შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Are you lost baby girl?! (თავი1-6)


3-04-2024, 18:20
ავტორი The Hobo Soul
ნანახია 1 460

თავი 1

გამარჯობა,მე ელისაბედ ბარბაქაძე ვარ,გამომძიებელი..ჯერჯერობით არანაირი საქმე აღარ მაქვს და ვზივარ კაბინეტში უსაქმოდ.გვერდით მაგიდასთან ჩემი კოლეგა ზის,ჩემგან განსხვავებით,ახლა ის მუშაობს.აუ,რა მოსაბეზრებელია.
-ეეეჰ.._ამოვიოხრე მოწყენილმა.
-რა მოხდა ეელ?რატო მოიწყინე?_მკითხა გვერდით მაგიდიდან ნიკამ,ისე რომ საბუთებიდან თავიც არ აუწევია.
-მოვიწყენდი აბა რა?საქმე არ მაქვს და ვზივარ მთელი დღეა ესე!ოუუ..
-ოჰოო..საწყალი პატარა ქალბატონი.. უსაქმურობით დაიღალა.._მითხრა,ისევ იმავე ტონით.
-მერე რამე გადმომაბარე..რა მოხდება რაა..._ტუჩები საყვარლად გამოვბურცე და თხოვნის თვალებით მივაშტერდი..ბოლოს, როგორც იქნა ამომხედა და გამიღიმა,შემდეგ ნელა წამოდგა და მომიახლოვდა..ბოლოს ისე ახლოს მოვიდა..დაიხარა..სახე ახლოს მოწია..უკვე ცუდად ვიყავი..ვერ ვხვდებოდი ნიკა რას აპირებდა..
-ნიკა..რა გინდა?ნიკა..მე.._არც მაცალა სიტყვის დასრულება,ისე მეძგერა ტუჩებზე..გაავებული მკოცნიდა..ბოლოს ორივე ხელი მაგრად ვკარი მკერდზე და ფეხზე წამოვფრინდი.
-ნიკა რას აკეთებ?რას ნიშნავს ეს ყველაფერი???!_გაცხარებულმა ვუყვირე.
-ელ..თვითონ გამომიწვიე..ჩემი ბრალი არაა.
-რა??რა სისულელეა??როდის გამოგიწვიე???
-ტუჩები ისე საყვარლად გამობურცე რო არ მეკოცნა მოვკვდებოდი ეე.._თქვა და გულიანად გადაიხარხარა.მე ძალიან გავბრაზდი,თანაც მას ისე ვუყურებდი,როგორც ძმას..ამას ვერ წარმოვიდგენდი..პირველი კოცნა ნამდვილად არ იყო,მაგრამ მისგან ჩემთვის,ეს მიუღებელი იყო.
-რას სულელობ?ძმასავით გიყურებდი!!ბოლო დონის მექალთანე და უზრდელი ხარ!!გარყვნილი!!!_ვუღრიალე და სახეში გავარტყი.მან ლოყაზე ხელი მოისვა და შემდეგ ისევ მე გამომხედა.
-ოუუ!რა მწარე ხელი გქონია,პატარა ქალბატონო..კარგი..არ მეგონა,ასე თუ გაბრაზდებოდი,მაპატიე.._მითხრა დამნაშავესავით,თუმცა იყო კიდეც და თვალები დახარა.ოო,იცის ამან ჩემი სუსტი წერტილი და რა ვქნა? ამ "მაპატიე"-ზე და თვალების დახრაზე ისე ცუდად ვხდები რო, არ ვიცი რაა...
-კარგი ხოო..გაპატიებ..ოღონდ,იცოდე ეს კიდევ რომ განმეორდეს,ვეღარ გადამირჩები!!გაიგე??_ვუთხარი და თითი ცხვირწინ ავუფრიალე.
-არის, სერ!_მითხრა და არტისტულად გაიტოლა შუბლთან მარჯვენა ხელი.
-ძალიან კარგი!ახლა კი რამე საქმე გადმომაბარე რაა..
-არა ელ!საკმაოდ რთულია ეს საქმეები!შენ ქალი ხარ და ასეთი ვინმეების დანაშაულებს არ გაეკარები!_მითხრა კატეგორიულად.
-ვითომ რატომ?_ცალი ხელით დოინჯი შემოვირტყი და წელში გავიმართე.-როდის აქეთ მიწყვიტავ შენ, მე სად ვიმუშავებ?
-ელისაბედ!_ხმა საგრძნობლად გაუმკაცრდა.
-არ მაინტერესებს!ვინ არის ერთი ეგეთი?ასე რამ დაგაშინა??
-მე არავის მეშინია!შენთვის გეუბნები იცოდე!
-კარგი!მომეცი დოსიე და გადავხედავ..ვინ არის ეგეთი..თან სარისკო საქმეები უფრო მაგარია!თავგადასავლები არ მაწყენდა!_წარმოვთქვი ბედნიერი სახით.
-ელისაბედ!!
-კარგი ჰო..ეს კაცი ჩემია იცოდე..
-შენია?_ეშმაკურად გამიღიმა.-მოიცა,მაგ ბოროტმოქმედს მე არ ვჯობივარ?
-ოო!დამაცადე რაა!აღარ მეიუმორება!!_ვთქვი მკაცრად და საქაღალდის კითხვა დავიწყე."ვახტანგ წერეთელი,31 წლის.ბრალი ედება:მკვლელობის,გაუპატიურებისა და ძარცვისთვის." ჰმ..დამპალი! გავიფიქრე ჩემთვის..ვნახავთ როგორ დაგაფქვევინებ დღეიდან ყველაფერს,რაღაც ეს ყველაფერი სიმართლეს არ გავს.აშკარად რაღაცას იტყუება ეს ჩვენი ვახტანგი..არაუშავს გავარკვევ..
-ნიკუშ!_გავძახე ენერგიულად.
-გისმენ,ელ!
-დაკითხვის ოთახში შეიყვანონ ჩვენი ვახტანგი,უნდა დავკითხო და რაღაც-რაღაცები გავარკვიოო.._ვთქვი ეჭვისთვალით.
-უნდა დაკითხო??
-ხო, რა იყო?
-ელ,გაფრთხილებ, არ მომწონს მაგ საქმეში რო ხარ!
-ვაიმეე,ნიკოლოზ!თავი ნუ მომაბეზრე რაა!!გავალ და მე თვითონ ვეტყვი, დაკითხვის ოთახში გაიყვანონ!_ვუთხარი და კარისკენ წავედი.
-ოო,ეელ!რა ჯიუტი ხარ რაა!!
-ზუსტადაც!ვარ!!_ვთქვი და კარი გავიხურე.დაკითხვის ოთახში მოვაყვანინე ,ვაჟბატონი ვახტანგი.შემდეგ მეც შევედი."ოჰოო ეს ვინაა?მისტერ მსოფლიოო??"ვკითხე ჩემს თავს,აშკარად მომეწონა ეს ვახტანგი,დიდი თაფლისფერი თვალები,მუქი ფერის თმა და დიდი წითელი ტუჩები,განიერი მხრები.შევედი თუ არა თვითონაც გაოცებულმა შემომხედა.
-შენ ხარ გამომძიებელი?_მკითხა და ირონიულად ჩაიღიმა.
-დიახ,გახლავარ!რა მოხდა, არ მოგწონს რამე?
-არა..რატომაც არა.._მითხრა ისევ იმ ღიმილით და თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა.შემდეგ მზერა მკერდზე შეაჩერა და ზედა ტუჩი ენის წვერით გაილოკა.მე ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია და მშვიდად დავჯექი..კაბა საკმაოდ ამეწია და ლამის წელამდე ავიდა.შესწორება არც მიფიქრია."გამწარდეს ცოტა"გავიფიქრე ჩემთვის და ეშმაკურად ჩავიღიმე.
-გამარჯობა ვახუშტი!_მივესალმე სხარტად და გულწრფელად გავუღიმე.
-გამარჯობა ლამაზო,მაგრამ ვახუშტი არა ვატო._შემისწორა მშვიდად და ხელი ფეხზე დამადო.
-უკაცრავად??მე აქ შენი კახ*ა კი არ ვარ!გამომძიებელი ვარ და კულტურა იქონიე თუ შეიძლება,ვახუშტი!_ბოლოს ეს "ვახუშტი" კარგად გამოვკვეთე,რომ გამებრაზებინა.
-ოჰოო!ანუ კახ*ა არ ხარ?მაშინ აქ რომ მოდიხარ და ასე გამომწვევად მექცევი ეგ რა არი??სწორედაც რომ კახ*ა ხარ!!ვულგარული გამომძიებელი..და კიდევ ერთი,ვახუშტის თუ კიდევ ერთხელ დამიძახებ კარგი დღე არ დაგადგება ლამაზო!!_მოიცა,მოიცა!!მე ამან რა მიწოდა??კახ*ა მიწოდა??მე,ელისაბედ ბარბაქაძეს?!!ეს როგორ??როგორ გამიბედა??ამას ვუჩვენებ!!!
-უკაცრავად?რა მითხარი გამიმეორე, ვახუშტი?!_ისევ,ეს ვახუშტი და ხელი დამავლო,თან სხეულზე მიმიკრა.
-რა იყო?ასე გინდა ეს ხშირად გაგიმეორო??_მითხრა ირონიულად.
-კი,ძალიან!!_მივუგე მეც.
-ვულგარული კახ*ა ხარ რომელიც ცდილობს "შემაბას".
-რაა??შენ საერთოდ რაში მჭირდები??მე,ელისაბედ ბარბაქაძეს???ერთი საცოდავი ბოროტმოქმედი ხარ.რომელსაც სისხლიანი ფულის და ძალაუფლების გარდა,არაფერი გააჩნია!საცოდავი ბოროტმოქმედი!რომელიც რაღაცას მალავს და ამას,მე აუცილებლად,ავხდი ფარდას!_ვუთხარი ნიშნისმოგებით.ამჯერად უფრო მაგრად მიმიკრა,ვეღარ ვინძრეოდი.
-აჰა..ანუ ერთი საცოდავი ბოროტმოქმედი არა??გინდა გაჩვენო რა შეუძლია ,ახლა ,ამ ერთ საცოდავ ბოროტმოქმედს??
-არაფერი შეგიძლია.ტყუილად გგონია რომ რამეს დამიშავებ!საკმაოდ კარგად ვჩხუბობ!!_ვთქვი მტკიცედ,თუმცა თვალებში აშკარად ჩამიდგა შიში.
-ჰაჰაჰა,ანუ კარგად ჩხუბობ?თავის დაცვა იცი,ჩემნაირისგან???
-კი!_ვთქვი თუ არა იმ წამსვე წამოიწია საკოცნელად,რომ ფეხებშუა ამოვარტყი ფეხი,ის ჩაიკეცა.შემდეგ ჩემი მაღალ ქუსლიანებით,ერთი-ორჯერ მუცელშიც "ვთხლიშე" და ზურგზე დავადგი.
-ახლა დარწმუნდიი?ვახუშტი??_დავხედე ძირს გართხმულ ვახტანგს კმაყოფილმა,თან ფეხი არ ამიღია.უცებ მომქაჩა ხელზე ხელი და ძირს გამაწვინა.თვითონ კი ზევიდან მომექცა..ჯანდაბა!
-არაუშავდა..მაგრაამ..ამ შემთხვევაში რაღას იზამ?..აქ უკვე ვეღარ გადამირჩებიი ლამაზო!!ჩემი ხარ!!
-ახლავე გამიშვი!!თორეე..
-თორემ რაა??_მითხრა და ახლა უკვე მართლაც ვეღარ გადავრჩი..ცხოველივით დამიწყო კოცნა..ვცდილობდი რამენაირად წამოვმდგარიყავი,მაგრამ ამხელა ახმახს ძვრა ვერ ვუყავი..ბოლოს როგორც იქნა მომცა ამოსუნთქვის საშუალება..ამჯერად კაბის ელვას დაწვდა,რომ მთელ ხმაზე ვიკივლე..
-აააააააა!!!ნიკააა!!_ჩემ ხმაზე გიჟივით შემოვარდა ნიკა.ასეთ პოზაში რომ გვნახა კინაღამ თვალები გადმოუცვივდა.იმ წამსვე მივარდა "ბატონ ვახტანგს" და სახეში მაგრად უთავაზა მუშტი.
-შენი დედა მოვ***ნ..არ გეშინია მაინც? შე ს**ო..ელის ეს როგორ გაუბედე???!!შენი დედაც...ვახო წამოდგა და არც მან დააკლო ნიკას მთელი ძალით დაარტყა.უცებ შემოვარდნენ კართან მდგომებიც და მათ გაშველებას ცდილობდნენ..მე ცრემლები გადმომცვივდა და არ ვიცოდი რა მექნა..მართალი იყო ნიკა..აქ არ უნდა მოვსულიყავი.."მაგარი შარი ავიკიდე" ჯანდაბაა!! _გავიფიქრე ჩემთვის და ნიკას მივუახლოვდი.
-ნიკა,კარგი დაწყნარდი..ჩემი ხათრით რაა..წაიყვანონ ვახო აცადე და შენ მე წამომყევი სისხლი გდის ცხვირიდან.._ვუთხარი სლუკუნით და ხელი გავუწოდე..
-კარგი წამოვალ!შენი ხათრით ელი,თორე ამ ნაბი*ვართან ჯერ არ დამიმთავრებია!!_ზიზღით გახედა ვახოს და ხელი მომკიდა..


თავი2
მეორე დილით, ძალიან ადრე გავიღვიძე. მთელი ღამის განმავლობაში,საშინელებათა ფილმის სცენასავით მესიზმრებოდა როგორ მეხებოდა ვატო და უხეშად მკოცნიდა ყელზე, შემდეგ კი,მთელს სხეულზე. ძალიან უცნაურად ვგრძნობდი თავს, გული მერეოდა ამ კაცზე, თუმცაა,აჰმ.. გამოგიტყდებით და ცოტა სექსუალურიც იყო. ‘’არა ჯანდაბა. ელისაბედ ბარბაქაძე, შენ პროფესიონალი ხარ. ის რაც გუშინ იმ თავხედმა კრიმინალმა ჩაიდინა, ამის გამო უნდა დაისაჯოს. თავხედი, მანიაკი..!!’’ - გავიფიქრე ჩემთვის, და საწოლიდან წამოვდექი. აბაზანაში საკმაოდ დიდი დრო დავყავი, ვინაიდან სამსახურამდე, ჯერ ისევ საკმაო დრო მქონდა. ჩემი საყვარელი რიტუალი იყო არომატულ ცხელ წყალში ნებივრობა, თანაც ისეთი განცდა მქონდა რომ იმ კოშმარული ‘’სველი’’ სიზმრის შემდეგ ბინძური ვიყავი და სხეულიდან ვატოს ხელებისა და კოცნების კვალი უნდა მომეცილებინა. პრაქტიკულად ეგ გუშინაც გავაკეთე, თუმცა, ამ სიზმარმა ყველაფერი თავიდან დამმართა და შეგრძნებები გამიმძაფრა. ეგ ნაბიჭ*არი!! მას ჰგონია, რომ ამით დამამარცხა??? ან შემაშინა?? ჰა ჰა!!! ცდები, ვახტანგ წერეთელო!!! შენი საქმე ჯერ ისევ მე მაბარია! შენს ყველა საიდუმლოს ავხდი ფარდას! შენი საერთოდ არ მეშინია!!!
აბაზანიდან ამოვედი და სხეული შევიმშრალე. გარდერობიდან, დღევანდელი ხასიათიდან გამომდინარე, ყველაფერი შავი ამოვირჩიე, კაბა, პერანგი, ფეხსაცმელი, საცვლებიც კი. სარკის წინ დავდექი და კმაყოფილმა ვაკოცე ჩემს ანარეკლს. ჰო, მე ნარცისიც ვარ ყველაფერთან ერთად. ვწუხვარ, ამის ატანა, რომ მოგიწევთ.
მოკლედ, კიდევ დაახლოებით, ერთი საათი ვიბოდიალე სახლში, ჩემს ღვთაებრივ სილამაზეზე ხომ დიეტითაც უნდა ვიზრუნო. ჯანსაღი სალათი გავაკეთე, ფორთოხლებისგან კი წვენი და ახალი დღის დასაწყებად კიდევ, უფრო, დადებითად და ენერგიულად განვეწყვე. შავ კლატჩს ხელი დავტაცე და სახლის კარი გავიხურე.
თქვენ ალბათ ბევრი რამე გაინტერესებთ ჩემს შესახებ, მყოლია თუ არა შეყვარებული ან ქმარი, რამდენი წლის ვარ და ასე შემდეგ. გეტყვით, რომ სრულიად, თავისუფალი ქალი ვარ. 23 წლის ვარ, ვცხოვრობ მარტო, ვმუშაობ ფედერალურ ბიუროში, გამომძიებლად, რაც ისედაც მშვენივრად იცით. ჰმმ, კიდევ.. მივდევ, ჯანსაღი ცხოვრების წესს, თუმცა ვეგეტარიანელი ნამდვილად არ ვარ. მიყვარს წვიმა, მზე, ზღვა, მთა, ჭექა-ქუხილი და ელვა. ჰაჰაჰ, ბოლო ორზე ვიხუმრე, რეალურად, ფობია მაქვს. თუმცა არ გამთქვათ, არავის ვეუბნები, ვცდილობ, ჩემს შიშებს მარტო გავუმკლავდე. ფობიებზე გამახსენდა, ობობის ქსელებზეც მაქვს. თან,უცნაური ის არის, რომ, ობობებზე კი არა მათ ქსელებზე მემართება პანიკა. მოკლედ, დიდი თავისებური ვიღაცა ვარ რა. მანქანაში ჩავჯექი და სამსახურისკენ ავიღე გეზი. შევედი თუ არა თანამშრომლები მომესალმნენ. მეც საქმიანიღიმილით დავუკარი თავი და კაბინეტისკენ გავემართე. ნიკა ჯერ არ მოსულა, საათს ავხედე. როგორც ჩანს ისევ აგვიანებს.
კაბინეტიდან გავედი, და ადგილობრივ ბუფეტში შევედი, ყავის მოსამზადებლად.
ამასობაში, ჩემი ერთ-ერთი მომაბეზრებელი თანამშრომელი მომიახლოვდა.
-ელის, როგორ ხარ, აბა?_მკითხაორაზროვნად და
ყავის აპარატს დახედა.
-მშვენივრად, როგორც ყოველთვის, ბეკა, შენ?_ყავა დავისხი და ზრდილობიანად გავუღიმე.
-ჰო რავიცი.. გავიგე გუშინ რაც შეგემთხვა.. თავი უნდა გაანებო მისნაირი დამნაშავეების საქმეების ძიებას.. ქალი ხარ და მითუმეტეს რთული იქნება შენთვის..
-რას ამბობ ბეკა?? რადგან ქალები ვართ, ჩვენი პროფესია უნდა უგულვებელვყოთ?? არ მაინტერესებს ვინ ვარ, მისი დოსიეს წაკითხვის შემდეგ, ბევრ რაღაცაში დავეჭვდი და ყველაფერს გავშიფრავ! თანაც აუცილებლად. შენ კი მიყურე, ქალბატონო.._ვუთხარი ცხვირაწეულმა, და კვლავ, კაბინეტისკენ გამევართე.
-ელი?_შევედი თუ არა ნიკამ ამომხედა, ვხვდებოდი, კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, რომ ხელის აწევით შევაწყვეტინე.
-ნიკა, ძალიან გთხოვ, გუშინდელზე და იმ ვახტანგზე ჭკუის დარიგებები აღარ იყოს რა.. რაც იყო, იყო. მე გამომძიებელი ვარ და მაინც ჩემს საქმეს გავაკეთებ. იცოდე ეს პრინციპის საკითხია.. და ჩემი
პრესტიჟის._ვთქვი ამაყად და სავარძელში ჩავჯექი.
-რას ამბობ?!! კიდე აპირებ მაგ ავადმყოფთან შეხვედრას, ელისაბედ?!_განსრისხებული წამოვარდა ფეხზე ნიკა რამაც შემაშინა. ასეთი არასდროს მინახია აქამდე._ნუ მაგიჟებ იცოდე!!!_მითხრა ნესტოებდაბერილმა.
-შენი ადგილი იცოდე._ვუთხარი მეც მკაცრი და ცივი ხმით,_ნუ მეუფროსები,უკვე, ყელში ამოხვედი. მართლა გგონია, რომ ოდესმე შენთან დავწვები ან მითუმეტეს შემიყვარდები??! შენი საქმე არარის მე რას ვიზამ.
შემდეგ კი, ჩემმა სიტყვებმა არ ვიცი ასეთი რა დამართა, გაბრაზებული გავარდა კაბინეტიდან და კარი ისე ძლიერად გაიხურა მგონი შენობა შეზანზარდა.
‘’ჯანდაბა, ნიკა! ჯანდაბა!!’’წამოვიძახე მეც. ესეც ჩემი მშვენიერი დღე სამსახურში. ნიკას რაც ვუთხარი გულწრფელად ვფიქრობდი,არ მეგონა თუ ასე გააბრაზებდა ან გაანაწყენებდა ეს.. მართლა ძმასავით იყო წლების განმავლობაში ჩემთვის. რატომ არ ესმის რომ მასთან სხვანაირად ყოფნა არ შემიძლია???!! თავი ხელებში ჩავრგე ნერვებმოშლილმა.


თავი 3
მთელი სამუშაო დღის განმავლობაში, ნიკა თავს მარიდებდა. ოჰ, ჯანდაბა! არ ვიცი, რა უნდა, ამ ბიჭს ჩემგან. რით უნდა შემოვირიგო?? ჩვენ ხომ კურსელები ვართ, ყოველთვის საერთო მისწრაფებები და ინტერესები გვქონდა,ეს სამსახურიც ერთად დავიწყეთ, საუკეთესო მეგობრებივით და და-ძმასავით ვართ, თუმცა, როგორც ჩანს,ნიკა ასე არ თვლის. მას, სხვა დამოკიდებულება განუვითარდა, ჩემ მიმართ,რასაც არ მივესალმები, თუმცა, მის გარეშე მუშაობა და არსებობა ჩემთვის ძაან მოსაწყენია, დიდხანს მაინც ვერ ვიქნებით ესე. როგორმე უნდა დაველაპარაკო, ეს კი რთულია რადგან,მთელი დღეა თავს მარიდებს, არც ჩვენს საერთო კაბინეტში შემოსულაა. აშკარაა, რომ ძალიან გაბრაზებულია ჩემზე..


საღამოს, სამუშაო საათები დაგვიმთავრდა თუ არა, შენობიდან გამოვედი და გასასვლელ კართან დავიწყე დაცდა. ნიკა გამოჩნდა თუ არა, მის წინ მოულოდნელად ავხტი და ‘ჰეი’ დავიძახე. ამ სულელური ქმედების გამო კი, ჩემს უძვირფასეს ფეხსაცმელს ფეხი მოვტეხე და კინაღამ მთვრალი იდიოტივით გავიშოტე ძირს, რა დროსაც ნიკამ დამიჭირა და ინსტიქტურად, ერთმანეთს კაი შეყვარებულებივით მოვეხვიეთ. ის,თვალებში კმაყოფილი და ჭინკებათამაშებული მზერით მიყურებდა, მე კი უხერხულონისგან სახეზე სისხლი მომაწვა და მთლიანად წითელი გავხდი. ‘’რა სულელი ვარ, ეს ამხელა გამომძიებელი ქალი??!! ‘’-გავიფიქრე ბრაზით, უცებ კი, ნიკამაც ხმამაღლა იგივე მომახალა.
-რა სულელი ხარ,_ თან სიცილს ვერ იკავებდა და ჯერ ისევ ხელით ვეჭირე.
-ოუუ!!_დავიწყე წუწუნი,_აუ, რა მინდოდა რაა!.. მოუხერხებელი კლოუნი ვარ..
-ამას ნუ ამბობ,_მითხრა, რაღაცნაირი, კმაყოფილი სახით.
-კარგი.._ეშმაკურად ჩავიღიმე მეც,_ესეიგი, შევრიგდით??_წამოვიძახე, მან კი თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია, რაზეც უცებ ტაში შემოვკარი.
-მიყვარხარ!_დავიძახე ხმამაღლა და ლოყაზე ორი წლის ბავშვივით ვუჩქმიტე, ამაზე კი, სახე შეეცვალა.
-მეც,_მიპასუხა სერიოზული ხმით და თვალებში რაღაცნაირად მომაჩერდა,_როგორც მეგობარი არა.. და ეს მშვენივრად იცი.._დააყოლა შემდეგ, შედარებით ხმადაბლა, თუმცა, ჩემს ყურს ეს ძალიან კარგად მიწვდა.
-ნიკა.._წამოვიწყე მეც აღელვებული და სერიოზული ტონით, ‘’ნუთუ ისევ იგივეს აგრძელებს??!’’-გავიფიქრე გულში,_ხომ ვილა.._სიტყვაც არ მქონდა დასრულებული რომ ტუჩებით ‘’ჩუუო’’ მანიშნა, და მისი თითით გამაჩუმა.
-ჯერ კიდევ ადრეა შენთვის ამაზე პასუხის გაცემა.. მე კი არ გაჩქარებ..-თქვა და მშვიდი სახით მიბრუნდა.

ჯანდაბა! მას არ ესმის, რომ მასთან ასეთი ურთიერთობის გაბმა, მართლა არ შემიძლია.. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს!???

თავი 4
როგორც ქვეყნის ერთ-ერთმა საუკეთესო გამომძიებელმა და აგენტმა, ერთი კვირის შემდეგ, ჩვენი პატივცემული ვახტანგ წერეთელის შესახებ, ყველაფერი შევისწავლე, რისი გაგებაც შემეძლო. რაღა თქმა უნდა,ამოვქექე მისი დაბადებიდან, ბავშვობიდან და აწ უკვე ზრდასრულობიდან, ყველა საჭირო ინფორმაციაც. რა ჰქონდა ჩადენილი, სად, ვინ იყვნენ მოწმეები და ასე შემდეგ. ყველაზე საინტერესო კი ის მოვისმინე, რომ ვატო, თურმე გარეუბნის ერთ-ერთ ბავშვთა სახლში აღზრდილა, ვინაიდან, მხოლოდ ორი უმცროსი ძმა და ნარკოდამოკიდებული ბიძა ჰყავდა. ქუჩური ცხოვრებით იზრდებოდა, რადგან ბავშვთა სახლში, ეგრედწოდებულ, ‘’ჭირვეულ’’ ბავშვებზე ზედმეტი ზრუნვით და ყურადღებით არცერთი აღმზრდელი იწუხებდა თავს და მუდმივ პრობლემებს, პოლიციასა და სამთავრობო ორგანოებთან, ერჩივნათ ნებაზე მიეშვათ ნებისმიერი ვატოსნაირი ბავშვი. მთავარი იყო, სააღწერო
პროცესის დროს, ასეთი ბავშვებიც თავშესაფარში ყოფილიყვნენ და ბავშვთა სახლისთვის საჭირო შეფასების გასაკეთებლად, ‘საჭირო ტექსტები’ წაეკითხათ, რასაც წინასწარ აზეპირებდნენ, კონკრეტულად აღმზრდელები და დირექტორი. საშინელებაა,ნამდვილად! ეს ყველაფერი ამავე თავშესაფარში მცხოვრები, რამდენიმე აღზრდილისგან მოვისმინე. მიუხედავად ამისა,ვატოს, ბავშვობაშივე, არაერთი პრობლემა შეექმნა, პოლიციასთან, რაც როგორღაც მიიჩქმლა,თუმცა, მე ამის მოძიება ნამდვილად არ გამრთულებია. მე ხომ ფედერალური ბიუროს დედოფალი ვარ! ეს შეიძლება ხშირად გავიმეორო და ნუ მომაქცევთ ყურადღებას.. თავშესაფრიდან გამოშვების შემდეგ კი, ყველა მისი ჩადენილი დანაშაული უკვე სააშკარაოზე გამოვიდა. სრუწლოვან ასაკს მიღწეული,თავიდან, ე.წ. არალეგაურ ბრძოლა წესების გარეშეში და ქუჩურ ჩხუბებში იღებდა მონაწილეობას, და საკმაოდ სახელგანთქმულიც გახდა ამით, როგორც დაუმარცხებელი მებრძოლი. ამავე ადგილას,სავარაუდოდ რუსი, მაფიოზი ‘’გერმანიჩისგან’’ შემოვათაზება მიიღო, რომ მისი ბანდის წევრი, ყოფილიყო. ჩვენი ვატო კი, რაღა თქმა უნდა, უარზე არც წასულა. აქედან იწყება, მისი ძალაუფლებისა და სიმდიდრის ისტორიაც. მყარი მტკიცებულებები და ფაქტები ამის შესახებ არ მაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ყველანაირ ‘ბინძურ’ საქმეში იყო ჩართული, ნარკობიზნესიდან დაწყებული, ბორდელებით დამთავრებული. უფრო უცნაური ისაა, რომ ის მხოლოდ რამდენიმე ბრალდებითაა ციხეში, რაც ერთეული მკვლელობა, ძარცვა და სექსუალური ძალადობაა.
მოკლედ, უკვე თქვენც ჩემსავით მშვენივრად ხვდებით, რა ხათაბალა კრიმინალიცაა ეს ვატო.
გადავწყვიტე, ციხეში მიმეკითხა მისთვის. თანაც დარწმუნებული ვიყავი, დიდი სიურპრიზი იქნებოდა იქ ჩემი ვიზიტი.

*********

პაემნის ოთახში ვიცდიდი.. დაახლოებით 10 წუთში, შემოიყვანეს წერეთელიც. უეცრად თავი ვერ შევიკავე, ვინაიდან მასთან წინა შეხვედრა გამახსენდა და ოდნავ შემკრთალი მზერით ავხედე, მან კი, დამინახა თუ არა, სახიდან ირონიული ღიმილი არ მოუცილებია. მაგიდასთან ჩემ პირისპირ დაჯდა და ბორკილებიანი ხელები ხმაურიანად დააწყო ზედ. დარაჯები იქვე ახლოს დადგნენ.
-გამარჯობა,_მივესალმე თითქოს უდარდელად და მშვიდობიანად გავუღიმე,_ეს შენ მოგიტანე, ვიფიქრე ცოტას წაიხემსებდი და თან ვისაუბრებდით,_მაგიდაზე არსებულ ქაღალდის შეფუთვაზე ვანიშნე თვალებით.
-ესენი აქ უნდა იყვნენ და გვისმინონ?_თქვა მან და თავით მცველებზე მანიშნა ცინიკური გამომეტყველებით,_თუმცა შენთვის ასე ჯობია. შენ ხომ ჩემი ძალიან გეშინია, საბრალო, ვითომ ძალიან გაბედულო გოგო? ფრთხილად უნდა იყო ჩემნაირ ცუდ ტიპებთან..
-არა.-ვთქვი მტკიცე ხმით და მცველებს თავით ვანიშნე გასულიყვნენ, ისინიც ორ წამში დამემორჩილნენ. ვატომ რაღაცნაირად უკვე მოახერხა მწყობრიდან გამოვეყვანე, თუმცა ამას სულ ტყუილად აკეთებს. მასზე ძალაუფლება მე მაქვს ამ წამს. ‘’შენთვისვე ჯობია, მერიდო, ძვირფასო, სულ ტყუილად ცდილობ ჩემ გაღიზიანებას ან დამცირებას.’’-გავიფიქრე და ჩამეღიმა.
-შენ ძაან ცდილობ არა, ჩემთვის თავის მოწონებას?_ჩაილაპარა ირონიული კითხვისნიშნიანი თვალებით,_ჩემს კვებაზეც ზრუნავ უკვე, ალბათ რა დიდი სიამოვნებით ივლიდი აქ ყოველდღე და შენი ხელით მომზადებულ კერძებს მომართმევდი, ძვირფასო,_თქვა და თითები ოდნავ შემახო ხელზე, რაზეც ფრთხილად გამოვწიე ხელები.
-კარგი ერთი.._არც მე დავიშურე ირონია,_თავი ვინ გგონია, პატიმარო ვატო? სანამ მოვიდოდი, სასადილოდ რესტორანში შევიარე, შემდეგ გადავწყვიტე, რომ თავაზიანი ჟესტი იქნებოდა შენთვისაც მომეტანა რამე. თუ ციხის საჭმელი გირჩევნია, კარგი. _ვუთხარი მობეზრებულმა და ოთახის კუთხეში კამერას გამიღებულმა დავუქნიე ხელი.
მანაც იგივე გაიმეორა, რაზეც ჩამეცინა, შემდეგ კი ქაღალდის შეკვრა გახსნა და მუყაოს კონტეინერში არსებულ კერძს ინტერესით დახედა. რამდენიმე წამის განმავლობაში, სახეზე გაოგნებული და დიახ, დიახ! ცოტათი შეშინებული გამომეტყველებაც კი აღებეჭდა. გულში გამარჯვება უკვე ვიზეიმე. ეჰ, ვატო, ვატო, შენ მე ვინ გგონივარ?.. ჩემი ძალები სათანადოდ ვერ დააფასე, მაგრამ ახლა დააფასებ.
-რა.. ეს.. ეს რა არის?_პირველად გავიგე მისგან ესეთი დაბნეული და ზედმეტად დასერიოზულებული ტონი.
-შენი საყვარელი კერძია.. რა, არა?!_ვკითხე შეფარული ნიშნისმოგებით. დავინახე, როგორ დაეძაბა ყველა ნერვი სახეზე.
-ეს ჩემი საყვარელი კერძი არ არის.. საერთოდ, საიდან გაიგე?!_ცდილობდა გაოცება დაეფარა და სასხვათაშორისოდ ეკითხა, თუმცა ჰა ჰა!! მშვენივრად ვიცი, როგორი აღელვებულიც ბრძანდები და რატომაც, ბატონო ვატო. კეთილი იყოს შენთვის ჩემი გაცნობა..

თავი 5
-შენ შესახებ თითქმის ყველაფერი ვიცი.._ვუპასუხე ცოტა ხნის შემდეგ, და თვალი თვალში ნიშნისმოგებით გავუყარე.
-მაინც რა??_ხმამაღლა გაიცინა, ვითომ უდარდელი ტონით,თუმცა, მშვენივრად ვხვდებოდი, რომ აფორიაქებული იყო და ასე შენიღბვასცდილობდა.
-ყველა საჭირო დეტალი.. ‘’განგსტერული სამოთხის’’ წესები და ასე შემდეგ.._სახეზე ზეკმაყოფილი ღიმილი გამომესახა და ამაყად გავიმართე წელში. მას კი სიფათი წაეშალა და ყბა გააღრჭიალა.
-მომისმინე.._მაგიდას ხელებით ძლიერად დაეყრდნო და სახე ახლოს მომიწია. ვხვდებოდი რომ ცინიკური, აგრესიული მზერით ჩემს შეშინებას და ჩემზე დომინირებას ცდილობდა, ამიტომაც მთელი საარსებო ძალა მოვიკრიბე და მისთვის თვალიც არ მომიცილებია. სახეზე ნერვის გატოკების გარეშე ვუყურებდი. მას, უნდოდა ჩემს პიროვნულ გამძლეობაზე და ნებისყოფაზე ენადირა, თუმცა, ახლა ნამდვილად დარწმუნდება, რომ მონადირე აქ მე ვარ და არა ის. მილიმეტრებიც ძლივსღა გვაშორებდა ერთმანეთისგან, რომ ამაყად გავუღიმე, შემდეგ, თითქოს, ამას უცდიდაო, თვითონაც გაეღიმა და კვლავ მის ადგილს დაუბრუნდა.
-იცი.. თავიდან, ცოტა შტერი ბო*ი მეგონე არ დაგიმალავ,_თქვა და ბორკილიანი ხელით ცხვირი მოიფხანა, ‘’ეს ალბათ ჩვევაა, ანუ ‘ძვირფას თეთრ ფხვნილსაც’ ყნოსავდა..’’-გავიფიქრე და მისი მოსმენა ღიმილით განვაგრძე, მიუხედავად მისი შეურაცხმყოფელი კომენტარისა. მასზე ხომ დაკვირვება უნდა მეწარმოებინა.._თუმცა.. არ დაგიმალავ და.. მაგარი ქალი ხარ..! რასაც ამბობ, აკეთებ. უკვე საკმარისზე მეტიც იცი.._ჩაფიქრებულმა ახედა კამერას, შემდეგ ისევ მე გამომხედა,_ყოჩაღ! თუმცა მე მაინც მგონია რომ გიზიდავ და ამიტომაც არ მანებებ თავს. გაინტერესებ, როგორც კაცი.._მითხრა და მაგიდის ქვეშ, ფეხი ჩემს ფეხებს შორის ახლართა,_ხომ იცი, აქ უკეთესი ოთახებიც აქვთ, წყვილებისთვის. შემდეგზე იქ მომაკითხე, რაღაცეებს შევუკვეთავ ჩვენთვის, კომფორტული საწოლიცაა და საშხაპეც. მოგეწონება.._თქვა და ‘ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა’.
-ესეიგი ესე, ჰო?_ირონიულად ჩავიცინე და სკამი ოდნავ მოშორებით გავდგი, თან, ფეხი ფეხზე გადავიდე._ვხედავ, როგორ ცდილობ თემის შეცვლას.._ვთქვი ხმადაბლა და სახეზე ცინიკური, დაჟინებული მზერით მივაცქერდი.
-რა ვქნა, გამომძიებელო, ძალიან მინდიხარ.._თქვა და კვლავ ჩემთან ახლოს გადმოიხარა,_ვიცი, რომ შენც, ჰოდა სხვა ვერაფერზე ვფიქრობ._ტუჩზე იკბინა, ვგრძნობდი როგორ სწავლობდა ჩემს სხეულს ტანსაცმლის ქვეშ, _ამ წამსვე, ამ მაგიდაზე გადაგაწვენდი და მეცხრე ცაზე აგიყვანდი, სიამოვნებით.._კვლავ განაგრძობდა უხამსობებს, რაც საშინელ დისკომფორტს მიქმნიდა, ამას კი ალბათ ძალიან კარგად ხვდებოდა და ტკბებოდა კიდეც.
-კმარა!!_ვთქვი მკაცრი და სერიოზული გამომეტყველებით._მშვენივრად ვხვდები, რასაც ცდილობ!! სამწუხაროა, რომ აზრი არ აქვს!.._ვთქვი კმაყოფილმა._ჩემს კითხვებზე პასუხის გაცემა მაინც მოგიწევს.. ნებით ან უნებლიედ..!
-მართლა?!_ჩაიცინა მან,_ესეიგი ძალადობაზეც წამსვლელი ხარ?? ეს მომწონს.. ა*მაგზნებს კიდეც! ასე გააგრძელე.._ცხვირი შეიჭმუხნა.
-გერმანიჩის ძაღლი ხარ, არა??_გავაჟღერე, მის გასაღიზიანებლად და რეაქციას დაველოდე.
-ღმერთო ჩემო..! უკვე სადამდე მისულხარ! მაგარი ხარ, გამომძიებელო.. ჯილდოს ნამდვილად გამოკრავ ხელს, თუ რა თქმა უნდა, სიცოცხლეს შეინარჩუნებ.._ტაში დამიკრა ირონიული გამომეტყველებით, ბოლო სიტყვები კი გამაფრთხილებელი, ჩუმი ტონით დააყოლა.
-ჩემზე არ იღელვო. შენ შენ თავზე და ‘შენს კაცებზე’ იდარდე, აჯობებს. სულელი გგონივარ??!_ვეცადე შიში არ გამრეოდა ხმაში და საპასუხო მუქარით შემემკო, რაც მგონი გამომივიდა კიდეც. ვამაყობ შენით, ელისაბედ ბარბაქაძე!!! ჩემი ვარაუდებიც კი სიმართლე აღმოჩნდა, რასაც მისი გამომეტყველებიდან გამომდინარე, მშვენივრდ ვხვდებოდი.
-კარგი.._ხელი მაგიდაზე დააკაკუნა ჩაფიქრებულმა,_სამწუხაროდ, უნდა დაგემიშვიდობო. დღეისთვის საკმაო იყო შენი პატარა გამოძიებისთვის, მის ჰოლმს._ფეხზე წამოდგა, მომიახლოვდა და ხელი გამომგლიჯა,რაზეც სხეულში შიშის ტალღამ დამიარა, ის კი თვალებში მიყურებდა და მარტივად შენიშნა ჩემი შიში.. მოულოდნელად დაიხარა და ხელზე მაკოცა. თავი ვინ გონია!!! _საკანში საქმეები მაქვს.. სხვა დროს, კიდევ გამომიარე..
-მოიცა, აქ მე ვწყვეტ როდის მოვრჩებით, ჯენტლმენო!_წამოვიძახე ირონიულად და ხელი ცივად მოვაშორებინე.
-გთხოვთ პატივი დამდოთ და დღეს აქ დავასრულოთ, ქალბატონო გამომძიებელო..
გპირდები, ჩვენი შემდეგი შეხვედრა უფრო საინტერესო იქნება.._გამიღიმა დამაინტრიგებლად და რკინის კარზე ხმამაღლა დააბრახუნა. მცველმაც უცებ გააღო და მე შემომხედა,-დაასრულეთ დაკითხვა?
-დიახ.._მის ნებას დავყევი და გასასვლელისკენ ინსტიქტურად მეც გავემართე, რომ ვატო კართან შეჩერდა.
-ჯერ ქალბატონი,_ჩაილაპარაკა ჩვეული ირონიით. შემდეგ კი ყურთან შეუმჩნევლად მომიახლოვდა და ‘’ენას კბილი დააჭირეო’’ ჩამჩურჩულა. ჩემ გამშრალ სახეზე გაიღიმა და მცველებს გაჰყვა.
მისი მუქარა ბუნებრივია, ის ხომ ჩემს შეშინებასა და გაჩუმებას ცდილობს.. მინდა გითხრა, რომ ვერ შემაშინებ, ვახტანგ წერეთელო. იმედები უნდა გაგიცრუო..! საქმეს რომელიც დავიწყე, აუცილებლად დავასრულებ, ვერავინ და ვერაფერი შემაჩერებს!!! ყველა დამნაშავე დაისჯება. ‘’გერმანიჩ’’ , მოვდივარ!..


თავი 6

დილით, ტელეფონის ვიბრაცია მაღვიძებს. ჯანდაბა,სასტიკად მეძინება, თანაც დღეს ხომ კვირაა! ვინ არის, რა უნდათ??
უსიამოვნო სახით და დახუჭული თვალებით დავავლე ხელი ტელეფონს და ნახევრად მძინარე ხმით ვუპასუხე.
-ელისაბედ, ბიუროში 12 საათისთვის გელოდები, რაღაც საკითხზე უნდა დაგელაპარაკო, დროულად გამოცხადდი იცოდე._მომაყარა იმ წამსვე ჩემმა ძვირფასმა უფროსმა და გამითიშა! ჰმმმჰ... ჯანდაბა, კოსტა, რა გინდა ამ დილაუთენია ჩემგან, თანაც, დასვენების დღეს?! მეც ხომ ადამიანი ვარ.. სამსახურის გარდა ცხოვრება მეც მაქვს! არა რა, მეც კიდე ვის ვატყუებ, სამსახურის გადამკიდე ჩემი ცხოვრება მგონი მხოლოდ ძილს მოიცავს და უკვე მაგასაც ვერა. გუშინ, მთელი დღე თავდაუზოგავად ვიმუშავე და დიად ვახტანგ წერეთელსაც ვესტუმრე ციხეში. გამოძიების ორმოცდაათი პროცენტი გახსნილი მაქვს, მეტი თუ არა.
საათს მობეზრებულმა დავხედე, უკვე 11ია. ‘’ოოოჰჰ!’’ ამოვიოხრე საცოდავი ხმით და ზლაზვნით წამოვდექი. რაღა თქმა უნდა, ჯერ აბაზანაში შევედი და გამოსულმა ნაჩქარევად დავიწყე ჩაცმა. ცისფერი აბრეშუმის პერანგი ავირჩიე,შავი კაბა და ამავე ფერის ფეხსაცმელი. თმა ტალღოვნად დავიხვიე და უცებ გავვარდი სახლიდან, რომ არ დამეგვიანა.
მალე უკვე ბიუროსთან ვიყავი,სწრაფად შევირბინე შიგნით,თან მაჯის საათს დავხედე, 12ს ერთი წუთი აკლდა. ესეც ასე! გაღიმებული გავემართე უფროსის კაბინეტისკენ.
-ყოჩაღ, ელისაბედ, დროულად მოხვედი, პუნქტუალობა დაგიხვეწავს.._შემფასებლურად შემომხედა კოსტამ, როგორც კი შევედი და ხელით სავარძლისკენ მანიშნა.
-დღე მშვიდობისა, ბატონო კონსტანტინე! როგორ ბრძანდებით?_მთელ თავაზიანობას ვიკრებ და ვუღიმი, თან სავარძელზე მოკრძალებულად ვჯდები.
-მშვენივრად.. როგორც გითხარი, შენთან საუბარი მინდოდა._საქმიანი სახით მიყურებს.
-დიახ, საინტერესოა რაზე?_ვეკითხები და მომლოდინედ ვჩუმდები.
-ნიკა მელაპარაკა შენზე,_ეს თქვა თუ არა იმ წამსვე მივხვდი, რაშიც იყო საქმე და სახეზე აშკარა გაღიზიანებაც გამომესახა. ნუთუ ისევ იგივე გრძელდება??!! ახლა უფროსიც ჩართე ამ ყველაფერში, ნიკა? არ მჯერა რაა!
-უკაცრავად, რომ გაწყვეტინებთ, ბატონო კონსტანტინე, იმედია აქ კვირა დილით თქვენც ჭკუის დასარიგებლად არ მომიყვანეთ!_ვთქვი ბრაზით.
-დამშვიდდი, ელისაბედ და საუბარი მეორედ აღარ შემაწყვეტინო იცოდე! თორე მართლა მოგცემ ბრაზის მიზეზს._მითხრა კატეგორიულად, რაზეც დამყოლი მზერით შევხედე და ხმა გავიკმინდე.
-ნიკა შენზე მელაპარაკა, დიახ. თვლის, რომ სუსტი ხარ მსგავსი საქმისთვის და ამავდროულად შენზე ღელავს.. თუმცა მე მას არ ვეთანხმები, პირიქით, შენში დიდ პოტენციალს ვხედავ,ბარბაქაძე. შენი და წერეთლის დაკითხვა მოვისმინე. მე და ბიუროს რამდენიმე აგენტმა ბევრიც ვიბჭეთ, გუშინ, ამის შესახებ და შენთვის დავალება გამოვძებნეთ._მკაცრი ხმით დაასრულა და სერიოზულად შემომხედა კოსტამ. მე კი მის სიტყვებზე შვებით ამოვისუნთქე.
-უღრმესი მადლობა, რომ ჩემი გჯერათ, ბატონო კონსტანტინე. მეგონა, საქმეს ჩამომართმევდით, თუმცა შევცდი. არა რა! ნამდვილად ყველაზე საყვარელი უფროსი ხართ!_ვუთხარი და გავიკრიჭე.
-მადლობა,_მითხრა შუბლშეკრულმა, მოვალეობის მოხდის მიზნით. ოჰ,ამ კაცს ჰო ემოციები არასდროს აქვს!_საქმე მართლა მინდა შენ გქონდეს, არ ჩამოგართმევ, თუმცა როგორც ვთქვი, დავალება მაქვს შენთვის,რასაც თავი უნდა გაართვა.
-აჰ, ხო.. გავიგე._მისი სიტყვები საერთოდ არ მესიამოვნა მაგრამ არ შევიმჩნიე, მე ხომ დამოუკიდებლად მუშაობა მომწონს,_მაინც რა დავალება?_ინტერესით მივაშტერდი.
-მოკლედ გეტყვი, გამოძიების გეგმა შემდეგნაირია.. ვინაიდან და რადგანაც, წერეთელი მიხვდა, ბევრი რამე ამოქექე მისი ბნელი საქმეებიდან, ამიერიდან ის გაცილებით ფრთხილად იქნება.. მაგრამ, მარტივი შესამჩნევია, რომ შენ მას მოეწონე.. გევალება, მას დაუახლოვდე. ხომ ხვდები?_გამომცდელად შემომხედა.
-დავუახლოვდე?_გაკვირვებულმა შევხედე.
-დიახ. გამოძიებისთვის ასეა საჭირო.. მასთან დაახლოებას შეეცდები, მისი მოხიბვლა გევალება. შენი გზით მისგან ბევრის გაგება შეგვიძლია. არაერთი კრიმინალის დანაშაულებებს ავხდით ფარდას..
-რა?_მომენტალურად ხმა მიწყდება,_რას ამბობთ, ბატონო კონსტანტინე?? მე მარიონეტი ვარ თქვენთვის და არა გამომძიებელი,ხო?!_ნერვებმოშლილმა ხმა ვერ დავიმორჩილე და ტონს საგრძნობლად ავუწიე.
-ბარბაქაძე, რასაც გეუბნები აუცილებელია. მე შენს პროფესიონალიზმში ეჭვი არ შემიტანია. მსგავსი ტიპის დავალებასაც, სწორედ ამიტომ გაძლევ შენ და არა სხვას. თანაც, სიტუაცია ხელსაყრელია. ვიცი, ეს სასიამოვნო გასაკეთებელი არაა, ადამიანის გრძნობებზე თამაში მოგიწევს, რაც მორალურად არასწორია, თუნდაც მისნაირ კრიმინალთან. მაგრამ ახლა ეს საკმაოდ ხელსაყრელია ჩვენთვის.
-კარგი.._ირონიულად ჩავილაპარაკე,_ მაინც როგორ უნდა მოვახერხო ეს, ანუ მის გრძნობებზე თამაში და მისი მოხიბვლა, ციხეში?? საინტერესოა.. მე მაინც მგონია, რომ მეხუმრებით..
-კლოუნს ვგავარ?!_მეკითხება მკაცრად და ცოტა უხეშადაც.
-არა._ვპასუხობ იმ წამსვე.
-წერეთელს ერთ თვეში გაათავისუფლებენ, ბიუროს მოთხოვნით. ეს ყველაფერი იმაზე ბევრად სერიოზული და მნიშვნელოვანია, ვიდრე შენ გგონია.. მანამდე, ჩვეულებრივ მოგიწევს მასთან დასაკითხად შეხვედრა. მისი ნდობა უნდა მოიპოვო, რაც რთული იქნება, თუმცა ეს ნებისმიერი გზით უნდა გააკეთო. უნდა დაარწმუნო, რომ მის მხარეს ხარ, მის მიმართ კი გრძნობები გაქვს.. ჩვენ მითითებებს კი დაწვრილებით უნდა უსმინო და ისე იმოქმედო. არ გადააჭარბო, დაიმახსოვრე.._გამაფრთხილებელი მზერა მტყორცნა, რაზეც, მეც დასერიოზულებულმა შევხედე,_როგორ ფიქრობ, ამ საქმეს თავს გაართმევ?_დააყოლა კითხვა ეჭვნარევად.
-ბატონო კონსტანტინე,ყველაფერს გავაკათებ რომ ჩემს პროფესიონალიზმში საბოლოოდ დარწმუნდეთ და ეჭვი მართლა აღარასდროს შეიტანოთ._დავიწყე ნიშნისმოგებით,_გპირდებით ამ საქმისთვის ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ,რთული იქნება,თუმცა ეს ჩემი ვალია ქვეყნის წინაშე და თქვენს წინაშეც. თანაც, რომ არ დაგიმალოთ სწორედაც რომ სირთულეები მიზიდავს,ამიტომაც ავიღე ეს საქმე.. შეგიძლიათ გქონდეთ ჩემი იმედი..!_ვთქვი და მტკიცედ შევხედე.
-მშვენიერია. მომწონს შენი შემართება,ბარბაქაძე.. ზუსტად ამას ველოდი შენგან._მითხრა კმაყოფილი, მაგრამ სერიოზული სახით,_კარგი.. ახლა შეგიძლია წახვიდე,დღეისთვის თავისუფალი ხარ..
-გმადლობთ,ნახვამდის!_ვამბობ მოკრძალებულად და მისი კაბინეტიდან გამოვდივარ.

********

ამას არ ველოდი. ჩემი გეგმები კარდინალურად შეიცვალა.. თუმცა მე ამას შევძლებ. უნდა შევძლო..! მე პროფესიონალი ვარ და ყველაფერს თავს გავართმევ, თანაც აუცილებლად..!



^^^^^^
მოკლედ, ეს პროფილი აღვადგინეე და დავბრუნდი მეგობრებო, გადავწყვიტო ეს ისტორია დავასრულო, ლავ იალ))



№1 სტუმარი ან

რამდენი წლის ხარ შვილო .ცოტა რეალური
რამწ

დაწერო არ გინდ?

 


№2  offline წევრი The Hobo Soul

ან
რამდენი წლის ხარ შვილო .ცოტა რეალური
რამწ

დაწერო არ გინდ?

არა დეიდა, გაიარე)) satisfied

 


№3 სტუმარი სტუმარი ანნა

ახალი თავები როდის იქნება ?

 


№4 სტუმარი სტუმარი Bobga

ახალი თავი როდის იქნება?
რა სიხშირით აპირებთ განახლებას?

პირველი თავი 2016 წელს დადეთ :))
ახლა 2024

მომდევნო როდის იქნება?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent