შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩაკეტილი სივრცე 16 თავი


11-03-2024, 04:50
ავტორი ნეაკო
ნანახია 1 354

მთელი გზა ტიროდა ნიცა. ვერაფრით დავამშვიდე.
-დე გპირდები როცა მამიკო მოგენატრება...
-უკვე მენატრება!-ყვირილით გამაწყვეყინა დაწყებული წინადადება და ცრემლიანი თვალები მომანათა
-ნიცა დე-ხმა ამიკანკალდა
-გთხოვ დავბრუნდეთ უკან-შემეხვეწა
-არ შემიძლია- ვუპასუხე ტირილის ნოტებ შეპარული ხმით და ძლივს შევიკავე თავი რომ არ მეტირა
-არ მინ და სოფელში, მამიკოსთან მინ და- ნაწყვეტ-ნაწყვეტ მითხრა და გადმოცურებული სიმწრის ცრემლები სწრაფად მოიშორა სახიდან
-ვიცი რომ გენატრება-სევდიანად გავუღიმე და დაძაბული მზერა ფანჯრის მინაზე გადავიტანე, რადგან ძალა აღარ მყოფნიდა გავმკლავებოდი მის საყვედურით სავსე მზერას. თავს ამ ქვეყნად ყველაზე საშინელ ადამიანად ვგრძნობდი. ისეთი განცდა მქონდა თითქოს ნიცას მომავალს მსხვერპლად ვწირავდი საკუთარი კეთილდღეობისთვის. ძალიან ვეცადე რომ არ მეტირა, მაგრამ უკიდურეს სასოწარკვეთილებამდე მისულს თავისთავად გადმომიცურდა სიმწრის ცრემლები. ნიცას შეუმჩნევლად მოვიშორე, რადგან არ მინდოდა ასეთ მდგომარეობაში ვენახე და კიდევ უფრო შემეშინებინა. რამდენჯერმე ისიც კი ვიფიქრე, რომ ტაქსის მძოლისთვის უკან დაბრუნება მეთხოვა და ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში გამეგრძელებინა ისე, თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მაგრამ ვერ შევძელი. ძალა არმეყო.
საღამოხანი იყო სოფელში რომ ჩავედით.
მანქანის გაჩერებისთანავე ნიცამ კარი გააღო და ატირებული ეზოში შევარდა. უჟმური ტაქსის მძღოლი ბარგის გადმოლაგებაში დამეხმარა
-მადლობა- გულგრილად ვუთხარი და ორი ასლარიანი გავუწოდე. უხეშად გამომართვა. მივხვდი რომ გაბრაზდა რადგან აშკარა უკმაყოფილება გამოესახა სახეზე. წვრილი ფულის ძებნა დაიწყო საფულესა და ჯიბეებში. დამიბრუნა თუ არა ხურდა მაშინვე ზურგი მაქცია და დაუმშვიდობებლად ჩაჯდა მანქანაში. იმის მიუხედავად რომ მიჩვეული ვიყავი უხეშ მოპყრობას უცნობი ადამიანებისგან, რაღაცნაირად, გული მაინც მეტკინა. სახლში შესვლისთანავე დედამ უემოციო მზერით გამოგვხედა და ვახშმისთვის სუფრის გაშლა განაგრძო, ისე თითქოს მე და ნიცა იქ საერთოდ არ ვყოფილიყავით. ამ დროს თავი ვეღარ შევიკავე და ავტირდი.
-ნინი მოხდა რამე?- დაფეთებული მია მომვარდა და ჩამეხუტა
-ვერ ხედავ?- ჩანთებზე მიუთითა დედამ და მაგიდაზე ორი თეფში დაამატა
-ნინი?-კითხვა ჩამდგარი თვალებით მომაჩერდა სახეში მია
-სახლიდან წამოვედით
-მერამდენედ?- ბებოს ხმაში ორინიაც ვიგრძენი და ბრაზიც
-განქორწინებაზე განცხადება შევიტანე
-რა გააკეთე?- დაიბნა დედაჩემი
-როგორც იქნა -აღფრთოვანდა მია
-და რა?! ასე უპრებლემოდ დაგთანხმდა გეგა განქორწინებაზე?- ჯერ კიდევ შოკში იყო დედაჩემი
-გეგამ არიცის სახლიდან რომ წამოვედით
-რას ნიშვანს ,,გეგამ არ იცის რომ სახლიდან წამოვედით"?- აგრესიული ტონით გაიმეორა დედამ ჩემი სიტყვები და დივანზე უღონოდ ჩამოჯდა. მე და ნიცა ჯერ კიდევ სახლის კართან ვიდექით.
-გუშინ, გვიან ღამით ვიჩხუბეთ და სახლიდან წავიდა. ვურეკავდი მაგრამ ტელეფონი გამორთული ჰქონდა. დილით სოფომ წაიყვანა ნიცა სკოლაში, ამიტომ მშვიდად ჩავალაგე ბარგი და იუსტიციის სახლში წავედი. განქორწინებაზე განცხადება შევიტანე. მერე კი...- გავჩუმდი
-მერე რა მოხდა?-დაიძაბა დედა
-არაფერი- მხრები ავიჩეჩე-ნიცა წამოვიყვანე სკოლიდან და წამოვედი- გადავწყვიტე, შემაკავებელი ორდერის შესახებ არაფერი მეთქვა მათთვის, უარესად რომ არ აფორიაქებინა
-არ დაურეკავს?-დაინტერესდა მია
-არ ვიცი გამორთული მაქვს ტელეფონი
-კარგი- უმისამართოდ თქვა დედამ და მაგიდას მიუახლოვდა-მოდი დავსხდეთ და ვივახშმოთ, გაცივდა საჭმელი- ნიცამ პირი არაფერს არ დააკარა, არც მე გადამდიოდა ლუკმა ყელში, ამიტომ დანარჩენებმაც მალევე შეწყვიტეს ჭამა.
-რაღაც თავს ცუდად ვგრძნობ, მიდი ერთი წნევა გამიზომე-უემოციო ტონით უთხრა მიას თინა ბებომ და წნევის აპარატი მიაჩეჩა ხელში. დედამ წამლების ყუთი მიუტანა
-რამდენი აქვს?-ავღელდი
-160/90-ზე
-წავალ დავწვები-ბუზღუნით თქვა ბებომ როცა წამლები დალია და ჯოხით ხელში წვალებით შევიდა საძინებელში. დედამ მაგიდის ალაგება დაიწყო. ეტყობოდა სახეზე რომ ტირილის ზღვარზე იყო.
-მე მივხედავ აქაურობას, შენ წადი დაისვენე-ვუთხარი ჩავარდნილი ხმით და ალაგებული ჭურჭელი გამოვართვი. არაფერი მიპასუხა, მაშინვე ზურგი მაქცია და ოთახში შეიკეტა. ნიცა არ მელაპარაკებოდა, ამიტომ მიამ წაიყვანა დასაძინებლად. საბედნიეროდ ორივეს მალევე ჩაეძინა. სახლის დალაგების შემდეგ მობილური ტელეფონი ჩავრთე და ყურადღების გადასატანად სოც ქსელების თვალიერება დავიწყე. გავღიზაინდი ამიტომ მაგიდაზე დაუდევრად მივაგდე ტელეფონი და დივანზე ჩამოვჯექი.
-არ დაურეკია?- დედას ხმამ შემაკრთო
-არა-მისთვის არ შემიხედია ისე ვუპასუხე
-რომ მოვიდეს უკან აღარ გაყვები?
-არა
-დარწმუნებული ხარ?
-კი
-ნიცაზე საერთოდ არ ფიქრობ?-გაბრაზდა
-ვფიქრობ
-აქაურობასთან შეგუება გაუჭირდება
-ვიცი
-თან, რას იტყვის ხალხი უკვე მერამდენედ წამოხვედი სახლიდან
-არ მაინტერესებს ხალხი რას იტყვის
-ესე იგი შენთვის სულ ერთია სახელი გაგიტყდება თუ არა?-აღშფოთდა
-სახელი რატომ უნდა გამიტყდეს?-გავბრაზდი
-განათხოვარს ყველა სხვანაირად უყურებს! ყველა ყველაფერს უბედავს...რა, არიცი?- ჩამეკითხა
-მეძინება-საპასუხოდ მხოლოდ ეს ვუთხარი და მიას ოთახში შევიკეტე. დამამშვიდებლების მაქსიმაური დოზა დავლიე და საწოლის უკიდურეს კიდეზე დავწექი დასაძინებლად, ნიცა რომ არ შემეწუხებინა, მაგრამ ამაოდ, ვერაფრით შევძელი დაძინება. დედას სიტყვებზე ვფიქრობდი სულ. იმდენად ამიმღვრია გონება მასთან საუბარმა რომ მოსვენება დავკარგე, ამიტომ ისევ ავდექი და მისაღებ ოთახში გავედი. საბედნიეროდ დედა იქ აღარ დამხვდა. დივანზე ჩამოვჯექი და სიბნელეს მიჩვეული თვალი ერთ წერილს გავუშტერე. მანქანის კვეთრი დამუხრუჭების ხმამ შემაკრთო. მივხვდი რომ გეგა მოვიდა ამიტომ გულმა გამალებით დამიწყო ცემა. ეზოს კარის მიჯახუნების ხმაზე დეჟა-ვუ მქონდა. დავიბენი. სწორედ ამ დროს სახლის მორყეულ ხის კარზე საშინელი ბრახუნი ატყდა. მაშინვე ფეხზე წამოდექი და კარს მივვარდი, გასაღები გადავატრიალე და აივანზე გავედი
-აქ რას აკეთებ?-ხმა დაბალი ტონით ვკითხე გაგიჟებულ გეგას და უემოციო მზერით მივაჩერდი სახეში. არაფერი მიპასუხა მაშინვე მკლავზე წამავლო ხელი და კიბეები გიჟივით ჩამარბენინა. ეზოდან ქუჩაში გამათრია და მანქანასთან მიმიყვანა. კარი გააღო და ბოლო ხმაზე მიღრიალა
-ჩაჯექი
-არ ჩავჯდები-იგივე ტონალობით ვუპასუხე და მისი ხელიდან გასხლტომა ვცადე
-შენ რა? მართლა გეგონა რომ შემაკავებელ ორდერს თუ გამომიწერდნენ შენი ცხოვრებოდან სამუდამოდ გავქრებოდი?-აგდებული ტონით მკითხა მაჯებში მტკივნეულად მომიჭირა ხელები
-გამიშვი!
-ჩაჯექი!
-იცოდე ვიყვირებ!- დავემუქრე და მთელი ძალით ვცადე წინააღმდეგობა გამეწია მისთვის, მაგრამ ამაოდ. მაშინვე პირზე ამაფარა ხელი და მანქანაში ძალით ჩამტენა. კარის დაკეტვამდე ბოლო ხმაზე ვიღრიალე ,,მიშველეთ" მეთქი მაგრამ აზრი არ ქონდა. ვერავის მივაწვდინე ხმა. გაგიჟებული გეგა უმისამართო გინებით მიუჯდა საჭეს და საბურავების ხრჭიალით მანქანა ადგილს მოწყვიტა. ვტიროდი, ვყვიროდი, ვეხვეწებოდი, ვემუდარებოდი, ვემუქრებოდი მაგრამ ყურადღებას არ მაქცევდა. გიჟივით მიაქროლებდა მანქანას ცარიელ გზაზე. რამდენჯერმე საავარიო სიტუაცია შექმნა მაგრამ ყურადღება არავისთვის და არაფერისთვის არ მიუქცევია.
-იცოდე გიჩივლებ-დავემუქრე როცა ცენტრალური გზიდან ბნელი და მიუვალი გზისკენ გადაუხვია და კარგა ხნის სიარულის მერე რაღაც გაუგებარი შენობის, ეზოს კარის წინ გაჩერდა.
-გადმოდი-დამიღრინა და მანქანიდან პირველი გადავიდა. მის სურვილს არ დავემორჩილე ამიტომ გინებით მოვარდა კარს და გამიღო, მკლავზე უხეშად წამავლო ხელი და ძალის გამოყენებით გადამათრია
-ხელი გამიშვი მტკივა! მე თვითონ წამოვალ- ვუთხარი როცა ეზოში შემიყვანა. უნდობლად შემომხედა, მაგრამ ხელი მაინც გამიშვა. ერთიანად მიკანკალებდა სხეული შიშისგან და ნერვიულობისგან მაგრამ მაინც გაბედულად წავედი პირველი იმ მონგრეული შენობისკენ- აქ რატომ მომიყვანე? რა გინდა ჩემგან?- ვკითხე როცა შიგნით შევედით და სინათლე აანთო
-იმ ყველაფრის მერე რაც გააკეთე ჩემგან ბევრად უარეს იმსახურებ- აგრესიული ტონით მითხრა და ნელა მომიახლოვდა- გათენდება თუ არა დილა მაშინვე პოლიციის განყოფილებაში წავალთ და განცხადებას უკან გამოიტან! შემდეგ იუსტიციის სახლში წავალთ...
-დამთავრდა გესმის? ყველაფერი დამთავრდა
-ნინი ნუ მაგიჟებ!-ბრაზნარევი ტონით მითხრა და სიგარეტს მშვიდად მოუკიდა
-როცა მია გაიღვიძებს და ნახავს რომ სახლში არ ვარ პოლიციაში დარეკავს! პრობლემები შეგექმნება
-მემუქრები?-ირონია გაერია ხმაში
-უბრალოდ ვცდილობ აგიხსნა...
-რა უნდა ამიხსნა?!-მიღრიალა ბოლო ხმაზე და ყბებზე უხეშად მომიჭირა ხელი- შენ მე რა უნდა ამიხსნა გოგო?!-ზიზღით მკითხა და ისე უხეშად გამიშვა ხელი რომ წამიერად წონასწორობა დავკარგე-დღესვე ჩაალაგებ ბარგს და სახლში დაბრუნდებით ორივე
-არ დავბრუნდებით
-დაბრუნდებით!
-შენთან ყოფნა აღარ მინდა
-ვიცი რომ არ გინდა
-მაშინ წადი ჩემი ცხოვრებიდან
-არ შემიძლია
-გეგა გთხოვ
-მიყვარხარ
-შენ არავინ არ გიყვარს საკუთარი თავის გარდა!
-შენ მიყვარხარ-გამომწვევი ტონით მითხრა და წამში დაფარა ჩვენ შორის არსებული მანძილი
-სახლში წამიყვანე-საპასუხოდ მხოლოდ ეს ვუთხარი და მისთვის გვერდის აქცევა ვცადე
-გგონია უფლებას მოგცემ რომ ნიცას დამაშორო?-აფეთქდა- გგონია უფლებას მოგცემ რომ ბედნიერი იყო?-დამიღრინა და მაჯებში უხეშად წამავლო ხელი
-შენს შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება
-ნიცას წაგართმევ- დამემუქრა. მის სიტყვებზე ირონიულად გამეღიმა. გაბრაზდა- ნინი, ჩემს მოთმინებას ნუ ცდი ხომ იცი რომ ის საერთოდ არ გამაჩნია-დანანებით მითხრა და ზურგი მაქცია
-გეგა, გთხოვ სახლში წამიყვანე, არ მინდა ისე დავშორდეთ როგორც მტრები, მინდა ნიცას გამო ცივილური ურთიერთობა შევინარჩუნოთ
-რა ყლ**ბებს მელაპარაკები!-მომაბეზრებლად მითხრა და სიგარეტს მშვიდად მოუკიდა
-გთხოვ
-ვიცი განქორწინება რატომ გინდა!
-ისევ ჩემს დადანაშაულებას ცდილობ?!- გავბრაზდი
-ბარგი ჩაალაგე და სახლიდან სიტყვის უთქმელად წახვედი!
-გირეკავდი მაგრამ ტელეფონი გამორთული გქონდა
-გამიტყდა ეს დედამ*ტყნული-დამიღრიალა და ჯიბიდან ამოღებული ეკრან დამხსრეული ტელეფონი იატაკზე დაახეთქა
-გგონია მიზეზი მხოლოდ ესაა?-ავღელდი
-ვიცი რაცაა შენი გაგიჟების ნამდვილი მიზეზი
-შენს თავში ნუ გეშლები
-მე შენთვის არასდროს მიღალატია
-ამას მეუბნება კაცი რომელიც კაზინოში ათენებს ღამეებს, ლუდის ბოთლით ხელში დადის ქუჩებში და ბრუვდება მარიხ*ანათი
-ესაა შენი პრობლემა?-ირონია გაერია ხმაში
-პრობლემა შენ ხარ! შენი დაუსრულებელი თამაში სმა და გართობა.
-რას ითხოვ ჩემგან
-არაფერს... უკვე აღარაფერს
-რა გინდა მითხარი-დამიღრიალა- რა გინდა რომ გავაკეთო შენთვის რომ დამშვიდდე
-გახსოვს მკითხე ცოლად რატომ გამომყევიო?-თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია- კარგი ადამიანი მეგონე მეთქი გიპასუხე- სახეზე სიმწრის ღიმილმა გადაურბინა
-მახსოვს-გულგრილად მიპასუხა და მზერა გამისწორა
-ცოლად რომ გამოგყევი შენით აღფრთოვანებული ვიყავი. ვფიქრობდი როგორ გამიმართლა-მეთქი. პატივს გცემდი და უზომოდ გენდობოდი. შენი თითოეული სიტყვის მჯეროდა, მაგრამ როგორც კი აღმოვაჩინე რომ თამაშობდი მაშინვე დავკარგე შენს მიმართ ნდობა და პატივისცემა. ამ ყველაფერს შენი მხრიდან სმა და მარ*ხუანა დაემატა. არარაობად იქეცი და მეც არარაობად მაქციე. თუ ასეთი უბედური იყავი ჩემთან რატომ არ გამშორდი და თუ ჩემთან ყოფნა გინდოდა რატომ არ ცდილობდი ოდნავ მაინც შეცვლილიყავი?
-ეგ ყველაფერო შენთან კავშირში არაა
-საერთოდ ვერ მამჩნევდი! მხოლოდ სექ*ისთვის და გემრილი საჭმელების მოსამზადებლად გჭირდებოდი!
-ასე არაა!
-ასეა! შენს თვალში არაფერს წარმოვადგენ! ფიქრობ რომ მე ერთი გაუსვლელი სოფლელი გოგო ვარ რომელსაც კარგად მომზადებული კერძისთვის, შენი ერთი მადლიერი მზერა უნდა აკმაყოფილებდეს ოჯახური სიმშვიდის შესანარჩუნებლად და პირადი ბედნიერებისთვის. თავიდან მაკმაყოფილებდა კიდეც მაგრამ გავიზარდე და მივხვდი რომ ეს არ კმარა ბედნიერებისთვის! რომ ეს არასწორია! რომ მე ვარ ქალი რომელიც ზრუნვა, სითბო და სიყვარული სჭირდება საყვარელი მამაკაცისგან და არა მადლიერებით სავსე თვალები!
-ვის გამოც მეყრები იმ ნაბ*ჭვრისგან...
-ავადმყოფი ხარ!
გათენებამდე ვჩხუბობდით, ვყვიროდით, მომხდარში ერთმანეთს ვადანაშაულებდით. ორივეს ჩვენ ჩვენი სიმართლე გვქონდა ამიტომ არცერთი არ ვთმობდით პოზიციას. ბოლოს იმდონემდე მივედით რომ ოჯახის წევრებზე გადავედით. საბოლოოდ ვერაფერზე შევთანხმდით ამიტომ დამემუქრა თუ სახლში არ გავყვებოდი სასამართლოს ძალით ნიცას წამართმევდა და ცხოვრების თითოეულ დღეს ჯოჯოხეთად მიქცევდა.
-სწორედ იმიტომ გეყრები რომ ასეთი ნაძირალა ხარ-ვუთხარი ზიზღით და როცა საპატრულო მანქანების სირენების ხმა გავიგე შვებით ამოვისუნთქე
-ნინი, თუ ახლა მათ გაყვები იცოდე ისე გაგამწარებ რომ სიკვდილს მოგანატრებ- დამემუქრა როცა კარზე კაკუნის ხმა გავივეთ
-გააღე!-ვუთხარი მბრძანებლური ტონით
-გთხოვ დარჩი ჩემთან-ზედ ტუჩებთან დამიჩურჩულა კართან მოსულმა
-გააღე
-დამთავრდა?-მკითხა ჩავარდნილი ხმით
-დამთავრდა!-თანაგრძნობით ვუპასუხე
-კარგი წადი-გასაღები საკეტს მოარგო და გადაატრიალა- მაგრამ იცოდე რომ ცხოვრების თითოეულ დღეს ჯოჯოხეთად გიქცევ! ისეთს რამეს გაგიკეთებ რომ სიკვდილს მოგანატრებ გაგინადგურებ!- კმაყოფილი ტონით მითხრა და პოლიციელის მესამე მოთხოვნაზე კარი გააღო
-ბოლო სეანსზე სანდროს ვაკოცე- გასვლისას მხოლოდ ეს ვუთხარი და გამომწვევი მზერით ჩავაცქერდი თვალებში
-ამ სიტყვებისთვის პასუხს ცალკე მოგთხოვ- დამემუქრა და მორჩილად გაყვა გაღიზიანებულ პოლიციელს მანქანაში.
არ ვუჩივლე, რადგან არ მინდოდა ნიცასთვის გული უარესად მეტკინა. ჩემდა გასაკვირად განქორწინებაზე განცხადება გეგამაც შეიტანა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent