დუდასფერი (სრულად)
მეგონა ჩემი მეხსიერების მუდმივობა არ მომცემდა შენი დავიწყების უფლებას, მაგრამ ისე გადავსხვაფერდი, ისე გადამავიწყდი, როგორც გალაკტიონის “მესაფლავე”-ში საფლავზე მისულ ნაზ გოგოსა და გულმხურვალე ბიჭს თავიანთი მტკივნეული “ნაწილები”. ****** -დუდა, ჩამკიდე ხელი და გავფრინდეთ, იქ, სადაც ვერ მოგვწვდებიან თოლიები, იქ სადაც არ იქნებიან გულში ოხშივარადენილი ადამიანები - სასთუმალთან ჩამომჯდარი დუდას შეჰყურება მარიამი, სთხოვდა იმას, რას შეუძლებელი იყო - ნეტავ, ნეტავ ახლა იმ ზღვისფერ თვალებში გიყურებდე, ასე რომ მიყვარს შენში… ნეტავ შემეძლოს გითრა, რამხელაა ჩემი სიყვარული. დუდა, ჩემო მზისსადარო, ჩემო ვარსკვლავის მტვერო, ჩემი ერთადერთი ოცნების მთავარო წერტილო…. **** ზოგჯერ მგონია, ჩემი პრობლემა ის ემოციები იყო, რომლებსაც ვერ ვაკონტროლებდი. თურმე პრობლემა მე ვყოფილვარ. რა მოხდებოდა იმ დღეს დუდას რომ არ შემთხვეოდა ეს უბედურება?! რადა ახლა ცივ კუბოში, სასთუმალთან სხვისი და იჯდებოდა, სხვის ძმას შესთხოვდა თვალების გახელას… ****** -დუდა, მომეცი ეგ ჩემოდანი, მივდივარ! -ვერა, მარიამ, ვერ წახვალ! - ჩაბნელებულ ოთახს მხოლოდ კომპიუტერის ეკრანის მბჟუტავი შუქი ანათებდა, მის წინ მოთავსებულ, თვალდახუჭულ გოგოს ცრემლები სდიოდა… ოთახში კი ლაღი, ბავშვური ხმები ისმოდა. იქ დუდა მარიამთან იყო. დუდა იცინოდა… დუდა მხიარულობდა… დუდა ადამიანობდა… იქ დუდა თოლიების სიმაღლეზე იყო… დუდა მარიამის გვერდით იყო… დუდა ცოცხლობდა… სუნთქავდა… არსებობდა… ***** მეგონა ჩემი მეხსიერების მუდმივობა არ მომცემდა შენი დავიწყების უფლებას, მაგრამ ისე გადავსხვაფერდი, ისე გადამავიწყდი, როგორც გალაკტიონის “მესაფლავე”-ში საფლავზე მისულ ნაზ გოგოსა და გულმხურვალე ბიჭს თავიანთი მტკივნეული “ნაწილები”. ****** -მარო, სხვას ნუ მისცემ უფლებას, მაგ შენს მზისნაფეხურებიან სახეზე ის მწუხარება გამოსახონ, რომელიც შენ გონებას დამწუხრების საშუალებას მისცემს. - იყო დუდას ბოლო სიტყვები, ბოლო დიალოგიდან. და მაინც, რა მწარეა სიტყვა ბოლო, რატომ არ ვუფრთხილდებით? ******* “მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება, იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?” **** -სამყაროში რამდენი პარალელური რეალობაც არ უნდა არსებობდეს, ჩვებ ყველა მათგანში ერთმანეთისთვის ის მიცემული პირობა ვიქნებით, რომელიც არასდროს არ ტყდება, ჩემო მზისალერსიანო მარიამო! ***** “მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება, იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?” ***** დღეს დღეს რომ მისდევდა, როცა დღე არავისზე ფიქრობდა, ამ ქვეყნად მე და იმ ქვეყნად შენ, დავიარებით, როგორც დაკარგული სულები, თავისუფალი სულებო, უფლისგან მივიწყებული. *** -დუდა, შენს ლამაზ სახეს გეფიცები, მჩემი სიცოცხლის, ჩემი მეხსიერების თითოეულ წამებს შენს მოგონებასა და გახსენებაში დავხარჯავ!… - მთელს სასაფლაოზე, ჩუმ, წყნარ, მიტოვებულ სასაფლაოზე მარტო ერთი ადამიანის ჩურჩული, ჭირ-ვარამს გატანებული ჩურჩული ისმოდა და ეს ისე ხმამაღლა ჟღერდა, ისე მტკივნეულად ჟღერდა, როგორც ფიქრს გატანებული უმისამართო წერილები… და მაინც, განა მეხსიერება თავისი მუდმივობით ივიწყებს იმ პირობას, რომელიც გაუტეხელი უნდა იყოს? **** მეგონა ჩემი მეხსიერების მუდმივობა არ მომცემდა შენი დავიწყების უფლებას, მაგრამ ისე გადავსხვაფერდი, ისე გადამავიწყდი, როგორც გალაკტიონის “მესაფლავე”-ში საფლავზე მისულ ნაზ გოგოსა და გულმხურვალე ბიჭს თავიანთი მტკივნეული “ნაწილები”. ***** მაშინ, როცა ამ სამყაროს დუდასფერი სჭირდებოდა და თვით ეს სამყარო მარიამი იყო, სწორედ მაშინ გაუფერულდა, თეთრად იქცა ირგვლოვ ყველაფერი. სახლი სახლს აღარ ჰგავდა. ეზო ეზოს. კაცი კაცს და ქალის ქალს. მაშინ, როცა ამ სამყაროს დუდასფერი სჭირდებოდა, სადღაც შორს, მტკივნეულად იფანტებოდა მოგონებები… ახლა აღარც დუდა იყო… აღარც მარიამი… აღარც გაუტეხელი პირობა… და… ***** “მესაფლავე, ეხლა კი გაქვს ნება, რაც გსურს, კვლავ იგი თქვა... სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა…!” |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.