შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გულისთქმა.


23-03-2024, 00:13
ავტორი CinemonGirl
ნანახია 988

გაზაფხულის ჩვეული საღამო იდგა თბილისში. გიჟი მარტის თვე იყო და ამინდს ვერ ენდობოდი, ბუნებაც ისევ ისეთი მატყუარა იყო ამ დღეებში როგორც კაცობრიობა. ჯერ რვა არ იყო და უკვე საკმაოდ ბნელოდა. სუსხი იყო, ისეთი იანვარშიც, რომ არ ყოფილა. მეტროდან თბილ კურტკასა, ნაქსოვ ქუდსა და კაშნეში გახვეული გოგო ამოვიდა. როგორც უკვე ვთქვი ამინდს ვერ ენდობოდი და მანაც კარგად იცოდა ეს ამბავი. არ აპირებდა მოტყუებული დარჩენილიყო ბუნებისგან თუ ადამიანისგან. საღამოს ლექციაზე მიეჩქარებოდა სადაც არავინ ეგულებოდა. ეზარებოდა, ლექციის ნახევარს უაზრო ფიქრებს მასპინძლობდა ხოლმე, რომელიც მის კურსთან ახლოსაც არ იყო. იმიტომ, არა რომ არ მოსწონდა კურსი, ფაკულტეტი ან არ იცოდა რა უნდოდა ცხოვრებისგან. არა მართლაც არ იცოდა ჯერ რა უნდოდა ცხვრებისგა, უფრო სწორად ბევრი რამ უნდოდა და ჯერ არჩევანი ვერ გაეკეთებინა. მაგრამ ამის ბრალი სულაც არ იყო. ლექტორის მონოტონური და ნელი საუბარი, მის სიტყვებს შორის პასუზებში კარგავდა აზრს და შესაძლებლობა ეძლეოდა ფიქრებით სადმე შორს წასულიყო.
ფეხით მიუყვებოდა გამზირს და უკონტროლოდ ფიქრობდა ათას რამეზე. ისეთი ადამიანები ხომ იცით თავში დიდი ქაოსი, რომ აქვთ. ათას რამეზე რომ ფიქრობენ და ამდენივე საკითხის გადაჭრას ერთდროულად რომ ცდილობენ, სწორედ ასეთი ხასიათი ჰქონდა. არ შეეძლო მის გარშემო მომხდარი ამბები თავში არ დაელაგებინა, მაგრამ ცხოვრებას არასდროს გეგმავდა წინასწარ. მას შემდეგ რაც მიხვდა, რომ ვერაფერს აკონტროლებდა, საკუთარ თავსაც კი, შეწყვიტა ყველა მცდელობა წინასწარ დაეგეგმა რამე. მიჰყვებოდა ცხოვრების კალაპოტს, მაგრამ არა დინებას. ვერ იტანს როცა რამეზე მიუთითებენ, მზადაა ამ დროს თუნდაც იცოდეს, რომ არასწორია მაინც საპირისპიროდ მოიქცეს.
როგორც იქნა მიაღწია უნივერსიტეტამდე, მერე აუდიტორიამდე და ცარიელ ადგილას მოკალათდა. თითქმის ყველა ადგილზე იყო. ლექტორი სტუდენტებს მოსასვლელად ბოლო აკადემიურ ათ წუთს აძლევდა და კარები ღია იყო, ამიტომ მისი შემოსვლა შეუმჩნეველი დარჩა.
ჯგუფში ორმოცდაათნი იყვნენ, მისი ჩათვლით, მაგრამ ლექციაზე თითზე ჩამოთვლიდი სტუდენტებს, რამდენიმე დაგვიანებით მოვიდა, მაგრამ რაოდენობა საგრძნობლად მაინც არ შეცვლილა.
ლექციამ ისევ ისე ჩაიარა, როგორც აქამდე მიმდინარეობდა ხოლმე. მაშინ, როცა ლექტორი საინტერესო საკითხებს მიადგებოდა, გოგონა დიდი ყურადღებით უსმენდა, ინიშნავდა, კითხვებსაც სვამდა და თუ საჭირო გახდებოდა პასუხობდა კიდეც. როცა სალექციო დრო ამოიწურა, სახლისკენ მიმავალ გზაზე ისევ ფეხით გადაწყვიტა წასვლა.
უნივერსიტეტიდან გამოსულმა, შეხსნილი ქურთუკი ბოლომდე შეიკრა, კაშნე რამდენჯერმე დაიხვია და ქუდი წარბებამდე ჩამოიფხატა. უკვე თერთმეტი საათი იქნებოდა. მიდიოდა და ღამის თბილის კმაყოფილი აკვირდებოდა. ამ ყველაფერმა წიგნი გაახსენა, ღამის ცხოვრებაზე და მოუნდა მისი პერსონაჟივით თვითონაც გადახდენოდა რაიმე საინტერესო თავს. ბოლო სემესტრი იყო უნივერსიტეტში და მაინც არავის იცნობდა არც რაიმე განსაკუთრებული გადახდენოდა. სინამდვილეში რამდენიმე განსაკუთრებული ამბავი, უფრო კი სასაცილო გადახდა, მაგრამ თავად ფიქრობდა, რომ ასეთი ამბები ყველა სტუდენტს დამართვნია თუნდაც ერთხელ.
და აი ისევ სპონტანური გადაწყვეტილება და პირველივე კაფეში შევიდა, რომელიც დაინახა. ხალხის კაფე „პრაქტიკა“. საინტერესო სახელი იყო და გადაწყვიტა გამოეცადა და შანსი მიეცა. მეორე სართულამდე აუყვა დახველ კიბეს და სივრცეში შევიდა. კაფეს რამდენიმე ოთახი ჰქონდა, სადაც საკმაოდ ხმაურიანი და ხალხმრავალი იყო.
კაფე ძველებური, თბილისის სახლის მსგავსი იყო. ძელი ავეჯი, ძელი სკამები და მაგიდები. მხოლოდ ხალხი იყო ახალი. ატმოსფერო ძალიან მყუდრო იყო და სახლის კომფორტს ქმინდა. მუსიკა საშუალო ხმაზე უკრავა, რაღაც თანამედროვესა და ძველ მელოდიებში არეული კომბინაცია იყო.
კუთხეში მდგარ ორ ადგილიან მაგიდასთან მოკალათდა. ზედმეტი ყველაფერი გაიხადა და ბარისაკენ წავიდა. ერთი ბოთლი წითელი ღვინო აიღო, ჭიქა და მისაყოლებლად ყველიან კრეკერებზე გააკეთა არჩევანი.
ღვინო სასიამოვნოდ მიდიოდა. უკვე ნახევარი ბოთლი დაეცალა და გრძნობდა, რომ როგორც კი ფეხზე წამოდგებოდა ერთიანად, უფრო მეტი ძალით დაარტყამდა თავში ალკოჰოლი. ამის გაფიქრებაზე გაეღიმა, თვალი მოავლო გარემოს და შეამჩნია, როგორც უღიმოდა ერთი ბიჭი მოშორებით მაგიდიდან. სანამ დამორცხვებას მოასწრებდა დიდხანს უყურა თვალებში და ბოლოს დახარა. მაგრამ ბიჭს უკვე მიეღო ნიშანი და მისი მაგიდისკენ წამოსულიყო.
- შეიძლება. - იკითხა ფორმალურად და პასუხის მიუღებლად დაჯდა.
- უკვე გადაგიწყვეტია მე რატო მკითხე. - ირონია შეურია ხმაში გოგომ.
- ზრდილობის გამო - გაუღიმა ბიჭმა. - არ ვიცი შველა შენ უფრო გჭირდება თუ ამ ბოთლს.
- შეგიძლია მიირთვა, საკმაოდ სასიამოვნო დასალევია. - ბიჭი ბართან მივიდა ერთი ჭიქა გამოართვა და თან რაღაც შეუკვეთა. მერე ისევ მიუჯდა გოგოს. გოგომ თვალი გააპარა იმ მაგიდისკენ საც ბიჭი იჯდა გადმოჯდომამდე და დაინახა, რამდენიმე გოგო და ბიჭი დიდი ინტერესით უცქერდნენ.
- მგონი შენ გელოდებიან. - უთხრა გოგომ , ისე, რომ მათთვის თვალი არ მოუცილებია. ბიჭმა თვალი გააყოლა მის მზერას
- უჩემოდაც კარგად იქნებიან. ცოტახანი გაკვირდებოდი და ძალიან მარტოდ გამოიყურებოდი, ამიტომ გადავწყვიტე კომპანიონობა გამეწია. - ღვინო ჩამოისხა და პირველი ყლუპი კარგად დააგემოვნა. - საფერავი?! სასიამოვნოდ გაოცებული ვარ გოგოების უმეტესობა ნახევრად ტკბილს სვამს ან მშრალ ღვინოს, შენ კი ნამდვილი ღვინო ამოგირჩევია. აბა რატომ ხარ მარტო?
- უცნაური კითხვაა და ვგონებ, უცნაურ პასუხს საჭიროებს, თან გულახდილს. მარტოობისთვის დავიბადე.
- მარტოობა არავის სურს სამოთხეშიც კი.
- ეგ პატარა სულის მქონდე ადამიანის მოფიქრებულია, რომლისთვისაც მარტო ყოფნა ტრაგედიაა და სულის ტანჯვა. მე კი მომწონს მარტო ყოფნა, უსაზღვრო სივრცე და დრო გაქვს ფიქრისთვის.
- მაგრამ ამ ფიქრების გაზიარება არავისთან გინდა?
- ფიქრების გაზიარება მარტოობასთან კავშირში სულაც არაა. მაგრამ ხო ეგეც საჭიროა, ზოგჯერ გონებაში, რაღაც ლამაზად გაიელვებს, მაგრამ რეალობაში სულაც არ ჟღერს ეგრე ლამაზად. ამიტომ საჭიროა ვიღაცამ ზოგჯერ სწორი მიმართულება მოგცეს. და მაინც ეს ყველაფერი მარტოობასთან არაა კავშირში.
- ახლა რაზე ფიქრობდი სანამ მე მოვიდოდი?
- ბევრ რამეზე? ყველაფერზე. შენ? - ბიჭმა პირი გააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ გოგომ არ დააცადა. -ოღონდ არ მითხრა პირველად მე გკითხეო. - ისევ ირონია გაურია და მიანიშნა, რომ სერიოზულად ეუბნებოდა.
- ვფიქრობ რომ საინტერესო ვინმე ხარ.
- შენ როგორი ხარ?
- მე, მე შენგან განსხვავებით უპირატესობას მარტოდ არ ყოფნას ვანიჭებ. - ყურადღება სიტყვა არზე გაამახვილდა და თან გაუღიმა. - მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ მარტოობა არ მიყვარს. მიყვარს, მაშინ როდესაც რაღაცებზე უნდა დავფიქრდე და დავალაგო, დავახარისხო, გადაწყვეტილებები მივიღო. მაგრამ დროის დიდ ნაწილს მაინც მეგობრებთან ერთად ვატარებ.
- გასაგებია. - აი ისევ ის სპონტანური ქმედებები და გოგომ გადაწყვიტა ბიჭს როგორც ნაცნობს ისე დალაპარაკებოდა. - თუ რაიმე საინტერესოს მეტყვი მზად ვარ მოგისმინო - ჭიქა გვერდით გასწია და სახე ხელის გულებში მოიქცია. ისე ბუნებრივად გამოუვიდა ყველაფერი, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, რომ ბიჭს გაეღიმა.
- ამას წინათ საინტერესო ამონარიდი შემხვდა და თვალი გადავავლე. გინდა მოგიყვე? - გოგომ თავი დაუქნია. - ამბობენ, რომ ცხვირსა და ტუჩებს შორის ნაპრალი, ანგელოზების ნიშანია. მაშინ, როდესაც ჩვილი იბადება ანგელოზს მიჰყავს და ყველაფერს უმხელს, ყველა საიდუმლოს, მერე კი ტუჩებზე ადებს თითს, რათა დაავიწყოს ყველაფერი, რაც მისთვის ცნობილი გახდა და აქამდე იცოდა. თითის დადებით ეს ჩაღრმავებაც უჩნდება. დუმილის ნიშანი ასე ეძახიან.
- იცი მჯერა, რომ ეს ყველაფერი მართლაც შესაძლებელია. რადგან ვიცი, რომ არსებობს რაღაც დიდი ძალა. არ აქვს მნიშვნელობა რას დავუძახებთ და ჩემთვის არაა საჭირო ვინმემ, ვინმესი ან რამის არსებობა დაამტკიცოს, რადგან ვგრძნობ და ეს ჩემთვის საკმარისია. ადამიანის გონება არაა შექმნილი გლობალური პრობლებების გადასაჭრელად მით უფრო ისეთი თემების და ფენომენების შესაცნობად, რაც მის ძალებს აღემატება. არ ვართ ასეთი თემების გასააზრებლად დაბადებულები.
- ანუ თვლი, რომ ასეთ თემებზე არ უნდა ვიფიქროთ.
- არა, რა თქმა უნდა, უნდა ვიფიქროთ, მაგრამ ჩვენთვის. საჭირო არაა ვინმემ მოგვახვიოს თავისი აზრი და მტკიცება დაგვიწყოს, იმის რომ რაცაღ ან ვიღაც არსებობს, ან არ არსებობს. ამას უნდა ვგრძნობდეთ, მე ვგრძნობ შენ თუ იგივეს ვერ გრძნობ, მე ვერ დაგაჯერებ ვერაფერს. ამ დაჯერებებსა და ერთმანეთის გადაბირებებს უამრავი ადამიანი ეწირებოდა. ამიტომაც არ ვართ ასეთ პრობლემებზე საფიქრალად გაჩენილები. დავამატებ და გეტყვი, რომ ზოგჯერ უაზროც კი მგონია ამ თემებზე ფიქრი, როცა ვერასროს მიხვალ დასასრულამდე, მერე კი მახსენდება, რომ ამ ყველაფერს მაინც წინ მიყავხარ და უკან არ გხევს.
- მართალი ხარ, ვერ შეგედავები. სწორად აღნიშნე, როცა თქვი, რომ ამ ყველაფერზე ფიქრი უსასრულოდაა შესაძლებელი და დასუსრულებელია, მანამ სანამ ადამიანს ფანტაზია არ ამოეწურება.
- ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ადამიანი ამ ყველაფრის ცენტრი და არა დედამიწა. დედამიწაც ისეთვივე პლანეტა იქნებოდა ჩვენს გარეშე, როგორც დანარჩენები. იმედი ალბათაა და იმდენი შეიძლებაა ამ საკითხებში, რომ ადამიანი დაიბნევა.
- მაგრამ მე მაინც მსიამოვნებს, როდესაც ამ თემებზე ასე გულღიად საუბრობს ადამიანი. - აღნიშნა ბიჭმა ღიმილით. გოგომ საათს დახედა უკვე პირველი იწყებოდა. ვერც შეამჩნია საუბარს რამდენი დრო წაეღო, კაფე ნახევრად დაცარიელებულიყო. ბიჭის ძველ მაგიდასთან, მხოლოდ გოგო და ბიჭი შემორჩენილიყვნენ. ბიჭმა მათ ანიშნა, რომ ჯერ წასვლას არ აპირებდა და მათაც დატოვეს იქაურობა.
- მგონი ძალიან დიდხანს შეგაყოვნე და ყველა გაიქცა.
- არაუშავს, სადრაც უნდა წავსულიყავით, მაგრამ ახლა ვიფქრობ აქ ყოფნა უფრო საინტერესოა.
- უცნობთან ერთად კაფეში.
- ხო, ვინ არ ოცნებობს, ასე მოულოდნელად საინტერესო ადამიანის გაცნობაზე.
- გამოდის, რომ ვიღაც ჩემზე ოცნებობდა.
- და შეიძლება ეს ვიღაც მე ვიყავი. ძალიან ლამაზი ხარ, არ შემეძლო, რომ არ მეთქვა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასე გულღიად ლაპარაკობ. - გოგომ დაიმორცხვა, გაწითლდებოდა, ისედაც შეხურებული, რომ არ ჰქონოდა ლოყები სასმლისგან. ბოთლი უკვე ცარიელი იყო, ისე გამოეცალათ ბოლომდე საუბრისას ვერც შეემჩნიათ. ბიჭმა ბარმენს რაღაც ანიშნა და ბარმენმაც ორი თურქული ყავა მოიტანა.
- მადლობა, შენც არაგიშავს. - ბიჭმა მოულოდნელად გადაიხარხარა, მსუბუქად გოგონას გულახდილობაზე. - რაც შეეხება გულახდილობას ვცდილობ ყველაფერი ზედმეტი დანამატების გარეშე ვთქვა.
- კარგია, მეც ზედმეტი დანამატის გარეშე გეუბნები, რომ საოცარი თურქული ყავაა.
- კი ქაფმა და არომატმა უკვე გასცა. - პატარა ფინჯანიდან ყავა ოდნავ მოწრუპა და გაუხარდა, რომ არომატმა შეცდომაში არ შეიყვანა. თბილი სითხემ გაუთბო მთელი მუცელი და იგრძნო, როგორ შევიტა ყავა ალკოჰოლთან ჯიბრში. ბიჭს შეხედა, რომელიც მომღიმარი უყურებდა. - ასე რატომ იღიმი?
- შენ რომ გიყურებ მეღმება. თითქოს ამ სევდიან თვალებშიც კი ჩანს შენი სულის ნაპერწკალი და ვხედავ, რომ რაღაც განსაკუთრებული სულის პატრონი ხარ. ალბათ რა საინტერესო იქნება შენთან ურთიერთობა. - ამ დროის მანძილზე პირველად დააკვირდა გოგო ბიჭს სახეს ასე დეტალურად. შავი მოკლედ შეჭრილი თმები, არც ისე ვიწრო ჭრილის თაფლისფერი თვალები, ოდნავ კეხიანი ცხვირი და სავსე ტუჩები, ღვინისგან შინდისფერი რომ გამხდარიყო. სიმპატიური იყო, როცა ასე კარგად დააკვირდა მის სახეს. - მგონია, რომ ერთმანეთს კარგად გავუგებთ. შენ ის გჭირდება ვინც მოგისმენს ხოლმე, მე კი ის ვისაც მოვუსმენ. შეგვიძლია ადგილებიც შევცვალოთ ხოლმე.
- და მაინც ამ დროის მანძილზე ჩემი სახელი არ გიკითხავს. - შეახსენა გოგომ.
- განა ასეთი საჭიროა ვიცოდე შენი სახელი?
- არ გინდა იმ ადამიანის სახელი იცოდე, ვინც დაგაინტერესა?
- მაგრამ არც შენ გიკითხავს ჩემი სახელი!
- ეს იმიტომ, რომ შენ მოხვედი და თავად უნდა გამცნობოდი.
- ასეა მიღებული? ალბათ დამავიწყდა მე გაბრიელი მქვია.
- ღმერთი ჩემი ძალაა. გაბრიელი, ძალიან კარგი სახელია, ძალიან, ძალიან კარგი.
- მადლობა, კიდევ ერთხელ ასეთი გულახდილობისთვის. შენ რა გქვია?
- კიდევ ერთხელ თუ შევხვდებით მერე მკითხე და აუცილებლად გიპასუხებ. - გოგომ კურტკა მოიცვა და ისევ ისე გაეხვია კაშნესა და ქუდში. ბოლოს ჩანთა ზურგზე მოიგდო და გასწორდა. - ნახვამდის, გაბრიელ, სასიამოვნო იყო.
- საით?
- ჯერ არ ვიცი. - ისევ ვერ დამალა გულახდილი პასუხი.
- შეიძლება მეც გამოგყვე.
- არა - მოკლე უარით გაისტუმრა, თვალებით დაემშვიდობა და კაფიდან გავიდა.
გარეთ კიდევ უფრო ციოდა, ვიდრე რამდენიმე საათის წინ. მანქანები აღარ დადიოდნენ, ხალხიც არ იყო ქუჩაში. ტრანსპორტის ტაბლოები გათიშულიყო და 00:36 წუთს უჩვენებდა. შენობებში აქა-იქ შუქები ენთო. გზის პირზე განლაგებული მაღაზიების და ობიექტების ფერადი ნათებები დათამაშებდა ასფალტზე. გოგომ ზემოთ აიხედა. ლურჯი ანძის თავზე მთვარე ვერცხლისფრად ანათებდა და ძვირადღირებული სამკაულივით ამშვენებდა ცას.
- როცა მზე ამოდის ყველა ვარსკვლავი უფერულდება, მაგრამ მზეს ყოველთვის დაჩრდილავს ხოლმე დღის ცაზე ჩამოკიდებული მთვარე. - გაიღიმა და გზა გააგრძელა, კმაყოფილმა.



№1  offline წევრი Nynya_Smith

მოკლედ და კონკრეტულად,და ლაკონურად, ბევრი ლაპარაკის გარეშე მიყვარს! შემიყვარდა!
საშინლად კარგია, საშინლად ჩემია უკვე! მადლობა შექმნისთვის, უდიდესი მადლობა!

 


№2  offline წევრი CinemonGirl

Nynya_Smith
მოკლედ და კონკრეტულად,და ლაკონურად, ბევრი ლაპარაკის გარეშე მიყვარს! შემიყვარდა!
საშინლად კარგია, საშინლად ჩემია უკვე! მადლობა შექმნისთვის, უდიდესი მადლობა!

მადლობა ასეთი გულღია შეფასებისთვის. ვაფასებ და მიხარია, რომ მოგეწონათ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent