რომ ვერ მოგიფრთხილდიო, - ჩამოსდიოდა ლამაზი ცრემლები გაყინულ სახეზე. - ის გოგო რომ დავინახე, ეგოისტურად გამიხარდა, ნოდო დოლიძე რომ არ იდგაო მის გვერდით. მადლობა ვუთხარი ღმერთს, რომ მოვუსწარი, რომ უნდა გადამერჩინა მე და არავის - სხვას. შვებას ეძებდა ყველგან, გესმის, ონისე?.. ცოცხალი იყოს ნეტავ. აქ იყოს, ნეტავ. იმ დროსაც დავუბრუნებდი უკან, მე რომ დავბრობდი მის ოთახში, მე რომ ვურევდი ყველაფერს, მე რომ ვუშლიდი ნერვებს... რომ არ ვასვენებდი, ყველგან რომ დავყვებოდი. მტკივა, ონისე. ექვსი წელია მტკივა და ახლა კიდევ უფრო მეტკინება. წინასწარ რომ იცოდე, რა ელოდება ადამიანს, ასეთი სასტიკი ხომ აღარ იქნები, არა? რომ მცოდნოდა, ასეთი რამ მოხდებოდა, მე მივიდოდი მასთან. რომ მცოდნოდა, მე არ მოვშორდებოდი გვერდიდან, მხოლოდ ის მცოდნოდა, რომ ნანობდა და არასდროს მოვიშორებდი...
- ის რომ მოსულიყო შენთან, ნენე? მაინც და მაინც უნდა გადაერჩინა ვინმე, რომ მიმხვდარიყო, რამდენი შეეშლა? შეიძლება ყველასთან მართალი იყოს... შეიძლება ჩემთანაც მართალია, მაგრამ შენთან არა, ნენე. არ უნდა შეშლოდა შენთან ასე ძალიან, მაგრამ საკმარისია ისიც, რისი გაკეთებაც მოასწრო შენთვის. ვხედავ და ვაფასებ. კიდევ უფრო, ვიდრე ბავშვობაში, - მიხვდა ონისე, იგრძნო სადღაც გულის ძალიან სიღრმეში, რომ შეეძლო ყოფილიყო უკეთესი. ალბათ, დამნაშავესთან უფრო მოგეთხოვება იყო იმაზე უკეთესი, ვიდრე შენი ტოლისა და სწორის წინაშეო, შემოუძვრა ფიქრი წამიერად.
- მაინც როგორი რამეა, არა? - მიბრუნდა ფანჯრისკენ ნენე.
- რა?
- ადამიანმა ამდენი წელი სუფთად იცხოვრე, ერთხელ შეგეშალა და ყველა სისუფთავე გადარეცხა იმ ერთმა შეშლილმა, - მწარედ ჩაეღიმა ნენეს.
- იცი, რა არის, ნენე? - გაუსწორა მანაც თვალი ღამის სხივებში გახვეულ ცას.
- რა?
- მთელი ცხოვრება ისე უნდა იცხოვრო, სხვასთან კი არა, საკუთარ თავთან არ შეგეშალოს პირველად. იცი, რატომ?
- რატომ?
- სხვასთან აუცილებლად შეგეშლება, ერთხელ კი არა, ბევრჯერ. სხვა აუცილებლად იფიქრებს, რომ შეგეშალა მაშინ, როცა არ შეგშლია, როცა არ გინდოდა შეგშლოდა. შენს თავთან მართალი უნდა დაუხვდე იმ სხვასთანდაშვებულ შეცდომას. შენი თავი უნდა იყოს შენი ალიბი, შენი უდანაშაულობის გარანტი. თვალის გასწორება უნდა შეგეძლოს იმ შეცდომისთვის და ამას იცი, როდის შეძლებ?
- როცა შენც გექნება შენი სიმართლე? - მობრუნდა მისკენ ნენე და აქცია ზურგი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას.
- ჰო, ნენე, - დაუქნია მანად მსუბუქად თავი.
- ჩეჩესთან?
- ხომ შეცდომაა? ხომ იცი შენც, მეც და სხვებმაც, რომ შეცდომაა? მაგრამ ამ შეცდომაში რომ გვაქვს ჩვენი სიმართლე, ეს არის მთავარი. მე ჩეჩესთან დამნაშავედ იმ წამიდან მივიჩნევ თავს, სულ პირველად, შენი წასვლა რომ დავუმალე, მაგრამ ის ამბები რომ არ დამემალა, უფრო დიდი დანაშაული დამედებოდა მხრებზე.
- გაიგებს, ხო? - ჩაეცინა ნენეს.
- გაიგებს.
- ახ! - გადააქნია თავი უღიმღამოდ. - არ მაქვს თავი და ნერვები, შემეშვით! არ შემიძლია, რა...
- კაი, ნუ მოთქვამ, შენ მაინც არაფერს გეტყვის, - მშვიდად გაეცინა ონისეს.
- დიდი შეღავათია! - ჩაიფრუტუნა ნენემ და მძიმედ ჩაეშვა საწოლის გვერდით მდგომ სავარძელში. - მინიმუმ ორი თვე ხმას არ გამცემს. თან მინიმუმ! შეიძლება ორი წელი იყოს ეგ მინიმუმ, გააჩნია რა ფორმით ეტყვი... ვერ ვიტან, როცა ჩემზე გაბრაზებულია. არ შემიძლია, ონო. სუნამო რომ გავუტხე და დავუმალე, ხო გახსოვს?
- მწარედ, - ხმით გაეცინა.
- მე უფრო მწარედ!
- როგორ თუ დამიმალე, ნენე! მე შენგან ამის ღირსი ვარ? ეგეთი ძმა ვარ, ნენე, ჩემი რომ გეშინოდეს?! - მიბაძა ჩეჩეს ღრიალს სიცილით. - ვახ, კაი დღე იყო... მშვიდი, ლაღი, ფონად იადონის არა და ჩეჩეს ღრიალი... უკეთესს ვერ ინატრებდი.
- არა, რა... გასახიზნი ვარ, - ამოიწუწუნა ზმუილით.
- ნუ ზუზუნებ, ნუ გადაფარე აპარატის ხმა! მე და აჩიმ ვიკითხოთ, რომ მოგვაყრის მიწას. სასაფლაო კენჭებით მომირთე, ხო გაიგე? თეთრი კენჭები მომწონს, ნენე, იწერ თუ იმახსოვრებ?
- მზარავს, მთრუგანვს ეგეთი იუმორი, შეწყვიტე! - ზიზღით დაებრიცა ტუჩები ნენეს. - აჩის რაღაც ერჩის? იცოდა რამე?
- იდეაში არაფერს, მაგრამ მასზე ადრე რომ გაიგო, არ დატოვებს ეგრე მშვიდობიანად.
- ერთი შეშლილი მოევლინა ამ ქვეყანას და ისიც ჩემი ძმაა, - მძიმედ ამოიოხრა ნენემ და გადააგდო თავი სავარძლის უკან.
- წუწუნი! - დაუქაჩა თვალები ონისემ. - ხალხი გვისმენს, ხალხი გვკითხულობს, დგვარელებში განხეთქილებააო, უნდა აფიქრებინო? გვარი არ გაპატიებს, რაჭა არ გაპატიებს!
- ოჰ, მოხვედი ფერზე და იუმორზე? ერთი ის მითხარი, რა ურთიერთობაში იმყოფები შენ აქ? რას მიმალავ, ონისე დგვარელო?! - წამოადგა თავზე ეშმაკური ღიმილით.
- თუ ვის? - შეუსწორა თვითკმაყოფილი გამომეტყველებით.
- აუჰ, ეგრეა საქმე?!
- დიახაც, ოღონდ ჯერ არ იცის, - ჩაეღიმა კმაყოფილს.
- რას ნიშნავს არ იცის?
- აი, რასაც, რა.
- ცალმხრივად გიყვარს? - თვალები გაუფართოვდა ნენეს. - შენ და ცალმხრივად, ონო? აპოკალიფსი და რამე?
- ცალმხრივი და დგვარელი ერთად აღარ ახსენო, ნენე, გვარი არ გაპატიებს, რაჭა არ გაპ...
- შეწყვიტე! - აატრიალა თვალები მობეზრებულად.
- ენას ნუ მიტლიკინებ, გოგო! ენა ნუ შემაჩვიე!
- ლამაზი გოგოა, თან რაღაცნაირად ისეთი, შენ რომ შეგეფერება... ენერგეტიკა გაქვთ ერთნაირი.
- სად მოასწარი ენერგეტიკის დანახვა, გრძნეულო ცაგარელო? - ეჭვით ამოხედა თავზე წამომდგარს, უჩვეულოდ ჩაფიქრებული რომ აწყობდა იმ რუკას, ასე ძალიან რომ ეზარებოდა ონისეს.
- ზოდიაქოთი რა არის? აი, ვგრძნობ, რომ ტყუპებია... დერეფანში ჯერ ისე მშვიდად იჯდა, არანაირი აღელვება არ ეტყობოდა, მერე დიტომ გული შეუწუხა და მთელი საავადმყოფო ფეხზე დავდექით, კომიდან გამოვიდნენ პაციენტები, - ჩაიფხუკუნა ნენემ. - არა, ეგ იქნება, ზუსტად ვიცი! დაბადების თვე, რიცხვი, წელი და საათი გამიგე, რა. რუკა უნდა აგიწყოთ, - ტაში შემოკრა მოუთმენლად. - სხვათა შორის, საკმაოდ დამაინტრიგებელი ხასიათი აქვს, ონისე. რაღაცნაირი იდუმალი. თან როგორი ბრაზიანია, სვანია ეგეც? შენი ექთანი რომ არ გვიშვებდა, აკადემიურად გაასწორა მიწასთან!
- შენ, ნენე, თავი რამეს ხომ არ მიარტყი? - ეჭვით ამოხედა ბიძაშვილს. - პალატის გარეთ დატოვე ცაგარელი და ვარსკვლავები-მეთქი, არ ვთქვი ხმამაღლა და გასაგებად?
- უიმე, იმასაც არ სჯერა? - ჩაიქნია ხელი იმედგაცრუებულმა.
- მადლობა ღმერთს, არა, - შვებით ამოისუნთქა ონისემ.
- შენ რა იცი ერთი! - დოინჯი შემოიყარა ნენემ.
- შევამჩნევდი, ნენე, რა კითხვაა?! შენი წყალობით ცაგარელებს ყველგან ვცნობ, დეტექტორი მაქვს თვალებში! თვალებს რომ თავი დავანებოთ, რომ მიახლოვდებიან, სიცივე მიდგება მუხლებში! ჩემი ქეთუთა ეგეთი არ არის... - ნიშნისმოგებით ჩაუკრა თვალი და გამოკვეთა ის ერთი სიტყვა, მისიანს რომ ხდიდა ქალს.
- ოჰ, ნაკლები არ გეკადრებოდა შენ! - აიბზუა ცხვირი.
- დიახაც! ონისე ვარ დგვარელი, ნაკლები და ცოტა რა მოსატანია ჩემს დიდებულებასთან.
- ცოტა ეგეც ვერ არის ალბათ, შენ რომ შემოგხედა.
- გოგო!
- ნარცისი და თავხედი რომ ხარ, იცის?
- იცის, აბა, არ იცის?
- და მაინც კიო? - ეჭვით აზიდა წარბები.
- გოგო, ნენე, აქ სულ სხვა ამბავია, ვერ გაიგებ შენ, პატარა ხარ. სხვა დონეზე წყდება ეგეთი ამბები.
- შენს მინდა შეაჩვევ, თუ როგორ არი? - ხმით დასცინა ნენემ.
- უი, შე ცოდო, კიდე კითხულობ იმ გულდამწვარი ქალების ნოველებს? რაო, რას ამბობენ, მაფიის ბოსი ჩამოვა და დაგიხვრეტსო კოჭებს? - ირონიულად გაეცინა ონისეს.
- აღარ და შემეშვი!
- შენ თუ გგონია შენი მზერები ვერ შევამჩნიე დღეს, ძალიან ცდები, ნენე, ჩემო ბიძაშვილო! - ჩაუკრა თვალი გაღიზიანებულს.
- რა მზერები? - აწრიალდა ნენე ერთ ადგილას.
- მარტო შენი არა თან! გოგო, არ შეგრცხვათ მაინც?! ამდენი ხალხი ვიყავით, ამდენი დიდებული პიროვნება ერთ ოთახში... არ ვიცი, არ ვიცი, რა ახალგაზრდობა მოდის. მორიდება, რიდი, კრძალვა, ცახცახი, არაფერი?!
- რა გინდა!
- მუცელში დამჭრეს, თვალებში კი არა! - დაუბრიალა თვალები და ოსტატურად დამალა მოღალატე ღიმილი.
- ო, გეჩვენება რაღაცები, შემეშვი! ზედმეტი ნაკროზის ბრალიაო, ლიზა ამბობდა.
- ვისურვებდი მეჩვენებოდეს!
- დაიწყე შენც ჩეჩეს ფილოსოფიის გადმონთხევა? მიბაძე ბიძაშვილს?
- ღმერთმა დამიფაროს, ეგ შეშლილი!
- აბა, რა გინდა? რამე რომც იყოს, რა? არ შეიძლება? - ინტერესით მოწკურა თვალები.
- აა, უშვებ, რომ შეიძლება იყოს და თავს იზღვევ ახლა? როდის დაჭკვიანდი შენ? რამდენი წლის ხარ გამახსენე? - ყალბი ინტერესით გადმოხედა ბიძაშვილს.
- იმდენის აღარ, შენს საქმეებს მე რომ მაკეთებინებდი ვითომდა ფულის სანაცვლოდ. გადამგდებო! ჩემი ვალი გაქვს, პლუს პროცენტებიც დარიცხული!
- ნუ, რა გაიხსენა... ბიძაშვილისთვის ფულის გადახდა რა საკადრებელია? - იმედგაცრუებულმა გადააქნია თავი. - როგორი კაპიტალისტი ხარ, ნენე. ასე გაგზარდეთ?
- შენი გატეხილი ვაზა მე რომ დამაბრალე? - აენთო ბრაზით უმცროსი.
- გოგო, მეზარებოდა ჩხუბის მოსმენა. გეჩხუბა შენ ვინმე?
- ავტორიტეტი დამიგდე ბიცოლაჩემის თვალში, გესმის?
- ვაზაზე მეტად უყვარხარ, დამშვიდდი, - გაუცინა შემრიგებლურად და აუბურდა თმა კიდევ უფრო.
- არასწორი კაცი ხარ, მაინც, ონისე დგვარელო! - დაიბუზღუნა გამოჭერილმა.
- ჰო, არასწორი ვარ... სწორი კაცი ახლა მივიდოდა ჩეჩესთან და ეტყოდა, შენი პატარა და საეჭვო მზერებს აპარებს ერთი ტიპისკენო... ჰა, მივიდე, გინდა?
- შენ სად უნდა მიხვიდე, ფეხზეც ვერ დგები, - დასცინა საწოლზე გართხმულს.
- სუსტი ხარ, ნენე. იუმორში სისუსტე იცი შენ რას ნიშნავს? არც უნდა იცოდე, მაგის ქვემოთ სიცარიელეა, ნენე. მაგის ქვემოთ აღარაფერია. მაგის ქვემოთ ეშმაკი დგას ცეცხლზე შემოდგმულ ქვაბთან. ბევრი უნდა იმეცადინო, თავი რომ არ მოგვჭრა დგვარელებს, ხო გესმის?
- რომ არ ვიცოდე ვის ხელში ვარ გაზრდილი, ეჭვი შემეპარებოდა ტყვიის მდებარეობასთან დაკავშირებით, - წაისისინა და წამოდგა ფეხზე.
- პითონის ენა აქვს, იცოცხლე! ანაკონდა!
- ჩაგაკლა მანდ?! სად არის შენი შეყვარებული?
- გავაბრაზე და შემორიგებას ელოდება.
- როდის მოასწარი? - აწკიპა წარბები ინტერესით.
- როცა დამჭერს... ეწყინა მგონი, - ამოიოხრა უღონოდ.
- აჰა, ტყუპებია-მეთქი, ხომ ვთქვი! - კმაყოფილი იყო ნენე თავისი აღმოჩენით.
- გაჩუმდი ცოტა ხანი, მომასვენე!
- მე იცი რა მგონია, ონისე? - წამოიწყო მცირეხნიანი დუმილის შემდეგ.
- რაო, აბა, ჩემო შერლოკ ჰოლმსის ბინის „ხაზეიკავ“.
- ვიღაც ძალიან ჭკვიანი დგას ამ ამბის უკან. იმედია, არ გგონიათ, რომ ყველაფერი შემთხვევით და პრიმიტიულად მოხდა. აშკარაა, რომ რაღაც გეგმას მიჰყვებოდა ჭკუასელი, - უჩვეულოდ სერიოზული გაუხდა ტონი ნენეს.
- ვიღაცამ მარიონეტივით დაიხვია და ის გააკეთებინა, რაც თვითონ აწყობდა, - ღრმად ამოისუნთქა ონისემ. - ჭკუასელმა უნდა აღიაროს, ვისგან გაიგო ეგ ამბავი.
- და რომ თქვას, ჩემმა დამ თქვაო? არ არის საკმარისი მტკიცებულება ომის წამოსაწყებად? - წარბები აზიდა ნენემ.
- ერთხელ მაინც რომ მოგესმინა, რა აზრები აწუხებს, ეგ კითხვა აღარ გაგიჩნდებოდა, ნენე, - ჩაეცინა ონისეს. - ქალის სიტყვას ეგ არ დაიჯერებს. ვიღაც კაცი დგას მის უკან.
- არ დაიჯერებს რას ნიშნავს? - გაუკვირდა ნენეს.
- პირველად გაიგე ეგეთი ფენომენი კაცი ქალის სიტყვას რომ არ ენდობა? ცოტა გვყავს ეგეთი? - გაეცინა ონისეს.
- საზიზღრებო! - უღონოდ გადააქნია თავი და მიეყრდნო ფანჯრის რაფას. - ონისე?
- ახლა რაღა გინდა?
- რაღაც უნდა გკითხო, - შეპარვით წამოიწყო ნენემ.
- გისმენ.
- ოღონდ არავის უთხრა, კაი?
- მოკალი ვინმე? - გადმოხედა უცნაურად დასერიოზულებულსა და დამორცხვილს.
- არა და ისე ნუ იზამ, შენ იყო ის ერთი!
- ახლა ბრუტალურმა სისხლმა იყივლა? - ჩაეცინა უმწეო მუქარაზე. - კაი, მიდი.
- ისე, მართლა რომ მომეკლა, იტყოდი? - ეჭვით მოწკურა თვალები.
- შეიძლება. გააჩნია ვინ და რატომ, - იდაყვს ჩამოეყრდნო ჭრილობისგან სახედამანჭული.
- კაი?
- იტყვი? - აატრიალა თვალები ონისემ.
- ვიტყვი, ჰო... ცოტა მერიდება, - აიჩეჩა მხრები და შებრუნდა ფანჯრისკენ მზერის ასარიდებლად.
- შენ და მორიდება, ნენე? - ხმით გაეცინა ონისეს.
- ნუ, ცოტა დელიკატური საკითხია, ხომ გესმის... არ უყვარს აჩქარება და ღლიცინი! - ბასრი მზერით გადმოხედა და გადაიყარა თმები უკან.
- თქვი.
- ხომ არ დამცინებ? - შეამზადა მოსალოდნელი საფრთხისთვის.
- პასუხი რომ შევცვალო შეიძლება?
- რაზე?
- წინა კითხვაზე არას ვიტყვი და ამაზე კის, კაი?
- ოხ!
- კაი, თქვი, არ დაგცინებ, არ მაქვს სიცილის თავი, - ჩაიქნია ხელი დანებებულმა.
- ჯერ დაიფიცე! - საჩვენებელი თითი დაუქნია გამაფრთხილებლად.
- გეფიცები, აჰა!
- დაიფიცე-მეთქი!
- შენს თავს გეფიცები.
- არ არის საკმარისი.
- ჩემი ბიძაშვილი კი ხარ, მაგრამ დეფეტქების აღიარება არ მერიდება, ხომ იცი, ნენე... გიჟი ხარ, გოგო? - გააქნია თავი შემფასებლურად. - არა, კითხვის ნიშანი ზედმეტი იყო, მართალია.
- კიდევ ვინმე დაიფიცე!
- ქეთუთას თავს გეფიცები, - სხვანაირად ჩაეღიმა საკუთარ სიტყვებზე.
- ხომ იცი, რომ დამცინო, მოვუყვები ქეთუთას მისი თავი რომ დაიფიცე! ვერ აწყობილს დაგინგრევ, ონისე, არ დაგინდობ, იცოდე, - გამარჯვებული ღიმილით მიუახლოვდა ისე, როგორც მსხვერპლს.
- ეშმაკი ხარ, კუდიანი, პითონი.
- ვიცი, ვიცი, - მოუთათუნა მხარზე ხელი.
- თქვი, შევწუხდი!
- კაი... ვიტყვი... ოღონდ
- გავიგე, ადამიანო, გავიგე! ვეცდები არ დაგცინო, ვეცდები არავის ვუთხრა... კიდე რას ვეცადო?
- ნოდოზეა... - ჩუმად ჩაილაპარაკა და აპარატის მილის წვალება დაიწყო.
- ვახ... მერე? - წამოიწია ინტერესით.
- ნოდოზე მაქვს კითხვა, - დაიდაბლა ხმა კიდევ უფრო.
- სერიოზულია რამე? რამე ხომ არ გითხრა? - დაიძაბა ონისე.
- რა უნდა ეთქვა?
- რა ვიცი, ისე უყურებდი... ნენე?
- ხო?
- მაგ მილს ხელს თუ არ გაუშვებ, მინიმუმ ვეღარ დაგცინებ, - თვალებით ანიშნა, გამოეცალეო დროზე.
- უი... - გაუშვა ხელი სწრაფად და ჩამოუჯდა საწოლთან. - რა გინდა, ერთხელ შევხედე ადამიანს. სულ ეგ უნდა მახსენო?
- სულ არა, ზოგჯერ შეიძლება. ერთხელ არა, სამჯერ. დაგითვალე ყველა!
- კაი, კაი, ნუ აკრიფე!
- მკითხე აბა, ნოდოზე, - ინტერესით ამოხედა ბიძაშვილს.
- ისა... ხომ არ იცი, დაბადების დღე როდის აქვს? - ონისეს ხალათის წვალება განაგრძო ნენემ.
- რად გინდა? - გაკვირვება დაეტყო ონისეს.
- ისა...
- არა?! - გაოგნებულმა წამოიყვირა ისე, თითქოს ურთულესი ამოცანა ამოხსნა.
- რა? - შეკრა წარბები ნენემ.
- არა?! ნენე, არა?! ნოდო, დაიმალე... ცაგარელი გადამალეთ. ასტროლოგიური საიტები გათიშეთ. ინტერნეტის კაბელები გადაჭერით. აბასთუმანი ჩახერგეთ. იწყებს...


*

მთის სიცივე ძვალ-რბილში განსაკუთრებით ატანდა იმ საღამოს.
ისე მწარედ ეხეთქებოდა იმ კაცის სხეულს, როგორც ის სიტყვები, მის ძმას უდანაშაულოს რომ ხდიდა.
უსამართლობამ ჩაუწვა ორგანიზმი გზააბნეულს, აურია თავგზა კიდევ უფრო.

- როგორ ფიქრობ, გიორგი, რა სჯობს, გყავდეს დამნაშავე და მკვდარი თუ უდანაშაულო და მკვდარი? - უსიცოცხლოდ ჩაეცინა საავადმყოფოს სახურავზე მდგომს. შარვლის ჯიბეებში ჩაეწყო ორივე ხელი და იდგა ისე, თითქოს იყო მაყურებელი.
- დამნაშავე და ცოცხალიც არ არის მარტივი სათრევი, ვაჩე, - დაუდგა გვერდით გიორგი და გაუსწორა მზერა ღამის სხივებში გახვეულ ცას. - არც მკვდარი იქნებოდა.
- რომელი უფრო მარტივია? - გადმოხედა გვერდულად.
- სიმარტივეს ეძებ შენ, ვაჩე? - არ მოუშორებია თვალი ვარსკვლავებისთვის, ესაუბრებაო თითქოს მათ. - მე შემიძლია გითხრა, რომელი უფრო საამაყოა.
- ბავშვი მომიკლეს... უდანაშაულო ბავშვი ჩამიდეს მიწაში. მხოლოდ სიკვდილია ის, რაც გააკეთეს? მართალი ძმა მანანებინეს მე, გიორგი. ტალახი ესროლეს მის დაფლეთილ გულს... ვის მოვთხოვო პასუხი, ეგეც არ ვიცი, - ემოციებიც გამოეცალა ხელიდან, სიმწრის ღიმილი უკრთებოდა გაყინულ სახეზე. ეყრდნობოდა სახურავის მოაჯირს ისე, თითქოს ყოფილიყო მყარი კედელი მისთვის. - როგორ მოვიქცე?
- იამაყე.
- ვიამაყო?
- იამაყე შენი მკვდრით, ღირსეული რომ ყოფილა თურმე, - გაუსწორა მზერა მანაც.
- ცოცხალი მინდა, - ორ სიტყვაში ჩაატია ყოველ წამს ნაგრძნობი და ვერნათქვამი ტკივილი.
- ცოცხალი მინდა, - ჩურჩულით გაიმეორა მისი სიტყვები ისე, რომ არ მოუშორებია ამღვრეული თვალები ცისთვის. ანათებდნენ ვარსკვლავები მზის სხივების დარად.
- დამნაშავე ყოფილიყო, ცოცხალი ოღონდ. რა იქნებოდა...
- ფასი არ ექნებოდა.
- არც ახლა აქვს.
- ერთხელ მკითხეს, ღირსეული სიკვდილი გირჩევნია თუ უღირსი სიცოცხლეო, - გაიხსენა სოფასთან პირველი დიალოგი გიორგიმ და ჩაეღიმა შესამჩნევად. დაჰკრავდა მის ღიმილს ოდნავი სითბოც. - მე გეკითხები შენ, ვაჩე, და მიპასუხე, რომელი გინდა იყო, ღირსეული მკვდარი თუ უღირსი ცოცხალი?
- რა აზრი აქვს, - გააქნია თავი და აარიდა მზერა კიდევ ერთხელ. გაექცა იმ პასუხს, თავადაც რომ ანდომებდა ძმის ადგილას ყოფნას.
- შემოვაბრუნოთ კითხვა. როგორ ფიქრობ, შენს ძმას რომელი ენდომებოდა? - გამჭოლი მზერით შეათვალიერა ერთიანად დაჭიმული. იცოდა პასუხი გიორგიმ.
- სიცოცხლე ენდომებოდა, - უსუსური, მატყუარა გაუხდა ვაჩეს ხმა.
- როცა გააზრებულ რისკზე მიდიხარ, სასწორზე დებ საკუთარ სიცოცხლესაც. საკუთარი თავი დადო საშკამაც. შენ ვერ ხედავ, ვაჩე, თორემ, შენზე პატარა კი არა, შენი ტოლია თავისი გამბედაობით. ისე მოიქცა, როგორც შენ მოიქცეოდი. ისე მოკვდა, როგორც შენ მოკვდებოდი მის ადგილას რომ ყოფილიყავი. ყოველთვის შურდაო, ასე არ თქვეს? თავისი უფროსი ძმის შურდაო უმცროსს, გათანაბრება უნდოდაო ყოველთვის. ბედნიერი იქნება ახლა, ზუსტად შენნაირი რომ არის და კიდევ უფრო მეტიც, ალბათ, არა?
- არაფრის გამო... არაფრის გამო, გიორგი.
- არაფრის გამო ხდებიან ადამიანები გმირები, აბა, როდის აქვს მტრობას აზრი? არაფრის გამო იწყება ომები, აბა, მიწა რა მიზეზია?
- სხვა ამბავია... - გააქნია თავი ვაჩემ და ჩაეჭიდა მოაჯირს ძლიერად.
- ყველა ნაადრევი სიკვდილი არაფრის გამოა, იცი, შენ, ვაჩე? - გამამხნევებლად, უფრო მეტად, თავისი მუხტის გადასაცემად მსუბუქად დაჰკრა ხელი გაყინულ მხარზე. - ტორმუზის ნაცვლად გაზს რომ დააჭერ და ორ წამში აღარ იქნები, ესეც ხომ არაფრის გამოა? დასახრჩობად გამეტებულს წყლიდან რომ ამოიყვან, მაგრამ ფეხს ვეღარ გაამოძრავებ, ესეც ხომ არაფრის გამოა? გინდა, უარესი გითხრა? - გადმოხედა თვალებში აკიაფებული ინტერესით და იდაყვებით ჩამოეყრდნო მოაჯირს. - უდანაშაულოს ხიდიდან რომ გადააგდებ და ყველაზე სასტიკი სიკვდილისთვის გაიმეტებ თითქოსდა წონასწორობის აღსადგენად, თითქოსდა შენი სიცარიელის ამოსავსებად, ესეც ხომ არაფრის გამოა, ვაჩე? შეიძლება ჰქონდეს სიკვდილს, შეიძლება ჰქონდეს დანაშაულს „გამო?“
- როგორ მოვიქცე... როგორ... როგორ, - იშენდა თავში ხელებს.
- იამაყე-მეთქი, ვაჩე! მინიმუმ შენს ხუთ თაობას ეყოფა თავიანთი ადამიანობის გასაზომად შენი ძმა, შენ გეამაყებოდეს, პირველად, მთავარია. შენით უნდა ისწავლონ შენი ძმა, რომ არ აცადეს ჰქონოდა უფრო ღირსეული ცხოვრებაც, მაგრამ ხომ იცი, მთავარია „როგორ“ და არა „როდის“, - იყო გამხნევება, თანადგომა, სხვისი ტკივილის გაზიარებაც და კიდევ ბევრად მეტიც, ადამიანად მობრუნების საამაყო მცდელობაც. - ჭკუასელის სიცოცხლე, თუნდაც ას წლამდე მიტანებული, ახლოსაც ვერ მივა იმ კაცთან, სხვის სიცოცხლეს რომ შესწირა თავი.
- მასში რომ შევიტანე ყველაზე დიდი ეჭვი და არა ჭკუასელის სიტყვებში, ამას რა მოვუხერხო, გიორგი? ყველამ შეიტანა ეჭვი, ვისაც ვუთხარი, იცი? ყველამ. პირველი იყო უტა, გადაჭრით რომ მიმტკიცებდა, არ გააკეთებდაო. ონისემაც კი ძნელად დაიჯერა, გიორგი... ონისეამც კი! მე? მე პირდაპირ. მითხრა და დავიჯერე, - გაუტყდა ხმა თავჩაქინდრულს. - უდანაშაულოს უნდა ვტიროდე და ჩემს თავს ვტირი, საკუთარ გაზრდილს რომ არ ვენდე. საკუთარ თავს არ ვენდე, საკუთარ ძმას არ დავუჯერე. კითხვაც არ დამისვამს, თვალიც არ გამისწორებია მისთვის... ოდნავადაც არ, გიორგი... ზურგი ვაქციე იმ საღამოს, ჭკუასელმა რომ დამირეკა. მაჯობა. იცი, სად მაჯობა? მის ადგილას მე რომ ვყოფილიყავი... ახ, ნეტავ, მე ვყოფილიყავი... არასდროს დაუშვებდა თვითონ... არასდროს შეიტანდა ჩემში ეჭვს. არასდროს ენდობოდა იმ სიტყვებს, ჩემს კაცობას რომ გადაუსვამდა ხაზს. მიცნობდა. მე არ ვიცნობდი... ვიცი, ასე იქნებოდა.
- ნუ იქნები იმაში ასე დარწმუნებული, რაც საკუთარი თვალით არ გინახავს, - გაუცივდა მზერა გიორგის და დაუდგა თვალწინ ის დღე, საკუთარი ბედი რომ გადაუწყვიტა მისდა მოულოდნელად. - მიშა არაბიძემ კარში რომ შემომახვედრა სიტყვები, შენი საცოლე შენმა მამიდაშვილმა მოკლაო, იმ მამიდაშვილმა, ძმობის მაგივრობას რომ წევდაო, იცი, პირველი რა გავიფიქრე?! არა, არ გააკეთებდა-მეთქი. მთელს სამყაროში შევიტანე ეჭვი და მასში არა. იცი, მერე, ვის გაუკეთებია? ხომ იცი, ვისაც... ჩემს მამიდაშვილს. იმ კაცს, ეჭვი რომ არ ვაკადრე... ასეც ხდება ხოლმე. თვალდახუჭული საკუთარ თავსაც არ უნდა ენდო, წესია ასეთი. ახლა რომ იტყვი, არასდროს გავაკეთებო, დადგება დრო და უღალატებ შენს სიტყვას. მოგიწევს, რომ უღალატო. ყველაფერს ვერ გათვლი, ყველაფერს ვერ გაითვალისწინებ. არის რაღაცები, როცა გაკეთება სჯობს - არ გაკეთებას. არასდროს შევიყვარებ-მეთქი, ხუთი წლის წინ დავუდე ჩემს თავს პირობა...
- შეგიყვარდა? - გაკვირვება და აღტაცება ერთდროულად გაერია ვაჩეს ხმას.
- არავის უთხრა, - იმ ნდობის სხივი გაკრთა თითქოს მათ შორის, დიდი მეგობრობის დასაწყისი რომ უნდა ყოფილიყო წესით.
- ახ! ჩემი რძალი შეგიყვარდა, გიორგი? - ეშმაკურმა ღიმილმა გაუნათა სახე ფარჯიანს.
- სარძლო! - შეუსწორა ისე, თითქოს საერთოდ არ ჰქონოდა აღელვებული მზერა.
- მომიტევეთ... არაფერი აკლდა რძლობამდე.
- მაღიზიანებ ახლა თუ რას შვრები? - გამაფრთხილებლად აზიდა წარბები გიორგიმ.
- კარგი, დამშვიდდი, არავის ვეტყვი. იცის იმან? - თავით ანიშნა შენობაში დატოვებული სოფასკენ.
- არა და ვერც გაიგებს.
- უკაცრავად?
- ასეა საჭირო, ჯერ.
- რა გათვლებში ხარ? - ხმით ჩაეცინა და ზურგით მიეყრდნო მოაჯირს. - რატომ უმალავ?
- ომი რომ მძვინვარებს დაგავიწყდა?
- მოიცა, რა... ეს თუ ომია. ეს არის დუელი, - ფეხი ფეხზე გადაიდო ვაჩემ. გულზეხელდაკრეფილს, მოაჯირზე ზურგით მიყრდნობილს ისეთი მშვიდი მზერა ჰქონდა, თითქოს ონისესგან ისესხა რთულ მომენტებში მაყურებლის როლის მორგების ტექნიკა.
- ახლა დაიწყება ომი, ახლა.
- ნუ გეშინია, ფრთხილად ვიქნები, ვეღარ გადამეფარებით, - გაეცინა ისევ სიმშვიდით.
- იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება, - უსიამოვნოდ გაუცივდა ხმა გიორგის.
- მოიცა, რა. მე რომ მიხსნი სიყვარულს, წადი, გოგო გაახარე! - ყალბი მობეზრებით აატრიალა თვალები ვაჩემ, გულიც რომ აჩქარებოდა იმ თანადგომაზე, რომელსაც სრულიად უცნობი ადამიანები იჩენდნენ მისთვის. - ბედნიერი უნდა იყოს სოფა, გიორგი.
- რას უმიზნებ ახლა შენ, რის შემოპარებას ცდილობ? - ეშმაკური ღიმილითა და მზერით ანიშნა გიორგიმ, ყველაფერი ვიციო, ისედაც.
- ბატონო? - ხმა ჩაიწმინდა ვაჩემ.
- რა გგონია, ვერ ვამჩნევ შენს ფანჯრებთან ტასოს ანარეკლს? რაო, რას გეუბნება?
- არ არის ეგრე... - პატარა ბავშვივით დაიბნა და დაიმორცხვა ვაჩე.
- ეს ის არ არის, რაც მე მგონია? - აზიდა წარბები და გვერდულად გადმოხედა გიორგიმ. - მომითხრე აბა, შენ რა გგონია.
- ჰო, ჰო... არ არის ეგრე, რა. ვმეგობრობთ... არაფერი ისეთი. არაფერი ხდება, საშკას გეფიცები. არაფერი ზედმეტი. ის ამბავი მომიყვა, ცხენის ქურდი რომ დაიჭირა და მე მთხოვდა, დამაჭერინეო მკვლელი. გეგმა ჰქონდა ეგეთი, როგორ უნდა დაეჭირა ჭკუასელი უსისხლოდ.
- ასეთი სიმხდალე, ვაჩე? იმ ქართველს არ გამოუჩენია, ირანელს რომ უთხრა, არ ჰყავსო მეზარბაზნეები ერეკლე მეფეს, - სარკასტული ღიმილით გადააქნია თავი გიორგიმ.
- არაფერი ხდება და მოგატყუო?
- არც მოხდება?
- რა? - ყალბი გაკვირვებით აზიდა წარბები ვაჩემ.
- დებ პირობას, რომ ასე გაგრძელდება? - თითქოს განზრახ არ წყვეტდა კაცი ვაჩეს წამებას.
- არასდროს თქვა არასდროსო, შენ არ ამბობდი? - გაუმეორა თავისივე ნათქვამი სიტყვები და ჩაეღიმა კმაყოფილს. ლამაზი ღიმილი გაუკრთა ტუჩის კუთხესთან. დავიწყებოდა ის ღიმილი მის მუდამ მოქუფრულ სახესაც.
- ჰო, გამოგიყენებია საშენოდ.
- არა.
- რა არა?
- არ ვდებ პირობას.
- განმიმარტე, - გულზე დაიკრიფა ხელები და ჩამოუდგა გვერდით. - უშვებ, რომ რამე მოხდება?
- სოფა რომ წამოიყვანე, დაუშვი? - შეუბრუნა კითხვა.
- აჰ, ასეა საქმე? - ჩაეცინა მრავალმნიშვნელოვნად.
- არ ვიცი, შეიძლება ასეც იყოს... მე ჯერ კიდევ იქ ვარ, ჩემი ძმა დამნაშავე რომ მეგონა. ახლა იწყება ყველაფერი, იცი?
- ჭკუასელის დაზე გვჭირდება ინფორმაცია, - შეცვალა თემა დროულად.
- ჭკუასელის დას რომ სცოდნოდა რამე, ხელს დაადებდა საშკას? ჩემს დას უყვარდაო, ვერ გაიგე, რა თქვა? - ინტერესით აზიდა წარბები ვაჩემ.
- წესი ნომერი პირველი, არასდროს! არაფერი! გამორიცხო! - გამოკვეთილად გაუმეორა ყოველი სიტყვა და ჩაფიქრებულმა ჩამოისვა დაბალ წვერზე ხელი. - გამორიცხავ, რომ დააშინეს? არც ის იქნება გამორიცხული, ძლიერი ტრავმის შემდეგ არ ახსოვდეს დამნაშავის სახე, ან შესაძლოა, რომ გამოფხიზლდა, პირველი შენი ძმა დაინახა და იფიქრა, რომ მისი გაკეთებული იყო. გამორიცხავ?
- ან სულაც შური იძია... სამაგიერო გადაუხადა საშკას. ცალმხრივად უყვარდაო ჩემს დას, ამბობდა ის ავადმყოფი! იქნებ, ერთად დაგეგმეს? - აეშალა ფიქრები ვაჩეს.
- ბევრი დაშვება შეიძლება გაკეთდეს, მთავარია ის რას იტყვის, მაგრამ, მე თუ მკითხავ, ეგ ჭკუასელი ის კაცი არაა, ქალის სიტყვას ბრმად ენდოს. რაღაც სხვა ამბავი მგონია მანდ.
- უტას უნდა დავურეკო, გაიგებს ვინ არის, სად არის... სხვა ძალა ტრიალებს, ვგრძნობ.
- თუ სხვა ძალაა, მაშინ აწყობდათ საშკას სიკვდილი. ხელიც სხვას გაასვრევინეს, - რამდენიმე ნაბიჯი გადადგა გიორგიმ და სწრაფადვე მობრუნდა ისევ მისკენ. ისე, თითქოს ყველაფერს მიხვდა. - შენ რას გააკეთებდი იმ კაცის ადგილას, გოგოს გაუ*ატიურებას რომ გედავებოდნენ?
- არ ვიცი... სადაც გოგოს გავაუ*ატიურებდი, იქ, ალბათ, ყველაფერს თავის გადასარჩენად, - დაბნეულმა შეიცურა დაბალ თმაში ხელი.
- ზუსტად, - დააქნია თავი კმაყოფილმა.
- როგორ? - დაძაბული წამოიწია წინ ვაჩე.
- ერთს ფარად გამოიყენებდი, მეორედ ხმლად, - მშვიდი, ჩუმი ინტონაციით წამორთქვა გიორგიმ და მიუახლოვდა უფრო.
- მოიცა...
- ჰო, ვაჩე, ჰო.
- ანუ, რას ამბობ... ორივე მოატყუეს? - ამოცანას ხსნისო თითქოს, დაებნა ყველა აზრი ერთიანად.
- საშკა - ფარი, ჭკუასელი - ხმალი.
- არა? - ნერვულ სიცილს ამოაყოლა გაჭირვებით ერთადერთი სიტყვა. - გიორგი...
- იდეალური ტაქტიკაა სუფთად გამოსასვლელად, - აიჩეჩა მხრები და შებრუნდა ისევ შენობისკენ. - დაურეკე უტას.
- ახ, ჯანდაბა!


*

- გაგაბრაზა ვინმემ? - თავზე წამოადგა საავადმყოფოს ეზოში მჯდომ ლიზას, გაცხარებული რომ საუბრობდა ტელეფონზე და დაახეთქა შემდეგ გაღიზიანებულმა. - ამჯერად ვისთან მაქვს საქმე?
- ბატონო? - წარბები აზიდა ლიზამ. - შენ რატომ უნდა გქონდეს ვინმე ჩემთან დაკავშირებულთან საქმე, ჩეჩე?
- რა არი, ლიზა, მიკრძალავ? - ცალყბად ჩაეცინა და ჩამოუჯდა ხის სკამზე, ძალიან ახლოს მასთან.
- ლოგიკურია, რომ კი, გიკრძალავ, ჩეჩე.
- სხვა რამე ამიკრძალე, - ჩაუკრა თვალი და მზერა ხელებში ათამაშებულ ტელეფონზე გადაიტანა. - ვინ არის? მითხარი, სანამ გავიგებ. ხო იცი, რომ გავიგებ?
- არ არის შენი საქმე-მეთქი, ბევრჯერ გავიმეორო?!
- შეგიძლია გაიმეორო, მე არ ვიღლები, - აიჩეჩა მხრები უდარდელად და მიუახლოვდა უფრო. - ნუ გეშინია, არავის ცემას ვაპირებ. შენ თუ რამეს ვერ აგებინებ, მე გავაგებინებ.
- აუჰ! - გაეცინა დამცინავად. - როგორი ხერხებით გააგებინებ შენ იმას, რასაც მე ვერ, ჩეჩე?!
- ეგ მე ვიცი, - ესიამოვნოა მისი ღიმილიც. გადაედო მასაც.
- არ ვარ დაინტერესებული!
- მოიცა, მოიცა, - ხელით შეაჩერა და ჩაუხერგა გზა გასაქცევად მომზადებულს. - ის როგორ იყო? ის რომ გიყვარდა ვითომ, რა ერქვა? შენი კლასელი, კაკი, ხო? მათემატიკის დავალებას რომ უწერდი! - ყალბი ღიმილით გადააქნია თავი ჩეჩემ.
- შენ ეგ საიდან იცი? - აერია სახე ლიზას.
- ვინ დაელაპარაკა, შენი აზრით? - აზიდა წარბები ცინიკურად.
- რაო? - წამოიყვირა გაოგნებულმა. - რას ნიშნავს დაელაპარაკე?
- აი, რასაც.
- აფრენ? რა უფლებით?! ვინ გთხოვა! - გამოგლიჯა ხელი გაღიზიანებულმა. - ჩემს ნაცვლად რა უფლებით იღებ შენ გადაწყვეტილებებს?!
- რატო, რა არ მოგეწონა. გაწუხებდა ადამიანი, - უდანაშაულო ღიმილით ამოხედა ქვემოდან.
- შენ მაწუხებ ახლა და რას იზამ? - ალმური მოედო სიბრაზისგან ლიზას.
- უფრო მეტად შეგაწუხებ, - თქვა და ცბიერი ღიმილით დაამატა. - მოდი, დაჯექი, რატომ გარბიხარ?
- არ მინდა შენთან საუბარი!
- მაგრად გამიბრაზებიხარ, ხო? - შესამჩნევად ჩაეღიმა ჩეჩეს.
- არ არი შენი ბრალი, - გასაკვირი სიმშვიდით გადმოხედა რამდენიმე წამის შემდეგ.
- ხო?
- უბრალოდ, ჯერ არ არსებობს კაცი, რომელიც ჩემს ფიქრებს წამოყვება... რა შენი ბრალია, ჩეჩე, - უდარდელად აიჩეჩა მხრები ლიზამ და მსუბუქი მოძრაობით გადაიყარა ხორბლისფერი თმა ზურგსუკან.
- ბატონო? - სპაზმური ხველა აუვარდა ჩეჩეს.
- მე რომ მომეწონე, მაშინ ბავშვი ვიყავი... ვერ მივხვდი, ხომ გესმის... მერე რომ გავიზარდე, გაგიცანი, მივხვდი, რომ ვერ გამიქაჩავდი. შენ რა გეგონა, აბა, შენმა გულგრილობამ ამაღებინა ხელი? არა, ჩეჩე... - თვითკმაყოფილი ღიმილით დააჩერდა ზემოდან და დამამშვიდებლად მოუთათუნა ხელი მხარზე.
- რაო? - დაიბნა ჩეჩე.
- ეგრეა. არ იფიქრო, რომ გაბრაზებული ვარ. არა, პირიქით, მადლობაც მაქვს სათქმელი, დროულად ამეხილა თვალები შენი წყალობით... უბრალოდ მაშინ იმდენს მოვწონდი... შენ - არა. დამაინტერესე, ხომ ხვდები. ეგრე ხდება ხოლმე, ის მოგვწონს, ვისაც ჩვენ - არ.
- ლიზა, შეწყვიტე, სანამ გადავფსიხდი, თორე მერე... მერე, ხო იცი, რაც მოხდება! - ავად წაისისინა და წამოიჭრა ფეხზე შეურაცხყოფილი.
- რა არის, ჩეჩე? რა შევწყვიტო? - ანცი ღიმილი დასთამაშებდა ნათელ სახეზე ქალს.
- ვის მოსწონდი ერთი?!
- ბევრი იყო. ყველა ჩამოვთვალო?
- დაიწყე, გისმენ! - ხელები გადაიჯვარედინა და მტრული მზერა შეავლო მოღიმარს.
- რა საჭიროა? - ოსტატურად გაიკვირვა ლიზამ.
- რომ გეუბნები, არის. ის... ის რომელი იყო? სკოლის ეზოში, კედელზე, შენი სახელი რომ დაწერა პულივიზატორით? გამახსენე რა ერქვა, მაგ უდღეურს!
- ნუ მახსენებ! შენ რატომ იცი ეგ? - ღაწვები შეეფაკლა იმ სამარცხვინო დღის გახსენებაზე, ყურადღების ეპიცენტრში რომ ამოყო თავი მასზე უიმედოდ შეყვარებული სკოლელის გამო.
- გინდა ახლა ის მეორეც გაგახსენო? რა ერქვა იმ კოჭლ ფეხბურთელს, იმ... იმ მანჩესტერის ფანს... რას შვრება, კომაშია კიდე? ხელოვნურ სუნთავაზეა თავისი უდღეური კლუბივით?
- გეყოფა!
- მაგას გამარჯობა როგორ უთხარი გოგო, ეგ მოგყვებოდა ფიქრებში და მე ვერ, ხო? მე? მე, ჩეჩე დგვარელი ვერ, ლიზა, და ეგ მეცხრე დივიზიონის ზამენის ფეხბურთელი კი, ხო? - ცოფებს ყრიდა ჩეჩე დგვარელი, ბოლთას სცემდა დაცარიელებულ ეზოში.
- ჯერ ერთი, ზამენის ფეხბურთელი არ იყო... - მკაცრად შეუსწორა ლიზამ.
- თორე ისე რას ამბობ, გოლს გოლზე უშვებდა! ისე თამაშობდნენ, მშობელი კი არა, მსაჯი სიცხეს იწევდა, თამაშზე რო არ მოსულიყო. ეგ, ეგ... ეგ მანჩესტერის ფანი, ეგ! რას გელაპარაკებოდა, რა ფიქრებში მოგყვებოდა ერთი, მითხარი. ჰქონდა ფიქრები?
- ფიქრებში რომ წამომყოლოდა, აქ იქნებოდა ახლა! - გულზე დაიკრიფა ხელები ლიზამ.
- აი, ეგღა მაკლია, მაგის სიფათი მეყურებინა აქ! კი, აი, ზუსტად, შენს გვერდით დავაყენებდი, - დამცინავად შეათვალიერა კოპებშეკრული.
- შენ რა პრობლემა გაქვს? ზედმეტად ბევრს ხომ არ იღებ საკუთარ თავზე?!
- ხო, ვიღებ და ავიღებ კიდეც!
- რატომ-მეთქი, რატომ!
- არა, როგორ მაკადრა... როგორ მაკადრა მე, ჩეჩე დგვარელს, რაო? ფიქრებში ვერო? მე? აჰ, ლიზა! ვერა, ხო? - ჩუმი ბუტბუტით დადიოდა სკამის ირგვლივ და მკაცრ მზერას არ აშორებდა უდარდელად მდგომ ქერათმიანს.
- კარგად ხარ? - გულწრფელად შეწუხდა ლიზა.
- გადასარევად!
- მოიცა, მეჩვენება თუ აწითლდი? - ჩუმი ფხუკუნი გაერია სერიოზულ ტონს.
- მანჩესტერის ფანებზე მფოთლავს, ლიზა. მაყრის. გესმის? მაგას რომ წერდი, მაგას ვერ მოინელებ მე, ლიზა. ბარსელონას ფანი ყოფილიყო, პიკეზე ყოფილიყო შეყვარებული... ოღონდ ეგ არა, გოგო!
- გაცნობიდან სამ საათში, ლივერპულზე რომ იხუმრა, მანდ დაასრულა. დაბადების დღეს მილოცავს ადამიანი წელიწადში ერთხელ და რა ვუთხრა, მანჩესტერის ფანებისგან არ ვიღებო? საერთოდ, შენ საიდან იცი ეგ ამბავი?!
- აა, ლივერპულზეც იხუმრა? ეგ დღესვეა საცემი!
- ხუთი წლის წინ იყო ეგ ამბავი, ჩეჩე, - აატრიალა თვალები ლიზამ.
- მერე? აქვს მნიშვნელობა როდის იყო? ხო იყო? ხო იკადრა! მანჩესტერის ფანი რომ მაგას ერთხელ იკადრებ, ეგ სულ საცემია მერე, არ იცი? კანონია ეგეთი, ცხოვრებისეული! - ვერ ისვენებდა ჩეჩე.
- წავედი მე!
- მოიცადე, - გააჩერა კიდევ ერთხელ შენობისკენ მიმავალი.
- ახლა რაღა გინდა?!
- ფიქრებში ვერო, ეგრე თქვი, ხო? - გადაამოწმა მისივე სიტყვები.
- მერე?
- არ შეგრცხვება?
- რისი? - წარბები აზიდა ლიზამ.
- ვისი! - გაუსწორა მონდომებით.
- კაი, ვისი?
- ჩემი!
- შენი რატომ უნდა შემრცხვეს? - დამცინავად ამოხედა კმაყოფილად მოღიმარს.
- რომ დაგიმტკიცო, შენს ყველა ფიქრს მივყვები!
- მოყვები? - ინტერესმა გაუნათა სახე ქალს.
- ყველას.
- როგორ?
- ის ბავშვი რომ გაამტყუნეს მაშინ, - მზერით აგრძნობინა, ვისზეც ამბობდა.
- რომელი? - ჰკითხა მოუთმენლად. მიხვდა, ვინც. არ დაიჯერა.
- შენს მეზობლად ცხოვრობდა. ახალი ოჯახი იყო, ქირით. შენს მეზობელს ეზოში დატოვებული საფულე მოპარა.
- მერე? - უსიამოვნოდ გასცრა იმ საღამოს გახსენებაზე.
- არაფერი დააკლდებოდა იმ შენს მეზობელს იმ საფულის მოპარვით, ხო ასე იყო?
- და?
- ყველამ გაამტყუნა, ხო? - თითქოს განზრახ უსვამდა იმ კითხვებს, სწორ პასუხამდე რომ მიიყვანდა ბოლოს.
- მე არაფერი მითქვამს, - გააქნია თავი სუსტად. გაახსენდა ის საღამო, მეზობლებმა ერთხმად რომ დაურეკეს ბინის მეპატრონეს და სასწრაფო გამოსახლება მოითხოვეს მდგუმრების.
- იმიტომ, რომ შენ არ ფიქრობდი ეგრე, - სიამაყით ჩაეღიმა ჩეჩეს.
- შენ საიდან იცი, მე რას ვფიქრობდი, ჩეჩე?!
- ხომ გითხარი, ყველას მოვყვები-მეთქი... არ გაამტყუნე იმიტომ, რომ ერთადერთი იყავი, ვინც ამ ბიჭის სხვა მხარის დანახვა შეძლო.
- მაინც?
- მართალი მხარის. არავის შეებრალა მაშინ ეგ ბიჭი. შენ კი არ შეგებრალა, გაუგე. იცი, რას იფიქრებდი პირველად? - უახლოვდებოდა აცახცახებულს.
- რას, - ჩაუწყდა ხმა ოდნავ და დაიხია იმდენივე ნაბიჯით უკან, რამდენითაც მიუახლოვდა ჩეჩე.
- იქნებ, როგორ გაუჭირდა, საკუთარი ადამიანობა რომ დადო სასწორზე. იცოდა კი, რომ გადაწონიდა ის თავისი საქციელი? იქნებ, არ იცოდა? რომ სცოდნოდა, იქნებ არც გაეკეთებინა... სისუფთავეს აირჩევდაო, იფიქრებდა მაშინ ის ლიზა, მე რომ შევუყვარდი, - ღიმილით უახლოვდებოდა მაინც. აბალანსებდნენ ერთმანეთის ნაბიჯებს.
- ჩეჩე...
- მე რომ გიყვარდი, გეგონა ვინმემ მითხრა.
- გითხრა აჩიმ! - გააპროტესტა მკაცრად.
- არაფერი უთქვამს აჩის. მე შენს ყველა ფიქრს მოვყვევი პირველივე წამიდან. ახლა წადი. სიცივეა.


*

მეორე დილით, ყველაფერი მშვიდობით რომ უნდა დასრულებულიყო და გაეწერათ პაციენტი სახლში, ნაცნობმა ყვირილმა შეძრა საავადმყოფოს კედლები.
ერთმანეთს გაოცებულმა გადახედეს ონისემ, დათუნამ და ნოდომ.
სწრაფი ნაბიჯებით გამოვიდნენ პალატიდან და იმ ხმას გაჰყვნენ, ყველა შესაძლო ენაზე რომ აძაგებდა იმ ვიღაცას, ვისგანაც მოხვდა ძალიან მწარედ.

- რა ხდება, რა ყვირილია? - სწრაფი ნაბიჯებით მიმავალ ბიჭებს ფეხდაფეხ მიჰყვა აჩიც.
- მოიცა, დიტოს ხმაა? - გაოგნებულმა გადახედა დათუნამ ნოდოს.
- ეს თუ ახლა დიტოა, ჩავაკლავ იქვე! - ამოიოხრა მობეზრებულმა და მალევე შეამჩნია საკაცეზე გაწოლილი დიტო, ტასოს რომ ევედრებოდა იმ ადამიანის წამებით მოკვლას, სასიკვდილოდ რომ დაენანა თვითონ.
- რა ხდება? - სწრაფად მიეჭრა დათუნა ტასოს და გაოცებულმა დახედა დიტოს.
- ააა, მომკლა! მომკლა ამ ცხოველმა! - ღმუოდა დიტო. - ახლა მართლა ვკვდები, ბიჭებო!
- დიტო? რა გჭირს, ბიჭო? - ენა ვერ მოატრიალა პირში აჩიმ, იმდენად საზარლად ყვიროდა ტკივილისგან გაგიჟებული ჩხაიძე. - მართლა კვდები, ბიჭო?
- ვკვდები, აჩიკო, ვკვდები! - ამოიკვნესა ტკივილთან ერთად. - ვახ, ფერდი... ნაღველი. მიშველეთ. თირკმელიც არის მგონი, გულიც მტკივა... ვერ ვხვდები სად მტკივა, ხალხო, ყველაფერი მტკივა!
- რა დაემართა? - თვალები შუბლზე აუვიდა ნოდოს. - შენ ბიჭო სახლში არ გაგიშვი? რა გინდა აქ? რა დაემართა, ტასო, შენ მაინც თქვი, ზმუილის რეჟიმზეა ეს!
- აუჰ! არ იკითხო, - ჩაიქნია ხელი ტასომ. - საუდმა გაიტანა.
- ვინ? ვინაა საუდი? - გაკვირვებით გადახედეს ერთმანეთს.
- არაბეთიდან არის ვინმე? - დააჩერდა ზემოდან დათუნა. - ახლო აღმოსავლეთი გადაგვკიდე, დიტო ჩხაიძე? რის იმედად? იცი, რამდენი არიან?!
- ვის დაეტაკე, ბიჭო, არ გამაფრენინო ახლა! აუჰ, ახლა ამის „სტრელკაზე“ უნდა ვირბინო კიდე? - მოეშალა ნერვები ნოდოს.
- „ვზროსლი“ იყო ვინმე? - ჩაერია აჩიც.
- მეზობელთან გადაგვკიდე, შე სამარცხვინო? - დააჩერდა მეორე მხრიდან ნოდოც.
- მაცადეთ, ავხსნა... - დაიკვნესა დიტომ. - ერთ თვეში ვერონაში მივდიოდი ჩელენტანოს კონცერტზე, ასე სად წავიდე, ბიჭო? დაბეგვილი ვარ! ვახ, რა იტალია „გავმაზე!“
- რა დროს ჩელენტანოა, შე ავადმყოფო, ვინ არის საუდი?! ძაან გცემა? - მსუბუქად წამოარტყა თავში ხელი გაღიზიანებულმა დათუნამ.
- ნარტყამზე მი... მიმატებ? გაეთრიე, და-თუნა დადვაძე, შე არას... არასწორო! არასპრავედლივი ხელი... ვახ, მეწვის... ჩემგან არავის შერჩენია, ბი-ჭო! - სვენებ-სვენებით დაიღმუვლა დიტომ. - აა, დაუძახეთ, ექიმს, გავედი მარილზე!
- ეს ძაან ნაცემი არ იქნება, ლაპარაკის თავი მაინც აქვს, - უინტერესოდ ჩაიქნია ხელი აჩიმ და შემფასებლურად შეათვალირა. - არა, კაი დაბეგვილი არი, ისე. დიტო, ახლა თითს დაგადებ მუხლზე და მითხარი თუ გტკივა... ო, კაი... კაი, ნუ ყვირი, აჰა, ავიღე! კაი, მორჩი! ვსო. აღარ მიდევს, ბიჭო, ხელი, რა გაკივლებს! აჰა, ავიღე-მეთქი, ვერ ხედავ?! კაი, ბოდიში, სირცხვილია...
- იმედია ნორმალური მიზეზი მაინც გაქვს, დიტო ჩხაიძე! სისხლს ნუ ააღებინებ ამ ხალხს, ვერ ხედავ, რანაირები არიან? - დაუქაჩა თვალები ნოდომ, ყველა სვანი მკაცრი მზერით რომ აკვირდებოდათ შეკრებილებს მიმღებში.
- ტასო, შენ მაინც გვითხარი ვისთან იჩხუბა, შეხედე, რას გავს... - დასერიოზულდა დათუნა. მიხვდა, აღარ იყო სასაცილოდ საქმე. - ასე ვინ გაიმეტა, კაცო! ვის ეჩხუბა ასეთს, არ გამაგიჟოთ! ბევრი იყვნენ?
- გარეთ რომ გამოვედი, განწირული ყვიროდა ქშა, ქშა, გადი ძაღლოო! - ხელები გულზე დაიკრიფა ტასომ და წყრომით გადახედა დიტოს.
- ძაღლი დაუძახე, ბიჭო? გამოშტერდი? ვახ, დამთავრებულია ჩვენი ამბავი, გადაგვკიდა ზემო სვანეთიც! - ნერვიულად ამოიხვნეშა ნოდომ.
- არ იყო ეგრე, არა! ქშა-მეთქი, ერთხელ ვუთხარი. ძაღლო კი არა, გადი-მეთქი, ცხოველო! აა, კუდუსუნი! ექიმი! მიშველეთ!
- ხმას ნუ იღებ, შენი ბრალი იყო! - დაუბრიალა თვალები ტასომ. - რომ დაეტაკე, ვის დაეტაკე, იცი, მაინც?
- რა გააკეთა? რა გააკეთე, ბიჭო? - თვალები გაუფართოვდა დათუნას. - ვის დაეტაკე, შე დეგენერატო, არ შემარყიო! ტასო, პირდაპირ მითხარი, ვის გადაგვკიდა! ვინმე ისეთია? შეგვარცხვინა, ხო?
- არ იყო ჩემი ბრალი, არა! რატომ არ გჯერათ?
- ძალიან კარგად დავინახე ფანჯრიდან, თმაზე რომ ექაჩებოდი! რა გგონია, მოგითმენდა? - კოპები შეკრა ტასომ.
- რაო? - წამოიყვირა დათუნამ.
- ვის ექაჩებოდი თმაზე, ბიჭო? - გაეცინა აჩის.
- გააფრინე, დიტო? ვიღაცას თმაზე დაქაჩე? - გაოგნდა ნოდოც.
- თან როგორ, „ჩოლკებს“ უყენებდა! - ჩაუშვა ტასომ.
- რას აკეთებდა? - ჩუმ ფხუკუნს ამოაყოლა აჩიმ.
- ბატონო? - წარბები აწკიპა ნოდომ.
- ხო, „ჩოლკები“ დაუყენა იმ საწყალს! ვინ მოგცა უფლება? - გაცხარდა ტასო კიდევ უფრო. - ღირსი იყავი შემეტოვებინე!
- რას ქვია ვინ მომცა უფლება! ბანძად ჰქონდა და შევუსწორე, რა იყო აქ გასაბრაზებელი?! - წამოიყვირა შეურაცხყოფილმა დიტომ და დაამატა ბოლოს. - „ჩოლკები“ კი არა, წინამო, ტასიკ!
- გააფრინე? - წარუმატებელი სიმშვიდით ამოიქშინა ნოდომ.
- ბიჭო, გვერდულად ჰქონდა აკორტნილი, როგორ გამეტარებინა!
- ხომ მიიჟეჟე მერე კარგად, - ხელი შემოჰკრა აჩიმ და არ დააყოვნა დიტოს განწირულმა ზმუილმაც.
- მეტკი... ნა, ცხოვე..ლო! ტოტო კუტუნიოს გავდა ისე... წინამო ჰქონდა ჰაერში.
- ხმას ნუ იღებ! - დაუქაჩა თვალები დათუნამ.
- გტკიოდეს! ეტკინა იმასაც! - ნიშნისმოგებით გადმოხედა ტასომ.
- ძაან გცემა? - შეეცოდა მაინც ნოდოს.
- შემოარტყა ერთი-ორი, დამსახურებულად! - აუხსნა ტასომ.
- აუჰ! ვინაა ამიხსენით! რომ დაგვიბაროს, მერე რას ვშვრებით, ვიცით? რით გიშველო მერე, დიტო ჩხაიძე, რა ვუთხრა, რა პასუხი გავცე იმ ხალხს, ჩოლკებს უყენებდა ჩემი დეგენერატი ძმაკაცი და გასალახი არაა-თქო?
- ტასო, ვინაა, რა გვარია, რა ხალხია საერთოდ, - საქმიანი იმიჯი მიიღო დათუნამ.
- რა ხალხი.... - დაიკვნესა დიტომ. - მარჯვენა მენჯი აღარ მაქ, ექიმს დაუძახეთ, ღმერთო, რა მინდოდა... ამას ასე არ დავტოვებ, მე არ ვიყო დიტო ჩხაიძე „აბაროტი“ თუ არ ავიღო!
- შენ სულ გააფრინე? კაცს თმაზე ეფერებოდი და კიდე აქეთ ხარ დიდ გულზე? - დაუცაცხანა დათუნამ.
- რა კაცს... ლადო ექიმო, დაგვერხმარეთ რა, დაჟეჟილია... - მალევე შეამჩნია ტასომ ნაცნობი ექიმი.
- რა დაემართა? - სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა შუა ხნის კაცი პაციენტს და ძვლები შეუთვალიერა. - მოტეხილობა არ არის.
- რა ძვალი მიძლებს! - გადააქნია თავი დიტომ.
- მე დაგაცლი სათითაოდ, მაცადე! - გამაფრთხილებლად დაუქნია საჩვენებელი თითი ნოდომ.
- სად მიიღო დარტყმა? - ინტერესით გადმოხედა ექიმმა ტასოს, რადგან ყველაზე კომპეტენტური ჩანდა მოცემულ საკითხში.
- უპასუხე, სად დაგარტყა, - გაჰკრა მხარი ტასომ.
- კუდუსუნი მტკივა, ლადო ექიმო, - დაიკნავლა საცოდავად დიტომ. - ხერხემალი მეწვის, მეშველება რამე?!
- გადავუღოთ აუცილებლად, - საქმიანად გადმოხედა ლადომ ტასოს.
- გადამიღეთ რა, არაფერი გამოგეპაროთ!
- გეკადრებათ? როგორი სახის დარტყმა მიიღეთ?
- ჩლიქი მოხვდა, - აუხსნა ტასომ.
- ჩლიქი? - გაკვირვებით გადახედა ნოდომ დათუნას. - ეგრე ეძახიან?
- ბიჭო, ხო, გამიგია... ამათ სხვა ლექსიკონი აქვთ, - უჩურჩულა მანაც.
- ძლიერად? - განაგრძო კითხვების დასმა ექიმმა.
- უჰ, ძალიან!
- კარგი, მანანა, გადავუღოთ რა, მოამზადე აპარატი. წავიდეთ.
- ბეწვზე გადარჩა! - გააყოლა თვალი ტასომ მიმავალს.
- მოსული ტიპია? - ამოუდგა გვერდით დათუნა.
- ორასამდე კილო იქნება... მეტიც, - ჩაფიქრდა ტასო.
- აუჰ, დავღუპულვართ და ეგაა! - სიმწრით გადააქნია თავი ნოდომ, ბოლთას რომ სცემდა უიმედოდ დერეფანში.
- კაი, არა უშავს, მაინც დაკვლას უპირებდა ბაბუაჩემი, - დაამშვიდა აღელვებული ბიჭები ტასომ.
- ვის, კაცო? - გაუფართოვდა თვალები დათუნას.
- მოიცა, დააშავა რამე? - ვერ გამოერკვა ნოდო.
- ბიჭო, ბრუტალური ხალხი რო იყვნენ ვიცოდი, მაგრამ ასეთი? კაცის დაკვლა? - უჩურჩულა დაბნეულმა დათუნამ ნოდოს.
- ხო, აღარ იწველებოდა, - აიჩეჩა მხრები ტასომ.
- ბატონო? - გაკვირვებით აზიდა წარბები ნოდომ.
- მოიცა, ტასო... რაზე ამბობ? - ჩაეკითხა დათუნა.
- საუდზე.
- ვინ საუდზე?
- ჩვენი ძროხა, საუდი ჰქვია, - მხრები აიჩეჩა გაკვირვებულმა ტასომ.
- ჰა?
- მოიცა, ძროხას უვარცხნიდა ჩოლკებს? - აფხუკუნდა აჩი.
- ჰო, ანა ვინტურს უნდა დაგამსგავსოო, ეუბნებოდა, - გაეცინა ტასოსაც. - ფანჯრიდან დავინახე თმაზე რომ ექაჩებოდა!
- რომ ვამბობ, არ არის ეს ადამიანი ჯანსაღი-მეთქი, დაიჯერეთ! - გაოგნებული ფაზიდან ვერ გამოიოდა დათუნა.
- ფუი! - შეიკურთხა ნოდომ.
- ისა... საუდი რატომ ჰქვია? - დაინტერესდა აჩი.
- სევდას ნიშნავს. სევდიანი ძროხაა... მე დავარქვი, ხო მაგარია?! - აღფრთოვანებული მზერით გადმოხედა ტასომ ბიჭებს.
- ანუ იაზრებ სევდიან ძროხას რა უქნა, იმან ჩლიქი რომ ამოარტყა? - გაოგნებულმა გადააქნია თავი დათუნამ.


*

შუა დღით დაბრუნდნენ სახლში.
მთელი გზა თავი ხელებში ჩაერგო ვაჩეს.
უხმოდ უთანაგრძნობდნენ კაცს, რომელსაც თავზე ჩამოენგრა სამყარო, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩებოდა, რეალობა ბევრად უკეთესი იყო, თუმცა გასააზრებლად ამდენადვე რთული.
ეზოსთან გაჩერდა თუ არა მანქანა, ქარიშხლის სისწრაფით გამოვარდა ეზოში ნერვიულად მოსიარულე ქეთუთა და გამოგლიჯა კარი.

- ყველა ცოცხალია? - დამკვირვებლური მზერა მოატარა მანქანას და უკან მჯდომ დგვარელს რომ წააწყდა, შვებით ამოისუნთქა, თუმცა ოსტატურად დაფარა შინაგანი ღელვა. - უიმე, შენც?
- როგორ გაუხარდა! - ყალბი აღტაცებით წამოიძახა ონისემ, მაინც რომ მიუხვდა აღელვებას და ფრთხილი მოძრაობით გადმოვიდა მანქანიდან. - არ ჩამეხუტები?
- რატომ? - დოინჯშემოყრილი ჩამოუდგა წინ და პომპეზურად გადაიყარა სწორი, ჩალისფერი თმა უკან.
- გადარჩენა არ უნდა მომილოცო? - მიუხვდა ისიც და გაუღიმა ისე, როგორც უღიმიან ხოლმე იმ ერთადერთს.
- ვინ გექაჩებოდა, რომ მირბოდი? დატეულიყავი სახლში თუ არ გქონდა რაინდობის თავი! - ჩაიქირქილა გათამამებულმა და აიბზუა ცხვირი.
- ნახე, როგორ იფასებს თავს, არადა პირველი ჭაღარა მაშინ გაუჩნდა, შენ რომ დაგჭრეს, - სიცილით გადმოყო თავი უკანა ფანჯრიდან დიტომ.
- დიტო, ჩადუმდი, თორემ შეგსვამ ცხენზე და ზედ დაგიმატებ მთელს საჩლიქოსნეთს! - დაუბრიალა თვალები ქეთუთამ.
- ბოროტი! - სწრაფადვე შეყო თავი უკან და გადმოყო რამდენიმე წამის შემდეგ ისევ. - ვინმე გადმომიყვანს ახლა აქედან? დიდხანს გელოდოთ? სად არის ნოდარი?! ნოდარ დოლიძე, ამიტაცებ ხელში დღეს თუ ვაღამებ აქ?
- რატო სალაპარაკო ღრუს არ დაუზიანებს ვინმე! - ჩხუბ-ჩხუბით გამოგლიჯა მანქანის კარი ნოდომ. - ჩადუმდი, ნუ მესმის შენი ხმა ოცდაოთხი საათი, შემერყა აურა!
- ვერ ეღირსებით, მკვდარიც ვილაპარაკებ!
- ჰო, არ დაგვასვენო!
- ახლა მოიცა... მე შენზე ერთი თვით პატარა ვარ, ნოდო!
- მერე?
- რა მერე, კაკ მინიმუმ, ჩემზე ერთი თვით ადრე მოკვდები! - ძლივს-ძლივობით გადმოიტანა დაბეგვილი ტანი მანქანიდან და ჩამოეკიდა კისერზე.
- შე ავადმყოფო, ახლა ხელი თუ გაგიშვი, გაჩვენებ ვინ მოკვდება ერთი თვით ადრე! - დაუქაჩა თვალები და წაათრია სახლისკენ. - არა, დიტო, ამ ტემპით, დიდხანს ვერ გაქაჩავ!
- ხეს მიარტყი ხელი, სანამ მოგაგლიჯე! თვალი არ მეცეს, ისედაც ნაცემი ვარ!
- ნაცემი ხარ, კი.
- კაი, ნუ გამომფიტე! ენერგია აღარ მაქვს...
- გამოფიტული გაქვს ტვინი, დიტო ჩხაიძე!
- მთელი გზა ტვინი წაიღეს, - უიმედოდ გააყოლა თვალი ონისემ დიტოს და ნოდოს. - ამათ როგორ უძლებთ?
- შენ როგორ გიძლებენ, ეგ იკითხე ჯერ!
- ბოროტი გოგო ხარ, ქეთუთა! - ჩაეხუტა მაინც გაძალიანებულს. - მომენატრე. შენც, ხო?
- თავში დაგჭრეს? - ეჭვით შეუთვალიერა თმა.
- სიხარულსაც აგრესიით გამოხატავ, შენ?
- რა შემატყვე სიხარულის? - დაუქაჩა თვალები გაღიზიანებულმა.
- გული გაქვს აჩქარებული, - უჩურჩულა ყურთან ახლოს და ჩაასრიალა ხელი მაჯასთან. - პულსიც გაგექცა ასტრალში, მაგრამ ვერ გიშველის... მე უფრო გაბრაზებული ვარ.
- უკაცრავად? - აღშფოთდა ქეთუთა.
- არცერთხელ რომ არ მნახე, გაპატიებ გგონია?
- იმსახურებდი?
- არა?! - ამოხედა ქვემოდან და შეათვალიერა კიდევ უფრო.
- არა!
- ზუსტად იცი?
- ძალიან ზუსტად!
- კარგი... - მოშორდა ნელი ნაბიჯებით და ცბიერი ტონით დაამატა. - ვიმახსოვრებ. ბევრი მაქვს დამახსოვრებული, არ გეშინია?
- არაფრის, არასდროს!
- კარი ღია დატოვე.
- იოცნებე! - ჩაიფრუტუნა დამცინავად.
- ხომ იცი, რომ მაინც შემოვალ? - გადმოხედა გვერდულად.
- არ გაბედო!
- ნაკერები გამეხსნება და შენი ბრალი იქნება, ქეთუთა.
- დაეტიე შენს ოთახში, არ გელაპარაკები, ვერ ხედავ?! - მიყვებოდა ფეხდაფეხ სახლისკენ მშვიდი ნაბიჯებით მიმავალს.
- ანუ არ მელაპარაკები.
- დიახაც, არა!
- და რატომ? მიზეზიც რომ მითხრა? - აზიდა წარბები ინტერესით.
- ვერა.
- რატომ? - გაეცინა მის გაჯიუტებულ ტონზე.
- გაბრაზებული ვარ და არ მინდა შენთან საუბარი, შესაბამისად მიზეზსაც არ გეტყვი იმიტომ, რომ არ მინდა შენთან კომუნიკაციის დამყარება, გასაგებად ავხსენი? - გადაიჯვარედინა გულზე ხელები და მკაცრი მზერა შეავლო მოღიმარს. - და ნუ იღიმი, როცა გაბრაზებული ვარ!
- როგორ შემოგირიგო?
- მე მეკითხები?
- მე ვიცი, როგორც, შენგან მაინტერესებს უბრალოდ.
- არ გეტყვი. შენ ისიც არ იცი, მე რატომ ვარ გაბრაზებული.
- შენ გგონია, რომ არ ვიცი, თორემ იდეალურად ვიცი, ქეთუთა, - ჩაუკრა თვალი და ფრთხილი ნაბიჯებით აიარა რამდენიმე კიბე.
- რატომ, აბა?
- გითხრა?
- რა უნდა მითხრა, რაც არ იცი, ის? - ჩაიფხუკუნა თავისივე ნათქვამზე.
- გეტყვი და შეგრცხვება.
- თქვი, მიდი, გელოდები.
- კაი... ვიტ...
- აი, ხომ ხედავ, ვერ ამბობ, - საზეიმოდ შემოჰკრა ხელები ერთმანეთს.
- დამაცდი?
- მიდი, გიყურებ.
- ჯერ ის მითხარი, ზოდიაქოთი რა ხარ.
- რა?
- მიდი, მიდი.
- რაში გაინტერესებს?
- მე არ მაინტერესებს, რაღაც უნდა გადავამოწმო.
- გააფრინე? მართლა თავში მოგხვდა?
- მითხარი, სანამ დავგუგლე, - ამოაძვრინა ჯიბიდან ტელეფონი.
- ტყუპები, მერე?
- აჰა... - გაეღიმა კმაყოფილს.
- რად გინდა?
- გუშინ ნენე იყო ჩემთან.
- მერე?
- ჩემი ბიძაშვილი ნენე, ხომ იცი? იცი.
- ხო, მერე? - სიმწრით ინარჩუნებდა სიმშვიდეს.
- შენზე ვუთხარი, - აგრძელებდა ისიც მის წამებას.
- რა უთხარი?! - აერია სახე ქეთუთას.
- ნუ, რაღაც ვუთხარი და მერე ვკითხე.
- რა?!
- როგორი გოგოა-მეთქი, მაინტერესებდა მისი აზრი.
- რატომ?!
- ეგრევე ხვდება ხოლმე, არის თუ არა ოჯახში შემოსაშვები, - ხმით გაეცინა ონისეს.
- ბატონო? - შეურაცხყოფილმა მიიდო გულზე ხელი. - როგორ?!
- ხო, შენი რძალი უნდა გახდეს და შემიფასე-მეთქი!
- უკაცრავად? -
- რა იყო, წინააღმდეგი ხარ? - დააჩერდა ზემოდან.
- აბა, არ ვარ?! რა რძალი? ვერ ხარ?
- ჩემი შეყვარებულია-მეთქი, ვუთხარი.
- რა? - წამოიკივლა გაოგნებულმა.
- ხო. ლიზასაც ვუთხარი. დედაჩემმა დამირეკა დღეს, მასაც მოეწონე.
- ჰა? - ჩაუვარდა ენა აქამდე თამამად გაქაფულს.
- შორიდებულებით რატო მელაპარაკები, ქეთუთა, რა გჭირს? - ყალბი გაოცებით მიუახლოვდა ადგილზე გახევებულს.
- მომეცი იარაღი! უნდა დაგჭრა! - გამოსცრა გაღიზიანებულმა.
- შენგან არ გამიკვირდება, მაგრამ იცი რა არის, ქეთუთა? აზრი არ აქვს. ყველამ იცის უკვე, - მოფლირტავე ღიმილით ჩამოუდგა გვერდით და გადახვია ხელი.
- ხელი! - თვალებდაქაჩულმა მოიშორა ხელი და გაიქცა გულამოვარდნილი.
სიცილით მიჰყვა ფეხდაფეხ ისიც.

გული დაუმშვიდდა სოფას, ორივეს რომ მოჰკრა თვალი.
გული აუჩქარდა ისევ, გიორგის მზერა რომ შეეჩეხა მისას.

*

არასდროს ეგონა ვაჩეს, ძმის დამარხვაზე უფრო თუ ეტკინებოდა რამე, მაგრამ უსამართლო ტყვია ყოფილა უფრო მძიმე, თურმე. უნდობლობა ყოფილა უფრო მწარე.
გულშეღონებული იჯდა ეზოში მარტო.
დილით, გამთენიისას აპირებდა თბილისში დაბრუნებას.
ბევრი პრობლემა ელოდა იქაც.
მშობლების თვალები ელოდა ვაჩეს.
როგორ უნდა აეხსნა მათთვის ის, რაც ჯერ თვითონაც ვერ გაეაზრებინა?
როგორ ჩაეხედა იმედგაცრუებულ თვალებში? როგორ მოეკლა მშობლები ცოცხლად?
როგორ აეხსნა, რატომ მოუკლეს შვილი... მართალი შვილი.
რაზე ეფიქრა, რაზე ედარდა, ვეღარ გაეგო სიბნელეში მჯდომს.

ფოთლების ჩხარუნს მოჰყვა ნაბიჯების ხმა და მალევე დაუჯდა გვერდით ტასო.

- კარგად ხარ? - ჰკითხა ფრთხილად ტასომ.
- ვარ, - ჩაილაპარაკა ისე, რომ არ აუწევია ჩაქინდრული თავი.
- მატყუებ?
- ჰო, - მკრთალად ჩაეღიმა ვაჩეს.
- ლამაზი ფერის თვალები გაქვს, - მცირეხნიანი დუმილის შემდეგ ტასოს ჩვეულებრივმა ტონმა გაუხსნა სახე ფარჯიანს. ხმით გაეცინა მოულოდნელ და დაუმსახურებელ კომპლიმენტზე და გადააქნია თავი ღიმილით. - რა გაცინებს? - განრისხდა ტასო.
- ნამდვილად შესაფერისი დრო შეარჩიე კომპლიმენტისთვის... - ეღიმებოდა ისევ.
- კომპლიმენტი არ იყო!
- აბა, რა იყო?! - გააჯავრა გაბუსხული.
- ფაქტი აღვნიშნე, ფაქტებს არ სჭირდებათ შესაფერისი დრო!
- ფაქტებს მადლობაც არ სჭირდება, არ დაელოდო, მაშინ! - ნიშნისმოგებით გადმოხედა და ჩაეღიმა ისევ.
- საერთოდაც, იმიტომ არ მითქვამს, რომ მადლობა გეთქვა.
- გული გამიხარე?
- გიხარებს რამე? - ეჭვით აზიდა წარბები ტასომ და დამცინავად შეათვალიერა კაცი.
- მიხარებს...
- არ მჯერა!
- რატომ? - ჩაეცინა კაცს.
- შენს ასაკში ნერვიულობა და სიხარული რომ არ შეიძლება, არ იცი?
- ოხ, ანასტასია! - გაეცინა ვაჩეს. პირველად გულწრფელად, ამდენი ხნის შემდეგ. შეათვალიერა სიბნელეში კიდევ ერთხელ. თმა უნათებდა მხოლოდ ცეცხლისფრად უკუნით ბნელში.
- მიდიხარ? - ჩასწყდა გული ოდნავ ტასოს. შეეჩვია მის წვალებას, მოიწყენდა მის გარეშეც.
- მივიდვარ.
- მეც მივდივარ თბილისში, - გადაიყარა თმა ზურგსუკან.
- ხომ არ გაგიყოლო? - ამოხედა მოჭუტული თვალებით. - მაქვს თავისუფალი ადგილი, მაგრამ რამდენად მიღირს, ეგ არ ვიცი...
- რა მჭირს შენი გასაყოლი? - შემართა წარბები საჩხუბრად.
- რამდენი წლის ხარ?
- დავუშვათ ოცდასამის, მერე?
- ახლა ასაკი მოიმატე, ხო? - ცალყბად ჩაეღიმა კაცს.
- არა! - ამოიყვირა გამოჭერილმა.
- მითხარი, მითხარი, რამდენის ხარ? - იცინოდა ვაჩე. გადაავიწყა მასთან საუბარმა ყველა პრობლემა.
ნანატრ სიმშვიდეს ემსგავსებოდა ეს გოგო მისთვის.
- ახლა ვხდები ოცდასამის, სამი თვე არც იქეთ, არც აქეთ!
- მატყუარა ხარ მაინც! - უჩქმიტა ლოყაზე მსუბუქად და ჩამოატარა ხელი რბილ კანზე. - უი, გაგიწითლდა, თუ გაწითლდი?
- სენსიტიური კანი მაქვს და ნუ მეხები! - დაუბღვირა, თუმცა ესიამოვნა გრილი თითების შეხება მხურვალე კანზე. - გავიგე, რაც მოხდა.
- გამიკვირდებოდა, რომ არ გაგეგო, - ჩაეცინა ფარჯიანს.
- ნუ დამცინი, მაკომპლექსებს!
- არ დაგცინი.
- იცინოდი!
- კარგი, - შემრიგებლური გაუხდა ტონი.
- უკეთ არ ხარ? - ჰკითხა და დამკვირვებლური მზერა მოავლო მის სახეს. - არ ხარ.
- რატომ უნდა ვიყო უკეთ? - გულწრფელად გაუკვირდა ვაჩეს,
- როგორ თუ რატომ? როგორი ძმა გყოლია... ეგ რომ არ გაგეგო, ეგ რომ არ გცოდნოდა... გიფიქრია?
- არა, ტასო, არ მიფიქრია.
- შეცდომაა, თუ არ გიფიქრია. ძალიან საამაყოა, იცი? - აღტაცება გაერია სევდიან ხმას.
- ვერ მეამაყება. არ მეამაყება, რომ ჩემი პატარა ძმა, რომელსაც მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა, ცივ მიწაში ლპება, - ჩაუქრა ის თვალები, წუთის წინ, ღიმილსაც რომ ირეკლავდნენ თამამად.
- დანაშაული რომ არ აქვს, არც ეგ გეამაყება, ვაჩე?!
- არ მინდა ამ თემაზე, ტასო, - გადაჭრით ჩაილაპარაკა და უკუნით ბნელს მიმართა მზერა.
- ბავშვი ვიყავი მაშინ, - დაბალი ხმით წამოიწყო ტასომ. - მაგრამ არც იმდენად, რომ არ მახსოვდეს რა მოხდა იმ დღეს. კორპუსში ვცხოვრობდით. დიდი ეზო გვქონდა. მეზობლად ცხოვრობდა ერთი ქალი, შვილი ჰყავდა ძალიან კარგი. საზღვარგარეთ იყო ის ბიჭი. ცუდად გამხდარა. იმედი გვქონდა ყველას, მაგრამ მძიმედ იყო, ვიცოდით ესეც. ზაფხული იყო, აგვისტო. ეზოში ვიყავი მაშინ, სამზარეულოს ფანჯარასთან მდგომი დედაჩემის აცრემლიანებული თვალები რომ დავინახე. დაურეკეს, გარდაიცვალაო ის ბიჭი. იმ ადგილას შეიკრიბა ყველა მეზობელი, საიდანაც მე დავინახე ცრემლიანი თვალები. ბჭობდნენ ვის უნდა ეთქვა სიმართლე ამ ქალისთვის. სახლებში ავიდნენ, ეზოში რომ არ შეხვედროდნენ ეკლესიიდან მომავალ ქალს. ჩემი სამზარეულოს ფანჯრიდან, მთელს ეზოს რომ გადმოჰყურებდა, გადმოვიხედე და დავინახე ქალი - დედა, ჭრელი კაბა ეცვა, ხალისიანი თავსაფარი ეხურა. როგორი დასანახი იყო... სახლისკენ მიდიოდა. არ იცოდა მაშინ, სახლში შესვლის შემდეგ, აღარასდროს რომ აღარ ჩაიცვამდა ჭრელს. იქნებ, რომ სცოდნოდა, აღარც შესულიყო იმ სახლში... იმ დღეს ბოლოჯერ ვნახე ის ქალი ჭრელ სამოსში. არცერთი დღე არ ყოფილა იმ დღის შემდეგ ისეთი, შავებში ჩაფლული რომ არ ყოფილიყო ის სიჭრელეს შეჩვეული ქალი... სახლში ახალი შესული იქნებოდა, ამბის სათქმელად რომ წავიდნენ. ჩემი სახლიდან ხუთი სადარბაზოს გამოტოვებით ცხოვრობდა, სულ ბოლოს და მაინც, ჩემი სახლის ყველა ოთახს ესმოდა მისი განწირული კივილი. შეიძრა ყველა კედელი... მე მას შემდეგ მეშინია სიკვდილის, ნაადრევის განსაკუთრებით. მეშინია იმ ქალის ტკივილის გამოცდის, იმ ქალის შვილების ტკივილს, ძმის ამბავი რომ გაიგეს. მინახავს, იმდენად ცხადად მინახავს, გამოცდას ჰგავდა ესეც, მაგრამ ლამაზი დასანახი რა იყო, იცი? ხო, აი, ამდენ უბედურ კადრში, ერთადერთი სილამაზე იმ ქალის თვალები იყო, სახლში მოსვენებულ შვილს რომ უყურებდა. ისეთი ამაყი იყო. ისეთი ბედნიერი. მკვდარი ჰყავდა სახლში, მაგრამ ბედნიერი იყო მისით. იცი, რატომ? იცოდა, რამდენი წელიც იცოცხლა, იმდენჯერ მართალი იყო თავისი გაზრდილი. წარმოიდგინე, როგორია... მუცლით ატარა, გააჩინა, გაზარდა, სკოლაში პირველად წაიყვანა, დამოუკიდებლობას აზიარა და აღარ ჰყავდა... სწორად იცხოვრა იმ ბიჭმა, ცუდად მოექცნენ ძალიან. მოკლეს. ისეთმა ხალხმა უღალატა, თავის სიცოცხლეს რომ არ დაიშურებდა ეს მათთვის. ასეც ხდება ხოლმე... შემთხვევითობასაც ეწირებიან კარგი ადამიანები, მაგრამ კვალს ტოვებენ ყოველთვის, მაგრამ იცი, რა არის უცნაური ამ ამბავში? მე ვიცნობდი პირადად. ხშირად მინახავს ჩემთან სახლში. როცა ცოცხალი იყო, არასდროს მიფიქრია, რომ რაიმე კვალს დატოვებდა ეს კაცი ოდესმე ჩემში. კარგი კაცი იყო, მაგრამ როცა მოკლეს, როცა ის ყველაფერი ვნახე... დარჩა, გესმის? ჩემში, ერთ უბრალო ადამიანში, ბავშვში დარჩა იმდენად, რომ დღემდე, ამდენი წლის შემდეგ, ისევ ჩემშია. წარმოიდგინე, მის დისშვილებში როგორ დარჩება... მის შვილში. რასაც ვერ შეცვლი, იმას ყოველთვის უნდა უპოვო გაგრძელება, ვაჩე. ისეთი გაგრძელება უნდა იპოვო, შვებაც რომ მოგგვაროს, ხომ გესმის.
- ანასტასია... - მძიმედ ამოილაპარაკა ერთადერთი სიტყვა.
- არ დაემალო იმ მზეს, ჰორიზონტიდან რომ გიმზერს... იფიქრე, ამაზე, - ხმით ჩაეცინა ტასოს, ბოლოჯერ გაუღიმა ისე, არასდროს რომ წაიშლებოდა მისი მეხსიერებიდან და წამოდგა ფეხზე. - ნახვამდის, ვაჩე.
- ტასო, - შეაჩერა მიმავალი.
- რა არის, ვაჩე?
- ნახვამდის, ტასო, - გაუღიმა მანაც ბოლოჯერ.
ბევრი უთხრა იმ თვალებმა იმ საღამოს, უკუნითშიც რომ ანათებდნენ მადლიერებითა და სიყვარულით სავსე.

გაუშვა.


*

- შენ მოდი აქ, - ხელით გააჩერა ოთახისკენ სწრაფი ნაბიჯებით მიმავალი. - სად მიიპარები? - მასსა და კედელს შორის მოიქცია აღელვებული სოფას სხეული გიორგიმ.
- მე? - გაიკვირვა ისე, თითქოს გაპარვა არც ჰქონია მიზნად.
- არ მიიპარებოდი ახლა? - დამცინავად აზიდა წარბები გიორგიმ.
- საიდან მოიტანე?
- თავს მარიდებ... რატომ, სოფა? რისი გეშინია? - რბილად წარმოთქვა მისი სახელი და ჩაეჭიდა ძლიერად, რომ არ გაჰქცეოდა.
- რა სისულელეა. რისი უნდა მეშინოდეს, გიორგი? - სუნთქვა შეეკრა ზედმეტი სიახლოვისგან სოფას. - გაიწიე.
- რას გაურბიხარ, არ მეტყვი?
- გიორგი... - დაიწუწუნა და ჩაეჭიდა მის ხელს. - გამატარე, მეჩქარება.
- მე დავბრუნდი, - აგრძელებდა ისე, თითქოს არც ესმოდა სოფას წუწუნი.
- მერე?
- არაფერი გაქვს სათქმელი?
- არა? - დააბნია კიდევ უფრო მისმა დაჟინებულმა მზერამ.
- სად გაქრა შენი თავდაჯერებულობა, სოფია? - მოიმწყვდია კუთხესთან.
- გამატარე-მეთქი, თორემ ყველას გავაგებინებ!
- რატომ?
- გამატარე, გიორგი, - აუთრთოლდა ხმა სოფას.
- არა. ვერა, - გადააქნია თავი და კმაყოფილს ჩაეღიმა, ის რეაქცია რომ დაუჭირა, იმ დღის შემდეგ რომ უმალავდა ოსტატურად. - არ მიმჩნევ, სოფა?
- რა გინდა, გიორგი?
- აღსარება, - ხელით დაეყრდნო კარის ჩარჩოს.
- თავი მტკივა, უნდა დავიძინო!
- დაგაძინო?
- გეყოფა უკვე, - შეკრა წარბები გაღიზიანებულმა.
- კაი, წამოდი, დაგალევინებ წამალს, - ისე, რომ ხელი არ გაუშვია, სამზარეულოსკენ წაიყვანა ნელი ნაბიჯებით.
- მიშველის?
- გაკოცებ და მოგირჩება! - ხმით ჩაეცინა ქალის დაქაჩულ თვალებზე. - კაი, კაი, ვიხუმრე!
- საშინლად, იცი?!
- მოსწონთ ხოლმე... მოსწონდათ, - შეასწორა სხვანაირი ღიმილით. ისეთით, აქამდე რომ არ ენახა არასდროს.
- აღარ იხუმრო! - დაძაბულობის განეიტრალება სცადა და ჩამოეყრდნო სამზარეულოს მაგიდას. - აბა, წამალი? რა არის ეს, რა წამალია? რას მასმევ? რეცეპტი სად არის? რომელი ქვეყნის წარმოებაა?
- სოფა, - ჩაახველა გამაფრთხილებლად. - დალიე.
- კაი, ამ ერთხელ... არ მაქვს წინააღმდეგობის თავი, - ჩაიქნია ხელი.
- ახლა მითხარი, რას გაურბიხარ. აღიარე, მიდი, სოფა, გელოდები, - ჩუმი, ეშმაკური ღიმილით აგრძნობინა, რომ იცოდა უთქმელად, მაგრამ უნდოდა მოესმინა მისგან.
- არაფერს გავურბივარ!
- იქნებ იმ პასუხის, რაც უნდა დაგეხვედრებინა ჩემთვის? - ცბიერი ღიმილით უახლოვდებოდა მხრებში გაშლილი.
- არა! - დამფრთხალმა, ყალბი სიმკაცრით ამოილაპარაკა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა ოთახისკენ. ჩაეცინა გიორგის.
- გაიქეცი... გაიქეცი, მაგრამ ნუ დაემალები, ხო? - დააწია სიტყვები ოთახისკენ მიმავალს, ჯერ რომ არ იცოდა, სულ ტყუილად რომ გარბოდა იმ კაცის ოთახიდან, პირველივე დღიდან რომ მიისაკუთრა.


*

- თქვენ ეს ყველაფერი იცოდით და არაფერს ამბობდით? - სახეალეწილმა გადახედა დიტოს და ნოდოს სოფამ. - ახლა შემთხვევით რომ არ გამეგო, რა მოხდა ნენეს და საშკას შორის, თქვენ არაფერს მეტყოდით, ხო? - იმედგაცრუებით ჩაეცინა სოფას.
ხმას არ იღებდა არცერთი.
დამნაშავედ ჩახარა თავი ნოდომ, ვერ უსწორებდა თვალს სოფას.
ქალს, რომლის გამოც გააკეთებდა ყველაფერს, ოღონდ ყოფილიყო ბედნიერი.
- ქორწილამდე ვაპირებდი თქმას და იცოდნენ კიდეც. ჩემი სათქმელი იყო ეგ ამბავი, სოფა, ამიტომ ნუ გაუბრაზდები, - მათ ნაცვლად ამოიღო ხმა ონისემ. - გასაბრაზებელი მაშინ იქნებოდა, შენი ქორწილი რომ დაეშვათ შენს მეგობრებს იმ სიმართლის შემდეგ, რომლის დამალვაც მე ვთხოვე. მიზეზი მქონდა, სოფა... დღემდე არ იცის ჩეჩემ და ნუ გავაგებინებთ, ხო? ცოტახნით მაინც, თუ სიმშვიდე გვინდა.
- დიტო... ნოდო, - სიმწრით გააქნია თავი სოფამ. - უნდა გეთქვათ. უნდა მცოდნოდა თქვენგან. თქვენგან უნდა მცოდნოდა მე, გესმით? თქვენ არაფერი იცოდით ჩემი და საშკას რეალური ურთიერთობის შესახებ... და მაინც არაფერი თქვით. ჩემი ბავშვობის მეგობრები ხართ!
- სოფა... - თავის მართლება სცადა დიტომ, თუმცა მიხვდა, ცხელ გულზე აზრი არ ჰქონდა და გაჩუმება არჩია.
- როცა ნებისმიერად არ აღიქვამ, არც გაქვს უფლება გაბრაზების, - სოფასკენ გადახარა თავი მის გვერდით მდჯომმა გიორგიმ და ისე უჩურჩულა, არავის რომ არ გაეგო მათ გარდა. გაახსენა მათი საუბარი, როცა უარყო სოფამ, რომ არავინ ჰყავდა ისეთი, ვინც დაეხმარებოდა. ერთი წინადადებით დაანახა გიორგიმ, რომ შეცდომას უშვებდა. გააზრებაში დაეხმარა უფრო.
- ვბრაზობ, მაინც, - ჩაილაპარაკა დაბალი ხმით და წამოდგა ფეხზე.

- უტამ დარეკა, - ოთახში შემოვიდა ვაჩე და ფეხდაფეხ მოჰყვა ჩეჩე ლიზასთან ერთად. - კესო ჭკუასელი იმ დღის შემდეგ არ ჩანს, რაც ჩემმა ძმამ გადაარჩინა. არავინ იცის, სად არის.
- როგორ? - დაიძაბა ონისე.
- აი, ასე. არ ჩანს. არავინ იცის, სად გაქრა.
- რას ვაპირებთ? - წამოდგა ფეხზე გიორგიც. - არის კიდე რამე?
- ერთი საინტერესო დეტალი გაარკვია უტამ, - ღრმად ამოისუნთქა ვაჩემ. - იმ დღეს, ჩემს ძმასთან ერთად, კლუბში მალხაზ მაცაბერიძის უფროსი შვილი, ცოტნე ყოფილა.
- მოიცა, მოიცა, - ჩაერია ჩეჩე. - ცოტნე მაცაბერიძე?
- იცნობ?
- ეგ დეტალი არ არის, ვაჩე. ეგ ამბავია უკვე, - გაეცინა ჩეჩეს. დაბნეულმა გადმოხედეს მოღიმარს.
- ანუ? - დაიძაბა ვაჩეც.
- ანუ, იმ სახელით არ სარგებლობს ეგ შენი ცოტნე, მით უმეტეს, მალხაზ მაცაბერიძის შვილი, უმნიშვნელო დეტალი რომ იყოს მისი იქ ყოფნა, გესმის, ახლა?
- გასაგებია, - ავად ჩაეღიმა ვაჩეს.
- ცოტნე მაცაბერიძე სამჯერ იყო ეჭვმიტანილი სხვადასხვა ქალის შევიწროვების საკითხთან დაკავშირებით, - განუმარტა სხვებსაც და მძიმედ ჩაეშვა დივანზე, ლიზას გვერდით.
- მერე?
- რა მერე, მალხაზის შვილია. მალხაზი იცი ვინ არის? მთავრობის კაცი, - დამცინავად ჩაეცინა ჩეჩეს და გადახედა დაბნეული სახით მსხდომ ბიჭებს. - ჰა, ამოიხსნა ამოცანა თქვენკენ, თუ ვწვალობთ კიდე?
- გვაცდი? - დაიზუზუნა დათუნამ.
- ლიზა, ესენი რაღაც საეჭვოდ, ხო? არა, ამჩნევ? - შეუმჩნევლად უჩურჩულა ლიზას და თვალებით ანიშნა ნოდოსკენ, თვალს რომ არ აშორებდა ნენეს.
- რას? - გაიშტერა თავი ლიზამ, აქამდეც რომ შეემჩნია მრავალჯერ.
- რანაირად უყურებს ჩემს დას! - დაეძაბა ხმა ჩეჩეს.
- რანაირად?
- აი, როგორც მე შენ და შენ - მე.
- ნუ მითამამდები შენ, რა გითხარი! - დამფრთხალმა გადმოხედა ძალიან ახლოს მჯდომს. - ჩაიწიე, ნუ მიახლოვდები.
- გაუშვი ახლა შენებურები? - ამოიოხრა შეღონებულმა.
- მგონი აფრენ და გეჩვენება უკვე რაღაცები, მათ შორის ჩემი მზერაც! - გამოსცრა აფორიაქებულმა.
- არაფერი არ მეჩვენება მე! იმას დავაცდი ცოტახანს, არ მცალია ჯერ... მივხედავ მერე, - თავის მსუბუქი მოძრაობით ანიშნა ნენესკენ.
- არაფერი უთხრა!
- ოჰ, გამოუჩნდა დამცველი!
- სირცხვილია!
- ეგრე რომ მეჩურჩულები, ჰგონიათ, რომ სიყვარულს მიხსნი, იცი?
- მომშორდი!
- შენ არ მშორდები, რა გავაკეთო... შენ შემომივარდი ოჯახში!
- ოხ! - წამოდგა ფეხზე გაღიზიანებული.
კიდევ გააგრძელებდა ჩეჩე და არ დაიღლებოდა არასდროს, რომ არა ტელეფონის ვიბრაცია.
უცხო ნომერი იყო.
წამოდგა ფეხზე.

- ჩეჩე, ხო? - გაისმა უცნობი ხმა.
- მერე?
- ფარჯიანს გადაეცი, იქ ნუ იქექება, სადაც მისი ადგილი არაა.
- შენ რომელი ხარ, ჯერ ის მითხარი და მერე გადავწყვეტ, ვის რა ვუთხრა, - ავად ჩაეცინა ჩეჩეს.
- მე ის ვარ, ვინც გაფრთხილებთ, - გამაფრთხილებელ ტონს თან მოჰყვა გათიშული ზარის წრიპინი.
გაწყდა ზარი.
სწრაფი ნაბიჯებით შემოვარდა ოთახში აჩი.
წაშლილი ჰქონდა სახე.

- ჭკუასელი მოუკლავთ, - თქვა თუ არა, დაბარებულივით გაისმა ავტომატის გულისწამღები ზუზუნის ხმა.

დაფარა იმ საღამოს უჩვეულოდ გამკრთალი სიჩუმის სხივი.



№1 სტუმარი სტუმარი ლიკა

როგორ გამახარეᲗ. იციᲗ როგორ გელოდებოდიᲗ... ეხლა დავიწყებ კიᲗხვას სიხარულით.

 


№2 სტუმარი სტუმარი maco maco

აუუუფ რაა გადააგორებს დღეებს…. არადა პატარა საავამდყოფოა ის ყველა ვერ დაეტევა, დიტოო კიი მარტო:))

 


№3  offline წევრი მაო Mao

რა ხდებააა? ვააახ ასე დატოვება იქნებაააააა??? რა ავტომატი, ჭკუასელი რომელი ჭკუასელი მოკვდა ძმა თუ და??
ლიზა მაგრად დადექიიი, ჩეჩეეე მეტი სიყვარული დაგვანახე <3 ???? აიი შოკიიი თავი იყოოო ????

 


№4  offline წევრი Veronika

საშინლად მეტკინა ვაჩეს ტკივილი.
ნენე რომ ყვებოდა საშკაზე , მანდ მეტკინა საშკაც და ვაჩეც.
“უდანაშაულო ბავშვი მომიკლეს”. “დამნაშავე ყოფილიყო, ცოცხალი ოღონდ”, “ცოცხალი მინდა” - ამას ვეღარ გავუძელი.
როგორ სტკივა თავისი პატარა უდანაშაულო ძმა.
როგორ ვერ პატიობს თავის თავს, ეჭვი რომ შეიტანა საკუთარ ძმაში.
ამ თავში ვიტირე, ვიცინე,ვიხალისე, ანუ ყველანაირი ემოციებით წავიკითხე, რაც კი არსობობს.
ნუ, რა ვთქვა, შოკი თავი იყო და სასწაული ხარ შენ!!!

 


№5  offline წევრი tatuli)

საოცარი ისტორა… რა კარგი წერის მანერა გაქვთ… ბევრ ისტორას გისურვებთ!!! იმედია შემდეგი ნაწილი მალე იქნება

 


№6  offline წევრი Margo Tokyo

სტუმარი ლიკა
როგორ გამახარეᲗ. იციᲗ როგორ გელოდებოდიᲗ... ეხლა დავიწყებ კიᲗხვას სიხარულით.

მიხარია <3
სტუმარი maco maco
აუუუფ რაა გადააგორებს დღეებს…. არადა პატარა საავამდყოფოა ის ყველა ვერ დაეტევა, დიტოო კიი მარტო:))

laughing <3 დიტოოო
მაო Mao
რა ხდებააა? ვააახ ასე დატოვება იქნებაააააა??? რა ავტომატი, ჭკუასელი რომელი ჭკუასელი მოკვდა ძმა თუ და??
ლიზა მაგრად დადექიიი, ჩეჩეეე მეტი სიყვარული დაგვანახე <3 ???? აიი შოკიიი თავი იყოოო ????

მიხარია ძალიან <3 ძმა ...
Veronika
საშინლად მეტკინა ვაჩეს ტკივილი.
ნენე რომ ყვებოდა საშკაზე , მანდ მეტკინა საშკაც და ვაჩეც.
“უდანაშაულო ბავშვი მომიკლეს”. “დამნაშავე ყოფილიყო, ცოცხალი ოღონდ”, “ცოცხალი მინდა” - ამას ვეღარ გავუძელი.
როგორ სტკივა თავისი პატარა უდანაშაულო ძმა.
როგორ ვერ პატიობს თავის თავს, ეჭვი რომ შეიტანა საკუთარ ძმაში.
ამ თავში ვიტირე, ვიცინე,ვიხალისე, ანუ ყველანაირი ემოციებით წავიკითხე, რაც კი არსობობს.
ნუ, რა ვთქვა, შოკი თავი იყო და სასწაული ხარ შენ!!!

უუხხ, როგორ მიხარია ეს ემოციები <3 მადლობა, რომ გამიზიარე <3

tatuli)
საოცარი ისტორა… რა კარგი წერის მანერა გაქვთ… ბევრ ისტორას გისურვებთ!!! იმედია შემდეგი ნაწილი მალე იქნება

დიდი მადლობა <3 <3

 


№7 სტუმარი ნეს

სალამი მარგო.. აი რა გინდა? რატო ერქაგრეხილები ჩემს ნერვებს? დამეფუფქა გული, დამეჭიმა ნეირონები და გამიდიდდა ღვიძლი ვაჩეს საცოდაობით... ვაჩეეე, ვა ჩეეეე, შენ მოგიკვდი, გაგიბლიკვდი და გაგითოშდი მე. რას გვიშველის ბიჭო ჩვენ აწი გრანდაქსინი?! ვერა, უფრო ძლიერი რამე, ფსიქოტროპული :( ნენე რომ საშკას იხსენებდა, მანდ მოვკვდი და აღარ დავრჩი, მართლა. ამ ყველა უბედურებას მიჩვრული კაცის თვალები წარმოვიდგინე, სულ რამდენიმე სიტყვამ, მისი მკვდარი ძმა ლაზარესავით რომ აღადგინა მკვდრეთით მის გულში.. საოცარი დიალოგი ქონდათ ვაჩეს და გიორგის. როგორ შემეცოდა ვაჩე, როცა მიხვდა თავის ყველაზე დიდ შეცდომას, ჭკუასელის სიტყვებში რომ არ შეიტანა ეჭვი და მაშინვე დაუჯერა. არ მცნობია ჩემი ძმა, ის მოცნობდა და ის არ დაიჯერებდაო... მარგო, შენ მართლა გგონია რომ გრანდაქსინი მიშველიდა ამის კითხვისას, შემცდარხარ ძალიან :)

გიორგიმ რა დერსკად შეაპარა მისი გრძნობები სოფას მიმართ? ყოჩაღ გიო, ყოჩაღ, ჩამოუჯექი ეხლა და ყველას აუხსენი სოფა რომ შეგიყვარდა, სოფას გარდა, რა თქმა უნდა!!!! მაგას ციტრამონები ასვი და დასაძინებლად გაუშვი, ხო!! ისე რაღა დროს ციტრამონი და ანალგინია შვილო? დაალევინე რამე შემოგარსული ტაბლეტი, რომ არ ჩაწვას და ჩათუთქოს ყელი გოგოს, მაგალითად ნიროფენი ფორტე, ან მიგ 400.

ჩეჩე და ლიზა <3 ხომ ჩამოუთვალა მისი ყოფილი თაყვანისმცემლების სია, სულ ანბანის მიხედვით დაწყობილი და მერე ვინ "მანჩესტერის" ფანი იყო, ვინ "განძასარის" და ვინ "ალაშკერტის"?!!!! ყოჩაღ ჩეჩე, შენ მოყვები კიარადა, გადაასწრებ მაგის ფიქრებს ბიჭო :))) აი კოხი მოვიდა და ქვა დახვდაო მაგათზეა ნათქვამი რა :))

ე.ი. ამ ნენეს და ნოდოს ხო ყველამ ცალცალკე უთვალა შეხედვა-გამოხედვები.. დაიდოს სასწრაფოდ ნოდარის დაბადების საათი, რიცხვი, თვე და წელი, რუკა აქვს შესადგენი ბავშვს. დიახ, ვარსკვკავივით გოგოა და შეადგენს ზუსტადაც, არა ბიჭო ზევსს დაეკითხება.

ნოდო და დიტო აღარ მეშლება ერთმანეთში.. აი ის, სულ რომ დაბეგვილია და კვნესის, არის დოტო, მეორე ნოდო :)))) აი რა უნდოდა? რატომ ერქაგრეხილებოდა სევდიან ძროხას? ან მაკრატელი სად ნახა ამ ტვინნაკლულმა? ქონოდა ის თმა კუტუნიოსავით, იწუნებდა ვინმე? თუ ეგეც ვერონაში ჩელენტანოს კინცერტზე გამოყავდა პატრონს "ლაშატე მი კანტარეს" შესასრულებლად???? აქშა, აქშა ძაღლოო :)))))) ამოვწყდი, ამოვკრუვდი, მარგო, შვილო, არაა ჩემს ასაკში ამდენი ხარხარი რეკომენდირებული....

ონისეეეე, შე გველაძუაააა!!!! ჰაიმე რა ირონიის ღმერთი ყავხარ შენს პატრონს?! ჩემს ქეთუთას გეფიცებიო, ნახე რა, ავჩუყდი. ჩემი ქეთუთა კიდე აი როგორ დახვდა?! ამაყი, კდემამოსილი, ყელმოღერებული, ერთი ღერი ჭაღარით... რას მირბოდი თუ არ გქონდა რაინდობის შნო და უნარიო. აი ყოჩაღ ქეთუთა, მარა ბოლომდე მაინც ვერ გაქაჩა და გადავიდა ისევ შორისდებულებზე, ჩემი ჩურჩუტააა <3 მიყვარს, გადაეცი და ნუ აწვალებინებ ამდენს იმ საზიზღარ დგვარელების ბიჭს. 2 შვილი და ლაბრადორიო ხო?

ეს ჭკუასელი, დიდი ჭკუაsale!!!! კაცი აღმოჩნდა რა... ანუ? იდიოტი ხარ ამხელა კაცი? ტყუილად მოკალი და ჩადე უდანაშაულო ბიჭი მიწაში? საკუთარი და თვითონ ვერ დაიცვა და ვინც გადაარჩინა, იმას დაახალა 5 ტყვია. ანუ, რეზი ფაქტიურად პაიკი აღმოჩნდა ჩვეულებრივი და დიდი ჯახი აწი მოხდება... რა არის მარგო, რამდენი ვილანია, სპაიდერმენში ვართ?

წავედი, დავიძინე, დავასვენე ფსიქიკა ცოტა, თორე ავიჭერი და ეგაა...

არ მინდა დამთავრება ამისი.... მოდი სანტა ბარბარასავით წერე და წერე....

მიყვარხარ, მეუასები და მიხარია რომ წლების წინ, შენს პირველ ნაბიჯებს რომ ვკითხულობდი ამ საიტზე გადადგმულს, გულმა სწორად მიკარნახა შენი პოტენციალის სიგრძე-სიგანე...

 


№8 სტუმარი სტუმარი ნინო123

რა კარგად წერ. როგორი ლამაზი წასაკითხია. ბევრი ემოცია მქონდა ... ❤️იმედია ამდენი ლოდინი არ მოგვიწევს შემდეგ თავზე????

 


№9 სტუმარი Numa

ისევ თვეში ერთხელ აპირებ დადებას??

 


№10  offline წევრი Margo Tokyo

ნეს
სალამი მარგო.. აი რა გინდა? რატო ერქაგრეხილები ჩემს ნერვებს? დამეფუფქა გული, დამეჭიმა ნეირონები და გამიდიდდა ღვიძლი ვაჩეს საცოდაობით... ვაჩეეე, ვა ჩეეეე, შენ მოგიკვდი, გაგიბლიკვდი და გაგითოშდი მე. რას გვიშველის ბიჭო ჩვენ აწი გრანდაქსინი?! ვერა, უფრო ძლიერი რამე, ფსიქოტროპული :( ნენე რომ საშკას იხსენებდა, მანდ მოვკვდი და აღარ დავრჩი, მართლა. ამ ყველა უბედურებას მიჩვრული კაცის თვალები წარმოვიდგინე, სულ რამდენიმე სიტყვამ, მისი მკვდარი ძმა ლაზარესავით რომ აღადგინა მკვდრეთით მის გულში.. საოცარი დიალოგი ქონდათ ვაჩეს და გიორგის. როგორ შემეცოდა ვაჩე, როცა მიხვდა თავის ყველაზე დიდ შეცდომას, ჭკუასელის სიტყვებში რომ არ შეიტანა ეჭვი და მაშინვე დაუჯერა. არ მცნობია ჩემი ძმა, ის მოცნობდა და ის არ დაიჯერებდაო... მარგო, შენ მართლა გგონია რომ გრანდაქსინი მიშველიდა ამის კითხვისას, შემცდარხარ ძალიან :)

გიორგიმ რა დერსკად შეაპარა მისი გრძნობები სოფას მიმართ? ყოჩაღ გიო, ყოჩაღ, ჩამოუჯექი ეხლა და ყველას აუხსენი სოფა რომ შეგიყვარდა, სოფას გარდა, რა თქმა უნდა!!!! მაგას ციტრამონები ასვი და დასაძინებლად გაუშვი, ხო!! ისე რაღა დროს ციტრამონი და ანალგინია შვილო? დაალევინე რამე შემოგარსული ტაბლეტი, რომ არ ჩაწვას და ჩათუთქოს ყელი გოგოს, მაგალითად ნიროფენი ფორტე, ან მიგ 400.

ჩეჩე და ლიზა <3 ხომ ჩამოუთვალა მისი ყოფილი თაყვანისმცემლების სია, სულ ანბანის მიხედვით დაწყობილი და მერე ვინ "მანჩესტერის" ფანი იყო, ვინ "განძასარის" და ვინ "ალაშკერტის"?!!!! ყოჩაღ ჩეჩე, შენ მოყვები კიარადა, გადაასწრებ მაგის ფიქრებს ბიჭო :))) აი კოხი მოვიდა და ქვა დახვდაო მაგათზეა ნათქვამი რა :))

ე.ი. ამ ნენეს და ნოდოს ხო ყველამ ცალცალკე უთვალა შეხედვა-გამოხედვები.. დაიდოს სასწრაფოდ ნოდარის დაბადების საათი, რიცხვი, თვე და წელი, რუკა აქვს შესადგენი ბავშვს. დიახ, ვარსკვკავივით გოგოა და შეადგენს ზუსტადაც, არა ბიჭო ზევსს დაეკითხება.

ნოდო და დიტო აღარ მეშლება ერთმანეთში.. აი ის, სულ რომ დაბეგვილია და კვნესის, არის დოტო, მეორე ნოდო :)))) აი რა უნდოდა? რატომ ერქაგრეხილებოდა სევდიან ძროხას? ან მაკრატელი სად ნახა ამ ტვინნაკლულმა? ქონოდა ის თმა კუტუნიოსავით, იწუნებდა ვინმე? თუ ეგეც ვერონაში ჩელენტანოს კინცერტზე გამოყავდა პატრონს "ლაშატე მი კანტარეს" შესასრულებლად???? აქშა, აქშა ძაღლოო :)))))) ამოვწყდი, ამოვკრუვდი, მარგო, შვილო, არაა ჩემს ასაკში ამდენი ხარხარი რეკომენდირებული....

ონისეეეე, შე გველაძუაააა!!!! ჰაიმე რა ირონიის ღმერთი ყავხარ შენს პატრონს?! ჩემს ქეთუთას გეფიცებიო, ნახე რა, ავჩუყდი. ჩემი ქეთუთა კიდე აი როგორ დახვდა?! ამაყი, კდემამოსილი, ყელმოღერებული, ერთი ღერი ჭაღარით... რას მირბოდი თუ არ გქონდა რაინდობის შნო და უნარიო. აი ყოჩაღ ქეთუთა, მარა ბოლომდე მაინც ვერ გაქაჩა და გადავიდა ისევ შორისდებულებზე, ჩემი ჩურჩუტააა <3 მიყვარს, გადაეცი და ნუ აწვალებინებ ამდენს იმ საზიზღარ დგვარელების ბიჭს. 2 შვილი და ლაბრადორიო ხო?

ეს ჭკუასელი, დიდი ჭკუაsale!!!! კაცი აღმოჩნდა რა... ანუ? იდიოტი ხარ ამხელა კაცი? ტყუილად მოკალი და ჩადე უდანაშაულო ბიჭი მიწაში? საკუთარი და თვითონ ვერ დაიცვა და ვინც გადაარჩინა, იმას დაახალა 5 ტყვია. ანუ, რეზი ფაქტიურად პაიკი აღმოჩნდა ჩვეულებრივი და დიდი ჯახი აწი მოხდება... რა არის მარგო, რამდენი ვილანია, სპაიდერმენში ვართ?

წავედი, დავიძინე, დავასვენე ფსიქიკა ცოტა, თორე ავიჭერი და ეგაა...

არ მინდა დამთავრება ამისი.... მოდი სანტა ბარბარასავით წერე და წერე....

მიყვარხარ, მეუასები და მიხარია რომ წლების წინ, შენს პირველ ნაბიჯებს რომ ვკითხულობდი ამ საიტზე გადადგმულს, გულმა სწორად მიკარნახა შენი პოტენციალის სიგრძე-სიგანე...

შენ არ ხარ ნორმალური, არა!!! არ ვიცი როგორ გადმოვცე ის რეაქციები და ემოციები, რაც მე შენი კომენტარების წაკითხვის დროს მაქვს, მაგრამ დაახლოებით რომ გითხრა, საუდმა რომ ითრია დიტო, ეგრე ვარ... მბეგვავ და ძალიან მიყვარსსსს <3 <3 <3 მადლობა საკმარისი არ იქნება, მაგრამ მადლობა ყველაზე დიდი და ძვირფასი!

სტუმარი ნინო123
რა კარგად წერ. როგორი ლამაზი წასაკითხია. ბევრი ემოცია მქონდა ... ❤️იმედია ამდენი ლოდინი არ მოგვიწევს შემდეგ თავზე????

მიხარია თუ ეგრეა, მადლობა დიდი <3 ვცდილობ არ დაგვიანდეს ძალიან, მაგრამ თითქმის 40-50 გვერდია ყოველი თავი და დრო ხომ სჭირდება წერას...:(

Numa
ისევ თვეში ერთხელ აპირებ დადებას??

40 გვერდის წაკითხვის შემდეგ ერთადერთი რეაქცია ეს რომ არის... არ ვიცი, არ ვიცი :D

 


№11 სტუმარი სტუმარი ლიკა

ახალ Თავს როდის დადებᲗ? გელოდებიᲗ გულისფანცქალიᲗ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent