არა აქ მნიშვნელობა ვინ არის მთავარია გიყვარს...[თავი 1]
დავდივარ მაისის სუსხიანი ამინდში გარეთ. ნაზი სიო არწევს ხეებს .ხეების ფოთლები კი შრიალს მოყვებიან. თითქოს ერთმანეთს ეუბნებოდა ,, როდის მორჩება ეს სუსხი და სიო , რომ ჩვენს ჩვეულ გარემოს დავუბრუნდეთო''. ცას რომ ავხედოთ შევნიშნავთ ერთ ორ ღრუბელს რომლებიც ამრეზით უმზერენ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში მიმოფანტული და ამინდის მიუხედავად თავიანთ საქმეს ასრულებენ. ცის ყურება ძალიან მიყვარს რადგან , ჩემი ბებო მახსენდება . რომელიც 3 კვირის უკან დავკრძალეთ . არადა როგორი თბილი იყო. მაგრამ ყველა წუთისოფლის შვილები ვართ. ახლა ვხვდები თუ როგორი ტკივილი საყვარელი ადამიანის დაკარგვა... სახლში შესულს ჩემი უფროსი ძმა ზუკა შემომეგება. - მოხვედი მაშო?- მეკითხება თითქოს ვერ მხედავს. - არა ზუკა ისევ გარეთ ვარ და შეყვარებულს ველაპარაკები.- დავუბღვირე. - უიმე სულ როგორი უჟმური ხარ.- ჩამეცინა. - შენ მისმევ უცნაურ კითხვებს და მადლობა თქვი რამეს მაინც რომ გპასუხობ.- ვეუბნები და ზალაში შევდივარ სადაც ვიღაც ბიჭი ზის თვითონაც არ ვიცი ვინ არის მაგრამ თვალები ვიღაცას მახსენდება. - ვერ მიცანი?- მეკითხება მაღალი სხეულიის იმდენად ლამაზია, კაცს მისი სილამაზის შეშურდება. - ვერ... ვერ გიცანი- რომ მეცნო აქამდე მის მკლავებში ვიქნებოდი. - ციცქნა ... ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ეს სანი იქნებოდა . როგორი შეცვლოლია და როგორი ლამაზი. იმედია ისე ისეთი მსმენელი და მესაიდუმლეა. ადრე კაცი იტყოდა როგორი გამხდარია ეხლა კი მაისურის შიგნით დიდი კუნთები პრესები და კუბიკები აქვს. - სანიიიი - ვყვირი დიდი ხნის უნახავი ძმაკაცი რომელიც არ ვიცოდი სად იყო თავისი ფეხით მოვიდა ჩემთან. მან ხელები ბოლომდე გაშალა მე კი მთელი სძლიერით შემოვხვიე ვცემ პატარა ხელები მის დიდ სხეულს.მანაც მომხვია ხელები და მთლად დამფარა. ცოტა მოგვიანებით მის მკლავებში ვიყავი მოქცეული . ჩემი ძმა სავარჯიშოდ წასულიყო. მე კი სანისთან ბედნიერად ვგრძნობდი თავს. - სანი .... - ხო ციცქნა. - ძაან შეიცვალე. - ვიცი ძალიან შევიცვალე. მაშინ პატარები ვიყავით ახლა კი ორივე გავიზარდეთ. - ხო გაბიზარდეთ. სიგარეტს ეწევი? - კი ვეწევი. - მეც ვეწევი. - ვაა ფიცი. რომელიც ბავშვობაში დავდეთ ორივემ დავარღვიეთ როგორც ჩანს. - კი ასეა. სტრესმა მიყო. - ჩემი ციცქნა . ჩემო პატარა . ძალიან მიყვარხარ. მე რომ ვყოფილიყავი ალბათ უკეთ გადაიტანდი. - არ ვიცი ... ასე გავიდა დრო მე სანის დიდ მკლავებში მეძინა.მას კი ჩემს თავზე თავი ქონდა დადებული . მისი თბილი სუნთქვა ისე ნაზად მეხებოდა სახეზე რომ მეღუტუნებოდა. მისი გული ფეთქვა ისე კარგად ჩამესმოდა ყურში ისე სასიამოვნო იყო ვერც კი წარმოიდგენდით. *** - გაიღვიძეეე ციცქნა უნივერსიტეტი გაქვს. - აუუუუ არ წავალ მეზარება. თან ახალი მასწავლებელი გვყავს ქართულში და სავარაუდოდ მე ეხლა მაგის თავი ნამდვილად არ მექნება. - ჭირივით მეზარება ადრომა . ისე მინდა ბოლომდე გამოვიყენო მაგრამ უნივერსიტეტის ჩემ წინააღმდეგ არის. - არანაირი მაგრამ ადექი სწრაფად მიმყავხარ უნივერსიტეტში. არანაირი გზა არ დაიტოვეს. მეც ავდექი და რაც შეიძლება გამოვიპრანჭე. დაბლა ჩასულს კი სანი უკვე მზად დამხვდა. უცბად ამოვიცვი ფეხზე და ჩავედით დაბლა . - არ არსებობს ეს შენი მანქანაა.აუუუ ვიტირებბ.- შავი ლამბორჯი იდგა ჩემი კორპუსის წინ . არ არსებობს არა მართლა ვერ ვაკეთებდი იმას რასაც ვხედავდი. - ხო ესაა ჩემი მანქანა . ჩასკუპდი და წაგიყვან. - მეც დიდი სიამაყით ჩავჯექი მის მანქანაში. ნახევარი საათის მერე. მივაღწიეთ. - აბა წავედი ჩემო სანი საღამომდე. -საღამომდე ციცქნა. ასე დავემშვიდობე . ლექცია 10 წუთის დაწყებული იყო.პირველი ქართული გვქონდა არაააა. კარი შევაღე . - გამარჯობათ ლექტორო. ბოდიშით დაგვიანებისთვის.- ლექტორია თავი მაღლა ასწია. მე შემომანტა ფირუზისფერი ლამაზი თვალები . თითქოს რაღაცის თქმას ცდილობდა. - თქვენი სახელი? - მაშო ... მაშო ადამია... - მაშო მეორეთი აღარ განმეორდეს ასეთი დაგვიანება. შენს ადგილას მიდი და პასუხი გამეცი თუ რა არის სიყვარული?- ჰა რაო რა არის სიყვარულიო ვაიმეეეე. ჩემს ადგილას მივედი. დავიწყე საუბარი. - სიყვარული არის ადამიანების ურთიერთგაგება, პატივისცემა, ერთგულება, ყურადღება. სიყვარულმა ასაკი არ იცის . უსიყვარულოდ მე არ სუფევს ცი კამარაზე. განა სიყვარული არ არის ბედნიერება . ბედნიერებას საყვარელი ადამიანი მკლავებში პოულობენ. მას ენდობი , არაფრის შიში არ გაქვს . ყველაზე იღბლიანი ის ადამიანი რომელსაც სიყვარული ღმერთმა აჩუქა. სიყვარული არა მარტო წყვილებში , სიყვარულია დედის მი.ართ სიყვარული მამის მიმართ ბებიას მიმართ... ამის თქმის მერე ვეღარ ვლაპარაკობდი მომაწვა სევდა ნაღველი გულის ტკივილმა ამიტანა. ავცახცახდი . - ბოდიშით უნდა გავიდე. - დავჯექი დერეფანში და ბოლო ხმაზე დავიწყე ტირილი გავიგონე , როგორ თქვა ლექტორია გავალ და შემავალო. დავინახე მისი დიდი სხეული ჩემს წინ . ჩემს სიმაღლეზე დაიჩოქა. - დაწყნარდი გაკვეთილი მერე ჩემს კაბინეტში შემოდი ახლა კი წამოდი .- მეც ავდექი და უსიტყვოდ გავყევი. სადღაც ასე 28 წლის იქნებოდა ჩვენი ლექტორია , ძალიან სიმპატირი არის. ხუჭუჭა თმები გამოეყარა. ლამაზი ფირუზისფერი თვალები ჩესკენ ქონდა მომართული. მაღალი არის დაახლოებით 1,90 იქნება. გრძელი ლამაი დაკუნთული ხელებით . მიმზიდველი სხეულით. ძალიან სექსუალურად გამოიყურებოდა კაცი რონ იტყოდა, აი ამას მართლა კაცი ქვია, მე ვუყურებდი არ ვიცი რა მიემართებოდა მაგრამ მაჰიპნოზებდა. გაკვეთილი დამთავრდა . - ადამია ჩემს კაბინეტში.- გამძახა მეც ავიღე ნივთები და უკან გავყევი ლექტორს.კაბინეტში რომ შევედით ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.