შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ატმისფერი ( თავი 11 )


6-04-2024, 02:48
ავტორი რუსანა
ნანახია 2 950

თავი 11

-ხვალ ახალი წელია. _წამოიყვირა ლიკუნამ.
- ხო მართლა დღეს დეკორაციებს დაიწყებენ . _უინტერესოდ ჩაამატა ნუცამ წინადადება.
-დახმარება გჭირდება ? დროს მაინც გავიყვან. _ინიციატივა გამიიჩინა კიკიმ.
-ბიუჯეტი ? _პირველად გაუსწორა თვალი , ირაკლის ნუცამ.
-რამდენიც საჭიროა , რა ვიცი. _უინტერესოდ აიჩეჩა მხრები მამაკაცმა .
-რათქმაუნდა._თავისთვის ჩაილაპარაკა გოგომ .
- ყველაფერი მინიმალისტური და ლამაზი უნდა იყოს. _უჩურჩულა კიკიმ და ტელეფონის ეკრანი მიუტრიალა შარშანდელი დეკორაცია რომ ეჩვენებინა .
-აქ რამე არის გაფორმებული ? _გაკვირვება ვერ დამალა ნუცამ .
-ხო ნახე მაგიდა და კიბის სახელური . _სურათი მოოახლოვა.
-კი მაგრამ , ეს ხომ ახალი წელია . ყველაზე ბრჭყვიალა დღესასწაული . _აღტაცებულმა წამოიყვირა .- უამრავი სათამაშოები , ფეიერვერკები , ბურთები . კამფეტები და საჭმელები ._უცბად ჩამოუშვა მხრები რომ მიხვდა არავინ აყვა მის ენთუზიაზმს .
- საჭმელებზე არ იდარდო ირაკლის მზარეული და თავის გუნდი ჩამოვა სერვირებისთვის . მე ვიღსას ვჭირდები. _წყენას ვერ მალავდა უფუნქციოდ დარჩენილი ნანა .
-ნანა , არასდროს მაპატიებ არა ? _გაეცინა ირაკლის.
-არა .
-სულ რამდენი ადამიანი იქნება?
- წინა წელს ალბათ , ერთ ორმოცი ვიყავით._გაეცინა კიკის .
-რამდენი? _თვალები გაუფართოვდა ნუცას.
-შენ ჯერ ამის დაბადებისდღე არ გინახავს . _ამოიხვნეშა გიორგიმ.
-წელს არავინ იქნება , მხოლოდ მეგობრები . დაბადებისდღის სიას ვერ შევამოკლებ , ტრადიციულად თბილისში იქნება . _დაადასტურა ირაკლიმ.
-რამდენი წლის ხდები ? _ ფეხზე წამოხტა და სამზარეულოდან დიდი შოკოლადის ნატეხით დაბრუნდა . -რამდენის ? -კითხვა გაუმეორა და მთელი ინტერესით მიაჩერდა
-31 _ის . _თავი გადახარა ოდანვ და ნუცას ტუჩების მოძრაობას თვალს დაუხამხამებლად აყოლებდა. შოკოლადს პატარა ნატეხებს აცლიდ , ისე ჭამდა და დროდადრო ენით ტუჩს ილოკავდა .
-ყველაზე პატარა შენ ხარ. _გაუღიმა ნანამ .-კი გეტყობა. _დათვისკენ ანიშნა .
-და როდის გაქვს დაბადებისდღე ?
-ათ იანვარს. თვალის ფერი შავი , სიმაღლე 1.80 . წონაც გაინტერესებს ? _გაუცინა .
-არა , მარტო თარიღი მაინტერესებდა დანარჩენი ისედაც ჩანს .
-ხოო ? ანუ იცოდი რომ შავი თვალები მაქვს?
-თაგვი და კატა . _ამოიოხრა ნანამ.
-არიიის აქ ვინმე ? _ლილის ხმა გაისმა სადღაც შორიდან და ლიკუნამ და ირაკლიმ
ჯერ ერთმანეთს შეხედეს მერე ხელები აიფარეს სახეზე და ბოლოს ყველამ გვერდიგვერდ მსხდარ ნუცას და კიკის მიაჩერდა. -დილამშვიდობისა. _სასადილო ოთახში შემოვიდა და მაგიდას თვალი გაადავლო .
-ლილი , როგორ გამახარე . _ფეხზე წამოდგა ნანა და სკამი მაგიდის ბოლოში გამოუწია. -რა მოგიტანო შენ მარტო მითხარი.
-ყავა . _კბილებში გამოსცრა და ჯერ თავისა და ნუცას შუაში მჯდარ დათვს შეხედა , მერე ნუცას რომელმაც დაუღეჭავად გადაყლაპა შიშისგან შოკოლადი და მერე კიკის რომელიც , ვერაფერს იგებდა რატომ იყო სიჩუმე და სასიამოვნოდ უღიმოდა ქალს . -შენ ქალბატონო დილიდან შოკოლადს რომ ჭამ , შენი აზრით ორგანიზმს ადგება ეგ ? _ცივად დადო თეფშზე შოკოლადის ფილა და ჯერ პირდაპირ მჯდარ ლიკუნას აავლო თვალი მერე მაგიდის მეორე ბოლოსკენ გააპარა თვალი . ისევ იმ პოზაში იჯდა ირაკლი და ისევ მას უღიმოდა.
-გამარჯობათ ქალბატონო ლილი. _ხელი გაუწოდა კიკიმ , მე კიკი ვარ . _მხიარული ხმით გადაიხარა რომ ხელო მიეწვდინა .
-მე ბებია ვარ . იმის ბებია . _ბეჭდებით სავსე თითი ირაკლისკენ გაიშვირა და სანამ გიორგის და ლიკუნას ათვალიერებდა ,შაქრის ნატეხისკენ წაიღო ხელი რომ აეღო , ისეთი მწარე ეჩვენა შოკოლადის გარეშე ყავა. -რა გითხარი ქალბატონო ? _ შაქრისნატეხებით სავსე შუშის ქილა უფრო შორს გაუწია . -თაფლი, თაფლი აჭამე ამას ბევრი ნანა .
-დაანებე თავი ლილი ._ფინჯანი დაუდგა ნანამ და გვერდით მოუჯდა . -სანამ ახალგაზრდაა უნდა ჭამოს რაც უნდათ .
-ვიტამინებიც , უნდა ამას მგონი . _ნუცასკენ მიიწია და ერთხელში მოიქცია მისი სახე . -ნახე ისევ თეთრია .
-ქალბატინო ლილი , სულ თეთრი ვიყავი ._შეპასუხება სცადა ნუცამ .
-ნუ მეპასუხები . გრიპმა კინაღამ მოგკლა . _დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით , გააპარა თვალი ჯერ ლიკუნასკენ მერე ნანასკენ .
-რას ამბობს გოგო ._გაციებული რომ იყავი?
-ხო , გადასხემები გაუკეთეს . ჩემი შვილი მაინც არ იყოს ექიმი , არ გვეტყოდა თუ ? დედათქვენი იყო მორიგე .
-არაფერი არ მჭირდა . _ამჯერად გაბედულად შეეპასუხა, უბრალოდ გავცივდი .
-უბრალოდ გაცივდა . _გააჯავრა ლილიმ. -თავს უნდა გაუფრთხილდე , ჯანმრთელი ბავშვები გვინდა ოჯახში და _სიტყვა დაამთავრებული არ ჰქონდა ლილის გიორგიმ პირთან მიტანილი წყალი გადმოაფურთხა , სიცილი ვეღარ შეიკავა და ჯერ ნუცას შეხედა რომელსაც ხელში გაუშეშდა ფინჯანი , მერე ირაკლის რიმელიც მაგიდას დაეყრდნო იდაყვებით და სახეზე აიფარა ხელები . ვერაფერს გააგებინებს აზრი აქვს ბებიამისთან ლაპარაკს . წელში გაიშალა და ბებიას გაუსწორა თვალი .
-ბებო , გაიცანი ეს კიკია . _კიკისკენ ანიშნა ხელით. -კიკი და მე
-კარგი , მეგობრები ვართ. _უცბად წამოიყვირა კიკიმ და ირაკლის თვალებით ანიშნა გაჩუმდიო.
-ეს ქალი , აი აქ რომ ხედავ . _ყურადღება არ მიაქცია კიკის რეაქციას.-ქალი რომელიც ნუცას გვერდით ზის , ხომ
კარგად ხედავ ? ზუსტად ეს არის.._ჩემი პარტნიორიო უნდა ეთქვა .
-გიორგისი. _წამოიყვირა ისევ კიკიმ . -ხო , მე და გიორგი შეყვარებულები ვართ. _ამოუსუნთქავად თქვა და საწყალი თვალებით შეხედა გიორგის რომელმაც დაბნეულობისგან ჭიქას მიჰკრა ხელი და იმის გასწორებას ცდილობდა. თვალებით ანიშნებდა კიკი დამეხმარეო გიორგის რომელიც ენას ვერ იბრუნებდა .
-უკვე 3 წელია , შეყვარებულები ვართ .
-არა ხუთი. _საუბარში ჩაერთო გიორგი და ირაკლის თვალი აარიდა.
-და მერე რა გეამაყებათ? _წარბი აწია ლილიმ. -ხუთი წელი თავი ვერ მოაბით ვერაფერს და ბედნიერები იძახით შეყვარებულები ვართო? 4 წლის ერთი შვილი უნდა გყავდეთ მინიმუმ. უფ რას გაუგებ ამ ახალგაზრდებს.
-მეტი აღარ შემიძლია. _ამოიოხრა ირაკლიმ.
-გთხოვ ბებიაშენის კლანჭებში ნუ ჩამაგდებ. _მუდარით სავსე თვალებით უჩურჩულა კიკიმ. სანამ ლილი გულმოდგინედ ამზადებდა სენდვიჩს . -კარგი სექსი კი გვაქვს ,მარა მაგის ხათრით შვილებს ნამდვილად ვერ გაგიჩენ .
-ჭამე . _გამზადებული თეფში ნუცას მიუწია . -ჭამე თორე ხელით გაჭმევ. _მუქარასავით გაისმა ლილის ხმა .
-დაანებე თავი ბებო. _უკვე ლიკუნასაც შეეცოდა ნუცა .
- ახალ წელს სად ვხვდებით ? _ყურადღება არ მიაქცია შვილიშვილს და ირაკლის გახედა პირდაპირ.
-აქ. _იმანაც მოკლედ მოუჭრა,ისე რომ თვალი არ მოუშორებია ნუცასთვის რომელმაც გაუბედავად გაღეჭა პირველი ლუკმა. -სულ იმაზე წუწუნებ ახალ სახლში არ დამპატიჟეო ხო და გელოდებით ხვალ .
-ყველას ?
-ყველას . _კბილებში გამოსცრა ირაკლიმ , გაახსენდა რომ ყველაში მამინაცვალი იგულისხმა ლილიმ.
-ძალიან კარგი ._ შვილიშვილის გაყინულ სახეს თვალი შეავლო და გაეღიმა, -რას უყურებ ირაკლი ? _ნუცას გადახედა .
-იმას თუ როგორ ძალადობ ადამიანზე , რომელიც მხოლოდ იმიტომ გითმენს რომ პატივს გცემს.
-არა , მართლა გემრიელია . _სიტყვაციის გასანეიტრალებლად გაიღიმა კიდეც და თითქმის ძალით დაამთავრა სენდვიჩი . ცოტახანი ყველა უხმოდ იჯდა და ისევ ლილის ქოთქოთმა დაარღვია სიჩუმე
-ლანდი გასდის ვერ ხედავ? რაც აქ ხარ უფრო გახდი, რამე გჭირს? _ისევ სახეზე მიაშტერდა გოგოს . - კაკლის მურაბა გჭირდება შენ . ხვალ მოვიტან. დილით 1 ცალი უნდა შეჭამო. აი აქ ყოფილა თაფლი . ამჯერად თაფლს წასწვდა და კოვზს დაუწყო ძებნა .
-არ მინდა ._თავი გააქნია ნუცამ მაგრამ ტუჩებთან მიუტანა კოვზი და სხვა გზა არ ჰქონდა პორი უნდა გაეღო , წმიც რომ დაეგვიანა ზედ დაეღვრებოდა. მძიმედ გადაყლაპა და ნანას შეხედა იმ იმედით რომ რამეს უშველიდა. - მეტი აღარ მინდა. მშიერი არ ვარ , ვჭამეთ სანამ თქვენ მოხვიდოდით. _თვალებით ანიშნებდა დანარჩენებს დამეხმარეთო.
-გაჩუმდი ._ამჯერად ზეთისხილს წაწვდა და პირთან მიუტანა , ჯიუტად იფარებდა პირს ხელზე ნუცა და თავს აქნევდა .
-სკმარისია დაანებე თავი .საბავშვო ბაღია ? ფეხზე წამოდგა ირაკლი და წამში გაჩნდა ნუცასთან . -წამოდი. _მკლავზე მოკიდა ხელი რომ წამომდგარიყო და ბებიის გაავებულ თვალებს საკუთარი შეახვედრა.
-ნახე რა გამხდარია . _ხელებზე წაავლო ლილიმ ხელი ნუცას და თითები თითქმის ძალით გააშლევინა . -ამაზე რა ბეჭედი მოერგება ?_შვილიშვილის რეაქციებით გართული აზარტში შევიდა ბებია .
-ლილი ? სპეციალურად მიკეთებ ვიცი მაგრამ დიდი მოთმინებით არ გამოვირჩევი . .წინ გაატარა ნუცა და უკან მიჰყვა თითქოს ეშინოდა რომ ლილი გამოყვებოდა და სამუშაო ოთახისკენ ანიშნა . შესვლისას კარიც კი გადაკეტა . -არ მგონია აქ თეფშით მოგაკითხოს , მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა .
-მადლობა . _დივანზე ჩამოჯდა და თავი უკან გადაწია .- გული მერევა . _გაეცინა გოგოს. -რა დავუშავე ? სულ ჩემს ჭამაზე ლაპარაკობს .
- შენ ? არაფერი , პირიქით მოწონხარ . მაგიდას მიუჯდა ირაკლი და ეკრანს უინტერესოდ მიაშტერდა. -ლილის მხოლოდ შვილთაშვილები უნდა და გადაწყვიტა ,რომ შენ იდიალური ვარიანტი ხარ.
-მე ? _წაიფხუკუნა ნუცამ .
-ხო, შენ . ადვილად დაგიჭერს . რადგან ფიქრობს მამული იქნება შენი თავშესაფარი. ადგილო სადაც სიყვარულს მოგცემენ შენ და შენს შვილს . გოგო რომელიც ხმას არ ამოიღებს მადლიერების ნიშნად და ჩუმად დაელოდება შვილის მამას , რომელიც უზრუნველ ცხოვრებას მოგცემა მაგრამ ვინ იცის როდის გაახსენდებით. _ისე დაწვრილებით განუხილა ლილის გეგმა , იმ მომენტში არ უფიქრია რომ უცხო ადამიანისთვის ვინც კარგად არ იცნობს მათ ოჯახს შეიძლება შოკი ყოფილიყო. თვალი მოაშორა ეკრანს და ნუცას გაფართოვებულ თვალებს რომ წააწყდა გაუღიმა . -ნუ გეშინია, შვილები არ მინდა. _ წამოდგა და პირდაპირ ნუცას წინ მდგარ სავარძელს მიაშურა .-თანაც ბავშვები ჰაერით არ ჩნდებიან და ბოლო ინფორმაციით უკანასკნელი კაცი ვარ ვისთან სექსიც გინდა. საერთოდ თუ გინდა საკითხავი ეგაა. როგორ ძლებ ?
-ანუ ახლა შენთან უნდა ვილაპარაკო მაგ თემაზე ? -ყველაფერი უცნაური რატომაა თქვენთან? უცნაური ხასიათები, ჩვევები და ურთიერთობები დიალოგებიც კი . ყველა მდიდარი ოჯახი ასეთია? სადარდებელი რომ აღარ გაქვთ პრობლემებს თვითონ ქმნით ? არ მესმის ვერასდროს გავიგებ თქვენნაირების თავში რა ხდება.
-იცი , სისტემას ჭირდება რომ ხალხში ფულისადმი ზიზღი დანერგოს . მცდარი შეხედულება გაქვთ , იგივე ხდება ჩემს თავში რაც შენსაში იმ განსხვავებით რომ ცოტა ფართოთ ვაზროვნებთ და არ ვერგები სისტემას. არავინ ასწავლის ხალხს როგორ იყოს წარმატებული სკოლაში. ასწავლიან მხოლოდ იმას რაც საჭიროა სისტემის ფუნქციონირებისთვის , ასწავლიან რომ ამბიციები ცუდია , რომ აუცილებლად ცუდია ადამიანია თუ იმაზე მეტი აქვს , ვიდრე სხვას.თუ საკუთარ ინტერესებს წინ აყენებს დამნაშავეა?
-მაგრამ სიმართლეა ირაკლი. ყველაფერს აკეთებ რომ განსხვავებული გამოჩნდე .
-რატომ გგონია რომ რამეს ვაკეთებ? იქნებ უბრალოდ ასეთი ვარ არ გიფიქრია? პირდაპირ ფულს აწერ ჩემს საქციელს. ადამიანის პრობლემა ისაა რომ მისი საქციელების განსაზღვრას ფულითვე ცდილობს . აი მაგალითად ვინმემ ახლა რომ გითხრას მოდი საყვარლები ვიყოთ მაგრამ კონტრაქტს უნდა მოაწერო ხელივო , ვინმემ ისეთმა ვისაც არც ფული აქვს და არც სტატუსი ხომ იტყოდი რომ უბრალოდ ასეთი უცნაურია ის პიროვნებაა ? ან ვიღაცამ რომ თქვას მინდა ჩემს შვილიშვილს შვილები ჰყავდეს და შენთვის ეს გეგმა გაენდო ხომ უბრალოდ გაიღიმებდი და იტყოდი რომ საყვარელი მოხუცია .ლილი კი უცნაურია იმიტომ რომ მდიდარია?
-იმის თქმას ვცდილობ რომ ..
-იმის თქმას ცდილობ რომ კი მაშინ როცა რამეზე არ გაქვს სადარდებელი და საფიქრალი მოწყენილობისგან შეიძლება გაიგუდო და ამის შესაცვლელად ათასები დახარჯო , მაგრამ სინამდვილეში ფული არ განგვასხვავებს. ადამიანები ერთმანეთისგან პიროვნული თვისებებით, გენეტიკით განსხვავდებიან ერთმანეთისგან მაგრამ შესაძლებლობებით არა. ჩემი გენეტიკა კი ისაა._ხელი კარისკენ გაიშვირა , მაგრამ ლილი იგულისხმა .- და კიდევ მასზე უარესი. ვინ იცის?
-სისულელეა ._თავი გააქნია ნუცამ .-იმის დამტკიცებას ცდილობ რომ სულ ასეთი იყავი ?რომ გენეტიკის ბრალია ? ვერ დამაჯერებ .
-და როგორი ვარ ნუცა ? _მომნუსხველად გაუღიმა .
-აი ესეთი . ეგოისტი . _გაუბედავად თქვა და ტუჩი მოიკვნიტა იმის მოლოდინში რომ გაბრაზდებოდა.
-თამამად . _სცადა შეეგულიანებინა.
-არ მჯერა რომ სულ ასეთი გულჩათხრობილი , ეგოისტი , ძლიერი და პრაგმატული იყავი . ადამიანები ასეთები არ იბადებიან . შენ გგონია შეენს სისხლშია და გვარიდან გვარს გადაეცემა ეს თვისებები? მაშინ შეხედე ლიკუნას დედამიწაზე ყველაზე უწყინარი არსებაა.
-რატომ გგონია რომ ეგოისტი ვარ?
-შვილებიც კი არ გინდა ირაკლი იმდენად არ გემატება ის ყურადღება რომელსაც შენ გაძლევენ სხვა ვინმესთვის. იცი ბებიაშენის მესმის .
-გგონია რომ ყურადღება მადარდებს ? _გაუღიმა ირაკლიმ, იმაში ღრმად დარწმუნებულმა რომ აზრი არ ჰქონდა რამის ახსნას რადგან ნუცას თავის სამყარო ჰქონდა . სამყაროს სხვა თვალებით ხედავდა და ისინი იგივე ფერებს არ აღიქვამდნენ რასაც ირაკლი . მამაკაცის რეპლიკა სყურადღება არ მიაქცია და ფეხზე წამოდგა.
-არა არ მგონია. მე მგონია რომ გეშინია, რომ ვერ გაუმკლავდები ოჯახს . რადგან რთულია . ძალიან ბევრი დრო ჭირდება შენ კი როგორც გუშინ თქვი ყველაფერი მარტივი გიყვარს რაც პირად ცხოვრებას ეხება . ბებიაშენს კიდევ ის ადარდებს რომ ჯერ ახალგაზრდა ხარ და უკვე გადაწყვიტე საკუთარი მომავალი . მხოლოდ იმიტომ რომ შენ გინდოდა გადაგეწყვიტა და არა ბედს. ნახე რამდენი რამე გაქვს . _ხელები ჰაერში გაშალა . -შეხედე რამდენი რამე შექმენი , რამდენს მიაღწიე . ვინც რა არ უნდა თქვას დარწმუნებული ვარ თავადაც ბევრი იბრძოლე და ასე შენი გვარის გამო არ მოურთმევიათ ყველაფერი ,მაგრამ რატომ ? რატომ აკეთებ ამ ყველაფერს თუ არაფერს დატოვებ ? სახელი დიდად არ გადარდებს ვიცი ._გაიცინა ნუცამ და ფანჯრის რაფაზე შემოსკუპდა. - მითხარი გიფიქრია რას დატოვებ? ბებიაშენი სწორედ ამაზე დარდობს. შენი ბედი აღელვებს და თავისებურად ცდილობს . _გულწრფელმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე და შეეძლო დაეფიცა ირაკლის იმ წამს ნუცა ლილიზე მართლა ფიქრობდა რომ ყველაზე საყვარელი ბებიაა მსოფლიოში.
-ბედი არ არსებობს . _საკუთარ ცხოვრებას და მომავალს თავად ვქმნით.
-არსებობს . _ჯიუტად დაუქნია თავი . -ჩვენ რაც არ უნდა გვინდოდეს თუ არ გვიწერია არ მოხდება. თუ ღმერთს არ უნდა ..
-ღმერთს ? რომელ ღმერთზე მელაპარაკები ?_ფეხზე გამწარებული წამოდგა და სამუშაო
მაგიდაზე ცალიფეხით ჩამოჯდა რომ ისევ პირდაპირ ეყურებინა მისი სახისთვის.
-იმ ღმერთზე რომელმაც შეგვქმნა და ის წყვეტს ჩვენს ცხოვრებას.
-ღმერთი სიყვარულია ნუცა ?
- კი ღმერთი სიყვარული და სიკეთეა.
-მაშინ რატომ იყო ისეთი სასტიკი რომ ყველაფერი წაგართვა ? _ფრთხილად შეაპარა წინადადება , იმის შიშით რომ მტკივნეულ თემას ეხებოდა და გაოცება ვერ დამალა როცა გაუცინა .
-იმიტომ რომ ის გავმხდარიყავი ვინც ვარ .
წამით დადუმდა , უნდოდა ეპასუხა რაღაც და ცხოვრებაში პირველად მოსაუბრემ დაადუმა ირაკლი.
-არასდროს გაბოროტებულხარ ?
-კი , როგორ არა ? შენიც კი მშურს , ნახე ბებია გყავს რომელიც შენზე დარდობს , წამით შეიძლება ისიც კი გავიფიქრო
რა უსამართლოა ცხოვრება , შენ გყავს , შენ , შენ რომელიც არ იმსახურებ მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ ამის გამო რამე ცუდს გავაკეთებ . უნდა დავეთანხმოთ რეალობას . ის რაც მოხდა ჩემს ცხოვრებში , ჩემია და ის რომ შენ ოჯახი გყავს და მე არა შენი ბრალი არაა. თუმცა ის რომ ამ ყველაფერს ვერ ხედავ და ვერ აფასებ შენი ბრალია . იცი მაინც რამხელა ბედნიერებაა როცა სადღაც გელოდებიან ? სადღაც შენი ადგილია , იქ სადღაც შენთვის გამზადებულ სკამზე სავახშმოდ არავინ ჯდება . დაუნახავი არ უნდა იყო ირაკლი . ყველაზე დიდი სიმდიდრე რაც გაგაჩნია ხალხია , რომელიც გელოდება და ამ ხალხთან სტუმარი არ ხარ . ამ ხალხის გვერდით ისეთივე ადგილი გაქვს როგორც საკუთარ სახლში . _ ფანჯრის ფართო რაფაზე შემომჯდარმა ფეხები შემოიკეცა და მაშინ შეამჩნია რომ ეს ერთადერთი ოთახი იყო სადაც არც ჟალუზი და არც ფარდა იყო .
-საოცარი ვინმე ხარ ნუცა, ხანდახან მხოლოდ იმიტომ მინდა შეგეხო , რომ დავრწმუნდე მართლა
რეალური ხარ . _ მონუსხული შეჰყურებდა გოგოს , რომელიც თვალებს აცეცებდა და მთელს ოთახს ათვალიერებდა. რამდენჯერმე იყო ამ ოთახში მაგრამ ახლა შეამჩნია პირველად რომ კედლები წითელი იყო და მასშივე ჩაშენებული შავი ხის თარიები მთელს მარცხენა მხარეს იკავებდა . შავი სამუშაო მაგიდა თითქმის ცარიელი იყო მხოლოდ რამოდენიმე კომპიუტერის გევრდიდთ გაშლილი ფურცელი არღვევდა იდილიას და მაგიდის კუთხეში ერთმანეთზე გეომეტრიული სიზუსტით დადებული საქაღალდეები . იქვე კუთხეში მუყაოს მოზრდილი ყუთი იდო , როგორ ჩანს მათთვის ჯერ ვერ მოიცალა და მთავარი ღირსება ამ ოთახის შუაში დაკიდებული ოქროსფერი ჭაღი იყო , ერთი შეხედვით ჩანდა რომ უაზროდ დიდი იყო ეს ჭაღი ამ სამუშაო ოთახისთვის თუმცა ისე ავსებდა სიცარიელეს და ანათებდა მუქ წითელ კედლებს, გაბრწყინებული თვალებით მიაშტერდა ოქროსფერ ორნამენტებს და მისმა თაფლისფერმა თვალებმაც აირეკლეს ნათურების სიკაშკაშე. ისე შეაკრთო კარზე ვიღაცის მოწყდომამ შიშით შეხედა მამაკაცს .
-ირაკლი კარი გამიღე . _აღრიალდა სანდრო და კაკუნს არ წყვეტდა.
-დამშვიდდი ადამიანო. _სანდროს ზურგს უკან კიდევ გიორგის ხმა ისმოდა მძიმე ნაბიჯებით მივიდა კარამდე და გააღო თუ არა ისტერიკული ღრიალით შემოვარდა
-დამეხმარე მეთქი გთხოვე ადამიანო , გამარჯობა ნუცა . დამეხმარეთქო , დამეხმარეე რომელი ასო ვერ გაიგე ? სახალხო ფეიერვერკი მოაწყემეთქი კი არ მითქვამს . რაზე ფიქრობდი ? _თავზე აიფარა სანდრომ ხელები და სავარძელში ჩაეშვა . -არა მე რაზე ვფიქრობდი შენთან რომ მოვედი?
-დაწვი ? _გიირგის ცალყბად გაუცინა ირაკლიმ.
-ჩემი ბრალი არაა , ჩვენი ქვეყნის სახანძრო სამსახურს რომ სტაფი არ ყავს . გვერდით მდებარე ოფისიც მიყვა . _მხრები აიჩეჩა გიორგიმ .
-არ ხართ ნორმალურები . _წამოიყვირა სანდრომ და ისევ ფეხზე წამოხტა . - ვიფიქრე რამეს იზამდი , ვინმეს დაურეკავდი , მაგრამ არა , არააა , გადაწვი . ადამიანებს მთელი საწყობი გადაუწვი იმიტომ რომ. ..
-მხოლოდ იმიტომ რომ , ჩემს დეიდაშვილის მკვდარი ქათამი დაუტოვეს. იმის წარმოსადგენად რომ თუ ვინმეს თმის ღერი ჩამოუვარდება ჩემს ოჯახში რას ვიზამ. _ხმას აუწია ირაკლიმ და მაშინ გაახსენდა ისევ ფანჯარაში შემოსკუპებული ნუცა . ხმა დაიმშვიდა და ღრმად ამოისუნთქა . წამში გაჩნდა ფანჯარასთან და ხელი მოკიდა . პატარა ბავშვივით გადმოსვა ფანჯრის რაფიდან და ზემოდან გადმოხედა. -საუბრის შეწყვეტა მოგვიწევს . შეგიძლია სანდროს ყავა მოუტანო ? ცოტა აღელვებულია. _მაქსიმალური სიმშვიდით ცდილობდა ნუცას თვალებში გამეფებული ინტერესი დაეიგნორებინა ,თუმცა იცოდა რომ ყველაფერი გაიგო და მიხვდა. ოთახიდან გავიდა თუ არა სანდროს ჩამოუჯდა წინ და დეიდაშვილს თვალი გაუსწორა. -უნდა დავლოდებოდი
როდის დამიტივებდნენ შენს თავს ჩემს მანქანაში? ეგეთი ყ*** ი გგონივარ რომ ქუჩიდან მოსულ , ვიღაც ორ ნა*** რომელმაც გადაწყვიტა გვერდებში დამარტყას , დარეკვით ვუპასუხებდი ?
-შენი აზრით ვის მიაკითხავენ ? როცა გაიგებენ?
-მე . _მოკლედ მოუჭრა ირაკლიმ . -არ ინერვიულო , ვიზრუნე რომ გაეგოთ აზრი არ აქვს სხვების გავლით ჩემამდე მოღწევას.
-დარწმუნებული ვარ , ისეთი სი*** ც არ არიან ,ეგრე გარისკონ და თუ არიან მაგათი დედაც მო*** ცოტა მოწყენილი ვარ ამ ბოლო დროს . _საუბარში ჩაერთო გიორგი. - არა არ მაწყობს რომ გარისკონ , არ მინდა ახალიწელი ცოდვებით დავიწყო. _ცალყბად გაიცინა და კარში შემოსულ ნუცას გახედა . ლანგარზე ფინჯანი ედო და გაუბედავად შემოყო თავი. - ნუცა შენ მაგივრად ჩვენ ვჭამეთ თაფლი .
-ბებო იყო ? _უცბად შეეცვალა სერიოზული სახე სანდროს. -არ ვიცი რა ქენით , მარა მთელი ქალაქი თქვენზე ლაპარაკობს . _სიცილით გახედა ნუცას და მერე ირაკლის .
-რას ბოდავ სანდრო ? _სწრაფად დაუდგა წინ ფინჯანი ნუცამ .
-არ ნახე ჩვენი ქალაქის ჟურნალი?
-ამ ქალაქს ჟურნალიც აქვს ? _დაინტერესდა ირაკლი , თითქოს მხოლოდ ეს იყო
საინტერესოვო სანდროს წინადადებაში .
-ხო და პირველივე გვერდზეა სტატია და ასე იწყება . “ მილიარდელი და გოგონა წითელი ფეხსაცმელით.” ფოტოს ალბათ თავადაც მიხვდებით რომელია , უკვე ქალაქმა კი არა მგონი ქვეყნამ ნახა. _ კარგად გამხიარულდა ნუცას სახით .

- შემიძლია რედაქციაც გადავწვა . _ინიციატივა გამოიჩინა გიორგიმ და გაიცინა მაგრამ მალევე დასერიოზულდა ირაკლის სახეს რომ მოჰკრა თვალი .
-უნდა წავიდე. _მაგიდაზე მიაგდო ლანგარი და ისე გაიქცა ოთახიდან თვალი ვერ მოჰკრა ირაკლიმ.
-იდიოტი ხარ . _შეუღრინა დეიდაშვილს მამაკაცმა . -უნდა დამეცდია იმ ნაბი*** ისთვის შენი მოკვლა.
-ბიჭო რამდენიმე კვირის წინ დედას დაურეკა ლილიმ , ვიღაცა მლოცაავის სახელი უნდოდა . სერიოზულად მუშაობს გვარის გამრავლებაზე .
-სანდრო ქენი სიკეთე და გააკეთე ერთი ბავშვი . იქნებ თავი დაანებონ ამ საწყალს.
-მაგ ამბავში ვერ დაგეხმარებით ძმებო. შვილის ყოლა არ შემიძლია. სანამ სპერმოგრამის პასუხები არ ვანახე მეც არ მჯეროდა.
-ღადაობ ?
-არა._წამში დასერიოზულდა სანდრო . -შთამომავლობის დატოვება არ შემიძლია ამიტომ დიდად არ უნდა გენერვიულა ირაკლი ჩემს სიცოცხლეზე. _ცინიზმი გაურია ხმაში სანდრომ.-ესე ნუ მიყურებთ , სამაგიეროდ პრეზერვატივი თუ არ აღმომაჩნდა გვერდით სანერვიულო არ მაქვს და არც ლილის ისტერიკების მოსმენა მიწევს.
-ირაკლი , შენთვისაც რამე ეგეთი ფურცელი რო დავითრიოთ? ბიჭო კიკის ქალი თუ შეაშინებდა დედამიწაზე არ მეგონა , გათეთრებული იჯდა ბებიაშენის წინ .
-მინდა რომ ეგ ფოტო გქარეს . _ფეხზე წამოდგა ირაკლი და იმ ფანჯრის რაფას მიეყრდნო სადაც ცოტახნისწინ ნუცა იჯდა -რა აზრი აქვს ყველამ ნახა. _მხრები აიჩეჩა სანდრომ . -ხალხი ისედაც იჭორავებს . ფოტოებიც რომ გააქრო 60 -მდე ადამიანმა მაინც გნახათ , როგორ მოხვედით ერთად და წახვედით დაჟე პატარა ვიდეოც ვანხე სადღაც სქროლვისას . ყველაფერი გააკეთე რომ ხალხს მასე ეფიქრა . მსხვერპლის როლს ნუ თამაშობ .
- ეს გოგო , მჭირდება . _თავისთვის ჩაილაპარაკა უფრო.
-არადა წამით დავიჯერე . _ყბამოქცეულმა შეხედა გიორგიმ და შუბლზე აიფარა ხელები .
-რა დაიჯერე ? სახლში არ ექცევა არავის ესე და გჯერა რომ ყველას თვალწინ ვინმეს საკუთარი ჩანგლით აჭამა? _ჩაიცინა სანდრომ და დეიდაშვილის ჩაფიქრებულ სახეს თვალი აავლო.-გამოტყდი.
-რატომაა დაუჯერებელი რომ შეიძლება ვინმე მიყვარდეს? _გაეცინა ირაკლის.-ლამაზია , ჭკვიანი , უბრალო და რაც მთავარია გრძნობება უფრო აფასებს ვიდრე ფულს .
-პრობლემაც ეგაა , რომ იმას აფასებს რაც არ გაქვს.
-სანდრო , ნერვებს მი*** ვ .
-შენ გვი*** ვ ნერვებს ყველას . ერთი ქალით მეტს მოგაწერენ თუ იჭორავებენ შენთვის დიდი აზრი არ აქვს . აბა ნუცას ჰკითხე , როგორია , როცა შენ წახვალ და შენი საყვარლის სტატუსს მიარტყამენ . პატარა ქალაქია . ყველა ყველას იცნობს ირაკლი და აქ ჯერ კიდევ სტერეოტიპები მართავს ხალხის გონებას.
-ნუ გიყვარს გაზვიადება. _წამოეშველა გიორგი ირაკლის.-ერთი ფოტოა და ისიც ისეთი არაფერი , ნუცას გარდა იქ კიდევ 3 გოგო იყო . თან ისედაც ყველამ იცის რომ კახას ქალია. _ცოტახანს დადუმდა გიორგი.-ჯანდაბა პრობლემაც ეგაა და იმიტომ მიაწებე შენი ქალის სტატუსი .
-რატო ფანტაზიორობთ , რესტორნის კარებთან შევხვდი . _ამოიოხრა.
-ცოტახანს იჭორავებენ და დაავიწყდებათ. _მხრები აიჩეჩა ირაკლიმ. -გამოთვრება მთელი ერი და ბერი. რახან აქ ხარ ბარემ იანვრის ბიუჯეტი და გეგმები განვიხილოთ. _მაგიდას მიუჯდა ირაკლი.
-ადამიანო დამასვენე ახალი წელია.
-ახალი წელი ხვალაა , დღეს ისევ სამუშაო დღეა და ძველი წელი .
-ხანდახან ვფიქრობ რა კარგია მხოლოდ დაცვის უფროსი რომ ვარ . _არხეინად გაუსვა ხელები გიორგიმ ერთმანეთს და ფეხზე წამოდფა. -გაერთეთ გოგოებო .
******
-რა ხდება ? _მისაღებში გასულს კიკი და ლიკუნა პირზე ხელაფარებულები დახვდნენ და ტელეფონს ჩაჰყყრებდნენ .
-ნახა ? _ეკრანი მიუტრიალა კიკიმ გიორგის.
-რა ნახვა უნდა იქ არ იყო ?
-მისმინეთ , ერთი სიტყვის გაგონებაც აღარ მინდა ამ ამბავზე . _ რესტორანში წასვლაც დანაშაულია? _წამოენთო ნუცა . -რატომ ატყდა ამხელა ამბავი , ადამიანმა ფეხსაცმელი მომიტანა რომელიც დამავიწყდა. _საკუთარი თავისთვის უფრო ლაპარაკობდა რომ
დაემშვიდებინა ვითომ არაფერი იყო.
-იმიტომ რომ ირაკლია და ბოლოს ესე რომ გამოჩნდა ქალთან ერთად თქვეს რომ თავისზე 20 წლით უფროოს ქალს ხვდებოდა. მერე აღმოჩნდა რომ ეს ქალი მისი ბუღალტერია. _სიცილი აუტყდა გიორგის . -დაიკიდე ნუცა , იქ კიკიც იყო . უბრალოდ ამ ქალაქში არ იციან ჯერ ამათი გარყვნილობის ამბავი.
-მართალია. _დაეთანხმა კიკი და იმაზე დაფიქრდა რომ ერთხელაც არ შეხებია ირაკლი რაც აქ ჩამოვიდნენ. სახეზე ღიმილმა გადაურბინა და შეწითლებულ ნუცას თვალი შეავლო. წესით უნდა გაბრაზდეს ? თითქმის სამ წლიანი ურთიერთობის დასასრულის სუნი იგრძნო , მაგრამ ეგოისტი არასდროს ყოფილა. თავიდანვე გააზრებული იყო მისი და ირაკლის ურთიერთობა და ფინანსური კეთილდღეობა ისედც არ აკლდა ირაკლისგან . იმდენი სახლები აქვს უკვე მარტო იმ ქირით იცხოვრებს უზრუნველად, მაგრამ მაინც საინტერესოა რა აქვს , ამ გოგოს ისეთი რაც მან ვერ მისცა ირაკლის?ვერ ? ვერ კი არა არ მისცა . ყველა მისცხოვრებაში განვლილი კაცი აჩრდილი იყო პირველი სიყვარულის რომელიც თავს არ ანებებდა. იქნებ ნუცაც ის პირველია . შეიძლება არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან , მაგალითად ყველა კაცი ვინც კი ყოლოა ყველა მის პირველზე უკეთესი იყო , მაგრამ მაინც მას ეძებდა იმ ყველაში. სწორედ ასეა ნუცაც. ირაკლის გულმა უბრალოდ ნუცა იგრძნო. გულმა რომელსაც არაფრის გრძნობა არ უნდოდა. ნეტავ თუ ხვდება ირაკლი რომ საკუთარი მოთხოვნილებებიც აღარ ადარდებს? ან ეს პატარა ბავშვი , გაბრწყინებული თვალებით რომ შეჰყურებს დიზაინერს უამრავი ბუშტით თუ ხვდება რომ უყვართ ? უყვართ პირველად და ყველაზე ძლიერად? დანაშაულიც კია ასეთი შეყვარების ძალის ქონა , წამით თვალები აუწყლიანდა. დანაშაულია , არ შეიძლება ასე შეყვარებოდა , რომ არ გაეძევებინათ საკუთარი ცხოვრებიდან , ახლა ვინ იცის იქნებ ყველაზე ბედნიერი ქალი ყოფილიყო ისიც . უამრავი შვილით და ბედნიერი ოჯახით. მას ხომ სამყაროს ჩუქება შეეძლო იმ ადამიანისთვის. დანაშაულია სიყვარულის უარყოფაც , სიკვდილით უნდა ისჯებოდეს შეყვარებული ადამიანის გულის ტკენა. რამდენ ხანა იყო ფიქრებში დაკარგული კიკი არ ახსოვს . უხმოდ ადევნებდნენ თვალს როგორ მუშაობდა დეკორატორი სახლის კიბის განათებაზე , მაგრამ ბრჭყვიალა ნაძვის ხე და უამარავი ბურთის გაბერვა რო დაიწყეს მაშინ გამოერკვნენ გიორგი და კიკი .
-ნუცა დარწმუნებული არ ვარ რომ კარგი იდიაა ბუშტები . _გიორგი ცდილობდა თავაზიანად აეხსნა.
-მოგკლავს . _ კიკი წამოეშველა გიირგის.
-კარგით რა . ეს ხომ ახალი წელია? _ბრჭყვიალა ნაძვისხესთან ჩაიმუხლა და ხელი გადაუსვა . მერე იატაკზე გაწვა და ზემოთ აყრილი ნაძვის ხის წვიმებს მთელი ტანი შეაფარა.
-აქ რა ჯანდაბა ხდება ? _ ჯერ ჭერში ჩამოკონწიალებულ ოქროსფერ ბურთებს ახედა , მერე კიბის სახელურს უამრავი განათებით და ბოლოს გიორგის და კიკის რომლებიც გვერდზე გაიწივნენ და თითით ანიშნეს ნუცასკენ . გაჭირვებით წამოდგა და თმებში ახლართული წვიმები სცადა სახიდან მოეშორებინა . გაჭირვებით გაინთავისუფლა პირი და გაუცინა .
-მე მომწონს . _გვერდი აუარა დეიდაშვილს და პირდაპირ დეკორატორს ამოუდგა გვერდით .-გამარჯობა ._ახალგაზრდა ქალს გაუღიმა და ხელი გაუწოდა სანდრომ.
-ეს რა არის ? _ჭერს კიდევ ერთხელ ახედა იმ იმედით რომ იქნებ მოეჩვენა , მაგრამ პირიქით , უფრო კარგად გაარჩია ოქროსფერად მბზინავი ბურთებს როგორ ჰქონდათ მთელი მისაღები დაფარული.
-ახალი წელიი._მხიარულად შემოკრა ხელები ერთმანეთს და ხელოვნური თოვლის სპრეის ხელი წამოავლო სწრაფად მოხსნა თავი და ნაძვის ხეს მიასხა . -მოგწონთ? _აღფრთოვანებული მოუბრუნდა ყველას და დადუმებულ სახეების დანახვისას თვითონაც დასერიოზულდა . -ცოტა გადავამეტე? _მხრებჩამოყრილმა ლიკუნას გახედა იმ იმედით რომ დაეხმარებოდა , რომელსაც არც კი უფიქრია რამის თქმა .
-ამას მიხედე კიკი . _თითი აიქნია ირაკლიმ.-საბავშვო ბაღისი საზეიმო დარბაზს გავს აქაურობა . _გაღიზიანება შეეპარა ხმაში და ცდილობდა თავი შეემაგრებინა რომ თვითონ არ დაეწყო იქაურობის განადგურება.-სანამ დავბრუნდები . _ზურგი აქცია და კიბეზე უნდა აედგა ნაბიჯი ნუცას ხმა მიწვდა .
-ლამაზი არაა? უჟმური , უხასიათო . _ამოიკნავლა საცოდავად და რომ მიხვდა გაიგო და შემოტრიალდა უკან გაიხედა.
-ნუცა . ის რომ ხანდახან ადამიანურად საუბარი გამოგვდის იმას არ ნიშნავს რომ ყველაფრის უფლება გაქვს. _უკვე აღარც უდარდია საკუთარი ხმის ტემბრზე და არც იმაზე რომ ყველა იქ იყო. ყველაზე მეტად ეჯავრება როცა ადამიანები უთამამდებიან და ეს გათამამება სითავხედეში გადადის.
-ხო , მაგრამ ეს ხომ ახალი წელია ? _ვერ გაიგო რა შუაში იყო ირაკლის რეპლიკა მასთან და მისკენ წავიდა . -ახალი წელი , ფერებია. სიკაშკაშეა, ფეიერვერკია , ხმაური. ახალი წელი სწორედ იმიტომაა ახალი წელი რომ ყველაფერი ბზინავს და კაშკაშებს . _მკლავში წაწვდა და კიბეზე ერთი საფეხურით ასული თითქმის ძალით ჩამოიყვანა . სცადა რომ თავისთან ერთად წაეყვანა და ძვრა რომ ვერ უყო , მეორე ხელში მოქცეული თივლის სპრეი ჰაერში გაუშვა ზუსტად ირაკლის თავთან და უკანასკნელიც იძულებული იყო ნაბიჯი გადაედგა . -ნახე რა ლამაზია . _ ორივე ხელით ექაჩებოდა რომ როგორმე ნაძვისხემდე მიეყვაანა. –ნახე თან ინთება. _სწრაფად იპოვა ნაძვის ხის ძირში ჩამრთველი და შეაერთა თუ არა გამოწევაც ვერ მოასწრო , ჩამრთველმა ისე გაყარა ნაპერწკლები და თვალი აეწვა . ჯერ დაიკივლა და სცადა უკან გამოეძრი ნახევრად მიმდნარი ჩამრთველი , რომელმაც მისი კანიც მიიყოლა
და კივილით გაუშვა ხელები ,ფეხზე წამოვარდა და ხელებზე შებერვა დაიწყო. ისევ გიორგიმ იმარჯვა და მთელი ძალით გამოგლიჯა უკვე კარგად აალებული განათება და ნუცას დახედა ხელებზე.
-ნუცა დაიწვი?
-მტკივა , მტკივა . _ხელების ჰაერში ქნევა დაიწყო და სამზარეულოსკენ კივილით გავარდა.
-ამას მიხედე . _ნაძვისხისკენ ანიშნა ისევ კიკის , ემოცია არ გამოხატვია და ხმაც არ შეუცვლია ისე გაყვა ნუცას კვალს . ონკანი ბოლომდე ჰქონდა მოშვებული და ცივ წყალს ორივე ხელს უშვერდა თვალ დახუჭული და ცდილობდა თანაბრად ესუნთქა. -მეწვის ნანა . მოვკვდები , ვერ გადავიტან მტკივაააააა.
-ღირსი ხარ .
-ნანააა. _ტუჩები დაბრიცა ნუცამ .-რა მეშველება ?
-ხელებს მოგაჭრიან , რომ სისულელეები აღარ აკეთო . _გვერდით ამოუდგა ირაკლი და წყლისქვეშ შეწითლებულ თხელ ხელებს შეხედა .
-შენი ბრალია. _მთელი ტანით შეტრიალდა მისკენ. -უჟმური რომ არ იყო , არ დავიწვებოდი.
-გასაგებად არ გითხრა კიკიმ რა უნდა გაგეკეთებინა ? რას გავს მისაღები ნუცა?
-რას გავს და ახალიწლისთვის მორთულ
სახლს. _არ ცხრებოდ გოგო.
-მისმინე , ძალიან მომწონხარ მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ თვალებს დავხუჭავ..
-ხო და მოგიწევს . _დაუკივლა და სველი თითი ჰაერში აწია . -იმიტომ რომ ასეთი ვარ. მე ფერები მომწონს და მაშინ ჩემთვის არ უნდა დაგევალებინა დეკორაცია . _ისევ აეწვა ხელები და აწყლიანებული თვალებით შეტრიალდა ონკანისკენ რომ ხელები
შეუშვირა.-არაფერი არ მოგწონს. რაც არ უნდა გავაკეთო არაფერი . გამუდმებით დამცინი და ირაკლი ყველამ ნახა ჩვენი ფოტო . _ ასრუტუნდა ნუცა.
-აი მთავრი მიზეზიც ?_ ღიმილი მოადგა სახეზე ირაკლის. ონკანი გადაკეტა და იქვე შემოსვა. -მისმინე ხალხი ბრბბოა , შენზე იმიტომ ილაპარაკებენ რომ აწყობთ. იქ იყო კიკი და ყველამ იცის რომ ჩემი
საყვარელია, მაგრამ ილაპარაკებენ შენზე იმიტომ რომ დიდი ხანია ელოდებიან შენი ფეხის გადაბრუნებას . არ ვიცი რა უნდა ვქნა , რით დაგეხმარო , თუ გაქვს რაიმე იდია რააც გიშველის და შენს ცრემლებს არ დავინახავ , გპირდები გავაკეთებ ქალაქის დანგრევაც რომ დამჭირდეს , მაგრამ აი ის დედა მო*** ლი ნაძვის ხე მომაშორე იქიდან და კიბეზე დაკიდებული ვარსკვლავები . _ცხვირზე მიჰკრა ხელი და ზურგი აქცია . მაშინ შეამჩნია რომ იქვე იდგა ნანა და პირდაღებული შეჰყურებდა . თვალი ჩაუკრა ქალს და ისე გავიდა .
-ბურთებიც ? _სწრაფად ჩამოხტა და უკან სირბილით მიყვა .
-ბურთებიც .
-მაშინ ვარსკვლავებს დავტოვებ .
-ნუცა ნერვებს მიშლი ._კიბეს ღიმილით მიუყვებოდა . -ყველაფერი მოაშორე.
-მაგრამ ..
-იცოდე , გიორგის ვთხოვ ტბის კამერის ჩანაწერი ნახოს და გაავრცელოს . _სრულიად უბრალოდ მიუგო და კიბეს აუყვა . -ეს მწვანე რაღაცეებიც . _კიბის ბოლოში დალაგებულ ფიგურებზე ანიშნა და რომ მიხვდა აღარ შეეპასუხ შედგა და შემოტრიალდა . დასჯილი ბავშვივით უყურებდა დიდი წყლიანი თვალებით და თვალიც კი აარიდა მისკენ მოტრიალებულს , ზურგი აქცია და ბაღში გასასვლელი კარი გამოაღო.მაინც არავის ჭირდებოდა . ყველაფერი იმდენად ცუდად ეჩვენებოდა იმ მომენტში ის გზა აირჩია რაც ყველაზე კარგად გამოსდიოდა, გაქცევა.

******
-შეიძლება ? _დუკაკუნებლად შეუღი კარი კიკიმ და წელს ზემოთ შიშველ მამაკაცს ღიმილით აავლო თვალი.
–თეთრი თუ შავი ? _საწილზე მიფენილ პერანგებს ინტერესით დაჰყურებდა ირაკლი .
-ოქროსფერი არაფერი გაქვს ? _ფრთხილად მიუახლოვდა და ნაზად აატარა ზურგზე თითები . -იცი რომ რაც აქ ვართ სექსი გვქონია?_ღიმილიან ხმას ვნება შეურია კიკიმ და ტუჩები მიაწება ზურგს.
-ძმაკაცის ქალებს არ ვ*** მავ . _ღიმილმა გადაურბინა სახეზე და წამში მოიქცია წინ , ჯერ მკლავებში და მერე საწოლზე მოისროლა .
-თუ მხოლოდ ნუცაზე ფიქრობ ? _საწოლში კომფორტულად გაწვა კიკი და ქვემოდან ამოხედა , ვნებაგანელებულ კაცს , რომელიც მის ზემოდან მოსაქცევად ემზადებოდა და ხელი შეუშვა . გვერდით დაუწვა და ჭერს ახედა.
-მინდა. ეს გოგო მინდა.ისე მინდა რომ ვეღარაფერზე ვფიქრობ , ის კი არა რომ ვუყურებ მაშინაც ვერაფერზე ვფიქრობ გარდა იმისა რომ გარშემო ადგილების და პოზების ძებნას ვიწყებ. _ტუჩებ გამშრალმა გახედა კიკის . -ამას რა ქვია კიკი?
- მაგრად გაები . _სიცილი აუტყდა კიკის .
-ხო არა ? _სახეზე ხელები აიფარა ირაკლიმ.
-ანუ პრობლემა შენ არ ხარ . ბებიაშენს რომ უთხრა რომ უარს გეუბნება ?
-ლილი მძიმე არტილერიაა. ბოლოსთვის ვინახავ.
-ანუ ვერ აბამ თუ რა გჭირს ? როდის იყო ვინმე ქალი ამას უძლებდა ? _მკერდზე აუსვა ისევ ხელები.
- ჯერ აქამდე არ მოვსულვართ უფროსწორად ვერ. ამის დედაც._ საწოლში წამოჯდა ირაკლი.
-გიყვარს , ირაკლი , ვერ კი არა. გიყვარს. რომ არ გიყვარდეს აქამდე უკვე მობეზრებული გეყილებოდა ძალით თუ უძალოდ.
-სიყვარულის დრო არ მაქვს კიკი. _ფეხზე წამოდგა და უკვე დაკუჭული პერანგები იატაკზე მოისროლა . მაისური გამოიღო კარადიდან და გადაიცვა . - არაფრის დრო არ მაქვს . დღეს ომი დავიწყე და გონება სრულიად მობილიზებული მჭირდება. _სარკის წინ მიგდებულ საათს ხელი წამოავლო და გაიკეთა.
- ყველაფერი ნაზი და სადაა. _ამაყად აწია თავი კიკიმ.
-ეჭვიც არ შემპარვია რომ თავს გაართმევდი გაუღიმა მამაკაცმა . -მაგრამ მინდა რომ ნაძვის ხე დადგა , მწვანე და სადა . _ღიმილით შეხედა გაკვირვებულ ქალს. -არ მინდა იფიქროს რომ დავცინე მის გემოვნებას , უბრალოდ მინდა გაიგოს რომ განსხვავებული გემოვნება გვაქვს და ჩემს სახლში მე ვწყვეტ ყველაფერს.
-არ მგონია ნახოს , როგორც ვიცი ახალწელს მეგობრის ოჯახში ხვდება და ლიკუნამ გულუხვად დაასაჩუქრა 4 დასვენების დღით.
-ვისთან ?
-არ ვიცი ეგეთი დაქალებიც არ ვართ ჯერ. ჩემი საყვარლის შეყვარებულია ბოლოსდაბოლოს.
-ბექას ნომერი გაიგე და დაურეკე მოვიდეს.
-და რა ვუთხრა გუშინ გავიცანი . თან იქნებ არაა ბექა მაგ სასტავში ?
-სადაც ნუცას მეგობარია , ბექა ყველგანაა.
-და შვეტენო ?
-უთხარი რომ მოწყენილობისგან კვდები და გართობა გჭირდება .
-საკუთარი საყვარელი სხვა ნაშის დაკერვაში მთხოვს მონაწილეობას _ თვალები აატრიალა ქალმა .
-იცოდე მთელს ყურადღებას შენზე გადმოვიტან ნუცა თუ არ იქნება და ნახავ ლილი რა სწრაფად წვავს ყველაფერს .
-ნომერს ლიკუნას ვთხოვ. _სწრაფად წამოხტა ფეხზე კიკი.
-ჭკვიანი გოგო . _სანამ გავიდოდა ირაკლის ჩაუარა ახლოს და არც მან დაკარგა დრო უკანალზე ხელი მსუბუქად მისცხო და თვალი ჩაუკრა.

ცოტახანში ძმის წინ იჯდა ბექა , თავხედური ღიმილით შეჰყურებდა.
-ვიცოდი რომ ერთ დღეს დაგჭირდებოდი. _მუხლზე ხელი დაირტყა ბექამ .
-არ მჭირდები , უბრალოდ მარტივი გამოსავალი ხარ და თან გადავწყვოტე ცოტა გულუხვი ვიყო ამ ახალ წელს .
-ეს რა არის ? _მისკენ გაცურებულ კონვერტს დახედა ბექამ.
-ეს შენი ჯიბის ფულია . გაერთე , შენ და შენმა გოგომ მოხიეთ სადმე ამ ახალ წელს . სადმე კარგ სასტუმროში. ქეთას ვგულისხმობ . _დაუკონკრეტა მაინც .
-მე და ქეთამ ?
-ხო შენ და ქეთამ .
-ჯერ მაგ ეტაპზეც არ ვარ ჩემთან ერთად გაგაზოს სადმე თან ახალ წელს .
-ხო და ახალწლამდე დრო გაქვს.
-ნწუ არაა. _თავი გაქნია ბექამ.
-მისმინე ბექა. მინდა რომ ამ ახალწელს ნუცა ჩემთან ერთად შეხვდეს და არა შენს შეყვარებულთან ოჯახში . ამიტომ იმ გოგოს მოტაცება და ცოლად მოყვანა რომც მოგიწიოს გააკეთებ. დღეს უკვე 2 ადამიანს დავემუქრე და აღარ მინდა მესამე შენ იყო იმიტომ რომ კონტროლს ვკარგავ . გაიგე ?
-აუ ეს რა შერყეულია ტო? _გიორგის გახედა ბექამ. -პირდაპირ რომ უთხრა აქ დარჩეს არა? მე ვეტყვი თუ გინდა.
-ბექა არ მეცინება . აირჩიე რამე ისეთი სასტუმრო რის გამაზვაზეც უარს ვერ იტყვის და დავრეკავ .
-კაი ხო კაი და თუ არ გამოვიდა ?
-ერთ მაგდენს დავამატებ , კიდე იმ მოტოციკლსაც მობილურის ეკრანზე რომ გიყენია მოტივაციისთვის .
-ღადაობ ?
-რა ეტყობა ?
- ან მაგარი შეყვარებულია ან მაგარი დარტყმული .
-მე ვიტყოდი რომ ორივეა. _დაეთანხმა გიორგი.

******
-ნუცა მეგონა ქეთოსთან რჩებოდი. _გაკვირვებული შეჰყურებდა საღამოს უკანდაბრუნებულს ლიკუნა .
-მეც მეგონა , მაგრამ ნახევარი ტვინი უმუშავებს ისედაც და ისც დაკარგა რაც შენს ძმას გადაეკიდა. მეჩვენება ეს ნაძვის ხე ? _გარშემო შემოურბინა ჭერამდე აზიდულ ნაძვის ხეს .- რა ლამაზია . _იქვე ჩაიმუხლა და შეფუთულ ყუთებს ხელი წამოავლო . -ეს ნამდვილი საჩუქრებია?
-არა ახალწელს საჩუქრებს არ ვჩუქნით . ტრადიციაა ესეთი . მერე ვეღარ ვფიქრობთ დაბადებისდღეზე რა ვაჩუქოთ ერთმანეთს . _სწრაფად გაარკვია ლიკუნამ სიტყუაციაში.
-საღამომშვიდობისა ხალხო ._ძლივს სუნთქავდა გიორგი.-წყალი , წყალიიიიი . _მუხლებზე დაეცა და ხელები გაიშვირა. -მომკლა . მეტი აღარ შემიძლია ეს სირბილი .
-სირბილის დროს თუ ესე ხრიალე წარმოდგენაც არ მინდა რას შვები .. _სიტყვა გაუწყდა ნუცას დანახვაზე ირაკლის , არ ელოდებოდა ბექა ასე თუ მოინდომებდა .
-ნაძვის ხე გვაქვს. _კიბეზე ჩამოსულმა კიკიმ ნუცას გადახედა . -შენი დამსახურებით და ჩემი დიზაინით . _თავი ამაყად აწია .
- და რაც მთავარია ჯერ არავინ დამწვარა . წყალს გადავივლებ.
-არ ვჭამთ ?
-გიორგი ერთი საათის წინ ივახშმე . _შეუღრინა ირაკლიმ.
-ხო მაგრამ ხო ვირბინე ?
-არ ვიცი როგორ არ სუქდები.
-გინდა ტოსტები ? _ფეხზე წამოდგა ნუცა .
-შენ გინდა ?
-აჰამ , მე გავაკეთებ შენ მოწესრიგდი.
-მოდი ბანქო ვითამაშოთ .
-გართობის გარეშე ერთი წამი არ შეგიძლია კიკი?
-არა . ბიჭებს გამივართმევ . _ცორახანში ბანქოს კოლოფით და ფურცლით დაბრუნდა კიკი და სამზარეულოს მრგვალ მაგიდას მიუჯდა ლიკუნას გვერდით .- ზუსტად ოთხნი ვართ.
-მე თამაში არ ვიცი .
-ხუმრობ ნუცა ?
-არა მართლა არ ვიცი . _ხრაშუნა ტოსტს გემრიელად მოაჭამა კუთხე.
-ითამაშე და გასწავლით .
-არა , წავაგებ და მერე ყველა იცინებთ . _ჯიუტად გააქნია თავი .
-არ დაგცინებთ .

ცოტახანში ისეთი სიცილი ესმოდა სამზარეულოდან, ცდილობდა დაეეიგნორებინა , მარტო იჯდა ბუხრის წინ და წითელი ღვინის ბოკალს ხელში ატრიალებდა . რამოდენიმე წუთი მედგრად გაუძლო ინტერეს და სამზარეულოს მიაკითხა.
-მეც გამამხიარულეთ. _კარის ჩარჩოს მიეყუდა და სახეზე შეწითლებულ ნუცას თვალი შეავლო .
-არაფერია სამხიარულო. თამაში არ ვიცი . _გამწარებულმა დაახეთქა მაგიდაზე რამოდენიმეცალი ბანქო და ხელები გადაიჯვარედინა . -აღარ მინდა .
-თუ დაიწყე დაამთავრე .
-კაი რა ნუცა რა , რა ბავშვივით იბუტები ვის არ წაუგია.
-ერთი სული მაქვს გნახო დაკიდებულ ვაშლს როდის შეჭამ.
- გასწავლითო ესაა?
-თამაშით სწავლობ აბა რა .
-იცით რომ თამაში არ იცის და უეჭველი წააგებს ? _ღვინის ჭიქა სამზარეულოზე შემოდო
და ცარიელი სკამი ნუცასთან დადგა . - მოდი ვნახოთ რა გაქვს . _გოგოს გაბრწყინებულ თვალებს გაუცინა . თავიდან აღტაცებით ხვდებოდა ყველა
მოგებულ ხელს , ბოლოს უკვე აღარც უყურებდა ფეხები კომფორტულად შემოიკეცა ვიწრო სკამზე და საკუთარ მუხლებს ჩაეხუტა.
-გეძინება ? რა გენაღვლება მოგებული გაქვს ფაქტიურად.
-არაფერი არ აქვთ მოგებული . _უკვე აზარტში შესული გიორგი მაგიდაზე ატყაპუნებდა ხელებს ნერვიულობისგან.
- აზარტში ვარ .
-შენ ლინა მოგეწონება . აი ნახავ ხვალ იმის აზარტს ვერც კი გაუტოლდებით. . _სიცილი აუტყდა ლიკუნას .
-არა . _ბანქო დაყარა ირაკლიმ და ხელები სახეზე მოისვა .-ლინა არ დაპატიჟე ლიკუნა.
-კი დავპატიჟე ყოველ წელს ერთად ვხვდებით ახალ წელს .
-არა , არა._ ტელეფონს დაუწყო ძებნა ირაკლიმ სწრაფად აკრიფა ნომერი და დას სასოწარკვეთილმა შეხედა.
-დაჩი დაპატიჟე ? _ლიკუნამაც სახეზე მიირტყა ხელები . -ჯანდაბა ირაკლი რაზე ფიქრობდი .
-ჩემს მეგობარზე . _კბილებში გამოსცრა მამაკაცმა და დას გახედა . -იქნებ გადაუარათ ?
-ბოლოს დანა გაუყარა ხელში , შენი აზრით გაუარათ? _დაიღრინა ლიკუნამ.
-დაჩის ვიცნობ ცოტა შერყეულია მარა, შანსი არაა ქალისთვის ეგ ექნა .
-დაჩის არ უქნია , მაგ ქალმა უქნა დაჩის . _გაუღიმა პირდაღებულ გიორგის ირაკლიმ.
-ირაკლი , ვინმე ქალთან ერთად რომ მოვიდეს? ხო წარმოგიდგენია რა მოხდება ?
-გავაფრთხილებ . დავწყნარდეთ , არ მგონია ახალი წლის ღამეს გადაწყვიტონ ერთმანეთის მოკვლა . გადავიტანთ .
-ხუმრობთ? _ვერაფრით გაერკვა ნუცა .
-არა , არ ვხუმრობთ . რომეო და ჯულიეტას ის ვერსია არიან სადაც რომეო სერიული მკვლელია და მსხვერპლი მასზე უარესი აღმოჩნდა. _დაუდასტურა ლიკუნამ.
-მაგრად უნდა ერთობოდნენ არა?
- მაგ გოგოს საქმრო მოიტაცა ქორწილიდან ?
- ნიშნობიდან ._გაეცინა ირაკლის .
-და ეს სასაცილოა? _ამოიოხრა ნუცამ . -ხო რათქმაუნდა სასაცილოა და ჩვენ ჩვეულებრივი მოკვდავები ვერ ვიგებთ თქვენს იუმორს. ტიპმა
გოგოს ნიშნობა ჩაუშლა რატომ იმიტომ რომ
თვითონაც მოწონდა?
-იმიტომ , რომ მიზანი ამართლებს საშუალებებს . იმიტომ რომ სურვილები მნიშვნელოვანია ._გადაჭრით თქვა ირაკლიმ.
-იმიტომ რომ შეეძლო . იმიტომ რომ ამ საზიზღარ ქვეყანაში პასუხს არ სთხოვენ თქვენნაირებს.
-ჩემნაირებს ? _გაკვირვება ვერ დამალა ირაკლიმ. -რას გადამეკიდე ? რატომ ვარ განსხვავებული მე გიორგისგან? კახასგან ? სანდროსგან ? ბექასგან ? .
-მეგობრებო მემგონი ყველას გვეძინება . _სიტყუაციის განმუხტვა სცადა კიკიმ.
-რატომ ? რატომ ვარ განსხვავებული ? _არ ცხრებოდა ირაკლი? -რატომ მხარშავ განსხვავებულ ქვაბში ნუცა ? რითი ვარ განსხვავებული . იგივენაირი , ადამიანი ვარ როგორც ისინი , მათაც იგივე მანკიერი თვისებები აქვთ როგორიც მე მაგრამ შენ მხოლოდ მე მხედავ . ვცდილობ მართლა ვცდილობ რომ საუკეთესო მხარე გაჩვენო და მაინც იმ ცუდს ხედავ რომელსაც ასე ვმალავ . აზრი არ აქვს, შენთვის იმ ადამიანის და საზოგადოების სახე ვარ ვინც გძულს . _ხელი ჩაიქნია ირაკლიმ და ფეხზე წამოდგა. - ყველაში კარგს ეძებ .ჩემში დაიწყე მარტო ცუდის ძებნა. _ცალყბად გაუღიმა თვალეგბადიდებულ გოგოს , დაბნეული რომ შეჰყურებდა ცოტახნისწინ მდგომარეობიდან გამოსულ ირაკლის . ოდნავ გადაიხარა მისი სახისკენ .- იცი რა ? პრობლემა მე არ მაქვს . ჩვეულებრივი ადამიანი ვარ . პრობლემ შენ გაქვს ._თითი მიადო ცხვირზე. -ღამემშვიდობისა ნუცა . _ისევ გაუღიმა და მძიმედ გაუყვა გზას საკუთარ საძინებლამდე . როგორ დაიღალა . უკვე დიდი ხანია შეწყვიტა ვინმესთვის რამის მტკიცება . საკუთარ თავსაც კი აღარ უმტკიცებს არაფერს და მითუმეტეს თავის მართლება ? სადამდე მოვიდა ? იმისთვის იმართლებს თავს რაც ასე ეამაყება? როდის მერე სცხვენია იმის რაც და ვინც არის ?მან ხომ იცის რომ არაფერი არ აქვს გასამართლებელი და მაინც გული სჩხვლიტავს . არასდროს მოუტყუებია, მითუმეტეს მისთვის, ცდილობს კიდეც რომ თავი წარმოაჩინოს და სწორედ ესაა პრობლემა, რომ ცდილობს იმისთვის ვისაც დანახვა არ უნდა. ყველა წესი და პრინციპი დაივიწყა, საკუთარ გონებაში იმხელა ადგილი გამოუყო უკვე მთელს ნეირონებს მოედო და სხეულში ვენებად მიჰყვება მის კანს . ისე ედარდება მისი ბედნიერება რომ მზად იყო დაეთმო კახასთვის თუ ნუცა მოინდომებდა. მეტი რა უნდა? რატომ ვერ ხედავს? რატომ ვერ ხედავს რომ უბრალოდ ნუცას სხეული კი არა მთლიანად ნუცა უნდა? რატომ უარყოფს ასე ? რატომ დაადგა განკითხვის გვირგვინი მას მაშინ როცა სხვას არავის განიკითხავს . -დავიღალე. _საწოლში ჩაწვა და ჭერს მიაშტერდა.-მინდა რომ გამოხვიდე. გაქრი , ჩემი გონებიდან გაქრი . უძილობისგან დაღლილი სხეული ყვიროდა და მთელი ძალით ითხოვდა მოსვენებას თუმცა დილით, მისთვის დილით და ვიღაცისთვის ისევ შუაღამე იყო . ისევ იმ უცნაური გრძნობით გაიღვიძა . ისევ არ იცის ეძინა თუ არა. ვერასდროს გაარკვია რა გრძნობაა და ვერც ახსნა გამოსდის კარგად რომ სადმე მოიძიოს. დილით საკუთარ თავს კითხვას უსვამს და ვერა, ვერ სცემს პასუხს უკვე წლებია . ცოტახანს იტრიალა საწოლში და ბოლოს ზურგის ტკივილმა აიძულა წამომდგარიყო . კიდევ ერთი წელი მიითვალა მისმა არსებობამ , კიდევ სიახლით და ემოციებით სავსე წელი . უამრავი ადამიანი გაუშვა , უამრავი გაიცნო , უკვე დიდი ხანია აღარ დარჩა აუხდენელი სურვილი რომ ახალი წლის მიზნად ისახავდეს , თუმცა რაღაც ახალი უნდა ამ წელს . მიბეზრდა საკუთარი ცხოვრება ? არა, არ მობეზრდა , მაგრამ უნდა რომ დააფასოს. აუცილებლად ეცდება და აღმოაჩენს , რატომ უმტკიცებს ნუცა რომ ბედნიერებაა ლილის შემაწუხებული ზრუნვა . ბაბუამისის სიბერის ეგოიზმი . ლიკუნას ბავშვური გამოხტომები. ამ ახალ წელს ცხოვრებით ტკობობას ისწავლის. უკვე იმ ასაკშია როცა აღარფერზე ოცნებობს , არც არსდროს უოცნებია რამეზე , ყოველთვის მიზნები ჰქონდა. იქნებ კარგია ოცნებაც, რაღაცა ისეთს თუ იპოვის საიცნებოდ რაც იცის რომ ადვილად არ მოიოპოვება , ადვილად ვერ შეისრულებს . იბრძოლებს და მაინც ოცნებად დარჩება .გაეცინა საკუთარი ოცნების ყველა კრიტერიუმს ნუცა რომ მოარგო . შეუძლია მასზე იოცნებოს. რატომაც არა. როცა ოცნებას შეისრულებს ბედნიერი იქნება. ადვილად არა მაგრამ აუცილებლად მოიპივებს , საკუთარი ოცნებით დატკბება , გაერთობა და ცხოვრებას გააგრძელებს .ნუცა რას იზამს მერე? როგორ აუხსნის რომ მასთან მომავალი არ აქვს? გული ეტკინება ,რადგან ის ადგილს ეძებს , სადაც ელოდებიან . ადამიანს რომელიც მასთან ერთად გაუყვება გზას . ატკენს , ის იქნება ის ადამიანი ვინც გულს გაუტეხავს ალბათ ცხოვრებაში პირველად და წლების შემდეგაც როცა ერთნანეთს შემთხვევით გაადაეყრებიან მის ნაწყენ თვალებს მზერას აარიდებს . ორგზას შუაა გაჭედილი და საით წავიდეს ვერ იგებს. შეუძლია თავი მოიტყუოს და ისიც და გულმოკლული დატოვოს მერე . ან თავი დაანებოს ან მესამე გზაც აქვს . პირდაპირ უნდა შესთავაზოს ის რასაც ფიქრობს , უნდა და დაითანხმოს რომ რიგითი ქალი იყოს , განა ცუდი მაგალითი აქვს წინ? კიკი, მაგრამ ნუცა კიკი არაა. შეუძლია რამე ქნას , შეუძლია აიძულოს რომ ასე უგულოდ მისცეს სხეული , თუმცა ნუცას მთელი ხიბლი ხომ მისი გულის და სხეულის ერთიანობაშია? -დავიღალე . _ფიქრებისგან ტვინი სტკიოდა . ისე დაათენდა თავზე ვერაფერი გაიგო . დიდხანს არ დარჩენილა სააბაზანოში მაგრამ რომ გამოვიდა ისეთი ხმაური ესმოდა , საათს ინსტიქტურად დახედა . დაბნეული ჩაუყვა კიბეს და ახმაურებულ სახლს თვალი მოავლო.
-დილამშვიდობისა მზეთუნახავო . ფრთხილად მანდ ჩემი დანებია .სამზარეულოში დადე. _მკაცრ ხმას , სცადა ეშხი შეერია ახალგაზრდა მამაკაცმა და მეგობარს კიბის ბოლოში დაუდგა.
-ლაშა, მთელი რესტორნის პერსონალით რატომ მოხვედი.
-იმდენს მიხდი ამ საღამოს მზარეულობაში შეჩე**ა , თვითონ რესტორანი რომ არ მივიტანე აქ არ გიკვირს? _ისე დაჰკრა მხარზე ხელი .ირაკლი შეიჭმუხნა .
-150 კერძს ნუ დაყრი ეხლა .
-ირაკლი ის ქალი ესე რატომ მიყურებს ? მაგრად მაშინებს რაც მოვედი იმის მერე ეგრეა. _ტახტზე ირაკლის მოუჯდა გვერდით და სცადა ეჩურჩულა.
-აჰ ეს ნანა ._ კედელთან მდგარ ნანას გაუღიმა.-ჩვენი დიასახლისი . ცოტახნით ადგილი წაართვი და ფიქრობს პირდაპირ მოგკლას თუ ჯერ გაცადოს მომზადება საჭმლის და მერე .
-მზარეულიო , რომ თქვი ირაკლი არ გითქვამს ტელევიზორიდან გადმივარდნილი ტატუებიანი ტიპი რომ მოგყავდა.
-მზარეული არა შეფი ვარ ქალბატონო. _ფეხზე წამოხტა ლაშა და წამში გაჩნდა ქალის წინ. ხელი თითქმის ძლაით გამოსტაცა და აკოცა. - არ შეგაწუხებთ.
-ჯობია. _ერთი ისევ ალმაცერად ახედა ნანამ . -ეს სად მიკაკუნებს დილიდან? _ქუსლიანი ფეხსაცმლის ხმაზე ყველამ კიბეს ახედა .
-რატომ მიყურებთ. _ტანის რხევით ჩამოსულმა კიკიმ ლაშას გაუღიმა და აკოცა .
- აღარ გაქვს იცი ? _ქალს წრე დაარტყა , ლაშამ . -არ გაჭმევენ აქ ?
-ჩემი ს ყურებას რომ მორჩე და საქმეს მიხედო კარგი იქნებოდა . ნანა დეიდა ძალიან კარგად ამზადებს .
-ახალიწელია თუ ქორწილი ? _დაბნეული აფახულებდა თვალებს ნუცა და კარში შემოსული ისევ უკან იყურებოდა რომ გაერკვია რა საჭირო იყო ამდენი ხალხი.
-მზად ვარ ნუცა . წავედით?
-სად მიდიხართ? რა ხმაურია ხალხო , ლაშა 700 ქვაბით რატომ ჩამოხვედი ან სად უნდა დავატიოთ ამდენი პერსონალი? _გაღიზიანებას ვერ ფარავდა გიორგი.
-დამშვიდდი გიორგი, ირაკლის მარცხენა ხელმა იზრუნა ყველაზე და ყველაფერზე. _დაამშვიდა კიკიმ.
-ისევ შენი დაა?
-არა , სისხლი შევიცვალეთ . იდიოტო . _შეუღრინა კიკიმ.
-ერთ დას ლოგინში ამუშავეს , მეორეს სამსახურში . დროს არ კარგავს . _თავისივე ხუმრობაზე თვითონ გაიცინა და არავინ რომ არ აყვა უცბად დასერიოზულდა. მზერა ნუცასკენ გადაიტანა და წამში გაჩნდა მასთან. -გამარჯობა . _ნანასნაირად ხელი ხელში მოიქცია და ტუჩები მიაწება . -მე ლაშა ვარ.
-ნუცა . ვიცი ვინც ხარ. მემგონი ყველამ იცის . _აღფრთოვანებას ვერ მალავდა ნუცა . -ყველა გადაცემა ვნახე , ყველა რეცეპტი ზეპირად ვიცი . წიგნიც კი მაქვს შენი . _ისე სწრაფად ლაპარაკობდა თითქოს სადმე გაექცეოდა მის წინ მდგარი ოცნების მზარეული , რომელსაც ღიმილი ედებოდა ბავშური აღტაცებული სახის დანახვისას .
-ნუცა. _რა ლამაზი სახელია . უფროსწორად სახელიც ისეთივე ლამაზია როგორც შენ . _სცადა მთელი თავისი მომხიბვლელობა გამოემჟღავნებინა და არც უფიქრია მისი ხელის გაშვება. -რა ნაზი თითები გაქვს . ესეთი თითები დანისთვის ცოტა დასანანია _ხელზე დახედა და გაუღიმა. - საშინელი ვიქნები თუ ჩემი საღამოს მეგზურობას მოგთხოვ სამზარეულოში ?
-მე , მართლა ? რათქმაუნდა . _წამოიკივლა ნუცამ . იმის გააზრებისას რომ პირდაპირ რამოდენიმე სანტიმეტრში ნახავდა იმას რასაც მილიონჯერ უყურებდა ეკრანებზე . -ხელს მომიწერ? წიგნს მოვიტან. _არ დალოდებია პასუხს ისე გაიქცა .
-ნახე ესეც მიცნობს . _ღიმილით შეტრიალდა და გიორგის სახის დანახვისას დასერიოზულდა. -რა ?
-არაფერი . _თავი გააქნია გიორგიმ .
-რააა ? _ამჯერად კიკის გახედა და ირაკლის წინ ჩამოჯდა. -რა უნდათ ?
-მოვედი . _სირბილით შემოვარდა ნუცა და ტალახიანი ბოტებით პირდაპირ შეაბიჯა თეთრ ხალიჩაზე . წიგნი გაუწოდა და ცისფერი ბრჭყვიალა კალამი.
-რა ლამაზია . _ხელში შეათამაშა კალამი მამაკაცმა და მომღიმარ გოგოს . წიგნიც გამოართვა . სწრაფად მოაწერა ხელი და გაუწოდა . სანამ ნუცა ბედნიერი დაყურებდა ხელმოწერას წამში გადაიხარა მის ფეხებთან ლაშა და ნუცას ფეხსაცმლის გახსნილი თასმა ლამაზად გაბანტა . -აი ასე.
-მადლობა . წავედით ლიკუნა უკვე მანქანაშია. _კიკის ხელმკლავი გამოსდო ნუცამ და აღტაცებული აჩვენებდა წიგნს . თითქმის ეზოდან ესმოდათ მისი მხიარული ღიჟინი .
-რა საყვარლობააა.
- მკვდარი ხარ ლაშა იცი ? _ღიმილით ჩამოუჯდა წინ გიორგი.
-ჯერ ვახშამი მოამზადოს . შეგიძლია ამ ხალიჩაში გაახვიო . _ფეხზე წამოდგა ირაკლი . -მშია .
-რა დავაშავე კიდე ? _უკან მიყვა მეგობარს . -ტოსტებს გაგიკეთებ გინდა ? _სამზარეულოში ნანას გვერდი აუარა და მაცივრის კარი გამოაღო . - ჩემი სახლის ხელა სამზარეულო რატომ გაქვს ?
-იმიტომ რომ შენ დანას ხმარობ კარგად , მე ფულს . ცოტა მეტი მარილი უქენი.
-მე წავედი . _წინსაფარი მაგიდაზე დააგდო ნანამ .
-კარგი რა ნანა რა .
- ბედნიერი ახალი წელი . _ირაკლის ზურგიდან მიეხვია და გაუღიმა. -არ იდარდო , ამ ტატუებიანი მაიმუნის გამო ხასიათს კი არ გავიფუჭბ. შვილიშვილებს ჩავეხუტები ახალ წელს .
- ნანა კარგად . ბედნიერი ახალი წლები . _გიორგიც თბილად გადაეხვია ქალს . -შენზე გემრიელად მარტო ნუცა ამზდაბეს ნანიკო.
-ნუცა , ნუცააა ნუცაააა. _ოსტატურად ატრიალებდა დანას და ღიღინებდა ლაშა.
-რამდენი წლის არის? სად ცხოვრობს? შეყვარებული ყავს ? ტელეფონი ნომერს ვინ დამითრევს ? ან თვითონ ვკითხავ. _თეფში ირაკლის და გიორგის დაუდო წინ და მაგიდას მიუჯდა.
-იცი , სულ მეგონა რომ მეგობრებს არასდროს არაფერს დავუშავებდი მაგრამ _ტოსტი ჩაკბიჩა და თვალები დახუჭა ირაკლიმ სიამოვნებისგან .-თან ისეთი ხელი გაქვს , როგორ უნდა გაგიმეტო , მაგრამ იმ გოგოსთვის რომელსაც ვერაფერზე ვერ ვითანხმებ და შენთან აპირებს საღამოს გატარებას დამიჯერე , დაგიშავებ კი არა , ძვლამდე აგაჭრი ხორცს . _მეგობარს გაუღიმა და ჭამა გააგრძელა.
- ააჰააა, გავიგე აი თურმე რატომ გამორბიხარ აქ და რჩები ამდენ ხანს . _სიცილი ატეხა ლაშამ . -ჩვენს ირაკლის უარი უთხრეს ?
- უარი ? უარი აღარ ქვია მაგას .
-უარი არ უთქვამს უბრალოდ ცოტა ჭირვეულია . მოვარჯულებ .
-მერე მოსცხე ერთი ორი და დაჭკვინდება .
-იცი რა მაინტერესებს ? ყველა დილით რატო მოვიდა? ეზოში შემოსული მანქანების გაუთავებელი სიგნალისგან გაღიზიანებულმა ირაკლიმ ფანჯარას გახედა. -მძიმედ წამოდგა.
-გეფიცები , ისეთი გზაა აქამდე და ისე ცივა ყვ*** ებ ვეღარ ვგრძნობ . _ მეგობარს გადაეხვია ახალგაზრდა ბიჭი .
-ახალს გიყიდი გოგა . _გაუღიმა ირაკლიმ .
-ბიჭო კიდე კაი ერთი მანქანით წამოვედით თორე ჩემით რომ ვყოფილიყავი უკან გავტრიალდებოდი.
-ტარება როდის უნდა ისწავლო ნოდო? _გიორგიმ დასცინა ბიჭს და მის გვერდით მდგარ გოგოს აავლო თვალი.
-გაიცანით , ეს სოფოა.
-სასიამოვნოა , მორცხვად გაუღიმა ქალს ბიჭებს და უხერულად შეიშმუშნა რომ მიხვდა მხოლოდ თვითონ იყო მდედრობითი სქესის წარმომადგენელი .
-დაჩის დავურეკეთ , ასწორებს ესკორტით სიარული მარა გვიან აპირებბს მოსვლას და მემგონი შევიკარით რა .
-მაგან წლის ბოლო დღეს ვიღაცას თუ არ მოუ** დედა ისე ვერ ისვენებს ხო იცი. _თავხედურად გაწვა ლაშა დივანზე . -ირაკლი შეყვარებულია ბიჭებო . _მოულოდნელად წამოიყვირა და სახეზე ბალიში აიფარა.
-ნუ ატრა**ბ . _პირი დააღო გოგამ.
-ვინაა ? ლამაზია ? კიკიმ
უკვე ათრია ?
-კარგი . _ხელები ჰაერში აწია ირაკლიმ და ღრმად ჩაისუნთქა.-ჩემი სახლია და ჩემი წესები . ვინც ჩემს სახელს და სიტყვა სიყვარულს ერთად ახსენებს, გიორგის ვთხოვ რომ ყბა ჩამოუღოს.
-რატო შენთვითონ ვერ ურტყამ თუ?
-ჩემი ნატიფი ხელების გაფუჭება არ მინდა.
-სახელი მაინც გვითხარი შემთხვევით არ გავუღიმოთ.
-ნუცა . _ისევ ლაშამ წამოიყვირა და ფეხზე წამოხტა მისკენ წასულ ირაკლის რომ მოშორებოდა.
-იარაღი გიორგის მიეცი . _გოგამ ამოიხვნეშა და შეუკამათებლად მოიხსნა იარაღის ბუდე შარვლიდან.
-კაი რა იკა რა , ერთხელ დავთვერი და გავატრაკე . იმიტო კი არ ვზივარ უშიშროებაში შენ გაბარო იარაღი .
-საერთოდ როგორ მოხვდი მანდ ვერ ვიგებ._გაეცინა გიორგის და იარაღს დახედა.
-კარგია როცა შენი მეგობრები ნებისმიერ პოლიტიკოს ტ**ვენ. აი ეგრე მოვხვდი მანდ .
-მანიაკები ხართ. _უკმაყოფილოდ გააქნია თავი ლაშამ. არ ვიცი რანაირად გავიჩითე თქვენ მეგობრად რა მინდოდა.
-საერთოდ ჩვენი მეგობარი არ ხარ , ირაკლის რესტორნის შეფი ხარ და შემოგვეტენე ვახშმების დროს .
-გული მომიკალი ნოდარი . რატომ ხარ ესეთი სასტიკი . _ვითომ ცრემლი მოიწმინდა ლაშამ. სინამდვილეში ირაკლი მაგისტრატურაზე გაიცნო და ყველა დანარჩენზე მეტ ხანს ის იცნობდა ირაკლის. გოგა გიორგიმდე მუშაობდა მასთან , მხოლოდ ნოდარი იყო ბოლო შემომატებული მეგობარი დაახლოვებით 6 წლის წინ გაიცნო პირველად , როცა ადვოკატი დაჭირდა და მას შემდეგ მისი კომპანიის ადვოკატია. დაჩი უნივერსტეტის მეგობარი იყო , ყველაზე ძველი და ყველაზე გამოცდილი. განუყრელები იყვნენ კახა დაჩი და ირაკლი. ან მაშინ ეგონა რომ განუყრელები იყვნენ , იქამდე სანამ ქალმა არ გაყარა. საბედნიეროდ დაჩისთან არ გადაყრილა ჯერ და ალბათ აღსასრული უნდა იყოს რომ გადაეკიდოს .
-დაჩიკო გვაკლია და ეგაა რა . აუ რამდენი ხანია არ შევკრებილვართ ესე ყველა ერთად.
*******

-დარწმუნებული ხარ რომ კარგად აკეთებენ ? _ზედაპირულად მოავლო სალონს თვალი კიკიმ.
-დარწმუნებული ვარ . საუკეთესოა. _თამამად მიუჯდა მანიკურის მაგიდას და გვერდით მაგიდასთან ანიშნა დამჯდარიყი .
- არც კი ვიცი აქ რატომ გამოგყევით. _თვალები აატრიალა ლიკუნამ.
-იმიტომ რომ ლამაზი ფრჩხილები ლამაზია. შავი მინდა , ბევრი ოქროსფერი ბრჭყვიალებით . სახლში თუ არა ფრჩხილებზე და კაბაზე მაინც მექნება ბრჭყვიალები.
-გულის შეტევას დამართებ ირაკლის. _გაეცინა კიკის .
-ესეგი მართალია ? _წინ მჯდარმა ქალმა ოდნავ გადმოხარა თავი ნუცასკენ .
-რას ჩურჩულებთ . კიკის წინ მჯდარმა გოგომ უფრო ხმამაღლა დაიწყო. -ყველა ლაპარაკობს ნუციკო და ირაკლიო, ესაო ისაო. ჩვენ კი ვიძახდით რანაირადო კახა და ნუცა ერთად იყვნენო .
-მარა გუშინ ნინო იყო მოსული. რა საძაგელი ქალია . მთელ ქვეყანას გააგებინა ჩემი კახა მაგასთანო
რანაირადო ? ირაკლის საყვარელიაო . _გაფართოვებულ თვალებს კიკის არ შორებდა ნუცა და ხელიც კი აუკანკალდა.
-ერთად ცხოვრობენო უკვეო . ცოტა ვერაა ეგ ქალი . შენ მაგაზე არ იდარდო, მარა ყველა მაგაზე ლაპარაკობს .
-რას ბოდავთ ? _ხელი გამოაცალა და ფეხზე წამოხტა.
-ჩვენ რას ვბოდავთ ქალო, ნახევარი ქალაქი ამბობს უკვე მაგას . _შეპასუხა გოგო.
-რა სისულელეა . ვის რაში აინტერესებს . აი ასე დგას ეს ხალხი და ლაპარაკობს? რა უნდათ . _თეთრი ფერი დაედო ნუცას .
-აბა მეც მაგას არ ვიძახი ადამიანო? თითით საჩვენებელი გოგოათქო ნუცა . რანაირად ბოდავთქო მარა , ხო იცი მოცლილებს მეტი საქმე არ აქვთ.
-ნუცა ,დაიკიდე რა . _ჩაერთო ლიკუნა. -ჩემთან მუშაობს და ცხოვრობს .
-ჭორები , უყვარს ხალხს . რა განერვიულებს ._დაამშვიდა კიკიმ და ისე გადახედა წინ მჯდარ გოგოს წამში გააჩუმა. ერთი საათი იჯდა გაუნძრევლად და გარშემო არაფერი დაუნახავს . ისიც კი ვერ შეამჩნია როგორ დაასრულა პროცედურა. იჯდა და ფიქრებში წასული ცდილობდა გაეგო რა ხდებოდა მის თავს. ზუსტად იცის ამ ქალაქის ამბავი. ისე სწრაფად ავრცელებენ ჭორმართალს თვალის დახამხამებას ვერ ასწრებს ხოლმე , მაგრამ ამჯერად და პირველად ცხოვრებაში ის იყო ობიექტი . მასზე ლაპარაკობდნენდა თან რას , რომ ირაკლისთან ცხოვრობს და მისი საყვარელია? ერთადერთი რაც გააჩნდა ისაა რომ ამაყად დაიარებოდა ქალაქის ქუჩებში , არასდროს არ შეურცხვენია თავი და ახლა ასე მარტივად მიარტყეს იარლიყი თითქოს არ იცოდნენ როგორია. ნეტა კახამ რა იფიქრა? ან ქეთას დედამ ? ან მამა დავითმა . ბავშვებმაც გაიგეს? სირცხვილისგან ისე აეწვა სახე , ხელით გაინიავა და ფეხზე წამოხტა . შეუძლებელია სიმართლე იყო. შეიძლება ნინომ ილაპარაკა ერთი გაბოროტებული ქალია , მაგრამ ამ ქალაქს შვილივით უყვარს , ამ ქალაქში მას არავინ ესვრის ტალახს . რატომაა ირაკლის შეყვარებულობა ასეთი ტრაგედია? წამით დასვა კითხვა და პასუხი წამშივე გასცა . იმიტომ რომ ირაკლის , არ შეუძლია შეყვარებულობა. იმიტომ რომ ირაკლის მხოლოდ მარტივი ქალები ჰყავს , ქალები რომლებსაც იყენებს და ტოვებს და მერე ეს ქალები სამუდამო სახელისთვის არიან განწირულები რომელსაც მეძავი ჰქვიათ. კიკის გადახედა და თვალი შეავლო. ისეთივე ქალია როგორც სხვები , მაგრამ ისიც ირაკლის ბო**ა. საკუთარი ნებით , მაგრამ ყველამ იცის როცა ირაკლისთან მორჩება ურთიერთობას ალბათ ნებისმიერი კაცი შეეცდება , მის დათრევას , ნებისმიერი ჩათვლის , რომ ადვილად მისაღები ქალია . ის ხომ ერთხელ უკვე იყო ვიღაცის საყვარელი. იგივე ელის ?დაუმსახურებლად , მაგრამ იგივე ელის. სახეზე აიფარა ხელები და ამოიკვნესა. ტყუილია , ესე არ მოექცევიან. ყველას იცნობს. საფულეს წამოავლო ხელი და გარეთ გავარდა . უნდა შეამოწმოს . პირველივე მაღაზიაში შევიდა და დახლიდან პატარა შოკოლადი აიღო .
-გამარჯობა ნაზი და თამარა დეიდა , როგორ ხართ ? _სცადა ჩვეული სითბოთი მოეკითხა ყველა და აკანკალებული ხელით დაადო ბარათი აპარატს . ქალებმაც სიყვარულით სავსე ღიმილი შეაგებეს.
-შენ როგორ ხარ ნუცა შვილო? ის ბიჭი მოგვიკითხე , აგერ ახალ პარკს ააშენებსო მართალია? _პირდაპირ საქმეზე გადავიდნენ მოხუცები და ვერც კი შეამჩნიეს როგორ შეტორტმანდა თხელი სხეული . იმის გაანალიზებისას რომ სიმართლეა , მთელი ქალაქი ღრმად იყო
დარწმუნებული , იმაში რისიც მას ასე ძალიან ეშინია. მთელმა ქალაქმა გადაწყვიტა რომ ირაკლისია ? არ უჭორავიათ არც კახაზე , არც სხვა ბიჭებზე , მხოლოდ ირაკლი შეაჩეჩეს ხელებში , იმიტომ რომ ირაკლია. იმიტომ რომ ყველამ იცის რა ელის ირაკლის მობეზრებულ ქალა და როცა ის წავა , მხოლოდ ნუცა დარჩება მთელი ქალაქის წინ მარტო , უდანაშაულო , მაგრამ მარტო და სახელგატეხილი. გაუგებრად გამოემშვიდობა ხალს და ქუჩაში გავიდა . შეგრძნება ჰქონდა რომ ყველა გამვლელი მას უყურებდა , რომ როგორცვე მის ზურგს ხედავდნენ ყველა მისკენ გაიშვერდა თითს , რომ ჭუჭყიანი, რომ ადვილად ხელწამოსაკრავია , მიუხედავად იმისა რომ არაფერი ჩაუდენია. სალონის კარის წინ გაჩერდა და კიდევ ერთხელ შეავლო თვალი გარეთ ამაყად გამოსულ კიკის . წელში გამართული მიაბიჯებდა მანქანისკენ , გრძელი თმით და ლამაზი ფორმებით. თავ აწეული და გამომწვევი მზერით გადახედა გზის მოპირდაპირე მხარეს მჯდარ რამოდენიმე მამაკაცს . თმა უკან გადაიყარა და ჩაჯდა . ლამაზი იყო კიკი. გამბედავი . მასაც მიარტყეს იგივე იარლიყი , მაგრამ ამაყად ატარებდა . მოსწონდა და დემონტრირებდა. იმ წამს კიკი მისთვის ის ქალი იყო , ვინც უნდოდა რომ თავად ყოფილიყო. ისე გაეარა, თავ აწეულს , ისე შეეხედა იმ კაცებისთვის ვინც იმ წამს კიკიზე ფიქრობდნენ რომ ნაშაა, ვიღაცა ფულიანი ტიპის ნაშა, თუმცა ის კომპლიმენტად იღებდა . საკუთარი მზერით ხელს აწერდა ყველა ჭორს და არ ეშინოდა. ის კიკი იყო, კიკი რომელსაც ყველაფერი ჰქონდა ცხოვრებაში , ის კიკი იყო რომელიც უსიტყვოდ ერწყმოდა ირაკლის. განა თავად კიკიმ არ უთხრა ნუცას რომ მზადაა მის გამო ვინმე მოკლას ირაკლიმ. ის კიკი იყო ქალი რომელსაც ზურგს უმაგრებდა და ამიტომ მიაბიჯებდა ასე ამაყი. ის კი ნუცაა. ამ ქალაქის შვილობილი. ის უბრალოდ ნუცა იყი ბავშვთასახლიდან , გოგო რომელიც ამ ქალაქს უყვარდა და ეცოდებოდა . გოგო რომელიც არასდროს წაიქცა , ქეთოს დედამ სახლში შეუშვა მხოლოდ იმიტომ რომ ერთი გადაბრუნებული ამბავი არ მოუსმენია არავის მასზე ახლა კი ესეც წაართვეს. ერთადერთი რაც აქამდე შექმნა საკუთარი რეპუტაციაა , არც ადგილი აქვს სადმე , სიმართლეც კი არაა რომ ირაკლის საყვარელია და ის მაინც ელოდება თუნდაც სექსისთვის . აღარაფერი აღარ დარჩა , თიმცა არც არაფერი ქონია. არაფერს უარსებია მის ცხოვრებაში რასაც მისი ერქმეოდა. სადაც სტუმარი არ იქნებოდა . სადაც გაუხარდებოდათ მისი მისვლა. არაფერი ჰქონდა გარდა სახელისა და ისიც ისევე წააიღო ცხოვრებამ როგორვ სხვა ყველაფერი . ყველაფერი უკუღმა მიდის , მის ცხოვრებაში და ყველაფერი ირაკლის დამსახურებით. რაც ეს კაცი გამოჩნდა აღარაფერი აღარ არის ნორმალურად . თავად ნუცაც კი აღარაა ნორმალური. ისე იზიდავს და ათრობს თავს ვერაფერს უხერხებს. ადრე თუ გვიან მაინც მოუწევდა თავის გაყოფა მის ხაფანგში მაგრამ ასე უსამართლოდ ნასროლი ქვა ისეთი მწარეა და მოულოდნელი , დიდ ტრაგედიად ეჩვენება . მძღოლს გაუღიმა და თვალი აარიდა რომელიც მოთმინებით ელოდებოდა ღია კართან .
-ქეთოსთან შევივლი . თქვენ წადით . _პასუხს არ დალოდებია , მანქანის საპირისპიროდ გაუყვა გზას და ნელი ნაბიჯებით უახლოვდებოდა სახლს , რომელმაც შეიფარა. სახლს რომელმაც დააპურა და ცოტახანს ადგილი მისცა. ახლა კი იქაც სტუმარი იყო და ვინ იცის იქნებ არასასურველიც. ქეთოს დედის ხასიათი ქეთოზე მეტად მან იცოდა . საკუთარი შვილის მერე ვინმეზე რა უნდა ეთქვა , მაგრამ საქმეც ის იყო რომ ქეთოს თავქრიანნცხოვრებაზე არაფერი იცოდა , მაგრამ ნუცაზე კი . ალბათ უკვე მასაც მოახსენეს დილის ყავაზე . გაუბედავად დააკაკუნა, არც კი ელოდა ისე სწრაფად გაუღო კარი თეთრმა ფუმფულა
ქალმა და ძალა გამოცლილმა მის მხარში ჩარგო თავი.
-ტყუილია, რასაც ამბობენ .
-უიმე ნუცა ეგ გადარდებს ? სულელო გოგო. ეგრე ჩემი ქეთოც დაწანწალებს კიდე რომელ უნივერსტეტელ მეგობრებთან ერთად წაეთრა არ ვიცი და შენ გგონია იმაზეც არ ლაპარაკობენ? იმაზე უფრო დავიჯერებ ვიდრე შენ . შემოდი კაცო ერთი რას უსმენ ამ უსაქმურ დედაკაცებს .
-მაგრამ ტყუილია თინა დეიდა. _უხალისოდ მიყვა სახლში შეტრიალებულ ქალს.
-სიმართლეც რომ იყოს რა? ლამაზი გოგო ხარ , ის კიდევ ლალაზი ბიჭი . ცუდია ორ
ადამიანს ერთმანეთი თუ უყვართ? _ სამზარეულოში გაუძღვა და ჩვეული სახით გააგრძელა ფუსფუსი.
-მაგრამ სიმართლე არაა , არ ვუყვარვარ .
-ოჰ ნუცა , ვინ ჩივის სიყვარულულს შვილო, უკვე აღარ ვიცი რომელია კარგი . აგერ, ისევ მოუვარდა ხათოს და ისევ ძლივს გავაგდებინე ხელიდან. აღარცერთი ადგილი არ დარჩა დაულურჯებელი. რათ გინდა ეგეთი
სიყვარული ადამიანს ხან მგონია ფული უკეთესია. ფული მაინც რომ ჰქონდეს იმ დეგენერატს ბავშვები შიმშილით ხომ არ დაიხოცებოდნენ . ცოტა საჭმელები გავამზადე . _ყუთებისკენ ანიშნა თვალით.-ამას მოვრჩები და გავუტანოთ. უთხარი რამე შენც .
-იქნება უჩივლოს ან რამე ქნას ._გულწრფელად შეწუხდა ნუცა.
-ვისთან უნდა უჩივლოს შვილო იმის მამამისთან ? ისაა პოლიციის უფროსი. -გაუსაძლისია ამდენი გაჭირვების ყურება უკვე . გული ვეღრა უძლებს, რომ შემეძლოს ყველას შველა მარა ვაი რომ არაფერი შეგვიძლია.
-რა დეგენერატია . ბავშვებიც სახლში იყვნენ?
-არა ბიჭო მოერიდებოდა. სანამ არ მოკლავს არ მოისვენებს ეგ საზიზღარი.
*******
რომ შეეძლოს სამყაროს შეცვლიდა. ადამიანებს ზღაპრის გმირებს დაამსგავსებდა და ყველას ბედნიერ ცხოვრებას დაანათლებდა. აღარ იქნებოდა სადღაც ქალი რომელიც საკუთარ სილურჯეს მაკიაჟით დაფარავდა. აღარც უსახლკაროდ დარჩენილი ბავშვები იქნებოდნენ და არც 2 მამისგან ტრამვირებული აკანკალებული მცირეწლივანი , მაგრამ არაფერი არ შეუძლია . ერთადერთი რასაც ცხოვრებაში მიაღწია , ირაკლის საყვარლლის სტატუსია და ისიც არაა , მართალი. მართალი რომ იყოს იქნებ უფრო
ნაკლებად სწყენოდა , იტყოდა რომ
დაიმსახურა . უცხო ხალხიც კი უცინის ქუჩაში. უცნაურად აუარა გვერდი ბაზარს სადაც არავის იცნობდა თითქოს მაგრამ ეგონა რომ ყველა მიაჩერდა , თითქოს მხოლოდ ის იყო მათი საუბრის თემა .

-გამარჯობათ. _უხერხულად გაუღიმა მისაღებში შეკრებილ ხალხს და ხელისგულები მუშტებად შეკრა. ეს ხალხიც ისე უყურებს თითქოს ქანდაკება იყოს. ისე ათვალიერებენ თითქოს ფასი კიდია ყელზე და ზომავენ ღირს თუ არა ის რაც აწერია. ისეთი შემაწუხებელი სიჩუმე იყო ნუცას გამარჯობის შემდეგ, სუნთქვაც კი ესმოდა სხვების და ბოლოს ხმა მხოლოდ ირაკლის ნაბიჯებმა დაარღვია სიჩუმე. კიბეზე ჩამორბოდა და გოგოს გაფითრებული სახის დანახვაზე მეგობრებს გადახედა. ამდენი უცხო ხალხი უნდა ყოფილიყო მიზეზი ნუცას აბნეულობის.
-ნუცა , მოდი გაგაცნობ . _ხელით ანიშნა მიახლოვებოდა. უკვე მისულს გვერდით ამოუდგა და სათითაოდ წარუდგინა ყველა. ზრდილობიანად ესალმებოდნენ , თბილადაც კი გაუღიმეს და ცოტახნისწინანდელი წამიერი
დაძაბულობა წარსულს გაჰყვებოდა , ეზში შემოსული მანქანების მუხრუჭის ხმას სახლამდე რომ არ შემოეღწია. ლაშამ ჭიქა დადო და ფეხზე წამოდგა . -სავარაუდოდ დაჩია და მე სამზარეულოში გავედი . არ მინდა აქ ვიყო როცა ეტყვით რომ ლინაც მოვა .
-ნუ გიყვართ ჰორორების შექმნა რა . _ნოდო წამოდგა ფეხზე და პირველი დაიძრა კარისკენ. - უგონოდაა შეყვარებული საკუთარ ცოლზე და ბევრიც რომ ატრაკოს ყველამ იცის.
-სად შეუძლია სიყვარული მაგ არანორმალურს . _თითქმის სამზარეულოდან გამოყო თავი ლაშამ. -აბა გავინძერით , ხალხო გავინძერით . ცხელი კერძები ჯერ . _ენერგიულად ყვიროდა და შიგადაშიგ ბოლოხმაზე ღიღინებდა.
კარში შემოსულმა შავგვრემანმა მამაკაცმა , ხელთათმანები მოიხსნა და ისე დაჰკრა ზურგზე ირაკლის ხელი , გიორგი შეიჭმუხნა . -მწარე უნდა იყოს.
-შენი არქიტექტორის ნომერი მინდა . _სახლს თვალი მოავლო და მერე კმაყოფილ მეგობარს გახედა .-ერთი ესეთი სახლი სადღაც ტრა** ში და მიუვალი გზებით მეც მჭირდება . ეს შეშლილი რომ გამოვკეტო. უკან მოყოლილ ქალს გახედა . შავ ლაბადაში ლამაზად იყო გამოკვართული , დიდი შავი ნაწნავისგან სქელი კუდი ჰქონდა შეკრული და თითქმის წელამდე სწვდებოდა. ლამაზ შავ თვალებს გაბრაზებული აკვესებდა და ვარდისფერ ტუჩს სიბრაზისგან გამეტებით აჭერდა ზედა ტუჩს . ქუსლების კაკუნით აუარა გვერდი მამაკაცს თან ისე რომ მხარიც კი გაჰკრა და ირაკლის აკოცა . ისევ უხმოდ ჩამოუარა ყველას და მხოლოდ ლიკუნას მოეხვია გემრიელად , ბოლოს ნუცას აავლო თვალი . მასაც გაუღიმა და ლაბადის ღილების შეხსნას რომ მორჩა მოხერხებულად გაიძრო და ლამაზი ტანის ფორმების დამალვა არც უფიქრია ისეთი კაბა ეცვა . მხოლოდ მუხლამდე ჩექმა შეისწორა ზემოთ აქაჩა და დოინჯშემოყრილმა გადახედა დადუმებულ საზოგადოებას.
-პირველად მხედავთ?
- კატის ჩექმებით? კი პირველად გხედავენ . _ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა დაჩიმ მწვანე თვალეები აატარა სასურველ სხეულს .
-ერთად რატომ მოხვედით? _ სამზარეულოდან გამოსულმა ლაშამ ლინას ხელი თმის ნაწნავს ჩამოატარა. -ღმერთო ლინა მარტო შენი თმა ღირს არ ვიცი რად მაგრამ ძალიან ძვირფასად. -ერთად რანაირად ? _უხერხულად ჩაახველა
და სწრაფად შეუშვა ხელი , დაჩის დანახვისას ლაშამ . -
-ერთად არ მოვსულვართ გარეთ შევხვდით.
-სახლიდანაც ერთად გამოვედით.
-რანაირად მოხვედით ერთად და ცალკე ვერ გავიგე. _სიცილი აუტყდა ლიკუნას
- ცოლის ოჯახს ვესტუმრე .
-აჰჰ , წეღან რომ ვთქვი ვიღაცასთქო , ვიღაცა არაა სიმამრისთვის დაუთმია ბოლო დღე. _ გადაჭრით თქვა ლაშამ.
- ასი მანქანით რატომ ხართ მოსულები . დედაბუნებაზე მაინც რატომ არ დარდობთ.ამხელა პარკინგიც არ გვაქვს აქ. _ბუზღუნით შემოვიდა გიორგი.
-დაიკიდე ლინას ხალხი მაინც მიდის. _დემოსნტრაციულად დაჯდა ზუსტად ლინას წინ და ფეხი გადაიდო . -მე წაგიყვან არ ინერვიულო მაინც მამიკოსთან ვრჩებით ორივე .
-ხო და მე დიდხანს ვერ დავრჩები მეგობრებო. _ყურადღება არ მიაქცია დაჩის რეპლიკას ქალმა. - მამასაც სტუმრები ყავს .
- მამიკოს სიყვარული . _უფრო თავისთვის ჩილაპარაკა დაჩიმ ვიდრე ხმამაღლა .
-თქვენი აზრით ამათ შვილი რომ ჰყავდეთ როგორი ხასიათი ექნება ?
-იმიტომაც არ გვეყოლება შვილი , საერთო თორე დარწმუნებული ვარ ყავს და მალავს .
-დასამალი შვილი არ მყავს ლინა და იმხელა წონაც არ გაქვს რამეს ვმალავდე შენს გამო .
-და ვინ გითხრა რომ ჩემს გამო მალავ?
- ლინა ხომ შევთანხმდით რომ ერთ დღეს გავატარებდით მშვიდად .
- შენთან ერთი დღის გატარებაც არ შეიძლება მშვიდად .
-ალქაჯი რომ არ იყო შევძლებდით.
-ხო და არჩევანი დიდი გაქვს . შეგიძლია წახვიდე .
-მე ჩემს მეგობართან ვარ.
-მეც ჩემს მეგობართან ვარ . _ამაყად აწია თავი .
- მოთმინებას ვკარგავ.
-ააჰ რომელ მოთმინებას დაჩი ? მოთმენა რომ შეგეძლოს დარჩებოდი შენს კლუბში და გერთობოდი რომელიმე წითურთან. იცით ამჯერად წითურების ფეტიში აქვს . _ხმამაღლა დაანონსა .
- ხო როცა შავგვრემანი გბეზრდება გემოვნებაც იცვლება .
-იცი რა ენაში უნდა ჩამერტყა დანა ._ნიშნის მოგებით გადახედა ჯერ კიდევ კარგად შესამჩნევ ნაკერისგან დარჩენილ შრამზე . .
-იცი რა ციხეში უნდა გამეშვი.
- იცი რა ? ვერ გიტან ._ენა გამოუყო მწვანე თვალებს .
-იცი რა ლინა ? პაწაწინა ბავშვი ხარ. _ხმა გაუთბა დაჩის გაბუტული სახის დანახვისას.
-დამშვიდდით ?თუ კიდე იქნება გაგრძელება . ტუალეტში მინდა წასვლა , მარა არ მინდა რამე გამოვტოვო . _ფეხზე წამოდგა გოგა.
რაც უფრო ახლოვდებოდა საღამო მით უფრო მეტად ემატებოდა ნერვიულობა, ირაკლის . მეგობრების ხმაურს უსმენდა და იტანდა მიჩვეულიც კია , მაგრამ ცოტახანში ოჯახიც დაემატებოდა და მხოლოდ ნუცას კი არ გრძნობდა როგორ დაიკარგა მის შემოკრებილ საზოგადოებაში საკუთარ თავსაც ვეღარ გრძნობდა მათ ნაწილად. ხედავდა როგორ უღიმოდა ხანდახან აქაიქ წამოსროლილ ხუმრობებს ლამაზი ატმისფერი ტუჩებით , თუმცა უფრო და უფრო მიიწევდა სამზარეულოსკენ ალბათ იმიტომ რომ იქ უფრო ეგონა გამოდგებოდა . ბოლოს უხმოდ წამოდგა და გავიდა. არაფერი არ აქვს ირაკლის მეგობრებთან საერთო. მხოლოდ ლიკუნა ეგულებოდა და მანაც ლინას შეაფარა თავი. სპეციალრად არავის მოუკლია მისთვის ყურადღება , პირიქით , ისე მოწიწებით ეპყრობოდნენ , ის უფრო აწუხებდა . კიკი წამში აირია მეგობრებში და არც გახსენებია სხვა არაფერი. უადგილოდ დაეხეტებოდა სამზარეულოშიც , როლებში შესული ლაშა მთელი გონებით იყო გადასული პროფესიაში. ცოტახანს სცადა გაჩერებულიყო მაგრამ მოსამსახურე პერსონალით გაჭედილ სამზარეულოში და ფუსფუსში თავი უფრო ზედმეტად იგრძნო. აქამდე უკვე ნაცნობი გრძნობა არ ტოვებდა. არც კი სტკენია, მისი ადგილი რომ არაა იქ ეს უკვე დიდიხანია იცის . დიდიხანია იცის რომ აქ კი არა არსად არაა მისი ადგილი . და ისევ გაიმეორა , ისევ ის ქნა რაც ასე კარგად იცის , გაიქცა . ფეხაკრებით გაუყვა კოლიდორს და თავი გარეთ რომ დაიგულა , ღრმად ჩაისუნთქა ცივი ჰაერი. ეზოშიც კი უამრავი უცხო კაცი ირეოდა. არც სახლში და არც გარეთ არავინ არ იყო მისი . პირველი ახალი წელია ალბათ რომელსაც სულ მარტო შეხვდება . არც ისეთი ცუდი უნდა იყოს , პატარა სამზარეულოს მაგიდაზე , ხილი შემოალაგა. რამოდენიმე სახის ტკბილეული იმ შემთხვევისთვის თუ ვინმე გადაწყვეტტდა მოსვენებას . ღვინის პატარა ბოკალი მკერდზე მიიყუდა და მაცივრიდან გამოღებულ შამპანიურის ბოთლთან ერთად ოთახისკენ გაუყვა გზას. რამოდენიმე საათში ახალი წელი დადგებოდა , ახალი რაღაც ახალის მომასწავლებელი უნდა ყოფილიყო, მისთვის კი უკვე წლებია არაფერი იცვლება . ისევ თვითონ , თავის თავი და პატარა დათუნია . კარადის კარზე ჩამოკიდებულ ლამაზ ოქროსფერ კაბას სინანულით გახედა და გაუღიმა . -იცი რა არ მოიწყინო. ჩაუცმელი არ დარჩები . მაყურებლებიც კი გვეყოლება . სწრაფად გადაიცვა თხელ სხეულზე და სარკის წინ დატრიალდა , ნახე ერთი გოგო უკვე გიყურებს. დათუნიაც . შოკოლადებიც გვაქვს . უჯრებიდან და ჩანთიდან შოკოლადები ამოალაგა და პარფიუმერის მაგიდაზე დაალაგა . პატარა დათუნიაც იქვე შემოსვა და ერთი შამპანიურის ფუჟერი დაუდო წინ . -ისე როგორც ბავშვობაში , ჩაის საღამოებს რომ ვაწყობდით. ისვ მე და შენ . ნახევრად შეუვსო და საკუთარი ბოლომდე სავსე ბოკალი მიუჯახუნა. ცოტახანში ,დათვიდან მზერა სარკისკენ გაექცა და ღიმილო სახეზე შეაშრა. საკუთარ სახეს თვალი გაუსწორა და პირველად შეაშინა საკუთარმა თვალებმა. მარტოსულობა პირველად ამოიკითხა . შეეშინდა კი და ისე შეეშინდა სარკეს მოშორდა და უკან დაიხია . მას ხალხი ჰყავდა მარტო არასდროს ყოფილა. უამრავი ადამიანი ეხვია გარს და სიმარტოვის არასდროს შეშინებია. პირველად წლების შემდეგ ,მამის გარდაცვალების შემდეგ , იმ დღის შემდეგ როცა ბავშვთასახლში მიიყვანეს , პირველად იგრძნო მაარტობაა. მიხვდა კი არა? მთელი სხეულით გრძნობდა . ხელები გაყინულ მკლავებზე აისვა და სარკის მხედველობიდან გავიდა. უკვე საკუთარი ანარეკლმაც კი მიატოვა. გაჭირვებით ჩამოჯდა იატაკზე , გათბობას ზურგით მიეყრდნო და თვალი მოავლო პატარა ოთახს , რომელიც მისი აზრით სულ არ იყო პატარა. დიდი კარადა ეტეოტა რომელიც ნახევარზეც არ იყო სავსე ,პარფიუმერიის მაგიდაც კი ჰქონდა და კომფორტული საწოლი . ჯერ კიდევ კრასკის და ავეჯის ახალი ხის სუნი ერთმანეთში იყო შერეული და ლამაზი ნაცრისფერი ხალიჩა ასე სულგრძელად რომ ასრულებდა სკამის ფუნქციას ლამაზად ერწყმოდა ნაცრისფერ ხის ავეჯს და თეთრ კედლებს . ასეთი ლამაზი და ახალი ოთახი არასდროს ჰქონია. კარიც კი იდიალურად იყო ზომებში გამოჭრილი და ლამაზი ოქროსფერი სახელური მთავარი მშვენება იყო, ამ ოთახში ყბელაფერი მოწონდა ჭერში ჩატანილი ნათურების გარდა, რომელიც ისე ანათებდა თვალებს სტკენდა და ამიტომაც მთავარი განათების ფუნქციას საწოლის გვერდით მდგარი სანათ ასრულებდა. მალე გათბობის რადიატირმა კანი აუწვა და იძულებული იყო ბალიში მიეყუდებინა . გვერდით მოიმარაგა შოკოლადი და შამპანიურის ბოთლიც არ დადგა ძალიან შორს და არც ისე ახლოს რომ არ გამთბარიყო. ფუმფულა ოთახის ფეხსაცმელს პლანშეტი მიაყუდა და პირველივე ფილმი რაც იპოვა საახალწლო პოსტერით ჩართო . კარგად ვერ იგებდა ფილმის შინნარს , ხანდახან ფიქრებს მიყავდათ მერე ისევ მოყავდათ და არც გარეთ გამეფებული მუსიკის ხმა ეხმარებოდა . მიხვდა სავსე უნდა ყოფილიყო ირაკლის სახლი , პირველად ესმოდა ამ ტბასთან ასეთი ხმაური. ნეტავ როგორია როცა დიდი ოჯახი გაქვს? გარეთ სავსეა ყველაფერი . წინ მჯდარ დათუნიას გაუღიმა . მე და შენ ყველაზე მშვიდი ახალი წელი გვაქვს ნახე რა კარგია . ისე მეც რომ პატარა დათუნიად გადავიქცე რა კარგი იქნებოდა ? წარმოიდგინე რა კარგი წყვილი ვიქნებოდით ყველაზე კარგად ერთმანეთს ვიცნობთ. _სიცილი აუტყდა საკუთარ თავზე . ვინმემ რომ დაინახოს ალბათ პირდაპირ ფსიქიტრიულში უკრავენ თავს . -მაგრამ რა ვქნა , როცა არავინ არ გყავს საკუთარ თავთან ლაპარაკი დანაშაული არაა.
-კარი ისევ არ ჩაგიკეტავს . _მომღიმარი კარის ჩარჩოს მიეყუდა.
-აქ რას აკეთებ. _ოდნავ შეირხა და ფილმი გამორთო .
-ლილი ტვინს ჭამს და იქამდე ცდის ჩემს ნერვებს სანამ არ დაგინახავს. მერეც გააგრძელებს , მაგრამ იმედია იმ
დოზით არა რომ წვეულება 23სათზე დავასრულო. _მძიმედ დაიძრა და ნუცას მოწყობილ პატარა ბუნაგს ღიმილით გადახედა. დათუნიას ფეხი მიჰკრა , ჩაიმუხლა და მის წინ მდგარ ჭიქას ხელი წამოავლო . ტუჩები მიადო ნახევრად გამთბარ სითხეს , გასინჯვამდე ცხვირი მოატარა. მერე ბოთლს გადახედა .-გემრიელია . ჯანდაბას ზედმეტად გემრიელიც კი. გაჭირვებით ჩამოჯდა და კარადას მიეყრდნო ზურგით. ხელში შერჩენილი საქაღალდე ფეხებზე დაუდო . -რატომ გამომეპარე?
-არ გამივპრულვარ.უბრალოდ არავის ვიცნობ . ისენი თქვენი მეგიბრები არიან და სტუმრები .
-შენ ? შენ ვინ ხარ ნუცა შენი აზრით?
-მე შენი თანამშრომელი იმ დანარჩენი ხალხის მსგავსად რომელიც გარეთ იცდის. ან ნანასი რომელიც თავის ოჯახთანაა. იმ განსხვავებით რომ მე წასასვლელი არ მაქვს.
-ჩემს ოჯახს ჩემზე მეტად შენ უყვარხარ იცი ? _ხმაში ირონია შეეპარა.
-მაგრამ ის შენი ოჯახია. _თვალი არ მოუშორებია , მუხლებზე დადებული საქაღალდისთვის . -ეს რა არის ?
-საჩუქარი. _გაოცებულ თვალებს ცალყბად ჩაღიმება დაახვედრა და ანიშნა გადაშალეო.
-მე არ მაქვს საჩუქარი. ლიკუნამ თქვა რომ არ ჩუქნით საჩუქრებს .
-ხო , მართალია მაგრამ შენ ხომ ოჯახი და არც მეგობარი ხარ. თავად თქვი .
-მითუმეტეს . _ეჭვნარევი მზერა შეავლო მამაკაცს . -ვიცი ისევ რაღაც მოიფიქრე რომ..
-რომ რა ნუცა ? გგონია შენს გარდა სხვა ვერაფერზე ვფიქრობ? _სცადა დამაჯერებლად უარმყოფელი ხმა ჰქონდა . –არ ვიცი რა არის მაგრამ ვერ ავიღებ. _თხელი საქაღალდე ამჯერად ირაკლისკენ გააჩოჩა .
-რამე მაჩუქე. _გაუღიმა ირაკლიმ. -მიდინდარწმუნებული ვარ რამე მოგეპოვება ამდენ სიბრჭყვიალეში ისეთი რაც არ გჭირდება და მაჩუქე . _ნუცას გაკვირვებულ თვალებს თვალს ვერ აშორებდა და სასმლისგან გამომშრალ ტუჩებს ენით ისველებდა. -შენ ჩემს საჩუქარს აიღებ , მე შენსას .
-მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩემი საჩუქარი შენის ნახევარიც არ ეღირება .
-ფასი არ მაინტერესებს .ყველა ძვირფასი საჩუქარი რომელსაც მჩუქნიან გიორგისთან და მის ბიჭებთან ასრულებს . საჩუქრები ფერადი ადამიანებისსთვისაა , ვისაც გულწრფელად უხარიათ. ისე როგორც მაგალითად შენ . _პატარა ყლუპი მოსვა და ხელი წაავლო . -ადექი იპოვე რამე და თუ ჩათვლი რომ ჩემი საჩუქარი არ გჭირდება არ დაგაძალებ .
თავიდან გაუბედავად წამოდგა ფეხზე და ეჭვნარევი მზერით დახედა კიდევ ერთხელ კაცს , რომელსაც არაფერი შეუმჩნევია .ქვემოდან აავლო თვალი . შიშველი ფეხებიდან კაბაში კარგად გამოყვანილ თეძოებს მიაშტერდა ცოტახანს . საღერღელი აეშალა და ყელამდე შეკრული პერანგის ღილები ჩაიხსნა რომ ესუნთქა. პატარა უჯრებისკენ გადახრილი ნუცას კაბა გაჭირვებით , ფარავდა საჯდომს და რომ მიხვდა თავს ვერაფერს უხერხებდა გამშრალ ყელს მთელი ბოკალი მიაშველა . გვერდით გაიხედა და თვალები დახუჭა. საკუთარ სუნთქვას ყური მიუგდო. მართალია , მის გარდა ვერაფერზე ფიქრობდა .
-აი _მის წინ ჩაიმუხლა და ხელის გული გაუწოდა. გაჭირვებით ეტეოდა პატარა ხელის გულზე ტყავისგან დაწნული სამაჯური . -სისულელეა. _გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა თავისთვის და ხელის გაწევა დააპირა , მაჯაჭი ჩაავლო ძლიერო ხელი და გამოართვა. ცოტახანს ხელში ათვალიერა სამაჯური , სათუთად და თანაბრად დაწნულ ორნამენტს თითი გადაუსვა და გაუღიმა ,
-ლამაზია .
-მე გავაკეთე . როცა მამას სკოლიდან მოვყავდი და სახელოსნოში მუშაობდა ,ხელი რომ არ შემეშალა პატარ ტყავის თოკებს მაძლევდა.
-ეს ძალიან ძვირფასია ნუცა . ვერ ავიღებ.
-მაშინ ვერც მე ავიღებ შენს საჩუქარს რომელიც ზუსტად ვიცი რომ ძვირფასია. იმაზე მეტად ძვირი ვიდრე ტყავის თოკები, რომელსაც ვიყიდი და ისევ გავაკეთებ. მაგრამ თუ უნდა გაადაგდო ან ვინმეს მისცე , უკან დამიბრუნე . _თვალები დააკვესა გოგომ.
-ნაჩუქარს უკან მართმევ ? რა სიბოროტეა. _ცხვირზე მიჰკრა თითი და წამში შეიბა მაჯაზე.- შენი ჯერია . _საქაღალდისკენ ანიშნა და ჯიბიდან ლამაზი შავი კალამი
ამოაძვრინა . ყდაზე დადო და ნუცასკენ მიაცურა. კარგახანს უყურა თვალდაუხამხამებლად როგორ ცვლიდა ემოციები ადგილს ნუცას სახეზე და ისე გულაქარებული ელოდებოდა მის გამოხედვას , სწორედ მაშინ ვერ შეძლო
თვალის გასწორება და ოდნავ გვერდით გაიხედა.
-ირაკლი.
-ჰო.
-ამას ვერ ავიღებ. შეგიძლია ჩემი სამაჯური დაიტოვო , მაგრამ ეს ძალიან ბევრია.
- რატომაა ბევრი , ვინ შეიძლება შენზე უკეთესი ვიპოვო პასუხისმგებელ პირად? ყველაზე მეტი შენ იბრძოლე ნუცა მაგ მიწისთვის და შენობისთვის.
-პასუხისმგებელი პირი ? ირაკლი აქ წერია ნაჩუქრობის ხელშეკრულება.
-მერე რა . მთვარია შენი იქნება. ვერავინ ვეღარ წაგართმევს და სახლს აიშენებს მის ადგილზე. შენს გარეშე ერთი თეთრიც კი არ დაიხარჯება, რომელსაც ბავშვთასახლისთვის გამოვყოფთ. ვერავინ შეძლებს სახლი წაართვას ვეღარცერთ ბავშვს. შენთვის თუ არა მათთვის გააკეთე. დამეხმარე რომ ჩემი ბინძური სინდისი დავიმშვიდო და ეგო დავიკმაყოფილო , კიდევ ერთხელ შენს ხარჯზე.
-მაგრამ ეს ძალიან ბევრია .ასეთ საჩუქარს ვერ ავიღებ. ისედაც ყველა ჭორაობს ირაკლი. შენ წარმოდგენაც არ გაქვს რა ჯოჯოხეთს გამატარებენ._მთელი
დღის ტკივილი ერთ წინადადებაში ჩაატია.
-რას ჭორაობენ ? რომ ჩემთან ცხოვრობ?ხომ სიმართლეა? ამბობენ რომ ჩემი ქალი ხარ? სიამოვნებით , მაგრამ ვერაფრით დაგითანხმე. საკმარისია კიკისთან ერთად გამოვჩნდე ღიად და ნახავ როგორ მალე
დაიკიდებენ მაგ ჭორს . კიდევ რა გადარდებს ნუცა ? რომ სხვა არავინ შემოგხედავს , ჯანდაბას მაწყობს და მინდა კიდეც ეგრე იყოს. თუ ჩემი არ ხარ ვერ წარმოგიდგენ სხვის ხელებში. _გატეხილი ღიმილით აუსვა მოშიშვლებულ მკლავზე ხელი .
-ირაკლი არ გინდა .
-არ მინდა ? შენ არ იცი რა მინდა ნუცა . _გაეღიმა ირაკლის.-მე სამყარო მინდა და მერე ამ სამყაროს დაუფიქრებლად გავცვლიდი შენში . _ვნება დაუკითხავად მიეპარა მის ხმას და თვალი არ მოუშორებია პატარა სუსხებისგან დაფარული კანისთვის.-თავს ვერ დაგანაბებ . წლებიც რომ გავიდეს სამუდამოდ დარჩები ჩემს მეხსიერებაში . გოგო რომელიც ვერ მივიღე თუ არ. ჯერ არ ვიცი .
-როგორ ვერ მიმიღე , მთელი ქალაქი ფიქრობს რომ შენი ვარ . _სიმწრისგან ჩაეცინა ნუცას.
-და რატომ არ გინდა რომ სიმართლე იყოს ? ასე ხომ ნაკლებად გეტკინება ნასროლი ტალახი და მეც ხომ მომიშორებ თავიდან? ისედაც ხომ ლაპარაკობენ რა შეიცვლება შენს სხეულსაც რომ მისცე თავისუფლება ?
-ასეთი არ ვარ .
-როგორი ნუცა ? დანაშაული არაა , ის რომ ასე მოგწონს როცა გეხები . დანაშაული ისაა ამდენი ლაპარაკი რომ მიწევს იმისთვის რაც შენც გინდა.
-არა . _ჯიუტად გააქნია თავი
-არა? შენს თავს მოუსმინე . _მოხრილი თითი მკერდის ღარს ჩააყოლა სადამდეც კაბამ მიუშვა .
-თავბრუს მახვევ ._ამოილუღლუღა ნუცამ და ოდნავ შეირხა.
-რა გინდა ნუცა ? ყველაფერი შემიძლია მოგცე . ისე ვარ შენით შეპყრობილი მთელს ქონებად რომ დამიჯდე უკვე პრინციპის საკითხია._გაეცინა ირაკლის.-ვერ შეგპირდები რომ იდიალური მეწყვილე ვიქნები მაგრამ გპირდები რომ საყვარელი ნამდვილად იდიალური ვარ.
-ისევ ჩემს ყიდვას ცდილობ. _ირაკლის შეხებისგან გამოწვწული ტრანსიდან გამოერკვა და თვალებში შეხედა. -აი ასე ,თავხედურად . _სიცილი ვეღარ შეიკავა ნუცამ . -თან ისე რომ იმის მაგივრად თავი შეურაწყოფილად ვიგრძნო, ნორმალური მგონია და მეცინება კიდეც იმიტომ რომ მარტო შენ შეგიძლია იყო ზრდილობიანი თავხედიური , გარყვნილი და ძალიან მდიდარი.
-კომპლიმენტად მივიღებ , მაგრამ არ ვხუმრობ . შემიძლია ყველაფერი მოგცე , აღარასდროს იქნები ვინმეს თანამშრომელი ნუცა. შემიძლია იმდენი სახლი გიყიდო , რომ..
-სახლი ისაა , სადაც საყვარელი დამიანები გელოდებიან . სევდა გაერია ხმაში და ღიმილში. -მე არავინ არ მყავს ირაკლი , ამიტომ მჭირდება ვინმე სამუდამოდ , ვინმე ვინც ჩემი ოჯახი იქნება გესმის?
-მესმის ,მაგრამ სანამ იპოვი ხომ შეგიძლია ცხოვრება მოიწყო ?
-შენს ხარჯზე?
-არ მაწუხებს . იმ ერთის ძებნაში ფუჭად რომ არ გალიო დრო ხომ შეიძლება? ასე ოროვე კმაყოფილები ვიქნებით. დაფიქრდი ნუცა .
-გულს მატკენ ირაკლი. _ უმისამართოდ გაიხედა რომ მზერაა ააერიდებინა .
-არ შემიყვარო . ადვილია . შეხედე კიკის .
-კიკი ძლიერია .
-კიკი რეალისტია . შენგან გამსხვავებით არარეალურ რაღაცას არ ეძებს. ცხოვრებას დაეწია და გამჭვირვალე სათვალით უყურებს .
-მას ეიმედები .
-ნუ მაგიჟებ ნუცა. კიკის თუ მე ვეიმედები შეგიძლია წარმოიდგინო შენთვის რას ვიზამ?
-ნეტავ შენ თუ გჯერა შენი სიტყვების? _გულიანად გაიცინა ნუცამ . ისევ გათბობისკენ მიჩოჩდა და საკუთარ ბოკალა
წაწვდა . -არც კი მიცნობ, საკმარისია დაგთანხმდე , რომ მეორე დილას მიმატოვებ . მხოლოდ იმიტომ რომ მე კიკი არ ვარ და არ შემიძლი მოვითმინო შენი უაზრო წესები და ფურცელზე დაწერილი კანონები .
-გამუდმებით რატომ ადარებ თავს კიკის? იმიტომ რომ დიდხანს შემოვრჩი ?
-იმიტომ რომ კიკიმ დაგიმუღამა._ღიმილმა
გადაურბინა ისევ ტუჩებზე ნუცას .
-მაგრამ შენ კიკი არ ხარ შენ რაღაც ახალი ხარ. ვინ იცის რას გვიმზადებს ცხოვრება?
-შენთან ერთად ?კარგს არაფერს. _სიცილი წასკდა ისევ. -მაპატიე , სპეციალურად არ ვაკეთებ სასმლის ბრალია. _პირზე აიფარა ხელი.-შენთან ერთად ირაკლი
კარგი რა უნდა დამემართოს ერთი წყეული თვეა გიცნობ და ამ
ერთ თვეში , სამსახური , შეყვარებული და რეპუტაცია ისე დამაკარგვინე ვერაფერი გავიგე.
-ჩემი თავის დასაცავად გეტყვი რომ , შენი შეყვარებული მაგრად მკი**ა . რა შუაში ვარ მაგ ამბავთან არ ვიცი, მაგრამ მაინც რამეს ვიზამდი რომ დაშორებულიყავით. მეორე .._ორი თითი აწია ჰაერში .-სამსახური დაგაკარგვინე კი , მაგრამ ლილისგან გაგანთვაისუფლე და უკეთესი უფროსი გყავს და მესამე.. _სამი თითი გაშალა ჰაერში ირაკლიმ , კარგახანს ეძება რა უნდა ეპასუხა.-ასე ძალიან გადარდებს ადამიანების აზრი ნუცა ?
-ადამიანები მადარდებს ირაკლი , ადამიანები , რომელთა სიყვარულიც მასულდგმულებდა იცი ?
-ანუ მთელს ქალაქთან მომიწევს ბრძოლა , რომ შენ მიგიღო?
-ვღირვარ მაგდენი ?_ თვალები მოჭუტა ნუცამ .
-არ ვიცი , არც კი გამისინჯიხარ , რანაირად გითხრა? უნდა დავფიქრდე
-ვიხუმრე .
- მეც ვიხუმრე , იმაზე ბევერად მეტი ღირხრარ ვიდრე შენ გგონია , მაგრამ მაინც უნდა დავფიქრდე რა შემიძლია შენი რეპუტააცისთვის . მანამდე კი სანამ უკვე გარყვნილი ქალი ხარ ,მე როგორც გამოუსწორებელი ეგოისტი ამ დროს ჩემი თავისთვის გამოვიყენებ .
-არა, _თავი გააქნია ნუცამ .-არა , არააა . _ფეხზე წამოხტომა სცადა მაგრამ ისე მსუბუქად წაავლო ხელი და წამში აღმოჩნდა იატაკზე ვერ გაიგო. -ვიყვირებ . _გაურკვეველი ბგერები ამოუშვა პირიდან . -ვიყვირებ. _გაიმეორა იმ იმედით რომ უფრო გარკვევით თქვა . თუმცა დიდად არ მიუქცევია მისი რეპლიკისთვის ყურადღება ირაკლის. კარგად მოიქცია მისი სახე ხელისგულებში და სანამ სანატრელ
ტუჩებამდე მივიდოდა ცხვირზე მიაწება ტუჩები, მერე ოდნავ შეწო ქვედა ტუჩს და კარგად დააკვირდა, სცადა ფრთხილი ყოფილიყო სანამ ბოლომდე დაისაკუთრებდა ცხელ ტუჩებს . აჩქარებული სუნთქვისგან მკერდი მაღლაადაბლა აუდიოდა და თვალებდახუჭული ელოდებოდა , იმაზე ფიქრში ღრმად დაკარგული რომ
რაც არ უნდა ბევრი ეყვირა , მის ხელებში დნებოდა და ისე სიამოვნებდა სიამოვნებისგან გამთბარი სხეული , ვერაფერზე შეეძლო ფიქრი.წამი დასჭირდა ირაკლის რომ გაერკვია ხელს არაფერი უშლიდა , ისე აჰყვებოდა მის ვნებას ნუცა. ერთი ნაბიჯი უკლდა სანამ ყველაფერს დაივიწყებდა და ოცნებას აიხდენდა ,სანამ ასე მარტივად მიიღებდა იმას რაც სურდა . წყურვილს მოიკლავდა და ცხოვრებას გააგრძელებდა. გამარჯვების სიამოვნებისგან საკუთარი გულის ცემამ და სუნთქვის ხმამ გამოარკვია .იცის ახლა თუ თავს ვერ შეიკავებს ნუცა სხვა რეალობაში გაიღვიძებდა ხვალ . მის რეალობაში . იქნებოდა მისი , როცა მოისურვებდა , იქ წაიყვანდა სადაც თავად ენდომებოდა , მხოლოდ იმიტომ რომ ამ სულელ გოგოს შეწინააღმდეგებაბარ შეუძლია მისი ტუჩებისთვის. გამოუცდელია და მისი სხეული ირაკლის მაცდურ თითებს ვერ გაურბის . მერე მათი სხეულები ერთმანეთით დაიღლებიან, აღარც პიროვნებები იქნებიან მიმზიდველები ერთმანეთისთვის ისედაც არაფერი აქვთ საერთო. პირველად ნაკლებ აიამივნებას მიიღებენ , გაუცხოვდებიან , ნელნელა მისგან დაიცავაა დიატანციას , მერე ახალსააურველ ქალს იპოვის , მისთვია იზამს ყველაფერს ან არაფერს , ნუცაა შეხვდა მხოლოდ უკარება. უკარება რომელიც მხოლოდ მასთანაა ასეთი დაუცველი და მაინცდამაინც ის გადაიკიდა. მერე ყველაფერი დამთავრდება და ხალხი ნუცას არ აპატიებს , არ აპატიებს სიკეთეს , სიყვარულს . ისინი არ აპატიებენ საკუთარ თავზე ზრუნავს . მერე ყველა იფიქრებს არაფერად ღირს , რომ ნებისმიერს შეუძლია შეწვდეს არადა მან ხომ იცის რა ნერვების ფასი უღირს მისნაირ კაცსაც კი. მერე მისი არამწვეყნიური გოგო , ზეხმეტად აქაური გახდება, მიხვდება რომ სხვებს უნდა დაემაგავსოს გადასარჩწნად და ის ის არ იქნება ვინც სინამდვილეშია . მთელიცხოვრება იმ ქალის ახეულში იცხოვრებს, რომელიც გამოიყენეს, ნაწილებად დაშალეს . მერე გონს მოვა და გდაწყვიტავს რომ ის ჰქონდეს რაც ასე სჭირდება. პირველივე ადამიანს ვინც თავს მოაჩვენებს ღირსეულად ცოლად გაყვება და ვინ იცის მერე რა იქნება . ეს ქალაქი არავის არაფერს პატიობს და არც ყველაზე უდანაშაულო ნუცა იქნება გამონაკლისი. არ აპატიებენ. ის კი , მას არ აპატიებს და შეძლებს კი მერს საკუთარ თავს აპატიოს , როცა სადმე შემთხვევით გადაეყრებ მისგან ნაწილებდ დაშლილ ნუცას? კი , შეძლებს. მას ხომ არ გააჩნია არაფერი წმინდა. იმსახურებს ნუცა ირაკლის , ან თავად იმსახურებს მას ? არა არ იმსახურებს, მაგრამ რა ჰქვია იმ გრძნობას რასაც ამ გოგოზე ღელვისგან გრძნობს? სინდისის ქეჯნა ?! სწრაფად მოაშორა ხელები სახიდან შიშველ მკლავებზე ნაზად მოუჭირა ხ და გაუღიმა.- მოვიფიქრე , რა შემიძლია შენი რეპუტაციისთვის და იმისთვის , რომ მშვიდად მიგიღო. ცოლად გამომყევი ნუცა .
ნუცას გაფართოვებულ თვალის წერტილებს საკუთარი გაუსწორა და ჩახლეჩილი ხმა აიძულა უფრო მტკიცე და დამაჯერებელი ყოფილიყო . -ხალხისგან გადაგარჩენ ნუცა, ასე ჩემი დამძიმებული სინდისი რომელიც ჯერ კიდევ შემრჩა ერთი გრამი , სამუდამოდ არ გაქრება. ისინი არ იტყვიან რომ ვინმეს ქალი ხარ. საკუთარი ქმრია ქლობა კი ღირსებად ითვლება თან ჩემნაირი კაცის._ირონიამ გადაურბინა სახეზე . -მე კიდევ ისე მინდიხარ არ მინდა შენი მკერდის ფერებისას იმაზე ვფიქრობდე როც ჩემი საძინებლიდან გადიხარ , როგორ გტკივა მის ქვეშ მკერდი. ვიცი რომ შენც გინდა ჩემთან , ვფრძნობ ნუცა და ჩემზე მეტად კიდევ ის გინდა რომ ისევ ისე ამაყად გაიარო შენს ქალაქში. როცა სამდე გადაგაწყდები არ მინდა თვალი აგარიდო .
-ნამდვილად მთვრალი ხარ.
-იმდენს არასდროს ვავამ გონება დავკარგო .
-მაშინ შეიშალე.
-იდიალური ვარიანტი ვიპოვე ნუცა.
-ვისთვის ? _სიბრაზე შეერია ხმაში ნუცას .
-ჩემთვის , შენთვის .
-ჩემთვის რითია ეს ვარიანტი კარგი იმისა რომ შენი საყვარლის სტატუსიდან ცოლისაზე გადამიყვანე ?
-განქორწინებული ქალის სახელი არ გირჩევნია ?
-რას მიდი თქვი . რატომ ყოყმანობ .თქვი მიდი ბოზს ? დარწმუნებული ვარ შენი მოფიქრებულია ფოტოების გამოქვეყნება. მიზანი ამართლებს საშუალებებს არა? რა გეგონა?
-დამშვიდდი .
-რატომ გადაწყვიტე რომ ერთადერთი გამოსავალი ესაა? იქნებ მეც დავკკიდო ხალხის აზრი ? იქნებ მეც გადამიაროს და ცხოვრება გავაგრძელო და საერთოდ არ მინდა შენს სათამაშოდ ყოფნა? გამოსავალი ვისთვის იპოვე ირაკლი ? ვისთვის ? შენთვის რომ თამამად გაერთო ?
- არცერთ ქალთან მიცხოვრია იცი ? _გულდაწყვეტილმა ჩაილაპარაკა თავისთვის კაცმა. -მზად ვარ ამაზეც წავიდე. რა ვქნა მეტი ნუცა , რით გიშველო.
-მიშველო? მასხრად მიგდებ ? ორი წამის წინ მითხარი რომ ცოლად მომიყვან რომ ჩემით დატკბე . ჩემთვის შველა რომ გინდოდეს შენს ხორციელ ვნებებს არ ჩააკვეხებდი წინადადებაში . სანაცვლოდ შენს მეძავობას არ მთხოვდი.
-ეგ არ მითხოვია . ისე ნუ იქცევი თითქოს შენც არ მოგწონდეს ჩემთან ყოფნა , ჯანდაბა ნუცა , რატომ მე , რატომ მიწევ მე ასეთ წინააღმდწგობას . ღმერთო
ჩემო, ქველომოქმედებისთვის დაქორქინება ? _თაავი უკან გადაწია და კარადას მსუბუქდ მიარტყა .
-ირაკლი . შენი არაფერი მინდა . ყვითელი საქაღალდე უკან დაუდო ფეხებზე . -არასდროს არაფერი მიმიღია პატარა საჩუქრების გარდა სხვისგან , 7 წლიდან ვუძლებდი ყველანაირ ეპითეტს . მეძახდნენ , ობოლს , საწყალს , საცოდავა , უპატრონოს, მერე , გავიზარდე და ყველაფერი შეიცვალა . ახლაც ასეა , დრო
გავა და ყველაფერი შეიცვლება. _ფეხზე წამოხტა და მაღლა ასული კაბა ჩამოიწია. კარი გამოაღო და ჩვეული უდარდელი
ღიმილით გახედა.-სტუმრები გელოდებიან.
-მე ? ნუცა ყველა სტუმარი გზაში
შეხვდება ახალ წელს თუ არ წამომყვები და ლილის არ დააშოშმინებ ან თვითონ მოგაკითხავს ეოცა ვეტყვი რომ მისი ნახვა არ გინდა . _იქვე კუთხეში მიწყობილ პატარა ფეხააცმელებს წამოავლო ხელი და შორიდან გადაუყარა . -მეშინია ვინმემ არ გადაგვიღოს მაპატიე.
-იმაზე მეტს მაინც ვერაფერს იტყვიან რაც თქვეს . _ამოიოხრა ნუცამ და გაჭირვებით ჩაყო ფეხი და კოლიდორის კედელს მიეყუდა .
-ანუ ამაზე რამე ახალი კატასტროფა არ გველოდება? _ უკან მიყვა ირაკლი და დაძვრა არ აცადა . ისევ კედელთან მოიმწყვდია და ერთი თავით ზემოდან გადმოხედა . გაწეული თავი ხელით მოატრიალებინა და სანამ კიდევ გაიბრძოლებდა მანამდე დაეწაფა ატმისფერ ტუჩებს. მიხვდა როგორ აეწვა ქვედა ტუჩი და სწრაფად შეეშვა . -მიკბინეე. _ენა გაუსვა , საკუთარ ტუჩებს და მერე თითი გადაისვა . -საბოლოო
ჯამში მგონია რომ ტემპერამენტს არ უნდა უჩიოდე იცი ?
-ვინ იცის . _ თავი მისი ხელის ქვწშ გამოატარა რომლითაც კედელს ეყრდნობოდა ტანის ქნევით გაუყვა კოლიდორს.
-მწარეა.
-საწყალი ჯერ არავის უკბენია შენთვის? _ სახლისკენ გზას ნელა გაუყვნენ. თითქმის ეზოს შუაში იყვნენ მისულები როცა ცაზე ზანტად წრთმანეთის მიყოლებით ჩნდებოდა ფეიერვერკები და ტბის პრიალა
ნაწილზე ფერადად ირეკლებოდა .
-რომელი საათია ? _მთელი ტანით შეტრიალდა ტბისკენ და რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა .
-ახალ წელს გილოცავ ნუცა . _ გვერდით ამოუდგა და წამითაც არ მოუშორებია თვალი გაბეწყინწბული თვალებისთვის ტბასავით ეომ ირეკლავდა ფერად ნაპერწკლებს, ყურებამდე უცინოდა ცას. ზურგს უკან რომ მიწვდა ეზოში გამოსული ხალხის ხმა და შეძახილები. ტაშის კვრით დაიწყო ხტუნვა. ახალი წელია . ახალი წელია , გაუთავებლად იმეორებდა და ცას თვალს არ აშორებდა სანამ ზუსტად მის წინ არ ამოიფრქვა ტბის ნაპირას დალაგებული ფეიერვერკები სა ხმისგან შეშინებული ირაკლის მიეკრო . - მშიშარა.
-რა ლამაზია . _მალე უფროდაუფრო მიუახლოვდა სტუმართა უმრავლესობა და უხერხულობისგან დაძაბული გოგოც ფრთხილად ჩამოშორდა და ზურგი აქცია .
-ეს ხმაური ნერვებს მიშლის . _ხელი აიქნია დაჩიმ და ირაკლის უკმაყოფილომ
გაუქნია თავი .-მე შევდივარ. ცივად აუქცია გვერდი ეზოში შეკრებილებს და იქვე კუთხეში მდგარ ცოლს თვალი აავლო. მომღიმარი
შეჰყურებდა ცას და თხელი მკლავების გათბობას გადაჯვარედინებული ხელებით ცდილობდა. სწრაფად გაიძრო პიჯაკი და მხრებზე მოახურა , ნაჭრის ქვეშ მოყოლილი ნაწნავი , ფრთხილად ამოწია და ხელის გულში მოიქცია . აბრეშუმივით მიელამუნა მის კანს თმის სინაზე. - ცივა ლინა.
-ახალი წელია დაჩი .
-მივხვდი . _ გაეცინა კაცს.
-იცი ? საჩუქარი გამოგიგზავნე , არ მეგონა რომ შევხდებოდით .
-ჩვენი ბოლო ღამის შემდეგ?_ხო . არც მე . _ გაყინულ ლოყაზე ხელი ჩამოუსვა მამაკაცმა . -იქ დამხვდება არ ინერვიულო .
-ჰო .
-იცი , ხანდახან მენატრები ლინა . _თავისკენ შეაბრუნა და წელზე გამოსდო
ორივე ხელი . -არ შემიძლია , სახლში ყოფნა უშენოდ.
-ისევ თავიდან არ გინდა გთხოვ. ამ წელსაც იგივე წრეზე ვერ წავალთ .
-ვიცი . ვიცი. ახალი წელი , ახალი გზა . _შუბლზე დაადო ჯერ ცხვირი და მერე ტუჩები . -წასვლა რომ მოგინდება მითხარი. _ცივად გაუშვა ისევ და სახლს მძიმე ნაბიჯებით გაუყვა. საკუთარ ადგილს დაუბრუნდა სუფრასთან და ირაკლის რომელიც რატომღაც ფეხდაფეხ მიჰყვა და მაგიდის თავში სკამზე მოწყვეტით დაეშვა გუცინა. შამპანიურის ჭიქა შეუვსო და მერე საკუთარს მიხედა. ცოლის ფუჟერსაც გადაწვდა და მაშინ შეამჩნია რომ იგივე ბოკალი ედგა, რაც პირველად გაუწოდა და როგორც ჩანს ვიღაცამ
იზრუნა კიდევ , შამპანიურის გვერდით ღვინით სავსე ბოკალიც იდგა . ნახევრაად სავსე გაზიანი სასმელი და თითქმის ხელუხლები და და გაუსვრელი თეფში . -წარმოგიდგენია რა დონემდე შეიძლება სძულდე საყვარელ ქალს რომ ჭამა-სმის სურვილს უკარგავდე?
-არ სძულხარ. _ მეგობარს გაუღიმა ირაკლიმ და მის ჭიქას მიარტყა თავისი. - შენ რომ იყო მიზეზი დამიჯერე დალევაზე უარს არ იტყოდა , პირიქით .
-მეგობარო, დარწმუნებული ვარ ირაკლის სარდაფში მარტინი მოიპოვება. ახალგაზრდა ბიჭს რომელიც მაგიდიდან ზედმეტ საჭმელს აშორებდა და დესერტის თეფშებს ალაგებდა სწრაფად შეწყვიტა საქმე . ცოტახანში მარტინის ჭიქით და ბოთლით დაბრუნდა და მის თვალწინ ჩამოასხა . -ბოთლი დატოვე , თვითონ მივხედავ. კარგად შეავსო ჭიქა და პირდაპირ ლინას თეფშის შუაგულში დადო.
-როგორ მიხვდი რომ გიყვარდა ? _დაღლილი მზერაა მოავლო ცარიელ მაგიდას , რომ დაჩის ირონიისთვის თავი აერიდებინა .
-ლინას შემთხვევაში ადვილია, როცა მისი მოკვლა აღარ გინდა ესეგი გიყვარს.
-მაინც?
- როცა , გადავწყვიტე რომ
უნდა გამეშვა . როცა ლინას თვალები გამუდმებით სევდიანი იყო, ჩემთან ერთად კი რუტინად იქცა მისი ტირილი და უბრალოდ გავუშვი , დავიღალე მისი უხასიათობის ყურებით .
-მაგრამ არ დაღლილხარ?
-სინამდვილეში ის დაიღალა , დაიტანჯა და მივხვდი რომ მისი ბედნიერება ბევრად მნიშვნელოვანია.
-მაგრამ ახლა მარტო ხარ მის გარეშე, არ მესმის.
-მაგრამ სამაგიეროდ ლინას თვალები
ანათებს . _გაეღიმა დაჩის .-სიყვარულიც ალბათ ეგაა, როცა საკუთარი თავი ყ***ზე გკიდია იმ ერთის ბედნიერების გამო.
-იცი რა დაჩი , სიყვარულია თვითონ ყ*** ბა.
-არა სიყვარული ჩვენი ცხოვრების ციკლია რომელსაც შენი ნებით შენს გულში ატრილებ ქარიშხალივით . ის ბრუნავს და გზად ვის გამოიყოლებს არ იცი. მერე თავის წრეეში მოიქცევს, ადამიანებს ან სულაც ნივთება და მერე ყველფერი
შენზეა, გააჩნია რა უნდა შენს მეს და იმ სიმძლავრით უბერავს. შენ , შენ წყვეტ გზად ვის გდმოაგდებს თავის წრიდან და ვის დაიტოვებს ქარიშხლის ჩადგომამდე .






საღამომშვიდობისა მეგობრებო , პირველ რიგში მადლობა , უამრავი ხართ და მართლა
არ ვიცი რით დავიმსახურე ????????????

ახლა
რაც შეეხება ისტორიას , მინდა რომ ყველაზე კროტიკულები იყოთ , გამსაკუთრებით იმ
ადამიანებისგან მინდა მოსმენა კრიტიკის ვინც ყოველ ჯერზე საოცღ სიტყვება მწერენ და მატკბობენ. მიყვარხართ , დროს თუნდაც ერთ წუთს კარგავთ რომ
რაღაც დაწწროთ და მერე ამდენი სიტკბო მათრობს და მგონია რომ
იმას ვაკეთებ რაც მე მინდა და არ მინდა ისტორია გამექცეს( ჩემებურად გამეწელოს და სერიალს დავამსგავსო)
მადლობა ადამიანებო. მაქსიმალურად ვცდილობ ყველას გიპასუხოთ ან
სწრაფი ვიყო, მაგრამ
ისეთი გრაფიკი მაქვს ( არ ვწუწუნებ , უმოქმედობა უფრო მკლავს) მთლად სწრაფობა ვერ გამომდის და აქვე ბოდიში , ყველა გრამატიკული და ლიტერატულური შეცდომისთვის.



№1 სტუმარი Елка

Ковел дге ам саитс ам историис гулиствис вамоцмеб. Далиан момцонс иракли убралод ар минда ро нуцас гули аткинос иседац дачагра цховребам. Гаихарет мадлоба.

 


№2  offline წევრი Mmarriamkk

ვააა ირაკლი რა აზარტშია ხედააავ? ანუ ცოლადაც კი მოიყვანს ოღონდ ნუცა მისი იყოს.. უკვე ავირიე, ვერ ვხვდები მხოლოდ აზარტის გამოა ესე თუ უყვარდება კიდეც.. მოკლედ ძაალიან კარგი გოგო ხააარ და ერთი სული მაქვს შემდეგი თავი წავიკითხო❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი სტუმარი

ესენი ხომ მომწონს მაგრამ რავქნა რომ ლინა და დაჩი არ მეყო ამ თავში?

 


№4 სტუმარი ნია

უმაგრესი ისტორიაა. გთხოვთ ნუ აგვიანებთ. ჩემი გული ვეღარ უძლებს ლოდინს.

 


№5 სტუმარი Sally

ძალიან მეცოდება ნუცა ((( არავის უსწავლებია მისთვის ნამდვილი ცხოვრება თავისი სირთულეებით, იდეალებში ცხოვრობს და ვერავის იმედგაცრუებას ვერ გაუძლებს მის მიმართ...
ირაკლი უფრო პრაქტიკულია, იცის რაღაცაა მოსაფიქრებელი და აკეთებს კიდეც, მაღიზიანებს ხანდახან ასეთი ჯიუტი ადამიანები მაგრამ მიზნის მიღწევაც და რამის შექმნაც ალბათ მსგავს ადამიანებს უფრო გამოსდით.

მე მგონია სრულიად ლოგიკურად ვითარდება მოვლენები მაგრამ ეს გოგო ქალაქმა და ირაკლის საზოგადოებამ რომ შეჭამოს და ვერ გაუძლოს ზეწოლას , ძალიან გული დამწყდება, ძალიან გასაზრდელი და გასაძლიერებელია ნუცა პიროვნულად ((

რაც შეეხება ლინას და დაჩის... ახალი ისტორიის სუნი მცეემს???

 


№6 სტუმარი ნანო

დილით ,რომ ვნახე ახალი თავი,საოცრად გამიხარდა.მოუთმენლად ველოდები ახალ თავს და რამე საოცარ ამბავს,რომელიც ორ ბოთეს მიახვედრებს,რომ სიყვარულია ღმერთი.

 


№7 სტუმარი ნია

20 დღიანი ინტერვალის კვალობაზე პატარა თავი დაგიწერიათ. ისევ დიდხანს უნდა ველოდოოთ, ალბათ სააღდგომოთ. გთხოვთ ნუ გვაწვალებთ

 


№8  offline წევრი მე♥უცნაურე

იცი,მგონია, რომ ნუცას ვარდისფერი სათვალის მოხსნა ის აუცილებელი დღისწესრიგია, რაც გადარჩენისთვის სჭირდება და ეს გადარჩენა მისთვის, პრაგმატულად მოაზროვნე, "მიზანი ამართლებს საშუალებას" ტიპი - ირაკლია.
თუმცა, როგორ შეიძლება,ვერ ვხედავდეთ და არ ვაფასებთ ირაკლის სიყვარულს ნუცასადმი,რომელსაც თვითონაც ვერ ხვდება რომ სიყვარულია.
ცოლობა და ირაკლი?!
ქვეცნობიერმა ყველაზე წინ იცის, ვისთან, რა და როგორ გვინდა, ამიტომ მომეწონა ცოლობის შეთავაზება. მჯერა,რომ სინამდვილეში არსად წავა ირაკლი და ნუცა სულაც არ იქნება რიგითი ქალი, ან ყოფილი ცოლი,ან ყოფილი საყვარელი ირაკლისი, არამედ ის იქნება, ის ერთადერთი ქალი, რომელიც ზუსტად მთელ მსოფლიოდ უღირს ირაკლის.
ამ ორს ერთმანეთი უსაზღვროდ სჭირდება.
ირაკლის სჭირდება, რომ ვინმემ შეახსენოს სინამდვილეში, სულაც არ არის უგულო ნაბ***, არამედ - მასაც შეუძლია უყვარდეს და ჰქონდეს ოჯახური იდილია, თმობდეს რაღაცას და უქმნიდეს კომფორტს საყვარელ ადამიანს.

 


№9 სტუმარი სტუმარი Wero

ვაიმეეე შენ გამოჩნდი და მე თვალებს ვერ ვუჯერებ. ეს რა ცეცხლი დაატრიალეე..როგორ მინდაა ეს ნუცაც ცოტათი გააიხსნა და შეყვაროს ჩვენი ბიჭიიი. გელოდები სულ
აი სულლლ. იმედია მალე
დადებ ახალთავს!

 


№10 სტუმარი სესილი

ვფიქრობ უფრო სწრაფად რომ განავითარო მოვლენები კარგი იქნება ან თავები გაზარდო რადგან სკმაოდ დიდი პაუზები გაქვს თავიდან თავ შორის და მკითხველის თვალში რომელიც გელოდება ძალიან გაწელილი ჩანს. პაუზები იმდენად დიდია რომ ახალი თავის დადებისას სანამ ნახევრად არ ჩავიკითხავ თითქოს გულგრილად ვარ შემდეგ როდესაც გვითრევ და გვიჯაჭვებ ისტორიაზე სრულდება და გაურკვეველი დროით გვიწევს ლოდინი, რაც ჩემში პირადად გაუცხოებას იწვევს პერსონაჟების მიმართ. მაგრამ როგორც ერთ მთლიანობად ძალიან სწორად და ბუნებრივად ვითარდება მოვლენები.
პერსონაჟებს რაც შეეხება ძალიან მომწონს ირაკლიც და ნუცაც, განსაკუთრებით ამ თავში მაგრამ ნუცას გრძნობების, განცდების გადმოცემის მომენტები ყოველთვის ,,მემშრალება’’ ზედაპირულად მეჩვებება თითქოს აქ ნაწარმოებშიც კი დაჩაგრულია. მეტად მინდა იგრძნობოდეს ირაკლისთვისაც და მკითხველისთვისაც თუ რას განიცდის. აი ლინა და დაჩის გამოჩენამ კი რაღაცნაირად “დაუმორჩილებელის” ვაიბი მოიტანა იმედი მაქვს მათ ისტორიასაც ვიხილავთ. წარმატებები შენ და მალე დაგვიბრუნდი❤️❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი ნინა

ძალიან ნუ გადაწელავთ გთხოოვთ, კარგი იქნება თუ მოქმედებაზე გადახვალთ

 


№12 სტუმარი სტუმარი კეკე

თავიდან დიდი მოლოდინი მქონდა.ახლა ისეთი დიდი ინტერვალებით დებთ და ისეთი გაწელილია სიუჟეტი,თავებიც პატარაა,უმარავი დიალოგებით...ინტერესი დამეკარგა.

 


№13 სტუმარი სტუმარი თეო

კარგი თავი იყო ,მაგრამ ვფიქრობ გაიწელა ,უკვე უნდა დაფიქრდეს ირაკლი სინამდვილეში რა უნდა და ნუცა უნდა დაიკარგოს რომ მიხვდეს რამდენად ძვირფასია მისთვის ❤️❤️❤️ველოდები შემდეგ თავს ,წარმატებები❤️❤️❤️

 


№14  offline წევრი Tatutatu

ირაკლი უბრალოდ სახელს ვერ უძებნის ამ
გრძნობას თორემ აშკარად შეყვარებულიაა!! : )) ცოლობის შეთავაზებაც ამას მეტყველებს, ფიქრობს და ადარდებს ნუცას გრძნობები, ისიც კარგად ჩანს,მიუხედავად იმისა ნუცა ყველას უყვარს…ყველაზე მეტად ირაკლი ზრუნავს და ფიქრობს ნუცაზე! თან თითქოს იცის თავისუფალ ურთიერთობაში ნუცა შეიძლება გაექცეს და ცოლობით გზებსაც მოუჭრის.. )) მთავარია დაადგნენ მაგ გზას და ირაკლის ნამდვილად მოუნდება თბილი კერაც და შვილებიც , ნუცა ისეთი გოგოა ვინც ნამდვილად და გულღიად ეუბნება ყველაფერს და ასე თუ ისე სწორ გზაზე აყენებს კაცსაც , პატარა სინდისივითაა ირაკლისთვის ნუცა..!!! - აი ნუცა ვერც იქეთ ბედავს და ვერც აქეთ… გამოუცდელია , პატარა და თან მარტო! ირაკლიმ
უნდა იმარჯვოს აქაც ვატყობ, ნუცა ფიქრობს ახლოს თუ მიუშვებს მერე ვეღარ შეელევაა, შეუყვარდება, მაგრამ მერე ეშინია ირაკლის რომ აღარ დაჭირდეს, სურვილი რომ გაუქრეს ეგ აფრთხობს… ირაკლი შენ იმედზეაა
ისევ ყველაფერი : დდ p.s რუსა იმდენჯერ შემოვდივარ და ვამოწმებ ხომ არ დადე უკვე ჩვევაში გადამივიდა , შენი ნაწერი რომ მიყვარს ათასჯერ გეტყვი , უნიჭიერესი გოგო ხარ და მიყვარს შენი ყველა ისტორიაა..! მხოლოდ ერთი რჩევა მაქვს, მესმის ყველა და ყველაფერი… ეს ისეთი ცეცხლი ისტორიაა ამხელა შუალედები უბრალოდ თითქოს ანელებს და დინამიურობას უკარგავს, დრო გინელებს ამ ცეცხლს მოლოდინში, იქნებ რაღაცნაირად ირგაანიზება მოახერხო და კვირაში ერთხელ დადო მაინც როგორც ადრე თქვი <3 წარმატებები!!))

 


№15 სტუმარი სტუმარი გვანცა

გთხოვთ დიდხანს ნუ გვალოდინებთ და ამ მუხტს და ცეცხლს ნუ გაანელებთ. გელოდებით.გვიან გვიან რომ დებთ ბევრი რამ გვავიწყდება.

 


№16 სტუმარი სტუმარი მაკა

ძალიან კარგად წერ უდავოდ, ცოტა ნუცა გამოაფხიზლე და ეშველება ირაკლისაც და ჩვენც, უნდა დათანხმდეს ირაკლუს ცოლობაზე და უკეთ გაიცნობენ ორივე ერთმანეთს და მიხვდებიან,როგორც ჰაერი ისე სეირდებათ ერთმანეთი.

 


№17 სტუმარი სტუმარი ხათუნა

გამარჯობა, როგორ ველოდი გაგრძელებას. ირაკლიმ ისე შესთავაზა ცოლობა,რომ დამამცირებელია იყო ნუცასთვის. რა ეგოისტია- ოღონდ ნუცა მიიღოს და ამაზეც კი წავიდა. და იქვე განქორწინების თემაც მოაყოლა. სიყვარული არც უხსენებია! მხოლოდ " მინდა" და " მინდიხარ" - ამ სიტყვებს იმეორებს. გული მწყდება,რომ კახა ასეთი ლაჩარი აღმოჩნდა, არც კი გაარკვია ნუცასთან იმ ფოტოს შესახებ რა ხდება,არადა ვითომ უყვარდა! ფუ,დედიკოს კურდღელი ბიჭი. რა ცუდ დღეშია ეს ანგელოზი არსება, ვისურვებდი ისეთი მაგარი ტიპი გამოჩნდეს მის ცხოვრებაში- ნამდვილ სიყვარულს რომ აჩვენებს ნუცას. მე მეგონა მამა დავითტან წავიდოდა და ბავშვებთან შეშის ფეჩის გვერდით შეხვდებოდა ახალ წელს. გარყვნილების ძალადობა ხდება ირაკლის მხრიდან ნუცაზე და უკვე გული მერევა ამ ტიპზე. დაჩი მირჩევნია. მინდა,რომ ლინა მისი ცოლი ორსულად იყოს და ეს იყოს მისი საახალწლო საჩუქარი. ნუცას გულში ჩახუტება მომინდა.

 


№18 სტუმარი ნია

ძალიან კარგად წერთ არ ვიცი რა დავარქვა ირაკლის გრძნობას რაცარუნდა უყვარდეს მაინც ალბათ გულს ატკენს ნუცას უყვარს მაგრამ არ იცის სიყვარული რა არის არადა რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს მაინც მინდა რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს და ბოლოს მინდა ბედნიერი იყოს ცხოვრებამ ისედაც დაჩაგრა ძალიან კეთლშობილია რა მოხდება უფალმა ისიც დააჯილდოვოს ოჯახით და დიდი სიყვარულით იქნებ ირაკლის სულიც განთავისუფლდეს ცოდვებისგან მინდა შვილი შეეძინოთ და ორივემ ბედნიერება იპოვოს ნუ დაამთავრებთ ცუდათ ყველა მკითხველს გული ეტკინება

 


№19 სტუმარი ინდირა მ

ძალიან მომწონს , მიუხედავად იმისა რო დიდი ხანი გვიწევს ლოდინო არ ვფიარობ, რომ გაწელილია . ძალიან კარგად მიმდინარეობს განვითარება ( უცებ შეყვარებას და ჰეფი ენდებს მირჩევნია უფრო რეალურ სტილში განვითარებული ურთიერთობის ისტორია წავიკითხო). ძალიან მომწონს ირაკლის პერსონაჟი , ჯერ რო ვერხვდება რამდენად შეუძვრა მართლაც თითოეულ ნეირონში ნუცა და თანდათან მისი ცხოვრების ცცენტრიც რო ნუცა ხდება . აი ყველაზე მეტად რაც მაკლდება ისააა უფრო ვრცლად ვიგებდეთ ნუცას გრძნობებისა და პიროვნების შესახებ, არაა საკმარისი მხოლოდ ნუცას სიფრიფანობისა და სილაღის, სიფერადის აღქმა , მინდა დავინახო ნუცა იმაზე მეტად ვიდრე აჩვენებს თავს რეალურად გარშემომყოფებს , არ ვფიქრობ რო სჭირდება ვარდისფერი სათვალის მოხსნა , უბრალოდ მან ჯერ კიდევ არ იცის გარშემო რამდენი სიბოროტით ახსავსე ხალხი ცხოცრობს და რამდენი რამის დაშავება შეუძლიათ მისთვის . ვისურვებდი ნუცას ხალხზე პასუხის გაცემა შეეეძლოს და ნაკლებ მნიშვნელობის მინიჭება …..

 


№20 სტუმარი სტუმარი ლიკა

როგორ მიხარია რომ გამოᲩნდიᲗ, სასწაულადიყვარს ეს ისტორია, მოუᲗმენლად გელოდებიᲗ...

 


№21 სტუმარი სტუმარი ნანა

ისევ 20 დღე მოგვიწევს ლოდინი? იქნებ კვირაში ერთხელ დადოთ, პატივი ეცით მკითხველს და მათ გრძნობებს, არცთუ ისე ცოტანი ვართ.

 


№22  offline წევრი duchi_duchi

ნუცას ადგილზე რომ ვიყო მივცემდი იმას რაც უნდა და მერე დავიკიდებდი ისე,რომ სინდისს შეეჭამა და მიმხვდარიყო როგორ უყვარს ნუცა,რუს ნუ აბლატავებ ამდენხანს ირაკლის დროა ვნახოთ სიყვარულისგან გაგიჟებული.

 


№23 სტუმარი ნია

დადეთ ახალი თავი ბოლოსდაბოლოს

 


№24 სტუმარი სტუმარი ანნა

იმედია შინაარს არდაგვავიწყებ შემდეგი თავის დადებამდე

 


№25 სტუმარი სტუმარი ლილიანი

თავიდან ვორჭოფობდი დამეწყო თუ არა კითხვა, რადგან ისტორია ჯერ წერის პროცესშია.
იმდენად დამაინტერესა პირველივე თავიდან, გავრისკავ და მივყვები ავტორსთქო, მაგრამ უკვე ყველანაირ ზღვარს სცდება, მე მომიტევეთ და მკითხველის მიმართ თქვენი დამოკიდებულება. ამდენი ხალხი გელოდებათ, განიცდის და თქვენ კიდევ კვირაში ერთხელაც არ გინდათ გაგრძელების დადება. პირადად მე, მავიწყდება ხოლმე წინა თავში რა წავიკითხე და საზეპიროდ არ გვაქვს მგონი, ყოველი ახალი თავის დადებისას, ჯერ წინა თავი რომ გადავიკითხოთ.
ჩემი რჩევა იქნება, რომ მეტი პატივისცემა გამოიჩინოთ თქვენი მკითხველის მიმართ და ან რეგულარული სახე მისცეთ ისტორიის დადებას, ან დაასრულეთ და შემდეგ ატვირთეთ. წარმატებები.

 


№26 სტუმარი სტუმარი თიკო

ეჰ ახლა ამას 200 საუკუნე უნდა ველოდოთ…

კარგი თხრობის და წერის უნარი გაქვთ. უბრალოდ ზოგჯერ მგონია,რომ
გააწეელეთ ისტორია და დატანჯეთ მკითხევლი.ამდენხანს რომ
გელოდებით ძალიან ცუდიაა(((არადა ამისტორის გარეშე მე არშემიძლიაა((( წარმატებები

 


№27 სტუმარი ნია

როდის უნდა დადოთ 10 წლის შემდეგ?

ეტყობა მოგწონთ მკითხველს რომ აწვალებთ

ხომ კარგად ხართ?

წარმატებებდ გისურვებთ

 


№28 სტუმარი ნია

გაიწელა რა შუაშია აბა ისე მოსული გრძნობა როგორია ვერ გეტყვით ორი აბსოლიტურად სხვადასხვა სამყაროს ადამიანი ასე ადვილად ვერ შეუერთდება ვნება არ არის სიყვარული მუდამ გაუბედურდება კარგი გოგოა ძალიან მაგრამ ირაკლის სამყაროში რომ არ დაეცეს აუცილებლად უნდა იზრუნოს თავის დამკვიდრებაზე და უნდა გამოფხიზლდეს მთლად ასე სიალალით ძნელი იქნება ირაკლის სამყაროში თავის დამკვიდრება

 


№29 სტუმარი სტუმარი ლალი

მწერალი ხომ ცოცხალია და კარგად არის თუ იცით ვინმემ .

 


№30 სტუმარი სტუმარი ნინა

მწერალს ჩვევად აქვს ამ ისტორიის თვეში ერთხელ ან 25 დღეში ერთხელ დაწერა და ატვირთვა, ასე რომ ჯერ კიდევ უნდა ველოდოთ, მას მკითხველის აზრი კიდია, არ აღელვებს. უკაცრავად მაგრამ სამწუხაროდ ასეა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent