სიყვარულის ქალაქში (თავი 2)
ერთი საათის ასულები ვიყავით ნელიკოსთან,იმდენი გვაჭამა ყველას მუცლები გვტკიოდა.ან დივანს ვეყრდნობოდით,ან ერთმანეთს. თითქმის მეასე თეფშს რომ ამატებდა მაგიდას,ჩვენი ნელიკო,ჯავახამ ვეღარ მოითმინა და ეკას გადაულაპარაკა:-ეკუნ,გააჩერე დედაშენი თორე დაგვხოცავს აქვეო. ჟღენტმაც თვალებით ანიშნა დედას:-გაჩერდი,აღარ შეგვიძლიაო,მაგრამ ნელიკო რისი ნელიკო იქნებოდა,”მშივრები” რომ გავეშვით იქედან. -არ შემირიგდები?-ვერც კი ვიგრძენი ისე ჩაანაცვლა,სააბაზანოში გასული ჯავახა,მეკომ. -გაგებუტე და არ ვიცი?-კითხვითვე ვუპასუხე და მის ყავისფერ,მწვანეში გადასულ თვალებს ჩავაშტერდი. -ანანოს ახლა მოხვდება.-სიცილით მიპასუხა და ჩემს კულულს წაეთამაშა. -რა უნდა მერაბიკოს? რა არ ასვენებს დღეს? -რა ვიცი აბა,იქნებ პირიქით,მერაბიკოს არ ასვენებს ერთი კულულებიანი გოგო.-ღმერთო,რა სიმპატიური იყო ამ წამს.ამ მზერით რომ მაკვირდებოდა. -ვინ აბა? მე არ შემინიშნავს რაღაც,ვინმე რო გაწუხებდეს. -მერე ვინ თქვა რომ მაწუხებს?-კიდევ უფრო მომიახლოვდა და კისერში შემომიძვრა,თავისი ლამაზი,ოდნავ კეხიანი ცხვირით.მისი ოდნავ მოშვებული წვერის ჩხვლეტაც კი მესიამოვნა,იქვე დამიტოვა კოცნაც და თავის ადგილს დაუბრუნდა. იმ დღის მერე,ნატა და ეკუნა არაფრით არ მეშვებოდნენ.რაღაც ხდება შენსა და ყიფშიძეს თავს და არ გვეუბნებიო. მეც დაბნეული ვუხსნიდი,რომ არაფერი იყო იმის გარდა,რასაც თვითონაც ხედავდნენ. ზუსტად ასეთი იყო მეკო,არც მე რომ არ მიხსნიდა არაფერს და არც სხვისთვის მახსნევინებდა,იმიტომ რომ რეალურად აზრზე არ ვიყავი რა ხდებოდა ჩვენ ორს შორის. თითქოს ზედმეტი არც არაფერი იყო.ისევე უფრთხულდებოდა ეკუნას და ნატას,როგორც მე. ისევე აცილებდა სახლამდე მათაც,როგორც მე და ისევე ინტერესდებოდა მათი ამბებით,როგორც ჩემით.(ან ახლა თავს ვაჯერებდი,რომ ასე ხდებოდა) განსხვავება მხოლოდ ის იყო , რომ თუ კი გოგოებს ვინმე მოეწონებოდათ , მეკო იდგა და ისევე დასცინოდათ როგორც ნიკუშა,ლექსო და ჯავახა.მაგრამ,როდესაც გაიგებდა რომ ვინმემ ჩემ მიმართ რაიმე ოდნავი ყურადღება გამოიჩინა,მაშინვე ეტყობოდა სახეზე სიბრაზე და რა თქმა უნდა,მთელი სამეგობრო ვამჩნევდით ამ ცვლილებას. გაცილების დროსაც,მიუხედავად იმისა რომ მე უფრო ახლოს ვცხოვრობდი,ჯერ გოგოებს ჩამოარიგებდა და მერე მიმიყვანდა ხოლმე სახლში. ამ ყველაფრის მერე კი სრულიად არაფერი, ისევ ის ყიფშიძე იყო, ამოუცნობი,ვერაფერს რომ ვერ გაუგებდი ვერასდროს. უნივერსიტეტის ეზოში ვისხედით გოგოები.სწავლის დაწყების პირველი დღე იყო და იმდენად ვიყავით აჟიტირებულები,ღიმილს ვერაფრით ვიშორებდით სახიდან. ხელებს მაგრად ვუჭერდით ერთმანეთს და ვცდილობდით ეს ზღვა ემოციები გაგვეცვალა. როგორი იყო,შვიდეულს ასე რომ გაგვიმართლა ერთი სკოლიდან,ერთ უნივერსიტეტში რომ გადავინაცვლეთ და თითქოს ყველას დავუმტკიცეთ რომ ჩვენ ვერაფერი დაგვაშორებდა. -არ ვიცი ასეთი ბედნიერება არსებობს თუ არა კიდევ. მართლა ვერ ვიჯერებ.-მხარზე მეყუდებოდა ნატა და ჩვენს სათქმელსაც ამბობდა. -აუ,რანაირად გაგვიმართლა მართლა ასე.-აყვა ეკუნაც. -სად არიან ის იდიოტები? აქაც უნდა აგვიანონ ახლა მუდმივად? -იდიოტები თუ ის ერთი იდიოტი? რომელი უფრო გაინტერესებს ანო? - სიცილით მითხრა ეკუნამ და ფეხზე მიჩქმიტა. -ოჰ,კაი. რა ვეღარ დაივიწყეთ ის ამბები,ხო ხედავთ რო აღარ იქცევა მასე. -და შენც როგორ გწყინს რომ აღარ იქცევა,მაგასაც ვხედავთ სხვათაშორის.-სადარდებელს მიმატებდა ნატა. მართლა შეცვლილი იყო მეკო. მთელი ზაფხული ისე გავიდა, სულ რამდენჯერმე მყავდა ნანახი. ან სოფელში იყო,ან ზღვაზე,ან მამამისთან პოლონეთში. ყოფნასაც ხო გააჩნია,ათასში ერთხელ თუ დარეკავდა და მოგვიკითხავდა,ისიც სხვებს ურეკავდა,ჩემთან ერთი ზარიც ან შეტყობინებაც არ გამოუგზავნია. თუ იქ ვიყავი,ჩუმად მომიკითხავდა,თუ არადა ბიჭებს გადმოსცემდა საერთო მოკითხვას,გოგოები მომიკითხეო. მეც ნერვებმოშლილი,ბოლო დროს სულ აღარ ვენახვებოდი. ერთხელ ჯავახას ურეკავდა,როგორც კი დავინახე რომ ის იყო,მაშინვე სამზარეულოს შევაფარე თავი. გიგამაც ამცნო მაშინვე, ანოსთან ვარ, მაგრამ არ უნდა შენთან ლაპარაკი,იქით გავარდაო.მეკოს ხმაც გავიგე,როგორ შეეცვალა და დაეძაბა.ორ დღეში მოვფრინავო ჩასძახა ჯავახას და მალევე გაუთიშა კიდეც. ვგრძნობდი,საერთოდაც არ უნდა გამხარებოდა მისი ჩამოფრენა.მარტო ბიჭები უნახავს და ნატაც შეხვედრია,ბათუმში მივდივარო,პოლონელი მეგობარი მყავს ჩამოყვანილი და უნდა დავათვალიერებინოო უთქვამს. ალექსიძეც მაშინვე ჩემთან ამოქანდა,მეკო ჩამოსულა,მაგრამ ახლა ბათუმისკენ მიდისო. ვიგრძენი როგორ ჩამეღვარა რაღაც ძალიან მწველი სითხე ორგანიზმში.წავიდეს,მერე მე რა თქო.-ვუთხარი აკანკალებული ხმით ნატას და ვითომ წიგნის კითხვა განვაგრძე.რა თქმა უნდა,ჩემი საუკუნის მეგობარი მაშინვე მიხვდა რაც დამემართა ასე უნახავად რომ მიდიოდა,თუმცა ხმა არ ამოუღია და ჩემ გვერდით ლოგინზე გადაგორდა. ამ ფიქრებში ვიყავი თავზე რომ წამოგვადგა ოთხეული. -ვა,ჩვენი გოგოები რა ლამაზები არიან?!- გვიცინოდა ლექსო და სათითაოდ გადაგვეხვია. ნიკუშა და ჯავახაც ანალოგიურად მოიქცნენ. ყიფშიძე პირდაპირ დამიდგა,მარჯვენა ხელში სიგარეტი ეჭირა,ეწეოდა და დაუფარავად მათვალიერებდა. ისე უხდებოდა გარუჯულ,დაკუნთულ სხეულზე გადაცმული თეთრი მაისური,თვალს ვერც მე ვწყვეტდი. მისთვის დამახასიათებელი ლურჯი ლევისის ჯინსიც ადგილზე იყო. წვერიც ისევ ოდნავ ჰქონდა მოშვებული და თითქოს ისევ ის ჩემი მეკო იყო. მის თვალიერებას მაშინვე მოვეშვი,როგორც კი ჩვენკენ დაიძრა. ჯერ ეკუნა გადაკოცნა,მერე ნატა და ბოლოს მე. რატომღაც მომეჩვენა რომ ჩემთან რამდენიმე წამით მეტ ხანს გააჩერა ტუჩები და უფრო ნელა მომშორდა.ისევ წინ დამიდგა და ბოლომდე გამატარა რენტგენში. -ასე უნდა დაკარგვა,ყიფშიძე?-გაბრაზებული ნატა გვერდით მიუდგა და მხარზე ხელი წაკრა.ჯავახამაც დრო იხელთა,გვერდით მომიჯდა და ხელი გადამხვია.-რაო,ანო,რამ მოგაწყინა?-ჩუმად გადმომილაპარაკა.ისევ მზერით ვჩხუბობდით მე და ის. -არაფერი,ჩემო სიცოცხლე,ესეც გადამივლის.- ოდნავ ხმამაღლა ვუთხარი,რომ მასაც გაეგო.მაშინვე გამომხედა და ჩაეცინა. -სად დავიკარგე აბა,ნატაშ,აქ არ ვარ?-ნატას მიმართავდა მეკო და მაინც მე მიყურებდა. -მთელი ზაფხული სად ეგდე ხოდა? -ხოდა ვის ვაკლდი რო?-იმხელა ნაპასი დაარტყა,მეგონა დაიხრჩობოდა.ისევ არაფერს ვიმჩნევდი ,გიგას ვეხუტებოდი და სისულელეებს ვუყვებოდი. ცოტა ხანში ჩემმა ახალმა ჯგუფელმაც დამიძახა შორიდან. ფეისბუქში,ფაკულტეტის ჯგუფში ვეპოვნე რამდენიმე დღის წინ და გამომეხმაურა,სულ უცნობებად რომ არ მოგვიწიოს ყოფნაო. მეც გამიხარდა,კარგი ბიჭი ჩანდა საბა. -ანანო,ვინაა ის?-როგორც კი წამოვდექი მკლავში მომკიდა ხელი მეკომ. -მერაბ,მოდი ისევ ჩემგან დასვენება განაგრძე,ვინცაა და როგორცაა მე თავად მივხედავ.-თვალი ჩავუკარი,მისი დაჟინებული მზერაც დავაიგნორე,ნატას მივაძახე ლექციის მერე გნახავთთქო და კართან მდგარ საბას გავუყარე მკლავში ხელი. მთლიანი ზურგი მეწვოდა,ვგრძნობდი როგორ ვაღიზიანებდი და მანიაკალურად მსიამოვნებდა. სექტემბერი იწურებოდა, ჯგუფელებიც უკვე ვეგუებოდით ერთმანეთს. საბა მეტრეველი,იმდენად იუმორით სავსე აღმოჩნდა,მასთან ერთად გატარებული ყველა ლექცია მიყვარდა. სიცილით მუცელი მტკიოდა ხოლმე აუდიტორიიდან გამოსულს. ხშირად მთავაზობდა სახლამდე გაყვანას,მაგრამ მე ან ნატას ველოდებოდი,ან ეკუნას,ან ბიჭებს ამიტომ სულ უარით ვისტუმრებდი.რატომღაც იმ დღით ისე გამოვიდა,ყველაზე ბოლოს მე დავასრულე. ფაღავას დიდი ამბები ჰქონდა,მამამისს ფართი უჩუქებია ჩვენს სახლებთან ახლოს,ნუცუბიძეზე.მან კი უცებვე გადაწყვიტა,ბავშვობაში რომ ვოცნებობდით,ზუსტად ისეთი კაფე უნდა გავხსნაო. ჩვენც მეტი რა გვინდოდა,ავჟიტირდით და ყველა ერთად ვცდილობდით საკუთარი წვლილის შეტანას. ახლაც ყველა ლექსოსთან ასულიყო,უკვე ავეჯი მიუტანიათ და ვერ დაგელოდეთო,მომწერა ეკუნამ. -კი ვიცი, უარს მივიღებ ქალბატონო ანა,მაგრამ მაინც გკითხავთ, ხო არ გაგიყვანოთ?- ისე ჯენტლმენურად მკითხა საბამ,სიცილი ვერ შევიკავე. -ამჯერად აღარ გაგაწბილებთ და წამოგყვებით,თუმცა სახლში არ მივდივარ,მეგობრებთან მიმიყვანეთ,თუ შეიძლება.სახე გაებადრა უცებ მეტრეველს.ხელი ჩამჭიდა და თავისი მანქანისკენ გამაქანა. -მაპატიეთ ქალბატონო,მეშინია არ გადაიფიქროთ. -მეტრეველი,მომაშორე ეგ თ და მელაპარაკე წესიერად,ნუ დამტანჯე ერთი შენ გახარებას.-სიცილით ვუპასუხე და ჩაირთო კიდეც ჩვენი ბოლო დროის ამოჩემებული სიმღერა. ბოლო ხმაზე ვმღეროდით ორივე,ისე უცებ მივედით კაფესთან,ვერც კი შევნიშნე. მანქანიდანვე შევამჩნიე მეკო,შესასვლელში, კიბეებთან,მოაჯირს ეყრდნობოდა,სიგარეტს ეწეოდა და პირდაპირ ჩვენკენ ჰქონდა მომართული მზერა. საბას ვემშვიდობებოდი,მოულოდნელად ჩემკენ რომ გადმოიხარა და გადამკოცნა. რა გეტაკა მეთქი მივაძახე და კარი გავაღე. არაფერი,გემშვიდობებიო,მხრები აიჩეჩა მანაც და გადავედი თუ არა მაშინვე წავიდა.ყიფშიძემ მტრულად გააყოლა ბოლომდე მზერა. -სალამი.-უარაფროდ მივესალმე და გვერდით უნდა ჩამევლო,უცებ რომ მომკიდა მკლავზე ხელი და მისკენ მიმაბრუნა. -რა უნდოდა?-მთლიანად დაჭიმული ჰქონდა ხელზე ძარღვები. -ვის? ან რას აკეთებ?-გავიბრძოლე და ხელის გაშვება ვცადე,კიდევ უფრო რომ მიმიკრო,ფეხებს შორის მოაქცია ჩემი სხეული და ორივე ხელი ჩემს წელზე შემოალაგა. დაძაბვა და ჟრუანტელის დაყრა ჩემი უნდა გენახათ მაგ დროს. -მე ვცდილობ უფრო ახლოს მოგიშვა და შენ? შენ რას აკეთებ იმასთან? -მოგეცი მერე უფლება ? -იმას აქვს კოცნის უფლება? -ცერა თითი გადამისვა,იმ ლოყაზე,სადაც ცოტა ხნის წინ საბა შემეხო.კიდევ უფრო ჩაუდგა თვალებში სიბრაზე. -მართლა ვერ ვიგებ რა გინდა,ან რას ცდილობ.-ბავშვივით ამოვილარაკე და თავი ჩავხარე. -მშვენივრად იცი ანანო და გთხოვ ახსნას ნუ დამაწყებინებ. -რა ვიცი? ერთ დღეს შენი ზედმეტად გამოხატული სითბოთი რომ მაკვირვებ,მეორე დღით კი თითქოს არც ვარსებობ.მთელი ზაფხული ქრები სადღაც,ჩემი ნომერიც გავიწყდება და სხვებისგან ვიგებ სად ხარ ან როგორ ხარ.-არ ვიცი რატომ ვერ ვაჩერებდი ენას,ზუსტად ვიცოდი ეს დიალოგი ბევრ რამეს რომ შეცვლიდა,სადღაც რომ გადაგვჩეხავდა.თუმცა აღარ შემეძლო უკვე ეს გაურკვევლობა.-თავიდან მეც მომწონდა ეს არეულობა,ვფიქრობდი,უბრალოდ განსხვავებული ურთიერთობა გვაქვს და სხვები ვერც გაგვიგებენთქო,თუმცა მერე დავფიქრდი მერაბ და მივხვდი რომ რაღაც ცუდისკენ მივიწევთ,ასე იმ მეგობრობასაც დავკარგავთ,რაც გვქონდა და იმასაც,რაც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო.-ბოლომდე დავასრულე სათქმელი და ბრძოლაც დავასრულე,მთლიანად მის ხელში ვიყავი ახლა. -შენთან ცუდი არ შეიძლება რომ რამე იყოს,ანო.მე და შენ რომ მეგობრობა არ გამოგვივა ეგ ხომ ისედაც იცი არა?! გადასარევად ხვდები, რომ შენ ჩემი ანანიკო ხარ და ვერავინ და ვერაფერი შეცვლის მაგას.-გულმა ისე სწრაფად დაიწყო ცემა,ვერაფრით ვაჩერებდი. მეკოს პულსაციასაც ვგრძნობდი ხელზე და მივხვდი,ისიც ისევე ღელავდა. თითქოს რაღაც ძალიან იცვლებოდა. აღარაფერი გვითქვამს,ხელი მომკიდა და კაფეში შემიყვანა. ბავშვებს უკვე მოესწროთ იქაურობის მილაგება. ლექსო ასეთი ბედნიერი არასდროს მინახავს,ბართან იდგა და რაღაც გაურკვეველ კოქტეილს ამზადებდა,თან ხელებს აკრობატივით იქნევდა აქეთ-იქით,ღიმილი ვერ შევიკავე ვერაფრით.მეკომაც ასეთივე სახით გადმომხედა,პუფზე დაჯდა,გვერდით მომისვა და მთლიანად მიმიხუტა გულმკერდზე.უფრო გაგვეცინა,ეკას და ნატას კითხვისნიშნებით სავსე მზერა რომ დავაფიქსირეთ. -ჯიგარი ხარ რა,მეკო.-არ ვიცი რა და როგორ იგრძნო,მაგრამ თვალები აციმციმებოდა ჯავახას და ისე გვაკვირდებოდა. გოგოები ნიკუშამ მიიყვანა სახლამდე.მე მეკოს ჩავუჯექი მანქანაში.ხუთ წუთში ჩემს კორპუსთან ვიდექით უკვე,მაგრამ გადასვლას არ ვჩქარობდი.რომც მომენდომებინა ვერ გადავიდოდი,თავისი თითები ისე ჰქონდა ჩემსაში ახლართული.ვუყურებდით ერთმანეთს და დებილებივით გვეღიმებოდა. -მერაბ,ახლა რა იქნება? -ყველაფერი კარგი,ანანიკო.-ყველა თითი დამიკოცნა და ქვემოდან ამომხედა.ჩემ ფერებას რომ მორჩა,ადი ინერვიულებს რუსაო,გამახსენა და კარიც თავადვე გამიღო. მე ლოყაზე ვაკოცე,თვითონ შუბლზე.მანამ არ წასულა,სანამ ჩემს საძინებელში შუქი არ აინთო და ფანჯრიდან არ გავხედე. ათ წუთში ჩემი ტელეფონიც განათდა. მეკო რომ დაეწერა,გულმა კიდევ ერთხელ დაიწყო ფართხალი. “-შენთავს ვფიცავარ ვეცადე ნელა მეარა,მაგრამ მერე გამახსენდა,რომ ჩემს ესემესს დაელოდებოდი და ვეღარ გალოდინებდი მეტს. რა ვქნა,შენი ბრალია.” “-რა დეგენერატი ხარ,მადლობა ზრუნვისთვის.” “-ჰმ,გაუკეთე შენნაირს სიკეთე ახლა.”-ხმამაღლა გამეცინა. “-საერთოდ არ მეცინება რა..” “-არადა ზუსტად ვიცი ახლა ხმით რომ იცინი.” “-დაიძინე ახლა,ამაზე ბევრად ლამაზი დღეებიც გვექნება.”-მეორე შეტყობინებაც მოაყოლა,უფრო ამიჩქარდა გული. “-მპირდები?” “-ეე.არ გრცხვენია ტო?! დასაწყისია ჯერ ეს ანო.” “-ჩვენი დასაწაყისი” “-აუცილებლად!შენსავით ლამაზი სიზმრები უნდა ნახო.ტკბილი ძილი,ანანიკო.” “-მე შენ მინდა რომ დამესიზმრო,მერე იქნება ტკბილი ძილი.” “-ჭკვიანად.” -მისი ბოლო ესემესი წავიკითხე და საწოლზე უბედნიერესი გავწექი. აქეთ-იქით ვიქნევდი გიჟივით ფეხებს და ტელეფონს ვიხუტებდი.ღმერთო,რას მიშვრებოდა ეს ბიჭი?! ნამდვილად მაგიჟებდა. -ანო,ანო გაიღვიძე რა.-დილიდან ბალიშს მირტყავდა ანდრო თავზე. -კაი,ჩემო პატარა.მაცადე ორი წამით. -ვერ გაცდი,დედამ ანომ წაგიყვანოსო ბაღში.-მეტიტინებოდა პატარა მახარაძე. -აუ,კარგი რა რუსა. ვერავინ იპოვნეთ ჩემ გარდა? - სამზარეულოში შევაბიჯე მთქნარებით. -მაინც ხო მიდიხარ ლექციაზე,თან მეკო დგას ერთი საათია ქვემოთ და გიცდის.ბარემ ანდროსაც გაიყოლებთ.-უდარდელად ამოილაპარაკა დედაჩემმა,მე კი უნახავივით ვეცი ფანჯარას.მართლა იქ იდგა,თავის მხარეს,კარს ეყრდნობოდა და ეწეოდა.შემამჩნია,გამიცინა და ხელი ამიწია. სიხარულით შევვარდი აბაზანაში,უცებ მოვწესრიგდი და ოც წუთში ქვემოთ ვიყავით მე და ანდრო. -ვა,ანდრუშ.როგორ ხარ?-მხიარულად მოუჩეჩა თმა ყიფშიძემ ჩემ ძმას,მე მიმიხუტა და შუბლზე მაკოცა. -კარგად მეკო,სად დაგვეკარგე?-დიდივით ამოილაპარაკა ანდრომ და ორივეს ხმამაღალი სიცილი აგვიტყდა. -რა ვიცი,საქმეები და რამე.თან შენი დის გადამკიდე რას მოვიცლიდი აბა.-ისე მიღიმოდა,ჭკუიდან ვიშლებოდით.მთელი გზა ბედნიერებისგან ხტუნავდა ანდრო.იქიდანაც თქვენ გამომიყვანეთო შემოგვთავაზა,მაგრამ მე დიდად ვიუარე.უნივერსიტეტშიც ერთად შევედით მე და მეკო,საბამ დაეჭვებულმა გამომხედა და ახლოს მოვიდა. -ანანო,არ შევიდეთ? დაგვაგვიანდა ისედაც.-მერაბი არც კი შეიმჩნია საბამ,მაჯაში მომკიდა ხელი. -ანო ქვია და ხელი გაუშვი,იცის სიარული.-უფრო მჭიდროდ მიმიკრო ყიფშიძემ და ხელი თავად გადამხვია. -რა პრობლემა გაქვს.-პირისპირ დაუდგა მეტრეველი და უტეხი მზერით უყურებდა.ცოტაც და იქ ცუდი ამბები აიწეოდა,ჩემ ანგელოზებად მოვლენილი ნიკუშა და ჯავახა რომ არა. -რა ხდება ყიფშო?-ჩაერია უცებვე გიგა.მეკომ არაფერიო,თავით ანიშნა.საბას ჩუმად გადაულაპარაკა,ამით არ დაგვიმთავრებიაო და გავეცალეთ. თვალებით ვებოდიშებოდი საბას,ვერაფრით ვერ ვხვდებოდი როგორ უნდა მოვქცეულიყავი. -რანაირად იქცევი მერაბ? -სანამ ლექციაზე შევიდოდი,მანამდე ვკითხე და მისი ხელი მოვიშორე. -არ დაიწყო ახლა და არ გამაგიჟო უფრო. -მეგობრები ვართ მე და საბა,ისე რომ იცოდე მაინც და არ მოგცემ უფლებას რომ ჩაერიო. -მეგობრები გყავს ისედაც,თან არაჩვეულებრივი.მაგას რომ მხოლოდ მეგობრობა არ უნდა,იცი ისედაც.მაგრამ მალე გადაიფიქრებს-წარბები კიდევ უფრო აზიდა ზემოთ და ისე დამაკვირდა. -არც კი გაბედო რამე. -ეგ მე ვიცი,შედი ახლა და ჭკვიანად.-თავზე მაკოცა და ისე წავიდა აღარაფერი მათქმევინა. საბა ათ წუთში შემოვიდა,ბოლოსკენ ვიჯექი,ვანიშნე ჩემკენ წამოსულიყო,მაგრამ წინ ერთ-ერთ ჯგუფელს მიუჯდა.ვიფიქრე ჩემგან ეწყინა,იქვე რომ არაფერი ვუთხარი მეკოსთქო,მერწ დალაპარაკება გადავწყვიტე და შევეშვი.ცოტა ხანში ნიკუშა შემოვიდა და გვერდით მომიჯდა. -კორინთელი,რა გინდა შენ აქ?-გაკვირვებული მზერა მივაგებე. -ჩუ,გოგო. არ გამიგონ რო არ ვარ აქაური და არ მომისროლონ. -მერე ხო იქნები ღირსი? რაო ჟურნალისტიკამ დაგაინტერესა დავიჯერო თუ იმან გამოგგზავნა? რაო შეამოწმე ისევ გვერდით ხომ არ უზის საბაო? -არ გრცხვენია,გოგო? მაგას როგორ მეუბნები პროსტა. -კაი რა გეწყინა.-ვინანე მაშინვე.-კაი,ნიკუშ ცუდად გამომივიდა მართლა. -გავიბუტები რა ერთხელ მეც. როგორ შემირიგებ მაინტერესებს. -როგორ და ასე.-მკლავები სულ დავუჩქმიტე. -გამაგდებენ მეთქი შე ქაჯო,გეყოფა.აუ,ანო,ხო იცი რანაირია არა? არ გაუბრაზდე რა.-მაინც მთხოვა ბოლოს. -აჰა,აი,თუ არ ხარ იმის მოგზავნილი.-გამარჯვებულის სახით გავხედე. -ვაა,არ მოვუგზავნივარ ყიფშოსთქო.მე მინდა რომ არ ინერვიულოთ არც ერთმა. კარგად მინდა იყოთ რა. ძლივს დალაგდით ისედაც,რაღაცას სახელი ერქმევა და არ მინდა რო გააფუჭოთ რა.-ისეთი საყვარელი იყო კორინთელი ამ წამს,მინდოდა ორივე უთეთრესი ლოყა მაგრად დამეკოცნა,მაგრამ ლექტორის მომერიდა და მარტო მოფერებით დავკმაყოფილდი. -არ იდარდო,ნიკუშ.ჩვენ სულ ასე არ ვართ? იქნება რამე.-ამას კი ვამშვიდებდი,მაგრამ მე თვითონაც არ ვიცოდი რისი მოლოდინი უნდა მქონოდა. -ჩემი მშვენიერი ანო ხარ შენ.-მაგრად მაკოცა ლოყაზე და ჯგუფელ გოგოებს დააკვირდა,რა თქმა უნდა,ეს ხომ ნიკუშა იყო. საღამოს ლექსოს კაფეში ვიყავით ყველა. უკვე ამორჩეული გვქონდა ჩვენი ადგილი,სადაც უფრო კომფორტულად ვსხდებოდით. შესასვლელიდან მარცხნივ პუფები ეყარა,პატარა მაგიდა იდგა და გრძელი დივანი. ეს ადგილი ამოვიჩემეთ ზუსტად. ერთ პუფზე მე ვიჯექი,ჩემგან მოშორებით — მეკო. ძალიან უაზროდ ვიყავით. არც ხმას მცემდა,არც მიყურებდა. ნატას მივწერე სახლში უნდა ავიდე და გვიან ჩამოვალთქო. როგორც კი წამოვდექი და ქურთუკი ავიღე,ჯავახაც ადგა.მეკომ ერთი გამომხედა და ისევ ტელეფონს ჩააშტერდა. -რა ხდება ანო?-მოწყენილმა მკითხა გიგამ. ფეხით მივუყვებოდით გადაფოთლილ ქუჩას. -არაფერი.-ხელი მკლავში ამოვუდე და მივეხუტე,ჩემს განუმეორებელ ძმაკაცს. -აი მე ხომ ვიცი რომ ფერი. თქვი ახლა,არ მაწვალო. -მართლა არაფერია,ჯავახ და რა ვთქვა? ვერ ხედავ როგორ უარაფროდ ზის? აქეთ ბრაზდება,რომ ვუსაყვედურე მეგობრებს ნუ მაშორებთქო. ვერ ვხვდები რა უნდა და რას აკეთებს. -კაი რა ანო,არ იცი როგორი ეჭვიანი და მესაკუთრეა? -მერე ეგაა გამართლება? ან აქვს უფლება რო ეჭვიანობის? -ახლა არ შემშალო იცოდე. მაგას აქვს თუ აქვს თორე მეცხრე კლასში რომ ვითომ უყვარდი ჩვენს კლასელ ლუკას,იმას სულ არ ადარდებს ახლა ეს ამბები.-ჩემს გაღიმებას ცდილობდა. -ხოდა რატო გვაქვს ასეთი წარმოდგენა მთელს სამეგობროს? თითქოს მერაბს ჩემთან ყველაფერი შეუძლია,ყველანაირ ბერკეტს ფლობს. როდის გადაწყდა ან რამ გადაწყვიტა ეგ? -შენც კარგად იცი,ჩემო ოქროსთმიანო,-ვგიჟდებოდი ასე რომ მეძახდა.- ყველაფრის უფლება აქვს შენთან ყიფშიძეს და ეგ შენ ან ვინმეს კი არ გადუწყვეტავს სადმე,იქ,ზემოთ ღმერთმა მოგიგვარათ.-ისევ გავუღიმე გიგას და სახლში მისულიც მთელი ღამე მის სიტყვებზე ვფიქრობდი… ნუთუ მართლა ეს იყო ის გრძნობა,ჩემ საყვარელ წიგნებში რომ ვკითხულობდი,თითქმის ათასჯერ. დაბნეული ვიყავი და არც ვიცოდი რისთვის უნდა ვყიფილიყავი მზად. ბავშვობის მეგობარი თავდავიწყებით შემყვარებოდა. მაგრამ მერაბმაც ხომ თქვა?! მე და შენ უბრალოდ მეგობრები არასდროს არ ვყოფილვართ და ვერც ვიქნებითო. მართლა ასე იყო,მე ის მიყვარდა,მას… არც კი ვიცი. მაინც რა არის ეს გრძნობა ასეთი,მთლიანად რომ გახვევს თავბრუს. რამდენჯერ მიფიქრია,მორჩა დავამთავრებ ყველაფერს,თავს შევებრძოლები მეთქი,მაგრამ თითქოს ფიქრებს კითხულობსო,იმავე წამს მეკოსგან ან შეტყობინება მომდიოდა ან პირდაპირ კარზე მიკაკუნებდა. მეც ვითომ დამწუხრებული,აუ,კაი რა მეკოთქო შევჩივლებდი და ისევ იმ თავდავიწყებაში ვიკარგებოდი. ერთი კვირა არ მელაპარაკებოდა ბატონი ყიფშიძე.კაფეში თუ მივდიოდი,ეგ რაღაც საქმეებს იგონებდა,გამარჯობაო მომიგდებდა და ქრებოდა სადღაც. უნივერსიტეტშიც,გვერდს ამივლიდა უცხოსავით,საბას ისევ მტრულად შეხედავდა და ჯგუფელებს უერთდებოდა.ჯავახა მეუბნებოდა,მაგას ის აბრაზებს,მისი სიტყვები არაფრად რომ არ ჩააგდე და ისევ საბასთან ერთად იჩითები ხოლმეო.რამდენჯერმე თვითოჯაც დავინახე,რამდენიმე უცხო გოგოსთან ერთად.ხან იცინოდნენ,ხან მიეხუტებოდბენ. ერთხელ კარებში შევეჩეხეთ მე,ეკუნა და საბა.გოგოსთან ერთად იყო ,წელზე ჰქონდა ხელი შემოხვეული და ისე მიყურებდა მეკო,თითქოს რაღაც ნიშნისმოგებით.ვიგრძენი როგორ გავწითდლი სიბრაზისგან და წყენისგან.საბას გამოწვდილ ხელს ჩემი შევაგებე და ისე ავუარეთ მეტჯერ აღარც გამიხედავს იქით,ეკუნამაც მუშტი მოუღერა და უკან აგვედევნა. ოცდაათი ოქტომბერი იყო,ნატას დაბადების დღე. დილიდან მასთან ვიყავით მე და ეკუნა. -ნატა გთხოვ რა,მთელი დღე შენთან ვიქნები,რასაც მეტყვი იმას გავაკეთებ ოღონდ საღამოს ვერ მოვალ რა იქ.-ვემუდარებოდი ალექსიძეს და რისი იმედი მქონდა არ ვიცი. -არ შემშალო ანა,გავგიჟდები იცოდე. წელიწადში ერთხელ მაქვს დაბადების დღე და ისიც არ გინდა რომ ჩემთან ერთად გაატარო?-ვიგრძენი რომ ძალიან გაბრაზდა,სხვანაირად ანას არ დამიძახებდა. -ნატ,მისმინე. ისედაც ყოველდღე ერთად ხო ვართ? შენი არსებობა უკვე დღესასწაულია,მაგას რაღად უნდა ერთი დღის დაწესება.-ვცდილობდი გული მომელბო მისთვის. -ქალბატონო,ახლა ჩვენ გვისმინე კარგად…-ჩაერთო ჟღენტიც და გამოვიდა სიტყვით.-შესანიშნავად ვიცით რატოც არ გინდა წამოსვლა,მაგრამ პირიქით,ზუსტად მის ჯიბრზე ადგები შენი ლამაზი ტ**კით და წამოხვალ. -ხო,არ მინდა რომ კიდე ვინმესთან ერთად ვნახო,ვეღარ გავუძლებ და იმ ლამაზ თავში ჩავაფრინდები.-ვაღიარე და ტუჩზე ვიკბინე. ეგრევე მოულბათ გოგოებს გული ჩემს სახეზე. ნატამ კაი,ოღონდ შენ არ ამიტირდე ახლა და სულ ნუ წამოხვალო. ორივე გამოვპრანჭე,მაკიაჟი გავუკეთე,ნატას საყვარელი ბენდის ბილეთები ვაჩუქე და სახლისკენ ფეხით წამოვედი. უზომოდ განვიცდიდი,მეგობარს ამ დღით,ასე რომ ვექცეოდი,მაგრამ სხვანაირად მართლა არ შემეძლო. მამამ ასეთ ხასიათზე რომ დამინახა,გამიღიმა და გვერდით დამიჯექიო მანიშნა. -მა,იცი ახლა რას ვიზამ?-ჩემი ჩახუტებით რომ დაკმაყოფილდა,მერე მკითხა.-ავდგები და ჩემს საფირმო კაკაოს გაგიკეთებ.-ასეთი იყო გიორგი,ყოველთვის უსიტყვოდ ხვდებოდა რა მჭირდა და ყოველთვის შეეძლო ჩემი ხასიათზე მოყვანა. -საუკეთესო მამიკო რო ხარ გითხარი უკვე ბევრჯერ ჰო?!-დიახო მიპასუხა და საღამომდე უამრავ თემაზე მესაუბრა,ოღონდ ხასიათზე მოვეყვანე.ცოტა ხანში კარზე ისეთი ბრახუნი ატყდა,სერიოზულად შეგვეშინდა ორივეს და ერთად წამოვდექით გასაღებად. -რა არი ლექსუს,მოგდევდნენ?-სიცილით უთხრა,დამშვიდებულმა მამამ გულამოვარდნილ ფაღავას. -აუ,მახარ,ძმურად ეს ლიფტი რა ვერ გააკეთებინეთ ტო.-სულს ძლივს ითქვამდა ლექსო. -ა,თქვენი ყოვლისშემძლე ჟურნალისტი ანო,სთხოვეთ ერთი გადარეკოს და მაგის ამბავია რა. -მაგას არ ვთხოვ,მაგრამ ერთი რამ კი უნდა გთხოვო ანანიკო რა.-კარგად რომ არ მცნობებოდა ეს მაიმუნი ბიჭი,ვიფიქრებდი რა საყვარელია მეთქი. -ლექსო,ვერ წამოვალ და დაამთავრე ამით ეგ შენი ხვეწნები და ყელის გამოწევები.-მეგონა მარტივად მოვუჭერი და ოთახში შევედი.რა თქმა უნდა,ისიც შემომყვა,თან ჩემ კარადასთან მივიდა და ტანსაცმლის არჩევა დაიწყო. -ნწ,არა,ეს არ გამოდგება.აბა,ეს ვნახოთ.მუქი ლურჯი ჯინსი და თეთრი მაისური გადმომიგდო.ბალიში ვესროლე მაშინვე. -ძალით მიმათრევ და თან მეკოს სტილზე მაცვამ,ნორმალური ხარ? -ე,რატო მეკოს სტილზე ტო? აი ეს მაღალქუსლიანი ჩექმაა,შუზია თუ რა ჩემი ერთი ადგილია,ეს ჩაიცვი.-თვალები ზემოთ ავატრიალე და მეორე ბალიში თავზე დავიფარე.-ჰე,ადექი ახლა სანამ მძიმე არტელერია ჩაერთო საქმეში და ყველა სათითაოდ დაგაყენე აქ.-აზრი არ ჰქონდა,ვიცოდი ვერაფერს გავხდებოდი.ჯავახაც და ნიკუშაც ტელეფონს აფეთქებდნენ უკვე რეკვით.ავდექი,ფაღავას არჩეული ტანსაცმელი ჩავიცვი და მისი კაფისკენ დავიძარით. ისე ლამაზად მოერთოთ იქაურობა,ზუსტად ვიცოდი ამის დანახვაზე ნატას ცრემლები მაშინვე წასკდებოდა.ჩვენს ადგილას ისხდნენ.ნიკუშას,ნატას თავი ედო მუხლებზე და ნაზად ეფერებოდა გაშლილ თმაზე,ეტყობა მოესწროთ უკვე კარგად დალევა.ეკუნა და ჯავახა ბართან იდგნენ და კოქტეილებს აკეთებდნენ,მეკო კი არსად ჩანდა.მეგონა გამიხარდებოდა,მაგრამ პირიქით,უზომოდ დამწყდა გული.ალექსიძემ როგორც კი შემამჩნია,ჩემკენ წამოვიდა ბარბაცით. -ზუსტად ვიცოდი,ჩემო სიცოცხლე,რომ არ დამტოვებდი ამ დღეს.-გადამეხვია და კიდევ რამდენიმე წამით რომ გაეჩერებინა ჩემ მხარზე თავი,ნამდვილად ჩაეძინებოდა. -ვაიმე რა ვუყო,რა დაალევინე ამას ამისთანა?-ჩუმად გადავულაპარაკე ნიკუშას. ნატა ისევ კორინთელს მივუსვი გვერდით,ის იყო დაჯდომას ვაპირებდი პუფებთან,კედელზე,პატარა ჩამოკიდებული საწერი დაფა შევამჩნიე. ახლოს მივიწიე,რომ კარგად გამერჩია რაც ეწერა და ხმამაღალი სიცილი წამსკდა. პატარა დაფაზე,დიდი ასოებით ეწერა: ა + მ = შ -ხალხო,ეს რა არის? - ვერაფრით ვიკავებდი ემოციებს,თან მეცინებოდა,თან მეტირებოდა. -ხომ გინდოდა გარკვევა და მტკციცებულება,ხოდა ეგ არის.-ყურთან მიჩურჩულა ჩემ უკან მდგარმა,ახალმოსულმა მეკომ და კოცნაც იქვე დამიტოვა.-ჩამეხუტე ახლა რა და მერე რაც გინდა ის მითხარი,თითქმის ერთი თვეა ნორმალურად შენი სუნიც კი არ მიგვრძვნია,გამომადებილე ხო ხედავ ამხელა კაცი.-ისევ ისე მიცინოდა ყიფშიძე,როგორც მე მიყვარდა… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.