შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და შეგიყვარებ,მე შეგპირდები(თავი 1)


7-04-2024, 17:33
ავტორი Leosita
ნანახია 2 778

     საუცხოო შუა ზაფხული ბრწყინავდა თბილისში. ასეთი მოწმენდილი ცა და მოკაშკაშე მზე ძალიან იშვიათად იცის მთებით გარემოცულმა ჩვენმა მიწა- წყალმა. თითქოს იტალიური თბილი დღეები, უმშვენიერეს მოგზაურ ფრინველთა მსგავსად, მოფრინდნენ სამხრეთიდან და დასასვენებლად  თბილისის კლდეებს მოაშურეს.
    საღამოს რვა საათი იყო, ვიოლინოს გაკვეთილიდან ბრუნდებოდა 17 წლის ნინუცა, ცალი მხარი უკვე ძალიან სტკიოდა. მისი ვიოლინო ისედაც მძიმე იყო,თავის ჩასადებთან ერთად კი საერთოდ.
   ამ დროს დგება დღე-ღამის ყველაზე უტკბესი წუთები. დღის მცხუნვარება დაცხრა და ცვარი მარგალიტებად მოეფინა ცის ნამს, მოწყურებულ სახლებს და მზით გადამწვარ თბილისის ქუჩებს. უღრუბლო ცაზე მზე დასავლეთისაკენ გადაიხარა, ცის ტატნობი სადღესასწაულო ვარდისფერმა შეღება და მოწითალო პატიოსანი თვალის ბრწყინვალებით აციაგდა. აღმოსავლეთის მომხიბვლელობა სრულიად თავისებური იყო ამ დროს. მის მუქ ცისფერ ცაზე ერთადერთი ვარსკვლავი თვალწარმტაც სამკაულივით ეკიდა. მალე, მთვარის ნათელში გახვეული, ის უფრო ზვიადად გადმოხედავდა ნახალოვკის მიდამოს, მაგრამ ღამის მნათობი ჯერ კიდევ ჰორიზონტს იქით იმალებოდა.
    დიდი ჯიხაიშის ქუჩის ქვაფენილს მიუყვებოდა გოგონა. ნიავი დასავლეთიდან,ევროპიდან ქროდა, გორაკებიდან უბერავდა და თან მანანისა და ლერწმის სურნელი მოჰქონდა. სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა თბილისის უკვე ნახევრად ჩაბნელებულ ქუჩაში...თითქოს ქარს წინ უსწრებდა სირბილით და ეს რაღაც განუცდელ უჩვეულო სიამოვნებას ჰგვრიდა. თითქოს მის სულიერ ტანჯვა-წამებას ამ განუზომელ საჰაერო ნიაღვარს უზზიარებდა, რომელიც ჭექა-ქუხილის მსგავსად იღვრებოდა სივრცეში. აყვავებული ხეების ხეივანში გაძვრა, და ბილიკზე, თავქვე ლაღად  დაეშვა.
   აქ ადამიანს ყველასაგან შეუმჩნევლად შეეძლო ოცნება. ოდის დამათრობელი ტკბილი სურნელება, იქ გამეფებული მდუმარება, და მეტად მშვიდი საღამო ჟამი იმდენად ხიბლავდა, ასე ეგონა, ამ ჩრდილში სამუდამოდ შეეძლო თავის შეფარება. შემოღობილის ზემო ნაწილში, ერთ-ერთ გაშლილ მხარეს, რომელსაც ახლად ამომავალი მთვარე ყველაზე მეტად აწვდენდა სხივებს, ხეხილსა და ყვავილებს შორის მიმოდიოდა. უცებ ნაბიჯი შენელა. არა იმიტომ, რომ რაიმე ხმა შემოესმა ან ვინმე დაინახა, არამედ კვლავ იგრძენო სურნელება, რომელიც წინასწარ ატყობინებდა რაღაც იდუმალს.
   ასკილი, არტემიზია, ჟასმინი, მიხაკი და ვარდი საღამო ჟამს უკვე დიდი
ხანია გამოსცემდნენ მკვეთრ სურნელებას. ისეთი სუნი იდგა, თითქოს ჰაერში გუნდრუკს აკმევდნენ, მაგრამ ამ უცხო სურნელებას არც ბუჩქნარი აფრქვევდა და არც გაშლილი ყვავილები. ძალიან კარგად იცოდა, ის იყო ლევანის სიგარის სურნელოვანი სუნი. გარშემო მომოიხედა და სმენად იქეცა.
     პირველვე მარჯვენა კუთხეში ნელი ნაბიჯებით შეუხვია და მალევე ნაცნობი ხმებიც შემოესმა.
   ,,ტაშკენტიდან მოდის ქარავანი"- ღიღინით იძახდა ერთ-ერთი, რიტმულად ირხეოდა და თითებს შორის სიგარეტს ატრიალებდა.
    ,,და მას მოაქვს ჩვენთვის შავი პლანი"- მელოდიურად აჰყვა მეორე, თავზე დამტრიალე გოგოებს, მხურვალედ გაუღიმა, მიუხედავად იმისა, რომ ტუჩებს შორის სიგარეტ ჰქონდა მოქცეული და გიტარაზე რამდენიმე სწორი აკორდი დასვა.
     ,,აქლემზეა შემომჯდარი ქალი"- გამოჩნდა ახლა მესამე, დანარჩენებს ხელი გადახვია და ჩაიმღერა თვალებ დახუჭულმა.
     ,,ეტყობა რომ ნარკომანი არი"- ახლა უკვე დაბოლოვეს  ოთხივემ და გიტარის ბოლო აკორდმაც სანახაობა საბოლოოდ, დამთავრა.
     მთელი ნახალოვკა თითქმის აქ იყო შეკრებილი და მათ უსმენდა.
   ხო მართლა,ასე უცნაურად რომ არ ვისაუბროთ მათზე გეტყვით რომ ეს პირველი ბიჭი-იოანე ახმეტელია,მეორე ბიჭი- ლევან შარტავა, მესამე- გიგი თორაძე და მეოთხე-ანდრია აბაკელია. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ოთხივე ნინუცას კლასელი გახლდათ.
    სასიამოვნოდ ცივ კედელზე იყო მიყუდებული გოგონა და ამ ყველაფერს ხელებ გადაჯვარედინებული უყურებდა.
    თვალი იქ მყოფ საზოგადოებაზე ისე გაუშტერდა, რომ ბოლოს ძლივსღა შენიშნა მისკენ მომავალი გიტარისტი.
      მშვიდად წამოდგა,გიტარა კედელს მიაყუდა, მანდილოსანებს თავი დაუკრა და ნინუცასკენ კვლავ ,, ეტყობა რო ნარკომანი არის"-ყრუ ღიღინით წამოვიდა.
   ხელები კიდევ უფრო მჭიდროდ გადავაჯვარედინა გოგონამ და წელში ოდნავ გაიმართა.
     ბოლო  ნაფაზიღა დარტყა, სიგარეტი ფეხით გასრისა და ინტერესიანად შეხედა.
-ნინუცი,ქარავანს ხომ არ ჩამოუვლია?- თქვა, გარშემო მიმოიხედა და წარბები შეტოკა ჩვეულად, ოდნავ რომ ჩამეღიმა ნინუცას,ლევანს უფრო სითამამე დაეტყო სახეზე.
-არ დამინახავს,რა გითხრა.-უპასუხა და შეათვალიერა. შავი  საროჩკა ეცვა, ფართო შავი ოდნავ ფერგადასული ჯინსი, შავი ფეხსაცმელი და მარცხენა ხელზე თავის თანამგზავრი საათი. რა მეთქმის მართლაც ეშხიანი იყო ეს უკანასკნელი.საღამოს მზის სხივი თითქოს გრანიტისაგან გამოკვეთილ მისი სახის ნაკვთებს დასთამაშებდა და დიდ შავ თვალებში კიაფობდა. მას ხომ მართლაც ძალიან დიდრონი, შავი და მეტად მშვენიერი თვალები ჰქონდა. თუ მის თვალებში ხანდახან ლმობიერება არ იხატებოდა, ყოველ შემთხვევაში, ამ გრძნობის მსგავსი რაღაც მაინც ჩანდა. ვერ გეტყვით რომ ნაზი სახის ნაკვთები ჰქონდა,არა, სულაც არა მაგრამ რატომღაც მაინც ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთს ეს ყოველივე.
-მოგეწონა?- იკითხა მოულოდნელად და ახალი ღერი სიგარეტი ამოაძვრინა კოლოფიდან.
-რა?
-ჩემი სიმღერა-სიგარეტი კვლავ ტუჩებს შორის მოითავსა და მოუკიდა.-თუმცა...დამავიწყდა...შენ ხომ დემოკრატიული წესდების მოყვარული გოგო ხარ, ჯანსაღი ცხოვრების წესით, რომელიც მხოლოდ კლასიკას უსმენს.-თქვა ირონია შეპარული ხმით და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო. შესცივდა... შუა ზაფხულში შესცივდა. ყოველთვის სციოდა.
-მაშ, რაღატომღა მეკითხები?-ეცადა არ ჩამორჩენოდა, დასრულა სიტყვა თუ არა,სიგარეტის მახრჩობელ კვამლზე რამდენიმეჯერმე მსუბუქად ჩავახველა.
-ისეთი მისმენდი, მეგონა მოგეწონა.-თქვა, ღრმა ნაფაზი დარტყა და ცერებზე ოდნავ წამოიწია.
-ცდები, ყველაზე საშინელება იყო რაც კი ოდესმე მომისმენია.- კმაყოფილად უთხარა და მის ჩაწითლებულ თვალებს თვალი არიდა. არადა, მშვენიერი ხმა ჰქონდა.
-ნუთუ?- იკითხა კვლავ საშინელი სარკაზმული ხმით. ყურადღება აღარ მიუქცევია, თავის ვიოლინო მხარზე კიდევ უფრო მჭიდრად გადაიკიდა და გზა გავაგრძელა,ისე რომ არაფერი უპასუხია.
-საით?- გაიონა მისი ნაბიჯების ხმა, რომელიც მალევე წამოეწია.
-სახლისაკენ.-მოკლედ თქვა ისე რომ უკან არც მიუხედია.
-მომეცი.-მხარზე რომ შეეეხო ლევანი,შევკრთა, მხოლოდ მაშინღა გაჩერდა და მიუბრუნდა.
-რა მოგცე?
-ჯერ ვიოლინო...მერე გულიც.- თქვა და  მისი მხრიდან, თავის მხარზე უპრობლემოდ გადაიტანა ვიოლინო შემდეგ კი მასზე წინ წავიდა.
-მე თვითონაც წამოვიღებდი.- თქვა ლევანის გასგონად და მის ნაბიჯებს მიყვა.
-ვიცი, უბრალოდ მეშინია გზაში არ ჩამარტყა.
-არ ინერვიულო, ვიოლინოს შენს გამო ნამდვილად არ გავაფუჭებ.
-გისწავლია ტლიკინი,ნინუცი.- ეს რომ უთხრა, მკაცრად გახედა ნინუცამ,მის სახეზე სიცილი აუტყდა ლევანს,ნინუცამ საკუთარი სახე, რომ წარმოადგენა თვითონაც ჩაეცინა.
-რა იყო,რა ვთქვი ტყუილი?- თქვა წარბ აწევით და წამოეწია.
-ვიოლინო ხომ არ მოგწონს, მაინც რატომ დადიხარ?- საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა.
-რა შენი საქმეა?
-კარგი,დავუშვათ არაა, მაგრამ თუ არ მოგწონს მაინც რატომ სწავლობ?
-შენ რა გაწუხებს?
-შენ,ნინუცი.
-შეგიძლია არ გაწუხებდე.
-მაგრამ მაინც მაწუხებ.
-ლევან!
-ნინუცა!
-მომეწონა, კარგად იმღერე.-დანებდა საბოლოოდ ნინუცა.
-აი ასე,არ სჯობდა თავიდანვე ასე გეთქვა?- სახეზე კმაყოფილებამ გადაურბინა.
-მეყოფა,ახლა მეთვითონ წავალ.- უთხარა უკვე მის სამეზობლოს რომ მივუახლოვდნენ.
-რატომ? გეშინია სახელი არ გაგიტყდეს ჩემთან ერთად რომ დაგინახავენ?
- მე ეგ არ მითქვამს.
-მაშინ წავედით.- უთხრა და ხელი მხარზე მოულოდნელად გადახვია. შეეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა, თუმცა არც უცდია.
  მისი ცივი თითები ყინულივით მოეფინა მოშიშვლებულ მხარსა და ზურგზე, შეუმჩნეველმა ჟრუანტელმაც დაუარა. მაშინ ვერ მივხვდა ეს ყველაფერი რას ნიშნავდა.
    რამდენიმე მისმა კარგად ნაცნობმა მეზობელებმა ჩურჩულით ჩაუარეს,ნინუცა უმალვე დავიძაბა. ლევანი კი კვლავ თავისუფლად მიდიოდა, მისთვის ეს ყველაფერი არაფერს ნიშნავდა.
   ნინუცას სახლს უხმოდ მიუახლოვდნენ,ვიოლინოზე თვალით ანიშნა გოგონამ   დამიბრუნეო.
-ზღვაზე მივდივართ, სავარაუდოდ მთელი ზაფხული ქალაქში არ ვიქნები.- თქვა არსაიდან და თან ვიოლინო მხრიდან მოიხსნა.- იცოდე, ქუჩაში სხვების სიმღერას არ მოუსმინო.-  ღიმილით დასრულა სიტყვა.
-სხვებიც მღერიან?
-ჩემნაირად ვერა.
-შენ როგორ მღერი განა?
-ჩემებურად ნინუცი.-ლოყაზე რომ ცივი ტუჩებით მოწყვეტით აკოცა,წამით გაშრა გოგონა, ლევანი ასე არადროს იქცეოდა.
-არანორმალური ხარ!- ამოვილაპარაკა მის წინ და შორს გასწია.
-რას ამბობ, ნორმალური ჩემი მტერი იყოს.-თქვა და ორივემ  სახლთან ახლად გაჩერებულ მანქანას შევხედეს, საიდანაც ნინუცას მამა გადმოვიდა.
-ბატონო რეზო, აი თქვენც მოსულხართ!- ღიმილით თქვა ლევანიმ და კაცს მიეგება.
გეტყვით,რომ რეზო ლევანს ვერ იტანდა.
-შენ აქ რა გინდა?- წარბშეკვრით თქვა კაცმა,და ლევანს ისე შეხედა თითქოს ადამიანს კი არა,უსულო მატერიას ესაუბრებოდა.
-ნახალოვკის ჰაერზე მომინდა გასეირნება და შემთხვევით თქვენს სახლთან აღმოვჩნდი.
-წადი აქედან, ახლავე!-ოდნავ ხმამაღლა თქვა კაცმა.
-წავალ ბატონო რეზო, წავალ. დღეს წავალ, სხვა დროს ვერ კი შეგპირდებით.-თქვა სიგარეტს მოუკიდა,გოგონას გაუღიმა და დაღმართს ჩაუყვა.
    ,, ტაშკენტიდან მოდის ქარავანი,და მას მოაქვს ჩვენთვის შავი პლანი. აქლემზეა შემომჯდარი ქალი, ეტყობა რომ ნარკომანი არის"- ჩაუყვა ლევანი ხმამაღალი სიმღერით, ხელებგაშლილი დაღმართს.
    სახლში ღიმილაკრული შევდა გოგონა,რასაც ვერ  ვიტყვით კაცზე.
     ვიოლინო შესასვლელში მიყუდა. სამზარეულოდან ახლად გამოსულ დედას ლოყაზე აკოცა და პირდაპირ თავის ოთახის საბაზანოში შევედა.
   თეთრი ბრეტელებიანი კაბა შეხსენა, მალევე სრულიად მოიშორა და ცივი წყლის ქვეშ დადგა.
  მთელი დღის მტვერის მოშორების და გაგრილების შემდეგ, სააბაზანოდან პირსახოცოცშემოხვეული გამოვიდა.
    საძინებელი ოთახის ფანჯრები გააღო და საღამოს თბილისის გრილ ნიავს შეეგება, ღმერთმანი როგორ უყვარდა თბილისური ღამეები.
    შავი ჯინსის შორტი და თეთრი უბრალო მაისური გადაიცვა, თმაც კარგად გაიმშრალა, ოთახი მიალაგა და ბოლოს, თავის რბილ საწოლზე წიგნის კითხვა განაგრძო.
    მალევე ოთახის კარიც გაიღო და მამამისიც შემოვიდა.
   ხილის ასორტი საწოლის გვერდით ტუმბოზე დაუდო, შუბლზე აკოცა და მის გვერდით ჩამოჯდა.
-მადლობა მამა!-თქვა ღიმილით,წიგნი გადადო და პირველი მარწყვი გასინჯა.
-შეგერგოს ჩემო კარგო.ნინუცა...
...რა მოხდა მამა?- გოგონამ უკვე იცოდა რის კითხვასაც აპირებდა.
-ხომ ვერ მეტყოდი ლევანს აქ რა უნდოდა?- იკითხა მშვიდად, საბედნიეროდ ნინუცას არადროს უბრაზდებოდა. არც ცოლს. მოკლედ თბილი ადამიანი იყო და ძალიან ცოტა ადამიანს თუ არ უყურებდა გულთბილად, ლევანი კი ერთ-ერთი იყო.
-მე მომაცილა, თან ვიოლინო მიტარა.- უთხრა გულწრფელად.
-მოსწონხარ?- იკითხა პირდაპირ კაცმა.
-არა.
-აბა რა უნდა?
-ჩემი კლასელია მამაა.
-სხვს გოგი კლასელები არ გყავთ განა?
-აზვიადებ.
-არ მინდა,მაგ ნარკომანს შენს გვერდით ვხედავდე.
-მამა, მართლა არაფერია...
-არის! კარგს არაფერს მოგიტანს.- თქვა და თავი ხელებში ჩარგო.- მოკლედ ნინუცა, ყველა, მაგრამ არა ეგ ბიჭი! ყველა,მაგრამ არა ლევან შარტავა!-იძახდა საშუალო ტონით,არ უნდოდა ეყვირა თუმცა სურდა მის სიტყვებში მისი დაჟინებული მოთხოვნა დაენახა შვილს.
-მამა სახლამდე მომაცილა,სხვა არაფერი ხდება,ეს შენ აზვიადებ.- საწოლის კიდეს მიეყრდნო და ცოტა დაიძაბა.
-ჩემს შვილის ნარკომანი,ლოთი და მოთამაშე,ლევან შარტავა, არ უნდა აცილებდეს სახლში. თუ საჭირო გახდა სართოდ სკოლიდან გადაგიყვან.- იძახდა  მკაცრად რეზო.
-მამა,მე-12 კლასელი ვარ, რომელ სკოლის შეცვლაზე მელაპარაკები?
-ნუ მაჩხუბებ ნუცა.
-შენ მეჩხუბები მამა.
-მე მხოლოდ კარგი მინდა შენთვის, ლევანი კი ცუდიც კი არა, ლევანი საშინელია ნინუცა.-თქვა,წამოდგა და კვლავ შუბლზე აკოცა.-დაისვენე, ამაზე აღარ იფიქრო და საერთოდ გონებიდან ამოიგდე...ხო, მართლა, დედაშენმა მითხრა ვიოლინოს გამო მხარი სტკივაო, ხვალ ექიმთან წადი...მიხედე, სერიოზული არაფერი იყოს.- თქვა რეზომ ბოლოს,ხმა აღარ გაუცია ნინუცას.
   გავიდა თუ არა ოთახიდან კაცი,გოგობა საწოლში ჩაწვა და თხელი პლედი წამოიფარა. ფიქრებში სამუდამოდ გადაიკარგა, მაგრამ რამდენჯერაც ლევანის ნაჩუქარი ლოყაზე კოცნა გახსენდა, იმდენჯერორცხვად ჩაეღიმა.
      მგონი დადგა დრო მათი გაცნობისა?რას იტყვით?ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა.
    ნინუცა, იგივე ნუცა ნერჩელი,17 წლის იყო.დიდი ჯიხაიშის ქუჩაზე ცხოვრობდა და შეიძლება ითქვას,რომ მართლაც წყნარი ცხოვრება ჰქონდა.
ნინუცა იყო მართლაც მშვიდი, გაწონასწორებული,დახვეწილი და თბილი. უყვარდა პატარა დეტალები, ტკბებოდა ყველაფერით და ბედნიერებას პოულობდა ყველაფერში. უკვე მე-12 კლასელი იყო და სამომავლოდ,დედის მსგავსად მუსიკალურზე აპირებდა სწავლის გაგრძელებას. კარგი აკადემიური მოსწრება ჰქონდა სკოლაში და მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ცოტა მოსაწყენი მშვიდი, ცხოვრება ჰქონდა.
    ერთადერთი შვილი იყო. დედამისი- ნინა ონიანი გახლდათ. სახლში ამზადებდა ბავშვებს მუსიკაში, კერძო მასწავლებელი იყო,კონკრეტულად ფორტეპიანოზე დაკვრას ასწავლიდა,
ამიტომ მათი სახლიდან, მუდმივად გამოდიოდა სხვადასხვა გაბმული ხმები.
    ნინა ჭკვიანი ქალი იყო,ნაზი და გულთბილი. ერთადერთი შვილი თავგამეტებით უყვარდა და სამყაროს ერჩივნა. მთელ დღეებს გაკვეთილებში ატარებდა, თუმცა ნინუცას მაინც ყოველთვის აქცევდა ყურადღებას. გოგონას არც დედის და არც მამის ყურადღება არადროს მოჰკლომია.
   მამისი ადვოკატი-რეზო ნერჩელი გახლდათ. რეზო მეტად განათლებული, ჩამოყალიბებული, თავის საქმეში მკაცრი,ზოგადად გულთბილი და კარგი მამა იყო, რომელსაც თავის შვილისთვის, მართლაც მხოლოდ კარგი ემეტებოდა. ამიტომ მუშაობდა ყოველთვის თავდაუზოგავად,რომ ნინუცას არაფერი მოჰკლებოდა. მისი მთავარი სიცოცხლის მიზეზი მართლაც რომ ეს პატარა გოგონა იყო,17 წელი რომ ასე გამეტებით უფრთხილდებოდა.
   რეზო უზომოდ სამართლიანი კაცი იყო, რომელიც არადროს იყიდებოდა ფულზე. მოგეხსენებათ ადვოკატებს ხშირად უწევთ ბინძური საქმეების ჩადენა, რეზო კი მაქსიმალურად თავს არიდება ამ ყოველივეს.
  რეზო იყო მოსიყვარულე ქმარი და მამა. რომელიც მთელ სამეზობლოს უყვარდა, თავისი თბილი ხასიეთით.
     ლევანი. ლევან შარტავა. ლევანზე საუბარი უჩვეულოდ, მისი ოჯახიდან უნდა დავიწყო.
     ლევანის მამა არჩილ შარტავა იყო, მოსამართლე, რომელიც მთელს ქალაქს დასანახად სძულდა. არჩილი არავის არ უყვარდა, გამომდინარე მისი საშინელი ხასიათისა. არჩილი იყო უზომოდ დესპოტი, ეგოისტი, მკაცრი,ფეთქებადი და პრინციპული ადამიანი. ჰყავდა სამი შვილი,ნიკა შარტავა 23 წლის,გრიგოლ შარტავა 20 წლის და ლევან შარტავა 17 წლის. ოჯახს არაფერს აკლებდა,გარდა სიყვარულისა და სითბოსი.  არცერთი შვილის მიმართ არ გამოხატავდა სიყვარულს, მაგრამ უსრულდება მათ ყველაფერს. არ ენანებოდა მათთვის ფული, ახალი მანქანები, ძვირადღირებული ტანსაცმლი და ნივთები. ნიკა და გრიგოლი ორივე სამართალზე სწავლობდნენ, ცხადია არცერთს არ უნდოდა ამ ფაკულტეტზე ჩაბარება, თუმცა მამას უარი ვერ უთხრეს. არჩილმაც ფული გადაიხა და ორივე,ყოველგვარი გამოცდების გარეშე ჩაირიცხნენ უნივერსიტეტში.
   არჩილი გახლდათ საშინლად ამპარტავანი ადამიანი,ვერ იტანდა როდესაც ვინმე მისი სიტყვის წინ მიდიოდა. იყო რეპუტაციის მოყვარული და ყოველთვის უფრთხილდებოდა მის სახელს,უნდოდა  ხალხის თვალში თვითონაც და მისი ოჯახიც სრულყოფილი გამოჩენილიყო.
   თუმცა ამ ყველაფერს ერთი რამ უშლიდს ხელს,ეს კი ლევანი იყო. ლევანი, არჩილის თავის ტკივილი.
    ნიკა და გრიგოლი მეტად დამჯერები იყვნენ, არადროს მიდიოდნენ არჩილის სიტყვის წინააღმდეგ, ყოველთვის უჯერებდნენ მას და ყოველთვის აკეთებდნენ იმას,რაც არჩილს სურდა. თუმცა არჩილი მათ მაინც არაფრად თვლიდა,არ ერიდებოდა მათი სიტყვიერად შეურაცხყოფას და მათ ფიზიკურ შეხებასაც კი. მოკლედ რომ ვთქვათ ნიკასაც და გრიგოლსაც მწარედ ახსოვთ, არჩილის ხელი. არჩილი ყველას დამორჩილებას ახერხებდა გარდა ლევანისა, ლევანიზე არაფერი სჭრიდა.
    ლევანს ბავშვობიდან ატყობდა მის უჩვეულო,დაუოკებელ და მეამბოხე ხასიეთს. არჩილი ცდილობდა პატარაობიდანვე თავის ჩარჩოში მოექცია ლევანი, თუმცა ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. ლევანიზე არანაირმა ჩხუბმა,დაშინებამ და ვერანაირმა ცემამ ვერ გამართლა, საბოლოოდ ყველაფერი, იმით დასრულდა რომ 15 წლის ლევანმა, პირველად შეუბრუნა ხელი არჩილს და არჩილმაც პირველად გასინჯა შვილისგან წამოსული მუშტი. ლევანი,15 წლის ბავშვი, თავს იცავდა.
    ეს იყო ნიშანი იმისა, რომ არჩილი ლევანს ვერასდროს, ვერაფერით ვერ დაიმორჩილებდა. რა არ სცადა არჩილმა, მაგრამ ვერაფერი გამოუვიდა, ლევანი ვერაფრით ვერ გამოსტაცა ბინძურ ცხოვრებას.
     როდის გასინჯა პირველად სიგარეტი?არც კი ახსოვს. ალბათ ათი წლის ასაკში, შეიძლება უფრო პატარაც კი იყო. მოსამართლე მამას და ლექტორ დედას მისთვის არადროს ეცალათ, ამიტომ არავინ იცოდა, სად ატარებდა დროს ლევანი.
   არასწორ დროს არასწორ ხალხში ჩავარდა,ჯერ კიდევ უწვერული.
თავიდან სისტემატიური მოწევა დაიწყო, მამისგან მოცემულ ფულს მხოლოდ სიგარეტში თუ ხარჯავდა.
     მალევე თვალები ჩაუშავდა,გახდა,ხმა დაუბოხდა და სახის ფერი შეიცვალა.  არჩილი მალევე მიუხვდა რომ ეწეოდა,ეჩხუბა, გალანძღა,ფულს ყოველდღიურად აღარ აძლევდა, მაგრამ ლევანმა ახლა მოპარვა დაიწყო. არჩილს რომ პირველად პოლიციიდან დაურეკეს, ლამის გულის შეტევა დაემართა. ორი ზარით მოაგვარა ეს პრობლემა და შვილი ციხეში ერთი დღითაც არ გაჩერა, ეჩხუბა,სცემა მაგრამ ამითაც ვერაფერი შეცვალა.
   პირველად მეტამფ***ინის გემო გაიგო, თავიდან მხოლოდ 10-30გრამს თუ იყენებდა, თანდათან დამოკიდებულებამაც და დოზამაც იმატა.  შემდეგ გადავიდა  ბე**ოდიაზეპი**ბზე, რომლსაც უძილობის მოსაკლავად იყენებდა, დ***მორფინზე რომელსაც ღარიბი კაცის ჰერ**ნს უწოდებენ,ენ***იზე რომელიც შესანიშნავ ხასიეთზე აყენებდა, შემდეგ ქუჩის ფენტა***ზეც რომელიც ასჯერ უფრო ძლიერი იყო, ვიდრე სხვა ნა****იკული საშუალებები,ფე**ანილი მოქმედებს ოპიოიდურ რეცეპტორებზე, რომლებიც განლაგებულია ტკივილისა და ემოციების მაკონტროლებელ ტვინის უბანში.
მანამდე იყო ჰერ*ინიც და მორ*იც.
    დაკარგული ჰქონდა ტკვილის გრძნობა, შესაბამისად მუდმივი ქუჩური გარჩევებისას იშვიათად თუ გრძნობდა ფიზიკურ ტკივილს,დაუქვეითდა მადა,იყო ან ძალიან კარგ ან ძალიან ცუდ ხასიათზე,მუდმივად სციოდა და აწუხებდა თავის ტკივილი,კანზე ჰქონდა უამრავი იარა რადგან ჰქონდა შეგრძნება, რომ  კანქვეშ მცოცავი წარმოსახვითი მწერები ჰყავდა, მაგრამ ყველაზე უარესი რაც კი ნარკო***მა მოუტანა იყო გულსისხლძარღვთა მრავლობითი პრობლემები, მათ შორის გულის სწრაფი შეკუმშვები, არარეგულარული გულისცემა, და გაზრდილი არტერიული წნევა.
    ნარკო***ზე დამოკიდებული გახდა, შესაბამისად სჭირდებოდა ფული, რომ ყოველდღიურად ეყიდა.
    არჩილისთვის მათხოვარობა არ დაუწყია, ერჩივნა მომკვდარიყო ვიდრე მამისთვის რამე ეთხოვა. მოპარვით დიდად მოხიბლული არ იყო ამიტომ,
    სამო*ინეს/კა*ინოს კარიც  ადრეული ასაკში დაიწყო.
     თავიდან მხოლოდ პო*ერით და ბა
*არათი დაიწყო, იღბალი ჰქონდა ამ უკანასკნელს. რამდენიმე მოგების შემდეგ გათამამდა,კა*ინოს წესებს დაუმუღამა. მიუხედავად იმისა რომ სკოლაში არასდროს სწავლობდა, მაინც გამჭრიახი სათავისო გონება ჰქონდა, რომელიც ნარ**ტიკმაც ვერ დაუკარგა. აზროვნებდა ტექნიკურად და ლოგიკურად, იცოდა როდის სად ატყუებდენ, ყოველივე კარტი, ყოველივე კამათელი, ყოველი დატრიალება, ზეპირად ჰქონდა გამოთვლილი. ატყუებდენ,ესეც აჯერებდა რომ მართლაც ტყუვდებოდა, ამასობაში კი თვითონ ორჯერ მეტად თაღლითობდა. კარგად თამაშობდა ბლე**ეკს,რუ*ეტს,ბი*გოს,ლა*არეას,
კე*ოს,კრე*სის და პუნ*ო-ბა*კოს. მოკლედ იღბლიანი და ჭკვიანი მოთამაშე იყო, თქვენ წარმოიდგინეთ და არასდროს წაუგია. ყოფილა მომენტი, ბოლო წამს რომ მოუგია და მაინც არ წაუგია.
   შესაბამისად ფული ყოველთვის ჰქონდა. ბინძური ფული.
   17 წლის ასაკში უკვე ცნობილი ნარკომანი და მოთამაშე გახლდათ.
   ყოველდღიურად ათას შარში ეხვეოდა, მაგრამ ერთი ღამეც არ გაუტარებია ციხეში. ორი მიზეზის გამო, საქართველოს ნომერ პირველი მოსამართლის შვილი იყო და მეორე, პოლიციის დეპარტამენტის უფროს ქალიშვილს მოსწონდა.
   ამ უკანასკნელს ვერანაირმა მო**აწევმა ვერ დაუკარგა თავი ეშხი და ვიდი. მაინც ძალზედ ესიმპათიურებოდათ გოგონებს, თვითონ კი მაინცდამაინც გული არცერთზე მისდიოდა. საკმაოდ ბევრ მამამისის თანამშრომლის შვილს მოსწონდა,ეს ფაქტი კიდევ უფრო ათამამებდა,რაც არ უნდა ექნა არასდროს იჭერდნენ. გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ახალგაზრდა არჩილს, მამის ტანადი გარეგნობა მოსდგავდა. სამი შვილიდან, გარეგნობით მხოლოდ ლევანი იმსგავსა არჩილმა ასე ძალიან.
     16 წლიდან ნაგროვი ფულით პირველი ი*რაღიც იყიდა და შარვლის კუთხე დაიმშვენა. გაზაფხულსა და ზაფხულში უმეტესად შავი, თეთრი და ლურჯი საროჩკები ეცვა, კომფორტული ფეხსაცმელი, სხვადსხვა საათები და ფართო შავი ჯინსები. შემოდგომასა და ზამთარში ტყავის ქურთუკები იყო მისი განუყრელი მეგობარი, ცხადია თავის ჩაცმულობა თვითონ დიდად არა, მაგრამ სამაგიეროდ დედას ადარდებდა,ამიტომ მეტწილად მოწესრიგებულად ეცვა.
    ლევანზე კიდევ ბევრ რამეს მოგიყვებით, მაგრამ ჯერ დედამისიც უნდა გაგაცნოთ.
   ეკატერინე ხუციშვილი, მშვენიერი ქალბატონი გახლდათ. თვით მზეზე უკეთესიც კი. ეკატერინე ფიზიკის ლექტორი გახლდათ უნივერსიტეტში და მეტად გაწონასწორებული და განათლებული ქალი იყო. სამივე შვილი ძალიან უყვარდა, თუმცა ლევანი, ლევანი მისი სული და გული იყო. თავს იდანაშაულებდა და ყველაფერს იმას აბრალებდა, რომ თვითონ და არჩილი,ლევანს საკმარისს ყურადღებას ვერ აქცევდნენ,მათი სამსახურის გამო. უყვარდა ლევანი და მის გამო დღეში ასჯერ კვდებოდა, მისთვის სიკვდილის ტოლფასი იყო, შვილის ჩაწითლებული და სისხლიანი თალების ყურება, ჩალურჯებული სხეულის დანახვა, სისხლიანი ტუჩების და ხელების დანახვა, ეკატერინეს მიწასთან ასწორებდა. არ იფიქროთ, რომ ამ ყოველივეს არჩილი აკეთებდა,არა არჩილი ლევანს არადროს სცემდა,ასე ძალიან, მხოლოდ სახეში თუ გაარტყავდა ხოლმე,მაგრამ ახლა ამასაც ვეღარ ბედავდა,იცოდა ლევანი ამ ყოველივეს აღარ გაუტარებდა. დაჯდებოდა ეკატერინე და შვილს სათითაოდ უმუშავებდა ჭრილობებს, რომელსაც ლევანი ქუჩაში ჩხუბის დროს იღებდა.
   მოკლედ მთელმა ქალაქმა იცოდა რომ არჩილს ასეთი შვილი ჰყავდა.
     ლევანი სახლში 11საათისკენ მივიდა,დედამ შვილის მძიმე ნაბიჯები შორიდან იცნო და წინასწარ გაუღო კარი.
    მოეხვია, შემდეგ კი შუბლზე აკოცა ეკატერინეს ლევანმა.
-შენსავით ლამაზი არა, მაგრამ წავა რა.- თქვა ბიჭმა და ზურგს უკან დამალული ვარდები გაუწოდა დედას, ქალმაც განათებული სახით გამოართვა, კიდკიდევ უფრო მჭიდროდ მოეხვია შვილს, მთელი სახე დაუკოცნა, ლევანიმ კი ამოსობაში ერთი ცალი ვარდი დაუმაგრა თმაში.
-ტირი? დედა,კარგი რა...-ჩაეციმა ლევანს და ქალს ცრემლები მოსწმინდა.
-როგორ არ ვიტირო, ასეთი კარგი და თან ცუდი რომ მყავხარ.- ეფერებოდა ქალი შვილს თმაზე.
-შენს ასეთს ცუდსა და კარგს ძალიან შია იცი?- მოიტყუა ლევანიმ,მადა საერთოდ არ ჰქონდა,მაგრამ უნდოდა დედა გაეხარებინა.
    ქალს თვალები უმალვე გაუბრწყინდა, აღარც ახსოვდა შვილისგან ბოლოს ეს სიტყვები როდის გაოგონა. ლაღად გაუყვნენ გზას სამზარეულოსკენ.
   ეკატერინემ ყვავილები უმალვე ლარნაკში ლამაზად ჩაწყო, რამდენიმე წუთში კი მშვენიერი სუფრა გაშალა.
   ლევანი ღიმილით უყურებდა სამზარეულოში მოფუსფუსე დედას და ეღიმებოდა.
    მაგიდას მხიარულად მიუჯდა ბიჭი, სართოდ არ შიოდა,მაგრამ ეკატერინეს გამო რამდენიმე ლუკმის გადაყლაპვას შეძლებდა.
    ქალი გვერდით უჯდა, ჭამის დროსაც კი ეფერებოდა და სიყვარულით უყურებდა.
-როგორ გაიზარდე...-ჩაილაპარაკა ქალმა და გაიღიმა.
-დედა,რას ერჩი, მგონი არც ისეთი ცუდი მზარეული აღარ ხარ...-იუმორი შეიტანა ბიჭმა საუბარში, ეკატერინეს არადროს გამოსდიოდა, კერძების მომზადება,მაგრამ ამჯერად შვილის გამო მოინდომა.
     ქალა შვილის ნათქვამზე ჩაეცინა და მხარი მსუბუქად გაჰკრა.
-აზვიადებ ახლა.- ღიმილით თქვა ეკატერინემ და სამზარეულოში ახლად შემოსულ ქმარს თვალებით მიესალმა.
   არჩილი ჯერ ერთხანს გაჩერდა, შვილი შეათვალიერა,რომ მიხვდა რომ არც ნაცემი იყო და სავარაუდოდ არც არაფერი ჰქონდა მოწეული, წყალი მშვიდად ჩამოისხა ჭიქაში, რამდენიმე ყინულიც ჩაგდო,ცოლს თმაზე მოეფერა და ლევანის გვერდით ანუ ეკატერინეს წინ დაჯდა.
-ქუჩაში სიმღერაც დაგიწყია შვილო.-დაიწყო არჩილმა, ეკატერინეს ღიმილი წაეშალა.
-რა სწრაფი ძაღლები გყავს მამა, სწრაფად მოუტანიათ ამბავი. ის არ გითხრეს კარგად მღერისო?- თქვა ლევანიმ, ისე რომ მამისთვის არც შეიხედავს.
-როდემდე,როდემდე გაგრძელდება შენი უმსგავსო საქციელი? მერამდენედ უნდა შემარცხვინო? რა გინდა ლევან? ჩემი სიკვდილი, ჩემი ჭკუიდან გადაყვანა? თუ მოგწონს როგორ ათენებს დედაშენი,ღამებს ტირილში?- იძახდა არჩილი და ცდილობდა ნერვებს არ აყოლოდა.
-ახლა არ იჩხუბოთ რა, ორივეს გთხოვთ.-თქვა სევდიანი ხმით ეკატერინემ და ქმარს თვალებით შესთხოვა გაჩერებული იყო.
-დედა რატომ იცავ?აცადე მამას,რა ტყუილის ეუბნება? ამის გამო თვალები აღარ გივარგა.- ახლა საუბარში არსაიდან ჩართო ნიკა, რომელიც ცოცხლებს ყრიდა.
-ნიკა გაჩუმდი!-თქვა ეკატერინემ და ფეხზე წამოდგა.
-დედად რატომ აჩუმებ? ჩვენ კი არა, ამ ოჯახის შემარცხვენელ ნაბიჭვარს უნდა ეჩხუბებოდა.-ყვიროდა გრიგოლი რომელმაც ნიკას მხარი აუბა.
-გრიგოლ, მეორედ ნაბიჭვარს კიდევ ერთხელ დამიძახებ და-სიტყვა გაწყვეტინა გრიგოლმა ლევანს.
-რა,რას მიზავ?- უფრო გაბედულად წამოიყვირა გრიგოლმა.
   ლევანი რომ საყელოში სწვდა და კედელს აყუდა, მხოლოდ მაშინღა გაჩუმდა გრიგოლი, რომელსაც ლევანის ხელები ხმის ამოღებასაც კი არ აცდიდნენ.
   საბოლოოდ არჩილმა გამოსტაცა ხელიდან გრიგოლი.  სანამ არჩილი ახლა ნიკას და გრიგოლს ეჩხუბებოდა მისაღებ ოთახში, ლევანი ატირებულ ეკატერინეს ამშვიდებდა.
-ხომ შეგიძლიათ ერთხელ მაინც მოიქცეთ ნამდვილი ძმებივით?- გატეხილი ხმით ამბობდა ეკატერინე, ლევანს მიხუტებული და თან ცრემლებს იწმენდდა.
-დედა...- ვერაფერს ამბობდა ლევანი. აღარ ვიზავო ეთქვა? გამოვსწეორდებიო? რა ეთქვა გულმოკლული დედისთვის? ვერც ვერაფერს ეუბნებოდა, უბრალოდ ეხუტებოდა და ჰკოცნიდა.
     ქალს წნევა საკუთარი ხელით გაუსინჯა ლევანიმ,ბოლოს დამამშვიდებელიც დაალევინა, ეკატერინეს საწოლზე ჩამოსხდნენ ისე როგორც ლევანის პატარაობისას. მაშინ ლევანს ამშვიდებდა ხოლმე ქალი, ლევანს ედო თავი მის მხარზე ხოლმე,ახლა კი პირიქით.
   ეკატერინეს როგორც კი ჩაეძინა, ბიჭმა პლედი დაფარა და
შუბლზე აკოცა. კალამი და ფურცელი აიღო, ფურცელი წარწერით ,, ბათუმში მივდივარ, სექტემბერს ჩამოვალ. არ ინერვიულო და ბოდიში. მიყვარხარ დედა!"  საწოლის გვერდით დაუტოვა და ოთახიდან გავიდა.
    თავის ოთახში საბაზანოში შევიდა,ცივი წყალი გადაივლო, მთელი დღის დაღლილობა ჩამოირეცხა და თავის ტკივილის წამალი დალია.
   საწოლის ქვემოდან შავი ჩემოდანი გამოაცურა, რამდენიმე წყვილი საროჩკა, მაისური, საათი, ფეხსაცმელი და შორტი ჩადო, გუშინ მოგებული ფულიც საგულდაგულოდ შეინახა საფულეში. შავი მაისური გადაიცვა, შემდეგ შავი ჯიბებიანი ბრიჯიც(გრძელი შორტი) ჩაიცვა,
შავი სპორტული ფეხსაცმელიც მიაყოლა, იარაღი შარვლის კუთხეში ჩაიდო და შავი კაპიშონიანი  მოსაცმელი შემოიცვა, რომელიც იარაღს ფარავდა. ჩემოდანი კარებთან დადო, საფულე ჯიბეში ჩაიდო და ცოტახანი საწოლზე დაწვა.
   დაფიქრდა. რისთვის მიდიოდა ბათუმში? იქნებ იმისთვის რომ აქ გაჩერება სულს უხუთავდა? იქნებ იმიტომ რომ ყველასაგან დასვენება, უნდოდა მათ შორის საკუთარი თავისგანაც კი? იქნებ იმიტომ რომ საკუთარი თავი სძულდა და მისგან შორს გაქცევა უნდოდა?
   მართლა უნდოდა ყველაფერს მოშორებულიყო. უნდოდა მაგრამ ამისთვის ძალა არ ჰქონდა. აზარტი სისხლში ჰქონდა გამჯდარი, ადრენალინი ყველაფერს ერჩივნა. სხეული უკვე ვეღარ ძლებდა ნარ*ტიკის გარეშე. უნდოდა უკან დაეხია, მაგრამ არ შეძლო. საკუთარ თავში ამის ძალას ვერ პოულობდა.
   ღამის ორი რომ გახდა, წამოდგა ბარგი აიღო და  ოთახი დატოვა.
   სახლის კარიც უხმოდ გააღო და კერძო სახლის კიბეებს ჩაუყვა.
    ბოლო კიბეზე იყო გულის ადგილას რომ მწვავე ტკივილი იგრძნო,ცივმა ოფლმა დაასხა და ჩაიკეცა. მოაჯირს დაეყრდნო რომ არ დაგორებულიყო.
ხელები აუთრთოლდა, თვალებში დაუბნელდა, კუნთები დაეჭიმა. ყურში არარეალური ხმები ჩაესმა.
-ლევან, ლევან!- ძლივსღა გაარჩია მამამის ხმა,რომელიც სახეზე ურტყავდა აზრზე რომ მოეყვანა.
-წყალი მამა...-ძლივს ამოილაპარაკა და თავი კიბეზე დადო. კაცი უკანმოუხედავად გაიქცა სახლში, ჭიქა წყალი გამოიტანა, თავი წამოაწევინა და თავის ხელით დალევინა.
ბიჭი გულზე იჭერდა ხელს,საიდანაც ყრუ ტკივილი მოსდგავდა. თავის კალთაზე დადებინა არჩილმა ლევანს თავი და სახეზე  წყლის რამდენიმე წვეთი აფკურა. ორივემ დუმდნენ.
რამდენიმე წუთში ლევანი წამოდგა, არჩილმა ხელი შეახმარა ადგომაში.
-რა დაგემართა?- ცხოვრებაში პირველად მოისმინა მამისაგან წყნარი სიტყვა შვილმა.
-არაფერი.-მოკლედ თქვა ლევანმა და კიდევ წყალი დალია.
-ლევან...
-არაფერია.
-რამე გტკივა?
-არა.-იცრუა ლევანმა,ხომ იცოდა რომ რამდენიმე კვირაა საშინელი გულის ტკივილი აწუხებდა.
-სად მიდიხარ შუაღამისას?- ახლაღა შეამჩნია შვილმა კაცის ბარგი.
-ბათუმში.-ბათუმში რა გინდა ლევან?!- ხმას აუწია კაცმა.
-გამატარე, მაგვიანდება.
-ლევანნ!-დაიყვირა კაცმა.
-არჩილ!-არ დაკლო ლევანიმ.
-ჯანდაბაშიც წასულხარ!- ხელი ჩაიქნია არჩილმა შვილზე.
-წავალთ არჩილ, წავალთ ოღონდ ერთად.- ღიმილით თქვა ბიჭმა და ეზოში მდგომ მანქანაში ბარგი ჩადო.-სექტემბერში ჩამოვალ,დედამ არ ინერვიულოს.-ესღა თქვა ბიჭმა და BMW M5 2014-ით დატოვა ეზო.
   მიჰქროდა შუაღამისას თბილისის დაცარიელებულ ქუჩებში და ცალი ხელით ლუდს სვამდა, თვალებში უკრთოდა თბილისის ნათება.
-ლეო, სად იყავი აქამდე?- თქვა ძმაკაცმა, მის სახლთან რომ გაჩერა მანქანა.
-დაჯექი რა დათა.-მოკლედ თქვა ლევანიმ და გვერდით ახლად დამჯდარ დათას თვალებით მიესალმა. ეს დათა აფრასიძე იყო, მისი განუყრელი ძმაკაცი.
    იოანეც რომ მშვიდობით მოთავსდა უკან, სამივე ერთად გაუდგა ბათუმისკენ მიმავალ შორ გზას.
-ლეო,მოწევ?-იკითხა დათამ და ლევანის ფურცელში გახვეული ამოუცნობი რამ გაუწოდა.
-მოვწევ.

  



№1 სტუმარი სტუმარი ხათუნა

საინტერესო სიუჟეტია. გთხოვთ გაასწორეთ და ისე აკრიფეთ ტექსტი. ველი გაგრძელებას

 


№2 სტუმარი Caterina

Sul ro araferi chemtvis unda gaagrdzelo es istoria imdenad momwonss❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი Leosita

სტუმარი ხათუნა
საინტერესო სიუჟეტია. გთხოვთ გაასწორეთ და ისე აკრიფეთ ტექსტი. ველი გაგრძელებას

ძალიან დიდი ბოდიში,არ მქონდა დრო ჩასწორებისთვის:( შემდეგზე ვეცდები,გავითვალისწინებ♥️

 


№4 სტუმარი თეო ხურციძე

იმედია გააგრძელებთ. ძალიან კარგი იყო

 


№5 სტუმარი ემმა

ტექსტი გაუმართავია,საროჩკა მაგალითად ძალიან უხეშად მიხვდა თვალს,შინაარსი არც ისე საინტერესო,შუამდეც ვერ ჩავედი.ბევრი შეცდომა გაქვთ.ჰოო და კიდევ ჯეინ ეარიდან გადმოკოპირებული ფრაზებიც მინდა აღვნიშნო. სავარაუდოდ მორიგი ბანალური ისტორიაა,ბანალური გვარებით,ბანალური ლავ სთორით.ვერ დამაინტერესა.

 


№6  offline წევრი Leosita

ემმა
ტექსტი გაუმართავია,საროჩკა მაგალითად ძალიან უხეშად მიხვდა თვალს,შინაარსი არც ისე საინტერესო,შუამდეც ვერ ჩავედი.ბევრი შეცდომა გაქვთ.ჰოო და კიდევ ჯეინ ეარიდან გადმოკოპირებული ფრაზებიც მინდა აღვნიშნო. სავარაუდოდ მორიგი ბანალური ისტორიაა,ბანალური გვარებით,ბანალური ლავ სთორით.ვერ დამაინტერესა.

ახლა ვნახე ეს კომენტარი:)და ძალიან მომეწონა. საროჩკა ტყუილად უბრალოდ არ მიწერია, მინდოდა მაქსიმალურად შემქმნა წარმოდგენა ლევანზე და არც ჟარგონებს და არც ბარბარიზმებს არ მოვრიდებულბარ. ტექსტი გაუმართავია, ვისაც აწუხებს შეუძლია არ წაიკითხოს. მე ფიზიკურად ვეფ ჩავასწორებ ესეთ დეტალებს გამდინარე ბევრი რაღაციდან. როგორი ისტორია თქვენ განსაზღვრეთ მე არაფერი მწყინს. არ ვარ პროფესიონალი მწერალი და მხოლოდ გასართობად ვწერ. ჯეინ ეარის ფრაზები კი არსად დამიმალავს,ფბ-ზე ავღნიშნე კიდეც:)) სულ ესაა...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent