შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი ფანჯრიდან (ნაწილი მეექვსე)


19-03-2024, 19:11
ავტორი Margo Tokyo
ნანახია 3 886

ნაწილი მეექვსე

„ამ სამოთხეში, მე ვარ სხვა ომებში
ვნების ტალღები მოგვდგომია კართან“


ავდრისფერი დასდებოდა ცას იმ სხივებშეპარულ დღეს, შუა ღამის ტყვიების წვიმის შემდეგ რომ დამდგარიყო.
ჰაერიც შიშით აეცახცახებინა ხანგრძლივად დატოვებულ ბუღს.
ამდენი ხნის შემდეგ, შედრკა პირველად უშბა.
ჰაერში უმისამართოდ გახსნილმა ცეცხლმა დაურღვია უშფოთველი მდუმარება მტრობადავიწყებულ მწვერვალს.
ტყვიების ზუზუნმა გამოაფხიზლაო თითქოს ღრმად მძინარე დარაჯი და განგაშის ნიშნად დააჭყეტინაო თვალები.
გაიღვიძა სოფელმაც.
ფეხზე დადგა ძილბურნაში მყოფი მაზერი, გადაჩვეული რომ იყო წარსულში მრავალჯერ გაგონილ ხმაურს.
ვერავინ დაინახა, ვერავინ მიხვდა საიდან გაჩნდა და როგორ აორთქლდა ის მინებდაბურული მანქანა, ჭკუასელი რეზი რომ მართავდა იმ საბედისწერო საღამოს, უდანაშაულო ადამიანის სისხლი სამუდამოდ რომ დააჩნია წვიმისგან მრავალჯერ გადარეცხილ ასფალტს.

*

- მაგათ რა ჰგონიათ, ეგრე გაგვაჩერებენ? - ავისმომასწავებელი ღიმილი გაუკრთა დაძაბულ სახეზე დათუნას, უკანასკნელი საათების განმავლობაში ბოლთას რომ სცემდა იმ მრგვალი მაგიდის ირგვლივ, სულ პირველად რომ მიიპატიჟეს მასპიძლებმა სტუმრები.
- ზუსტად ეგ ჰგონიათ, რომ გაგაჩერებენ. პირდაპირ მოვიდნენ და დაგარტყეს იქ, სადაც ქალებიც არიან, - უჩვეულო სიმშვიდით წამოდგა ფეხზე ჩეჩე და ისე გასწორდა მხრებში, თითქოს ყველაზე საშინელის ჩასადენად ემზადებაო.
- სწორია, - თავის მსუბუქი დაკვრით დაეთანხმა აქამდე ჩუმად მდგომი გიორგი. - ძალის დემონსტრირება იყო, აქ ვართო, გაგვფართხილეს. არაფერს მოვერიდებითო, იგულისხმეს.
- ჭკუასელიც ზუსტად იმავე დროს რომ მოკლეს, ხვდები, შენ, რა ხდება? - გაკვირვებით ჩაეცინა ნოდოს. - გაფრთხილებაც არის და გაფრთხილებაც. ასეთი მასშტაბი მაშინ არ დამიშვია, პირველად რომ გავიგე, ფარჯიანი დაადგაო დგვარელს მოსაკლავად.
- ვინ არის, კაცო, ეს მაცაბერიძე, დამალაპარაკეთ, გამოვიდეს კონტაქტზე, თუ ეგეთი მაგარი ტიპია! ეგრე შორიდან მეც მაქვს კასტეტი! - ჩაერია სავარძელში ჩასვენებული დიტო. - შევუსევ მთელს საჩლიქოსნეთს!
- ცხენზე ამხედრდი და ისე, ნაპოლეონ, - ჩაიფხუკუნა ქეთუთამ და ჩამოუჯდა სავარძლის სახელურზე. - შესევას აპირებ, ხო?
- მერე?
- ისე შეუსიე, შენ რომ არ დაგინახონ, - ცბიერი ღიმილით ჩამოხედა ზემოდან. - ჩლიქოსნებმა, დიტუ...
- გადი, გადი, მომშორდი, ნუ მიყურებ, ნუ მაღიზიანებ! ჰო, მართლა, რომ ჩამომიჯექი აქ, წადი და იმ ექიმბაშის კრემი გამიმზადე, შესაზელი მაქვს მეექვსე მალაზე!
- ორი საათის წინ დაგვცხრილეს და ეს მეექვსე მალის კრემზე ფიქრობს, - ფრატუნით წამოდგა ქეთუთა და დაამატა ბურტყუნით. - ან ეს მეექვსე მალა საიდან მოიტანა.
- მე თუ არ ვიფიქრე ჩემს მეექვსე მალაზე, დავრჩები კვაზიმოდო ეს შველივით და ტანკივით ბიჭი! - დააწია სიტყვები მიმავალს.
- ხარ, ისედაც, - დამცინავად ჩაუკრა თვალი ნოდომ.
- ესმერალდა იყოს და დაე, ვიყო! - ამოიოხრა გულდაწყვეტილმა. - ამ სოფელში ყველამ გულის სწორი, მიჯნური და სამიჯნურე ობიექტი იპოვა, მე - ცხენი და ძროხა. რას ვაკეთებ არასწორად... მომეცი, ღმერთო, ოდნავი ნიშანი, რა იქნება, ჰა?!
- ნიშანი სად მოგცა, იცი? - ჩამოუჯდა გვერდით ნოდო. - ცხენიდან რომ გადმოგაგდო და შენ მაინც ძროხის „ჩოლკების“ დასავარცხნად წახვედი, აი, მაშინ, დიტექს!
- რას შვრები ახლა შენ, მეექვსე მალაზე მაყრი მარილს? - გადახედა გაღიზიანებულმა.
- გტკივა?
- გულს სტკივა, მალას არ სიამოვნებს!
- არც ჩემს ხერხემალს სიამოვნებს შენი თრევა დილა-საღამოს და ვინმე რომ ჩამენაცვლოთ, არა? დათუნა, შენიც არის ეს, მე მგონი! - სიტყვას მოაყოლა თავისი სადარდებელი ნოდომ და ხვნეშით წამოდგა. - მეც უნდა შევიზილო ერთი ის კრემი!
- თქვენ ამ ჟანგიან მამრებთან ერთად აპირებთ რამეს? - ეჭვნარევი მზერით გადმოხედა ტასომ შეკრებილებს. - გაგიჭირდებათ, მგონი... რა? არა?
- მოიცა, მოიცა! ახლა მოიცა... ახლა მე მიმიშვით! ახლა მე მაცადეთ! ახლა მე მომიტანეთ ის ავტომატი! რა გაკადრეს, დიტო ჩხაიძე, შე ყველასგან უარყოფილო და სნეულო?! ვინ არის, გოგო, ჟანგიანი! - მკვდრისფერი დაედო შეურაცხყოფილ დიტოს. - მე მაკადრა? მე? ნოდო, კაი, ჩემზე ერთი თვით უფროსია, მაგრამ ტასო... მე?
- ქეთუთა, ოცდაათი წვეთი კორვალოლიც გამოაყოლე, დიტო კომაში ჩაგვივარდა, - გასძახა ხერხემლის კრემითა და ხელთათმანებით აღჭურვილ ქეთუთას. - აი, დიტო, მოვიდა შენი მაცაბერიძე, ახლა ძალიან აგეწვება!
- უხ, შენ რა ხარ! უხ, შენ ვინ ყოფილხარ, მაგრამ მაგას მაშინ უნდა მივმხვდარიყავი, ცხენიდან გადმოხტიო, რომ მასწავლე! - ქაქანებდა დიტო. - ქეთუთა, გთხოვ, ნაზად შემაზილე, ნუ გამაძრობ ტყავს, ისედაც ცალი ფეხი სამარეში მაქვს ამათი სოფლის მეურნეობის გადამკიდე!
- ეს კრემი ენაზეც რომ წავუსვათ? - მობეზრებით გადმოხედა სკამის მკლავებს ჩამოყრდნობილმა დათუნამ.
- მეორე ოთახში წამოიყვანე, ნოდო, აქ ვერ წავუსვამ, - მისცა დავალება არხეინად მოცინარს.
- უხ, კიდე მე?! ქეთუთა, შენც მღუპავ, გოგო? კაი, კაი, წამოდი, წამოეთრიე, ადექი!
- ნუ მიმარბენინებ, ბიჭო, ის კი არა ვარ... უდიერად ნუ მეპყრობი-მეთქი, რა გითხარი!
- როგორ, როგორ?
- უდიერად, უწიგნურო!
- შე საწყალო!
- საწყალი ვარ, აბა რა ვარ, თქვენ რომ გიძლებთ, სუყველას!
- ჰოდა დაეგდე აქ, მარტო და ხმა არ გავიგო შენი! - კმაყოფილმა დაახეთქა დივანზე.
- კარგი, დამტოვეთ პაციენტთან მარტო! - საქმიანად დაიკაპიწა მკლავები ქეთუთამ და მოხსნა კრემს თავსახური. - ნუ დამირღვევთ სიმშვიდეს, ეს ძალიან რთული ოპერაციაა, მეგობრებო, მობილიზება მჭირდება! ნოდო, მოდი აქ და დამიზილე საფეთქლები, ახლა დაიღვრება სისხლი, ახლა გაჟღერდება ყველა ცოდვა აქამდე ჩადენილი, ახლა გაიხსნება სამოთხის და ჯოჯოხეთის წყალგამყოფი ხიდი!
- შენც გადმოვარდი, გოგო, იმ ცხენიდან? - ეჭვით გადმოხედა ნოდომ.
- დამიზილე-მეთქი, საფეთქლები! - დაუმარცვლა გაღიზიანებულმა. - შენ კიდე, აიწიე ეგ მაისური! ახ, ნახე, რას აკეთებს... დიტო, ჩემო შერყეულო მეგობარო, რომ გამიშიშვლდი სურამელაშვილივით, ხერხემალი დამანახე-მეთქი, შებრუნდი!
- მტკივა, ვა! - დაიწუწუნა წართმეული ხმით.
- რა გტკივა, ჯერ არ დამიწყია! - დაუქაჩა თვალები.
- წინასწარ გეუბნები, ყვირილში რომ არ დაიფანტოს ბგერები!
- ბოდიში, ქეთუთა, მაგრამ მე ამის ნერვები არ მაქვს, ლიზა, მოდი, დაუზილე საფეთქლები, მორალურად არ ვარ მზად ამის შემაძრწუნებელი ყვირილის მოსასმენად!
- რატომ უნდა იყვიროს? - გაკვირვებით გაეცინა ლიზას. - კრემია, რა მოხდა? ნუ, ცოტათი დაგწიწკნის, მაგრამ ეგ არაფერი, ამხელა ტანკივით კაცი ხარ, თუ როგორ თქვი?
- ხო, რა, ოღონდ ის ტანკი, სათამაშო, - დამაჯერებლად ჩაახველა ნოდომ. - მე წავედი!
- რა ხდება? - ოთახში შემოვიდა ნენე. კართან მისული ნოდო ისეთი სახით მობრუნდა, თითქოს ორი წამის წინ გაქცევას არ აპირებდა.
- რა არი ნოდო, დაგრჩა რამე? - ეშმაკური ღიმილით ჰკითხა ლიზამ.
- დამრჩა! - დაუქაჩა თვალები მოფხუკუნეს.
- რა დაგრჩა, აბა?
- აჰ... მე... სიტყვა დამრჩა... ხო, სიტყვა! ახლა დიტო რომ იტყვის, უპასუხოდ დავტოვებ, გგონიათ? - თმაში ხელი შეიცურა ნოდომ და თვითკმაყოფილი ღიმილით გადმოხედა გვერდით მდგომ ნენეს, ყველაფერს იმაზე კარგად რომ მიმხვდარიყო, ვიდრე ოთახში შეკრებილები.
- წაქცეულს თავს ესხმი? - წარბები აზიდა ნენემ. პირველი სიტყვიერი დიალოგი იყო ექვსი წლის შემდეგ.
- ამტანი ბიჭია, ორ ჩლიქოსანს შეერკინა, - გადმოხედა გვერდულად და იმდენი ხნით, დიტოს სასოწარკვეთილი ზმუილი რომ არა, უხერხულ მზერას არცერთი იქ შეკრებილი რომ არ მოაშორებდა.
- ამ კრემს რომ ვისვამ, თავი ჯოჯოხეთის ქვაბში მგონია! აა, მიხურს! ნოდო, შენ რომ ჩაგასხამ ყურში ამ კრემს და დაგიდუღებ სმენის აპარატს, მერე მეტლიკინე! - დაუცაცხანა ეშმაკური ღიმილით. - მნახე, ხო წაქცეული არწივი? მაცადე, ავდგები! ჩემი დროც მოვა, ეგრე არ დავტოვებ ამ ამბავს!
- შენს ხმას თუ ვერ გავიგებ, მადლობასაც გეტყვი, დიტექს, - ჩაუკრა თვალი და წასვლამდე კიდევ ერთხელ შეათვალიერა სუსხიანი შემოდგომის მიუხედავად, თხლად ჩაცმული, ოქროსფერთმიანი ქალი - თავისი გადარჩენილი და იქნებ, თავისი გადამრჩენელიც.
- გამეცალე, ნოდო დოლიძე, თორე...
- დიტო კივის, მაცაბერიძე არ გეგონოთ, - დასრულება არ აცადა, ისე მოიხურა კარი მეორე ოთახში გასულმა. - რა ხდება?
- თბილისში უნდა დავბრუნდე, აზრი აღარ აქვს, - ღრმა ამოსუნთქვას ამოაყოლა სიტყვები ვაჩემ, მომხდარის შემდეგ ყველაზე მეტად რომ ედარდებოდა იმ ხალხის ბედი, მის გამო იარაღსაც რომ არ შეუშინდნენ. იგრძნო პასუხისმგებლობა. უფრო დიდი, ვიდრე საკუთარი ძმის სულისა და ოჯახის დაცვა იყო.
- ყველა დავბრუნდებით, - გადაჭრით ჩაილაპარაკა გიორგიმ.
- მერე ესენი? - მზერით ანიშნა აჩიმ გოგონებისკენ. - რამდენად უსაფრთხო იქნება ამხელა გზა? ან იქ, საერთოდ... ვინმემ იცის, რა შეიძლება მოხდეს? სადაც მთელი სოფელი აიღეს, იქ აღარაფერი დააკავებთ.
- საფრთხე თავისი ფეხით ყველაზე მიუდგომელ ადგილას რომ გესტუმრება, აჩი, სადაც იქ, მერე ყველგან, ხომ იცი.
- ბიჭო, არ მესმის, რა! აქ გაგიჟებული მამაჩემი ვერ მპოულობდა, - გაოგნებული დადიოდა წინ და უკან ბერიძე. - მანქანა რომ დავლეწე და მთელი თბილისი აიღო, წითელი ცირკულარით რომ მეძებდა და მაინც ვერ მიპოვა, გახსოვს?
- მე იცი რა მახსოვს, აჩიკო? - დამცინავი ღიმილით გადმოხედა გიორგიმ. - სახლში რომ დაბრუნდი და ერთი თვე პროფილაქტიკიდან ცხვირი არ გამოგაყოფინა, აი, ეგ.
- კაი ახლა!
- თავისი ხელით რომ გააკეთებინა დალეწილი მანქანა და ბორბლები გასძვრა, მაგას უხსენებ? - წამოადგათ თავზე ონისე. - დიღმიდან მცხეთამდე ვერ მივიდა, ეს საწყალი.
- ე, ბიჭო, ცოტა წესიერად! ტყვიას ვცემ ახლა პატივს და არაფერს გეტყვი! - დაუქაჩა თვალები ბიძაშვილს.
- შენ რამდენჯერ გითხარი, რისი თავიც არ გაქვს, არც ეცადო-მეთქი, ჰა?
- ყველამ დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა! ყველამ, აი, სულ ყველამ, მასშტაბურად! ტასო, წადი, მეზობლებს დაუძახე, იმათმაც გაიგონ, ანდა იყავი, არ წახვიდე, გადაეცი უბრალოდ... ჩაიწერე, სიტყვა-სიტყვით, მარცვალ-მარცვალ და ისე გადაეცი, ხო გესმის, ხო იწერ?! ეს ფეხზე დადგება და დავულეწავ ყველა ძვალს სათითაოდ! ჭრილობა შეხორცდება და მეორე დაემატება, აგერ მე, აგერ თქვენ! - წინ და უკან დადიოდა შეურაცხყოფილი აჩი.
- სულ ყველას? - დამცინავად ჩაეკითხა ონისე.
- დაგიტოვებ ცოტას, გინდა?
- დამშვიდდებით, თქვენ? - წარბშეკრულმა გადმოხედა ჩეჩემ ბიძაშვილსა და მამიდაშვილს. - რა დღეში ხართ, ბაგა-ბაღი?
- კაი, გავისუსეთ, ჩეჩე მამიკო განრისხდა! - ჩამოეყრდნო ონისეს მხარს აჩი.
- გაჩერდი, ბიჭო, დღეს რაღაც შემაშფოთებლად მდუმარეა.
- სიმშვიდეს ჰგავს ქარიშხლის წინ, ხო?
- აი... აი, ზუსტად.
- მესმის და ფეხზე ვდგები, აჩი, - გამაფრთხილებლად აზიდა წარბები ჩეჩემ.
- აჩიო... შენები კი არ ესმის! რა უხეირო ნეპოტიზმსაც ჩაუყარე საფუძველი, გინდა, მოვახსენო მამიდაშენს? - წამოადგა თავზე დოინჯშემოყრილი და გადმოხედა ბოლოს მოღიმარ ონისეს. - ან შენ რა გაცინებს? შენს ნაცვლადაც მე უნდა მომხვდეს, ხო?! დაჭრილია, როგორ ეკადრება... დგვარელია, როგორ ვაკადრებთ...
- მოხვდება მაგასაც, ჯერ არ იცის, აჩიკო, თორე, მოხვდება, - კმაყოფილი ღიმილით გადმოხედა ჩეჩემ.
- ჰო? ეგრეა საქმე? - ჩაეღიმა ონისესაც სხვანაირად.
ხანგრძლივმა დუმილმა ახადა თითქოს ფარდა მტვერდადებულ უთქმელ სიტყვებს და გააჟღერა ყველა - აქამდე ვერნათქვამი.

- ჩავალ ერთი და გავარკვევ, ვინ არიან, საიდან არიან, ჩემი ნომერიც რომ გაუგიათ, სად ჰგონიათ თავი, - მცირეხნიანი დუმილის შემდეგ ფეხზე წამოდგა ჩეჩე. გაკვირვებით გადახედეს ერთმანეთს ონისემ და აჩიმ.
ეს სიმშვიდე რაღაც ახალიაო, ჩუმად ჩაიფხუკუნა ბერიძემ.
- მარტო არაფერს გაარკვევ, ჩეჩე. არ არის ეგ ის ამბავი, ერთი კაცის სიტყვამ რომ გაჭრას, თუნდაც ღმერთი იყოს, ის ერთი კაცი, - გამაფრთხილებელი ტონით წამოიწყო ვაჩემ. - ვერ ხედავ, რას აკეთებენ? საიდან მოგვიდგნენ? ამის იქეთ აღარაფერია, ჩათვალე. აღარც შენი ადამიანობა, აღარც შენი სიტყვა და კაცობა. აქ უკვე თავის გადარჩენის ინსტინქტია მხოლოდ... ყველაზე უკადრებელს რომ გაკადრებინებს, ის ინსტინქტი, ჩეჩე, ოღონდ გადარჩე, ოღონდ გამოძვრე... ხომ ხედავ შენც, რომ ყველაფერზე არის წამსვლელი მაცაბერიძე. ყველას ამოგვხოცავს, ოღონდ თავისი ნაბი*ვარი გადაარჩინოს ციხეს!
- და თქვენ აპირებთ ეგეთ კაცთან დიალოგს? - დამცინავი, მწარე ღიმილი გაუკრთა აქამდე ჩუმად მჯდომ სოფას სახეზე. - რას ეტყვი შენ მაგ კაცს, ვაჩე, როცა შეხვდები? - მიზანში მოარტყაო თითქოს, გაურკვეველი მზერით ამოხედა კაცმა.
- სოფა! - უხეშად გააწყვეტინა დათუნამ. მზერით ანიშნა, არ არისო ამის დრო, მაგრამ არაფრად ჩაუგდია სოფას ბიძაშვილის სიტყვა, თვალებანთებული, გაღიზიანებული წამოდგა ფეხზე და პირისპირ დაუდგა ვაჩეს.
- მიხვედი, მასთან ხარ... რას გააკეთებ, მოკლავ? - გამომცდელ, დაჟინებულ მზერას არ აშორებდა კაცს.
- ჩემს მისვლამდე თვითონ რომ მოდის, მაშინ რას ვშვრებით, სოფა? - იმავე მზერით გადმოხედა მანაც და წამოდგა ფეხზე. - გადატენილი იარაღით რომ მოდის და ისვრის დაუნანებლად, მაშინ როგორ არის სწორი და ადამიანური? თვითონ მოვიდა. იარაღით მოვიდა. სიბნელეში გაისროლა. ვინმეს რომ მოხვედროდა მისი ტყვია, მაშინ, სოფა?
- მე გეკითხები, რას გააკეთებ - შენ.
- შენ რის გაკეთებას მთავაზობ? - ჩაეცინა უნდობლად. - ხომ არ ვაპატიო?
- მოგკლავს თუ მოკლავ? - ისეთი ბრაზით აცეცებდა თვალებს სოფა, მხოლოდ მონატრებული მზერის ძებნისას რომ იცის ხოლმე გამომჟღავნება.
ეძებდა იმ თვალებს, იმ დღის შემდეგ რომ არიდებდა მზერას, მეზობლების მითქმა-მოთქმას რომ მოჰკრა ყური, ძალიან უყვარდაო გიორგის თავისი საცოლე - მარიამი. იმდენად ძალიან, აღარაც უფიქრიაო არავისზე. ასე ხელშეუხებელი დაიმარხებაო მისი სიყვარულიც, გამოუტანეს, იმ დღეს, მეზობლებმა განაჩენი. ვერ აიტანა თითქოს. შიშითა და ბრაზით უელავდა თვალები მოსმენილის შემდეგ და იმეტებდა საკუთარ თავს დასასჯელად, როცა არცერთ მზერას ახვედრებდა - მისას.
ხვდებოდა ისიც.
ხვდებოდა, რაშიც იყო საქმე.
იკითხებოდა გადარეცხილი მელნიდან ყველა უარის მიზეზი.
ახლაც, წამის მეასედში გადააწყდა თავისი ცეცხლისფერით გიორგის თაფლისფერებს. ჩამუქებოდნენ, როგორც ყველა ვერაღიარებული სიტყვის მსმენელი ღამე.
სწრაფი მზერა გადაატარა კაცმა ემოციებგაყინულ ქალს და აარიდა გაბრაზებულმა თითქოს.
ყველაფერსმიმხვდარი, სჯისო, იფიქრებდი.
- არ ამიკანკალდება ხელი, - ჯიუტად გაუსწორა თვალები მისას. - ჩემი ძმის გამო, ჩემი ოჯახის, იმ ადამიანების, რომლებსაც მშვიდად ძილის საშუალებას არ აძლევს, სოფა! არც იმ ქალების გამო, ლაჩარი მამამისის მფარველობით რომ უნგრევს ცხოვრებას! ეგეთ კაცს სამარეც ვერ ასწორებს, იცი, შენ, ეგ?! ეგეთ ლაჩარს, ეგეთ საცოდავს, სიკვდილიც ვერ გამოასწორებს!
- ხო? - უყურებდა, მაგრამ არ უყურებდა მას.
- რა დამაკავებს?! - სუსტი, ეჭვიანი ღიმილი გაუკრთა ვაჩეს ალმოდებულ სახეზე. - ჩემნაირ კაცს რამე დააკავებს, როგორ ფიქრობ, შენ?
- ეგეთად გახდომას აპირებ?
- ეგეთ კაცს ყველა მკვლელი სჯობს, სოფა! - ბრაზით აევსო თვალები მასაც.
- შენი სიცოცხლის სასწორზე დადებას აპირებ?
- მთავარია „როგორ“ და არა „როდის“, ასე მასწავლეს, - უცნაური ღიმილით გააქნია თავი ვაჩემ და გადახედა გიორგის, ფანჯრიდან რომ უყურებდა სუსტად განათებულ ეზოს ისე, თითქოს ამაზე საინტერესო არაფერი არსებობდა იმ წამს.
- კარგი, შევაბრუნებ კითხვას. შენი ადამიანობის სასწორზე დადებას აპირებ, ვაჩე?! - სუნთქვაც შეეკრა საკუთარ კითხვაზე სოფას. - თუ ძალიან გადაიხრები, იცოდე, გაუფასურდება ყველა „როგორ“.
- ჰო?
- ტოლობის ნიშნის დასმას აპირებ, შენ, ვაჩე ფარჯიანი, რეზი ჭკუასელთან? - გამომცდელი გაუხდა ტონი. - დასვი!
- ვიღაც მოვიდა, - დაბარებულივით გაისმა გიორგის ხმა.
კარისკენ გაიხედა ყველამ.
გავიდა გარეთ მასპინძელი, ფეხდაფეხ მიჰყვა ვაჩეც, მხოლოდ ჩამქრალი მზერა რომ დაეტოვებინა პასუხად იმედგაცრუებული ქალისთვის.

ჩაქრა მანქანის ფარები.
სწრაფი ნაბიჯებით მოდიოდა მათკენ უტა მაისაშვილი.

- უტა? - თვალებს ვერ დაუჯერა ვაჩემ, დაუპატიჟებელ სტუმარში დიდი ხნის უნახავი მეგობარი რომ ამოიცნო. არ დააყოვნა შიშმაც ყველაზე უარესის ფიქრში. - აქ რას აკეთებ? მშვიდობაა?
- შემოდი, უტა, - სახლისკენ გაუძღვა სტუმარს გიორგი.
- ორი საათის წინ დაგვცხრილეს და უკვე აქ ხარ? - სიმწრით ჩაეცინა ვაჩეს. - რა არი, იგრძენი, ბიჭო?
- იცით, რა ხდება ქალაქში? - უჩვეულოდ დასერიოზულებულიყო უტა, დაძაბულ გამომეტყველებაზეც შეატყო ვაჩემ, საქმე იმაზე რთულად რომ იყო რეალურად, ვიდრე წარმოედგინათ. - ფეხზე დააყენა მაცაბერიძემ!
- როგორ? - დაიძაბა ონისე.
- ზედმეტად ბევრი გაუგია, როგორც ჩანს. იმაზე ბევრი, ვიდრე ვვარაუდობდი. არ გაჩერდება ეგ ასე მარტივად, - ხელები გაასავსავა ჰაერში უტამ და ბასრი მზერა მოატარა მეგობარს. - მანამ არ გაჩერდება, სანამ შენ არ გაჩერდები, ვაჩე.
- მოიცა, მოიცა, რას ნიშნავს, ზედმეტად ბევრი გაუგია? - ჩაერია ჩეჩე.
- იცის თქვენი შეხმატკბილების ამბავი, - ცალყბად ჩაეღიმა უტას. - იცის, ონისე რომ გადაუდგა ვაჩეს. ისიც იცის, რა გითხრათ ჭკუასელმა იმ ღამეს და ის უფრო კარგად, რა უპასუხეთ თქვენ. აბა, გამოიცანით, ვინ მოკლა ჭკუასელი?.. ახ, არა, ამერია, ჯერ ის გამოიცანით, ვისი კაცი იყო ჭკუასელი?
- ასე... ასე როგორ? რა ხალხი ჰყავს ასეთი! - ყველანაირი შემართება დაეკარგა აჩის. - ციხეში მოკვლა კიდე მესმის, მაგრამ რა ციხე... დაკითხვამდეც არ მისულა! ასე, როგორ...
- ეგაა საქმე, ზუსტად. სასამართლომდე, ციხემდე, რომ კაცს მოკლავ... - შენი, ჩემი და ნებისმიერის გაგორება შეუძლია მაქსიმუმ სამ წამში, ისე, რომ ეჭვი ვერავინ აიღოს მასზე. რა გგონიათ, არ შეეძლო მთელი სახლი გადაეწვა? დაუმტკიცებდა ვინმე? ისე დაგცხრილავდათ ყველას, ვერცერთი კვალი გავიდოდა მასზე, მაგრამ არა, ეგ მოსწონს ზუსტად... საკუთარი ძალის დემონსტრირება მოსწონს მალხაზ მაცაბერიძეს, - ზიზღით აეპრიხა ტუჩის კუთხეები უტას. - სერიოზული ზურგი ჰყავს... იმდენად სერიოზული, რომ ეგრე უბრალოდ ვერ ადგები და ვერ დაარტყამ, ვაჩე, ხომ იაზრებ შენც.
- ვერა, მაის, ვერ ვიაზრებ, - სასოწარკვეთილი სიცილი წასკდა ვაჩეს. კედელთან მდგომი, დახვრეტაზეც არ იტყოდა უარს, იმდენად უსუსურად გრძნობდა თავს. - არც მინდა, რომ გავიაზრო. რა ჰგონია, ასე უბრალოდ ადგება, ძმას მომიკლავს თავისი ნაბი*ვრის გამო, ძმის მკვლელს ჩემამდე გაასხმევინებს ტვინს, ღამის ხუთზე გადაგვცხრილავს და პასუხს არავინ მოსთხოვს? არა, უტა, არ არის ეგრე, როგორც გგონია. მე გაჩერებას არ ვაპირებ, არც არაფერი მაქვს დასაკარგი!
- მაცაბერიძეს ვერ შეეხები ვაჩე, თუ სიცოცხლე გინდა... თუ უმიზნო სიკვდილი არ გინდა, ვერ შეეხები! - დაუმარცვლა ბოლო სიტყვები გაღიზიანებულმა უტამ. - მე ხომ არ გეუბნები, რომ უპასუხოდ დატოვო. მე გეუბნები, რომ მოიცადო! ვერ ხედავ, რა გააკეთა? პირდაპირ შენობაში გაასხმევინეს ტვინი ჭკუასელს და თან როდის, მთელი პროკურატურა რომ უპირებდა დაკითხვას! რა დააკავებს ეგეთ კაცს? შენ? რითი? ეგეთ კაცს არც სიტყვა ადარდებს, არც...
- შვილი ხომ ადარდებს? - წარბიც არ გატოკებია ვაჩეს, როცა ამბობდა ყველაზე უარესს.
- არც გაბედო! - სიმწრით გააქნია თავი უტამ. - არც გაიფიქრო, იცოდე!
- დაგაგვიანდა უტა, გავიფიქრე უკვე.
- ხოდა იმაზეც იფიქრე ბევრი, ჯერ ჩემთან რომ მოგიწევს მოსვლა, - ყბა დაეჭიმა მაისაშვილს, არ აშორებდა თვალს თავის ბავშვობას, ნელ-ნელა რომ კარგავდა ადამიანობის ნიშანწყალს. არ დაუშვებდა, ზუსტად იცოდა, რომ არ დაუშვებდა.
- მოიცა, ასე როგორ... ასე, უბრალოდ? - ჯერ კიდევ გაურკვევლობაში იყო დათუნა. - ყველაფერი მესმის, ყველაფერი გავიგე, მაგრამ სამოცი პოლიციელის თვალწინ კაცი ისე როგორ მოკლა, ვერავინ ვერაფერი რომ ვერ გაიგო?
- ახ, კარგი, რა! ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ არავის აწყობს ხმის ამოღება. ქვეყანა ჩალით არის გადახურული დიდი ხანია, დათუნა, - ცინიკური ღიმილით გადააქნია თავი უტამ. - ყველგან ჰყავს ხალხი. ჩათვალე, ყველაფერზე მიუწვდება ხელი. როგორც კი ბაზა გატეხა სანდრომ და ჩანაწერი ამოიღო, იმწამსვე გაიგო, ხვდები ხო, ეგ კაცი სად არის? არ რჩება არაფერი შეუმჩნეველი. სწორ კვალზე რომ გავედით, ადგა და პირდაპირ დაგვარტყა. მიხვდა. მზად იყო. ეგ არის მისი გაფრთხილება.
- რას ფიქრობ, როგორი მიდგომა სჯობს? - ინტერესით დაეკითხა გიორგი.
- აქედან ვერაფერს ვიზამთ, იცი, შენც. ქალაქში უნდა დაბრუნდეთ. სანდრო და ლუკა დაგვეხმარებიან, მაგრამ იცი, როგორი საქმეა? ცეცხლზე მოგვიწევს ნავთის დასხმა და საკმაოდ მაღალია იმის შანსიც, რომ ჩვენც დავიწვათ. ეგეთ ტიპთან დატაკება და უმსხვერპლოდ გამოსვლა... არ ვიცი, არ ვიცი, რთული იქნება, - უიმედოდ გააქნია თავი უტამ.
- ეს ცოტნე, იცი შენ, უტა?
- ერთი ჩვეულებრივი შაბლონური ამბავია ცოტნე მაცაბერიძე, - ხმით ჩაეცინა მაისაშვილს. - საცოდავი ტიპია, მამიკოს კალთას ამოფარებული, როგორც ხდება ხოლმე... თვითონ ცოტნეს გოგოების შევიწროვების მეტი ფუნქცია არ აქვს ცხოვრებაში, ეგრე იყო ბავშვობიდან, მაგრამ ფულიანი მამიკო მფარველობს და ყველა შეცდომას პატიობს არა იმიტომ, რომ მასზე გიჟდება... სულ სხვა ამბავია აქ. რეპუტაციას უფრთხილდება მაცაბერიძე, საკუთარ თავზე მეტად უვლის სახელს.
- და ეს მალხაზი?
- მთავრობის კაცია, მაგრამ კონკრეტულად ერთი ტიპი მფარველობს, ხომ იცი, ბენეფიტურია ყველაფერი, - ჩაეღიმა უტას. - მაცაბერიძის სიმამრი, რომელიც რეალურად ერთი ჩვეულებრივი საშუალო სტატისტიკური პენსიონერია, ფლობს ტოტალიზატორის უმსხვილეს ბიზნეს... არ გეუცნაურებათ?
- მოიცა... როგორ? - ინტერესით წამოიწია გიორგი.
- სიმამრის სახელზე არის გაფორმებული ის ბიზნესი, რომლის მოგების ოთხმოცდაათ პროცენტს... გამოიცანით ვინ იღებს? - თითები მაგიდაზე აათამაშა უტამ. - შალვა კერესელიძე.
- პრემიერ-მინისტრი? - აღმოხდა გაოგნებულ აჩის. - პრე-მიერი?
- არ არსებობს! - ხმით გაეცინა დათუნას.
- ეგ არის, მეგობრებო, ეგ, - ეცინებოდა უტას. გაახსენდა თავისი თავი, პირველად რომ მოისმინა სანდროსგან იგივე ინფორმაცია. - ამბავი რომ გასკდეს, ქვეყნის მთავარი ტოტალიზატორი პრემიერ-მინისტრს ეკუთვნისო, წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება მოჰყვეს?
- ეგ ამბავი რომ ვერ გასკდება, ხომ იცი, შენც, - უარის ნიშნად გააქნია თავი ვაჩემ.
- რა თქმა უნდა. ეგ ამბავი რომ გასკდეს, მესამე კაცამდე მისვლას ვერ მოასწრებს, ისე გაგვიხვრეტენ შუბლს, - უდარდელად გაეცინა უტას.
- მე მაქვს იდეა, - წამოიყვირა სავარძელში აქამდე ჩუმად ჩასვენებულმა დიტომ. - უხ, თან რა იდეა, მაცაბერიძეს დაერხა პირდაპირი მნიშვნელობით! აღიარებავერმოსწრებული გენიოსი ვარ, აბა, მისმისნეთ!
- რა იდეა გაქვს? - უნდობლად აზიდა წარბები დათუნამ.
- სადღაც წავიკითხე... სადღაც! ვერ ვიხსენებ - სად, მაგრამ ზუსტად ვიცი, ასიანი, ასპროცენტიანი ამბავია!
- იტყვი?
- მოკლედ, - ღრმად ჩაისუნთქა დიტომ. - ერთ მოხუცს ჰყავდა შავარდენი... თავს ევლებოდა ეს კაცი ამ კარგად გაწვრთნილ შავარდენს; უვლიდა, აჭმევდა, მიწას თხრიდა მისთვის ჭიები რომ შეეგროვებინა...
- ქეთუთა, რა უქენი? - თვალებდაჭყეტილმა გადმოხედა ნოდომ. - მშვიდობაა?
- მე - არაფერი, - დაბნეულმა აიჩეჩა მხრები ქეთუთამ. - ექიმბაშის გვერდითი ეფექტია, ვითომ?
- მოკლედ, ყველაფერს აკეთებდა ეს კაცი... - მხატვრულ თხრობას აგრძელებდა დიტო.
- მერე, მერე? - მოუთმენლად ჰკითხე აჩიმ.
- მაცდი? - შეურაცხყოფილმა აზიდა წარბები.
- რა დროს შავარდენი და ჭიებია, დიტო? - ლამის ჭკუიდან გადავიდა დათუნა.
- დამასრულებინებ?
- კაი, აცადეთ, - ჩააშოშმინა გაღიზიანებული მსმენელები გიორგიმ, თავადაც ვერ იკავებდა ღიმილს.
- ფრთა დაიზიანა ამ შავარდენმა, დაუძლურდა, ვეღარ იყენებდა ეს კაცი თავის საქმეში და იფიქრა, ტყუილად რატომ უნდა ვაჭამო, რაში მჭირდება, ზარალის მეტი არაფერი მოაქვსო. არც მოვკლავ, არც თავს დავიზარალებ და ცოტ-ცოტას ვაჭმევ, სხვა შავარდენებმა რომ არ იფიქრონ, მისი მოკვლა მინდაო... ჰა, მიხვდით? - აღტაცებული მზერით გადახედა გაურკვევლობაში მყოფებს და დაამატა შემდეგ იმედგაცრუებულმა. - ვერა?
- რას, მოხუცმა კაცმა ჩიტს რომ ამოხადა სული შიმშილით? - თვალები აატრიალა ნოდომ.
- რა საზოგადოებაში მიწევს არსებობა!
- შენი ტოლი საზოგადოება სახლის უკან გელოდება - ბოსელში, - ჩაუკრა თვალი დოლიძემ. - და გვერდით კიდე, მეზობლად, ერთი კაი ცხენი ჰყოლიათ...
- ბიჭო, ბიჭო! თქვენ გამოცდები როგორ ჩააბარეთ? - გააქნია თავი დანანებით და წამოიწია. - ყური მიგდეთ, ახლა! ვახ, როგორი ნაპოლეონური ვარ, რაღაც ბონაპარტისეული! კარგი, მომისმინეთ, სრული სერიოზულობით ვამბობ, თუ ამ მაცაბერიძეს ვინმე ზურგს უმაგრებს მხოლოდ იმიტომ, რომ მისგან სარგებელი მიიღოს, მაშინ რა უნდა ვქნათ ჩვენ? აბა, ვინ გამოიცნობს? რა თქმა უნდა, ვერავინ, ამიტომ მე გეტყვით, ეგო და ამბიციები ერთდროულად რომ არ დაგივარდეთ ამ უმძიმეს ჟამს! ესე იგი, ჩვენ ამ სარგებლის მიღების გზა უნდა გადავკეტოთ!
- როგორ?
- ნოდო, მადლობა ყურადღებიანი მსმენლის აქტიურობისთვის, მაგრამ მაცადე, და ვიტყვი! - დაუქაჩა თვალები თხრობის ეშხში შესულმა. - ესე იგი, თუ ყველაფერს ისე მოვაწყობთ, რომ პრემიერ-მინისტრი, ჩვენი ყომარბაზი შალვა კერესელიძე იფიქრებს, რომ მისმა პარტნიორმა დააღალატა, კერძოდ, მისი საიდუმლო ისეთ ხალხთან გაამჟღავნა, რომლებთანაც პირი უნდა ამოეკერა და პლუს ამას, შემოსავლებშიც დიდი გარღვევა დახვდება, მაშინ...
- მაშინ ეს შალვა ხელს აღარ დააფარებს, - გააგრძელა ჩაფიქრებულმა უტამ.
- იფიქრებს ესეც, რაში მჭირდება, რაში მარგია, ზარალის მეტი არაფერი მოაქვს...
- ეგ კარგი, გენიოსო, მაგრამ როგორ გგონია შენ, მაცაბერიძე იმდენად სულელია, რომ შალვას არ ჩაიყოლებს თავისი კომპრომატებით და პლუს ამას, შალვას არ ეცოდინება, იმას თუ გააქრობს, თვითონაც რომ გაქრება? - ნიშნისმოგებით გადმოხედა ნოდომ.
- ხო, მაგაზე აღარ მიფიქრია... - უხერხულად აიწურა დიტო. - ყველაფერი მე უნდა მოგიფიქროთ, კაცო? თქვენც გაარყიეთ ტვინი, რისთვის გაქვთ! ყველაფერზე მე როგორ ვიფიქრებ, ტრავმირებული ვარ!
- ისე უნდა მივიდეს ეგ ინფორმაცია შალვამდე, რომ მაცაბერიძემ ვერაფერი გაიგოს, - ჩაფიქრებულმა ჩამოისვა დაბალ წვერზე ხელი გიორგიმ.
- ექნება ვითომ აზრი? - ეჭვით გადმოხედა უტამ.
- პრემიერ-მინისტრია, - გაეცინა გიორგის.
- ეგეც არის. სად პრემიერ-მინისტრის ბერკეტი და სად უბრალო ბიზნესმენის, რომელსაც ყველა ზურგს აქცევს, როცა პრემიერი თითს გაატკაცუნებს, - დაეთანხმა უტა. - ან რა გგონიათ, ეგ ინფორმაცია მთავრობაში არ იციან? ყველამ ყველაფერი იცის, ისიც იციან, ეგ ბიზნესი შალვასი რომ არის, უბრალოდ კანონის და ხალხის დასაბრმავებელი პაიკია მაცაბერიძე თავის ოჯახთან ერთად და მაშინ მოიშორებენ, როცა ამის საჭიროება დადგება.
- დარწმუნებული ვარ, ისეთი გაქექილია ჩვენი პრემიერი, ბებერი შავარდენის მოშორება არ გაუჭირდება, - გაეცინა ნოდოს. - ყოჩაღ, დიტო, კიდე გადმოვარდი ხოლმე!
- ე, დავაი, ბიჭო! - აუქნია ხელი გაბეზრებულმა.
- „თბილისელებს“ კითხულობდი მეგონა, ეზიარე მხატვრულებსაც?
- არა, ნოდო, ერთი თუთაშხია მეყოფა! - წაისისინა ცინიკურად.
- ერთი თუთაშხია რომ ყოფნის ადამიანს სწორად ცხოვრებისთვის, არ იცი, შენ?
- მერე მუშნი რატო გამოხვედი შენ, ზარანდია?
- გავიცინოთ?
- გვეცინება?
- ჩაჩუმდებით? - ჩაერია წარბშეკრული დათუნა.
- ეგ ცოტნე ვინ არის, მაჩვენე ერთი, ქუჩაში რომ შემხვდეს, არ უნდა ვიცოდე? - სიმწრით ჩაეცინა ვაჩეს და ჩააჩერდა უტას გახსნილ ტელეფონს. - ვახ, ეს არის?
- მეც მაჩვენე, აბა, - ტელეფონში ჩაიხედა დიტომაც. - ნოდო, მოდი... მოდი და მითხარი, რომ...
- რა ხდება? - გვერდით ჩამოუდგა მზერადაძაბული ნოდოც. - ეს... მოიცა, ახლა მოიცა!
- იცნობთ? - გაუკვირდა ვაჩეს.
- ახ! ეს... ეს, - ენა დაება გაფითრებულ დიტოს. დამფრთხალმა გადახედა ადგილზე გაყინულ ნოდოს, თვალს რომ არ აშორებდა ეკრანს. თქვიო რამე, გაჰკრა მხარი, როცა ჩეჩეს მზერას გადააწყდა.
- ნენეს დაუძახე, რა, - მავედრებელი მზერით ამოხედა ნოდომ ონისეს.
- რა ხდება? - ჩააჩერდა ისიც ტელეფონს. - ვინ არის ეს ტიპი? ნენე რა შუაშ... არა? - დასრულებული არ ჰქონდა, ყველაფერს რომ მიხვდა დგვარელი. სიმწრის სიცილი წასკდა ფერდაკარგულს.
- რა ხდება ამიხსნით? - მოთმინებას ებღაუჭებოდა ჩეჩე. - რა შუაშია ნენე?
- რა ხდება? - გაკვირვებული წავიდა მათკენ ნენე.
- შეხედე და მითხარი, რომ უბრალოდ ჰგავს, - ნელა, ფაქიზად, ისე, თითქოს დამსხვრევისგან უნდაო მისი გადარჩენა, თვალებში ჩახედა ნოდომ ნენეს და გაუწოდა ტელეფონი.
მზერით აგრძნობინა ყველაფერი, რისი თქმაც სურდა სიტყვებით, მაგრამ ვერცერთხელ უთხრა.
ამოხედა ნენემ.
მოურიდებლად გაუსწორა თვალი მისას - პირველად.
ნახევარი წამიც საუკუნეს უდრიდა მაშინ, როცა იმ ნდობის სხივები იბმებოდა მათ შორის, წლებიც რომ სჭირდება ხოლმე.
- ეს... ეს ის არის, ვინც ჭკუასელის და?.. - არეული, უფრო მეტად ამღვრეული მზერით ჩახედა ფერდაკარგულ ნოდოს. თავი დაუკრა მანაც თანხმობის ნიშნად. - ნოდო...
- ეს არის, ეს არის, ამის დედაც! - სიმწრით გააქნია თავი დოლიძემ.
- სამამდე არ დამათვლევინო, ონისე დგავრელო, თორე ჰაერში აგწევთ! - ძარღვები ისე დაეჭიმა ჩეჩე დგვარელს, დასკდომას ლამობსო თითქოს. ყველაფერს მიხვდა ისედაც, მოსმენა უნდოდა მისგან.
- ვახ... ჯანდაბა... - ერთი ამოიოხრა ონისემ, კედელს მიეყრდნო ზურგით.
- რა სიმწრით შეგროვებული სიმშვიდე, - დანანებით გააქნია თავი აჩიმ. - რა სიმწრით შეკოწიწებული მდუმარება...
- აჩი! - დაუბრიალა თვალები ჩეჩემ, დადუმება არჩია მანაც.
- არის რაღაც, რაც უნდა იცოდე, - წამოიწყო მცირეხნიანი დუმილის შემდეგ ონისემ. - აქამდეც უნდა გცოდნოდა, ალბათ, მაგრამ იყო გაჩუმების მიზეზებიც - გააჩნია საიდან შეხედავ.
- ჰო? გისმენ, აბა, - ავისმომასწავებლად დაიკრიფა ხელები გულზე ჩეჩემ.
- მოკლედ... - მძიმედ ამოისუნთქა ონისემ. - ექვსი წლის წინ, ისე მოხდა, რომ...
- რომ, რა? - აწვალებდა, უფრო - აწამებდა.
- ნენეს საფრთხე შეექმნა.
- ჰო, ნენე? - უნდობლად გადახედა კარში ჩახერგილ დას. არ შორდებოდა გამომცდელი, დამცინავი ტონი. - მერე, მერე?
- საშკასთან ერთად იყო, კლუბში.
- ექვსი წლის წინ, კლუბში იყავი, ნენე? - არ მოუშორებია მზერა დისთვის.
- ერთი მთვრალი ტიპი აეკიდა... ნოდომ გადაარჩინა მანამ, სანამ... - მძიმედ გადააგორა ნერწყვი სასულეში ონისემ, ნენეზე მეტადაც რომ ემძიმებოდა იმ ამბის გახსენება, დღემდე რომ დაჰყვებოდა კოშმარულ სიზმრად.
- სანამ? - კისრის ტკაცუნის ხმა გაისმა დაძაბულ სიჩუმეში.
- სანამ რამეს დაუშავებდა.
- აჰა, - თავი დააქნია ჩეჩემ და სუსტად ჩაეცინა.
გაკვირვებულმა გადახედა ნოდომ ონისეს, არანაკლებ გაოცებული დაუხვდა ისიც. ყველა ემოციას ელოდა ბიძაშვილისგან უჩვეულო სიმშვიდის გარდა.
- მე საშკას ჩავაბარე, მაგრამ ისე მოხდა, რომ... - სცადა ახსნა მოეძებნა, მაგრამ გააწყვეტინა ჩეჩემ.
- შენ გაუშვი კლუბში, როცა მე არ ვუშვებდი, ხო ასე იყო?
- ჰო.
- თექვსმეტი წლის ბავშვი რომ გაუშვი, მაგაზე ცალკე ვილაპარაკებთ, რაღა აზრი აქვს, მაგრამ მაინც... თუმცა, ერთი დეტალი აკლია ამ ამბავს, - ავად ჩაეღიმა ჩეჩეს.
- როგორ? - დაიბნა ონისე.
- ერთი დეტალი ვერ გათვალეთ ბიძაშვილებმა.
- რა დეტალი?
- ყველაფერი რომ მეცოდინებოდა, - ცინიკური ღიმილით გადმოხედა ჯერ ონისეს, შემდეგ ნენეს.
- ბატონო? - სახე აერია ნენეს. - როგორ?
- სამწუხაროა, საშკამ რომ დაგასწროთ, - უცერემონიოდ ჩაილაპარაკა და ვაჩეს გაუსწორა მზერა. საჭიროდ ჩათვალა თითქოს, პირველს გაეგო საკუთარი ძმის კარგი ქცევა. - ჩემთან მოვიდა. ყველაფერი მითხრა.

გული შეუტოკდა ვაჩეს.

ყველა დაფარულს აჩენდა უეცრად ამოვარდნილი ქარი,
ჩადგომაც რომ იცოდა ზოგჯერ,
მაგრამ ამოვარდებოდა შემდეგ იმაზე ძლიერად, ვიდრე ყოველი წინა.
ყველა გაურკვევლობას ჰფენდა ნათელს ამოვარდნილ ქარში გზადაგზა ამოწვერილი მზე, თავის სხივებს რომ არ იშურებდა გაყინული სხეულების გასათბობად.

მზერა აემღვრა ვაჩეს,
როცა ყველა ვერჯობნაში აჯობა საკუთარმა გაზრდილმა.

- რო... როდის? - პირი გამოუშრა ნენეს, ხელით დაეყრდნო მაგიდას ანერვიულებული.
- ექვსი წლის წინ, - ბასრი მზერა გაუსწორა დას.
- ყველაფერი გითხრა?
- მითხრა, რაც მოხდა. რა არი, ნენე, რა სახე გაქვს, კიდე რამე ხო არ იყო სათქმელი?
- ყველაფერი გითხრა და ცოცხალი დატოვე? - ეჭვით აზიდა წარბები ონისემ.
- ის კი, შენ რა მოგიხერხო, ის მითხარი ახლა, - იმავე მზერით ამოხედა ბიძაშვილს ჩეჩემ.
- ახ, ჩეჩე! - თავი გააქნია აჩიმ. - ოდნავ პროგნოზირებადი რომ იყო, არც არავინ დამალავდა, ხომ იცი.
- დამნაშავემ თუ იპოვა გამბედაობა ჩემამდე მოსასვლელად, ბიძაშვილს არ უნდა გასჭირვებოდა, არა? - ცინიკური გაუხდა ტონი უფროს დგვარელს. - ვერ დამაჯერებს, შემეშინდაო.
- ჩემს ბიძაშვილს რომ არ უნდა დაეღუპა თავი ჩემი შეცდომის გამო, ამის - კი, შემეშინდა, ჩეჩე, მაგრამ გითხარი უკვე, გააჩნია საიდან შეხედავ-მეთქი, - ხმა გაუცივდა ონისესაც.
- საშკა იყო შენთან? - ვერ დაიჯერაო თითქოს, დარწმუნება მოუნდა კიდევ, ძმის ხსენებაზე სიამაყის სხივები რომ ჩასდგომოდა მუდამ სინანულიან თვალებს.
- მაშინ ვიფიქრე, ვაჩე გამოუშვებდა, უფროსმა ძმამ ურჩია მოსვლა-მეთქი, მაგრამ აღიარა ბოლოს, არაფერი იცისო, - ჩაეცინა იმ დღის გახსენებაზე, თავჩაქინდრული საშკას აღსარებას რომ ისმენდა. - მთხოვა, არავისთვის მეთქვა და მეც ველოდებოდი, როდის შეაწუხებდა ჩემს დეგენერატ ბიძაშვილს ნამუსი და ამოიღებდა ხმას, მადლობა მაინც რომ გადამეხადა ნოდოსთვის, მაგრამ არა... პირი ამოიკერა! - წყრომით გადახედა ონისეს. - მაგრამ ერთი რაღაც მაინც მომატყუა შენმა ძმამ, ვაჩე.
- რა? - აერია მზერა ვაჩეს.
- ჯანხოთელის კლუბში კამერები რომ არ არის, მე თვითონაც ვიცოდი, მაგრამ იცი, სად მომატყუა შენმა ძმამ, ვაჩე? არ ვიცითო, ვინ არის, არავის დაუნახავსო, რომ მომახსენა... - სიმწარეშერეული ღიმილი სუსტად გაუკრთა ჩეჩეს, როცა მიხვდა, რატომ მოატყუა საშკამ იმ დღეს. - იცოდა, მიწიდან ამოვთხრიდი. იცოდა, ვერ გადამირჩებოდა ცოტნე მაცაბერიძე... მომატყუა, ხედავ, შენ?
- საშკა, საშკა, - მწარედ, დანანებით გააქნია თავი. - ვინ ხარ... ვინ ხარ, საშკა. უკანასკნელი კაცი მეგონე... მე ვყოფილვარ, თურმე, - საკუთარ თავს უთხრაო თითქოს, გატეხილი ხმით დაიჩურჩულა ვაჩემ.
ქარიშხლის დროს მოვარდნილი ტალღისოდენა ბრაზი შეამოაწვა დაფლეთილ გულს.
დაუფიქრებლად გადაწვავდა სამყაროს იმ ერთის გამო, იმაზე ღირსეული რომ ყოფილა, ვიდრე თავისი დატოვებული ნაკვალევი თურმე.

- ნოდო... მადლობა, - მსუბუქად დაუკრა თავი და მკაცრი, მაგრამ მადლიერებით აღსავსე მზერა გაუსწორა ჩეჩემ დოლიძეს. მიახვედრა, ვამჩნევო ყველა შენს მზერას და არ იფიქრო, ეგრე მარტივად რომ გამოძვრეო. სუსტი ღიმილი გაუკრთა ნოდოს, სიტყვა-სიტყვით რომ ამოიკითხა ყველა ჯერ არდამსახურებული მუქარა. - რაც შეეხება ცოტნე მაცაბერიძეს, - ავად წაისისინა დგვარელმა. - ტვინს გავასხმევინებ, მაგ საცოდავს! უკანასკნელი ვიქნები, ვისაც დაინახავს!
- არ გაბედო! - ხმა აუთრთოლდა ნენეს.
- არ გავბედო? - წარბები აზიდა ჩეჩემ. - შევეწირები და არ გავახარებ, არ ვაცოცხლებ მაგ საცოდავს! რა ჰგონია, ეგრე შერჩება ყველა გოგოზე დადებული ხელი? ყველა თითს დავამტვრევ, წარმოსახვაშიც რომ გაბედა, შეხება შეეძლო შენზე!
- აი, რატომ არ გეუბნებოდი, - უცერემონიოდ ამოიოხრა ონისემ.
- შენი ხმა ნუ მესმის მომდევნო ოცდაოთხი საათი, ონისე დგვარელო! - დაისისინა გაღიზიანებულმა.
- არ არის საჭირო ადამიანი მოკლა იმისთვის, რომ მოკლა, ჩეჩე!
- ნუ გამომცდი, ონისე, თორე დაასწრებ მაცაბერიძეს! - უხეშად გაჰკრა მხარი და ზურგი აქცია ფანჯარასთან მდგომმა შეკრებილებს. - ხელები არ შერჩება, ჩემი სიტყვა დაიმახსოვრე!
- მოვკლავ... მოვკლავ, - ჩუმად ბუტბუტებდა ვაჩე. უბრუნდებოდა ის არაადამიანური სახე, სულ პირველად, თავისი ძმის ამბის გაგებისას რომ შემოუჩნდა. - ხომ ხედავთ, ვინც არის. ხომ ხედავთ, რა კაცია. ამას როგორ ვაპატიო... როგორ შევარჩინო ჩემი ძმის სისხლი! ღამე მშვიდად როგორ დავიძინო, როცა ვიცი, სუნთქავს, ეგ ნაბი*ვარი! სადღაც აგდია და სუნთქავს, ეგ ღორი!
ფეხზე წამოდგა ვაჩე.
გასწორდა, მხრებში გაიშალა, თითქოს გადაწყვეტილი ჰქონდა უკვე როგორ მოიქცეოდა.
დაუბრუნდა ფერდაკარგულ, გაცრეცილ სახეს შურისძიების სხივი.
შეიშალა სოფა.
- შემევედრება... მაგრამ არა, - კისერი გაატკაცუნა ჩეჩემ.
გაოგნებული უსმენდა ხელებაკანკალებული ქალი ორივეს.
იმედი ჰქონდა, ვინმე ამოიღებდა ხმას, მაგრამ არცერთი არღვევდა იმ მდუმარებას, ასეც რომ უნდა ყოფილიყო თითქოს.
გაგიჟდა სოფა.
გააგიჟა იმ იდეამ, რომლის განხორციელებასაც აპირებდნენ.
ასეთი გაგიჟებული სახე ვაჩეს მაშინ არ ჰქონია, ჩემთან რომ მოვიდაო, გაიფიქრა ათრთოლებულმა.
თავადაც ვერ გაიაზრა, ისეთი სისწრაფით წამოხტა ფეხზე.
- გააფრინეთ, ხო?! ჭკუიდან შეიშალეთ? ჭკუასელი რომ მოკლეს, ხომ არ დაგავიწყდათ? იმავე დღეს რომ დაგვცხრილეს, ეგეც ხომ გახსოვთ? - ხმა ვერ დაიმორჩილა სოფამ, გაგიჟებულ თვალებს არ აშორებდა არცერთს.
- რატომ ყვირი, სოფა? - წარბები შეკრა დათუნამ.
- რატომ ვყვირი? რას გეგმავთ... ხვდებით? ოდნავ მაინც იაზრებთ, სად აპირებთ შესვლას?
- ხმას რომ ძალიან უწევ, თუ ხვდები, სოფა? - უცერემონიოდ ჰკითხა გულზეხელდაკრეფილმა გიორგიმ, ნახევარწამიანი გამოხედვითაც რომ უწრიალებდა აფორიაქებულ ქალს სულს.
უარესად შეიშალა სოფა.
- ტყვიის ხმა არ გაუგია არავის, ამან შეყარა სოფელი, - გააკანტურა თავი დიტომ.
- დაუნანებლად მოკლა ყველა, ვინც წინ გადაეღობა... რომელიმე იაზრებთ? - აწყლინებული, ჩამქრალი თვალებით გადახედა ყველას. - ისე გეგმავთ ყველაფერს, თითქოს ძალიან მარტივი... ძალიან მარტივი იყოს ადამიანის მოკვლა! ორი ადამიანი მოიშორეს... ღმერთმა იცის, რამდენი გაამწარეს, რამდენი გააუბედურეს! ის საწყალი გოგო, წარმოდგენაც არ მინდა... თქვენ? თქვენ რას აპირებთ? იგივეს?
- სოფა, ურევ ახლა ძალიან! - წყრომით გადმოხედა დათუნამ ბიძაშვილს.
- რას ვურევ, დათუნა! - წაერთვა ხმა ქალს.
მოარიდა თვალი გიორგის.
ისე მოარიდა, აღარასდროს რომ არ დაენახა.
ვერ აიტანა მისი სიმკაცრეშერეული, გამკიცხავი მზერა.
- აქეთ გვიტევს ეგ მაცაბერიძე... დაგვცხეილა კაცმა! ადგა და გაისროლა, აი ასე... რა ვქნათ? დაველოდოთ სათითაოდ როდის მოგვიშორებს?! შორიდან ვუყუროთ, როგორ აუბედურებს უდანაშაულო ხალხს?!
- შეეშვით... - სიმწრით დაიჩურჩულა და მომუშტა ხელები იმდენად ძლიერად, ხორცის წვაც კი იგრძნო.
- განერვიულებული ხარ და გეძინება, დაისვენე, სოფა, - შემრიგებლური გაუხდა ტონი უფროს დადვაძეს.
- ეს ამბავი კარგად არ დასრულდება, დათუნა. მშვიდობით ვერ დასრულდება, თუ შეყვებით!
- თუ არ შევყვებით, უარესად დასრულდება, - გაუსწორა თვალი გიორგიმ.
აარიდა სოფამ.
- შეყევით, კარგი. იყოს ისე, როგორც დაგეგმეთ. გემარტივებათ, როგორც ჩანს, დანაკარგები... - უკმეხად მიუგდო უკანასკნელი სიტყვები და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა მეორე სართულისკენ.
ხელით გააჩერა გიორგიმ დათუნა, სოფას ოთახში რომ აპირებდა ასვლას.
ნელი ნაბიჯებით აუყვა კიბეს.
მიათრევდა აცახცახებულ სხეულს ქალი.
ეწვოდა ყველა ძვალი ტყვიების ჭექა-ქუხილით გამოღვიძებულს, შემცივნებულს, ემოციაგაყინულს.
ფეხდაფეხ მიჰყვებოდა გიორგი.
გარბოდა სოფა.
წამოეწია მაინც კართან.
- სოფა, - ხელით შეაჩერა გაჯიუტებული.
უდიერად დაჰყროდა აწითლებულ, შეშლილ სახეზე თმა.
ცეცხლისფერი სხივი შეპარვოდა ჩაწითლებულ თვალებს.
- რა გინდა! - ხელის გამოხსნა სცადა, მაგრამ უშედეგოდ.
დაიჭირა გიორგიმ უფრო ძლიერად.
- როგორ იქცევი? - გულწრფელად გაუკვირდა კაცს, არასდროს ენახა ასეთი.
- როგორ ვიქცევი, გიორგი?! - თავადაც გააოცა საკუთარმა აგრესიამ.
- ისე, როგორც არ მოიქცეოდა სოფა.
- შენ რა იცი! შენ რა იცი, როგორ მოიქცეოდა სოფა. იცნობ? - ბრაზით ამოხედა ღიმილშეპარულს, ავისმომასწავებლად რომ უელავდნენ თვალები.
- ვიცნობ. იცი, როგორ? - ჩაეცინა მის რეაქციაზე გიორგის.
ისე რომ ხელი არ გაუშვია, საძინებლის კარი შეაღო და შეიყვანა ისიც, წინააღმდეგობითა და ემოციებით გადაღლილი.
- როგორ, - დამცინავმა ღიმილმა აუპრიხა ტუჩის კუთხეები ქალს, იმდენად ახლოს რომ იდგა მასთან, სუნთქვაც რომ ეკვროდა უკვე.
- იმდენად, რომ ვხვდები, ისტერიკა ალაპარაკებს ახლა, - რბილად წარმოთქვა და სულ ოდნავ, ისე რომ ზედმეტად არც შეხებია, ჩამოყრილი თმები გადაუწია უკან, ტყვეობიდან იხსნაო თითქოს მისი თვალები.
- გიკვირს ჩემი რეაქცია?
- არა.
- მეშინია... მეშინია, ჯანდაბა, მეშინია, ასეთი რთულია გაგება, რომ მეშინია?! - ხმაგატეხილმა, შეიცურა სახეზე აკანკალებული თითები და ჩანასახშივე გააქრო ცრემლების კვალი.
- არა.
- მეშინია დაკარგვის... მეშინია სიკვდილის, გიორგი. მეშინია, რომ კიდევ მოკვდება ჩემს მკლავებში ვინმე. მეშინია, რომ ვერ ვუშველი... დაიცლება სისხლისგან, ჩემს ხელებში დალევს სულს... მეშინია, რომ აღარ იქნება... მასთან მომინდება და აღარ იქნება... დამავიწყდება... სმენას დავძაბავ და ვეღარ გავიხსენებ მის ხმას... ცხოვრება გაგრძელდება... ტყუილად გაქრება, გესმის? რა გავაკეთო, როგორ შევწირო ყველა, ვინც მიყვარს ვიღაც ავადმყოფს, ვიღაც მანიაკს?! მითხრი... ყველა ფილმს ხომ არ აქვს კარგი დასასრული? ხომ არ აქვს? - არ აშორებდა ამღვრეულ, მავედრებელ თვალებს კაცს. იფიქრებდი, შველას სთხოვსო თითქოს.
- არ აქვს.
- ხალხს ხომ უყვარს ეგეთი ფილმები?
- უყვარს, - ნელა დაუქნია თავი. დაეთანხმა ისე, როგორც მზურნველმა მშობლებმა იციან ხოლმე განერვიულებული ბავშვის დამშვიდება.
- ხალხს ხომ უყვარს სხვისი უბედურება? მითხარი... ხომ უყვართ ადამიანებს მასზე საუბარი... მის ტრაგედიაზე, მის ტანჯვაზე... ხომ უყვართ დადანაშაულება...

იდგა ოთახში.
ორივე ხელით ეყრდნობოდა გიორგის მკლავებს.
იდგა იმ პატარა ოთახში, სულ პირველად რომ მიისაკუთრა და უნდა გამომშვიდობებოდა ახლა.

- ასეა, - დაეთანხმა დაბალი ხმით.
- ჩემი ცხოვრებაც მაქეთკენ მიდის, გიორგი... არ მინდა, გთხოვ, არ მინდა. მასწავლე როგორ შევაჩერო, არ მინდა! არ მიოცნებია მე ასეთ ცხოვრებაზე, ყოველ წამს ვიღაცის სიკვდილს რომ უნდა ველოდე! არავის სიკვდილი მინდა, გიორგი, ამდენად რთულია?... არ მინდა ვინმე სხვის უბედურებაში მადანაშაულებდეს, როცა მე თვითონ არ მდომებია ეს, ასეთი რთულია?!
- შენ თუ იმაზე ღელავ, რომ ხალხი შენ დაგადანაშაულებს, ძალიან ტყუილად, სოფა.
- არ გესმის... - ამოიტირა საწყლად, არ ესიამოვნა მისი სიტყვები. - რა გგონია, ეგოისტი ვარ და მხოლოდ ის მადარდებს, სხვისი სისხლი მე არ დამბრალდეს? მე მინდა, რომ არ დაიღვაროს ეგ სისხლი, გიორგი! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აჩი, ონისე, შენ ამ ამბაში ჩემ გამო ხართ... ონისე დაჭრეს, ვაჩე ადამიანის მოკვლაზე ისე საუბრობს, ვითომ არაფერი... თქვენ რას ითხოვთ? დამშვიდდი, სოფა, არაფერია... არ ინერვიულო... მარტივია?
- თუ დააკვირდები, მიხვდები, რომ ყველაფერი ისე გადაიკვეთა, შენ გამო კი არა, რეალურად ყველა ამ ამბავში ვყოფილვართ და დღეს გაგვიგია, - სუსტად ჩაეცინა გიორგის. - ჩეჩე ადრე თუ გვიან მაინც გაიგებდა, მაინც მივიდოდა ხმა... ჩეჩეს თავისი სიტყვა აქვს სათქმელი და არ მოისვენებს, სანამ არ იტყვის. რა გგონია, მე ან ონისე კაცს მოვაკვლევინებთ მაგ შეშლილს? ნოდოც ისე გაერია, არაფერ შუაში ყოფილხარ შენ, ამიტომ ისეთ რამეზე ნუ ინერვიულებ, რისი მოხდენის ალბათობაც ძალიან მცირეა, ხო? შენი სანერვიულო შენვე გამოიგონე ახლა, ხომ იცი ეს... ისეთ რამეზე, რაც არ მომხდარა, არ უნდა ინერვიულო, სოფა, გესმის ჩემი?.. ხო, არის შანსი, რომ მოხდეს, რატომაც არა... ცხოვრებაა და არავინაა დაზღვეული არცერთი უბედურებისგან, მაგრამ სანამ არ მოხდება, შენ რომ ნერვიულობ, მითხარი, რა შეიცვლება? შეაჩერებ? ვერა, ხო? დღევანდელი მოცემულობით იცხოვრე, სოფა. დღეს ყველაფერი კარგადაა. დღეს ყველა ცოცხალია. ხვალ ყველა ცოცხალი იქნება, ხო ასეა? - ეფერებოდა გრძელ, სწორ თმაზე. უმშვიდებდა პატარა ბავშვივით აძგერებულ გულს, ისეთი სისწრაფით რომ უცემდა, წუთი-წუთზე გაუსკდებდაო თითქოს.
- ალბათობა ხომ მაინც არის?
- ალბათობას თუ დავეყრდნობით, უცხო პლანეტელებიც არსებობენ... რა, არა? - ეშმაკური ღიმილით დააჩერდა ცრემლისგან დაბინდულ თვალებს.
- მატყუებ... არ მომწონს, რომ მატყუებ!
- როდის მოგატყუე? - გაკვირვებით ჩაეცინა კაცს.
- ახლა მატყუებ!
- მე სულ მართალი ვარ, სოფა, როცა რაღაცას გეუბნები, მაგრამ ახლა ვარ ყველაზე მართალი და შეგიძლია გამოიყენო საშენოდ, - ცბიერ მზერას არ აშორებდა აბრეშუმივით ნაზ სახეს.
ეფერებოდა თითებით, სწავლობდა ყველა ნაკვთს, აკვირდებოდა ყველა დეტალს. განსაკუთრებით ლამაზი მოეჩვენა ის პატარა ხალი, მარცხენა თვალის ჭრილთან რომ ჰქონდა ქალს.
- ვაჩეს კლავდა... ონისე დაიჭრა... რის იმედს მაძლევ, გიორგი? - ვეღარ სუნთქავდა სოფა, უარესად ურევდა თავგზას გიორგი.
- გინდა, გიპასუხო?
- გეკითხები და მიპასუხე!
- მე ჩემთან ყოფნის იმედს გაძლევ, სოფა, - უჩურჩულა ყურთან ახლოს, საიდუმლოს უმხელსო თითქოს.
- მოგკლავს... - აემღვრა მზერა კიდევ უფრო.
- მე? ვინ, გოგო! - ხმით გაეცინა გიორგის.
- მოგკლავს ის... ის მაცაბერიძე. შენც მოგკლავს, ყველას მოიშორებს... მთავრობის კაციაო, ვერ გაიგე, რა თქვა? ყველაფერი მისკენაა. ყველა ძალა მისკენაა.... ღმერთო, - ბუტბუტებდა არეული და ვერაფერს უხერხებდა ზღვისოდენა ცრემლებს, ჩანჩქერივით რომ ჩამოსდიოდა გაცრეცილ სახეზე.
- შენი სადარდებელი არ არის ეგ, სოფია.
- ვისია, მითხარი... ვისია. ჩემ გამო ხარ აქ, ხვდები? ყველაფერი ჩემით დაიწყო.... ჩემ გამო გემუქრება საფრთხე!
- აჰ, კიდე დაიწყო... - ღრმად ამოისუნთქა გიორგიმ. - ნერვიულობ, შენ?
- არ უნდა ვნერვიულობდე?!
- გააჩნია რატომ, - გამომცდელი გაუხდა ტონი. არსად უშვებდა მკლავებში მოქცეულს.
- რა გგონია შენ, რატომ?! - აზიდა წარბები მისი უტიფრობით გაღიზიანებულმა.
- შენ უნდა მიპასუხო ეგ, სოფა. იმიტომ, რომ მე ვარ თუ იმიტომ, რომ...
- არ აქვს მნიშვნელობა! - არ დაასრულებინა, თავის გადარჩენა სცადა სოფამ.
- კარგი, კარგი, - დაუქნია თავი და შეუშვა ხელები.
რამდენიმე ნაბიჯი გადადგა უკან.
- სად ... სად მიდიხარ? - დამფრთხალი მზერით ამოხედა ქალმა.
- რა მნიშვნელობა აქვს?
- გთხოვ... არ გინდა. არ გინდა, რა.
- მაგალითად, რა არ მინდა? - მიუახლოვდა ნელი, გამოზომილი ნაბიჯებით, ისე თითქოს მსხვერპლს ეპარებაო მტაცებელი ცხოველი, ქვემოდან უყურებდა აბრჭყვიალებული თვალებით. ფრთხილად ჩამოატარა ხელი სახეს და ნაზად შეეხო შეფერადებულ ღაწვებს. - მე რომ ბევრი რამე მინდა, სოფა?
- მაინც? - ამოაყოლა ჩურჩულს.
- გაჩვენო? - მზაკვრულად ასწია წარბები.
- რა უნდა მაჩვენო?
- ის, რაც მინდა, - თავხედი ღიმილი არ შორდებოდა თვითკმაყოფილ გამომეტყველებას.
- წადი...
- გვიანია... ძალიან გვიანი, - დანანებით გააქნია თავი.
- რისთვის? - შიში ჩაუდგა თვალებში, ყველა ამოიკითხა გიორგიმ.
- რა გეგონა, რაზე ფიქრობდი... რომ მიახლოვდებოდი, ჩემკენ რომ მოდიოდი. ხომ იცოდი, სადაც ვიყავი... ხომ იცოდი, რა ომებში ვიყავი... ხომ იცოდი, სოფა, რომ მარტივი არ იქნებოდა... ხომ მოხვედი მაინც. ახლა რომ გეშინია, მაშინ რატომ არ შეგეშინდა, სოფა?
- გიორგი... - სისუსტე იგრძნო მუხლებში, საწოლზე ჩამოჯდა ფეხმორთხმით.
- რაო, სოფია? - ჩაიმუხლა მის საწოლთან და გაუთანაბრდა. - მიდი, მითხარი, გისმენ.
- გაიწიე...
- სინათლე რომ მოგქონდა, რატომ არ შეგეშინდა? სიბნელეში რომ მოდიოდი, რატომ ერთხელ არ მიიხედე უკან? - რბილ, დამყოლ ტონში ახვევდა იმ ქარიშხალგამოვლილ სიტყვებს, ტკივილის მიყენებაც რომ შეეძლოთ ადრესატისთვის.
- მეშინია... - საწყლად ჩაღუნა თავი, ვეღარ გაბედა მზერის გასწორება შერცხვენილმა.
- თუ გინდა რომ წავიდე, თუ შენ მართლა გინდა, რომ დასრულდეს... ხომ იცი, რომ ასეც იქნება. მითხარი, გინდა?
- გიორგი... - აუკანკალდა ხმა.
- მითხარი, - შეეხო ტუჩებით შევარდისფერებულ ღაწვებს. - გელოდები.
- არ გინდა...
- რატომ აღარ მიყურებ?
- რა? - ინსტინქტურად ამოსწია თავი.
- რა მოისმინე ეგეთი, რა გაიგე, რა გითხრეს, არცერთხელ რომ აღარ მისწორებ თვალს. მითხარი, რისი გეშინია.
- საიდან მოიტანე? - არადამაჯერებლად გაიკვირვა სოფამ.
მიუხვდა.
ცივად ჩაეღიმა თავჩაქინდრულს და წამოდგა ფეხზე. გასაგებიაო, ესღა ჩაილაპარაკა იმდენად ჩუმად, საკუთარ თავს გაუმეორაო თითქოს.
- რა არის გასაგები?! - წამოეწია სოფა. - რას ნიშნავს?
- შეგიძლია არ მითხრა.
- რა?
- ყველაფერს ამბობ უთქმელად. ვიცი, რაც გაწუხებს, - გაუღიმა გამამხნევებლად.
აგიჟებდა სოფას მისი ღიმილი მაშინ, როცა არ იმსახურებდა.
- რ..რა მაწუხებს?
- უნდობლობა გაწუხებს, სოფა. - არ მენდობი და ესაა მიზეზი, ხომ ასეა?
ხმა არ ამოუღია სოფას.
დუმილი თანხმობის ნიშანიაო, თავის თავს გაუმეორა გიორგიმ.
- სიტყვებს თუ ელოდები, დაპირებებს, რომ აღარ ვიფიქრებ მასზე... რომ აღარ გამახსენდება, რომ არ ვინანებ, რომ არ მეტკინება... ეგრე არ იქნება, სოფა. ვერ იქნება, ძალიანაც რომ ვეცადო, - არც გატყუებ, არც გაძლევ იმ დაპირებებს, ჩემს თავთანაც რომ არ შემისრულებია ჯერ...
- შენ ვერ შეიყვარებ სხვას, - არ აუწევია თავი, დამნაშავედ ჩაილაპარაკა სოფამ. - გიყვარს ის ერთი და აღარ არის სხვისი ადგილი შენთან.
- აღარც ის ერთი არის, სოფა, - მწარედ ჩაეღიმა გიორგის. - შენ რომ საშკა გყვარებოდა ისე, როგორც საცოლეს საქმრო... დაივიწყებდი ოდესმე?
უპასუხოდ დატოვა.
უჭირდა მის ადგილას წარმოედგინა თავი,
მაგრამ იცოდა, თუ არ წარმოიდგენდა, ვერასდროს შეძლებდა გაგებას.

- დრო რომ გადის... - დანაშაულის გრძნობას ამოაყოლა დამნაშავე ამოსუნთქვა გიორგიმ. - სიყვარული ფორმებს იცვლის... დრო რომ გადის უმისობაში, სხვანაირად გიყვარდება ის ერთი, ის მონატრებული... ხორციელი სიყვარული ქრება, იცი? არც უარსებიაო თითქოს, ისე ქრება... სული გიყვარდება მისი, სულს სცემ პატივს, მის სულს უფრთხილდები, იმიტომ, რომ იცი, აღარ არსებობს მისი ხორცი... პირველად რომ დავინახე, მივედი და ვუთხარი, ცოლად უნდა მოგიყვანო-მეთქი. არ ვიცნობდი, არასდროს მენახა, მაგრამ მივედი და ვუთხარი... იცი, რატომ? პირველად მომინდა მაშინ, გამეცნო ისე, არავინ რომ არ იცნობდა სხვა. სხვანაირი იყო... ისეთი თვალები ჰქონდა, მისი გაცნობა მომინდა, სოფა... ვერ მოვასწარი... სანამ გავიცანი, მანამ ... ასეა. პირდაპირ არ გეუბნები, მაგრამ შენ ხომ ხვდები, რისი თქმაც მინდა, არა? დანაშაულის გრძნობა არ მასვენებს მე, სოფა... მე რომ არ გავეცანი, ახლა ბედნიერი იქნებოდა სხვასთან... ცოცხალი იქნებოდა, მე რომ არა... როგორ გინდა, ამასთან ერთად იცხოვრო და თან მშვიდად გეძინოს? როგორ გინდა, მის ძმას ჩახედო თვალებში და არ გეტკინოს?.. როგორ გინდა, დაივიწყო და ბედნიერმა იცხოვრო? - მძიმედ გააქნია თავი, ზურგით დაუდგა დაზაფრულს. - ყველაფერი ისე რომ არ მომხდარიყო, როგორც მოხდა, შეიძლება ჩემი საცოლე ცოლი რომ გახდებოდა, ყოფილი ყოფილიყო ახლა... ძალიან ცუდად ჟღერს, ხო? შეურაცხმყოფელადაც, იქნებ... - ხმით ჩაეცინა გიორგის იმ სიტყვებზე, ყოველ ღამით რომ უძვრებოდა გონებაში და ეჩურჩულებოდა „რა იქნებოდა, თუ...“ - იცი, ეს ფიქრი როდის შემომიჩნდა? სამზარეულოში რომ იჯექი ჩემთან... ჩუმად რომ მათვალიერებდი... მაშინ დავფიქრდი პირველად, რა მოხდება, თუ... მაშინ შემრცხვა პირველად, როგორ შეიძლება მომხდარიყო ასეთი რამ... არ დაგიმალავ, არ მომეწონა. არ მესიამოვნა. საკუთარი თავი შემებრალა მხოლოდ, მკვდარიც რომ მჯობდა, იცი?
- არ არის საჭირო... - უხერხულად აიწურა სოფა.
- სხვისი აზრების მოსმენა გირჩევნია? - ჩაეცინა გიორგის.
არ დაასრულებინა წინადადება და მიუახლოვდა ისევ.
- მე მარიამი სიცოცხლის ბოლომდე მეყვარება, სოფა. მეყვარება, როგორც ადამიანი... როგორც გარდაცვლილი... როგორც ჩემ გამო გარდაცვლილი... ვერ დაგპირდები, რომ მის საფლავზე არ ავალ, მაგრამ შემიძლია დაგპირდე, რომ ერთადერთი ქალი, რომელიც იარსებებს...
- არ დაასრულო, გიორგი. არ დაასრულო მანამ, სანამ დარწმუნებული არ იქნები, - სახე აერია სოფას, ნაბიჯი გადადგა უკან.
- აი, ეს ძალა აქვთ სიტყვებს და მაინც სიტყვებს ითხოვენ ხოლმე... უნდობლობას იწვევენ ყოველთვის. ამიტომ მირჩევნია ქმედებები, ამიტომ მირჩევნია დაგანახო, ვიდრე გითხრა.
- გიორგი... უნდა წახვიდე, - ერთიანად დაეშალა ხმა, როცა პირისპირ დაუდგა.

ჩახედა ამღვრეულ თვალებში, იმაზე მეტს რომ ამბობდნენ, ვიდრე სიტყვებს შეეძლოთ ეთქვათ.
არცერთი უარი იყო იმ წამს მის თვალებში,
ამიტომ მიუახლოვდა ნელა.
პირველად შეეხო მაშინ და აკოცა ძალიან ნაზად.
უკანასკნელადაც, იქნებ.
- ჰო? - მიეფერა ცრემლიან თვალებს და ფრთხილად შეეხო იმ ხალს, ვარსკვლავივით რომ ანათებდა თვალთან ახლოს.

დაუქნია თავი სუსტად.
უკანასკნელი ძალით ამაგრებდა ცრემლებს..

- იყოს ისე, როგორც შენს კარგად ყოფნას სჭირდება.

არ ვიქნებიო კარგად, უნდოდა ეთქვა,
ვერ ამოიღო ხმა.

მძიმე ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან და თან გაიყოლა იმ ქალის ჩუმი ცრემლებიც, ვეღარასდროს რომ ვერ შეძლებდა მის დავიწყებას.
მანამ არ შესულა უკან, სანამ ძალიან ღრმად არ ჩაეძინა ტირილით გადაღლილს.
ყველა ცრემლის მომსწრე გახდა კართან მდგომი გიორგი.
დახედა ბოლოს მშვიდად მძინარეს.
ვეღარ გაბედა შეხება,
ჩამოართვესო თითქოს.

დატოვა მარტო სიბნელის სხივებში გახვეულ თავის პატარა ოთახში,
ბავშვობის წლებს რომ ახსენებდა მუდამ სვანეთში გახიზნულ გიორგის.


*
კარის ჩარჩოს მიყრდნობილი აკვირდებოდა როგორ ალაგებდა ჩემოდანს ქეთუთა.
ისეთი ინტერესით კეცავდა ტანსაცმელებს, თითქოს ამაზე საინტერესო არაფერი არსებობდა დედამიწაზე.
არცერთი წამით უყურებდა კაცს, უამრავი ჩახველების შემდეგ, მაინც შეუმჩნეველი რომ ყოფილიყო მისთვის.

- როდემდე ვარ იგნორის რეჟიმში? - ინტერესით აზიდა წარბები გულზეხელდაკრეფილმა ონისემ, ნახევარი ტანით კარადას რომ ეყრდნობოდა.
- სამუდამოდ! - თავისთვის ჩაიბურტყუნა ქეთუთამ ისე, რომ არ მოუშორებია თვალი აკურატულად დაკაცილი ტანსაცმლის განლაგებისთვის.
- რატომ, გოგო, რატომ!
- იმიტომ და მორჩა! - გადაჭრით ჩაილაპარაკა და ხმაურით დახურა კარადის კარი. - კიდევ დიდხანს უნდა ისუნთქო ჩემი ჰაერი?
- შენი ჰაერი რა წესია, ვითომ?
- დროებით ჩემია და გაბრაძანდი აქედან!
- ოჰ, როგორი მკაცრი ბრძანდებით, ქეთევან... შევშინდი, ძალიან! - ნელი, აუღელვებელი ნაბიჯებით დაიძრა ოთახის სიღრმისკენ და თვითკმაყოფილი ღიმილით დაეხეთქა საწოლზე.
- ნუ გამომცდი, ონისე! - გამაფრთხილებლად აუქნია სავარცხელი.
- რას ვშვრებით, ვმალავთ ურთიერთობას? - თავქვეშ ამოიოდო ხელები და დამკვირვებლური მზერით შეათვალიერა ქალი, თვალებდაქაჩული რომ უყურებდა თავის თეთრეულში უდარდელად გახვეულს.
- რომელ ურთიერთობას, დეგენერატო!
- მოდი აქ და გაჩვენებ, - ხელი დაარტყა საწოლზე იდაყვჩამოყრდნობილმა.
- მოვალ და მაგ ნაკერებს დაგაცლი სათითაოდ! აეგდე, ნუ დამიკუჭე თეთრეული!
- ჯერ სად ხარ... - მზაკვრულად ჩაეცინა დგვარელს.
- შენ რაღაც ცუდად იცინი, ონისე დგვარელო, და ცუდად დაგიმთავრდება, იცოდე!
- გოგო, რა დაგემართა! - ამოიწუწუნა საწყლად. - როდემდე უნდა იეჭვიანო ვაჩეზე?
- აფრენ, ხო? - დოინჯშემოყრილი მიუახლოვდა უდარდელად გადაწოლილს.
- შენ გამოც გადავეფარები ტყვიას, რა გჭირს, რა დაგემართა, ქეთუთა... - ყალბი აღშფოთებით აზიდა წარბები.
- აი, მაგ „ც-ს“ გამო, მე ვიქნები, ვინც დაგიმიზნებს და არ ააცილებს, იცოდე!
- კაი? - ჩაეცინა მისი მუქარით გამხიარულებულს. - სროლაც იცი, შენ?
- ტყვიის სროლაში საქართველოს ჩემპიონი ვარ, არ იცოდი? - გაკვირვებით ჩაეცინა ქეთუთას. - ევროპაზეც გავიდოდი, მაგრამ დამეზარა... სხვა ინტერესები გამომიჩნდა.
- ბატონო? - უხერხულად ჩაახველა ონისემ. - ჩემპიონი რაში, უკაცრავად?
- ტყვიის სროლაში-მეთქი!
- სათამაშო იარაღით, ხო? არა, არა... წყლის თოფი, ხო?
- გინდა მოვიტანო ჩემი სათამაშო იარაღი და გაჩვენო როგორც ვიცი დამიზნება? - ცბიერი ღიმილით ჩამოუდგა ხველაავარდნილს. - იქნები ჩემი მანეკენი, ონისე?
- ქეთუთა, იცი, რა არი? ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ მზად არ ვარ სერიოზული ურთიერთობებისთვის, შენ უკეთესს იმსახურებ, ხო ხვდები... - ყალბი სერიოზულობით გაუსწორა თვალი.
- რაო, შეგეშინდა? ჰაჰ! აი, ეს ხართ... ეს ხართ კაცები! ძლიერი ქალების გეშინიათ, ეგო გივარდებათ, მაგრამ რა დაგივარდებათ, რაც არ გაქვთ... - გამარჯვებული ღიმილით ჩაიქნია ხელი ქეთუთამ.
- ვის? რას ქვია შემეშინდა? ვისი? - წამოიწია აღშფოთებული. - ვის? მე, ონისე დგვარელს, შემეშინდა? ჰაჰ, გამეცინა... სასაცილოა ძალიან... ან ეს ხართ კაცები რას ნიშნავს, რა წინადადებაა, რა სიტყვაა, საიდან აითვისე, ვინ გასწავლა?
- კაი, კაი, ნუ ავარდი... - დამამშვიდებლად გაუღიმა დამარცხებულს. - ვის არ შეშინებია, რა მოხდა, მესმის...
- არ აგყვები ახლა, არ მინდა, თორე... - ჩაიფრუტუნა უდარდელად. - ნუ გამომიწვევ, ნუ გააღვიძებ ჩემში დაუნდობელს!
- დაუნდობელ ბოკვერს? - ჩაიქირქილა დამცინავად.
- შენ, ახლა... - გამაფრთხილებლად გადააქნია თავი დგვარელმა.
- რა, მე ახლა?
- მიიღებ საკადრის პასუხს და მერე არ დამიწყო, არ გაგიფრთხილებივარო!
- ნუ მაცინებ, ძალიან გთხოვ!
- ეგრე, ხო?
- რავი, ხო.
- კაი... კაი!
- კაი! - აიჩეჩა მხრები უდარდელად.
- მე შენ გაჩვენებ, როგორ უნდა დაცინვა! - ხელით დაქაჩა საწოლთან მდგომი და ხმაურიანად დაახეთქა მის გვერდით, საწოლზე. - ნუ მოძრაობ, გამეხსნება ნაკერი და შენი თეთრეული დაისვრება, ჩემი კი არა!
- გამიშვი, გცემ! - სუსტად ურტყამდა ხელებს მხარზე. - ხო არ გტკივა? - ინტერესით წამოსწია თავი. ჩაეღიმა ონისეს.
- ველური... ბოლოჯერ გეკითხები, მშორდები?
- კი, თბილისში მივდივარ და ოთხას ორმოცდაათი კილომეტრით გშორდები! - დაიწრიპინა მის ქვემოთ მოქცეულმა. - მძიმე ხარ, დეგენერატო, აეთრიე, ვეღარ ვსუნთქავ!
- მეც მოვდივარ და შენ ვის მანქანაში ჯდები, უკაცრავად? - ორივე ხელით ჰყავდა გულზე აკრული და არ აძლევდა მოშორების საშუალებას.
- ჩემი ბიძაშვილის, - ამაყად მოიღერა ყელი და წამოსწია თავი. - პრობლემა გაქვს?
- მაქვს!
- ბრძანეთ, ვეცდებით განვიხილოთ, მაგრამ არ გიპასუხებთ!
- ჩემი შეყვარებული ჩემს გვერდით უნდა იჯდეს, ქეთუთა!
- იჯდეს, მერე!
- დათუნასთან არ დაგინახო!
- რაღაც არ მახსენდება შენი შეყვარებული ვიყო! - ჩაიფრუტუნა დამცინავად.
- გოგო, ჩემი დაგარქვი და ცოტა დასტოინად! - ხმით დასცინა ონისემ.
- ააა, გაეთრიე! ფუ! - აკივლდა ქეთუთა. - თავში მოგხვდა შენ ეგ ტყვია, რაებს იძახი, არ გრცხვენია?! ასეთი რამე... ასეთი რამე იცი, შენ, ლადუკა დუნდუამ რომ მაკადრა, რა ვუქენი?! გოგოსკენ არ გაუხედავს მას შემდეგ, მაგ საცოდავს!
- კაი, ნუ გამოიძახე ავსულები, მშვიდად, წყნარად, ქეთუ! - დამამშვიდებლად უსვამდა თავზე ხელს. - ვინ არი, გოგო, ლადუკა დუნდუა?
- ქურდული მენტალიტეტის მეათე კლასამდე პატიოსნად მატარებელი... მერე დოსტოევკის მოკიდა ხელი და შეეშვა ზვეზდოჩკებს, ახლა ფილოსოფიის აკადემიაში კითხულობს ლექციებს ადამიანის რაობაზე, ხო, მაგარია?
- აუ, ძაან! - თვალები აატრიალა ონისემ. - კიდე უყვარხარ, ლადექსას?
- მას შემდეგ, რაც მასწავლებლის მაგიდაზე დატოვებული „დანაშაული და სასჯელი“ ჩავათხლიშე, აღარ ამოუწევია თავი წიგნიდან და არა მგონია, - აიჩეჩა მხრები უდანაშაულოდ.
- მე მგონი, მოძალადე ხარ, იცი?
- ახლა იცი რატო არ გცემ? - ამოხედა ინტერესით.
- იმიტომ რომ გიყვარვარ? ვიცი, ვიცი...
- არაფერიც! ის ძლივს გაკერილი ჭრილობა რომ არ გაგეხსნას და ჩემი გასაკერი არ გახდე! - განაგრძო ხელ-ფეხის უღონო მოძრაობა. - გამიშვი ხელი სანამ დროა!
- ნუ მოძრაობ, თორე მართლა გაიხსნება!
- გამიშვი მაშინ!
- მთხოვე და კი, - არ შორდებოდა თვითკმაყოფილი ტონი.
- არასდროს!
- ველური ბავშვი... რა შესაყვარებელი ეს იყო! - თავისთვის ჩაიბურტყუნა ონისემ.
- ჰა? - წამის მეასედში წამოსწია თავი. - რა თქვი?
- არაფერი, რა გინდა?
- რა თქვი ახლა?
- არაფერი არ მითქვამს! - გაკვირვებით აიჩეჩა მხრები.
- რაღაც გავიგე!
- იქნებ უბრალოდ შიზოფრენია გაქვს? - ჰკითხა სრული სერიოზულობით თვალებდაქაჩულს და არ დააყოვნა მწარე მიჯლუგუნმაც.
- ბიჭო!
- მშვიდად რომ დამადო გულზე თავი სამწამნახევრით, შეგიძლია? - ჩაეკითხა ინტერესით ონისე.
- არა, - თავი გააქნია ქეთუთამ.
- მე რომ ყველაფერს ვიმახსოვრებ, ხო იცი ეგ? ხო გამოსცადე? ხო ნახე?
- მერე, მერე...
- დედაჩემს ვეტყვი! - დაემუქრა მოღიმარს.
- ოჰ, რას ეტყვი, - ინტერესით აზიდა წარბები ქეთუთამ.
- ცუდად რომ გიდედამთილოს, - კმაყოფილმა გაუღიმა და აუბურდა კიდევ უფრო თმა.
- შენმა ცოლმა იკითხოს! - უკმეხად მიუგდო და კიდევ ერთხელ სცადა წამოდგომა, მაგრამ სულ ტყუილად.
- რა ვიცი, ვეკითხები და მაიგნორებს, თან მიზეზსაც არ მეუბნება!
- გეყოს! აღარ არის სასაცილო, - დაუბღვირა გაღიზიანებულმა.
- უხ, კაი ერთი!
- შენი აზრით, რა მოხდება? - დანებდა ბოლოს, ამოხედა ქვემოდან მცირეხნიანი დუმილის შემდეგ.
- არაფერი არ მოხდება.
- ვერ მამშვიდებ!
- კარგი, მაშინ მოხდება, - ამოიოხრა დაღლილმა.
- მადლობა, გული მაქვს მშვიდად! - გაუღიმა სარკასტულად.
- არ გაქვს... აგჩქარებია, - აკოცა ძალიან ნაზად.
- გეყოფა!
- არ მეყოფა, - ამოიწუწუნა მის კისერში თავჩარგულმა.
- რამე გჭირს? - ეჭვით აზიდა წარბები ქეთუთამ.
- კი.
- რა?
- შენ, - უპასუხა ისე, რომ არ აუწევია თავი.
- კარგი რა, სულ როგორ დამცინი!
- ეგ შენ გგონია ეგრე, თორე...
დაუკოცნა მთელი სახე.

- ააა, აქ რა ხდება! უსირცხვილოებო! ბავშვებიც არიან, რა დღეში ხართ! ნოდო, დახუჭე თვალები, არ შეიძლება შენთვის ასეთები! ნელა, ბიჭო, არ დამაგდო, მეეშვიდე მალაც არ მომამტვირო! - ქაქანებდა ნოდოს მხარზე ჩამოკიდებული, ტრადიციულ ღამის შემოვლაზე ქეთუთას კართან ჩახერგილი დიტო ჩხაიძე, რომლის ყვირილმაც, იმ ღამით, მეორედ შეძრა მაზერი.


* * *

რთულად გათენდა ის ღამე,
ტყვიების ბუღი რომ დაეტოვებინა სუსტად ამოწვერილი მზისთვის.

თვალებდასიებულმა გაიღვიძა სოფამ.
გამოფხიზლებაც ვერ მოასწრო, ისე ჩასვა დათუნამ მანქანაში.
მაზერის გზაზე გაიაზარა მხოლოდ, სამუდამოდ რომ შორდებოდა იმ ადგილს, სახლიც რომ ჩაენაცვლებინა მისთვის.
დაბურული ფანჯრიდან აცეცებდა თვალებს, ოღონდ დაენახა ის ერთი, მაგრამ დგვარელების მანქანა მოჰყვებოდათ მხოლოდ.
გიორგი და აჩი მოგვიანებით ჩამოვლენო, გზაში სასხვათაშორისოდ ახსენა დათუნამ.
ვეღარ გაბედა კითხვების დასმა,
საკუთარ თავს ჩამოართვა ამის უფლება, წინა საღამოს.
მანქანის მინას მიადო თავი.
ითვლიდა ხეებს.
აკვირდებოდა სახლებს.
ვერ შორდებოდა იმ მხარეს,
მისდაუნებურად რომ მიესაკუთრებინა უკვე.

- ვითომ ადგილები არ იყო სხვაგან, აქ რომ ჩაგვყარე ყველა? - ბუზღუნებდა დიტოს გვერდით ჩაჭეჭყილი ქეთუთა. - ხომ ხედავ, ვერ ვეტევით! დიტო, გაწიე ფეხი, ისედაც ჩამეკეტა ფილტვები!
- ხმა! - სარკიდან გადმოხედა დათუნამ.
- აუფ, ჩაერთო... - აატრიალა თვალები მობეზრებით.
- გოგო, შენი ბიძაშვილი რომ ვარ, რატო მიგავიწყდა?
- დგვარელებთან იყო ადგილი, რას მორბოდი აქეთ? - მოეშალა ნერვები დიტოს. - მე მჭირდება მოფრთხილება და იმის ნაცვლად თავს მევლებოდე, გაიწიეო მეუბნები?
- დათუნამ ჩამკუჭა აქ, იმან მოგიაროს!
- ვუაიმე, არ ჩაგსვა ონისესთან მანქანაში? - ფხუკუნებდა დიტო. - იმიტომ ყრი ცოფებს დილიდან? რა იყო გოგო, სად გაგექცევა, შენი არაა? ხამო!
- დიტო, სანამ კოშმარულ ჩლიქოსნად მოგევლინე, ხმა არ ამოიღო! - წარბაწეული დააჩერდა ზემოდან. - ჯერ ერთი, სადაც მინდა იქ ჩავჯდები და ვერავინ ამიკრძალავს. მერე მეორეც, არ ვართ ერთად, საიდან მოიტანე?!
- აბა, გუშინ ის რა... - პირი გააღო თუ არა წინა საღამოს გასახსენებლად, იდაყვი გაჰკრა ძლიერად ქეთუთამ.
- მოძალადე! - დაიკვნესა დიტომ, სიმწრის ცრემლებს რომ ყრიდა თვალებიდან. - რა ხელი გაქვს, შე ძიუდოისტო, შე ტალახაძე, ამომივარდა ლავიწი!
- ჰოდა, სანამ ენას ამოგაძრობ, მანამ გააჩერე!
- რა დღეში ხართ? - დაქანცულმა გადმოხედა ნოდომ ორივეს. - ცოტახნით რომ დაიძინოთ და დაგვასვენოთ, ვერა?
- შეგვიწუხდა თავადი, როგორ ეკადრება... რა იყო, დოლიძე, რა დღეში გაქვს ნერვები?
- არა, რა... ამასთან? ამასთან აზრი არ აქვს, - ჩაიქნია ხელი ნოდომ, მიხვდა აზრი არ ჰქონდა დიტოსთან პოლემიკაში შესვლას.
- ოჰ, მიხვდა... ცოტა კი შეგაგვიანდა, ერთი ოცი წლით, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, ნოდარ, შე თუთაშხია!
- სურამში რომ დაგაგდებ ჰამაკებთან, მერე ეძებე ოკრიბის ავტობუსი, შე ცოდო! - დაუბრიალა თვალები ქეთუთასა და სოფას შუაში ჩაკვეხებულს, ორივეს რომ ავიწროვებდა და ვერ ისვენებდა მაინც.
- მე არაფერს გეტყვი! - გულზე დაიკრიფა ხელები ბოროტი ღიმილით.
- კაი ერთი, - ჩაიფრუტუნა დამცინავად.
- მე - არაფერს, ნოდო. ერთი ტიპი ისეთს გეტყვის მერე, დრო რომ მოვა, ჩემს პასუხსაც მის პასუხში ჩავაქსოვ... - ეშმაკურად აზიდა წარბები თვითკმაყოფილმა და მზერით ანიშნა ის, რაც არავის თვალებს გამოჰპარვია ჯერ კიდევ საავადმყოფოში ყოფნის დროს.


- გიორგი მირეკავს, - მცირეხნიანი უხერხული დუმილის შემდეგ ზარზეიმით გამოაცხადა არხეინად გადაწოლილმა დიტომ, ქეთუთას მუჯლუგუნებს თავისას რომ ახვედრებდა. - ჰორსმენი გისმენთ... რა კითხვებია, გიუშ, ძაან სმუზად გადავლახეთ რიკოთი... ა, ნუ ვცანცარებ?.. კაი, მითხარი, აბა, რა გინდა, ეცადე იყო ლაკონიური... კი, მწყობრში ვართ, საჭესთან ნოდო ზის, მე არ დამსვეს. მეც კარგად ვმგზავრობ.. აა, ჩემი ფიზიკური და მენტალური მდგომარეობა არ გაინტერესებს?.. აბა, ვისი? - ეჭვნარევად მოჭუტული თვალებით გადმოხედა დიტომ სმენადაძაბულ სოფას, გულიც რომ შეფრთხიალებოდა იმაზე ფიქრით, ჩემი ამბის გასაგებად დარეკაო გიორგიმ. - აჰ, ზოგადად ამბობ? ზოგადად კარგად ვართ, კი, - განსაკუთრებით გამოკვეთა ის ერთი სიტყვა, მთელი ორგანიზმი რომ ჩაუწვა იმედგაცრუებულ ქალს, სიმწრის ცრემლებს ძლივსღა რომ იკავებდა.


*

„ჩვენ ვგავართ ფოთლებს, მოულოდნელ ქარიშხალში“


*

თითქმის ერთი კვირა იყო გასული მას შემდეგ, რაც საბოლოოდ დასრულდა სვანური თავგადასავლები.
განერვიულებული, სახეწაშლილი დადიოდა დათუნა და ხვდებოდა სოფაც, არაფერი ჰქონდათ ხელჩასაჭიდი.
ვერ უახლოვდებოდნენ იმ კაცს, თითქოს მთელი სამყაროც რომ აღემართა დამცავ ზღუდედ.
ხელს ვერ ადებდნენ კაცს, რომლის სურვილებსაც შეეწირა მრავალი.
სამყაროც ასე არისო მოწყობილი, ფიქრობდა საკუთარ ოთახში შეკეტილი სოფა, ყველა ის დანაშაული ეპატიებაო გავლენიანს, რომლის მეოთხედიც არ აპატიებენო ადამიანს.
ზედმეტ კითხვას ვერ სვამდა სოფა,
პასუხები აშინებდა უფრო, ვიდრე ხმის ამოღება, დაკარგულიც რომ ჰქონოდა უამრავი უძილო ღამის შემდეგ.

გზააბნეულივით დაიოდა ქეთუთა სახლის ერთი ნაწილიდან - მეორემდე მას შემდეგ, რაც არცერთი ზარი შესულა მის ტელეფონზე.
სიბრაზისგან ცეცხლი ეკიდებოდა, როგორ თუ პირველ ნაბიჯს არ დგამსო, დგვარელი.
გაჯიუტდა კიდევ უფრო.


მძიმე ნაბიჯებით აიარა ნოდომ სოფას ოთახამდე მისასვლელი კიბეები.
- შეიძლება? - მსუბუქ კაკუნს პასუხიც მალევე მოჰყვა, შემოდიო, გამოსძახა სოფამ.
- რაღაც მინდა, რომ გითხრა, - ნერვიულად შეიცურა თმაში ხელი ნოდომ.
- მშვიდობაა? - დაძაბული წამოდგა საწოლიდან სოფა.
- მშვიდობაა, ალბათ, - ჩაეცინა უხერხულად. - სვანეთიდან ისე წამოვედით, ვეღარ მოვასწარი შენთან საუბარი. მივხვდი, რომ გეწყინა... არ იმჩნევდი, მაგრამ... გიცნობ, რა, სოფა. წყენა კიდე უფრო ცუდია, ვიდრე გაბრაზება... გაბრაზება მერჩივნა, მაგრამ გეწყინა... არ მინდა, რომ ღალატად აღიქვა ჩემი და დიტოს ნაბიჯი, თითქოს არ გვადარდებდი, ხომ გესმის... არ არის ეგრე, რა. ორი თვის განმავლობაში დღე არ გასულა, შენზე რომ არ მეფიქრა... მეც და დიტოსაც. - ჩაახველა, ჩაიწმინდა ხმა ანერვიულებულმა, მზერასაც რომ არ უსწორებდა მის პირისპირ მდგომს. - ალბათ, ნამდვილი მეგობარი იმწამსვე მოვიდოდა შენთან და არ წავიდოდა მანამ, სანამ არ გაგაგებინებდა სიმართლეს, მაგრამ ვერ გადავახტი ონისეს... უფრო მეტად იმ გოგოს, ნენეს. შემეცოდა, ჩვიდმეტის იყო მაშინ... მაგ ასაკში, ხომ იცი, იფიქრებდა, სამყარო ჩამომექცაო თავზე.. ჩემი ნათქვამით რომ გამსკდარიყო ეგ ამბავი, იმაზე დიდი ომი დაიწყებოდა, ვიდრე გამოვიარეთ ახლა... შენც ხო მოისმინე ჩეჩეს რეაქცია... არ იფიქრო, რომ თავს ვიმართლებ, უბრალოდ მინდა ჩემი მხარეც დაგანახო... ხომ გესმის?

მოაგონდა სოფას გიორგის ბაბუის სიტყვები.
სხვას რომ დაუნახო სიმართლე,
შენ უნდა დადგეო მის ადგილას.
უნდა გამოიხედო მისი ფანჯრიდან,
უნდა დაინახო ის ხედი, ხშირად რომ იჩრდილება აღმართულ კორპუსებში.
ჩაეღიმა სოფას.
რას იზამდა თვითონ?..

- რომ არ მცოდნოდა, ონისე აპირებდა ამ საქმის მოგვარებს, გეტყოდი აუცილებლად, ხომ იცი... მისი სათქმელი იყო, ვიდრე ჩემი. მისი ამბავი იყო ეგ, სოფა, ეს მინდა რომ დაგანახო, მხოლოდ...
უსიტყვოდ გადაეხვია ნოდოს, იმაზე მართალიც რომ ეჩვენა იმ წამს, ვიდრე ყველა დანარჩენი - ერთად აღებული.
- მადლობა ნოდო, ამდენად სწორი რომ ხარ ბავშვობიდან, ამდენად კარგი... არასდროს შეგშლია არავისთან, ჩემთან კი არა!
- კაი, რა! - გული გაუჩერდა ნოდოს.
- არ ამიტირდე ახლა! - დასცინა გულაჩუყებულს. - მეც უნდა მენდო ხოლმე, ეს მეწყინა, უფრო...
- მაპატიე?
- საბოდიშო არაფერია... მეც მაქვს ჩემი შეცდომები ამ ამბავში. ინსტინქტებით ვქმოქმედებთ, როცა აღარ გვრჩება სხვა გზა... ასეა, - დამამშვიდებლად გაუღიმა და ჩამოჯდა საწოლზე მასთან ერთად.
- გიყვარს ის? - ჰკითხა მცირეხნიანი პაუზის შემდეგ, ხველა აუვარდა სოფას.
- ვინ? ვინ მიყავრს? - დაიბნა, როგორც გამოჭერილი.
- გიორგი, - სუსტად ჩაეღიმა ნოდოს.
- რა?.. რატომ? არა... რა სისულელეა. საიდან მოიტანე?
- აჰა, ანუ გიყვარს, - თავი გადააქნია ნოდომ.
- არა-მეთქი, ნოდო! - წარბები შეკრა სოფამ. - საიდან მოიტანე ეს სისულელე?!
- ჩამოვიდა ქალაქში, - ალმაცერად გადმოხედა მისი სიტყვებით აწრიალებულს. კიდევ ერთხელ დარწმუნდა, უყვარსო, ნამდვილად.
- რა? - სასხვათაშორისოდ იკითხა.
- ჰო, დღეს დილით დაბრუნებულა.
- შენ საიდან? - წამოწითლდა სახეზე.
- აბა, არ მიყვარსო? - ეშმაკურად აზიდა წარბები, შემფასებლურად უფრო.
- გეყოფა, ნოდარ დოლიძე! - დაუცაცხანა გამხიარულებულს.
- ვიცი, რა.
- ჩამოვიდა და ჩამოვიდეს, მე რა?!
- კარგი კაცია გიორგი.
- არის. მერე? - აიჩეჩა მხრები გაღიზიანებულმა.
- არაფერი, ნუ მეჩხუბები...
- არ ვჩხუბობ, მშვიდად ვარ... - არ შესცვლია ტონი.
- კი, ხო? - ჩაეცინა ნოდოს.
- კარგი, ხო! - ჩამოყარა მხრები სოფამ.
- აღიარებ ანუ!
- არა!.. - წამოიყვირა და სწრაფად წამოდგა ფეხზე.
- ისე უყურებდით იქ ერთმანეთს, მივხვდი.
- რა? როგორ? როგორ ვუყურებდით? - ჭარხლისფერი დაედო სახეზე ქალს.
- შეყვარებულად, - ნიკაპზე ჩამოისვა ხელი ნოდომ, თავის გონებაშიც რომ ხარშავდა ამ კითხვის პასუხს.
- არა!
- მეც კი შევამჩნიე, სოფა, რას მიმტკიცებ ახლა? - ხმით ჩაეცინა დოლიძეს და წამოდგა ისიც ფეხზე.
- კიდევ? კიდევ ვინმემ შეამჩნია? - წინ და უკან დადიოდა ანერვიულებული.
- კი, დიტო ქორწილისთვის სიმღერებს არჩევს, - სასხვათაშორისოდ აიჩეჩა მხრები ნოდომ.
- დავიღუპე!
- დიტომ რომ იცის, ქალაქმაც იცის, სოფა! - მძიმედ ამოიოხრა ნოდომ და ამოაძვრინა ჯიბიდან ტელეფონი.
- პირი ამოიკეროს, თორე ამოვუკერავ!
- გვიანია... - მოაბრუნა ეკრანი მისკენ.

დიტო ჩხაიძის ინსტაგრამ სთორი დაემშვენებინა სამი საათის წინ დადებულ სოფასა და გიორგი ჩუმად გადაღებულ ფოტოს წარწერით; „სვანეთის მერცხლები“

- რაო? - წამოიკივლა სოფამ. - რა დეგენერატია, მიშველეთ, მოვკლავ! მოიცა... მეორე „სთორიზე“ შენ ხარ?
- არა! - სპაზმური ხველა აუვარდა ნოდოს და აართვა ტელეფონი ხელიდან.
- მაჩვენე!
- გადი! ნუ მიახლოვდები! სოფა... არ ნახო, შეეშვი, ნუ მტკენ!
- მაჩვენე-მეთქი! - არაფრად ჩაუგდია მისი გოდება, მაინც ჩაიჭყიტა ტელეფონში.

მარტოდმარტო იდგა ნოდო გიორგის სახლის იმ ხესთან, დიტოს რომ უპირებდა მის გვერდით ჩაბეტონებას. ფოტოს ამშვენებდა წარწერა; „ქუჩაში დადის მარტოხელა მგელი”, რომელსაც ფონად მიჰყვებოდა სიმღერის ტექსტიც; „I’m so lonely broken angel”

- მიშველეთ! - კიოდა სოფა. - არ არის ჯანმრთელი, ღმერთო! თან რამდენი გამომწერი ჰყავს, დავიღუპეთ, ნოდო! ქუჩაში აღარ გამოგვესვლება!
- მაცადე... შენ არ მაფასებ, სოფა, სათანადოდ! დამაცადე! - ავისმომასწავებლად ჩაეცინა ნოდოს. - ახლა ნახე! ახლა მიყურე! ახლა ეზიარე კლასიკას!
- რას დებ, რა არის ეს?
- მაცადე, მაცადე! - თვითკმაყოფილი ღიმილი არ შორდებოდა დოლიძეს.

დაიდო თუ არა ღამის ქოთანზე მჯდომი ხუთი წლის დიტო ჩხაიძის ფოტო, არ დააყოვნა ზარმაც.

- ფოტო აიღე, ნოდო დოლიძე, აგიჩეხავ ნაწლავებს! - გამწარებული ყვიროდა მეორე მხრიდან დიტო.
- ნუ ღრიალებ, ჩაგიწყდება იოგები, თან სხვა ფოტოებიც მაქვს... დღეს დილით გავიარე ბებიაშენთან, ციცომ დაგიდო ჩათვალე, - კმაყოფილი ქირქილებდა ნოდო.
- თქვე მოღალატეებო, თქვე ცხოვრებისეულად არასწორებო! აბაროტს აგიღებთ, მიყურეთ!
- ნუ კივი-მეთქი, არ შეიძლება შენთვის... მეექვსე მალის ამბავია, ხო გესმის.
- თაგი მაინც მოხსენი ბიჭო, ოცი კაცი გადმოვიდა უკვე, აქედან ცხრამეტი მდედრობითია, ვიტირებ!
- იტირე, იტირე... იქვითინე... გიხდება ქვითინი, დიტექს!

იღიმოდა ნოდო ისე, როგორც ბრძოლაში დამარცხებული და ომში გამარჯვებული.


* * *

ჩაბნელებულ კორპუსთან იდგა ჩეჩე დგვარელი.
ერთი კვირა იყო გასული მას შემდეგ, რაც თვალით არ ენახვებოდა ლიზა და არ ნებდებოდა ისიც.
მაცაბერიძის საქმით ჭკუიდან გადასული, ერთადერთ შვებას იმ კორპუსთან უშედეგო დგომით გრძნობდა, მასზე ბავშვობიდან შეყვარებული რომ ცხოვრობდა, თუმცა გაჯიუტებულიყო ისიც.

- ჩამოდი, - მისალმების გარეშე წამოიწო ჩეჩემ და დაამატა ბოლოს თხოვნისმაგვარიც. - რა...
- აქ რას აკეთებ? - წარბები შეკრა ფანჯარასთან მდგომმა ლიზამ, მშვენივრად რომ ხედავდა მანქანაზე ყურგით მიყრდნობილს.
- შენი ნახვა მინდა, ლიზა...
- მე არ მინდა! - უპასუხა უკმეხად.
- ჩამოდი, ნუ მახვეწნინებ, რა გჭირს?
- გააფრინე შენ, ხო? - დოინჯშემოყრილი უყურებდა ზემოდან კაცს, წამითაც რომ არ ეცვლებოდა გამომეტყველება. ისევ ისეთი უტიფარი იყო, როგორც მაშინ, როცა პირველად შეხვდა.
- რატო? - გაუკვირდა გულწრფელად.
- რას ნიშნავს, რატომ! იცი, რომელი საათია? იცი, ბებიაჩემი რომ გაგიჟდება? - დაბალ ხმაზე დაუცაცხანა ლიზამ.
- გოგო, ხო არ გიტაცებ, ჩამოდი და ადი ისევ!
- არ ხარ სანდო... - დაიჩურჩულა ისევ.
- კაი? - იწყინა ჩეჩემ.
- რა იყო, გეწყინა? - ირონიულად ჩაეღიმა ლიზას.
- ეგოზე მომხვდა, ოდნავ, მაგრამ არ დაიწია, - აიჩეჩა მხრები უდარდელად. - ჩამოხვალ?
- რა თქმა უნდა, არა და არანაირად!
- ანუ არ ჩამოხვალ? - აზიდა წარბები ინტერესით.
- ანუ არ!
- შეგრცხვება, იცოდე.
- შენ არ გრცხვენია და მე რისი? - უდარდელად ჩაეცინა ქალს.
- კაი.

გაუთიშა თუ არა, იმავე წამს გაისმა მისი სახელი იმდენად ხმამაღლა, რომ მთელმა კორპუსმა ინტერესით შეაღო ფანჯარა.

მეგაფონით ხელში იდგა ჩეჩე.

- „ამოკერილი პირითად ვიტყვი, ლიზა, ჩამოდი!“ - იცინოდა დგვარელი.
- ვაიმე... ვაიმე... გააფრინა, გაგიჟდა, - სიმწრის ცრემლებს ყრიდა თვალებიდან ლიზა. - ღმერთო, ახლა მიშველე და მერე...
- ლიზა, ჩამოდი! - გაისმა ისევ და ზარიც შევიდა ლიზას ტელეფონზე.
- თუ არ ჩამოხვალ, ყველას გავაგებინებ, შეყვარებული რომ გყავს და მერე ნახე შერცხვენა... სხვა გზა არ დამიტოვე, ლიზაკო, რა გიყო, რა მოგიხერხო...ერთი კვირაა დომინოს თამაშს მაყურებინებ, მეც ხო ადამიანი ვარ, მეც ხო მაქვს ფსიქიკა?
- შენ ავადმყოფი ხარ, ჩეჩე, იცი? არსადაც არ ჩამოვალ! რა გგონია, ეგეთ მუქარაზე ავვარდები?! - სიბრაზისგან ხმას ვერ აკონტროლებდა ლიზა. უხეშად გადასწია ფარდა, თითქოს გააქრობდა იმას, რაც კორპუსის ეზოში ხდებოდა.
- ანუ მაინც არა, ხო? - ჩაეკითხა ინტერესით.
- რა თქმა უნდა, არა! თვალით არ დამენახო!
- კაი...
იყო პასუხი და გაწყვეტილი ზარის ხმაც.
მომდევნო ოცი წუთის განმავლობაში ისეთ სიწყნარეში გაეხვია ღამის კორპუსი, თითქოს არც არსებულიყო ის ხმაური, თითქმის ყველა მეზობელი რომ შეეგება თავიანთი ფანჯრიდან.
ღამი სამის წუთები იყო უკვე, კარზე რომ გაისმა ზარის ხმა.
ფერები გადაუვიდა სახეზე ლიზას.
ძალა გამოეცალა ფეხებიდან, კაროს ხმას ბებიამისის კარზე მოკაკუნებაც რომ მოჰყვა, რა ხდება ხომ არ იციო, რომ ეკითხებოდა.
- ა... არ ვიცი? - დაიბნა საწყლად. - ვინ არის?
- გულიკო, მშვიდობაა? - კარი გააღო ქალმა.
- დედა, რა ბიჭი ყოფილა ჩვენი ლიზაკოს შეყვარებული! - ზარზეიმით შემოიჭრა ქარიშხალივით მეზობელი - გულიკო.
- ვინო? - დაბნეულმა გადახედა შვილიშვილს ქალმა.
- რრ.. რა? - საწყლად ამოიბუტბუტა ლიზამ
- სიურპრიზის გაკეთება სდომებია, რა წარმოსადგენი... რა საუბარი, რა გარეგნობა! - აღფრთოვანებული მიიწევდა ოთახის სიღრმისკენ ქალი.
- ლიზა? - ეჭვით გადმოხედა შვილიშვილს. - რა ხდება, ამიხსნი?
- არაფერი ვიცი!
- როგორ არ იცი, დედი, გეძახდა ის ბიჭი და არ გამოიხედე. მომღერლები ჰყოლია მოყვანილი, შენთვის უნდა ემღერათ თურმე... კაკო მეძახდა წეღან... ხო იცი შენ, კაკო ბაბუა?
- როგორ არ ვიცი, - მოაგონდა იმწამსვე მუდამ დომინოს მოთამაშე კაცი, ცნობილი, როგორც ვეტერანი ფეხბურთელი, წარმატებულიც რომ გახდებოდა, რომ არა „უპატრონო ქვეყანა.“
- ასე მითხრა, დგვარელების ბიჭიაო, ხედავ, შენ? - ქაქანებდა გულიკო.
- რომელი დგვარელის, გულიკო?
- რატი დგვარელის, ფეხბურთელი რომ იყო, ხო იცი, შენ. ლიზაკო, დედი, თუ არ ჩახვალ და არ ნახავ იმ ბიჭს, მაწყენინებ იცოდე, - თითი აუქნია გამაფრთხილებლად და რბილად ჩაეშვა სავარძელში.
- სად უნდა ჩავიდეს, გულიკო, ამ შუა ღამეს, ხომ კარგად ხარ? - გაუწყრა მეზობელს ქალი.
- ვუყუროთ, გოგო, ფანჯრიდან, რა პრობლემაა, - ჩაეცინა გამხიარულებულს, მუდამ სხვის ცხოვრებაზე რომ ეჭირა თვალი.
- ლიზა, რა ხდება, ამიხსენი ახლავე! - დაძაბული მზერით გადმოხედა ქალმა შვილიშვილს. -
- მე... მე... არ ვიცი, რა ხდება, - ლამის ტირილი დაეწყო ლიზას, პატარა ბავშვივით რომ დაეყენებინათ კუთხესთან.
- ვინ არის ის ბიჭი?
თვალებით ანიშნა ლიზამ, ნუ მისვამო ბევრ კითხვას. იცოდა, პასუხების გასაგებად იყო ამოსული ქვედა მეზობელი ღამის სამ საათზე.
- გადასარევი ბიჭი... წარმოსადეგი, რა სალამი, რა გამარჯობა! - ამატებდა და ამატებდა საქებარ სიტყვებს გულიკო.
- გადასარევმა ბიჭმა არ იცის, შუა ღამეს რომ არ უნდა შეაწუხოს ქალი? - წარბები შეკრა ქალმა.
- სიყვარულმა არ იცის დრო, ჩემო კარგო! ჩემმა თაზომ ქორწილში რომ მნახა, მაშინ მოვწონებივარ, თურმე... არავისთვის უთქვამს, არავისთვის უკითხავს რამე, სიყვარულსო მალვა უნდაო, ასე მითხრა მერე...
- მაგრად დაიმალა, კი... რაღა გულიკო და რაღა ნახევარი თბილისი, - ჩაიბურტყუნა ლიზამ თავისთვის.
- ჰოდა, მაშინ მეორე სართულზე ვცხოვრობდი, პლეხანოვზე, მამაჩემი მილიციაში მუშაობდა, თითზე იხვევდა ყველას, მისი სიტყვა აზანზარებდა დედამიწას... ხოდა, რას მოვაყოლე? აჰ, აჰ! სიყვარულს! მაკითხავდა ჩუმ-ჩუმად, მოჰქონდა ყვავილები... არაფერი უკადრებია, ჩემს თაზოს, მე მიხარებდა გულს... ასეთია სიყვარული, - შეყვარებული ღიმილით იხსენებდა ქალი წარსულს.
- უჰ, იმიტო არ გიღალატა? - აგრძელებდა ბრაზმორეულ ბუტბუტს გულზეხელდაკრეფილი ლიზა.
- რაო, რას ამბობ ლიზაკო? - ინტერესით წამოიწია ქალი.
- აა..არაფერი... ისე, ჩემთვის, რაღაც...
- ადექი ახლა და ჩადი, თორემ არ წავალ, იცოდე! - ტუქსავდა პატარა ბავშვივით გულიკო.
ბებიას გახედა ლიზამ, მიშველეო.
- გულიკო, სად უნდა გავუშვა ბავშვი, ამის თავი რომ მომტაცოს ვინმემ?! - წყრომით გადახედა მეზობელს.
- არ არის კაცო დრო? ამის ხნის რომ ვიყავი, ჩემი ლაშიკო ბაღისთვის მყავდა მომზადებული, სოსიკოზე ვიყავი ორსულად, - ხელები გაშალა ქალმა.
- ოხ, ჩეჩე დგვარელო, ყელს გამოჭრი, - ბურტყუნებდა ლიზა.
- ხოდა, რას ვამბობდი? აჰ, გამახსენდა, გამახსენდა... ორსულად ვიყავი მე ამის ხნისას, თანაც პირველზე კი არა, მეორეზე, აბა?! დროა უკვე, ხო იცი, რა უთქვამთ ძველებს, დაგვიანებულიო, მარტო სიკვდილი ვარგაო, გესმის, შენ? - უშნოდ გაეცინა ქალს. დაემანჭა ტუჩის კუთხეები ლიზას, მიხვდა, ფეხს არ მოიცვლიდა ეს ქალი მანამ, სანამ არ ჩავიდოდა ქვემოთ.
ვერ უშველა ბებიამ.
- ქალბატონო გულიკო... - შერიგებლური ტონით წამოიწყო ლიზამ.
- ორი ბიჭი არ მყავდეს, მე შენ გაჩვენებდი წუნიაობას! - დაუცაცხანა ქალმა. - ასეთი ბიჭის გაშვება შეიძლება ხელიდან? მოყვანილი ჰყავს-მეთქი მომღერალი, გაგვიხარე სამეზობლოს გული! არ გახსოვს, შენს პატარაობაში, კონცერტებს რომ აწყობდით და მღეროდით უნიჭოდ? მომღერალი ჰყავს კაცს მოყვანილი, გესმის?
- ვინ მომღერალი, დავაკლავ, მოვკლავ, ვაწამებ, დავამიწებ!
- ეს დგვარელი, ჩვენი გიორგის მეგობარი ხომ არ არის, ბებო? მეცნობა ძალიან, - ინტერესით გადმოხედა ქალმა.
- არის!
- გიორგის გარეშე მაინც არ უნდა მოსულიყო, რას იფიქრებენ მეზობლები, - თავი გააქნია ქალმა.
- მოგვწონს მეზობლებს, - გამოეპასუხა გულიკო.
- აჰ, ამას და კაკოს თუ მოსწონთ, მე რა საჭირო ვარ, - დუდღუნებდა თავისთვის ლიზა.
- ისეთი მოწიწებით მთხოვა, ისეთი ზრდილობით, ისეთი შოკოლადები ამოაყოლა ხელს, სულ იტალიურები... სასწაული ბიჭია, როგორი გაზრდილი, როგორი მოწესრიგებული... იცოდა შენც რომ იყავი სახლში და არ შეგაწუხა, არ ამოვიდა, მორიდებულია ძალიან. ლიზას გახარება უნდოდა, მაგრამ იწუნებს მგონი ჩვენი გოგო? - ეშმაკურად გადმოხედა ლიზას.
- არავის ვიწუნებ!
- ჩადი, გელოდება მთელი კორპუსი, არ ვიძინებთ, ხომ ხედავ! - ფეხები ააბაკუნა ქალმა.
- ბებო... - მავედრებელი მზერით გადახედა ქალს.
- თხუთმეტ წუთში უკან თუ ამოხვალ, ჩადი, - იცოდა ქალმა, ღამის გათევა მოუწევდა გულიკოსთან ერთად.
- თხუთმეტი წუთი რა არის გოგო, კაცს ამხელა გზა გამოუვლია!
- დიდი გზის გამოვლა ერთი თვალის მოკვრისთვისაც ღირს, გულიკო, თუკი გიყვარს! - მკაცრად ჩაილაპარაკა ქალმა და გაუშვა შვილიშვილი მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ თავზე მეტად ენდობოდა გიორგის.

ჩხუბითა და დუდღუნით ჩაიარა კიბეები ლიზამ.
დანა პირს არ უხსნიდა გააფთრებულს, უამრავი ეპითეტით რომ ამკობდა და ერთი სულიც რომ ჰქონდა, ადგილზე მოეკლა და დაეცხრილა ჩეჩე დგვარელი.
სადარბაზოდან გამოსულს, ჩეჩესთან ერთად გიტარით შეიარაღებული დიტოც რომ მიეგება, ლამის დროის უკან დაბრუნება ინატრა.
მის გამოსვლას დაბარებულივით მოჰყვა სიმის ჩამოკვრა.

- ბოდიში, ამეკიდა, - უხერხულად შეიშმუშნა ჩეჩე და მზერით ანიშნა ამღერებული დიტოსკენ, ოდნავ შემთვრალიც რომ ყოფილიყო.
- მი კანტარეეეე.... ბათუმს ქათქათას, ზურმუხტს მშვენებას... ლიზა, ლიზა... ჩეჩეს უყავრს ლიზა! - უნიჭოდ მღეროდა გიტარაშემართული დიტო.
- აბა, მომღერალიო? - გადასძახა მეხუთე სართულიდან მეზობელმა მეზობელს.
- ეს არის მომღერალი? - გადმოსძახა მეოთხემ მეხუთეს.
- ვინ ბედავს ჩემი სმენის დაწუნებას? - განრისხდა დიტო და უმატა ხმას.
- ჩეჩე, გააჩერე... გააჩერე, სანამ გადამასახლეს...
- კაი, რა მოხდა... სახლის პრობლემა კი არ მაქვს, გადაგასახლონ, - უდარდელად აიჩეჩა მხრები ჩეჩემ.
- მოგკლავ, დაგმარხავ!

* * *


ჯარივით ჩამწკრივებულ საფლავებს, ერთიანობაც ისეთივე ჰქონდათო, როგორც მეომრებს, იფიქრებდი, თუკი კარგად დააკვირდებოდი ღამის საათებში უცნაური სხივით მოელვარე სასაფლაოს.

მთვარი მათი მზეაო თითქოს, ისეთი მონდომებით გაეხვია თავის კალთაში ათასგზის დაფლეთილი გულები.

არასდროს ეგონა ვაჩეს, ძმასთან მისასვლელად გამბედაობა თუ დასჭირდებოდა ოდესმე.
ასეც ყოფილა თურმე.
დიდხანს ეძებდა ძალას,
ვერ პოულობდა მაინც.
რთული ყოფილა დამნაშავედ ყოფნაო, ფიქრობდა დიდხანს.
მაინც მივიდა.
ფეხებმა წაიყვანეს თავისით,
უკან რჩებოდა იქ მისულს.

ქალის ლანდმა აურია მზერა.

- ვინ ხარ? - შეაკრთო კაცის ხმამ საფლავთან მჯდომი, ცრემლისგან რომ გადარეცხვოდა სახე.
დამფრთხალმა ამოხედა სასაფლაოს კარს ხელებით ჩამოყრდნობილს.
- კესო... კესო ჭკუასელი, - გაუბედავად ჩაილაპარაკა ახალგაზრდა ქალმა, თავისთვის - უფრო.
წარბები აზიდა ვაჩემ.
ყველას ელოდა ალბათ, მის გარდა.

- შენმა ძმამ ძმა მომიკლა, იცი, კესო? - დამცინავი, ტკივილიანი, ნატანჯი ღიმილი გაუკრთა ვაჩეს, ბრაზი გადმოანთხიაო თითქოს, მაგრამ შეებრალა ისიც.
შეებრალა უფრო, როცა დამნაშავედ ჩაღუნა თავი.
- რას აკეთებ აქ? - ოდნავ შეარბილა ტონი.
- მასთან მოვედი, - არ აუწევია თავი, ჩუმად ჩაილაპარაკა კესომ. - საშკასთან.
- და რატომ? - ინტერესით აზიდა წარბები ვაჩემ.
ხვდებოდა მიზეზს, მოსმენა უნდოდა მისგან.
- არ ვიცი... - ტირილით გააქნია თავი.
იცოდა.
თვითონაც იცოდა, რომ იცოდა, მაგრამ შერცხვა იმ გრძნობის, საბოლოოდ რომ შეიწირა ის, ვინც უყვარდა.

ნელი ნაბიჯებით შევიდა ვაჩე.
ჩამოუჯდა გვერდით, მარმარილოს სკამზე.
უსიტყვოდ შეჰყურებდნენ სურათს,
სურათად რომ დარჩებოდა ყოველთვის ერთ დროს მოღიმარი კაცი.

- ყოველთვის მქონდა შიში, რომ დავკარგავდი იმას, ვინც მიყვარს... - მცირეხნიანი დუმილი დაარღვია ქალის გატეხილმა ხმამ. - იცი, ახლა რა მენატრება?
- რა.. - ინერტულად იკითხა ვაჩემ, თვალი არ მოუშორებია სურათისთვის.
მზერით უხდისო თითქოს ყველა ბოდიშს.
- ის შიში მენატრება, მთელი ცხოვრება აჩრდილივით რომ დამყვებოდა მე, ვაჩე...
- როგორ? - ვერ მიხვდა ვაჩე.
- როცა კარგავ, მაშინ ხვდები, რომ დაკარგვის შიშში ყოფილა ცხოვრება სასიამოვნო... ეგ შიში რომ არის შენთან, ბედნიერი ხარ მაშინ, იცი?.. ეგ შიში რომ ქრება, სიცარიელეა უკვე. აღარაფერია, ჩათვალე... ყველა დავკარგე, ვინც მიყვარდა. ის კაცი მოკლეს ჩემ გამო, მე რომ მიყვარდა. იმ კაცის ხელით, რომელიც მე მიყვარდა. არცერთი არ არის დღეს... და ჩემი შიშიც აღარ არის ჩემთან. როგორ მძიმედ მეჩვენებოდა შიშში ცხოვრება, როგორი მსუბუქი ყოფილა თურმე, არ ვიცოდი...
- რა უნდა ვქნა, კესო... - უნებურად აღმოხდა ვაჩეს.
- ისე დასაჯე ისიც, როგორც ჩემი ძმა, - იმედიანი თვალებით გადმოხედა გვერდით მჯდომს.
პირველად გაუსწორა მზერა.
- მე არ მომიკლავს შენი ძმა, კესო.
- ვიცი, - გაეღიმა ქალს.
- შეწყალებას მთხოვ? - წარბები აზიდა ვაჩემ.
- ისე გააკეთე, შენ რომ გეძინოს მშვიდად, - შურისძიების ცეცხლი რომ ჩაქრება, გიფიქრია იმაზე, მერე რა იქნება?
- მიფიქრია, - ჩაილაპარაკა თავისთვის.
- არასდროს მოიშორო ამაზე ფიქრი. არც მაშინ, როცა მას შეხვდები. მაშინ უფრო - არ.
- იმ კაცმა... შენ.. შენ - დაებნა მზერა ვაჩეს.
- ჰო, მე. იმ კაცმა, მე, - მწარე ღიმილმა გადაურბინა კესოს.
- როგორ გამოხვედი... - გაფიქრებამაც შეზარა ვაჩეს.
- გამოვედი? - თავის თავს დასცინაო თითქოს, ხმით ჩაეღიმა ქალს. - მე ჯერ კიდევ იქ ვარ, ვაჩე. ჩემთან, იმ დროში, მხოლოდ მე ვიტანჯები და არავინ სხვა. ცოცხალია შენი ძმაც და ჩემიც. ჩემსას არავინ მოუკლავს, შენსას ცოლი მოჰყავს... მე ვიტანჯები, მტკივა, სიკვდილი მინდა... მე ღმერთს იმას არ ვთხოვდი ვაჩე, ნეტავ ყველა ისე დაიტანჯოს, როგორ მე ვიტანჯები-მეთქი. ერთხელაც არ მითქვამს, რაღა მაინცდამაინც მე, რატომ მე და არა სხვა... მაშინ, პირველად, ჩემი ძმის თვალები რომ ვნახე, ერთადერთი, რისი გაფიქრებაც მოვასწარი, მე და არავინ სხვა-მეთქი. ვიცოდი, არ დასრულდებოდა მხოლოდ ჩემი ტანჯვით და შენც ხედავ შედეგს... შეიწირა ყველა, უდანაშაულოც და დამნაშავეც.
- დაგემუქრა მაცაბერიძე? - დაეჭიმა სხეული ვაჩეს... ვეღარ უძლებდა იმ თვალებს, ტკივილის მეტი არაფერი რომ არ ენახათ.
- ჩემამდე არავინ მოსულა, - უარის ნიშნად გააქნია თავი კესომ.
- აქამდე რატომ არ გამოჩნდი?
- ვაჩე, - ჩაეცინა ქალს. - დუშეთში, ბებიაჩემის სახლში გამომკეტა რეზიმ. არაფერი ვიცოდი, არც ის, ვის შეხვდა. ერთხელაც არ უკითხავს, ვინ იყო ის კაცი. მოვიდა და მითხრა, ყველაფერი ვიციო. მორჩა. აი, რა იცოდა სინამდვილეში... - მზერით ანიშნა საშკაზე. - ვდარდობ.
- რაზე?
- ისე წავიდა, სიმართლის გაგება ვერ მოასწრო... იქნებ უთხრეს... იქნებ გაიგო... ვეჭიდები ამ აზრს. მოასწრო?
- რა მნიშვნელობა აქვს? - გულწრფელად გაუკვირდა ვაჩეს.
- როგორ არ აქვს, - დარდიანად ამოხედა კესომ. - სინანულს ყველაზე დიდი აზრი, სიკვდილის წინ აქვს. აი, მანდაც თუ არ მოინანიე, აღარ გქონია აზრი.
- მოცემულობას ვერ შეცვლის, - მსუბუქად აიჩეჩა მხრები ვაჩემ.
- სულს, მხოლოდ.
- ჩემი ძმა ისევ მისი ხელით იქნება მოკლული, კესო!
- იცი, სინანულს რა შეუძლია? - ფრთხილად დაეკითხა ქალი.
- გისმენ.
- სინანული შენს დანაშაულს ვერ გააკეთილშობილებს, ვერც დროს დააბრუნებს უკან, ვერაფერს შეცვლის და ვერაფერს შეუცვლის იმ კაცს, რომელსაც ტკივილი მიაყენე. აქ სულ სხვა ამბავია... სინანული შენს დანაშაულს კი არა, შენ გაკეთილშობილებს.
- და მე გეკითხები შენ, კესო, რა შეუცვლებოდა ბოლო წამს მონანიებულში? - დამცინავად აეპრიხა ტუჩის კუთხე ვაჩეს.
- სიკვდილის დროს ადამიანი ყველაფერზე ასწრებს ფიქრს... განსაკუთრებით იმ ადამიანებზე, რომლებიც უყვარს, ხომ ასეა?
- სავარაუდოდ, ასეა. მერე?
- მინდა, ჩემი ძმის ბოლო ფიქრი უდანაშაულო საშკა ყოფილიყო. საშკა - მისი მეგობარი, მისი მოკლული, - უხმოდ ჩაეღიმა ქალს.
ის სუსტი იმედი გაუკრთა კუპრივით შავ თვალებში,
უიმედობაში რომ იჩენს მხოლოდ თავს.
- ამბობენ, სიყვარულს გამართლება სჭირდებაო, მაგრამ სიკვდილზე არავინ ფიქრობს, როგორ ფიქრობ, რატომ? - ფეხზე წამოდგა კესო.
სუსტი, შავებში შემოსილი სხეული მოძრაობდა ქარის მიმართულებით.
- როგორ? - დაიბნა ვაჩე.
- სიყვარულს გამართლება არ სჭირდება, სიკვდილში უნდა გაგიმართლოს ადამიანს, ვაჩე. შენს ძმას გაუმართლა, ჩემსას - არა.



№1 სტუმარი სტუმარი ეკატერინე

ვკითხულობ და არ მინდა დასრულდეს,ასე საოცრად ერწყმოდეს ამდენი გრძნობა ერთმანეთს იშვიათია,პლუს ამ სიმძიმეს ნიავივით მსუბუქად გვერდით მიყვება ისეთი საოცარი იუმორი,რომ შეუძლებელია ატირებული არ გაგაღიმოს ,პერსონაჟები სრულად ავსებენ ერთმანეთს.მეგობრობა,სიყვარული და ზოგადად ურთიერთობები,რომლებსაც ასე მართავენ "სწორი ადამიანები" ,რომელსაც არაჩვეულებრივად გადმოსცემთ თქვენ და კიდევ უამრავი დეტალი ,რაც აღგაფრთოვანებს...
ბევრი წარმატება თქვენ,დარწმუნებული ვარ თქვენს სახელს ბევრი წიგნის ავტორად ვიხილავ

 


№2 სტუმარი გიული

ყველაფერია ამ ისტორიაში,მომწონს მთელი გულით ველოდები გაგრძელებას

 


№3  offline წევრი მაო Mao

ჩეჩეთი და ლიზათი უნდა დაგესრულებინა ეს თავი, ბოლოსაც რომ მატირე რა იყო ეს ????
ჩემი ლექსია ვერ წვდება იმდენს რომ საკადრისად და საკმარისად შეგაქო, მონუსხული ვკითხულობ ყველა სიტყვას, ყველა დიალოგს, მიყვარს ყველა და წარმოდგენაც არ მინდა ამხელა სიამოვნებას რომ ვღებულობ უანგაროდ, ამაში რამდენი შრომაა ჩადებული, ერთი ამოსუნთქვით რომ იკითხება და გულს რომ აჩერებს. მადლობა ყველაფრისთვის, ამ ემოციებისთვის და არასდროს შეწყვიტო წერა, იმხელა სიამოვნებას ვღებულობ ერთი ათასად დაგბრუნებოდეს მარგო ❤️

 


№4 სტუმარი ნეს

არც მოგესალლები და არც რააა!!! არ მაქ მაგის თავი, სანამ კომენტარის ველამდე მოვაღწევდი, მანამ ამიღე და ყველა გრძნობაში გამატარე, ყველა ქარცეცხლში გამომწვი, ყველა ტირილში გამგუდე და ყვეეელა სიცილში ამომწყვიტე... ვის გაუბედე?! ჰააა?! ვის ჭაღარას არ ეცი პატივი??? მე მიკეთებ ამას? მე და დვალიშვილების საგვარეულო რარიტეტული კომოდი ერთდროულად შეგვარყიე... გაოცებულია კომოდიც, განცვიფრებული, არ მოვსწრებივარ ამისთანას არაფერსო.. მოკლედ, როგორც მესროლე ეგ ყველა გრძნობაში ამოვლებული ყუმბარა და დამშალე მარტივ მამრავლებად, ისე აიღე პასუხისმგებლობა ამ ტერორისტულ აქტზე, შე ჰამასის და აისისის ქართულო ფილიალო.

კაი, მოვრჩები შენს თათხვას და დავიწყებ კომენტარის წერას, მარა საიდან გინდა რომ დაიწყო? სა ი დააააან????!!!!!! ისევ დიტოდან, რა თქმა უნდა, ჩემი ორ ჩლიქოსანთან ნაბრძოლი, მე6 მალა გაბზარული, წაქცეული არწივი, ჟანგიანი მამრი, არაღიარებული გენიოსი, ტანკისტი, ოღონდ სათამაშო ტანკის, ვირტუოზი გიტარისტი და უბრალოდ დიდებული პიროვნება. დიტო, შენი სადარი ქალის შერჩევა არ არის ასეთი მარტივი ამოცანა, მაგრამ თუ შენია, მოვა, ვერ წავა შორს, სად გაექცევა შენს შარმს?!!!!!

ვაჩეს ვუკვდები ისევ, ვუბლიკვები და ვუწკვარამდები, თუ დაჭირდა.. გადავედით ქსანაქსზე, ვერ ვართ კაათ, აგვტკივდა აურა, დაგვეწყო შეუქცევადი მოციმციმე არითმია. რატოა ასე მწარე საშკა, რატო? "სიყვარულს გამართლება არ სჭირდება, სიკვდილში უნდა გაგიმართლოს ადამიანს, ვაჩე. შენს ძმას გაუმართლა, ჩემსას - არა". გვინდოდა კი ასეთი გამართლება? სიკვდილს და გამართლებას საერთოდ რატო ვახსენებთ ერთ წინადადებაში, გვერდიგვერდ? მით უმეტეს ახალგაზრდა, უდანაშაულო ბიჭის მიმართულებით??? ვაჩე რომ დაშლილი და თავიდან ასაწყიბია ეგ ხო, მაგრამ ტასოს რა ნერვები დასჭირდება მისი გვერდით დგომისას, ეგ კიდე ცალკე თემაა.

ან ეს ვის დატაკებიან კაცო? მე ჭკუასელი მეგონა ქვეყნის ამომგდები და თურმე სად ხარ, თავად პრემიერი არ ყოფილა საქმეში? თავად პრე-მიერიიიი!!!!!! გახუნდა მარველის ყველა ვილანი! დოქტორმა ოქტოპუსმა, უხელო ვიყო, ჩემიდედასფიცავარ ეგი რა მესმისოოოო!!!!!?

სოფა და გიორგი შეგვიწირავს, მეც და რარიტეტულ კომოდსაც (იმას, დვალიშვილების რომაა და სხირტლაძეებში დგას).... სულ მეყვარებაო, ვივლი მის საფლავზეო, ჩემგამოა მკვდარიო, ვახ რა ძნელია ეხლა ამის მოსმენა შეყვარებული ქალისთვის?! ეშინია სოფას, გიორგის გულში მისთვის ადგილის არარსებობის ეშინია, მოდით და გაამტყუნეთ.. მე ვერ ვამბობ ვერაფერს, არ შემიძლია, არ მაქვს ნერვი, თრომბი იცის ამ მოციმციმე არითმიამ, გინდა მგლიჯოს?? ისიც კარგი ხვითო, გიორგი, მოიკითხა "ყველა" ერთი ზარით. არიქა, ხომ გადახვედით ლიხს იქით, ხომ არ მოგინიავათ ბეჭებში სურამში მოქნეულმა ნაზუქმაო. არ აღირსო მაგას ალერსითქო სოფა!!!

დათუნაააა, რატო არ ჩაუსვი შეყვარებული მანქანაში დგვარელს???? ჰა, შე ეჭვიანო ვიგინდარა ბავშვო :) ქეთუთა, შენი არაა ეგ ანგელოზივით ბიჭი? ეგ ოკეანედან ამოჭყუმპალავებული პოსეიდონი? ჩემო ჩემპიონო ტყვიის, ბადროს, ენით გესლიანი ისრების სროლაში და ჭოკით ხტომაში. უყვარხარ მაგას, უყვარხარ.. 1 საათი გიყურებდა როგორ კეცავდი ტანსაცმელს, კიდე გეპარება ეჭვი????? მიყვარს ეს ორი და დაგაყარე ონისე იმ ხელებზე მიწა, რომლითაც 1 კვირის მანძილზე საერთოდ არ დაურეკე გოგოს, გველო!!!!!

ჩეჩე და ლიზა, ლიზა და ჩეჩე!!!! ანუ, არ ეძინა მას, არ მეძინა მეეე!!!! ამათ ხომ არ ეძინათ და პლიუს მთელ სამეზობლოს გაუტეხეს ძილი. ნუ ეხლა, გულიკო და კაკო თუ არიან თანახმა, შენ რაღა შუაში ხარ ლიზაკო????? :))))))) წარმოვიდგინე როგორ დაადგა ეს ნაგიჟარი გულიკოს იტალიური შოკოლადებით ხელში და კარგი მოზომილი სიტყვა-პასუხით დაკერა... უხშეგენაცვალე, უხშენიჭირიმე ჩეჩე!!!! ეს დიტო ყველას რატო ეკიდებააააა? და საერთოდ, ვინ გაუბედა და ვოკალი დაიწუნა ჩემს წაქცეულ აწივს, ჩემს მგალობელ იადონს??? გამოდით მეზობლებო, უნდა დაგთვალოთ სათითაოდდდდ!!!!

მარგო, შენ რა გითხრა არ ვიცი... უმაგრესი გოგო ხარ. მინდა სულ წერო, დანაშაულია რომ არ წერო, ამიტომ არ ითვლება შენი ამ მხრივ დაბულინგდბა ცოდვად. ხოდა, თუ ლიზა არ გეყო, ჩავერთვები მერე მეც საქმეში :))))) მადლობა ჩემი დანგრევისთვის, დღეს მე ვარ ნაბეგვი, მაგრამ უზომოდ კმაყოფილი. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა კითხვისას, რომ უარომატულეს და მსუყე მთავარ კერძს მივირთმევდი, მაგრამ როგორც შეფ-მზარეულმა არ გაგვწირე სიმძიმისთვის და გარნირად სასწაული ფრეშ სალათი მოაყოლე, სალათის ფოთლების მიქსით, ქორფა ბოსტნეულით და ლიმნის წვენის და ბალზამიკოს დრესინგით... შენივე ნოყიერი დრამა, სასწაული იუმორით გაგვინეიტრალე. მიყვარხარ და მადლობა ????

 


№5  offline წევრი ვიპნი

ყველაფერი კარგია მაგრამ გიორგი და სოფა ჩაიკარგა ასე მგონია ამდენ წყვილებში ,მე ყველაზე ძალიან ეგენი მიყვარს ❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი ნინო123

აი ძალიან მაგარი გოგოხარ... რა კარგად გადმოსცემ ყველა ემოციას. როგორ უხდება ეს მსუბუქი იუმორი..
ტირილს, რომ ღიმილი ცვლის კითხვის დროს... წარმატებები!!!

 


№7  offline წევრი Daldoni Daldoni

ბოლო წინადადებას ორჯერ მივუბრუნდი ,საინტერესო თეზისია ამ მეტად მრავალფეროვან ყველაფრის მომცველ ისტორიაში,რომელშიც ტრაგიზმთან ერთად იმდენი ცხოვრებისეული სიბრძნეა, კითხვა არ მოგბეზრდება,მიუხედავად შინაარსის სიმძიმისა,პერსონაჟების მძიმე ტვირთისა...ისტორიის გმირები რომლებიც იმდენნაირნი არიან,;სულარეულნი''მაგრამ სამართლიანი და ძლიერები ...ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები ..სიკეთისა და ბოროტების ზღვარზე, და რამდენად შეძლებენ ადამიანური სახე არ შეიცვალონ უსახო მტერთან ჭიდილში -ვაჩე ჩეჩე,ონისე,აჩი,გიორგი,დიტო დათუნა ,უტა ,რომლებიც ერთმა დიდმა ტკივილმა ,უსამარლობის შეგრძნებამ და მათი გარემოცვის დაცვის სურვილმა გააერთიანა...

 


№8  offline წევრი მაო Mao

წუხელ წავიკითხე და დილით უკვე მენატრებიან <3

 


№9 სტუმარი ნანამია

არა რა...რა დავწერო არ ვიცი ... იმდენად მომწონს ეს ისტორია, მონაცვლეობით ვტირი და ვიცინი... ველოდები გაგრძელებას...მალე რა ა ა ა...

 


№10  offline წევრი მაო Mao

ვფიქრობ ახალი რა წავიკითხო და ვერაფერს გულს ვერ ვუდებ, მირჩევნია ხელახლა ამათთან ვიყო ????❤️

 


№11  offline წევრი Margo Tokyo

სტუმარი ეკატერინე
ვკითხულობ და არ მინდა დასრულდეს,ასე საოცრად ერწყმოდეს ამდენი გრძნობა ერთმანეთს იშვიათია,პლუს ამ სიმძიმეს ნიავივით მსუბუქად გვერდით მიყვება ისეთი საოცარი იუმორი,რომ შეუძლებელია ატირებული არ გაგაღიმოს ,პერსონაჟები სრულად ავსებენ ერთმანეთს.მეგობრობა,სიყვარული და ზოგადად ურთიერთობები,რომლებსაც ასე მართავენ "სწორი ადამიანები" ,რომელსაც არაჩვეულებრივად გადმოსცემთ თქვენ და კიდევ უამრავი დეტალი ,რაც აღგაფრთოვანებს...
ბევრი წარმატება თქვენ,დარწმუნებული ვარ თქვენს სახელს ბევრი წიგნის ავტორად ვიხილავ

ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის ეს სიტყვები... <3 მიხარია, რომ ამდენად ახლოს არის თქვენთან ყველა ის ემოცია, რომლებსაც ვდებ ამ ამბავში... მადლობა საოცარი შეფასებისთვის! <3

გიული
ყველაფერია ამ ისტორიაში,მომწონს მთელი გულით ველოდები გაგრძელებას

მიხარია! მადლობა დიდი <3
მაო Mao

ჩეჩეთი და ლიზათი უნდა დაგესრულებინა ეს თავი, ბოლოსაც რომ მატირე რა იყო ეს ????
ჩემი ლექსია ვერ წვდება იმდენს რომ საკადრისად და საკმარისად შეგაქო, მონუსხული ვკითხულობ ყველა სიტყვას, ყველა დიალოგს, მიყვარს ყველა და წარმოდგენაც არ მინდა ამხელა სიამოვნებას რომ ვღებულობ უანგაროდ, ამაში რამდენი შრომაა ჩადებული, ერთი ამოსუნთქვით რომ იკითხება და გულს რომ აჩერებს. მადლობა ყველაფრისთვის, ამ ემოციებისთვის და არასდროს შეწყვიტო წერა, იმხელა სიამოვნებას ვღებულობ ერთი ათასად დაგბრუნებოდეს მარგო ❤️

როგორ, როგორრრ მიხარია.. <3 <3 მადლობა, რომ ყველაფერს ასე ლამაზად ხედავ და კიდევ უფრო დიდი მადლობა, ასეთი სიტყვებისთვის!! <3

ნეს
არც მოგესალლები და არც რააა!!! არ მაქ მაგის თავი, სანამ კომენტარის ველამდე მოვაღწევდი, მანამ ამიღე და ყველა გრძნობაში გამატარე, ყველა ქარცეცხლში გამომწვი, ყველა ტირილში გამგუდე და ყვეეელა სიცილში ამომწყვიტე... ვის გაუბედე?! ჰააა?! ვის ჭაღარას არ ეცი პატივი??? მე მიკეთებ ამას? მე და დვალიშვილების საგვარეულო რარიტეტული კომოდი ერთდროულად შეგვარყიე... გაოცებულია კომოდიც, განცვიფრებული, არ მოვსწრებივარ ამისთანას არაფერსო.. მოკლედ, როგორც მესროლე ეგ ყველა გრძნობაში ამოვლებული ყუმბარა და დამშალე მარტივ მამრავლებად, ისე აიღე პასუხისმგებლობა ამ ტერორისტულ აქტზე, შე ჰამასის და აისისის ქართულო ფილიალო.

კაი, მოვრჩები შენს თათხვას და დავიწყებ კომენტარის წერას, მარა საიდან გინდა რომ დაიწყო? სა ი დააააან????!!!!!! ისევ დიტოდან, რა თქმა უნდა, ჩემი ორ ჩლიქოსანთან ნაბრძოლი, მე6 მალა გაბზარული, წაქცეული არწივი, ჟანგიანი მამრი, არაღიარებული გენიოსი, ტანკისტი, ოღონდ სათამაშო ტანკის, ვირტუოზი გიტარისტი და უბრალოდ დიდებული პიროვნება. დიტო, შენი სადარი ქალის შერჩევა არ არის ასეთი მარტივი ამოცანა, მაგრამ თუ შენია, მოვა, ვერ წავა შორს, სად გაექცევა შენს შარმს?!!!!!

ვაჩეს ვუკვდები ისევ, ვუბლიკვები და ვუწკვარამდები, თუ დაჭირდა.. გადავედით ქსანაქსზე, ვერ ვართ კაათ, აგვტკივდა აურა, დაგვეწყო შეუქცევადი მოციმციმე არითმია. რატოა ასე მწარე საშკა, რატო? "სიყვარულს გამართლება არ სჭირდება, სიკვდილში უნდა გაგიმართლოს ადამიანს, ვაჩე. შენს ძმას გაუმართლა, ჩემსას - არა". გვინდოდა კი ასეთი გამართლება? სიკვდილს და გამართლებას საერთოდ რატო ვახსენებთ ერთ წინადადებაში, გვერდიგვერდ? მით უმეტეს ახალგაზრდა, უდანაშაულო ბიჭის მიმართულებით??? ვაჩე რომ დაშლილი და თავიდან ასაწყიბია ეგ ხო, მაგრამ ტასოს რა ნერვები დასჭირდება მისი გვერდით დგომისას, ეგ კიდე ცალკე თემაა.

ან ეს ვის დატაკებიან კაცო? მე ჭკუასელი მეგონა ქვეყნის ამომგდები და თურმე სად ხარ, თავად პრემიერი არ ყოფილა საქმეში? თავად პრე-მიერიიიი!!!!!! გახუნდა მარველის ყველა ვილანი! დოქტორმა ოქტოპუსმა, უხელო ვიყო, ჩემიდედასფიცავარ ეგი რა მესმისოოოო!!!!!?

სოფა და გიორგი შეგვიწირავს, მეც და რარიტეტულ კომოდსაც (იმას, დვალიშვილების რომაა და სხირტლაძეებში დგას).... სულ მეყვარებაო, ვივლი მის საფლავზეო, ჩემგამოა მკვდარიო, ვახ რა ძნელია ეხლა ამის მოსმენა შეყვარებული ქალისთვის?! ეშინია სოფას, გიორგის გულში მისთვის ადგილის არარსებობის ეშინია, მოდით და გაამტყუნეთ.. მე ვერ ვამბობ ვერაფერს, არ შემიძლია, არ მაქვს ნერვი, თრომბი იცის ამ მოციმციმე არითმიამ, გინდა მგლიჯოს?? ისიც კარგი ხვითო, გიორგი, მოიკითხა "ყველა" ერთი ზარით. არიქა, ხომ გადახვედით ლიხს იქით, ხომ არ მოგინიავათ ბეჭებში სურამში მოქნეულმა ნაზუქმაო. არ აღირსო მაგას ალერსითქო სოფა!!!

დათუნაააა, რატო არ ჩაუსვი შეყვარებული მანქანაში დგვარელს???? ჰა, შე ეჭვიანო ვიგინდარა ბავშვო :) ქეთუთა, შენი არაა ეგ ანგელოზივით ბიჭი? ეგ ოკეანედან ამოჭყუმპალავებული პოსეიდონი? ჩემო ჩემპიონო ტყვიის, ბადროს, ენით გესლიანი ისრების სროლაში და ჭოკით ხტომაში. უყვარხარ მაგას, უყვარხარ.. 1 საათი გიყურებდა როგორ კეცავდი ტანსაცმელს, კიდე გეპარება ეჭვი????? მიყვარს ეს ორი და დაგაყარე ონისე იმ ხელებზე მიწა, რომლითაც 1 კვირის მანძილზე საერთოდ არ დაურეკე გოგოს, გველო!!!!!

ჩეჩე და ლიზა, ლიზა და ჩეჩე!!!! ანუ, არ ეძინა მას, არ მეძინა მეეე!!!! ამათ ხომ არ ეძინათ და პლიუს მთელ სამეზობლოს გაუტეხეს ძილი. ნუ ეხლა, გულიკო და კაკო თუ არიან თანახმა, შენ რაღა შუაში ხარ ლიზაკო????? :))))))) წარმოვიდგინე როგორ დაადგა ეს ნაგიჟარი გულიკოს იტალიური შოკოლადებით ხელში და კარგი მოზომილი სიტყვა-პასუხით დაკერა... უხშეგენაცვალე, უხშენიჭირიმე ჩეჩე!!!! ეს დიტო ყველას რატო ეკიდებააააა? და საერთოდ, ვინ გაუბედა და ვოკალი დაიწუნა ჩემს წაქცეულ აწივს, ჩემს მგალობელ იადონს??? გამოდით მეზობლებო, უნდა დაგთვალოთ სათითაოდდდდ!!!!

მარგო, შენ რა გითხრა არ ვიცი... უმაგრესი გოგო ხარ. მინდა სულ წერო, დანაშაულია რომ არ წერო, ამიტომ არ ითვლება შენი ამ მხრივ დაბულინგდბა ცოდვად. ხოდა, თუ ლიზა არ გეყო, ჩავერთვები მერე მეც საქმეში :))))) მადლობა ჩემი დანგრევისთვის, დღეს მე ვარ ნაბეგვი, მაგრამ უზომოდ კმაყოფილი. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა კითხვისას, რომ უარომატულეს და მსუყე მთავარ კერძს მივირთმევდი, მაგრამ როგორც შეფ-მზარეულმა არ გაგვწირე სიმძიმისთვის და გარნირად სასწაული ფრეშ სალათი მოაყოლე, სალათის ფოთლების მიქსით, ქორფა ბოსტნეულით და ლიმნის წვენის და ბალზამიკოს დრესინგით... შენივე ნოყიერი დრამა, სასწაული იუმორით გაგვინეიტრალე. მიყვარხარ და მადლობა ????

არ არის ეს გოგო ნორმალური, არა!!!!!!!!!!!!!!!!
ვგიჟდეეეეეეეეეეები!!!!!!
მადლობას ვერ გკადრებ, რა საკადრებელია, შენ ისეთებს მკადრებ შენი კომენტარებით! არ ვიცი, მადლობაზე უფრო დიდი, რა ვთქვა, მაგრამ თუ არსებობს რამე ეგეთი, იცოდე, რომ მაგას გეუბნები!!
ვბედნიერდები ასეთი კომენტარებით, რომლებიც ყველა შენ გეკუთვნის :დდდდ <333
გიჟი ხარ და გადარეული!

ვიპნი
ყველაფერი კარგია მაგრამ გიორგი და სოფა ჩაიკარგა ასე მგონია ამდენ წყვილებში ,მე ყველაზე ძალიან ეგენი მიყვარს ❤️

ბევრნი მოგროვდნენ და რთულია ბალანსი :დ <3 მადლობა დიდი.
სტუმარი ნინო123
აი ძალიან მაგარი გოგოხარ... რა კარგად გადმოსცემ ყველა ემოციას. როგორ უხდება ეს მსუბუქი იუმორი..
ტირილს, რომ ღიმილი ცვლის კითხვის დროს... წარმატებები!!!

ძალიან, ძალიან მიხარია და მადლიერი ვარ ემოციების გაზიარებისთვის <3

Daldoni Daldoni
ბოლო წინადადებას ორჯერ მივუბრუნდი ,საინტერესო თეზისია ამ მეტად მრავალფეროვან ყველაფრის მომცველ ისტორიაში,რომელშიც ტრაგიზმთან ერთად იმდენი ცხოვრებისეული სიბრძნეა, კითხვა არ მოგბეზრდება,მიუხედავად შინაარსის სიმძიმისა,პერსონაჟების მძიმე ტვირთისა...ისტორიის გმირები რომლებიც იმდენნაირნი არიან,;სულარეულნი''მაგრამ სამართლიანი და ძლიერები ...ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები ..სიკეთისა და ბოროტების ზღვარზე, და რამდენად შეძლებენ ადამიანური სახე არ შეიცვალონ უსახო მტერთან ჭიდილში -ვაჩე ჩეჩე,ონისე,აჩი,გიორგი,დიტო დათუნა ,უტა ,რომლებიც ერთმა დიდმა ტკივილმა ,უსამარლობის შეგრძნებამ და მათი გარემოცვის დაცვის სურვილმა გააერთიანა...

ძალიან დიდი მადლობა !! <3
მაო Mao
წუხელ წავიკითხე და დილით უკვე მენატრებიან <3

ეჰ, მეც მენატრებიან, დრო არ არის, თორე..:(
ნანამია
არა რა...რა დავწერო არ ვიცი ... იმდენად მომწონს ეს ისტორია, მონაცვლეობით ვტირი და ვიცინი... ველოდები გაგრძელებას...მალე რა ა ა ა...

დიდი მადლობა, მიხარია! <3
მაო Mao
ვფიქრობ ახალი რა წავიკითხო და ვერაფერს გულს ვერ ვუდებ, მირჩევნია ხელახლა ამათთან ვიყო ????❤️

გამაგიჟებ!!:დ <3

 


№12 სტუმარი სტუმარი ნესტანი

იმედიაალე დადებთ თორემ სული ამომხდს ველოდები მოუთმენლად მადლობა წარმატებები

 


№13 სტუმარი Ana

Rodis dadebt shemdeg tavs?

 


№14  offline წევრი Margo Tokyo

სტუმარი ნესტანი
იმედიაალე დადებთ თორემ სული ამომხდს ველოდები მოუთმენლად მადლობა წარმატებები

Ana
Rodis dadebt shemdeg tavs?

მადლობა, რომ კითხულობთ და ელოდებით <3 ცოტა რთული სიტუაცია მაქვს, მაგრამ ისტორია დასრულდება, რა თქმა უნდა. სრულად დავდებ უახლოეს მომავალში <3

 


№15 სტუმარი სტუმარი ნანა

თუ დაიწყე უნდა დაასრულო. პატივი ეცით მკითხველს ბოლოსდაბოლოს

 


№16 სტუმარი ნანო

როდის დადებთ ? ამის მერე სანამ სრულად არ იქნება არც დავიწყებ რა კითხვას ,დავიტანჯე .????სამ ისტორიას ვკითხულობ და არცერთს არ დაუდევს სამი კვირაა დამავიწყდა სად რას ვკითხულობ????????

 


№17 სტუმარი Caterina

Auuuu kargiiii raaaa
sadaaa shemdegi tavi vitirebbb

 


№18 სტუმარი სტუმარი ნათია

ლამის ერთი თვე გავიდა და როდის გვაღირსებთ ახალ თავს?

 


№19 სტუმარი ნანო

იქნებ გვიპასუხოთ როდის იქნება შემ
დეგი თავი ასე ყოველ წამს რომ არ ვამოწმო?

 


№20  offline წევრი Margo Tokyo

ერთმანეთის მიმართ უფრო კორექტულები თუ ვიქნებით და მეტი პატივისცემა გვექნება, ვფიქრობ, უკეთესი იქნება.

წინა კომენტარშიც აღვნიშნე, რა და როგორ იყო, თუმცა კიდევ გავიმეორებ, რომ გარკვეული პრობლემების გამო მიწევს დაგვიანება, მაგრამ უახლოეს მომავალში დავდებ სრული სახით.

 


№21  offline წევრი tatuli)

დაგვიანებად ღირს! გელოდებით ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიაა როგორც საიტზე ისე თქვენი ისტორიებიდან!

 


№22 სტუმარი ნია

ამ საიტზე ჩვევად აქვთ დაიწყებენ კარგ ისტორიას, დადებენ რამდენიმე თავს და მეტე თვეები უნდა ელოდო, მაგალითად ფეფო ამიტეჯიბი, მისი ბოლო დაწყებული ისტორიიდან თვეები გავიდა და არ დებს, ასე მოქცევა მკითხველის უპატივცემულობაა ბატონებო, რბილად რომ ვთქვა

სირცხვილია ბოლოსდაბოლოს

ასეთს რას სწერთ განა, დისერტაციას ხომ არ იცავთ ბოლოსდაბოლოს,არ მგონია წინადადების გამართვაზე და გრამატიკულ შეცდომებზე ფიქრობდე ამდენს

 


№23  offline წევრი Margo Tokyo

tatuli)
დაგვიანებად ღირს! გელოდებით ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიაა როგორც საიტზე ისე თქვენი ისტორიებიდან!

დიდი მადლობა, თათული! ამ დღეებში იქნება<3

ნია
ამ საიტზე ჩვევად აქვთ დაიწყებენ კარგ ისტორიას, დადებენ რამდენიმე თავს და მეტე თვეები უნდა ელოდო, მაგალითად ფეფო ამიტეჯიბი, მისი ბოლო დაწყებული ისტორიიდან თვეები გავიდა და არ დებს, ასე მოქცევა მკითხველის უპატივცემულობაა ბატონებო, რბილად რომ ვთქვა

სირცხვილია ბოლოსდაბოლოს

ასეთს რას სწერთ განა, დისერტაციას ხომ არ იცავთ ბოლოსდაბოლოს,არ მგონია წინადადების გამართვაზე და გრამატიკულ შეცდომებზე ფიქრობდე ამდენს

ჩემი დიდი თხოვნაა, რომ თქვენნაირებმა ჩემი "დისერტაცია" არ წაიკითხოთ, კაი? :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent