შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული (ნაწილი 2) სრულად


17-03-2024, 20:38
ავტორი მერიემ
ნანახია 9 493

“ რა სასტიკიც არ უნდა იყოს შენი რეალობა და ამ ყველაფრისთვის ფეხის აწყობა შეუძლებელი გეგონოს, ცხოვრების მკაცრი კანონია ასეთი, სვლა უნდა განაგრძო”
* * *
მისაღებში ისხდნენ, უბერავდა ნიავი ოთახს ჩამომსხვრეული ფანჯრიდან.
ტორნადო გადავლილს კი უგავდათ სულები. მარიამის დაკარგვა ვერ გაიაზრეს, თორნიკეს სისხლით ისე გაესვარათ ხელები. მთელი დღის ნაჩხუბრები, ნამტირალები, ნაყვირები, იმედგაცრუებულები, რეალობაში ახალ ფეხშედგმულები, ყველანაირები იყვნენ იმ წამს გიგანები…
- სად არის გიორგი მითხარი, უნდა დაველაპარაკო- გამაყრუებელი სიჩუმე ისევ მარიამმა დაარღვია და დაიხსნა მისი გონება ქაოსისგან
- ახლა გვიანია, ხვალ დაელაპარაკე. აუხსენი და ხმაურის გარეშე დატოვოს აქაურობა- ამოთქვა ვახტანგმა სევდიანად და ამავე დროს გამაფრთხილებელი ტონით
- შენ მე არ უნდა მასწავლიდე ახლა როგორ უნდა მოვიქცე- ხმაში ზიზღი შერეოდა
- არასოდეს, რაც არ უნდა გვადანაშაულებდე ყველაფერში, არასოდეს შეგზიზღდეთ და ასე არ გვესაუბრო, შვილო- ქმარი დაიცვა ქეთევანმა
- არასოდეს ყოფილხართ ჩემი დედ- მამა სრული ამ სახელების აღქმით. ახლაც ქეთევან, შეხედე, უფრო ცოლი ხარ ვიდრე დედა- სიმწრით გაეცინა გოგოს
- არც ჩვენ გვინდოდა რაც ახლა ხდება… თორნიკე ძლივს გადარჩა, ისიც კომიდან არ გამოსულა. უნდა გაყვე უხმაუროდ ალექსანდრეს და აღარავინ აღარ უნდა მოკვდეს, მარიამ-ტიროდა ისევ ქალი
- ისე ამბობ თითქოს ჩემი ბრალია რაც ხდება.არ უნდა გაგეშვით აქაურობისგან ასე შორს. საერთოდ ვერ ვიღებ თქვენს წყეულ სიმართლეს და თქვენ შეთითხნილ მსხვერპლს. ვერც თქვენ ვერ გიღებთ და ვერც სამყაროს ვერ ვიღებ ჩემი მარიამის გარეშე. რა უქენით ჩემს ცხოვრებას? - აღარ ჰქონდა ყვირილის თავი.
- მარიამის გარეშე ყოფნა ყველას გვიჭირს. გვესმის შენი, გთხოვ, ჩვენიც გაიგო. წესით აეროპორტში დაფრინდით თუ არა იმ წამსვე უნდა გაგვეყოლებინე ტვილდიანებისთვის, მაგრამ ვერ ვქენით, შეგვეცოდე, შვილო.
- შეგეცოდეთ? მხოლოდ შეგეცოდეთ? წყეულიმც იყოს ის გრძნობები რომლებიც უამრავია ახლა ჩემს თავში და გულში.
- ბერდიას სიტყვები შენც გაიგე, სამ დღეში უნდა გაყვე
- იცოდა ლატავრამ რაც ელოდა, უსიყვარულოდ, ერთმანეთს გადაკიდებული კაცების კლანჭებში რომ ვარდებოდა და გაგექცათ სულ ყველას. თქვენს ამბიციებს, მესაკუთრეობას, ბორკილებს… აქამდე ვერ მივხვდი რატო მოიკლა თავი. მეც დავადანაშაულე, ზუსტად ისე როგორც ალბათ თქვენ ყველა აკეთებთ ამდენი წელი.ვფიქრობდი, რატო მოიკლა თავი, ხო იცოდა გადაამტერებდა უარესად ერთმანეთს ამათთქო, თქვენი მსგავსი ფიქრები მქონდა მარწუხებივით თავში… აი ეს ხართ თქვენ ყველა ერთად. რა აზრი აქვს ახლა რას ვიტყვი ან რას ვფიქრობ. გამოსავალს თქვენ ვერ ხედავთ ამდენი წელია და მე როგორ ვიპოვო.
- ალექსანდრე კარგი მამის შვილია.- იმეორებდა ვახტანგი
- რა ვთქვი და რა მიპასუხე.რაც ჩამოვედი წესიერი დიალოგი არ გვქონია, სულ ტყუილები, სულ ვითომ დაცვითი სიმართლეები. ჩუმად ვიყავი, დრო მოგეცით. უამრავი შანსი რომ ყველაფერი გეთქვათ, ახლა როცა სიმართლე ვიცი, სხედხართ და ერთმანეთს იცავთ, ერთი და იგივეს მიმეორებთ და ზოგჯერ მეჩვენება რომ რაღაცაში მადანაშაულებთ. ვსხედვართ ახლა და იცით რას მივხვდი? მარიამის გარეშე დიალოგი არასოდეს გვქონია, ის იყო ელჩი ჩვენს შორის და ის გაძლევდათ მიმართულებებს როგორ გესაუბრათ ჩემთან. მარიამის გარეშე გაწყდა ჯაჭვი.- გული ძალიან წყდებოდა ყველფერზე ერთად. გაცხარებული ხელებს იქნევდა, ოთახში ბოლთას სცემდა, თან ჩამტვრეულ ფანჯარას უყურებდა. ვერ ცნობდა თავის გრძნობებს.
- იცი როგორ მიჭირს მეც? დედა ვარ და არ გიცნობ, დედა ვარ და სხვა რომ გიყვარს გეუბნები ისე გაქრეს აქედან არავინ გაიგოსთქო. გეუბნები, მითხოვდი იმ გვარს საყვარელი ადამიანი რომ მოგიკლეს და ძმა რომ დაგიჭრესთქო. მე მტკივა ყველა სიტყვა იქამდე სანამ შენამდე მოაღწევს
- ამდენი წელი გქონდათ ყველაფრის გასააზრებლად და ახლა როცა რამდენიმე საათია სიმართლე ვიცი, ისე მექცევით,თითქოს ჩემი ძმის უსულო სხეული არ მესვენა რამდენიმე წუთის წინ ხელებში- ხელის გულებზე ჯერ კიდევ შემორჩენოდა ძმის სისხლი
- ძმა, რომელზეც ლაპარაკობ ჩვენი შვილია და ჩვენც ისევე გვტკივა როცორც შენ- ბრაზდებოდა ვახტანგი
- ბავშვობიდან ვხვდებოდი რომ თორნიკეს უფრო უფრთხილდებოდით, უფრო მეტს ეფერებოდით ვიდრე მე. ვერ ვხვდებოდი რატო, ვერც იმას ვხვდებოდი როგორ შეგეძლოთ ამის გაკეთება… არ ვიმჩნევდი არასდროს, არც კი გიფიქრიათ რომ შეიძლებოდა ამის გამო ჩემი ძმა შემზიზღებოდა… კიდევ კარგი მარიამი მზრდიდა და სწორად მასწავლიდა ემოციების დალაგებას ჩემს თავში. ვერ ვხვდებოდი რატო იყო ჩვენც შორის ამხელა ბარიერი… ახლა ვხვდები. მე გოგო ვარ, არა მემკვიდრე, უბრალოდ უაზრო ომს შეწირული, თქვენი სიცოცხლის გარანტი. მე ისედაც მალე დაგტოვებდით და ჩემზე ემოცია აღარ გაანაწილეთ- ოდნავ გულის სიღრმეში დამალულმა წყენამ ტკივილით შეახსენა თავი. მთელი ცხოვრება. რომ აიგნორებდა იმ წყენამ
- არასწორად ფიქრობ, ასე არასოდეს ყოფილა. ჩვენთვის ძალიან ძვირფასი იყავი ყოველთვის და ხარ- სახე გაყინვოდა ქეთევანს, სილის გაწნას ჰგავდა შვილის ეს სიტყვები მისთვის
- მაშინ რატო ვიყავი მამიდასთან ერთად და არა დედასთან და რატო დარჩი შენ აქ და არ წამოხვედი ჩემთან ერთად?აღარასდროს აუწიოთ ჩემთან ხმას, მე ასე არ გავზრდილვარ. კესოს ნახვა მინდა, ვიცი მარტო არ გამიშვებთ. მოაყვანინე ვინმეს- ისე აუარა გვერდი და წავიდა თავის ოთახში ზედ არ შეუხედავს ერთად მსხდომი მშობლებისთვის, რომლებიც ერთმანეთის დასაცავად მზად იყვნენ შვილებსაც კი დაპირისპირებოდნენ. პარადოქსია არა?!
ოთახის კარი ფრთხილად გააღო, მარტო დარჩენის შიში ჰქონდა უკვე. ოთახში სადაც კი შუქი ინთებოდა ყველგან აანთო. დაღლილი სხეულით იქვე დივანზე მიესვენა. ელოდებოდა კესოს და ფიქრებით თორნიკესთან იყო, მერე ალექსანდრე ახსენდებოდა, მერე გიორგი, მერე მისი მშობლები. ვერ იაზრებდა თავისი მშვიდი ცხოვრებიდან ამ საგიჟეთში როგორ მოხვდა. ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამოიყვანა, რომელიც წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ გაჩნდა მის ოთახში
- გისმენთ- უპასუხა უცხო ნომერს
- მინდა ვიცოდე რომ უკეთ ხარ- ის იყო, მისი ხმა…
- ალექსანდრე?
- ტელეფონი მე გამოგიგზავნე, მინდოდა შენთან საუბარი და იმის მოსმენა რომ უკეთ ხარ- მზრუნველმა ხმის ტემბრმა ოდნავ მოადუნა გოგონას სხეული
- როგორ? როგორ გამოაგზავნე- ვერ ხვდებოდა როგორ ჩნდებოდა ხოლმე მის ცხოვრებაში ისეთ დროს არასოდეს რომ არ ელოდა.
- მტრედს გამოვატანე- ტელეფონს აქეთაც იგრძნო როგორ ჩაეღიმა
- ეგ ის მტრედია,მაშინ ჩემი ცხენზე ჯირითის ამბები რომ მოგიტანა?- გაახსენდა მათი ბოლო დიალოგი და ამ დღეების მანძილზე ასე წრფელად პირველად გაეღიმა
- ეგ მტრედი ახლა ცაშია, ანგელოზად გადაიქცა- ხმა დაუსევდიანდა ბიჭს
- მეც მენატრება და ძალიან მჭირდება- ცრემლი ისევ მოერია
- ტირი?- ხმა შეეცვალა
- მე უკვე ის დღე მაკვირვებს როცა არ ვტირი
- აღარ მინდა ოდესმე იტირო
- შენ უნდა გეთქვა, ალექსანდრე
- ჰო, ალბათ
- დასრულდება ოდესმე ის გაურკვევლობა რასაც ახლა ვგრძნობ?
- დაბადებიდან შენ გერგო ეგ მისია, შენ უნდა დაასრულო
- მძულს მისია რომელიც ჩემი არჩევანი არ არის
- ჩემთან ყოფნის არასოდეს შეგეშინდეს რა
- ახლა ყველაფრის მეშინია
- ხოდა ნუ გეშინია, უძლიერესი გოგო ხარ- იმ წამს ყველაზე საჭირო სიტყვებს ისმენდა კაცისგან ვისთან ჩხუბიც ძალიან უნდოდა ყველაფრის გამო და მაინც… ის იყო ადამიანი ვისგანაც სწორ სიტყვებს და სითბოს გრძნობდა
- როგორ შეგიძლია ახლაც კი ასე მშვიდად იყო?- გულწრფელად აინტერესებდა
- შენ მაძლევ მაგ ძალას
- მე თავად არ მაქვს არაფრის ძალა
- გაქვს, მარტო შენს თვალებს აქვს სამყაროს გადატრიალების ძალა, ამიტომ ხარ რჩეული
- შენს სიტყვებს სხვა რეალობაში გადავყავარ. ამით თავიდან იცილებ ჩემს მომავალში მოსალოდნელ ისტერიკებს?- გაეღიმა ისევ
- არ გეძინება?- ისე მოსწონდა მასთან საუბარი, შეეძლო დილამდე ესაუბრა
- კესოს ველოდები, ჩემი ბავშვობის მეგობარს- ვირტუალურად გააცნო მისი მეგობარი
- ვიცნობ ქალდანს. ყველა იმ დოღში მონაწილეობდა სადაც ქალების დაშვება არ შეიძლებოდა და იმდენს ჩხუბობდა მაინც თავისი გაჰქონდა- გაახსენდა გიჟი თანასოფლელი
- რამდენიმე წუთით მართლა დამავიწყდა ყველაფერი. მადლობა რომ დარეკე
- არ დავრეკე, დაგირეკე
- ჰო, დამირეკე
- ხვალ ჩემებთან ერთად მოვდივართ შენთან- ფრთხილად შეაპარა
- უნდა დამნიშნოთ? რატო წუხდებით რა საჭიროა, აკვანში ხო დამნიშნეთ- ისევ ცინიკური გაუხდა ხმა
- უნდათ სოფელს დაანახონ რომ მშვიდობა ისადგურებს და ზავის პირობას ვასრულებთ- თვითონაც ღიზიანდებოდა ამ ფაქტით
- მშვიდობა ხმამაღალი ნათქვამია, როცა მათე გარეთ დადის და კაცმა არ იცის რას იზამს- გაახსენდა ისევ მისი საზარელი თვალები
- სწორედ მაგიტომ რომ აღარავინ დაეხმაროს მათეს და იცოდნენ რომ ომი სრულდება. მეც არ მომწონს რაც ხდება, მარიამ. ყველაზე ნაკლებად მინდა ეს უაზრო სიტუაცია და ასე ტელეფონით ახსნილი სიმართლე.- ისევ უსევდიანდებოდა ხმა ბიჭს
- ტელეფონი აქ როგორ გაჩნდა, ალექსანდრე?- გაუმეორა შეკითხვა
- მაგასაც მოგიყვები, როცა მშვიდად დავსხდებით. მხოლოდ მე და შენ, იარაღების, ბიძების და მამების გარეშე
- თორნიკე უნდა გადარჩეს, მერე შემეძლება ყველაფრის ბოლომდე გააზრება
- კარგად იქნება- ისევ მშვიდდებოდა, ისევ მოქმედებდა მისი სიტყვები მასზე.
- ახლა წავალ, კესო უნდა მოვიდეს
- კარგი, ხვალამდე-დაუმშვიდობებლად გათიშა ხვალინდელი დღის მომლოდინემ.
    ყველა გრძნობა ერთად ჰქონდა იმ წამს. ყველა ერთმანეთში არეული გრძნობა, არეული ფიქრები, ემოციები. ყველაფერი ისე სწრაფად ხდებოდა გააზრების დრო არ ჰქონდა...მაგრამ იქნებ, უკეთესიც იყო არ გაეაზრებინა და ისე მიჰყოლოდა უკვე გადაწყვეტილს... თავს ნივთად გრძნობდა, შეწირულად,
 ძღვენად,ყველაფერი ერქვა იმ წამს მარიამს, ყველაფერი მისგან დამოუკიდებლად მიღებული, დამოუკიდებლად დარქმეული. მამიდა სჭირდებოდა ახლა ჰაერივით.
 მისი კედელი, ფარი, მუდამ მზად მყოფი სწორი რჩევის მისაცემად.ახლა ცრემლი ექცა საუკეთესო მეგობრად, მუდამ მასთან მყოფად.
-მარიამ,გძინავს?- ფრთხილად შეაღო კარები კესომ. ერთ დროს ქარბორბალამ თავისი ხასიათით. რომ შეხედავდით მასაც ეტყობოდა ის მძიმე კვალი რასაც მათი ყოველდღიურობა უტოვებდათ
-შემოდი,ჰერცოგინია- ოთხად მოკეცილი უცებ წამოდგა ფეხზე, ცრემლი მოიწმინდა
-ტყუილად იწმენდ და მალავ ცრემლს, დაუნახავადაც ვიცი რას გრძობ-მკრთალად გაეღიმა
-ხო გადარჩება თორნიკე, კესო?-იმედიანი მზერა მიანათა დადებითი პასუხის მომლოდინემ
-გადარჩება, შენთვის. იცის რომ ახლა ძალიან გჭირდება. - ისიც გაყიდა მოღალატე ცრემლმა
-იცის რომ აქ ხარ და შენთვისაც გადარჩება, ჰერცოგინია.
-ჰო, მე მისთვის სათქმელი მაქვს სიმართლე.
-რა მოხდა,კესო? მე უნდა ვიცოდე ამაშიც თუ დამნაშავე მე ვარ. უნდა ვიცოდე მე რომ საფრანგეთში ვცხოვრობდი და არაფერი ვიცოდი, კიდევ რა გავანადგურე გზად-მწარედ გაეღიმა,ქეთევანის ნათქვამი გაახსენდა. პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ მაინც ეჩვენებოდა რომ მას ადანაშაულებდნენ
-შენ არაფერი არასოდეს არ გაგინადგურებია. არავის მოუსმინო ვინც მაგას გეტყვის. არაფერი იცოდი და ვერც გაანადგურებდი. ახლა სხედან და შენ გაწმენდნენ თავიანთ შეცდომებს?
თავისებს მიხედონ სჯობს, თავიანთი გამოასწორონ-სევდიანი გამომეტყველება უცებ შეუცვალა გაბრაზებულმა
-ვის გულისხმობ? ვისზე ხარ ასეთი გაბრაზებული და ნაწყენი, კესარია? გთხოვ, შენ მაინც აღარ დამიმალო სიმართლე.-არასოდეს იყო კესოში ამხელა ბრაზი, იმდენად ეუცხოვა, მიხვდა აქაც მისიანების ხელი ერია
-მაშინ, პირველად გალავნის მიღმა რომ შეგხვდი, იმ დღიდან ვფიქრობდი ამ დღეზე. დღეზე, როცა სიმართლეს გაიგებდი.არ მინდოდა მეც მათსავით მატყუარა გგონებოდი
სულ წნეხის, ზეწოლის ქვეშ ვიყავი. სულ მაფრთხილებდნენ არაფერი წამომცდენობდა. მხოლოდ მარიამი დამიჯენდა ხოლმე წყნარად და მეუბნებოდა რომ მარტო არასოდეს დამეტოვებინე,
რომ თუ ერთ დღეს მეც მომიწევდა ბრძოლა ჩემი საკუთარი ბედნიერებისთვის, მეც მებრძოლა. მარიამი რაღაცნაირი იყო, ყოველთვის ხვდებოდა ვინ რას გრძნობდა და ვის რა სჭირდებოდა იმ წამს.
ჯერ კიდევ იმ დღეს შენ რომ მითხარი ვიმეგობროთო, იმ დღეს გადავწყვიტე არასოდეს დამეტოვებინე მარტო. მუდამ შენს გვერდით ვყოფილიყავი და დავლოდებოდი იმ დღეს,როცა ყველაზე მეტად
დაგჭირდებოდი-თვალები აუწყლიანდა ისევ
-არ გადანაშაულებ,კესო-ისევ გაუღიმა თბილად-მესმის კიდეც შენი.აი ნახე, ერთი დღეც არ გასულა რაც მომახალეს სიმართლე და მეც შევეგუე თითქოს, მეც ვეღარ ვხედავ სხვა გზას.
გავიაზრე, თუ არ წავყვები ალექსანდრეს რა მოხდება. შემომხედე, ჩემს ხელებს დახედე. კიდევ არ ჩამომიბანია ძმის სისხლი. მინდა ეს მახსენდებდეს რისთვის მივდივარ ამ ყველაფერზე.
- ისე გინდოდა ფსიქოლოგობა, თავისუფლება, ჯებირებს მიღმა ცხოვრება, ახლა ამ ტრადიციებში, ამ თემის კანონებში და ყველაზე დიდ ჯებირში მოქცეული როგორ იცხოვრებ? გიორგი?
მას რა უნდა უქნა?- ისევ დაუმძიმდა გული კესოს
-იცი ყველაზე უცნაური რა არის? მასზე ვერ ვფიქრობ. მხოლოდ იმაზე მეფიქრება რომ ალექსანდრეს აქამდეც ვიცნობდი და სიმართლე არ მითხრა-ორივე ხელი აიფარა სახეზე, ამით ცდილობდა არეული გრძნობების
დაფარვას.- ეს ამბავი ნორმლურთან მიახლოვებულიც კი არ არის. მაგრამ მე მინდა შენი ამბავი მოვისმინო,კესო. შენ, კესარია ქალდანს, ასე რომ გიყვარდა აქაურობა, ჩვენი მთები, ცხენები, ვაშლის ხე და ყველაზე
მთავარი... ჩემი ძმა. შენ, აი იმ კესარიამ რატო დატოვე ყველაფერი აქ ასე მოულოდნელად და რას ინახავ მაგ შენს პატარა კეთილ გულში?- ფრთხილად მოუწმინდა ატირებულ მეგობარს ცრემლი. თავისი თავიც
შეამზადა თითქოს.
-არ ვიცი უნდა გეუბნებოდე თუ არა ახლა შენ ამას, როცა თვითონ ძალიან რთული პერიოდი გიდგას-ყოყმანობდა ჯერ კიდევ
-მე მინდა ის მოვისმინო, რაც გამოვტოვე ჩემი ვარდისფერი სათვალეების დახმარებით. დაიწყე,კესო.
- 7 წლის წინ მამამ და დედამ მითხრეს,რომ ეშინოდათ იმის რაც მალე აქ დატრიალდებოდა.იცოდნენ შენ და თორნიკეს მარტო არ დაგტოვებდით. სოფელში ყველამ იცის თორნიკე რომ მოგწონსო.შეეშინდათ, რომ მოახლოვებული ქარიშხალი მეც დამატყდებოდა თავს.მე არ მეშინოდა, მარიამ. არც მაშინ და ახლა საერთოდ. რამდენიმე საათის წინ ჩემს ყველაზე დიდ შიშს ჩავხედე თვალებში. საერთოდ აღარ მეშინია. აღარც გაქცევას და თქვენს დატოვებას ვაპირებ. ვინც არ უნდა მოვიდეს და არ უნდა მთხოვოს ეს. თორნიკემ სისხლი უნდა აიღოს, მკვლელის გვერდით იცხოვრებო? ერთხელ მკითხა დეიდაჩემმა.
მაშინ ვერაფერი ვუპასუხე, ახლა ვიცი, ყველანაირი თორნიკეს გვერდით ვიცხოვრებ. ეს მისი არჩევანი არ იყო, ჩვენ სხვანაირი ცხოვრება გვინდოდა. ნადირობა, ჯირითი, კილოგრამობით ვაშლის ჭამა და რომანების კითხვა.
იმის გამო ვერ დავტოვებ, რაც მისი გადაწყვეტილება და სურვილი არასოდეს ყოფილა. მამაშენს სისხლის ამღები გვარის გამგრძელებელი სჭირდებოდა გრძნობების გარეშე.- მიხვდა, ის თქვა რისთვისაც გვერდის ავლას აპირებდა
-რას გულისხმობ?-ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა მარიამმა
-ვახტანგმა უთხრა ზურას, რომ გავეშვი აქედან,რადგან თორნიკე დიდ ყურადღებას მითმობდა და თორნიკეს არ ჰქონდა დრო ჩემთვის-მწარედ გაეღიმა, ისევ ბრაზი გადაეფარა თვალებს
-ვახტანგმა? მამაჩემმა?-თითქოს  აღარაფერი გააკვირვებდა
-არიციან რომ ვიცი, ჩუმად მოვისმინე  ციცოს  და ზურას საუბარი. თორნიკეს ვერ ვეტყოდი. ახლა კი შენთვის აღარაფრის დამალვა აღარ მინდა,მარიამ.-მზერა ვეღარ გაუსწორა დაქალს
-მე ნუ მარიდებ თვალს, კესო. ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია სამაგისო. მამაჩემი... ხო იცოდა, როგორ სჭირდებოდი თორნიკეს...მამაჩემი რა ადამიანია,კესო?- იმ წამს ნამდვილად თავზე ჩამოემხო ბოლო იმედიც კი,
რომ ეიმედებოდა თავისი ოჯახი. კიდევ ერთხელ შეეცოდა უმარიამო თავისი თავი.
-მე მაშინაც მიყვარდა, ახლაც მიყვარს. არც მაშინ მინდოდა მისი დატოვება. ჩემებს ერთადერთი ვყავარ, ვეღარ ვანერვიულე და დავთანხმდი.- დიდიხნის შეკავებული ცრემლები თავისუფლად იკვლევდნენ უკვე გზას
-ჩემო პატარა, ჰერცოგინია. მამაჩემი როგორ ჩახედავს თორნიკეს კვალებში?-ძლიერად მიიხუტა არანაკლებ ნატანჯი, საიდუმლოებით დამძიმებული სხეული
-ხო მაპატიებს, მარო? თორნიკე ხო მაპატიებს?- ამოიტირა ისევ
-გაპატიებს, როგორ შეუძლია მისთვის ასე ძირფასს არ გაპატიოს. ყველაფერი მოუყევი,კესო. მოუყევი მის მშობლებზეც, ჩვენს მშობლებზე.-შეასწორა უცებ.- გიგანებს დიდიხანი არ შეგვიძლია საყვარელი ადამიანების
გარეშე ყოფნა.
-ახლა არ შემიშვებენ ხო?- თავი წამოსწია მარიამის კალთიდან
-არა,კეს. ჩვენც გამოგვიშვეს. არ გესმოდა, ვატანგი ყვიროდა გადავიხდი რამდენიც საჭიროა და შეგვიშვითო- მწარედ ჩაეცინა
-ჰო, მესმოდა
-მარიამი რომ ახლა აქ იყოს, უფრო მარტივად იქნებოდა ყველაფერი-ისევ ერეოდა მონატრება
-მარიამი რომ აქ იყოს...ყველას გადაგვეფარებოდა ფარად, არ მოუშვებდა ჩვენთან ტკივილს- ტკივილი ამოაყოლა ხმას კესომ
-ისე მენატრება, სულ მესიზმრება. როგორი იყო, არა? სულ სხვაზე ფიქრი შეეძლო. ალექსანდრე ისე ჩუმად გამაცნო არავინ არაფერი იცოდა. ისე შემოუშვა ჩემს ცხოვრებაში, ისე მიმაჩვია... შემამზადა.-ისევ გაეღიმა
-დიდი ხანია იცნობ, მარიამ? დღეს გავიგე რომ ახსენე. კი,მაგრამ როგორ?- წამოსწია ისევ მარიამის კალთიდან თთავი და სევდიანი თვალები ინტერესიანს შეენაცვლებინა. სასაცილო ხდებოდა ხოლმე იმ წამს კესო.
- გიორგის შეყვარებული ვიყავი.მარიამმა რომ გაიგო და მიხვდა გაპროტესტებას აზრი არ ჰქონდა, ახლა ვხვდები, მალევე გამაცნო ალექსანდრე. როგორც ოჯახის მეგობარს ისე ვუყურებდი ძალიან დიდხანს.
იცი როგორ ენდობოდა მარიამი? მეც სხვანაირად ვგრძნობდი მასთან თავს.- ვერ გაუმხილა მთავარი, ვერ უთხრა რომ რამეს გრძნობდა,ან კი როგორ ეთქვა, თვითონაც არ იცოდა ზუსტად
-მოგწონდა,მარიამ? - თვალები ინტერესისგან უფრო უფართოვდებოდა გოგოს.
-კესო, ახლა ამის დროა?ვის აინტერესებს ჩემი გრძნობები? ჩემი შეყვარებული სადღაც აქვე ჰყავთ ჩაკეტილი ამ ველურებს. ის არის ადამიანი ვის გვერდით ჰყოფნაც თავის დროზე მე გადავყვიტე. ეგ იყო ჩემი არჩევანი.
ალექსანდრე შემთხვევით არ მოსულა ჩემს ცხოვრებაში და თავში. ესეც დაგეგმილი იყო, თუნდაც მარიამისგან. გრძნობას, დაგეგმვა არ უნდა სჭირდებოდეს, დაკვეთილს ჰგავს ასე ჩემთვის ეს გრძნობაც.
- და თუ ალექსანდრე იქნება ის ადამიანი ვინც ფარად დაგიდგება და ხიდად ამ ამბავში ამის საზიდად? იქნებ ისაა ადამიანი,რომელიც ყველაზე მეტად იმსახურებს ახლა შენს გვერდით დგომას
-ასე არა,კესო. ასე არ მინდა ვინმეს ვუყვარდე და მიყვარდეს. მე ჩემს არჩევანს ვცემ პატივს,თუნდაც კითხვის ნიშნები მქონდეს გიორგისთან დაკავშირებით. ჩემს შეცდომებზე მინდა ვისწავლო. ჩემს
შეცდომებზე მინდა ფეხიხ წამოვკრა, თუნდაც გული მეტკინოს. სხვები არ უნდა გვიწყვეტდნენ,არ უნდა გვიგეგმავდნენ აკვნიდან მომავალს. ჩვენ თავად უნდა ვეძებოთ ჩვენი გზა, თუნდაც ბევრჯერ შეცდომებ დაშვებული გზა.
ახლა თავს ვერ ვგრძნობ ჩემს ტყავში. არმასვენებს ფიქრები, რომ მე ჩემს არჩევანს ვერ მივყვები. რომ მამიდა შეიწირა ამ უაზრო სიტუაციამ. ვერ ვხედავ საერთოდ მომავალს...- პირველი იყო კესო ვისაც
ასე ღრმად მიმალული ფიქრები გაანდო
-მე მგონი, ალექსანდრე არ არის გულგრილი შენს მიმართ, მარიამ
-იმიტომ რომ ბავშვბიდან ეუბნებოდნენ, უნერგავდნენ მაგ აზრს, არც მისი არჩევანია ჩემი მოწონება. გარემოებამ მოუტანა.
ცოტახნით ისევ სიჩუმე ჩამოწვა ოთახში. ისევ ბოლო ხმაზე მოსაუბრე ადამიანების გრძნობები გამოხატვოდათთ სახეზე... არადა ხმას არცერთი იღებდა. თავიანთ რეალობასთან შეჩვევას ცდილობდა ორივე. არ იყო მარტივი
საქმე.
-ხვალ მოდიან დასანიშნად. თორნიკე ჯერ კიდევ კომაშია. გიორგი აქვე, რომელიღაც ოთახში
-ჰო, მეც გავიგე. სოფელში უკვე ყველამ იცის რომ ხვალ ტვილდიანები მოდიან. საჭირო იყო ყველას სცოდნოდა, რომ იცოდნენ სრულდება თემის განაჩენი
-ხო იქნები ჩემს გვერდით,კესო?-მიანათა გოგოს მომლოდინე მზერა
-რა თქმა უნდა, ვიქნები. ამ დღეს ყველა წლებია ელოდება,მეც კი. ვიცოდი სადაც არ უნდა წავსულიყავი ამ დღეს ნებისმიერ ფასად უნდა გავჩენილიყავი შენთან. მუდამ ერთად, არასოდეს მარტო, გახსოვს ჩვენი
ბავშვობის დევიზი?- ისევ გაეღიმა კესოს
-მუდამ ერთად არასოდეს მარტო- გაიმეორა თავჩახრილმა
-წამოდი, ხელები დაგბანო. ისედაც არ დაგავიწყდება მომხდარი, არ გინდა სისხლიანი ხელები,მარო.
  ფრთხილად წამოაყენა მისი დად წოდებული, დაეხმარა სისხლიანი ხელების ჩამობანაში. მართალი იყო კესო, ისედაც ვერცერთი ვერ დაივიწყდება მომხდარს. თორნიკეს სისხლის ფერს.
-დარჩები დღეს?
-დავრჩები
აღარცერთი ღამე და აღარცერთი დღე იყო ერთანაირი. ყოველ მომდევნო განთიადს ახალი დარდი მოჰქონდა, ახალი სიმართლე, დამახინჯებული, ტრადიციებად შენიღბული, მაგრამ მაინც მათთვის, იქ მცხოვრებთათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სიმართლე. გაზაფხული განსაკუთრებით ლამაზი იცოდა სვანეთში. ბარში ხეებს კვირტები აუსხამთ აბჯრად, მთას კი ისევ შემოსვოდა თეთრი. ნიავი სასიამოვნოდ ედებოდა მარიამს სახეზე, უკვე მერამდენე დილას ათენებდა ამ აივანზე და ყოველთვის სიცოცხლის ნაპერწკალს ეს ნიავი უბრუნებდა თითქოს. ყველა წინა განთიადისგან განსხვავებული მარიამი იდგა იმ წამს აივანზე, ყველა წინა დღისგან რადიკალურად გაზრდილი. ნარინჯისფერი ენაცვლებოდა ნაცრისფერ ცას… ნიშნად ახალი დღის გათენებისა… ეს უკვე ნიშნავდა… ტვილდიანები მივიდოდნენ მალე მასთან…
* * *
1 წლის წინ. საფრანგეთი

მარიამები აუზთან ისხდნენ,მზეს ეფიცხებოდნენ და პატარა მარიამის გაკეთებულ წყალწყალა ყავას სვამდნენ
-მარიამ, როდის უნდა ისწავლო ყავის გაკეთება-შეაპარა ღიმილით მამიდამ
-ისევ არ მოგწონს?-ეღიმებოდა მასაც
-ოდნავ მეტი ყავა რომ უქნა მგონი გამოსწორდება ხოლმე პრობლემა
-კარგი შემდეგში ვცდი
-მერამდენე შემდეგია, მარო-ეცინებოდა ქალს
-შენს გულს ვუფრთხილდები,ჩემო ტკბილო ბისკვიტო
-ისემც შენ რა გითხარი
-კარტოფილის შეწვა ხო მასწავლე, ამ კვირაში არ გვეყოფა?-იცოდა მარიამს გააგიჟებდა
-ქალმა ყველაფრის გაკეთება უნდა იცოდეს, ვაიდა ხვალ გათხოვდე-დაიწყო მარიამმა ჩვეული დამრიგებლური ნოტაცია
-მამი, 16 წლისას მათხოვებ? თან ხვალვე?-სერიოზულობას ვერ ინარჩუნებდა
-ქალბატონო მარიამ, სტუმარი გყავთ-დამხმარე გოგონა აუზთან გავიდა ქალბატონების დასაძახებლად
-ალბათ ალექსანდრე მოვიდა-მალევე წამოხტა ქალი
-მამიდა,რატო არ მითხარი სტუმარი თუ გვეყოლებოდა?-ოდნავ ეწყინა კიდეც გოგონას გაუფრთხილებელი ვიზიტი
-უცებ გადამავიწყდა, მიდი, ჩაიცვი და გამოდი
უფროსი მარიამი ჩაცმული იყო და პირდაპირ ბიჭისკენ წავიდა
-ალექსანდრე, როგორ გამახარე,ჩემო კარგო-ქალი მოეხვია ბიჭს
-მარიამ, მადლობა რომ დამპატიჟეთ-გაუღიმა სანდრომაც
-დიდიხანია რაც ჩამოხვედი?
-ახლახანს ჩამოვედი, მიყვარს პარიზი. ნოსტალგიური ქალაქია
-მიხეილი და ნანუკა როგორ არიან
-არაუშავთ, ძალიან ნერვიულობენ. რაც დრო გადის უფრო ეშინიათ
-იციან მარიამი რო გაიცანი?
-არ იციან. არც ის იციან რას ვაპირებ... მაგათ რა ეცოდინებათ მეც არ ვიცი ჯერ-სევდა მოერია ბიჭს
-ყველაფერი კარგად იქნება, თქვენ ამას შეძლებთ-მზურველი ხმა ჰქონდა ქალს
-ვინ ჩვენ?
-შენ და მარიამი
-მაგაში ეჭვი მეპარება, მარიამ
-აუცილებლად მოერევით მათ, შენ და მარიამი აუცილებლად გაიმარჯვებთ
-უკვე აღარაფერი აღარ ვიცი
კარებთან მიყურადებული გოგო კიდევ კარგა ხანს არ შეუმჩნევიათ. მერე ისევ თვითონ გადაწყვიტა შესვლა
-გამარჯობა-თბილად გაუღიმა ბიჭს
-გამარაჯობა, როგორ ხარ?-ხელი გაუწოდა სანდრომ,
-მადლობა,კარგად, შენ?-სანდროს ხელს თავისი მიაგება
-მეც კარგად.უნებლიედ მომესმა და რას მოვერევით მე და შენ?-გოგონამ პირდაპირ ჰკითხა გაგონილი
-სამშობლოს მონატრებას-სწაფადვე უპასუხა ბიჭმა, ისე რომ უფროსმა მარიამმა გააზრებაც ვერ მოასწრო
-ცოტა რთული მოსარევია- ისევ დაუსევდიანდა ხმა გოგონას სამშობლოს ხსენებაზე
-მეგობარმა მითხრა რომ ახლა საქართველო ღვინის ფესტივალზეა წარდგენილი, თუ სურვილი გექნება წავიდეთ-გულწრფელად შესთავაზა ბიჭმა
-მართლა?-გაუკვირდა მოულოდნელი წინადადება
-ჰო, ვნახავთ რას წარადგენს ჩვენი ქვეყანა-ეღიმებოდა მარიამის გაოცებულ სახეზე
-კი,მაგრამ მამიდა, შენ გამიშვებ?-თვალების ფახუნით ახედა ქალს
-არ გჭირდება ეგ გამიშვის მზერა, წადი-გაეღიმა ძმისშვილის ქცევაზე
-მიშვებ? რა გჭირს, რამე ხოარ გაწუხებს- ეცინებოდა მარიამს და გაკვირვებას ვერ მალავდა, მამიდასთან სადმე გაშვების თემა ყოველთვის პრობლემური საკითხი იყო
-კი გაგიშვებ, მაგრამ თუ ჭკვიანად მოიქცევი-გამხიარულდა ქალი გოგოს რეაქციაზე
-ჩავიცვამ, კარგი?ახლავე ჩამოვალ. დამელოდე-ბედნიერი წამოხტა და კიბეებზე აირბინა
-როგორ გაბედნიერდა-გაუკვირდა ბიჭს გოგოს ასეთი რეაქცია
-ხო, უცხოებთან თავიდან მორცხვადაა, მის სურვილს ასრულებ. აბა რა გეგონა-მხარზე ხელი დაადო ქალმა
-იმედია ეს ნაპერწკლები არასდროს ჩაუქრება-ისევ დასევდიანდა ბიჭი
-ალექსანდრე, შენს თავს ნურაფერს აბრალებ.ეს ბედისწერაა... რაც ან ვინც არ უნდა გადაწყვიტოს, დედამიწაზე არაფერი ხდება უმიზეზოდ...ყველაფერს თავისი ახსნა აქვს, ამ ყველაფერსაც-ამ სიტყვებმა ღრმად დაიდო ბინა ალექსანდრეს გულში.
მარიამის მალე მომზადება ნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდა. კიბეებზე სირბილით ჩამოვიდა მზად ვარო დაიძახა და მოსაცმელის მორგება დაიწყო
-სანდრო, გაბარებ- მეტი არაფერი უთქვამს ქალს. ანდაც მეტი რისი თქმა იყო საჭირო. ყველაზე მეტად ენდობოდა ბიჭს...
-აი ეს შენ დაიმაგრე-მარიამმა საქართველოს დროშის სამაგრი დაუმაგრა მაისურზე სანდროს,თვითონაც იგივე ეკეთა და ხელში პატარა დროშები ეკავა.
-მარიამ, ჭკვიანად მოიქეცი არ გააგიჟო ბიჭი-ისევ ეცინებოდა აჟიტირებული გოგოს ყურებისას
-კარგი, მამიდა. გპირდები
-წავიდეთ?-ალექსანდრე ცდილობდა არ შეემჩნია, როგორ აბედნიერებდა გოგოს ასეთი ემოციების ყურება.
წყვილმა დატოვა სახლი. ალექსანდრემ წინა კარი გაუღო გოგოს, თვითონ კი საჭესთან მოთავსდა.
-მამიდამ დაცვა არ გამოგვაყოლა?-უამრავჯერ გახედვის შემდეგ ჰკითხა ბიჭს.
-არა, არ გამოგვაყოლა-ჩვეული სიმშვიდით უპასუხა სანდრომ
-პირველად მივდივარ სადღაც დაცვის გარეშე,იცი?-აღტაცებას ვერ მალავდა გოგონა
-მიხარია, რომ ამ განცდის მომსწრე ვარ-წრფელი ღიმილი დასთამაშებდა ბიჭს
-რატო გენდობა მამიდა ასე?-არ წყვეტდა შეკითხვების დასმას
-დიდიხანია მიცნობს
-მხოლოდ მაგ მიზეზის გამო?
-სხვა რა მიზეზი უნდა იყოს?
-არ ვიცი-ეწყინა მარიამს ბიჭის მოკლე პასუხები
-მართლა მენდობა, ისიც იცის თუ საჭირო გახდა ბოლო წამამდეც შენ დაგიცავ-გულწრფელი იყო ალექანდრე
-მე?რატო?-გაუკირდა ძალიან
-ამაზე მართლა მოკლე პასუხი მექნება, იმიტომ-გაეღიმა
ხმა აღარ ამოუღია მარიამს.მიხვდა, ისიც არაფერს ეტყოდა... ალექსანდრე მშვიდი მძღოლი გამოდგა. მარიამი ხშირად აპარებდა მისკენ მზერას, ბიჭი კი, მხოლოდ გზისკენ იყო კონცენტრირებული. მარიამს მზერა ბიჭის ნაკვთებიდან მის თლილ თითებზე გადაჰქონდა...რომ მიხვდა დაკვირვება დიდხანს გაუგრძელდა,სწრაფადვე მოაშორა მზერა.
ალექსანდრემ მანქანა პარკთან გააჩერა.
-მოვედით?-მოავლო ინტერესით მზერა გოგონამაც
-ჰო,ფესტივალი ღია სივრცეშია, გადმოდი და დროშები არ დაგრჩეს-გაეღიმა ბიჭს.
-რა ლამაზია-აღმოხდა მარიამს, როცა ღვინის ფესტივალზე საქართველოს კუთხეს მიადგენენ
-საქართველო ღვინის ქვეყანაა, ვინც არ უნდა აურჰყოს ასეა-მხრებში გაიმართა ბიჭი
-რა თქმა უნდა
-დააგემოვნებ?
-კი,ოღონდ მამიდას არ უთხრა
-კარგი,არ ვეტყვი-გაეღიმა ისევ
-რომელი გავსინჯო?
-ჩემი საყვარელი ქისი რომ გაგასინჯო?
-გავსინჯოთ,თან მომიყევი რა არის ქისი
-ეს ქისი არგოხშია მოყვანილი,იცი სად არის არგოხი?!კახეთში,ახმეტის რაიონია.ნახე შეფერილობით ჩალისფერია, მაისის თაფლის ელფერებით. სასიამოვნო, მოტკბო სურნელი აქვს, სადაც თეთრი ატამი, მწიფე მსხალი და მდიდარი ყვავილოვანი სურნელები ჩნდება. მაღალმჟავიანი, გემრიელი ღვინოა, საკმაოდ საინტერესო და ხანგრძლივი დაბოლოებით. ქისი, ჩემთვის საუკეთესო ღვინოა.გასინჯე-საოცრად აღტაცებული საუბრობდა ალექსანდრე,მარიამი მოინუსხა ბიჭის თხრობით.ჯერ ბოკალი აიღო, ფრთხილად გაამოძრავა,სურნელი შეიგრძნო, შემდეგ კი მოსვა.ზუსტად ის იგრძნო რაც ალექსანდრემ აუღწერა.
-მოგეწონა?-ინტერესიანი მზერა მიაპყრო გოგონას
-საინტერესოა, გემოზე და სურნელზე არაფერს ვამბობ. საინტერესო ღვინოა-აღტაცებული იყო ისიც
-მიხარია რომ მოგეწონა,სხვასაც გასინჯავ?
-მირჩევნია ქისის გემო არაფერმა შეცვალოს
ბევრი იარეს და ათვალიერეს თავიანთი მხარის სუვენირები და წარმოდგენილი პროდუქტები.უცებ მარიამმა ტირი დაინახა,სადაც ბავშვები რიგში იდგნენ და მონაცვლეობით ესვროდნენ სამიზნეებს რომ სათამაშო მოეგოთ.
-გინდა ვითამაშოთ?-ბიჭს უყურადღებოდ არ დარჩენია გოგონას მზერის ობიექტი
-მე სროლა არ ვიცი, არ გამომდის
-გასწავლი
-შენ იცი?
-ვიცი
-რატო იცი?
-უბრალოდ, მამამ მასწავლა დიდი ხნის წინ.თავის დაცვა ყველა სიტუაციაში უნდა შეგეძლოს
-მამიდასავით მელაპარაკები ახლა-გაეღიმა მარიამს სანდროს სერიოზულ ტონზე
-ანუ მამიდა სულ სიმართლეს გეუბნება-გაეღიმა ბიჭსაც
-ოჰო
-წამოდი, გასწავლი
მარიამი გაკვირვებული მიყვებოდა ბიჭს. თოფი აიღო სანდრომ, დამაკვირდიო უთხრა და ერთმანეთის მიყოლებით დალაგებული ბოთლები მონაცვლეობით წააქცია.ყველა გაოგნებული უყურებდა. წამყვანმა დიდი სათამაშოს გადმოღება რომ დაიწყო სანდრომ უთხრა რომ დრო მიეცა და გამარჯვებულად მხოლოდ მაშინ ჩაეთვალა, როცა მარიამი წააქცევდა ყველას.
-მე ვერ შევძლებ, მართლა არ გამომივა
-გამოგივა, კონცერტრირდი
გოგონამ იარაღი მოიმარჯვა ქილა მიზანში ამოიღო და დიდხანს შეყოვნდა
-მარიამ, მოეშვი, მხრები ძალიან დაძაბული გაქვს. მიზანს დააკვირდი, ჩაისუნთქე, ამოისუნთქე და ესროლე
-ვცდილობ,მაგრამ ხელი მიკანკალებს
-იმიტომ რომ დაძაბული ხარ, უბრალოდ დამშვიდი. ღმერთო, რა ემოციური გოგო ხარ-ეცინებოდა მარიამის გამომეტყველებაზე
-კარგი, ვცდი. არ დამცინო თუ არ გამომივიდა
-გამოგივა.მხრები დაბლა ჩამოუშვი. მოდი-უკნიდან ამოუდგა, იარაღის მყარად დაჭერაში დაეხმარა. მარიამმა ჩაისუნთა, ამოისუნთქა და ისროლა...
-ვაიმეე, წაიქცაა. დაინახე ალექსანდრე წაიქცაა-ხტუნაობდა და ყვიროდა
-დავინახე, პირველივე სროლაზე გამოგივიდა.ყოჩაღ-ეღიმებოდა ბედნიერი მარიამის დანახვისას
-დანარჩენებიც უნდა წავაქციოთ,ალექსანდრე. დამაკვირდი-მოეზადა ისევ და ყველა ქილა ერთიმეორის მიყოლებით წააქცია.
ალბათ წარმოიდგენთ, როგორ გაგიჟდებოდა ბედნიერებისგან მარიამი... მარიამის ბედნიერებისგან კი სანდრო... მოიგეს დიდი სათამაშო ჟირაფი, რომელიც მარიამისხელა იყო და ძლივს დაჰქონდათ... მარიამმა ტირის მერე უამრავი ატრაქციონი მოიარა. ალექსანდრეს ეგონა ბავშვი ჰყავდა სასეირნოდ გამოყვანილი ისეთი ატრაქციონები მოსწონდა მარიამს. არ შეეძლო ყველა გოგონას ქმედებაზე არ გასცინებოდა... ის ისეთი ლაღი იყო, ჰარმონიული, თავისუფლებას მოწყურებული... წასვლის წინ ვერ მოითმინა, ისევ წააქცია ქილების ორი ზოლი და მეორე მოგებული სათამაშო გვერდით წაგებულ ბავშვს აჩუქა...
უკვე ბინდდებოდა და სახლში წასვლის დრო იყო, ვერ გეტყვით მარიამი დაიღალათქო,მაგრამ სანდრო აშკარად მიქანცული იყო
-ალბათ დაგღალე,ხო?-შეამჩნია რომ წინ მიმავალს სანდრო გვერდით აღარ მიყვებოდა
-უბრალოდ ვერ ვხვდები ამხელა ენერგია საედან გაქ-გაეღიმა ისევ
-იცი რამდენიხანია ასეთი თავისუფალი არ ვყოფილვარ?! გასართობ ცენტრებში, ატრაქციონებზეც კიარ ვმჯდარვარ დაცვის გარეშე... ეს დღე არასდროს დამავიწყდება. მადლობა, ალექსანდრე-თბილად გაუღიმა ბიჭს და ნელი სვლა განაგრძო...
იმ საღამოს მარიამი ყველაზე ბედნიერი იყო. იმ საღამოს მარიამმა იგრძნო რა სწყუროდა ყოველთვის... თავისუფლება...ესაა გრძნობა,რომელიც ფრთებს გასხამს...გაძლიერებს...არ გამძიმებს,პირიქით... ეს გრძნობა მოუტანა სანდრომ…
იმ წამს მარიამს ეწოდა თავისუფალი!
* * *
- შენ რაღატო არ გძინავს, ლიზა?- თავზე წამოადგა ალექსანდრე დივანზე ოთხად მოკეცილ დას.
- სად იყავი ასე ადრე, სანდრო?- გასწორდა ძმის დანახვისთანავე
- დიდიხანია ვეღარ მძინავს და ცხენით გავისეირნე-დაღლილს უგავდა სახე- შენ რატო ვერ იძინებ?
- ყველაფერზე ვფიქრობ. ბიცოლა მოვარდა გუშინ, თქვენ ვერ დაიცავით ჩემი ოჯახი და შეწირეთ მირხა და მათე მსხვერპლადო. ძლივს დააწყნარეს. არადა ბიცოლამაც ხო იცის რომ მისმა ქმარმა და შვილმა თვითონ გადაწყვიტეს ამ ამბის სხვა მხარეს დგომა. გიგანების მსხვერპლზე არავინ ფიქრობს. ქალი მოკლეს, თორნიკე ძლივს გადარჩა, ხვალ კი 18 წლის გოგოს ძალით ვნიშნავთ- ხმა უტყდებოდა პატარა ტვილდიანს
- მირხამ ის მიიღო რაც დაიმსახურა. უამრავი ადამიანის გაუბედურება მის კისერზეა, ლიზ. მარიამ გიგანი მკვდარი რომ არის და მათე იარაღით გიჟივით დარბის ეგეც მის კისერზეა. მისი ბოროტი ამბიციების და ზრახვების კისერზე.- გვერდით მიუჯდა დას
- მათეც მეცოდება, ალექსანდრე. აჰყვა მამამისის ამბიციებს- სადღაც ბოლო იმედს იტოვებდა რომ არსებობდა რაიმე მათ გარშემო რაც გაამართლებდა რომელიმეს ქცევას
- მათეს ვინც პირველი იპოვის ის გაუსწორებს ანგარიშს. იმას მიიღებს რაც დაიმსახურა. გთხოვ, მიიღე ეს გარდაუვალი ფინალი
- მარიამზეც ვფიქრობ- ფრთხილად უხსენა ძმას მისი სახელი - როგორ იცხოვრებს ჩვენთან, როგორ შეეგუება სვანეთს და აქაურ წესებს. მისი მამიდის მკვლელის ოჯახის წევრები ვართ,სანდრო. უსიყვარულოდ ათხოვებენ 18 წლის ასაკში. ძმა ისევ კომაში ჰყავს. ძალიან მეცოდება. როგორ უნდა გაუძლოს- გულწრფელად წუხდა თითქმის მის თანატოლზე.
- არანაირ წესებთან შეგუება არ მოუწევს, ლიზ. ციხეში არ მოგვყავს, იცხოვრებს ჩვეულებრივი ადამიანივით. არავის აქვს უფლება თავზე მოახვიოს ის რისი გაკეთებაც მას არ უნდა. რა თქმა უნდა, გათხოვებას არ ვგულისხმობ.-მზად იყო მისთვის ფარი ყოფილიყო, ვერავინ გაუბედავდა მის ცოლს ზედმეტს,მაგრამ თავში მაინც მისი დის სიტყვა ესმოდა- უსიყვარულოდ. რამდენი რამ გადაიტანეს, რამდენი კიდევ წინ ელოდათ და მის გულს მხოლოდ ეს სიტყვა ხვდებოდა ცუდად.
- შენ იცნობ დედაჩვენს სანდრო. ნანუკა არ მისცემს დროს რომ შეეგუოს აქაურობას, არც თემი.
- ლიზა, რამდენი გიფიქრია- გაეღიმა დის გულწრფელ ფიქრებზე.ესიამოვნა კიდეც მარიამზე რომ ფიქრობდა
- მამა ეუბნებოდა დედას, თურმე იცნობენ ერთმანეთსო. მართლა იცნობ, სანდრო?- ფრთხილად შეაპარა ძმას მთავარი შეკითხვა რაც აწუხებდა
- ვიცნობ
- როგორი გოგოა?
- რძლის შეფასების დროა, ლიზა?- გაეღიმა ისევ ლიზას მზერაზე
- უბრალოდ მაინტერესებს დედას თუ გაუძლებს- თვითონაც გაეღიმა გოგოს
- გაუძლებს, ლიზ. ძლიერი გოგოა და ყველაფერს გაუძლებს.
ნელ-ნელა ახმაურდა ტვილდიანების სახლი. მოთქმა- გოდება გამოდიოდა გვერდითა სახლიდან, მირხას დასტიროდა ოჯახი.
"არ აქვს მნიშვნელობა რომელ ომზე ვსაუბრობთ, იქ გამარჯვებულებს ვერ იპოვით. ორივე მხარე აგებს."
უკვე ახმაურებულიყო სოფელი, ნამდვილად დიდი დღის მომსწრენი ხდებოდნენ. დღეს დასრულდებოდა წლების წინ დაწყებული, დღეის შემდეგ აღარანაირი სისხლისღვრა აღარ იქნებოდა სოფელში. დაწყნარდებოდნენ ოჯახები… დიდმა თუ პატარამ ყველამ იცოდა 18 წლის მარიამ გიგანის ამბავი, ჯერ კიდევ შავად შემოსილი, ობლად წოდებული, სიკვდილ-სიცოცხლის გასაყართან ყველაზე ახლოს მდგარი გოგოს ამბავი. ხმები ეზოდან ეზოში, სახლიდან სახლში გადადიოდა, ერთი სული ჰქონდათ მზის შუქზე როდის ნახავდნენ ამდენი ხნის ლოდინის შედეგს. უკვე დანათესავებულ, ცოლ-ქმარ ტვილდიანსა და გიგანს. ვიღაცებისთვის ეს სანახაობა იყო, ინტერესის დაკმაყოფილება,ვიღაცებისთვის კი ცხოვრების მთავარი კალაპოტის ცვლილება, თავისი ყველანაირი აღქმით.
დილიდან ემზადებოდა ნანუკა, დიდად არც მას ჰხიბლავდა მათი ამბავი. მარიამ გიგანის დაბადების დღიდან რომ გაამზადა ის ბიჭედი ასჯერ შეამოწმა ჩანთაში.
- დედა, შენ რომ იცი ათასი კითხვები არ დაიწყო იქ- ზუსტად მესამედ აფრთხილებდა ლიზა
- მე კარგად ვიცი რაც უნდა ვიკითხო. იმედია ნერვებს არ ამიშლიან, ხმაურის გარეშე მივალთ გავუკეთებთ ამ დაწყევლილ ბეჭედს და უხმაუროდვე წამოვალთ- ცოფებს ყრიდა ქალი
- ყოჩაღ, დედა. რა სასიამოვნო შემართებით ხარ. ის გოგო შენი რძალი ხდება, შვილის ცოლი. უკვე ნუ იქმნი ეგეთ განწყობას- არ ნებდებოდა გოგოც
- მამაშენის ბრალია, ხო ამბობდა ბერდია თავიდანვე, მათეს გავაყოლოთო. შეწირა თავისი შვილი ვიღაც ყოფილ მეგობარს. დაუნგრია ჩემს შვილს მომავალი.- ამდენი წლის განმავლობაში ასჯერ ნათქვამს იმეორებდა ისევ.
- დედა, ალექსანდრემ არ გაიგოს . ხო იცი, ძალიან ბრაზდება. გიგანებთან მივდივართ, გოგოს ვნიშნავთ, ვინც რამდენიმე დღეა დედობილი დაკარგა. გაითვალისწინე მაგ ოჯახის ტრაგედია.
- ნუ მასწავლი როგორ მოვიქცე, ლიზა. 47 წლის ვარ, შენი დარიგებები არ მჭირდება ამხელა ქალს
- თანაზიარობის გრძნობა გჭირდება, დედა. მე არ გარიგებ, უბრალოდ არ მინდა ალექსანდრეს პრობლემა დაუმატო და საფიქრალი- ძმის რეაქციაზე ნერვიულობდა ლიზა, იცოდა ნანუკა დიდხანს არ გაჩუმდებოდა.
- წასვლის დროა- მისაღებიდან დაიძახა მიხეილმა
- დაუძახე სანდროს, ღმერთო, ეს რა დღე დაგვიდგა- ისევ ვიშვიშებდა ქალი
- აქ ვარ და წასვლამდე თქვენთან საუბარი მინდა- კართან შედგა
- გისმენთ, შვილო- გვერდით ამოუდგა მიხეილი
- მესმის, რომ სიტუაცია ნორმალურს არც კი გავს, ისიც მესმის რას რის ფასად ვაკეთებთ და მინდა თქვენც გაითვალისწინოთ რომ ისინი არიან ახალგაზრდა ქალის ჭირისუფლები. დედა, გთხოვ, ზემდეტი კითხვების და შენი დამოკიდებულების გამოხატვის გარეშე დავასრულოთ ეს დღე და ჩემი და მარიამის საკითხიც. უნდა გავუგოთ მათ. სოლომონ, დავით, თქვენი იმედი მინდა მქონდეს და მინდა გენდობოდეთ რომ არასოდეს არაფერი იმის საწინააღმდეგო არ მოხდება ვიდრე თქმულია. - გვერდით მდგომ ნათესავებს მხარზე დაარტყა ხელი-მარიამი ჩემთვის აკვნიდან დანიშნულზე ბევრად მეტია, ამიტომ ეს არ იქნება მხოლოდ თხოვნა რომ მას ისევე გაუფრთხილდეთ და ის ისევე გაითვალისწინოთ როგორც მე გავაკეთებ ამას, ეს მოთხოვნაც კი იქნება ჩემგან.- მკაცრი ჰქონდა მზერა. პირველად ახსენებდა მარიამს სხვა ამპლუაში მისი ოჯახის წინ
- ეს როგორ გავიგოთ,სანდრო?- ისევ გათეთრდა ნანუკა
- როგორც ვთქვი ისე გაიგეთ, დედა. პატივისცემა არ დაკარგოთ გიგანების მიმართ
- შენს გვერდით ვარ, შვილო. შენი იმედი ტყუილად არასოდეს მქონია- გაეღიმა მიხეილს
ორი მანქანით მიდიოდნენ ტვილდიანები. მხოლოდ საგვარეულო ბეჭედი მიჰქონდათ თან. უკან მოიტოვეს მირხას სახლიდან ჭირისუფლის შემზარავი გლოვა. თითქოს იქვე სადღაც, ვიღაც ფურცლით და კალმით ხელში იწერდა, +1 მსხვერპლი. ამ გაურკვევლობას, ამბიციებს, ტრადიციებს შეწირული მსხვერპლი.
გზად გავლილი ყველა ღობის მიღმა იდგა ერთი სხეული მაინც, ვინც ელოდებოდა მათი მანქანების ჩავლას, ნიშნად იმისა, სრულდებოდა თქმული.
ფანჯრები ჰქონდა ჩამოწეული ალექსანდრეს, სუნთქა აღარ შეეძლო თითქოს. გული ამოვარდნას ჰქონდა. არ იყო ეს ჩვეულებრივი ნიშნობა, ყველაზე შორსაც კი იყო ჩვეულებრივისგან, მაგრამ არც მარიამ გიგანი იყო ჩვეულებრივი მისთვის. ყველა მისი სახელის გონებაში გავლისას გრძნობდა საოცარ ძალას, რომელიც აიძულებდა ნაბიჯების გადადგმას. მხოლოდ მისთვის… ხვდებოდა მის მსხვერპლს, ხვდებოდა რა რთული იყო მისთვის ახალი რეალობის მიღება, მაგრამ მზად იყო ყველა ბარიერისთვის. მხოლოდ მისთვის… მხოლოდ მის გამო…
გიგანების სახლთან გაჩერდნენ მანქანები, გაძლიერებული ჰყავდა დაცვა ვახტანგს. პირველი მიხეილი გადმოვიდა მანქანიდან, გვერდით ამოიყენა ოჯახი და შეუძღვა მათ ეზოში. ბოლო ვიზიტი ახსენდებოდა ვახტანგთან. მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი ჰყავდა კაცს და, ახლა მასაც ძალიან უჭირდა მასთან შეხვედრა. წლები ელოდნენ ამ დღეს, იცოდნენ ამ წუთებს ვერსად გაექცეოდნენ, მაგრამ მაინც რთული იყო იმ ბილიკის გავლა, რომელიც სახლამდე უძღვებოდა სტუმრებს. უჩვეულო ამინდი იყო იმ დღეს, ცა განსხვავებულად მოქუფრული. დილით ამინდს თითქოს კარგი პირი უჩანდა, უცებ შესცვლია ხასიათი ბუნებას… იქნებ ნიშანიც კი იყო.
კარებთან ბერდია და თემის რამდენიმე წევრი დახვდათ, წინ შეუძღვნენ ტვილდიანებს, კარის ზღურბლსაც კი მძიმედ გადააბიჯა თითოეულმა, ყველას თავისი ფიქრი ჰქონდა. მისაღებში დახვდათ ვახტანგი, ქეთევანი, ლუკა, გელა და ლექსო მისი ოჯახით. შავად შემოსილიყო ორივე გვარი.
- სალამი- დაიძახა ბერდიამ- დღევანდელმა დღემ ჩაიროს იარაღის და დაპირისპირების გარეშე. სანამ მარიამი მოვა , დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, უფროსებმა გაისაუბრეთ ჯერ- მკაცრად დაიწყო ბერდიამ. სიჩუმე იყო გარშემო. ხმას არავინ იღებდა.
- შემოდით, დასხედით- გიგანებიდან ხმა ამოიღო ლექსომ. ქეთევანი და ვახტანგი იდგნენ ისევ უხმოდ.
- იქნებ უბრალოდ მარტივად დავნიშნოთ გოგო და წავიდეთ?- სოლომონი ვეღარ უძლებდა მამაკაცების მზერისგან გამოწვეულ დაძაბულობას.
- მარტივად ვერ მოგვარდება ეს ამბავი, სოლომონ. მათე გვყავს საპოვნელი, სისხლი აქვთ საბოლოოდ გიგანებს ასაღები. ეს მარტივი თემა არაა. მათეს არ აინტერესებს მარიამი გაჰყვება თუ არა ალექსანდრეს, მას პირადი შურისძიება აქვს მიზნად. სიფრთხილეებზე და მოსალოდნელ თავდასხმაზე გვაქვს სასაუბრო.- ხმა არ ეცვლებოდა ბერდიას, ბრაზობდა დაგვიანებულ დიალოგზე, რომელსაც ამხელა მსხვერპლი მოჰყვა.
- მათეს არცერთი ტვილდიანი არ ახლებს ხელს, თუ თქვენ იპოვით ჩვენამდე, მოგვიყვანეთ და გიგანი აღასრულებს. თორნიკე ჯერ კიდევ საავადმყოფოშია, კომაში.ლუკა მიხედავს მათეს. იმედია ტვილდიანებს გეყოფათ ნამუსი და თუ ჩვენამდე იპოვით არ დამალავთ მას- ცინიკური იყო ლექსო
- შენი და მირხას შეუგნებლობამ მიგვიყვანა აქამდე, ლექსო. ტონს დაუწიე და წესიერად მოგვიხსენიე- ფეხზე წამოდგა ალექსანდრე
- მამაშენს საუბარს ნუ ასწრებ,ახალგაზრდავ.- გაეღიმა წამომდგარ ბიჭზე
- მე ვასრულებ დღეს წესს, მე გადმოვიბარე ყველა საკითხი. ამიტომ მე მესაუბრეთ. ვახტანგ, თქვენი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ლექსო უკანასკნელი ადამიანია ვინც ტვილდიანებს მორალს უნდა გვიკითხავდეს ახლა. არაა ამ საუბრების და უკვე ისედაც ნათელი სიტუაციის ტკეპნის ადგილი. დავაგვიანეთ, ყველამ ერთად და არა რომელიმე გვარმა. ორივე გვარის პასუხისმგებლობაა რაც დაგვემართა. დავაგვიანეთ დანაპირების ასრულებაც და ვიმსხვერპლეთ მარიამი. მათეს გადმოგცემთ თუ ჩვენ ვიპოვით თქვენზე ადრე. ამას კითხვის ნიშნები არ სჭირდება. კაცურ სიტყვას გაძლევთ, არცერთი ჩემი საქციელი თქვენს მიმართ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგება, ვახტანგ.- მიმართა პირდაპირ უფროს გიგანს, რომელიც დეტალურად უსმენდა ალექსანდრეს ყველა სიტყვას. სჭირდებოდა ხელჩასაჭიდი, რომ მის შვილს ღირსეულ კაცს ატანდა.
- გამოიყვანეთ მარიამი, გავუკეთოთ ბეჭედი, თორემ სუნთქვა აღარ შემიძლია ამ გარემოში- ნანუკას ხმამ მოაფხიზლა ყველა.
- ჩვენც ვერ ვსუნთქავთ, ნანუკა- ამოიღო ხმა ქეთევანმაც- გაუფრთხილდით მას, მხოლოდ ერთს გთხოვთ- მიმართა ტვილდიანებს
- მოიყვანე მარიამი კესო- ქეთევანმა დაუძახა სახლში ახალ შესულ კესოს.
- მარიამ- კიბეები სწრაფად აირბინა კესარიამ, სუნთქვა ჰქონდა გახშირებული. ოთახში არ დახვდა მარიამი, იფიქრა აბაზანაშიაო. არც იქ დახვდა, არც აივანზე. არ იყო მარიამი იქ სადაც აუშვეს კესო. არცერთ ოთახში იმ სართულზე, გიჟივით აღებდა ყველა ოთახს, ვერსად იპოვა დობილი.
- ღმერთო, სამზარეულოში იყოს- ლოცულობდა გულში და კიბეებზე ჩუმად ჩაიპარა მის მოსაძებნად
- გოგოებო, მარიამი სად არის- ფერდაკარგული მიადგა მზარეულებს.
- თავის ოთახში იყო ბოლოს, რა გჭირს, კესო- ფრთხილად დასვა ნინიმ გაფითრებული გოგო.
- მარიამი არ არის ზემოთ და არც მისაღებში- ამოთქვა ძლივს.
- მათ უნდა ვუთხრა. ღმერთო- უცებ წამოხტა ფეხზე და გავარდა მისაღებში
- მოიყვანე, კესო?- გაუკვირდათ მარტო რომ შევიდა ოთახში
- ქეთევან, მარიამი სახლში არ არის- ძლივს ამოთქვა სიტყვები გოგომ
- რას ქვია სახლში არ არის- ფეხზე წამოდგა ვახტანგი
- ზემოთ და სამზარეულოში არ არის, სახლში არსად არ არის- აუკანკალდა ხმა.
- სასწრაფოდ შეამოწმეთ მარიამის საფლავზე ხო არ არის, თორნიკესთანაც. ყველგან მოძებნეთ- ხმა შეცვლოდა ალექსანდრეს. ყველა წამოიშალა ფეხზე
- გაიქცა? მარიამი გაიქცა, ქეთევან?- დაიწყო ყვირილი ნანუკამ
- არ გაიქცეოდა, მარიამმა იცოდა რა მოხდებოდა რომ წასულიყო- ხმა უკანკალენდა ქეთევანსაც.
- აი თქვენი საფრანგეთში გაზრდილი შვილი- გაეცინა ცინიკურად ქალს
- მარიამი არ გაიქცეოდა, დღეს დილითაც ველაპარაკე, არ აპირებდა მსგავსს არაფერს- ტიროდა კესო.
ალექსანდრე ადგილს ვეღარ პოულობდა, ყველგან გაგზავნა დაცვის ბიჭები, ვახტანგმაც სვანეთის ყველა კუნჭულში მოითხოვა მისი ძებნა.
- გიორგი სად გყავს,ვახტანგ?- უცებ გაახსენდა მივიწყებული ალექსანდრეს, გულმა უფრო დაუწყო ძგერა. ჯერ არ იცოდა ნამდვილად ისე იყო თუ არა რასაც ფიქრობდა. გაფიქრებამაც დაშალა ნაწილებად.
- გიორგი ვინ არის?- არ ჩუმდებოდა ნანუკა
- გიორგი სად გყავთმეთქი- დაიყვირა ალექსანდრემ
- ლექსო, სასწრაფოდ ნახე ეზოს უკანა სახლში თუ არის ის ბიჭი ისევ იქ სადაც დატოვეთ- სავარძელში მძიმედ დაეშვა კაცი, გულზე იჭერდა ხელს.
ლუკა გაიქცა პირველი სახლისკენ, უკან გაყვა გაავებული სანდროც. ცარიელი იყო. არ იყო იმ სახლში გიორგი ტიკარაძე სადაც გიგანებმა გამოკეტეს, ისიც არ იყო.
იარაღი ამოიღო სახე წაშლილმა ალექსანდრემ, გაშმაგებული გავარდა ეზოში, ერთ გასროლას მეორე მიაყოლა. ჰაერში ისვროდა გიჟივით.
- არ არის გიორგი იმ სახლში, ვახტანგ.- ხმა აღარ უგავდა ადამინისას სანდროს
- ღმერთო, მიშველე- ამოიტირა ქეთევანმა
- გიორგი ვინ არის, ვახტანგ?- სანდრო ისე წამებში დაემსგავსა არაადამიანს ბერდიამ მხოლოდ ახლა მოახერხა სიტყვის თქმა
- მარიამი უყვარს- ძლივს ამოთქვა კაცმა, ცალი ხელით გულს იჭერდა ისევ
- საყვარელთან ერთად გაიქცა?- ექოსავით გაისმა ნანუკას ხმა
- მოვკლავ, გეფიცები, მოვკლავ- ნერვიულად დადიოდა სანდრო. ვეღარ გაეგო რა ექნა. სვანეთის ყველა გასასვლელი გადაკეტეთო ბრძანა ბერდიამ.
- არ გაიპარებოდა გიორგისთან ერთად, სხვა ამბავია აქ. დილით ვნახე სახლში სანამ წავიდოდი, მზად იყო თქვენთან შესახვედრად- წამოდგა ფეხზე კესო და სანდროს მიუახლოვდა
- ფაქტი სხვაზე მეტყველებს- ხმაც კი შეცვლოდა სანდროს
- ხოდა გეუბნები რომ რაზეც მეტყველებს არაა სინამდვილეთქო- ხმას აუწია კესომაც- რაღაც სჭირს, რაღაც უჭირს, ზუსტად ვიცი. შენც ხო იცნობ. კარგი, ესენი ნერვიულობენ გაიპარაო. ალექსანდრე, მითხრა რომ ერთმანეთს იცნობთ, თუ მარიამს იცნობ, შეუძლებელია არ იცოდე რომ არასოდეს, მარიამი არასოდეს არ გადადგამდა ისეთ ნაბიჯს რაც მის გარშემომყოფებს დააზიანებდა. სასწორზე ადამიანების სიცოცხლე დევს. ვახტანგ, ქეთევან, შემომხედეთ, თქვენს შვილზე ვსაუბრობ. არ იცნობთ მას? - ხმა უკანკალებდა გოგოს, მაგრამ მარიამზე ცუდს არავის ათქმევინებდა
- არ იცნობენ, როგორ შეიძლება 18 წელი შვილი სხვაგან გყავდეს გაშვებული და მას იცნობდე. გაიზარდა იქ ევროპაში და არ უნდოდა ეს ჩვენი თემის განაჩენი და იარაღი. დიახაც გაიქცეოდა.- ისევ კაპასობრა ნანუკა
- ალექსანდრე, მათ ნუ უსმენ. შენს გულს უსმინე- თითი მიადო გულთან კესომ- მარიამი არ დაგვტოვებდა მარტო, სხვა რაღაცაშია საქმე. მოძებნეთ გიორგიც, ეძებეთ ყველგან. გული ცუდს მიგრძნობს- ისევ დაუბრუნდა სავარძელს კესო, სუნთქვაც კი უჭირდა იმ ხალხთან ერთად.
- გოგომ ვერ აიტანა განაჩენი და გაიქცა. რა მოხდება ახლა? ისევ იარაღით უნდა ირბინონ ჩვენმა შვილებმა?- აჰყვა ლია ნანუკას
- რა ვეღარ დაიღალეთ ერთი და იგივეს გამეორებით, გეუბნებით გოგო დილით ვნახე და არაფერს აპირებდა მსგავსთქო. ვჭირდებით, რაღაც უჭირს და ვჭირდებით- ყვიროდა კესო
- შენ რა იცი, შვილო. ახლა რა მოხდება, ბერდია?- მიუბრუნდა მიხეილი ბერდიას.
- ვილოცოთ რომ გაქცეულები არ იყვნენ
- გაიქცეოდნენ, უეჭველად გაიქცეოდნენ- არ ჩუმდებოდა ნანუკა, მიუხედავად იმისა რომ თვალებს უბრიალებდა ლიზა გაუჩერებლად. ხმას არ იღებდა სანდრო.უსასრულობაში იყურებოდა ფანჯრიდან.
ადამიანები, როცა ვჩუმდებით, ვდგავართ და უსასრულო ხედს ვუყურებთ ,გონებაში მაინც ვუშვებთ რაღაც ფიქრებს, არა?! სანდრო იდგა და მის თავში სიჩუმე იყო, თითქოს ფიქრიც კი ვერ უბედავდა გაელვებას ახლო- მახლოს. ყველანაირი იყო იმ წამს ალექსანდრე. ყველანაირი გრძნობით, მაგრამ არცერთი ფიქრით.
ერთი საათი გასულიყო ძებნიდან, ადგილს ვერ პოულობდნენ,ბოლთას სცემდნენ სათითაოდ, ხმას ვეღარავინ იღებდა, სანდროს მზერაზეც კი ეტყობოდა რას უზამდა რომელიმეს კიდე ხმა რომ ამოეღოთ. ისევ ფანჯრიდან იყურებოდა,ლუკა გიგანი რომ დაინახა როგორ მიათრევდა გიორგი ტიკარაძეს. მარტო იყო, მარიამის გარეშე.
* * *
3 საათით ადრე
როგორც კი გათენდა მარიამი იმ სახლისკენ გაიპარა სადაც გიორგი ეგულებოდა, ფრთხილად გადასწია გასაღები და შევიდა ოთახში. არ ეძინა ტიკარაძეს, ელოდა თითქოს ვინმეს ვინც აუხსნიდა ცხოველივით გამოკეტვის მიზეზს.
- მარიამ?- გაუკვირდა მისი დანახვა- სად იყავი? რა ჯანდაბა ხდება აქ?
- გიორგი, შემოვიპარე შენთან, უნდა გაგაპარო, წაგიყვან და გაყევი რამე ტრანსპორტს ქალაქამდე. დატოვე აქაურობა თორემ არ დაგინდობენ- მიაყარა უცებ
- რას ქვია წავიდე? თან უშენოდ?
- მე ვერ წამოვალ. აქ ომია, ორ გვარს შორის დაპირისპირება. მხოლოდ მე შემიძლია ამის გაჩერება. უნდა წახვიდე აქედან და აღარასოდეს დაბრუნდე- ჩურჩულებდა, თან უკან იყურებოდა არავინ დასდგომოდა თავზე.
- ეს რას ნიშნავს, რომელი საუკუნეა აქ? ის ბიჭი იმ ქალმა რომ ახსენა ისაა ხო? იქ საფრანგეთში რომ ხვდებოდი ხოლმე
- კი ისაა, გთხოვ, აღარ გავართულოთ. მე გაგიყვან სახლიდან დაგტოვებ სადმე შორს და შენ უნდა დააღწიო აქაურობას თავი.- ცდილობდა მალე აეხსნა ყველაფერი
- ცოლად უნდა გაყვე?- თავისას არ იშლიდა, თითქოს არ უსმენდა- ასე შენ, მარიამი, ადგები და ამათ წესებს დაემორჩილები? ასე მარტივად? ხვდები რას მეუბნები?
- ყველაფერი იმაზე რთულადაა ვიდრე გიხსნი ან შეიძლება აღიქვა. ძალიან ვწუხვარ ჩვენს გამო, ჩემს გამო და ამ საშინელი სიტუაციის გამო. დღეს მოდიან ჩემს დასანიშნად და აქ არუნდა დახვდე მათ, მოგკლავენ შენც- ხმა უკანკლებდა უკვე
- იქნებ თანახმაც კი ხარ- ისევ არ ცხრებოდა ბიჭი- იქნებ გიხარია კიდეც, მას მიჰყვები. მე რა დებილი გგონივარ?- ხმას აუწია
- ჩუმად თორემ გაიგებენ, შენ ნორმალური თუ ხარ? რა მიხარია ძალით გათხოვება? დროზე გადმოადგი ნაბიჯი რომ გაგიყვანო სამშვიდობოს- გაღიზიანდა მარიამიც
- შენ როგორ უნდა გამიყვანო სამშვიდობოს? ამდენი კაცი იცავს აქაურობას
- იარაღი მაქვს- დაიჩურჩულა ისევ და დაანახა გიორგის ქამარში დამალული ნივთი
- გოგო შენ ნორმალური ხარ?- თვალები შუბლზე აუვიდა
- ჩემი ძმისაა, აქ სხვანაირად გადაადგილება საშიშია- თავს იმართლებდა დანაშაულზე წასწრებულივით.
-იარაღის გამოყენება იცი, მარიამ?- სერიოზულად დაინტერესდა ბიჭი
- ვიცი
-საიდან?
-ნაცნობმა მასწავლა
- ვინ ნაცნობმა?
-მაგას რა მნიშვნელობა აქვს
-საფრანგეთშიც იცოდი, ახლა გამახსენდა, იქ პარკში ყველა სამიზნე რომ ჩამოაგდე
-ჰო
-ვიმსახურებ სიმართლე ვიცოდე
-როგორ გითხრა სიმართლე როცა თვითონ არ ვიცი ბევრი რამ
-იმ ბიჭმა გასწავლა?-გაღიზიანება შეეტყო ბიჭს
-ვინ ბიჭმა- არ შეიმჩნია გოგონამ
- იმან გასწავლა, შენმა საქმრომ. რომ დაგჭირდეს გაისვრი? ადამიანს ესვრი? საერთოდ ვეღარ გცნობ, წესიერად არც მიხსნი ისე მისტუმრებ, იარაღით ხელში. გეკითხები გაისვრი რომ დაგჭირდეს?- მოთმინებას კარგავდა გიორგი
- კი, ვისვრი- დაიყვირა მარიამმაც-მაშინ რომ შემძლებოდა, სახლში რო ვყოფილიყავი, მამიდას გადასარჩენადაც ვესროდი...განა მარტო ერთს, ყველას ვინც იქნებოდა... მე რომ მაშინ შენთან არ ვყოფილიყავი იქნებ ეს არც მომხდარიყო, არასდროს მტოვებდა მარტო, მე კი დავტოვე. ახლა ყველა იმ წუთს ვნანობ...მაშინ თორნიკეს რომ ესროლეს... მაშინ რომ შემძლებოდა, მაშინაც ვისროდი...ნეტა შემძლებოდა...ესროლე თორემ გესვრიანო ერთხელ მითხრეს და მგონი ახლა ეგ ინსტიქტი მაქვს. მათ გადასარჩენად, ჩემი თავის გადასარჩენად ვრჩები აქ, უნდა წახვიდე, ჩემი სამალავიდან გადაგაპარებ და მიგიყვან ტრანსპორტამდე.-გულიდან წამოსული გრძნობებისგან დაცლას გავდა მისი საუბარი, ოღონდ იმ დაცლას თან ყველაფერს რომ ამბობ თან ბევრ რამეს ვერა... ჩუმად გაიყვანა გიორგი სახლიდან, ჩუმადვე გადაიყვანა ბავშვობაში ნაპოვი სამალავიდან… ისევ იარაღთან იყო ფიქრებით. უამრავ დაცვას გაექცა ამ გზით.
- ეგ იარაღი მე მომეცი, ნუ დაგაქვს შარვლით.- გამოართვა გოგოს იარაღი და თვითონ დაიჭირა ხელში.
კარგად გაცდენილიყვნენ უკვე სახლს. მარიამი ცდილობდა გზა არ არეოდა და რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნებულიყო უკანვე.
იცი,მკითხველო, ადამიანები ხშრად ვუშვებთ შეცდომებს, ხშირად ვუხვევთ არასწორ შესახვევში და ხშირადვე ვირჩევთ გვერდით არასწორ ადამიანებს, მაგრამ საზღაური არ უნდა იყოს იმდენად მძიმე რომ ნაწილებად გშლიდეს ამ შეცდომაზე პასუხისგებად. არ უნდა განადგურებდეს ის შედეგები, რაც შენგან დამოუკიდებლად მოიტანა ცხოვრებამ შენთან. და იცი, მკითხველო, ზოგჯერ რომ ფიქრობ საკმარისია, მეტს ვეღარ გავუძლებო, ზუსტად მაგ დროს დაგვცინის განგება და უარესს ტკივილს და უარესს განცდას გვიგზავნის. და ჰო… ცხოვრების ერთ-ერთი კანონია ასეთი… მაინც ცხოველებივით, მაინც ყველაფერს ვუძლებთ რაც არ უნდა იყოს შემდეგის შემდეგი ტკივილიც… იმედგაცრუება, ღალატი, ტყუილი, შიში საყვარელი ადამიანების დაკარგვისა თუ მარტო დარჩენა შიშებთან…
გარბოდა ერთ დროს მისთვის ძვირფასი ადამიანის გადასარჩენად და რატომღაც მის წინ ხედავდა იმ ცისფერ თვალებს საყვარელი ადამიანი რომ მოუკლა და ძმა სასიკვდილოდ გაუწირა… მათე იდგა მის წინ, ტყეში, ისევ ის ღიმილი დასთამაშებდა…
სადაც არ უნდა გარბოდე ან რასაც არ უნდა გაურბოდე, თუ მოღალატე გყავს გვერდით, ყოველთვის, ყველა ბრძოლაში წაგებული იქნები.
- საით,გიგანო?- ცინიკურ ღიმილს არ იშორებდა სახიდან. დაბნეულმა მარიამმა უკან მიიხედა, გაქვავებული იდგა გიორგიც.
- არაფერი დაუშავო, მითხარი თუ გინდა ცოცხალი დარჩეს გადმომეციო. ხოდა გადმოგეცი და პირობა შეასრულე. იარაღი ჰქონდა და გამოვართვი-ხმა ამოიღო გიორგიმ. გაოგნებული უყურებდა მარიამი, არ უჯერებდა ყურებს. თვალი გააყოლა მის იარაღს როგორ გადააწოდა გიორგიმ მათეს.
- რა თქვი?- ძლივს დასცდა ბაგეებს სიტყვები
- ჰო, ძვირფასო. მან გამაფრთხილა რომ მოდიოდით და მეც დაგხვდით. აბა ჩემს პატარძალს ფეხით ხო არ ვატარებდი- ისევ ისე იცინოდა
- მოღალატე ხარ, არაკაცი- ზიზღმა მოიცვა სხეული. ზიზღმა და ბრაზმა.
- სხვა გზა არ მქონდა, ისედაც საფრთხეში იყავი. მითხრა გადმომეცი მარიამი და შენც მშვიდად დატოვებ აქაურობას და ისიც ბედნიერი იქნებაო- გულიბრყვილოდ იმეორებდა გიორგი
- თავის გადასარჩენად, მიმაბარე მკვლელს?- გაეღიმა მარიამს, უყურებსა გიორგის და აღარ უყვარდა. გიორგი კი არა აღარავინ აღარ უყვარდა იმ წამს… იცოდა,მათე რა კაციც იყო და კარგი არაფერი ელოდა… ყველა ტკივილს თავისი საზომი აქვს… ღალატს კიდე თავისი ჰქონია.
- არაკაცი ხარ, ჩვეულებრივი არაკაცი- მუჭები დაუშინა გიორგის, ცოტახანში თავში ძლიერი ტკივილი იგრძნო და იქვე ჩაიკეცა.
- რა გაუკეთე- დაიყვირა გიორგიმ
- შენ არ ინერვიულო, გზა იცი. წადი და სასწრაფოდ გაქრი აქედან, როგორც დაგპირდი ცოცხალს გიშვებ. დღეიდან მას მე მივხედავ.- დაჰყურებდა ზემოდან გათიშულ მარიამს
- ხო არაფერს დაუშავებ?- გულუბრყვილოდ დაუსვა კითხვა კაცს, რომლის ღიმილშიც ჩანდა ბოროტი ზრახვები.
- საბედისწერო ქალია გიგანი, არა? გაიქეცი გიორგი- გაუღიმა ისევ ბიჭს და ხელში აიყვანა გულწასული მარიამი.
* * *
მიათრევდა სახლისაკენ ლუკა გიგანი გიორგი ტიკარაძეს, იარაღი მიებჯინა შუბლთან.
- ტყიდან გარბოდა, ძლივს დავეწიეთ. მანქანა ელოდებოდა გზაზე- სუნთქვა ჰქონდა გახშირებული ლუკას. დააგდო ნაცემი ბიჭი იატაკზე.ყველა წამოიშალა ფეხზე.
- უნდა მომეკალი ფეხი რომ დადგი ამ მიწაზე იმ წამსვე- გამწარებული მივარდა ვახტანგი
- ხელი არ ახლოთ- ალექსანდრეს მშვიდმა ხმამ გააჩერდა ვახტანგი
- მარიამი სად არის?- ნელი სვლით უახლოვდებოდა ბიჭს
- სამშვიდობოსაა, თქვენგან შორს. რა გეგონათ ასე მარტივად დაგითმობდით გოგოს? გავატანე ადამიანს, რომელიც თქვენგან დაიხსნის- ცხვირიდან სისხლი სდიოდა, მაგრამ ეცინებოდა მაინც.
- დაგვითმობდი? შენ ჩვენ? - გაეღიმა ალექსანდრეს- ჩემს საცოლეზე საუბრობ, შე არაკაცო. ვის გაატანე მარიამი?- დაიყვირა ალექსანდრემ და ჩაავლო ხელები მაისურში.
- ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა, შენს გამოჩენამდე ყველაფერი კარგად იყო. აურიე გრძნობები, იქაც საფრანგეთშიც- იმეორებდა თავისას
- შენთან ჩვენი გრძნობების განხილვას არ ვაპირებ. ბოლოჯერ გეკითხები, სად არის მარიამი?- ბოლო სიტყვები განსაკუთრებით დაუმარცვლა
- ვიღაც ბიჭი დამიკავშირდა, დამპირდა რომ სამშვიდობოს გაიყვანდა თქვენგან- ამოილუღლუღა საცოდავად
- ვინ ბიჭს გაატანე, შე არაკაცო?- გამეტებით ურტყავდა სანდრო.
- დედა, შეეშვი. მოკლავ, შეეშვი- ყვიროდა ნანუკა და მიხეილი მას აკავებდა
- გეკითხები და მიპასუხე, ვის გაატანე მარიამი? ბოლოჯერ გეკითხები იცოდე- არ ესმოდა არავის ხმა საერთოდ
- მათე ერქვა მგონი.
- ღმერთო- დაიყვირა კესომ
- სად წაიყვანა? მათეს როგორ გაატანე, შე არაკაცო?- მივარდა ისევ ლუკა. ალექსანდრემ ინსტიქტურად გაუშვა ხელი. თავზარი დასცა ბიჭის სიტყვებმა
- არ ვიცი სად წაიყვანა- ვეღარ ლაპარაკობდა უკვე
- სასწრაფოდ, ყველა გაუშვით სვანეთის ყველა კუნჭულში. გადააატრიალეთ აქაურობა- დაიყვირა მიხეილმა
- შენი დ******- მივარდა ისევ სანდრო- შე ს*** მიყვარდაო და საყვარელი ქალი გაატანე მკვლელს? შენ რა კაცი ხარ,ტიკარაძე? ეგეთი სიყვარული გასწავლეს? სულ რომ არ გცოდნოდა ვინ იყო, ტყვიას როგორ არ შეუვარდი შუბლით და ქალი სხვას როგორ მიანდე. შე მშიშარა ახვარო. როგორ გაუშვი, უცხოს როგორ გაატანე. იცი მათე ვინაა?- ყვიროდა გამწარებული და თითქმის უკვე უგონოს ურტყავდა გამეტებით- მკვლელია ეგ მათე, სადისტი მკვლელი. მოგკლავ, იმ სიცოცხლეს გამოგამშვიდობებ ასე რომ უფრთხილდები და გზად რომ შეწირე მარიამი- აღარ ჰგავდა ადამიანს
- გაუშვი, შეეშვი- აკავებდნენ დავითი და სოლომონი.
- როგორ გავუშვა? გაიგეთ რა თქვა? მათეს ჰყავს.რამე რომ დაუშავოს?- ოდნავ გაუკრთა შიში თვალებში, დაჭრილ ცხოველს ჰგავდა კაცი. გაათრიეს ოთახიდან ნახევრად მკვდარი გიორგი.
- ვახტანგ- დაიძახა ჩურჩულით ქეთევანმა
- ქეთო- უპასუხა ჩურჩულითვე, ისევ ძლიერად იჭერდა გულზე ხელს- ვერ შევძელი ქეთო, ჩვენი გოგონას დაცვა ვერ შევძელი. ვერავინ დაგიცავით, ჩემო ქეთო
- სადაა მარიამი, ვახტანგ-თითქოს მშვიდადო, მაგრამ ამავდროულად ყველაზე დიდი ტკივილით ამოთქვა ქალმა.- სადაა ჩემი შვილი? ვახტანგ-ამოიგმინა ქალმა- მითხარით,გთხოვ მითხარი, რომ მალე იპოვი. მითხარი რომ ცოცხალს და საღსალამათს იპოვი- მივარდა გაქვავებულ ალექსანდრეს.
-ვერ დავიცავი, მე რანაირი მამა ვარ. ვერ დავიცავი-თავი ხელებში ჩარგო და ატირდა ვახტანგიც. მიხეილი მიუახლოვდა კაცს, ფრთხილად ჩამოადო მხარზე ხელი. მისი შიშის და ტკივილის გაზიარების ნიშნად.
-ახლა გმინვა გვიანია, წამოდექი. ვახტანგ, გესმის?! წამოდექი და ერთხელ სწორი მიმართულებით გაისროლე.დავიღალე სახლში ჯდომით და თქვენი გვამების ლოდინით. შვილი მიპოვე და მომიყვანე. არ მაინტერესებს როგორ და როდის იქნება. შვილი მომიყვანე, ვახტანგ.-მკაცრი იყო ქეთევანი. - ხო მოგეცით ჩემი შვილი მშვიდობის, ომის შეჩერების გარანტად!!- მიუბრუნდა ბერდიას- ხო შემოგწირეთ მისი ცხოვრება და მომავალი, ხო წაიღეთ ჩემი მულის სიცოცხლე და კინაღამ თორნიკეს გარეშეც დამტოვეთ? ხო გვაქციეთ მარიონეტებად? ხო დაგვინგრიეთ ცხოვრება? მომიყვანეთ ჩემი შვილი ცოცხალი და უვნებელი! მომიყვანეთ უვნებელი. მარიამ, მარიამ, დედი.- ყვიროდა ბოლო ხმაზე-სად ხარ,ჩემო შვილო?! ეს რა დღეში ვართ, დედი?!- მუხლებზე დამხობილს ქალს ძლივს აკავებდნენ ლია და კესო. მისი ტირილი ისმოდა მთელ სოფელში… “დაჭრილი” ქალის… დედის, რომელსაც დედობაც კი წაართვა ამ უკიდეგანოდ დიდმა ბოროტებამ.
იქნებ კატეგორიული ტონიც კი გვიანი იყო?! იქნებ ქეთევანს თავის დროზე რომ ამოეღო ხმა, ასე არ დატანჯულიყვნენ. ნელნელა აშორებდნენ ყველას და ყველაფერს და ახლა… ჰქონდა კი აზრი ხმის ამოღებას, როცა დუმილი ამდენ წელს ითვლიდა?! მაგრამ ეს ყველაფერიც თეორიაა, ეს ყველაფერიც მოიცავს სიტყვას -იქნებ.
ყველგან ეძებეს გოგონა, ყველგან!! მაგრამ კვალიც კი არსად ჩანდა!!
ნანუკაც კი არ იღებდა ხმას, ქეთევანის გმინვა ფარავდა ყველა ემოციას ოთახში.
- ბიჭებმა დამირეკეს, ყველგან ეძებენ, ტყის ერთ მხარეზე არ გვაქვს მხოლოდ კონტროლი. ბერდია, შენი დახმარება გვჭირდება- შემოვარდა ლუკა ოთახში.
- რომელ მხარეზე?
- ირაკლი ჩამქსელიანის ტერიტორიას ვერ შეეხებიან ბიჭები ირაკლის ნებართვის გარეშე. შეატყობინეთ- ექოსავით გაისმა კაცის სახელი ოთახში.
- ირაკლის პირობა მივეცით რომ არცერთი ტვილდიანი და გიგანი არ გადაკვეთდა მის მიწას- ამოილაპარაკა ბერდიამ, დაღლილი ჰქონდა ხმა ამდენი ემოციებისგან. ასაკში იყო უკვე.
- მარიამისთვის, ბერდია- მკაცრი იყო ლექსო.
- ხატზე დავიფიცეთ, ლექსო- არ ტყდებოდა ბერდიაც- ისედაც ყველაფერი არეულია, ვერ ავრევ პირობას ირაკლისთან
- რა ხდება?- ახალი შესული იყო ოთახში ალექსანდრე. მითითებებს აძლევდა ბიჭებს
- ვერ ვეკარებით ტყის ერთ მხარეს- აუხსნა ლუკამ
- რატო? რას ქვია ვერ ეკარებით
- ჩანქსელიანის ნებართვა გვჭირდება
- ირაკლის?
- ხო- თავი დახარა მიხეილმა
- მე დავურეკავ ირაკლის
- შენ საერთოდ არ იცნობ, შვილო. მე დავურეკავ სჯობს. არ გვინდა ზედმეტი პრობლემები- აღელდა მიხეილიც
- ლატავრას ყოფილი საყვარლის დასახმარებლებიც გავხდით- ამოისისინა ლიამ
- ირაკლის კარგად ვიცნობ, კარგი კაცია ჩანქსელიანი- ისეთი მზერით გახედა ლიას, სიტყვა აღარ უთქვამს მეტჯერ
- ირაკლის იცნობ?- გაუკვირდა სოლომონსაც. თავის დაკვრით დაეთანხმა მხოლოდ.
არა მხოლოდ იცნობდა, ბავშვობიდან მუდამ მისი თავშესაფარი იყო ირაკლისთან სტუმრობა და მისი რჩევები. პირველად რომ ნახა 10 წლის იყო, უკვე დანიშნული გიგანზე. ყველა სულიერმა იცოდა სოფელში მათი ამბავი. ტყეში სეირნობდა, “შემთხვევით “რომ გადაკვეთა ჩანქსელიანის მხარე… სულ აფრთხილებდა მიხეილი, მაგრამ მაინც სძლია ინტერესმა. აინტერესებდა ვინ იყო ასეთი მთელი სოფელი რომ მასზე საუბრობდა და არავინ ეკარებოდა მის ტერიტორიას. რა თქმა უნდა, მისი და ლატავრას ისტორია ლეგენდასავით იცოდა. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი მამასავით ჰყავდა, მაინც არასოდეს უსაუბრიათ იმ თემაზე,ყველას ცხოვრება თავდაყირა რომ დააყენა, მაგრამ სიტყვებიც არ სჭირდბოდა ჩანქსელიანს, ეტყობოდა მძიმე ცხოვრების კვალი ულაპარაკოდ… პატარა გოგოსთან ერთად ცხოვრობდა იმ გორაზე ტყეს რომ გადმოჰყურებდა დარაჯად. ამბობენ კარებთან დაუტოვა ვიღაც უცხო ქალმა ბავშვი და ნიშნად მიიღო ირაკლიმ, ახალი სიცოცხლის გადარჩენის შანსი რომ მისცა ცხოვრებამო. ზრდიდა მარტო ულამაზეს ლილიანას, მისი არსებობა აბრუნენდა რეალობაში მხოლოდ… თავის თავს რომ უსვამდა კითხვას რაღატო ვარ ცოცხალიო, მაშინვე ახსენდებოდა რომ ჰყავდა საზრუნავი, ძვირფასი შვილი. იქნებ მისია და დედამ დაუტოვაო ამბობდნენ, მაგრამ… არასოდეს შეუხედავს ლატავრას გარდა სხვა ქალისთვის ჩანქსელიანს! ლილიანა კი მაინც უპირობოდ მიიღო თავის შვილად, იმედად, სიცოცხლის გაგრძელების მიზეზად.
ოთახი დატოვა ალექსანდრემ, უნდა დაერეკა ირაკლისთვის და ეთხოვა დახმარება, სჭირდებოდა მთლიანი ტერიტორიების კონტროლი. ადამიანისას აღარ უგავდა გრძნობები.
- ალექსანდრე? მშვიდობაა?- გაკვირვებულმა უპასუხა კაცმა, რადგან სანდროს როცა რაიმე სჭირდებოდა არ ურეკავდა, პირდაპირ მიდიოდა მასთან
- გეცოდებინება დღეს ნიშნობა მქონდა, ისიც გეცოდინება აქ რა ამბავი დატრიალდა და რომ ყველაფერი აირია. მარიამი მომტაცა მათემ, ირაკლი- სიტყვებს ამოაყოლა ტკივილი ბიჭმა- კვალი არსად ჩანს, ვერსად პოულობენ, ყველგან ვიყავით, ყველგან ხალხი ჩავაყენეთ. დრო არ გვაქვს დასაკარგი. შენს ტყეს ვერ უახლოვდებიან, მე მოვიდოდი მარტო, მაგრამ მარტო ვერ ვეყოფი მანდაურობას, ხალხი უნდა შემოვიდეს ბევრი. ვიცი რას ნიშნავს შენთვის ტვილდიანების და გიგანების მაგ მიწაზე სიარული, მაგრამ ირაკლი, ჩათვალე ჩემს გულს ვეძებ ახლა, სხეულს რომ სჭირდება სიცოცხლისთვის იმ ორგანოს ვეძებ. რამე რომ დაუშავდეს, რამე რომ დაუშავოს, ვერ ვაპატიებ ვერასოდეს ჩემს თავს მის ტკივილს.- გული აღარ უცემდა თითქოს ტვილდიანს
- არ გჭირდება ჩემთვის რამის თხოვნა, სანდრო. შენს გვერდით მიგულე. წლებია ფეხი არ დაუდგამს შენი გვარის და გიგანების არცერთ კაცს ჩემს მიწაზე, მაგრამ მთლიან ტყეში ეძებონ, სანდრო. მე დავუძახებ ჩემი გვარის ბიჭებს. მარტო არ ხარ, ვიპოვით მარიამს. გადაგირჩენ შენთვის ძვირფასს, რადგან ვალი მაქვს სამყაროსთან.- ხმა გაუტყდა ირაკლის, დეჟავუს გრძნობა ჰქონდა. ალექსანდრეს ტკივილი გაითავისა იმ წამს.
- მადლობა, ირაკლი.- იმ წამსაც კი, როცა მისი გონება სხვა სადარდებელს მოეცვა, იმ წამსაც კი იაზრებდა რამხელა დათმობაზე წავიდა ჩანქსელიანი, რომ შეუშვა ეს ორი გვარი თავის მიწაზე. კარგი კაცი იყო ჩანქსელიანი, საიმედო.
- გაუშვით ბიჭები ჩანქსელიანის მხარეში- მისაღებში დაბრუნდა ალექსანდრე
- როგორ დაითანხმე?- ფეხზე წამოდგა ბერდია
- იქნებ ოდესმე თქვენც რომ დამსხდარიყავით და ერთმანეთისთვის მოგესმინათ, იქნებ,თქვენც შეგძლებოდათ ადამიანური ურთიერთობები და არა იარაღით, სისხლიანი ხელებით სირბილი- მომაბეზრებლად გადახედა ბერდიას, ლექსოს, მიხეილს და ვახტანგს
- შემომხედე- მიუახლოვდა ლუკას- აღარასდროს გაისვარო სისხლით ხელები. შეიძლება ფიქრობ, რომ ეს შენი ვალია, მაგრამ 17 წლის ბიჭს იარაღის გარდა სხვა ინტერესები უნდა გქონდეს. ნუ უსმენ მამაჩვენებს, ისინი ასე გაიზარდნენ. ჩვენ უნდა შევცვალოთ ის რეალობა რაც ძღვენივით გვიბოძეს. ვიცი, შენ მოკალი მირხა. პატარა ხარ ამისთვის, ამ ტვირთისთვის. ვხედავ, როგორ ნერვიულობ მარიამზე. წამოდი და ერთად მოვძებნოთ. მათეს მე მივხედავ, აღარ არის საჭირო მეტი მკვდარი შენს ბეჭებზე.- თბილად ესაუბრებოდა ლუკას. დააიგნორა ოთახში მასზე მიშტერებული უამრავი თვალი. დრო იყო რაღაცის შეცვლის მათ ცხოვრებაში. ვინმეს უნდა დაეწყო ცვლილება!
თავსხმა წვიმა იყო გარეთ. გეგონებოდათ, ცა იძვრება და მიწაზე ჩამოსვლას აპირებსო, ჭექა- ქუხილის გამაყრუებელი ხმა აზანზარებდა სახლებს. ბუნება აღარ ინდობდა სვანეთს. საღამოვდებოდა. მხოლოდ ქალები დარჩენილიყვნენ სახლში, კაცები არ ტოვებდნენ კუთხეს სადაც არ ეძებდნენ. მიხეილი პირველად ხედავდა ასეთ თავის შვილს… სოფელში ხმა გავარდა მათე ტვილდიანმა მოიტაცა მარიამ გიგანიო, გაშმაგებული ეძებს ალექსანდრე და მოკლავს საკუთარ ბიძაშვილსო. თუ მალე ვერ იპოვეს მათეს დაუტოვებენ მარიამსო.
სვანეთის რესპუბლიკური საავადმყოფოს ვიაიპ პალატაში ხმაური შექმნილიყო, ექთნები გარბოდნენ და ყველა პროფილის ექიმს ეძახდნენ შესამოწმებლად.
თორნიკე გიგანმა გაიღვიძა.
სიკვდილზე გაიმარჯვა, იგრძნო დას ყველაზე მეტად რომ სჭირდებოდა და გაახილა თვალები… დაბრუნდა თორნიკე თავის რეალობაში, თავის ცხოვრებაში, თავის ადამიანებთან.
იმ დღეს… იმ დღეს გადარჩა ერთი გიგანი.
ვახტანგს დაურეკეს მობრძანდით გადარჩა თქვენი შვილი, გაიღვიძა და ნახეთო. ვერ წავიდა უფროსი გიგანი თავის ცოცხალ ვაჟთან, მარიამი უნდა მოეძებნა თორემ აღარ ძველოდა მის გულს ძლიერი ხელის მიჭერა ტკივილის გასაჩერებლად. შვილი უნდა ეპოვა უვნებელი. გვერდიდან არ მოშორებია მიხეილი, იმ დღეს უნდა დაეკრძალათ მისი ძმა. არ წასულა მიხეილი დაკრძალვაზე, ახალი სალაპარაკო მიეცა სოფელს. გვერდით ედგა გიგანს შვილის მოძებნაში, მაგრამ ხვდებოდა, მხოლოდ ვახტანგისთვის არ აკეთებდა ამას… ხედავდა რამდენად ძვირფასი იყო ეს გოგო თავისი შვილისთვის.
ქეთევანი ისევ გულწასული იწვა ნანუკას ხელებში, მერამდენედ მისდიოდა ქალს გული დათვლა შეუძლებელი იყო… ნანუკას კი, როგორც დედას ესმოდა მისი. ლიზასდა გასაკვირად ზედმეტი მწარე სიტყვა აღარ უთქვამს იმ დღეს. შეიყვანეს ქეთევანი საძინებელში, დააწვინეს და დატოვეს მარტო. მისაღებში ისხდნენ ლია, ნანუკა, კესო და ლიზა, ტელეფონზე რომ დარეკა ვახტანგმა
- კესო, ქეთევანი სადაა- ბედნიერების რამდენიმე ნოტი დასთამაშებდა ხმაზე
- დაღლილს ჩაეძინა.რამე სიახლეა? ხოარ იპოვეთ?- წამოდგა ფეხზე კესო
- მარიამის კვალს ვერ მივაგენით, მაგრამ თორნიკე გამოვიდა კომიდან. რამეს იეჭვებს, კესო. მისთვის ნერვიულობა არ შეიძლება, წადი, შენ მაინც წადი და უთხარი რომ ყველა კარგად ვართ- ხმა გაუტყდა კაცს. იმ გოგოს ეუბნებოდა ამ სიტყვებს წლების წინ შვილს რომ მოაშორა.
- მე? მე წავიდე? მარტო?- ბედნიერებისგან აღარ იცოდა რა ექნა.
- ჰო, შენ წადი, კესო.
- მარიამს ხო იპოვით მალე?!- ცრემლებით ამოევსო თვალები ისევ
- ვეცდებით, კესო. შენ გაბარებ თორნიკეს- ოდნავ ტუჩის კუთხეში გაეღიმა კაცს.
- მე უნდა წავიდე, თორნიკე გონს მოვიდა. უნდა ვნახო. ლიზა, გთხოვ, ჩემს ნომერს ჩაგიწერ და დამირეკე როცა რამეს გაიგებთ
- მადლობა ღმერთს გადარჩა- პირჯვარი გადაიწერა ლიამ
- თქვენი ლოცვით, ლია ბიცოლა- საერთოდ არ ჰქონდა ხუმრობის განწყობა კესოს, მაგრამ ლიას ორპირობამ სხვა გზა არ დაუტოვა.
ჩუმად ჩაეღიმა ლიზასაც. ნომრები გაცვალეს გოგოებმა. გიჟივით გაიქცა კესო საავადმყოფოში, სადაც ასევე გაძლიერებული დაცვა ეყენათ გიგანებს. როდის დასრულდებოდა ეს საგიჟეთი?!
საავადმყოფომდე თითქმის ირბინა, კიბეებიც სირბილით აიარა, მხოლოდ პალატის კართან შედგა დიდხანს. ვერ შედიოდა, როგორ მოეტყუებინა რომ მისი საფიცარი და კარგად იყო, როგორ დალაპარაკებოდა მას ჩვეულებრივად…
- ჰერცოგინია?- ჯერ კიდევ ძლივს ახელდა თვალებს- მეჩვენები თუ შენ გხედავ?
- ხშირად გეჩვენები ხოლმე?- მასთან ისევ ისეთი ხდებოდა, ბავშვი კესო
- არ მეჩვენები, ისევ ისეთი მწარე ხარ- ისვენებდა სიტყვებს შორის
- როგორ ხარ? ძლიერი ტკივილები გაქვს? ხო არაფერი გჭირდება მოგიტან ახლავე- ხან წყალს მივარდა, ხან წამალს, ვერ გაიგო რა ექნა
- უბრალოდ დაჯექი, გიყურებ, ეგეც საკმარისია
- ხუმრობის ხასიათზე თუ ხარ რაღას გვანერვიულე ამდენი ხალხი?
- ექიმმა არ გაგაფრთხილა არ ეჩხუბოთ, არ შეიძლებაო?- ეცინებოდა კასოს თავშეკავებულობაზე, იცოდა ძალიან უნდოდა მისი მილანძღვა, მაგრამ თავს იკავებდა და სარგებლობდა ბიჭიც ამით.- სად არიან ჩემები, მარიამი სადაა, კესო- ამოუტივტიბდა ბოლო კადრი თავში
- მარიამი სადაა კესო?- გაუმეორა კითხვა აფორიაქებულმა
- სახლში არიან ყველანი, მე აქვე ვიყავი და უცებ მოვედი. გააგებინებენ ალბათ მათაც მალე- არსაიდან მოიგონა ამბავი
- ჩემებს არ დაურეკეს და შენ დაგირეკეს მხოლოდ? მატყუებ კესარია? სადაა ჩემი და?-ანერვიულდა უფრო
- ნუ ფორიაქობ, არ შეიძლება. მთელი ღამე არ ეძინათ, სახლში არიან სად იქნებიან. მარიამიც სახლშია, დაწყნარდი თორემ მაგ აპარატი რომ გიწრიპინებს თავთან,გამოვრთავ და ვნახავ როგორ გექნება საუბრის თავი- გაეღიმა გოგოს
- აზრები ყოველთვის ორიგინალური გქონდა- გაეღიმა ბიჭსაც
- შენგან განსხვავებით- წაკბინა მაინც
- ასეთს რას მიკეთებენ, ისევ მეძინება- თვალები ეხუჭებოდა ისევ
- დაიძინე- ფრთხილად გაუსწორა გადასაფარებელი
- მარიამი ხო კარგადაა, ჰერცოგინია?- გული ამოაყოლა სიტყვებს, არ ასვენებდა დაზე ფიქრი. ხვდებოდა კარგად რომ ყოფილიყო მასთან იქნებოდა იმ წამს, წამალი არ აძლევდა ყველაფერის გააზრების საშუალებას, მორფეოსის სამყაროში უშვებდა ისევ…
როგორც კი დაეძინა თორნიკეს, ატირდა კესო. დასტიროდა თავის დაქალს, რომელსაც ხვდებოდა იმ წუთებში ყველაზე მეტად სჭირდებოდა მათი დახმარება… გრძნობდა კესო, აღარაფერი იქნებოდა ისევ ისე და აღარ იყვნენ ის სამნი ის ბავშვები, ვაშლის ხის ქვეშ მთელი დღე რომ შეეძლოთ ყოფნა.
არანაკლებ გაშმაგებული ეძებდა ირაკლი ჩანქსელიანი მარიამ გიგანს, თავისი შვილივით ძვირფასი ალექსანდრეს გიგანს. მათეს სოფელში ყველა იცნობდა, იცოდნენ რა ფიქრები ჰქონდა მუდამ… გიჟივით მართავდა ჩანქსელიანი მანქანას, უნდა ეშველა გიგანისთვის…
* * *
( ჩანაწერი მარიამ გიგანის დღიურიდან)

თუ ერთ დღეს გაიღვიძებთ, თვალებს გაახელთ და იგრძნობთ, რომ აღარ გინდათ თქვენს ცხოვრებაში მეტი დილა და მეტი ღამე დგებოდეს, არც მეტი მძის ჩასვლა და აისი… მე თქვენ გაგიგებთ…
თვალები მძიმედ გავახილე, მოვავლე გარემოს და… მიტოვებული ქოხის იატაკზე ვეგდე, დაბმული, ოთახს მხოლოდ ორი სანთელი ანათებდა, არ ჰგავდა ჩემი მდგომარეობა სახარბიელოს. ერთი თვალი განსაკუთრებით მტკიოდა, ნაცემი ვიყავი. ოთახის კუთხეში მდგარ სკამზე ეძინა გამტაცებელს…
- გაგიღვიძია- შეიშმუშნა ჩემი მზერისგან შეწუხებული
- შენ კი მკვლელის კვალობაზე ძალიან მშვიდად გეძინა- დავისისინე ზიზღით
- მოდუნდი მარიამ, წინ მთელი ცხოვრება გვაქვს, ასეთი დაძაბულობა არ გვაწყობს.- ეცინებოდა და მის ცისფერ თვალებს ორი სანთელიც კმაროდა.
- ხელი არ დამაკარო, შე მკვლელო, სადისტო არაკაცო. ავადმყოფო. როგორ გაბედე ჩემი ასეთ დღეში ჩაგდება- ვყვიროდი უკვე
- მე სიმართლის დარაჯი ვარ, ძვირფასო- არ წყვეტდა ცინიკურ გამაღიზიანებელ სიცილს და მისი თვალებიც უფრო ღიავდებოდა.
ასე კარგად რატო მახსოვს?! იმ დღეს ბევრჯერ იცვალა მისმა თვალებმა ფერი. განსაკუთრებით ღიავდებოდა, როცა საწადელს იღებდა…
- აბა გაქვს ევროპული გამოცდილება თუ ჩემი მოსწავლე უნდა იყო?- ტანში გამცრა ამ სიტყვების გაგებისას, მიახლოვდებოდა ღიმილით
- არ შემეხო - ნელ-ნელა მებზარებოდა ხმა- არ შემეხო, ძალიან გთხოვ.
- კიდე რას მთხოვ, მარიამ?- ისევ კმაყოფილი მზერა, ისევ მისი თვალები.
მომიახლოვდა, დაიხარა ჩემს სახესთან ძალიან ახლოს, უხეშად მისვამდა სახეზე ხელებს… როგორ მინდოდა იმ წამს ვინმეს შემოეგლიჯა კარები და მოეშორებინათ ეს მანიაკი ჩემგან
- კარგი ღამე გველის, მარიამ. სამართლიანი ღამე. ჩემი ცოლი უნდა გამხდარიყავი რო არა ბიძაჩემის გმირობა. მე უნდა აღმესრულებინა თემის წესი. ასე ძალით, ასე მსხვერპლით არ მოგვიწევდა ახლა ის რაც თავიდანვე გარდაუვალი იყო
- არ შემეხო, არაფერი დამიშავო. მოვა, ალექსანდრე მოვა და ვერ გიშველის ვეღარაფერი- ჩემს ტვინს მაშველად მისი სახელი მოუვიდა უცებ, გაუაზრებლად.
- ალექსანდრე?- გაეცინა- გხედავდით ხოლმე საფრანგეთში ერთად… თქვენ ვერ მხედავდით მე… შეგიყვარდა? შენ გიგანს ტვილდიანი? ხოდა არაუშავს, მეც შემიყვარებ- მისვამდა ისევ ხელებს სახეზე.
- რას ბოდავ? გაიწიე- დავიყვირე ისევ- გაიწიე თორემ მოგკლავ- ამოვთქვი საცოდავად. დაბმული ვიყავი, იატაკზე. არცერთი გადარჩენის ნიშან-წყალი არ იყო ჩემს მხარეს.
- ვერ მჯობია ალექსანდრე. მამაკაცების არჩევანში მოიკოჭლებ გიგანო. ერთი მოღალატე გყავდა, თავისი ხელით ჩამაბარა შენი თავი და მეორე თავიდანვე რეზერვში მყოფი ალექსანდრე. ვერ მჯობია ის მე- იმეორებდა გიჟივით.
- მამიდაშენმა სიკვდილის წინ მთხოვა არ შეგხებოდი, ვერ ავუსრულე სამწუხაროდ ბოლო თხოვნა- ვითომ წუხდა ისეთი სახე მიიღო, მე კი გაორებულად მესმოდა მისი ბოლო სიტყვები. მარიამის ხსნებამ გამიცოცხლა ბრაზი სხეულში
- როგორ შეეხე? როგორ მოკალი უდანაშაულო ქალი, არაკაცი ხარ, მათე. იმედი გაქვს რომ შენს ცოლად დამტოვებს თემი? არასოდეს! - დავიყვირე ისევ- არასოდეს გავხდები შენნაირი ეშმაკის ცოლი, თავს მოვიკლავ და ეგ არ მოხდება
- და ლატავრასავით გაექცევი ყველაფერს? მერე დახოცავენ ისინი ერთმანეთს და თან წაიყოლებ ამდენ ადამიანს?- გაეცინა. დამცინოდა, ყველა გზის მოჭრას ცდილობდა ჩემთვის.
- ჩემი იქნები, ნუ მიძალიანდები- ამოილაპარაკა ჩემს ყურთან და უხეში შეხება განაგრძო. ყველა ადგილი მტკიოდა სადაც მეხებოდა, მეწვოდა კანი.
ვყვიროდი, შველას ვითხოვდი. თავს გიჟივით ვატრიალებდი რომ აღარ შემხებოდა. უფრო აქეზებდა ეს მას. მახრჩობდა გრძნობა, რომ ვერაფერს ვაკეთებდი. ეს გრძნობა და მისი ხელები, რომელიც საზიზღარი სიუხეშით მიიწევდა მკერდისკენ.
რატო ღმერთო?! ახლაც ამდენი წლის მერეც გეკითხები, რა ვერ ვიკმარე ტანჯვა?! რა ვერ ვიკმარე ტკივილი…
- ტყუილად ეძებ მაგ თვალებით შველას, დღეს მარტო მე და შენ ვიქნებით- მაიკა უკვე აღარ მეცვა, ძლიერად მიჭერდა მკერდზე ხელებს. ვყვიროდი, ვღმუოდი, ცხოველს ვგავდი იმ წამს. შარვალს ეჯაჯგურებოდა გასახსნელად… მერე აღარ მეცვა შარვალიც…
მალევე აღუწერელმა ტკივილმა მოიცვა ჩემი სხეული.
იმ ღამეს მე მეწოდა გაუპატიურებული.
აღარაფერი მახსოვს ტკივილის გარდა, გავითიშე თუ ქვეცნობიერმა ყველა კადრი ავტომატურად წაშალა ვერც მაგას გეტყვით.
იმ ღამეს მე მეწოდა სულიერად მკვდარი ან იქნებ ფიზიკურადაც.
კიდე ბევრი რამ მეწოდა იმ ღამეს, მკითხველო. კიდევ ბევრი, მაგრამ არც ერთი კარგი.
და თქვენ იცით, გაუპატიურებული ქალები წამში რამდენჯერ კვდებიან?! იცით, ძალადობის მახვერპლი ქალები, რას გრძნობენ ყველა ამოსუნთქვისას?! მსხვერპლი, ნაცემი, გაუპატიურებული ქალები უმეტესად ვერც იღვიძებენ… სამუდამო ძილით იძინებენ… და იცით, კიდევ რაში დამცინა განგებამ?!
მე გავიღვიძე.
მე გავახილე თვალები.
მე მკვდარმა.
მე უსულომ.
მე უსიტყვომ.
მე განადგურებულმა.
შიშველმა.
ნაცემმა.
ობოლმა.
ნაღალატებმა.
მიტოვებულმა.
დაკარგულმა.
მე გაყინულმა.
უცრენლომ.
მე უყველაფრომ.
იმ წამიდან რაც ამ მიწაზე ფეხი დავდგი, აღარფერი მეკუთვნოდა ჩემი… ყველაფერი თურმე წლების წინ გადაწყვეტილა… ყველაფერი იყო აკრძალული. აღარაფერი მქონდა საკუთარი, აღარც ჩემი თავი და ახლა უკვე აღარც ჩემი სხეული. კანის აგლეჯვას ჰგავდა ჩემი ტკივილი, რასაც იმ წამებში ვგრძნობდი. აღარც ქალი ვიყავი იმ წამს.
მინდოდა მეტირა. მინდოდა რამე ამ აუტანელი ტკივილის გარდა კიდევ ეგრძნო ჩემს სხეულს… რაიმე რეფლექსი რომ მეგრძნო ცოცხალი ვიყავი და არა უსასრულობაში გაჭედილი. არ დააყოვნა ცრემლმა… ვტიროდი, მაგრამ მაინც ვერ ვგრძნობდი. გაუპატიურებული ქალის ხვედრი ჰყოფილა ასეთი, გვიან მივხვდი… საერთოდ ვეღარაფერს გრძნობ… ვეღარანაირ ქმედებას, საკუთარსაც კი. აღარც ინსტიქტები გაქვს და აღარც გრძნობები…
და კიდევ ერთხელ გეკითხები, ღმერთო?!
რატო?!
რატო?!
რატო?!
რატო არ მაკმარე ტკივილი?!
რატო არ შემიცოდე?!
ხალხმა თუ არა, ოჯახმა თუ არა, სადისტმა მათემ თუ არა, გიორგიმ თუ არა, შენ, ღმერთო…
შენ რატო არ შემიცოდე…
იმ არაკაცს ვიღაცამ შეატყობინა მანქანა გვიახლოვდებაო და გაიქცა… ბუნდოვნად მახსოვს როგორ შემოამტვრია უცხო კაცმა კარები… მე გავითიშე…

“ მე მეშინია იმგვარ სიცოცხლის,სიკვდილს რომ ჰგავს და უარესია.”
* * *
მთელი სვანეთი ფეხზე იდგა, გიჟს გავდა ალექსანდრე. ვერ პოულობდა თავის მარიამს…
თავისი ტყის ბოლო ნაწილს ათვალიერებდა ჩანქსელიანი რომ შენიშნა მანქანის კვალი, რომელმაც ძველ მიტოვებულ ქოხთან მიიყვანა. გაშმაგებულად დაუწყო გულმა ცემა. დაპატარავებულიყო ამხელა კაცი… ამოიღო იარაღი ქამრიდან და მიუახლოვდა ქოხს… ხმაური ჰქონდა თავში ირაკლის. მხოლოდ სიტყვები უტრიალენდა თავში- ნეტა ცოცხალი იყოს! ფეხით შეამტვრია კარები და დაინახა ოთხად მოკეცილი, დაბმული სხეული იატაკზე. მოკვდა ირაკლი ჩანქსელიანი თავის ცხოვრებაში უკვე მეორედ, მოკვდა როგორც ადამიანი. იქვე დადებულ პლედში დაუფარა გოგონას შიშველი სხეული. არ უყურებდა, თვალს არიდებდა, მაინც უჩანდა გოგოს დალურჯებული მკლავები.
-მარიამ, შემომხედე. კარგად იქნები, შემომხედე. მე ირაკლი ვარ.  - თავის თავს ელაპრაკებოდა თითქოს- შენს დასახმარებლად ვარ აქ. უსაფრთხო ადგილას წაგიყვან. უსაფრთხოდ ხარ. ჩემი არ შეგეშინდეს. მარიამ, გესმის ჩემი?- ელაპარაკებოდა კაცი და გაყინულ სხეულს უმოწმებდა პულსს და თან ახვევდა უფრო მჭიდროდ პლედში. უყურებდა ცოცხალს, მაგრამ ყველაზე შორს მყოფს სიცოცხლისგან.
-როგორ გაბედა შენი შეხება?! როგორ გაბედა იმ არაკაცმა!!-ყვიროდა გამწარებული და ფრთხილად ცდილობდა გოგოს ხელში აყვანას.
- რა გაგიკეთეს, ასეთ პატარას- თავისთვის ჩურჩულებდა კაცი,უკანკალებდა ხელები ამ არამიწიერი სანახაობისგან გამწარებულს.
      უყურებდა მარიამს და ახსენდებოდა ის რის დავიწყებასაც წლები ვერ ერეოდა, უყურებდა გოგოს, კიდევ ერთ მსხვერპლს ამ დამახინჯებული მენტალობის,დამახინჯებული სულის ადამიანების... მისი ასაკის იყო ლატავრა... მის ასაკში შეწყვიტა სიცოცხლე. აღარ იცოდა რა ექნა,მხოლოდ ერთი იცოდა ზუსტად,
მარიამს უნდა ეცოცხლა. ლატავრას ვერ უშველა, ვერ დაეხმარა, ვერაფერი გააკეთა მისთვის... მარიამს უნდა ეცოცხლა. ხელში ჰყავდა აყვანილი გოგოს სიფრიფანა სხეული,
მანქანისკენ მიარბენინებდა. ერთი ხელით ძლივს გამოაღო მანქანის უკანა კარი.
-უნდა იცოცხლო, უნდა გაუძლო- იმეორებდა თავისთვის და ხელის კანკალით ცდილობდა გასაღების მორგებას, რომ მიხვდა ემოციების დრო არ იყო, რამდენიმე წამი
საჭეს ჩამოადო თავი.
-ღმერთო არ დაუშვა. უნდა იცოცხლოს-ამოილაპარაკა და მანქანა მოწყვიტა ადგილს...
ადგილს, რომელსაც ვეღარასდროს გაექცეოდა მარიამი, ვერც მარიამის ფიქრები. ვერც მარიამის შიშები. ვერაფერს გრძნობდა
მაგრამ იმ წამსაც, იმ სიცარიელეშიც კი იცოდა, სადაც არ უნდა წასულიყო, მისი სული მუდამ იქნებოდა იმ ქოხში. თუნდაც ცხოვრება, არსებობა გაეგრძელებინა,
მისმა გაყინულმა გრძნობებმა და ფიქრებმა იცოდნენ, სამუდამოდ ჩარჩნენ იმ ქოხში, რომლის კუთხე-კუნჭული არასოდეს დაავიწყდებოდა მის ცნობიერს თუ ქვეცნობიერს...
და ასეცაა, არა, მკითხველო? ზოგჯერ კილომეტრებით შორს ვცდილობთ გაქცევას ადამიანებისგან, სახლებისგან, ქვეყნებისგან ან ქალაქებისგან და მაინც... და მაინც, სადაც არ უნდა
მივდიოდეთ, გავრბოდეთ... მაინც თან მოგვყვება ის ადგილი სადაც ერთხელ უკვე მოვკვდით,მოგვკლეს.
-ისუნთქე, კარგი? ისუნთქე. უსაფრთხოდ ხარ. მე ირაკლი ვარ, ლატავრას ირაკლი- გული ამოაყოლა სიტყვებს კაცმა- მე მომაბარა ალექსანდრემ შენი თავი. უნდა გადარჩე,რომ
ისიც გადარჩეს, კარგი?- თითქოს თავის თავს ელაპარაკებოდა, მაგრამ ზუსტად იცოდა გაიგებდა მარიამი, გაიგებდა მის სახელს, კაცის, რომლის სიცოცხლე პირდაპირ იყო დაკავშირებული მარიამ გიგანის
სიცოცხლესთან, ყველაზე კარგად იცოდა ირაკლი ჩანქსელიანმა იმ წამს ეს. ვინ გაიგებდა თუ არა ის.
     მანქანა თავის პატარა სახლთან გააჩერა. გორაზე მხოლოდ მისი სახლი იდგა, უმეზობლო, უხალხო, განდეგილივით სახლი, მარტოსულის სახლი, ცხოვრება წართმეულის, მაგრამ პატარა ნაგებობასაც კი ეტყობოდა
ეს იყო ნამდვილი სახლი... ისევ ფრთხილად გადმოიყვანა მარიამი მანქანიდან, მჭიდროდ ცდილობდა მისთვის ტანსაცმლის შემოხვევას.
-ლილიანა- დაიძახა ხმამაღლა გოგოს სახელი
-მოხვედი, მამა?- შეეგება კაცს დაახლოებით 15 წლის გოგო, რომელიც გააკვირვა მამის ხელებში საცოდავად მოქცეულმა უღონო სხეულმა
- მამა, რა ხდება? რა სჭირს- კაცმა გოგო მეორე სართულზე საკუთარი შვილის ოთახში შეიყვანა, საწოლზე ფრთხილად დააწვინა.
-მამი, ეს მარიამია. ჩვენი დახმარება სჭირდება ძალიან. გთხოვ, მოუტანე შენი ტანსაცმელი და ჩააცვი, მოუტანე თბილი პლედიც. შენ უნდა მიხედო, მამი- თბილად მიეფერა მისთვის ძალიან ძვირფასს.
ქალი არავინ ჰყავდა ახლოს რომ მისთვის მიებარებინა მარიამი. იცოდა, ლილიანა გაართმევდა თავს. ფრთხილად გამოუკეტა ოთახის კარები გოგონებს.
იმ დღეს მე პირველად ვნახე მარიამ გიგანი, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი გოგო, ლამაზი თვალ-წარბით. ლამაზი, წაბლისფერი თმით. მამამ მე მომაბარა მარიამ გიგანი, ცოცხალი, მაგრამ ყველაზე შორს მყოფი სიცოცხლისგან. ასე ვუწოდე მაშინ ამ ღვთაებრივ სილამაზეს და დღემდე ასე ვფიქრობ. მაშინ ბავშვი ვიყავი, ბავშვური ფიქრებით. მამა არასოდეს უშვებდა ჩემთან საკითხს რომელიც ბავშვურ გონებას ააფორიაქებდა. იმ წამმა მამამ რომ ჩამაბარა გოგოს თითქმის უსულო სხეული, იმ წამიდან დავიწყე მეც ბრძოლა მასთან ერთად. იმ დღის შემდეგ არ ყოფილა დღე მასზე რომ არ მეფიქრა…
-გამარჯობა, შენ არ საუბრობ?- ბავშვური ინტერესით ვუყურებდი უკვე თვალებ გახელილს, მაგრამ უსასრულობადი დაკარგულს. ხმას არ იღებდა, იყურებოდა მხოლოდ სადღაც შორს.
-აშკარად არ საუბრობ, კარგად ხარ?- ვერ ვხვდებოდი რატო არ მეხმარებოდა ტანსაცმლის ჩაცმაში და რატო არ მოძრაობდა. კარადიდან გადმოვიღე ჩემი ტანსაცმელი, თავისუფლად ჩაეტეოდა სიფრიფანა სხეულს ჩემი ზომა მაისური და შარვალი. პლედი გადავხადე. შიშველი იყო, შიშველი და სხეულის ყველა ნაწილი დალურჯებული ჰქონდა. შიშით უკან დავაფარე ისევ პლედი. შემზარა სანახაობამ.
-რა გაგიკეთეს? ასე ვინ მოგექცა?- მამამ მე ჩამაბარა, ემოციების დრო არ იყო, ფრთხილად მოვარგე უსულო სხეულს ჩემი ტანსაცმელი. დაუკითხავად ჩამომიგორდა ცრემლები…მეც მეტკინა ყველა სილურჯე, მეც ვიგრძენი თითქოს
ის ტკივილი რაც წესით მარიამს იმ სასტიკი ნაკვალევებისგან უნდა მიეღო. ფრთხილადვე დავაბრუნე მისი სხეული საწოლში
-აქ არაფერი გემუქრება, მამა დაგიცავს. მამა ყველაზე ძლიერი კაცია. არავინ შეგეხება. არ შეგეშინდეს, კარგი? თუ გინდა არ დამელაპარაკო. აქვე ვიჯდები, მეც დაგიცავ
-ლილიანა- ირაკლი კარებთან შეჩერდა- მარტო არ დატოვო, შეიძლება თავს რამე დაუშავოს- თავისი ყველაზე დიდი შიში გაანდო კკაცმა
-ვინ ჩაიდინა, მამა.- სევდა ჩამდგარი თვალები მივანათე ჩემთვის საიმედოს, ჩემთვის ყველაზე ძლიერს და კეთილს. მასაც არ ჰქონდა ადამიანის სახე
-სასტიკას დაისჯება ამის ჩამდენი-მკაცრი იყო კაცის ხმა-მთავარია მარიამი იყოს ცოცხალი
-მე უნდა დავურეკო მისიანებს, ეძებენ- თავი დახარა, ალექსანდრე გაახსენდა ისევ... როგორ ეთქვა მისთვის რა მდგომარეობაში იყო მისთვის ძვირფასი...
-მა, ტკივა?- ამოვიტირე ძლივს შეკავებული
-მალე უკეთ იქნება- აღარ იცოდა რა ეპასუხა, ნაზად მომწმინდა ცრემლი-შენ გაბარებ, შენ უნდა მოურჩინო, მამი
-არც კი ტირის, არც კი მოძრაობს, არც თვალებს ახამხამებს, მხოლოდ დიდი ხნით ხუჭავს ხოლმე. მოურჩება, მამი?
-ცხოვრებამ მძიმე ტვირთი აკიდა... ძლიერია და მოურჩება- მომწმინდა ცრემლები მამამ.
მალევე დავბრუნდი მასთან, თავთან ჩამოვუჯექი. დიდხნას არ მინდოდა მოსი დატოვება. ვეფერებოდი ულამაზეს თმაზე. ატირდა ისიც. სცვიოდა ცრემლები, მაგრამ არ იღებდა ხმას ისევ.
ირაკლიმ მოიმარჯვა ტელეფონი ხელში, სანდროსთვის დარეკვის დრო იყო, მათეს თვითონ ვერ გაეკიდებოდა, უნდა დაეცვა გოგონები. სიკვდილს ჰგავდა მისთვის ახლა ალექსანდრესთვის დარეკვა, მაგრამ არჰქონდა არაფერს მნიშვნელოვა მისთვის, მთავარია ცოცხალი ჰყავდათ მარიამი.
- სანდრო- ამოთქვა ტკივილით ბიჭის სახელი როცა უპსუხა
- ირაკლი, ხო არაფერია ახალი თქვენსკენ? არსადაა, ვერსად ვპოულობ. - ხმა გასტყომოდა ბიჭს
- სანდრო, მარტო ხარ?
- ბიჭებთან ერთად ვარ. რამე ხდება, ირაკლი?- ანერვიულდა ისიც.
- გთხოვ, არ შეიმჩნიო რასაც ახლა გეტყვი და ეცადე არავინ გამოგყვეს.- ამოისუნთქა მძიმედ კაცმა- მარიამი ჩემთანაა სანდრო, ჩემს სახლში. ლილიანა უვლის. მათე გამექცა. მარტო მოდი სანდრო- თითქოს შვილს ელაპარაკებოდაო ისე უფრთხილდებოდა ყველა სიტყვას ჩანქსელიანი
- ცოცხალია, ხო? როგორ არის, ირაკლი?- სუნთქვა აჩქარებოდა, გარბოდა უკვე
- მოდი, სანდრო. მოდი.- გაუთიშა ბიჭს ტელეფონი.
ტყვიასავით შევარდა ალექსანდრე ტვილდიანის მანქანა ჩანქსელიანის ეზოში. როგორი ემოციებით არ ყოფილა მის სახლში, მაგრამ ასეთით პირველად. გიჟივით გადმოვარდა მანქანიდან, კარებთან ელოდებოდა უკვე ირაკლი.
- სად არის? როგორ არის? - ყვიროდა ბიჭი და სახლში შესვლას ცდილობდა
- დაწყნარდი და მომისმინე, ცოცხალია- ორივე ხელით დაუჭირა სახე- ცოცხალია, მაგრამ ნახევრად მკვდარი, სანამ ნახავ უნდა იცოდე სანდრო- მიწა გაუსკდა თითქოს ჩანქსელიანს, გაქვავდა ალექსანდრეც- მთავარია რომ ჩვენთანაა და ცოცხალია- ყველაფერს ამბობდა მისი ეს სიტყვები სანდროსთვის. კარებში წინ გადამდგარი ირაკლის თვალებიც კი ანუგეშებდნენ ბიჭს. თავზარი დაეცა სანდროს… მიხვდა…
- შედი, ზემოთაა, ლილი უვლის. მე შენი იმედი მაქვს, სანდრო. დააბრუნე ეს გოგო სიცოცხლეში- გვერდით გაიწია კაცი და შეატარა სახლში ნაწილებად დაშლილი ბიჭი.
ფრთხილად ავიდა კიბეებზე, აღარ იცოდა როგორ შეეღო ოთახის კარი. მთავარია ცოცხალი იყო… გაუელვა გონებაში ფრაზამ და ჩამოსწია სახელური…
გაყინული მზერით და ცრემლიანი თვალებით ჭერს უყურებდა მარიამი სანდრო რომ შემოვიდა… როგორც კი დავინახე ალექსანდრეს სახე, მაშინვე მივხვდი ვინ იყო მარიამ გიგანი. ალექსანდრეს მარიამი იყო. ვერასოდეს დავივიწყებ ბიჭის გამოზომილ ნაბიჯებს რომელსავ მარიამისკენ დგამდა, მე თმაზე ვეფერებოდი ისევ.
- მარიამ- დამარცვლით წარმოთხვა გოგოს სახელი.
უხმოდ გახედა მარიამმაც. რამდენიმე საათი ხდებოდა ჩვენთან იყო, პირველად დავინახე იმ წამს მისი მზერა ჭერის გარდა სხვა ვინმეს რომ მიეპყრო… მას გახედა, ალექსანდრეს…
“ რა უსაშველოდ ლამაზად ბარდნის. ვუსმენ ფიფქების უნაზეს ლოცვას, კარგია როცა არავის ელი, არავის ელი და ვიღაც მოვა”
ზედმეტი ვიყავი იმ ოთახში, მე არ ვჭირდებოდი მარიამს, მე ვერ დავეხმარებოდი… ის სჭირდებოდა მხოლოდ… ის განუკურნავდა ყველა ჭრილობას… შეიძლება დღეები, თვეები და წლები არ ეღიარებინა, მაგრამ მის თვალებში მე ეს წავიკითხე მხოლოდ.
ფრთხილად მიუახლოვდა, მასთან ახლოს ჩამოჯდა სკამზე. გაყინული ჰქონდა მზერა. დიდხანს თვალს ვერ უსწორებდა სანდრო. ვერ უყურებდა ასეთს
- მარ- დაუძახა ისევ ხმადაბლა. ყველ სიტყვა გამქრალიყო მისი თავიდან…
- შემომხედე, რამე გტკივა? რამე გჭირდება? - მხოლოდ ეს სიტყვები გადააბა ერთმანეთს.
- აქ ვარ, შენთან ვარ. მარტო არასოდეს დაგტოვებ, გესმის? უსაფრთხოდ ხარ. მე შენთან ვარ. მხოლოდ შენთან, მხოლოდ შენთვის. აღარასდროს დაგტოვებ მარტო- ნაზად მიეფერა სახეზე. თავი სხვა მხარეს გადააბრუნა გოგონამ
- გეფიცები, მწარედ დავსჯი- აღარ შეხებია სანდრო- ყველაფრისთვის მწარედ დავსჯი. სუნთქვას სანატრელს გავუხდი, ვეღარ მოგეკრება. უსაფრთხოდ ხარ.- იმეორებდა ისევ.
ხმის ამოღება უნდოდა მარიამს. გამშრალი ტუჩები ძლივს დააშორა ერთმანეთს. სიტყვა ვერ ცდებოდა ბაგეს. ხმა არ ჰქონდა.
- თავს ძალა არ დაატანო, არაფერზე ინერვიულო. შენთან ვარ- ხელი წაიღო ისევ მოსაფერებლად, მაგრამ ადგილზე დააბრუნა ისევ. არ უნდოდა მისი შეშინება ზედმეტად. დაინახა სილურჯეები მის ხელებზე და თვალზე.
მინას ჰგავდა ალექსანდრე, შეიძლება შექებისას დაფშვნილიყო. ბრაზი მოაწვა სხეულში, მიწიდან ამოთხრიდა მათეს. სიკვდილს ანატრებდა. ვერ დგებოდა სავარძლიდან, ვერ ყოვებდა მისთვის ძვირფასს.
- მომკალი- ჩურჩულით დასცდა გოგოს ბაგეებს სიტყვა.
- რა თქვი?- ახლოს მიიწია სანდრო
- მომკალი- გაიმეორა გოგომ
- არასოდეს- ეწყინა ბიჭს
- ვერ ვიცხოვრებ ამით, მომკალი
- შემომხედე- წამოდგა ანერვიულებული- შემომხედე, და გთხოვ, აღარასდროს გაიმეორო ეგ სიტყვები. მჭირდები. გვჭირდები ყველას.
- მე არ მჭირდება ასეთი ჩემი თავი.- ჩურჩულებდა ისევ ნაწილებად დაშლილი
- მე მჭირდება ყველანაირი შენი თავი, მარიამ- პირველად ეუბნებოდა მისთვის ძვირფასს სიტყვებს სანდრო
- რომ აღსრულდეს წესი? გაუპატიურებულიც გჭირდები, სანდრო?- ძლივს ამოთქვა გოგომ. სახე შეეცვალა ბიჭს.
- ყველანაირითქო და შენი აზრით, ეგ შემიცვლის რამეს? მადლობა ღმერთს ცოცხალი ხარ, ჩემთან ხარ. დღეიდან, ამწამიდან აღარასდროს იქნები მარტო.- მაინც მიეფერა ნაზად ხელზე. ხელიც გააცალა გოგონამ
- მე ცოცხალი ვარ?- ისევ ცივი ჰქონდა ხმა- მე ვერ ვგრძნობ რომ ცოცხალი ვარ. იპოვეთ?- იკითხა მოულოდნელად
- ეძებენ
- რომ იპოვით მეტყვი?
- რომ ვიპოვით მოვკლავ- შემზარავი ჰქონდა ხმა.- შენებს ვეტყვი რომ ცოცხალი ხარ, არავის მოგაკარებ. ვერავინ გაიგებს სად ხარ, ცოტახანს აქ დაგმალავ, ირაკლისთან. არ შეგეშინდეს მათი, კარგი?- გადაწყვეტილი ჰქონდა მაგრამ მაინც ელოდა მისგან ნებართვას
- ჩემთვის მნიშვნელობა აღარ აქვს- დაიჩურჩულა და ზურგი შეაქცია ბიჭს.
ალექსანდრემ ფრთხილად გაიკეტა კარები. უნდა დაერეკა და შეეტყობინებინა რომ იპოვეს მარიამი. ორივე ხელი აიფარა სახეზე, პირველივე კიბის საფეხურზე ჩამოჯდა… პირველად ჰქონდა ტვინში ვიღაცის მოკვლის სურვილი ასე გამეფებული… ვიღაცის და თან ვისი… საკუთარი სისხლის და ხორცის…
- სოლომონ, მარიამი უსაფრთხოდაა ვიპოვეთ. ჩემთანაა. მათე გაიქცა. მომიყვანეთ ცოცხალი. არავინ შეეხოთ- სიტყვები მიაყარა ერთმანეთს
- სად ხართ? მოვალთ ჩვენც
- არავინ მინდა იცოდეს სად იქნება მარიამი. გადაეცი ვახტანგსაც და მიხეილსაც. ჩემთანაა და უსაფრთხოდაა, დანარჩენს მე მივხედავ.
- გაგიჟდებიან სანდრო
- არ მაინტერესებს- გაუთიშა და შეატოვა უფროსების რისხვა სოლომონს, არ ჰქონდა ახლა მათთან საუბრის თავი.
- ალექსანდრე, კარგად ხარ?- იქვე იდგა ირაკლი
- მომკალიო- გაიმეორა მარიამის სიტყვები. ცრემლი მოსდგომოდა თვალზე
- ცუდადაა. მძიმე მდგომარეობა უდგას. უნდა გაუგო- მხარზე ხელი დაჰკრა და გვერდით მიუჯდა
- ვერ დავიცავი, მაინც შეეხო. ამდენი წელი, ამდენი ხანი… მაინც შეეხო- ჩახარა ისევ თავი ტვილდიანმა
- თავი არ დაიდანაშაულო სანდრო.მარიამს სჭირდები. მარტო არ დატოვო, ერთად უნდა გადალახოთ ყველაფერი. აქ დარჩით. მოუშუშდეს მარიამს ჭრილობები. და მერე გადაწყვიტე რას იზამ- ფრთხილად აპარებდა კაცი
- რას ნიშნავს რას ვიზამ, ირაკლი?- გაუკვირდა ბიჭს
- თუ მათემ თქვა რაც გააკეთა… არ მოგცემენ მისი ცოლად მოყვანის საშუალებას, სანდრო.- გვერდით გაიხედა ირაკლიმ, მზერა ვეღარ გაუსწორა ისედაც განადგურებულ ბიჭს.
- ფეხებზე ისინი რას იტყვიან ირაკლი. მაგათი წესების დ*****- გამწარებული წამოვარდა ფეხზე- მაგათი მითითებები და ადათები, აქამდეც არ უნდა მივყოლოდი მაგათ ვითომ წესებს. არ მაინტერესებს ბერდიას ახალი განაჩენი. ვერ შეგვეხებიან, ვეღარ ჩაერევიან. მარიამი ჩემი ცოლი გახდება ვინც რაც არ უნდა გაიგოს მაინც- მკაცრი იყო სანდრო, მყარად თავის გადაწყვეტილებაზე მდგომი.
- კარგი კაცი ხარ შენ, ალექსანდრე.- წამოდგა ირაკლიც- ის პოზიცია და ის სიტყვები გაქვს გულში მე რომ თავის დროზე ვერ გავბედე. იბრძოლე, ალექსანდრე. შენ მაინც იბრძოლე. შტურმით რომ აიღონ ჩემი სახლი, მკერდიგ გადავეფარები ტყვიებს თქვენს გამო- ძვირფასი იყო ირაკლის სიტყვები სანდროსთვის. მამას რომ არ უთქვამს არასოდეს იმას ისმენდა ახლა.
- გიყვარს ხო?- ჩურჩულებდა თითქოს ირაკლი. თავი დახარა სანდრომ
- ხოდა- არ დაელოდა პასუხს, მიხვდა ისედაც- ხოდა, სამყარო გადაწვი, ტყვიების ომში უაბჯროდ შევარდი, მიწის ხელით ჩიჩქვნა რომ დაგჭირდეს ეგეც გააკეგე, ყველა იარაღი შენ რომ მოგიშვირონ შენი სიმართლე მაინც გაიტანე. ბერდიამ რომ სულ ჯოხი აბაკუნოს, სულ რომ წესებით გელაპრაკოს, გულს უსმინე მხოლოდ შენსას. დარჩით აქ, შენც არ წახვიდე. იპოვიან მათეს და დაგირეკავენ. მარიამს სჭირდები ახლა მათზე მეტად.- აღარც ირაკლი ჰგავდა თავის თავს
- უკეთ იქნება?!- თან კითხვას ჰგავდა და თან პასუხს
- იქნება, სანდრო. მთავარია ცოცხალია, ვხვდები რის ფასადაც, მაგრამ ერთად უნდა მოერიოთ მის ტკივილს.
- მგონია ყველა ვძულვართ- ისევ დახარა თავი სანდრომ
- უნდა ვძულდეთ კიდეც, ალექსანდრე. შეხედე, რა ვუქენით. მარტო მათემ არა, რავუქენით მის ცხოვრებას. თავის დროზე არ გავაჩერეთ ეს სადიზმი და უნდა ვძულდეთ. - მართალი იყო ირაკლი.
-იმედი არ დაკარგო, სანდრო. იმედი და რწმენა ყველაზე დიდი იარაღია,რაც შეიძლება ადამიანს გააჩნდეს.იმედი ნათელ ფიქრებს გიძლიერებს,სიმყარეს გმატებს.რწმენა,კი საშუალებას გაძლებს იფიქრო,რომ თუ მოინდომე მთასაც კი გადაადგილებ...
- მადლობა, ირაკლი, მადლობა რომ ხარ- მოეხვია კაცს.
მარიამთან ვიჯექი ისევ. აღარ მინდოდა ჩემი მზერით თავი მომებეზრებინა. მინდოდა მცოდნოდა რა ფიქრები ჰქონდა თავში, მინდოდა დავხმარებოდი.
- მე ლილიანა ვარ, ირაკლის შვილი.- ვიმეორებდი ისევ.- ალბათ გტკივა ჩალურჯებები. ნახე გამაყუჩებელია, დალიე უკეთ იქნები- ისევ არ ჰქონდა რეაქცია. ისევ ზემოთ იყურებოდა. ფრთხილად წამოვაწევინე თავი. წყლიანი ჭიქა მივუტანე ტუჩებთან ახლოს. დალია.
- მადლობა- ჩუმად აღმოხდა მის ბაგეს სიტყვა. პირველად გავიგე მისი გამტყდარი ხმა.
- შენ ხარ ის მარიამი, ალექსანდრე ხშირად გვიყვებოდა შენზე, საოცრად ჯირითობსო, ბევრს იცინის და მუდამ ბედნიერიაო- ჩავუშვი მალევე სანდრო, მინდოდა გამეღვიძებინა მასში მისი ის ნაწილი ძალიან რომ მიეძინებინა ტკივილს. გეფიცებით, გაეღიმა. ტუჩის სადღაც პატარა კუთხეში გაეპარა ღიმილი…
- მალე გაგივლის, იმოქმედებს წამალი. აღარ იტირო, თვალები გეტკინება.- მოვწმინდე ცრემლები და ისევ კარგად დავაფარე პლედი. გვერდი იცვალა. ჩაეძინა მგონი.
კიბეზე ფრთხილად ჩავედი, იქვე ისხდნენ სანდრო და მამა. ორივემ გამომხედა ფეხის ხმაზე
- ჩემო ექიმო, ჩემო მკურნალო- მომეფერა მამა
- კარგად იქნება, სან.- მივეფერე სანდროსაც
- მართლა, ლი? - გაეღიმა ოდნავ სანდროსაც
- ჰო, ძლიერი გოგო ჩანს. არ ლაპარაკობს, მაგრამ ეტყობა. ძალებს აღიდგენს და ყველას თავს წააცლის- ირაკლისაც გაეღიმა ჩემს ბავშვურ მეამიტობაზე.
წლების შემდეგ ვფიქრობდი, რომ ბედი იყო ჩვენი შეხვედრა მარიამთან. იმ არაკაცმა რომ ჩვენს მიწაზე მოიყვანა, ჩვენსავე ქოხში ეგეც ბედი მგონია ახლა. ვუყურებდი ირაკლის და ალექსანდრეს და სამყაროში არ მეგულებოდა ადამიანი, რომელიც მათზე ძლიერად დაიცავდა მარიამს. გვიანი იყო?!… იცით, არ ვიცი… ფაქტი ერთი იყო… ორივე შეაკვდებოდა ამ ამბავს და გოგოს მეტს ვეღარავინ დაუშავებდა ვერაფერს.
ცოტახნის მერე მამაზე ვბრაზობდი, რატო ამიფორიაქა ცხოვრება ამ ამბითთქო, მაგრამ მერე მივხვდი, ეს ის რეალობა იყო რომელსაც ის ზღაპარივით მიფარავდა ხოლმე. არ ყოფილა არცერთი დღე და წელი მარიამზე ფიქრის გარეშე… იმ დღის გარეშე ნახევრად მკვდარი რომ მოიყვანა მამამ სახლში და იმ დღის გარეშე სანდრომ რომ შემოაღო განადგურებულმა კარები…
მაშინ იქცნენ ჩემი ცხობრების მაგალითებად, როგორ უნდა მყვარებოდა და როგორ უნდა ვყვარებოდი… როგორ უნდა მებრძოლა…
სოფელში მალევე გავარდა ხმა მარიამ გიგანი იპოვეს და კარგად არისო. არავინ იცოდა რეალურად რაც მოხდა და ვერც ვერავინ გაიგებდა. დღემდე, ჩემო მკითხველო. დღემდე არავინ იცოდა სიმართლე რაც იმ ღამეს მოხდა. ლეგენდებად დადიოდა ამბები, სხვანაირი ამბები… არცერთი სიმართლე.
სანდრომ ამოირბინა კიბეები, ისევ ფრთხილად შემოვიდა ოთახში. მე ისევ მარტო დავტოვე ალექსანდრე მარიამის ძილის დარაჯად, იქვე სავარძელში.
სანდროს ფიქრებიც წაეღო ტკივილს… მალევე გადაიძრო მარიამმა პლედი, ფრთხილად წამოდგა ფეხზე. წამოდგა ალექსანდრეც, ვერ გაეგო რას შვებოდა. იატაკზე დააფინა გადასაფარებელი. დაბლა დაწვა მარიამი…
- მარიამ- დაუძახა ისევ ფრთხილად
- არ შემიძლია საწოლში ძილი- ამოილაპარაკა და ისევ აქცია ზურგი.



გამარჯობა. ვიცი, დაგპირდით რომ ფინალური ნაწილი იქნებოდა… ისტორიის შინაარსიდან გამომდინარე, ჩემთვისაც ემოციურია წერის პროცესი. უახლოეს დღეებში დავასრულებ და რადგან დაგპირდით გაგიზიარებთ მეორე ნაწილს. ბევრი კითხვა იყო არსებობდა თუ არა დღეს ეს ადათ-წესი… ისიც საკმარისია რომ ადრე ამით ცხოვრობდნე… ისტორიის ნაწილი ჩემი ფანტაზიაა, ნაწილი რეალობა… სამწუხაროდ, დღემდე ჩვენს გარშემო რომ ხდება ისეთი ამბავი მგონია. მადლობა რომ კითხულობთ და გთხოვთ, გამიზიაროთ შთაბეჭდილება.
თქვენი მერიემი



№1 სტუმარი სტუმარი სალი

მიყვარა სვანეთი თავისი სიმკაცრით რამდენი მსგავსი ისტორია მაქვს სვანეთზე მოსმენილი თუმცა ეს. ისტორია იმდენ ემოციას იტევს პირადად ჩემთვის არ ვიცი რა უნდა ვთქვა ზუსტად რომ გადმოგცე რასაც ახლა განვიცდი. წაკითხვის შემდეგ მადლობა შენ. იმედია გაგრძელებასაც მალე ვიხილავ ????????????

 


№2  offline წევრი Daldoni Daldoni

არ ვიცი რას დავწერ მაგრამ..... იმდენი უდანაშაულო და ზვარაკად შეწირულია მთის დრომოჭმული და სასტიკი კანონებით.. ადათ წესები, რომლებიც ადამიანს სახეს აკარგვინებს ,წესების მახინჯი ინტერპრეტაციაა მათე ტვილდიანი რომელიც ზღვარს მიძძღმაა მისი სიბნელით სისასტიკით და არაკაცობით.. უჰჰჰ რთული წასაკითხი იყო მძაფრი მძიმე ემოციებით სავსე...არვიცი რამდენად შეძლებენ მარიამი და ალექსანდრე ამ ღრმა ტკივილიანი იარების მოშუშებას,არ ვიცი როგორი იქნება მარიამის ხვალინდელი დღე ..ნაღალატევი ,შეურაცყოფილი,ტრადიციებზე ოჯახის ღირსებაზე გაცვლილი და საკუთარ ღირსება დაკარგული, თუმცა გვარების შერიგება არშერიგების საკითხსაც უკვე ფასი დაეკარგა . ვფიქრობ ეს გათვლა ჰქონდა ეშმაკთან გარიგებულ მათეს. ნუ გიორგი ხომ სხვა განზომილებაა ,რატომ ,რისთვის ან როგორ უნდა შეძლო საკუთარ ამბიციას გადააყოლო საყვარელი ადამიანი ..მძიმე თავი იყო რთული ,ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, რთული იქნება მაგრამ იმედია ალექსანდრე მისი სიძლიერით მოერევა მისი და მარიამის პრობლემებს თუ დამახინჯებულ ცხოვრებას...

 


№3 სტუმარი Ana-maria

ძალიან მძიმე თავი იყო. იმედია მარიამს ალექსანდრეს სიყვარული დაეხმარება. მათეს მიიღებს კუთვნილ სასჯელს. წარმატებები და დაველოდები ახალ თავს

 


№4 წევრი მერიემ

სტუმარი სალი
მიყვარა სვანეთი თავისი სიმკაცრით რამდენი მსგავსი ისტორია მაქვს სვანეთზე მოსმენილი თუმცა ეს. ისტორია იმდენ ემოციას იტევს პირადად ჩემთვის არ ვიცი რა უნდა ვთქვა ზუსტად რომ გადმოგცე რასაც ახლა განვიცდი. წაკითხვის შემდეგ მადლობა შენ. იმედია გაგრძელებასაც მალე ვიხილავ ????????????

ვცდილობ მალე იყოს გაგრძელებაც. ემოციურადაც რთული საწერია ჩემთვის… ძალიან დიდი მადლობა შეფასებისთვის და მადლობა რომ წაიკითხეთ

Daldoni Daldoni
არ ვიცი რას დავწერ მაგრამ..... იმდენი უდანაშაულო და ზვარაკად შეწირულია მთის დრომოჭმული და სასტიკი კანონებით.. ადათ წესები, რომლებიც ადამიანს სახეს აკარგვინებს ,წესების მახინჯი ინტერპრეტაციაა მათე ტვილდიანი რომელიც ზღვარს მიძძღმაა მისი სიბნელით სისასტიკით და არაკაცობით.. უჰჰჰ რთული წასაკითხი იყო მძაფრი მძიმე ემოციებით სავსე...არვიცი რამდენად შეძლებენ მარიამი და ალექსანდრე ამ ღრმა ტკივილიანი იარების მოშუშებას,არ ვიცი როგორი იქნება მარიამის ხვალინდელი დღე ..ნაღალატევი ,შეურაცყოფილი,ტრადიციებზე ოჯახის ღირსებაზე გაცვლილი და საკუთარ ღირსება დაკარგული, თუმცა გვარების შერიგება არშერიგების საკითხსაც უკვე ფასი დაეკარგა . ვფიქრობ ეს გათვლა ჰქონდა ეშმაკთან გარიგებულ მათეს. ნუ გიორგი ხომ სხვა განზომილებაა ,რატომ ,რისთვის ან როგორ უნდა შეძლო საკუთარ ამბიციას გადააყოლო საყვარელი ადამიანი ..მძიმე თავი იყო რთული ,ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, რთული იქნება მაგრამ იმედია ალექსანდრე მისი სიძლიერით მოერევა მისი და მარიამის პრობლემებს თუ დამახინჯებულ ცხოვრებას...

მადლობა რომ კითხულობ და მადლობა შეფასებისთვის. მარიამისთვის ნამდვილად ძალიან რთული გზა იწყება და ალექსანდრე უნდა იყოს ყველანაირი მარიამისთვის მზად. იმედია გაუძლებს… იმედია ორივე გაუძლებს.

 


№5 სტუმარი Mani

ამდენი დიდი ხანია არ მიტირია????

 


№6 სტუმარი სტუმარი მაკა

ეს რა იყო ვღვარე ცრემლები მაგრამ ეს რა რეალობა როდის უნდა დასრულდეს ქალზე ესე არადამიანური ძალადობა რა ცოდოა მარიამი არ ეყოთ ტრადიციებს რომ შესწირეს მსხვერპლთა აქეთ ნამუსი ახადა იმ არაკაცმა მათემ გიორგიზე ხომ სიტყვები არ მყოფნის მშიშარა არაკაცი გოგომ თავი გაწირა მის გულისთვის და მან რა გაუკეთა მოკლეთ ველი გაგრძელებას სულმოუთქმელად მადლობა მწერალს❤️❤️❤️❤️❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი თათია

ვაიმე სასწაული იყო, რამდენი ვიტირე… საოცრად წერთ და გადმოსცემთ პერსონაჟების მდგომარეობას. მადლობა ამ ისტორიისთვის და მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას. ძალიან გთხოვთ დიდხანს არ გვალოდინოთ…

 


№8 სტუმარი სტუმარი ხათუნა

მძიმეა, ნუთუ სვანმა კაცმა ქალის გაუპატიურება იკადრა? ან ეს რა წესია - აკვანში დანიშვნა? ეს მთიან რეგიონებში რატომ ხდებოდა? მარტო სვანეთში არ იყო ეს საშინელი წესი. ტკივილიანი ისტორიაა, თუმცა იმედიანიც. მადლობა ავტორს და ველი გაგრძელებას

 


№9 სტუმარი ეთული

თუ შეგიძლიათ მალე დადეთ მომდევნო თავი.ძალიან მინდა გავიგო როგორ იქნება მარიამი და ალექსანდრე როგორ დაძლევენ ამ რთულ პერიოდს.რაც მთავარია მათეს სასჯელი როგორი იქნება

 


№10 სტუმარი სტუმარი ნინო123

ემოციურად ძალიან მძიმე წასაკითხი იყო.. ცრემლები და ბურთი კიდე ყელში მაქვს გაჩხერილი. რას გრძნობს ადამიანი მაშინ , როცა ფეხს შეგაწმენდენ, ტალახში გაგსვრიან მართლაცდა ზვარაკად შეწირული მარიამი... რამდენად სულმდაბალი უნდა იყო ადამიანი გინდოდეს ომი და ამისთვის საკუთარ შვილს იყენებდე. არ გადარდებდეს ის ფაქტი, რომ შვილმა ხელები სისხლში გაისვარა და კმაყოფილებას გრძნობდე იმით, რომ საწადელს მიაღწიე , ომის საწადელს.. არ ფიქრობს შვილზე , რიმელსაც მოსაკლავად ეძებენ, მხოლოდ კმაყოფილება საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად... როგორი რთულია დაწერო ეს ყველაფერი და გადმოსცე მკითხველს ზუსტად ის ემოცია რაც მივიღეთ კითხვისას... ველოდები გაგრძელებას... წარმატებები!!!

 


№11 სტუმარი გოგო

გთხოვთ მალე დადეთ მესამე თავი. უყვე ყოველ წამს ვამოწმებ heart_eyes heart_eyes

 


№12 წევრი მერიემ

გოგო
გთხოვთ მალე დადეთ მესამე თავი. უყვე ყოველ წამს ვამოწმებ heart_eyes heart_eyes

მადლობა რომ წაიკითხეთ. მაქსიმუმ ერთ კვირაში იქნება ფინალური თავი

 


№13 სტუმარი სტუმარი ნინო

ცრემლები ღაპა-ღუპით მცვივა, კითხვა რომ დვამთარე მერეც, მძიმე ისტორიაა.
ველოდები დასასრულს. რა ემოცია და გრძნობები გამოიწვია ჩემში შემდეგ დავწერ. წარმატებას გისურვებ.

 


№14 სტუმარი li

რამდენ ხანში იქნება მესამე თავი?

 


№15 სტუმარი სტუმარი ანიტა

საოცარი ისტორიაა მალე დაგვიდეთ გაგრძელება ცრემლებს ვერ ვიკავებ ეოგორი მძიმეა და რელურთან მიახლოვებული

 


№16 სტუმარი სტუმარი სტუმარი

შემდეგი თავი როდის იქნება? :) ძალიან კარგად წერთ :)

 


№17 სტუმარი ახალი თავი

აუ რა წესია ყოველდღე ვამოწმენ რო დაამატოთ ახალი თავი????????????????????

 


№18 წევრი მერიემ

რამდენიმე დღე ისევ დამჭირდება,ჩემო საყვარლებო. ბოდიში, დაგვიანებისთვის.

 


№19 სტუმარი სტუმარი თათუ♡

როდის იქნება ახალი?

 


№20 სტუმარი სტუმარი ანა

რამდენ ხანში იქნება მესამე თავი?

 


№21  offline წევრი TAKOTAKO123

3 როდის იქნება

 


№22 სტუმარი ეთული

დამელია სული მესამე ნაწილის ლოდინისგან

 


№23 სტუმარი მომლოდინე

1კვირაც გავიდა და უკვე თვეც რა წესია? ამდენი ადამიანი გიწერთ დადეო

 


№24 სტუმარი მადონა

როდის დაიდება სრულად?დავილიე ლოდინით.

 


№25 წევრი მერიემ

მეგობრებო, წერის პროცესშია. 20 აპრილს დავდებ. ასე ჩემს თავსაც ვუწესებ დედლაინს :). ბოდიშით დაგვიანებისთვის :((

 


№26 სტუმარი Ana

Rodis dadebt momdevno tavs?

Ui axla vnaxe tqveni komentari.

 


№27  offline წევრი TAKOTAKO123

როდის დადებთ ახალს?

 


№28 სტუმარი არ ვიცი

ხვალლ იქნება ხო? :)

 


№29 სტუმარი ვარსკვლავი

არ დებთ დღეს ? :(

 


№30 სტუმარი სტუმარი კესო

დაიდება დღეს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent