შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დორმში


22-03-2024, 00:27
ავტორი Screenwriter
ნანახია 702

რატომაა აკრძალული ხილი ყოველთვის მიმზიდველი? რა ხდის მას ჩვენთვის იმდენად სასურველს, რომ შეგვიძლია მორალი და პრინციპები დავივიწყოთ? ხელშეუხებელის რომანტიზება თუ შინაგანი გამოძახილი ყოველთვის ხალხის აზრის საწინააღმდეგო ქმედებისკენ რომ გიბიძგებს?

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ყოველთვის მქონდა გამძაფრებული ეს უკანასკნელი. ბავშვობაში ჩემი ოთახისკენ სამეცადინოდ წასულს, ბებიაჩემს რომ ეთქვა „წადი იმეცადინე, ეთუკა!“-ო, მოვბრუნდებოდი და ისევ ტელევიზორის ყურებაას განვაგრძობდი. იმიტომ კი არა, რომ მეზადინეობა მეზარებოდა, პირიქით ძალიან ბეჯითი და მოწესრიგებული ბავშვი ვიყავი. სკოლაც ფრიადზე დავამთავრე და 100%-იანი გრანტითაც ჩავირიცხე ამერიკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში. უბრალოდ ძალიან მომწონდა, როცა გადაწყვეტილებას ჩემით ვიღებდი, არავის უნდა ეკარნახა. ჩემი ოჯახი სიჯიუტედ მიიჩვევს ასეთ საქციელებს, მე კი ვთვლი რომ... მართალია, ძალიან ჯიუტი ვარ.
ამის გამო ავირჩიე სტრატეგიული კომუნიკაციების ფაკულტეტი. წარმოსახვა და ნიჭი დედაჩემის თქმით არასდროს მაკლდა, ჩემი ნამუშევრის დაცვა არაჩვეულებრივად შემიძლია, სიჯიუტე და შეუპოვრობა კი ვფიქრობ მთავარია ამ პროფესიაში.

ერთი კვირაა, რაც ამერიკაში ჩამოვფრინდი. კამპუსი ისეთი კომფორტულია მგონია, რომ ნამდვილად არ გამიჭირდება აქაურობასთან შეგუება. საბედნიეროდ ოთახშიც მარტო ვარ. ნივთების ამოლაგებამ და ოთახის მოწესრიგებამ თითქმის მთელი კვირა წამართვა, მხოლოდ ერთხელ მოვახერხე კამპუსის დორმიდან გამოსვლა და ისიც უნივერსიტეტის რეგისტრაცია გავიარე. პირველი კურსის პირველი სემესტრის საგნებიც გაგვაცნეს. კურსელებსაც არაუშავს. რამდენიმე გავიცანი და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ჩემზე.

დორმში ასლისას მხოლოდ ყავაზე მეფიქრებოდა. ყავის გაფიქრებაც კი საკმარისია, მაშინვე რეკავს ჩემი გიჟი დაქალი.
- რას აკეთებ? რატომ არ დამირეკე? როგორ ჩაიარა რეგისტრაციამ? ვინმე გაიცანი, შე მუდო? კარგი ბიჭები ჩითავს? რატომ არ იღებ ხმას დამუნჯდი? - ერთი ამოსუნთქვით აყრის სალი და იცინის.
- თუ მომცემ ლაპარაკის საშუალებას, ალბათ გეტყვი. ეხლა ვაპირებდი დარეკვას, მშვენივრად ჩაიარა რეგისტრაციამ, რამდენიმე კურსელიც გავიცანი, ბიჭები არ დამინახავს, ამ სიცხეში ნამდვილად არ იყო, მაგის დრო და ხმას არ ვიღებდი იმიტომ რო არ მაცდიდი. მუდო შენ ხარ! - მეც ერთიანად ვაყრი. - ძალიან მომწონს აქაურობა. - ვეუბნები აღფრთოვანებული.
- მანდ არ გათხოვდე, შენი ჭირიმე.- ჩუმად იცინის სალი
- კაიი.
- კარგი ჰო, ნუ მიბრაზდები. წადი მოემზადე. ხვალ გეწყება ხო?
- კი და ენერგიის საოცარ მოზღვავებას ვგრძნობ უკვე.
- აბა წარმატებები, ჩემო გოგო.- მეუბნება და ტელეფონს მითიშავს.

მე და სალი ბავშვობის დაქალები ვართ. ყველაფერი იცის ჩემს შესახებ და სულ ჩემს გვერდითაა. ამერიკაში წამოსვლის გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი შემაკავებელი სწორედ, რომ სალის თბილისში დატოვება იყო. მაგრამ როგორღაც შევძელი.

ხვალისთვის უნდა მოვემზადო, ჩემი გრძელი თმა, სახის და ტანის კანი აუცილებლად საჭიროებს მოვლის რუტინას.
***
დილის ადამიანები ყოველთვის ვიჩაგრებით. არადა რა ჯობია 7 საათისთვის ენერგიით სავსე გაღვიძებას, ფანჯრის გამოღებას და დილის ჰაერის შესუნთქვას, ჩიტების ჭიკ-ჭიკის მოსმენას. რა თქმა უნდა, ყავა და მორჩა ადამიანს დავემსგავსე.

პირველი ლექცია 11 საათისთვის მაქვს, ამიტომ არ ვჩქარობ მშვიდად ვბანაობ და ტანსაცმელს ვარჩევ. ნაცრისფერი სვიტერი ყოველთვის ჩემი გადამრჩენელია, როცა არ ვიცი რა ჩავიცვა. რეალურად არასდროს ვიცი რა ჩავიცვა და ყველაფერი ჩემი გადამრჩენელი ხდება ხოლმე, გააჩნია რის ხასიათზე ვარ. თეთრი ქვედაბოლო და წითელი ჩექმები. არაჩვეულებრივია.

გზად კაფეში გავიარე და ჩემი საყვარელი ცივი ამერიკანო ავიღე. უნივერსიტეტში შესვლისთანავე მეხუთე სართულზე ყავით ხელში ავრბივარ. მაინც დამაგვიანდა coffee shop-ის რიგის გამო, თან პირველ დღეს.
- 512 აუდიტორია - ჩავილაპარაკე ჩემთვის და კარები გამოვაღე. - უკაცრავაად, შეიძლება? - ვკითხულობ თან ფეხზე მდგომ ლექტორს ვუყურებ გაფითრებული სახით.
- შემოდი, მაგრამ დაგვაინებას ვერ ავიტან. - ამბობს ცივად, ისე რომ ჩემთვის არც შემოუხედავს.
- პირქუში ამერიკელები - ჩავილაპარალე გზად. აშკარად გაიგონა, მაგრამ ვერ მიხვდა. ჩემი საყვარელი გასართობი ერთ კვირაა ხალხის დაბნევაა, ქართულ ენაზე გაცემული პასუხებით.

შუა რიგებში ვჯდები და ვცდილობ ხმაური არ გამოვიწვიო. თან ლექტორს მოვუსმინო.
- დაგვიანებულებისთვის გავიმეორებ, რომ მარკეტინგის საგნებს მთელი 4 წლის მანძილზე მე წაგიკითხავთ. - ლაშა ბურდული - ამბობს ბოლოს და ლეპტოპში რაღაცის ძებნას იწყებს. მაშინვე ადგილზე ვშეშდები. ქართველია ვფიქრობ და სახე სირცხვილისგან მიწითლდება.

ლექტორი თვალებში მიყურებს და ჩემს დაბნევაზე აშკარად ხალისობს. ჯგუფი ვერ ხვდება რა ხდება. სანამ კითხვა დაისმევა ლაშა პროექტორს რთავს ლაპარაკს იწყებს. მთელი ლექცია ჩემდა გასაკვირად მარკეტინგის საფუძვლების შესავალის გაცნობას დაეთმო და არა ერთმანეთის გაცნობას. შესვენებისას, როგორც გავიგე ლაშა სოციალური მეცნიერებათა სკოლის დირექტორია, ანუ დეკანის შემდეგ პირველი.

ბატონმა ლაშამ რამდენიმე წიგნიდან საკითხავი მასალა და დავალება მოგვცა. ვინ ტვირთავს პირველივე ლექციაზე სტუდენტებს ასე? საშინელი კაცია, მაგრამ ვაღიაროთ ძალიან სიმპატიურია, სტილიც შეგრძნება აქვს. მაგრამ ბეჭედი, რომელიც მარცხენა ხელზე შევამჩნიე, არც ისე უხდება.

აკრძალულ ხილზე რას ვამბობდი? რაც უფრო მიუწვდომელია მით უფრო სანუკვარი ხდება. ასე დაიწყო ჩემი ისტორია ნიუ-იორკში.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent