შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გულის ჩურჩული(სრულად)

11-03-2024, 14:46
ავტორი Shine_brightly
ნანახია 5 060

ზაფხულის ცხელი დღე იყო,ღრუბლებმა ბარგი ჩაალაგეს და სადღაც შორს გადაკარგულიყვნენ.მზე გადმოჰყურებდა აყვავებულ ბუნებას,ეალერსებოდა მცენარეებს.
მხურვალე მზის სხივები ახალგაზრდა გოგონას გლუვ კანს ნაზად ეფერებოდნენ,ეხებოდნენ მის აღელვებულ,სიყვარულით დაუდგრომელ სხეულს,ეზოში მხოლოდ ფიქრებში დაკარგული გოგონათი დამძიმებული ჰამაკის გულამოსკვნილი ჭრიალი ისმოდა.მწვანე ფერები ჭარბობდა ეზოში,თუმცა აქა იქ თვალში მოგხვდებოდა გამომწვევად მბზინვარე ხილი.
გოგონას მხოლოდ ახლაღა შეახსენა თავი ტკივილმა მიხვდა,რომ მისი თმა გაშლას ლამობდა,წამოდგა და სწრაფად გაიშალა,მოაშორა თმის სამაგრი თმას და სწრაფად აფრიალდნენ თმის ღეროები ჰაერში,უხაროდათ თავისუფლება.დაუბრუნდა ჰამაკს თუ არა გაისმა ჰამაკის წუხილი,თუმცა გოგონამ რა იცოდა თუ რა აწუხებდა მას,თავი გააქნია,თვალები დახუჭა და დაელოდა თუ როდის განაგრძობდნენ მზის სხივები მის კანზე სრიალს,მზის სხივების მოლოდინში მყოფს თავზედ ჩრდილი რომ დაატყდა,მის სახეზე მაშინვე გამოისახა უკმაყოფილება და თვალები გაახილა,შეცბუნდა…მომღიმარი ბიჭის თვალები არ შორდებოდნენ მის სახეს,გოგონას უყურებდა და სწავლობდა მის თითოეულ დეტალს,როდესაც ორი გალაქტიკა ერთმანეთს შეეჩეხა გოგონას სიმორცხვე სახეზე გამოისახა და ბროწეულს დაემგვანა.
გოგონამ შეამჩნია როგორ გაეპარა ოქროს ფასის მქონე ღიმილი მას,როგორ ამოძრავდა ჩვიდმეტი კუნთი მის სახეზე,აშკარა იყო ხვდებოდა გოგონას სიწითლის მიზეზს.
ჩაღიმება შეამჩნია თუ არა უფრო გაწითლდა და თითქოს გულის ჩურჩული მოესმა,გული გამალებით უცემდა,ვეღარ ეტეოდა სხეულში.ნელმა სიომ ცისფერთვალებას ოქროსფერ თმაში გაირბინა,წამოდგა და კულულებიანი თმა უკან გადაიწია,ღიმილი ეპარებოდა და ლოყები ეჩხვლიტებოდა.არცერთი ცდილობდა სიჩუმის დარღვევას,აღარც ჰამაკი კვნესოდა გულამოსკვნილი.
ისევ ზემოდან უცქერდა,გოგონა კი ძეგლივით გაშეშებულიყო,ცისფერი თვალებში არეკლილი გოგონა უფრო და უფრო პატარავდებოდა,სურდა გამქრალიყო,უფრო და უფრო ეწებებოდა ჰამაკს,ჰამაკსაც უჭირდა თავის შეკავება,ვეღარ გაუძლო და საბოლოოდ ამოიოხრა.
ცისფერთვალებამ მოაშორა თვალები გოგონას,შეამჩნია როგორ დაწყნარდა გოგონას სახეზე ნაკვთები რომლებიც აღელვებულიყვნენ.
მხრებში გაიჭიმა,შებრუნდა და დაიძრა მზეზედ მოტრფიალე ხილისაკენ,ხეს ნაყოფი ნაზად მოაშორა,ერთი თავისთვის დაიტოვა ხოლო მეორე გოგონას გადასცა,გოგონა მის თითოეულ ქმედებას გაკვირებული უყურებდა მაგრამ თან ძალიან სიამოვნებდა,ფრიალებდა მისი გული და თან ჩურჩულებდა სიყვარულით დამტკბარი.
ეს ყველაფერი დასასრულს რომ მიუახლოვდა და ბიჭს ჭიშკართან მეგობრები მოადგნენ,ბიჭი თავისი მეგობრებისაკენ დაიძრა და გოგონა გაოცებული და დამწუხრებული დატოვა მაგრამ ბოლოს ჭიშკართან ოქროსფერთმიანმა თვალი ჩაუკრა,გაუღიმა და ლოყები დაეჩხვლიტა.
ისევ სწრაფად ააძგერა გოგონას წამიერად დამშვიდებული გული.ბიჭის დატოვებულ ხილს გოგონა დააცქერდა და თავის გულს ჩურჩულში აჰყვა.
ხომ არ მოეჩვენა? საკუთარ თავს ჩქმეტდა ხომ რეალურიაო.
ვინ იცის?…რეალურია?

№1 სტუმარი თათა.

ასე დასრულდა? ეს რა იყო ვერ გავიგე.რაღაც უაზრო არაფრისმთქმელ სიზმარს რომ ნახავ და მოყვები იმას გავს ეს რაღაც მოთხრობაა თუ რა არის .

და აზრი ? რა შინაარსია ვერ მივხვდი.რა დაწერეთ.

№2  offline წევრი Shine_brightly

თათა.
ასე დასრულდა? ეს რა იყო ვერ გავიგე.რაღაც უაზრო არაფრისმთქმელ სიზმარს რომ ნახავ და მოყვები იმას გავს ეს რაღაც მოთხრობაა თუ რა არის .

კი ასე დასრულდა,გაწელვა ნამდვილად არ მინდოდა.ხანდახან რაღაც უაზრო და "არაფრისმთქმელი" ბევრს ნიშნავდეს ჩვენთვის!
მადლობა შენი აზრის გაზიარებითვის<3

№3 სტუმარი ნია

ეხლა ეს რა იყო. მეტი საქმე არ გაქვს?

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის

№4  offline წევრი Shine_brightly

ნია
ეხლა ეს რა იყო. მეტი საქმე არ გაქვს?

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის

არ არ მაქვს! პრობლემას წარმოადგენს?

№5 სტუმარი სტუმარი თაკო

ვერ გავიგე, რატომააა ასეთი რთული ადეკვატურად გადმოსცეს ადამიანმა თავისი აზრი და არა ირონიულად, თავხედურად და უზრდელურად. :))

რაც შეეხება ამ პატარა ამბავს, ცოტა იმედგაცრუება იყო მისი ზომა, სრულად ისე ეწერა, მეგონა რაღაც დიდი უნდა წამეკითხა, ამისთვის შევემზადე და რეალურად… თუმცა რაც იყო მოსაყოლი, ამ პატარაშიც მოყვა ავტორმა დალაგებულად, სასიამოვნოდ, გამართულად.
კი პატარა იყო, მაგრამ იქნებ მიზეზზე დავფიქრდეთ? გავითვალისწინოთ რომ პირველი სიახლეა ამ ავტორის, საცდელი, რა საჭიროა ასეთი უზრდელობა? :///

წარმატებები ავტორო❤️

№6  offline წევრი Shine_brightly

სტუმარი თაკო

პირველ რიგში უღრმესი მადლობა თაკო! ამ კომენტარმა უდიდესი მოტივაცია მომცა,შემდეგში აუცილებლად უფრო დიდს დავწერ და იმედებს აღარ გაგიცრუებს მისი ზომა.საოცრად დადებითად დავიმუხტე ახლა,მადლობა<3

№7  offline წევრი CinemonGirl

ის ვინც ვრცელ ამბავს ელოდა და მოკლე ისტორია დახვდა მისი იმედგაცრუება და პრობლემაა, ვერ ვხვდები თქვენი მოლოდინების გაცრუებას სხვებს რატომ აბრალებთ?
პირადად ძალიან ვისიამოვნე. ვფიქრობ უფრო დიდი ვერც იქნებოდა, იმ სასიამოვნო გრძნობას გიტოვებს, როცა შენ უნდა გადაწყვიტო ამბის დასასრული.
მომეწონა გადმოცემა, დინამიკა, დეტალები. ზაფხულის ესთეტიკა ისე ლამაზად აღწერე, მეგონა ფანჯრიდან გავიხედავდი და იქ დამხვდებოდა.
იმედი მაქვს კიდევ ვიხილავ თქვენს სიახლეებს.
წარმატებები.

№8  offline წევრი Shine_brightly

CinemonGirl

მადლობა<3 მიხარია რომ მოგეწონა! აუცილებლად იხილავ სიახლეებს<3

№9 სტუმარი Ana-maria

მინდა ვთქვა,რომ სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. მართალია ისტორია ძალიან პატარა იყო და აშკარად არ მეყო. მაგრამ ამ ერთ ციცქნაში ყველაფერი იყო ჩატეული.რაც მთავარია კარგად წერთ,გამართულად და მდიდარი ენით. სულაც არ ვთლი,რომ ნოველა აუცილებლად ვებერთელა უნდა იყოს. ზოგჯერ მცირედშიც ყველაფერია მოყრილი.წარმატებები და ვისურვებდი თქვენგან უფრო ვრცელ ნოველებს. აშკარად კარგად გამოგდით ❤❤❤

№10  offline წევრი Shine_brightly

Ana-maria
მინდა ვთქვა,რომ სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. მართალია ისტორია ძალიან პატარა იყო და აშკარად არ მეყო. მაგრამ ამ ერთ ციცქნაში ყველაფერი იყო ჩატეული.რაც მთავარია კარგად წერთ,გამართულად და მდიდარი ენით. სულაც არ ვთლი,რომ ნოველა აუცილებლად ვებერთელა უნდა იყოს. ზოგჯერ მცირედშიც ყველაფერია მოყრილი.წარმატებები და ვისურვებდი თქვენგან უფრო ვრცელ ნოველებს. აშკარად კარგად გამოგდით ❤❤❤

ანა-მარია უღრმესი მადლობა!
ჩემი მოტივაცია ხარ<3

№11 სტუმარი სტუმარი ხათუნა

ღუბლებმა ბარგი ჩაალაგესო- რა ლამაზი მეტაფორაა...მრავალი კარგი შედარებაა ამ პატარა ნაწერში. მომეწონა. ხალასი, წმინდა, ბუნებრივი გულის ჩურჩულია გადმოცემული. უბრალოდ, ავტორს ვურჩევ ისტორიის ნაცვლად - ჩანახატი უწოდოს ამ ლამაზ ჩურჩულს. მადლობა. მომეწონა

№12  offline წევრი Shine_brightly

სტუმარი ხათუნა
ღუბლებმა ბარგი ჩაალაგესო- რა ლამაზი მეტაფორაა...მრავალი კარგი შედარებაა ამ პატარა ნაწერში. მომეწონა. ხალასი, წმინდა, ბუნებრივი გულის ჩურჩულია გადმოცემული. უბრალოდ, ავტორს ვურჩევ ისტორიის ნაცვლად - ჩანახატი უწოდოს ამ ლამაზ ჩურჩულს. მადლობა. მომეწონა

სხვადროს გავითვალისწინებ! მადლობა შენ!<3 მიხარია თუ მოგეწონა

№13 სტუმარი Nini M

გასაგებია,რომ ჩანახატი იყო.საკმაოდ გამართულად ნაწერი,აი რაც შეეხება შინაარს აქ ცოტა გავჭედე,ჩემი აზრით არაფრისმთქმელი იყო,თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრია.წარმატებები ავტორს.

№14  offline წევრი Shine_brightly

Nini M
გასაგებია,რომ ჩანახატი იყო.საკმაოდ გამართულად ნაწერი,აი რაც შეეხება შინაარს აქ ცოტა გავჭედე,ჩემი აზრით არაფრისმთქმელი იყო,თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრია.წარმატებები ავტორს.

მადლობა ნინი<3 გამოვასწორებ

№15 სტუმარი სტუმარი ნანა

ასეთი საოცრება აქ არ დაწერილა

№16  offline წევრი duchi_duchi

Shine_brightly
CinemonGirl
ის ვინც ვრცელ ამბავს ელოდა და მოკლე ისტორია დახვდა მისი იმედგაცრუება და პრობლემაა, ვერ ვხვდები თქვენი მოლოდინების გაცრუებას სხვებს რატომ აბრალებთ?
პირადად ძალიან ვისიამოვნე. ვფიქრობ უფრო დიდი ვერც იქნებოდა, იმ სასიამოვნო გრძნობას გიტოვებს, როცა შენ უნდა გადაწყვიტო ამბის დასასრული.
მომეწონა გადმოცემა, დინამიკა, დეტალები. ზაფხულის ესთეტიკა ისე ლამაზად აღწერე, მეგონა ფანჯრიდან გავიხედავდი და იქ დამხვდებოდა.
იმედი მაქვს კიდევ ვიხილავ თქვენს სიახლეებს.
წარმატებები.

მადლობა<3 მიხარია რომ მოგეწონა! აუცილებლად იხილავ სიახლეებს<3

იმედ გაცრუება და პრობლემა იმოტომ არის რომ ასეთ პატარას ისტორია არ ქვია,ჩანახატი ქვია და უნდა აიტვირთოს ჩანახატების ველში და არა ისტორიის ველში.ჰოდა იმედებიც აღარ გაუცრუვდებათ

№17  offline წევრი Shine_brightly

სტუმარი ნანა
ასეთი საოცრება აქ არ დაწერილა

უღრმესი მადლობა ნანა,ასეთი კარგი შეფასებისთვის! უდიდეს მოტივაციას მაძლევს თქვენი ასეთი შეფასება<3

duchi_duchi
Shine_brightly
CinemonGirl
ის ვინც ვრცელ ამბავს ელოდა და მოკლე ისტორია დახვდა მისი იმედგაცრუება და პრობლემაა, ვერ ვხვდები თქვენი მოლოდინების გაცრუებას სხვებს რატომ აბრალებთ?
პირადად ძალიან ვისიამოვნე. ვფიქრობ უფრო დიდი ვერც იქნებოდა, იმ სასიამოვნო გრძნობას გიტოვებს, როცა შენ უნდა გადაწყვიტო ამბის დასასრული.
მომეწონა გადმოცემა, დინამიკა, დეტალები. ზაფხულის ესთეტიკა ისე ლამაზად აღწერე, მეგონა ფანჯრიდან გავიხედავდი და იქ დამხვდებოდა.
იმედი მაქვს კიდევ ვიხილავ თქვენს სიახლეებს.
წარმატებები.

მადლობა<3 მიხარია რომ მოგეწონა! აუცილებლად იხილავ სიახლეებს<3

იმედ გაცრუება და პრობლემა იმოტომ არის რომ ასეთ პატარას ისტორია არ ქვია,ჩანახატი ქვია და უნდა აიტვირთოს ჩანახატების ველში და არა ისტორიის ველში.ჰოდა იმედებიც აღარ გაუცრუვდებათ

შემდეგში აუცილებლად გავითვალისწინებ<3

№18 სტუმარი სტუმარი სოფი

საყვარელი იყო, გაგრძელების სურვილს რომ გაგიჩენს, ფანტაზიებში გადავარდები და სათქმელს შენი სურვილისამებრ დაასრულებ

№19  offline წევრი Shine_brightly

სტუმარი სოფი
საყვარელი იყო, გაგრძელების სურვილს რომ გაგიჩენს, ფანტაზიებში გადავარდები და სათქმელს შენი სურვილისამებრ დაასრულებ

მიხარია<3 აუცილებლად!

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent