შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ატმისფერი ( თავი 10 )


18-03-2024, 03:05
ავტორი რუსანა
ნანახია 3 242

თავი 10

ბოლო დროს ლიკუნას ოთახი მის
თავშესაფარად იქცა . ყველაზე მეტ დროს იქ ატარებს.
-რა გჭირს ნუცა , არაფერიო არ მითხრა .
-კარგი რა .
-ნუცა ცუდი მატყუარა ხარ. მეც ხომ შენი მეგობარი ვარ ? შეგიძლია მითხრა .
-ლიკუნა არ ვიცი რა ვქნა . _საწოლზე თავით დაემხო მის გვერდით. - კახა მომწონს , კომფორტია , ისეთი თბილია , ყურადღებიანი , მაგრამ სულ იმაზე ვფიქრობ რომ შეიძლება ეს არაა სიყვარული . როგორია სიყვარული ? შენ ხომ გყავდა შეყვარებულები?
-ბევრი არა , მაგრამ საკმარისი იმისთვის რომ გითხრა , სიყვარულმა და უაზრო ეჭვებმა ჩამაგდო ამ დღეში . წვავს , სიყვარული წვავს ნუცა. რომ შემეძლოს ყველაფრის თავიდან დაწყება მხოლოდ სიმშვიდეს და უსაფრთხოდ ყოფნას ავირჩევდი.
-მაგრამ როგორ გავიგო თუ მიყვარს?
-სულ მასზე ფიქრობ, როცა გიახლოვდება თავს ისე უნდა კარგავდე რომ გარშემო ვეღარაფერს გრძნობდე და ხედავდე . თვალს ვერ უნდა აშორებდე და უცნაური დამოკიდებულება უნდა გქონდეს აი მაგალითად ისეთი რააღაცები აღარ უნდა გადარდებს რაზეც ადრე იტყოდი რომ შეუძლებელია ამას არ ვიზამო.
-გაჩუმდი ლიკუნა . _ უცბად წამოიყვირა , იმის გააზრებისას რომ კრიტერიუმში ირაკლი ჩააატია..
- კარგი . მაშინ ის მითხარი ირაკლიზე რას ფიქრობ?
-არაფერს . _გაბრაზებული ტუჩს იკვნეტდა .-საერთოდ არაფერს. შენი ძმა , საშინელი , ცივი , ყინულის ლოდია . იდიტი , საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავს და მალე ალბათ საკუთარი ნარციზისმისგან ისევ საკუთარი თავი შეუყვარდება . ვერასდროს იგებ რა უნდა . მარტო მე კი არა მემგონი თვითონაც არ იცის .
-ნუცა ._ჩაახველა ლიკუნამ.
-რა , არა შენი ძმაა , გასაგებია , მაგრამ სიმართლეა . მე ეს შემიძლია . _სცადა უხეში ხმა მიეღო. -მე , მე ეს ყვავილები არ მომწონს , ხეები არ მოწონს , ნაძვისხეც კი არ მოწონს . საჭმელი არ მოწონს . ადამიანიები არ მოწონს . არაფერი არ მოწონს საერთოდ არაფერი . _ისე სწრაფად მიაყარა წინადადებები ერთმანეთს ვერც შეამჩნია რომ ლიკა ანიშნებდა უკან გაეხედა. -ეგოიზმის რომელ ხარისხშია ვერ გეტყვი , საკუთარი თავის გარდა არავინ და არაფერი მოსწონს . უფლება რომ მისცე ჰაერსაც კი შეუწყვიტავდა ადამიანებს რომ არ ვისუნთქოთ .
-მმ ,აქამდე ვფიქრობდი რომ შენ მომწონდი , მაგრამ მართალი ხარ , ჩემი თავი უფრო მომწონს , შენგან განსხვავებით ნაკლებს ვლაპარაკობ.
- აჰა ეხლა ლაპარაკსაც ამიკრძალავს . _დაუფიქრებლად წამოიყვირა და ორივე ხელი პირზე აიფარა რომ კიდევ რამე არ ეთქვა და შეტრიალებაც ვერ გაბედა . ისედაც მიხვდა ზურგის წვით რომ თვალებით ბურღავდა .
-ლილი გირეკავს ლიკუნა და შენ რომ არ პასუხობ მერე მე მიწყობს ჯოჯოხეთს .საიდან გაიგო ჩემი ნომერი არ ვიცი .
-დავურეკავ. _ენას კბილს აჭერდა ლიკუნა რომ არ გასცინებოდა . ალბათ ირაკლისაც რომ დაენახა რა სახე ჰქონდა ნუცას , გულიანად გაიცინებდა , თუმცა დიდად არ გამოუხატავს ინიციატივა , კარში გასვლისას ერთხელ კიდევ აავლო თვალი და ჩუმად გავიდა .
- ერთ დღეს ნამდვილად მომკლავს.
- არ მოგკლავს , უბრალოდ გაწვალებს . ერთობა .
-ანუ მე გასართობი ვარ. _იწყინა გოგომ .
-კი , დიდად არ შეუძლია გრძნობების გამოხატვა , ამიტომ თავისებურად ცდილობს რა.
რომ იცოდეს ლიკუნამ როგორ კარგად გამოხატა გრძნობები მაშინ როცა აკოცა და მაშინაც როცა უარყო ?ასე არ გაამართლებდა . რამდენი საიდუმლო დაუგროვა ამ ერთმა ადამიანმა ? რამდენი ტყუილი ათქმევინა , მიუხედავად იმისა რომ გამუდმებით სიმართლეს ეუბნება თვითონ.
ირაკლი ცვლის მას .
ეთამაშება .
აბნევს.
ერთობა .
მართალია ირაკლია ის ადამიანი ვის გამოც გამუდმებით ცდილობს ბოდიში მოიხადოს, ვისთანაც გამუდმებით ცდილობს სადღაც კუთხეში მიიმალოს ნამდვილი ნუცა. ირაკლის გამო პირველივე უერთიერთობაში იტყუება. როგორი უსამართლოა კახასთან ,არ იმსახურებს ასეთ მოქცევას , უკვე ლოდათ აწევს მასთან გაბმული ურთიერთობა , იყენებს მასაც და მანამ სანამ საკუთარ გულს უფრთხილდება სხვისას სტკენს . იქნებ სწორედ ეს აწუხებს კახასთან ურთოერთობაში რომ ატყუებს ? სიმართლე , ყოველთვის შვებაა იყო მისთვის .
-უნდა წავიდე . _ფეხზე წამოხტა .
-სად მიდიხარ ? ნუცა რამე სისულელე არ ქნა .
ისეთი სისწრაფით ატრიალებდა , პედლებს , როგორც მისი გული ცემდა . მილიონჯერ მაინც დაალაგა წინანდადება როგორ და რა უნდა ეთქვა კახასთვის . ეტყოდა რომ არ უყვარს , მაგრამ უნდა რომ უყვარდეს, რომ თავს ყველაზე მშვიდად და დაცულად გრძნობს მასთან , რომ ზუსტად იცის მთელმა სამყარომ რომ მიატოვოს კახა მაინც იქნება მასთან და ისევ ისე გაუღიმებს როცა რაღაც სისულელეს ამბობს . ეტყვის რომ პასუხს მათ ურთიერთობაში კი არა , სხვაგან ეძებდა. ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა და კიდევ კარგი რომ ირაკლიმ კარი გაუღო და გამოუშვა . ეტყოდა რომ ირაკლიმ აკოცა , მაგრამ არანაირი საერთო არ ჰქონდა მასთან . იცის ამ დროს იმ ახალ მანქანის სახელოსნოშია რომელიც ახალახანს გახსნა და ძირითად დროს საკუთარ პატარა ოფისში ატარებს . იქვე კართან მიაყუდა ველოსიპედი და არც შეუმჩნევია როგორ უყურებდნენ დანარჩენი თანამშრომლები . კიბეზე ენერგიულად აირბინა და საკუთარი გულის ცემა ყურებში , შემაწუხებელმა ხმამ გადაფრა.-კახა რაღაც უნდა გითხრა . _კარი დაუკითხავად შეაღო და გარკვევით დაინახა როგორ დაიწია უკან ერთი ნაბიჯით აზალგაზრდა ქალის წინ ასვეტილმა მამაკაცმა და სწრაფად მოაშორა ჯერ კიდე მის ყელზე შერჩენილი ხელები .
-ნუცა . არ გელოდი
- ვხედავ . _ოდნავ გაუღიმა და თვალები აეწვა .
-მე დაგტოვებთ. _სწრაფად მოძებნა კუთხეში მიგდებული ჩანთა ქალმა და დაუმშვიდობებლად გავიდა.
-ნუცა არ მინდა არასწორად გაიგო.
- არა არ გავიგებ, არასწორად როგორ გავიგებ დავინახე .
-ნუცა , არასწორად იგებ . მე და ეკა რამოდენიმე თვე ვხვდებოდით და დავშორდით მას შემდეგ რაც შენ შემოხვედი ჩემს ცხოვრებაში. არ ვიცი როგორ აგიხსნა მაგრამ . არ უნდა გაბრაზდე . მხოლოდ შენი ვარ . ერთი კოცნის გამო ხომ არ..
-მაშინ არც შენ გაბრაზდები თუ გეტყვი რომ ირაკლის ვაკოცე ?_ფრაზა არ დასრულებინა ისე მიახალა. - კახა იმ სიმართლის სათქმელად მოვედი რომელიც შენამდე იყო, მაწუხებს და ვერაფრით გადავწყვიტე რას ვგრძნობ , მაგრამ არ მგონია დიდად იტანჯებოდე ჩემი ორჭოფობის გამო სწრაფად გიპოვია..
-რა ქენი ? _ერთი სიტყვა არ გაუგია , ირაკლის კოცნის შემდეგ კახას .
-მე არაფერი , შემეშინდა და აბაზანაში დავიმალე. _გულწრფელად გასცა კითხვას პასუხი მაგრამ კითხვა სხვა პასუხს მოითხოვდა . უნდოდა კიდევ ერთხელ გაეგო ხომ არ მოესმა.
- შენამდე იყო. სულ თავიდან როცა , როცა გავიცანი.
-სულ თავიდან ? _თვალები დახუჭა კახამ .- სიმართლეა რასაც ამბობენ . უყვარხარ.
-არაა . _წამოიყვირა ნუცამ .მიხვდა დრო იყო ბოლომდე დაცლილიყო რომ გათავისუფლებულიყო ტვირთისგან . -იცი გუშინ , ვცდილობდი გამერკვია რას ვგრძნობ . მაპატიე , მე თვითონ მინდოდა რომ _გაგრძელება ვერ შეძლო ცრემლებმა შეაწყეტინა სიტყვა .-არც კი შემეხო გეფიცები . -გაჭირვებით დაამთავრა .
-უყვარხარ . _შუბლზე თითს ისმევდა და ცდილობდა ნერვები შეეკავებინა რომ ყვირილი არ დაეწყო .
-არა .
-კი ნუცა , უყვარხარ . უყვარხარ და იმიტომ აკეთებს იმას რასაც აკეთებს . ბავშვთა სახლი , პარკები . უყვარხარ და როცა ირაკლის უყვარს შეუძლია მთები უკუღმა დადგას .
-რას ბოდავ კახა . სისულელეა .
-მე ვბოდავ? _ნერვებმა უმტყუნა და მაგიდას ხელი მიჰკრა. - მე ვბოდავ ? იქნებ მთელი ქალაქი ბოდავს . მე რომელსაც მეგონა რომ მხოლოდ ამოგიჩემა . მე რომელსაც მეგონა რომ შემეძლო შენი ნდობა რადგან ვიცი როგორი სუფთა ხარ და ვიცოდი არასდროს დათანხმდებოდი . რადგან გართობის მეტი არაფრის მოცემა შეუძლია, საკუთარი ნებით მიხვედი მასთან .
-ჯერ კიდევ გუშინ მითხარი რომ შემეძლო მეფიქრა , არ ავჩქარებულიყავი .
-ჯერ კიდევ გუშინ მეგონა რომ შენს თვალში ერთი გაზულუქებული კაცი იყო . რომელზეც ფიქრობდი რომ გრძნობები არ აქვს .
-ასეა .
-ხო და გილოცავ, მაგ კაცს უყვარხარ .უყვარხარ და იმიტომაა უანგარო ანგელოზი შენთან უყვარხარ და საკუთარი თავისთვის ვერ ემეტები .
-ამის მოსმენა არ მინდა . მე აქ ჩვენზე სალაპარაკოდ მოვედი კახა.
-რომელ ჩვენზე ნუცა? აქ და ახლა ჩვენ ვართ , შემდეგ იმ წყეულ სახლში დაბრუნდები და შენ და ირაკლი გახდებით?
-შეურაწყოფას მაყენებ . _გული ისე უჭერდა უკვე სუნთქვა უჭირდა და მხოლოდ მაშინ გაანალიზა კახამ რომ ყვიროდა.
-ნუცა , მიყვარხარ . ისე მიყვარხარ როგროც სიცოცხლე და ვიცი რომ მზად ვარ მთელი ცხოვრება შენთან გავატარო , მაგრამ შენ ? შენ რა გინდა . რას ეძებ , ნუცა . გენდე , პატივი ვეცი შენს არჩევანს. საკუთარი ხელით გტოვებდი იმ კაცის სახლში რომელსაც ალბათ სიცოცხლეზე მეტად ვძულვარ და უნდა რომ მატკინოს . ახლა მოდიხარ და ისე მეუბნები სიმართლეს თითქოს მადლობა უნდა გადაგიხადო რომ ჩემს მტერს რამის კლავებში ჩაუვარდი და ღირსება ეყო რომ არაფერი ქნა . მითხარი რას ელი ჩემგან , რა უნდა გიპასუხო ? რა უნდა ვქნა . ყიველ საღამოს ისევ იქ დაგტოვო ბედნიერმა იმ იმედით და ფიქრებით რომ ერთ ღამეს შენ ან მას ნებისყოფა უმტყუნებს ? რა ჯანდაბა გინდა ამიხსენი ნუცა ?
-მე არ ვიცი. _უკვე გულამოსკვნილი ტიროდა.
-გითხარი , რომ მიყვარხარ , მილიონჯერ გითხარი. გითხარი რომ მზად ვარ ხვალვე დავქორწინდეთ , მაგრამ რა ხდება მაგ პატარა თავში ვერ ვიგებ . _ ძალაგამოცლილი დაეშვა კუთხეში მდგარ სავარძელში და ფანჯრისკენ გაიხედა.
-მეც მინდა რომ მიყვარდე , მაგრამ არ ვიცი როგორ მივხვდე, შეცდომის მეშინია. ტკივილის მეშინია.
-თუ არ სცადე ნუცა ვერც ვერასდროს გაიგებ. თუ შეცდომა არ დაუშვი ვერასდროს ისწავლი , ტკივილები გვაჩვენებს გრძნობის სინამდვილეს ნუცა.
-მაპატიე კახა , მაგრამ მეშინია . _აკანკალებული ხელი თვალებზე გაისვა .
-არ გადანაშაულებ . პირიქით , კარგიცაა ასე რომ უფრთხილდები საკუთარ გულს , მაგრამ სამუდამო არაფერია ნუცა . არც სიყვარული , არც ტკივილი როსიც ასე ძალიან გეშინია. მინდა რომ გააზრებული იყოს ჩემსკენ გადმოდგმული ყველა ნაბიჯი.
-მე ვიცი რომ იდიალური ქმარი იქნები ,მაგრამ მინდა რომ მიყვარდე .
-როცა გადაწყვიტავ ისევ აქ მიპოვი ნუცა . არჩევნის გაკეთება თუ არ გინდა აქ და ახლავე , მაპატიე მაგრამ ის კაცი ვერ ვიქნები საყავრელ ქალს სხვა კაცის კარზე რომ ტოვებს ყოველ საღამოს. _ცივად აარიდა მზერა გაფითრებულ სახეს, ცრემლებისგან დასველებულ ყელს და აკანკალებულ თითებს . -წადი ნუცა.
-არ მინდა. _თავი გაქნია უარყოფის ნიშნად .
-მაშინ სამუდამოდ დარჩი . _ მტკიცედ გაუსწორა მამაკაცმა თვალი .- მე გავცემ პასუხს ჩემს კითხვას . არ შეგიძლია. იმდენად წმინდაა შენთვის შენი გული და სხეული ჩემთანაც კი არ შეგიძლია დარჩე . არ მესმის წამით მაინც როგორ დაუშვი ირაკლისი ყოფილიყავი.
-მისი არ ვარ . _მძიმე ნაბიჯებით გავიდა კარში .
-ჯერ არა ნუცა . ჯერ არა . _ისეთი ღრიალით წამოვარდა ფეხზე და წმში გადაუარა ქარიშხალივით ახალ მოწყობილ სამუშო ოთახს .
-იცი რა ? _კარს მთელი ძალით მიაწვა და კაცს წინ აესვეტა . -შენზე რას იტყვი იმის გამო რომ მიბრაზდები რაც შენამდე იყო?
-უკვე გითხარი რომ ..
-რომ რა ? მე იმისთვის ვარ დამნაშავე რომ გრძნობებში გარკვევას ვცდილობდი, მაგრამ შენ უკვე კარგად გარკვეული გაქვს , სახლში ნუცა , სამსახურში სხვა ?
-ბოდავ .
-იცი რა , არაფერი არ გამოვა . არ მინდა . _თავი ისევ ტირილით გააქნია . -მარტო უნდა ვიყო . კარგად ვართ მე და ჩემი თავი მარტო ასე არავინ მტკენს და არავის არაფერს ვუშავებ . მაპატიე , მართლა მინდოდა რომ რამე გამოგვსლოდა .

მთელი საღამო ეტირებოდა და ბოლოს
ისე დაიღალა ტირილის ძალაც აღარ ჰქონდა , არც ჭამა უნდოდა და ვახშამზც არ მისულა , პირველად დაიძინა 8 საათზე და დილამდე ეძინა . დილით მაღვიძარასაც კი არ მიაქცია ყურადღება . გვერდი იცვალა და ძილის გაგრძელებას აპირებდა , რომ გაახსენდა ახალი წელი ანდო უჟმურმა , მერე ქეთო უნდა ენახა რადგან ტელეფინით საუბრისას დიდად ვერაფერი გააგებინა , მხოლოდ ტიროდა . წავა ცოტა გულს მოიოხებს, რამე სასაცილოს ეტყვის და მერე ალბათ მისი გონებაც და გულიც ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება . ალბათ არა , უნდა დაუბრუნდეს . სტკივა ასეთი მდგომარეობა . მას კი სიკვდილივით ეშინია ტკივილის. მთელი დღე , ლიკუნასთან იყო . არაფერს აკეთებდა გარდა ფიქრისა რა ხდებოდა მის თავს . ერთი სიტყვა რ გაუგია რას ელაპარაკებიან ამ ბოლო დროს , გამუდმებით საკუთარ თავზე ფიქრობს და ესეც არ ჰგავს მას . შეუძლებელია ადამიანები ასე სწრაფად იცვლებოდნენ . არ უნდა რომ შეიცვალო . სულ ის ცვლიდა ყველას , მამამ ასწავლა
რომ საკუთარ თავი არ უნდა ანდოს არავის რადგან სხვები გამუდმებით ცდილობენ თავისნაირები გაგხვადონ . თუ უნდა ნამდვილი ნუცა იყოს, ის უნდა გააკეთოს რასაც მისი თუნდაც გამოუცდელი გული ეუბნება . ასე საკუთარ თავს საჯიჯგნად ვერ მიუგდებს სხვების რჩევებს . მისი გული ამბობს რომ სიყვარული უნდა , მთელი სხეული თუ გონება სთხოვს. მასაც უნდა იცოდეს რა არის ბედნიერება , როცა დილით საყვარელ
ადამიანთან იღვიძებ , როცა მასთან ერთად იძინებ , სეირნობ ,ფილმს უყურებ და უბრალოდ იცინი . თუმცა ერთი რამე იცის რომ ის მას რაც უნდა არ არსებობს . ვინმე ატკენს , მიატოვებენ , კიდევ ერთხელ მიატოვებენ , გატეხილი გულით და არაფრით ხელში .მშიშარაა ალბათ , ისეთი მშიშარა რომ თუნდაც წამიერ ბედნიერებას სამუდამო სიმარტოვე ურჩევნია. დასიებულ
და შეწითლებულ თვალებს ისრესდა და უაზროდ მიშტერებოდა ბალიშს რომელსაც ლიკუნა ეხუტებოდა .
-უფროდაუფრო ცუდად ვარ . _ბალიშს მოუჭირა ხელები .-ყველა ძვალი მტკივა ისიც კი რომელსაც ვერ ვგრძნობ. _ამოიკვნესა ლიკუნამ
- უნდა გაუძლი . _სიბრალული ვერ დაფარა ნუცამ .
-კარგი ისაა რომ რამდენიმე დღეში ახალიწელია და იქამდე დამასვენებენ , ცუდი ისაა რომ დალევა არ შემიძლია .
-სასმელზე დარდობს მარტო ?
-გამარჯობათ გოგოებო, შეიძლება ? _კარში
შემოყო თავი და პასუხს არ დალოდებია ისე შემოვიდა . პირდაპირ საწოლზე შემოსკუპდა და გაუღიმა. გრძელი თამა ზურგზე გადაიყარა კიმიმ და ყურებამდე გაუღიმა -მოვიწყინე . ირაკლი სულ მუშაობს , მეგონა ცოტას დაისვენებდა , მაგრამ როდის იყო ისვენებდა ?
-დიდი ხანია შეყვარებულები ხართ? _ინტერესს ვერაფერი მოუფიქრა ნუცამ .
-შეყვარებუები არ ვართ ?
-არა? _თვალები გაუფართოვდა ნუცას .
-საყვარლები ვართ. _ამაყად განაცხადა და ლიკუნას სიცილში აყვა , ნუცას სახის დანახვისას.
-რა სხვაობაა ? _თითქმის ჩურჩულით დასვა კითხვა .
-სხვაობა ისაა რომ ხანდახან დიდების თამაშს ვთამაშობთ , მაგრამ მეტი არაფერი არ გვაკავშირებს._ისე დაუმარცვლა როგორც პატარა ბავშვს . -ნუცა ძაან საყვარელი ხარ რა გავაკეთო.
-მადლობა , მაგრამ .. მოიცა მოიცა , ანუ ერთმანეთს ხვდებით , მერე ერთად წვებით .
-ხან ვდგავართ . _სიცილს უმატა კიკიმ .-მერე მე ჩემი ცხოვრება მაქვს , იმას თავისი.
- და როგორ გამოგდის? თუ არაფერს გრძნობ როგორ მოგწონს როცა .. როცააა დიდების თამაშს თამაშობთ?
-როცა სექსი გვაქვს ? მმმ , პირველი სიყვარული საჭირო არა ადამიანთან რომ გინდოდეს , ვნებას სიყვარულთან არაფერი აქვს საერთო. მეორე ძალიან მდიდარია და მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა რომ დიდების თამაშს იდიალურად თამაშობს . _თვალები დახუჭა და ენა კბილებში მოიქცია. ხანდახან ასეთი ურთიერთობა საკუთარი თავისთვის ყველაზე კარგი გამოსავალია იცი ? არანაირი ვალდებულებები არანაირი კონფლიქტი და ტკივილი . თავიდანვე იცი რა გინდა და არ აგებ ოცნებებს და მერე მიწაზე ისე არ ეცემი რომ ფეხზე ადგომა გიჭირს . ჩემთვის ასეა კომფორტული და მისთვისაც . სულ ესაა.
-ჩემს ძმაზე ლაპარაკობთ იმედია ხვდებით.
-აჰამ შენი ძმა ჩემო საყვარელო იდიალური საყვარელია.
-ვერაფერი გავიგე._თავი გააქნია ნუცამ . -ვერ ვიგებ უსიყვარულოდ როგორ გამოგდით.
-უსიყვარულოდ? არანაირი ვალდებულები და მაინც ჩემი ყველაზე კარგი მეგობარია, შეუძლია ჩემთვის ადამიანი მოკლას და გაჭირვებაში ზურგი გამიმაგროს. განა ასეთი მნიშვნელოვანია ის შეშლილი გრძნობა? საკმარისია ის რაც მაქვს . სიყვარული რისკია , ან გიმართლებს ან არა.
- ამ ქალაქში სად შეიძლება გართობა ? არაფერია? კლუბი , ბარი . _უცბად შეცვალა საუბრის თემა კიკიმ .
-არა.
-საერთოდ არაფერი ? რესტორანიც არაა სადაც შეიძლება ცოტა ჭამონ, დალიო მუსიკას მოუსმინო.
- რესტორნები კი არის ძალიან ბევრ.
-მოდი წავიდეთ . _ფეხზე წამოხტა კიკი.
-სად რესტორანში ? ახლა ?_თვალები დააჭყიტა ლიკამ .
-საღამოს . ვხედავ სულს სახლში ხართ , ლიკუნა უნდა გავერთოთ , მალე ახალი წელია . მე და ჩემი დაქალები 1 კვირით აადრე ვიწყებთ ხოლმე .
-მე თანახმა ვარ . ოღონდ მარტო გოგოები და ვინც ჩემს ექიმს ეტყვის რომ დავლიე ახალწლამდე ვერ იცოცხლებს .
-მე ვერ წამოვალ . _თავი გააქნია ნუცამ . -დღეს ქეთო უნდა მენახა .
-არ ვიცი ვინაა ქეთო , მაგრამ ეგეც მიგვყვავს. _ფეხზე ენერგიულად წამოხტა კიკი და კარისკენ გაიქცა . -უნდა მოვემზადო , 6 ზე გავდივართ. ხო და ნუცა ._კარში წამით შეჩერდა. -დამიჯერე არავინ , არავინ იმსახურებს ასეთ დასიებულ
თვალებს . ტირილი ამშვიდებს , მაგრამ სიტყუაციას არ შველის. ხანდახან იქ ვეძებთ შვებას სადაც არაა , ჩემო საყვარელო. ჯერ ძალიან პატარა ხარ . წინ კიდევ უამრავი ესეთი ისტორია და შეყვარებული გელის.
-არ მინდა . _მხრები აიჩეჩა ნუცამ . - სულ მარტოობა მინდა . მარტო კარგად ვარ .
- ესეც კარგი შეშლილია . იცი რომ ირაკლი ეჭვიანობს ? _შეპარვით სცადა ეთქვა ლიკუნას .
-ისეთი ლამაზი ქალია , რატომაც არა ?
-დებილო ამაზე კი არა , შენზე ეჭვიანობს .
-არ დაიწყო გთხოვ შენც რა .
-იცი გუშინ ვახშამზე რომ არ მოხვედი თვითონაც არ ივახშმა . ალბათ იფიქრა რომ
კახასთან ერთად იყვავი ისევ . დილას საუზმეც გამოტოვე..
-მერე რა , ისედაც არაფერს ჭამს .
-ვხედავ როგორ გიყურებს ნუცა. დებილი კი არ ვარ . სულ
ცუდ ხასიათზეა როცა აქ არ ხარ ნუ ხასიათით არც მანამდე გამოირჩეოდა , მაგრამ რაც მომიყევი აი კახამ რაც გითხრა მგონი მართალია იცი ?
-არა , არაა მართალი . შენს ძმას მარტო ერთი რამე უნდა და იმიტომ მიყურებს , იგივე ურთიერთობა რაც ამ ქალთან აქვს და თუ გაინტერესებს უკვე შემომთავაზა. რაც კახამ თქვა გაბრაზებული კაცის სიტყვებია , კაცის რომელიც იმის გამო მიბრაზდება რომ ვერ გავიგე , რომ სათანადო პასუხი ვერ გავეცი მის გრძნობებს . მართალიცაა. _ისევ ტუჩები დაბრიცა და ცრემლებს დაუთმო
გზა.- მართალიცაა, მეცხრე ცაზე ვცხოვრობ . ცისარტყელა მგონია
ცხოვრება . ყველაფრის მეშინია , ადამიანების მეშინია , ამიტომ ჯობია მარტო ვიყო. ნახე რა კარგად ვიყავი აქამდე, რაც ეს უაზრო შეყვარებულობანა დავიწყე სულ ვტირი. დავიღალე .
********

-სანდრო მოვიდა . _ფანჯარასთან მდგარმა გიორგიმ ამცნო ირაკლის . -დაა შენი ძმა .
-ძმა . რა უცნაური სიტყვაა. დივანზე გაწოლილმა ირაკლიმ თავისთვის გაიმეორა .
-ვა ვა ვაა. ხმაურით შემოვიდა სანდრო და სახლი მოათვალიერა .
-სად არი ალქაჯი ? _ ბექამ ფეხზე ხელი მიჰკრა ირაკლის და ანიშნა ადგილი გამითავისუფლეო . -ნუცააა , იცოდე თუ გიპოვე მოგკლააავ. _ხმამაღლა დაიყვირა ბექამ.
-შენს ადგილზე ასე არ გავრისკავდი ბექა . _თვალით ანიშნა ირაკლისკენ რომელიც ისევ უძრავად იწვა და თვალები ჰქონდა დახუჭული .
-ბექამ პირველი ხელფასი აიღო . _ ამაყად განაცხადა სანდრომ .
-23 წლის ასაკში. _თვალები გაახილა ირაკლიმ და წამოჯდა . - ალბათ ამაყობს ოჯახი .
-იცი , მაგარი ცინიკოსი ხარ ირაკლი . _ ნაწყენმა ძმას შეხედა . -ჩემი ბრალი არაა ყველაზე პატარა და საყვარელი რომ ვარ და ყველას ჩემი განებივრება უნდა. _შეიფერა ბექამ .
-ხო და სანდრომ ხელფასი აიღო და ნუცას დაქალი დაპატიჟა რესტორანში .
-რატო მანანდე დასაპატიჟებელი ფული არ გქონდა ? _ წარბი აწია ირაკლიმ.
- ირაკლი რატო გშურს მე რო ახალგაზრდა ვარ?
-ხო და იმ გოგომ დაადო თან მაგრად .
-3 თვეა მაგ გოგოს ვეჩალიჩები , სამი თვე და მაინც იმ დღეს მოუნდა ნუცას დარეკვა, ნუცააააააა გეფიცები მაგრად გცეეემ . არ გეყო სკოლაში რომ გამიმწარე ცხოვრება ხო ?
-ბექა ,ვეცდები ნაზი ვიყო მაგ თითების მომტვრევას რომ დამავალებს შენი ძმა . _გაუცინა გიორგიმ.
-მართალს გეუბნება შვილო, ორ რამეს არ ვეხებით ირაკლისას , მის ტანსაცმელს და მის ქალებს . ხო და რას ვამბობდი გადაწყვიტა გული სერიოზულ ხალთან მოიიხოს თან პირველი ხელფასი აღნიშვნას იმსახურებს .
-რაში აიღე ხელფასი გამახსენე ? _დანცინავად ახედა ძმას .
-ბაბუს კონიაკის ქარხანაში კომპიუტერების სპეციალისტი ვარ. რა ქვია ? სანდრექს დამეხმარე რა .
-პროგრამისტი იდიოტო . _თავში წამოარტყა სანდრომ .
-ისიც არ იცი რაზე მუშაობ?
-მაგარი ბოღმიანი ხალხი ხართ , გშურთ თან რომ ვმუშაობ და თან გართობა შემიძლია. ამას რესტოშიც არ შეუძლია ჭამა ყველა პირში უყურებს , რათ მინდა ძმაო ეგეთი ფული ქალიც თუ ვერ წავიყვანე ისე რომ ქვეყანამ არ იჭორაოს.
-იცი ჩემო ძვირფასო ძმაო , მაგის გარეშეც ვერ წაგიყვანია ქალი ასე რომ . _მხარზე ხელი დაარტყა ირაკლიმ. -რას დალევთ?
-იცი რას მივხვდი ? აშკარად დედის მხრიდან მოგყვებათ ეს საკუთარი თავის სიყვარული . _ცოტახნის დაკვირვების შემდეგ დაასკვნა გიორგიმ. -თორე მამები სხვა კი გყავთ .
-თქვენი არ ვიცი და სანამ ამის პირველ ხელფასს ბოლო თეთრამდე არ დავხარჯავ არ მოვისვენებ . ისე უნდა გაგიშრო სისხლი როგორც შენ მიმწარებ ძილს და ცხოვრებას შენი ფულის თხოვნებით. ირაკლის სასმლის იმედათ ვერ გამოძვრები და რადგან საღამოც თავისუფალია დაე გავერთოთ იქამდე სანამ ბექას საფულე არ იტირებს .
-მე თანახმა ვარ . _დაუფიქრებლად განაცხადა გიორგიმ .
-მეც თანახმა ვარ . იცი ახალ წელს არაფერი გიჩუქებია არასდროს . არ ვიტყოდი უარს ერთ საბანკო ანგარიშზე . _ირაკლის ამოუდგა გვერდით ბექა.
- გიშვილოს უკეთესი ვარიანტია ._დასცინა სანდრომ.
- მივდივართ ? _ხელები გაასავსავა გიორგიმ. - მშია. სად მივდივართ? ესეც თუ მიგყვავს მაგიდა უნდა დავჯავშნოთ.
-მაგიდა უკვე დაჯავშნილია. მაგიდა სადაც 3 ახმახთან ერთად ვიჯდები ლამაზი გოგოს მაგივრად.
-თქვენ წადით , რამე შეუკვეთეთ და მოვალ . ცოტახანში ვიდეო შეხვედრა მაქვს .


****
- მაგიდის დაჯავშნაც არ იცის ?
-აი გეფიცები ეხლა მაგრად ვცემ . _ზურგთან ჩურჩულებდნენ სანდრო და გიორგი .
-გეფიცებით დავჯავშნე . _რესტორნის შესასვლელში გაოგნებული იდგა ბექა. -თუ ძმა ხარ კარგად შეამოწმე რა.
-უკვე შევამოწმე , ყველა მაგიდა დაკავებულია.
-მაგრამ დავჯავშნე და რანაირად ?_ხელები გაშალა ბექამ.
-კოლეგას შევეკითხები. _ახალგაზრდა ბიჭმა ტელეფონი აიღო .
-მაინცდამაინც იმ რესტორანში რატო აიღე მაგიდა სადაც სულ რიგია? _იღრინებოდა სანდრო .
-იმიტო რო ყველაზე პრესტიჟულია და იდიაში შენთან არ მქონდა პაემანი.
-დაწყნარდით მეგობრებო ცოტახანში ირაკლი მოვა და სავარაუდოდ რესტორანს იყიდის მთლიანად . _გამხიარულდა გიორგი.
-სხვაგან წავიდეთ რა._ამოიოხრა სანდრომ .-არ მაქვს იმის თავი რა .
-გამარჯობათ , გამარჯობათ. _კარში ახალგაზრდა კაცი გამოჩნდა . -სანდრო როგორ ხარ ? _მეგობრულად გადაეხვია და დანარჩენებს თავის დაკვრით მიესალმა .
-ვა , გიო? როდის ჩამოხვედი .
-ორი კვირაა აქეთ ვართ რა მე და ნიტა . ახალწელს აქეთ უნდოდა შეხვედრა და ცოტა ვეხმარები მამასაც . ნახე რა ამბავია ტო ._რესტორანს გახედა.
-ბიჭო გადავსებულია ყველაფერი ამ სახალწლოდ მარა მაგაზე არ იდარდო ეხლავე მივხედავ მაგ ამბავს .
-უნდა მიხედო თორე სადააცაა ირაკლი მოვა და მაგის დაცინვას ვერ გავუძლებ.
-იცი რა ვერ გავიგე ? ყველაზე მაგარი მაგიდა დავჯავშნე _საუბარში შეერია ბექა.
-აი ეხლავე გაგირკვევთ მაგ ამბავს მარა , შემოდით ძმებო . სანამ სანდრო შესასვლელში საკუთარ ქურთუკს ტოვებდა უკვე დარბაზში შესული ბექა უკან გამოვიდა
- აქ არიან . ეს ნაგლები . ეხლა გავიგე რატო არ მაქვს მაგიდა . ნახე რა . _უკან შეტრიალდა და დაელოდა უკან მიყოლოდნენ სხვებიც .
-გეფიცები ხალხში რომ არ ვიყოთ , მაგრად გცემდი . _ზურგთან ამოუდგა სანდრო.-გიორგი , ამათ უყურე რა ._სანდრომაც ვერ დამალა სიბრაზე .
-შენც გიორგი ხარ ეხლა მივხვდი . _ერთმანეთს თითქმის ერთდროულად გაუმეორა ორივე გიორგიმ და მერე ზუსტად იმ მიმართულებით გაიხედეს სადაც სანდრო იყურებოდა.
-აჰ იმ წითურმა გვითხრა რომ მაგიდა მისმა შეყვარებულმა
დაჯავშნა ვინმე ბექამ. _უინტერესოდ ჩაუარა ერთერთმა მიმტანმა
-მარტო მე მგონია რომ დაქალებმა მაგრად დაგიჭირეს ძმები? _სწრაფად გამოიტანა დასკვნა გიორგიმ, წითური მხოლოდ მისთვის უცხო გოგო იჯდა და ძნელი მისახვედრი არ იყო ქეთა უნდა ყოფილიყო რადგან დანარჩენი ყველა ეცნო.
- თუ მჯეროდეს ._სანდრომ პირზე აიფარა ხელი .-იცი რა აი იქ ჩემი დეიდაშვილი ზის , სადაცაა თავის ძმაც მოვა , ხო
და ოთხი სკამი ჩაგვიმატე თუ ძმა ხარ.
-ეს ბექაა? . _ისევ გაოცებული იდგა ბექა და არანაკლები გაოცებული სახეები ჰქონდათ გოგოებსაც . -მაგარი ცუდი გოგოები ხართ რა .
-აქ რას აკეთებთ?სანდროო, რამდენი ხანია არ მინახიხარ. _ხელები გაშალა კიკიმ და კისერზე ჩამოეკიდა.
- ერთობით ? _ სიცილით გადმოხედა გიორგიმ ზემოდან . -დარწმუნებული ვარ ბიჭების გარეშე გინდოდათ აქ ყოფნა .
-ჩემს დაჯავშნილ მაგიდასთან . ცარიელი სკამი დადგეს თუ არა პირდაპირ ქეთასკენ მიაჩოჩა და გვერდით მიუჯდა .
-მე აქ დავჯდები . ლიკუნა მაინც არ დამითვლის ხინკლის კუჭებს . _კომფორტულად მოკალათდა გიორგი
-აქ ხინკალი არ აქვთ . _დაეჯღანა კიკი.
-რატო, ამ ქალაქში ძერსკები ხინკალს არ ჭამენ?
-ნუცა რა უყავით?
-ნუცას სადღაც უნდა გაეარა .
მალე მოვა.

******

-სულ რატომ ბნელა ამ ქალაქში ? _გაღიზიანებული გადავიდა მანქანიდან . - შეგიძლიათ წახვიდეთ , გიორგი აქაა. _უკვე ნერვებ მოშლილი იყო , მიუხედავად იმისა რომ ჯერ ფეხიც არ შეუდგამს რესტორანში . პიჯაკი შეიკრა და ის იყო ნაბიჯი უნდა გადაედგა , რესტორნის წინ მდგარი ძველი ტაქსის ფანჯრისკენ გადახრილ ქალის სილუეტს თვალი აავლო . მოკლე თეთრი ფრიალა კაბა გადახრისას ოდნავ მაღლა აწეულიყო და გამეტებით იჭერდა ხელით რომ უკანალი დაეფარა. ცოტახნისწინანდელმა სიბრაზემ გადაურა , წითელ
ქუსლიან ფეხსაცმელს უკვე თვლას ვეღარ სწყვეტდა და სპეციალურად იცდიდა რომ საკუთარი ინტერესის ადრესატი კარგად დაენახა , დიდხანა არ დაჭირვებია ლოდინი.
-ხურდა დაიტოვე , შოთა ბაბუ. _ჩვეული თბილი ხმით გამოემშვიდობა მძღოლს .
-რათქმაუნდა . _ამოიგმინა ირაკლიმ და თვალები იმ იმედით დახუჭა რომ გაახელდა იქ არავინ დახვდებოდა.-რათქმაუნდა შენ . _ჩაიდუდღუნა ირაკლიმ .გაჭირვებით გადადგა რამდენიმე ნაბიჯი ქუსლიანი ფეხსაცმლით გოგომ და პირდაპირ წინ დაუდგა , კაბა ქვემოთ დაქაჩა . მოკლე პიჯაკი კარგად შემოისწორა და მხრებზე ჩამოყრილ თმას ხელი გადაუსვა. -ნუცა? _ნაძალადევად გაუღიმა გოგომ
-გოგოებთან მოვედი.
-მივხვდი . ბიჭებიც აქ არიან .
-ააა. _მოწყენილმა ახედა რესტორანს. ოდნავ შესიებული თვალებზე მკრთალად ემჩნეოდა მაკიაჟი და მხოლოდ წითელი ტუჩსაცხი იქცევდა ყურადღებას . უცერემონიოდ აქცია ზურგი და კარისკენ ნელი ნაბიჯებით დაიძრა .-მძულს ესეთი ადგილები. _ბუზღუნებდა თავისთვის.
-შენ წარმოიდგინე მეც ._უკან მიჰყვებოდა ირაკლი და ყელგამშრალი ათვალიერებდა . ფეხების კაკუნით და ტანის რხევით როგორ მიდიდა .
-რატომ არ შეიძლება ნორმალურად ჩაცმულები მოვიდეთ. _წუწუნს აგრძელებდა და ნუცა და გაჭირვებით ადგა კიბეზე ფეხი .-არა არ შემიძლია , მეორე საფეხურზე შეჩერდა და ჯერ ერთი ფეხსაცმლიდან ამოყო ფეხი მერე მეორედან .შიშველი ფეხებს კმაყოფილმა გადმოხედა. ფეხსაცმელები ხელში მოიქცია და თითქმის სირბილით აუყვა დარჩენილ საფეხურებს , კიბის ბოლოში გაჩერდა და მამაკაცს რომელიც სულაც არ ჩქარობდა ზემოდან დაუწყო თვალიერება .ყოველ მოძრაობას აკვირდებოდა , კარგად დავარცხნილ თმას , განიერ მხრებს . ჯიბეში ჩაწყობილ ხელებს და სახეს რომელზეც არაფერი იკითხებოდა. სიმპათიურია ვერ დაუკარგავსვიდიალურ გარეგნობას. შეუძლებწლია ვინმემ არ შეხედოს. გამორჩეულად წარმოსადეგია და სულ კარგად ჩაცმული. სახე აეწვა , ისე შერცხვა როცა მისი მზერა კარგად დაიჭირა ირაკლიმ და ოდნავ გაუღიმა.
-რა გადაწყვიტა შენმა ფიქრებმა , როგორ გამოვიყურები ? _ბოლო საფეხური რომ მილია , ამჯერად მან დაუწყო ზემოდან ყურება .
-რა ? _ოდნავ გაირხა , რომ გამოფხიზლდა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია . იმდენად ახლოს იდგა. დაბნეულმა მოავლო თვალი მიდამოს და უხერხულად ჩაახველა რამოდენიმე ადამიანს რომ მოჰკრა თვალი გარშემო. -ყველა იყურება.
-ცოტა ნორმალური მგონია ეგ ნუცა . ძნელია შენი კაბის სიგრძეს თვალი აარიდო.
-რა ჭირს ჩემს კაბას ? _კაბაზე დაიხედა .
- გარდა იმისა რომ გახდაც არ ჭირდება ? _ჩაეცინ კაცს .-ლამაზია . _კარის სახელური ჩამოწია და პირველი შეატარა .
-გამარჯობათ , მობრძანდით . _ახალგაზრდა ბიჭმა ფეხშიშველ ნუცას თვალი ავლო და მერე ისევ ფეხებზე დახედა .-გამოგართმევთ . _ნუცას პატარა მოსაცმელისკენ გაიშვირა თითი . სწრაფად დაალაგა იატაკზე ფეხსაცმელები და გაიხადა.როგორც ჩანს მხოლოდ კაბის სიგრძე არ იყო პრობლემა . წელიდან გაშლილი კაბა , ისე ჰქონდა წელამდე მორგებული და ისე უკვეთავდა მკერდს თვალს მარტო ირაკლი კი არა ვერც კარში მდგარი ბიჭი აშორებდა . სიმეტრიულად შეკრული ბანტები მხრებზე ლამაზად ჩამოჰროდა. თმა ისევ უკან
გადაიწია და დარბაზს გახედა . ხელს ლიკუნა და ქეთა უქნევდნენ . ნუცამაც ენერგიულად აწია ჰაერში ხელის მტევანი და ქნევა დაიწყო, მაშინ შენიშნა ჩუმად გამოპარული მზერა თითქმის ახლოსმდგარი ყველა მაგიდიდან და რომ მიხვდა ადრესატი ირაკლი იყო სწრაფად გადაწყვიტა გასცლოდა. პატარა ნაბიჯებით გაძვრა მაგიდებს შორის და მალე მეგობრებთან გაჩნდა ისე რომ დიდად არ უდარდია საკუთარ ფეხსაცმელებზე .
-ირაკლი , ამას ვის ვხედავ . საიდანღაც გამოვიდა გიორგიც და ხელი გაუწოდა . ბიჭო ყველაფერს მოვიფიქრებდი დღეს თუ გნახავდი და თან აქ ვერა.
-როგორ ხარ ? ნიტა როგორ გყავს?
-კარგად , კარგად . ახალწელს აქ უნდოდა და ვერ ვეუბნები უარს ვერაფერზე.
-დაქორწინება შენი იდია იყო .ნუ წუწუნებ .
-არა არ ვწუწუნებ ხო არ ღადაობ , 5 წელი ველოდე. _სიცილი აუტყდა კაცს . წამო ბიჭები გელოდებიან .
-ფეხსაცმელებიც წავიღო ბატონო ირაკლი? _ისევ გაუნძრევლად იდგა ნუცას მოსაცმელით ხელში ახალგაზრდა ბიჭი . ნუცას ფეხსაცმელებს გადმოხედა ირაკლიმ , ოდნავ გაუქნია თავი უარის ნიშნად და ორი თითი გამოსდო წითელ ფეხსაცმელებს . -ტუტუცი . დარბაზისკენ რომ შეტრიალდა მაშინ მიხვდა როგორ უყურებდა ხალხი და სიამოვნებით მოისვრიდა თითებზე კარგად ჩამოკიდებულ ფეხსაცმელებს მაგრამ სავარაუდოდ გვიანი იყო . რამოდენიმე უცნობმა გამარჯობაც კი უთხრა მათ მაგიდას რომ ჩაუარა .
-უი ჩემი ფეხსაცმელები . _წამოიყვირა ჯერ კიდევ ფეხზე მდგარმა ნუცამ . დაიხარა და გეომეტრიული სიზუსტით დაულაგა წინ ფეხსაცმელები ირაკლიმ
-საღამომშვიდობისა. _მაგიდას გადახედა .
-ახლავე მოიტანენ კიდე ერთ სკამს . გვერდიდან მოშორდა ბიჭი . ერთი ფეხი ჩაყო ფეხსაცმელში და მეორე უნდა ჩაეცვა რომ გადაუბრუნდა და მკლავზე ჩამოეკიდა ირაკლის. ისე მოუჭირა ხელები , თითები თვითონ ეტკინა. ოდნავ გადაიხარა და მეორე ხელი ფეხსაცმელს მიაშველა . ჩაიცვა თუ არა და გასწორდა , მაშინ შეამჩნია რამოდენიმე მეტრში მდგარი მაგიდა . რამოდენიმე ქალი იჯდა და თითქმის ყველას თავი მათკენ იყო მოტრიალებული . მათ შორის კახას დედაც რომელსაც არც მეტი არც ნაკლები თვალები ჰქონდა მოჭუტული და მტრულად ათვალიერებდა . გაფითრებული შეტრიალდა ქეთასკენ და ლიკუნას და ქეთას სახით მიხვდა რომ არ ეჩვენებოდა. მოწყვეტით დაეშვა ცარიელს სკამზე და რესტორნის ეზოს გადახედა. ბონუსად ირკლი ერგო . პირდაპირ მის გვერდით ჩაამატეს კიდევ ერთი სკამი და იძულებული იყო ფანჯრისკენ უფრო ახლოს მიწეულიყო რომ, ირაკლისთვის ადგილი გაენთავისუფლებინა რომელიც გაჭირებით ცდილობდა მხრების გაშლას და წინ მჯდარ კიკის უღიიმოდა. მენიუ ინტერესით გადაშალა და მხოლოდ ციფრებს შეხედა , მერე დარბაზს მოავლო თვალი . -ხალხს არც ისე შია . _ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა და ისვ ინტერესით გააგრძელა რაღაცის ძებნა .
-სავარაუდოდ თქვენი შეკვეთა დააგვიანებს , ცოტა გვიან შემოგვესწარით .
- რომელს ინებებთ . ეს ბატონი გიორგისგან . _თავზე წამოადგა გოგო და ორი ბოთლი დახვეწიალად მიატრიალა მასთან .
-თეთრი . მმმ, მოდი სტეიკზე შევაჩერებ არჩევანს .
-მედიუმი ?
-კი . _გოგოს გაუღიმა და მენიუ დახურა .
-თქვენ რას ინებებთ ?
-არ ვიცი . _დაბნეული ძლივს გამოერკვა ფიქრებიდან ნუცა და მენიუს დაუწყო ძებნა. ღიმილი ვერ დაფარა ირაკლიმ უკნიდან რომ დაუწყო ფურცვლა და თვალს არ აშორებდა. ისე ესაყვარლებოდა , უხერხულობისგან სწრაფად რომ ცდილობდა რამე ეპოვა. შემდეგ ფურცელზე რაც დაინახა პირველივე სალათი შეუკვეთა და უხერხულად გაუღიმა გოგოს და მერე ირაკლის.
-მეგობრებო ყველა ვსვამთ? _სანდრომ ხმამაღლა იკითხა.
-აქ სხვა რაიმე მიზეზით ვართ ? _ დაეთანხმა ლიკუნა. ერთი სიტყვა არ ესმოდა ნუცას და გამუდმებით გვერდით იხედებოდა . თითქოს არ იცოდეს რომ უკვე დაინხა იმ ქალმა , თითქოს არ იცოდეს , რომ მანამდეხ ა არ მოწონდა ადა ახლა ალბათ მზადაა საკუთარი ხელებით დაახრჩოს თუ რათქმაუნდა უკვე იცის რაც მოხდა .
-ვინმეს ემალები ? _მთელი ტანით გადაიხარა , ირაკლი მას შემდეგ რაც დარწმუნდა რომ ყველა ბოკალი შეავსო ახლომახლოს და მხოლოდ ნუცა იყო დარჩენილი.
-არ ვსვამ . _სცადა ეუარა , თუმცა დიდად არ მიუქცევია ყურადღება მისი არასთვის. ნახევრად შეუვსო თეთრი სითხით ჭიქა და წინ დაუდგა. -მიყვარს როცა მთვრალი ხარ. _მაცდურად გაუღიმა . - ვის ემალები ? _ზურგით შეტრილადა უკან რომ დაენახა ვინ იჯდა და ცოტახნის ძიების შემდეგ პასუხიც იპოვა. -აჰჰ , გასაგებია . უკვე ? ჯერ წესიერად არც გაგიცნიათ ოჯახი ერთანეთისთვის . _ხმაში ირონია შეერია და გვიან მიხვდა რა სისულელე წამოროშა.
-იცი , ალბათ სწორედ ეგაა პრობლემა რომ არავინ მყავს გასაცნობი . _სრულიად გულწრფელად თქვა , უფრო თავისთვის და ბოკალს ხელი წაავლო , რომელიც წეღან დარწმუნებით უარყო .
-ნუცა , ეგ ქალი ჩვეულებრივი სნობია. ადამიანებს გვარით და ოჯახით არ ირჩევენ და დარწმუნებული ვარ კახაც არ შეცვლილა ეს წლები ისე რომ რამეს ან ვინმეს მაგ კრიტერიუმით აფასებდეს. _ იცრუა . იცრუა და გულმა ისე მოუჭირა ნუცას სახის დანახვისას თითქოს , საკუთარი ხელით უბიძგა, ხაფანგისკენო მხოლოდ იმიტომ რომ გაემხნევიბნა . განა იმიტომ არ გაექცა თათა , რომ საკუთარი ოჯახის გამო
ორჭოფობა დაიწყოს კახამ ? და თუ მაინც რამე მიზეზით ხელი გაგიშვა დამიჯერე შენუ თვალები უფრო მეტს იმსახურებს. _სინამდვილეში დიდად არ შეუმჩნევია,მისი ნამტირალევი თვალები კიკის რომ არ მოეხსენებინა სიტყვა სიტყვით ამბავი .
-პრობლემა მე ვარ . _მოკლედ მოუჭრა ნუცამ იმის გაანალიზებისას რომ იმ კაცს ელაპარაკებოდა საკუთარ პრობლემაზე ვინც ნაწილობრივ დამნაშავე იყო .
-ასეც რომ არა , ამ მაგიდაზე 5 ადამიანს მაინც ვიცნობ ვინც მზადაა შენს გამო ეს ქალი შეჭამოს . ნუ ბექაზე თავს ვერ დავდებ შეიძლება დაიხრჩოს , მაგრამ დარწმუნებული ვარ მარტო გიორგის დესერტად არ ეყოფა . _გიორგისკენ ანიშნა გაეხედა.უზარმაზარი ლუკმა ჰქონდა პირში და საოცარი სისწრაფით ღეჭავდა . -ხანდახან მგონია რომ ყველა ორგანოს ადგილას კუჭი აქვს . _ის ის იყო პირთან მიიტანა ღვინის ბოკალი რომ სიცილი ვეღარ შეიკავა და პირზე ხელი აიფარა. მალე მათი კერძებიც მოიტანეს.-ნუცა სალათი რომ შეუკვეთე მემგონი მართლა პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეს და პირდაპირ ფოთლები დადეს . _ინტერესით გადახედა ნუცას თეფშს. მერე საკუთარს და სტეიკს დანა მოხერხებულად დაუსვა.
-პირველი ლუკმა გასინჯა და თვალები დახუჭა. -რაც საქართველოში ვარ ასეთი გემრიელი სტეიკი არ მიჭამია.
- იგივე უნდა ამეღო . _უხალისოდ მოიქცია ყბებში სალათი ნუცამ .
-მართლა გემრიელია . გასინჯე .
-არა არაა. _გაუცინ გოგომ .
-კი კი. _სწრაფად წამოაგო
ჩანგალზე პატარა ხორცის ნაჭერი და გაუწოდა. სანამ ნუცა ორჭოფობოდა რა უნდა ექნა , მარტო სხვები კი არა საკუთარ მაგიდაზე მსხდომებიც მათ მისჩერებოდათ, გიორგის გარდა რომელიც თეფშს უყურებდა და მხოლოდ
მას მერე გაიხედა მათკენ რაც ლიკუნამ ხელი მიჰკრა მის თეფშს.
-მართლა გემრიელია . _მორიდებით გამოართვა ჩანგალი და გადაყლაპული არ ჰქონდა რომ ხელი ჰაერში აწია ირაკლიმ .
-იგივე კიდევ ერთი . ოღონდ ნანას არ უთხრა რომ აქ კარგად ვჭამე კაი ? _თვალი ჩაუკრა . რამ გაამხიარულა ასე სხვები კი არა თვითონაც ვერ მიხვდა , სინამდვილეში იცის , თავს კომფორტულად გრძნობდა და იმ წამს მისთვის მხოლოდ ეს იყო მნიშვნელოვანი . თითქმის ყველას კარგად მოეკიდა სასმელი , მხოლოდ ირაკლი წრუპავდა იგივე ჭიქას პირველ ჯერზე რომ შეივსო . ცოტახანში ბექამაც დაკარგა თავი პირდაპირ სცენაზე ავიდა . მთელი დარბაზი აიყოლია და არც ქეთას დაუგვიანია , უკანასკნელი წვეთი ღვინო ჩაცალა და სანდროს წამოავლო ხელი .
-მართლა არ მეგონა ასე თუ მღეროდა. _გაოცება ვერ დამალა გიორგიმ . არც ირაკლი იყო ნაკლებად გაკვირვებული და მთელი ტანით იყო მიტრიალებული სცენისკენ , ვერც კი შეამჩნია , როგორ ადგა მაგიდიდან ნუცა და კიკისთან ერთად გავიდა.
საპირფარეშოს მიაშურა , იმ იმედით რომ ცოტა თავს გაარიდებდა ხმაურს და სიცხისგან გახურებულ სახეზე ცივი წყალი მოისვა . ტუჩის ხაზს ქვემოთ ჩამოსული პომადა შეისწორა და ის ის იყო ხელები უნდა შეემშრალებინა სარკეში დალანდა ზურგს უკან მდგარი კახას დედა . ზუსტად მის გვერდით მიუდგა ონკანს და ხელის დაბანვას შეუდგა.
-საღამომშვიდობისა ქალბატონო ნინო.
-გუშინ ჩემი შვილის ხელებში , დღეს ირაკლისი. შენ უნდა თქვა ქალი ვარო ._ ხელები დაიფერთხა და კარისკენ წავიდა .-ჩემი შვილისგან თავი შორს დაიჭირე . კახას რაც ჭირდება შენ არ ხარ. თანაც უფრო დიდ ციფრებს თუ ეძებ სწორი კაცის გვერდით ხარ. მალე მათ ოჯახსაც გავაგებინებ რა ჩიტი ხარ და ქუჩიდან მოსული ისევ იქ
დაბრუნდები. ჩემს ოჯახს ვერასდროს ეღირსები გაიგე ?
- ნუცა , ღმერთო ჩემო ეს ვინ იყო ? _ერთერთი საპირფარეშოს კარი გამოაღო კიკიმ და იგივ ადგილას გაშეშებულ გოგოს თვალი შეავლო. საკუთარ სახეს ისე შეჰყურებდა თვალს არ ახამხამებდა. მის მაგივრად დაკეტა ონკანი და მხრებში ხელი წაავლო. -მისმინე ეს ქალი ჩვეულებრივი დეგენერატია და შენი შეყვარებული კიდე ჩვეულებრივი კრეტინი ეს ამდენს რომ გიბედავს . არ გაბედო
გესმის? _მაგრად შეანჯღრია , აწითლებული თვალები დაინახა თუ არა . -ამ ნაბო***რი ქალისთვის ტირილი არ გაბედო. დავიფიცე რომ აღარ შევიგინებოდი , მაგრამ რა გინდა ქნა ესეთ რამეს რომ ისმენ . _თვალები აატრიალა .
-ტყუილია. მე არაფერი მიქნია. _შეჯანჯღარებამ დიდად არ უშველა , წამში დაფარა მისი სახე ცრემლებმა. - ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა..
-ვიცი . ნუცა ვიცი. _ლოყებზე ჩამოსულ მაკიაჟს ხელი გაუსვა . -დამელოდე ახლავე დავბრუნდები , ჩანთას მოვიტან . გიკრძალავ ტირილს. _ელვის სისწარფით გავარდა კარში, არ შეუმჩნევია რამდენ ხანში დაბრუნდა კიკი უკან რადგან იმ წამს მისთვის გარშემო
ყველაფერი გაჩერდა და გაშავდა , სიბნელეში ჩაიკარგა და განძრევასაც ვერ ბედავდა .ისევ იქ იდგა მხრებში მოხრილი და თავდახრილი . საკუთარი ხელით შეალამაზა კიკიმ და ისევ ხელჩაკიდებულმა მიიყვანა საკუთარ ადგილამდე . აკანკალებულმა გამოსდო თითები ჩანთას და თვალი აარიდა თითქმის ყველას.მხოლოდ იმის თქმა მოახერხა რომ უნდა წასულიყო და საკუთარ კაბას მიაშტერდა . თეთრი კაბის კალთებზე ლაქებად ემჩნეოდა ჯერ არ შემშრალი
ცრემლები. გვერდი აუარა ირაკლის, რომელმაც მეასეჯერ დაითვალა კაბის ლაქები და სანამ ძალიან მოშორდებოდა და სანამ დაფიქრდებოდა , სხეულმა გაასწრო. ფეხზე წამოდგა და მკლავში წაავლო თითები.
-გიორგი ბიჭებს დაურეკე .
-ტაქსით წავალ , მართლა არაა საჭირო. _ამღვრეული თვალები წამით გაუსწორა მამაკაცს .
-მეც დავიღალე და ორივეს ერთი გზა გვაქვს . _ ხელით ანიშნა ჩამომჯდარიყო. ბევრი წინააღმდეგობა არ გაუწევია , იმ
წამს ტაქსის გამოძახების ენერგიაც არ ჰქონდა და არც სურვილი . ნათელი
იყო რომ იმ წამიდან როცა მაგიდას ირაკლისთან ერთად მიუჯდა კახას დედამ განაჩენი გამოუტანა. დიდად არაფერს შეცვლიდა მისი მასთან ერთადა წასვლა . ათ წუთში ამცნო გიორგიმ რომ მანქანამ მოკითხა . ინსტიქტურად წამოდგა ფეხზე ნუცა . თვალებში ჰქონდა შეგუბებულ მთელ თავის უთავბოლო ცხოვრება და გამეტებით ცდილობდა , რომ შეემაგრებინა . ჯერ გიორგის უჩურჩულა რაღაც და მერე ნუცას .
-2 წუთი და წავდეთ _ წელზე ხელი გამოსდო და თითქმი აიძულა
მისი ნაბიჯებისთვის ფეხი აეწყო . გეზი პირდაპირ იმ მაგიდისკენ აიღო სადაც ნინო და სავარაუდოდ მისი მეგობრები ისხდნენ. ისე დაიძაბა ნუცა, კაბაზე მეტად თეთრი ფერი დააედო და ირაკლიც მიხვდა როგორ ძნელად მიყვებოდა და ფეხს ვეღარ უწყობდა .
-გამარჯობათ ქალბატონებო.
-ირაკლი. _სახეზე ყალბი ღიმილი აიკრა . იმდენად დამაჯერებლად რომ
წამით თვითონვე დაიჯერა ქალმა. და გვერდულად აავლო თვალი
ირაკლის ხელში მოქცეულ გოგოს.
-ახლა შეგამჩნიეთ ამდენ ხალხში . _არანაკლებად გაუღიმა
ირაკლიმ და ფეხზე წამომდგარ ქალს ხელი გაუწოდა. იმედია კარგ დროს ატარებთ.
-მეტი რა შეგვრჩება . _ერთერთმა ისროლა რეპლიკა .
-მართალია. _მომნუსხველად გაუღიმა ქალებს და ნუცას გახედა.-სამწუხაროდ ჩვენ მივდივართ. ნუცა შენი ქურთუკი მოიტანეს. _კარისკენ ანიშნა და ხელი გაუშვა . სინამდვილეში მიხვდა როგორ აკანკალდა მის ხელში და სხვა გზა არ ჰქონდა გაუშვვა . დაელოდა რომ კარგად მოშორებოდა და ისევ მაგიდისკენ მიტრიალდა. -ქალბატონო ნინო , გაერთეთ , თქვენი მაგიდის ანგარიში გასწორებულია.
-უი რას ამბობ ირაკლი შვილო. არა არა , რა საჭიროა .
-რათქმაუნდა საჭიროა.
-ნუ წუხდები . _და აი ისიც სასურველი ფრაზა , რომლისგამოც მთელი სცენარი დადგა.
-არ ვწუხდები ქალბატონო ნინო. _ხმა
და სახე წამში დაისერიოზულა . - როგორც თავად თქვით , დიდი ციფრები არ მაწუხებს ,არც ჩიტები._დამცინავმა იერმა წამში წაშალა ქალის სახეზე ღიმილი. -ხა-ღამემშვიდობისა . აჰ დამდეგს გილოცავთ. _კმაყოფილმა აქცია ზურგი და უკვე გარეთ გასულ ნუცას წამოეწია. ის ის იყო ფეხსაცმელი უნდა გაეხადა რომ , წამში მოიქცია ხელებში და ჰაერში აწია . სწრაფად ჩაირბინა კიბე და კიბის ბოლოს დასვა . ცას ახედა და ნახევარ მთვარეს ახედა თეთრად ემჩნეოდა შავ ცას -ნახე მთვარეც შენი კაბის ფერია. _მანქანის კარი გაუღო. მთელი გზა უხმოდ იჯდა ორივე და შიგადაშიგ მხოლოდ ირაკლი ცდილობდა გამოეცნო რა ხდებოდა ნუცას თავში , რომელსაც თვალო
არ მოუშორებია მანქანის მინისთვის და კალთაში ჩალაგებულ თითებს იმტვრევდა . სახლის ეზოში გაჩერდა თუ არა მანქანა ისე გადავიდა და ღრმად ამოისუნთქა თითქოს ვინმე ახრჩობდა მანამდე .
-მშიშარა ხარ . _ჩვეული ღიმილით მიჰკრა ცხივრზე ორი თითი და სახლისკენ ანიშნა რომ მასთან ერთად შესულიყო . -გაცივდები .
-ცოტას გავივლი ფეხით ._ხელი სახლის მეორე მხარეს გაიშვირა ტბისკენ . -ღამემშვიდობისა.
-ამ ფეხსაცმელებით ?
- სკამამდე მივაღწევ არ ინერვიულო. _მამაკაცს გაუღიმა და სახლის მეორე მხარეს გაუყვა რომ ტბისკენ აეღო გეზი . ნელი ნაბიჯებით მიაღწია ტბამდე და პირველივე ხის სკამზე ჩამოჯდა . კომფორტულად მოკეცა ფეხები და თავი მუხლებზე დაიდო. მხოლოდ წყლის ხმა ესმოდა რომელსაც შიგადაშიგ ქარი უბერავდა და პატარა წრეებს აკეთებდა ნახევრად გამლღვალ ზედაპირზე . ბავშვთასახლს თვალი გაუსწორა სასაცილოა ალბათ მაგრამ ის დრო ენატრება, იქ რომ ცხოვრობდა . რადგან სხვა არაფერი აქვს მოსანატრებელი. სხვებს ბავშვობა და უდარდელი წლები , მას კი მხოლოდ მამა ენატრება, მასთან გატარებული დრო არა . მამა რომლის თვალებიც გამუდმებით უცნაური იყო და ვერასდროს იგებდა რა აძლევდა ამ ელფერს , როცა მასზე ფიქრობს გამუდმებით სევდა იპყრობს . კარგად ახსოვს როგორ დაატარებდა მხრებში მოხრილი კაცი საფლავზე , შეუძლებელია ის წლები მოენატროს .ახლა გაიზარდა და კარგად იცის . მამამისის თვალებს ტკივილი აძლევდა ასეთ იერს. ვერც გაამტყუენბს ადამიანებს სამუდამო დაღი აზით . მას არ ახსოვს , მამამისმა კი საკუთარი თვალებით ნახა ყველაფერი. მამამისი სევდით ცხოვრობდა და ნუცასაც უნებურად გარს ახვევდა . განა რა უნდა ექნა კაცს რომელსაც ერთდღეში წაართვეს ყველაფერი და ამ ცხოვრებას მხოლოდ ერთი ძაფით იყო მიბმული რომელსაც ნუცა ერქვა. ერთხელ უთხრა მამამ, შენ რომ არა დიდიხნის წინ წავიდოდი ჩემს ოჯახთან და ბედნიერი ვიქნებოდიო. მაშინ ისე ეტკინა , სამუდამოდ დარჩა მის მეხსიერებაში. ახლა კარგად იცის რა იგულისხმა მამამ, მაგრამ მაინც მძიმეა იმის გაფიქრება რომ ოჯახად არასდროს არავის ჩაუთვლია. სწორედ ამიტომ აღარ უნდა რომ ეტკინოს . მერე წლები სტკივა. ბედნიერი იყო ბავშვთასახლში . იქ ყველა მისნაირი იყო, მისთვის ეცალათ , უსმენდნენ .პირველად დაბადებისდღე იქ აღუნიშნეს. მას შემდეგ საკუთარი ადგილი ვერაფრით იპოვა. რომლის უფრო ეშინია არ იცის იმის რომ სამუდამოდ იმ გოგოდ დარჩება რომელსაც ერთი ჩემოდანი აქვს თუ ის რომ გულს ატკენენ? ფიქრი ტელეფონის ხმამ შეაწყვეტინა . მოკლეტექსტურ შეტყობინება სწრაფად გახსნა და გული გაუჩერდა. მას ეგონა რომ გაჩერდა ? არა არ ეგონა, წამით მართლა გაუჩერდა და კახას გამოგზავნილ ფოტოს ხელი დააჭირა გაადიდა რომ დარწმუნებულიყო , არ ეჩვენებოდა. სწორედ იმ მომენტში იყო გადაღებულ როცა მის წინ იყო ირაკლი ჩამუხლული და ფეხსაცმელებს უსწორებდა . მოყოლილმა წერილმა “საყვარლები ხართ” კიდევ ერთხელ გაუჩერა გული. გვერდით გადადო ტელეფონი და სახეზე აიფარა ხელები რომ ხმით არ ეტირა. მხრებზე სითბო იგრძნო და მალე მთელ ტანზე შემოახვი პლედი.
-გაცივდები. _სკამს შემოუარა და ის ის იყო უნდა დამჯდარიყო ჯერ კიდევ ანთებული ტელეფონის ეკრანს დახედა . ხელი წამოავლო და ფოტო გაადიდა. -ჰმმ , მართლაც საყვარელი ვარ . უფროსწორად ჯელტმენი . _თავხედური ღიმილი აიკრა სახზე და გვერდით მოუჯდა . -ამის გამო ტირი ? პირიქით უნდა გიხაროდეს ეჭვიანობს რაც იმას ნიშნავს რომ უყვარხარ.
-არაფერი არ იცი . _ თავი გააქნია გოგომ.
-მართალია, არ ვიცი იმიტომ რომ უაზრო ბავშვობაა აი ეს იდიოტური რააღაცეები. სწორედ ამიტომ არ ვუთმობ დროს. კარგი შენ პატარა ხარ. იმას რა ჭირს ?
-შენც ტკივილის გეშინია? _თვალები გაუფართოვდა გოგოს. -იმიტომ არ გინდა ვინმე გიყვარდეს? _რომ მიხვდა როგორ გაეცინა , თავი ისევ დახარა .
-არა , ტკივილის არ მეშინია. უბრალოდ დრო არ მაქვს . ხედავ 2 დღეა ტირიხარ , პატარა რაღააცების გამო . შეიძლება იტირო იმიტომ რომ სათანადო ყურადღება არ მოგაქცია , ან მანქანის კარი არ გაგიღი. თქვენ ქალებს დეტალები გიყვართ და გაბედნიერებთ . მე კომფორტი და კარგი სექსი . შენი აზრით როგორ წარმოგიდგენივარ მე ასეთ ურთიერთობაში ?
-და თუ მართლა შეგიყვარდებოდა , გარისკავდი ?_საკუთარი თავისთვის გასაცემ პასუხს ირაკლის პასუხში ეძებდა .
-რათქმაუნდა. რისკი მთელი ჩემი ცხოვრების აზრია ნუცა . რისკის გარეშე ვერ ვიქნებოდი ის ვინც ვარ .
-და თუ დარწმუნებული არ ხარ რომ გიყვარს , მაინც მზად იქნებოდი რომ გაგერისკა?
-დაშორდით? _გაეცინა ირაკლის. ახლა გასაგებია მთელი ეს ეჭვიანობის სცენები . რისი გეშინია ?
-იმის რომ უბედური ვიქნები , რომ ჩემი ადგილი არ მექნება .
-იცი , არ მჯერა ამას რომ ვამბობ , მაგრამ უაზროდ დიდი სიყვარული იცის კახამ . დამიჯერე შეუძლია ბედნიერი გამყოფოს და ვფიქრობ ისე გაიზარდა რომ ოჯახს აღარ უსმენს , თუ ეგ გაშინებს .
- ის მაშინებს რომ არ ვიცი მიყვარს თუ არა. _წამოიყვირა ნუცამ . -არ ვიცი, გესმის ? არასდროს მყვარებია როგორ უნდა გავიგო რას გრძნობენ შეყვარებული ადამიანები ?
-რჩევის მომცემად არ გამოგადგები ბოლოს სკოლაში მიყვარდა გულწრფელად. _გაეცინა ირაკლის.-გავიგე რისი თქმაც გინდა ნუცა , მაგრამ შენი თავისთვის კარგი გსურს . ეგოისტი არ ხარ , საკუთარ თავზე ზრუნვა დანაშაული არაა .
-ამიტომ არ გინდა გრძნობები შენც შენს თავზე ზრუნავ ?
-მე ის მაქვს რაც მინდა , ჩემსა და შენს შორის სხვაობა ისაა რომ გინდა უყვარდე და გიყვარდეს. ჩემთვის სულ ერთია.შენ ნამდვილ და დიდ გრძნობას ეძებ. მე მხოლოდ ჩემი ვნების დაკმაყოფილება მინდა.
-ასე უფრო მარტივია?
-ჩემთვის კი . დარწმუნებული ვარ კახა გაგიგებს .
-არ მინდა, რომ გამიგოს. სწორი გადაწყვეტილებაა დაშორება. არ მინდა ვინმეს რამე შევპირდე და მერე ვერ შევძლო . მარტო მე კი არა ის ადამიანიც უბედური იქნება . მალე იპოვის ვინმეს ვინც ასე არ ალოდინებს .
- საოცარი ვინმე ხარ . _გაკვირვება ვერ დამალა.-გიყურებ და ვერ ვხვდები , როგორ ვიფიქრე რომ შემეძლო ფულით მეყიდე ? _სიმწრის სიცილი მოადგა სახეზე . -ადამიანს რომელსაც უყვარხარ იმასაც კი ვერ მიეცი საკუთარი გული და სხეული . _ნუცას თმის ბოლო თითებში მოიქცია . -რა საოცარი სიყვარული უნდა შეგეძლოს ნუცა. წარმომიდგენია რა ბედნიერი უნდა იყოს ის ვისაც შეიყვარებ . ერთგულება ყველაზე დიდი საჩუქარია. _მონუსხული შეჰყურებდა, მთვარის შუქზე გაფითრებულ სახეს და ტუჩებს . - არ ვიცი რას მალავს შენი ბნელი მხარე , მაგრამ დარწმუნებულ ვარ ისეთივე საინტერესოა. იცი დიდ ხანია არ შევმცდარვარ ადამიანებში , შენში შევცდი . უფრო მწარე ისაა რომ ამას ვამბობ და ვხვდები რომ არანაირი შანსი არ მქონდა . რომსხვა გზას არ მიტოვებ , რაც უფრო მეტად გიცნობ , მით მეტად ვრწმუნდები რომ თუ შენ მინდიხარ ერთადერთი ხერხი ძალაა.
-ირაკლი. _ფეხზე სცადა წამოდგომა .
-არ ინერვიულო, არაფერს დაგიშავებ ._ხელი წაავლო და მასთან ერთად წამოდგა . ახლა უკვე ვიცი რა მოყვება შენს გულის ტკენას და არ ვიცი მიღირს თუ არა შენი ტანჯვა იმად რომ შენს სხეულს შევეხო , დაგისაკუთრო. _გულწრფელად გაუღიმა.
- იმ დღეს რომ დაგთანხმებულიყავი , ისეთივე ცხოვრება მექნებოდა როგორც კიკის?
-შენ კიკი არ ხარ. _გაუღიმა.
-იმას ვგულისხმობ, რომ არანაირი ვალდებულებები? არანაირი ზედმეტი გრძნობებ და არც გული მეტკინებოდა?
-ის რაც კიკის აქვს , მხოლოდ ისაა რისი მიცემაც მე შემიძლია და ის რაც მას უნდა . ჩემნაირი კაცისგან მეტს ვერ და არ უნდა ელოდო და არ უნდა გინდოდეს.
-გასაგებია. _თავი დააქნია . -სამწუხაროა შენი არჩევანი , ყველა ადამიანი იმსახურებს ბედნიერებას შენ კი საკუთარ თავს აუკრძალე .
-ბედნიერი ვარ . _საჩვენებელი თითი მოხარა , რომ ლოყაზე შეხებოდა ისევ უკან ჩამოწია . - ის მაქვს რაც მინდა , ჩემი ბედნიერება სიყვარულით არ განისაზღვრება . მარტო ვარ და ბედნიერი. ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე. ეს შენ გამოუტანე თავს განაჩენად მარტობა გულის ტკივილის შიშით.
-მეც მინდა , ბედნიერი ვიყო , ისე რომ გული არავის ვატკინო და არ მატკინონ . _თვალები ისევ აუპრიალდა .
-აღარ იტირო. _ორივე ხელის გულში მოიქცია , მისი სახე . - ყველაფერს გავიღებდი , რომ დამთანხმებოდი და ხელი მოგეწერა იმ კონტრაქტისთვის, მაგრამ ეს შენ არ ხარ ნუცა. შიშს უფლებას ნუ მისცემ თავი დაგაკარგვინოს.
-ხელი უნდა მომეწერა? _თვალები გაუფართოვა მის ხელებში მოქცეულ სახზე. -შეშლილი ხარ . _ღიმილმა გადაკრა ტუჩებზე . - ყველაფერს აფორმებ რომ დაზღვეული იყო პრობლემებისგან ?
-აბა რა გგონია , აქამდე სიტყვაზე ვენდობოდი ყველა ქალს ვინც ცხოვრებაში მყოლია რომ პრობლემებს არ შემიქმნიდნენ? _ნუცას რეაქციაზე თავადაც გაეცინა .-ურთიერთობებიც საქმეა.
ცერა თითები ტუჩებზე მიადო ისე რომ ხელი არ მოუშორებია მისი სახიდან .-ვფიქრობ რომ კახა იდიოტია , რაღაც უაზრობის გამო , კარგავს იმ შანს რაშიც მზად ვარ ყველაფერი გადავიხადო.
-უაზრობაა არაა._უზარმაზარი ნერწყვი გაადაგორა ნუცამ და მაშინ გაიაზრა , როგორი გაშეშებული იდგა და სულაც არ უფიქრია გაქცეოდა მის ხელებს . უფრო და უფრო უძრავი ხდებოდა მისი ტანი და სუნთქვა ისე აუჩქარდა უკვე ირაკლისაც ესმოდა მისი გახშირებული გულის სუნთქვა. - ვუთხარი რომ ვცდილობდი გამეგო რას ვგრძნობდი და შენთან.
-ჩემთან რა ? _ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.-არაფერი მიქნია . მიუხედავად იმისა რომ ხელს არაფერი მიშლიდა.
- ვიცი სწორედ იმიტომ გაბრაზდა რომ
-რას იზამს მართლა რომ გაკოცო ? _უკვე ვერც თვითონ იმაგრებდა თავს და ბევრი არც უფიქრია . სწრაფად მოაშორა ცერა თითები და ტუჩებს დგილი გაუნთავისუფლა.- ესაა ვნება , ვნება ამას ჰქვია რასაც ახლა შენი კანი გრძნობს . _პატარა ეკლებს თითო გადაუსვა ყელთან.- სურვილი , რომლის გამოც შეიძლება ყველა და ყველაფერი დავივიწყო და უკვე დიდი ხანია ჩემი ვნება და სურვილი შენ ხარ . _ოდნავ მოაშორა სახე რომ კარგად დაენახა მისი სახე. თვალებდახუჭული იდგა და ირაკლი საკუთარ მკერდთან გრძნობდა მის გულის ცემას. ისევ ტუჩებს მიწვდა და როგორცვე მიხვდა როგორ სცადა აყოლოდა ნუცას ტუჩებიც მის რიტმს , საკუთარი სუნთქის დამორჩილებაც გაუჭირდა. - თითქმის ყოველი შენი დანახვისას თავში ერთი აზრი მიტრიალებს , როგორ გხდი ტანსაცმელს და მერე გარშემო ყველაფერი აზრს კარგავს._ხმას ,აქამდე ნუცასთვის უცნაური ტონი შეურია. ხელი წელზე მოხვია და მეორე ხელის თითი ყელს ჩამოაყოლა. მკერდზე გაშლილი ხელის გული დადოო , თითებში მოიქცი და ყელს მიწვდა ტუჩებით. -მხოლოდ ეს მაქვს ვნება , ცეცხლი და ეს ყველაფერია , არა საკუთარი თავისთვის არ ამიკრძალია ბედნიერება , ჩემი სურვილების შესრულება ჩემთვი ბედნიერებაა.
-ვერ, ვერ ვინძრევი . _ენა ძლივს გაამოძრავა რომ გაურკვეველი ბგერები ეთქვა.
-ვერ ? _გაეცინა ირაკლის და ამჯერად ყურს მისწვდა კბილებით. -გინდა რომ გაინძრე ? ხელს რა გიშლის რომ ჩემი არ იყო ? კახა ? სიყვარული ? მარტო ყოფნა კი გადაწყვიტე, მაგრამ სხეულმა რა დაგიშავა? წარმოიდგინე რამდენი რამის გაკეთება შემიძლია ამ სხეულის გამო და სხეულისთვის?
-თავი დამანებე. _მაშინ გამოერკვა ნუცა როცა კაბის კიდე კარგად მოიქცია ხელში ირაკლიმ და ზემოთ აწია . ცივი ხელის შეხება ფეხზე ,ცივი წყლის შესხმასავით იგრძნო და გაქვავებულ სხეულს როგორც იქნა ძვრა უყო , ხელის გულებით მიაწვა რომ უკან გაეწია და ხელი აწია რომ გაერტყა. თუმცა ვერ მოახერხა , მკლავში ხელი წაავლო და ისევ ახლოს მიიზიდა. -ოჰ ნუცა , ზუსტად ვიცი რომ დიდხანს ვერ გამიწევ წინააღმდეგობას . შენი სხეულიც იგივეს ითხოვს რასაც ჩემი და დიდხანს ვერ გამექცევი . შენს გულს ვერაფერს ვუზამ , მაგრამ წარმოდგენაც კი გაგიჭირდება რას ვუზამ შენს სხეულს. მინდა რომ დაფიქრდე. _ხელები შეუშვა და უკან დაიხია. -დაფიქრდი ნუცა , რისი მოცემაც შემიძლია შენი კეთილდღეობისთვის და სხვების.
-შენი აზრით ისეთი იდიოტი ვარ რომ კაცს რომელსაც ვუყვარვარ უარი ვუთხარი მხოლოდ იმიტომ , რომ დარწმუნებული არ ვარ რომ მიყვარს და შენ რომელიც პირდაპირ ამბობს რა გინდა ჩემგან თავს მოგყიდი?
-არა არ მგონიხარ უკვე გითხარი. _აწითელებულ გოგოს სიყვარულით უყურებდა. -მაგრამ შემიძლია სხვა გზა არ დაგიტოვო და მეორე ალბათ ისეთი უძრავი და მორჩილი არ ხდები იმ კაცის შეხებისას რომელსაც უყვარხარ, როგორც ჩემთან , თორე დამიჯერე ახლა მასთან და მის საწოლში უნდა იყო. _ნუცას გაოგნებულ სახეს ღიმილს ვერ აშორებდა და ისეთი დაბნეული აფახულებდა თვალებს თავის შემაგრება უჭირდა რომ ისევ თავიდან არ დაეწყო მისი მოფერება.
-რა გაცინებს .
-ვფიქრობ , ისევ გაკოცო თუ პირდაპირ საქმეზე გადავიდე და..
-რა? _წამოიყვირა გოგომ და უკან გადადგა ნაბიჯები. -იცოდე აღარ მომეკარო. _სცადა დამაჯერებლად მკაცრი ყოფილიყო.- ისარგებლე , ჩემი სისუსტით და და საშინელი ვინმე ხარ ირაკლი.
-შენი ტუჩები სხვა რამეს ამბობდა.
-შენი ბრალია. რაც შენ გამოჩნდი ყველაფერი აირია ჩემთვის, შენ მაბნევ და თავგზას მირევ. სანამ შენ გამოჩნდებოდი დარწმუნებული ვიყავი საკუთარ თავში და გრძნობებში.
-ჩემს გამო დაშორდი ?
-ჰაჰა, თავი ზედმეტად კარგი გგონია ბატონო ირაკლი.
-მგონია? არ მგონია, ვიცი ნუცა. როცა გადაწყვეტ რომ შენს სხეულს მე ვჭირდები , იმ დღეს დამიჯერე ამ სიტყვებს გაგახსენებ.
-ვერ ეღირსები , ადამიანზე ვთქვი უარი რომელსაც ვუყვარვარ და რა გგონია შენ ვინ ხარ ? ._უკვე მისი ჯიბრით ლაპარაკობდა და ისე შეაწუხა ნერვებმა გულმა და სისუსტემ ისევ ტირილი დაიწყო .
-კახას მადარებ? _სახე შეეცვალა ირაკლის . სიბრაზემ ერთიანად მოიცვა გონება .- დაგეხმარები გადაწყვეტილების მიღებაში არ ინერვიულო, არ გაგიჭირდება . _დამცინავი ღიმილით აუარა გვერდი. - იმის თქმას ცდილობ რომ თუ მასთან არა ჩემთანაც ვერ იქნები? იქნები . ჩემი “მინდა” მის სიყვარულზე ძლიერია.
-შეშლილი ხარ.
- დავიღალე შენი ტირილის მოსმენით. შენი გადაწყვეტილება იყო , რომ მასთან მიხვედი, შენ გადაწყვიტე რომ წამოსულიყავი . როცა გადაწყვეტილებას იღებ ისიც უნდა შეგეძლოს რომ მისი არ შეგეშინდეს . _ხმას აუწია და რომ მიხვდა საკუთარ თავზე ისე დაკარგა კონტროლი ვერ გაიგო .ყბები ერთმანეთს დააჭირა. -ნუცა ისეთი გულუბრყვილო ხარ. _შუბლზე გაისვა ხელი და ტბისკენ შეტრიალდა. -შეგაშინე ?
-უნდა წავიდე . _სკამზე მიგდებულ ჩანთას და ტელეფონს ხელი წამოავლო და სწრაფი
ნაბიჯებით გაიქცა . კარგახანს იჯდა იგივე სკამზე ირაკლი და ვერც ის გაიგო როგორ მოვიდნენ სხვები. ბოლო სიგარეტის ღერი რომ დაამთავარა მაშინ მიხვდა რომ კარგახასნ იყო იქ და საათს დახედა . მალე თავზე დაათენდებოდა . მძიმედ შემოუარა ტბას ერთხელ და პირველად გაიხედა იმ პატარა სახლისკენ ,მხოლოდ ერთი ფანჯრიდან ჩანდა მკრთალი შუქი. როგორც ჩანს მარტო თვითონ არ გაათენა ღამე . უცნაური იქნება რომ შევიდეს ? კიდევ ვინმეს ძინავს იქ ? წესით მსახურები არ ჰყავს სხვა , ნანას და გიორგის დიდ სახლში სძინავთ. ადგილობრივები ჰყავთ დაცვაში ამიტომ მხოლოდ ისინი რჩებიან ვინც წესით უნდა მორიგეობდნენ და ამისთვის ერთი პოსტი აქვთ. ალბათ მათი მძღოლი თუ დახვდება იქ? წლებია იცნობს უცნაური რეაქცია არ ექნება. კარის სახელური დაწია და პატარ მისაღებს თვალი მოავლო . ყველა კუთხეში მცენარე იდგა. პატარა მისაღებშივე მოწყობილი სამზარეულოში ნუცას ჭიქა იდგა . შეუძლებელი იყო არ შეემჩნია ისე ბრჭყვიალებდა.რამოდენიმე საფეხური ჩანდა და პატარა ჰოლი სამი კარით .პირველი რაც გაიფიქრა ისაა რომ ნებისმიერს შეუძლია აი ასე მარტივად მივიდეს მასთან , სრულიად მარტოს ვინ დაიცავს . გიორგი განსაკუთრებული სიფრთხილით არჩევს ხალხს და არავინაა ისეთი გიჟი მის სახლში რამე დაუშავონ ვინმეს , მაგრამ ის ხომ ნუცა? თავის თავიც ეგონა ისეთი ძლიერი რომ ყველაფერს უძლებდა და აგერ კი მოაკითხა საკუთარი ფეხით. ხომ მოაჯადოვა ? დაისაკუთრა მისი ფიქრები და სიზმრები? ვინ იცის კიდევ ვის გადარევს ? ცოტახანს შედგა რომ
გადაეთვალა რომელი მხარე უყურებდა ტბას და მხოლოდ ერთი კარი იყო . დარწმუნებულმა დაწია ფრთხილად კარის სახელური , იმაში ღრმად დარწმუნებულმა რომ დაკეტილი მაინც ექნებოდა და უკმაყოფილომ გააქნია თავი რომ გაიღო. სინათლის გამო ღრმად იყო დარწმუნებული რომ ეღვიძა , ამიტომ თამამად შეაღო კარი და სწრაფად შეანელა
კარის მოძრაობა, ისეთი პატარა ოთახი იყო კარიდანვე შენიშნა რომ ეძინა. უდარდელად ელაგა ბალიშის ქვეშ თითები. თეთრი კაბა კარის გვერდით ეგდო და წითელ ფეხსაცმელებთან იზიარებდა იატაკს. საწოლის ბოლოს საშუალო ზომის დათუნია იჯდა . პატარა მაკიაჟის მაგიდას ჩაუარა და ვარდისფერი სავარცხლისნდანახვაზე გაეღიმა . ისევე ბრჭყვიალებდა როგორც მისი ფინჯანი და სარკეში ლამაზად ირეკლავდა ფერებს. კარადის სახელურზე ქუდი ჰქონდა ჩამოცმული ,სწრაფად ამოუტივტივდა თავში პირველი შეხვედრა და ღიმილს უმატა. საწოლის გვერდზე ედო სანათი რომელიც ფანჯარას უფრო
ანათებდა ვიდრე ოთახს და მიხვდა ანთებულ შუქში ეძინა . ისეთი მშიშარაა მარტო ძილისაც ეშინია? წარმოუდგენელია, კიდევ რითი შეიძლება გააკვირვოს ? სანათის გვერდზე პატარა ხის ჩარჩოს მოჰკრა თვალი და ფრთხილად წაავლო ხელი. თვალები დაძაბა რომ რაიმე დაენახა . ისეთი ძველი ფოტო იყო მზისგან გახუნებულს გავდა , თუმცა ჩარჩოს კუთხეში მოჩანდა შავად დამწვარი კუთხე . ხანძრიდან გადარჩენილი
სუვენირი უნდა ყოფილიყო .ახალგაზრდა ქალი და ორი ბავშვი გაარჩია . ნუცას დედა სავარაუდოდ , მსგავსება ძნელად მაგრამ მაინც ჩანდა . ნუთუ ირაკლი ჭირდება ცხოვრებაში ? განა საკმარისი არ იტანჯა? ფრთხილად დააბრუნა ფოტო
თავის ადგილას და იქვე ჩაიმუხლა . ცოტახანს ასე დაჰყურებდა უძრავად მძინარეს და ცდილობდა დისტანცია დაეცვა მისი სახესთან , კარგად მართებს დაფიქრება, უღირს იმის გაკეთება რასაც აპირებს? ნუთუ იმდენად ძლიერია მისი სურვილი რომ ურჩევნია , გული ატკინოს. ან ასე მარტივად გადგება კახა გვერდით? ზუსტად იცის შანსი არ აქვს ,კიდევ თუ მოიცდის მოუწევს უარი თქვას მასზე და ცხოვრება გააგრძელოს . რატომ არ შეიძლება ვინმე ისეთი შეხვედროდა , ვინც მის ყველა შეხედულებას გაიზიარებდა . ვინმე ვინც კიკისავით მოერგებოდა მის ინტერესებს? ალბათ მისი სასჯელია მართლა იმ ადამიანის შეყვარება ვინც არაფრით არ გავს .
საკუთარ ფიქრებს არ დაუჯერა . იერიც კი შეეცვალა როცა მისმა ტვინმა მისგან დამოუკიდებლად , დაარქვა მის გრძნობებს სახელი. შეუყვარდა ? საკუთარ თავზე გაეცინა ამჯერად. ნუცა ხომ ყველას უყვარს რატომ იფიქრა რომ გამონაკლისი იქნებოდა? შეყვარებული ირაკლი კარგი არაა. სურვილების ჩანაცვლება შეუძლია, მაგრამ მის მიმართ სიყვარულს ვერ ჩაანაცვლებს. შეყვარებული ირაკლი
, ბრმაა არაა. “რას ბოდავ ირაკლი” როდი აქთ არქმევს სურვილს სიყვარულს ? სწორედ ამიტომაა ასეთი გაგიჟებული რომ აქმადე ვერ დაეუფლა , ერთხელ მოიკლავს სურვილს და მერე ვინ იცის როდის გაახსენდება . განა ასე არ ემართება ყველა ქალზე ? ერთი კიკი შემორჩა ისიც იმიტომ რომ ეშმაკი და ჭკვიანია . თუ უნდა შეუყვარდეს სწორედ კიკისნაირი უნდა შეყვარებოდა. ისეთი მის ტემპერამენტს და სიყვარულის რიტმს რომ აყვეს. შეუძლებელია ბრჭყვიალა ფინჯნიანი გოგო უყვარდეს რომელიც ყველა პრობლემას, ღიმილით და ცრემლებით ეჭიდება. შვებას ეკლესიაში ეძებს და ჯანდაბას 22 წლის ასაკში ისევ ნიშანი ჭირდება , პეპლები და ფრთები რომ სექსი ჰქონდეს. სიბრაზე მოერია , რატომ უწევს ასეთ ადამიანთან საკუთარი სურვილის დასაკმაყოფილებლად ხვეწნა. ნუთუ მისნაირი გოგო მეორე არ ასებობს რომელიც ადვილად დასთანხმდება? არსებობს , მაგრამ მას ნუცა უნდა და მიიღებს კიდეც. იქნებ პრობლემა სწორედ ეგაა რომ აქამდე არავინ აზიარა , სიამოვნების ხელოვნებას და ასე ამიტომ უჭირს ნაბიჯის გადადგმა ამ ჭინკას ? დარწმუნებულია ,თავად შეეხვეწებოდა შემდეგში, ერთხელ მაინც ვინმეს რომ დაეყოლიებინა და გაერღვია მის მიერვე აღმართული კედლები. მანქანებისაც ხომ ეშინია მაგრამ თუ სჭირდება იყინებს .
სწორედ იგივე უნდა სჭირდეს , მთავარია კომპლექსები და შიში გაადაალახინოს და ისე ადვილად აისრულებს სურვილს თვითონაც გაუკვირდება . მთავარია საკუთარად დაიგულოს , მისგან გასაქცევი გზა მოუჭრას და როცა ეხება ისედაც ხვდება რომ მოწონს მისი შეხება .
მძიმედ წამოდგა ფეხზე და გასვლა დააპირა რომ სწორედ იმ დროს გაახილა თვალი და დაიკივლა .-შშშშ. _პირზე ააფარა ხელი და რომ მიხვდა კარგად გ ამოერკვა ძილიდან და სახეც დაუმშვიდდა ხელი ნელა აუშვა.
-კარი ღია იყო.
-ჩავკეტე.
-არ ჩაგიკეტავს , ღია იყო . იცი მაინც ამ სახლში რამდენი კაცი შემოდის და ძინავს ?
-პირველი ხარ ვინც აქ შემოვიდა ქურდივით.
-ქურდივით? _ღიმილი ვერაფრით მოიშორა სახიდან და მკერდზე ჩახსნილი საღამურისკენ თვალი გაექცა .ნუცაც მიხვდა როგორ უყურებდა და საბანი თითქმის პირამდე აიფარა.
-რა გინდა ? _ჩურჩულებდა გოგო.
-არაფერი._ირაკლიც უნებურად ჩურჩულზე გადავიდა . -მინდოდა მენახა რომ კარგად ხარ და მეთქვა რომ არ მინდოდა დამეყვირა.
-ხომ თქვი , ეხლა წადი.
-წავალ , საწოლის ზომა არ მაწუხებს მაგრამ აი ეს ? _დათვისკენ ანიშნა.-მართლა ყველაფრის სურვილს მიკარგავს .
-კარგია , მაშინ სულ თან ვატარებ ყველგან.
-ადექი . _მხრებში წაავლო ხელი და საწოლიდან გადმოსვა . -რომ გავალ მინდა კარის დაკეტვის ხმა გავიგო. კარის ზღურბლს დემონტრაციულად გადააბიჯა და შეტრიალება ვერ მოასწრო , რომ კარი ხმაურით მოუკეტა და 4 ჯერ გაადატრიალა გასაღები. -მმმ რთული იქნება , ძალიან რთული , მაგრამ გეფიცები ყოველდღე კოცნებით გაგებინებ პასუხს როცა ჩემი
იქნები . _კარს ტუჩები მიადო იმ იმედით რომ გაიგებდა. მძიმე ნაბიჯებით გადაჭრა ეზო , უკვე ღამე გადადიოდა , ტანსაცმლიანი დაწვა და ალბათ 2-3 საათი ეძინა . მალევე გამოფხიზლდა , წყალი გადაივლო და გამოუძინებელი სახეს ცხელმა წყალმაც ვერ დაუწყნარა. სარკეში კარგად შეათვალიერა თავი და სასაუზმოდ ჩავიდა . რატომღაც ეგონა რომ ყველა დააგვიანებდა ადგომას , გუშინდელი საღამოს მერე , თუმცა ყველა საკუთარ ადგილზე იყო და ყავას და მინერალურ წყალს იმედის თვალებით შეყურებდნენ. მხოლოდ ნუცა არ ჩანდა და გულმა მოწიწკნან, იმის გაფიქრებაზე რომ ისე გაურბის, ისე არ უნდა და აშინებს უკვე აღარც მოდის? მადა ისედაც დაკარგული ჰქონდა , უხალისოდ მიიტანა ყავის ფინჯანი ტუჩებთან რომ კარში , ნუცაც გამოჩნდა , ჩვეული ღიმილით .
-დილამშვიდობისა. _ ხელში მოქცეული დათუნია გვერდით დაისვა და მაგიდას მიუჯდა. ჯერ ნუცას შეხედა ყველამ მერე დათუნიას და ბოლოს ირაკლიმ მიიქცია ყველას ყურადღება , ხმაურით დადგა ფინჯანი მაგიდაზე , სკამის საზურგეს მიაწვა და ორი თითი ამოისვა თვალებში.
-ღმერთო . _ სცადა , რომ სიცილი შეეკავებინა , მაგრამ ისე უბრალოდ უყურებდა თითქოს ის არ გამოცხადდა მართლა დათვით. ცოტახანს ითმინა და ბოლოს ისეთი ხარხარი მორთო, ყველას გადაედო. ნამდვილი მიზეზი , ალბათ თავად იცოდა მარტო , მაგრამ მიზეზის უცოდნელადაც სასაცილოდ გამოიყურებოდა. ამიტომ ბევრი კითხვა არავის დაუსვამს.


მეგობრებო , უამრავი ხართ , უამრავ წერილს ვიღებ და თქვენი ყოველი კომენტარი , შექება თუ კრიტიკაც მახარებს ????
მადლობა ყველას , ვინც ასე განიხილავთ და საკუთარ აზრს მიზიარებთ , ჩემთვის ბევრს ნიშნავს , მოტივაციას მაძლევს და მეხმარება მოვლენების განვითარებაში , თქვენი ყოველი გაჟღერებული აზრი. რატომღაც მგონია რომ ცოტა გაგვეწელა? ვცდილობდი ამ
თავში იფრო მეტი ტემპი მიმეცა მოვლენებისთვის მაგრამ ამაზე მეტი არ შემიძლია :( მესმია ალბათ ზოგისთვის მოსაწყენი ხდება , მაგრამ ჩემს მუზას და თითებს ვერ ვმართავ როცა ვწერ. ????



№1 სტუმარი სტუმარი ლიკა

როგორ გამახარეᲗ. ეხლა Ჩავუჯდები....

 


№2  offline წევრი Mmarriamkk

აუუუ როგორ გამიხარდაააა!!!! რატომღაც მგონია რო კახა ძაან გაბოროტდება და ნუცას არ მოასვენებს.. ირაკლი კიდე უცებ პატარა შეყვარებულ ბიჭს დაემსგავა, უფრო ლაღია ახლა და ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება გაგრძელებააა!! მადლობა ავტორო და წარმატებებიიი❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი Tatutatu

რუსა სრულებით ლოგიკურად მიდიხარ..)) ძალიან მესაყვარლება ასეთი ირაკლი…ნუცასთან როგორი სხვანაირია მაინც, არც მისი დაცვა ეშლება.. უყვარს უკვე მაგრამ ნუცასავით აირია , მგონი მართლა ერთად ყოფნა ჭირდებათ რომ საბოლოოდ გამოერკვნენ.. რა კარგი თავი იყოო!!! გაგვახარეე !!)) მიყვარს შენი წერის სტილი და ისტორიეებიი!!!

 


№4  offline წევრი რუსანა

სტუმარი ლიკა
როგორ გამახარეᲗ. ეხლა Ჩავუჯდები....

დაგელოდებით ????

Mmarriamkk
აუუუ როგორ გამიხარდაააა!!!! რატომღაც მგონია რო კახა ძაან გაბოროტდება და ნუცას არ მოასვენებს.. ირაკლი კიდე უცებ პატარა შეყვარებულ ბიჭს დაემსგავა, უფრო ლაღია ახლა და ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება გაგრძელებააა!! მადლობა ავტორო და წარმატებებიიი❤️❤️❤️

მე თქვენი კომენტარი მიხარია , მადლობა ????

Tatutatu
რუსა სრულებით ლოგიკურად მიდიხარ..)) ძალიან მესაყვარლება ასეთი ირაკლი…ნუცასთან როგორი სხვანაირია მაინც, არც მისი დაცვა ეშლება.. უყვარს უკვე მაგრამ ნუცასავით აირია , მგონი მართლა ერთად ყოფნა ჭირდებათ რომ საბოლოოდ გამოერკვნენ.. რა კარგი თავი იყოო!!! გაგვახარეე !!)) მიყვარს შენი წერის სტილი და ისტორიეებიი!!!


მიხარია თუ მოგეწონათ ????

 


№5 სტუმარი სტუმარი გვანცა

როგორ ვისიამოვნე რა კარგი ისტორიაა. გთხოვთ მალე დადეთ გაგრძელება

 


№6  offline წევრი რუსანა

სტუმარი გვანცა
როგორ ვისიამოვნე რა კარგი ისტორიაა. გთხოვთ მალე დადეთ გაგრძელება

დიდი მადლობა ????

 


№7 სტუმარი Ruru

მადლობააა დიდი ????

 


№8  offline წევრი რუსანა

Ruru
მადლობააა დიდი ????

????????????????

 


№9 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან კარგი ისტორიაა ????????
გელოდებით❤️❤️

 


№10  offline წევრი duchi_duchi

აუ რუსააა ვგიჟდები მე ამათზე,შენზეც ვგიჟდები,ბოლოზე ბევრი ვიცინეე????ასე გამახარე ხოლმე რაიყო რაა?მითუმეტეს მუზას არ უჩივი სამჯერ დავაკაკუნე ხეზე უკვე????

 


№11 სტუმარი სტუმარი მარიამ

წინა თავებთან შედარებით ბევრად მომეწონა ეს თავი. ჭკუის სწავლებას არ დაგიწყებთ რადგან შენი პერსონაჟების შენზე უკეთ არავის ესმის. ასე რომ გოგონი როგორც შენს გულს და გონებას გაუხარდება ისე მოიქეცი. მე კი როგორც მკითხველი სრულებით გენდობით

 


№12  offline წევრი Tatutatu

მეორედ წავიკითხე უკვეე???? ძაან მიყვარანნ!!! რუსაა მუზაა იმედია არ მოგასვენებს რომ ჩვენ ასე გვიხაროდეს!))) სანამ ახალი თავი იქნება ძველებს რამდენჯერ ვკითხულობ როიცოდეე

 


№13 სტუმარი გიული

როგორ გამახარე და როგორ მომწონს...

 


№14  offline წევრი რუსანა

duchi_duchi
აუ რუსააა ვგიჟდები მე ამათზე,შენზეც ვგიჟდები,ბოლოზე ბევრი ვიცინეე????ასე გამახარე ხოლმე რაიყო რაა?მითუმეტეს მუზას არ უჩივი სამჯერ დავაკაკუნე ხეზე უკვე????

მე შენზე ????

სტუმარი ნანა
ძალიან კარგი ისტორიაა ????????
გელოდებით❤️❤️


????????????

სტუმარი მარიამ
წინა თავებთან შედარებით ბევრად მომეწონა ეს თავი. ჭკუის სწავლებას არ დაგიწყებთ რადგან შენი პერსონაჟების შენზე უკეთ არავის ესმის. ასე რომ გოგონი როგორც შენს გულს და გონებას გაუხარდება ისე მოიქეცი. მე კი როგორც მკითხველი სრულებით გენდობით

დიდი მადლობა ????

Tatutatu
მეორედ წავიკითხე უკვეე???? ძაან მიყვარანნ!!! რუსაა მუზაა იმედია არ მოგასვენებს რომ ჩვენ ასე გვიხაროდეს!))) სანამ ახალი თავი იქნება ძველებს რამდენჯერ ვკითხულობ როიცოდეე



მე შენი კომენტარები მიყვარს და მახარებს ????

 


№15 სტუმარი ნანო

შეუყვარდა ირაკლის,გაიმარჯვა სიყვარულმა.რა კარგი თავი იყო.ველოდები მომდევნოს.

 


№16 სტუმარი ნანამია

მომწონს... ყველაფერი იქეთ მიდის რომ ირაკლი და ნუცა წყვილად მოგვევლინება, მშვენიერია, რატომაც არა მკითხველებს გვიყვარს ისტორიის კარგი დასასრული...კახას რაც შეეხება ხომ ყავს უკვე შვილი და ქალიც, რომელიც უყვარდა... ისტორიის სხვა გმირებიც იმსახურებენ სიყვარულს... ველოდები გაგრძელებას, მხოლოდ სწრაფად რა..
მადლობა...

 


№17 სტუმარი სტუმარი ხათუნა

რა მაგრად წერთ????სიამოვნებისგან და მოწონებისგან სულ მეღიმილება- როცა ვკითხულობ, ირაკლის მგონი უყვარს უკვე,კახა კი სუსტია.რა საშინელი ქაჯი დედა ჰყავს, კიკი მომწონს, უბოროტოა და ლაღი. უბრალოდ ეგეთი ცხოვრება უყვარს. ველი შემდეგ თავს. მადლობა დიდი ავტორს

 


№18 სტუმარი სტუმარი გვანცა

გთხოვთ აღარ გაწელოთ ეს ისტორია. კარგია რომ ცოტა დააჩქსრეთ მოვლენები, ასე უფრო საინტეტესო გახდა. გთხოვთ დაგვინდეთ და მალე დადეთ. გეხვეწებით. საოცარი ისტორიაა. კარგია რომ არსებობთ. სხვა სამყაროში გადავდივართ.

 


№19 სტუმარი სტუმარი Wero

აი აი სასწაული ხარ გამაგიჟებელიიიიიიი…. აი ბოლო მომენტზე მეც ძალიან ბევრი ვიცინეეეე …დაატრიალაა ცეცხლი ჩვენმა ბიჭმა და უკვე იწყება არდავიწყებააა .. ველი შემდეგს მალეეეე!!!

 


№20  offline წევრი tatuli)

როგორ ველოდები ახალ თავს… რა კარგი ისტორიაა <3

 


№21 სტუმარი სტუმარი maco maco

უხ როგორ მიყვარს შენი თხრობა პერსონაჟების გრძნობების❤️ როგორ მიხარია ყველა შენი ისტორიის ეტაპი რომ გამოვიარე, არ იჩქარო ვინც სულ გელით ისევ დაგელოდებით. ხოოო არ გამოვა ეგ ამბავი ირაკლისთან ასე მარტივად “მძიმე არტილერიაა” ნუცაც არ არის მარტივი თან მგონია რომ მანდ რაღაც ბომბს გვიმზადებ:) კიკი მომწონს საყვარელი “საყვარელიააა” :):) (აუ რა მაინტერესებს “ეშმაკის რჩეული” ჩააქვესკნელე სადმე თუ არის ეგ ისტორია სადმე სინათლეზე? მგონი არ მეშლება სახელი)

 


№22  offline წევრი რუსანა

სტუმარი maco maco
უხ როგორ მიყვარს შენი თხრობა პერსონაჟების გრძნობების❤️ როგორ მიხარია ყველა შენი ისტორიის ეტაპი რომ გამოვიარე, არ იჩქარო ვინც სულ გელით ისევ დაგელოდებით. ხოოო არ გამოვა ეგ ამბავი ირაკლისთან ასე მარტივად “მძიმე არტილერიაა” ნუცაც არ არის მარტივი თან მგონია რომ მანდ რაღაც ბომბს გვიმზადებ:) კიკი მომწონს საყვარელი “საყვარელიააა” :):) (აუ რა მაინტერესებს “ეშმაკის რჩეული” ჩააქვესკნელე სადმე თუ არის ეგ ისტორია სადმე სინათლეზე? მგონი არ მეშლება სახელი)

ეგ ისტორია ჩავაქვესკნელე იმიტიო , რომ მეც ჩამაქვესკნელეს მაგის გამო
ძმებიო, როგორ შეილებაო , მაგრამ აუცილებლად მივუბრუნდები დაწყნარებული გულით ???? მადლობა შენ რომ , კითხულობ , მადლობა რომ
აზრს გვიზიარებ ????????????

სტუმარი ხათუნა
რა მაგრად წერთ????სიამოვნებისგან და მოწონებისგან სულ მეღიმილება- როცა ვკითხულობ, ირაკლის მგონი უყვარს უკვე,კახა კი სუსტია.რა საშინელი ქაჯი დედა ჰყავს, კიკი მომწონს, უბოროტოა და ლაღი. უბრალოდ ეგეთი ცხოვრება უყვარს. ველი შემდეგ თავს. მადლობა დიდი ავტორს

ვაიმე ???? მადლობა შენ

სტუმარი Wero
აი აი სასწაული ხარ გამაგიჟებელიიიიიიი…. აი ბოლო მომენტზე მეც ძალიან ბევრი ვიცინეეეე …დაატრიალაა ცეცხლი ჩვენმა ბიჭმა და უკვე იწყება არდავიწყებააა .. ველი შემდეგს მალეეეე!!!

???????????? ნუ მაწითლებ

 


№23  offline წევრი ვიპნი

შეყვარებული ირაკლი მომწონს ❤️

 


№24 სტუმარი ნია

სასწაული მოახდინეთ და მალე დადეთ ახალი თავი. გელოდებით.

მალე დადეთ გაგრძელება. სულმოუთმენლად გელოდებით

 


№25 სტუმარი ნესტან

ატმის ფერი კარგია მომეწონა დიდი თავიც მაგრამ მომეწონა მაგრამ ირაკლი და ნუცას ბავშვური საქციელი მომბეზრდა ვერ გადაუწყვეტიათ უყვართ ერთმსნეთი თუ ვნებააა....კახამ და თავის დედამაც გამაბრაზა იმედი გამიცრუვდა....რატომ უნდა იტანჯოს ამდენი ხანი ნუცამ ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები როდის იქნება მგონი თავს მოგვენატრებ♥️????????

 


№26 სტუმარი სტუმარი თეო

შეყვარებული ირაკლი საინტერესო და სახალისო სანახავია, ნუცა მგონია ხვდება და უბრალოდ მშიშარაააა, რაღაც ისეთი უნდა რაც მიახვედრებს რომ უყვარს თორე აირია უკვე ნუცა ...დათუნია არ დაკარგოს ????????????????

 


№27 სტუმარი ნია

შესანიშნავია მაგრამ ძალიან კარგი იქნება თუ ისეთი დასასრული ექნება ეს ისედაც გაუბედურებულ გოგო მთლად არ გაუბედურდება ირაკლი კაცურად მოიქცევა თავსაც გაბედნიერებს ნუცასაც და ირგვლივ მყოფელებს მთლად ნუ გაბოროტდება გააბედნიეროს ეს გოგო ისწავლო ნამდვილი სიყვარული შვილიც შეეძინოთ თვითონაც ბედნიერები იყვნენ და სხვებიც გააბედნიერონ კარგი იქნება თუ კრგად დაასრულებლებთ მეცოდება ეს გოგო დიდ სიაობვნებას ვიღებ კითხვით მადობელი ვარ ცხოვრების სიმძიმეები ისედაც გვყოფნის ყველა გაახარებს სიყვარულის გამარჯვება არ გახადოთ ირაკლი არა კაცი

 


№28 სტუმარი სტუმარი ნანა

თქვენი ისტორიით გვიფერადებთ ამ მძიმე ცხოვრებას. ველით ბედნიერ დასასრულს, არ დააგვიანოთ ძალიან შეგვიცოდეთ

გთხოვთ მალე დადეთ გაგრძელება. გელოდებით

 


№29 სტუმარი ნია

დიდ სიამოვნებას მგვრის არა მხოლოდ ეს ნამუშევარი ყველა კარგია ოღონდ გთხოვთ დასასრული ძალიან მოკლედ არ დაწეროთ ცოტა დითხანს გვიჩვენეთ ნუცას დს ირაკლის ბედნიერება უკვე ვხედავ ნუცა ვერ შეძლებს ირაკლის გარდა სხვის შეყვარებას და გთხოვთ ირაკლისაც ასწავლეთ ძლიერი სიყვარული გააბედნიერეთ მკითხველს უყვარს ბედნიერება უბედურების მეტი რაა ამ ქვეყანაზე აქ მაინც ვისიამოვნებთ და გავიხარებთ კარგი დასასრულით

 


№30  offline წევრი თ. ა.

საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები. ნუცა ირაკლიში დიდ გარდატეხას ახდენს. იმედი მაქვს სასიკეთოდ შეიცვლება ორივეს ცხოვრება. გელოდები ხოლმე სულ და მიხარია რომ ამ ბოლოს ხშირად ჩნდები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent