შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, შენი ოცნების ქალი ( სულ)


27-03-2024, 08:12
ავტორი ვე რა
ნანახია 4 728


_ სად მივდივართ ციიც? არ მითხრა ახლა, ისევ საჭმელადო, თორემ გეფიცები მანქანიდან გადაგაგდებ!_ დაჯღანულმა გავხედე ბაჩის და ფერდში მუჭი გამეტებით ვუთავაზე....
_ ქალი კი არა, რემბო ხარ შენ!_ ამოიოხრა მან და გზას გახედა იმედგაცრუებული თავის კანტურით.

ხო, მართალი ხართ, ეს უცნაური დასაწყისი მკითხველს ვერ მოიზიდავს, მაგრამ რა ვქნა, თუ ზუსტად ამ წინადადებით იწყება ის სასაცილო და ჭკუისსასწავლებელი ამბავი, რის მოყოლასაც თქვენთვის ახლა ვაპირებ.
მე ციცი ზარანდია ვარ, 23 წლის. არცთუ მაღალი და სიმაღლესთან შედარებით ქართულად "ძვალმსხვილი" გოგო. არც ბავშვობაში გამდიოდა ლანდი გვერდებში, მაგრამ ჩემს ბავშვობაში პუმპულა ლოყები ჯანმრთელობის ნიშნად მიაჩნდათ და კაცმა რომ თქვას, მაშინ დიდად არც მანაღვლებდა, თუ რა ფიქრობდა ჩემზე დანარჩენი სამყარო.

არც მაშინ და არც ახლა მეგობრების სიმცირეს არ ვუჩიოდი და არ ვუჩივი, სამაგიეროდ სიყვარულში არ მიმართლებს. ამ სამყაროში ყველაფერი ხომ სანაცვლოს მოითხოვს და ალბათ სიყვარულის ვერპოვნის საკომპენსაციოდ სამყარომ ბაჩი იმედაძე გამომიგზავნა.

ბაჩი იდეალურია. ყველა ასპექტში სადღაც ზენიტში ლივლივებს. საუკეთესო ადამიანი, მეგობარი, მხარდამჭერი და რაც არ უნდა საოცრად ჟღერდეს, საკმაოდ ცნობილი ფიტნეს ტრენერია. აი სწორედ აქ იწყება ჩვენს შორის არსებული ერთადერთი და წლობით მოუგვარებელი უთანხმოება.

_ ქალოოო! ჩემი კუდითგადაბმული დაქალი ხარ! ფულს შენ არ გთხოვ და არაფერს? რა გახდა ეს შენი სიზარმაცე, ჰაა ციიც?_ გამუდმებით დამბზუის თავს და ლამის არის გაკოჭილი შემათროის იმ თავის ლაიმისფერ საწამებელ ოთახში, ფიტნეს დარბაზს რომ ეძახის სიყვარულით.

_ ბაჩუკი აი ბარემ ეს კვირაც დასრულდება და ორშაბათიდან დავიწყებ ვარჯიშს! შენ თავს ვფიცავარ!_ვიფიცები ზურგს უკან თითებგადაგრეხელი ყალბი ფიცით. ვცდილობ მისი გული მოვიგო, მაგრამ მიბრიალებს იმ თავის მოთაფლისფერო_ აგურისფერ თვალებს და ნაადრევი სიმელოტის დასაფარად მოხოტრილ თავზე ხელს ისვამს.
_ ძვალმსხვილი მატყუარა!_ იბზუებს ტუჩს. იცის, რომ სასტიკად ვერ ვიტან შემდეგ სიტყვებს: მსუქანს, ფუმფულას, ტუნტულას და ფუშფუშას.

_ მე გეუბნები, რომ თმები გადაინერგო?_ ვბურდღუნებ ჩემთვის და მისი ქორული მზერისგან დასამალად ფანჯრიდან მოციმციმე ქუჩას ვეხიზნები. ვიცი, რომ ჩემთვის უკეთესია მას დავუჯერო, მაგრამ რა ვქნა, ვარჯიში ჩემთვის წამებაა, მეორე ყველაზე საშინელი წამება, მისგანვე გამოწერილი, იძულებითი დიეტის შემდეგ.

_ ციიიიც! შემომაკვდები ქალოო!_ მუქარით აქნევს თავს და ცოტა ხნით ჩუმდება.

_ რაო, იმასთან რა ხდება?_ მეკითხება მოულოდნელად. _ როგორ ჩაირა თქვენმა პაემანმა?

_ რა ვიცი, სამი დღე გავიდა და არ მოუწერია!_ ვუღიმი მე აფერისტულად. ვითომ სულ არ მანაღვლებს, რომ ლამის ოცნების კაცმა სასტიკად დამაიგნორა.

_ ნეტავ რატომ არ გწერს?!_ ცდილობს სერიოზული დარჩეს. მაგრამ რას გამომაპარებს? ვიცი მისი ყველა გზა მისსავე სავარჯიშო დარბაზში მიდის.

_ რა ვიცი, ალბათ არ სცალია?_ ვპასუხობ მეც ვითომ უდარდელად.

_ ან შეეშინდა, რომ ერთ დღეს ისიც არ შემოგეჭამოს და გაიქცა!_ ხარხარებს ბოროტულად. მუჭებს საომრად ვმუშტავ.

_ თმა რომ გქონდეს მაგ მოტვლეპილ თავზე, რა სიამოვნებით ჩაგაფრინდებოდი ხვდები?!_ ვეკითხები და საცემრად ვიწევ.

_ ციიც, დამშვიდდი ციიიც!_ იცინის და არ ცდილობს ჩემი მუჭები აირიდოს. ან რატომ ეცდება ქვასავით კუნთები აყრია. გინდა მას მოხვედრია ჩემი მუჭი იმ ტატუებით მოხატულ კუნთებზე და გინდა ჰალკს კენჭები.

_ ხომ იცი, მაინც არ მტკივა, არა?_ ლამისაა ისევ ახარხარდეს. ერთადერთი მის გვერდით მგონია თავი სუსტი და ციცქნა.

_ მასე გაგიჟებით რომ დარბაზში ვარჯიშობდე, მაქსიმუმ სამ თვეში რა ტანს დაგიყენებდი!_ ამბობს გულდაწყვეტილი და მანქანას ჩემი სახლის წინ აჩერებს.

_ არ ვარჯიშობ, არ ვარჯიშობ! იცოდე სუსნები არ ჭამო, თორემ ხვალ დედაშენს ვკითხავ!_ მუქარით მიქნევს თითს და ლოყაზე მკოცნის.

მანქანიდან გადავდივარ და სადარბაზოში შესვლისთანავე მომდის მისი მესიჯი.
" ციც, რომ დავფიქრდი მივხვდი, შენ რამე ძლიერი მოტივაცია გჭირდება და მერე თავად შემეხვეწები, მავარჯიშეო! ხოდა ახლა, შენივე საკეთილდღეოდ, ვეცდები რამე მოვიფიქრო!"
სინანულით თავს ვაქნევ. ვერაფრით ვიგებ, რატომ განიცდის ბაჩი ჩემს წონას ჩემ მაგივრად?!

...


თავს არ ვუტყდებოდი, რომ იმ მოღალატის ზარს ველოდი. ისე კი ვიქცეოდი, ვითომ სულაც არ მადარდებდა, მაგრამ სინამდვილეში საკუთარ თავს იმ ფაქტში ვიჭერდი, რომ დღეში რამდენჯერმე ვითომ შემთხვევით ვხსნიდი მესინჯერს. ონლაინ იყო. ციმციმებდა, მაგრამ არაფერს მწერდა. ასეთი იმედგაცრუების მომენტებში ვფიქრობდი, რომ ბაჩი მართალი იყო. გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვსო, კი ვამბობთ ხოლმე, მაგრამ კარგით რაა! თუ ეგ სიმართლეა 23 წლის გოგოს რატომ არასდროს მყოლია შეყვარებული? რატომღაც ყოველთვის პარამეტრებში მჯდარ გოგონებს ირჩევენ ბიჭები, ჩვენ კი, პუსკუნა გოგონებს, ისღა დაგვრჩენია საუკეთესო მეჯვარის ამპლუაში წარმოვიდგინოთ თავი და მაშინაც ვერ ვგრძნობთ თავებს კომფორტულად. დაახლოებით ისე, გამხდარი პატარძალი პუსკუნა მეჯვარეს სპეციალურად რომ ირჩევს, რათა მის ფონზე კიდევ უფრო ნაზი და ჰაეროვანი გამოჩნდეს.

ამ სევდიან და ნეგატიურ ფიქრებში ჩაძირული ვჯექი აივანზე ღამის სიწყნარეს ვუსმენდი და ბაჩის დიეტის ერთ_ერთ მთავარ ინგრედიენტს კიტრს ვახრამუნებდი. კიტრი, ვაშლი და საძულველი ავიკადო!

_იმდენს იზამს ეს ოხერი, მწვანე ფერს შემაძულებს!_ ამოვიოხრე და ის იყო სახლში შესვლას ვაპირებდი, რომ ეკრანი განათდა. წამოვფრინდი და ისე ვეცი მობილურს, თითქოს მართმვდა ვინმე. გავხსენი და ინსტიქტურად ნაცნობი სახელისკენ გამექცა თვალი, მაგრამ შევცდი, ის ისევ თავისთვის ციმციმებდა. სამგიეროდ ვიღაც სრულებით უცნობი მწერდა.

_ გამარჯობა ლამაზო!_
ვარჯიშის და დიეტის შემდეგ "გამარჯობა ლამა"ს"ოები!" მძულრან. ბაბულკა ტიპები, ანდაც შუაკრიზისული ასაკის ბიძია_ბაბუები, მათი ასაკის ქვა რომ აღარ დაგორავს დედამიწაზე. ვიფიქრე,
უბრალოდ დავაიგნორებდი. მაგრამ ეტყობა რომ აღარ ვუპასუხე, ისევ თავად მოუხმო გამედაობას ან სითავხედეს.

_ როგორ ხარ? უბრალოდ შენი გაცნობა მსურდა._ინსტიქტურად ტუჩები ზიზღით დამებრიცა და მთელი დიეტისგან მოგვრილი ნეგატივი ამ უცნობი იდიოტისკენ მივმართე.

_ წადი შენნაირი მოცლილები მონახე! აღარ მომწერო!

_ რა ბრაზიანი ხარ._ ისევ ეს ბანალური პასუხი.

_ ხოდა ბანალურად გაქრი!

_ მომწონს ჯიუტი გოგოები!

_ ნუ გადამრიე , მართლა?!

_ არ დამიჯერებ, მაგრამ მართლა.

_ მე კიდევ აცუნდრუკებული ბაბუები არ მომწონს!_ მივწერე და თან მის დახურულ ექაუნთზე გადავედი. რადგან მეგობრებში არ მყავდა. ამიტომ მასზე არანაირი ინფორმაცია არ გამიხსნა.
ფონად კი შიშველ ფერდზე დახატული ლამაზი, აფრაგაშლილი ხომალდის ტატუ ედო. ტატუმ მომხიბლა, თუ იმ სხეულმა, რომელსაც ეს ტატუ ამშვენებდა ვერ გეტყვით. თუმცა სულელი არ ვარ და ვხვდებოდი, რომ შესაძლოა სურათი ინტერნეტიდან ჰქონოდა აღებული,

_ რაო ჩემი პროფილის ნახვას ცდილობ?_ მომწერა უცებ და ტელეფონი ხელში შემაცივდა._ დამიმატე მეგობრებში და ნახავ!

_ რა იცი?

_ უბრალოდ ყველა ასე მოიქცეოდა.

_ შენ არ სცადე იგივე?

_ არა!

_ აბა რა იცი, ლამაზი ვარ, თუ მახინჯი?

_ უბრალოდ ვიცი!

_ ოჰ, და გგონია ახლა ჩაგეძიები? სულ არ მაინტერესებს, რა იცი და რა არა!_ ლამაზი?! ჩამეცინა. ლამაზი რომ ვარ ისედაც ვიცი. ცისფერი კი არა ლურჯი დიდი და ლამაზი თვალები მაქვს. მკვეთრი აგურისფერი თმა. სახის ლამაზი ოვალი და ჯანდაბას! რომ არა ეს +30 კილო, კაცი ვერ ჩამივლიდა გვერდზე გულგრილად.

ისევ ბაჩის საწამებელი ოთახი გამახსენდა და წამით ისევ გამიელვა აზრმა, რომ მისთვის უნდა დამეჯერებინა.
აღარ უპასუხია. მეც გავთიშე მობილური და იქვე აივანზე დავტოვე, რათა მთელი ღამე ყოველ გაღვიძებაზე იმ ჩემი უარმყოფელის მესიჯები არ მეძებნა. დავწექი და კარგა ხანს ვერ დავიძინე. რა ჯანდაბაა სამი, ოთხი, ან გინდაც ხუთი თვე? ან ეს დიეტა რა გახდა? მე ხომ ძლიერი ქალი ვარ?!

იმ ტკბილ ფიქრებში ჩამეძინა, რომ ყველა შრომა იძლევა სათანადო შედეგს და რომ ერთ დღესაც, მეც ვიგრძნობდი საკუთარი თავით კმაყოფილებას.

ჩემი გარეგნობა პრობლემას დიდად არ მიქმნიდა, რომ არა საზოგადოებაში გაბატონებული შეხედულებები და რომ არა სხვების თვალით დანახული ჩემი თავი, აზრადაც არასდროს გავივლებდი ვარჯიშს. მაგრამ იმის ძახილი, რომ მომწონდა ჩემი თავი, რომ არ მსურდა ჰაეროვანი და მსუბუქი ვყოფილიყავი, ალბათ ტყუილი იქნებოდა და ამას არც თქვენ დამიჯერებთ ახლა, მაგრამ მაინც, საკუთარ თავთან ასე თუ ისე ბედნიერად ვცხოვრობდი. ხოლო, რაც შეეხება სიყვარულს, ალბათ იმ ერთადერთს უბრალოდ ჯერ არსად შევხვედროდი.

დილას ყოველთვის მუსიკით ვიწყებ ხოლმე და არც შემდეგი დილა იყო გამონაკლისი. თან ბაჩის ბრძანებისამებრ უშაქო ყავა მოვიხარშე და ციმ_ციმ წავიღე აივნისკენ.
ზაფხული... ეს ის დროა, როცა ყველაზე მეტად ესობა ხალხს თვალში სხვისი ზედმეტი კილოგრამები. ზამთარში კიდევ არაუშავს. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც მიყვარს ზაფხული. მართალია ზღვაზე წასვლა მაინც მაკომპლექსებს, მაგრამ ვცდილობ, ისეთი სახე მივიღო, ვითომ ჩემთვის სულ ერთია. ახლაც მეგობრები უკვე ზღვაზე საერთო ვოიაჟზე აწუწუნდნენ. მე კი ჩვეულად ფეხს ვითრევ.
ჩემს საყვარელ მოწნულ სკამში ფრთხილად ჩავჯექი და ისევ თოკის გაწყვეტის საშიშროების ჩვეულმა ფიქრმა გამიელვა თავში. ეჰ, ალბათ რა კარგია ისე ცხოვრება, რომ საქანელაში ჩაჯდომისას ასეთი სულელური შიში არ გიელავს თავში.

_ ხოდა თუ ასეა წადი ბაჩისთან და ვარჯიში დაიწყე!_ გავუბრაზდი საკუთარ თავს.
ფინჯანი მაგიდაზე რომ დავდე, მერეღა გამახსენდა მობილური. ავიღე და სამი ახალი მესიჯი დამხვდა და მგონი ამ ხნის მანძილზე პირველად იმ აზრმა გამიელვა, რომ მერჩივნა, ის უცნობი _ნაცნობი ყოფილიყო, ვიდრე ის, ვისაც ყოვლად უიმედოდ და უთავმოყვარეოდ ველოდი.
ინტერესით მოვიჩოჩე ახლოს. გავხსენი და მართლაც ის იყო.

_ რა ბრაზიანი გოგო ყოფილხარ, არადა სიმშვიდის განსახიერებაა და ბევრს იცინისო?!_ ანუ რას ამბობდა?

_ არადა მართლა დამაინტერესე იცი?_ მართლა რას ქვია? ანუ თავიდან იმ აზრით მომწერა, რომ გაერთობოდა?

_ მოდი უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი! _ დავფიქრდი. რატომაც არა? სხვა თუ არაფერი, უბრალოდ დროს გავიყვანდი. თან ის უფრო მაინტერესებდა, საიდან და ვისგან ჰქონდა ჩემზე ინფორმაცია. ბოლო_ბოლო მის დაბლოკვას ნებისმიერ წამს შევძლებდი.

ცოტა ხანს უაზროდ ვიჯექი და მერე მოულოდნელად ენერგიის საოცარი მიზღვავება ვიგრძენი. დრო მოვიდა საკუთარი შესაძლებლობები მეც გამომეცადა. ოთახში შევვარდი. ბაჩის წინა მცდელობისას ძალით ნაყიდი სავარჯიშო ფორმა ჩანთაში ჩავტენე და მისი ლაიმისფერი საძაგელი დარბაზისკენ ავიღე გეზი.

_ სიკვდილი ან გამრჯვება ციიც!_ ვაგულიანებდი საკუთარ თავს და დავით აღმაშენებელივით ვხერგავდი უკან დასახევ გზას. აშკარად ჯობდა ჩემი სიჯიუტე სწორი მიმართულებით მიმემართა.

დარბაზში შესული რომ დამინახა, ბაჩი წამით გაშტერდა, თვალები მოიფშვნიტა და ბედნიერი ღიმილით ჩემკენ გამოემართა.

_ აბააა მარტივი მოთელვებით დავიწყოთ!_მითხარა შემპარავი ღიმილით._ და ნელ_ნელა გავართულოთ!

სარკის წინ ვიდექი და საკუთარ გამოსახულებას ვაკვირდებოდი.

_ რაღა მე და რაღა კუნგფუ პანდა!_ შევიკარი მტკიცედ კოპები.

_ მზად ვარ!_ ვუთხარი საკუთა თავს და ბაჩისკენ შვბრუნდი.

თავიდან არაფერი ისეთი. გულში გამეღიმა კიდეც, მაგრამ როცა მეათე ბუქნზე გული ყელში მომაწვა აი მანდ კი დამცხა. მეათე ხალხო, განა მეასე! ბუქნებს რა უჭირდა, ახლა ვითომ ზამბარა ხარო და ახლა კი ამიტყდა დაღლილი ხარივით ქოშინი.

_ რა იყო, ხომ არ შევისვენოთ?_ მკითხა ბაჩიმ.

_ არა!_ ამოვიხავლე მე. _ კარგად ვარ!
მაგრამ რაღაც მომენტში ჩემმა ორგანიზმმა ეტყობა ჩემს შემართებას ვეღარ გაუძლო და მორიგი ბუქნისას, თუ რაც ერქვა იმ ვარჯიშს, დავრჩი ასე ჩამჯდარი.

_ ადე ციიც! _ დამკივლა ბაჩიმ_ აბა ადგა! ერთი, ორი !

ადე კაია! ვცადე, მაგრამ არაფრით ამყვა ტანი.

_ ვერ ვდგები!_ ამოვიხავლე საწყლად. დაჯდომა ვცადე და არც ის გამომივიდა ადამიანურად და ასე "ბუბლიკივით" გადავგორდი უკან. ხელ_ფეხი გავშალე და თვალები დავხუჭე.

_ ბაჩიი!_ ამოვიოხრე საწყლად.

_ ხოო!_ ჩამომძახა ჩემს თავთან ჩახრილმა.

_არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი, ბაჩი!_ ხმაში ცრემლები გამერია.

_ შეჯდება ციიც! თუ არადა ძალით შევტენი! შენ თავს ვფიცავარ!_ თავზე ხელი გადამისვა და წამოდგა და რომ ვიფიქრე, გული ამჩუყებოდა, ბოროტი სერჟანტივით დამკივლა.

_ რას გორაობ, პლიაჟზე კი არ ხარ, მიდი დროზე და პრესები გააკეთე! ერთი ორი, ერთი ორი!_ ჰაერი ჩავისუნთქე და მორჩილად წამოვდექი. ოთახი მოვათვალიერე.

_მორჩა დღეიდან მძულს ლაიმისფერი მწვანე!_ ჩავიბუზღუნე და ზანტად დავიწყე მითითებული ვაჯიშის კეთება.

_ აბა როგორ ჩაიარა შენმა დღემ?_ დამხვდა მესიჯი._ მიპასუხე რა!

_ რა გქვია?_ მივწერე, რადგან, თუ მის გაცნობას ვაპირებდი უეჭველი მისი სახელის გაგებით უნდა დამეწყო. მივწერე და დიდგორის ბრძოლაგადახდილი მფესავით დავისრისე გაქვავებულ_ გაფშიკებული კუნთები.

...

_ რას აკეთებ ქალბატონო?_ შევხტი მოულოდნელობისგან. მხარს უკან ბაჩი ამომდგომოდა და ინტერესით კითხულობდა ჩემს პირად მიმოწერას._ ოჰ, შერიგდით და წამი ვეღარ ძლებთ ერთმანეთის გარეშე?

_ გასწი ლაყუჩები!_ შევუღრინე და მობილური მისი მხედველობის ზონას გავაცილე.

_ რაო, მოვრჩით ვარჯიშს და ვისვენებთ? _ მკითხა და თან თვალი ისევ მობილურისკენ გააპრა._ისევ ისაა?_ მკითხა ეჭვით.

_ არა! ახალია ვიღაც!_ ხუმრობით ავუთამაშე წარბები.

_ ახალი? ახლა ვინღაა?

_ არ ვიცი ჯერ!_ მესიჯის ხმამ მობილურისკენ მიმახედა._ ინტერნეტით გავიცანი.

_უტა მქვია. მიხარია, რომ მიპასუხე ლამაზო!

_ნორმალური ვინღა ეცნობა გოგოს ინტერნეტით?_ აშკარად არ მოიხიბლა ბაჩი ამ სიახლით და ცალი თვალით ერთ_ერთ თავის მოსწავლეს გახედა, რომელიც ვარჯიშის ნაცვლა მესიჯობდა.

_ ამბობს, რომ საერთო ნაცნობი გვყავს და მისგან მიცნობს!_ ბაჩიმ უცნაურად ჩაიცინა.

_ რას გეტყვის აბა? მიდი დაიმატე მეგობრებში და ნახავ, რომ სინამდვილეში არცერთი საერთო მეგობარი არ გყავთ!

_ვერ გავიგე, შენ რატომ გაღიზიანდი?_ მომეშალა ნერვები.

_ ამხელა გოგო ხარ და ბავშვივით დაუფიქრებლად იქცევი!

_ ნერვებს მიშლი რა ბაჩი!

_ იმედია ინტიმური სურათების გაგზავნას რომ მოგთხოვს, შენც იმ სულელი გოგოებივით არ გაებმები!_ აი აქ კი მართლა მომეშალა ნერვები.

_ ახლა უკვე ზედმეტები მოგდის იცი?_ ჩემს სპორტულ ჩანთას ხელი დავავლე და გაბრაზებულმა დავტოვე დარბაზი.

_ არა, რას მეუბნება ეს დეგენერატი!_ ვბრაზობდი მთელი გზა. მაგრამ რაც უფრო ვშორდებოდი ბაჩის, მით უფრო მიძვრებოდა გულში ეჭვის ჭია და მართლაც, ვინღა იცნობს გოგოს ინტერნეტით? ასე მხოლოდ კომპლექსიანი, არშემდგარი ტიპებიღა იქცევიან. ანდა ვიღაც მანიაკი ავადმყოფები. მაგრამ ვაითუ უტა ის კარგი გამონაკლისი იყო, ასიდან ერთი რომ ხდება.

_ საღამო მშვიდობისა, როგორ ხარ?_ მისი მესჯის დანახვაზე ჩემმა დაუსაბუთებელმა სიბრაზემ უფრო იმატა.

_ შენ ვინმე გიჟი მანიაკი ხომ არ ხარ?_ მივწერე დაუფიქრებლად. სიცილის სმაილი და კითხვისნიშნები გამომიგზავნა.

_ჩემი მეგობარი მიმტკიცებს, რომ ცოტა ხანში ინტიმური ფოტოების გაგზავნას მომთხოვ!_ ვარჩიე პირდაპირ მეთქვა სათქმელი და ერთხელ და სამუდამოდ გერკვია, რომ მსგავსი რამ თუ ჰქონდა გეგმაში, დროზე გამქრალიყო ჩემი თვალსაწიერიდან

_შენი მეგობარი აშკარად ბიჭია._ მომივდა მისი პასუხი.
_ კი ბიჭია!

_ თან ძალიან ეჭვიანი, არა?

_ როგორც ყველა ქართველი კაცი?

_ და ცოტათი ხომ არ მოსწონხარ კიდეც?_ ამ კითხვაზე გულიანი სიცილი ამიტყდა.

_ ვის ბაჩის? შანსი არაა! მოვწონვარ კი არა, სულ იმას მიჩიჩინებს, რომ სავარჯიშო დარბაზში უნდა ვიარო._ ცოტა ხანს დუმდა.
მერე კი უცნაური რამ მომწერა.

_ საერთოდ ბიჭებს დიდად არ აღელვებთ ხოლმე მეგობარი გოგონების გარეგნობა. თუ კაცი ქალის გარეგნობით ინტერესდება და მის უკეთესობისკენ შეცვლას ცდილობს, გამოდის რომ თუნდაც გაუაზრებლად, მაგრამ მაინც დაინტერესენულია მისით.
თან თუ ეჭვიანობს კიდეც, მაშინ უფრო სარწმუნოა, რომ მას შენ მოსწონხარ. იფიქრე ამაზე._ ამას რომ მწერდა, პარალელურად ბაჩის მესიჯიც მოვიდა.

_ ციიიც, კარგი რა, ნუ მებუტები, უბრალოდ ყველა გიჟი ინტერნეტს არის ამოფარებული ხომ იცი, არა?. მე უბრალოდ შენზე ვზრუნავ! მეტი არაფერი!

_ ახლა ორივემ თავი დამანებეთ!_ ჩავიბუტბუტე და ტელეფონი მაგიდაზე დავდე. პასუხი არცერთისთვის არ გამიცია. ჩვეულად მაცივარი გამოვაღე. ცოტა ხანს საცოდავად ვუყურე გადამწვანებულ თაროებს და ისევ უგემურად მივხურე.

_ სილამაზე და მსხვერპლი! ვინც ეს ორი სიტყვა ამ კონტექსტით დააკავშირა, იმას გაუხმეს თავი!_ ჩავილაპარაკე და გულის გადასაყოლებლად საყვარელი სერიალი ჩავირთე...

დაახლოებით ხუთი თვე ისე გავიდა, უკან რომ მოვიხედე გააზრებაც ვერ მოვასწარი. უკვე აღარც ვარჯიში მეზარებოდა და აღარც ჯანსაღი კვება მიტოვებდა მუდმივი შიმშილის შეგრძნებას. წლების მეგობრები, ჩემი ზედმეტი კილოგრამები, სულ ნაბჯ_ნაბიჯ იხევდნენ უკან.
რომ არა ბაჩის შეუპოვრობა და ჩემი სიჯიუტე, ალბათ როგორც ყველა სხვა მცდელობების მსგავსად ამაზეც ხელს მალევე ჩავიქნევდი, მაგრამ ბაჩი თავის დანებების საშუალებას არ მაძლვდა. ამასგან ერთად სარკეში ყოველი ახალ ჩახედვისას აღმოჩენილი ჩემი ახალი მე სიხარულით და ენთუზიაზმით მავსებდა.

_ მოგწონს არა?_მხარში ამომიდგა ბაჩი სარკის წინ ბედნიერი ღიმილით მდგარს. თავი კმაყოფილმა დავუქნიე.

_ წარმოიდგინე ჯერ კიდევ მაშინ რომ დაგეჯერებინა ჩემთვის!_ ვიცოდი მართალი იყო, მაშინაც ვიცოდი და ახლაც, მაგრამ მაინც მჭირდებოდა პატარა ბერკეტი, რომ საკუთარ თავთან ბრძოლის ეს რთული პროცესი დამეწყო. ეს ბერკეტი კი, რაც არ უნდა უცნაური იყოს, რატომღაც უტა აღმოჩნდა.

უტაზე წინანდბურად ბევრი არაფერი ვიცოდი, მხოლოდ ის რომ მეზღვაური იყო. თვეობით მიდიოდა შორეულ ნაოსნობებში და ხშირად ვერ მწერდა, რადგან მისთვის ინტერნეტთან წვდომაც კი პრობლემა იყო. როგორც ყველაფერს, რაც თუნდაც სულ ოდნავ გვსიამოვნებს, ვეჩვევით ხოლმე. სწორედ ასე მივეჩვიე მის მესიჯებს. მას ჰქონდა ადამიანის სასაუბროდ გამოწვევის უნარი, ამასთან ჩვენ შორის არსებული მანძილის, თუ ვირტულაური ნაცნობობის გამო, მიმარტივდებოდა ვყოფილიყავი საკმაოდ გულახდილი. იყო კიდევ ერთი უცნაური მომენტი: უტამ ჩემს წარმოსახვაში ხორცი შეისხა, მისი გარეგნობა ჩემს წამოსახვას ისე მოვარგე, როგორც მსურდა, თუმცა ეს წინასწარგანზრახვით არ ჩამიდენია, თავისთავად მოხდა. მაგრამ იმდენად მომწონდა ჩემი წარმოსახვითი მეგობარი, იმდენად რეალური იყო ჩემთვის, რომ სურვილიც კი აღარ მქონდა მისი რეალური სახე მენახა. რადგან ძალიან მეშინოდა იმ იმედგაცრუების, რაც მის პირისპირ ნახვას შეიძლება გამოეწვია. სწორედ ამიტომ მაშინაც კი არ მყავდა უტა მეგობრების სიაში. ბაჩის მუდმივ ზუზუნს რომ თავი დავანებოთ, ახლა უკვე თავადაც უკვირდა, თუ რატომ უარვყოფდი მის მოწვევას.

_ სულ გააფრინე გოგო?_ ჯაჯღანებდა ბაჩი ჩვეულად_ ანუ რა გინდა მითხრა, რომ ის უტაა, თუ ვიღაც ოხრობა, ეგეც კი არ გიყვარს? ანუ რეალური კაცის ნაცვლად შენი წარმოსახვა შეგიყვარდა?

_ და რა არის ამაში ცუდი?_ თავს ვისულელებდი მე და უაზროდ ვჯიუტობდი.

_ იმ ოკეანას კი არ მიეკერება, დღეს ხვალ დაბრუნდება და შეხვედრას მოგთხოვს! მერე რას აპირებ?_ გამომხედა წარბშეკრულმა.

_არ შვხვდები!_ გულხელი დავიკრიფე მე.

_ არაა! უკვე სერიოზულად უბერავ! და რა გგონია სამუდამოდ მასე გააგრძელებს შენთან ურთიერთობას? მეტი არაფერი მოუნდება? რა ვიცი, მის გამო ლამისაა ტყავიდან ამოხტე!_ თავიდან ფეხებამდე ინტერესით შემათვალიერა და სახეზე რაღაც უცხო უცნაური მიმიკა გაეპრა. თვალი ამარიდა და საკუთარ ხელებს დახედა.

_ მგონი ჯობდა საერთოდ არ დაგხმარებოდი!_ ამოიოხრა და წამოდგა.

_ ბაჩი, რამე ხდება?_ ავხედე გაკვირვებულმა.

_ საკუთარ თავს შეხედე სარკეში და თავად მიპასუხე, რამე ხდება?!_ ზურგი მაქცია და მხრებჩამოყრილი წავიდა დარბაზიდან.

ავდექი და მართლაც სარკის წინ დავდექი.
იმ საოცარ ტრანსფორმაციას, რასაც განვიცდიდი, რა თქმა უნდა, ვამჩნევდი და თვალს ვაჩვევდი, მაგრამ ახლა ვცადე საკუთარი თავისთვის უცხო თვალით შემეხედა. მობილური ავიღე და ჩემი სოც.ქსელის მთავარ ფოტოს დავხედე. ფოტოდან სულ სხვა ადამიანი მიმზერდა. ლამაზი სახის, ლამაზი თმის ფერის და ლამაზი თვალების პატრონი ვიღაც უცხო პუსკუნა ქალი. საკუთარ თავს შევხედე და გამიკვირდა. რა თქმა უნდა, მიზნამდე კიდევ ბევრი მაკლდა, მაგრამ სარკიდან ჩემი თავის ასჯერ უკეთესი ვერსია მიყურებდა და ამის არ აღიარება უბრალოდ სასაცილო იყო.
მოულოდნელად სარკეში კიდევ უფრო უცნაური რამ დავინახე და აი ზუსტად ეს იყო პასუხი ბაჩის კითხვაზე. ჩემი გამოსახულების მიღმა რამდენიმე ტიპი ინტერესით მაკვირდებოდა და როგორც კი ჩემი მზერა შეამჩნიეს მაშინვე მომხიბვლელ ღიმილად დაიღვარნენ. მათკენ შევტრიალდი. ყველა მათგანს სახეზე ვიცნობდი, ამ დროის მანძილზე, რაც მე დარბაზში სიარული დავიწყე, ისინიც ჩემთან ერთად ვარჯიშობდნენ, მაგრამ არანაირ ინტერესს არ ამჟღავნებდნენ. ერთს შემომხედავენდნ და გზას აგრძელებდნენ ხოლმე, თითქოს მე იქ არც ვყოფილიყავი. აბა რამ შეცვალა ახლა მათი დამოკიდებულება? ნუთუ ამდენად თვალში საცემი შეიძლება იყოს _ 15, ანდაც _20 კილოგრამი? უცნაური ზიზღის გრძნობა ვიგრძენი სიხარულის ნაცვლად.
იქვე მიგდებულ ჩემს სპორტულს ხელი დავავლე, წელზე შემოვჭირე და დარბაზიდან გავიქეცი.
მთელი ამ ხნის მანძილზე პირველად გამიჩნდა სრულფასოვნების შეგრძნების რაღაც აჩრდილი გრძნობა. უკვე მჯეროდა, რომ მართლაც ლამაზი ვიყავი, მაგრამ საშინლად შემზიზღდა ყველა ის ბიჭი, ვინც მხოლოდ ახლაღა "აღმომაჩინა". მობილური ამოვიღე და უტას მივწერე.

_ ახლა სურათს გამოგიგზავნი და გულახდილად მითხარი მოგწონვარ?_ ხელისკანკალით ჩავუგდე ჩემი ძველი ფოტო. სწორედ ის, სადაც ყველაზე უკეთ ჩანდა ჩემი + კილოგრამები. მობილური გამოვრთე და ჯიბეში ჩავიდე. დარწმუნებული ვიყავი მისი პასუხი ყველაფერს შეცვლიდა.

სახლში წავედი და ჩემი არეული ფიქრების დალაგება ვცადე. რა იყო უცნაური იმაში, რომ ხალხს ჩემი უკეთესი ვარიანტი მოსწონებოდა, განა მეც ასეთი ჩემი თავი უფრო არ მომწონდა? განა ერთი სული არ მქონდა ზღვაზე გავქცეულიყავი და ყველაზე ლამაზი კუპალნიკი ჩამეცვა? განა ყოველი ახალი დღე სიხარულით არ იწყებოდა? აბა რატომ ვგრძნობდი ახლა თავს დამნაშავედ უწინდელი საკუთარი თავის წინაშე? თითქოს ძველ მეს თვალს ვერ ვუსწორებდი. მე არ ვიყავი ხმამაღლა რომ ვამტკიცებდი, სულ არ მინდა გახდომამეთქი? მე არ ვიყავი, რომ ვამტკიცებდი ზღვას მთა მირჩევნიამეთქი? მე არ ვიყავი რომ ვამბობდი შოპინგი და გარდეროფის ხშირი განახლება დროის ფუჭი კარგვაამეთქი? რა შეიცვალა ჩემში?! და ბოლოს, მე არ ვიყავი უტას შორს ყოფნა რომ მიხაროდა? მესიჯი მოვიდა. ფრთხილი მიმპარავი ნაბიჯებით მივუახლოვდი მობილურს, ბლოკი მოვხსენი და მესიჯი გავხსენი. ლამის იყო ნერვიულობით სპაზმები დამემართა. ვაითუ ეთქვა, რომ ფუმფულა გოგონები მის გემოვნებაში არ ჯდებოდნენ და ჩემთვის მხოლოდ მეგობრობის შემოთავაზება შეეძლო.

_ მსოფლიოში ულამაზეს ქალს ვუყურებ ახლა! და ერთი სული მაქვს, როდის ჩავიხუტებ გულში, თუ ამის ნებას მომცემს, რა თქმა უნდა!_ ჯერ გავშრი მოულოდნელობისგან, მერე სიხარულისგან ტირილი ამიტყდა. მისი პასუხი ისე გამიხარდა, რომ ბოლომდე ვერც კი დავიჯერე.

_ ჩამოვიდა?_ ქუჩას უხალისოდ გახედა ბაჩიმ._ რაო მერე?

_ რა და ერთმანეთს შევხვდეთო, რა საკვირველია!_ ვის მოვუყვებოდი ჩემს სიხარულზე, თუ არა საუკეთესო მეგობარს.

_ მერე რომ არ მოეწონო ასეთი?_ სევდიანი ხმით მკითხა ბაჩიმ.

_ რას ქვია არ მოვეწონო? _ მართლა გამიკვირდა მისი სიტყვები._ შენ არ მეუბნები, ახლა ულამაზესი ხარო?

_ როდისმე მითქვამს, რომ ლამაზი არ იყავი?_ გამომხედა გულდაწყვეტილი მზერით.

_ შენ არ მიჩიჩინებ მთელი ცხოვრება, გახდი გახდიო?_ ავიჩეჩე მხრები.

_ და მერე ოდესმე ის მითქვამს, რომ შენი გარეგნობა არ მომწონდა? რა ვერ გაიგე ჩემი სიტყვებიდან? ზედმეტი წონა ჯანმრთელობისთვის მავნეა, რომ ადრე თუ გვიან პობლემას შეგიქმნის? რომ ჯანსაღი კვება სასარგებლოა, რომ ვარჯიში ჯანმრთელიბაა! რატომ მიგყავთ ქალებს ყვლაფერი ასე მარტივად გახდომა_ გასუქებამდე? _ მოულოდნელად ისე გაბრაზდა, როგორც არასდროს მანამდე.

_ რის თქმას ცდილობ ბაჩი? არ მესმის შენი! ან რატომ ბრაზობ? ჯერ შემჭამე გახდიო, ახლა მეჩხუბები რატომ გახდიო! გამაგებინე რა გინდა?_ მისი უცნაური ბოლოდროინდელი გამოხტომები ძალიან მაოცებდა. მით უფრო მაშინ ართულებდა ყველაფერს, როცა საქმე უტას ეხებოდა.

_ რა მინდა და... ასეთი მიუხვედრელი და გაუგებარი რომ არ იყო, ყველაფერს დიდი ხმის წინ მიხვდებოდი! _ დამიჯაჯღანა და უფრო უარეს გაუგებრობაში დამტოვა.

_ ბაჩიიიი! _ დავუძახე, მაგრამ არ მობრუნდა, ხელი ჩაიქნია და გზა გააგრძელა.

....



_ კი, კვირის ბოლოს თბილისში ვიქნები! _ უტას მესიჯი ცოტა არ იყოს და მეწყინა. რა საქმე უნდა ჰქონოდა იმაზე საინტერესო, ვიდრე ჩვენი შეხვედრა იყო? იქნება ბაჩი მართალიც კი იყო. რატომღაც სრულებით უცხო ადამიანს ვუშლიდი გულს თვეების მანძილზე. ერთი პატარა ტატუს გარდა მასზე არაფერი არ ვიცოდი, თუმცა იქნებ არც ეს იყო რეალური და არც მისი შეთხზული ისტორია შორეულ ნაოსნობაში მყოფ მარტოსულ მეზღვაურზე?

_ უტა, იქნებ სულაც არ გსურს ჩემთან შეხვედრა და თქმა გერიდება?_ გავბედე და მივწერე. გული ამიჩქარდა პასუხის მოლოდინში.

_ ამას რატომ ამბობ? რადგან მაშინვე ვერ წამოვდი შენთან? _ მაშინვე მიპასუხა და სანამ მე პასუხზე ვფიქრობდი, და რამდენჯერმე აკრეფილი ტექსტი წავშალე, ისევ მან მოასწრო მოწერა.

_ მიდი დღესვე შვხვდეთ! რაც არის, არის!_ იმდენად მოულოდნელი იყო მისი შემოთავაზება თვალები სულელივით გამოვჭყიტე. პირსახოცით, კისერზე რომ მქონდა, სახეზე მოვიწმინდე.

_ მართლა ამბობ?_ ვკითხე შემცბარმა. ამდენად მოახლოებულმა სანუკვარმა შეხვედრამ ცოტა არ იყოს და დამაფრთხო. ვიღაცისთვის რომ არ მეთქვა ეს ყველაფერი ალბათ გავგიჟდებოდი. დარბაზის კუთხეში სარბენ ბილიკზე ჩამომჯდარ ბაჩის გავხედე მალულად, ვიღაცას ემესიჯებოდა გამწარებული. იმ დღის მერე რატომღაც სულ თავს მარიდებდა.თვალებში არ მიყურებდა და მუდმივად ცმუკავდა ჩემს სიახლოვეს, მაგრამ მე მასზე სანდო და ახლობელი არავინ მყავდა. ამიტომ ისევ მე გადავდგი პირველი ნაბიჯი და თავზე დავადექი მოულოდნელად.

_ ბაჩი!_ დავუძახე და ფიქრებში გართული მოულოდნელიბისგან ადგილზე შეხტა. ტელეფონი გაუვარდა და იატაკზე დაეხეთქა.

_ უი, შეგაშინე?_ გამიკვირდა მისი დაბნეული თვალები. მობილურის ასაღებად დავიხარე და მან უეცრად ფუკასავით ამაცალა ხელიდან.

_ რა გინდოდა?_ მკითხა უგულისყუროდ.

_ დღს უტას ვხვდები!_ ვუპასუხე მორიდებულად. რისი მერიდებოდა თავადაც არ ვიცოდი.

_ მერე?
_ მერე მინდა გამომყვე!
_ რა ვქნა?
_ რა და გამომყვე!
_ რატომ?_ ამ კითხვამ რაღაცნაირად ამრია. რატომ მინდოდა რომ ბაჩი წამოსულიყო? ნუთუ უტას ამდნად არ ვენდობოდი?

_იმიტომ რომ შენ გვერდით თავს ბევრად უსაფრთხოდ ვგრძნობ!_ ამოვღერღე როგორც იქნა. ბაჩის გაეღიმა და მოქუფრული სახე შეურბილდა.

_ ხო, მაგრამ მეც არ მცალია! დღეს მეც პაემანი მაქვს!_ მიპასუხა მხიარულად.

_ პაემანი? ვისთან? მე რატომ არაფერი ვიცი?!_ ისე მივაყარე კითხვები, თითქოს ვალდებული იყო ჩემთვის ანგარიში ჩაებარებინა.

_ დამიჯერე არ იცნობ! მგონი საკუთარ თავს თავადაც არ იცნობს ჯერ!

_ ეგ რანაირი პასუხია?_ ვკითხე გაბრაზებულმა. დავფიქრდი. ისე მომინდა იმ გოგოს ნახვა, ლამის უტასთან პაემანზეც კი უარი ვთქვი გულში. მოულოდნელად მშვენიერი იდეა დამებადა.

_ ბაჩი, მოდი ტყუპი პაემანი გავაკეთოთ!
_ ეგ რაღაა?_ მართლა გაუკვირდა.
_ რა და შენ შენი გოგოთი, მე უტასთან ერთად! არ თქვა, რომ შენც ზუსტად ისე არ გაუნტერესებს უტა, როგორც მე შენი იდუმალი გოგო!_ თვალმოჭუტული მივაჩერდი და კაი დედის შვილი იყო უარი ეთქვა!

_ გაინტერესებს, თუ ეჭვიანობ?_ თვალი ჩამკრა მან.
_ დებილო!_ მივალანძღე მე.
_ ციიც, და რომ არ მოვიდეს, გული ძალიან გეტკინება?_ მკითხა რაღაცნაირი იმედით. თუმცა ვერ მივხვდი რა პასუხის გაგონებას ელოდა ჩემგან. მის კითხვაზე დავფიქრდი.

_ მგონი ძალიან მეწყინება! კი, ასე მგონია!_ დავუქნიე თავი და გასახდელისკენ წავედი. ჯერ დილა იყო, მაგრამ დრო მაინც ცოტა მქონდა.

თავის მოწესრიგებაზე ამდნი დრო და ენერგია არასდროს დამიკარგავს. მთელი განახლებული გარდიროფი საწოლზე მეყარა და დაეჭვებული ვზვერავდი ყველა კაბას. ზოგი მეტისმეტად თამამი მომეჩვენა, ზოგი შეუსაბამოდ მოკრძალებული. ზოგი ძალიან ეფექტური, ზოგი ძალიან სადა.

_ ჯანდაბა ციცი!_ შევუწყერი საკუთარ თავს. _ რა ჯანდაბად გინდოდა ამდენი ძონძი?
ფაქტი იყო, ტანსაცმელის სიმრავლე გაურკვევლობას იწვევდა. მაშინ ბევრად მარტივი იყო, როცა მხოლოდ ორი გამოსასვლელი კაბა მქონდა და მეტს აუცილებლებლად არ ვთვლიდი. რადგან მეგონა, ყველა კაბა მაინც ერთნაირად არ მიხდებოდა და ამიტომ დიდად არც მაღელვებდა, თუ რომელ მათგანს მოვირგებდი.
ბოლოს შავი კაბა ამოვარჩიე. მაინც წლების ჩვევა თავისას შვებოდა. შავ ფერს საკუთარი კანივით მიჩვეული ვიყავი და მეგონა, თუ შავ სამოსს ჩავიცვამდი დაახლოებით _ 10 კილო მაინც გამოვჩნდებოდი. უცებ ბაჩის სიტყვები გამახსენდა.

_ ციიც, რატომ უნდა ივარჯიშო საკუთარ თავზე? ნუთუ არ გინდა კომპლექსებისგან განთავისუფლდე და საკუთარ არჩევანში მუდამ თავისუფალი იყო?!
თავისუფალი! აი თურმე რას ცდილობდა ბაჩი და მე მაშინ ვერაფრით შევძელი საკუთარი თავდაცვის მექანიზმად გადაქცეული სიჯიუტის გატეხვა.

_ მე ასეც გადასარევად ვარ! _ კარგად მახსოვდა ჩემი მაშინდელი გულუბრყვილოდ ჯიუტი პასუხი.
გადასარევად? გადასარევად ის ადამიანი გრძნობს თავს, ვინც საკუთარი სხეულის საპატიმროში არაა გამომწყვდეული. არ აქვს აზრი მსუქანია , გამხდარი, ლამაზი თუ შეუხედავი. არ აქვს აზრი როგორია მისი შესაძლებლობები, სხვისი თვალით დანახული, მთავარია თავად უყვარდეს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის. თუ ამ უაზრო შეზღუდვებს თავად სხვებზე პირველი უყენებს საკუთარ თავს, მაშინ ის გადასარევად არ არის! მაშინ ის უბრალოდ უაზროდ ჯიუტია!
სარკეში საკუთარ ანარეკლს მივუბრუნდი. ისიც ფაქტი იყო, რომ ამ ბოლოს ჩემს სარკესაც დავუმეგობრდი და ძველებურად აღარ გავურბოდი. და რა იყო ამაში რთული? მაინც რატომ ვიყავი მუდმვად თავდაცვის რეჟიმზე? რატომ არ ვცვლიდი იმას , რისი შეცვლაც ქვეყნის დანგრევა და ახლიდან აშენება სულაც არ ყოფილა.
ბაჩი აბსოლუტურად მართალი იყო, როცა ამბობდა : " სუსტი მაშინ ხარ ადამიანი, როცა საკუთარ შესაძლებლობებზე ჯერ კიდევ იქამდე იტყვი უარს, სანამ დარწმუნდები, რომ ეს შენს ძალებს მართლაც აღემატება! "

ვუყურებდი საკუთარ თავს, არა საკუთარი თავის ასჯერ უკეთეს ვერსიას და თანდათან ვბრაზობდი ჩემს უაზრო სიჯიუტეზე. მე ხომ ისევ ის შავი ფერის კაბა მეცვა!
შავი ფერი, რომლის უკანაც საკუთარ თავს წლები ვემალებოდი. შავი ფერი, რომელიც ბარიერად ვაქციე ჩემსა და ჩემს სურვილებს შორის. შავი ფერი, რომელიც ზღვარივით გავავლე ჩემსა და თავისუფლებას შორის.

_ ხოდა დრო მოვიდა!_ გავუღიმე საკუთარ უსუსურ ანარეკლს და ზურგი ვაქციე. კარადა გამოვაღე და სიღრმეში მიმალული ყვითელი კაბა გადმოვიღე. კაბა, რომელიც ჯერ კიდევ ამ ერთი წლის უკან ვნახე მაღაზიის ვიტრინაში და ისე მოვიხიბლე მისით, რომ შევიძინე. თავხედურად გაკვირვებულ გამყიდველ გოგონას თვალდახრილმა მოვატყუე, ვითომ დისთვის მინდოდა საჩუქრად და სახლშიც მალულად მოვიტანე. ისე გადავმალე კარადაში, როგორც რაღაც აკრძალული ოცნება. ან როგორც სამომავლო იმედი, რომ ერთ დღესაც აუცილებლად ჩავიცვამდი მას. და აი ამ პატარა, არცთუ მნიშვნელოვანი, მაგრამ გულით სანუკვარი ოცნების ახდენის დღეც დადგა. როდის თუ არა დღეს?! კაბა გადავიცვი და სარკიდან როგორც იქნა სულ სხვა ქალმა გამომხედა: ძლიერმა, თავდაჯერებულმა, საკუთარ გადაწყვეტილებაში მტკიცემ და თამამმა. არ ვიტყვი ლამაზმამეთქი! რადგან ლამაზი მაშინაც იყო. მაშინაც ასეთი მზის სხივი ედგა თვალებში, როგორიც ახლა. უბრალოდ გაუბედაობა სჭირდა და პატარა ბიძგს ელოდა ზეცაში ასაფრენად. და ალბათ ვერასდროს იპოვნიდა ოცნების ასახდენად საჭირო გამბედაობას, რომ არა მისი ერთგული, მტკიცე და ჭირვეული მეგობარი.

_ რომ ნახავ, აუცილებლად მადლობა გადაეცი ბაჩის ჩემგან! გესმის ციცი?_ მკითხა სარკიდან საკუთარმა ანარეკლმა. მე თავი დავუქნიე და სახლიდან თავდაჯერებული ნაბიჯებით გავედი. ისეთი განცდა მქონდა, რომ უტასთან კი არა საკუთარ თავთან მქონდა პაემანი დათქმული და ახლა სწორედ მასთან შესახვედრად მივიჩქაროდი.

დათქმული კაფის წინ ღია სივრცეში იჯდა ბაჩი. მის უკან რამდენიმე გოგონა ცივ ყავას სვამდა და აღფრთოვანებულ მზერას ხშირხშირად აპარებდნენ ჩემი მეგობრისკენ. ის კი საკუთარ ფიქრებში გართული ზედაც არ უყურებდა მათ. გოგონები რაღაცას ჩურჩულებდნენ და ერთ_ერთ მათგანს ბაჩისკენ უბიძგებდნენ. ისევ ბაჩის გავხედე გაოცებულმა. ნუთუ ბაჩი ამდენად კარგი იყო? ინტერესით დავაკვირდი. საშუალო სიმაღლის, ბრგე, დაკუნთული ახალგაზრდა კაცი დავინახე. მოკლედ შეკრეჭილი მუქი წაბლისფერი, არა უფრო წითური წვერით და ლამის ბოლომდე მოხოტრილი მოწითურო თმით. ცალ მკლავზე უცნაური წარწერებით. რაც არასდროს მიკითხავს რას ნიშნავდა. გონს ისევ კაფეს უზარმაზარ შუშაზე არეკლილმა საკუთარმა ანარეკლმა მომიყვანა. მარჯვენა ხელი გულზე ისე მედო, თითქოს სახელმწიფო ჰიმნს ვუსმენდი. გული კი გამალებით მიცემდა.

_ რა ხდება ციიც?_ ბაჩის ხმით ვკითხე საკუთარ თავს. უცებ დავინახე, როგორ წამოდგა ის გოგონა მეგობრების შეძახილით გათამამებული და როგორ გადადგა ღიმილით რამდენომე ნაბიჯი ბაჩისკენ. უცებ გამოვფხიზლდი და სწრაფად ავაბიჯე ტერასაზე.

_ ბაჩი!_ დავუძახე შორიდანვე და ხელი ისე გამეტებით დავუქნიე, თითქოს თუ მასთან მისვლას არ მოვასწრებდი იმ გოგონას, იღლიაში ამოიდებდა ჩემს ბაჩანას და სადმე შორს გადაკარგავდა. დამინახა წამოიწია და ხელი ღიმილით დამიქნია.
გოგო შედგა. მეგობრებს გახედა, მხრები აიჩეჩა და სევდიანი სახით დაუბრუნდა საკუთარ მაგიდას. საფრთხეჩავლილი ადამიანივით თავისუფლად ამოვისუნთქე.

_ აბა, სადაა შენი ტურფა?_ ვკითხე ბაჩის ირონიული ღიმილით და გრძელი მაღლა ატკეცილი თმა თითებით ჩამოვისწორე.

_ მოვა, სად წავა!_ უდარდელად გაიღიმა ბაჩიმ.

_ შენ ასე ვისთვის გამოიპრანჭე?

_ შენთვის რომ არა კი იცი!_ ავიბზუე ცხვირი.

_ ეჭვიც არ მეპარება, რომ არა!_ ჩაიცინა ჩემზე უარესი ირონიით_ და რას იზამ უტას ნაცვლად კვაზიმოდო რომ მოვიდეს?

_ ვინც არ უნდა მოვიდეს და როგორიც არ უნდა იყოს, ხომ გითხარი იმ დღეს, მთავარია ერთი დეტალი ჰქონდეს!_ თავი ჯიუტად დავუქნიე.

_ რა დეტალი?
_ რა და იახტა უნდა ეხატოს გვერდზე!
_ იახტა არაა ეგ გემია!
_ მაგას რა მნიშვნელობა აქვს?_ ვკითხე და უცბად გავშეშდი.
_ რა თქვი?_ ვკითხე აღრენილმა.
_ რა, რა?_ მიხვდა, რომ რაღაც წამოროშა.
_ რა იცი უტას იახტა ახატია, თუ გემი? შენ საიდან იცი?_წამის მეასედში იმდენმა ვერსიამ გაირბინა ჩემს თავში, ვერც კი დავითვალე. ბაჩიმ თვალები დახუჭა და თავი ჩაქინდრა.

_ ციიც, მე უბრალოდ... მინდოდა...

_ არ თქვა! უბრალოდ არაფერი არ თქვა!_ სიბრაზე ისე წამეკიდა, როგორც ხანძარი. რამე კიდევ რომ ეთქვა, არც კი ვიცი რას დავმართებდი.

_ ვინ ჯანდაბას მიეცი ბაჩი ჩემი ნომერი? ეს როგორ გააკეთე!_ გაცოფებული ვიყავი იმის წარმოდგენით, რომ მთელი ეს პერიოდი ვიღაც, ბაჩის იდიოტი ძმაკაცი, მწერდა და მე სულელი ასე გულუბრყვილოდ ვექაქანებოდი ათას სისულელეზე. ფეხზე წამოვხტი ამის წარმოდგენით გაგიჟებული. გაოცებულმა ამომხედა.

_ რა ვქენი? _ იმდენად გულწრფელად გაუკვირდა ჩემი შეკითხვა, ეჭვიც კი შემეპარა წამით საკუთარ მიხვედრაში.

_ ვის მიეცი ჩემი ნომერი? ვინ მწერდა უტას სახელით? არანაირი უტა არ არსებობს ხომ?_ ვეღარ ვიგებდი რა უფრო მეტად მაინტერესებდა.

_ ვის მივეცი შენი ნომერი? _ დაეჭვებულმა უცნაურად შემათვალიერა._ ანუ ამდენად ვერაფერს ხვდები, რომ გგონია შენ ნომერს ვინმეს მივცემდი? ან მაგ შენ უტას, რეალურად რომ ეარსება, აქამდე არ ვნახავდი და არ გავხევდი ცემაში?

ამ სიტყვებზე სულ ბრინჯვით დავიბენი.

_ რას ნიშნავს რეალურად რომ ეარსება? ამიხსენი ბაჩი, თორემ მგონი ვგიჟდები! ვინ ჯანდაბაა უტა?!_ კი არ ვთხოვე, ლამის შევეხვეწე. ცოტა ხანს იმედგაცრუებულმა მიყურა. ჯერ თავი გადააქნია. მერე ტუჩი მოიკვნიტა სიმწრით. ფეხზე წამოდგა და იმდენად უცნაური რამის გაკეთება დაიწყო, გაოგნებისგან თვალები პირდაპირ მაგიდაზე გადმომცვივდა და მგონი არამარტო მე. ბაჩიმ პირდაპირ შუა კაფეში გადაიძრო თავიდან მაისური. სანამ მას შევხედავდი, ნირწამხდარმა კაფე მოვათვალიერე.
გვერდით მსხდარი გოგოები თვალდაჭყეტილები შესცქეროდნენ სანახაობას და რასაც ხედავდნენ აშკარად ძალიან მოსწონდათ.

_ რა ჯანდაბას აკეთებ ბაჩი?_ ჩავილაპარაკე ჩუმად.

_ შემომხედე!_ მითხრა უცნაური ხმით.
ნელა შვბრუნდი მისკენ და მისი იდეალური სხეული ინტერესით შვათვალიერე.

_ არა!_ გაოცებულს ძლივს ამომვიდა პირიდან ეს მოცუცქნული სიტყვა.

_ ახლა მიხვდი, თუ კიდევ უფრო დაგიღეჭო?!_ რაღაც უცნაურად ჩაახველა, თუ ჩაეცინა ბაჩის._ გასაგებია ყველაფერი?
მომაჩერდა მომლოდინე თვალებით და მე მორიგი სისულელე ვკითხე მიღებული შოკისგან გაოგნებულმა.

_ ვინ ხარ?_ ბაჩის ახლა მართლა გაეცინა. მაისურს ხელი დაავლო და კაფიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა. ორი წუთი ვიდექი ასე გაოგნებული და თვალწინ ისევ ბაჩის ფერდზე ამოსვირინგებული ტალღებზე მოდრეიფე გემის, თუ იახტის ნახატი მედგა. და აქამდე რატომ არაფერი ვიცოდი მის ამ ტატუზე? მაგრამ აქამდე ხომ გახდილი არასდროს მენახა.

_ რა ჯანდაბას ელოდები ციცი?_ მკითხა ჩემმა შინაგანმა ხმამ. მაშინვე შვბრუნდი და ბაჩის გამოვედევნე.

_ ბაჩი! ბაჩი!_კარგა მოშორებით წასული შედგა და ცერად გამომხედა. მივირბინე და წინ დავუდექი.

_ ბაჩი შენ გასაგებია, მაგრამ მე ვინ ვარ ახლა? _ ვკითხე და კითხვას მთელი გამბედაობა ამოვატანე.

_ შენ? _ გაეღიმა ძველებურად ბედნიერად. ისე, როგორც ყოველთვის როცა მიყურებდა ხოლმე_ შენ ჩემი ოცნების ქალი!

ვიდექი და ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი მის ნათქვამს. ის ხომ ჩემი მეგობარი იყო, ბავშვობიდან ჩემთან ერთად მოდიოდა. ჩემი ყველა საიდუმლო და ოცნება იცოდა. ბოლოს გამოვიდა, რომ საკუთარ თავზე კარგადაც კი მიცნობდა, მაგრამ სიყვარული? ამას დამშვიდება და გააზრება სჭირდებოდა. თუმცა რომელ დამშვიდებაზე იყო საუბარი? გული გიჟივით მიცემდა.

_ მე, შენი ოცნების ქალი!_ არ მიკითხავს უბრალოდ ფაქტი ავღნიშნე.
ბაჩიმ თავი დამიქნია.

_ და დიდი ხანია?_ ვკითხე სერიოზულად.

_ ბაღიდან!_ მიპასუხა მან და "რა ჩემი ბრალიაო?!" სწორედ ასე აიწურა მხრები.
არაფერი მითქვამს. მხოლოდ ვუყურებდი და ყველაფერს ახლებურად ვხედავდი მასში. ხელი გამომიწოდა. ჯერ ხელზე შვხედე, მერე თვალებში.

_ რატომ ახლა ბაჩი?_ ვკითხე და გავიაზრე, რომ მის პასუხზე ეკიდა ჩემი გადაწყვეტილება.

_ იმიტომ რომ შენი დაკარგვის ძალიან შემეშინდა! იმდენად, რომ საკუთარ თავზეც კი ვიეჭვიანე!_ ხელი ნელა და გაუბედავად ჩავკიდე. სამაგიეროდ მან მომიჭირა თითები ძლიერად.

_ ანუ შენი ოცნების ქალი?_ გავუღიმე, როგორღაც მორცხვად.

_ როგორც იქნა, თავისუფლად შევძელი სუნთქვა!_ შვებით ამოისუნთქა მან.

დასასრული
ვე რა



№1 სტუმარი ქეთინო ჭ.

კარგი იყო...ველოდები ახალს...

 


№2  offline წევრი gay diary

გამარჯობა, ვერა.
ერთხელ კომენტარი დაგიწერეთ და მახსოვს, რომ არცთუ სასიამოვნო ვირტულური დიალოგი შედგა მაშინ ჩვენს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სათქმელი არ იცვლებოდა და იგივე მქონდა, მაინც განვიცადე, რომ უნებლიედ გაგაბრაზეთ ან გაგაღიზიანეთ. შეიძლება სულაც სხვა ემოცია გქონდათ, მაგრამ მე ვერ ვპოულობ ახლა სწორ სიტყვებს.
საიტზე იმის შესამოწმებლად შემოვდივარ ხოლმე, ახალი კომენტარი ხომ არ დაწერა ვინმემ. ამ საღამოს ისეთ განწყობაზე ვიყავი, ვიფიქრე, ფორლავზე რამეს წავიკითხავ-მეთქი. შემოვედი და ეს ისტორია შევარჩიე აღწერის ველში განთავსებული ტექსტის გამო.
მსუბუქი იუმორი, რომელიც დიალოგებშია გამოყენებული, ჩემთვის მომხიბვლელი არ არის, მაგრამ ლაღად იკითხება და ტექსტს აცოცხლებს. ზოგადად, მთლიან ნაწერში ისეთი მნიშვნელოვანი მესიჯები იკითხება, ეს სიმარტივე ძალიან კონტრასტულია.
მომწონს, როგორ თესავთ ინტრიგას მკითხველისთვის; აღფრთოვანებული ვარ სიუჟეტური ხაზით. იმიტომ კი არა, რომ პერსონაჟების სასიყვარულო ისტორიის დიდი მოქომაგე ვარ, არამედ იმის გამო, რომ იგრძნობა, ავტორის გამომგონებლური გონება როგორ მუშაობს.
და ყველაზე მეტად ციცის თვითანალიზმა გადამრია. ძალიან საინტერესოო და ენამახვილური იყო შავი კაბისა და შავი ფერის ფრაგმენტი. თვითონ პროცესი, თუ როგორ აცნობიერებს ციცი, რომ თავისუფალი საერთოდაც არ ყოფილა, კარგი ოსტატობით არის დაწერილი. სიტყვები ისე გადათამაშდება, რომ თან მოსდევს საინტერესო სათქმელი. ამასთანავე მწყობრია, ღრმა და კათარზისული.
მათი მეგობრობის სიყავრულად დაგვირგვინება ჩემთვის მერამდენეღაცა ხარისხოვანია. ამიტომ ამაზე არაფერს ვიტყვი.
თქვენ - წარმატებას გისურვებთ. ბევრ მკითხველსაც.

 


№3 სტუმარი Ana-maria

ძალიან მომეწონა ფუმფულაზე ისტორია. სახალისო იყო და საყვარელიც....

 


№4 სტუმარი სტუმარი ნატალია

ერთ დროს 16 წლის სიფრიფანა გოგოდან, ფუმფულა გოგოდ გადავიქეცი და საუკეთესო წლებს ვატარებდი აშკარად ახვის ტყავში.
ფრაზაზე როგორ გასუქებულხარ, ვპასუხობდი კარგმა ცხოვრებამ იცისთქო.
როგორც იქნა 21 წლის ასაკში დავთმე ჩემი ქონები და დავუბრუნდი ჩემს ტყავს.
იმხელა კომპლექსი დამიტოვა, ეხლაც კი 40 წლის ასაკში ვცდილობ 50 კილოს არ ავცდე, ვივარჯიშო და სულ მომწონდეს ჩემი ეს ტყავი.
იმედია ეს შენი ამბავი მოტივაცია იქნება სხვა გოფოებისთვის.
იმდენად ცოტა ხანი ვართ ახალგაზრდები და ლამაზები, რომ როგორც ჩვენ გვინდა ისე უნდა გამოვიტურებოდეთ.
პ.ს. საოცარი გოგო ხარ შენ

 


№5  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ნატალია
ერთ დროს 16 წლის სიფრიფანა გოგოდან, ფუმფულა გოგოდ გადავიქეცი და საუკეთესო წლებს ვატარებდი აშკარად ახვის ტყავში.
ფრაზაზე როგორ გასუქებულხარ, ვპასუხობდი კარგმა ცხოვრებამ იცისთქო.
როგორც იქნა 21 წლის ასაკში დავთმე ჩემი ქონები და დავუბრუნდი ჩემს ტყავს.
იმხელა კომპლექსი დამიტოვა, ეხლაც კი 40 წლის ასაკში ვცდილობ 50 კილოს არ ავცდე, ვივარჯიშო და სულ მომწონდეს ჩემი ეს ტყავი.
იმედია ეს შენი ამბავი მოტივაცია იქნება სხვა გოფოებისთვის.
იმდენად ცოტა ხანი ვართ ახალგაზრდები და ლამაზები, რომ როგორც ჩვენ გვინდა ისე უნდა გამოვიტურებოდეთ.
პ.ს. საოცარი გოგო ხარ შენ

დაახლოებით მაგის თქმა მინდიდა მეც, მადლობა.

 


№6 სტუმარი ნანამია

,, სიყვარული და მსხვერპლი "- მომეწონა და ამას მოყოლებული ციცის წყევლა... სასიამოვნოდ იკითხება,სახალისოცაა და...რას ვიზამთ წონა ბევრს აწუხებს,თანაც შეიძლება ცხოვრების სტილი არ შეიცვალო, ვგულისხმობ კვებას , ვარჯიშს, მაგრამ ასაკთან ერთად წონაში მაინც ვიმატებთ... თუმცა ცისა ით თავის დამშვიდება არ გვიშველის, რადგან ჩვენი გარეგნობა , აღმოვაჩინე რომ ოჯახის წევრების განწყობაზე მოქმედებს - ეს ხუმრობით რა თქმა უნდა ... თუმცა ისეთ ხუმრობას რა ვუთხარი 50 პროცენტი სიმართლე რომ არ იყოსო.ეს ცოტა გადახვევა... საერთო ჯამში მე ძალიან მომეწონა, პატარა საყვარელი და სახალისო ისტორიას... მადლობა ჩვენო ვე რა...

 


№7  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ნანამია
,, სიყვარული და მსხვერპლი "- მომეწონა და ამას მოყოლებული ციცის წყევლა... სასიამოვნოდ იკითხება,სახალისოცაა და...რას ვიზამთ წონა ბევრს აწუხებს,თანაც შეიძლება ცხოვრების სტილი არ შეიცვალო, ვგულისხმობ კვებას , ვარჯიშს, მაგრამ ასაკთან ერთად წონაში მაინც ვიმატებთ... თუმცა ცისა ით თავის დამშვიდება არ გვიშველის, რადგან ჩვენი გარეგნობა , აღმოვაჩინე რომ ოჯახის წევრების განწყობაზე მოქმედებს - ეს ხუმრობით რა თქმა უნდა ... თუმცა ისეთ ხუმრობას რა ვუთხარი 50 პროცენტი სიმართლე რომ არ იყოსო.ეს ცოტა გადახვევა... საერთო ჯამში მე ძალიან მომეწონა, პატარა საყვარელი და სახალისო ისტორიას... მადლობა ჩვენო ვე რა...

არაფერს, უბრალოდ საზოგადოების არაჯანსაღი დამოკიდებულება ძალიან დამღლელია, და ძალიან საწყენია რომ ადამიანის თვითშეფასებას ასე ანადგურებს სსხვისი აზრი. ბედნიერება რეცეპტი არაა რომ ერთმანეთს გამოვუწეროთ.

 


№8 სტუმარი ეკა 5

აგაშენებს ღმერთიიიიიი! რა საყვარელი ისტორია იყო! ერთერთი ისტორიის კომენტარში ვწერდი, რა გაქვს კიდევ დამალული - მეთქი, ეს კიდევ უფრო სასიამოვნო იყო... რას გვიმალავ კიდევ????????????????????????? გამოამზეურე, რაა

 


№9  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ეკა 5
აგაშენებს ღმერთიიიიიი! რა საყვარელი ისტორია იყო! ერთერთი ისტორიის კომენტარში ვწერდი, რა გაქვს კიდევ დამალული - მეთქი, ეს კიდევ უფრო სასიამოვნო იყო... რას გვიმალავ კიდევ????????????????????????? გამოამზეურე, რაა

მადლობა, რასაც ვწერ აქაც ვდებ. ვეცდები მალე დავამატო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent